დოკუმენტი ხელმისაწვდომია რელიგიის თავისუფლების კვლევისა და მონიტორინგის ცენტრის () მხარდაჭერით. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was made available with th support of Religious Freedom Research and Monitoring Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი # 153
თებერვალი 2013
სავდა თურქეთის წინააღმდეგ - 42730/05
გადაწყვეტილება 12.6.2012 [II სექცია]
მუხლი 9
მუხლი 9-1
სინდისის თავისუფლება
კეთილსინდისიერი უარის უფლების დამდგენი სამართლებრივი ჩარჩოს ან პროცედურის არ არსებობა: დარღვევა
ფაქტები – 1996 წლის მაისში მოსარჩელე, ეროვნებით თურქი, გაწვეულ იქნა ჯარში და შეუერთდა საკუთარ სამხედრო ნაწილს. 1996 წლის აგვისტოში მან დეზერტირლად დატოვა ჯარი. 1997 წლის ნიემბრეში, იგი დაკავებულ იქნა იარაღის ფლობის გამო და ბრალდებულ იქნა PKK (ქურთისტანის მშრომელთა პარტიის) დახმარებასა და წაქეზებაში და მიესაჯა პატიმრობა. 2004 წლის ნოემბერში, სასჯელის მოხდის შემდეგ, ის დააბრუნეს თავის სამხედრო ნაწილში, სამხედრო სამსახურის მოსახდელად, მაგრამ მან უარი თქვა სამხედრო უნიფორმის ტარებაზე. შემდგომ მან განაცხადა კეთილსინდისიერი უარი. სამხედრო სასამართლობის მიერ აღიძრა რიგი სისხლის სამართლის საქმეები. ამ პერიოდის განმავლობაში ის განაგრძობდა უარის თქმას შეერთებოდა თავის სამხედრო ნაწილს და დეზერტირულად ტოვებდა მას სხვადასხვა შემთხვევებში. 2008 წლის აპრილში, მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ამორიცხულ იქნა თავისი სამხედრო ნაწილიდან, ანტი-სოციალური პერსონალური აშლილობის დიაგნოზით.
კანონი – მუხლი 9: რამდენადაც დიდი პალატის განაჩენი, საქმეზე ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ[1], სამხედრო სამსახურისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოტივირებული იყო სერიოზული და გადაულახავი კონფლიქტით, სამხედრო სამსახურში მსახურებასა და პიროვნების სინდისის ან მის მიერ რელიგიური თუ სხვა რწმენის ღრმა და გულწრფელ დაცვას შორის, დადგინდა საკმარისი დამაჯერებლობა, სერიოზულობა, კავშირი და მნიშვნელობა, მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარანტიების მიღებისა.
მაგალითად მოყვანილ საქმეში, მოსარჩელე ჩიოდა სახელმწიფოს მხრიდან ხარვეზებზე. არ არსებობს დამაჯერებელი და მყარი მიზეზები, რომლებიც გაამართლებს შეუძლებლობას, ცნობილ იქნას კეთილსინდისიერი უარის უფლება, სავალდებულო სამხედრო სამსახურში განაწილებასთან დაკავშირებით. ისეთი ცნებები, როგორიცაა საჯარო უსაფრთხოება, უწესრიგობის პრევენცია ან სხვათა უფლებების დაცვა არ იყო საკმარისი იმის ასახსნელად, თუ რატომ იყო ამ უფლების დაცვა შეუსაბამო სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებასთან. პროცედურის არ არსებობის გამო, რომელიც საშუალებას მისცემდა მოსარჩელეს, დაედგინა, აკმაყოფილებდა თუ არა პირობებს, რომლებიც საჭიროა კეთილსინდისიერი უარის უფლების მქონე პირად აღიარებისთვის, მოსარჩელეს არ მიუმართავს არც ერთი რელიგიური მრწამსისთვის, მაგრამ თქვა, რომ იგი ემხრობოდა პაცეფისტურ და ანტი-სამხედრო ფილოსოფიას. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოსარჩელე არ უნდა ყოფილიყო ცნობილი კეთილსინდისიერი უარის უფლების სტატუსის მქოდე პირად. კითხვები, რომლებიც წამოიჭრა, აქედან გამომდინარე, იყო თუ რამდენად ხვდებოდა მოსარჩელის უარი სამხედრო სამსახურზე მე-9 მუხლის ქვეშ. მითითებული იყო, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ იქნა შესწავლილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. სასამართლომ, აქედან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მსგავსი მოთხოვნების გამოსაძიებელი პროცედურების არ არსებობის გამო, სამხედრო სამსახურის მოხდის იძულება იგივეა, რაც ვალდებულებასა და პიროვნების მიერ რწმენის ღრმა და გულწრფელ დაცვას შორის სერიოზული და დაუძლეველი კონფლიქტის გამოწვევა. კონვენციის მე-8 მუხლის პრეცედენტულ სამართალში, რომელიც არაერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს სასამართლო წესით განსაზღვრისა და ზემოქმედების მექანიზმის მარეგულირებელ ფარგლებში, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლების პოზოტიური ვალდებულება იყო, მოსარჩელესთვის შესაძლებელი გაეხადა, გაევლო ეფექტური და ხელმისაწვდომი პროცედურა, რომელიც საშუალებას მისცემდა მას, დაედგინა, მიიღებდა თუ არა კეთილსინდისიერი უარის უფლების მქონე პირის სტატუსს, მოსარჩელის მე-9 მუხლით გარანტირებული ინტერესების დასაცავად. სისტემამ, რომელიც არ უზრუნველყოფდა ალტერნატიული სამსახურის ან ზემოთ აღნიშნული პროცედურის არსებობას, მარცხი განიცადა საზოგადოების ზოგადი ინტერესებისა და კეთილსინდისიერი უარის სტატუსის მქონეთა შორის ჯეროვანი ბალანსის დაცვაში. აქედან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა არ შეასრულეს მე-9 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
დასკვნა: დარღვევა (ერთსულოვნად).
სასამართლომ, ასევე, ერთსულოვნად დაასკვნა, რომ დაირღვა მუხლი 3, რადგან მოსარჩელის მიმართ ხორციელდებოდა დამამცირებელი მოპყრობა და დაირღვა მუხლი 6 § 1, რადგან მოსარჩელეს, როგორც კეთილსინდისიერი უარის უფლების მქონეს, მოსთხოვეს სამხედრო სასამართლოს წინაშე გამოცხადება, რაც შეუსაბამო იყო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან.
მუხლი 41: 12.000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
[1] ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ, 23459/03, 2011 წლის 7 ივლისი, საინფორმაციო შენიშვნა #143. კეთილსინდისიერ უარზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ამ საკითხთან დაკავშირებული საინფორმაციო ფურცელი.
Full & Egal Universal Law Academy