© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე @#131
2010 წლის ივნისი
შვიცგებელი შვეიცარიის წინააღმდეგ - 25762/07
გადაწყვეტილება 10.6.2010
მუხლი 14
დისკრიმინაცია
გარკვეული ასაკის მარტოხელა ქალისთვის უარი მეორე შვილის აყვანაზე: არ არის დარღვევა
ფაქტები – 2002 წელს პირველი ბავშვის შვილად აყვანის შემდეგ მომჩივანი, 47 წლის მარტოხელა ქალი, ცდილობდა ნებართვის მოპოვებას მეორე ბავშვის შვილად აყვანაზე. ყველა მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა ფედერალური სასამართლოს ჩათვლით 2006 წელს.
კანონი – მე-14-ე მუხლი მე-8 მუხლთან ერთად: (ა) გამოყენებადობა - საქმე ეხება შვილად აყვანის ნებართვის პროცედურას. კანონმდებლობით დაშვებულია მარტოხელა ადამიანის მიერ, რომელიც 35 წლამდე ასაკისაა შვილად აყვანის უფლება. ვინაიდან ასეთი ნებართვის მიღება საჭირო იყო ყველა პირის მიერ ვისაც აქვს სურვილი, რომ აიყვანოს ბავშვი ამიტომ საქმის გარემოებები ჯდება მე-8-ე მუხლის ფარგლებში. ამასთანავე, მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი დისკრიმინაცია მოხდა ასაკის გამო ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში. მისი ასაკი იყო გადამწყვეტი ფაქტორი სახელმწიფო უწყებების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მომჩივანის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მე-14-ე მუხლი, მე-8-ე მუხლთან ერთად გამოყენებადია მოცემულ საქმეში.
(ბ)საქმის არსებითი მხარე - მომჩივანს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი წარმოადგენს განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლს იმავე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ასაკის ქალთან შედარებით, რომელიც მიიღებდა ნებართვას მეორე ბავშვის შვილად აყვანის თაობაზე. მის მოთხოვნაზე უარს ჰქონდა კანონიერი მიზანი რაც ბავშვის კეთილდღეობის და უფლებების დაცვაში მდგომარეობს. 1998 წელს, მომჩივანმა 41 წლის ასაკში მიიღო პირველი შვილის აყვანის ნებართვა. რაც შეეხება მეორე ბავშვის შვილად აყვანას, 2006 წელს ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა რომ ასაკობრივი განსხვავება მომჩივანს (46-48 წელი) და შვილად ასაყვან ბავშვს შორის იყო დიდი და ეწინააღმდეგებოდა ბავშვის ინტერესებს. არ არსებობდა კონსენსუსი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მარტოხელა მშობლის მიერ შვილად აყვანის მსურველთა ყველაზე დაბალ და მაღალ ასაკობრივ ზღვრებთან დაკავშიორებით და ასევე შვილად ამყვანსა და ბავშვის ასაკს შორის სხვაობაზე. შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოებს ჰქონდათ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები და მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყო ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობის გადაწყვეტილებასთან და ასევე შესაბამისი იყო საერთაშორისო ნორმებთან. სახელმწიფო უწყებების მიერ მოცემულ საქმეში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო თვითნებური: ეროვნული უწყებების გადაწყვეტილება, გათვალისწინებული შეჯიბრებითობის სისტემაში იყო დასაბუთებული. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო არა მარტო შვილად ასაყვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესები არამედ უკვე შვილად აყვანილი ბავშვის ინტერესებიც. ამასთანავე, ასაკობრივი სხვაობის კრიტერიუმი შვილად ამყვანსა და ბავშვს შორის არ იყო აბსტრაქტულად ჩამოყალიბებული კანონმდებლის მიერ არამედ მიღებული იყო ფედერალური სასამართლოს მიერ არსებული გარემოებების გათვალისწინებით. ეროვნული სასამართლოების არგუმენტი არ ყოფილა დაუსაბუთებელი ან თვითნებური იმ ფაქტთან დაკავშირებით რომ მეორე ბავშვის აყვანა იმავე ასაკის რა ასაკისაც არის პირველი ბავშვი წარმოადგენს დამატებით ტვირთს მომჩივანისთვის და რომ პრობლემები უფრო ფართო სპექტრისაა იმ ოჯახებში, სადაც ერთზე მეტი აყვანილი ბავშვია. ამ ტიპის საქმეში აშკარა იყო სტატისტიკის გამოყენების საჭიროება. სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლების გათვალისწინებით ამ სფეროში და ბავშვების საუკეთესო ინტერსების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელწმიფო უწყებების უარი მეორე ბავშვის შვილად აყვანაზე არ ეწინააღმდეგება თანაზომიერების პრინციპს. მოპყრობაში განსხვავება არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ქმედებას მე-14-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy