© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #131
2010 წლის ივნისი
შალკი და კოფი ავსტრიის წინააღმდეგ – 30141/04
გადაწყვეტილება 24.6.2010 (I სექცია)
მუხლი 14
დისკრიმინაცია
ერთი და იმავე სქესის წყვილის ქორწინების უფლების შეზღუდვა: არ არის დარღვევა
მუხლი 8
მუხლი 8-1
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
თანამაცხოვრებელი ერთი და იმავე სქესის წყვილი რომლებსაც აქვთ სტაბილური ურთიერთობა წარმოადგენს “ოჯახურ ცხოვრებას”: მე-8-ე მუხლის შესაბამისა
მუხლი 12
ერთი და იმავე სქესის წყვილის ქორწინების უფლების შეზღუდვა: არ არის დარღვევა
ფაქტები – 2002 წელს მომჩივნებმა, ერთი და იმავე სქესის წყვილმა, თხოვნით მიმართეს შესაბამის სახელწმიფო უწყებას დაქორწინებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე. ეროვნული კანონმდებლობის მიხევით ქორწინება შეიძლება შედგეს მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის პირებს შორის და ამიტომ მომჩივნების მოთხოვა არ დაკმაყოფილდა. მათ მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ არც ავსტრიის კონსტიტუცია და არც ევროპული კონვენცია არ მოითხოვს რომ ქორწინება, რომელიც განიხილება როგორც მშობლად ყოფნის შესაძლებლობა, გავრცელდეს სხვა სახის ურთიერთობებზე და რომ ერთი და იმავე სქესის ურთიერთობების კონვენციით დაცვა არ ბადებს ვალდებულებას ქორწინების შესახებ კანონის ცვლილების. 2010 წლის 1 იანვარს რეგისტრირებული ურთიერთობების შესახებ კანონი ძალაში შევიდა ავსტრიაში რომელიც საშუალებას აძლევს ერთი და იმავე სქესის წყვილებს იქონიონ ფორმალური მექანიზმი მათი ურთიერთობების აღიარების და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის. მაშინ როდესაც კანონი უზრუნველყოფს რეგისტრირებულ პარტნიორებს ბევრი მსგავსი უფლებებით და ვალდებულებებით რომლითაც ცოლ-ქმარი სარგებლობს, გარკვეული განსხვავებები შენარჩუნებულია მაგალითად როგორიცაა რეგისტრირებული პარტნიორების შეზღუდული უფლება შვილად აყვანის ან ხელოვნური განაყოფიერების უფლების სარგებლობით.
კანონი – მუხლი 12: პირველ რიგში სასამართლომ შეაფასა კონვენციით “ქალისა და მამაკაცისთვის” მინიჭებული ქორწინების უფლება შეიძლება თუ არა გამოყენებული იყოს მომჩივანის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს მხოლოდ ექვსი წევრი სახელმწიფო რთავს ქორწინების ნებას ერთი და იმავე სქესის პირებს, ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიით განსაზღვრული ქორწინების უფლება არ შეიცავს მითითებას ქალებზე და კაცებზე, რითიც შეიძლება დავასკვნათ რომ ქორწინების უფლება ყველა შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინებით. შესაბამისად არ შეიძლება იმის მტკიცება რომ მე-12-ე მუხლი არ ეხება მომჩივნების სარჩელს. ამავე დროს ქარტია წევრი სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას უტოვებს უფლებას თავად გადაწყვიტოს ერთი და იმავე სქესის ქორწინების რეგისტრაციის საკითხი. სასამრთლომ ხაზი გაუსვა რომ ეროვნული უწყებების ყველაზე კარგ პოზიციაში იმყოფებიან შეაფასონ და პასუხი გასცენ საზოგადოების საჭიროებებს ამ სფეროში ვინაიდან იმის გათვალისწინებით რომ ქორწინებას აქვს ღრმა ფესვები სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში რაც მნიშვნელოვნად განსხვავებულია საზოგადოებების მიხედვით. ბოლოს, მე-12-ე მუხლი არ აწესებს ვალდებულებას მოპასუხე სახელმწიფოზე დართოს ქორწინების ნება ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 14 მუხლი 8-თან ერთად: ბოლო პერიოდში ევროპაში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების მიმართ სოციალური დამოკიდებულებების სწრაფი ევოლუციის გათვალისწინებით, ძალიან ხელოვნური იქნებოდა სასამართლოსთვის მოსაზრების შენარჩუნება იმაზე რომ ესეთი წყვილები ვერ ისარგებლებენ “ოჯახური ცხოვრებით”. შესაბამისად სასამართლომ დაადგინა რომ თანამაცხოვრებელი ერთი და იმავე სქესის წყვილი რომელსაც სტაბილური ურთიერთობა აქვთ, ჯდება “ოჯახური ცხოვრების” ტერმინში, ისევე როგორც განსხვავებული სქესის წყვილების ურთიერთობა იმავე სიტუაციაში. სასამართლომ არაერთხელ დაადგინა რომ სექსუალური ორიენტაციით გამოწვეული განსხვავებული მოპყრობა საჭიროებს დასაბუთების განსაკუთრებით სერიოზულ მიზეზებს. უნდა ჩაითვალოს რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს ისეთივე წარმატებით შეუძლიათ იქონიონ სტაბილური ურთიერთობები როგორც განსხვავებული სქესის წყვილებს; შესაბამისად ისინი იმყოფებიან იგივე მდგომარეობაში და სჭირდებათ მათი ურთიერთობის სამართლებრივი აღიარება. ვინაიდან კონვენცია უნდა სრულად იკითხებოდეს და ასევე იმის გათვალისწინებით რომ კონსენსუსი შედგა იმის თოაბაზე რომ მე-12-ე მუხლი არ აწესებს ვალდებუელბას სახელწმიფოზე უზრუნველყოს ერთიდაიგივე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების რეგისტრაციაზე ხელმისაწვდომობა, სასამართლომ ვერ გაიზიარა მომჩივანის მოსაზრება რომ ასეთი ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას მე-14-ე და მე-8-ე მუხლების ერთობლივად განხილვის საფუძველზე. სასამართლოს უნდა განეხილა იყო თუ არა სახელმწიფო ვალდებული მომჩივანისთვის მათი პარტნიორული ურთიერთობის სამართლებრივი აღიარების ალტერნატიული საშუალებით რეგისტრაციის ნებართვა მიეცა 2010 წლამდე. მიუხედავად ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების სამართლებრივად აღიარების მზარდი ტენდეციისა, ეს სფერო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების და განვითარების პროცესშია და არ არსებობს კონსენსუსი და სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით იმისთვის თუ როდის წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს ამ საკითხზე. ავსტრიულ კანონმდებლობაში ასახულია ეს მდგომარეობა და ვერ ვუსაყვედურებთ ავსტრიის კანონმდებელს იმაზე რომ მან უფრო ადრე არ მიიღო რეგსიტრირებული ურთიერთობის შესახებ კანონი. და ბოლოს, ფაქტი იმისა, რომ რეგისტრირებული ურთიერთობების შესახებ კანონი შეიცავდა გარკვეულ არსებით განსხვავებებს მშობლის უფლებებთან დაკავშირებით ვიდრე ჩვეულებრივი ქორწინების შემთხვევაში ასახავდა იგივე ტენდეციას რაც არსებობდა სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მსგავს კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ვინაიდან მომჩივანს არ განუცხადებია რომ მათზე პირდაპირი გავლენა იქონია მშობლის უფლებებთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ, ამიტომ სასამართლო არ იყო ვალდებული შეემოწმებინა ამ განსხვავების ყველა დეტალი ვინაიდან ეს სცდებოდა ამ საქმის გარემოებებს.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy