© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე # 106
მარტი 2008
შტუკატუროვი (Shtukaturov) რუსეთის წინააღმდეგ - 44009/05
გადაწყვეტილება 27.3.2008 [I სექცია]
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
მოსაზღვრე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის ქმედუუნაროდ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წარმოების სამართლიანობა და პაციენტის მიერ ამ გადაწყვეტილების ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების გასაჩივრების შეუძლებლობა: დარღვევა
34-ე მუხლი
ინდივიდუალური განაცხადის წარდგენის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა
ხელისუფლების ორგანოების უარი განმცხადებლისთვის - ფსიქიატრიული პაციენტისთვის - ნება დაერთოთ, დაკავშირებოდა თავის ადვოკატს, მას შემდეგაც, რაც [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დროებითი ღონისძიებით დაავალდებულა ასე მოქცეულიყვნენ: მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა*
ფაქტები: განმცხადებელს, ზრდასრულ მამაკაცს, ჰქონდა ფსიქიკური დაავადების ისტორია და ოფიციალურად ცნობილი იყო ქმედუუნაროდ. მისმა დედამ მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისთვის ქმედუნარიანობის შეწყვეტის ბრძანების გაცემა, იმ საფუძვლით, რომ მას არ ქონდა უნარი დამოუკიდებლად წარემართა ცხოვრება და საჭიროებდა მეურვეს. განმცხადებელს ოფიციალურად არ შეატყობინეს საქმისწარმოების შესახებ, 2004 წლის დეკემბერში რაიონულმა სასამართლომ განიხილა განცხადება სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა რაიონული პროკურორი და იმ ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენელი, სადაც განმცხადებელი განთავსებული იყო მიმდინარე წლიდან. განმცხადებელს არ შეატყობინეს სხდომის შესახებ და შესაბამისად არც ესწრებოდა. ათ წუთიანი სასამართლო განხილვის შემდეგ რაიონულმა სასამართლომ ის ქმედუუნაროდ გამოაცხადა სამოქალაქო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ასეთ ზომას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის ქმედებათა მნიშვნელობას ან ვერ აკონტროლებს მათ. გადაწყვეტილების მიღებისას რაიონული სასამართლო დაეყრდნო ფსიქიატრიულ დასკვნას, რომლის თანახმადაც მას შიზოფრენია ქონდა. მის მეურვედ განმცხადებლის დედა დაინიშნა და შესაბამისად, კანონით მასვე მიენიჭა უფლებამოსილება, მისი წარმომადგენლობა განეხორციელებია ყველა საკითხებთან დაკავშირებით. განმცხადებელი მოგვიანებით დაუკავშირდა ადვოკატს, რომელსაც შეხვდა და განიხილეს მისი საქმე და შეადგინეს საჩივარი. ადვოკატმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს თავისუფლად შეეძლო რთული სამართლებრივი საკითხების გაგება და ადეკვატურ ინსტრუქციებს იძლეოდა. სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს არ ქონდა ქმედუნარიანობა და მეურვის გარეშე ვერ წარადგენდა სააპელაციო საჩივარს. 2005 წლის ნოემბერში განმცხადებლის დედამ განმცხადებელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განათავსა. განმცხადებელს და მის ადვოკატს არ მისცეს შეხვედრის უფლება, მაგრამ განმცხადებელმა მოახერხა ადვოკატის სახელზე გაეცა ევროპულ სასამართლოში მისი სახელით განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება. 2005 წლის დეკემბრიდან განმცხადებელს აეკრძალა გარე სამყაროსთან ურთიერთობა. მან და მისმა ადვოკატმა მთელი რიგი მიმართვებისა წარადგინეს სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის რაიონულ პროკურორთან და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას საავადმყოფოდან, მაგრამ წარუმატებლად. რაიონულმა პროკურორმა ადვოკატს ურჩია განმცხადებლის გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები მის მეურვესთან განეხილა, ვინაიდან ის საავადმყოფოში იმყოფებოდა მეურვის მოთხოვნით. 2006 წლის მაისში ევროპულმა სასამართლომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ხელისუფლებას მიუთითა, რომ განმცხადებელი და მის ადვოკატი უზრუნველეყო საჭირო დროითა და შეხვედრის ადგილით, რათა მათ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა და საქმის მომზადება შეძლებოდათ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ორგანოებმა უარი განაცხადებს მითითების შესრულებაზე, რადგანაც არ მიიჩნიეს მათთვის სავალდებულოდ. განმცხადებელი საავადმყოფოდან 2006 წლის მაისში გაათავისუფლეს, მაგრამ როგორც ირკვევა კვლავ დააბრუნეს დედის მოთხოვნით.
კანონმდებლობა: (ა) განმცხადებლის ქმედუუნაროდ ცნობის გადაწყვეტილება: მუხლი 6.1 - სამართალწარმოების შედეგი მნიშვნელოვანი იყო განმცხადებლისთვის, რადგანაც მან ზეგავლენა იქონია მის პირად ავტონომიაზე ცხოვრების ყველა მიმართულებით და გამოიწვია მისი თავისუფლების პოტენციური შეზღუდვები. უფრო მეტიც, განმცხადებელმა ორმაგი როლი შეასრულა სამართალწარმოებისას, რადგანაც იყო რა პროცესის მონაწილე მხარე, ამავდროულად სასამართლოს შესწავლის ძირითად საგანსაც წარმოადგენდა. შესაბამისად, მისი მონაწილეობა აუცილებელი იყო, რათა წარმოედგინა მისი საქმე და მოსამართლისთვის მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ პირადი აზრის ჩამოყალიბებაში დახმარებოდა. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილება, საქმეზე გადაწყვეტილება მიეღო მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე განმცხადებლის - რომელიც მისი მდგომარეობის მიუხედავად შედარებით თვითმართვადი იყო - ნახვისა და მოსმენის გარეშე საფუძველს მოკლებული იყო და შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის პრინციპს არღვევდა. სასამართლო განხილვაზე საავადმყოფოს წარმომადგენლისა და რაიონული პროკურორის დასწრებამ, რომელიც ათწუთიან განხილვაზე პასიური იყო, არ გახადა სასამართლო განხილვა ნამდვილად შეჯიბრებითი. განმცხადებელს არც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მიეცა, რადგანაც სააპელაციო საჩივარზე შესწავლის გარეშე ეთქვა უარი. შედეგად რაიონულ სასამართლოში სასამართლო განხილვა იყო უსამართლო.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მე-8 მუხლი - განმცხადებლის პირადი ცხოვრებაში სერიოზული ჩარევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია განუსაზღვრელი ვადით მისი სრული დამოკიდებულება მეურვეზე მისი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებით. ამ ჩარევის გასაჩივრება შესაძლებელი იყო მხოლოდ მეურვის მეშვეობით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის ყველა მცდელობას, შეეწყვიტა ეს ზომა. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ სამართალწარმოება პროცედურული დარღვევებით წარიმართა, რადგანაც განმცხადებელი სრულად გამოირიცხა გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან. რაიონული სასამართლოს დასაბუთებაც არაადეკვატური იყო, რადგანაც ეფუძნებოდა მხოლოდ სამედიცინო დასკვნას, რომელიც არასაკმარისად განიხილავდა განმცხადებლის შესაძლებლობების შეზღუდულობას, დაავადების შედეგებს მის სოციალურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობასა და მატერიალურ ინტერესებზე და მის უნარზე, გაეცნობიერებინა ან გაეკონტროლებინა მისი ქმედებები. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საპირისპიროდ, რომლის თანახმადაც კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ფსიქიკური დაავადების შესახებ თითოეულ საქმესთან მიმართებით „ინდივიდუალურ პასუხს“, რუსული კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ სრულ ქმედუნარიანობას და სრულ ქმედუუნარობას და არ ითვალისწინებს მოსაზღვრე მდგომარეობას. შესაბამისად განმცხადებლის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ იყო სხვათა ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
(ბ) ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსება: მუხლი 5.1.e - დასაშვებობასთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის ჰოსპიტალიზაცია „ნებაყოფლობითი“ იყო ეროვნული კანონმდებლობის თანახმად და შესაბამისად არ წარმოადგენდა „თავისუფლების აღკვეთას“. თუმცა ფაქტების გათვალისწინებით, განსაკუთრებით განმცხადებლის მცდელობებისა საავადმყოფოდან გაეთავისუფლებია თავი, სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი არ იყო ქმედუნარიანი გამოეხატა თავისი ნება, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ეთანხმებოდა მის ჰოსპიტალიზაციას. შესაბამისად საჩივარი დასაშვები იყო. რაც შეეხება საქმის არსებით მხარეს, მოპასუხე სახელმწიფომ „დადასტურებულად ვერ წარმოაჩინა“, რომ განმცხადებელს საავადმყოფოში განთავსების დროს არაჯანსაღი ფსიქიკა ქონდა: მათ ვერ ახსნეს თუ რატომ მოითხოვა მისმა დედამ ჰოსპიტალიზაცია და არც განთავსების მომენტში მისი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ჩანაწერები არსებობდა. შესაბამისად, „დადასტურებულად ვერ წარმოაჩინა“, რომ მისმა ფსიქიკურმა მდგომარეობამ გახადა აუცილებელი მისი იზოლაცია.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 5.4 - სასამართლოები არ ყოფილა ჩართული განმცხადებლის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილების მიღებაში და ეროვნული კანონმდებლობაც არ ითვალისწინებდა მსგავს შემთხვევებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსების ავტომატურ სასამართლო განხილვას. მას ასევე არ შეეძლო დამოუკიდებლად გაესაჩივრებინა მისი განგრძობადი დაკავება, რადგანაც მას შეწყვეტილი ქონდა ქმედუნარიანობა, და არც დედის მეშვეობით შეეძლო სამართალწარმოების დაწყება, რადგანაც ის მისი გათავისუფლების წინააღმდეგი იყო. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ორგანოები დაინტერესდნენ მისი დაკავების „კანონიერებით“, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს სასამართლო განხილვის ფორმად. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის იზოლაცია არ იყო ნებაყოფლობითი და რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის ერთადერთი სასამართლო შეფასება ათი თვით ადრე მოხდა - სასამართლო განხილვისას, რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა და რომელზეც იზოლაციის საჭიროება არ იქნა შესწავლილი - განმცხადებლის უუნარობამ, მიეღო მისი დაკავების სასამართლო შემოწმება დაარღვია 5.4 მუხლი.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
[კონვენციის] 34-ე მუხლი და [რეგლამენტის] 39-ე მუხლი - ადვოკატთან შეხვედრის აკრძალვა მოქმედებდა განმცხადებლის ჰოსპიტალიზაციის მთელ პერიოდზე, ხოლო სხვებთან კომუნიკაციის აკრძალვა - ამ პერიოდის უმეტეს ნაწილზე. ამ აკრძალვებმა განმცხადებლისთვის თითქმის შეუძლებელი გახადა მისი საქმის [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოში წარმართვა, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილი იყო მისი განაცხადის შესახებ. სახელმწიფო ორგანოებმა ასევე უარი განაცხადეს 39-ე მუხლის საფუძველზე დროებითი ღონისძიების შესრულებაზე იმ საფუძვლებით, რომ ის მთლიანად სახელმწიფოს მისამართით იყო და არა კონკრეტული ორგანოს მიმართ, ასევე რუსული კანონმდებლობა არ აღიარებდა მის სავალდებულო ძალას, რომ განმცხადებელი არ იყო უფლებამოსილი ემოქმედა საკუთარი დედის თანხმობის გარეშე და რომ მისი ადვოკატი არ ითვლებოდა მის კანონიერ წარმომადგენლად. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგებოდა კონვენციას. სასამართლოს და არა ეროვნული სასამართლოების გადასაწყვეტი იყო მის წინაშე სამართალწარმოების მიზნებისთვის განმცხადებლის წარმომადგენლის განსაზღვრა. დროებითი ზომა სავალდებულო იყო, რადგანაც შეუსრულებლობას შეეძლო გამოეწვია 34-ე მუხლის დარღვევის დადგენა და მნიშვნელობა არ ქონდა სახელმწიფო იტყოდა უარს მის შესრულებაზე თუ მისი რომელიმე ორგანო. შედეგად, განმცხადებლისთვის ადვოკატთან შეხვედრის ან მასთან კომუნიკაციის გრძელვადიანად აკრძალვით და დროებითი ღონისძიების შეუსრულებლობით სახელმწიფომ დაარღვია 34-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებები.
დადგენილება: შეუსრულებლობა (ერთხმად).
41-ე მუხლი - არ არის მზად გადაწყვეტილებისთვის.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy