© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი N.165
ივლისი 2013
______________________________________________________________________________
საქმე სინდიკატულ "პასტორულ სელ ბან" რუმინეთის წინააღმდეგ [დპ] - 2330/09
გადაწყვეტილება 9.7.2013 [დპ]
მუხლი 11
მუხლი 11-1
გაერთიანების თავისუფლება
მღვდელთა პროფესიული კავშირის დარეგისტრირებაზე უარი რელიგიური გაერთანებების ავტონომიის გამო: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები - 2008 წლის აპრილში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოცდათხუთმეტმა საეკლესიო და საერო პირმა გადაწყვიტეს შეექმნათ პროფესიული კავშირი. მათ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და სთხოვა კავშირისათვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება და პროფესიული კავშირების რეესტრში შეყვანა რაზედაც საეპისკოპოსოს წარმომადგენელმა წამოაყენა პრეტენზია. კავშირის წარმომადგენელმა განაგრძო რეგისტრაციის მოთხოვნა, რასაც მხარს უჭერდა პროკურატურა. 2008 წლის მაისში სასამართლომ დააკმაყოფილა კავშირის განაცხადი და დართო ნება რეესტრში შეყვანილიყო, რითიც მიანიჭა მას იურიდიუი სუბიექტის სტატუსი. საეპოსკოპოსომ გაასაჩივრა გადაწყეტილება. 2008 წლის საბოლოო გადაწყეტილებაში საოლქო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო სარჩელი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, და საქმის არსებითი მხარის განხილვისას უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და, შესაბამისად, იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებაზეც.
2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაში (იხ. საინფორმაციო ბიულეტენი 148) სტრასბურგის სასამართლოს პალატამ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა. რომ ადგილი ჰქონდა მე-11 მუხლის დარღვევას, მიიჩნია რა, რომ არ არსებობდა „მწველი სოციალური საჭიროება“ და რომ არსებული მიზეზების გათვალისწინებით, ისეთი მკაცრი ზომის მიღება, როგორიც გახლავთ მომჩივანი კავშირის რეგისტრაციაზე უარი, დასახული მიზნის არაპროპორციული გახლდათ და, შესაბამისად, არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სამართალი - მუხლი 11
(ა) გამოყენებადობა - პროფესიული კავშირის წევრების მიერ შესრულებულ საქმიანობებსა და მათი ანაზღაურების წესს თან ახლდა დასაქმებითი ურთიერთობის მსგავსი მრავალი ტიპიური მახასიათებელი. თუმცა, საეკლესიო პირთა სამუშაოს გააჩნია გარკვეული სპეციფიური მახასიათებლები, მაგალითად სულიერი მიზნები და ის ფაქტი, რომ იგი ხორციელდება ეკლესიაში, რომელიც სარგებლობს ავტონომიის გარკვეული ხარისხით, ისევე როგორც ეკლესიისადმი ლოიალურობის გაძლიერებული ვალდებულება, შესაძლოა დელიკატური აღმოჩნდეს ზუსტი განსხვავების დადგენისას მკაცრად რელიგურ საქმიანობასა და უფრო ფინანსური ხასიათის საქმიანობას შორის. თუმცა, მიუხედავად სპეციალური გარემოებებისა, დასაქმებითი ურთიერთობის ჭრილში განხილვისას, საეკლესიო მსახურები ასრულებდნენ იმ ფუნქციას რომელიც ხვდება მე-11 მუხლის კონტექსტში და რომელიც, შესაბამისად, ვრცელდებოდა მოცემული საქმის ფაქტებზე.
(ბ) არსებითი განხილვა - მომჩივანი კავშირის რეგისტრაციაზე უარი წარმოადგენდა ჩარევას, რომელიც ეფუძნებოდა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების დებულებებს. ეროვნულმა სასამართლოებმა დაასკვნეს წესდებიდან, რომ საეკლესიო ასოციაციებისა და ფონდების შექმნა წარმოადგენდა წმინდა სინოდის პრეროგატივას და სავალდებულო გახლდათ არქიეპისკოპოსის ნებართვა იმისათვის, რომ სამღვდელოების წევრებს მიეღოთ მონაწილეობა ნებისმიერი ფორმის ასოციაციაში. ჩარევა მიზნად ისახავდა კანონიერ მიზანს, დაეცვა სხვათა უფლებები, კერძოდ კი რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის.
ეროვნული სასამართლოების წინაშე საეპოსკოპოსოს მიერ წამოყენებული არგუმენტების გათვალისწინებით, რომელიც განმარტავდა პროფესიული კავშრის საწინააღმდეგო პოზიციას, საოლქო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ კავშირის რეგისტრაციის დაშვება გამოიწვევდა მოცემული რელიგიური გაერთიანების ავტონომიისათვის რეალურ საფრთხეს. რუმინეთში, რელიგიურ გაერთიანებებს უფლება აქვთ მიიღონ საკუთარი შიდა განაწესი და შესაბამისად, თავისუფალნი არიან მიიღონ გადაწყვეტილებანი საკუთარი საქმიანობების, პერსონალის დასაქმებისა და მათთან ურთიერთობის საკითხებზე. რელიგიური გაერთიანების ავტონომიის პრინციპი წარმოადგენს რუმინეთის სახელმწიფოსა და მის ტერიტორიაზე აღიარებულ რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედს. რუმინეთის მართლმადიდებლურა ეკლესიამ აირჩია არ გაეთვალისწინებინა მის წესდებაში შრომითი სამართლის დებულებანი რომელიც ამ მხრივ რელევანტური გახლდათ, ხოლო ეს გადაწყვეტილება კი დამოწმებულ იქნა მთავრობის ბრძანებულებით, რომელიც თავის მხრივ, დაეფუძნა რელიგიური გაერთიანებების ავტონომიის პრინციპს. მომჩივანი კავშირის მიერ მის წესდებაში მითითებული მიზნების გათვალისწინებით - კერძოდ კი ის, რომელიც ეხება ინიციატივის, შეჯიბრებითობისა და გამოხატვის წახალისებას წევრებს შორის, იმის უზრუნველყოფას, რომ ერთ-ერთი წევრთაგანი უნდა მონაწილეობდეს წმინდა სინოდის შექმნაში, საეპისკოპოსოსაგან წლიური ფინანსური ანგარიშის მოთხოვნასა და იხსენიებდა გაფიცვას, როგორც წევრთა უფლებების დაცვის საშუალებას - სასამართლოს გადაწყვეტილება უარი ეთქვა კავშირის რეგისტრაციაზე რელიგიური გაერთიანებების ავტონომიის პატივისცემის ფარგლებში - არ ჩანდა უსაფუძვლო, განსაკუთრებით ავტონომიის დაცვისას სახელმწიფოს როლის გათვალისწინებით. მომჩივნის რეგისტრაციაზე უარის თქმით სახელმწიფომ უარი განაცხადა ჩარეულიყო რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებასა და საქმიანობაში, რითაც დაიცვა კონვენციის მე-9 მუხლით განსაზღვრული ნეიტრალიტეტი.
საოლქო სასამართლომ უარი განაცხადა დაერეგისტრირებინა მომჩივანი კავშირი მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ განაცხადი არ აკმაყოფილებდა ეკლესიის წესდებით დადგენილ ვალდებულებებს იმის გამო, რომ მის წევრებს არ ჰქონდათ დაცული ის სპეციალური პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია ასოციაციების შესაქმნელად. სასამართლომ, შესაბამისად, უბრალოდ გამოიყენა რელიგიური გაერთიანებების ავტონომიის პრინციპი. გაითვალისწინა რა საეპისკოპოსოს მიერ წამოყენებული არგუმენტები, მან დაასკვნა, რომ პროფესიული კავშირის შექმნაზე ნებართვის გაცემით, ეკლესიის წესდებით განსაზღვრული საკონსულტაციო და სათათბირო ორგანოები ჩანაცვლდებოდა ან მოუწევდათ ახალ ორგანოსთან - პროფესიულ კავშირთან - ერთად მუშაობა, ეს უკანასკნელი კი არ იყო ვალდებული დაეცვა ეკლესიის ტრადიციები და კანონიკური წესები მოლაპარაკებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სასამართლოს მიერმა შეფასებამ, შესაბამისად, დაადასტრა, რომ ეკლესიის მიერ გაჟღერებული საფრთხე რეალური და საფუძვლიანი გახლდათ და რომ მათ მიერ წამოყენებული ფაქტორები არ ემსახურებოდა რაიმე სხვა მიზეზს, რომელიც კავშირში არ იქნებოდა მოცემული რელიგიური გაერთიანების ავტონომიასთან და რომ მომჩივანი კავშირის რეგისტრაციაზე უარი არ სცილდებოდა საფრთხის თავიდან აცილებისათვის აუცილებელ ფარგლებს.
უფრო ზოგადად კი, რუმინეთის ორთოდოქსული ეკლესიის წესდება არ კრძალავდა ზოგადად მისი წევრების მიერ პროფესიული კავშირის შექმნას საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. შესაბმისად, მომჩივანი კავშირის წევრებს არაფერი უშლიდათ ხელს ესარგებლათ კონვენციის მე-11 მუხლით დადგენილი უფლებით ისეთი ასოციაციის შექმნით, რომელიც მიზნად ისახავდა ეკლესიის წესდების შესაბამის საქმიანობას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა ტრადიციულ იერარქიულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. მეტიც, მომჩივანი კავშირის წევრები თავისუფალნი იყვნენ გაწევრიანებულიყვნენ ნებისმიერ უკვე არსებულ კავშირში რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც ავტორიზებული იყო ეროვნული სასამართლოების მიერ და მოქმედებდნენ ეკლესიის წესდებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
დაბოლოს, ევროპაში არსებობს სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი არაერთი კონსტიტუციური მოდელი. მოცემულ საკითხზე ევროპული კონსესუსის არარსებობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ენიჭება შეფასების უფრო ფართო ზღვარი მოცემულ სფეროში, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს უფლებას თავად გადაწყვიტოს უნდა აღიაროს თუ არა პროფესიული კავშირი, რომელიც მოქმედებს რელიგიურ გაერთიანებებში და ისახავს იმგვარ მიზნებს, რომელთაც შესაძლოა ხელი შეუშალონ მოცემული გაერთიანებების ავტონომიას. დასკვნის სახით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს უარი დაერეგისტრირებინა მომჩივანი კავშირი არ სცილდებოდა იმ შეფასების ზღვარს, რომელიც ამ სფეროში ენიჭება ეროვნულ ხელისუფლებას, და შესაბამისად არ იყო არაპროპორციული.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (თერთმეტი ხმა ექვსის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy