© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი N.162
აპრილი 2013
______________________________________________________________________________
სავრიდინ ჯურაიევი რუსეთის წინააღმდეგ - 71386/10
გადაწყვეტილება 25.4.2013 [სექცია I]
მუხლი 34
გასაჩივრების უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა
სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონსძიებების გვერდის ავლით პირის იძულებით გადაყვანა ტაჯიკეთში, სადაც მას ემუქრებოდა არასათანადო მოპყრობის რეალური სართხე: დარღვევა
მუხლი 46
მუხლი 46-2
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიებანი
მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახელმწიფოს ქმედების კანონიერება ექსტრადიციისა და გაძევების საქმეებში, ისევე როგორც პოტენციურ მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვა.
გადაწყვეტილების აღსრულება
ინდივიდუალური ღონისძიებანი
მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა მიიღოს ხელშესახები სამართლებრივი დაცვის ღონისძებანი რათა დაიცვას მომჩივანი უცხო იურისდიქციაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ არსებული რეალური საფრთხეებისაგან.
ფაქტები - მომჩივანი გაიქცა სამშობლოდან - ტაჯიკეთიდან - ეშინოდა რა, რომ დაექვემდებარებოდა დევნას მისი რელიგიური საქმიანობის გამო. იგი წავიდა რუსეთში, სადაც მოგვიანებით მიიღო დროებითი თავშესაფარი. ამასობაში, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ მოითხოვა მისი ექსტრადირება დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო. რუსეთის ხელისუფლებამ გაიზიარა მოთხოვნა, მაგრამ მომჩივნის ექსტრადირება გადაიდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით მიღებული დროებითი ღონისძიებების ფარგლებში. თუმცა, 2011 წლის 31 ოქტომბერს დაუდგენელმა პირებმა მომჩივანი გაიტაცეს მოსკოვში, ჰყავდათ იგი დაპატიმრებული ერთი-ორი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი წაიყვანეს აეროპორტში და ჩასვეს ტაჯიკეთში მიმავალ რეისზე, სადაც ჩასვლისთანავე იგი დააპატიმრეს.
სამართალი - მუხლი 3: მომჩივნის წარმომადგენლებმა შეატყობინეს შესაბამის ორგანოებსა და რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს მომჩივნის მიმართ არსებული წამების და არასათანადო მოპყრობის რეალური და უშუალო საფრთხის შესახებ. მართლაც, ის გარემოებანი რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი გატაცება, ისევე როგორც გატაცების თანმდევი მოვლენები, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ხსენებული საფრთხის არსებობაში და შესაბამისად, უნდა ებიძგებინათ ხელიუფლება მიეღო პრევენციული ოპერატიული ზომები მის დასაცავად სხვა პირთა უკანონო ქმედებებისაგან. მიუხედავად ამისა, მთავრობას სასამართლოსათვის არ უცნობებია საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიღებული არანაირი დროული პრევენციული ზომის შესახებ.
მომჩივნის მიერ მოთხრობილი ფაქტები დიდწილად გამყარებული იყო გაუბათილებელი დაშვებით, რაც დადასტურებულ იქნა საქმეებში Iskandarov და Abdulkhakov v. Russia, სადაც სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივანთა იძულებითი გადაყვანა ტაჯიკეთში ვერ განხორციელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ შესაბამისი ცოდნის ან პასიური თუ აქტიური მონაწილეობის გარეშე. რუსეთის ხელისუფლებას არაფერი წარმოუდგენია ამ საქმეში მიღებული მოცემული დაშვების გასაბათილებლად. მართლაც, აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ უცდია ნათელი მოეფინა ინციდენტის გარემოებებისათვის ეროვნულ დონეზე განხორციელებული ეფექტიანი გამოძიების გზით. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელი გახლდათ კონვენციით მომჩივნის ტაჯიკეთში იძლებითი გადაყვანის ფარგლებში სახელმწიფო აგენტების მოცემულ ოპერაციაში მონაწილეობის გამო. სახელმწიფო აგენტების მოქმედებანი ხასიათდებოდა აშკარა თვითნებობითა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, რაც მიზნად ისახავდა მოჩივნისათვის რუსეთში დროებითი თავშესაფრის მიმნიჭებელი გადაწყვეტილების გვერდის ავლასა და უგულვებელყოფდა მომჩივნის ექსტრადირების პრევენციისათვის მთავრობის მიერ ოფიციალურად მიღებულ ზომებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძიებების ფარგლებში. ოპერაცია განხორციელდა "ჩვეულებრივი სამართლებრივი სისტემის მიღმა" და "მის მიერ ჯეროვანი სამართლებრივი პროცედურის მიზანმიმართული გვერდის ავლა წარმოადგენდა ანათემას კანონის უზენაესობისა და კონვენციით დაცული ღირებულებებისათვის".
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ხელისუფლების მიერ მომჩივნის ტაჯიკეთში გადაყვანით, სადაც ამ უკანასკნელს ემუქრებოდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური და უშუალო საფრთხე, იძულებითი გადაყვანისაგან დაუცველობის, ასევე ინციდენტის შესახებ ეფექტიანი გამოძების ნაკლებობისა და ოპერაციაში სახელმწიფოს აგენტთა პასიური თუ აქტიური მონაწილეობის გამო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 34: მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მოქმედებდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული დროებითი ღონისძიებანი, მომჩივანი იძულებით იქნა გადაყვანილი ტაჯიკეთში თვითმფრინავით სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც დადგინდა სახელმწიფოს აგენტთა მონაწილეობა. დაუშვებელია ეროვნულ ხელისუფლებას მიეცეს უფლება იმოქმედოს ისეთი დროებითი ღონისძიებების გვერდის ავლით, როგორიც ამ საქმეში იყო მოცემული და განახორციელოს სხვა ეროვნული პროცედურა მომჩივნის მიმღებ სახელმწიფოში გადასაყვანად ან, კიდევ უფრო უარესი, მიეცეს საშუალება მოხდეს მისი თვითნებურად გადაყვანა აშკარად უკანონო ფორმით. შედეგად, მოპასუხე სახელმწიფომ უგულვებელყო დროებითი ღონისძიებანი მიღებული ტაჯიკეთში მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად და სასამართლოს არ მიეცა საშუალება დაეცვა მე-3 მუხლით დაცული უფლებებით მის მიერ პრაქტიკულად და ეფექტიანად სარგებლობა.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
სასამართომ ასეევე დაადგინა 5 § 4 მუხლის დარღვევა მომჩივნის მიერ 2010 წელს მისი პატიმრობის შესახებ ორი გადაწყვეტილების აპელაციის განხილვისას დაგვიანების გამო.
მუხლი 41: 30,000 ევრო მორალური ზიანისათვის
მუხლი 46: მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება მიიღოს ხელშესახები სამართლებრივი დაცვის ზომები მომჩივნის დასაცავად, რომელსაც მან მიანიჭა დროებითი თავშესაფარი მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ უცხო იურისდიქციაში არსებული საფრთხის გამო. მოპასუხე სახელმწიფოს ასევე მოეთხოვა მოცემულ ინციდენტში ეფექტიანი გამოძიების წარმოება.
ამასთანავე, აუცილებლად იქნა მიჩნეული ზოგადი ზომების მიღება შემდგომი მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. სასამართლო ისკანდაროვის საქმეში მიღებული გადაწყვეტილებიდან მოყოლებული უკვე არაერთხელ აღმოჩნდა მსგავსი ტიპის ინციდენტების წინაშე. ხსენებული მოვლენები წარმოადგენს კანონის უზენაესობის ცალსახა უგულვებელყოფას და მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა პრაქტიკა, რითიც არღვევს რუსეთის კანონმდებლობითა და კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. გადამწვეტი ზოგადი ზომები ჯერ კიდევ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის ექსტრადიციისა და გაძევების საქმეებში ეროვნული სამართლებრივი დაცვის საშუალებების შემდგომი გაუმჯობესება და სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედების კანონიერების უზრუნველყოფა მოცემულ სფეროში, პოტენციურ მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვა სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ღონისძიებების შესაბამისად და ამგვარი ღონისძიებების ყოველი დარღვევისა თუ მსგავსი უკანონო მოქმედებების ეფექტიანი გამოძება. მოცემული გადაწყვეტილებით დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულებანი საჭიროებს ხსენებული განმეორებადი პრობლემის დაუყოვნებელ მოგვარებას.
(იხ.Iskandarov v. Russia, no. 17185/05, 23 სექტემბერი 2010, საინფორმაციო ბიულეტენი no. 133; და Abdulkhakov v. Russia, no. 14743/11, 2 ოქტომბერი 2012, საინფორმაციო ბიულეტენი no. 156)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy