© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეხუთე სექცია
საქმე სეჟამ სა საფრანგეთს წინააღმდეგ
(საჩივარი No. 4837/06)
გადაწყვეტილება
[ამონარიდები]
სტრასბურგი
7 ივნისი 2012
საბოლოო
07/09/2012
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის 44 § 2 მუხლის შესაბამისად.
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე სეჟამ სა საფრანგეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი,
ელიზაბეტ ფურლა,
კარელ იუნგვირთი,
მარკ ვილიგერი,
ანა პაუერ-ფორდი,
განა იუდკივსკა,
ანდრე პოტოკი,მოსამართლეები
და კლაუდია ვესტერდიკი, სექციის განმწესრიგებელი,
2012 წლის 10 მაისს განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ამავე დღეს:
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 4837/06) საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2006 წლის 16 იანვარს სასამართლოში შეიტანა საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით დაფუძნებულმა კომპანიამ "სეჟამ სა" ("მომჩივანი კომპანია").სასამართლოს წინაშე მომჩივან კომპანიას წარმოადგენდა ბ-ნი პ. შიელე და შემდგომ ბ-ნი ე. მორენი, ადვოკატები, რომლებიც პრაქტიკას ეწევიან პარიზში. საფრანგეთის მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენდა მისი წარმომადგენელი, ქ-ნი ე. ბელიარდი, იურიდიული განყოფილების უფროსი საგარეო საქმეთა სამინისტროში.მომჩივანი კომპანია აცხადებდა, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მუხლი 6 § 1 იმდენად, რამდენადაც მას არ ჰქონდა წვდომა სრული იურისდიქციის მქონე სასამართლოზე მის მიმართ დაკისრებული ფისკალური ჯარიმის გასაჩივრებისას.2008 წლის 9 ოქტომბერს საჩივარი კომუნიცირებულ იქნა მთავრობასთან. ამასთანავე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის მისაღებობა და საქმის არსებითი მხარე ერთდროულად განხილულიყო (მუხლი29 § 1).
ფაქტები
I. საქმის გარემოებანიმომჩივანი გახლავთ საფრანგეთის კანონმდებლობის საფუძველზე ინკორპორირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, რეგისტრირებული ოფისით პარიზში.მომჩივანი კომპანია ფლობს და მართავს ხელოვნების გალერეას პარიზში. 1993 წლის 13 სექტემბრისა და 8 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, პარიზის კომერციულმა სასამართლომ დაადგინა მისი იურიდიული რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა მისი სავალდებულო ლიკვიდაცია. 2004 წლის 21 დეკემბერს, მიმდინარე დავალიანების აღარ არსებობის გამო, სასამართლომ შეწყვიტა ლიკვიდაციის სამართალწარმოება.
ა. დამატებითი საგადასახადო შეფასების სამართალწარმოება1993 წლის 27 ოქტომბრიდან 1994 წლის 12 აპრილამდე საგადასახადო ორგანოებმა შეამოწმეს 1991 წლის 1 იანვრიდან 1993 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდის მომჩვანი კომპანიის ანგარიშები. 1994 წლის 6 მაისსა და 5 ოქტომბერს მათ კომპანიას გაუგზავნეს ორი დამატებითი საგადასახადო შეფასება - ერთი 1991 წლისათვის და ერთიც 1992 და 1993 წლებისათვის- inter alia ზოგადი საგადასახადო კოდექსის 302 bis A - 302 bis E მუხლების შესაბამისად (1993 წლიდან, მუხლები 150 V bis -150 V sexies) ძვირფას მეტალებზე, ოქროულობაზე, ხელოვნების ნიმუშებზე, საკოლექციო ნივთებსა და ანტიკვარიატზე დამატებით გადასახადის დასაკისრებლად (შემდგომში "გადასახადი ხელოვნების ნიმუშებზე").დამატებით გადასახადთან ერთად, მომჩივან კომპანიას დაეკისრა საპროცენტო განაკვეთი დაგვიანებულ გადახდაზე და ჯარიმა, ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1788 ter მუხლის (1993 წლიდან მუხლი 1770 octies) მიხედვით, რომელიც იმ დროისათვის უტოლდებოდა გადაუხდელი გადასახადის 100%-ს. 1995 წლის 25 იანვარს კომპანიამ მიიღო მოთხოვნა გადაეხადა მთლიანობაში 15, 927, 514 ფრანკი (FRF, ანუ 2,428, 133 ევრო -EUR), საიდანაც ჯარიმას წარმოადგენდა თანხის ნახევარი (FRF 7,963, 757 ანუ EUR 1,214,066.93).1997 წლის 24 დეკემბერს მომჩივანმა კომპანიამ, წარმოდგენილი სასამართლოს დანიშნული ადმინისტრატორის მიერ, შეიტანა საჩივარი შემოსავლების სამსახურში ითხოვდა რა დანარიცხებისა და ჯარიმისაგან გათავისუფლებას. იგი აცხადებდა ერთის მხრივ, რომ გადასახადი ხელოვნების ნიმუშებზე უტოლდებოდა ან დამატებითი ღირებულების გადასახადს, რაც ეწინააღმდეგებოდა საბჭოს დირექტივებს 77/388/EEC და 94/5/EC, რომლებიც ადგენდნენ სპეციალურ დებულებებს, inter alia, ხელოვნების ნიმუშებსა და საკოლექციო ნივთებზე, ან კაპიტალური მოგების გადასახადს, იწვევდა რა იგივე შედეგს რასაც ექსპორტზე შეზღუდვა ან შიდა დაბეგვრა, მაშინ როდესაც ორივე მათგანი აკრძალული გახლდათ რომის ხელშეკრულების 34-ე და 95-ე მუხლებით. მომჩივანი კომპანია ასევე დავობდა, რომ ჯარიმები, რომელიც უთანაბრდებოდა სისხლისსამართებრივ მსჯავრდებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, დაკისრებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ.1998 წლის 8 ივნისს შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა საჩივარი, მიუთითა რა, რომ ხსენებული გადასახადები არ უტოლდებოდა დამატებითი ღირებულების გადასახადს და არც საქონლის თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავდა იმდენად რამდენადაც განურჩევლად ვრცელდებოდა როგორც საფრანგეთში წარმოებულ გაყიდვებზე, ისე გაყიდვებზე ევროპის კავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სასამართლომ Bendenoun v. France გადაწყვეტილებაში (24 თებერვალი 1994, Series A no. 284) მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების სისტემა შესაბამისობაში გახლდათ კონვენციის 6 § 1 მუხლთან იმ პირობით, რომ მათი დაკისრება ექვემდებარებოდა სასამართლოს ზედამხედველობას.
ბ. ხელოვნების ნიმუშებზე დამატებითი გადასახადისა და მასთან დაკავშირებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების სამართალწარმოება1998 წლის 31 ივლისს მომჩივანმა კომპანიამ შეიტანა სარჩელი პარიზის ადმინისტრაციულ სასამართლოში სადაც ითხოვდა ხელოვნების ნიმუშებზე დაკისრებული დამატებითი გადასახადისა და მასზე დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლებას 1991-1993 წლებისათვის; მოთხოვნის საფუძველი უცვლელი გახლდათ.2004 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ფისკალური ჯარიმის კონვენციის 6.1 მუხლთან შესაბამისობაზე სასამართლომ მიუთითა, რომ ის სასამართლოები, რომლებიც პასუხისმგებელნი გახლდნენ საგადასახადო საკითხების განხილვაზე ფლობდნენ სრულ უფლებამოსილებას გადაეხედათ ხელისუფლების მიერ შეფასებული ფაქტები და მათი კლასიფიკაცია და გადაეწყვიტათ, ყოველი საქმის შეფასების საფუძველზე, ძალაში დაეტოვებინათ თუ დაეკისრებინათ კანონის მიხედვით განსაზღვრული ფისკალური ჯარიმა საქმის გარემოებებთან მისი მორგების გარეშე, ან თუკი მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა დადგენილი ზოგადი საგადასახადო კოდექსის დარღვევა, არ დაეჯარიმებინათ გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის 6.1 მუხლი სავალდებულოდ არ ითხოვდა საგადასახადო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ქონას რათა მიესადაგებინა ფისკალური ჯარიმის რაოდენობა კონკრეტული საქმის გარემოებებისათვის.2005 წლის 10 იანვარს მომჩივანმა კომპანიამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პარიზის ადმინისტრაციულ სააპელაციო სასამართლოში.მოცემული სამართალწარმოების დროს, 2005 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულმა ბრძანებამ N. 1512 შეამცირა ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1788 მუხლით (რომელიც 1993 წლის შემდეგ გახდა მუხლი 1770 octies) დაკისრებული ჯარიმა გადაუხდელი გადასახადის 100%-დან 25%-მდე.2006 წლის 13 თებერვალს საგადასახადო ორგანოებმა ჯარიმა შეამცირეს 910,549.93 ევროთი და 2006 წლის 6 ივლისს ხელოვნების ნიმუშებზე დაკისრებული დამატებით გადასახადი შემცირდა 28,735.12 ევროთი გამოთვლების დროს დაშვებული შეცდომის გამო.მომჩივანმა კომპანიამ სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარმოადგინა იგივე არგუმენტები რაც ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე.2006 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა ზემოთხსენებული შემცირებანი და დაადგინა, რომ არ არსებობდა საჭიროება მას გაეთვალისწინებინა ხსენებული ოდენობანი და უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, თუმცა ამასთანავე შეამცირა იმ გადასახადის ღირებულება, რომელიც ხელისუფლებამ დააკისრა მომჩივანი კომპანიის მიერ შეძენილ ერთ-ერთ ნივთს. გულდასმით შესწავლის შემდეგ, მან უარყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფორმალური და არსობრივი არგუმენტები მასზედ, რომ გადასახადი შეუსაბამობაში მოდიოდა კავშირის კანონმდებლობასთან ან რომ იგი არ უნდა დაკისრებოდა რიგი ნიმუშების შეძენისას. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა არგუმენტი კონვენციის 6.1 მუხლთან ჯარიმის მიმართებაში იმავე მიზეზით რატომაც იგივე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლომ, მიუთითა რა, რომ ადმინისტრაციული სასამართლო ფლობდა სრულ იურისდიქციას 6.1 მუხლის შესაბამისად და არ საჭიროებდა სასამართლოსათვის იმ ჯარიმის ოდენობის შემცირების უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც დადგენილი გახლდათ კანონის მიერ.მომჩივანმა კომპანიამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა Conseil d’Etat -ში სადაც, inter alia მიუთითა, რომ გადასახადი შეუსაბამო გახლდათ კავშირის კანონმდებლობასთან, ხოლო ჯარიმა კი კონვენციის 6.1 მუხლთან იმდენად, რამდენადაც სასამართლოს არ გააჩნდა უფლებამოსილება შეეცვალა იგი კანონმდებლობით დადგენილი შკალის მიხედვით გადასახადის გადამხდელის ქმედების სერიოზულობის გათვალისწინებით .2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით Conseil d’Etat-მ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. ჯარიმასთან დაკავშირებით მან აღნიშნა შემდეგი:
"იმის გათვალისწინებით, ... ერთის მხრივ იმისათვის, რომ ჯარიმის ოდენობა პროპორციულად შეესაბამებოდეს სამართალდარღვევას, 2005 წლის 7 დეკემბრის ბრძანებამ იგი განსაზღვრა 25%-ით, ხოლო მეორეს მხრივ, საგადასახადო სასამართლო, ახორციელებს რა მის სრულ უფლებამოსილებას გადასინჯოს აპელაციის ფაქტები და ხელისუფლების მიერ მათი შეფასებანი, იღებს გადაწყვეტილებას, ყოველ საქმეში მოცემული განხილვის შედეგებზე დაყრდნობით, უცვლელი დატოვოს ხელისუფლების მიერ დაკისრებული თანხა ან გააუქმოს იგი, იმ შემთხვევაში თუკი მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს არ დაურღვევია ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული წესები; შესაბამისად იგი ფლობს კონვენციის 6.1 მუხლით დადგენილ სრულ იურისდიქციას..., რაც არ გულისხმობს, რომ მაშინ, როდესაც კანონმდებლობა ადგენს ერთ კონკრეტულ თანხას, რომელიც ეკისრება მხარეს ჯარიმის სახით, სასამართლოს უნდა შეეძლოს შეცვალოს იგი და გამოიყენოს კანონით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები; შესაბამისად, მოცემულ საქმეში ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლით დადგენილი ჯარიმის უცვლელად დატოვებისას, სასამართლოს არ დაუშვია იურიდიული შეცდომა."
გ. გადასახადის საფუძვლის განსაზღვრისა და ხელოვნების ნიმუშებზე გადასახადის აკრეფვასთან დაკავშირებული სამართალწარმოებანი
1. გადასახადის საფუძველთან დაკავშირებული სამართალწარმოება2005 წლის 5 აპრილს მომჩივანმა კომპანიამ შეიტანა ორი სააპელაციო საჩივარი Conseil d’Etat-ში, სადაც გაასაჩივრა ეკონომიკის, ფინანსებისა და ინდუსტრიის მინისტრის ("მინისტრი") მიერ წარმოდგენილი საბაზისო ადმინისტრაციულ დოკუმენტებში არსებული საგადასახადო კანონის ინტერპრეტაცია (მის შემდგომ 1989 წლის 15 ოქტომბრისა და 1993 წლის 15 ივნისის ვერსიებში), სადაც მინისტრმა განსაზღვრა ხელოვნების ნიმუშების გასაყიდ ფასზე გადასახადის დაკისრების საფუძველი, საკომისიო მოსაკრებლის ჩათვლით.მომჩივანმა კომპანიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ პარლამენტს ჰქონდა უფლება შეექმნა გადასახადი და განესაზღვრა მისი დაკისრებისა და აკრეფვის უმთავრესი დეტალები, და მიუთითა, რომ მინისტრმა, რომლის სახელიც იყო დატანილი სადავო ადმინისტრაციულ დოკუმენტებზე, გადაამეტა მის უფლებამოსილებებს.სამართალწარმოების განმავლობში, 2005 წლის ბიუჯეტის შესწორების შესახებ კანონის 33-ე მუხლით, მიღებული 2005 წლის 30 დეკემბერს და ძალაში შესული 2006 წლის 1 იანვარს, გადასახადი სრულიად გადაიწერა და შეიცვალა ნუმერაცია. ამის გამო, დებულებანი რომელიც ეხებოდა გადასახადის დაკისრების საფუძველს, აქამდე მოცემული ადმინისტრაციულ დოკუმენტებში, ისევე როგორც გადასახადის აკრეფვის საფუძველი, აქამდე მოცემული ზოგადი საგადასახადო კოდექსის მარეგულირებელ ნაწილში, ინკორპორირებულ იქნა კოდექსის საკანონმდებლო ნაწილში.2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით Conseil d’Etat-მ გააერთიანა სააპელაციო საჩივრები და არ დააკმაყოფილა. მან მიიჩნია, რომ ზოგადი საგადასახადო კოდექსის გასაჩივრებულ დებულებებზე დაყრდნობით, კანონი "ირიბად მაგრამ აუცილებლად" ისახავდა მიზნად ხელოვნების ნიმუშებზე გადასახადის დაფუძნებას მის გასაყიდ ფასზე და თემის ირგვლივ შემდგომი განმარტების მიზნით აღნიშნა, რომ გასაყიდი ფასი, რომელიც გამოიყენება გადასახადის დაკისრების საფუძვლად, უნდა გაგებულ იქნას როგორც თანხა, რომელიც მოიცავს მყიდველის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს. აღნიშნულის გათვალისწინებით, Conseil d’Etat-მ მიიჩნია, რომ ხელოვნების ნიმუშებზე დასაკისრებელი გადასახადის დაფუძნებისას მის გასაყიდ ფასზე, საკომისიო მოსაკრებლის ჩათვლით, მინისტრმა მართებულად მოახდინა სადავო დებულებათა ინტერპრეტირება, არ შეუქმნია ახალი წესი და არც უფლებამოსილებისათვის გადაუჭარბებია.
2. გადასახადის აკრეფვასთან დაკავშირებული სამართალწარმოება2005 წლის 21 ივნისს მომჩივანმა კომპანიამ Conseil d’Etat-ში შეიტანა ორი სააპელაციო საჩივარი რომლითაც ითხოვდა იმ გადაწყვეტილებების გაუქმებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა არაპირდაპირ არ დააკმაყოფილა იმ დებულებების გაუქმების მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ხელოვნების ნიმუშებზე გადასახადის აკრეფვას, გამოცემული 1976 წლის 19 ივლისის იმ კანონის მიხედვით, რომლითაც შემოღებულ იქნა ხსენებული გადასახადი. იგი აღნიშნავდა, რომ სადავო დებულებანი იურიდიული ბუნებისა გახლდათ და შემოღებულ იქნა იმ ორგანოს მიერ, რომელიც არ ფლობდა კანონშემოქმედებით უფლებამოსილებას. ასევე, მან მიუთითა, რომ სამართლებრივი დებულებანი, რომელიც ეხება იმ პირებს, რომლებზეც ვრცელდებოდა გადასახადი იყო დამაბნეველი და ბუნდოვანი, ამით არღვევდა რა კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილ პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია განსაზღვროს დანაშაული და დაადგინოს სასჯელი.2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით, Conseil d’Etat-მ გააერთიანა საჩივრები და არ დააკმაყოფილა. მან მიიჩნია, რომ მარეგულირებელმა ორგანომ მარტივად ჩამოაყალიბა გადასახადის აკრეფვის პროცედურა 1976 წლის 19 ივლისის კანონის დებულებების შესაბამისად და არ გადაუჭარბებია მისი უფლებამოსილებისათვის ან მისი შემამსუბუქებელი პირობებისათვის. ასევე, კონვენციის მე-7 მუხლის პრინციპთან დაკავშირებულ არგუმენტთან მიმართებაში - რომ მხოლოდ კანონს შეუძლია განსაზღვროს დანაშაული და დაადგინოს სასჯელი - სასამართლომ მიიჩნია, რომ უადგილო იყო მისი მოშველიება მოცემულ შემთხვევაში რეგულაციების გაუქმებაზე უართან მიმართებაში.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობახელოვნების ნიმუშებზე ფიქსირებული ოდენობის გადასახადის დაკისრება წარმოადგენს კაპიტალური მოგების დაბეგვრის ერთგვარ ფორმას. იგი შემოღებულ იქნა "ძვირფას მეტალებზე, სამკაულებზე, ხელოვნების ნიმუშებზე, საკოლექციო ნივთებსა და ანტიკვარიატზე ფიქსირებული ოდენობის გადასახადის შექმნისა და კაპიტალური მოგების დაბეგვრის შესახებ" 1976 წლის 19 ივლისის კანონის მე-10 მუხლით. 1993 წლამდე ხსენებული გადასახადი მოცემული იყო ზოგადი საგადასახადო კოდექსის 302 bis A - 302 bis E მუხლებში. შემდეგ, 2005 წლის 31 დეკემბრამდე იმავე კოდექსის 150 V bis - 150 V sexies მუხლებში. მოცემულ მუხლთა შესაბამისი ნაწილები მიუთითბენ შემდეგს:
მუხლი 150 V bis
"I. ბიზნესის მოგებაზე გამოყენებადი კონკრეტული დებულებების შესაბამად, ... სამკაულის, ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთებისა და ანტიკვარიატის გაყიდვა დაექვემდებარება 7% გადასახადს, თუკი მისი ღირებულება აჭარბებს 20,000 ფრანკს; როდესაც მისი ფასი განისაზღვრება 20,000-დან 30,000 ფრანკამდე, მაშინ გადასახადის საფუძველი შემცირებულ იქნება იმ თანხით, რომელიც უტოლდება 30,000 ფრანკიდან მოცემულ ფასამდე განსხვავებას.
...
მოცემული დებულებანი ვრცელდება იმ შესყიდვებზეც, რომელიც განხორციელებულ იქნება ევროპის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებშიც.
..."
მუხლი 150 V ter
" 150 V bis მუხლში მოცემული გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება გამყიდველს. იგი გადახდილ უნდა იქნას ტრანზაქციაში მონაწილე შუამავლის მიერ ან, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მყიდველის მიერ, ოცდაათ დღეში და იმავე პირობებით რაც დადგენილია ბრუნვის გადასახადთან მიმართებაში. იმ შემთხვევებში, როდესაც შესყიდვა ხორციელდება ევროპის კავშირის წევრ სხვა სახელმწიფოში, გადასახადი გადახდილ უნდა იქნას გამყიდველის მიერ, იმავე პირობებით.
გადასახადი არ მოიხსნება/ლევიედ იმ შემთხვევაში, როდესაც გამყიდველი გახლავთ მოცემული პროდუქციის პროფესიონალი დილერი."
მუხლი Article 150 V sexies
"სამკაულების ან სხვა იმ ნივთთა გამყიდველი, რომელიც მოცემულია 150 V bis მუხლის პირველ პარაგრაფში უფლებამოსილია აირჩიოს, გაყიდვის დროს გაკეთებული დეკლარაციით, 150 A - 150 T მუხლებში მოცემული სქემა, იმ პირობით რომ ეს უკანასკნელი შეძლებს წარმოადგინოს შესყიდვის თარიღისა და ფასის დასტური. მოცემული ოფციის პირობები განსაზღვრულია Conseil d’Etat დადგენილებით."2005 წლის ბიუჯეტის შესწორების შესახებ კანონით (no. 2005-1720, 2005 წლის 30 დეკემბერი), რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვარს, შეიცვალა ხსენებული დებულებანი. სხვა საკითხებთან ერთად, იგი გავრცელდა იმ პირებზე, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ხელოვნების ნიმუშზე გადასახადის დაკისრებაზე, გადასახადის შეფასების საფუძველსა და მის აკრეფვაზე. შესაბამისად, იმავე კოდექსის 150 VK მუხლის პირველი პარაგრაფი აღნიშნავს შემდეგს:
"გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრება გამყიდველს ან ექსპორტიორს. იგი გადახდილ უნდა იქნას საფრანგეთის რეზიდენტი შუამავლის მიერ, რომელიც გადასახადის მიზნებისათვის მონაწილეობას იღებს ტრანზაქციაში, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, ან თუ ეს შეუძლებელია გამყიდველის ან ექსპორტიორის მიერ ..."ხელოვნების ნიმუშებზე გადასახადის გადაუხდელობა იწვევს ფისკალურ ჯარიმას. იმ დროისათვის მოქმედი ზოგადი საგადასახადო კოდექსის მუხლი 1788 (რომელიც შემდეგ 1993 წელს გადაინომრა როგორც მუხლი 1770 octies) მიუთითებდა:
"150 V bis - 150 V sexies მუხლების დარღვევას შედეგად მოჰყვება ფისკალური ჯარიმის დაკისრება, რომელიც განისაზღვრება გადაუხდელი გადასახადის ოდენობით და რომელიც აიკრიფება ისევე როგორც ბრუნვის გადასახადი."
2005 წლის 7 დეკემბრის ბრძანებამ N.2005-1512 გადასახადების გამარტივებისა და ჯარიმების ჰარმონიზაციისა და მისადაგების შესახებ, შეამცირა 1770 octies მუხლში მოცემული ჯარიმა გადაუხდელი ჯარიმის 100%-დან 25%-მდე. 1770 octies მუხლი გახდა ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1761§ 2 მუხლი.
ბ. სრული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სასამართლოების წინაშეტრადიციისამებრ, განსხვავება კეთდება სრულად ადმინისტრაციულ კანონზე დაფუძნებულ საჩივარსა (სრული იურისდიქციის მქონე ადმინისტრაციული სასამართოს წინაშე) და აპელაციას შორის, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების შეცვლას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სასამართლოს სააპელაციო უფლებამოსილება შეზღუდულია: მას გადაწყვეტილების რეტროაქტიულად შეცვლა შეუძლია მხოლოდ იურიდიული შეცდომის შემთხვევაში, საქმის არსებით მხარეზე გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. სრულად ადმინისტრაციულ კანონზე დაფუძნებულ საჩივრის განხილვისას კი, ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილებანი დიდწილად უფრო ფართოა: მას შეუძლია არა მარტო შეცალოს ან ძალაში დატოვოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, არამედ ასევე შეუძლია შეცვალოს იგი, ჩაანაცვლოს საკუთარი გადაწყვეტილებით და გამოიტანოს გადაწყვეტილება დაინტერესებულ მხარეთა უფლებებზე. მას ასევე შეუძლია დააკისროს ადმინისტრაციულ ხელისუფლებას ვალდებულება აანაზღაუროს ზარალი. მეტიც, როდესაც ადმინისტრაციულ სასამართლოს გააჩნია სრული იურისდიქცია, იგი განიხილავს მის წინაშე წარმოდგენილი გადაწყვეტილების კანონიერებას იმ იურიდიული და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მაშინ, როდესაც სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას (განსხვავებით აპელაციით განხილვისა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება იმ გარემოებების მიხედვით, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების დროს).
სრული ადმინისტრაციულ სამართლებრივი საჩივარი მოიცავს აპელაციას სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დასადგენად სახელშეკრულებო ან ექსტრა-სახელშეკრულებო საკითხებზე, საჩივრებს ფისკალურ და საარჩევნო თემებზე (მუნიციპალური და რაიონული), ადმინისტრაციული სანქციების აპელაციას და სხვა საჩივრებს.ფისკალური სასამართლო დავების ფარგლებში ადმინისტრაციულ სასამართლოებს გააჩნიათ იურისდიქცია პირდაპირ გადასახადებსა და ბრუნვის გადასახადებზე, მაშინ როდესაც არაპირდაპირი გადასახადების საკითხი საერთო სასამართლოების იურისდიქციას განეკუთვნება. შედეგად, ადმინისტრაციულ სასამართლოებს აქვთ უფლება გააუქმონ საგადასახადო ორგანოების მიერ დაკისრებული გადასახადები და მასთან დაკავშირებული ჯარიმები და ასევე შეუძლიათ განსაზღვრონ გადასახდელი თანხის ოდენობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. რაც შეეხება ჯარიმებს, ადმინსიტრაციულ სასამართლოებს გააჩნიათ უფლებამოსილება მაღალი ოდენობა ჩაანაცვლონ უფრო ნაკლებით იმ შემთხვევებში, როდესაც გადასახადის გადამხდელის ქცევის მიხედვით დაკისრებადია რამდენიმე განაკვეთი.
გ. შესაბამისი ეროვნული სასამართლო პრაქტიკასასამართლოების მიერ ფისკალური ჯარიმების შეცვლის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის უმაღლეს სასამართლოებს მიღებული აქვს განსხვავებული გადაწყვეტილებანი.
1. საკასაციო სასამართლოავტოსატრანსპორტო საუალებებზე განსხვავებული გადასახადების დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმებისას (ზოგადი საგადასახადო კოდექსის მუხლი 1840 N quater - გაუქმებულია 2005 წლის 1 მარტს), საკასაციო სასამართლომ, 1997 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაში უარი განაცხადა გამოეყენებინა ხსენებული მუხლი იმის გამო, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა კონვენციის 6.1 მუხლს იმდენად, რამდენადაც არ უზრუნველყოფდა "სრულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ სამართალწარმოებას იმ ადმინსიტრაციული გადაწყვეტილების წინაღმდეგ, რომელიც სასამართლოს აძლევდა საშუალებას მიეღო გადაწყვეტილება პრინციპსა და ჯარიმის ოდენობაზე" (Cass. com., Ferreira, Bull. IV no. 110).მოცემული მიდგომა შემდგომ გაზიარებულ იქნა (Cass. com., 17 ნოემბერი 1998, Dupuis, no. 96‑21749; Cass. com., 15 June 1999, Lise, Bull. IV No. 130). 1999 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება ციტირებდა საკასაციო სასამართლოს ზემორე გადაწყვეტილებას და დაადგინა შემდეგი: "ზემოთციტირებული მუხლი 1840 N quater შეუსაბამოა კონვენციის 6.1 მუხლთან ... მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის სასამართლო, რომლის წინაშეც მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელზე დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის დაკისრების პრინციპსა და ოდენობაზე. შესაბამისად, სასამართლოს, რომლის წინაშეც (მოცემული პირი) დავობს, რომ მან გადაიხადა გადასახადი მოთხოვნისთანავე, აფასებს ჯარიმის პროპორციულობას გადასახადის გადამხდელის ქცევის მიხედვით...". საკასაციო სასამართლომ 2003 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებაში (Cass. com., Gallotte, no. 00-13966) გააკეთა განმარტება საჩუქრის დეკლარირების განუხორციელებლობის გამო 40% დამატებითი გადასახადის მოთხოვნასთან დაკავშირებით: "6.1 მუხლი ... იძლევა აპელაციის უფლებას იმ სასამართლოს წინაშე, რომელსაც გააჩნია სრული იურისდიქცია დაადგინოს, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ დაკისრებული ფისკალური ჯარიმა პროპორციულია გადასახადის გადამხდელის ქცევასთან კონკრეტულ გარემოებებში, და ... შესაბამისად, საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა შეეძლოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელება, იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელიც ასაჩივრებს ჯარიმას მისცემს მას შესაძებლობას შეაფასოს ჯარიმის დაკისრების პრინციპი და მისი ოდენობა."
2. Conseil d’EtatConseil d’Etat-მ თავდაპირველად გადაწყვეტილება გამოიტანა ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1728 და 1729 მუხლებზე, რომელიც განსხვავებულ ჯარიმებს ადგენდა გადასახადის გადამხდელის ქცევისა და კანონის მიხედვით მისი კლასიფიკაციის გათვალისწინებით (მუხლი 1729, მისი მაშინდელი ვერსიით, ადგენდა ჯარიმის 40% გაზრდას იმ შემთხვევაში თუკი გადასახადის გადამხდელი მოიქცა არაკეთილსინდისიერად, და 80%-ით თუკი ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას).
1996 წლის 5 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხებოდა 1729-ე მუხლს, Conseil d’Etat-მ მიუთითა შემდეგი: "კანონი ...რომელიც გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაბამის ჯარიმას ადგენს, აწესებს ჯარიმას რომელიც განსხვავდება კონკრეტული ქმედების იურიდიული კლასიფიკაციის მიხედვით. შესაბამისი სასამართლო, მას შემდეგ რაც სრულად განახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მიერ ქმედების კლასიფიკაციის გადასინჯვის უფლებამოსილებას, ვალდებულია გამოიყენოს კანონით დადგენილი ჯარიმის განაკვეთი, საკუთარი შეხედულებისამებრ მისი შეცვლის გარეშე, მიუხედავად გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სერიოზულობისა." (CE, Houdmond გადაწყვეტილება, Revue de Jurisprudence fiscale (RJF) 5/96, no. 607)კიდევ ერთ საქმეში, რომელიც ეხებოდა 1729-ე მუხლში დადგენილი ჯარიმების ცვლილების საშუალებას, Conseil d’Etat-მ 1998 წლის 8 ივლისს შემდეგი განმარტება გააკეთა: "შესაბამისი სასამართლო, მას შემდეგ რაც განახორციელებს ფაქტებისა და ხელისუფლების ორგანოების მიერ გაკეთებული კლასიფიკაციის გადასინჯვას, ყოველ საქმეში, გადახედვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას დატოვოს უცვლელად ან დააკისროს ჯარიმა კანონით განსაზღვრული განაკვეთის მიხედვით; თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება შეცვალოს დადგენილი ოდენობა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩდენილი სამართალდარღვევის სერიოზულობის მიხედვით; სასამართლო, თუკი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ დაადასტურეს გადასახდის გადამხდელის არაკეთილსინდისიერი ან თვალთმაქცური ქმედება, მაშინ უფლებამოსილია დააკისროს განაკვეთი მხოლოდ დაგვიანებული გადახდის გამო. კონვენციის 6.1 მუხლი ... არ ავალდებულებს სასამართლოს მოიქცეს სხვაგვარად ((CE, Fattell გადაწყვეტილება, RJF 1998, no. 970; იხ. აგრეთვე CE, 24 სექტემბერი 2003, Société Paolo Nancéienne, RJF 12/03, no. 1393).Conseil d’Etat-მ გამოიყენა იგივე არგუმენტი ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1728 მუხლთან მიმართებაშიც. ეს უკანასკნელი აწესებს ჯარიმის განსხვავებულ განაკვეთებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სერიოზული გახლდათ გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადების ბრუნვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა (CE, 8 მარტი 2002, SARL Clinique de Mazargues, RJF 2002, no. 671, და CE, 6 ივნისი 2007, Lemarinier, RJF 2007, no. 1042).შედეგად, Conseil d’Etat გაავრცელა მოცემული მიდგომა ჯარიმებზეც, რომელიც მართალია ზოგადი საგადასახადო კოდექსის ცალკე მუხლშია მოცემული, მაგრამ წარმოადგენდნენ რეპრესიული ზომების სერიას, მათ შორის კოდექსის სხვა მუხლებისათვისაც (იხ. მაგალითად 1788 septies მუხლში მოცემული 5% ჯარიმა (ახლა მუხლი 1788 ა 4), რომელიც დადგენილი გახლდათ იმ შემთხვევებისათის, როდესაც პირი არ ახორციელებდა მომენტალურად გამოსაქვითი დღგ-ს დეკლარირებას, CE, 20 ნოემბერი 2007 Société Sideme, RJF 2008, no. 172; ასევე 1740 ter მუხლში მოცემული 50% ჯარიმა (ახლა მუხლი 1737) რომელიც ინიშნებოდა მომწოდებლებისა თუ კლიენტების იდენტობისა თუ მისამართის დამალვისა თუ ფალსიფიკაციისას CE, 26 May 2008, Société Anonyme Norelec, RJF 2008, no. 981, და 150% ჯარიმა (შემცირდა 100%-მდე 2005 წელს), რომელიც ეკისრებოდა კოდექსის 1730 მუხლის მიხედვით საგადასახადო შეფასებისათვის ხელის შეშლის გამო CE, 5 March 2009, Gonzales-Castrillo, Droit fiscal 2009 no. 10).
3. საკონსტიტუციო საბჭო2011 წლის 17 მარტის ორ განჩინებაში, რომელიც მიღებულ იქნა კონსტიტუციურობის შესახებ ორი წინასწრი შეკითხვის პასუხად - ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1728 და 1729 მუხლებით დადგენილი 40%-იანი საგადასახადო ჯარიმის შესახებ (რომელიც განისაზღვრებოდა შეტყობინების მიღების შემდეგ დეკლარაციის წარუდგენლობისა და გადასახადის გადამხდელის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევისას) საკონსტიტუციო საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მუხლები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში გახლდათ, და ორივე განჩინებაში მიუთითა შემდეგი:
"ჯარიმების ინდივიდუალიზაციის პრინციპი (1789 წლის დეკლარაიის მე-8 მუხლის მიხედვით) გულისხმობს, რომ საგადასახადო საურავი რომელიც მხარეს ენიშნება ჯარიმის სახით, შესაძლოა დაკისრებულ იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლების ორგანები, სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ, ცალსახად მიუითებენ რომ გათვალისწინებულ იქნას ყოველი საქმის კონკრეტული გარემოებანი; თუმცა, მას არ ძალუძს შეუშალოს ხელი კანონს დააწესოს წესები რათა უზრუნველყოს სამართალდარღვევათა ეფექტიანი აღკვეთა;
...
გასაჩივრებლმა დებულებამ მხარეს დააკისრა იმ ტიპის ფინანსური ჯარიმა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩადენილ სამართალდარღვევასთან; კანონი თავისთავად შესაბამისობაშია იმ ჯარიმებთან, რომელიც ინიშნება სამართალდარღვევის სერიოზულობის მიხედვით; ფაქტებისა და ხელისუფლების ორგანოების მიერ კლასიფიკაციის გადასინჯვის უფლებამოსილების გამოყენების შემდეგ, ყოველ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას უცვლელი დატოვოს ... კანონის საფუძველზე დადგენილი ნიხრის მიხედვით დაკისრებული ჯარიმა ან შეცვალოს იგი მუხლის სხვა დებულებებში მოცემული რომელიმე ნიხრით... თუკი ამას სამართლებრივად მიზანშეწონილად მიიჩნევს (მუხლი 1728), ან თუ ჩათვლის, რომ ხელისუფლების ორგამოებმა ვერ დაადგინეს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა თვალთმაქცურად ან არაკეთილსინდისიერად, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მხარეს მხოლოდ დაგვიანებულ გადახდაზე დაკისრებული საპროცენტო განაკვეთი (მუხლი 1729); შესაბამისად, სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება ჯარიმა პროპორციულად შეუფარდოს გადასახადის გადამხდელის ქმედებას; 40%-იანი ნიხრი არ არის აშკარად არაპროპორციული ..."
სამართალი
I. კონვენციის 6 § 1 მუხლის სავარაუდო დარღვევა სრული იურისდიქციის მქონე სასამართლოზე წვდომის არარსებობის გამომომჩივანი კომპანია ჩიოდა კონვენციის 6 § 1მუხლის დარღვევას, რომლის შესაბამისი ნაწილებიც აღნიშნავენ შემდეგს:
"სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას... ყოველი პირი უფლებამოსილია ისარგებლოს ... საქმის სამართლიანი... განხილვით... სასამართლოს ... მიერ"
მომჩივანი ჩიოდა ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1770 octies მუხლის (ახლა მუხლი 1761.2) საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის შესახებ. იგი აღნიშნავდა, რომ ხსენებული დებულების მიხედვით კომპეტენტური სასამართლოები, რომლებიც განიხილავდნენ საგადასახადო საკითხებს არ სარგებლობდნენ სრული იურისდიქციით, რომელიც მისცემდა მათ საშალებას გაეზარდათ ან შეემცირებინათ ჯარიმა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის პროპორციულად.მთავრობა არ იზიარებდა ზემორე არგუმენტს.
ა. მისაღებობასასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ, მის მიერ წარმოდგენილ პოზიციაში მიიჩნია, რომ კონვენციის მუხლი 6.1 გამოიყენებოდა სისხლისსამართლებრივი კუთხით და იზიარებს ამ მოსაზრებას.სასამართლო მიიჩნევს. რომ მოცემული საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშნველობით. იგი ასევე მიუთითებს, რომ საჩივარი არ არის მიუღებელი რომელიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, იგი მისაღებად უნდა იქნას მიჩნეული.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
ა. მომჩივანი კომპანიამომჩივანი კომპანია მიუთითბდა. რომ ზოგადი საგადასახადო კოდექსის ყოფილი 1770 octies მუხლით დაკისრებული ჯარიმა ავტომატურად იქნა გამოყენებული ხელისუფლების მიერ ხელოვნების ნიმუშებზე დამატებით გადასახადის განსაზღვრისას. მან ასევე მიუთითა, რომ მაშინ როდესაც დამატებითი გადასახადი უცვლელად იქნა დატოვებული საგადასახადო სასამართლოს მიერ, მოცემული სასამართლო ამასთანავე ვალდებული იყო შეენარჩუნებინა შესაბამისი ჯარიმებიც. მოცემული ქმედება პირდაპირ გამომდინარეობდა ყოფილი 1770 octies მუხლის ფორმულირებიდან, რომლის მიხედვითაც მხოლოდ გადახედული საგადასახადო შეფასება იწვევდა ჯარიმების დაკისრებას. განსხვავებით იმისა, რაც მთავრობამ მიუთითა ადმინისტრაციული ხელისუფლების უფლებამოსილების შესახებ, საგადასახადო ინსპექტორებს არ გააჩნდათ არჩევანი და ვალდებულნი იყვნენ დაეკისრებინათ განსახილველი ჯარიმა. ერთადერთი გზა. რომლითაც შესაძლებელი გახლდათ ჯარიმის ავტომატური დაკისრების თავიდან აცილება, იყო ჯარიმის გაუქმება ან კომპრომისის მიღწევა (ფისკალური პროცედურის თავი, ნაწილი ლ.247). გადაწყვეტილებას ამ თემაზე ხელისუფლების ორგანოები იღებდნენ საკუთარი დისკრეციით და უყენებდნენ იმ პირობას, რომ გადასახადის გადამხდელი პირობას იძლეოდა არ დაეწყო სასამართლო დავა. შესაბამისად, იმ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც სურდა შესწორებული გადასახადის შეფასებისა და შესაბამისი ჯარიმების შესახებ დავის წარმოება, არ გააჩნდა არანარი იმედი მასზედ, რომ ხელისუფლება გაუუქმებდა ჯარიმას ან დათანხმდებოდა მის შემცირებას.რაც შეეხება კომპეტენტური სასამართლოების უფლებამოსილებებს განიხილონ საგადასახადო საკითხები, მომჩივანი კომპანია დავობდა, რომ მაშინ როდესაც ჯარიმები შესაძლოა ზოგადად სადავო გამხდარიყო მათი დაკისრების პროცედურისა და კანონიერების მხრივ, მოცემული შემთხვევაში მისი საჩივრები ეხებოდა მხოლოდ მათ კანონიერებას. სასამართლოს არ გაანდა უფლებამოსილება შეემცირებინა ან გაეუქმებინა ჯარიმები შესაბამისი შეცვლილი საგადასახადო შეფასების შემცირებისა თუ გაუქმების გარეშე, შესაბამისად, ისინი ავტომატურად იზღუდებოდნენ ჯარიმის ბუნებიდან გამომდინარე.მომჩივანმა კომპანიამ ასევე მიუთითა, რომ განსხვავებით იმისა თუ რას ამბობდა მთავრობა, კანონი არ იძლეოდა ჯარიმის შეცვლის საშუალებას, რადგან ზოგადი საგადასახადო კოდექსი აწესებდა მხოლოდ ერთი ტიპის ჯარიმას ხელოვნების ნიმუშებთან მიმართებაში (მაშინ 100%, ახლა კი 25%). იმ არგუმენტის პასუხად, რომ აზრი არ ჰქონდა სასამართოებისათვის ჯარიმის შეცვლის უფლებამოსილების მინიჭებას, მომჩივანმა კომპანიამ აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენდა რიგი გამყიდველების მსხვერპლს, რომლებმაც (ზოგმა წერილობით) აირჩიეს ordinary capital gains scheme, მაგრამ არ შეუსრულებიათ ნაკისრი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ვალდებული შეიქნა გაეზარდა გაასახადები მყიდველისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა იმოქმედა კეთილსინდისიერად. მან მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში, სასამართლოს უნდა შეძლებოდა ჯარიმების შემცირება.
ბ. მთავრობამთავრობამ პირველ რიგში მიუთითა, რომ განსხვავებით იმისა თუ რას ამტკიცებდა მომჩივანი კომპანია, საგადასახადო ორგანოები არასდროს იყვნენ იურიდიული ვალდებულების ქვეშ დაეკისრებინათ ჯარიმა, რადგან არცერთი საკანონმდებლო თუ მარეგულირებელი დებულება არ უწესებდა მას მოცემულ ვალდებულებას. Conseil d’Etat -ს დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მაშინ როდესაც ისინი შეზღუდულნი იყვნენ გადასახადების დადგენისა და აკრეფის საკითხებში, სადაც უნდა ემოქმედათ სამართლებრივი დებულებების შესაბამისად, ისინი არ იყვნენ მსგავსი ვალდებულების ქვეშ ფისკალური ჯარიმების დადგენისას (იხ. ადმინისტრაციული სანქციების საკითხზე CE 8 იანვარი 1971, Sieur Gallon, Rec. გვ. 21, და ფისკალური ჯარიმების თემაზე CE 1 ოქტომბერი 1979, Association pour l’unification du christianisme mondial, RJF 11/99, გვ. 837). შემდეგ, საგადასახადო ორგანოებს გააჩნდათ უფლებამოსილება შეეცვალათ ან გაეუქმებინათ ფისკალური ჯარიმა გამონაკლის ვითარებებში, როგორც ეს მითითებულია კიდეც ფისკალური პროცედურის სექცია ლ.247-ში. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა საშუალებით მიემართა სასამართლოსათვის ჯარიმის გაუქმებაზე ადმინისტრაციული უარის გასასაჩივრებლად.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო საკითხებში, სასამართლოები მექანიკურად არ იყენებდნენ ჯარიმებისადმი იმავე მიდგომას რაც მათ ჰქონდათ გადაუხდელი გადასახადების მიმართ. მართალია, თუკი სასამართლო მოუხსნიდა გადასახადის გადამხდელს გადაუხდელი გადასახადის პასუხისმგებლობას, ავტომატურადვე უქმდებოდა ჯარიმებიც, მაგრამ გადაუხდელი გადასახადის ვალდებულების უცვლელად დატოვების შემთხვევაში მაინც გახლდათ შესაძლებელი ჯარიმების შემცირება ან გაუქმება. მთავრობამ მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელს შეეძლო სადავო გაეხადა ჯარიმები მათი დაკისრების პროცედურისა თუ კანონიერების სხვა საფუძველზე. ჯარიმებთან დაკავშირებით სასამართლომ ცალკე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადასტურა, რომ სამართლებრივი მოთხოვნანი დაკმაყოფილებული გახლდათ. კერძოდ, მან განიხილა ტერმინების "არაკეთილსინდისიერების" (ფრანგულად mauvaise foi ახლა შეცლილი ტერმინით manquement délibéré ანუ “განზრახ უგულვებელყოფა”) და "თვალთმაქცობა" (manoeuvres frauduleuses) არსი, იწვევდნენ რა ეს უკანასკნელნი ჯარიმების განსხვავებულ განაკვეთებს. არსებობდა არაერთი მაგალითი თუ როგორ შემცირდა ან გაუქმდა ჯარიმის ოდენობა კეთილი ნების არარსებობის გამო, და ეს მიუხედავად იმისა შეიცვალა თუ არა დაკისრებული გადასახადი. მაშინ როდესაც საქმე ეხება ზოგადი საგადასახადო კოდექსის მიხედვით ხელოვნების ნიმუშებზე დაკისრებული გადასახადის დარღვევებს, რთული განსასაზღვრი გახლდათ თუ რომელ მიდგომას აირჩევდა სასამართლო, ფაქტებისადმი მკაცრად ობიექტურ მიდგომას თუ გაითვალისწიებდა კონკრეტულ გარემოებებში არსებულ შეცდომებს.მოცემულ შემთხვევაში მთავრობამ მიიჩნია, რომ ის ფაქტი, რომ სასამართლოს არ გააჩნდა უფლებამოსილება შეეცვალა ზოგადი საგადასახადო კოდექსის ყოფილი 1770 octies მუხლით დაკისრებული ჯარიმა, არ წარმოადგენდა საქმის სამართლიანად განხილვის უფლებისა თუ სასამართლოზე წვდომის უფლების დარღვევას კონვენციის 6.1 მუხლის მიხედვით. პირველ რიგში, მათ აღნიშნეს, რომ კანონი თავადვე მიუთითებდა, რომ სანქციები სამართალდარღვევის პროპორციული უნდა ყოფილიყო და ჯარიმა წარმოადგენდა გადაუხდელი გადასახადის გარკვეულ პროცენტს, ასევე მისი ოდენობა შედარებით საშუალო სიმძიმისა გახლდათ და შემცირებულ იქნა გადაუხდელი ოდენობის 100%-დან 25%-მდე 2005 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით. მოცემული შემცირება გავრცელდა მომჩივან კომპანიაზე სამართალწარმოების დროს. მთავრობამ აღნიშნა: - სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მოცემული მიდგომა აკმაყოფილებდა კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მოახდინა საქმის Malige v. France judgment (23 სექტემბერი 1998, § 49, Reports of Judgments and Decisions 1998‑VII), და კომისიის განჩინება საქმეზე Taddei v. France (no. 36118/97, 29 ივნისი 1998, Decisions and Reports (DR) 94, გვ. 108) ციტირება. მთავრობამ დასძინა: - მოცემულ შემთხვევაში Conseil d’Etat დაეფუძნა ზემოთციტირებულ Malige გადაწყვეტილებას როდესაც ჯარიმის, რომელიც გახლდათ ხელოვნების ნიმუშზე არსებულ გადასახადზე დაკისრებადი ერთადერთი სანქცია, პროპორციულობის შეფასების შემდეგ დაასკვნა, რომ მე-6 მუხლი არ დარღვეულა. ამ მხრივ მთავრობამ მოიხმო მართვის მოწმობაზე ქულების სისტემა, რომლის დროსაც საგზაო მოძრაობის კოდექსის ყოველი დარღვევისას მძღოლი კარგავს ქულების გარკვეულ რაოდენობას.მთავრობა დავობდა, რომ ჯარიმის შემდგომი შეუმცირებლობა გამართლებული გახლდათ სასჯელის ბუნებით, რადგანაც არ არსებობდა არანაირი გონივრული გამამართლებელი საფუძველი თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გადახდილი გადასახადი. განსაკუთრებით მოცემულ საქმეში, პირი, რომელსაც უნდა გადაეხადა გადასახადი (გამყიდველი) არ გახლდათ ის პირი, რომელმაც გასწია კანონით განსაზღვრული ხარჯი (მყიდველი), შედეგად, ხაზინისათვის ამოღებული გადასახადის გადაუხდელობა წარმოადგენდა არაჯეროვან პიროვნულ სარგებელს.მთავრობამ განმარტა, რომ ზოგადად, ფისკალურ საკითხებზე ადმინისტრაციული ჯარიმების სისტემა დაკავშირებული გახლდათ დიდი ოდენობით ინდივიდუალური საქმეების განხილვასთან და ხასიათდებოდა შედარებით მარტივი მასშტაბებით საქმეების რაოდენობისა და მათი დროული და ერთგვაროვანი განიხილვის საჭიროების გამო. მართვის მოწმობის ქულების სისტემა, რომელიც სასამართლომ მოიხმო Malige გადაწყვეტილებაში, რომლის დროსაც წინასწარგანსაზღვრული ქულების ოდენობა აკლდებოდა მძღოლს ყოველი სამართალდარღვევის დროს ხვდებოდა იმავე კატეგორიაში. ფისკალური ჯარიმების შემთხვევაში კანონი ზოგადად აწესებს ყოველი სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სხვადასხვა განაკვეთების მცირე მასშტაბებს ან მხოლოდ ერთ განაკვეთს. ვითარება განსხვავებულია დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ეკონომიკის სფეროში არსებული სანქციების შეფარდებისას, სადაც "დეკრიმინალიზაციის" ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილი აქვს ხოლმე იშვიათ, მაგრამ სამაგალითო ხასიათის რეპრესიასა და წესებს, რომელიც ადგენენ დიდი ოდენობის მაქსიმალურ ჯარიმებს მათი შემცირების შესაძლებლობით.მთავრობამ ასევე მიუთითა:_ იმის მტკიცება, რომ კონვენციის 6.1 მუხლი მოიცავს ზოგად ვალდებულებას მოახდინოს ყველა ადმინისტრაციული სასჯელის ინდივიდუალზება, რომელთა შორისაც ფისკალური ჯარიმები მხოლოდ ერთ კატეგორიას წარმოადგენს, სცდება მოცემული მუხლის მიზანს - სასამართლოებმა ეფექტიანად აწარმოონ საქმეთა განხილვა და გამოიწვევს შორსმავალ შედეგებს უამრავ ადმინისტრაციულ სანქციასთან მიმართებაში.მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სასამართლოები, რომლებიც განიხილავდნენ ხელისუფლების ორგანოების მიერ ზოგადი საგადასახადო კოდექსის 1770 octies მუხლის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმებს, Conseil d’Etat-ს მიერ ფართოდ გამოყენებული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით სხვა ვერაფრად მიიჩნეოდნენ თუ არა სრული იურისდიქციის მქონე მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებად. საფრანგეთის კანონმდებლობით საგადასახადო სასამართლოები გახლდნენ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები სრული იურისდიქციით, რაც გულისხმობს რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განიხილონ არამარტო ფაქტები არამედ სამართალიც, და რომ გააჩნიათ უფლებამოსილება გააუქმონ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებანი, ისევე როგორც განსაზღვრონ გადასახადის ოდენობა და კანონის ფარგლებში დადგენილი ან მის მიერ დაურეგულირებელი სასჯელი. როდესაც საქმე ეხება ჯარიმას, სასამართლოები ამოწმებენ სამართალდარღვევის არსებობას და შემდეგ ან უცვლელად ტოვებენ ჯარიმას, სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში, ან აუქმებენ მას, სამართალდარღვევის არარსებობისას. მათ ასევე შეუძლიათ განსაზღვრონ უფრო დაბალი განაკვეთი, თუკი საჭროდ მიიჩნევენ ამას (მაგალითად არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში დადგენილი ჯარიმისას) ან გარკვეული პირობების დაკმაყოფილებისას, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაეთანხმონ და შეცვალონ ერთი ჯარიმა მეორეთი.იმ შემთხვევაში როდესაც ხდება ერთი განაკვეთის დადგენა, მსგავსად მოცემული საქმისა, სასამრთლოს აქვს არჩევანი უცვლელი დატოვოს ჯარიმა ან გააუქმოს იგი მას შემდეგ რაც სრულად შეისწავლის ფაქტებსა და სამართალდარღვევის ელემენტებს. განსხვავებით Schmautzer v. Austria საქმისა (23 ოქტომბერი 1995, Series A no. 328‑A), სადაც სასამართლომ დაადგინა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა ავსტრიის სასამართლოების მიერ საქმის განხილვის შეზღუდული უფლებამოსილების გამო, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მოცემულ საქმეში აპელაცია აძლევდა სასამართლოს საშუალებას საკუთარი შეფასებით ჩაენაცვლებინა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ თუ რამდენად ამართლებდა ფაქტები კანონით დადგენილ სასჯელს. მთავრობა დავობდა, რომ ჯარიმის ოდენობის შეცვლის უფლებამოსილების ფლობის გარეშეც, სასამართლოს ნამდვილად გააჩნდა "სრული იურისდიქცია" სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად და რომ მომჩივანი კომპანიის უფლება საქმის სამართლიან განხილვაზე პატივდებული გახლდათ მოცემულ საქმეში.
2. სასამართლოს შეფასებასასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სისტემა არ არის კონვენციის 6.1 მუხლთან შეუსაბამო თუკი იგი აძლევს გადასახადის გადამხდელს საშუალებას გაასაჩივროს მასზე ზეგავლენის მქონე გადაწყვეტილება იმ სასამართლოს წინაშე, რომელიც გახლავთ მოცემული დებულების დამცველი (იხ.Bendenoun v. France, 24 February 1994, § 46, Series A no. 28, and Silvester’s Horeca Service v. Belgium, no. 47650/99, § 25, 4 March 2004).კონვენციის 6.1 მუხლის პატივისცემა გულისხმობს შემდეგს- ადმინისტრაიული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი, რომელით თავისთავად არ აკმაყოფილებს კონვენციის 6.1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს უნდა ექვემდებარებოდეს სრული იურისდიქციის მქონე მართლმსაჯულების ორგანოს კონტროლს (იხ.Schmautzer, ციტირებული ზემოთ, § 34, და the Umlauft, Gradinger, Pramstaller, Palaoro and Pfarrmeier v. Austria გადაწყვეტილებანი 23 ოქტომბერი 1995, Series A nos. 328 A-C და 329 A-C, §§ 37, 42, 39, 41 და 38). სრული იურისდიქციის მქონე მართლმსაჯულების ორგანო ხასიათდება უფლებამოსილებით გააუქმოს ყველა ასპექტით, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი კუთხით, მის ქვემოთ მდგომი ორგანოს გადაწყვეტილება. მას უნდა გააჩნდეს იურისდიქცია განიხილოს მის წინაშე წარმოდგენილი დავის ფარგლებში ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხი (იხ.Chevrol v. France, no. 49636/99, § 77, ECHR 2003-III; Silvester’s Horeca Service, ციტირებული ზემოთ, § 27; და A. Menarini Diagnostics S.r.l. v. Italy, no. 43509/08, § 59, 27 სექტემბერი 2011).სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მომჩივან კომპანიას ჰქონდა საშუალება შეეტანა განაცხადი ადმინისტრაციულ სასამართლოში და მოეთხოვა დამატებითი გადასახადისა და ჯარიმებისაგან გათავისუფლება, შემდეგ გაესაჩივრებინა ადმინისტრაციულ სააპელაციო სასამართლოში და ბოლოს შეეტანა სააპელაციო საჩივარი იურიდიულ საკითხებზე Conseil d’Etat-ში. მოცემულ ადმინისტრაციულ სასამართლოს ჰქონდა ფართო უფლებამოსილებანი და სარგებლობდა სრული იურისდიქციით მოცემულ საქმეში რათა შეეფასებინა ფაქტობრივი და იურიდიული ყველა ელემენტი და შეეძლო არამარტო გაეუქმებინა ან ძალაში დაეტოვებინა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, არამედ შეეცვალა ან ჩაენაცვლებინა იგი საკუთარი გადაწყვეტილებით და გამოეტანა გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარეების უფლებებთან დაკავშირებით; ფისკალურ საკითხებში მას შეეძლო გაეთავისუფლებინა გადასახადის გადამხდელი სადავო გადასახადებისა და ჯარიმებისაგან ან შეეცვალა მათი ოდენობა კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო ჯარიმებთან დაკავშირებით, შეეძლო შეემცირებინა განაკვეთი შესაბამისი იურიდიული დებულებების ფარგლებში (იხ. პარაგრაფები 29 და 30 ზემოთ; განსხვავებისათვის იხ. საქმე Silvester’s Horeca Service, ციტირებული ზემოთ, § 28).შესაბამისად, მომჩივანმა კომპანიამ შეძლო ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოებისადმი - ორივე სასამართლო აკმაყოფილებს კონვენციის 6.1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - წარედგინა ყველა ფაქტობრივი და იურიდიული არგუმენტები, რომელიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა განაცხადის წარდგენისას, რომლითაც ითხოვდა გადასინჯული საგადასახადო შეფასებისა და მასთან დაკავშირებული ჯარიმებისაგან გათავისუფლებას (cf., mutatis mutandis, Malige, ციტირებული ზემოთ, § 48), მათ შორის, გაასაჩივრა გადასახადის შესაბამისობა კავშირის კანონმდებლობასთან და განიხილა ის საფუძველი რომლის მიხედვითაც მოხდა გადასახადის გამოთვლა; ეს უკანასკნელი შემცირებბულ იქნა ადმინსიტრაციული სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ).მომჩივანი კომპანია ჩიოდა, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოებს არ გააჩნდათ უფლებამოსილება შეეცვალათ ფისკალური ჯარიმა ამ მხრივ სამართლებრივი დებულების არარსებობის პირობებში.სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თავად კანონი, გარკვეულწილად, ჯარიმას უსადაგებს გადასახადის გადამხდელის ქმედების სიმძიმეს, გამოხატავს რა მას გადაუხდელი გადასახადის პროცენტულობით და რომლის გამოთვლის შესაძლებლობაც ჰქონდა მომჩვან კომპანიას წინამდებარე საქმეში (cf., mutatis mutandis, Valico S.r.l. v. Italy (dec.), no. 70074/01, ECHR 2006‑III). სასამართლო ამასთანავე იზიარებს მთავრობის არგუმენტს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, ფისკალური ზომების საკმარისი ეფექტიანობისათვის სპეციალური საჭიროებების შესახებ და მიუთითებს, რომ კონვენციის მიზნებისათვის ამგვარი საქმეები განსხვავდება სისხლის სამართლისაგან (cf., mutatis mutandis, Jussila v. Finland [GC], no 73053/01, § 43, ECHR 2006‑XIII). დაბოლოს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის განაკვეთი, 2005 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით განსაზღვრული 25%, არ არის არაპროპორციული (იხ.Malige, ციტირებული ზემოთ, § 49; განსხვავებით, mutatis mutandis, Mamidakis v. Greece, no. 35533/04, § 48, 11 იანვარი 2007, და Grifhorst v. France, no. 28336/02, § 105, 26 თებერვალი 2009).შესაბამისად, თვითნებობის არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევას.
...
აღნიშნულის გათვალსწინებით, სასამართლო, ერთხმად
...
2. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურად და გაცხადებულია წერილობით 2012 წლის 7 ივნისს სასამართლო რეგლმენტის 77 §§ 2 და 3 მუხლის საფუძველზე.
სტეფან ფილიპსიდინ სპილმანი
სასამართლო გამწესრიგებელიპრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy