© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ
(საჩივარი N.14939/03)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
10 თებერვალი 2009
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა,
შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჟან-პოლ კოსტა, პრეზიდენტი
ნიკოლას ბრატცა,
ფრანსუაზ ტულკენს,
ჯოზეფ კასადევალ,
კორნელიუ ბირსან,
კარელ იუნგვირთ,
ელიზაბეტ შტაინერ,
ანატოლი კოვლერ,
სტანისლავ პავლოვსკი,
ეხბერტ მაიერ,
დრაგოლიუბ პოპოვიჩ,
იზაბელ ბერო-ლეფევრ,
პაივი ჰირველა,
გიორგიო მალინვერნი,
ლუის ლოპეს გერა,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ, მოსამართლეები,
და ბემაიკლ ობოილი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2008 წლის 26 მარტსა და 2009 წლის 21 იანვარს განმარტოებით ითათბირა,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 14939/03) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც 2003 წლის 22 აპრილს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოში შეიტანა ბატონმა სერგეი ალექსანდრეს ძე ზოლოტუხინმა ("მომჩივანი").
2.მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი ფ. ლიჩისა და ბ-ნი კ. კოროტიევის მიერ, ადვოკატები " European Human Rights Advocacy Centre "-დან.. რუსეთის მთავრობა ("მთავრობა") წარმოადგინა ქ-ნმა ვ. მილინჩუკმა, რუსეთის ყოფილმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
3.მომჩივანი ჩიოდა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევით, იგი ორჯერ იქნა გასამართლებული ერთი და იგივე დანაშაულისათვის.
4.საჩივარი გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (მუხლი 52, ნაწილი 1 სასამართლოს რეგლამენტი). სექციაში, საქმის განმხილველი პალატა (კონვენციის მუხლი 27§1) განისაზღვრა სასამართლო რეგლამენტის 26§1 მუხლის მიხედვით.
5.2005 წლის 8 სექტემბერს, სექციის პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: ქრისტოს როზაკის, პეერ ლორენსენ, სნეჟანა ბუტუჩაროვა, ანატოლი კოვლერ, ხალნარ ჰაჯიევ და სვერე ერიკ იებენს, აგრეთვე სიორენ ნიელსენ, სასამართლო გამწესრიგებელი, საჩივარი ნაწილობრივ მისაღებად ჩათვალა.
6.2007 წლის 7 ივნისს, მოცემული სექციის პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: ქრისტოს როზაკის, ლუკის ლუკაიდეს, ნინა ვაჯიჩ, ანატოლი კოვლერ, ხალნარ ჰაჯიევ, დინ სპიელმან და სვერე ერიკ იებენს, ისევე როგორც სიორენ ნიელსენმა, სასამართლო განმწესრიგებელმა, ერთხმად დაადგინა რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას და მომჩივანს მიაკუთვნა კომპენსაცია მორალური ზიანისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებისათვის.
7.2007 წლის 5 სექტემბერს მთავრობამ კონვენციის 43-ე და რეგლამენტის 73-ე მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. დიდი პალატის კოლეგიამ მოთხოვნა დააკმაყოფილა 2007 წლის 12 ნოემბერს.
8.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის საფუძველზე.
9.მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებანი საქმის არსებითი მხარის შესახებ. დამატებით მიღებულ იქნა მესამე მხარის კომენტარები პარიზის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ტრენინგის ინსტიტუტიდან, რომელსაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძელზე მიეცა უფლება ჩართულიყო წერილობით პროცედურაში (კონვენციის მუხლი 36, ნაწილი 2 და რეგლამენტის მუხლი 44, ნაწილი 2).
10.საქმის მოსმენა (სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 59, ნაწილი 3) შედგა საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 26 მარტს.
სასამართოს წინაშე წარდგნენ:
(ა)მთავრობის მხარეს
ქ-ნი ვ. მილინჩუკი,რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
ქ-ნი ი. მაიკე,წარმომადგენელი ქ-ნი ი. ციმბალოვა, მრჩეველები
(ბ)მომჩივნის მხარეს
ბ-ნი ფ. ლიჩი,ადვოკატი
ბ-ნი კ. კოროტიევი,მრჩეველი
სასამართლომ მოუსმინა ბ-ნი ლიჩის, ბ-ნი კოროტიევისა და ქ-ნი მილინჩუკის გამოსვლებს.
ფაქტები
I.საქმის გარემოებანი
11.მომჩივანი დაიბადა 1966 წელს და ცხოვრობს ვორონეჟში.
ა. 2002 წლის 4 იანვრის მოვლენები
12.მხარეების მიერ საქმის შესაბამის დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები მოცემულ დღეს შემდეგგვარად განვითარდა.
13.2002 წლის 4 იანვრის დილას მომჩივანი წაიყვანეს ვორონეჟის ლენინის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის მე-9 განყოფილებაში ("პოლიციის განყოფილება") რათა დაედგინათ, თუ როგორ მოახერხა მომჩივანმა მისი მეგობარი გოგონას, ქ-ნი პ.-ს შეყვანა დახურულ სამხედრო დანაყოფში.
14.პოლიციის განყოფილებში მომჩივანი ჯერ საპასპორტო განყოფილების ოთახში იყო განთავსებული. იგი ნასვამი გახლდათ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა საპასპორტო განყოფილების თანამშრომელს ქ-ნ ი.-ს და საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის უფროსს კაპიტან ს.-ს. მომჩივანმა ყურადღება არ მიაქცია მის მიმართ გაცემულ შენიშვნებსა და გაფრთხილებებს. მას შემდეგ რაც მან კაპიტან ს.-ს ხელი ჰკრა და ეცადა დაეტოვებინა ტერიტორია, მას ხელბორკილები დაადეს. პოლიციის ოფიცრებმა ჩათვალეს, რომ მომჩივნის ქცევა წარმოადგენდა ადმინისტრციულ სამართალდარღვევას წვრილმანი ხულიგნობის სახით.
15.მომჩივანი შეიყვანეს პოლიციის განყოფილების უფროსის, მაიორ კ.-ს კაბინეტში. მაიორმა კ.-მ შეადგინა მოხსენება, სადაც მომჩივნის უწესო ქცევას შემდეგგვარად აღწერა:
"წინამდებარე მოხსენება შედგენილია ვორონეჟის-45, პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსის მაიორ კ.-ს მიერ, რათა აღწეროს, რომ 2002 წლის 4 იანვარს, დილის 9.45-ზე ბ-ნი ზოლოტუხინი - რომელიც პოლიციის მე-9 განყოფილებაში მოყვანილ იქნა ქ-ნ პ.-სთან ერთად, რომელიც მან უკანონოდ შემოიყვანა დახურულ სამხედრო ზონაში - უცენზუროდ მიმართავდა მილიციის თანამშრომლებსა და უფროსს (შემდეგ გაურკვეველია), არ რეაგირებდა შენიშვნებზე, იგნორირებას უწევდა მილიციის თანამშრომლების მოთხოვნებს მასზედ, რომ შეეწყვიტა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებიდან გაქცევის მცდელობა და შედეგად მას დაადეს ხელბორკილები. მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გათვალისწინებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის რუსეთის ფედერციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე და 165 მუხლების მიერ."
16.კაპიტანი ს. და ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ნ. ესწრებოდნენ მაიორ კ.-ს მიერ მოხსენების დაწერას. მომჩივანმა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა მაიორ კ.-ს და დაემუქრა ფიზიკური ძალადობით. იგი ისევ ეცადა დაეტოვებინა ტერიტორია და ამოაყირავა სკამი.
17.მოხსენების შედგენის შემდეგ მომჩივანი ჩასვას მანქანაში რათა წაეყვანათ ვორონეჟის რაიონის შსს გრიბანოვსკის განყოფილებში (რეგიონული პოლიციის განყოფილება). იმავე მანქანაში ისხდნენ მძღოლი ბ-ნი ლ., მაიორი კ., ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ნ., და ქ-ნი პ. გზად მომჩივანი განაგრძობდა მაიორ კ.-ს გინებას და ემუქრებოდა მოკვლით იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ დაიწყებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
ბ. მომჩივნის ადმინისტრაციული მსჯავრდება
18.2002 წლის 4 იანვარს გრიბანოვსკის საოლქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის დარღვევაში შემდეგი ფაქტების საფუძველზე:
"ზოლოტუხინი საჯაროდ იგინებოდა და რეაქცია არ ჰქონდა მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე."
19.მომჩივანს მიესაჯა სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. გადაწყვეტილება აღნიშნავდა, რომ არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას და უმალვე შედიოდა ძალაში.
გ. სისხლისსამართლებრივი დევნა მომჩივნის წინააღმდეგ
20.2002 წლის 23 იანვარს მომჩივნის წინააღმდეგ გაიხსნა სისხლის სამართლის საქმე. იგი ეჭვმიტანილი გახლდათ 2002 წლის 4 იანვარს პოლიციის განყოფილებაში "უწესო მოქმედებების, მათ შორის საჯარო წესრიგის დარღვევის აღმომფხვრელი საჯარო მოხელეებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში " - დანაშაული, რომელიც ისჯებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტით. მეორე დღეს მომჩივანი დააკავეს. 2002 წლის 1 თებერვალს მომჩივნის წინაამდეგ დაიწყო დამატებით ორი ახალი საქმის წარმოება სხვა ბრალდებით.
21.2002 წლის 5 აპრილს მომჩივანს წარედგინა ბრალი. მის წინააღმდეგ ბრალდების შესაბამისი ნაწილები აღნიშნავდა შემდეგს:
"2002 წლის 4 იანვრის დილას ბ-ნი ზოლოტუხინი მიიყვანეს ვორონეჟის ლენინის ოქლის პოლიციის მე-9 განყოფილებაში რათა დაედგინათ ის გარემოებანი, რომელშიც მისი ნაცნობი, ქ-ნი პ. შევიდა დახურული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ვორონეჟ-45. პოლიციის მე-9 განყოფილების საპასპორტო სამსახურის კაბინეტში ბ-ნმა ზოლოტუხინმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გახლდათ, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, გამოხატავდა რა აშკარად უპატივცემულო დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ და ხმამაღლა იყენებდა უცენზურო გამონათქვამებს საპასპორტო სამსახურის დამსწრე თანამშრომლების მიმართ, კერძოდ კი სამხედრო დანაყოფის 25852 თანამშრომლის ქ-ნი ი.-ს და პოლიციის მე-9 განყოფილების საგზაო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კაპიტან ს.-ის მიმართ. ამ უკანასკნელს იგი, როგორც სამსახურეობირივი მოვალეობის შემსრულებელი პოლიციის ოფიცერი, დაემუქრა ფიზიკური ანგარიშწორებით. ბ-ნმა ა. ზოლოტუხინმა არ უპასუხა კაპიტან ს.-ის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა საჯარო წესრიგის დარღვევა; იგი ეცადა დაეტოვებინა საპასპორტო სამსახურის ტერიტორია, აქტიურად უწევდა წინააღმდეგობას მისი ქმედებების აღკვეთის მცდელობებს, არ ემორჩილებოდა კაპიტან ს.-ს, ხელი ჰკრა და მოშორდა მას და ხელს უშლიდა საპასპორტო სამსახურს ნორმალურ მუშაობაში.
შედეგად, ბ-ნ ზოლოტუხინმა საკუთარი განზრახი მოქმედებით ჩაიდინა ხულიგნობა, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა გამოხატული საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობით და დაკავშირებული ხელისუფლების წარმომადგენლების ან იმ სხვა პირის მიმართ ძალადობის მუქარით, რომელიც იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნული ქმედებები წარმოდგენს სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულს.
მისი უწესო საქციელის შედეგად, ბ-ნი ზოლოტუხინი წაიყვანეს ვორონეჟის ლენინის ოლქის პოლიციის მე-9 განყოფილების პოლიციის უფროსის, მაიორ კ.-ს კაბინეტში, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, რათა დასწრებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მოხსენების შედგენას კ-ს მიერ. ამ უკანასკნელმა, მისი ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, დაიწყო ბ-ნი ზოლოტუხინის ქმედებების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ანგარიშის შედგენა რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე. ბ-მა ზოლოტუხინმა, შენიშნა რა, რომ მის წინააღმდეგ დგებოდა ადმინისტრაციული სამრთალდარღვევის ოქმი, დაიწყო კ.-ს საჯარო შეურაცყოფა და მისი, როგორც პოლიციის ოფიცრის მიმართ უცენზურო გამოთქმები. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დამსწრეების - 145254 სამხედრო ერთეულის ასისტენტ ხელმძღვანელის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ნ.-სა და პოლიციის მე-9 განყოფილების საგზაო პოლიციის უფროსის კაპიტან ს.-ის წინაშე, რის შედეგადაც ადგილი ჰქონდა პოლიციის ოფიცრის ღირსების წინააღმდეგ თავდასხმას. ბ-ნი ზოლოტუხინი მიზანმიმართულად უგუვებელყოფდა მაიორ კ.-ს არაერთ თხოვნას შეეწყვიტა საჯარო წესრიგის დარღვევა და შეურაცმყოფელი ქმედება. ამის შემდეგ ბ-ნი ზოლოტუხინი ეცადა დაეტოვებინა შენობა პოლიციის განყოფილების უფრის ნებართვის გარეშე და გადაატრიალა სკამი, განაგრძობდა რა მაიორ კ.-ს შეურაცყოფასა და მის მიმართ ფიზიკური ანგრიშსწორების მუქარას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-ნი ზოლოტუხინმა მიზანმიმართულად და საჯაროდ მიაყენა შეურაცყოფა საჯარო მოხელეს მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ანუ, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ბ-ნი ზოლოტუხინის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, იგი და ქ-ნი პ. ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც ისინი უნდა წაეყვანა გრიბანოვსკის პოლიციის განყოფილებაში, ვორონეჟის რაიონში. ავტომობილში ქ-ნი პ.-ს, 145254 სამხედრო ერთეულის ასისტენტ ხელმძღვანელის ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ნ.-ს და მძღოლ ლ.-ს თანდასწრებით ბ-ნი ზოლოტუხინი განაგრძობდა მაიორ კ.-ს, რომელიც ასრულება სამსახურეობრივ მოვალეობას, ღირსებაზე მიზანმიმართულ თავდასხმას და შეურაცყოფას აყენებდა საჯაროდ; ამის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების გახსნის გამო, იგი საჯაროდ დაემუქრა პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსს, მაიორ კ.-ს ძალადობრივად სიცოცხლის მოსპობით.
შედეგად, განზრახი ქმედებით, ბ-ნი ზოლოტუხინი დაემუქრა ძალის გამოყენებით საჯარო მოხელეს ამ უკანასკნელს მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ანუ, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
22.2002 წლის 2 დეკემბერს გრიბანოვსკის საოლქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით საოლქო სასამართლომ მომჩივანი უდანაშაულოდ სცნო შემდეგი მიზეზების გამო:
"2002 წლის 4 იანვრის დილას პოლიციის მე-9 განყოფილებაში მომჩივანი, ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ, აგინებდა ... ქ-ნ ი.ს და ბ-ნ ს.-ს, ემუქრებოდა რა ამ უკანასკნელს მოკვლით. იგი უარს აცხადებდა დამორჩილებოდა კაპიტან ს.-ის კანონიერ მოთხოვნას..., აგრესიულად იქცეოდა, ხელი ჰკრა ს.-ს და ეცადა დაეტოვებინა ტერიტორია. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვის შედეგად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მომჩივნის ბრალს. 2002 წლის 4 იანვარს მომჩივანი დაექვემდებარა სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას იგივე ქმედებებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 158-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს არც გაუსაჩივრებია და არც გადადება მოითხოვია სასამართლოს გადაწყვეტილებისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მოქმედებებში არ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის მოცემულობა 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტის საფუძველზე და შესაბამისად ხსნის აღნიშნულ ბრალს."
23.საოლქო სასამართლომ ამასთანავე დაადგინა მომჩივნის ბრალი სახელმწიფო მოსამსახურისადმი შეურაცყოფის მიყენების გამო სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის საფუძველზე. მან მიიჩნია, რომ მომჩივანი აგინებდა მაიორ კ.-ს და ემუქრებოდა მას მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა ოქმს 158-ე და 165-ე მუხლებზე დაყრდნობით პოლიციის განყოფილებაში. მაიორ კ.-ს ჩვენებები გამყარებულ იქნა კაპიტან ს.-ის, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ნ.-ისა და ქ-ნ ი.-ს მიერ, რომლებიც ყველანი ესწრებოდნენ მომხდარს კ.-ს ოფისში.
24.საბოლოოდ, საოლქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო ძალადობის მუქარაში, ჩადენილი საჯარო მოხელის წინააღმდეგ, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლი 1 ნაწილით. მაიორ კ.-ს, ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ნ.-ისა და მომჩივნის მეგობარი გოგონას ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ რაც მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მომჩივანი და მისი მეგობარი გოგონა წაიყვანეს ავტომობილით გრიბანოვსკის ოლქის პოლიციის განყოფილებაში. ავტომობილში მომჩივანი განაგრძობდა გინებას მაიორი კ.-ს მიმართ. მან მას ასევე მიაფურთხა და თქვა, რომ გათავისუფლების შემდეგ მოკლავდა მას და მიიმალებოდა. მაიორმა კ.-მ მუქარა რეალურად მიიჩნია, რადგანაც მომჩივანი ხასიათდებოდა ძალადობრივი ქმედებით.
25.2003 წლის 15 აპრილს, ვორონეჟის რაიონულმა სასამართლომ სააპელაციო საჩივარის განხილვისას უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
26.რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით დაუშვებელია "განმეორებითი პასუხისგება ერთი და იგივე დანაშაულისათვის" (მუხლი 50, ნაწილი 1).
27.სისხლის სამართლის კოდექსი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის წინააღმდეგ, თუკი მის მიმართ იგივე ბრადებაზე უკვე არსებობს ძალაში შესული განაჩენი ან საბოლოო გადაწყვეტილება პირის წინააღმდეგ ან თუ მისი მისამართით არსებობს დევნის განმახორციელებელი ორგანოს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი იგივე ბრალდებასთან დაკავშირებით (მუხლი 27, ნაწილი 4 და 5).
28.რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (იმ დროს მოქმედი ვერსია) მიხედვით დადგენილია შემდეგი:
მუხლი 158 - წვრილმანი ხულიგნობა
"წვრილმანი ხულიგნობა, ანუ საჯარო შეკრების ადგილას უშვერი სიტყვების გამოყენება, ძალადობრივი ქმედება სხვათა მიმართ და სხვა მსგავსი ქმედებები, რომელიც არღვევს საჯარო წესრიგსა და მშვიდობას, ისჯება ჯარიმით ხელფასის ათიდან თხუთმეტი თვის ოდენობით ან ერთი ან ორი თვე გამასწორებელი სამუშაოთი, დამატებული დამრღვევის ხელფასის ოცი პროცენტი ან - თუ საქმისა და დამრღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მოცემული ზომები არაადექვატურად იქნება მიჩნეული - თხუთმეტ თვემდე ადმინისტრაციული პატიმრობით."
29.რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის (მაშინ მოქმედი ვერსია) მიხედვით:
მუხლი 213 - ხულიგნობა
1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის ან სხვათა საკუთრების დაზიანების მუქარით, ისჯება ... ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი:
...
(ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი და საჯარო წესრიგის აღმდგენი სხვა პირის მიმართ...
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე."
მუხლი 318 ძალადობის გამოყენება საჯარო მოხელის წინააღმდეგ
1. ძალადობის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მიყენების გარეშე, ან ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარა საჯარო მოხელის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ისჯება ჯარიმით ხელფასის 200 და 500 თვის ოდენობით ... ან სამიდან 6 თვემდე დაკავებით, ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ..."
მუხლი 319 - საჯარო მოხელის შეურაცხყოფა
"საჯარო მოხელის მიმართ, მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, საჯარო შეურაცხყოფის მიყენება ისჯება ჯარიმით ხელფასის 50-დან 100 თვემდე რაოდენობით, ... 120დან 180 საათამდე სავალდებულო შრომით ან 6 თვიდან 1 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი."
30.1978 წლის 27 ივნისის მე-4 რეზოლუციაში (შემდგომი ცვლილებებით) უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული პასუხისგების შემთხვევაში, თუკი მოპასუხის ქმედებები იმდენად სოციალურად საფრთხის მომცველი გახლდათ, რომ ჩათვლილიყო დანაშაულად, მოპასუხის წინააღმეგ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 206 მუხლის საფუძველზე (ჩანაცვლებული რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლით 1997 წლის 1 იანვრის შემდეგ) (§5). 1991 წლის 24 დეკემბრის რეზოლუციაში (შემდგომი ცვლილებებით) უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ფართოდ არ უნდა განმარტონ ხულიგნობის სისხლისსამართლებრივი აკრძალვა, რათა თავიდან იქნას აცილებული წვრილმანი ხულიგნობისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით გასამართლებულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (§20).
III. შესაბამისი და შედარებითი საერთაშორისო სამართალი
ა. გაეროს პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
31.გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილი აღნიშნავს შემდეგს:
" მეორედ გასამართლება ან დასჯა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომლისთვისაც პირი უკვე საბოლოოდ იყო მსჯავრდებული ან გამართლებული თითოეული ქვეყნის კანონის და სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის შესაბამისად."
ბ. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სტატუტი
32.საერთაშორისო სისხის სამართლის სასამართლოს სტატუტის მე-20 მუხლის მიხედვით:
1. გარდა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშებელია სასამართლომ გაასამართლოს პირი იმ ქმედებისათვის, რომელიც ქმნიდა იმ დანაშაულის შემადგენლობის საფუძველს, რომლისთვისაც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ეს პირი ან გაამართლა იგი.
2. დაუშვებელია პირი გაასამართლოს სხვა სასამართლომ მე-5 მუხლში მითითებული იმ დანაშაულის გამო, რომლისთვისაც სასამართლომ ეს პირი დამნაშავედ ცნო ან გაამართლა.
3. დაუშვებელია მე-6, მე-7 ან მე-8 მუხლებით აკრძალული ქმედებისთვის სხვა სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი სასამართლომ გაამართლოს იგივე ქმედებისათვის, თუ წარმოება სხვა სასამართლოში:
(ა) ემსახურებოდა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აღნიშნული პირის დაცვის მიზნებს;
(ბ) სხვა ნიშნების მიხედვით დამოუკიდებლად ან მიუკერძოებლად არ წარიმართა საერთაშორისო სამართლით აღიარებული საპროცესო ნორმების შესაბამისად და განხორციელდა ისეთი სახით, რომელიც, მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუთავსებელი იყო შესაბამისი პირის მართლმსაჯულებისთვის გადაცემის მიზანთან.
გ. ევროპის კავშირი და შენგენის შეთანხმება
33.ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 50-ე მუხლი, რომელიც საზეიმოდ იქნა გაჟღერებული ევროპის პარლამენტის, საბჭოს და კომისიის მიერ სტრასბურგში 2007 წლის 12 დეკემბერს (OJ 14.12.2007, C 303/1), აღნიშნავს შემდეგს:
"არავინ უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული ან განმეორებით დასჯილი იმ სისხლის სამართლისსამართლებრივად დასჯადი დანაშაულის გამო, რომელზეც იგი გამართლებულ იქნა ან მსჯავრი დაეკისრა კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად."
34.1985 წლის 14 ივნისს მიღებული შენგენის შეთანხმების საიმპლემენტაციო კონვენციის ("შშსკ") 54-ე მუხლის მიხედვით:
"პირი, რომელთან მიმართებაშიც გამოტანილ იქნა საბოლოო განაჩენი რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, დაუშვებელია მსჯავრდებულ იქნას სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში იგივე მოქმედებების გამო იმ შემთხვევაში თუკი მას დაეკისრა სასჯელი, რომელიც აღსრულდა, აღსრულების პროცესშია ან ვეღარ აღსრულდება ბრალმდებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით."
35.ევროპის კავშირის სასამართლომ ("ეკს") მიიჩნია, რომ პრინციპი non bis in idem ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია კავშირის კანონმდებლობაში (Limburgse Vinyl Maatschappij NV (LVM) and others v. Commission, C-238/99 P, C-244/99 P, C-245/99 P, C-247/99 P,C - 250/99 P to C-252/99 P & C-254/99, § 59, 15 ოქტომბერი 2002):
"პრინციპი ნონ ბის ინ იდემ, რომელიც გახლავთ კავშირის კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპი, ასახული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის 1 ნაწილში, შეჯიბრებითობისას, თავიდან გვაცილებს ბრალდებულად ცნობას ან სამართალწარმოების ხელმეორედ გახსნას შეჯიბრებითობის საწინააღმდეგო პრინციპებზე დაფუძნებით იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც უკვე მოხდა პირისათვის სასჯელის დაკისრება ან ადგილი ჰქონდა მისი გამართლებას გაუსაჩივრებელ საფუძველზე."
36.კონკურენციის მარეგულირებელი სამართლის სფეროში "ეკს"-მა გამოიყენა შემდგომი მიდგომა ნონ ბის ინ იდემ-ის პრინციპთან შესაბამისობის დასადგენად (Aalborg Portland and others v. Commission, C-204/00P, 205/00P, 211/00P, 213/00P, 217/00P, 219/00P, § 338, 7 იანვარი 2004):
" ne bis in idem პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით, აღნიშნული პრინციპის გამოყენება ექვემდებარება სამ პირობას: ფაქტების დადგენა, დამნაშავის ერთგვაროვნება და დაცული სამართლებრივი ინტერესის არსებობა. მოცემული პრინციპის მიხედვით, მოცემული სამართლებრივი ინტერესის დასაცავად, შესაბამისად, ერთიდაიგივე პირი არ უნდა დაექვემდებაროს სასჯელს ერთ ჯერზე მეტად ერთი უკანონო მოქმედებისათვის."
37."ეკს" სასამართლო პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებში პოლიციასა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის შესახებ ეფუძნება idem-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას (Leopold Henri Van Esbroeck, C-436/04, 9 მარტი 2006):
"27. პირველ რიგში, "შშსკ"-ს 54-ე მუხლის მიხედვით ტერმინი "იგივე მოქმედება" აღნიშნავს, რომ დებულება ეხება მხოლოდ სადავო ქმედების ბუნებას და არა მათ სამართლებრივ კლასიფიკაციას.
28. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მუხლში გამოყენებული პრინციპი განსხვავდება სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში ნახსენები ne bis in idem პრინციპისაგან. განსხვავებით "შშსკ"-ს 54-ე მუხლისა, სამოქალქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლი იყენებენ ტერმინს "დანაშაული", რომელიც გულისხმობს, რომ მოქმედებათა სამართლებრივი კლასიფიკაცია მნიშვნელოვანია მოცემულ ხელშეკრულებებში ნახსენებ ne bis in idem პრინციპის გამოყენების წინაპირობად.
30. მოცემულ მუხლში გაჟღერებული პრინციპი ne bis in idem აუცილებელად გულისხმობს, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ ურთიერთის სისხლის სამართლის სისტემისადმი ნდობა და რომ ყოველი მათგანი აღიარებს სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობას, მაშინაც კი, როდესაც შედეგი განხვავებული იქნებოდა რომ მომხდარიყო მათი ეროვნული კანონმდებლობის გამოყენება ([C-385/01] Gözütok and Brügge [[2003] ECR I-1345], პარაგრაფი 33).
31. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ იგივე მოქმედებების მიუხედავად განსხვავებული სამართლებრივი კლასიფიკაციისა სხვადასხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში აღნიშნული არ წარმოადგენს დაბრკოლებას "შშსკ" 54-ე მუხლის გამოყენების გზაზე.
32. იგივე მიზეზების გამო, დაცული სამართლებრივი ინტერესის ინდენტობის კრიტერიუმი ვერ იქნება გამოყენებული, რადგან დიდია ალბათობა ეს უკანასკნელი განსხვავდებოდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიხედვით.
33. ზემოთმოცემული დასკვნა მყარდება "შშსკ" 54-ე მუხლით, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ ადგილი არ ჰქონდეს არც ერთი პირის მსჯავრდებას იგივე მოქმედებისათვის რამდენიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, იმის გათვალისწინებით, რომ პირმა ისარგებლა გადაადგილების თავისუფლებით (Gözütok and Brügge, პარაგრაფი 38, და Case C-469/03 Miraglia [2005] ECHR I-2009პარაგრაფი 32).
34. რაც შეეხება სასამართლოს გენერალური ადვოკატის მოსაზრებას, ასახულს დასკვნის 45-ე პუნქტში, უფლება გადაადგილების თავისუფლებაზე ეფექტურად არის გარანტირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედების ჩამდენმა იცის, რომ მსჯავრებისა და სასჯელის მოხდის ან წევრ სახელმწიფოს საბოლოო განაჩენით გამართლების შემდეგ, იგი უფლებამოსილია იმოგზაუროს შენგენის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოში პასუხისგების შიშის გარეშე, რადგანაც წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივი სისტემები მოცემულ ქმედებას არ განიხილავენ განსხვავვებულ დანაშაულად.
35. იმის გამო, რომ არ არსებობს ეროვნულ სისხლის სამართლის კანონმდებლობებს შორის ჰარმონიზაცია, მოქმედებათა ან დაცულ სამართლებრივ ინტერესთა სამართლებრივი კლასიფიკაციის კრიტერიუმმა შესაძლებელია შექმას მრავალი ბარიერი შეგენის ტერიტორიზე გადაადგილების თავისუფლების წინააღმდეგ, რადგანაც ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს საკუთარი სისხლისსამართლებრივი სისტემა აქვს.
36. მოცემულ გარემოებებში, "შშსკ" 54-ე მუხლის გამოყენების ერთადერთი შესაბამისი კრიტერიუმი არის ჩადენილ მოქმედებათა რაობა, გააზრებული ურთიერთდაკავშირებულ გარკვეულ გარემოებათა არსებობის ფონზე.
...
38. ამ მხრივ გადამწყვეტი შეფასების უფლებამოსილება განეკუთვნება ... კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოებს, რომლებსაც აკისრიათ ვალდებულება განსაზღვრონ თუ რამდენად წარმოადგენს კონკრეტული მოქმედებანი იმ ფაქტებს, რომლებიც განუყოფლად არიან ურთიერთდკავშირებული დროში, სივრცესა და საგანში."
38."ეკს"-მ დაადასტურა და განავითარა მოცემული მიდგომა ბოლოდროინდელ საქმეში, რომელიც ეხბოდა non bis in idem პრინციპის გამოყენებას (Norma Kraaijenbrink, C-367/05, 18 ივლისი 2007)):
"26. უნდა აღინიშნოს, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ "შშსკ" 54-ე მუხლის გამოყენების მხოლოდ შესაბამისი კრიტერიუმები წარმოადგეს კონკრეტულ მოქმედებათა არსს, რომელთა გააზრებაც უნდა მოხდეს განუყოფლად ურთიერთდაკავშირებული კონკრეტული გარემოებების ფონზე (იხ.Van Esbroeck, paragraph 36; Case C-467/04 Gasparini and Others [2006] ECR I-9199, პარაგრაფი 54, და Case C-150/05 Van Straaten [2006] ECR I-9327, პარაგრაფი 48).
27. იმისათვის, რათა შევაფასოთ, თუ რამდენად არსებობს მოცემული კონკრეტული გარემოებანი, კომპეტენტურმა ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაადგინონ, თუ რამდენად არის ორ სამართალწარმოებაში არსებული მოქმედებანი ფაქტების ისეთი ნაზავი, რომელიც შესაძლებელია განიხილოს განუყოფელ ურთიერთდაკავშირებულ მოვლენებად დროში, სივრცეში და საგანში (იხ. ამ მხრივ, Van Esbroeck, პარაგრაფი 38; Gasparini and Others, პარაგრაფი 56, და Van Straaten, პარაგრაფი 52).
28. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ "შშსკ" 54-ე მუხლის მნიშვნელობით "იგივე მოქმედებათა" არსის შეფასება უნდა დავიწყოთ კონკრეტული უკანონო ქცევის შეფასებით, რომელმაც მისცა დასაბამი სისხლისსამართლებრივ წარმოებას ორი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოების წინაშე. შესაბამისად, "შშსკ" 54-ე მუხლი შესაძლებელია გამოყენებადი შეიქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო განიხილავს მეორე სისხლისსამართლებრივ დევნას და ადგენს, რომ კონკრეტული მოქმედებანი, დაკავშირებული დროით, სივრცით და საგანით, განუყოფელ ერთიანობას წარმოადგენენ.
29. მეორეს მხრივ, თუკი მოქმედებანი არ წარმოადგენენ ამგვრ განუყოფელ ერთიანობას, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლო რომლის წინაშეც წარმოდგენილია მეორე განხილვა, დაადგენს, რომ მოცემულ ქმედებათა სავარაუდო ჩამდენი მოქმედებდა იგივე სისხლისსამართლებრივი განზრახვით, თავისთავად არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ არსებობს კონკრეტულ გარემოებათა ერთიანობა, რომელიც განუყოფლად არის ურთიერთდაკავშირებული და რომლებზეც ვრცელდება ცნება "იგივე მოქმედებანი" "შშსკ" 54-ე მუხლის მნიშვნელობით.
30. რაც შეეხება ევროპის კავშირის კომისიას, მან კონკრეტულად აღნიშნა, რომ სუბიექტური კავშირი იმ ქმედებებთან, რომლებიც გახდნენ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ორ განსხვავებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ გულისხმობს აუცილებალდ, რომ არსებობს ობიექტური კავშირი კონკრეტულ ქმედებებს შორის, რომელიც შედეგად შესაძლებელია განსხვავდებოდნენ დროში, სივრცესა და ბუნებაში.
...
32. კომპეტენტური ეროვნული სასამართლოების ფუნქციას განეკუთვნება იმის შეფასება, თუ რამდენად არის იმ ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსობრივი კავშირი, რომლებიც შეიქნა ერთიდაიმავე პირის მიმართ ორ ხელშემკვრელ სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების ისეთი საფუძველი, რომ შესაძლებელი იყოს იმის დადგენა, წარმოადგენდა თუ არა ეს უკანასკნელი "იგივე მოქმედებებს" "შშსკ" 54-ე მუხლის მიხედვით.
...
36. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს შემდეგი - "შშსკ" 54-ე მუხლი განმარტებული უნდა იყოს იმგვარად, რომ:
- მოცემული მუხლის გამოსაყენებლად დადგენილი შესაბამისი კრიტერიუმები გახლავთ მოცემულ ქმედებათა სახეობა, გააზრებული განუყოფლად ურთიერთდაკავშირებულ ფაქტებთან ერთად, მიუხედავად მათდამი მინიჭებული სამართლებრივი კლასიფიკაციისა და დაცული სამართლებრივი ინტერესისა;
- სხვადასხვა ქმედებები, რომელიც შედგება პირველ რიგში, ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის საქმისწარმოებასთან და, მეორეს მხრივ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში ვალუტის გადაცვლის ბიუროში ფულის გადაცვლასთან, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული ტრეფიკინგისაგან, არ უნდა განიხილოს "იგივე მოქმედებებად" "შშსკ" 54-ე მუხლის მიზნებისათვის მხოლოდ იმიტომ, რომ კომპეტენტურმა ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემული ქმედებები ურთიერთდაკავშირებულია, რადგანაც გააჩნია იგივე კრიმინალური მიზანი;
- ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა შეაფასონ თუ რამდენად არის შესადარებელ ფაქტებს შორის არსობრივი კავშირი იმდენად, რომ ეს უკანასკნელნი მიიჩნიოს "შშსკ" 54-ე მუხლის მიხედვით "იგივე მოქმედებებად"."
დ. ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია
39.ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით:
"ბრალდებული პირი, რომელიც გამართლებული იქნა გაუსაჩივრებელი გადაწყვეტილებით, აღარ უნდა დაექვემდებაროს ახალ სასამართლო განხილვას იგივე საფუძვლებით."
40.ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულმა სასამართლომ მოცემული დებულების შემდეგი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა (Loayza-Tamayo v. Peru, 17 სექტემბერი 1997, Series C No. 33, § 66):
"მოცემული პრინციპი მიზნად ისახავს იმ ინდივიდთა უფლებების დაცვას, არ მოხდეს მათი ხელახალი წარდგენა სასამართლოს წინაშე, რომლებიც უკვე გასამართლდნენ კონკრეტული ფაქტებისათვის. განსხვავებით ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტებში გამოყენებული ფორმულისა (მაგალითად, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი, მუხლი 14(7), რომელიც ეხება იგივე "დანაშაულს") ამერიკული კონვენცია იყენებს ტერმინს "იგივე საფუძვლებისათვის", რომელსაც ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა ეკისრება მსხვერპლის სასარგებლოდ."
ე. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო
41.ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთიდაიგივე მოქმედებისათვის ორჯერ გასამართლების აკრძალვა გამომდინარეობს კონსტიტუციის მეხუთე შესწორებიდან, რომლის მიხედვითაც:
"... არავინ უნდა გასამართლდეს ორჯერ ერთი და იგივე დანაშაულისათვის..."
42.საქმეში Blockburger v. United States, 284 U.S. 299 (1932), სადაც მოპასუხემ ნარკოტიკები გაყიდა მეორადი შეფუთვით, მყიდველის წერილობითი შეკვეთის გარეშე და სადაც გაყიდვა დაკვალიფიცირდა ორ დანაშაულად, უზენაესმა სასამართლომ მიმართა შემდეგ ინტერპრეტაციას:
"ნარკოტიკების შესახებ კანონის 1 ნაწილი აყალიბებს ნებისმიერი სახის აკრძალული ნარკოტიკის გაყიდვის აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტი ინარჩუნებს ორიგინალ შეფუთვას; ხოლო მეორე ნაწილი კი ეხება ნებისმიერი ამგვარი ნარკოტიკის გაყიდვას, რომელიც ხორციელდება შემძენი პირის წერილობითი შეკვეთის გარეშე. შედეგად, კანონის მიხედვით, დადგენილია ორი განსხვავებული დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ერთ გაყიდვის ფაქტს და შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად მოხდა ორივე ნაწილის დარღვევა ერთიდაიგივე აქტით, ანუ, ბრალდებულმა ჩაიდინა ორი დანაშნაული თუ მხოლოდ ერთი.
...
ყოველი გაწერილი დანაშული საჭიროებს სხვადასხვა ელემენტის მტკიცებულებას. გამოყენებადი წესის მიხედვით, როდესაც ერთიდაიგივე მოქმედება ან ტრანზაქცია წარმოადგენს ორი სხვადასხვა ნორმის დარღვევას, გამოყენებულმა ტესტმა უნდა განსაზღვროს ადგილი აქვს ორ თუ მხოლოდ ერთ დანაშაულს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი დებულება საჭიროებს იმ დამატებითი ფაქტის მტკიცებულებას, რომელიც არ გააჩნია მეორე დანაშაულს... აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ციტირებს მასაჩუსეტის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას საქმეში Morey v. Commonwealth, 108 Mass. 433: "ერთი მოქმედება შესაძლებელია წარმოადგენდეს დანაშაულს ორი დებულების წინააღმდდეგ; და თუ ერთი დებულება საჭიროებს დამატებით ფაქტობრივ მტკიცებულებას, რომელიც არ არის მოთხოვნილი მეორე დანაშაულის კვალიფიკაციისას, გამართლება ან მსჯავრდება რომელიმე მუხლის საფუძველზე არ ათავისუფლებს მოპასუხე მხარეს მეორე დებულების საფუძველზე დევნისა და პასუხისგებისაგან."
43.საქმეში Grady v. Corbin, 495 U.S. 508 (1990), რომელიც ეხებოდა მოპასუხე კორბინის მიერ "ავტომობილით გამოწვეულ გარდაცვალებას", უზენაესმა სასამართლომ განსხვავებული მიდგომა გამოხატა:
"... Blockburger საფუძველზე მოთხოვნილი ელემენტების ტექნიკური შედარება ორ დანაშაულს შორის არ იცავს მოპასუხე მხარეს სათანადაოდ მრავლჯერადი სასამართლო განხილვებისაგან. მოცემული საქმე აწესებს შეზღუდვებს Blockburger არსებულ ანალიზზე. Blockburger საქმეზე გადაწყვეტილება რომ განხილულიყო ორჯერ გასამართლების წესის დაუშვებლობის გათვალისწინებით, მაშინ შტატის ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნებოდა ქორბინი გაესამართლებინა ოთხ შემდგომ ბრალდებაზეც: ავტომობილის არასათანადო ზოლში ტარებისათვის, ავტომობილის ალკოჰოლური ზეგავლენის ქვეშ მართვისათვის, ადამიანზე თავდასხმაში და სიცოცხლის მოსპობაში. სახელმწიფოს შეეძლო მტკიცებულებები უკეთ და უკეთ წარმოედგინა ყოველი სასამართლო განხილვისათვის, იმის გათვალისწინებით თუ რომელი მოწმე წარმოადგენდა უფრო დამაჯერებელ ჩვენებებს, თუ რომელ დოკუმენტებს ექნებოდათ ყველაზე დიდი გავლენა და თუ რომელი შესავლი და დამასრულებელი არგუმენტები იქნებოდა ჟიურისათვის უფრო დამარწმუნებელი ხასიათის მქონე. ქორბინი იძულებული იქნებოდა ან ედავა ყოველ სასამართლო განხილვაზე ან თავი დამნაშავეც ეცნო და თავიდან აეცილებინა უსიამოვნებანი და ხარჯები.
შესაბამისად, წინამდებარე საქმე განხილული უნდა იყოს იმაზე ფართოდ ვიდრე Blockburger-ის ტესტია. როგორც აღინიშნა კიდევაც Vitale საქმეში, ორჯერ გასამართლების აკრძალვის დებულება კრძალავს ნებისმიერ შემდგომ გასამართლებას, როდესაც მთავრობა დაადგენს, რომ მოპასუხე უკვე მსჯავრდებული იქნა იმ მოქმედებისათვის, რომელიც დანაშაულს წარმოადგენს. ... კრიტიკულ შეფასება ვრცელდება იმაზე, თუ რომელ მოქმედებას დაამტკიცებს სახელმწიფო, და არა იმაზე, თუ რომელ მტკიცებულებას გამოიყენებს სახელმწიფო მოცემული ქმედების დასამტკიცებლად... სახელმწიფო ვერ აიცილებს ორჯერ გასამართლების ამკრძალავი დებულებით დადგენილ ვალდებულებას მხოლოდ იმით, რომ შემდგომი დევნისას, იგივე ქმედება დადასტურებული იქნება განსხვავებული მტკიცებულებებით..."
44.მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეში United States v. Dixon, 509 U.S. 688 (1993), უზენაესი სასამართლო დაუბრუნდა ისევ Blockburger ტესტს და აღნიშნა შემდეგი:
"ორჯერ გასამართლების ამკრძალავი დებულების მიერ დაწესებული დაცვა ვრცელდება სასამართლოსადმი უპატივცემულობის ჩვეულებრივ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე ისევე, როგორც სხვა სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე. მრავალჯერადი სასჯელების, ისევე როგორც შემდგომი დევნის კონტექსტში, ორჯერ გასამართლების აკრძალვა ვრცელდება, თუ ორი დანაშაული, რომლისთვისაც მოხდა მომჩივნის დასჯა ან გასამართლება ვერ უძლებს "იგივე ელემენტების" ან "Blockburger "-ის ტესტს... აღნიშნული ტესტი არკვევს თუ რამდენად შეიცავს ყოველი დანაშაული იმ ელემენტებს, რომელსაც ვერ ვხვდებით მეორე დანაშაულში; თუკი ადგილი არ აქვს ამგვარ ელემენტს, მაშინ სახეზეა "ერთი და იგივე დანაშაული" მოცემული დებულების მიხედვით და ორჯერ გასამართლების აკრძალვა შესაბამისად ვრცელდება შემდგომ დასჯასა თუ დევნაზე...
მართალია, მოცემულ საქმეში არსებული დევნა უდავოდ შეიზღუდებოდა Grady -ს "იგივე-ქმედების" ტესტით, Grady ტესტი უნდა გადაწონილ იქნას, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებების უკვე არსებულ დიდ რაოდენობას ... და გამოიწვევდა გაურკვევლობას.... მეტიც, Gრადყ წესი უკვე არასტაბილურად გამოიყენება, იხ. საქმე United States v. Felix, 503 U. S. ___.. მართალია სასამართლო მარტივად არ ცვლის ხოლმე მის პრეცედენტულ სამართალს, მაგრმ ამასთანავე იგი არ არის შებოჭილი ვალდებულებით განუხრელად დეფუძნოს მის გამოუსადეგარ ან არაჯეროვნად არგუმენტირებულ წინა გადაწყვეტილებებს."
სამართალი
I. მთავრობის პირველადი პრეტენზია
45.დიდი პალატის წინაშე მთავრობამ, პირველად წამოაყენა პრეტენზია შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვის ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. იგი აღნიშნავდა, რომ მომჩივანმა არ გაასაჩივრა არც მისი ადმინისტრაციული მსჯავრი და არც გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი სამართალწრმოების დაწყების შესახებ.
46.სასამართლო იმეორებს, რომ სასამართლოს რეგლამენტის 55-ე მუხლის მიხედვით მიუღებლობის შესახებ პრეტენზია, გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ან ზეპირი არგუმენტების წარმოდგენისას საჩივრის მისაღებობის განხილვის დროს (იხ.Prokopovich v. Russia, no. 58255/00, § 29, ECHR 2004-XI (ამონარიდები), შემდგომი მითითებებით). მისაღებობის ეტაპზე მთავრობას არ წამოუყენებია პრეტენზიები შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვის შესახებ. შესაბამისად, სამართალწრმოების მოცემულ ეტაპზე, მთავრობას აღარ გააჩნია უფლება წამოაყენოს პირველადი პრეტენზიები შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვის შესახებ. აღნიშნულის გამო მთავრობის პრეტენზია ვერ დაკმაყოფილდება.
II. მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევა
47.მომჩივანი ჩიოდა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მან მოიხადა სამდღიანი პატიმრობა 2002 წლის 4 იანვარს ჩადენილი ხულიგნობისათვის, იგი კიდევ ერთხელ იქნა გასამართლებული ერთი და იგივე დანაშაულისათვის. მე-7 ოქმის მე-4 მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
"1. დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად.
2. წინა პუნქტის დებულებები ვერ დააბრკოლებს საქმის წარმოების განახლებას მოცემული სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად, თუკი არსებობს ახალი ან ახლადგამოვლენილი გარემოებების მტკიცებულება, ან თუ საქმის წინარე განხილვა მოხდა არსებითი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საქმის შედეგზე.
3. დაუშვებელია ამ მუხლით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახვევა კონვენციის მე -15 მუხლის საფუძველზე.
ა. იყო თუ არა პირველი სასჯელი სისხლისსამართლებრივი ხასიათის
48.სასამართლო აღნიშნავს, რომ 2002 წლის 4 იანვარს მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრციულ სამართალარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელებული სამართალწარმოების შედეგად. მოცემული პროცესი ჩაითვალა უპირატესად "ადმინისტრაციულად" ვიდრე "სისხლისსამართლებრივად" რუსული სამართლის კლასიფიკაციის მიხედვით. შესაბამისად, იმისათვის რომ განისაზღვროს თუ რამდენად იყო მომჩივანი "საბოლოოდ გამართლებული ან მსჯავრდებული კანონისა და სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი პროცედურის შესაბამისად", პირველ რიგში უნდა დადგინდეს იყო თუ არა მოცემული სამართალწარმოება "სისხლისსამართლებრივი" ხასიათის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მნიშვნელობით.
1. პალატის დასკვნა
49.პალატამ გაითვალისწინა რა მაქსიმალური თხუთმეტდღიანი სასჯელი, რომელიც დაწესებული გახლდათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლით, ასევე სამდღიანი პატიმრობა, რომელიც მომჩივანმა მოიხადა, მიიჩნია, რომ ბრალის დადგენა, რომ 2002 წლის 4 იანვარს გამართული სამართალწარმოება "სისხლისსამართლებრივი" ხასიათის გახლდათ და შეესაბამებოდა მე-7 ოქმის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივ მსჯავრდებას.
2. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
50. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მისი მსჯავრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე აკმაყოფილებდა სასამართლოს იურისპრუდენციაში დადგენილი "სისხლისსამართლებრივი ბრალდების" განმარტებას. მან აღნიშნა, რომ სავარაუდო სასჯელი - მის შემთხვევაში თხუთმეტდღიანი პატიმრობა - და არა რეალურად დაკისრებული სასჯელი, გახლდათ გადამწყვეტი ელემენტი იმის დასადგენად იყო თუ არა დანაშაული "სისხლისსამართლებრივი" ხასიათის (იგი დაეფუძნა საქმეებს Engel and Others v. the Netherlands, 8 ivnisi 1976, § 85, Series A no. 22, და Lauko v. Slovakia, 2 სექტემბერი 1998, Reports of Judgments and Decisions 1998 VI). ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მას დაადეს ხელბორკილები, რათა წარედგინათ მოსამართლის წინაშე, იმავე დღეს იგი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს სამდღიანი პატიმრობა, რომელიც ძალაში უმალვე შევიდა.
(ბ) მთავრობა
51.მთავრობა დაეთანხმა, რომ 2002 წლის 4 იანვარს მომჩივნის მსჯავრდება "სისხლისსამართლებრივი" ხასიათისა გახლდათ.
3. სასამართლოს შეფასება
52.სასამართლო იმეორებს, რომ პროცედურის ეროვნული კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი კლასიფიკაცია ვერ განიხილება მე-7 ოქმის მე-4 მუხლით დადგენილი non bis in idem პრინციპის გამოყენებადობის განსაზღვრის ერთადერთ კრიტერიუმად. სხვაგვარად, მოცემული დებულების გამოყენება სრულად აღმოჩნდებოდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რის შედეგადაც შესაძლებელია მიგვეღო კონვენციის ობიექტსა და მიზანთან შეუსაბამო შედეგები (იხ. ბოლოდროინდელი, Storbråten v. Norway (dec.), no. 12277/04, ECHR 2007 ... (ამონარიდები), შემდგომი მითითებებით). მე-7 ოქმის მე-4 მუხლით დადგენილი "სისხლის სამართლის პროცედურის" ცნება უნდა განიმარტოს კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლებში განსაზღვრული "სისხლისსამართლებრივი ბრალდების" და "სასჯელის" ზოგადი პრინციპებით დადგენილი მნიშვნელობის გათვალისწინებით (იხ.Haarvig v. Norway (dec.), no. 11187/05, 11 დეკემბერი 2007; Rosenquist v. Sweden (dec.), no. 60619/00, 14 სექტემბერი 2004; Manasson v. Sweden (dec.), no. 41265/98, 8 aprili 2003; Göktan v. France, no. 33402/96, § 48, ECHR 2002-V; Malige v. France, 23 სექტემბერი 1998, § 35, Reports 1998 VII; და Nilsson v. Sweden (dec.), no. 73661/01, ECHR 2005 ...).
53.სასამართლოს მიერ მყარად განმტკიცებული სასამართლო პრაქტიკა აყალიბებს კრიტერიუმებს, ცნობილი როგორც "ენხელის კრიტერიუმები" (იხ. საქმე Engel and Others,, ციტირებული ზემოთ), რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული იმის დადგენისას, ჰქონდა თუ არა ადგილი "სისხლისსამართლებრივ ბრალდებას". პირველი კრიტერიუმი გახლავთ დანაშაულის სამართლებრივი კლასიფიკაცია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მეორე გახლავთ დანაშაულის ბუნება, ხოლო მესამე კი სასჯელის სიმკაცრის დონე, რომელიც შესაძლებელია მიესაჯოს პირს. მეორე და მესამე კრიტერიუმები ალტერნატიული და არა სავალდებულოდ კუმულტიური ხასიათისაა. აღნიშნული, თუმცა არ გამორიცხავს კუმულატიური მიდგომის გამოყენებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ყოველი კრიტერიუმის ცალკე შეფასება რათა მიღებულ იქნას ნათელი დასკვნა მასზედ, არსებობდა თუ არა სისხლისსამართლებრივი ბრალდება (იხ. ბოლოდროინდელი, Jussila v. Finland [GC], no. 73053/01, §§ 30-31, ECHR 2006 ..., და Ezeh and Connors v. the United Kingdom [GC], nos. 39665/98 და 40086/98, §§ 82-86, ECHR 2003 X).
54.დანაშაულის ეროვნული სამართლებრივი კლასიფიკაციისას "წვრილმანი ხულიგნობა" განისაზღვრებოდა "ადმინისტრაციულ" სამართალდარღვევად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო იმეორებს, რომ მას აქამდეც დაუდგენია, რომ რუსული თუ სხვა მსგავსი სამართლებრივი სისტემებით განსაზღვრული "ადმინისტრაციული" სამართალდარღვევა მოიცავს გარკვეულ დანაშაულებს, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული სისხლისსამართლებრივი კონოტაციაც, თუმცა ზედმეტად ტრივიალურია, რათა მოხვდეს სისხლის სამართლისა და პროცედურის რეგულირების სფეროში (იხ.Menesheva v. Russia, no. 59261/00, § 96, ECHR 2006 ...; Galstyan v. Armenia, no. 26986/03, § 57, 15 ნოემბერი 2007; და Ziliberberg v. Moldova, no. 61821/00, §§ 32-35, 1თებერვალი 2005).
55.თავისი ბუნებიდან გამომდინარე, "წვრილმანი ხულიგნობის" დანაშაულის ჩართვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიზნად ისახავდა ადამიანის ღირსებისა და საჯარო წესრიგის, ღირებულებებისა და იმ ინტერესების დაცვას, რომელიც ჩვეულებრივ ხვდება სისხლის სამართლის კანონმდებლობის დაცვის სფეროში. კოდექსის შესაბამისი დებულება მიმართული გახლდათ ყველა მოქალაქის და არა გარკვეული სტატუსის მქონე ჯგუფის მიმართ. მოქმედებათა წვრილმან" ხასიათზე მითითება თავისთავად არ გამორიცხავს მათ "სისხლისსამართლებრივად" კლასიფიცირებას კონვენციის ავტონომიური მნიშვნელობის საფუძველზე, რადგანაც კონვენციაში არ არსებობს დებულება, რომელიც მიუთითებს, რომ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი ხასიათი, Engel-ის კრიტერიუმის მიხედვით, აუცილებლად საჭიროებს სერიოზულობის გარკვეულ დონეს (იხ.Ezeh,ციტირებული ზემოთ, § 104). საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დანაშაულის განსაზღვრისას პირველადი მნიშვნელობა ენიჭება დასჯასა და პრევენციას, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის კრიტერიუმებად არის აღიარებული (ibid., §§ 102 da 105).
56.რაც შეეხება ღონისძიებათა სიმკაცრეს, იგი განისაზღვრება შესაბამისი კანონის მიერ დადგენილი მაქსიმალური სავარაუდო სასჯელის მიხედვით. რეალურად დაკისრებული სასჯელი რელევანტურია შეფასებისათვის, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ გადაფარავს იმ მნიშვნელობას, რაც აკისრია სავარაუდო სასჯელის სიმკაცრეს (ibid ., § 120). სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლი მაქსიმალურ სასჯელად აწესებდა თხუთმეტდღიან პატიმრობას და რომ მომჩივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი დღის ვადით. როგორც ეს უკვე არაერთგზის დაუდასტურებია სასამართლოს, საზოგადოება, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობას, სადაც კანონით განსაზღვრული სასჯელი და რეალურად დაკისრებული სასჯელი მოიცავს ადამიანის თავისუფლების აღკვეთას, არსებობს პრეზუმფცია, რომ მომჩივნის წინაშე წაყენებული ბრალდება "სისხლისსამართლებრივი" ხასიათის გახლავთ. მოცემული პრეზუმფცია, შესაძლებელია სრულად იქნას გაბათილებული მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფლების აღკვეთა ვერ ჩაითვლება "საგრძნობლად საზიანოდ" მისი ბუნებით, ხანგრძლივობისა და აღსრულებიდან გამომდინარე (იხ.Engel § 82, და Ezeh § 126, ორივე ციტირებული ზემოთ). მოცემულ საქმეში, სასამართლო ვერ ხედავს ვერცერთ ამგვარ გამონაკლის გარემოებას.
57.ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, მსგავსად პალატისა, ასკვნის რომ 2002 წლის 4 ინვარს მომჩივნის მსჯავრდება "წვრილმანი ხულიგნობის" დანაშაულში დაკისრებული სასჯელის სიმკაცრესთან ერთად განხილულ უნდა იქნას "სისხლის სამართლის პროცედურის" ფარგლებში მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.
ბ. იყო თუ არა ის დანაშაულები, რომლისთვისაც მოხდა მომჩივნის მსჯავრდება - ერთი და იგივე (idem)
58.მე-7 ოქმის მე-4 მუხლი აწესებს გარანტიას მასზედ, რომ არავინ გასამართლდება ან დაისჯება იმ დანაშაულისათვის, რომელის ჩადენისთვისაც იგი უკვე იყო საბოლოოდ მსჯავრდებული ან გამართლებული. მომჩივნის წინაშე სისხლისსამართლებრივი ბრალდების სიმრავლის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავიდანვე განსაზღვროს იყო თუ არა ის სისხლისსამართლებრივი დანაშაული, რომლის გამოც მოხდა მომჩივნის ბრალდება არსობრივად იდენტური იმ ადმინისტრაციული დანაშაულისა, რომლისთვისაც იგი მსჯავრდებულ იქნა.
1. პალატის დასკვნა
59. პალატამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლებით მომჩივნის მსჯავრდება, რომელიც ეხებოდა საჯარო მოხელეების მისამართით შეურაცხყოფასა და ძალადობის მუქარას, მოცემულ ნაწილში ეფუძნებოდა ქმედებებს, რომელიც ფორმითა და დროით განსხვავდებოდა იმ ქმედებებისაგან, რომელიც "ხულიგნობის" ბრალდებას დაედო საფუძვლად. მეორეს მხრივ, სისხლის სამართლის კოდექსის 213 მუხლის საფუძველზე მომჩივნის წინაშე წარდგენილი ბრალდება "ხულიგნობისათვის" ეხებოდა იგივე ფაქტებს, რაც საფუძვლად ედო მის მსჯავრდებას ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ 158-ე მუხლით განმარტებული "წვრილმანი ხულიგნობა" და 213-ე მუხლით განმარტებული "ხულიგნობა" ხასიათდება უმეტესწილად იგივე ელემენტებით, მაგალითად საჯარო წესრიგის დარღვევით, პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისათვის, რომელზეც იგი უკვე იყო მსჯავრდებული.
2. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
60.მომჩივანმა აღნიშნა, რომ როდესაც განსხვავებული დანაშაულები ისჯებოდა მიყოლებით ერთი ქმედების შედეგად, ძირითადი შეკითხვა გახლდათ, თუ რამდენად გააჩნდათ მოცემულ დანაშაულებს "იგივე მთავარი ელემენტები". სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ცალკეული დანაშაულები განსხვავდებოდა "იგივე მთავარი ელემენტების" ტესტით. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, განსხვავებული დანაშაულები გამოირჩევა "იგივე მთავრი ელემენტების" ტესტით ხუთ შემთხვევაში. პირველი, როდესაც მოსარჩელზე შერაცხული მოქმედება არ არის ორი დანაშაულის იდენტური (მსგავსად ზემოთციტირებული საქმისა Manasson). მეორე, როდესაც თვად დანაშაულებს გააჩნიათ განსხვავებული ძირითადი ასპექტები (მსგავსად საქმისა Schutte v. Austria, no 18015/03, 26 ივლისი 2007, სადაც სისხლის სამართლის კოდექსი ეხებოდა სახიფათო მუქარის ან ძალის გამოყენებას საჯარო მოხელის წინაღმდეგ, მაშინ როდესაც საგზაო მოძრაობის აქტი უბრალოდ სჯიდა საგზაო შემოწმებისას გაუჩერებლობისათვის). მესამე, როდესაც ძირითადი პირობა მოპასუხის ბრალის ბუნებასთან დაკავშირებით სავალდებულო გახლდათ ერთი დანაშაულისათვის, მაგრამ არ ვრცელდებოდა მეორე დანაშაულზე (მაგალითად განზრახვის ან გაუფრთხილობლობის მტკიცებულება, როგორც ეს მოხდა საქმეში Rosenquis, ციტირებული ზემოთ, ან განზრახი უმოქმედობის შემთხვევა, მსგავსად საქმისა Ponsetti and Chesnel v. France (dec.), nos. 36855/97 და 41731/98, ECHR 1999‑VI). მეოთხე, თუკი სასჯელის მიზანი განსხვავებული გახლდათ (მაგალითად პრევენცია და თავიდან არიდება ნაცვლად პასუხისგებისა, როგორც ეს მოხდა საქმეში Mjelde v. Norway (dec.), no. 11143/04, 1 თებერვალი 2007). მეხუთე, როდესაც სასჯელი ეხებოდა ორ განსხვავებულ სამართლის სუბიექტს (მსგავსად საქმისა Isaksen v. Norway (dec.), no. 13596/02, 2 ოქტომბერი 2003).
61.წინამდებარე საქმეში მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას წარედგინა სისხლისსამართლებრივი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის საფუძველზე მის მიერ 2002 წლს 4 იანვრის დილას ჩადენილი მოქმედებების გამო. სწორედ იმ მოქმედებებისათვის, რომელთა საფუძველზეც მას უკვე დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სასჯელი. მისივე არგუმენტების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლში გაწერილი დანაშაულები შეიცავდა იგივე ძირითად ელემენტებს, როგორც ფაქტობრივს, ისე სამართლებრივს.
62.მომჩივნის აზრით, მის წინააღმდეგ მიმდინარე ორივე სამართალწარმოება ეხებოდა იგივე ფაქტებს, კერძოდ კი პოლიციელისადმი გინებას, საჯარო წესრიგის დარღვევას, პოლიციის ბრძანებებზე დაუმორჩილებლობას და პოლიციის შენობის დატოვების მცდელობას 2002 წლის 4 იანვრის დილას. ფაქტობრივი თანხვედრა დასტურდებოდა 2002 წლის 4 იანვარს შედგენილი ადმინისტრაციული აქტითა და 2002 წლის 19 აპრილს შედგენილი საბრალდებო დასკვნის შინაარსით.
63.რაც შეეხება მახასიათებლებს, რომელიც შესაძლებელია სამართლებრივად გაკეთდეს მოცემულ ფაქტებზე, მომჩივნის მოქმედებები შესაძლებელია გასამართლებულიყო ან ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლით ან სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლით. მართალია ამ ორი დანაშაულის actus reus არ გახლდათ აბსოლუტურად იდენტური, ორივე მათგანს გააჩნდა იგივე მთავარი ელემენტები. 213-ე მუხლში არსებული "აშკარა უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ" დიდწილად მოიცავდა 158-ე მუხლში მითითებულ "უცენზურო გინებას საზოგადოებრივ ადგილებში და შეურაცმყოფელ მოპყრობას მოქალაქეების მიმართ". მომჩივანი შეეხო რუსეთის უზენაესი სასამართლოს იურისპრუდენციას, რომელიც 1978 წლიდან მოყოლებული აღნიშნავდა, რომ ერთიდაიგივე ქმედება უნდა იქნას განხილული ან ადმინიტრაციულ სამართალდარღვევად "წვრილმანი ხულიგნობის" სახით, ან "ხულიგნობის" დანაშაულად, თუმცა არავითარ შემთხვევაში ორივედ (იხ. პარაგრაფი 30, ზემოთ). შესაბამისად, წინამდებარე საქმეში უნდა გამოირიცხოს ერთი ქმედების სხვადასხვა დანაშაულად (concours ideal d’infractions) კვალიფიცირების შესაძლებლობა.
(ბ) მთავრობა
64.მთავრობა ინარჩუნებდა პოზიციას მასზედ, რომ მომჩივანმა ჩაიდინა ორი დანაშაული, რომელიც ურთიერთისაგან განსხვავდებოდა როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად.
65.ფაქტებთან დაკავშირებით, მთავრობა აღნიშნავდა, რომ მომჩივნის პასუხისგებ "ხულიგნობისათვის" სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ეხებოდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას კაპიტან ს.-ის და მაიორ კ.-ს მიმართ, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ანუ მას შემდეგ რაც უკვე ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას. მთავრობის მიხედვით, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა ხორციელდებოდეს "სწრაფად" და "გონივრულ ვადებში", ეროვნულ ხელისუფლებას არ შეეძლო მოცემული ქმედებებისათვის მომჩივნის უმალვე პასუხისგებაში მიცემა, რადგნაც ისინი დაკავებულნი იყვნენ მისი მოსამართლის წინაშე წარდგენით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება საჭიროებს დამატებით დროს და ცალკეული პროცედურული ქმედებების განხორციელებას. მთავრობის აზრით, წინამდებარე საქმე ფაქტობრივად ჰგავდა Schutte (ციტირებული ზემოთ) და Asci v. Austria (dec., no. 4483/02, ECHR 2006‑...) საქმეებს.
66.რაც შეეხება სამართლებრივ დახასიათებას, მთავრობამ აღიარა, რომ როგორც ადმინსიტრაციული სამართალდარღვევა "წვრილმანი ხულიგნობა", ისე სისხლისსამართლებრივი დანაშაული "ხულიგნობა" იცავდა ერთი და იგივე სამართლებრივ ინტერესს, კერძოდ კი საჯარო წესრიგს. თუმცა, აღნიშნული ორი დანაშაული ურთიერთისაგან განსხვავდებოდა actus reus, საჯარო წესრიგის დარღვევის სერიოზულობისა და სასჯელის სიმკაცრის მიხედვით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ნაკლებად სერიოზულია ვიდრე დანაშაული, რადგანაც იგი ეხება დადეგნილი სოციალური და მორალური ნორმებიდან გადახვევას, მაშინ როდესაც დანაშაული გულისხმობს ძალადობის გამოყენებას და საჯარო მოხელისადმი წინააღმდეგობას. მთავრობამ აღნიშნა, რომ არა მარტო "წვრილი ხულიგნობა" ისჯება უფრო მოკლე ვადიანი პატიმრობით, არამედ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის პირობებიც უკეთესი გახლდათ ვიდრე ის, რომელიც დადგენილი იყო სისხლისსამართლებრივად მსჯავრდებული პირების შემთხვევაში. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონდა დანაშაულთა იდენტურობას.
(გ) მესამე მხარე
67.მესამე მხრე დავობდა, რომ ფრანგულ სიტყვას "infraction" და ინგლისურ სიტყვას "offence" (სამართალდარღვევა) ორმხრივი წარმომავლობა ჰქონდა: პირველ რიგში აქტუალური, კონკრეტული მცირე მოქმედება, რომელიც იწვევდა საჯარო არეულობას, ხოლო მეორე კი სამართალდარღვევის იურიდიული კლასიფიკაცია, ანუ იმ ქმედების აღწერა, რომელიც ექვემდებარებოდა სასჯელს. "infraction" ან "offence" (სამართალდარღვევა) მნიშვნელობა კავშირში იყო დამნაშავის ქმედებასთან. მოცემულ დაბნეულობას ხელს უწყობდა საერთაშორისო სამართალიც, რომელიც ორივე ტერმინს ("სამართალდარღვევა" და "ფაქტები") იყენებდა. აღიშნული ხსნიდა თუ რატომ იქნა "offence" (სამართალდარღვევა) თარგმნილი როგორც "les mêmes faits" (იგივე საფუძვლები) 1990 წლის შენგენის შეთანხმების საიმპლემენტაციო კონვენციის ფრანგული ვერსიიდან.
68.მესამე მხარის აზრით, "infraction" და "offence" (სამართალდარღვევა) ტერმინებს შორის არსებული ბუნდოვანება შექმნილი იყო კონვენციის ინსტიტუტებს შორის. მაშინ როდესაც კომისიამ საქმეში Raninen v. Finland (no. 20972/92, კომისიის განჩინება 7 მარტი 1996), ხოლო სასამართლომ კი საქმეში Gradinger v. Austria (23 ოქტომბერი 1995 Series A no. 328‑C) გამოიყენა ტერმინი "სამართალდარღვევა" რათა აღეწერა მომჩივნის საქციელი, Oliveira v. Switzerland (30 ივლისი 1998, Reports 1998 V) საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოჩნდა ახალი მიდგომა, როდესაც სასამართლომ გაიზიარა ხედვა, რომ სხვადასხვა სასამართლოებს შეეძლოთ განეხილათ "განსხვავებული სამართალდარღვევები მაშინაც კი, თუკი ყოველი მათგანი წარმოადგენდა ერთი სისხლისსამართლებრივი მოქმედების ნაწილს". შესაბამისად, "სამართალდარღვევის"- ცნებამ დაიმკვიდრა ადგილი როგორც მოქმედებამ, რაც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული მე-7 ოქმის ავტორების მიერ.
69.მესამე მხარემ გააკრიტიკა სასამართლოს პრაქტიკა მისი წინასწარგანუჭვრეტელობისა და სამართლებრივი სიზუსტის ნაკლებობის გამო და მოუწოდა სასამართლოს მიეღო მეტად შესაბამისობაში მყოფი მიდგომა. მისი აზრით, მიდგომა, რომელიც მოიცავდა idem -ის განმარტებას "იგივე საფუძვლები" საფუძველზე გახლდათ მრავალგზის უფრო უსაფრთხო მეთოდი ინდივიდისათვის, ვიდრე სამართლებრივ იდენტობაზე დაფუძნება. "იგივე საფუძვლების" მიდგომის გამოყენება განავრცობდა სასამართლოს პრაქტიკის სანდოობას განუყოფელ უფლებასთნ დაკავშირებით, რომელიც არასდროს უნდა დაექვემდებაროს ეროვნული ხელისუფლების დისკრეციას.
3. სასამართლოს შეფასება
(ა) არსებული მიდგომების მოკლე მიმოხილვა
70.სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სასამართლოს მიერ გამოყენებით, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მიდგომა საკითხისადმი, თუ რამდენად იყო ის დანაშაულები, რომლისთვისაც მოხდა მომჩივნის პასუხისგებაში მიცემა ერთი და იგივე.
71.პირველი მიდგომა, აქცენტით მომჩივნის წარსულ "იგივე ქმედებაზე", მიუხედავად იმისა თუ რა კლასიფიკაცია ჰქონდა მას მინიჭებული კანონის მიხედვით (idem factum) ასახაავს სასამართლოს გადაწყვეტილებას Gradinger საქმეზე. მოცემულ საქმეში, ბ-ნი გრადინგერი სისხლისსამართლებრივად იქნა გასამართლებული გაუფრთხილებლობით მკვლელობისათვის და ამასთანავე დაეკისრა ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად ავტომობილის ნასვამ მდგომარეობასი მართვის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია განსაზღვრება, ბუნება და მიზანი ამ ორი დანაშაულისათვის განსხვავებული გახლდათ, ადგილი მაინც ჰქონდა მე-7 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას, რადგანაც ორივე გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მომჩივნის ერთი და იგივე მოქმედებას (იხ.Gradinger, ციტირებული ზემოთ, §55).
72.მეორე მიდგომაც ეფუძნება დაშვებას, რომ მოპასუხის ქმედებანი, რომელთა საფუძველზეც მოხდა მისი პასუხისგებაში მიცემა, წარმოადგენს ერთი და იგივე ქმედებებს, მაგრამ ამასთნავე აღნიშნავს, რომ ერთი და იგივე ქმედებები მასთანვე შესაძლებელია წარმოადგენდეს სხვადასხვა დანაშაულების შემადგენელ ნაწილებს (concours idéal d’infractions), რომელთა ჩადენის გამოც, შესაძლებელია პირის გასამართლება ცალ-ცალკე წარმოებების შედეგად. მოცემული მიდგომა შემუშავებულ იქნა სასამართლოს მიერ ზემოთციტირებულ Oliveira საქმეში, რომელშიც მომჩივანი თავდაპირველად გასამართლდა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა საკუთარი ავტომობილის მართვა, ხოლო შემდეგ კი გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანებისათვის. მისი ავტომობილი გადავიდა საპირისპირო მხარეს, დაეჯახა მეორე ავტომობილს, შემდეგ კი შეეჯხა მესამე ავტომობილს, რომლის მძღოლსაც მიაყენა სხეულის სერიოზული დაზინებანი. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის ფაქტები წარმოადგენდნენ ერთიანი ქმედების ტიპიურ მაგალითს, რომელიც შედგებოდ სხვადასხვა სამართალდარღვევებისაგან, მაშინ როდესაც მე-7 ოქმის მე-4 მუხლი კრძალავს პირთა ორჯერ გასამართლებას ერთი და იგივე სამართალდარღვევისათვის. სასამართლოს აზრით მართალია მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების პრინციპთან უფრო შესაბამისი იქნებოდა ორივე დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრა ერთი და იგივე სასამართლოს მიერ, ერთიანი სამართალწარმოების შედეგად, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქმეში არსებობდა ორი სხვადასხვა სამართალწარმოება არ იყო გადამწყვეტი. ის ფაქტი, რომ განსხვავებული დანაშაულები, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდა ერთი სისხლისსამართლებრივი მოქმედების ნაწილს, განიხილა სხვადასხვა სასამართლოებმა, არ წარმოადგენს თავისთავად მე-7 ოქმის მე-4 მუხლის დარღღვევას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასჯელები არაკუმულაციური ხასიათის იყო (იხ.Oliveira , ციტირებული ზემოთ, §§ 25-29). შემდგომ საქმეში Göktan, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-7 ოქმის მე-7 მუხლის დრღვევას იმის გამო, რომ ერთი და იგივე სისხლისსამართლებრივი ქმედეება, რომლის გამოც მოხდა მომჩივნის მსჯავრდება წარმოადგენდა ორ განსვავებულ სამართალდარღვევას: უკანონოდ იმპორტირებული ნარკოტიკული საშუალებების დილერობა და საბაჟო სამართალდარღვევა საბაჟო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო (იხ.Göktan, ციტირებული ზემოთ, § 50). მოცემული მიდგომა ასევე გამოყენებულ იქნა შემდეგ საქმეებში: Gauthier v. France (dec., no. 61178/00, 24 ივნისი 2003) და Ongun v. Turkey (dec., no. 15737/02, 10 ოქტომბერი 2006).
73.მესამე მიდგომა აქცენტს აკეთებს მოცემული ორი სამართალდარღვევის "ძირითად ელემენტებზე". საქმეში Franz Fischer v. Austria (no. 37950/97, 29 მაისი 2001) სასამართლომ დაადასტურა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი შემწყნარებელია ერთი სისხლისსამართლებრივი მოქმედებიდან გამომდინარე რამდენიმე სამართალდარღვევისათვის პასუხისგების მიმართ (concours idéal d’infractions). თუმცა, რადგანაც მოცემულ დებულებასთან შეუსაბამობაშია მომჩივნის გასამართლება ან დასჯა განმეორებით იმ დანაშაულისათვის, რომელიც მხოლოდ "ნომინალურად განსხვავებულია", სასამართლომ დაადგინა, რომ მან დამატებით უნდა განიხილოს, თუ რამდენად გააჩნდა მოცემულ სამართალდარღვევებს ერთი და იგივე "ძირითადი ელემენტები". მსგავსად ბ-ნი ფიშერის საქმისა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის და გაუფრთხილობლობით მკვლელობის დანაშაულს, მაშინ როდესაც მან საკუთარ თავს "მისცა უფლება ინტოქსირებული ყოფილიყო" გააჩნდა იგივე "ძირითადი ელემენტები" და სასამართლომ დაადგინა მე-7 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოცემული ორი სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მოცემული პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც მცირედ მოიცავდა ურთიერთს, არ არსებობდა არანაირი მიზეზი რათა დაგვედგინა, რომ მოპასუხე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი ყოველი მათგნისათვის ცალ-ცალკე. იგივე მიდგომა იქნა გამოყენებული W.F. v. Austria (no. 38275/97, 30 მაისი 2002) და Sailer v. Austria (no. 38237/97, 6 ივნისი 2002), საქმეებში, ეფუძნებოდა რა ორივე საქმე მსგავს გარემოებებს.
74."ძირითადი ელემენტების" კონცეფციის შემოღების შემდეგ სასამართლო ხშირად იყენებდა მას შემდგომ საქმეებში. საქმეში Manasson "ძირითადი ელემენტები", რომლებიც განასხვავებდნენ საგადასახადო კანონმდებლობის წინააღმდეგბობებს სისხლისსამართლებრივისაგან დადგინდა როგორც "მომჩივნის დაფუძნება არასწორ ინფორმაციაზე, რომელიც მოცემული იყო საგადასახადო ბრუნვის წარდგენისას ანგარიშებში" (იხ.Manasson ციტირებული ზემოთ). ანალოგიურად, საქმეში Bachmaie, სასამართლომ აღნიშნა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მართვისას განსაკუთრებით დამამძიმებელი ელემენტი დგინდებოდა მხოლოდ ერთი სამართალწარმოებისას (იხ.Bachmaier v. Austria (dec.), no. 77413/01, 2 სექტემბერი 2004).
75.რამდენიმე საქმეში, რომელიც ეხებოდა გადასახდებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს, დადგინდა, რომ სამართალდარღვევები განსხვავდებოდა განზრახვისა და მიზნის მიხედვით (იხ.Rosenquist, ციტირებული ზემოთ). ანალოგიური ორი განმასხვავებელი იქნა მიჩნეული მნიშვნელოვნად ზემოთცოტირებულ Storbråten და Haarvig საქმეებში.
76.განსხვავებული "ძირითადი ელემენტები" იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ ორ ავსტრიულ საქმეში. Hauser-Sporn-ში სასამართლომ დაადგინა, რომ დაზრალებულის მიტოვება და პოლიციისათვის საგზაო შემთხვევის შეუტყობინებლობა განსხვავდებოდა სისხლის სამართლის განზრახვის მიხედვით და ეხებოდა სხვადასხვა მოქმედებებსა და უმოქმედობას (იხ.Hauser-Sporn v. Austria, no. 37301/03, §§ 43-46, 7 დეკემბერი 2006). საქმეში შცჰუტტე, ერთი სამართალდარღვევის "ძირითადი ელემენტი" გახლდათ სახიფათო მუქარა ან ძალის გამოყენება საჯარო მოხელისადმი წინააღმდეგობის გაწევისას, მაშინ როდესაც მეორე ეხებოდა უმოქმედობას საგზაო მოძრაობის კონტექსტში, კერძოდ კი პოლიციის მოთხოვნის პასუხად არ გაჩერებას (იხ.Schutte, ციტირებული ზემოთ, § 42).
77.საბოლოოდ, საკითხის ირგვლივ მიღებულ ყველაზე ბოლოდრინდელ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ განსაზღვრა, რომ ორ განსახილველ სამართალდარღვევას გააჩნდა განსხვავებული "ძირითადი ელემენტები" და არ განსხვავდებოდნენ სიმძიმისა და შედეგების, დაცული სოციალური ღირებულებებისა და განზრახვის მხრივ (იხ.Garretta v. France (dec.), no. 2529/04, 4 მარტი 2008 ).
(ბ) არსებული მიდგომების ჰარმონიზაცია
78.სასამართლო მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მიდგომების არსებობა იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად წარმოადგენს ის სამართალდარღვევები, რომელთა გამოც ხდება მომჩივნის პასუხისგებაში მიცემა, იმის იდენტურს, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა მსჯავრი ან გამართლებულ იქნა, ხელს უწყობს სამართლებრივ გაურკვევლობას, რომელიც თავისთავად შეუსაბამო გახლავთ ფუნდამენტურ უფლებასთან არ აგო პასუხი ორჯერ ერთი და იგივე სამართალდარღვევისათვის. აღნიშნულ ვითარებაში სასამართლოს მოეთხოვება ჰარმონიზებული განმარტების გაკეთება "ერთი და იგივე დანაშაულის" - idem ელემენტის non bis in idem პრინციპიდან - მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მიზნებისათვის. სამართლებრივი სიზუსტის, წინასწარგანჭვრეტადობისა და კანონის წინაშე თანასწორობის მიზებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ უნდა გადაუხვიოს ჯეროვანი მიზეზის გარეშე წინა საქმეებში დადგენილ პრეცედენტებს, სასამართლოს მიერ დინამიური და ევოლუციური მიდგომის შენარჩუნების გარეშე იკვეთება რეფორმირებისა და გაუმჯობესებისადმი საფრთხე (იხ.Vilho Eskelinen and Others v. Finland [GC], no 63235/00, § 56, ECHR 2007 ...).
79.Non bis in idem პრინციპის მომცველი საერთაშორისო დოკუმენტების ანალიზი ამა თუ იმ ფორმით წარმოაჩენს განსხვავებული ტერმინების გამოყენებას. შესაბამისად, კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლი, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილი და ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის 50-ე მუხლი ეხება "ერთი და იგივე დანაშაულს" (“[même] infraction”), მაშინ როდესაც ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია საუბრობს "ერთი და იგივე საფუძვლებზე" (“mêmes faits”), შენგენის შეთანხმების საიმპლემენტაციო კონვენცია კრძალავს პასუხისგებას "ერთი და იგივე მოქმედებებიათვის (same acts / mêmes faits), ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი იყენებს ტერმინს "ერთი და იგივე საქციელი" (same conduct” / [mêmes] actes constitutifs). განსხვავება ერთის მხრივ ტერმინ "ერთი და იგივე მოქმედება" და "ერთი და იგივე საფუძველს" და მეორეს მხრივ "ერთი და იგივე დანაშაულს" შორის განსაზღვრა ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ და ადამიანის უფლებათა ინტერამერიკულმა სასამართლომ როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი მკაცრად ფაქტების საფუძველზე და არა მათ სამართლებრივ კლასიფიკაციაზე დაყრდნობით განსასაზღვრად. მოცემულის დადგენისას, ორივე სასამართლომ აქცენტი გააკეთა მასზედ, რომ არსებული მიდგომა იქნებოდა დამნაშავის სასარგებლო, რომელსაც ეცოდინებოდა, რომ მას შემდეგ რაც იგი დამნაშავედ იქნებოდა ცნობილი და მოიხდიდა სასჯელს ან გამართლდებოდა, მას აღარ უნდა შეშინებოდა იგივე მოქმედებებისათვის პასუხისგებაზე (იხ. პარაგრაფები 37 და 40, ზემოთ).
80.სასამართლო მიიჩნევს, რომ სიტყვა "დანაშაული" მე-7 ოქმის მე-4 ნაწილში ვერ გაამართლებს ვიწრო მიდგომის გამოყენებას. იგი იმეორებს, რომ კონვენცია უნდა იქნას განმარტებული და გამოყენებული იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს უფლებებით პრაქტიკულ და ეფექტიან და არა თეორიულ და ილოზორულ სარგებლობას. კონვენცია ცოცხალი ინსტრუმენტია, რომელიც განმარტებული უნდა იქნას არსებული გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სხვა მრავალს შორის Tyrer v. the United Kingdom, 25 აპრილი 1978, § 31, Series A no. 26, და Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 75, ECHR 2002 VI). კონვენციის მსგავსი საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები განმარტებული უნდა იქნას ობიექტისა და მიზნის, ისევე როგორც ეფექტურობის პრინციპის გათვალისწინებით (Mamatkulov and Askarov v. Turkey [GC], nos. 46827/99 და 46951/99, § 123, ECHR 2005 I).
81.სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მიდგომა, რომელიც აქცენტირებს ორი სამართალდარღვევის სამართლებრივ დახასიათებაზე ზედმეტად ვიწროდ განმარტავს ინდივიდის უფლებებს და თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული სხვადასხვა სამართლებრივი კლასიფიკაციის მქონე სამართალდარღვევებისათვის, იქმნება მე-7 ოქმის მე-4 მუხლით დადგენილი გარანტიებისადმი საფრთხე და არანაირად არ ხდება მისი პრაქტიკული და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა, როგორც ეს მოითხოვება კონვენციის მიხედვით (შეადარეFranz Fischer, ციტირებული ზემოთ, § 25).
82.შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი უნდა გაგებულ იქნას როგორც ამკრძალავი მექანიზმი მეორე "სამართალდარღვევისათვის" პასუხისგებაში მიცემის ან სასამართლო განხილვისადმი იმდენად, რამდენადაც იგი გამომდინარეობს იდენტური ან დიდწილად ერთი და იგივე ფაქტებისაგან.
83.მე-7 ოქმის მე-4 მუხლში გაჟღერებული გარანტია რელევანტურია ახალი დევნის დასაწყებად მაშინ, როდესაც წინარე გამართლება ან მსჯავრდება უკვე res judicata ძალის მქონეა. გადაკვეთის ამ მონაკვეთში, არსებული მასალა აუცილებლად უნდა მოიცავდეს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც დასრულდა პირველი "სისხლისსამართლებრივი პროცედურა" და უნდა მიუთითებდეს მომჩივნის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს ახალი წარმოებისას. ჩვეულებრივ, მოცემული დოკუმენტები შეიცავენ როგორც იმ დანაშაულის ფაქტების აღწერას, რომლისთვისაც უკვე გასამართლებულ იქნა მომჩივანი, ასევე იმ დანაშაულს, რომლისთვისაც არის იგი ბრალდებული. სასამართლოს აზრით, ფაქტების ამგვარი აღწერა მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად არის მოცემულ ორ საქმეთაწარმოებაში განხილული ფაქტები იდენტური ან დიდწილად ერთი და იგივე. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არარელევანტურია ახალი ბრალდების თუ რომელი ნაწილები დაკმაყოფილდება ან მოიხსნება მიმდინარე განხილვისას, რადგანაც მე-7 ოქმის მე-4 მუხლი შეიცავს გარანტიას გასამართლების ან პასუხისგებისაგან ახალ სამართალწარმოებაში და არა აკრძალვას მეორე მსჯავრდების ან გასამართლების წინააღმდეგ (შეადარე ქვემორე პარაგრაფ 110-ს).
84.სასამართლოს მიერ კვლევა შესაბამისად უნდა დაეფუძნოს იმ ფაქტების ანალიზს, რომელიც წარმოადგენენ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს იგივე მოპასუხის ირგვლივ და განუყოფლად არიან დაკავშირებული ურთიერთთან დროსა და სივრცეში და რომლის არსებობაც უნდა დადასტურდეს, რათა ადგილი ჰქონდეს ბრალდებას ან სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დაწყებას.
(გ) აღნიშნული მიდგომის გამოყენება მოცემულ საქმეში
85.სასამართლო პირველ რიგში გაანალიზებს იმ გარემოებებს, რომელშიც 2002 წლის 4 იანვრს ადგილი ჰქონდა რიგ მოვლენებს, რომელიც შეიქნა მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდებების წარდგენის მიზეზი.
86.დილით ადრე, მომჩივნის მეგობარი გოგონა აღმოჩენილ იქნა სამხედრო დახურულ ზონაში და ისინი წარდგენილ იქნენ პოლიციის მე-9 განყოფილებში ახსნა-განმარტების მისაცემად. დაცულ ტერიტორიაზე მომჩივნის მეგობარი გოგონას უკანონო შესვლის გამო არ აღძრულა საქმე.
87.პოლიციის ტერიტორიაზე მომჩივანმა დაიწყო ყვირილი ქ-ნი ი.-ს და კაპიტან ს.-ის მისამართით, რასაც შემდეგ ხელის კვრაც მოჰყვა. მის შემდეგ, მომჩივანი ეცადა დაეტოვებინა პოლიციის განყოფილება, თუმცა იგი გააჩერეს და ხელბორკილები დაადეს. პოლიციის ოფიცრებმა გადაწყვიტეს, რომ მომჩივნის უპატივცემულო საქციელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა.
88.მომჩივანი წაიყვანეს მაიორ კ.-ს კაბინეტში, სადაც მან დაიწყო ადმინისტრციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. კაპიტანი ს. და კიდევ ერთი ოფიცერი ესწრებოდა ოქმის შედგენას. მომჩივანი განაგრძობდა არაჯეროვან საქციელს და აგინებდა მაიორ კ.-ს.
89.ოქმის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა მომჩივანი ჩასვეს მანქანაში გრიბანოვსკის განყოფილებაში წასაყვანად. გზად, მომჩივანი განაგრძობდა მაიორ კ.-სადმი გინებას - რომელიც იგივე მანქანაში იჯდა - და მკვლელობით ემუქრებოდა მას.
90.რაც შეხება მომჩივნის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველად 2002 წლის 4 იანვარს საოლქო სასამართლომ დასდო მომჩივანს მსჯავრი " წვრილმანი ხულიგნობისათვის" ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე. მართალია საოლქო სასამართლო გადაწყვეტილება შეიცავდა ფაქტობრივი გარემოებების განმსაზღვრელ მხოლოდ ერთ წინადადებას და არ ახსენებდა არანაირ მტკიცებულებას, შესაძლებელია დავუშვათ, რომ იგი ეფუძნებოდა იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს, რომელიც შედგენილ იქნა პოლიციის მიერ და წარედგინა საოლქო სასამართლოს (იხ. პარაგრაფი 15, ზემოთ). ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიციის მე-9 განყოფილებაში მისვლიდან მალევე პოლიციის თანამშრომლების მიმართ უშვერი სიტყვების გამოყენებასა და საჯარო წესრიგის დარღვევისათვვის.
91.შემდგომ სისხლისსამართლებრივ საქმეში, 2002 წლის 4 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით მომჩივნის წინააღმდეგ აღიძრა საქმე სამი პუნქტით (იხ. ბრალდებები ზემორე პარაგრაფ 21-ში). პირველ რიგში, იგი ბრალდებულ იქნა "ხულგნობაში" სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლით ქ-ნ ი.-ს და კაპიტან ს.-ის წინააღმეგ უშვერი სიტყვების გამოყენებისა და საჯარო წესრიგის დარღვევის გამო მე-9 განყოფილებაში მიყვანიდან მოკლე დროში. მეორე, იგი ბრალდებულ იქნა საჯარო მოხელისადმი შეურაცხყოფის მიყენების გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლის მიხედვით, აგინებდა რა მაიორ კ.-ს მის კაბინეტში მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. და მესამე, იგი ბრალდებულ იქნა ძალადობის მუქარის გამო საჯარო მოხელის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის მიხედვით, ემუქრებოდა რა სიცოცხლის მოსპობით მაიორ კ.-ს გრიბანოვსკის განყოფილებაში მიმავალ გზაზე.
92.ფაქტებისა და ბრალდებების ეს მცირე მიმოხილვა ადასტურებს, რომ პირველ ეპიზოდში მომჩივანი აგინებდა ქ-ნ ი.-ს და კაპიტნ ს.-ს საპასპორტო განყოფილების ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ეპიზოდებში იგი შეურაცხყოფას აყენებდა მაიორ კ.-ს ჯერ მის კაბინეტში, შემდეგ კი მანქანაში და ემუქრებოდა მას ძალადობით. შედეგად, მოცემულ სამ ეპიზოდს შორის არ არსებობდა დროითი ან სივრცითი კავშირი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის საქციელი დიდწილად ერთგვაროვანი იყო 2002 წლის 4 იანვრის მთელი დღის განმავლობაში - წარმოადგენდა რა იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას სხვადასხვა მოხელეთა მიმართ - მაგრამ, იგი არ იყო განგრძობითი მოქმედება, არამედ იგივე საქციელის სხვადასხვა მანიფესტაციები, რომელიც გამოხატულ იქნა სხვადასხვა გარემოებებში (შეადარეRaninen, ციტირებული ზემოთ).
93.რაც შეეხება მეორე და მესამე ეპიზოდებს მაიორ კ.-სთან დაკავშირებით, ამ მხრივ მომჩივნის წინააღმდეგ ბრალი წაყენებული იქნა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წარმოების შედეგად. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ იგი განმეორებით გასამართლდა იმ სამართალდარღვევისათვის, რომელთან დაკავშირებითად იგი უკვე გამართლებული ან მსჯავრდებული გახლდათ. შესაბამისად, მე-7 ოქმის მე-4 მუხლი არ ვრცელდება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე და 318-ე მუხლების საფუძველზე წარდგენილ ბრალზე.
94.ვითარება განსხვავდება, თუმცა მომჩივნის უწესო ქცევის ირგვლივ, რომლის გამოც იგი უკვე მსჯავრდებული გახლდათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 158-ე მუხლით, ხოლო შემდეგ კი გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის საფუძველზე. იმის გამო, რომ საქმე გვაქვს იგივე საქციელის, იგივე მოპასუხის მიმართ, იგივე დროით ჭრილში შემთხვევასთან, სასამართლო ვალდებულია დაადგინოს თუ რამდენად იყო იმ სამართალდარღვევის ფაქტები იდენტური ან დიდწილად იგივე, რომელთან დაკავშირებითაც ჰქონდა ადგილი მსჯავრდებასა და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას.
95." წვრილმანი ხულიგნობის" სამართალდარღვევის განმარტება 158-ე მუხლის მიხედვით ეხება სამი ტიპის აკრძალულ საქციელს: "უშვერი სიტყვების გამოყენება", "ძალადობრივი ქმედება სხვათა მიმართ" და "სხვა ქმედებები, რომელიც არღვევს საჯარო წესრიგს". ყოველი ამ ელემენტთაგანის დადგენა საკმარისია ბრალეულობის დასამტკიცებლად. მათ შორის, საოლქო სასამართლომ გაითვალისწინა ორი ელემენტი: უშვერი სიტყვების გამოყენება და მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობა, რაც შესაძლებელია განმარტებულ იქნას როგორც "ქმედებები, რომელიც არღვევს საჯარო წესრიგს".
96.შემდგომ სისხლისსამართლებრივ საქმეში მომჩივანი ბრალდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტით. ბრალდება საჭიროებდა ბრალმდებელის მიერ შემდეგის დადასტურებას ა) რომ მოპასუხემ სერიოზულად დაარღვია საჯარო წესრიგი ან გამოხატა უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ; ბ) გამოიყენა ძალადობა ან მისი მუქარა; და გ) წინააღმდეგობა გაუწია საჯარო მოხელეს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ მომჩივანმა გამოხატა უატივცემულობა ქ-ნი ი-სა და კაპიტანი ს.-ის მისამართით და ხელი ჰკრა ამ უკანასკნელს, ამასთანავე ემუქრებოდა რა ფიზიკური ძალაოდბით. სასამართლოს მიერ განსახილველი არ არის თუ რამდენად ჯეროვნად იქნა ყოველი მოცემული ელემენტის დასაბუთება, რადგანაც როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მეორე პროცესის დროს მსჯავრდება არ გახლავთ სავალდებულო ელემენტი მე-7 ოქმის მე-4 მუხლით დადგენილი გარანტიების გამოსაყენებლად, საკმარისია რა, რომ მომჩივანი პასუხუსგებაში იყო მიცემული და/ან რეალურაც იქნა გასამართლებული მოცემულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
97.ფაქტები, რომელმაც დაუდო საფუძველი მომჩივნის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ ბრალდებას საჯარო წესრიგის დარღვევის გამო მდგომარეობდა პოლიციის თანამშრომელთა ქ-ნ ი.-ს და კაპიტან ს.-ის მიმართ უშვერი სიტყვების გამოთქმის და ამ უკანასკნელისადმი ხელის კვრის სახით. იგივე ფაქტები გახლდათ სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლით ბრალდების საფუძველიც, რომლის მიხედვითაც მომჩივანმა დაარღვია საჯარო წესრიგი უშვერი სიტყვების გამოთქმით, კაპიტან ს.-ის მიმართ ძალადობის მუქარით და მისდამი დაუმორჩილებლობით. შესაბამისად, ორი განსხვავებული სამართალწარმოების ფაქტები განსხვავდებოდა ურთიერთისაგან მხოლოდ ერთი ელემენტით, კერძოდ კი ძალადობის მუქარით, რომელიც არ იყო ხსენებული პირველი წარმოების დროს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტის საფუძველზე წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდება სრულად მოიცავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებს და, შესაბამისად "წვრილმანი ხულიგნობის" დანაშაული არ მოიცავდა არც ერთ ელემენტს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული "ხულიგნობის" დანაშაულის ქვეშ. შესბამისად, მოცემული ორი სამართალდრღვევის ფაქტები უნდა ჩაითვალოს დიდწილად ერთი და იგივედ მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მიზნებისათვის. როგორც სასამართლომ აღნიშნა კიდეც, ორი დანაშაულის ფაქტები წარმოადგენს ერთადერთ შესადარებელ გარემოებას და მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ ისინი განსხვავებულნი იყვნენ სასჯელის სერიოზულობის მიხდვით ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.
გ. ჰქონდა თუ არა ადგილი ორმაგ სამართალწარმოებას
1. პალატის დასკვნა
98.პალატამ გაიმეორა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი არ იზღუდებოდა ორჯერ დასჯის აკრძალვით არამედ ვრცელდებოდა ორჯერ გასამართლებასა თუ მსჯავრდების აკრძალვაზე. მან დაადგინა, რომ მთავრობის არგუმენტები, მასზედ რომ მომჩივანი შედეგად გამართლებულ იქნა სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოებისას ხულიგნობისათვის არ ახდენდა გავლენას მის სარჩელზე, რომ იგი მეორეჯერ იქნა ბრალდებული და გასამართლებული იგივე ბრალდებით.
99.პალატამ ხაზი გაუსვა, რომ სისხის სამართლის საქმე მომჩივნის წინააღმდეგ აღძრული და წარმოებული იქნა ერთი და იგივე პოლიციის დეპარტამენტში და იგი გასამართლებულ იქნა იგივე მოსამართლის მიერ. მან მიიჩნია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუშვა სისხლის სამართლის საქმის წარმოება მომჩივნის იგივე ანაშაულისათვის წინა ადმინისტრაციული მსჯავრის სრული ცოდნის გათვალისწინებით.
100.საბოლოოდ, პალატამ დაადინა, რომ non bis in idem პრინციპის დარღვევა არ ყოფილა მომჩივნის გამართლების მიზეზი. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მიზეზი გახლდათ საქმის არსებითი განხილვისას მიჩნეული ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა მომჩივნის ბრლეულობა იმ სტანდარტის მტკიცებულების არარსებობის გამო, რომელიც ზოგადად სისხლის სამართლებრივ საქმეს განასხვავებს ადმინისტრაციული წარმოებისაგან.
2. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
101.მომჩივანმა აღნიშნა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი გამოიყენება არა მხოლოდ იმ საქმეებზე, სადაც მოპასუხე ორჯერ იქნა მსჯავრდებული, არამედ იმ შემთხვევებშიც, როდესაც მოპასუხეს ორჯერ წარედგინა ბრალი, მიუხედავად იმისა მოხდა თუ არა მისი მსჯავრდება. მან მოიხმო Gradinger საქმე და აღნიშნა, რომ მისი დებულებები ვრცელდებოდა მაშინაც კი, როდესაც მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა ერთი დანაშაულისათვის ხოლო გამართლდა მეორისათვის. ანალოგიურად, იგი ბრალდებულ იქნა, გასამართლდა და შედეგად გამართლებულ იქნა "ხულიგნობისათვის", თუმცა უკვე მსჯავრდებული გახლდათ "წვრილმანი ხულიგნობისათვის", რომელსაც გააჩნდა იგივე მთავარი ელემენტები. მისი აზრით, არსებული ვითარება წარმოადგენდა non bis in idem პრინციპის დარღვევას.
102.მომჩივანი შემდგომ აღნიშნავდა, რომ მისი საქმე განსხვავებული გახლდათ Ščiukina v. Lithuania საქმიდან (dec., no 19251/02, 5 დეკემბერი 2006), სადაც ეროვნულმა სასამართლოებმა აშკარად დაადგინეს, რომ ადგილი ჰქონდა non bis in idem პრინციპის დარღვევას და განიხილეს იმის ალბათობაც, რომ წინა ადმინისტრაციული მსჯავრდება მოხსნილიყო. მოცემული შემთხვევისაგან განსხვავებით, წინამდებარე საქმეში მომჩივნის წინააღმდეგ ადმინისტრციული სამართალწარმოების უბრალო მოხსენიება 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ვერ განიმარტებოდა როგორც მომჩივნის უფლების დარღვევა არ ყოფილიყო ორჯერ გასამართლებული. განაჩენში არ ხსენებულა non bis in idem პრინციპი, როგორც კონსტიტუციის, საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართლის ან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნაწილი. რუსული კანონმდებლობით, მომჩივანი მაინც ვერ ისარგებლებდა მოცემული პრინციპით, რადგანაც ორჯერ სამართალწარმოების აკრძალვა ვრცელდებოდა მხოლოდ "დანაშაულზე", ხოლო მოდსარჩელე კი მსჯავრდებული გახლდათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. მომჩივანი გაამართლეს არა იმიტომ, რომ დევნა განმეორებითი იყო, არამედ მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო.
103.მომჩივანმა გამოხატა წუხილი Zigarella v. Italy (dec., no. 48154/99, 3 ოქტომბერი 2002), საქმეში დადგენილი მიდგომის გამო, სადაც მომჩივნისათვის ზიანის დადასტურების გარეშე, მე-7 ოქმის მე-4 მუხლი დარღვეულად ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ახალი სამართალწარმოების გახსნა იმის ცოდნის შემთხვევაში, რომ მოპასუხე უკვე გასამართლებული გახლდათ წინარე სამართალწარმოებისას. იგი აღნიშნავდა, რომ ნაკლებ სავარაუდო გახლდთ სამართალწარმოების დაწყება სახელმწიფოს მიერ ცოდნის გარეშე, რადგანაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება ყოველვის სახელმწიფოს მიერ იწყება. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდებოდა ძიგარელლა საქმის გარემოებებისაგან, რადგანაც რუსეთის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სამართალწარმოებას მოანდომა თოთხმეტ თვეზე მეტი იცოდა რა სრულად მისი წინა მსჯავრდების შესახებ.
(ბ) მთავრობა
104.მთავრობამ პირველად დიდი პალატის წინაშე აღნიშნა, რომ მომჩივანს შეეძლო გაესაჩივრებინა მისი ადმინისტრაციული მსჯავრდება ზემდგომ სასამართლოში. გასაჩივრების ვადა გახლდათ ათი დღე, რომელიც შეიძლება გაგრძელებულიყო მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მომჩივანს არ გაუსაჩივრებია მისი ადმინისტრაციული მსჯავრდება და შედეგად იგი არ ყოფილა "საბოლოო" მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მნიშვნელობით.
105.პალატის წინაშე მთავრობა აღნიშნავდა, რომ საოლქო სასამრთლომ მომჩივანი გაამართლა ხულიგნობის ბრალდებაში სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შესაბამისად მოხდა გამოძიების მიერ მომჩივნის უფლების წინარე დარღვევის გამოსწორება. რაც შეეხება მეორე სამართალწარმოებას, იგი დასრულდა მომჩივნის გამართლებით ხულიგნობის ბრალდებაში, ანუ, ადგილი არ ჰქონდა განმეორებით სამართალწარმოებას. მთავრობას მოცემული არგუმენტი დიდი პალატის წინაშე აღარ გაუმეორებია.
(გ) მესამე მხარე
106.მესამე მხარემ გააკრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილება ძიგარელლა საქმეში რომელიც, მისი აზრით გვთავაზობდა გამოყენებადობის ახალ კრიტერიუმს, რომელიც მე-7 ოქმის მე-4 მუხლის ორიგინალ ტექსტში არ არსებობდა. კერძოდ კი, დებულების სავარაუდო მიზანი, რომ მხოლოდ ახალი ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო მიზანმიმართულად აკნინებდა non bis in idem წესს. მესამე მხარე სასამართლოს მოუწოდებდა უარი ეთქვა მოცემულ დამატებით კრიტერიუმზე, რადგანაც იგი შეიძლება მომავალში სახიფათო გამხდარიყო.
3. სასამართლოს შეფასება
(ა) არსებობდა თუ არა "საბოლოო" გადაწყვეტილება
107.სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლის მიზანი გახლავთ განმეორებითი სისხლისსამართლებრივი ბრალდების, რომელიც დასრულდებულ იქნა "საბოლოო" გადაწყვეტილებით - აკრძალვა (იხ.Franz Fischer, ციტირებული ზემოთ, § 22, და Gradinger ციტირებული ზემოთ, § 53). მე-7 ოქმის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, რომელიც თავად ეფუძნება სისხლისსამართლებრივი გადაწყვეტილებების საერთაშორისო ვალიდურობის ევროპულ კონვენციას, "გადაწყვეტილება საბოლოოა, "თუ, ტრადიციული ტერმინის მიხედვით, მას მიენიჭა res judicata ძალა. ასეთია შეუცვლელი გადაწყვეტილებანი, ანუ, რომელთა დაკავშირებითაც აღარ არსებობს დამატებითი სამართლებრივი საშუალებანი ან როდესაც მხარეებმა ამოწურეს ყველა სამართლებრივი საშუალება ან გასულია ხანდაზმულობის ვადა მისი გამოყენების გარეშე". მოცემული მიდგომა კარგად არის ასახული სასამართლოს პრაქტიკაშიც (იხ. მაგალითად, Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 37, ECHR 2004 VIII, და Horciag v. Romania (dec.), no 70982/01, 15 მარტი 2005).
108.გადაწყვეტილებები, რომელთა მიმართაც არსებობს გასაჩივრების საშუალებანი, გამოირიცხება მე-7 ოქმის მე-4 მუხლით დადგენილი გარანტიების მოქმედებიდან იმდენად, რამდენადაც ჯერ არ გასულა ის ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია გასაჩივრება. მეორეს მხრივ, განსაკუთრებული დაცვის საშუალებანი, მაგალითად საქმისწარმოების განახლების ან გასული ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა არ არის მნიშვნელოვანი იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად იქნა გამოტანილი საქმის წარმოებისას საბოლოო დასკვნა (იხ.Nikitin ციტირებული ზემოთ, § 39). მართალია აღნიშნული სამართლებრივი საშუალებანი წარმოადგენს პირველი საქმისწარმოების გაგრძელებას, გადაწყვეტილების "საბოლოო" ხასიათი არ არის დამოკიდებული მათ გამოყენებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი ხელს არ უშლის საქმისწარმოების განახლებას, როგორც ეს ნათლად არის აღნიშნული კიდეც მე-4 მუხლის მეორე ნაწილში.
109.წინამდებარე საქმეში ადმინისტრაციული გადაწყვეტილება მიღებული 2002 წლის 4 იანვარს დაიბეჭდა სტანდარტულ ფორმაზე, რომელიც აღნიშნავდა, რომ იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა და რომ ძალაში დაუყოვნებლივ შედიოდა (იხ. პარაგრაფი 19, ზემოთ). თუმცა, იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ, როგორც ამას მთავრობა აღნიშნავს, შესაძლებელი იყო მისი გამოტანიდან ათი დღის ვადაში გასაჩივრება, მას მაინც მიენიჭა res judicata ძალა მოცემული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულის შემდეგ მხარეთათვის აღარ არსებობდა სხვა ჩვეულებრივი სამართლებრივი საშუალებანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული გადაწყვეტილება "საბოლოო" გახდა კონვენციის ავტონომიური მნიშვნელობის მიხედვით 2002 წლის 15 იანვარს, ხოლო სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება კი დაიწყო 2002 წლის 23 იანვარს.
(ბ) მომჩივნის გამართლება უშლის თუ არა ხელს მე-7 ოქმის მე-4 მუხლით დადგენილი გარანტიების გამოყენებას
110.პალატის მსგავსად სასამართლო იმეორებს, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი არ იზღუდება მხოლოდ ორჯერ დასჯის აკრძალვით, არამედ ამასთანვე მოიცავს უფლებას არ იყო ორჯერ ბრალდებული ან გასამართლებული (იხ.Franz Fischer ციტირებული ზემოთ, § 29). ასე რომ არ ყოფილიყო, აუცილებელი იქნებპდა სიტყვა "დასჯილის" დამატება სიტყვა "გასამართლებულ"-ზე, რადგანაც გამოიწვევდა მარტივ გაორებას. მე-7 ოქმის მე-4 მუხლი ვრცელდება მაშინაც კი, როესაც ინდივიდი უბრალოდ ბრალდებულ იქნა, მაგრამ არ მოხდა მისი მსჯავრდება. სასამართლო იმეორებს, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი შეიცავს სამ განსხვავებულ გარანტიას და ადგენს, რომ არავინ უნდა იყოს 1) პასუხისმგებელი გასამართლდეს, 2) გასამართლებული ან 3) დასჯილი იგივე სამართალდარღვევისათვის (იხ.Nikitin ციტირებული ზემოთ, §36).
111.მომჩივანი წინამდებარე საქმეში იქნა საბოლოოდ მსჯავრდებული წვრილმანი ხულიგნობისათვის და მოიხადა მასზე დაკისრებული სასჯელი. ამის შემდეგ იგი ბრალდებული იქნა ხულიგნობისათვის და მიესაჯა აღმკვეთი ღონისძიება. სამართალწარმოება გრძელებოდა ათ თვეზე მეტ ხანს, რომლის განმავლობაშიც მომჩივანს უწევდა გამოძიებაში მონაწილეობა და სასამართლოზე წარსდგომა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მოგვიანებით აღნიშნულ ბრალდებაზე იგი გამართლებულ იქნა არანაირ გავლენას არ ახდენს მის განაცხადზე, რომ იგი ბრალდებული და გასამართლებული იყო ერთი და იგივე ბრალდებისათვის უკვე მეორეჯერ. შესაბამისად, დიდი პალატა მსგავსად პალატისა უმნიშვნელოდ მიიჩნევს მთავრობის პოზიციას მასზედ, რომ ადგლილი არ ჰქონია სამართალწარმოების განმეორებითობას, რადგანაც მომჩივანი საბოლოოდ გამართლებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
(გ) დაეკარგა თუ არა მომჩივანს მსხვერპლის სტატუსი გამართლების შედეგად
112.საბოლოოდ, სასამართლო განიხილავს მთავრობის ალტერნატიულ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც მომჩივნის გამართლებამ სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მას დაუკარგა "მსხვერპლის" სტატუსი მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევისას.
113.სასამართლო აღნიშნავს, მან უკვე დაადგინა, რომ ის ფორმა როგორც ეროვნული ხელისუფლება განიხილავდა ორ სამართალწარმოებას, შესაძლებელია მნიშვნელოვნად ყოფილიყო მიჩნეული იმის განსასაზღვრად თუ რამდენად სარგებლობდა მომჩივანი "მსხვერპლის" სტატუსით მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, იმ კრიტერიუმების გათალისწინებით, რომელიც სასამართლოს უკვე დადგენილი აქვს პრაქტიკაში. შესაბამისად, Zigarella საქმეში (ციტირებული ზემოთ) ეროვნულმა ხელისუფლებამ პარალელურად აწარმოა ორი სამართალწარმოება მომჩივნის წინააღმედგ. პირველ საქმეთაწარმოებაში გამოტანილი "საბოლოო" გადაწყვეტილების შემდეგ, შეწყვეტილ იქნა მეორე საქმის წარმოება იმ საფუძველზე, რომ მათი გაგრძელება არღვევდა non bis in idem პრინციპს. სასამართლო დაეთანხმა, რომ ხელისუფლებამ ცალსახად აღიარა დარღვევა, და მეორე საქმის წარმოების შეწყვეტით, შესთავაზა ადექვატური გამოსწორების მექანიზმი. მომჩივანმა, შესაბამისად, დაკარგა "მსხვერპლის" სტატუსი მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევისას.
114.სასამართლომ განავრცო მოცემული მიდგომა Falkner საქმეში, სადაც დაადგინა, რომ ეროვნული ხელისუფლებისათვის შესაძლებელი უნდა იყოს ვითარების გამოსწორება, მაგალითად როგორც ეს მოხდა მოცემულ საქმეში - მომჩივნის წინააღმდეგ საქმეს აწარმოებდა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო უფლებამოსილებანი. იმის გამო, რომ მოცემულმა ორგანომ აღიარა საკუთარი შეცდომა, შეწყვიტა საქმე და აუნაზღაურა მომჩივანს დადგენილი ჯარიმა. ამის შემდეგ, მომჩივანი ვეღარ იდავებდა, რომ მისი ინტერესები დაზარალდა მოცემული საქმის წარმოების შედეგად (იხ.Falkner v. Austria (dec.), no. 6072/02, 30 სექტემბერი 2004).
115.სასამართლო შესაბამისად იზიარებს, რომ საქმე, სადაც ეროვნული ხელისუფლება ახდენდა ორ საქმეთაწარმოებას, მაგრამ მოგვიანებით აღიარებს non bis in idem პრინციპის დარღვევას და შესაბამის მისაგებელს, მაგალითად, მეორე საქმისწარმოების შეწყვეტის ან გაუქმების და მისი შედეგების აღმოფხვრის სახით შეთავაზებს მომჩივანს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარ ვითარებაში მომჩივანი კარგავს "მსხვერპლის" სტატუსს. ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში კი რთული გახლავთ ეროვნული ხელისუფლების მიერ მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევის გამოსწორება ეროვნულ დონეზე და დაქვემდებარების არსი დიდწილად კარგავს მის სარგებლიანობას.
116.წინამდებარე საქმის ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის ხელისუფლება საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე აღიარა non bis in idem პრინციპის დარღვევა. მომჩივნის გამართლება სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ დანაშაულში არ ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ იგი უკვე გასამართლებული გახლდათ იგივე სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. 2002 წლის 4 იანვრის ადმინიტრაციულ სამართალწარმოებაზე მითითება 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მხოლოდ მოცემული სამართალწარმოების არსებობის ხაზგასმას ისახავდა მიზნად. მეორეს მხრივ, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ სასამართლომ განიხილა მტკიცებულებანი მომჩივნის წინააღმდეგ და მიიჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სისხლისსამართლებრივი ბრალისათვის დადგენილ სტანდარტს. შესაბამისად, მისი გამართლება ეფუძნებოდა არსობრივ და არა პროცედურულ საფუძველს.
117.ეროვნული სასამართლოს მიერ non bis in idem პრინციპის დარღვევის არ აღარება განასხვავებს მოცემულ საქმეს ზემოთციტირებული Ščიუკინა საქმისაგან, სადაც ლიტვის უზენაესმა სასამართლომ აშკარად აღიარა მოცემული პრინციპის დარღვევა გააკეთა რა მითითება ლიტვის კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე.
118.რუსეთის სამართლებრივ სისტემაში განმეორებითი სამართალწარმოების აკრძალვა ვრცელდება მხოლოს სისხლის სამართლის სფეროზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წინარე მსჯავრდება არსობრივად იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღევისათვის არ წარმოადგენს სისხლისსამართლებივი საქმეთაწარმოების შეწყვეტის საფუძველს (იხ. პარაგრაფი 27, ზემოთ). მსგავსად, რუსეთის კონსტიტუცია იცავს ინდივიდს მხოლოდ იგივე "დანაშაულისათვის" მეორე ბრალდებისაგან (იხ. პარაგრაფი 26, ზემოთ). შესაბამისად, განსხვავები Ščიუკინა საქმისაგან, რუსეთის სასამართლოებს არ გააჩნდათ სამართლებრივი დებულებანი, რომელთა საფუძველზეც ისინი შეძლებდნენ განმეორებითი ბრალდების თვიდან აცილებას ისეთ პირობებში, როდესაც მოპასუხე უკვე გასამართლებულ იქნა სამართალდარღვევისათვის, რომლის საფუძველზეც იგი მსჯავრდებულ ან გასამართლებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის საფუძველზე.
119.აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის გამართლება სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ უკარგავს მას მე-7 ოქმის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევის "მსხვერპლის" სტატუსს.
დ. საქმის მოკლე მიმოხილვა და დასკვნა
120.სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი მსჯავრდებულ იქნა "წვრილმანი ხულიგნობისათვის" ადმინისტრციული სამართალწარმოების შედეგად, რომელიც კონვენციის დამოუკიდებელი მნიშვნელობის მიხედვით უტოლდება "სისხლისსამართლებრივ პროცედურას". მას შემდეგ რაც მისი მსჯავრდება "საბოლოო" გახდა, მას წარედგინა რამდენიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდება. მათ შორის, უმეტესობა ეხებოდა მომჩივნის ქცევას სხვა დროსა თუ სხვა ადგილზე. თუმცა, ბრალდება "ხულიგნობისათვის" ეხებოდა ზუსტად იგივე ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა "წვრილმანი ხულიგნობისას" და მოიცავდა დიდწილად იგივე ფაქტებს.
121.აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" პუნქტის საფუძველზე აღძრული საქმე ეხებოდა დიდწილად იგივე სამართალდარღვევას, რომლის გამოც იგი უკვე მსჯავრდებული გახლდათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით.
122.შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-7 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
123.კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
`თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას.~
ა. ზიანი
124.პალატის წინაშე მომჩივანმა მორალური ზიანისათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო. სასამათლომ მას 1,500 ევრო მიაკუთვნა.
125.მომჩივანს არ წარდგენია მოთხოვნა სამართლიანი დაკმაყოფილების ხელახალი მოთხოვნის წარმოდგენა დიდი პალატის წინაშე.
126.სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ უნდა გადაუხვიოს პალატის შეფასებიდან, რომელიც სამართლიან საწყისზე განხორციელდა. შესაბამისად, იგი მომჩივანს მიაკუთვნებს 1,500 ევროს მორალური ზიანისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლებელი ეკისრებოდეს მოცემულ თანხას.
ბ. ხარჯები
127.პალატის წინაშე განილვისას, მომჩივანმა მოითხოვა 12,700 რუსული რუბლი ადგილობრივ დონეზე საქმის მწარმოებელი ორი ადვოკატისათვის, 500 ევრო მისი წარმომადგენელი ბ-ნი კოროტიევის მიერ დახარჯული ათი საათისათვის და დამატებით 300 გირვანგა-სტერლინგი ბ-ნი ლიჩის მიერ გაწეული სამი საათი შრომისათვის სტრასბურგში მიმდინარე საქმის განიხილვისათვის, ასევე 138.10 გირვანქა-სტერლინგი თარგმანებისათვის.
პალატამ მას 1,000 ევრო მიაკუთვნა სასამართლოს ხარჯებისათვის, დამატებული ანაზღაურება შესაბამისი გადასახადებისათვის.
128.მომჩივანმა დამატებით მოითხოვა 1,724.70 ევრო და 4,946 გირვანქა-სტერლინგი კონვენციის 43-ე მუხლით ნაწარმოები სამართალწარმოებისათვის. აღნიშნული თანხა იყოფოდა შემდეგგვარად: 1,380 ევრო ბ-ნი კოროტიევის მიერ ნამუშევარი 23 საათისათვის, 4,017 გირვანქა-სტერლინგი ბ-ნი ლიჩის 40 საათისადა 10 წუთისათვის, 344.70 ევრო და 159 გირვანქა-სტერლინგი მათი მოგზაურებოსა და დაბინავების ხარჯებისათვის სტრასბურგში და დანარჩეი 770 გირვანქა-სტერლინგი ადმინისტრაციული და თარგმნის ხარჯებისათვის.
129.მთავრობამ აღნიშნა, რომ მოთხოვნები "ეწინააღმდეგებოდა სასამართლო ხარჯების აუცილებლობისა და გონივრულობის" პრინციპს. მათ ასევე აღიშნეს, რომ ადმინისტრაციული და თარგმნის ხარჯები არ იყო საკმარისად დეტალურად წარმოდგენილი.
130.სასამართლოში დამკვიდრებული პრქტიკის მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა მომჩივნის მიერ გაწეული მხოლოდ იმ ხარჯებისათვის, რომელიც რეალურია და აუცილებელი და გონივრული რაოდენობის გახლავთ (იხ.Belziuk v. Poland, 25 მარტი 1998, § 49, Reports 1998-I).
131.წინამდებრე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ბ-ნი კოროტიევისა და ბ-ნი ლიჩის მიერ საქმის დასაწყისიდანვე. საათების რაოდენობა და ანაზღაურება გონივრულია და ხსენებული ხარჯები მართლაც იქნა გაწეული მომჩივნის წარმომადგენლების მიერ. სასამართლოს წინაშე არსებულ მასალაზე დაყრდნობით, საამართლო მომჩივანს მიაკუთვნებს 9,000 ევროს სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად, დამატებული ნებისმიერი გადასახადის ოდენობა, რომელიც შესაძლებელია დაეკისროს მომჩივანს. კომპენსაცია გადაიხდება მომჩივნის წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე, დიდ ბრიტანეთში, მომჩივნის მოთხოვნის შესაბამისად.
გ. საურავი
132.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.უარყოფს, მთავრობის პირველად პრეტენზიებს;
2.ადგენს, რომ დაირღვა მე-7 ოქმის მე-4 მუხლი;
3.ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის განმავლობაში, მომჩივანს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა, კონვერტირებული რუსულ რუბლებში გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით.
(i) 1,500 ევრო (ათას ხუთასი) მორალური ზიანისათვის დამატებული ნებისმიერი გადასახადი;
(ii) 9,000 ევრო (ცხრა ათასი), სასამართლო ხარჯებისათვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს, რომელიც გადახდილ იქნება მისი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე გაერთიანებულ სამეფოში;
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში 2009 წლის 10 თებერვალს.
მაიკლ ო’ბოილიჟან-პოლ კოსტა სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy