© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირველი სექცია
საქმე სავრიდინ ჟურაიევი რუსეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No. 71386/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
25 აპრილი 2013
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოო შეიქნება,
კონვენციის 44 § 2 მუხლში მითითებული გარემოებების დადგომისას.
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
მოცემულ საქმეში სავრიდინ ჟურაიევი რუსეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია) პალატის შემდეგი შემადგენლობით:
იზაბელ ბერო-ლეფევრი, პრეზიდენტი,
ხალნარ ჰაჯიევი,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
იულია ლაფრანკი,
ერიკ მოზე,
ქსენია ტურკოვიჩი,
დმიტრი დედოვი, მოსამართლეები
და სორენ ნიელსენი, სექციის გამწესრიგებელი,
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 9 აპრილს,
გამოიტანა ამავე დღეს მიღებული გადაწყვეტილება:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 71386/10) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 6 დეკემბერს სასამართლოში შეიტანა ტაჯიკეთის მოქალაქემ, ბ-ნმა სავრიდინ ჯანობიდიონოვიჩ ჟურაიევმა ("მომჩივანი").მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ქ-ნი ე. რიაბინინასა და ქ-ნი დ. ტრენინას მიერ, ადვოკატები რომლებიც პრაქტიკას მოსკოვში ეწევიან. რუსეთის მთავრობა წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი გ. მატიუშკინის მიერ, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ("სასამართლო").მომჩივანი აცხადებდა, რომ ტაჯიკეთში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხე და რომ ექსტრადიციამდე მისი პატიმრობის განხილვა არ ხორციელდებოდა საკმარისად დროულად.2010 წლის 7 დეკემბერს პირველი სექციის პრეზიდენტმა შეატყობინა მოპასუხე მთავრობას, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, რომ მომჩივანი არ გადაცემულიყო ტაჯიკეთში შემდგომი შეტყობინების მიღებამდე. აქვე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმე პრიორიტეტულად განხილულიყო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლის შესაბამისად.2010 წლის 16 დეკემბერს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს, რომ ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები იმის უზრუნველსაყოფად რათა მომჩივანი არ გადაცემულიყო ტაჯიკეთს შემდგომი შეტყობინების მიღებამდე.2011 წლის 31 იანვარს საჩივარი კომუნიცირებულ იქნა მთავრობისადმი. ამავე დროს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საჩივრის მისაღებობა და არსებითი მხარე ერთდროულად განხილულიყო (მუხლი 29.1).2011 წლის 2 ნოემბერს პირველი სექციის პრეზიდენტმა სთხოვა მთავრობას, სასამართლოს რეგლამენტის 54.2 მუხლის შესაბამისად, წარმოედგინა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებანი რათა განემარტა მოსკოვში მომჩივნის სავარაუდო გატაცების გარემოებანი.2012 წლის 17 იანვარს პალატამ შესთავაზა მხარეებს წარმოედგინათ შემდგომი წერილობითი განმარტებანი მომჩვნის სავარაუდო გადაცებისა და ტაჯიკეთში გადაყვანის შესახებ. შედეგად მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს დამატებითი არგუმენტები, რომელიც მოიცავდა მოვლენათა ახალ განვითარებასა და არსებით მხარეზე შემდგომ დასკვნებს.
ფაქტები
I. საქმის გარემოებანი
მომჩივანი დაიბადა 1985 წელს. იგი ამჯერად სასჯელს ტაჯიკეთში იხდის.
ა. მომჩივნის ცხოვრება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე
2006 წლამდე მომჩივანი ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში ნავგილემში, ტაჯიკეთის სოგდისკაიას რაიონში. იგი გამყიდველი გახლდათ ადგილობრივ ბაზარში.ტაჯიკეთიდან მომჩივნის გამომგზავრებამდე მოვლენები, მომჩივანის მიხედვით შემდეგგვარად გამოიყურება.2002 წლიდან 2005 წლამდე მომჩივანი დადიოდა მეჩეთში, სადაც სწავლობდა ყურანს ბ-ნი ს. მარუფოვის კურატორობით. ეს უკანასკნელი დაპატიმრებულ იქნა ადგილობრივი პოლიციის მიერ და პატიმრობაში გარდაიცვალა 2006 წლის მაისში. გარდაცვალებამდე ბ-ნმა მარუფოვმა განაცხადა. რომ მას არასათანადოდ ეპყრობოდნენ (იხ. პარაგრაფი 102 ქვემოთ).ბ-ნ მარუფოვის გარდაცვალების შემდეგ ტაჯიკეთის ხელისუფლებამ დაიწყო მის მიმდევართა მიზანში ამოღება. მომჩივანმა დატოვა ქვეყანა შეეშინდა რა, რომ მოხდებოდა მისი დევნა რელიგიური საქმიანობების გამო.მომჩივანი ჩავიდა რუსეთში 2006 წლის ივნისში, სადაც შემოსავალს იღებდა სხვადასხვა ხელობის გზით მოსკოვის გარეუბნებში.
ბ. სისხლისსამართლებრივი დევნა მომჩივნის წინააღმდეგ ტაჯიკეთში და ექსტრადირების შესახებ სამართალწარმოება რუსეთში
2006 წლის 7 ნოემბერს ტაჯიკეთის პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მომჩივნის წინააღმდეგ და გასცა მისი წინასწარი პატიმრობის ბრძანება. მომჩივანს ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის სისხლის სამართლის კოდექსის 186 § 2 და 187 § 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, დაახლოებით 1992 წელს სხვა პირებთან ერთად "კრიმინალური კონსპირაციის", სახელად "ბაიათის" (Байъат) შექმნა, რომელიც მოგვიანებით გაწევრიანდა "კრიმინალრ შეიარაღებულ დაჯგუფებაში" სახელად "უზბეკეთის ისლამური მოძრაობა" ("უიმ"). მომჩივანს ამასთანავე ბრალი ედებოდა სავარაუდო შეიარაღებულ თავდასხმაში რომელიც განხორციელდა 2006 წლის 27 სექტემბერს რეგიონის პარლამენტის წევრებზე.იმავე დღეს ტაჯიკეთის პროკურატურამ გასცა მომჩივნის დაკავების ორდერი ზემორე ხსენებული ბრალდებებით და განათავსა მისი სახელი "ძებნილ პირთა" სიაში.რუსეთის პოლიციამ მომჩივანი დააკავა 2009 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ გამოცემული საერთაშორისო ძებნის ორდერის საფუძველზე. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 2011 წლის 21 მაისის ექსტრადიციამდე (იხ. პარაგრაფები 32-36 ქვემოთ).2009 წლის 21 დეკემბერსა და 2010 წლის 29 მარტს ტაჯიკეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ სთხოვა მის რუს კოლეგას მომჩივნის გადაცემა ტაჯიკეთისათვის.2010 წლის 17 ივნისს რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ გასცა მომჩივნის ექტრადირების შესახებ ბრძანება. მან დაადგინა, inter alia, რომ მომჩივანს ბრალად ედებოდა ტაჯიკეთში კრიმინალური დაჯგუფების "უიმ" წევრობა 1992 წლიდან მოყოლებული. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასეე აღნიშნა, რომ 2005 წლის ბოლოს მომჩივანი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში სადაც მან დააფუძნა "უიმ"-ის შეიარაღებული დანაყოფი და რომ 2006 წელს იგი თვეში დაახლოებით 5000 აშშ დოლარს უგზავნიდა ყოველთვიურად "უიმ" ლიდერებს ტაჯიკეთში და ამგვარად აფინანსებდა მათ ტერორისტულ საქმიანობებს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეთა მკვლელობებსაც. გენერალური პროკურორის მოადგილემ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებული ქმედებანი დასჯადი იყო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსითაც და რომ ექსტრადირებას ხელს არ შეუშლიდა მის მიერ მოსკოვში ჩდენილი დანაშაული რადგან ამ მხრივ არც გამოძიება და არც დევნა არ იყო დაწყებული. მომჩივნის ექსტრადირებას არ კრძალავდა არც საერთაშორისო ხელშეკრულებანი და არც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა.მომჩივანმა ექსტრადირების ორდერი გაასაჩივრა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ("საქალაქო სასამართლო") აღნიშნა რა, რომ ტაჯიკი ხელისუფლების ორგანოები დაუქვემდებარებდნენ მას წამებას რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. მან მოიხმო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მრავალი საქმე რომელიც აღნიშნავდა მსგავს ვითარებაში მყოფი მომჩივნების წამებისადმი დაქვემდებარების საფრთხეს ექსტრადირების შემთხვევაში (Khodzhayev v. Russia, no. 52466/08, 12 May 2010, and Khaydarov v. Russia, no. 21055/09, 20 May 2010). მომჩივანმა ასევე მიუთითა ტაჯიკეთში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალის ურთიერთსაწინააღმდეგობასა და რიგ შემთხვევებში აბსურდულობაზეც, რომლის მიხედვითაც იგი აქტიურად იყო ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში 1992 წლიდან, ანუ როდესაც იგი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო.გენერალური პროკურორის მოადგილემ ქალაქის სასამართლოს მიაწოდა მისი ტაჯიკი კოლეგის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც, inter alia, მოიცავდა შემდეგ გარანტიებს:
"ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად [მომჩივანი] უზრუნველყოფილი იქნება ყველა საშუალებით რათა დაიცვას საკუთარი თავი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, მათ შორის ადვოკატის სრულფასოვანი დახმარებით. იგი არ დაექვემდებარება წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს (ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და შესაბამისი გაეროსა და ევროპის საბჭოს კონვენციებისა და ოქმების გათვალისწინებით).
ტაჯიკეთის სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას იმ დანაშაულებისათვის რომლის ჩადენაც ბრალად ედება [მომჩივანს].
ტაჯიკეთის გენერალური პროკურატურა გარანტიას იძლევა, რომ მომჩივნის მიმართ მოცემული ექსტრადირების მოთხოვნა მიზნად არ ისახავს მის დევნას პოლიტიკური საფუძვლით ან რასის, რელიგიური მრწამსის, ეროვნულობისა თუ პოლიტიკური მოსაზრების გამო.
... ტაჯიკეთი კისრულობს ვალდებულებას გაასამართლოს [მომჩივანი] მხოლოდ იმ დანაშაულებისათვის, რომელიც წარმოადგენს მისი ექსტრადირების საფუძველს და რომ [მომჩივანის] გადაცემა არ მოხდება მესამე სახელმწიფოსათვის რუსეთის ფედერაციის ნებართვის გარეშე და რომ მას ექნება უფლება დატოვოს ტაჯიკეთის რესპუბლიკა სასჯელის მოხდის შემდეგ."2010 წლის 29 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ ჩაატარა საჯარო მოსმენა. მან მოისმინა დაცვის მხარის წარმომადგენლის ქ-ნი ე. რიაბინინას, რომელიც გამოდიოდა როგორც რუსეთის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ექსპერტი, მოხსენება ტაჯიკეთში ვითარების შესახებ. ექსპერტმა უპასუხა შეკითხვებს საჯარო მოსმენაზე და დეტალურად ახსნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული ოთხი ბოლოდროინდელი საქმის დეტალები, რომელიც ეხებოდა მოცემულ საქმეებში მომჩივნების ტაჯიკეთში გადაცემის პერსპექტივებსა და რუსეთის ფედერაციაზე მის სამართლებრივ გავლენას (Khodzhayev, ციტირებული ზემოთ; Khaydarov, ციტირებული ზემოთ; Iskandarov v. Russia, no. 17185/05, 23 სექტემბერი 2010; და Gaforov v. Russia, no. 25404/09, 21 ოქტომბერი 2010).იმავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ძალაში დატოვა ესტრადირების ორდერი დაასკვნა რა რომ არ არსებობდა არანაირი დაბრკოლება მომჩივნის ტაჯიკეთში ექსტრადირებისათვის. მომჩივნის არგუმენტები, რომელიც ეფუძნებოდა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციითა და სასამართლოს პრაქტიკით ნაკისრ ვალდებულებებს უგულებელყოფილ იქნა საქალაქო სასამართლოს მიერ. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
"... არგუმენტები, რომ მომჩივანი შესაძლოა გასამართლდეს რელიგიურ საფუძვლებზე და ტაჯიკეთში სისხლის სამართლის დევნის დროს წამების სერიოზული საფრთხის შესახებ... სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია რადგან მოცემული არგუმენტები წარმოადგენენ მხოლოდ დაშვებას რომელიც არაფრითაა გამყარებული; პირუკუ, მოცემული არგუმენტები სრულიად ბათილდება სასამართლოს მიერ განხილული საქმის მასალების მიხედვით, განსაკუთრებით კი ტაჯიკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილით...
არგუმენტები... რომ წამებისა და რელიგიურ და პოლიტიკურ საფუძველზე დევნის დასტური მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დოკუმენტებსა და ადამიანის უფლებების დამცველ სხვა ორგანიზაციათა მასალებში ... სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ მიიჩნევა, რადგან მოცემული დოკუმენტები ეხება სხვა პირებს და არა [მომჩვანს]; მეტიც, მოცემული არგუმენტები ბათილდება ზემოთმოცემული წერილით ტაჯიკეთის პროკურატურიდან."2010 წლის 9 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მომჩივნის არგუმენტი, რომ მისი ექსტრადირება დაარღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს უგულვებელყოფილ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ ტაჯიკეთის პროკურატურიდან მიღებული წერილის გათვალისწიებით.
გ. მომჩვნის მიერ ლტოლვილის სტატუსისა და დროებითი თავშესაფრის მოთხოვნა
2009 წლის 22 დეკემბერს მომჩივანმა მიმართა რუსეთი ფედერალური მიგრაციის სერვისის ("რფმს") მოსკოვის ოფისს და მოითხოვა ლტოლვილის სტატუსი. იგი აცხადებდა, რომ მას ტაჯიკეთში დევნიდნენ რელიგიური მრწამსის საფუძველზე და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი წამების მსხვერპლი შეიქნებოდა.2010 წლის 26 აპრილს "რფმს" მოსკოვის ოფისმა არ დააკმაყოფილა განაცხადი. მომჩივანს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს 2010 წლის 12 მაისს.2010 წლის 26 აგვისტოს "რფმს" დირექტორის მოადგილემ არ დააკმაყოფილა მომჩვნის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ "უიმ" როგორც ტაჯიკეთის ისე რუსეთის უზენაესი სასამართლოების მიერ მიჩნეული იყო ტერორისტული საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად. მართალია "რფმს" დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა წამების აქტიურად გამოყენებისა და ტაჯიკ სახელმწიფო მოხელეთა დაუსჯელობის შესახებ საერთაშორისო კრიტიკას, მანვე აღნიშნა, რომ "რფმს" ვერ მიიჩნევდა მომჩივნის რელიგიურ საფუძველზე დევნის შიშს საფუძვლიანად. აღნიშნა რა რომ ტაჯიკეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მუსლიმია, მანვე მიიჩნია, რომ მომჩივანი ნაკლებასავარაუდო იყო დაქვემდებარებოდა დევნას მხოლოდ ისლამური მრწამსის გამო. იმის გამო, რომ ხელისუფლება ცდილობდა გაემკაცრებინა კონტროლი რელიგიურ მიმდინარეობებზე, მიჩნეულ იქნა რომ ამ მიზნით განხორციელებული ქმედებები ემსახურებოდნენ რადიკალური ისლამის, მათ შორის "უიმ", გავლენის შეზღუდვას. მან დაასკვნა, რომ მომჩივანი არ იყო უფლებამოსილი მიეღო ლტოლვილის სტატუსი და რომ მისი განაცხადი მიზნად ისახავდა ტაჯიკეთში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევას. მან იქვე აღნიშნა, რომ წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიანი შიში შესაძლებელია ყოფილიყო მომჩივნის მიერ რუსეთში დროებითი თავშესაფრის მიღების საფუძველი ლტოლვილთა შესახებ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით.2010 წლის 1 ოქტომბერს მომჩივანმა გაასაჩივრა "რფმს" გადაწყვეტილება ბასმანის საოლქო სასამართლოში მოსკოვში. იგი დავობდა, რომ "რფმს" ჯეროვნად და სრულფასოვნად არ შეუსწავლია ტაჯიკეთში არსებული ვითარება და არც მოცემული თემის ირგვლივ არსებული საერთაშორისო წყაროები გაუთვალისწინებია. მან ასევე აღნიშნა, რომ "რფმს"-მა იგი დამნაშავედ მიიჩნია იმ დანაშაულებში რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებოდა ტაჯიკი ხელისუფლების მიერ და რომ პრინციპში დაეფუძნა ტაჯიკეთის პროკურატურის მიერ მოწოდებულ ფაქტებს.2010 წლის 10 ნოემბერს ბასმანის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა "რფმს" 2010 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. მან მითითება გააკეთა გადაწყვეტილებში არსებულ არგუმენტებზე და სარწმუნოდ მიიჩნია ისინი მიუთითა რა, რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა საპირისპირო. 2010 წლის 6 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული მოსკოვის საქალაქო სასამართლოში აპელაციისას.2011 წლის 24 მაისს მომჩივანმა მიმართა "რფმს" დროებითი თავშესაფრისათვის რუსეთში. 2011 წლის 2 ივნისს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რუსეთის ოფისმა მომჩივნის წარმომადგენელს შეატყობინა, რომ იგი აკმაყოფილებდა მისი წესდებით დადგენილ კრიტერიუმებს და უფლებამოსილი იყო მიეღო საერთაშორისო დაცვა ამ უკანასკნელის მანდატის მიხედვით.2011 წლის 6 სექტემბერს "რფმს" მოსკოვის საქალაქო ოფისმა მისცა მომჩივანს დროებითი თავშესაფარი რუსეთში და გასცა მასზე სათანადო მოსმობა. მოწმობა დარეგისტრირდა ნომრით ВУ № 0004219 და მომჩივანს გადაეცა 2011 წლის 8 სექტემბერს მისი ადვოკატის თანდასწრებით.
...
ე. მომჩვნის სავარაუდო გატაცება და გადაცემა ტაჯიკეთისათვის
1. მოვლენები მომჩივნის მიხედვით
მომჩივნის მიერ წერილობით წარმოდგენილი ჩვენების მიხედვითა და მისი წარმომადგენლის მიერ მოწმეებისა და სხვა არსებული წყაროებიდან მიღებული დამატებული ინფორმაციის მიხედვით მისი გატაცება და ტაჯიკეთისათვის გადაცემა შემდეგგვარად განხორციელდა.2011 წლის 31 ოქტომბერს დააახლოებით საღამოს 9 ან 10 საათზე მომჩივანი და მისი მეგობარი მანქანას მართავდნენ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ უბანში როდესაც მათ ავტომობილს გზა გადაუკეტა მინივენმა მიჩურინის გამზირზე. მომჩვნის ადვოკატის მიერ პოლიციისა და საგამომძებო ორგანოებისადმი წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ინციდენტს ადგილი ჰქონდა დაახლოებით 11.30-11.45 საათისათვის მოსკოვში ვერდანსკის გამზირზე. მომჩივანი და მისი მეგობარი გადმოვიდნენ მანქანიდნენ და ეცადნენ მიმალულიყვნენ. მათ დაედევნა სამი ან ოთხი ამოუცნობი პირი, რომლებმაც ორჯერ გაისროლეს. მომჩივნის მეგობარმა მოახერხე მიმალვა, ხოლო მომჩივანი კი იმავე პირებმა, რომელთაც საკუთარი ვინაობა არ გაუმხელიათ, დაიჭირეს, ცემეს კეტით და აიძულეს ჩამჯდარიყო მინივენის ტიპის ავტომობილში.მომჩივანმა მინივენში გაატარა ერთი ღამე და ერთი დღე. პირებმა, რომლებმაც დაიჭირეს, აწამეს და არასათანადოდ მოეპყრნენ მას. სცემდნენ, თავზე იარაღს ადებდნენ და ემუქრებოდნენ მოკვლით თუ არ დათანხმდებოდა შინ, მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებას. მომჩივანმა მათ აჩვენა "რფმს" მიერ გაცემული დროებითი თავშესაფრის მოწმობა, მაგრამ პასუხად მხოლოდ დაცინვა მიიღო. ის პირები, რომლებიც მას შეკითხვებს უსვამდნენ ტაჯიკური წარმომავლობისანი იყვნენ.მეორე დღეს საღამოს მომჩივანი გამტაცებლებმა პირდაპირ დომოდედოვოს აეროპორტში მიიყვანეს ისე, რომ არ გაუვლიათ ჩვეულებრივი სასაზღვრო, საბაჟო და უსაფრთხოების შემოწმება. მომჩვანი გადასცეს ტაჯიკ პატრულს, რომელმაც აიძულა იგი ჩამჯდარიყო ახლოს მდგომ თვითმფრინავში რაიმე ბილეთისა თუ მგზავრობის დოკუმენტის წარდგენის გარეშე.მეორე დღეს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, თვითმფრინავი ჩაფრინდა ტაჯიკეთში, ხუჯანდის აეროპორტში, სადაც მომჩივანი გადასცეს ტაჯიკეთის ხელისუფლებას. ადვოკატზე მოთხოვნა მას არ დაუკმაყოფილებას. მომჩივნის მამის წერილობითი ჩვენების მიხედვით, მომჩვანი დაკავებული იყო და ჰკითხავდნენ გაურკვეველი დროის განმავლობაში ხუჯანდის პოლიციის განყოფილებაში. მომჩივნის მამამ მისცა წერილობითი ჩვენება, სადაც აღნიშნა, რომ პოლიციის ოფიცერი, რომელთაგან ერთ-ერთი გახლათ ს.მ. სასტიკად არაჯეროვნად მოეპყრო მომჩივანს რათა ამ უკანასკნელს ეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არასდროს ჩაუდენია და ეთქვა, რომ ტაჯიკეთში საკუთარი ნებით დაბრუნდა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს, გამომძიებელმა რ.რ. არ მისცა მას ნება შეხვედროდა პატიმრობაში მყოფ შვილს, ხაზი გაუსვა რა მამის მიერ ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუხმარეობლობას მომჩივნის დაკავებასა და ქვეყანაში დაბრუნებაში.
2. მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია
მთავრობის მიერ მომჩივანის ფაქტობრივ გარემოებაზე მოწოდებულ იქნა შემდგომი ინფორმაცია.სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილი შეკითხვების პასუხად, მთავრობისაგან 2011 წლის 18 ნოემბერსა და 2012 წლის 29 თებერვალს მიღებული წერილები არ მოიცავდა ინფორმაციას მომჩივნის მდებარეობისა და მის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადალახვის შესახებ. მთავრობამ შემდგომ აღნიშნა, რომ მომჩივნის უფლებები და თავისუფლებები არ შეზღუდულა მისი 2011 წლის 20 მაისს გათავისუფლების შემდეგ და რომ კანონი არ ავალდებულებს ხელისუფლებას განეხორციელებინა ზედამხედველობა მომჩივანზე, რომ მისი ექსტრადირება თუ გაძევება შეჩერებულ იქნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიებით და რომ იგი, შესაბამისად, არ გადაცემულა ტაჯიკეთს ექსტრადირების პროცედურის დაცვით.2012 წლის 5 აპრილს მთავრობამ ხელახლა გადმოსცა 2012 წლის 26 მარტს ტაჯიკეთის გენერალური პროკურორის მიერ მისი რუსი კოლეგისათვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მომჩივანი "ნებაყოფლობით ჩაბარდა" 2011 წლის 3 ნოემბერს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სოგდისკის რაიონულ განყოფილებას (РОБОП) და იმყოფება ხუჯანდის N.2 დროებითი დაკავების იზოლატორში (СИЗО №2).2013 წლის 25 თებერვალს მთავრობისაგან მიღებული ბოლო ინფორმაციით ძიება მომჩივნის გატაცებასა და გადაცემაში ჯერ ისევ მიმდინარეობს.
ვ. მომჩივნის მიერ ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემისაგან დაცვის მოთხოვნა
როგორც კი შეიტყო მომჩივნის გატაცების შესახებ 2011 წლის 31 ოქტომბერს, მისი წარმომადგენელი უმალვე დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა რა მათ სასწრაფო ზომების მიღება რუსეთის ტერიტორიიდან იძულებით გაყვანის თავიდან ასცილებლად.1 ნოემბერს გამთენიისას 3-5 საათზე ქ-ნმა რიაბინინამ ოთხი ოფიციალური მოთხოვნა დაუფაქსა მოსკოვის ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსს, "რფმს" დირექტორს, გენერალურ პროკურორსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში. მან დახმარება ითხოვა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის ულებათა კომისრისაგანაც.მოსკოვის პოლიციის განყოფილების უფროსისადმი მიწერილ წერილში მომჩივნის წარმომადგენელი აღნიშნავდა მომჩივნის გატაცების გარემოებებს. იგი ასევე ახსენებდა მას მომჩივნის სამართლებრივი სტატუსის შესახებ, მინიჭებული ჰქონდა რა ამ უკანასკნელს დროებითი თავშესაფრის უფლება "რფმს" მიერ და ხაზს უსვამდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად დაწესებულ დროებით ღონისძიებებს. წერილი ასე სრულდებოდა:
" [მოცემული გარემოებების] გათვალისწინებით არსებობს საფუძვლიანი მიზეზები მივიჩნიოთ, რომ [მომჩივნის] გატაცების მცდელობა განხორციელდა რუსეთიდან ტაჯიკეთში მისი უკანონოდ გადაცემის მიზნით, სადაც ამ უკანასკნელის ხელისუფლება ითხოვს მის ექსტრადირებას სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.
ვითარება მძიმდება იმ ფაქტითაც, რომ მომჩივნის ძმა [შ.ტ.] უგზო-უკვლოდ გაქრა მოსკოვში 8 სექტემბერს და, მისი ცოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, იგი პატიმრობაში გადაეცა ტაჯიკეთის რესპუბლიკას, ხუჯანდში 13 სექტემბერს, სადაც იგი დღემდე იმყოფება. გარკვეული დროით ადრე, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, თავშესაფრის ორი მაძიებელი, რომლებიც იძულებითი გადაცემისაგან დაცულნი იყვნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს [დროებითი ღონისძიებების] მიერ, გაქრნენ მოსკოვში; ტაჯიკი ეროვნების ს.კ. და უზბეკი მ.ა. ორივე მათგანი გადაცემულ იქნა ტაჯიკეთში და იმყოფებიან პატიმრობაში. ნებისმიერი მტკიცება იმისა, რომ მათ ნებაყოფლობით დატოვეს რუსეთი უსაფუძვლოა, რადგან მათ თან არ ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტაცია: მ.ა.-ს ეროვნული პასპორტი ინახებოდა "რფმს" მოსკოვის ოფისში, ხოლო ს.კ.-ს კი რამდენიმე წლის წინ ჰქონდა პასპორტი დაკარგული..."იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა კომისარმა გაუგზავნა წერილი მოსკოვის პოლიციის განყოფილების უფროსს, სადაც აღნიშნა შემდეგი:
"... არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მცდელობას უკანონოდ მოხდეს [მომჩივნის] გადაყვანა ტაჯიკეთში, სადაც საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს.
დღეს, 2011 წლის 1 ნოემბერს [მომჩივნის წარმომადგენელმა] გთხოვათ მიგეღოთ სასწრაფო ზომები რათა თავიდან აგეცილებინათ [მომჩივნის] იძულებითი გაყვანა რუსეთის ტერიტორიიდან, განსაკუთრებით მოსკოვის აეროპორტის გავლით.
გთხოვთ განიხილოთ [ზემოთმოცემული] თხოვნა რაც შეიძლება სწრაფად და მიიღოთ ყველა ზომა [მომჩივნის] მოსაძიებლად და მისი იძულებითი გაყვანის თავიდან ასაცილებლად რუსეთის ფედერაციიდან.
გთხოვთ შემატყობინოთ ჩემი თხოვნის განხილვის შედეგი."სასამართლოს არ გააჩნია ინფორმაცია ხელისუფლების მიერ რომელიმე ამ თხოვნის საპასუხოდ მიღებული პრევენციული ზომების შესახებ.2011 წლის 7 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ოფისმა უპასუხა მომჩივნის წარმომადგენელს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ღონისძიებების შესაბამისად რუსეთის ხელისუფლება თავს იკავებდა მისი ექსტრადიციისაგან და რომ შესაბამისი მითითებანი გაეგზავნა სასჯელის აღსრულების ფედერალურ სამსახურს (ФСИН),, გენერალურ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს.
ზ. სასამართლოს გამწესრიგებლის წერილი მომჩივნის გატაცებისა და ტაჯიკეთში გადაყვანის შესახებ
მოცემულ საქმეში მომჩივნის გადაცების შესახებ საჩივრისა და სხვა საქმეებში მსგავსი მოვლენების გათვალისწინებით, 2012 წლის 25 იანვარს სასამართლოს გამწესრიგებელმა გაუგზავნა წერილი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში. წერილი აღნიშნავდა შემდეგს:
"სასამართლოს პრეზიდენტმა, სერ ნიკოლას ბრატცამ მთხოვა გამოვხატო მისი წუხილი რუსეთში მომჩივნის გაუჩინარებისა და შემდეგ ტაჯიკეთისათვის მისი გადაცემის შესახებ, მიუხედავად სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით მიღებული დროებითი ღონისძიებებისა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე Iskandarov (no. 17185/05, 23 სექტემბერი 2010), სადაც მან დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელი იყო მე-3 მუხლის დარღვევაში დაუდგენელი პირების მიერ მომჩივნის დაუსაბუთებელი გატაცებისა და ტაჯიკეთში გადაცემის გამო, სასამართლოს წინაშე ისევ დადგა მსგავსი ინციდენტები ოთხ სხვა საქმეში, მათ შორის ზემოთხსენებულ შემთხვევაშიც (დანარჩენი სამი საქმე გახლავთ: Abdulkhakov v. Russia, no. 14743/11; S.K. v. Russia, no. 58221/10; და Zokhidov v. Russia, no. 67286/10). ჯერ-ჯერობით მთავრობის მიერ წარმოდგენილი განმარტებანი არ ფენს ნათელს თუ როგორ შეძლეს მომჩივნებმა, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადალახვა მიუხედავად მთავრობისაგან მიღებული გარანტიებისა, რომლის მიხედვითაც ექსტრადიცია არ განხორციელდებოდა სასამართლოს მიერ საქმეების განხილვის დროს.
პრეზიდენტი უკიდურესად შეშფოთებულია მოცემული ვითარებით. მას განსაკუთრებით აწუხებს მოცემულ მოვლენათა გავლენა სასამართლოს ავტორიტეტზე და ამგვარი მიუღებელი ინციდენტების შესაძლო გავრცელება სხვა მომჩივნების შემთხვევებზეც, რომელთა მიმართებაშიც დროებითი ღონისძიებები ჯერ ისევ ძალაშია, იმის გამო, რომ იმ ქვეყნებში სადაც საუბარია მათ გადაცემაზე არსებობს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დაცული უფლებების დარღვევის აშკარა საფრთხე. განვითარებული მოვლენების სერიოზულობის დასტურად პრეზიდენტმა მოითხოვა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტი ასამპლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინებების გაგზავნა.
პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს პალატამ დამატებითი არგუმენტაცია მოსთხოვა მთავრობას ამ შესაშფოთებელი და უპრეცედენტო ვითარების განსამარტად და იმედოვნებს, რომ რუსეთის კომპეტენტური ორგანოები მიაწვდიან სასამართლოს ამომწურავ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში ამ ინციდენტების საპასუხოდ მიღებულ ზომებზე. ამასობაში, თქვენმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის დროებითი ღონისძიებები, რომელიც განისაზღვრა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის ფარგლებში და რომელიც ჯერ ისევ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ შემოტანილ ოცდახუთ საქმეში, რომელიც ეხება ექსტრადირებასა თუ გაძევებას. მოცემული საქმეები თან ერთვის ამ წერილს." 2012 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა სასამართლოში შეატყობინა გამწესრიგებელს, რომ შესაბამის ინფორმაციას წარმოადგენდა "შესაბამისი ორგანოებისაგან აუცილებელი მონაცემების მიღებისთანავე."
თ. ოფიციალური გამოძიება და განმეორებითი უარი დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი ძიება გასაჩივრებულ მოვლენებში
2011 წლის 30 ნოემბერსა და 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეატყობინა მომჩივნის წარმომადგენელს, რომ მისი საჩივარი მომჩივნის გატაცებასთან დაკავირებით გადაეგზავნა მოსკოვის პოლიციის სამხრეთ-დასავლეთ განყოფილებას (УВД по Юго-Западному АО ГУ МВД России по г. Москве) და შემდეგ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის გაგარინის შიდასაუბნო საგამომძიებლო განყოფილებას (Гагаринский МСО СУ по ЮЗАО ГСУ СК РФ). 2011 წლის 30 დეკემბერს ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა საქმე გადაეგზავნა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის ნიკულინსკის შიდასაუბნო საგამომძიებლო განყოფილებისთვის (Никулинский МСО СУ по ЮЗАО ГСУ СК РФ по г. Москве – შემდგომში "ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილება").
1. გამომძიებლის პირველი უარი დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება და მისი გაუქმება ზემდგომის მიერ
სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა პ.კ.-მ აწარმოა დანაშაულის არსებობის შესახებ შემოწმებითი საქმიანობა (проверка сообщения о преступлении – “შემოწმება”).2012 წლის 21 მარტს პ.კ.-მ უარი განაცხადა დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება მომჩივნის სავარაუდო გატაცების გამო, რის მიზეზადაც დაასახელა corpus delicti არ არსებობა. ...იმავე დღეს ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, ს.კ.-მ გააუქმა მისი გადაწყვეტილება და საქმე უკან გადაუგზავნა იმავე უფროს გამომძიებელს შემდგომი საგამოძიებო საქმიანობის საწარმოებლად. ...2012 წლის 27 მარტს მოსკოვის გენერალური საგამოძიებო დანაყოფის პროცედურული ზედამხედველობის პირველი განყოფილების უფროსმა (ГСУ СК России по г. Москве) ასევე მოითხოვა საქმის შემდგომი ძიება. შემდეგ, 2012 წლის 30 მარტს ნიკულინსკის შიდა-რაიონული პროკურორის მოადგილემ (заместитель Никулинского межрайонного прокурора) სთხოვა გამომძიებელს დაედგინა თუ რამდენად იყვნენ რუსეთის ორგანოები ჩარეულნი მომჩივნის სავარაუდო გატაცებაში.
2. გამომძიებლის მეორე უარი დაწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება და მისი გაუქმება ზემდგომის მიერ
2012 წლის 20 აპრილს უფროსმა გამომძიებელმა პ.კ.-მ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება. ...2012 წლის 23 აპრილს ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ გააუქმა ხსენებული გადაწყვეტილება...
3. გამომძიებლის მესამე უარი დაწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება და მისი გაუქმება ზემდგომის მიერ
2012 წლის 23 მაისს უფროსმა გამომძიებელმა პ.კ.-მ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება მომჩივნის გატაცების ფაქტზე. ...2012 წლის 9 ივნისს ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ კიდევ ერთხელ გააუქმა ხსენებული გადაწყვეტილება...
4. გამომძიებლის მეოთხე უარი დაწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება
2012 წლის 9 ივლისს ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა ა.ზ.-მ მიიღო გადაწყვეტილება არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება მომჩივნის გატაცების ფაქტზე. ფაქტობრივი გარემოების ზოგადად მიმოხილვის შემდეგ გადაწყვეტილებაში აღინიშნა შემდეგი:
"...
შესაბამისად, პირველადმა ძიებამ არ დაადასტურა ობიექტური მონაცემების არსებობა, რომელიც დაადასტურებდა [მომჩივნის] გატაცებას."
გამომძიებელმა ზემორე გადაწყვეტილება გაუგზავნა მომჩვნის წარმომადგენლებს 2012 წლის 16 აგვისტოს.
5. შემდგომი გამოძიებანი
2013 წლის 25 თებერვალს მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს რომ მსგავსი გამოძიებანი გრძელდებოდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა საგამოძიებო ორგანოების არანაირი შემდგომი გადაწყვეტილება თუ დოკუმენტი. მთავრობის ინფორმაციის მიხედვით, ძიებამ დაადგინა, რომ მომჩვანმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, ჩაბარდა ტაჯიკეთის ხელისუფლებას და მას შემდეგ იმყოფება პატიმრობაში. გამომძიებლის მიერ 2012 წლის 9 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არ დაეწყო სისხლისსამართებრივი ძიება კიდევ ერთხელ გაუქმდა მისი ზემდგომი პირის მიერ, სასამართლოსათვის უცნობ დროს. მთავრობის მიხედვით ბოლო გადაწყვეტილება არ დაწყებულიყო გამოძიება მიღებულ იქნა 2012 წლის 29 ნოემბერს ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მიერ და ისევ გაუქმდა. შედეგად, საქმე დაუბრუნდათ გამომძიებლებს დამატებითი ძიებისათვის.მთავრობამ დასძინა, რომ "ფსბ"-მ მოითხოვა შემოწმებულიყო ინფორმაცია მომჩივნის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. კიდევ ერთი თხოვნა გაიგზავნა ტაჯიკეთის ხელისუფლების ორგანოებისადმი, რათა დადგენილიყო მომჩივნის ასავალ-დასავალი ტაჯიკეთში. თუმცა, 23 იანვრისათვის არც ერთ შეკითხვაზე არ ყოფილა პასუხი მიღებული.
I. მომჩივნის საქმის განხილვა ტაჯიკეთში
მომჩივნის წარმომადგენლებმა შეატყობინეს სასამართლოს, რომ 2011 წლის 30 ნოემბერს ტაჯიკეთის სოგდისკის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის განხილვა ოცდათოთხმეტი პირის მიმართ, მათ შორის მომჩივნისაც. მომჩივანს ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა: 185 § 1, 186 § 1, 187 §§ 1 and 2, 189 § 3 (ა), 244 § 4 (გ), 306 და 307 § 3.საჯარო მოსმენა შედგა სასამართლოში 2012 წლის 29 იანვრიდან. ადვოკატი რ.ტ. რომელმაც მონაწილეობა მიიღ განხილვაში, აწვდიდა მომჩივნის წარმომადგენლებს წერილობით ჩვენებებს, სადაც ჩანდა, რომ მომჩივანს თავი დამნაშავედ არ უცნია საქმის განხილვისას. რ.ტ. მიხედვით, მომჩივანმა აღნიშნა, რომ იგი გაიტაცეს მოსკოვიდან, იძულებით გადმოიყვანეს ტაჯიკეთში და აწამეს რათა ეღიარებინა დანაშაულთა ჩადენა.2012 წლის მარტსა და აპრილში, თანაბრალდებულის თერთმეტმა ნათესავმა თხოვნით მიმართა სოგდისკის რაიონულ პროკურორს, შ.კ.-სა და სოგდისკის რაიონული სასამართლოს პრეზიდენტს, ნ.მ.-ს მოეთხოვათ ოცდათოთხმეტი თანაბრალდებულის სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დაედგინათ თუ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მათი განაცხადი მასზედ, რომ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოებისას ისინი დაექვემდებარნენ წამებას ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. მათი წერილობითი მოთხოვნა მოიხმობდა კონსტიტუციისა და ტაჯიკეთის სისხლის სამართლის კოდექსის დებულებებს, რომელთა მიხედვითაც იკრძალება წამება და მის შედეგად მიღებული მტკიცებულების გამოყენება. მომჩივნის დედამაც წარმოადგინა მსგავსი თხოვნა მომჩივანთან მიმართებაში. სასამართლო არ ფლობს ინფორმაციას თუ რა პასუხი გასცეს შესაბამისმა ორგანოებმა ხსენებულ მოთხოვნებზე.2012 წლის 19 აპრილს სოგდისკის რაიონულმა სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო და მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა ოცდაექვსი წლის ვადით. მისი ოცდაცამეტი თანაბრალდებულიც დამნაშავედ იქნენ ცნობილნი და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა ვადით რვა წლიდან ოცდაცხრა წლამდე.
...
V. მინისტრთა კომიტეტის მიერ 46-ე მუხლით მიღებული გადაწყვეტილებანი რუსეთში მსგავს საქმეებთან მიმართებაში
სასამართლოსაგან მიღებული ინფორმაციის პასუხად, რომლის მიხედვითაც რუსეთი უგულვებელყოფდა დროებით ღონისძიებებს ამ და სხვა რამდენიმე საქმეში (იხ. პარაგრაფი 52 ზემოთ), მინისტრთა კომიტეტმა განიხილა საკითხი Iskandarov საქმის (იხ. ზემოთ) აღსრულების ფარგლებში.მინისტრთა კომიტეტის მიერ, მინისტრთა მოადგილეების 1136-ე შეხვედრაზე, 2012 წლის 8 მარტს მიღებული გადაწყვეტილება (CM/Del/Dec(2012)1136/19) აღნიშნავს შემდეგს:
"მოადგილეები
...
4. რაც შეეხება ისკანდაროვის საქმეს, მოიხმობენ რა, რომ კონვენციის დარღვევა მოცემულ საქმეში განხორციელდა უცნობი პირების მიერ მომჩვნის გატაცებით, სადაც სასამართლომ მოცემული პირები რუსეთის სახელმწიფო აგენტებად მიიჩნია, და მისი იძულებით გადაყვანით ტაჯიკეთში მას შემდეგ რაც მისი ექსტრადირება უარყოფილ იქნა რუსეთის ხელისუფლების მიერ;
5. აღნიშნა წუხილით სასამართლოს მითითება მასზედ, რომ ამ ტიპის განმეორებად ინციდენტებს ადგილი ჰქონდა ოთხი სხვა მომჩივანის შემთხვევაში, რომელთა საქმეც იხილება სასამართლოს მიერ და სადაც ამ უკანასკნელმა მიიღო დროებითი ღონისძიებები რათა თავიდან აეცილებინა მათი ექსტრადირება მათ მიმართ კონვენციის სასტიკი დარღვევების უშალო საფრთხის გათვალისწინებით.
6. გაითვალისწინა რუსეთის ხელისუფლების პოზიცია მასზედ, რომ მოცემული ვითარება მათთვის წარმოადგენს სერიოზული წუხილის წყაროს;
7. შემდგომ აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამჟამად მოქმედებს მოცემული ინციდენტების მოსაგვარებლად და მიზნად ისახავს სასამართლოს, ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვისა და კომიტეტს, ისკანდაროვის საქმის ფარგლებში, წარმოუდგინოს ამ მხრივ რუსეთში მიღწეული შედეგები;
8. მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას განაგრძოს ყველა საჭირო ზომის მიღება რათა ნათელი მოჰფინოს ბ-ნი ისკანდაროვის გატაცების ირგვლივ არსებულ ვითარებას და უზრუნველყოს რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდება მომავალში და შეატყობინოს მიღებული ზომების შესახებ მინისტრთა კომიტეტს."საკითხის შემდგომი განხილვისას, მინისტრთა კომიტეტის წინ დადგა რა გაუჩინარების კიდევ ერთი, ამჟამად მომჩვნის, საქმე, მიუხედავად სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძებებისა, აღნიშნა მისი წუხილი ამგვარი ინციდენტების განმეორების გამო და აღნიშნა შემდეგი (იხ. 2012 წლის 6 ივნისს 1144-ე შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება - CM/Del/Dec(2012)1144/18):
"მოადგილეები
...
3. ჰქმობენ რა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად სასამართლოს პრეზიდენტის, მინისტრთა კომიტეტისა და თავად რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმული წუხილისა, მათ შეიტყვეს რომ გაუჩინარდა კიდევ ერთი მომჩივანი 2012 წლის 29 მარტს მოსკოვში და მალევე აღმოჩნდა პატიმრობაში ტაჯიკეთში;
4. ითვალისწინებს რუსეთის ხელისუფლების პოზიციას რომლის მიხედვითაც გამოძიება ისკანდაროვის საქმეში ჯერ კიდევ მომდინარეობს და რომ მის გატაცებაში ამ დროისათვის არ იკვეთება რუსეთის სახელმწიფოს ჩარევა;
5. წუხს, რომ აქამდე არც ისკანდაროვის საქმესა და არც სხვა ამ ტიპის საქმეებში ხელისუფლებას არ აქვს ხელშესახები პროგრესი მომჩივნების გატაცებასა და მათ გადაცემაზე ეროვნული გამოძიების ფარგლებში, და რომ არც სახელმწიფო აგენტების პასუხისმგებლობის დადგენასთან მიმართებაში აქვს ადგილი რაიმე წინსვლას;
6. აღნიშნა, რომ რუსეთის ხელსუფლების მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით 2012 წლის აპრილში, მინისტრთა კომიტეტის მიერ 1136-ე შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების გენერალური პროკურატურის, საგამოძიებო კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური მიგრაციის სამსახურისა და ფედერალური აღმასრულების სამსახურისათვის შეტყობინების შედეგად ახალი, მსგავსი ტიპის ინციდენტები აღარ განხორციელებულა და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას განემარტა თუ რამდენად მიიჩნევდა იგი ამგვარ ღონისძიებებს ამგვარი მიუღებელი პრაქტიკის ეფექტიანად დასასრულებლად."2012 წლის 26 სექტემბერს მინისტრთა მოადგილეების 1150-ე შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (CM/Del/Dec(2012)1150), მინისტრთა კომიტეტმა მიიღო დასკვნები და შეფასებანი:
" მოადგილეები
...
4. წუხილით აღნიშნავენ, რომ დღემდა არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ისკანდაროვის საქმეში მომჩივნის ტაჯიკეთისათვის უკანონო გადაცემის გამო;
...
6. აღნიშნავს, რომ ისკანდაროვის საქმის მსგავს მოვლენებს ადგილი აღარ ჰქონიათ კომიტეტის მიერ საქმის ბოლოს განხილვის შემდეგ და სთავაზობს რუსეთის ხელისუფლებას განაგრძოს ყველა აუცილებელი ზომის მიღება რათა მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს მომავალში;
7. მიესალმება 2012 წლის 14 ივნისს რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილების მიღებას რომელიც აყალიბებს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო პრინციპებს მასზედ თუ როგორ უნდა მოხდეს ეროვნული კანონმდებლობის გამოყენება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების გათვალისწინებით;
8. აღნიშნავს შემგომი მოწონებით, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები ამ ჯგუფის გადაწყვეტილებების პასუხად (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორის მიერ მიღებული ისნტრუქციები და უზენაესი სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებანი) უკვე აისახა სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაში, სადაც დადგინდა რომ ადგილი არ ჰქონდა კონვენციის დარღვევას;
9. მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს სწრაფი პროგრესი მოცემული გადაწყვეტილებებით დადგენილი აუცილებელი საკანონმდებლო რეფორმის მოსამზადებლად და განსახორციელებლად."
მინისტრთა კომიტეტმა საკითხის განხილვა განაგრძო 2012 წლის 6 დეკემბერს მინისტრთა მოადგილეების 1157-ე შეხვედრაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება (CM/Del/Dec(2012)1157):
"მოადგილეები,
1. აღნიშნავენ რა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე წევრ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება მიიღოს ყველა ზომა რათა თავიდან აიცილოს სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის მსგავსის ჩადენა;
2. შესაბამისად, უკიდურესად წუხს, რომ მიუხედავად სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტის მიერ გამოხატული შეშფოთებისა სავარაუდოდ ისკანდაროვის გადაწყვეტილების მსგავს ინციდენტებში, მათ შეიტყვეს რომ კიდევ ერთი მომჩივანი, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ 39-ე მუხლით დადგენილი იყო დროებითი ღონისძიებანი დაგეგმილ ექსტრადირებაზე ტაჯიკეთში, გაუჩინარდა ვოლგოგრადიდან 2012 წლის 20 ოქტომბერს (Latipov v. Russian Federation, No. 77658/11);
3. აღნიშნავს, რომ ამგვარი ინციდენტები, დადასტურების შემთხვევაში, და მათზე სათანადო რეაგირების ნაკლებობა ხელისუფლების მხრიდან, დასაბამს მისცემს უფრო ზოგად საკითხს, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დაცვის არსებობას;
4. ხაზს უსვამს აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოხატულ წუხილს მასზედ, რომ არც ისკანდაროვის საქმეში და არც სხვა მსგავს შემთხვევებში, ხელისუფლებას არ მიუღწევია ხელშესახები პროგრესისათვის მომჩივნების გატაცებასა და მათ გადაცემაზე შიდა გამოძიების წარმოებისას და არც სახელმწიფო აგენტის პასუხისმგებლობა დაუდგენია;
5. შედეგად, მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ იმოქმედოს ამ სამწუხარო და უპრეცედენტო შემთხვევებთან მიმართებაში; კერძოდ კი მიიღოს დაცვითი ზომები იმ პირებთან მიმართებაში, რომლებზეც სასამართლომ შესაძლოა მიიღოს დროებითი ღონისძიებანი 39-ე მუხლის ფარგლებში რუსეთის ტერიტორიიდან მათი გადაყვანის თავიდან ასაცილებლად და უზრუნველყონ, რომ ყველა მსგავსი ინციდენტი იყოს ეფექტიანად გამოძიებული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განუხრელი დაცვით;
6. სთავაზობს რუსეთის ხელისუფლებას წარმოადგინოს ინფორმაცია ისკანდაროვის საქმეში მომჩივნის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ კი არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ გარანტიების შესახებ."მინისტრთა კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილება ამ თემაზე (CM/Del/Dec(2013)1164), მიღებულ იქნა 2013 წლის 7 მარტს მინისტრთა მოადგილეების 1164-ე შეხვედრაზე და აღნიშნავს შემდეგს:
"მოადგილეები
1. ითვალისწინებენ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას, რომლის მიხედვითაც აქამდე მიღებული ღონისძიებანი საკმარისია რათა თავიდან იქნას აცილებული შემდომი გატაცებანი და იმ პირთა იძულებითი გადაცემა, რომელთა მიმართებაშიც სასამართლოს გამოყენებული აქვს მისი რეგლამენტის 39-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი ღონისძიებანი;
2. ამასთანავე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს მასზედ, რომ ამჟამად სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია რამდენიმე უცხო მოქალაქის საჩივარი, რომელიც ეხება მათი უფლებების სავარაუდო დარღვევას და სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მათი იძულებითი გადაყვანის შესახებ დადგენილი დროებითი ღონისძიებების უგულვებელყოფას;
3. სთავაზობს რუსეთის ხელისუფლებას განმარტოს ისკანდაროვისა და აბდულხაკოვის გადაყვეტილებებში აღწერილის მსგავს ვითარებაში მის მიერ მიღებული ღონისძიებები;
4. იმეორებს რუსეთის ხელისუფლების მიმართ მოწოდებას არაგონივრული გაჭიანურების გარეშე მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ბოლო მოუღოს ამგვარ ინციდენტებს მომჩივნებთან მიმართებაში შემდგომი სპეციალური დაცვითი ზომების მიღებით და დაადგინოს ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება გაუჩინარებისა და იძულებითი გადაცემის შემთხვევებში; და შეატყობინოს შედეგები მინსიტრთა კომიტეტს;
5. საგანგაშო ვითარებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, სთავაზობს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტს გაუგზავნოს წერილი მის რუს კოლეგას, რათა მიაპყროს ამ უკანასკნელის ყურადღება მინისტრთა კომიტეტის სერიოზულ შეშფოთებასა და მის მიერ ზემოთხსენებული ღონისძიებების მიღების არაერთგზის მოწოდებაზე;
6. იღებს გადაწყვეტილებას განიხილოს მოცემული საკითხები არაუგვიანეს 1179-ე შეხვედრაზე (2013 წლის სექტემბერში) (DH) და ამასთანვე აღნიშნავენ, რომ კომიტეტისათვის ახალი, მსგავსი ინციდენტის შეტყობინების შემთხვევაში, დაუბრუნდეს საკითხს ინციდენტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან პირველივე შეხედრაზე."
სამართალი
I. ფაქტების დადგენა
იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე განვითარებული მოვლენების ფაქტებზე მხარეები ვერ თანხმდებიან (იხ. პარაგრაფები 37-44 ზემოთ), სასამართლო თავად შეუდგება ფაქტების დადგენას.იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე წარმოიშვება გარდაუვალი მდგომარეობა, როდესაც მან თავად უნდა დაადგინოს ფაქტები და იმავე სირთულეებს წააწყდეს, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო წააწყდებოდა (იხ.El Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC], no. 39630/09, § 151, 13 დეკემბერი 2012). სასამართლო უფრთხილდება თავისი როლის დამხმარე ბუნებას და ამიტომ დიდი სიფრთხილით უდგება მოცემული საქმით წარმოშობილ გარდაუვალ გარემოებებს. მაშინ, როდესაც საუბარია კონვენიის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევაზე, სასამართლო იყენებს განსაკუთრებით დეტალურ მიდგომას, მაშინაც კი, თუ უკვე განხორციელდა გარკვეული შიდა სამართალწარმოებანი და გამოძიებანი (იხ. შემდგომი მითითებებით El Masri, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 155).მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო გამოიყენებს "გონივრულ ეჭვს მიღმა" მტკიცების სტანდარტს (იხ. Orhan v. Turkey, no. 25656/94, § 264, 18 ივნისი 2002). თუმცა, აქვე ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს მიზანი არასდროს ყოფილა იმ ეროვნული სამართლებრივი სისტემების მიდგომის გადმოღება, რომლებიც იყენებენ მოცემულ სტანდარტს. მისი ფუნქცია არა სისხლისსამართლებრივი ბრალისა თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგენა, არამედ ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის განსაზღვრა კონვენციის მიხედვით. კონვენციის მე-19 მუხლით დადგენილი მისი ვალდებულების სპეციფიური ხასიათი - უზრუნველყოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციაში გაწერილი ფუნდამენტური უფლებების დაცვა - განაპირობებს მტკიცებულებისა და სამხილის მიმართ მის მიდგომას. სასამართლოს წინაშე სამართალწარმოებისას არ არსებობს მტკიცებულების მისაღებობაზე პროცედურული ბარიერები და არც მისი შეფასების წინასწარ განსაზღვრული ფორმულაა დადგენილი. იგი იღებს დასკვნებს, რომელიც მისი აზრით გამყარებულია ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთის, რომელიც გამომდინარეობს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით მტკიცებულება გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმხვედრი დასკვნების თანაარსებობისა თუ ფაქტების ანალოგიურად გაუბათილებადი დაშვებებიდან. მეტიც, დარწმუნების მასშტაბი, რომელიც აუცილებელია ცალკეული დასკვნის გამოსატანად და, ამ მხრივ, მტკიცებულების ტვირთის გადასანაწილებლად, განუყოფელად არის დაკავშირებული ფაქტების სპეციფიურობასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენცის განსახილველ მუხლთან (იხ. სხვა წყაროების მითითებით, Nachova and Others v. Bulgaria [GC], nos. 43577/98 და 43579/98, § 147, ECHR 2005‑VII; Iskandarov v. Russia, ციტირებული ზემოთ, § 107; და El Masri, ციტირებული ზემოთ, § 151 ).სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა შემთხვევაში არ ეფუძნება პრინციპს affirmanti incumbit probatio ( ბრალმდებელი ვალდებულია დაადასტუროს) განუხრელ გამოყენებას. რიგ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი მოვლენების შესახებ სრულ ან დიდწილ ინფორმაციას ექსკლუზიურად ხელისუფლება ფლობს, მტკიცების ტვირთი და დამაკმაყოფილებელი და სარწმუნო განმარტების წარმოდგენის ვალდებულება შესაძლოა სრულად ხელისუფლებას დაეკისროს (იხ. Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000‑VII; D.H. and Others v. the Czech Republic [GC], no. 57325/00, § 179, ECHR 2007‑XII; და Iskandarov v. Russia, ციტირებული ზემოთ, § 108). როდესაც მხარე ვერ მოიპოვებს მტკიცებულებას ან წარმოადგენს სასამართლოს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ან გაასაჯაროებს ინფორმაციას საკუთარი ინიციატივით ან სხვაგვარად ვერ მიიღებს ეფექტიან მონაწილეობას სამართალწარმოებაში, სასამართლომ შესაძლოა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს (სასამართლოს რეგლამენტის 44გ.1. მუხლი).მოცემული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა წარმოადგინა 2011 წლის 31 დეკემბრიდან მოყოლებული მოვლენების განვითარების დეტალური, კონკრეტული და ურთიერთშესაბამისი აღნუსხვა. ხსენებული ფაქტები წარმოდგენილ იქნა რუსეთის ხელისუფლების მისამართით მომჩივნის თანმიმდევრული ჩვენებების, ტაჯიკეთში საჯარო მოსმენისას გაკეთებული განცხადებისა და სასამართლოსადმი მომჩივნისა და სხვადასხვა მოწმეების მიერ ხელმოწერილი წერილობითი ჩვენებების სახით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა წარმოადგინა მოვლენების მისეული ვერსიის prima facie მტკიცებულებანი.რაც შეეხება მთავრობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ განსხვავებით მომჩივნისაგან, მათი პასუხები ამ უკანაკსნელის არგუმენტებსა და სასამართლოს დეტალურ შეკითხვებზე იყო ზოგადი და ბუნდოვანი, უმეტესწილად იფარგლებოდა ხელისუფლების მიერ მომჩივნის ბედისა და მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის არქონაზე მითითებით. ამასთანავე, მთავრობას არასდროს გაუზიარებია ან გაუბათილებია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფაქტები. მთავრობის მიერ მოწოდებული მწირი ინფორმაცია მოიცავდა ზოგად გამოსვლებსა და ნეიტრალურ მითითებას ტაჯიკი ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, თავად მთავრობის მიერ მოცემული ფაქტების ყოველგვარი ჯეროვანი შეფასების გარეშე. მაგალითად, ინციდენტის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთთან დაკავშირებით მთავრობამ ხელახლა გადმოაგზავნა 2012 წლის 26 მარტს ტაჯიკეთის გენერალური პროკურორის მიერ მისი რუსი კოლეგისათვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაცია მასზედ, რომ მომჩივანი "ნებაყოფლობით ჩაბარდა" ტაჯიკეთის ხელისუფლებას 2011 წლის 3 ნოემბერს (იხ. პარაგრაფი 44 ზემოთ). მთავრობის მიერ საკუთარი ფაქტების დამდგენი სამუშაოს შეუსრულებლობა აიძულებს სასამართლოს განსაზღვროს ფაქტები საკუთარი შეხედულებისამებრ, რის დროსაც გაითვალისწინებს სახელმწიფოს ხსენებულ დამოკიდებულებას (იხ. წესი 44.გ.1, ციტირებული პარაგრაფში 130 ზემოთ).სასამართლო მხარეების მიერ უდავო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მომჩივანი გახლდათ პირი, რომელსაც რუსეთის ფედერაციამ მისცა დროებითი თავშესაფარი 2011 წლის 6 სექტემბერს მისი ჯიუტი მცდელობების შედეგად არ დაბრუნებულიყო ტაჯიკეთში (იხ. პარაგრაფი 31 ზემოთ). ასევე უდავოა, რომ მომჩივნის თავსუფლება არ შეზღუდულა რუსეთში დაკავებიდან მისი გათავისუფლების შემდეგ 2011 წლის 20 მაისს. არც ის გახლავთ სადავო, რომ ყველაზე გვიან, 2011 წლის 3 ნოემბერს მომჩივანი დააპატიმრეს ტაჯიკეთის სამართალდამცავებმა ხუჯანდში.ზემორე ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლომ განიხილა რა მხარეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები სხვა არსებულ ინფორმაციასთან ერთად, სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს ტაჯიკეთის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური ვერსია მასზედ, რომ მომჩივანი "ნებაყოფლობით ჩაბარდა" მოცემული სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებს (იხ. პარაგრაფი 44). მართალია, თეორიაში ნებისმიერმა პირმა შესაძლოა გადაწყვიტოს ნებაყოფლობით ჩაბარება, მაგრამ ოფიციალური ვერსია უსაფუძვლოდ გამოიყურება და სრულ შეუსაბამობაშია სასამართლოს ხელთ არსებულ სხვა მასალასთან. პირველ რიგში "აღიარებითი ჩვენება" რომელიც მომჩივანმა ვითომდა მისცა ტაჯიკეთის ხელისუფლების ორგანოებს არასდროს ყოფილა სასამართლოსავის წარმოდგენილი. შემდეგ, მომჩვნის "აღიარებისა" და "ნებაყოფლობით ჩაბარების" ოფიციალური ვერსია ცალსახად ეწინააღმდეგება მის მიერ სასამართლოსადმი წარმოდგენილ წერილობით ჩვენებას, ტაჯიკეთში საჯარო მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებასა და მისი წარმომადგენლის მიერ დეტალურად და თანმიმდევრულად წარმოდგენილ მოვლენების ანგარიშს, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა წყაროებს. მეტიც, "ნებაყოფლობითი ჩაბარების" იდეა ეწინააღმდეგება მომჩივნის მამის წერილობით ჩენებას, რომელსაც უარი უთხრეს ენახა მომჩივანი იმის გამო, რომ მან არ ითანამშროლა ტაჯიკეთის ხელისულებასთან მომჩვნის ქვეყანაში დასაბრუნებლად (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ). ამასთანავე, როდესაც საუბარია ტაჯიკეთის მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ ვერსიაზე, მოპასუხე მთავრობამ იგი ვერ გაამყარა სათანადო ელემენტებით, რომ არაფერი ვთქვათ იმის ახსნაზე, თუ როგორ და როდის მოახერხა მომჩივანმა ამდენად შორ მანძილზე მგზავრობა და სხვადასხვა სახელმწიფოს საზღვრის გადალახვა ამდენად მოკლე დროში პასპორტისა თუ რაიმე სხვა ოფიციალური დოკუმენტის გარეშე რუსეთის საზღვრის დატოვებისას. დაბოლოს, სასამართლო რთულად დასაჯერებლად მიიჩნევს ტაჯიკეთის ოფიციალურ ვერსიას "ნებაყოფლობით ჩაბარებაზე" მომჩივნის მიერ რუსეთის ხელისუფლების ორგანოებისა და სტრასბურგის სასამართლოსადმი მომჩივნის დაბეჯითებული მიმართვების გათვალისწინებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული მიმართვები მიზნად ისახავდა ტაჯიკეთში დაბრუნების თავიდან აცილებას.სასამართლო, შესაბამისად, არ იზიარებს ტაჯიკეთის ოფიციალრ ვერსიას რომელიც გადმოცემულ იქნა რუსეთის მთავრობის მიერ მასზედ, რომ მომჩივანი "ნებაყოფლობით ჩაბარდა" ტაჯიკეთის ხელისუფლებას. მომჩივნის მიერ მოვლენების თანმიმდევრული აღწერისა და მოპასუხე მთავრობის ბუნდოვანი და არადამაჯერებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე ამ უკანასკნელის მიერ მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო, სასამართლო ასკვნის, რომ ყველაზე გვიან 2011 წლის 3 ნოემბერს, მომჩივანი იძულებით დააბრუნეს ტაჯიკეთში, სადაც ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა იგი დაუყოვნებლივ მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში.ასევე, ზემოთმოცემული დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ 2011 წლის 31 ოქტომბერს, დაუდგენელი პირების მიერ მოსკოვში მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია არის თანმიმდევრული და გამყარებული სხვადასხვა წყაროებით. მართლაც, იძულებითი გადაცემა დაიწყებოდა მოცემული პირის თავისუფლების შეზღუდვით. ის ფაქტი, რომ მომჩივანი დააკავეს მოსკოვში და რომ დაექვემდებარა იკომუნიკადო დაკავებას ტაჯიკეთში მისი იძულებით გადაცემიდან მოკლე ხანში, საკმაოდ სანდოდ გამოიყურება. სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ფაქტებს იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია 2011 წლის 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე განვითარებული მოვლენების ალტერნატიული აღწერა და, რაც მთავარია, მოცემული დასკვნა ეფუძნება ხელისუფლების ორგანოების განზრახ და ჯიუტ უარს ეწარმოებინათ აზრიანი გამოძიება მოცემულ ფაქტებში (იხ. პარაგრაფები 193-196 ქვემოთ). სასამართლო განსაკუთრებით გაოცებულია იმ განმარტებით, რომელიც თან ახლავს გამომძიებლის უარს დაეწყო ინდიცენტის სისხლისსამართლებრივი გამოძიება: თითქოსდა მომჩივანმა გაათამაშა საკუთარი გატაცება რათა თავი დაეღწია ტაჯიკეთში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან (იხ. პარაგრაფები 56 და 63 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი დასკვნები ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგან გამომძიებლებმა უკვე იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, რომ იმ დროისათვის (2012 წლის მარტი-ივლისი) მომჩივნის გაუჩინარებამ მოსკოვიდან გამოიწვია მისი დაკავება, დაპატიმრება, სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება და მსჯავრდება ტაჯიკეთში.დაბოლოს, რადგან მთავრობას არ გაუბათილებია მომჩივნის მიერ აღწერილი ფაქტები, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მომჩვნის ვერსიის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც მომჩივანი იძულებით იქნა გადაყვანილი მოსკოვიდან ტაჯიკეთში საჰაერო გზებით. მართლაც, იმის გათვალისწინებით თუ რა ცოტა დრო გავიდა მომჩივნის გატაცებასა და მის უცაბედად აღმოჩენას შორის ხუჯანდში, პოლიციაში, და ორ ქალაქს შორის არსებული დიდი მანძილის გათვალისწინებით (დაახლოებით 3,500 კმ ტრასით), არ არსებობს არანაირი არგუმენტი ეჭვი იქნას შეტანილი მომჩივნის ნათქვამში, რომ იგი თვითმფრინავით გადაიყვანეს. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლება ჯიუტად აცხადებდა უარს ეწარმოებინა გონივრული გამოძიება და შედეგად მათ მიერ მომჩივნის ვერსიის გაუბათილებლობა თუ ალტერნატიური საღი განმარტების არარსებობა სასამართლოს უბიძგებს გარკვეული დასკვნების გაკეთებისაკენ.დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მომჩივანი გატაცებულ იქნა დაუდგენელი პირების მიერ მოსკოვში 2011 წლის 31 ოქტომბერს, ერთი/ორი დღის განმავლობაში დაკავებული გახლდათ გამტაცებლების მიერ მოსკოვში და შემდეგ იძულებით იქნა წაყვანილი აეროპორტში და მოთავსებული ტაჯიკეთში ხუჯანდისაკენ მიმავალ რეისზე, სადაც ჩასვლისთანავე უმალვე აღმოჩნდა ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ პატიმრობაში.რაც შეეხება მომჩვნის არგუმენტს მასზედ, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩართული გახლდათ მომჩივნის ტაჯიკეთში იძულებით გადაყვანაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი მჭიდრო კავშირშია მე-3 მუხლით წარმოდგენილ საჩივრის ასპექტებთან და უნდა შეფასდეს მოცემული დებულებიდან გამომდინარე სხვა საკითხებთან, მათ შორის ინციდენტის შიდაეროვნული გამოძიების ადექვატურობასთან ერთად.
II. კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი თავდაპირველად ჩიოდა, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით მისი გადაცემა ტაჯიკეთისათვის გამოიწვევდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. მოგვიანებით მან განავრცო საჩივარი აღნიშნა რა, რომ მე-3 მუხლის დარღვევით იგი გატაცებულ იქნა მოსკოვიდან და უკანონოდ გადაეცა ტაჯიკეთს, რაც შესაძლებელი გახლდათ მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების აქტიური ან პასიური ჩარევით.მოცემული განვითარებების გათვალისწინებით, სასამართლომ თხოვა მთავრობას წარმოედგინათ დამატებითი არგუმენტები საქმის არსებით მხარეზე კონვენციის მე-3 მუხლით ორი დამატებითი საკითხის პასუხად. პირველი ეხებოდა ხელისუფლების შესაძლო უუნარობას დამორჩილებოდა პოზიტიურ ვალდებულებას და მიეღო ყველა შესაძლო ზომა, რაც მას მოეთხოვებოდა გონივრულობის ფარგლებში, რათა დაეცვა მომჩივანი ტაჯიკეთში გადაცემის რეალური და უშუალო საფრთხისაგან. მე-3 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს."
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მთავრობა
მთავრობამ თავდაპირველად აღნიშნა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა მსხვერპლის სტატუსი, რადგან მისი ექსტრადირება შეჩერებული იყო სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიებების მიღების გამო. მთავრობა შემდგომ დავობდა, რომ მომჩივნის ექტრადირება ტაჯიკეთში არ დაუქვემდებარებდა მას არასათანადო მოპყრობის საფრთხეს. მთავრობის ახრით, მოცემულის საჩივარი განსხვავდებოდა სასამართლოს მიერ ტაჯიკეთთან დაკავშირებით განხილული წინა საქმეებისაგან, რადგან მომჩვანს ბრალად ედებოდა ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა და არ იდევნებოდა პოლიტიკურ საფუძველზე. ამასთანავე, მთავრობა მიიჩნევდა, რომ ტაჯიკეთის გენერალური პროკუროატურის მიერ წარმოდგენილი გარანტიები გახლდათ ადექვატური გარანტია მომჩივნის არასათანადო მოპყრობისა თუ პოლიტიკური დევნისაგან დასაცავად. მთავრობამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა შემთხვევა ტაჯიკეთს დაერღვიოს მის მიერ გაცემული გარანტიები ექტრადირების საკითხებში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მომჩივნის მიერ საჯარო მოსმენაზე წარმოდგენილი ყველა სავარაუდო საფრთხისა და მტკიცებულების დეტალური შესწავლის შედეგად, რუსეთის სასამართლოებმა ვერ დაადგინეს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა.ტაჯიკთში მომჩივნის იძულებითი გადაცემის შემდეგ სასამართლოს მიერ დამატებითი შეკითხვების პასუხად მთავრობამ უარი განაცხადა ეკისრა პასუხისმგებლობა იმ მოქმედებებისათვის რაც შეემთხვა მომჩივანს. მათ აღნიშნეს, რომ მომჩივნის გადაადგილების თავისუფლება არ შეზღუდულა 2011 წლის 20 მაისს მისი გათავისუფლების შემდეგ და რომ ხელისუფლებას არ ეკისრებოდა ვალდებულება მასზე ეწარმოებინა ზედამხედველობა. მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს საგამოძიებო ორგანოების მიერ წინასწარი ძიების ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისა და მათი არაერთგზისი უარის შესახებ დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი გამოძიება corpus delicti ნაკლებობის გამო.
2. მომჩივანი
მომჩივანმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ იგი მსხვერპლი გახლათ რადგან მან წარუმატებლად ამოწურა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი რომლითაც შეეძლო ესტრადიციის ორდერის გასაჩივრება. ეს უკანასკნელი ძალაში იყო და აღსრულებადი გახლდათ გარკვეული დროის განმავლობაში და მისი გასაჩივრება შეუძლებელი იყო. მომჩივანმა მოიხმო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა რომელიც მომჩივნებს ანიჭებდა მსხვერპლის სტატუსს მსგავს ვითარებებში. იგი ასევე დავობდა, რომ ხელისუფლების ორგანოებს არ შეუფასებიათ ტაჯიკეთში არასათანადო მოპყრობის საფრთხის მოცულობა და არც მისი განმეორებადი და დეტალური არგუმენტები განუხილავთ და გაუციათ მათზე არსობრივი პასუხი. ნაცვლად ამისა, ხელისუფლებამ შეაფასა ექსტრადირების შესაძლო წინაღობანი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დაადგინა, რომ ნებისმიერი საფრთხე, ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური გარანტიების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელი გახლდათ და არ დასტურდებოდა მტკიცებულებით და შესაბამისად უსაფუძლო გახლდათ. მომჩივანმა დაასკვნა, რომ ეროვნული ორგანოების მიერ მიღებული მიდგომა, რომელსაც მთავრობაც იზიარებდა სასამართლოს წინაშე ზედმეტად ფორმალური იყო. დაბოლოს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ "უიმ"-ის წევრობაში ეჭვმიტანილ პირებს, მის მსგავსად, მიზანში იღებდნენ ტაჯიკეთის ხელისუფლების წარმომადგენელნი და შესაბამისად ტაჯიკეთში არასათანადო მოპყრობის მომეტებული საფრთხის წინაშე იყვნენ. მან დაასვკნა, რომ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება მასზედ, რომ ექსტრადიციის შედეგად იგი აღმოჩნდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე.მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი გატაცების შემდეგ ხელისუფლების ორგანოებმა დაუყოვნებლივ მიიღეს ინფორმაცია და მოთხოვნა დაეცვათ იგი ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემისაგან. თუმცა, მათ არ მიიღეს არანაირი დაუყოვნებელი და ეფექტიანი ზომა და მომჩვნის საჩივრები ერთი ორგანოდან მეორეს გადაეცემოდა. ხელისუფლებას არც გამოძიება უწარმოებია. მომჩივანი მიიჩნევდა, რომ მთავრობის განგრძობადი უუნარობა დაედგინა მისი ადგილსამყოფელი ასახავდა ხელისუფლების პირდაპირ ჩართულობას მის გატაცებასა და ტაჯიკეთში იძულებით გადაცემაში. მომჩივანი მიუთითებდა, რომ იგი კანონიერად ვერ გადაკვეთა სახელმწიფოს საზღვარს პასპორტის გარეშე, ჰქონდა რა მხოლოდ დროებითი თავშესაფრის მოწმობა. მეტიც, ხელისუფლების თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადალახვა მისი ნების წინააღმდეგ შეუძლებელი იყო, რადგან იმ მომენტისათვის დომოდედოვოს აეროპორტში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული 2011 წლის იანვარში აეროპორტზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად. მოცემული არგუმენტის მხარდასაჭერად, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ითამაშა გარკვეული როლი მის გატაცებასა და გადაცემაში, მომჩივანი მოიხმობდა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნებს მსგავს საქმეში (Iskandarov, ციტირებული ზემოთ, § 113). მომჩივანი ასევე აღნიშნავდა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან მისი გაყვანა იყო ან ორი სახელმწიფოს უშიშროების სამსახურების ერთობლივი ოპერაცია ან ტაჯიკეთის უშიშროების მიერ წარმოებული ოპერაცია რუსეთის შესაბამისი ორგანოების მხარდაჭერით.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. მისაღებობა
სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ექსტრადირების შესახებ საბოლოო ეროვნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და ძალაში იყო და ამ უკანასკნელის შეცვლა შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ღონისძიებებით, რომელიც მხოლოდ დროებით აყოვნებდა ექსტრადირებას. შედეგად, ხელისუფლების მიერ დროებითი ღონისძიებების დაცვა თავისთავად არ ართმევს მომჩვანს მსხვერპლის სტატუსს კონვენციის მიხედვით. ხელისუფლების პრეტენზია, რომელიც მათ აღარ განუვითარებიათ სამართალწარმოების მოგვიანებით ეტაპზე, მიზეზს მოკლებულია 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში მომჩივნის ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემის გათვალისწინებით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნის საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშვნელობით და არ არის მიუღებელი რაიმე სხვა მიზეზით. შესაბამისად, იგი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.
2. საქმის არსებითი მხარე
სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე წარმოშობს სამ განსხვავებულ საკითხს კონვენციის მე-3 მუხლით, კერძოდ ხელისუფლების მიერ პოზიტიური ვალდებულებების დაუცველობა დაეცვათ მომჩივანი ტაჯიკეთში იძულებით გადაცემის რეალური და უშუალო საფრთხისაგან; მათ მიერ პროცედურული ვალდებულების დაუცველობა ეწარმოებინა სრულფასოვანი და ეფექტიანი გამოძიება მის გატაცებასა და გადაცემაზე; და, ბოლოს, მათი სავარაუდო პასუხისმგებლობა გასაჩივრებულ მოვლენებში სახელმწიფო აგენტების ჩართულობის გამო. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ საკითხების გადაწყვეტა ითვალისწინებს მოცემული დროისათვის მომჩივნის მიმართ ტაჯიკეთში არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან ეჭვს. ამ უკანასკნელ საკითხზე მხარეები ვერ თანხმდებიან. სასამართლო შესაბამისად დაიწყებს საკითხის განხილვას იმის შეფასებით თუ რამდენად საფრთხის მომცველი იყო მომჩივნის იძულებითი დაბრუნება ტაჯიკეთში. შემდგომ, სასამართლო თანმიმდევრულად შეაფასებს მე-3 მუხლიდან გამომდინარე სამივე საკითხს.
(ა) რამდენად მოიცავდა მომჩივნის ტაჯიკეთში დაბრუნება მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალურ საფრთხეს
(i) ზოგადი პრინციპები
სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გაძევებამ ან ექსტრადიციამ შესაძლოა გამოიწვიოს მე-3 მუხლით განსაზღვრული ქმედება და შესაბამისად, დააყენოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციით, თუკი არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდივიდი, დეპორტირების შემთხვევაში, აღმოჩნდება მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის საფრთხის წინაშე (იხ.Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, § 125, ECHR 2008, და Soering v. the United Kingdom, 7 ივლისი 1989, § 91, Series A no. 161).იმის შეფასება თუ რამდენად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ მომჩივანი დგას მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე აუცილებლად საჭიროებს კონვენციით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობების შეფასებას (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey [GC], nos. 46827/99 და 46951/99, § 67, ECHR 2005‑I). მოცემული სტანდარტები გულისხმობენ, რომ არასათანადო მოპყრობა, რომელსაც მომჩივნის მიხედვით მას დაუქვემდებარებენ დაბრუნების შემთხვევაში, უნდა აღწევდნენ სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ მოხვდეს მე-3 მუხლის ფარგლებში. ამის შეფასება შედარებითია და დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე (იხ.Hilal v. the United Kingdom, no. 45276/99, § 60, ECHR 2001‑II).იმის განსაზღვრისას თუ რამდენად იკვეთება, რომ მომჩივანი დგას მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე ექსტრადირების შემთხვევაში, სასამართლო საკითხს განიხილავს მის წინაშე არსებული და, საჭიროების შემთხვევაში proprio motu მოპოვებული მასალის საფუძველზე (იხ. Saadi, ციტირებული ზემოთ, § 128). იმის გამო, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულების ბუნება ამგვარ შემთხვევებში გულისხმობს ინდივიდისათვის არასათანადო მოპყრობის საფრთხის შექმნას, საფრთხის არსებობა უნდა შეფასდეს პირველ რიგში იმ ფაქტების საფუძველზე რომელიც იცოდა ან უნდა სცოდნოდა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ექსტრადირების დროისათვის. სასამართლო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს ის ინფორმაციაც, რომელიც გამოაშკარავდა ექსტრადირების შემდეგ. ეს უკანასკნელი შესაძლოა ღირებული აღმოჩნდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შეფასების, ან საფუძვლიანობის, ან მომჩივნის შიშის დამადასტურებელი, ან გამაბათილებელი (იხ.Cruz Varas and Others v. Sweden, 20 მარტი 1991, §§ 75-76, Series A no. 201; Vilvarajah and Others v. the United Kingdom, 30 ოქტომბერი 1991, § 107, Series A no. 215; და Mamatkulov and Askarov, ციტირებული ზემოთ, § 69).პრინციპში მომჩივნის ვალდებულებაა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები ვივარაუდოთ, რომ გასაჩივრებული ზომის მიღების შემთხვევაში, იგი აღმოჩნდება მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე (იხ. N. v. Finland, no. 38885/02, § 167, 26 ივლისი 2005). ამგვარი მტკიცებულებების წარმოდგენისას, მთავრობა ვალდებულია გააქარვოს მის შესახებ ნებისმიერი ეჭვი (იხ. Ryabikin v. Russia, no. 8320/04, § 112, 19 ივნისი 2008 ).რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ ზოგად ვითარებას, სასამართლომ შესაძლოა გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭოს დამოუკიდებელი საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ასოციაციებისა თუ სამთავრობო ორგანოების მიერ მომზადებულ ბოლოდროინდელ ანგარიშებში არსებულ ინფორმაციას (იხ.Saadi, ციტირებული ზემოთ, § 131, შემდგომი მითითებებით). ამასთანავე, იმის შეფასებისას თუ რამდენად არსებობს არასათანადოდ მოპყრობის საფრთხე მიმღებ სახელმწიფოში, სასამართლო აფასებს მოცემულ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ითვალისწინებს ზოგადად ადამიანის უფლებების ინდიკატორების გაუმჯობესებასა თუ გაუარესებას ზოგადად თუ კონკრეტული ჯგუფის მიმართ, რომელიც შესაძლოა რელევანტური იყოს მომჩივნის გარემოებების გათვალისწინებით (იხ.mutatis mutandis, Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, § 337, ECHR 2005‑III).ამასთანავე, კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი პრობლემის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს ექსტრადირებაზე უარის საფუძველს (იხ.Dzhaksybergenov v. Ukraine, no. 12343/10, § 37, 10 თებერვალი 2011). როდესაც სასამართლოს ხელთ არსებული წყაროები ზოგად ვითარებას აღწერს, კონკრეტულ საქმეში არსებული მომჩივნის პრეტენზიები საჭიროებს იმგვარი მტკიცებულებით წარმოდგენას, რომელიც დაადასტურებს არასათანადო მოპყრობის შიშის რეალურობას (იხ.Mamatkulov and Askarov, ციტირებული ზემოთ, § 73, და Dzhaksybergenov, ციტირებული ზემოთ, ibid.). ინდივიდუალური გარემოებების შესახებ მტკიცებულებებს სასამართლო არ მოითხოვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ძალადობის ზოგადი მდგომარეობა მიმღებ ქვეყანაში იმდენად ინტენსიურია, რომ წარმოშობს მე-3 მუხლის აუცილებელ დარღვევის საფრთხეს გადაცემის შემთხვევაში (იხ.N.A. v. the United Kingdom, no. 25904/07, §§ 115-16, 17 ივლისი 2008, და Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, § 217, 28 ივნისი 2011). მიმღები სახელმწიფოს მიერ გარანტიების მიცემის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი სასამართლოსათვის მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს. თუმცა, გარანტიები თავისთავად არ არის საკმარისი რათა უზრუველყოს ადექვატური დაცვა არასათანადო მოპყრობის საფრთხისაგან. არსებობს ვალდებულება შემოწმდეს თუ რამდენად არის გარანტიები, პრაქტიკული გამოყენების ფარგლებში, საკმარისი მომჩივნის არასათანადო მოპყრობის საფრთხისაგან დასაცავად. მიმღები სახელმწიფოსაგან მიღებული გარანტიების მნიშვნელობა ყოველი საქმის ფარგლებში დამოკიდებულია მოცემულ დროს არსებულ გარემოებებზე (იხ.Saadi, ციტირებული ზემოთ, § 148, და Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 187, ECHR 2012 (ამონარიდები)).
(ii) პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ეროვნული სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადირება აყენებდა მას მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე. ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსზე მიმართვისას მან კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად, გააჟღერა არასათანადო მოპყრობაზე დაქვემდებარების შიში. მთავრობამ მიუთითა, რომ მომჩივნის არგუმენტები ადექვატურად იქნა განხილული ეროვნული სასამართლოების მიერ და არ იქნა გათვალისწინებული.სასამართლო იმეორებს, რომ როდესაც ადგილი ჰქონდა ეროვნულ სამართალწარმოებას, მსგავსად მოცემული საქმისა, სტრასბურგის სასამართლოს როლი არ გახლავთ ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შეფასების ჩანაცვლება და, ზოგადად, სწორედ ეროვნული სასამართლოების ფუნქციას წარმოადგენს მტკიცებულებათა შეფასება (იხ. სხვა მრავალს შორის, Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, §§ 179-80, 24 მარტი 2011). თუმცა, მოცემულმა ფაქტმა არ უნდა გამოიწვიოს სტრასბურგის სასამართლოს პასუხისმგებლობის გაქარწყლება და სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების შედეგებზე ზედამხედველობის უარყოფა, რადგან ასეთ შემთხვევაში კონვენციით გარანტირებული უფლებები აზრმოკლებული აღმოჩნდება (იხ.Open Door and Dublin Well Woman v. Ireland, 29 ოქტომბერი 1992, § 69, Series A no. 246‑A, და Scordino v. Italy (no. 1) [GC], no. 36813/97, § 192, ECHR 2006‑V). კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულება გახლავთ ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფა.ექსტრადიციასა თუ დეპორტაციასთან მიმართებაში, მოცემული გულისხმობს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მომჩივანი წარმოდგენს არგუმენტებს რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა ეჭვი შევიტანოთ მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეში, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ შეფასება ადექვატური და საკმარისად გამყარებულია ეროვნული მასალებით, ისევე როგორ იმ მონაცემებით, რომელიც წარმოდგენილია სანდო და ობიექტური წყაროებიდან, ისეთი როგორიცაა, მაგალითად, სხვა ხელშემკვრელი ან არახელშემკვრელი სახელმწიფოები, გაეროს სააგენტოები და მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები (იხ.Salah Sheekh v. the Netherlands, no. 1948/04, § 136, 11 იანვარი 2007, და Ismoilov and Others v. Russia, no. 2947/06, § 120, 24 აპრილი 2008). შესაბამისად, სასამართლო პირველ რიგში შეაფასებს თუ რამდენად მიიღო მომჩივანმა მის საჩივარზე ადექვატური პასუხი ეროვნულ დონეზე.
(ა) შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოება
მომჩივანი არ ეთანხმება მთავრობის მიერ ეროვნული სამართალწარმოების შეფასებას, მიუთითბს რა, რომ მის მიერ ტაჯიკეთში არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ არაერთგზისი და დეტალური ინფორმაცია სასამართლოების მიერ განხილულ იქნა მხოლოდ ფორმალურად, ყოველგვარი არსობრივი ანალიზის გარეშე.ითვალისწინებს რა მომჩივნის მიერ ეროვნული სასამართლოებისათვის წარმოდგენილ არგუმენტებს როგორც ექსტრადირების, ისე თავშესაფრის შესახებ სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუწყვეტლივ აყენებდა შესაბამისი ორგანოების წინაშე კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის საფრთხის არსებობის საკითხს და ამყარებდა მას რიგი კონკრეტული და დეტალური არგუმენტებით.რაც შეეხება თავშესაფრის შესახებ სამართალწარმოებას, 2010 წლის 26 აგვისტოს "რფმს" დირექტორის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იხილავდა მომჩივნის წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის საფრთხეს ტაჯიკეთში. მისი გადაწყვეტილება ძირითადად ერთი საკითხის ირვლივ იშლებოდა: მოხდებოდა თუ არა მომჩივნის გასამართლება ტაჯიკეთში პოლიტიკური თუ რელიგიური საფუძვლით. "რფმს" -მ მიიჩნია, რომ მომჩივანი არ იდგა ამგვარი გასამართლების საფრთხის წინაშე და ამასთანავე აღნიშნა, რომ საფუძვლიანი შიშის არსებობა მასზედ, რომ მომჩივანი შესაძლოა შეიქმნას წამების ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი შესაძლოა წარმოადგენდეს რუსეთში მისთვის დროებითი თავშესაფრის მიცემის საფუძველს. სასამართლოებმა, მიიჩნიეს რა "რფმს" გადაწყვეტილება სარწმუნოდ, ძალაში დატოვეს მისი ყოველი პუნქტი მომჩივნისადმი საფრთხის არსებობის ყოველგვარი განხილვის გარეშე (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ).რაც შეეხება ექსტრადირების შესახებ სამართალწარმოებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტი მასზედ, რომ იგი იმყოფებოდა არასათანადო მოპყრობის საფრთხის წინაშე და შეეხო მას, მართალია უკიდურესად მოკლედ, 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში. მან ასევე საქმეს დაურთო მომჩივნის არგუმენტები რომელიც მოიცავდა მსგავს საქმეებში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ექსპერტთა მოსაზრებანი და ტაჯიკეთში ადამიანის უფლებების შესახებ სხვადასხვა ანგარიშები (იხ. პარაგრაფი 22 ზემოთ).მიუხედავად ამისა, საქალაქო სასამართლოს არ გამოუყენებია წარმოდგენილი მასალა და ყოვლად ზედაპირულად, შესაძლებელია ითქვას მექანიკურადაც კი, უარყო ყველა ის არგუმენტი, რომელსაც აყენებდა მომჩივანი ხსენებულ წყაროებზე დაყრდნობით. შესაბამისად, სასამართლომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია, დააკავალიფიცირა რა როგორც "დაშვებანი" რომელიც "არანაირად არ იყო გამყარებული" და შესაბამისად იყო "სრულიად გაბათილებადი" inter alia ტაჯიკეთის რესპუბლის გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ წარმოდგენილი წერილობითი გარანტიების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 23 ზემოთ). ის ზედაპირული ფორმულირება, რომლითაც საქალაქო სასამართლომ უარყო მომჩივნის საჩივარი, არ იძლეოდა მისი პირადი გარემოებებისა და გამომდინარე უსაფრთხოებისადმი საფრთხის შექმნის კვალიფიციურ შეფასებას კონვენციით დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში. ნაცვლად ამისა, საქალაქო სასამართლო შემოიფარგლა მომჩივნის წინაღმდეგ ტაჯიკეთში წაყენებული ბრალის ფორმალური მოხმობით და შედეგად არ განუხილავს საქმის ყველაზე კრიტიკული ასპექტი (იხ., mutatis mutandis, C.G. and Others v. Bulgaria, no. 1365/07, § 47, 24 აპრილი 2008). სასამართლო განსაკუთრებით გასაკვირად მიიჩნევს, რომ მოცემულ კონტექსტში საქალაქო სასამართლომ ასევე უგულვებელყო მომჩივნის პრეტენზია მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე, რომლის მიხედვითაც მას ბრალი ედებოდა 1992 წელს რიგ საქმიანობებში მონაწილეობაში, რომლიც შეუძლებელია მასზე შერაცხადი ყოფლიყო იმ დროისათვის მისი უკიდურესად მცირე ასაკისა (იხ. პარაგრაფები 20 და 23 ზემოთ).რაც შეეხება მრავალრიცხოვანი პრაქტიკის ციტირებას, რომლის ფარგლებშიც ასახული იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა რუსეთიდან ტაჯიკეთში ექსტრადირების შემთხვევები, საქალაქო სასამართლომ იგი სრულად უგულებელჰყო მიიჩნია რა იგი უმნიშვნელოდ იმის გამო, რომ როგორც მომჩივნის, ისე ექსპერტის მიერ ციტირებული ოთხი გადაწყვეტილება არარელევანტური იყო რადგან ეხებოდა "სხვა პირებს და არა მომჩივანს" (იხ. პარაგრაფები 22-23 ზემოთ). დასკვნის გამოტანისას, საქალაქო სასამართლოს არ უცდია დაენახა მსგავსებანი მოპასუხის მიერ ციტირებულ საქმესა და მომჩვნის ვითარებას შორის, რომ არაფერი ვთქვათ იმ პრინციპების გამოყენებაზე, რომელიც დადგენილ იქნა ხსენებული გადაწყვეტილებების ფარგლებში და რომელიც გამოიყენება კონვენციის მიხედვით მოცემულ საქმეში.საქალაქო სასამართლოს მიერ მომჩვნის საჩივრის განხილვის ზემოთხსენებულ ნაკლოვანებებს ამძიმებდა აუხსნელი და უპირობო დაფუძნება ტაჯიკეთის პროკურატურიდან მიღებულ გარანტიებზე. საქალაქო სასამართლომ მოცემული გარანტიები მიიჩნია მყარ გარატიად მომჩივნის არასათანადო მოპყრობის დაქვემდებარების საფრთხის თავიდან ასაცილებლად მისი ექსტრადიციის შემთხვევაში. მიუხედავად მომჩივნისა და ექსპერტის მიერ ხსენებულ გარანტიებზე საეჭვო მნიშვნელობის მინიჭებისა, კერძოდ კი იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელი იყო იმის უზრუნველყოფა რომ, მათი დაცვა მართლაც მოხდებოდა, საქალაქო სასამართლომ მოცემული საკითხი არც კი განიხილა გადაწყვეტილებაში მიიჩნია რა გარანტიები მომჩვნის ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სრულფასოვან არგუმენტად. საქალაქო სასამართლოს მიერ ტაჯიკეთის ხელისუფლების გარანტიებზე უპირობო დაყრდნობა არ მოდის შესაბამისობაში ვალდებლებასთან შეფასებულ იქნას თუ რამდენად არის გაცემული გარანტიები, პრაქტიკული გამოყენების ფარგლებში, საკმარისი გარანტია იმისათვის, რომ მომჩივანი დაცული იყოს კონვენციით აკრძალული ქმედების საფრთხისაგან (იხ.Saadi, ციტირებული ზემოთ, § 148).დაბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება არნაირად არ ცდილობს აპელაციისას გამოასწოროს დაშვებული შეცდომები (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ).ზემოთმოცემულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა არ განახორციელეს დამოუკიდებელი და ჯეროვნად საგულდაგულო შესწავლა მომჩივნის მიერ წამოყენებული საჩივრისა, რომლის მიხედვითაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ევარაუდა მას, რომ მის მშობლიურ ქვეყანაში იგი მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყროას დაექვემდებარებოდა (იხ.De Souza Ribeiro v. France [GC], no. 22689/07, § 82, 13 December 2012). მართალია "რფმს" შემდგომი გადაწყვეტილება მომჩივნისათვის დროებითი თავშესაფრის მინიჭების შესახებ (იხ. პარაგრაფები 31 და 96-97 ზემოთ) შესაძლოა გარკვეულწილად მისაგებელს წარმოადგენდეს მომჩვნის ექსტრადიციის ძალაში დამტოვებელი გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ სასამართლო მართებულად არ მიიჩნევს მოცემულ საკითხზე სპეკულირებას იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სრულიად გააუფასურეს "რფმს" მიერ მომჩივნის სასარგებლოდ მიღებული დროებითი დაცვითი ზომებით გამოწვეული სარგებელი. მთავრობას ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია არ გამოუხატავს (იხ. პარაგრაფები 142-143 და 146 ზემოთ).
(ბ) სასამართლოს მიერ მომჩვნის მიმართ არსებული საფრთხის შეფასება
სასამართლომ უნდა აწარმოოს საკუთარი შეფასება, წარმოდგენილი ფაქტების მიხედვით, თუ რამდენად გამოიწვია მომჩივნის დაბრუნებამ ტაჯიკეთში კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობა.სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშის არსებობას, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად მიუთითებდნენ ტაჯიკეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების ფართო და სისტემატიურ გამოყენებასა და სახელმწიფო მოხელეთა დაუსჯელობაზე. სასამართლომ უკვე განიხილა რამდენიმე საქმე, სადაც მოხდა მომჩივნების ექსტრადირება ან იძულებით დაბრუნება ტაჯიკეთში და აღნიშნავს, რომ მანაც სერიოზული შეშფოთება გამოთქვა არსებულ ვითარებაზე (იხ.Khodzhayev, § 97; Gaforov, §§ 130-31; Khaydarov, § 104; და Iskandarov, § 129, ყველა საქმე ციტირებულია ზემოთ). სასამართლოს მიერ 2010 წელს მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაში მან დაასკვნა, რომ იმ დროისათვის მომჩივნები იმყოფებოდნენ წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის სერიოზული საფრთხის წინაშე იმ სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდებოდა მათ პოლიტიკურ თუ რელიგიურ ხედვებსა თუ საქმიანობას ტაჯიკეთში.მოცემული საქმის ფარგლებში წარმოდგენილი და სასამართლოს ხელთ არსებული მასალის შესწავლის საფუძველზე სასამართლო ვერ ხედავს ხელშესახებ მიზეზს რათა შეცვალოს არსებული პოზიცია საკითხის მიმართ. მართლაც, არაფერი მიუთითებს, რომ ტაჯიკეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. პირიქით, 2011 და 2012 წლის ანგარიშების მიხედვით დასტურდება წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ (იხ. პარაგრაფები 104-107 ზემოთ). წამების საფრთხე კიდევ უფრო იზრდება პოლიციის მიერ ინკომუნიკადო პატიმრობის შედეგად, რომელსაც ადგილი აქვს ხოლმე სისხლის სამართლის საქმის გახსნამდე და იკვეთება, რომ ზეწოლის შედეგად მიღებული აღიარებანი მტკიცებულებად გამოიყენება სასამართლოში (ibid). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მთავრობის არგუმენტები ვერ აბათილებენ ბოლოდროინდელ ანგარიშებს და ტაჯიკეთში ვითარების არც რაიმე გაუმჯობესებაზე მიუთითებენ. სასამართლო ამავდროულად აღნიშნავს, რომ "რფმს" დირექტორის მოადგილის მიერ 2010 წლის 26 მაისს მიღებული გადაწყვეტილება აღიარებს ტაჯიკეთში წამებისა და მათზე პასუხისმგებელი მოხელეების დაუსჯელობის შესახებ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კრიტიკის არსებობას და ამ მხრივ რაიმე პოზიტიურ ცვლილებაზე არაფერს ამბობს (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ).თუმცა, როგორც უკვე აღნიშნა კიდეც სასამართლომ, ცალკეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ ზოგად პრობლემაზე მითითება არ შეიძლება წარმოადგენდეს ექსტრადიციაზე უარის საფუძველს, გარდა უკიდურესად ექსტრემალური შემთხვევებისა. ამ საქმეში მომჩივნის პრეტენზიები საჭიროებს სხვა მტკიცებულებათა განხილვას რათა მოხდეს არასათანადო მოპყრობის მიმართ მისი შიშის შეფასება. ეს უკანსკნელი სასამართლოს მიერ, საჭიროებისამებრ, უნდა შეფასდეს იმ ინფორმაციის საფუძველზეც, რომელიც გამოაშკარავდა მომჩივნის ტაჯიკეთში იძულებით დაბრუნების შემდეგ.მომჩივნის ირგლივ არსებულ ვითარებას რაც შეეხება, მთავრობა აცხადებდა, რომ იგი არ იმყოფებოდა არასათანადო მოპყრობის საფრთხის წინაშე, რადგან მას ბრალად ედებოდა ჩეულებრივი დანაშაულის ჩადენა და არ იდევნებოდა პოლიტიკურ საფუძველზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება უშუალოდ უკავშირდებოდა "კრიმინალურ კონსპირაციასა" და მოგვიანებით "უიმ"-ში ჩართულობას, სადაც ამ უკანასკნელს ტაჯიკეთის პროკურატურა მიიჩნევდა "კრიმინალურ შეიარაღებულ დაჯგუფებად". რუსეთის ხელისუფლების მიერ აშკარად იქნა ნახსენები, რომ "უიმ" ახდენდა "რადიკალური ისლამის" პროპაგანდას და რომ ტაჯიკეთის ხელისუფლება ცდილობდა მისი გავლენის შეზღუდვას (იხ. პარაგრაფი 27 ზემოთ). სასამართლო, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს მთავრობის შეხედულებას, რომლის მიხედვითაც მომჩივნის სავარაუდო მონაწილეობა "უიმ"-ში იყო მის რელიგიურ თუ პოლიტიკურ საქმიანობასთან ყოველგვარ კავშირს მოკლებული სისხლისსამართლებრივი ბრალდება.სასამართლო აქვე უსვამს ხაზს, რომ მომჩივანმა ტაჯიკეთი მალევე დატოვა მისი რელიგიური მოძღვრის, ბ-ნი მარუფოვის პატიმრობისას სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა და გარდაცვალების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ). ხსენებული მოვლენა აღწერილ იქნა პატივსაცემი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიაციის მიერაც (იხ. პარაგრაფი 102 ზემოთ) და არასდროს გაბათილებულა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. მოცემული გარემოებანი ამყარებენ მომჩივნის შიშს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა უკავშირდებოდა მის რელიგიურ ხედვებსა და საქმიანობას. ის რომ "გლუკის" მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მომჩივანი უფლებამოსილი იყო და მოგვიანებით მიიღო კიდეც დროებითი თავშესაფარი რუსეთში. ადასტურებს იმ საფრთხის რეალურობას, რომლის წინაშეც იგი იმყოფებოდა თავის ქვეყანაში (იხ. პარაგრაფები 30-31 ზემოთ).ზოგადად "უიმ" საქმიანობანი კანონით იკრძალებოდა ტაჯიკეთში და ტაჯიკეთის ხელისუფლება მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შედეგად, მომჩივნის სავარაუდო ჩართულობა "უიმ"-ში და მისგან გამომდინარე სისხლისსამართლებრივი ბრალდებანი, სასამართლოს აზრით, აუცილებლად აყენებს ეროვნული უშიშროების მნიშვნელოვან თემას. ამ გადასახედიდან, მომჩივნის მდგომარეობა ჰგავს სასამართლოს მიერ გაფოროვის საქმის ვითარებას (იხ. ციტიერბული ზემოთ, პარა. 132-133). სასამართლო არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს პოზიციას, რომლის მიხედვითაც ზემოთმოცემული გადაწყვეტილება უმნიშვნელოდ იქნა მიჩნეული მოცემულ საქმეში მომჩივნის ვითარების შეფასებისას. სტრასბურგის სასამართლოს აზრით მომჩივნის გასამართლება "უიმ"-ში ჩართულობის გამო განხილულ უნდა იქნას ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ არატრადიციული რელიგიური ჯგუფების შევიწროების კონტექსთში, რაც ამძაფრებს რელიგიური საქმიანობების შესახებ აღიარებების მიღების მიზნით, პატიმრობისას არასათანადო მოპყრობაზე დაქვემდებარების საფრთხეს.ზემორე გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საქმის ირგვლივ არსებული გარემოებანი მიმღებ ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან ერთად წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომჩივანი იმყოფებოდა ტაჯიკეთში არასათანადო მოპყრობის საფრთხის წინაშე.განსხვავებით მთავრობისაგან, სასამართლო ვერ ხედავს თუ როგორ არის შესაძლებელი ტაჯიკეთში მომჩივნის მიმართ არსებული საფრთხის შემსუბუქება ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციისათვის მიცემული დიპლომატიური გარანტიებით. გარანტიები ბუნდოვანი გახლდათ და არ მოიცავდა არანაირ გარანტიას მასზედ, რომ მოხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება (იხ.Saadi, ციტირებული ზემოთ, § 148). შესაბამისად, მათ საშუალებით ვერ შემცირდებოდა მიმღებ ქვეყანაში მომჩივნის არასათანადო მოპყრობისადმი დაქვემდებარების საფრთხე (იხ. განსხვავებით Othman, ციტირებული ზემოთ, § 207, და Gasayev v. Spain (dec.), no. 48514/06, 17 თებერვალი 2009). მართლაც, წარმოდგენილი გარანტიები სრულიად არასანდო აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოექცა მომჩივანს ტაჯიკეთის ხელისუფლება ყოველგვარი სამართლებრივი პროცესის, მათ შოროს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიებების დარღვევით განხორციელებული იძულებითი გადაცემისას.როგორც მომჩივნის იძულებითი დაბრუნება ტაჯიკეთში, ისე შემდგომი მოვლენები უდავოდ ადასტურებდნენ მისი შიშის საფუძვლიანობას და მიუთითებდა, რომ არასათანადო მოპყრობის საფრთხე არ იყო თეორიული და გაბუქებული. მომჩივნის სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ადვოკატის წერილობითი ჩვენების მიხედვით, მომჩივანმა საჯარო მოსმენაზე დაიჩივლა გატაცების, იძულებითი გადაცემისა და აღიარების მისაღებად წამების შესახებ. ამასთანავე არ არსებობს ინფორმაცია, რომ მომჩივანსა და მის თანაბრალდებულებს ჩაუტარდათ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიუხედავად მათი ნათესავების მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი მოთხოვნისა (იხ. პარაგრაფები 67-68 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავვს, რომ აღწერილი ვითარება შეესაბამება გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გაჟღერებულ შეშფოთებას დაზარალებულთა მიერ სამედიცინო ექსპერტიზაზე წვდომის ნაკლებობის შესახებ (იხ. კომიტეტის ანგარიში ციტირებული საქმეში Khodzhayev, § 72, და Gaforov, § 93, ორივე ციტირებული ზემოთ).ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ტაჯიკეთში მომჩივნის იძულებითი დაბრუნება წარმოშობდა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალურ საფრთხეს.
(ბ) დაემორჩილა თუ არა ხელისუფლება პოზიტიურ ვალდებულებას დაეცვა მომჩივანი ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემის რეალური და უშუალო საფრთხისაგან
მომჩივანი დავობდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაიცვა იგი ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემის რეალური და უშუალო საფრთხისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხის შესახებ მათ ინფორმაცია ჰქონდათ.სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 31 ოქტომბრის საღამოს მომჩივანი მოსკოვიდან გაიტაცეს დაუდგენელმა პირებმა, რომელთაც იგი დაპატიმრებული ჰყავდათ ერთი თუ ორი დღის განმავლობაში უცნობ ადგილას მანამდე, სანამ თვითმფრინავით გადაიყვანდნენ ტაჯიკეთში, სადაც იგი დაექვემდებარა მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის რეალურ საფრთხეს (იხ. პარაგრაფები 138 და 176 ზემოთ).სასამართლო იმეორებს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ვალდებულებას კონვენციის 1 მუხლით, მათ იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყონ კონვენციით დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მე-3 მუხლთან ერთობლიობაში ავალდებულებს სახელმწიფოებს მიიღოს ზომები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მათ იურისდიქციაში მყოფი პირები არ დაექვემდებარონ წამებას ან არაადამიანურ ან დამამძიმებელ მოპყრობას, მათ შორის კერძო პირების მიერ არასათანადო მოპყრობასაც (იხ.El Masri, ციტირებული ზემოთ, § 198, და Mahmut Kaya v. Turkey, no. 22535/93, § 115, ECHR 2000‑III). ხსენებული ზომები უნდა წარმოადგენდნენ ეფექტიან დაცვას, კერძოდ კი მოწყვლადი პირების მიმართ და მოიცავდნენ გონივრულ ნაბიჯებს იმ არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, რომლის შესახებაც იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ ხელისუფლების ორგანოებს (იხ.Z and Others v. the United Kingdom [GC], no. 29392/95, § 73, ECHR 2001‑V, და, mutatis mutandis, Osman v. the United Kingdom, გადაწყვეტილება 28 ოქტომბერი 1998, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII, გვ. 3159-60, § 115).სასამართლოს აზრით ზემორე პრინციპები ლოგიკურად ვრცელდება იმ ვითარებაზე, როდესაც ხდება პირის დაქვემდებარება წამების ან არასათანადო მოპყრობის რეალური და უშუალო საფრთხის წინაშე ნებისმიერი პირის მიერ მისი სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემით. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ორგანოები ინფორმირებულნი არიან ამგვარი რეალური და უშუალო საფრთხის შესახებ, მათ კონვენციით ეკისრებათ ვალდებულება, შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ იმგვარი პრევენციული ოპერაციული ზომები, რომლითაც, გონივრულად შეფასებისას, მოსალოდნელია საფრთხის თავიდან აცილება (იხ.mutatis mutandis, Osman, ციტირებული ზემოთ, § 116).მოცემული საქმის გარემოებებთან მიმართებაში სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა უმალვე შეატყობინა მოსკოვის ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, "რფმს" დირექტორს, გენერალურ პროკურორსა და სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს 2011 წლის 31 ოქტომბერს მომჩივნის გატაცების შესახებ და სთხოვა მიეღოთ ზომები ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემის უშუალო საფრთხის თავიდან ასაცილებლად (იხ. პარაგრაფები 46-48 ზემოთ) სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის წარმომადგენელმა მიმართა ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დროულად, მიაწოდა მომჩივნის მოწყვლადი მდგომარეობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებანი და წამოაყენა საფუძვლიანი მიზეზები რათა მიღებული ყოფილიყო გამონაკლისი ზომები რეალური და უშუალო საფრთხისაგან მის დასაცავად.მნიშვნელოვანია, რომ მომჩივნის წარმომადგენლის საჩივარი უმალვე იქნა გაზიარებული რუსეთის ადამიანის უფლებების კომისრის მიერ, რომელმაც ასევე გააგზავნა ოფიციალური მოთხოვნა მოსკოვის ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან და სთხოვა მიეღო ყველა შესაძლო ზომა დაუყოვნებლივ, რათა თავიდან აცილებულიყო მომჩივნის გადაცემა მოსკოვიდან ტაჯიკეთში, განსაკუთრებით მოსკოვის აეროპორტიდან (იხ. პარაგრაფი 49 ზემოთ).სასამართლო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სათანადო ორგანოებმა და განსაკუთრებით მოსკოვის ქალაქის პოლიციის დეპარტამენტმა კარგად იცოდნენ - ან უნდა სცოდნოდათ -გამტაცებლების მიერ მოსკოვის აეროპორტის გავლით მომჩივნის ტაჯიკეთში გადაცემის რეალური და უშუალო საფრთხის შესახებ. მართლაც ის ვითარება, რომლის ფარგლებშიც მოხდა მომჩივნის გატაცება და მისი გატაცების თანმდევი მოვლენები საფრთხის არსებობის შესახებ ეჭვს არ ბადებს და ამიტომაც უნდა ებიძგებინა კომპეტენტური ორგანოები მიეღოთ პრევენციული ოპერატიული ზომები სხვა ინდივიდებისაგან, ვინც არ უნდა ყოფილიყნენ ისინი, განხორციელებული უკანონო ქმედებებისაგან დასაცავად (იხ., mutatis mutandis, Koku v. Turkey, no. 27305/95, § 132, 31 მაისი 2005, და Osmanoğlu v. Turkey, no. 48804/99, § 76, 24 იანვარი 2008). სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ იმ ხელისუფლების ორგანოებს შორის, რომელთაც დაუკავშირდა მომჩივნის წარმომადგენლი, სწორედ პოლიციას ეკისრებოდა კანონით დადგენილი ვალდებულება უზრუნველეყო უშიშროება და სამართლს დაცვა ქალაქ მოსკოვში და მის აეროპორტებში და ამ მიზნით მათ მინიჭებული ჰქონდათ საჭირო უფლებამოსილებანი რათა უზრუნველეყოთ მომჩივნის დასაცავად სასწრაფო და ეფექტიანი ზომების მიღება.მიუხედავად ამისა, მთავრობას სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია ხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად პოლიციისა თუ სხვა ორგანოების მხრიდან რაიმე დროული პრევენციული ზომის მიღების შესახებ. პასუხები იფარგლებოდა ზოგადი განაცხადით მასზედ, რომ მომჩივნის გადაადგილების თავისუფლება არ იყო შეზღუდული მოცემულ დროს და რომ ხელისუფლებას არ ეკისრებოდა ვალდებულება მასზე ზედამხედველობა ეწარმოებინა.მთავრობის მიერ ამ მხრივ ყოველგვარი ინფორმაციის წარმოუდგენლობა უბიძგებს სასამართლოს გაითვალისწინოს მომჩივნის ხედვა, რომ ხელისუფლების არცერთი ორგანოს მიერ მიღებულ არ იქნა არანაირი ზომა. სასამართლო ამასთანავე ითვალისწინებს ყველა იმ სირთულეს რაც შესაძლოა პოლიციას ჰქონდეს ამგვარი საქმების განხილვისას, შესაბამისი ობიექტურად დამაბრკოლებელი გარემოებისა და შეზღუდული დროის ჩათვლით. თუმცა, მოცემული სირთულეები შესაბამის ორგანოებს არ უხსნიან ვალდებულებას, კონვენციის მე-3 მუხლით, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, მიიღონ იმგვარი პრევენციული ოპერატიული ზომები, რაც შესაძლოა გონივრულად მოეთხოვოთ მათ მომჩივნის ტაჯიკეთში იძულებით გადაცემის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მოსკოვის აეროპორტის გავლით. ხელისუფლების მიერ ამგვარი ზომების მიუღებლობა მოცემულ საქმეში უთანაბრდება კონვენციის მე-3 მუხლით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას.
(გ) აწარმოა თუ არა ხელისუფლებამ ეფექტიანი გამოძიება
მომჩივანი აცხადებს, რომ მისი საჩივარი გატაცებისა და ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემის შესახებ, შემდგომი არასათანადო მოპყრობის ჩათვლით, არ იქნა კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ჯეროვნად და ეფექტიანად გამოძიებული მოპასუხე სახელმწიფოში.სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფოს მიერ მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულება, 1 მუხლით ნაკისრ ზოგად ვალდებულებასთან ერთად "უზრუნველყოს ყველა მისი იურისდიქციის ფარგლებში კონვენციით დადგენილი უფლებებითა და თავისუფლებებით..." გულისხმობს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიების წარმოების ვალდებულებას სახელმწიფოს აგენტების მიერ ჩადენილი წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ყოველი სადავო ბრალდების პასუხად. მოცემული გამოძიების შედეგად უნდა ხდებოდეს დამნაშავეთა დადგენა და დასჯა. სხვაგვარად, წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის ზოგადი აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობისდა მიუხედავად, იქნებოდა პრაქტიკაში არაეფექტიანი და რიგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო აგენტების მიერ მათ კონტროლს ქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევა დაუსჯელად (იხ.Assenov and Others v. Bulgaria, 28 ოქტომბერი 1998, § 102, Reports 1998‑VIII, და El Masri, ციტირებული ზემოთ, § 182 ).არასათანადო მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების გამოძიება უნდა იყოს დაუყოვნებელი და სრულფასოვანი. რაც გულისხმობს ხელისუფლების ორგანოების მიერ სერიოზულ მცდელობას გაარკვიონ თუ რა მოხდა და არ დაეფუძნონ ნაჩქარევ თუ უსაფუძვლო დასკვნებს გამოძიების დასახურად ან გადაწყვეტილებების მიღებისას (იხ.Assenov and Others, ციტირებული ზემოთ, § 103; Batı and Others v. Turkey, nos. 33097/96 and 57834/00, § 136, ECHR 2004‑IV (ამონარიდები); და El Masri, ციტირებული ზემოთ, § 183). მათ უნდა მიიღონ ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა რათა მოიპოვონ ინციდენტის შესახებ მტკიცებულებანი, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის შედეგები (იხ.Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, § 104, ECHR 1999‑IV; Gül v. Turkey, no. 22676/93, § 89, 14 დეკემბერი 2000; და El Masri, ციტირებული ზემოთ, § 183).გამოძიება აღმასრულებლისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ინსტიტუციურად, ისე პრაქტიკულად (see Ergi v. Turkey, 28 July 1998, §§ 83-84, Reports 1998‑IV; Oğur v. Turkey [GC], no. 21594/93, §§ 91-92, ECHR 1999-III; და Mehmet Emin Yüksel v. Turkey, no. 40154/98, § 37, 20 ივლისი 2004) და უნდა მისცეს დაზარალებულს საშუალება ეფექტიანად მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში ამა თუ იმ ფორმით (იხ. mutatis mutandis, Oğur, ციტირებული ზემოთ, § 92, და El Masri, ციტირებული ზემოთ, §§ 184-85).სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის კარგად დამკვიდრებული მოთხოვნები სრულად ვრცელდება იმ გამოძიებაზეც, რომელიც ხელისუფლებას უნდა ეწარმოებინა მომჩივნის გატაცებისა და შედეგად ტაჯიკეთში მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების მიმართ. მართლაც, როგორც ზემოთ აღინიშნა კიდეც, ხელისუფლებამდე მიტანილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია და საჩივრები 2011 წლის 31 ოქტომბერს მომჩივნის გატაცებიდან მალევე, რაც აისახა წინასაგამოძიებო ძიებაში, რომელიც გაგრძელდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.გარკვეულ ეტაპზე აშკარა შეიქნა, რომ მომჩივნის საქმე prima facie ხვდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ ეროვნულ დონეზე ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების ქვეშ. მართალია შესაძლოა არსებობდეს ეჭვი რუსეთის სახელმწიფო აგენტების ჩართულობაში მოსკოვში მომჩივნის დაუდგენელი პირების მიერ გატაცების ინციდენტში, ტაჯიკეთში მოსკოვის აეროპორტიდან გადაცემისას ყველა სამართლებრივი პროცედურის დარღვევას უნდა გამოეწვია ხელისუფლების სრული ყურადღება, განსაკუთრებით იმდენად, რამდენადაც მომჩივნის წარმომადგენლები აცხდებდნენ, რომ სახელმწიფოს აგენტები აქტიურად თუ პასიურად ჩართულნი იყვნენ ოპერაციაში. 2012 წლის 30 მარტს ნიკულინსკის შიდა-საოლქო პროკურორის მოადგილემ ცალსახად სთხოვა გამომძიებელს დაედგინა თუ რამდენად იყო რუსეთის ორგანოები ჩართულნი მომჩვნის სავარაუდო გატაცებაში (იხ. პარაგრაფი 58 ზემოთ).მეტიც, იგივე საკითხი აშკარად იქნა წამოწეული სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 იანვარს (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ), სადაც ამ უაკანსკნელმა კონკრეტულად სთხოვა მთავრობას განემარტა ინციდენტის მნიშვნლოვანი ასპექტი, კერძოდ კი სავარაუდო თანამონაწილეობა მოჩივნის გამტაცებლებსა და ტაჯიკეთში გადამცემებსა და რუსეთის ორგანოებს შორის, მათ შორის პოლიცია, უშიშროება და სახელმწიფო საზღვრის კონტროლის სამსახურები (იხ. მითითებებით mutatis mutandis, Tsechoyev v. Russia, no. 39358/05, § 151, 15 მარტი 2011). ინციდენტის ამომწურავი გამოძიება კიდევ ერთხელ იქნა მოთხოვნილი სასამართლოს გამწესრიგებლის მიერ 2012 წლის 24 იანვარს რუსეთის მთავრობის მიმართ სასამართლოს პრეზიდენტის სახელით გაგზავნილ წერილში (იხ. პარაგრაფი 52 ზემოთ).ყოველივე ხსენებულის გათვალისწინეიბთ, ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიების შედეგად მიღებული პასუხები, იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 55-56, გაუგებარია. პირველი, გამომძიებლებმა მათი საქმიანობანი შემოფარგლეს "წინასწარი გამოძიების მოძიებით" სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე, და ჯიუტად აცხადებდნენ უარს დაეწყოთ სისხლის სამართლის სამართალწარმოება, რაც იქნებოდა საუკეთესო თუ არა ერთადერთი საშუალება რათა დაკმაყოფილებულიყო კონვენციით დადგენილი ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნები, მოცემული ზემოთ პარაგრაფებში 187-190. 144-ე მუხლის მიერ შეზღუდული პროცედურული საშუალებების გათვალისწინებითა და დაზარალებულისა თუ მისი წარმომადგენლების გამოძიებაში ეფექტიანი მონაწილეობის არარსებობის გამო, სასამართლოს სერიოზულად ეჭვები გააჩნია წინასწარი საგამოძიებო ძიების შესაბამისობაში ზემოთმოცემულ მოთხოვნებთან მაშინ, როდესაც ინდივიდს წარმოდგენილი აქვს საჩივარი წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შესახებ, ისე როგორც ეს მოხდა მოცემულ საქმეში (იხ. mutatis mutandis, Kleyn and Aleksandrovich v. Russia, no. 40657/04, §§ 56‑58, 3 მაისი 2012).მეორე, საგამოძიებო ორგანოების მიერ მომჩივნის საქმეში გამოყენებული პროცედურული სტრატეგია ასევე წუხილის საფუძველს იძლევა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილებანი რომლითაც გამომძიებლებმა დაასრულეს ძიებანი და უარი განაცხადეს დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი გამოძიება, უმალვე გააუქმა მათმა ზემდგომებმა ოთხ შემთხვევაში მაინც, რაც კიდევ განმეორდა რამდენიმე კვირის შემდეგ იდენტური ან ძალიან მსგავსი პირობებით (იხ. პარაგრაფები 55-63 ზემოთ). მაგალითაც, უფროსი გამომძიებელი პ.კ.-ს მეორე გადაწყვეტილება მიღებული 2012 წლის 20 აპრილს, რომლითაც მან უარი განაცხადა დაეწყო სისხლის სამართლის გამოძიება სიტყვა-სიტყვით იმეორებდა მის პირველ გადაწყვეტილებას, რომელიც მანვე მიიღო 2012 წლის 21 მარტს. ორივე გადაწყვეტილება გაუქმდა ორი თანაბრად იდენტური გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ან მისმა მოადგილემ 2012 წლის 23 აპრილსა და 21 მარტს. მათ მოჰყვა გამომძიებლების ორი შემდგომი გადაწყვეტილება, რომლებიც ასევე უარს აცხადებდნენ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებაზე ყოველგვარი არსობრივად ახალი არგუმენტის წარმოდგენის გარეშე. სასამართლო ასკვნის, რომ საგამოძიებო განყოფილების მიერ იდენტური გადაწყვეტილებების განმეორებადი გაუქმებისა და ხელახლა მიღებს პროცესი მიზნად ისახავდა სამართალწარმოების გაჭიანურებას, რაც ეწინააღმდეგება კონვენციით დადგენილი ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნას. აღნიშნულის შედეგად არა მარტო დაიკარგა ძვირფასი დრო, არამედ შეიქმნა მოჯადოებული წრე საგამოძიებო განყოფილებაში, რის შედეგადაც მომჩივანს ჩამოერთვა რაიმე სახის გონივრული საშუალება სასამართლოში გაესაჩივრებინა გამომძიებელთა გადაწყვეტილებანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლით. მოცემულ გარემოებებში, სასამართლო ვერ ხედავს ამგვარი სასამართლო განხილვის ღირებულებას, რადგან მის შედეგად მოხდებოდა გამომძიებლების წახალისება კიდევ ერთხელ დაეწყოთ უშედეგო ძიების წრეზე განხილვა.მესამე, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამომძიებელთა გადაწყვეტილებების შინაარსი კარგად ასახავს ზემოთგანხილული ნაკლოვანი გამოძიების პროცესს. მათი გადაწყვეტილებანი წარმოადგენს ფაქტების ზოგად აღწერას, უაზრო პროცედურულ მოთხოვნებსა და მითითებებს არასანდო დაშვებებზე. მაგალითად, ნიკულინსკის საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ 2012 წლის 9 ივნისს მოითხოვა მეორე დასტური მასზედ, გადაკვეთა თუ არა მომჩივანმა ტაჯიკეთის საზღვარი და იმყოფებოდა თუ არა იგი ამ ქვეყანაში პატიმრობაში (იხ. პარაგრაფი 62 ზემოთ). და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა 2012 წლის 28 მარტის ტაჯიკეთის გენერალური პროკურორის ოფიციალური წერილის შესახებ, რომლითაც მან რუს კოლეგას შეატყობინა, რომ მომჩივანი მოცემულ დროს ტაჯიკეთში იყო დაპატიმრებული (იხ. პარაგრაფი 44 ზემოთ). მიუხედავად ამ აშკარა ფაქტისა, გამომძიებლის მიერ 2012 წლის 9 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება გაურკვევლად ასკვნიდა, რომ შეუძლებელი იყო დადასტურებულიყო ან უარყოფილიყო ინფორმაცია მომჩივნის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ (იხ. პარაგრაფი 63 ზემოთ). ასევე, 2012 წლის მარტიდან ივლისამდე გამომძიებლები მუდმივად ეფუძნებოდნენ ჰიპოთეზას, რომ მომჩივანს შეეძლო გაეთამაშებინა საკუთარი გატაცება რათა თავი დაეღწია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობსიათვის ტაჯიკეთში. სასამართლომ უკვე დაასკვნა, რომ ამგვარი ჰიპოთეზა აზრს მოკლებული იყო იმ აშკარა მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით რაც არსებობდა მოსკოვში მომჩივნის გატაცებასა და სამშობლოში მის დაპატიმრებას შორის (იხ. პარაგრაფი 136 ზემოთ). ამასთანავე, გამომძიებლებს არ მიუღიათ ელემენტარული და აშკარა საგამოძიებო ზომები, მაგალითად არ დაუდგენიათ თუ რომელი ავიახაზები ახორციელებდნენ ფრენებს მოსკოვსა და ხუჯანდს შორის 2011 წლის 1-3 ნოემბერს, არ დაუკითხავთ დომოდედოვოს აეროპორტის, სადაც მოხდა მომჩივნის მიყვანა, უშიშროებისა და ადმინისტრაციის პერსონალი. ნაცვლად ამისა, გამომძიებელმა მიმართა მხოლოდ "ფსბ"-ს მომჩივნის მიერ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის "დასადგენად" და დაუფიქრებლად მოახდინა ზოგადი განაცხადის გამეორება, რომლის მიხედვითაც რუსეთის კანონმდებლობა არ ითხოვს "საზღვრის გადამკვეთ პირთა სახელების ჩაწერას".სასამართლოს აზრით, გამოძიებაში არსებული არაერთი ნაკლი, მიმოხილული ზემოთ, როგორც ბუნების, ისე მასშტაბის მიხედვით, აშკარად შეუსაბამობაშია მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებთან.
(დ) პასუხისმგებელია თუ არა მოპასუხე სახელმწიფო მომჩივნის ტაჯიკეთში იძულებით გადაცემისას მისი აგენტების პასიურ თუ აქტიურ მონაწილეობაში
სავალდებულო მტკიცების ტვირთის ფარგლებში, უკვე დადგენილი ფაქტების საფუძველზე სასამართლომ ახლა უნდა განიხილოს თუ რამდენად არის მოპასუხე სახელმწიფო ასევე პასუხისმგებელი კონვენციის მიხედვით სახელმწიფოს აგენტების მომჩივნის ტაჯიკეთში გადაცემაში მონაწილეობაზე.მართალია მომჩივანმა ამ მხრივ ვერ მოახერხა მოწმეთა წარმოდგენა, იგი დავობდა, რომ მისი ტაჯიკეთში გადაყვანა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ვერ განხორციელდებოდა რუსეთის ხელისუფლების ცოდნისა და პასიური ან აქტიური მონაწილეობის გარეშე.სასამართლომ სთხოვა მთავრობას პასუხად განემარტა თუ როგორ და ვის მიერ მოხდა მომჩივნის გადაყვანა მოსკოვიდან ტაჯიკეთში მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო, საბაჟო და სხვა წესების დაცვის გარეშე. სახელმწიფოს განმარტებანი არ წარმოუდგენია (იხ. პარაგრაფები 42-45 და 124 ზემოთ). შედეგად, სასამართლოს არ მიუღია მტკიცებულებანი მომჩივნის საჩივრის არც გასამყარებლად და არც გასაბათილებლად.ამ მხრივ სასამართლო გონივრულად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი საერთაშორისო სასამართლოს ბუნებრივ ლიმიტებს ეფექტიანი ფაქტების დამდგენი ფუნქციის განხორციელებისას და ამ მხრივ ეროვნული ხელისუფლების უფლებამოსილების უპირატესობას (იხ. ზემოთმოყვანილ არაერთ საქმესთან ერთად, Demopoulos and Others v. Turkey (dec.), nos. 46113/99 et al., § 69, ECHR 2010). სტრასბურგის სასამართლოს უფლებამოსილებანი ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო საქმეებზე, როგორიც წამოყენებულ იქნა მოცემულ საქმეში, დამოკიდებულია მოპასუხე სახელმწიფოების მხრიდან თანამშრომლობაზე და ამ უკანასკნელების მიერ ფაქტების დასადგენად აუცილებელი ყველა საჭირო ზომის მიღებაზე. კონვენციური ორგანოები მუდმივად უსვამენ ხაზს კონვენციური სისტემის სათანადო და ეფექტიანი ფუნქციონირების ფუნდამენტურ მნიშვნელობას (იხ. სხვა მრავალს შორის Tanrıkulu v. Turkey [GC], ციტირებული ზემოთ, § 70, და მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციები ResDH(2001)66 და ResDH(2006)45). სასამართლოს აზრით, რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთადერთი ჯეროვანი გზა მოცემულ საქმეში გახლათ ინციდენტის სრულფასოვანი გამოძიების უზრუნველყოფა და მისი შედეგების სასამართლოსათვის შეტყობინება. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ აშკარად ვერ განახორციელა ეს ფუნქცია (იხ. პარაგრაფები 193-196 ზემოთ), რითიც აიძულა სასამართლო განეხილა უკიდურესად კონტრავერსიული საკითხები ეროვნული ხელისუფლების მაგივრად. წევრი სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოუპოვებლობა უბიძგებს სასამართლოს მიიღოს გადაწყვეტილებანი მომჩივნის პოზიციის სასარგებლოდ (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 44.1). ამ მხრივ, სასამართლო ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფორმასაც, რომლითაც განხორციელდა ოფიციალური ძიება, რადგან ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ სურდა საქმის გარემოებების შესახებ სიმართლის გაგება (იხ.Masri, ციტირებული ზემოთ, §§ 191-93).სასამართლო ასევე ითვალისწინებს მომჩივნის ობიექტურ სირთულეებს წარმოედგინა საკუთარი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რადგან გასაჩივრებული მოვლენები ხელისუფლების ექსკლუზიური ცოდნის ფარგლებში განხორციელდა. მისი ბრალდებები დიდწილად იყო გამყარებული გაუბათილებელი დაშვებით, რაც სასამართლომ მისაღებად სცნო Iskandarov გადაწყვეტილებაში (ციტირებული ზემოთ, პარაგრაფები 113-115), კერძოდ კი ის, რომ მისი იძულებითი გადაყვანა ტაჯიკეთში ვერ განხორციელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მის შესახებ ცოდნისა და პასიური ან აქტიური მონაწილეობის გარეშე. ახლახან სასამართლო მივიდა იმავე დასკვნამდე კიდევ ერთ საქმეში (იხ. Abdulkhakov v. Russia, no. 14743/11, §§ 125‑27, 2 ოქტომბერი 2012). ორივე საქმე ეხებოდა უკიდურესად მსგავს გარემოებებს, რომლის დროსაც მომჩივნები იძულებით გადაიყვანეს ტაჯიკეთში თვითმფრინავით მოსკოვიდან ან მიმდებარე ტერიტორიიდან. სასამართლო ვერ ხედავს განსხვავებული დასკვნის გამოტანის მიზეზს მოცემულ საქმეში. მართლაც, უდავოა, რომ საერთაშორისო ფრენების განმახორციელებელი აეროპორტი ექვემდებარება უმკაცრეს უშიშროების ზომებს და იმყოფებოდა მოპასუხე სახელმწიფოს ორგანოების, კერძოდ კი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მუდმივი კონტროლის ქვეშ. მხოლოდ ეს ფაქტიც კი საკმარისია გამოვრიცხოთ, ჩვეულებრივ პირობებში, იმის შესაძლებლობა, რომ ფიზიკურ პირი შესაძლოა იძულებით მიეყვანათ აეროდრომზე და ჩამჯდარიყო სხვა ქვეყანაში მიმავალ თვითმფრინავში სახელმწიფო აგენტების მიერ აღნიშნულის ცოდნის გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება საჭიროებდა ავტორიზაციას, ან, მინიმუმ, უსიტყვო თანხმობას მოცემულ აეროპორტზე პასუხისმგებელი სახელმწიფო აგენტების მხრიდან, განსაკუთრებით მათგან, ვინც ეფექტიანად აკონტროლებდა აეროდრომისაკენ მიმავალ გასასვლელებს.ზემოთხსენებული ორი ანალოგიური საქმის მსგავსად, მთავრობამ არც ამ შემთხვევაში წარმოადგინა მტკიცებულება ზემოთმოცემული დაშვებების გასაბათილებლად. მათ წესიერად არც ის განუმარტავთ თუ როგორ მოხვდა მომჩივანი თვითმფრინავში და გაფრინდა მოსკოვიდან ხუჯანდში რუსეთის სახელმწიფო მოხელეთა მიერ ამის ცნობის გარეშე. მეტიც, ხელისუფლებამ ვერც ინციდენტის ირგვლივ არსებული გარემოებანი დაადგინა ეფექტიანი გამოძიებით ეროვნულ დონეზე. მოცემული ელემენტები საკმარისია სასამართლოსათვის რათა დაასკვნას, რომ კონვენციის მიხედვით მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელია მომჩვნის ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემისას სახელმწიფო აგენტების ოპერაციაში მონაწილეობის გამო.სასამართლოს ამგვარი დასკვნა კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის გამო, რომ სახელმწიფოს აგენტების მიერ ჩადენილი გასაჩივრებული მოქმედებანი ხასიათდებოდა აშკარა თვითნებობითა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავდა "რფმს" კანონიერი გადაწყვეტილების, რომლის ფარგლებშიც მომჩივანმა რუსეთში მიიღო დროებითი თავშესაფარი (იხ.ლტოლვილთა შესახებ კანონის 12.4 მუხლი) და მომჩივნის ექსტრადირების პრევენციის მიზნით სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ღონისძიებების შესაბამისად მთავრობის მიერ ოფიციალურად მიღებული ნაბიჯების გვერდის ავლას (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ და 209 ქვემოთ). მართალია ამ საქმეში გამოყენებული ოპერატიული პროცედურა მრავალ ასპექტში განსხვავდება სხვა ბოლოდროინდელ საქმეებში განხილული ე.წ. "ექსტრაორდინალური გადაცემისაგან", სასამართლოს დასკვნები სარწმუნოდ ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეში, სახელმწიფო აგენტთა მონაწილეობით განხორციელებული ოპერაციაც წარმოებული იყო "ჩვეულებრივი საკანონმდებლო სისტემის ფარგლებს მიღმა" და "მის მიერ სასამართლო პროცესის თავიდან აცილება არის კანონის უზენაესობისა და კონვენციით დაცული ღირებულებების ანათემა" (იხ.mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.) nos. 24027/07, 11949/08 და 36742/08, §§ 113-14, 6 ივლისი 2010, და El Masri, ციტირებული ზემოთ, § 239).
(ე) დასკვნა
შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ზემოთგანხილულ სამ სხვადასხვა ასპექტში, კერძოდ, ხელისუფლების მიერ მომჩივნის ტაჯიკეთში, სადაც მას ემუქრებოდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო საფრთხე, იძულებითი გადაცემიდან დაუცველობა; ინციდენტის ეფექტიანად არ გამოძიება; და სახელმწიფო აგენტების მოცემულ ინციდენტში პასიურად თუ აქტიურად მონაწილეობა.
...
IV. კონვენციის 34-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი აცხადებდა, რომ ტაჯიკეთში იძულებითი გადაცემა არღვევდა სასამართლოს მიერ 39-ე მუხლით დადგენილ დროებით ღონისძიებებს და, შესაბამისად არღვევდა ინდივიდუალური საჩივრის უფლებას. იგი დაეფუძნა 34-ე მუხლს, რომელიც შემდეგს მიუთითებს:
" საჩივრით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ან ცალკეულ პირთა ჯგუფმა, რომელსაც მიაჩნია, რომ არის რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვერპლი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არაფრით დააბრკოლონ ამ უფლების სრულად განხორციელება."
სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით:
"1. პალატას, ან შესაბამისად, მის თავმჯდომარეს, შეუძლია მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, მიუთითოს მხარეებს ნებისმიერი დროებითი ღონისძიების შესახებ, რომლის გამოყენებასაც იგი გადაწყვეტს მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე ან სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით.
2. ამ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მინისტრთა კომიტეტს.
3. პალატას შეუძლია მხარეებს მოსთხოვოს ინფორმაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება დროებითი ღონისძიების განხორციელებას და რომელზე მითითებაც იქნა გაცემული პალატის მიერ."მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივანს შეეძლო უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა, მათ შორის საჩივრის შეტანის უფლებით კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით. მათ ასევე გააკეთეს მითითება 2010 წლის 16 დეკემბრის წერილზე, რომელიც სასამართლოს ატყობინებდა სასამართლოს მიერ 39-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი ღონისძიების შესაბამისად მომჩივნის ტაჯიკეთში გადაცემის თავიდან აცილების მიზნით მიღებული ზომების შესახებ (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ). შესაბამისი წერილები გადაეგზავნა მოსკოვის პროკურატურას და სასჯელის მოხდის ფედერალურ სამსახურს მოთხოვა რა მათ შეეწყვიტათ ნებისმიერი მოქმედება რომელიც მიზნად ისახავდა მომჩივნის ტაჯიკეთში გაძევებას, ექსტრადირებასა თუ იძულებით გადაცემას. შედეგად, მომჩივანი არ გადაეცა ტაჯიკეთს საექსტრადიციო პროცედურის მიხედვით.მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რუსეთის ტერიტორიიდან მის გაძევებაში სახელმწიფო აგენტების მონაწილეობის გამო - მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძიებებისა - აუცილებლად იწვევდა ინდივიდუალური საჩირის წარდგენის უფლების დარღვევას.სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 34-ე მუხლით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისა თუ უმოქმედობსიაგან, რომელმაც შესაძლოა დააბრკოლოს ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლების ეფექტიანი განხორციელება, ეს უკანასკნელი წარმოადგენს რა კონვენციის სისტემის ქვაკუთხედს. სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დროებითი ღონისძიებების დაუცველობა იწვევს მოცემული უფლების დარღვევას (იხ.Mamatkulov and Askarov, ციტირებული ზემოთ, §§ 102 და 125, და Abdulkhakov, ციტირებული ზემოთ, § 222).სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დროებითი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საკონვენციო სისტემაში. მისი მიზანი გახლავთ არა მარტო საჩივრის ეფექტიანი განხილვა, არამედ მომჩივნისათვის კონვენციით მინიჭებული დაცვის ეფექტიანობა; ამიტომაც ამგვარი მითითებანი საბოლოოდ იწვევს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას მინისტრთა კომიტეტის მიერ. ხსენებული ღონისძიებანი აძლევს სახელმწიფოს საშუალებას განახორციელოს მისი ვალდებულება და დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით სავალდებულო ხასიათი აქვს (იხ.Mamatkulov and Askarov, ციტირებული ზემოთ, § 125; Shamayev and Others v. Georgia and Russia, ციტირებული ზემოთ, § 473; Aoulmi v. France, no. 50278/99, § 108, ECHR 2006‑I (extracts); და Ben Khemais v. Italy, no. 246/07, § 82, 24 თებერვალი 2009).დროებითი ღონისძიებების გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ხაზგასმულია იმ ფაქტით, რომ სასამართლო მათ, პრინციპის დონეზე, იყენებს მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში, შესაბამისი გარემოებების საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ. უმეტეს შემთხვევებში, მომჩივანი დგას სიცოცხლისათვის რეალური საფრთხის წინაშე, რაც იწვევს კონვენციის ძირითადი დებულებების რეალური, მძიმე და გამოუსწორებელი დარღვევის საფრთხეს. კონვენციურ სისტემაში დროებითი ღონისძიებების უმნიშვნელოვანესი როლი არა მარტო ხაზს უსვამს მათ სავალდებულო მნიშვნელობას მოცემული სახელმწიფოსათვის, რაც დადასტურებულია სასამართლო პრაქტიკით, არამედ ასევე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს წევრ სახელმწიფოების მიერ სასამართლოს მხრიდან დადგენილ ვალდებულებათა შესრულებასაც (იხ.inter alia, მკვეთრი პოზიცია მოცემულ საკითხზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებმა ასახეს იზმირის დეკლარაციაში, ციტირებული ზემოთ 119-ე პარაგრაფში და მინისტრთა კომიტეტის მიერ დროებით რეზოლუციაში CM/ResDH(2010)83 საქმეში Ben Khemais... ამ საკითხზე ნებისმიერი დაუდევარი მიდგომა გამოიწვევს კონვენციით დადგენილი მთავარი უფლებების მიუღებელ შესუსტებას და აღარ იქნება შესაბამისობაში მის ღირებულებებსა და სულისკვეთებასთან (იხ.Soering, ციტირებული ზემოთ, გვ. 34‑35, § 88); იგი ასევე შეუსაბამობაში იქნება ინდივიდუაური საჩივრის უფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობასთან და, უფრო ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონვენციის, როგორც ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციური ინსტრუმენტის ავტორიტეტსა და ეფექტიანობას (იხ.Mamatkulov and Askarov, ციტირებული ზემოთ, §§ 100 და 125, და, mutatis mutandis, Loizidou v. Turkey (preliminary objections), 23 მარტი 1995, § 75, Series A no. 310).მოცემული საქმის ზემორე პრინციპების ჭრილში განხილვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი აღმოჩნდა ისეთი გამონაკლისი გარემოებების წინაშე, რომელიც იძლეოდა მოპასუხე მთავრობის მისამართით დროებითი ღონისძიებების გამოყენების უფლებას. 2010 წლის 7 დეკემბერს მხარეთა ინტერესებისა და სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით სასამართლომ მოსთხოვა ხელისუფებას მიეღოთ შესაბამისი ზომები რათა უზრუნველეყოთ მომჩივნის ტაჯიკეთისათვის არ გადაცემა შემდგომი შეტყობინების მიღებამდე (იხ. პარაგრაფები 5 და 209 ზემოთ). მიუხედავად მიღებული ზომებისა, 2011 წლის ნოემბერში მომჩივანი იძულებით გადაიყვანეს თვითმფრინავით მოსკოვიდან ხუჯანდში სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფოს აგენტებიც (იხ. პარაგრაფი 202-203 პარაგრაფები).მთავრობა არ იზიარებს, რომ მოცემული გარემოებანი ადასტურებს დროებითი ღონისძიებების დარღვევას, მიუთითებს რა, რომ მოჩივნის გადაყვანა ტაჯიკეთში არ განხორციელებულა ექსტრადიის პროცედურით, რადგან ეს უკანასკნელი დაუყოვნებლივ იქნა შეჩერებული 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისთანავე. სასამართლო ვერ იზიარებს მთავრობის არგუმენტს. მართალია ექსტრადიციის შესაჩერებლად მიღებული ზომები შესაძლოა ასახავდეს მთავრობის თავდაპირველ სურვილს დამორჩილებოდა დროებით ღონისძიებებს, იგი, სასამართლოს აზრით, არ ხსნის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მომჩივნის საქმეში შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. მთავრობა ვერც იმას განაცხადებს, როგორც ეს აღინიშნა კიდეც მათ არგუმენტებში, რომ მოჩივნის იძულებითი გადაცემა ტაჯიკეთში არ იკრძალებოდა სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეში გამოყენებული დროებითი ღონისძიებებით.სასამართლო ეთანხმება, რომ მოცემულ საქმეში დადგენილი დროებითი ღონისძიებანი, რომელიც მოთხოვნილ იქნა მომჩივნის მიერ და რომელიც გაიწერა სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მიზნად ისახავდა მისი ექსტრადირების პრევენციას და წარმოადგენდა ყველაზე სწრაფ სამართლებრივ გზას, რადგან იმ დროისათვის მომჩივანს ემუქრებოდა რუსეთიდან ტაჯიკეთში გადაცემა. მაშინ როდესაც დროებითი ზომების ფორმულირება გახლავთ ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ იმის შეფასებისას თუ რამდენად დაემორჩილა სახელმწიფო 34-ე მუხლით დადგენილ ვალდებულებებს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არა მარტო ეს უკანასკნელი, არამედ ის სულისკვეთებაც, რომლის ფარგლებშიც მოხდა დროებითი ღნისძიებების განსაზღვრა (იხ.(see Paladi v. Moldova [GC], no. 39806/05, § 91, 10 March 2009), ისევე როგორც მისი მიზანი. დროებითი ღონისძიებების ერთადერთი მიზანი, როგორც აღნიშნა კიდეც სასამართლომ მოცემულ ასქმეში - და მთავრობას არ უდავია მისი არცოდნა - გახლდათ მომჩივნის მიმართ ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხის აცილება. დროებითი ღონისძიებების მიზნისა თუ საფუძვლის მიმართ ეჭვი ვეღარ არსებობდა მას შემდეგ რაც მოხდა საქმის მთავრობისადმი კომუნიცირება და პრიორიტეტის მინიჭება სასამართლოს მიერ 2011 წლის 30 იანვარს. მთავრობის მიერ დროებითი ღონისძიებების სულისკვეთებისა და მიზნის ცოდნა ასევე დასტურდება იმ ინსტრუქციებით, რომელიც მათ დაუგზავნეს სხვადასხვა ეროვნულ ორგანოებს, რათა შეეჩერებინათ "ნებისმიერი მომედება მომჩივნის ტაჯიკეთში გაძევების, ექსტრადირებისა თუ სხვაგვარად იძულებით გადაცემის მიზნით" (იხ. პარაგრაფი 209 ზემოთ). ის ფაქტი, რომ ხელისუფლება განუხრელად იცავდა დროებით ღონისძიებებს დაახლოებით თერთმეტი თვის განმავლობაში, მანამდე სანამ 2011 წლის 31 ოქტომბრის მოულოდნელი მოვლენები განხორციელდებოდა, ასევე ადასტურებდა, რომ მისი მიზანი და სამართლებრივი შედეგები ეჭვებს არ წარმოშობდა.კონვენციურ სისტემაში დროებითი ღონისძიებების უმნიშვნლოვანესი როლის გათვალისწინებით, აუცილებელია მათი მკაცრად დაცვა სახელმწიფოს მიერ. სასამართლო ვერ მიიჩნევს, შესაბამისად, რომ ხელისუფლების მიერ მოცემულ საქმეში მიღებულის მსგავსი დროებითი ღონისძიებების შესრულებისაგან თავის არიდება სხვა ეროვნული პროცედურის გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს მომჩივნის მიმღებ სახელმწიფოში გადაყვანას ან, კიდევ უფრო საგანაგაშო შემთხვევაში, მის თვითნებურად გაგზავნას ხსენებულ ქვეყანაში არის აშკარად უკანონო. თუმცა, სწორედ ამგვარი ქმედების განხორციელება დაადგინა სასამართლომ, რისთვისაც მოცემულ საქმეში პასუხისმგებლობა დაეკისრა მოპასუხე სახელმწიფოს (იხ. პარაგრაფები 202-203 ზემოთ). აღნიშნულისას, სახელმწიფომ არსი დაუკარგა დროებით ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა status quo-ს შენარჩუნებას მანამდე, სანამ საჩივარს სასამართლო იხილავდა. შედეგად, მომჩივანი აღმოჩნდა ტაჯიკეთში არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხის წინაშე და სასამართლოს არ მიეცა საშუალება უზრუნველეყო მისთვის კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლებით პრაქტიკული და ეფექტიანი სარგებელი.მთავრობას არ უჩვენებია, რომ ადგილი ჰქონდა დროებით ღონისძიებებთან შესაბამისობის რაიმე სახის ობიექტურ დამაბრკოლებელ გარემოებას (იხ.Paladi, ციტირებული ზემოთ, § 92). მეტიც, მას არ წარმოუდგენია რაიმე განმარტება სახელმწიფო აგენტების თვითნებური ქცევის გასამართლებლად, რომლებმაც დაუშვეს მომჩივნის იძულებით ჩასმა მოსკოვიდან ხუჯანდისაკენ მიმავალ რეისზე; და რა თქმა უნდა არც არაფერი უღონიათ იმისათვის, რომ შესაბამისი პირები პასუხისგებაში მიეცათ (იხ. განსხვავებით Muminov v. Russia, no. 42502/06, § 44, 11 დეკემბერი 2008). ხელისუფლება ყოვლად მიუღებლად და ჯიუტაც აცხადებდა უარს გამოეძიებინათ მოცემული საქმე მას შემდეგაც კი, რაც სასამართლო დაინტერესდა შესაბამისი საკითხით, კერძოდ კი მთავრობის ყურადღება მიაპყრო იმ საგანგაშო და უპრეცედენტო ვითარებას რომელიც შეიქმნა ამგვარი დაუშვებელი ინციდენტების არაერთგზის განმეორებით (იხ. პარაგრაფი 52 ზემოთ).შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ რუსეთმა უგულვებელყო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეში სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით დადგენილი დროებითი ღონისძიებანი, რითიც დაარღვია კონვენციის 34-ე მუხლი.
...
VII. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს".
ა. ზიანი
მომჩივანი ითხოვდა 30,000 ევროს მორალური ზიანისათვის. ესოდენ დიდ რაოდენობას იგი იმით ამართლებდა, რომ იძულებით გადაყვანის შედეგად ტაჯიკეთში იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას და აკეთებდა მითითებას სასამართლოს მიერ მსგავს გარემოებებში Iskandarov საქმეში მიკუთვნებულ თანხაზე (ციტირებული ზემოთ, § 156).მთავრობამ აღნიშნა, რომ ნებისმიერი მორალური ზიანი კომპენსირებული იქნებოდა სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენით.სასამართლო აღნიშნავს, რომ 41-ე მუხლი აძლევს მას საშუალებას მიანიჭოს დაზარალებულ მხარეს ისეთი დაკმაყოფილება, რაც მისი აზრით სამართლიანი იქნება. იგი აღნიშნავს, რომ საქმეში სასამართლომ დაადგინა კონვენციის რამდენიმე დარღვევა, რომელთა უმეტესობაც უკიდურესად სერიოზული ხასიათის გახლდათ. შედეგად, მომჩივანს აშკარად მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ვერ გამოსწორდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. სამართლიან საწყისებზე შეფასების შედეგად, სასამართლო მომჩივანს სრულად უკმაყოფილებს მოთხოვნას და მიაკუთვნებს 30,000 ევროს მორალური ზიანისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადის ოდენობა, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მოცემულ თანხას.
...
VIII. კონვენციის 46-ე მუხლის გამოყენება
კონვენციის 46-ე მუხლი მიუთითებს შემდეგს:
"1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მის აღსრულებას.
..."სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დადგინდა კონვენციის მიერ დაცული უმნიშვნელოვანესი რამდენიმე უფლების დარღვევა - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა - რომელიც არ იქნა თავიდან აცილებული არც შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის მექანიზნებით და არც სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძიებებით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიერ მსგავსი დარღვვები დადგენილ იქნა რამდენიმე ბოლოდროინდელ საქმეში და რომ სასამართლოში გრძელდება შემაშფოთებელი საჩივრების შემოსვლა გაუჩნარებისა და მომჩივანთა ტაჯიკეთსა და უზბეკეთში იძულებითი გადაყვანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია დროებითი ღონისძიებანი და რომ მთავრობა გარანტიებს იძლევა მათი დაცვის შესახებ.სასამართლომ იცის თუ რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას მოცემული გადაწყვეტილებების აღსრულებისას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები იმყოფებიან სახელმწიფოში, რომელსაც არ ეკისრება კონვენციის დაცვის ვალდებულება. შესაძლებელია აღსრულების მხრივ არაერთი საკითხის წარმოშობა, მათ შორის სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდისა თუ სხვა სამართლებრივი მისაგებლის ზომების მიღება მომჩივნის მიმართ. სასამართლო არ აკნინებს ზოგადი ზომების მნიშვნელობას შემდგომი მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად და აგვარი ზომების დადგენისა და მიღებისათვის შესაძლო საკითხებს.ამ კონტექსტში სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში იგი მუდმივად მოუწოდებდა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გამოეყენებინათ საშუალება და შეემუშავებინათ მითითებანი, რომელიც შესაბამის სახელმწიფოს დაეხმარებოდა დაედგინათ არსებული პრობლემები და განესაზღვრათ საჭირო ღონისძიებანი გადაწყვეტილების აღსასრულებლად (იხ. განსაკუთრებით მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია (2004)3 მიღებული 2004 წლის 12 მაისს და მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული დეკლარაციები ინტერლაკენის, იზმირისა და ბრაიტონის კონფერენციებზე). შესაბამისად, სასამართლო ავითარებს მის პრაქტიკას მოცემული მიმართულებით პილოტური გადაწყვეტილების პროცედურითა და სხვა ფორმით, რითაც ეხმარება ხელშემკვრელ სახელმწიფოებსა და მინისტრთა კომიტეტს ჯეროვნად და ეფექტიანად გამოიყენონ კონვენციის 46-ე მუხლი. სასამართლოს აზრით, რიგ საქმეებში მოცემული სფერო ჯერ კიდევ ერთობ მტკივნეულია.ყოველივე ზემოთმითითებულისა და მოცემულ გადაწყვეტილებაში დადგენილი დარღვევების ბუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა ბოლოდროინდელ საქმეებში მსგავსი დარღვევებისა და იმ შეკითხვების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას გადაწყვეტილების აღსრულებისას, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს შეაფასოს მოცემული საქმე კონვენციის 46-ე მუხლის ჭრილში.
ა. ზოგადი პრინციპები
სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 46-ე მუხლი, განმარტებული 1 მუხლის გათვალისწინებით, აკისრებს მოპასუხე სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას განახორციელოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამისი ზოგადი და/ან ინდივიდუალური ზომები რათა დაიცვას მომჩივნის ის უფლება, რომლის დარღვევაც დაადგინა სასამართლომ. ამგვარი ზომები მიღებულ უნდა იქნას მომჩივნის ვითარებაში მყოფი სხვა პირების მიმართაც, განსაკუთრებით იმ პრობლემების მოგვარებით, რამაც სასამართლო მიიყვანა კონკრეტულ დასკვნებამდე. მოცემული ვალდებულება მუდმივად იყო ხაზგასმული მინისტრთა კომიტეტის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობისას (იხ. Burdov v. Russia (no. 2), no. 33509/04, § 125, ECHR 2009, შემდგომი მითითბებით).რაც შეეხება გადაწყვეტილების პასუხად მიღებულ ინდივიდუალურ ზომებს, მათი მთავარი მიზანი გახლავთ restitutio in integrum მიღწევა, ანუ, კონვენციის დარღვევის დასრულება და მისი შედეგების რეპარაცია იმგვარად, რომ მაქსიმალურად მოხდეს დარღვევამდე არსებული ვითარების აღდგენა (იხ.Piersack v. Belgium (Article 50), 26 ოქტომბერი 1984, § 11, Series A no. 85, და Papamichalopoulos and Others v. Greece (Article 50), 31 ოქტომბერი 1995, § 34, Series A no. 330‑B). ხსენებული ვალდებულება ასახავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია უკანონო ქმედებაზე ვალდებულია განახორციელოს რესტიტუცია, რომელიც მოიცავს იმ ვითარების აღდგენის ვალდებულებას, რომელიც არსებობდა უკანონო ქმედების ჩადენამდე, იმ პირობით, რომ რესტიტუცია არ არის "მატერიალურად შეუძლებელი" და "არ მოიცავს არაპროპორციულ ტვირთს იმ სარგებლის მიმართ, რომელიც გამომდინარეობს რესტიტუციიდან ნაცვლად კომპენსაციისა (საერთაშორისო სამართლის კომისიის მუხლები უკანონო ქმედების შედეგად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ, მუხლი 35). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაშინ როდესაც რესტიტუცია წესს წარმოადგენს, შესაძლებელია არსებობდეს გარემოებანი, რომლის შედეგადაც პასუხისმგებელ სახელმწიფოს მოეხსნას - სრულად ან ნაწილობრივ - ხსენებული ვალდებულება, იმ პირობით, რომ იგი შეძლებს დაამტკიცოს ამგვარ გარემოებათა არსებობა (იხ.Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (no. 2) [GC], no. 32772/02, § 86, ECHR 2009). სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება იმგვარად მოაწყონ საკუთარი სამართლებრივი სისტემები და მართმსაჯულებითი პროცედურები, რომ მიღწეულ იქნას მოცემული შედეგი (იხ.ibid., § 97, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2000)2).კონვენციის 46-ე მუხლის ფარგლებში მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა, ზემორე მიმოხილული საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეაფასოს თუ რამდენად იმოქმედა სახელმწიფომ კეთილი ნების ფარგლებში ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ კი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ეცადა აღედგინა დარღვევამდე არსებული ვითარება. მაშინ როდესაც მოპასუხე სახელმწიფო პრინციპში თავისუფალია აირჩიოს ის ზომები, რომლითაც იგი დაემორჩილება ხსენებულ ვალდებულებას, მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა შეაფასოს თუ რამდენად არის არჩეული ზომები შესაბამისობაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებთან (იხ.Scozzari and Giunta, ციტირებული ზემოთ, § 249, და Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT), ციტირებული ზემოთ, §§ 241-42). იგივე ვრცელდება მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევის გამომწვევი პრობლემის მისაგვარებლად მიღებული ზოგადი ზომების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებაზეც.
ბ. წინამდებარე გადაწყვეტილების მოთხოვნების შესაბამისი ზომები
1. სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება
ტაჯიკეთში მომჩივნის განგრძობადი პატიმრობის გათვალისწინებით, სასამართლო შეშფოთებული გახლდათ, თავდაპირველად, თუ როგორ მოახერხებდა მოპასუხე სახელმწიფო სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებას. სასამართლო ყოფილა მსგავს ვითარებაში, რომელიც მოიცავდა მომჩივნებს, რომლებიც აღარ იყვნენ მოპასუხე სახელმწიფოს ფარგლებში მათი გადაცემის შედეგად. რიგ ამგვარ შემთხვევებში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს უნდა უზრუველეყო სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში გადახდა მომჩვნებს, წარმომადგენლებსა და მინისტრთა კომიტეტს შორის კონტაქტის ხელშეწყობით (იხ. Muminov v. Russia (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 42502/06, § 19 და დადგენილების პუნქტი (გ), 4 ნოემბერი 2010, და Kamaliyevy v. Russia (სამართლიანი დაკმაყოფილება), no. 52812/07, § 14 და დადგენილების პუნქტი 1(გ) 28 ივნისი 2011). სხვა შემთხვევებში სასამართლომ დაადგინა კომპენსაციის მიკუთვნება მომჩვნების წარმომადგენლებისათვის მათ ტრასტში (იხ.Hirsi Jamaa and Others v. Italy [GC], no. 27765/09, § 215, და დადგენილების მე-12 ნაწილი, ECHR 2012, and Labsi v. Slovakia, no. 33809/08, § 155 და დადგენილების მე-6 ნაწილი, 15 მაისი 2012).მოცემულ საქმეს რაც შეეხება, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ტაჯიკეთში გადაყვანის შემდეგ, გარკვეული, მართალია არაპირდაპირი, მაგრამ მაინც, კონტაქტი შედგა მასსა და სასამართლოში მის წარმომადგენელს შორის. ტაჯიკეთში მომჩივნის უკიდურესად მოწყვლადი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისდამი სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში მიკუთვნებული თანხა ტრასტის ფორმით უნდა გადაეცეს მის წარმომადგენლებს.
2. მომჩვნის სამართლებრივი დაცვის სხვა ღონისძიებანი
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება არ შემოიფარგლება კონვენციის 41-ე მუხლით ფულადი კომპენსაციის გადახდით, რადგან ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს დარღვევის იმ შედეგების კომპენსირებას, რომელიც სხვაგვარად არ გამოსწორდება (იხ. Scozzari and Giunta, ციტირებული ზემოთ, § 250). შემდგომი ინდივიდუალური ზომების მიღება, სამართლიანი მისაგებლის გადახდასთან ერთად, კონვენციის ორგანოების მიერ დადგენილ იქნა სხვა მსგავს საქმეებში, სადაც მომჩივნების უფლებები დაირღვა კონვენციით დაცული ტერიტორიის მიღმა მათი გადაყვანის გამო (იხ. მაგალითად, Hirsi Jamaa and Others, ციტირებული ზემოთ, § 211; Al-Saadoon and Mufdhi v. the United Kingdom, no. 61498/08, § 171, ECHR 2010 (ამონარიდები); და მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია CM/ResDH(2012)68 ამ ბოლო საქმეზე და გადაწყვეტილება მოცემული პარაგრაფებში Error! Reference source not found.-Error! Reference source not found. ზემოთ).ის ფაქტი, რომ მომჩივანი იმყოფება მოპასუხე სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა კიდევ უფრო ართულებს მასზე წვდომასა და მის სასარგებლოდ სამართლებრივი მისაგებლის ზომების მიღებას. თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს გარემოებებს, რომელიც თავისთავად ათავისუფლებს მოპასუხე სახელმწიფოს სამართლებრივი ვალდებულებისაგან მისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა რათა დაასრულოს დადგენილი დარღვევა და შედეგებისათვის განახორციელოს რეპარაცია. მართალია ცალკეული აუცილებელი ზომები შესაძლოა განსხვავდებოდეს ყოველი საქმის სპეციფიურობის გამო, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, განისაზღვროს და კეთილი ნებით განხორციელდეს სამართლებრივი, დიპლომატიური და/ან პრაქტიკული საშუალებანი რომელიც საჭიროა მომჩივნის იმ უფლების მაქსიმალურად დასაცავად, რომლის დარღვევაც დაადგინა სასამართლომ.სასამართლოს აზრით მოცემულ გადაწყვეტილებაში მიღებული დასკვნები საჭიროებს საპასუხო მოქმედებას. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსებული განვითარების გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფოსათვის შეუძლებელი არ გახლავთ ხელშესახები სამართლებრივი დაცვის ზომების მიღება უცხო იურისდიქციაში მომჩივნის დასაცავად მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი არსებული საფრთხისაგან (იხ, მაგალითად, Al-Saadoon and Mufdhi, ციტირებული ზემოთ, § 171, და მინისტრთა კომიტეტის CM/ResDH(2012)68 8 მარტი 2012; Othman (Abu Qatada), ციტირებული ზემოთ, §§ 23-24 და 194-205; იხ. აგრეთვე რუსეთის მიერ მომჩივნის თურქმენეთში დაბრუნებისაგან დასაცავად მიღებული ზომები საქმეში Garabayev v. Russia, no. 38411/02, §§ 34-35, 7 ივნისი 2007). ამგვარი ზომების საჭიროება კიდევ უფრო დიდია მოცემულ საქმეში იმის გათვალისწიებით, რომ თავად რუსეთის ხელისუფლების მიერ მიენიჭა მას დროებითი თავშესაფარი. მოპასუხე სახელმწიფო რჩება a fortiori ვალდებულების წინაშე მიიღოს მის იურისდიქციაში არსებული ინდივიდუალური ზომები, მათ შორის ინციდენტის შესახებ ეფექტიანი გამოძიების წარმოება რათა სამართლებრივი მისაგებელი მიაკუთვნოს იმ პროცედურული დარღვევებისათვის, რაც დაადგინა სასამართლომ (იხ. მაგალითისათვის, სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ სამართალწარმოება სასამართლოს მიერ Muminov v. Russia საქმეში დადგენილი დროებითი ღონისძიებების დაუცველობის გამო, ციტირებული ზემოთ, პარაგრაფი 44).სასამართლო შესაბამისად დარწმუნდა, რომ რუსეთის ფედერაციის ვალდებულება გახლავთ მიიღოს ისეთი აუცილებელი ზომები და დაადგინოს იმგვარი პროცედურა, რაც საჭირო გახლავთ მომჩივნის მიმართ ხსენებული ზომების მისაღებად. განხილული საკითხების ბუნებისა და მიზნის მისაღწევად არსებული მრავალი საშუალების გათვალისწინებით მინისტრთა კომიტეტს სასამართლოზე უკეთ შეუძლია განსაზღვროს მისაღები სპეციალური ზომები. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებად რჩება მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და მომჩივნის მიმართ არსებული ვითარების ჯეროვანი გათვალისწინებით იმ ზომების მიღებაზე ზედამხედველობა, რომელიც იქნება რეალური, დროული, ადექვატური და საკმარისი რათა უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევებისათვის მაქსიმალური შესაძლებელი რეპარაცია.
3. ზოგადი ზომები მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად
საკითხის კონვენციის 46-ე მუხლით განხილვისას, სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხაზი გაუსვას ზოგადი ზომების მიღების აუცილებლობას რათა მოხდეს დადგენილის მსგავსი შემდგომი დარღვევების თავიდან აცილება. ამ მხრივ სასამართლო წუხილით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში განხილული მოვლენები არ უნდა იქნას განხილული განცალკევებით. სასამართლო იმეორებს, რომ ისკანდაროვის საქმეში (ციტირებული ზემოთ) მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც მან დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელი იყო მე-3 მუხლის დარღვევისათვის მომჩივნის დაუდგენელი პირების მიერ აუხსნელი გატაცებისა და ტაჯიკეთში გადაყვანის გამო, იგი არაერთხელ აღმოჩნდა მსგავსი ინციდენტების მომსწრე. სასამართლომ ასევე დაადგინა მე-3 და 34-ე მუხლების დარღვევა Abdulkhakov საქმეში, სადაც მომჩივანი მოსკოვიდან გაიტაცეს და აიძულეს ასულიყო ტაჯიკეთში მიმავალ თვითმფრინავში იდენტურ ვითარებაში (იხ.Abdulkhakov, ციტირებული ზემოთ, §§ 124-27). კიდევ უფრო ახლო წარსულში, მიუხედავად განსხვავებული გარემოებებისა, სასამართლომ იგივე დარღვევები დაადგინა სხვა მომჩივნის დეპორტაციის გამო სანქტ პეტერბურგიდან უზბეკეთში (იხ. Zokhidov v. Russia, no. 67286/10, §§ 128-42 და 201-11, 5 თებერვალი 2013, ჯერ არა საბოლოო). სასამართლოს წინაშე კიდევ არაერთი მსგავსი საჩივარია წარმოდგენილი და, კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტი გახლავთ, რომ საჩივრები მიღებულ იქნა სასამართლოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლისათვის გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნისა (იხ. პარაგრაფი 52 ზემოთ) და თვით მინისტრთა კომიტეტის მიერ მოცემულ საკითხზე ახლახან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ (იხ. პარაგრაფები 121-124 ზემოთ).მოცემულ საქმეში მიღებული დასკვნები ამყარებს ხედვას, რომ ინდივიდების განმეორებით გატაცებანი და მათი შემდგომი გადაცემა მიმღებ ქვეყნებში არის მართლმსაჯულების ჯეროვანი პროცესის გვერდის ავლა - განსაკუთრებით სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძებების დარღვევით - და წარმოადგენს კანონის უზენაესობის უხეშ უგულვებელყოფას და გვთავაზობს, რომ გარკვეული სახელმწიფოს ხელისუფლებამ გამოიმუშავა რუსეთის კანონმდებლობითა და კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის პრაქტიკა. ამგვარი ვითარება უკიდურესად სერიოზულ გავლენას ახდენს რუსეთის შიდა სამართლებრივ წყობაზე, კონვენციის სისტემის ეფექტიანობასა და სასამართლოს ავტორიტეტზე.მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ვითარება ასევე წარმოადგენს "უკიდურესი შეშფოთების წყაროს" მთავრობისათვისაც და რომ ისინი მუშაობდნენ ვითარებისათვის ნათელის მოსაფენად. მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილებანი, მაგალითად, გაიგზავნა გენერალურ პროურატურაში, საგამოძიებო კომიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიგრაციის ფედერალურ სამსახურსა და აღმასრულებლის ფედერალურ სამსახურში. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ისინი "მოწოდებულნი იყვნენ წარმოედგინათ საპასუხო ქმედებათა შედეგები" რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე როგორც მინისტრთა კომიტეტისათვის, ისე სასამართლოსათვის მოცემულ საქმეთა კონტექსტში (იხ. პარაგრაფები 122-123 ზემოთ). სასამართლოს ზემორე დასკვნები ნათლად ასახავს, რომ არანაირი დამაკმაყოფილებელი საპასუხო ქმედებანი არ განხორციელებულა მოცემულ საქმეში და, უფრო ზოგადად, გადამწყვეტი ზომები ჯერ კიდევ მისაღებია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ. ხსენებული ზომები უნდა მოიცავდეს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ექსტრადიციისა და გაძევების საქმეებში, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება მოცემულ სფეროში, პოტენციურ მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვა სასამართლოს მიერ განსაზღვრული დროებითი ღონისძიებების შესაბამისად და ამგვარი ღონისძიებებისა თუ სხვა მსგავსი დარღვევისა თუ უკანონო ქმედებების ეფექტიანი გამოძიება.სასამართლო იაზრებს ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან მოვლენას რომელსაც ადგილი ჰქონდა შიდასახელმწიფოებრივ იურისპრუდენციაში, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მიერ 2012 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება N. 11 (იხ. პარაგრაფი 76 ზემოთ). მოცემული განვითარება შესაბამისობაშია სასამართლოს პრაქტიკასთან და ამყარებს ექსტრადიციისა და გაძევების შემთხვევებში ეროვნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების იდეას, რის შესახებაც უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ კონვენციის ორგანოები ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს (იხ.სხვა მრავალს შორის დიდი პალატის პოზიცია საქმეში De Souza Ribeiro v. France, ციტირებული ზემოთ, § 82; იხ. აგრეთვე მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec(2004)6 ეროვნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ და რეკომენდაცია R(98)13 უარყოფილი თავშესაფრის მაძიებლებისათვის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებაზე). სასამართლო მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანი გამოყენება რუსეთის სასამართლოების მიერ შედეგად მოიტანს მართლმსაჯულების ორგანოების მიერ იმ შეცდომების დაშვების თავიდან არიდებას, რაზეც საუბარია მოცემულ გადაწყვეტილებაში (იხ. პარაგრაფები 161-165) და შემდგომ განავითარებს აღმოცენებად სასამართლო პრაქტიკას, რომელიც პირდაპირ გამოიყენებს კონვენციის მოთხოვნებს მართლმსაჯულებით პრაქტიკისას (იხ. სხვა მრავალ ბოლოდროინდელ მაგალითს შორის, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებანი განხილული საქმეში Kulevskiy v. Russia (dec), no. 20696/12, §§ 18 და 36, 20 ნოემბერი 2012). სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი იურისდიქციის მქონე სასამართლოების მიერ გადადგმული ნაბიჯები ასახავს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემუშავებულ მნიშვნელოვან სასამართლო პრაქტიკას ექსტრადიციის საკითხებზე და სხვა დონეებზე მიღებულ პოზიტიურ ზომებს, რაც წარმოდგენილ იქნა მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებშიც (იხ. პარაგრაფები 123-124 ზემოთ). მოცემული ფაქტის გათვალისწინებით, სასამართლო შეწუხებულია იმ ვითარებით, სადაც ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები უხეშად არის თავიდან აცილებული, რის შედეგადაც ხდება მომჩივანთა უკანონო გადაცემა იმ სახელმწიფოებში, რომელთაც სურთ მათი გასამართლება. ამ უკანონობის განმეორებამ შესაძლოა სრულად წაშალოს ის ეფექტიანი ეროვნული სამართლიებრივი დაცვის მექანიზმები, რომელზეც სრულად არის დაფუძნებული კონვენცია (შეადარეAl-Saadoon and Mufdhi, ციტირებული ზემოთ, § 166). სასამართლოს აზრით, სახელმწიფოს ვალდებულებანი მოცემული გადაწყვეტილების ფარგლებში საჭიროებს აღნიშნული განმეორებადი პრობლემის დაუყოვნებელ მოგვარებას.ამგვარი დაუშვებელი ინციდენტების ეფექტიანად არ გამოძიება ეროვნულ დონეზე იწვევს შემდგომ სერიოზულ წუხილს, რაც იკვეთება კიდეც მოცემული გადაწყვეტილებით. კონვენციის მიერ ეფექტიანი და დაუყოვნებელი გამოძიების მოთხოვნა ამ ტიპის ყოველ ინციდენტში უშუალოდ გამომდინარეობს სასამართლოს უხვი პრაქტიკიდან და მხარდაჭერილია მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის უცვლელი პოზიციით, რომლის მიხედვითაც ამგვარი ინციდენტების ჩამდენმა პირებმა პასუხი უნდა აგონ რითაც ცალსახა შეიქნება, რომ მსგავსი ქმედებანი არ იქნება შეწყნარებული (იხ. ასამბლეის რეზოლუცია 1571 (2007), და მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია CM/Res(2010)25, ციტირებული ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი მითითებანი არ გაკეთებულა არც ამ საქმეში და არც სხვა მსგავს საქმეებში, რომელიც სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იქნა ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში.ზემორე გარემოებნი სასამართლოს უბიძგებს დასკვას, რომ 46-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების მიხედვით მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია სასწრაფოდ და მკაცრად იმოქმედოს, მათ შორის მიიღოს ყველა საჭირო ზომა რაც აუცილებელია მოცემული გადაწყვეტილებით აღმოჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად. ეროვნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესების ზემოთმოცემული საჭიროებისა და ექსტრადიციის საკითხებში უკანონო გვერდის ავლის გარდა, ზოგადი ზომების მიღება მოცემული გადაწყვეტილების პასუხად უნდა ეხებოდეს ორ სხვა მნიშვნელოვან საკითხსა და ისახავდეს ორ შესაბამის მიზანს.პირველი, მომჩივნის განსაკუთრებით მოწყვლადი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის პასუხადაც სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიებანი, მას უნდა მიენიჭოს სახელმწიფოს მიერ არა მარტო კანონისმიერი, არამედ პრაქტიკული დაცვაც. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ საკანონმდებლო ფარგლებში წარმოდგენილი ზოგადი დაცვა რეგულარულად უშედეგო ხასიათის მატარებელია მოცემულის მსგავს საქმეებში, უნდა შემუშავდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც შეითავსებს როგორც პრევენციულ ისე დაცვით ფუნქციებს და უზრუნველყოფს ამგვარ ვითარებაში მყოფი მომჩივნების დაუყოვენებელ და ეფექტიან დაცვას უკანონო გატაცებისა და რუსეთის სასამართლოების იურისდიქციისა და ეროვნული ტერიტორიიდან არარეგულარული გაყვანისაგან. ამგვარი მექანიზმის საჭიროება გასაკუთრებით ძლიერია მომჩივნების შემთხვევაში, რომლებიც იძებნებიან იმ სახელმწიფოებში სადაც ხდება მათი უკანონო იძლებითი გადაყვანა ან სადაც უკვე განხორციელდა დეპორტაცია. დროებითი ღონისძიებების განსაკუთრებული მიზნის გათვალისწინებითა და მძიმე, გამოუსწორებელი ზიანის ალბათობით, რომელსაც გამოიწვევს სასამართლოს მიერ დადგენილი ღონისძიებების დარღვევა, ნებისმიერი შემოავაზებული სპეციალური მექანიზმი უნდა დაექვემდებაროს დეტალურ შესწავლას კომპეტენტური სამართალდამცავი ოფიცრის მიერ შესაბამის დონეზე, რათა შეეძლოს შეტყობინების მიღებისთანავე თავიდან აიცილოს დროებითი ღონისძიებების უცაბედი დარღვევა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს როგორც შემთხვევით ისე განზრახ. მომჩივნებსა და მათ წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ იოლი წვდომა სახელმწიფო მოხელეებზე რათა შეძლონ მათი ინფორმირება ნებისმიერი საგანგაშო მდგომარეობის შესახებ და მოითხოვონ დაუყოვნებელი დაცვა.მეორე, დროებითი ღონისძიებების უაღრესად მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით კონვენციის სისტემში, და შესაბამისად, წევრ სახელმწიფოების მიერ მათი დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხაზგასმით (იხ. პარაგრაფები 211-213 ზემოთ), სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს შესაბამისი პროცედურები და ინსტიტუციური მექანიზმები რათა უზრუნველყოს ხსენებული ღონისძიებების ყოველი დარღვევის ეფექტიანი გამოძიება იმდენად, რამდენადაც არსებული პროცედურა ვერ გამოიწვევს სასურველ შედეგს. შესაბამის ოფიციალურ დონეზე ამგვარი გამოძიებების საფუძვლიანი შესწავლა აუცილებელია რათა უზუნველყოფილ იქნას გამოძიების წარმოება საჭირო გულმოდგინებითა და ხარისხის დადგენილი სტანდარტით.სასამართლო ხაზს უსვამს რა ზემოთ განხილულ საჭირბოროტო საკითხებს, არ გამორიცხავს ზოგადი ზომების მიღების სხვა საშუალებებსაც, მათ შორის რომელიც უკვე განხილულია ევროპის საბჭოს დოკუმენტებში (იხ. პარაგრაფები 108-114 ზემოთ). თუმცა, ყოველი ამ საკითხის სრულფასოვანი შეფასება სცილდება სასამართლოს მართლმსაჯულებით ფუნქციას იმ არაერთი სამართებრივი, ადმინისტრაციული, პრაქტიკული თუ უშიშროებითი საკითხის გამო, რომელიც ამ ინციდენტს სდევს თან. სასამართლო, შესაბამისად, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს კონკრეტული მითითებების ფორმულირებისაგან, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთმოცემული მიგნებანი დაეხმარება მოპასუხე სახელმწიფოს მოცემული გადაწყვეტილების აღსრულებაში მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ (იხ.mutatis mutandis, Burdov (no. 2), ციტირებული ზემოთ, § 137, და Ananyev and Others v. Russia, nos. 42525/07 და 60800/08, § 194, 10 იანვარი 2012). რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ვალდებულება გახლავთ შესთავაზოს მინისტრთა კომიტეტს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის შესაბამისი უფლებების დაცვას და მისცემს ამ უკანასკნელს საშულებას შეაფასოს შემოთავაზებული ზომების ეფქტიანობა და მიყვეს კონვენციის მიერი მოთხოვნების შემდგომ იმპლემენტაციის პროცესს, ისე, როგორც ეს აღინიშნა მოცემულ გადაწყვეტილებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ერთხმადაცხადებს მომჩივნის ტაჯიკეთში არასათანადო მოპყრობის საფრთხის, ამ მხრივ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის არარსებობისა და პატიმრობის შესახებ საჩივრის განხილვისას გაჭიანურების შესახებ საჩივარს მისაღებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს კი მიუღებლად;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ხელისუფლების მიერ მომჩივნის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური და უშუალო საფრთხისაგან მოსკოვიდან ტაჯიკეთში იძულებით გადაცემისაგან დაუცველობის გამო, ამ ინციდენტის ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობისა და ოპერაციაში სახელმწიფო აგენტების ჩართულობის გამო;ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სასამართლოსაგან განსაზღვრული დროებითი ღონისძიებების დაუმორჩილებლობის გამო;
...
6. ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს, კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაუხადოს შემდეგი ოდენობა:
(i) 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადის ოდენობა, რომელიც შესაძლოა დაეკისრსოოს ამ თანხას, მორალური ზიანისათვის, რომელსაც მომჩივნის ტრასტის ფორმით შეინახავენ მომჩივნის წარმომადგენლები;
...
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2013 წლის 25 აპრილს სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლების შესაბამისად.
სიორენ ნელისენიიზაბელ ბერო ლეფევრი
სასამართლოს გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy