© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #146
ნოემბერი, 2011
S.H. და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ - 57813/00
გადაწყვეტილება 3.11.2011 [დპ]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
დონორის კვერცხუჯრედისა და სპერმის ინვიტრო განაყოფიერებისთვის გამოყენების აკრძალვა ეროვნული კანონმდებლობით: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები - განმცხადებელი იყო ორი დაქორწინებული წყვილი. რადგანაც ისინი უშვილოები იყვნენ, გადაწყვიტეს მიემართათ სამედიცინო ჩარევის შედეგად განაყოფიერებისთვის. ერთადერთი საშუალება, რომლითაც მათ შეეძლოთ ყოლოდათ ბავშვი, რომლის გენეტიკური მშობელიც იქნებოდა ერთერთი მათგანი, იყო ინვიტრო განაყოფიერება IVF დონორის სპერმის (პირველი წყვილის შემთხვევაში) ან კვერცხუჯრედის (მეორე წყვილის შემთხვევაში) გამოყენებით. ავსტრიის ხელოვნური განაყოფიერების კანონი ორივეს კრძალავდა, როგორც დონორის სპერმის გამოყენებას IVF-ისთვის ისე ზოგადად კვერცხუჯრედის დონაციას. თუმცა იგივე კანონი უშვებდა ხელოვნური განაყოფიერების სხვა მეთოდებს, კერძოდ კი IVF-ს დაქორწინებული ან არაფორმალურ ქორწინებაში მყოფი ქალისა და მამაკაცის კვერცხუჯრედისა და სპერმის გამოყენებით (ჰომოლოგიური განაყოფიერების ტექნიკა) და საგამონაკლისო შემთხვევებში დონორის სპერმით in utero განაყოფიერებას. განმცხადებლებმა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც დაადგინა რომ ეს იყო მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში ჩარევა, მაგრამ ამავდროულად გამართლებული იყო, რადგანაც მიზნად ისახავდა როგორც უჩვეულო ოჯახური ურთიერთობის ჩამოყალიბების (ბავშვი ორი დედით, ერთი ბიოლოგიური და მეორე „სუროგატი“ დედით), ისე ქალთა ექსპლუატაციის თავიდან აცილებას.
2010 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს] პალატამ დაადგინა მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში როგორც ქალი, ასევე მამაკაცი განმცხადებლების მიმართ (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება #129).
კანონმდებლობა - მე-8 მუხლი: წყვილის უფლება ჩასახონ ბავშვი და ამ მიზნისთვის მიმართონ ხელოვნურ განაყოფიერებას, დაცულია მე-8 მუხლით, რადგანაც ეს არჩევანი პირადი და საოჯახო ცხოვრების გამოხატვის ფორმაა. შესაბამისად, ეს მუხლი ვრცელდებოდა წინამდებარე საქმეზე. სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლებს უარი ეთქვათ ხელოვნურ განაყოფიერებაზე იმ სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომლებიც ეროვნული სასამართლოების წინაშე წარუმატებლად გასაჩივრდა. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ შეისწავლა მათი საჩივარი ხელოვნური განაყოფიერების საშუალებების გამოყენების უფლების განხორციელებაში ჩარევის ჭრილში. სადავო შეზღუდვა კანონით იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შემდეგ მედიცინის დარგი მნიშვნელოვნად განვითარდა, რასაც ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა სათანადოდ უპასუხეს კანონმდებლობაში ცვლილებებით. თუმცა, [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს არ მოეთხოვებოდა იმის განსაზღვრა, სასქესო უჯრედის დონაციის აკრძალვა იყო თუ არა ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის მომენტში გამართლებული. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობაში არ იყო აშკარა ტენდენცია ინვიტრო განაყოფიერების მიზნებისთვის სასქესო უჯრედის დონაციის დაშვებასთან დაკავშირებით, რაც ასახავდა განვითარებად ევროპულ კონსესუსს. თუმცა ეს კონსესუსი არ ეფუძნებოდა წევრი ქვეყნების სამართალში დამკვიდრებულ და ხანგრძლივად არსებულ პრინციპებს, არამედ მეტწილად ასახავდა სამართლის კონკრეტულ დინამიურ სფეროში განვითარების დონეს და მყარად არა ავიწროვებდა სახელმწიფოს თავისუფალის შეფასების ფარგლებს. ვინაიდან IVF მკურნალობამ დღის წესრიგში დააყენა და კვლავ აქტუალურს ხდის სათუთ მორალურ და ეთიკურ საკითხებს სამედიცინო და სამეცნიერო განვითარების სწრაფად ცვლად გარემოში, და რადგანაც საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები ეხებოდა იმ სფეროებს, რომელშიც წევრ ქვეყნებს არ ქონდათ ერთიანი ნათელი საფუძვლები, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფოს შეეძლო ესარგებლა თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით.
(ა) კვერცხუჯრედის დონაცია - ისეთ სათუთ სფეროში, როგორიც არის ხელოვნური განაყოფიერება, მისი საშუალებების შესახებ მორალურ მოსაზრებებს და საზოგადოების მხრიდან მათ მიღებას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. თუმცა, ეს თავისთავად არ არის ხელოვნური განაყოფიერების კონკრეტული საშუალების, როგორიცაა კვერცხუჯრედის დონაცია, სრული აკრძალვისთვის საკმარისი მიზეზი. მიუხედავად ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომი თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებისა, ამ საკითხების მოსაწესრიგებლად შექმნილი სამართლებრივი ბაზისი უნდა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ლეგიტიმური ინტერესების ადეკვატურად გათვალისწინების ფორმით. ავსტრიული კანონმდებლობა სრულად არ კრძალავდა ხელოვნურ განაყოფიერებას, ვინაიდან უშვებდა ჰომოლოგიური განაყოფიერებას. ავსტრიული კანონმდებლობით შემოთავაზებული სისტემის მთავარი არსს წარმოადგენდა ხელოვნური განაყოფიერების ბუნებრივ განაყოფიერებასთან მაქსიმალური სიახლოვის შენარჩუნება, რათა თავიდან აცილებულიყო ფართო გაგებით კონფლიქტები ბიოლოგიურ და გენეტიკურ დედებს შორის. ამ დროს კანონმდებელი შეეცადა თანხვედრაში მოეყვანა ხელოვნური განაყოფიერების ხელმისაწვდომობა და თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინის როლისა და შესაძლებლობების შესახებ ფართო საზოგადოებაში არსებული მღელვარება. უფრო მეტიც, ავსტრიულმა კანონმდებლობამ ხელოვნური განაყოფიერების კანონით დაადგინა სპეციალური გარანტიები და პრევენციული ზომები, კერძოდ კი ხელოვნური განაყოფიერების საშუალებების გამოყენება მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ექიმების მიერ, რომელთაც აქვთ ამ სფეროში კონკრეტული განათლება და გამოცდილება და შეზღუდულები არიან პროფესიული ეთიკის ნორმებით და სასქესო უჯრედის დონაციისთვის საზღაურის მიღების კანონისმიერი აკრძალვა. ეს ღონისძიებები მიმართული იყო ევგენიკური სელექციის და ასეთი სელექციის ბოროტად გამოყენების პოტენციური რისკის შემცირებისკენ და მოწყვლად მდგომარეობაში არსებული ქალების, როგორც კვერცხუჯრედის დონორების ექსპლუატაციის რისკის თავიდან აცილებისკენ. რაც შეეხება შიშს ისეთი ურთიერთობების შექმნასთან დაკავშირებით, რომლებშიც სოციალური გარემოებები ემიჯნება ბიოლოგიურს, შვილად აყვანის ინსტიტუტი ვითარდებოდა დროთა განმავლობაში და ამჟამად ამგვარი ურთიერთობისთვის დამაკმაყოფილებელი საკანონმდებლო რეგულირება უზრუნველყოფილი იყო. მსგავსად ამისა, გასათვალისწინებელი იყო კვერცხუჯრედის დონაციიდან მომდინარე პრობლემების დამაკმაყოფილებლად მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა. თუმცა, გენეტიკურ დედასა და ბავშვის მატარებელ ქალს შორის დედობრივი ურთიერთობების ერთმანეთისგან გამიჯვნა მნიშვნელოვნად განსხვავდება მშვილებლებსა და ნაშვილებს შორის არსებული ურთიერთობისგან და ამ საკითხს ახალ ასპექტს სძენს. კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით მთავარი საკითხი იყო არა ის, რომ კანონმდებელს შეეძლო განსხვავებული მიდგომა დაედგინა, რაც სავარაუდოდ დაარღვევდა სამართლიან ბალანსს, არამედ ის სამართლიანი ბალანსის დარღვევისას ავსტრიელმა კანონმდებელმა გადაამეტა თუ არა ამ მუხლით დასაშვებ თავისუფალი შეფასების ფარგლებს. ამ საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ არ არსებობდა საკმარისად დამკვიდრებული ევროპული კონსესუსი ინვიტრო განაყოფიერებისთვის კვერცხუჯრედის დონაციის დასაშვებობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ავსტრიული კანონმდებლობით კვერცხუჯრედის დონაციის აკრძალვა მე-8 მუხლთან შესაბამისობაში იყო.
(ბ) სპერმის დონაცია - მსგავსი მოსაზრებები რელევანტური იყო ასევე სპერმის დონაციასთან მიმართებით. ის ფაქტი რომ ავსტრიელმა კანონმდებელმა მიიღო ხელოვნური განაყოფიერების შესახებ კანონი, რომლითაც იკრძალება სპერმისა და კვერცხუჯრედის დონაცია ინვიტრო განაყოფიერების მიზნებისთვის, თუმცა ამავდროულად დასაშვებია in vivo განაყოფიერება, რაც დიდი ხნის განმავლობაში მისაღებ მეთოდად ითვლებოდა და საზოგადოდ მისაღები იყო, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ინტერესების დაბალანსებისთვის და არ შეიძლება განხილულიყო მხოლოდ აკრძალვის პოლიტიკის ეფექტური განსაზღვრის კონტექსტში. ამან მეტადრე აჩვენა ავსტრიელი კანონმდებლის ყურადღებიანი და ფრთხილი მიდგომა, თანხვედრაში მოეყვანა სოციალური რეალობა ამ სფეროში არსებულ პრინციპებთან. ამასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიული კანონი არ კრძალავდა საზღვარგარეთ გამგზავრებას და უშვილობის მკურნალობას იმ მეთოდებით, რაც არ იყო დაშვებული ავსტრიაში და წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი შეიცავდა ნათელ ნორმებს, მშობლის და დედის სტატუსთან მიმართებით, რაც პატივს სცემდა მშობლის სურვილებს.
(გ) დადგენილება - ავსტრიის კანონმდებელმა ხელოვნური განაყოფიერების შესახებ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ხელოვნური განაყოფიერების მიზნით კვერცხუჯრედის დონაციის აკრძალვით და არც ინვიტრო განაყოფიერებისთვის სპერმის დონაციის აკრძალვით არ გადაამეტა მოცემული მომენტისთვის დასაშვები თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
შესაბამისად, ავსტრიულმა პარლამენტს მეცნიერებასა და საზოგადოებაში მიმდინარე დინამიური განვითარების შესაბამისად არ მოუხდენია ხელოვნური განაყოფიერების მარეგულირებელი ნორმების შემდგომი დეტალური განხილვა. ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებელს მომავალში უნდა გაეთვალისწინებინა მედიცინის მეცნიერების და საზოგადოებაში არსებული კონსესუსის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე არ დარღვეულა მე-8 მუხლი, მან მიიჩნია, რომ განსახილველი სფერო, რომელშიც კანონი უნდა ვითარდებოდეს მუდმივად და დაექვემდებაროს დინამიურ სამეცნიერო და სამართლებრივ განვითარებას, საჭიროებდა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მხრიდან მუდმივ გადახედვას.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ცამეტი ხმა ოთხის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy