© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #116
2009 წლის თებერვალი
სერგეი ზოლოტუხინი რუსეთის წინააღმდეგ – 14939/03
გადაწყვეტილება 10.2.2009 [GC]
დამატებითი ოქმი #7 მუხლი 1
ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა
“მცირე არამართზომიერი მოქმედებისთვის” ადმინისტრაციული სასჯელი და შემდგომი სისლხის სამართლებრივი დევნა “არამართლზომიერი ქმედებისთვის” იგივე ფაქტებთან მიმართებით: დარღვევა
ფაქტები: 2002 წლის იანვარში მომჩივანი დააპატიმრეს ნებართვის გარეშე მეგობარი გოგონას სამხედრო ბაზაში მიყვანისთვის და იგი გადაყვანილ იქნა საოლქო პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის ანგარიშის მიხედვით, მომჩივანი იყო ნასვამი, უტიფრად იქცეოდა, იყენებდა უხამს სიტყვებს და ცდილობდა გაქცევას. იმავე დღეს საოლქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო იგი პოლიციის თანამშრომლების შეგინებისთვის და პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო “მცირე არამართზომიერი ქმედების” ჩადენაში, რომელიც განსაზღვრულია ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლით და მიუსაჯა მას სამ დღიანი პატიმრობა. ამსთანავე მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმავე ქმედებასთან დაკავშირებით. მას ბრალი წაუყენეს “არამართლზომიერ ქმედებაში” რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლით პოლიციის თანამშრომლის შეგინებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე. მას ასევე ბრალად დაედო საჯარო პირის შეურაცყოფა სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, მან შეაგინა ოფიცერს რომელიც ადგენდა ადმინისტრაციული დანაშაულის ანგარიშს. და ბოლოს, მას ასევე ბრალად დაედო საჯარო მოხელეზე ძალადობრივი მუქარის განხორციელება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით იგი დაემუქრა ოფიცერს მოკვლით პოლიციის განყოფილებისკენ მიმავალ გზაზე. 2002 წელს იმავე საოლქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 318 და 319-ე მუხლებით, მაგრამ გაამართლა 213-ე მუხლის ბრალდებაში იმ საფუძვლით რომ მისი ბრალეულობა საჭირო სტანდარტს მიღმა არ დადასტურდა.
კანონი: 2007 წლის 7 ივნისის პალატის გადაწყვეტილებით სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა რომ ადგილი ჰქონდა დამატებითი ოქმი #7 მე-4-ე მუხლის დარღვევას. მთავრობის მოთხოვნით საქმე გადაიგზავნა დიდ პალატაში. მუხლის მიზნებიდან გამომდინარე “სისხლის სამართლის ბრალდების” არსებობა დიდმა პალატამ დაადგინა პალატის დადგენილება რომ მიუხედავად იმისა რომ საწყის ეტაპზე სამართალწარმოება მომჩივანის მიმართ იყო კლასიფიცირებული როგორც ადმინისტრაციული ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით ის გათანაბრებული იყო სისხლის სამართლის სამართალწარმოებასთან, კონკრეტულად კი, იმ დანაშაულთან მიმართებით რომელიც კლასიფიცირებულია როგორც “მცირე არამართლზომიერი ქმედება” და მასზე გათვალისწინებული სასჯელის სიმკაცრიდან გამომდინარე. იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა მსგავსება დანაშაულებში სასამართლოს წარსულში განსხვავებული მიდგომები ჰქონდა და პოზიცია ეფუძნებოდა ფაქტების წარმომავლობას, სამართლებრივ კლასიფიკაციას იმის თაობაზე რომ ერთიდაიგივე ფაქტებმა შეიძლება წარმოშვას სხვადასხვა დანაშაული ან მნიშვნელოვანი ელემენტების არსებობას რაც საერთოა ყველა დანაშაულისთვის, მიუხედავად მათი სამართლებრივი ხასიათისა. იმის გათვალისწინებით რომ ამ განსხვავებული მიდგომების არსებობა წარმოადგენდა სამართლებრივი გაუგებრობის საფუძველს რაც ეწინააღმდეგება დამატებითი ოქმი #7 მე-4-ე მუხლით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს, სასამართლომ გადაწყვიტა დეტალურად განემარტა თუ რა იგულისხმება ტერმინში “იგივე დანაშაული” კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე. სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით, განსაკუთრებით კი ისეთი საერთაშორისო ინსტრუიმენტების როგორიცაა გაეროს კონვენცია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ევროპის კავშირის ქარტია ფუნდამენტური უფლებების და ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, გარანტირებული უფლების, არ მოხდეს პირის გასამართლება ან დასჯა ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ, შესწავლის შემდეგ, სასამართლომ განაცხადა რომ დამატებითი ოქმი #7 მე-4-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ისე რომ ის კრძალავდეს პირის სამართლებრივ დევნას ან გასამართლებას მეორე დანაშაულისთვის იმ შემთხვევაში თუ ის წარმოიშვა იდენტური ფაქტების ან ფაქტების საფუძველზე რომლებიც “არსებითად” იგივეა რაც პირველი დანაშაულის შემთხვევაში. ეს გარანტია ამოქმედდა მას შემდეგ რაც შეიქმნა ახალი სამართალწარმოების პროცედურები მას შემდეგ რაც წინა გამართლებამ ან ბრალდებამ მიიღო რეს ჯუდიცატა ძალა (სასამართლოში დასრულებული საქმის ძალა რომლის გასაჩივრებაც აღარ შეიძლება). მოცემულ საქმეში, მომჩივანის სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე და 318-ე მუხლებით სამართლებრივი დევნისას დამატებითი ოქმი #7 მე-4-ე მუხლის მიხედვით საკითხი არ წამოჭრილა, ვინაიდან მომჩივანის ამ ქმედებისთვის წარდგენილი ბრალდება წარმოიშვა მხოლოდ პირველად და ერთადერთხელ სისხლის სამართლებრივი დევნისას. მაგრამ მდგომარეობა განსხვავებულია არამართლზომიერ ქმედებასთან მიმართებით რომლის გამოც მას პირველად ბრალდება წაეყენა ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ დარღვევათა 158-ე მუხლის მიხედვით და ბოლოს ის გასამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლით. ფაქტები რომელიც საფუძვლად დაედო ადმინსტრაციულ და სისხილის სამართლის წარმოებას მომჩივანის მიმართ განსხვავებული იყო მხოლოდ ერთ ასპექტში კონკრეტულად კი ძალადობის გამოყენების მუქარა პოლიციის ოფიცრის მიმართ და ამიტომ უნდა იყოს მიჩნეული არსებითად ერთნაირ ფაქტად. იმასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა თუ არა სამართაწარმოების დუბლირებას, სასამართლომ გაითვალისწინა პალატის დასკვნა იმის თაობაზე რომ “ადმინისტრაციულ” სამართალწარმოებაში გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც მომჩივანს მიესაჯა სამ დღიანი პატიმრობა გათვალისწინებული იყო საბოლოო გადაწყვეტილებაში. მომჩივანის სისხლის სამართალწარმოებაში გამართლების ფაქტს არანაირი კავშირი აქვს მის საჩივართან რომ ის ორჯერ იყო გასამართლებული ერთი და იგივე დანაშაულისთვის. სასამართლომ გაიმეორა რომ დამატებითი ოქმი #7 მუხლი 4 შეიცავს სამ სხვადასხვა გარანტიას და დაადგინა რომ არავის შეიძლება (1) დაეკისროს გასამართლების პასუხისმგებლობა, (2) გასამართლდეს და (3) დაისჯოს ერთი და იგივე დანაშაულისთვის. გამართლება არ ართმევს მომჩივანს დაზარალებულის სტატუსს ვინაიდან ის გარათლებული იყო მის მიმართ საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო. რუსეთის სახელმწიფო უწყებებმა აღიარეს დემოკრატიულ საზოგადოიებაში აუცილებელი პრინციპის დარღვევა. ბოლოს, მომჩივანის წინააღმდეგ წარმოებული სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის მიხედვით ეხებოდა არსებითად ერთი და იგივე დანაშაულს რომლისთვისაც ის უკევ დასჯილი იყო ადმინისიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41 - 1500 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy