© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე @#127
2010 წლის თებერვალი
სინან იშიკი თურქეთის წინააღმდეგ - 21924/05
გადაწყვეტილება 2.2.2010 (III სექცია)
მუხლი 9
მუხლი 9-1
რელიგიის თავისუფლება
პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში რელიგიის მითითება: დარღვევა
მუხლი 46
მუხლი 46-2
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიება
მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს სწრაფი ზომები საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების პრევენციის მიზნით და მათ მიერ კომპენსაციის მიღების უფლების ეფექტურად დასაცავად
ფაქტები – მომჩივანი იყო ალევის რელიგიური ჯგუფის წევრი. 2004 წელს მან მიმართა სასამართლოს მოთხოვნით რომ მის პირადობის მოწმობაში რელიგიური რწმენის გასწვრივ ჩაწერილიყო სიტყვა “ალევი” “ისლამის” სანაცვლოდ, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
კანონი – მუხლი 9: მომჩივანის მდგომარეობა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა რომ 2006 წელს მიღებულ იქნა კანონი რომლითაც დაშვებული იყო პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში “რელიგიის” განმსაზღვრელი გრაფის შეუვსებლად დატოვება ან ამ გრაფის სრულად ამოშლა. როდესაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იძლევა რელიგიის იდენტიფიცირების საშუალებას ამ გრაფის შეუვსებლად დატოვების ფაქტი იღებს დამატებით მნიშვნელობას. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი, რომელიც არ უთითებს მის რელიგიურ რწმენას გამოირჩევა იმ პირებისგან რომელთაც რელიგიური რწმენა მითითებული აქვთ. სახელმწიფო უწყებებისგან გრაფის ღიად დატოვების მოთხოვნა მჭიდრო კავშირშია მფლობელის პირად რწმენასთან. პირის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური ასპექტის გამჟღავნება ჯერ კიდევ არსებობდა პრაქტიკაში. ეს მდგომარეობა აშკარად წინააღმდეგობაში მოდიოდა საკუთარი რელიგიური რწმენის თავისფლების პრინციპთან. ამიტომ, დარღვევა წარმოიშვა არა მაშინ როდესაც პირს უარი ეთქვა მომჩივანის რწმენის მითითებაზე მის საკუთარ პირადობის მოწმობაში არამედ მაშინ როდესაც პირადობის მოწმობაში რელიგიური რწმენის გრაფის მითითება გადაწყდა, მიუხედავად იმისა იქნება მისი შევსება სავალდებულო თუ ფაკულტატური მოთხოვნა. შედეგად, მომჩივანს შეუძლია იდაოს რომ ის წარმოადგენს უფლების შელახვის მსხვერპლს, მიუხედავად 2006 წელს მიღებული კანონისა.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 46: მომჩივანის კონვენციის მე-9-ე მუხლით განსაზღვრული უფლება შეილახა იმის გამო რომ მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შეიცავდა რელიგიური რწმენის ამსახველ გრაფას, მიუხედავად იმისა იყო ეს სავალდებულო თუ ფაკულტატური. ამის გამო, სასამართლომ დაადგინა რომ “რელიგიის” გრაფის ამოშლა პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან იქნება დარღვევის გამოსწორების საშუალება.
რელიგიის ან რწმენის გამჟღავნება
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy