დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №168
ნოემბერი 2013
სეფილი თურქეთის წინააღმდეგ - 17711/07
გადაწყვეტილება 12.11.2013 [II სექცია]
მუხლი 6
სისხლის სამართალწარმოება
მუხლი 6-1
სამართლიანი განხილვა
მხარეთა თანასწორობა
უკანონო საიდუმლო ოპერაციის კონტექსტში წაქეზების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება: დარღვევა
ფაქტები: – საქმის ფაქტები მხარეებს შორის სადაო გახდა. ოფიციალური ჩანაწერების თანახმად, 2005 წელს საიდუმლო პოლიციის ორი ოფიცერი მობილურით დაუკავშირდა მომჩივანს ჰეროინის საყიდლად. შეთანხმებულ ადგილას შეხვედრის შემდეგ, ოფიცრებმა შეიძინეს ჰეროინი და ამის შემდგომ დაუყოვნებლივ დააკავეს მომჩივანი. მომჩივნის თანახმად, მას არ მიუყიდია მათთვის ჰეროინი და პოლიციის ოფიცრებმა ჰეროინი მხოლოდ მისი ჩხრეკის შემდეგ იპოვეს. 2006 წელს ადგილობრივმა სასამართლომ მომჩივანი ნარკო-ტრეფიკინგში დამნაშავედ ცნო და მას 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება.
სამართალი – მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი: სასამართლო იხსენებს, რომ სანამ საიდუმლო აგენტების გამოყენება შეწყნარებულია იმ პირობით, რომ ის იყო აშკარა შეზღუდვისა და დაცვის სუბიექტი, საჯარო ინტერესი ვერ გაამართლებდა პოლიციის წაქეზების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებას, რადგან ეს ბრალდებულს უდავოდ დააყენებდა დასაწყისშივე სამართლიანი განხილვის ჩამორთმევის რისკის წინაშე. მომჩივნის საქმეში, პოლიციას არ შეუზღუდია თავი კრიმინალური საქმიანობის გამოძიებაში არსებითად პასიური მოქმედებით, მაგრამ მომჩივანზე ისეთი ზეგავლენა მოახდინა, რომ წააქეზა დანაშაულის ჩადენაზე, რასაც იგი სხვაგვარად არ ჩაიდენდა. ამგვარად, პოლიციის მოქმედება შეიცავდა დანაშაულის ჩადენის წაქეზებას. უფრო მეტიც, პოლიციამ მომჩივნის დაკავების ოპერაცია შეასრულა თავისი ნებით, და არა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საიდუმლო აგენტების დანიშვნის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმის საწინააღმდეგოდ და სასამართლოს მეთვალყურეობის გარეშე. რაც შეეხება მომჩივნის გასამართლების სისხლის სამართალწარმოებას, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ოპერაციის უკანონობასთან და პოლიციის წაქეზების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებულ მომჩივნის არაერთ პროტესტს. მან ასევე მხედველობაში ვერ მიიღო ძირითადი მტკიცებულება, მომჩივნის დაკავებამდე მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერის მოსმენაზე უარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს შეეძლო დაემტკიცებინა, რომ პოლიციას ფაქტიურად არ უცდია მისგან ჰეროინის ყიდვა. უფრო მეტიც, სასამართლოს არ უცდია დაედგინა პოლიციის ოპერაციის მიზეზები ან განესაზღვრა, იქცეოდნენ თუ არა პოლიციის ოფიცრები შიდა სამართლის დაცვით. რელევანტური და სამართლებრივი ელემენტების ანალიზის ვერ გაკეთება, რომელიც დაეხმარებოდა იმის დადგენაში იყო თუ არა წაქეზება, კერძოდ, იმ ფაქტთან მიმართებით, რომ პოლიციის ჩარევა არ შეესაბამებოდა შიდა სამართალს, მომჩივნის სასამართლო პროცესს ართმევდა აუცილებელ სამართლიანობას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: არამატერიალურ ზიანთან მიმართებით 4, 000 ევრო: მატერიალურ ზიანთან დაკავშირებულ მოთხოვნას უარი ეთქვა.
(იხილე ასევე Khudobin v. Russia, 59696/00, 2006 წლის 26 ოქტომბერი, საინფორმაციო ბროშურა 90)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy