© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #103
დეკემბერი, 2007
ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ხაზები (Islamic Republic of Iran Shipping Lines) თურქეთის წინააღმდეგ - 40998/98
გადაწყვეტილება 13.12.2007 [III სექცია]
34-ე მუხლი
დაზარალებული
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამართლებრივად და ფინანსურად დამოუკიდებელი კომპანია: დაზარალებულის სტატუსი დადასტურდა
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი
1-ელი დამატებით ოქმის 1.2 მუხლი
საკუთრებით სარგებლობის კონტროლი
გემისა და ტვირთის უკანონო დაპატიმრება ერთ წელზე მეტი ვადით, იარაღის კონტრაბანდის ეჭვის საფუძველზე : დარღვევა
ფაქტები: 1991 წლის ოქტომბერში თურქეთის სახელმწიფო ორგანოებმა დააკავa კვიპროსული საკუთრების ხომალდი, რომელსაც მართავდა განმცხადებელი, რადგანაც ეჭვი მიიტანეს იმაზე, რომ ხომალდზე არსებული იარაღი კონტრაბანდული მიზნებით იყო. გემის ეკიპაჟის რამდენიმე წევრის მიმართ დაიწყო სისხლის სამართალწარმოება. 1991 წლის დეკემბერში გამოძიების დასრულების შემდგომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ტვირთი, რომელიც განმცხადებელს გადაჰქონდა ეკუთვნოდა ირანს და მისი დაკავება არ შეიძლება გამართლებულიყო თურქეთსა და კვიპროს შორის „საომარი მდგომარეობით“. ბოლოს თურქეთის სასამართლომაც გაამართლა ეკიპაჟის წევრები და 1992 წლის დეკემბერში ხომალდიც გაათავისუფლა. თანმდევი სამოქალაქო სამართალწარმოების შედეგად, განმცხადებელმა ვერ შეძლო ხომალდის დაკავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღება.
კანონმდებლობა: 34-ე მუხლი - პირველყოვლისა მოპასუხე სახელმწიფომ სადავო გახადა ის რომ განმცხადებელს არ ქონდა locus standi, რადგანაც ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კორპორაცია იყო და აქედან გამომდინარე ის ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობისგან ვერ გაიმიჯნებოდა. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან განმცხადებელ კომპანიაზე ძირითადად ვრცელდებოდა კორპორაციული სამართალი და ის სახელმწიფოსგან სამართლებრივად და ფინანსურად დამოუკიდებელი იყო, არაფერი ამყარებდა იმას, თითქოსდა განაცხადი წარმოადგინა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ.
1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი - ხომალდის დაკავება უტოლდებოდა საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლს 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლის მიზნებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩარევას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ამ კანონის მოქმედების ფარგლებსა და მნიშვნელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებიდან ორ თვეში სახელმწიფო ორგანოებისთვის ცნობილი იყო, რომ ტვირთი არ წამოადგენდა კონტრაბანდას და არ უქმნიდა საფრთხეს თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს მდგომარეობა გაგრძელდა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხომალდი უნდა გათავისუფლებულიყო არაუგვიანეს 1992 წლის მარტისა, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. ამ დროიდან ხომალდის დაკავება იყო უკანონო, ვინაიდან აღარ არსებობდა იარაღის კონტრაბანდის დანაშაულის ვარაუდის საფუძველი ან თურქეთსა და კვიპროსს შორის საომარი მდგომარეობის გამო ხომალდის დაკავების რაიმე ზოგადი უფლებამოსილება. უფრო მეტიც, კომპენსაციის მოთხოვნაზე განმცხადებლისთვის სასამართლოების უარის გათვალისწინებით, განმცხადებლის საკუთრების უფლებაში ჩარევა იყო შეუსაბამო.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy