© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 191
დეკემბერი 2015
ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany) [დიდი პალატა] - 9154/10
გადაწყვეტილება 15.12.2015 [დიდი პალატა]
მუხლი 6
მუხლი 6-3-d
მოწმეთა დაკითხვა
დაუსწრებელ მოწმეთა დაკითხვის შეუძლებლობა, რომელთა ჩვენებასაც მნიშვნელოვანი წონა გააჩნდა განმცხადებლის მსჯავრდებისას: დარღვევა
ფაქტები – განმცხადებელს მსჯავრი დაედო დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ძალადობასთან ერთობლიობაში და სასჯელის სახით შეეფარდა ცხრა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. ერთერთ დანაშაულთან მიმართებით საქმის განმხილველი სასამართლო განსაკუთრებით დაეყრდნო მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც დანაშულის ორმა მოწმემ მისცა პოლიციას წინასასამართლო სტადიაზე. ჩვენებები წაკითხულ იქნა სასამართლო სხდომაზე, რადგანაც ეს ორი მოწმე ლატვიაში დაბრუნდა და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რადგანაც კვლავ დანაშაულის შედეგად ტრავმირებული იყვნენ.
2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პალატამ დაადგინა, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ განმცხადებლის უფლებების დარღვევას ადგილი არ ქონდა კონვენციის 6.1 მუხლიდან გამომდინარე, 6.3 მუხლთან ერთობლიობაში. 2014 წლის 8 სექტემბერს საქმე განმცხადებლის მოთხოვნით დიდ პალატას გადაეცა (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება 177).
კანონმდებლობა – 6.1 მუხლი 6.3.d მუხლთან ერთობლიობაში: სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ მოწმეთა მიერ მანამდე მიცემული ჩვენებების გამოყენების შედეგად განმცხადებლის საქმის სასამართლო განხილვის ერთიან სამართლიანობაზე ზეგავლენის შესაფასებლად [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ გამოიყენა და კიდევ უფრო ნათლად ჩამოაყალიბა დიდი პალატის მიერ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom) ([დიდი პალატა], 26766/05 და 22228/06, 15 გადაწყვეტილება 2011, საინფორმაციო შეტყობინება 147) მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული ტესტი. კერძოდ კი, მართალია ნათელი იყო, რომ ტესტის სამივე ეტაპი უნდა შესწავლილიყო თუკი პირველი (თუკი არსებობდა მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი) და მეორე (გამოუცხადებელი მოწმის მტკიცებულება ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდებისთვის) ეტაპი დადასტურდა, გაურკვეველი რჩება ტესტის სამივე ეტაპი უნდა იქნეს თუ არა შესწავლილი საქმეებზე, რომლებზეც პირველ ან მეორე ეტაპზე დასასმელ კითხვებს უარყოფითი პასუხი გაეცათ, ასევე რა მიმდევრობით უნდა მოხდეს ეტაპების გამოკვლევა. სასამართლომ მიიჩნია რომ:
– მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არ არსებობა, რაც თავის მხრივ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო განხილვის უსამართლობის დამადასტურებლად, მიუხედავად ყველაფრისა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ბალანსის დადგენისას, სასამართლო განხილვის საერთო სამართლიანობის შეფასებისას და ის ფაქტორი, რაც ბალანსის განმსაზღვრელია 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევის დადგენის სასარგებლოდ.
– საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობა უნდა იქნას მიმოხილული არა მხოლოდ იმ საქმეებზე სადაც დაუსწრებელი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი იყო, არამედ ასევე იმ საქმეებზე, სადაც მას მნიშვნელოვანი წონა ჰქონდა და მის დაშვებას შეეძლო ბრალდების მხარის შესაძლებლობების შეზღუდვა. დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობა, რომლებიც აუცილებელია იმისთვის რომ საქმის სასამართლო განხილვა სამართლიანად იქნეს მიჩნეული, დამოკიდებული იქნება დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების წონაზე.
– როგორც წესი ასევე ადეკვატური იქნება ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის სამივე ეტაპის შესწავლა იმავე გადაწყვეტილებაში დადგენილი მიმდევრობით. თუმცა, სამივე ეტაპი ურთიერთდაკავშირებულია და ერთად აღებული ემსახურება იმის დადგენას, განსახილველი სისხლის სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი. შესაბამისად მოცემულ საქმეზე შესატყვისი იქნება ამ ეტაპების გამოკვლევა განსხვავებული მიმდევრობით, განსაკუთრებით თუკი დამტკიცდა, რომ ერთერთი ეტაპი განსაკუთრებით გადამწყვეტია საქმისწარმოების სამართლიანობისა თუ არასამართლიანობის დადგენისას.
სასამართლომ ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტი გამოიყენა განმცხადებლის საქმეზე ფაქტებთან მიმართებით:
(a) არსებობდა თუ არა საქმის სასამართლო განხილვაზე მოწმეთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი – სასამართლომ იმთავითვე აღნიშნა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს მათი უარი ჩვენების მიცემაზე და არ მიიჩნია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ შიში სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის დასაბუთებად. მოწმეებთან ინდივიდუალურად დაკავშირებისა და სხვადასხვა გადაჭრის გზების შეთავაზების შემდეგ საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე მრავალგზის თხოვა ლატვიის სასამართლოებს ან მოწმეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩვენების მიცემის შესაძლებლობის შესწავლა საჯარო სამედიცინო მოსამსახურის მიერ, ან ლატვიაში სასამართლო სხდომაზე მათი მოწვევა. ვინაიდან ეს მცდელობები ფუჭი აღმოჩნდა, საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოძიების ეტაპზე მოწმეთა ჩვენებების ჩანაწერები მიმდინარე სამართალწარმოებაში მტკიცებულებად მიიღო. შესაბამისად, მოწმეთა დაუსწრებლობაზე პასუხისმგებელი არ იყო საქმის განმხილველი სასამართლო. შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლოს პერსპექტივიდან არსებობდა საქმის სასამართლო განხილვაზე მოწმეთა დაუსწრებლობის და მათ მიერ წინასასამართლო ეტაპზე მიცემული ჩვენებების მტკიცებულებად მიღების საპატიო მიზეზი.
(b) დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება იყო თუ არა განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი – ეროვნულ სასამართლოებს მკაფიო მითითება არ გაუკეთებიათ მიიჩნევდნენ თუ არა აღნიშნულ მოწმის ჩვენებებს “გადამწყვეტ” მტკიცებულებად, რაც გულისხმობს იმგვარ მნიშვნელოვნებას, რომ გადამწყვეტი იყოს საქმის შედეგისთვის. ეროვნული სასამართლოებისთვის წარდგენილი მტკიცებულებების ერთიანად შეფასების შემდეგ [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა, რომ დანაშაულის ორი დაზარალებული განსახილველი დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველები იყვნენ. სხვა ხელმისაწვდომი მტკიცებულებები იყო ან გადმოცემით ნათქვამი ან წმინდა გარემოებითად ტექნიკური და სხვა სახის მტკიცებულება, რაც არ იყო გადამწყვეტი. ამ გარემოებებში, დაუსწრებელ მოწმეთა მტკიცებულება “გადამწყვეტი” იყო, შესაბამისად განმცხადებლის მსჯავრდების განმსაზღვრელი.
(c) არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები დაცვის მხარის წინაშე წარმოშობილი დაბრკოლებების კომპენსირებისთვის – მის დასაბუთებაში საქმის განმხილველმა სასამართლომ ნათელი გახადა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების შემცირებული მტკიცებულებითი ღირებულების შესახებ. მან დაზარალებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების შინაარსი შეადარა და დაადგინა, რომ ისინი დანაშულის გარემოებების დეტალურ და ამომწურავ აღწერას შეიცავდა. მან ასევე დაადგინა, რომ მოწმეთა შეუძლებლობა, ამოეცნოთ განმცხადებელი უთითებდა, რომ მათ ჩვენება არ მიუციათ მისთვის რაიმეს დაბრალების განზრახვით. უფრო მეტიც, მოწმეთა სანდოობის შეფასებისას საქმის განმხილველი სასამართლო ასევე შეეხო ჩვენებებთან მიმართებით მათი ქცევის სხვადასხვა ასპექტებს. შესაბამისად საქმის განმხილველმა სასამართლომ დიდი სიფრთხილით შეისწავლა დაუსწრებელი მოწმეების სანდოობა და მათი ჩვენებების სარწმუნოობა.
უფრო მეტიც, მის წინაშე წარდგენილი იყო დამატებითი მაკვალიფიცირებელი გადმოცემითი ჩვენება და გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულება, რაც ამყარებდა მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან საქმის სასამართლო განხილვისას განმცხადებელს შესაძლებლობა ქონდა წარმოედგინა მოვლენათა მისეული ვერსია და ეჭვი გამოეხატა მოწმეთა სანდოობასთან დაკავშირებით, ასევე ჯვარედინი დაკითხვა მოეწყო იმ მოწმეებისა, რომელთაც გადმოცემითი ჩვენება მისცეს. თუმცა, მას არ ქონდა შესაძლებლობა არაპირდაპირ ან გამოძიების ეტაპზე კითხვები დაესვა ორივე დაზარალებულისთვის.
ფაქტიურად, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ორგანოებს შეეძლოთ ადვოკატის დანიშვნა, რათა დასწრებოდა მოწმის მოსმენას გამომძიებელი მოსამართის წინაშე, განმცხადებლის საქმეზე ეს პროცესუალური გარანტია არ იქნა გამოყენებული. აღნიშნულთან მიმართებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო დაეთანხმა განმცხადებელს, რომ გამომძიებელმა მოსამართლემ მოწმეებს მოუსმინა რადგანაც მათი ლატვიაში დაუყოვენებლი დაბრუნების გამო პროკურატურის ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ არსებობდა მათი მტკიცებულების დაკარგვის საფრთხე. ამ კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული კანონმდებლობის თანახმად გამომძიებელი მოსამართლის მიერ მოწმის მანამდე დაკითხვის წერილობითი ოქმი შეიძლება წაკითხულიყო საქმის სასამართლო განხილვაზე იმაზე ნაკლებად მკაცრ პირობებში ვიდრე მოწმის პოლიციაში დაკითხვის ოქმები, სახელმწიფო ორგანოებმა განჭვრეტადი რისკი გასწიეს, რაც განხორციელდა კიდეც, არც ბრალდებულს და არც მის წარმომადგენელს არ მიეცათ შესაძლებლობა, დაეკითხათ ისინი საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე.
განმცხადებლისთვის ბრალად შერაცხული დანაშულის ერთადერთი თვითმხილველების ჩვენებების მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასამართლოს მიერ გატარებული დამაბალანსებელი ღონისძიებები არასაკმარისი იყო გადაუმოწმებელი მტკიცებულების სამართლიანად და სათანადოდ შეფასების შესაძლებლობის შესაქმნელად. შესაბამისად, განმცხადებლისთვის შესაძლებლობის არ ქონამ, დაეკითხა ან საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე დაეკითხა ორივე მოწმე, საქმის სასამართლო განხილვა მთლიანობაში არასამართლიანად აქცია.
დადგენილება: დარღვევას ქონდა ადგილი (ცხრა ხმა რვის წინააღმდეგ).
მუხლი 41: არ მიეკუთვნოს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante :publishing@
Full & Egal Universal Law Academy