© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე შოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ
(განაცხადი #5786/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
12 ნოემბერი, 2013
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვამდებაროს რედაქციულ ცვლილებებს.
საქმეზე შოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჯოზეფ კასადევალი, თავმჯდომარე,
გვიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
იზაბელ ბერო-ლეფევრი,
კორნელიუ ბირსანი,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
ზდრავკა კალაიდიევა,
კრისტინა პარდალოსი,
იულია ლაფრანკი,
პაულო პინტო დე ალბეკერკე,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოს,
ერიკ მუსე,
ელენ კელერი,
ელენა იადერბლომი,
იოჰანეს სილვისი, მოსამართლეები,
დაერიკ ფრიბერგი, სასამართლოს მდივანი,
ზეპირი განხილვის გარეშე ითათბირა რა 2013 წლის 3 აპრილს და 2013 წლის 25 სექტემბერს,
ამ უკანასკნელ თათბირზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის 2008 წლის 21 იანვარს შვედეთის მოქალაქის, ქალბატონ ელიზა შოდერმანის (“განმცხადებელი”) მიერ შვედეთის სამეფოს წინააღმდეგ წარდგენილი განაცხადის (#5786/08) წარდგენის საფუძველზე.
2. განმცხადებელს წარმოადგენდნენ ბატონი ჯ. შოდერგრენი, ბატონი კ. ლუისი და ბატონი ს. კრაფორდი, სტოკჰოლმში მოღვაწე ადვოკატები. შვედეთის სახელმწიფოს (“მოპასუხე სახელმწიფო”) წარმოადგენდნენ სახელმწიფო წარმომადგენლები, ბატონი ა. რონქუისტი, ქალბატონი გ. ისაკსონი და ბატონი ო. ვიდგრენი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
3. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ შვედეთის სახელმწიფომ ვერ დაიცვა კონვენციის მე-8 მუხლით მასზე დაკისრებული მოვალეობა, უზრუნველეყო ის სამართლებრივი დაცვის საშუალებებით საკუთარი მამინაცვლის მიერ მისი პირადი ხელშეუხებლობის დარღვევისას, როდესაც [მამინაცვალმა] ცადა მისი შიშვლად გადაღება მათ აბაზანაში. მაშინ ის 14 წლის იყო. [განმცხადებელი] ასევე უთითებდა კონვენციის მე-13 მუხლზე.
4. განაცხადი წარედგინა სასამართლოს მესამე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). თავმჯდომარე დაეთანხმა განმცხადებლის თხოვნას მისი ვინაობის გასაიდუმლოებაზე (სასამართლოს რეგლამენტის 47.3 მუხლი) და საქმეს მიენიჭა სახელწოდება ე. შ. შვედეთის წინააღმდეგ (E.S. v. Sweden). 2011 წლის 1 თებერვალს სასამართლომ შეცვალა სექციის შემადგენლობა (სასამართლოს რეგლამენტის 25.1 მუხლი) და განაცხადი დაეწერა მეხუთე სექციას ახალი შემადგენლობით. 2012 წლის 12 ივნისს პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სპიელმანი, თავმჯდომარე, ე. ფურა, კ. იუნგვიერტი, მ. ვილიგერი, ა. პოვერ-ფორდე, გ. იუდკივსკა, ა. პოტოცკი, მოსამართლეები და ასევე ს. ვესტერდიეკი, სექციის მდივანი, მიიღო გადაწყვეტილება. პალატამ გადაწყვიტა საჩივარი შეესწავლა მხოლოდ მე-8 მუხლთან მიმართებით, ერთხმად ცნო დასაშვებად და დაადგინა ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ ამ ნორმის დარღვევას არ ქონდა ადგილი. გადაწყვეტილებას დაერთო დ. სპიელმანის, მ. ვილიგერისა და ა. პოვერ-ფორდეს ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება.
5. 2012 წლის 19 სექტემბერს განმცხადებელმა კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა მოითხოვა და დიდი პალატის პანელმა დააკმაყოფილა მოთხოვნა 2012 წლის 19 ნოემბერს.
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის საფუძველზე.
7. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარადგინეს წერილობითი მოსაზრებები ([სასამართლოს რეგლამენტის] მუხლი 59.1) საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით.
8. ამასთან წარმოდგენილი იქნა მესამე მხარის კომენტარები გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრიდან, რომელსაც დიდი პალატის თავმჯდომარემ წერილობით პროცედურებში ჩართვის ნება დართო (კონვენციის 36.2 მუხლი და [სასამართლოს რეგლამენტის] 44.2 მუხლი).
9. 2013 წლის 22 მარტს დიდი პალატის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა მისი ანონიმურობის მოხსნის შესახებ.
10.საქმის მოსმენა გაიმართა საჯაროდ გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2013 წლის 3 აპრილს ([სასამართლოს რეგლამენტის] 59.3 მუხლი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე სახელმწიფოს სახელით:
ბატონი ა. რონქუისტი, სახელმწიფოს წარმომადგენელი, ელჩი და იურიდიულ საკითხთა გენერალური დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კონსულტანტი
ქალბატონი გ. ისაკსონი, სახელმწიფოს თანაწარმომადგენელი, დირექტორის მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ბატონი ო. ვიდგრენი, სახელმწიფოს თანაწარმომადგენელი, საგანგებო მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ბატონი მ. საფსტენი, უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, იუსტიციის სამინისტრო,
ქალბატონი ვ. ლანგი, დირექტორის მოადგილე, იუსტიციის სამინისტრო,
ბატონი ს. როზენმულერი, სამართლებრივი მრჩეველი, იუსტიციის სამინისტრო, მრჩევლები;
(b) განმცხადებლის სახელით
ბატონი ჯ. შოდერგრენი, ადვოკატი,
ბატონი კ. ლუისი, ადვოკატი,
ბატონი ს. კრაფორდი, ადვოკატი, კონსულტანტი.
განმცხადებელიც ესწრებოდა.
სასამართლომ მოისმინა ბატონი კრაფორდის, ბატონი ლუისის, ბატონი შოდერგრენის და ბატონი რონქუისტის სიტყვები, ასევე მათი პასუხები მოსამართლეების ზიემელე, სიცილიანოსი, პინტო დე ალბუკერკე და ზუპანჩიჩის კითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
11. განმცხადებელი 1987 წელს დაიბადა და ლუდვიკაში ცხოვრობს.
12. 2002 წლის სექტემბერში 14 წლის ასაკში მან აღმოაჩინა, რომ მისმა მამინაცვალმა აბაზანაში გასარეცხი თეთრეულის კალათში დამალა ვიდეოკამერა, ჩართულ მდგომარეობაში და მიმართული იმ ადგილისკენ, სადაც მან გაიხადა შხაპის მიღებამდე. ამ ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩანაწერი განადგურდა, ისე რომ არავის უნახავს.
13. 2004 წლის სექტემბერში, ორი წლის შემდეგ, დედამ ამ ინციდენტის შესახებ პოლიციაში განაცხადა. განმცხადებელს 2004 წლის 5 ოქტომბერს მიამაგრეს ოფიციალურად დანიშნული კონსულტანტი (målsägandebiträde).
14. 2005 წლის 21 ოქტომბერს სახელმწიფო პროკურორმა მამინაცვალს ბრალი წაუყენა გარყვნილ ქმედებაში (sexuellt ofredande), სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 7.3 მუხლი. მამინაცვალს ასევე ბრალი წაუყენეს გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე განმცხადებლის ბიძაშვილის საქმეზე, რაც მან ჩაიდინა 2003 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბიძაშვილი იყო 16 წლის, მის ბარძაყებზე შეხებისთვის და მასთან სექსის ქონის სურვილის გამოთქმისთვის. მას ბრალი წაუყენეს გარყვნილი ქმედების მეოთხე ეპიზოდზეც, 2003 წლის გვიან ზაფხულზე განმცხადებლის ოთახის ფანჯარაში განზრახ ყურებისთვის, როდესაც ის ტანსაცმელს იხდიდა.
15. 2006 წლის 20 იანვარს განმცხადებელმა, რომელსაც კონსულტანტი წარმაოდგენდა, მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 25 000 შვედური კრონის ოდენობით: 15 000 შვედური კრონა მისი პირადი ხელშეუხებლობის დარღვევის სანაცვლოდ და 10 000 შვედური კრონა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ტანჯვისა და განცდებისთვის. განმცხადებელმა მის მოთხოვნას საფუძვლად დაუდო “დანაშაული, რომლისთვისაც მისი მამინაცვალი დამნაშავედ იქნა ცნობილი”, არ მიუთითა რა დელიქტური ვალდებულებების შესახებ კანონის რომელიმე კონკრეტული მუხლი.
16. განმცხადებელმა, მისმა მამინაცვალმა, მისმა დედამ და მისმა ბიძაშვილმა ჩვენებები მისცეს ფალუნის რაიონული სასამართლოს წინაშე (Falu Tingsrätt). განმცხადებელმა განმარტა, რომ 2002 წლის სექტემბრის შესაბამის დღეს, როდესაც ის აპირებდა შხაპის მიღებას, მისი მამინაცვალი აბაზანაში რაღაცით იყო დაკავებული. როდესაც მან ვიდეო-კამერა აღმოაჩინა, ის ჩაწერის რეჟიმში იყო, გამოსცემდა აქტიურ რეჯიმში ყოფნის ხმას და ციმციმებდა. ის არ შეხებია ღილაკებს. ის მივიდა დედასთან ატირებული, თან ქონდა პირსახოცში შეხვეული ვიდეოკამერა. მამინაცვალმა ვიდეო-კამერა გამოართვა დედას. შემდეგ განმცხადებელმა დაინახა დედა და მამინაცვალი როგორ შლიდნენ ფილმს, მაგრამ ის არ იყო დარწმუნებული, იყო თუ არა ეს ჩანაწერი მისი გამოსახულებით.
17. განმცხადებლის დედამ დაადასტურა განმცხადებლის ჩვენება და დასძინა, რომ მან არ იცოდა იყო თუ არა იქ რაიმე ჩანაწერი, რადგან ჩანაწერი გაანადგურეს ისე რომ მას ის არ უნახავს. მას ინციდენტის შესახებ არ განუცხადებია პოლიციაში 2004 წლამდე, როდესაც მან გაიგო, რომ განმცხადებლის ბიძაშვილსაც იგივე ინციდენტი შეემთხვა, რომელზეც ბრალდება არსებობდა.
18.მამინაცვალმა განმარტა, რომ ის განმცხადებლის დედასთან ცხოვრობდა 1997 წლიდან 2003 წლის შემოდგომამდე. ისინი დაშორდნენ აღნიშნული ინციდენტის და სხვა გარემოებების გამო. მას სურდა ფარული ვიდეო-კამერით გადაღება, მაგრამ ეს იმპულსური ქმედება იყო. ის არ იყო დარწმუნებული ჩართული იყო თუ არა ჩაწერის რეჟიმი ან გაკეთდა თუ არა ჩანაწერი. განმცხადებლის დედამ წაშალა ჩანაწერი, ისე რომ მათგან არავის უნახავს ის.
19. 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით რაიონულმა სასამართლომ მამინაცვალი დამნაშავედ ცნო გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 7.3 მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება გარყვნილი ქმედების პირველ ეპიზოდს, მან დადგენილად მიიჩნია ის, რომ მამინაცვალს სექსუალური განზრახვა ქონდა ვიდეო-კამერის გასარეცხი თეთრეულის კალათში დამალვისას და იმ ადგილისკენ მიმართვისაც, სადაც როგორც წესი იხდიდნენ. მან დასძინა, რომ ვიდეო-კამერის აქტიურ რეჟიმში ყოფნის ხმა, რაც განმცხადებელმა გაიგო მტკიცედ მიუთითებდა, რომ ვიდეო-კამერა ჩართული იყო და ჩაწერა მიმდინარეობდა. სხვა შემთხვევაში აზრს მოკლებული იყო ვიდეო-კამერის დამალვა კალათში ტანსაცმელებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ არავის გადაუმოწმებია რა იყო აღბეჭდილი ჩანაწერზე, მოცემულ გარემოებათა გათვალისწინებით დადგენილად შეიძლება იქნეს მიჩნეული ის, რომ მამინაცვალმა გააკეთა შიშვლე მდგომარეობაში მყოფი განმცხადებლის ვიდეო-ჩანაწერი.
20. მამინაცვალს შეუფარდეს პირობითი მსჯავრი სამოცდათოთხმეტი საათის ვადით საზოგადოებრივად სასარგელო შრომასთან ერთად. უფრო მეტიც, მას დაეკისრა განმცხადებლისთვის ზიანის ანაზღაურლება 20 000 შვედური კრონის ოდენობით.
21. სააპელაციო საჩივრის საფუძველზე 2007 წლის 16 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით სვეას სააპელაციო სასამართლომ (Svea hovrätt) მამინაცვალი დამნაშავედ ცნო [განმცხადებლის] ბიძაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდში, რისთვისაც მას შეეფარდა პირობითი მსჯავრი და დაევალა სამოცი დღე-ჯარიმის გადახდა 50 შვედური კრონის ოდენობით, რაც ჯამში 3 000 კრონს შეადგენდა.
22. სააპელაციო სასამართლომ მამინაცვალი გაამართლა განმცხადებლის წინააღმდეგ ჩადენილ გარყვნილ ქმედებებში.
23. 2002 წლის სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამინაცვალმა აბაზანაში განათავსა ვიდეო-კამერა და დაიწყო ჩაწერა სწორედ იმ დროს, როდესაც განმცხადებელი შხაპის მიღებას აპირებდა. თუმცა არ არის ნათელი შესრულდა თუ არა ჩანაწერი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, ნათელი იყო, რომ მამინაცვალს სექსუალური მოტივი ამოძრავებდა განმცხადებლის ფარულად გადაღებისას. ამ მოტივის გათვალისწინებით, ასევე უდავო იყო, რომ მამინაცვალს არ ქონდა განზრახული, რომ განმცხადებელს გაეგო გადაღების შესახებ. ასევე სასამართლოს განმარტებით, ის ინდიფერენტული არ იყო იმ რისკის მიმართ, რაც [განმცხადებლის] მიერ აღნიშნული გადაღების აღმოჩენას ახლდა თან. იმის შეფასებისას ეს ქმედება სამართლებრივად წარმოადგენდა თუ არა გარყვნილ ქმედებას სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 7.3 მუხლით გათვალისწინებული დეფინიციის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას (NJA 1996 გვ. 418), რომელიც ეხებოდა მამკაცს, რომელიც ფარულად იღებდა მის მძინარე მეგობარ გოგონას იმ დროს, როდესაც ის მასტურბირებდა. მამაკაცი გაამართლეს გარყვნილი ქმედების ბრალდებაში, რადგანაც მას არ ქონდა განზრახული, რომ მეგობარ გოგონას გაეგო გადაღების შესახებ. უფრო მეტიც, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცალკე აღებული გადაღების ფაქტი არ წარმოადგენდა დანაშაულს შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით, არ არსებობდა პირის მისი თანხმობის გარეშე გადაღების ზოგადი აკრძალვა. დასაბუთების მიმართულებაზე დაყრდნობით და მიუხედავად იმის დადგენისა, რომ მამინაცვლის მიერ ჩანაწერის გაკეთება აშკარად სენსიტიური ბუნების იყო განმცხადებლის პირად ხელშეუხებლობასთან მიმართებით, რომ ეს დარღვევა განსაკუთრებით მძიმე იყო განმცხადებლის ასაკისა და მამინაცვალთან ურთიერთობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგინა, რომ მამინაცვალს ვერ დაეკისრებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განმცხადებლის მისი თანხმობის გარეშე გადაღების დამოუკიდებელი ქმედებისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა მამინაცვლის მცდელობის შესახებ, გადაეღო ის, მაგრამ ამის გაგება არ შედიოდა მამინაცვლის განზრახვაში.
24.სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა, რომ შესაძლოა ქმედება თეორიულად მაინც წარმოადგენდა დანაშაულს - განზრახ ბავშვთა პორნოგრაფიას (försök till barnpornografibrott) განმცხადებლის ასაკიდან გამომდინარე. თუმცა, ვინაიდან მამინაცვლის წინააღმდეგ ამგვარი ბრალი არ წარდგენილა, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეესწავლა, შეიძლებოდა თუ არა მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამ დანაშაულისთვის. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მამინაცვლის ქმედება უკიდურესად მიუღებლად იქნა მიჩნეული, ის გაამართლეს და განმცხადებლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე არ დააკმაყოფილეს.
25.რაც შეეხება 2003 წლის გვიან ზაფხულზე მომხდარ ინციდენტს, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამინაცვალს სურდა განმცხადებლისთვის ფარული თვალთვალი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ეს ქმედებაც მიუღებლად მიიჩნია, დაადგინა, რომ მამინაცვალს არ ქონდა განზრახვა, რომ განმცხადებელს ის დაენახა.
26. 2007 წლის 12 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ (Högsta domstolen) არ დააკმაყოფილა საჩივარი [აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე].
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. გარყვნილი ქმედება
27. დანაშაული გარყვნილი ქმედება (და ბავშვის პორნოგრაფია, იხილეთ დაბლა) ექცევა სახელმწიფო ბრალდების სფეროში, რაზეც ობიექტურობის პრინციპი ვრცელდება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბრალდება არ წარმოებს, თუკი პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდებისთვის საკმარისი პირობები არ არსებობს. გარყვნილი ქმედების დეფინიცია მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსში (Brottsbalken, 1962:700) რომელიც 2005 წლის 1 აპრილამდე მოცემული იყო შემდეგი რედაქციით:
მე-6 თავი სქესობრივი დანაშაულების შესახებ, მე-7 მუხლი
“(1) თუკი პირი სექსუალურად შეეხება თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვს, გარდა იმ შემთხვევისა, რაც უკვე გათვალისწინებულია ამ თავით, ან დაიყოლიებს ბავშვს განახორციელოს ან ჩაერთოს სექსუალური ხასიათის ქმედებაში, მას სასჯელის სახით განესაზღვრება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ ორი წლის ვადით გარყვნილი ქმედებისთვის.
(2) სასჯელი გარყვნილი ქმედებისთვის ასევე შეეფარდება პირს, რომელიც იძულებით, ცდუნებით ან სხვა მიუღებელი ზემოქმედებით დაიყოლიებს პირს, რომელიც თხუთმეტი წლის არის, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი, განახორციელოს ან მონაწილეობა მიიღოს სექსუალური ხასიათის ქმედებაში, თუკი ეს ქმედება პორნოგრაფიული გამოსახულების წარმოების ელემენტია ან წარმოადგენს პორნოგრაფიულ პოზირებას სხვა გარემოებებში, გარდა პორნოგრაფიული გამოსახულების წარმოებასთან დაკავშირებულისა.
(3) ეს ასევე ვრცელდება პირზე თუკი ის შიშვლდება იმგვარად, რომ ეს თავისი ბუნებით სამართალდარღვევაა ან სხვაგვარად აშკარად უღირსად იქცევა, სიტყვიერად ან ქცევით პირის მიმართ იმგვარად, რომ ამით ირღვევა პატივცემულობის განცდა.”
28. 2005 წლის 1 აპრილს ეს ნორმები აისახა მე-6 თავის მე-10 მუხლში შემდეგი სახით:
“(1). თუკი პირი გარდა იმ შემთხვევისა, რაც უკვე გათვალისწინებულია ამ თავით, სექსუალურად შეეხება თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვს, ან დაიყოლიებს ბავშვს განახორციელოს ან მონაწილეობა მიიღოს სექსუალური ხასიათის ქმედებაში, მას გარყვნილი ქმედებისთვის სასჯელის სახით შეეფარდება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ ორი წლის ვადით.
(2). ეს ასევე ვრცელდება პირზე თუკი ის შიშვლდება სხვა პირის წინაშე იმგვარად, რომ ეს სავარაუდოდ დისკომფორტს შეუქმნის, ან სხვაგვარად სიტყვიერად ან ქცევით შეურაცხყოფს პირს იმგვარად, რომ ამით სავარაუდოდ დაირღვევა პირის სქესობრივი ხელშეუხებლობა.”
29. უნდა აღინიშნოს, რომ პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება დაუმთავრებელი გარყვნილი ქმედებისთვის, როგორიცაა ამგვარი დანაშაულის მცდელობა ან მომზადება (იხილეთ, აღნიშნულის დასტურად, 23-ე თავი, 1-ელი მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსი).
30. შესაბამისად, ამ ნორმების მომზადებისას გაკეთებული განცხადებების საფუძველზე 2008 წელს სქესობრივი დანაშაულების კომისიამ დაადგინა შემდეგი.
“ჩვენი აზრით, საკმაოდ აშკარაა, რომ გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი მუხლის მე-2 ნაწილი ასევე უნდა მოიცავდეს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია უგონოდ მყოფი ან მძინარე პირების მიმართ. შესაბამისად, ეს ნორმა ექცევა სქესობრივი დანაშაულების კატეგორიაში და არა პიროვნული ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების [კატეგორიაში]. თუკი ამას ავიღებთ საწყისად, იმის შეფასებისას თუ როგორ უნდა მოხდეს გარყვნილი ქმედების დანაშაულის რეგულირება, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს იმგვარი შემთხვევების გარყვნილ ქმედებად შეფასება, როდესაც პირი ფარულად ახორციელებდა სხვა პირის ვიდეო ან ფოტო გადაღებას სექსუალურად შემლახავი გზით.”
B. ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობა
31. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები:
საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მე-16 თავი, მუხლი 10ა
“პირს, რომელიც
1) ბავშვს გამოსახავს პორნოგრაფიულ სურათზე;
2) ბავშვის ამგვარ სურათს გაავრცელებს, გადასცემს, სარგებლობაში გადასცემს, გამოაქვეყნებს ან სხვა პირებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომს გახდის;
3) ბავშვის ამგვარ სურათს მოიპოვებს ან შესთავაზებს;
4) ბავშვის ამგვარი სურათების მყიდველსა და გამყიდველს დააკავშირებს ერთამენთთან, ან გადადგამს მსგავს ნაბიჯებს ამგვარ სურათებთან დაკავშირებით გარიგების ხელშეწყობისთვის; ან
5) ფლობს ბავშვის ამგვარ სურათს
ბავშვის პორნოგრაფიისთვის სასჯელის სახით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ ორი წლის ვადით, ან თუკი ეს წვრილმანი სამართალდარღვევაა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით.
ბავშვად ითვლება პირი, ვისი პუბერტული განვითარებაც არ დასრულებულა ან ის 18 წლამდე ასაკის არის. თუკი პირის პუბერტული განვითარება დასრულებულია, მას პასუხისმგებლობა ეკისრება ზემოთ აღნიშნული 2-5 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სურათიდან ან [მასში ასახული] გარემოებებიდან აშკარაა, რომ გამოსახული პირი თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველია.
....”
32. 2011 წლის 1 იანვრამდე ზემოთ აღნიშნული მუხლის მეორე პარაგრაფი შემდეგი რედაქციით იყო:
“ბავშვად ითვლება პირი, ვისი პუბერტული განვითარებაც არ დასრულებულა ან ვინც აშკარაა მისი გამოსახულებიდან სურათზე ან მასზე ასახული გარემოებებიდან, რომ თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველია ...”
33. ტერმინი “პორნოგრაფიული სურათი” არ არის კანონმდებლობაში განმარტებული. მოსამზადებელი სამუშაოებისას გაცხადდა, რომ პორნოგრაფიული დანაშაულის მარეგულირებელი ნორმა ვრცელდებოდა მხოლოდ სურათებზე, მაგრამ ყველა სახის სურათებზე, როგორიცაა inter alia, სურათები გამოცემებში, ფოტო სურათები, მათ შორის ფილმები და სურათები გამოსახული ტელე-ტექნიკის ან ვიდეო ჩაწერის მეშვეობით (მთავრობის დადგენილება 1978/79:179 გვ. 9). უფრო მეტიც, გაცხადდა, რომ:
“გარკვეულ წინდახედულებას მოუხმეს, რათა კრიმინალიზებული სფერო არ გამხდარიყო მეტად ფართო. არ იყო განზრახული შიშველი ბავშვების ყოველგვარი გამოაშკარავების ან ყველა იმ ფოტოს კრიმინალიზება, სადაც შეიძლება ბავშვის გენიტალიები ხილული ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ფოტოებს შეუძლია გარკვეული ადამიანების სქესობრივი ინსტინქტების სტიმულირება. სურათის უკანონოდ აღიარების პირობაა მისი პორნოგრაფიულობა საერთო შეხედულებისა და ზოგადი ღირებულებების მიხედვით.”
34. აღნიშნული კანონმდებლობის (კანონი 2010:1357) გადახედვისას, რასაც შედეგად მოყვა მე-16 თავის 10ა მუხლის მეორე პუნქტის ცვლილება 2011 წლის 1 იანვრიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დეფინიციასთან დაკავშირებით სხვა საკითხებთან ერთად აღინიშნა შემდეგი (შვედეთის მთავრობის ოფიციალური ანგარიშები SOU 2007:54 გვ. 77):
“სურათი პორნოგრაფიულად მიიჩნევა, როდესაც რაიმე ნამდვილი მეცნიერული ან მხატვრული შინაარსის გარეშე და აშკარა და გამოკვეთილი ფორმით გამოხატავს სექსუალურ მოტივს (მთავრობის დადგენილება 1970:125 გვ.79 et seq.). ბავშვის პორნოგრაფიის დანაშაულის მარეგულირებელი ნორმების მოქმედების სფეროში ექცევა არა მხოლოდ ის ფოტოები, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ აშკარად სექსუალური ხასიათის ქმედებებში, არამედ ასევე სურათები, რომელშიც ბავშვები გამოსახული არიან ერთ ან რამდენიმე ზრდასრულთან ერთად, რომლებიც ამგვარ ქმედებას ახორციელებენ. სურათები, რომელზეც ბავშვი გამოსახულია იმ ფორმით, რაც მიმართულია სქესობრივი ინსტინქტების გაღვივებისკენ, თუმცა ამავდროულად არ მიიჩნევა, რომ ბავშვი მონაწილეობა სექსუალურ ქცევაში სურათის გადაღებისას, ასევე შეიძლება მოექცეს დანაშაულებრივი ქმედების სფეროში ... სურათი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა გზით, inter alia რეალური ბავშვის ფოტო ან ვიდეო გადაღებით, ან დახატვით. სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ასევე მეტ-ნაკლებად რეალისტური ხელოვნური სურათების შექმნა. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის არ არის აუცილებელი რომ სურათზე გამოსახული იყოს ნამდვილი ბავშვი; ფიქტიური ბავშვების სურათებიც ითვლება.”
35. რაც შეეხება კონკრეტულად მცდელობას, სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს:
მე-16 თავი,მე-17 მუხლი
“პირს, რომელიც ამზადებს ან გეგმავს ამობოხის ჩადენას... სასჯელი გაენსაზღვრება 23-ე თავის ნორმების შესაბამისად. იგივე წესი ვრცელდება 10ა მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი ბავშვის პორნოგრაფიის დანაშაულის მცდელობის დანაშაულზე...”
23-ე თავი, მუხლი 1
“პირს, რომელმაც დაიწყო დანაშაულის ჩადენა, მაგრამ არ დაასრულა, საქმეებზე, სადაც კონკრეტული წინაპირობები არსებობს ამ მიზნისთვის, უნდა შეეფარდოს სასჯელი დანაშაულის მცდელობისთვის თუკი არსებობდა საფრთხე, რომ ეს ქმედება დანაშაულის დასრულებას გამოიწვევდა ან ეს საფრთხე აცილებულ იქნა მხოლოდ შემთხვევით გარემოებებათა გამო.
მცდელობისთვის შეფარდებული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს დასრულებული დანაშაულისთვის დადგენილ სასჯელს და არ უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლები, თუკი დასრულებული დანაშაულისთვის მინიმალური სასჯელი არის ორი წლით ან მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.”
C. სხვა შესატყვისი კანონმდებლობა
36. სამართალწარმოების საპროცესო კოდექსი (Rättegångsbalken 1942:740) ადგენს შემდეგს:
თავი 17, მუხლი 3
“სასამართლომ არ უნდა გადაწყვიტოს იმაზე მეტი ან სხვა საკითხი, რაც მხარემ მოითხოვა. საქმეებზე, რომლებიც ექვემდებარება სასამართლოსგარე მორიგებას გადაწყვეტილება არ უნდა ეფუძნებოდეს მხარის მიერ საკუთარი ქმედების საფუძვლად წარმოდგენილი გარემოებების გარდა სხვა გარემოებებს.”
თავი 22, მუხლი 7
“თუკი დანაშაულთან დაკავშირებული კერძოსამართლებრივი მოთხოვნა წარდგენილია სახელმწიფო ბრალდებასთან ერთად და დადგინდება, რომ წარდგენილი ბრალდება არ არის დასჯადი, ამ საქმეზე საჩივარი შესაძლოა მაინც იქნას განხილული.”
თავი 29, მუხლი 6
“...კერძო საჩივრის სახელმწიფო ბრალდებასთან გაერთიანებისას სასამართლოს მიერ ბრალეულობის დადგენა სავალდებულო ძალის მქონეა კერძო საჩივართან მიმართებით.”
თავი 30, მუხლი 3
“გადაწყვეტილება შესაძლოა ეხებოდეს მხოლოდ იმ ქმედებას, რომელზეც სახელმწიფო ბრალდება სათანადოდ იქნა წარმოდგენილი ან საკითხს, რომელიც კანონით სისხლის სამართლებრივად სასამართლოს განსჯადია. სასამართლოსთვის არ არის სავალდებულო სამართალდარღვევის სამართლებრივი დახასიათება ან შესაბამისი ნორმები, რაც საჩივარშია ასახული.”
37. კანონი დელიქტური ვალდებულების შესახებ (Skadeståndslag 1972:207) ადგენს შემდეგს:
თავი 2, მუხლი 1
“პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოიწვევს პირად დაზიანებას ან ქონების დაზიანებას, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.”
თავი 2, მუხლი 3
“ნებისმიერი პირი, ვინც მძიმედ დააზიანებს სხვა პირს დანაშაულის გზით, რაც მოიცავდა ამ პირის თავისუფლების, სიმშვიდის ან ღირსების შელახვას, ვალდებულია აანაზღაუროს ამ ქმედებით გამოწვეული ზიანი.”
D. ეროვნული პრაქტიკა ფარულ გადაღებასთან დაკავშირებით
38. უზენაესი სასამართლოს 1992 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (NJA 1992 p. 594) პირის შესახებ, რომელმაც მასა და მის მეგობარ გოგონას შორის სქესობრივი კავშირი ფარულად გადაიღო და შემდეგ რამდენიმე პირს აჩვენა, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შვედეთის კანონმდებლობა არ კრძალავდა სხვა პირის გადაღებას მისი თანხმობის გარეშე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იგივე ვრცელდებოდა ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც სადაო ქმედება მნიშვნელოვნად არღვევდა შესაბამისი პირის პიროვნულ ხელშეუხებლობას. გარდა გარკვეული საგამონაკლისო შემთხვევებისა, ერთადერთი ხელმისაწვდომი დაცვის საშუალება იყო სისხლისსამართლებრივი ნორმები დეფამაციასთან დაკავშირებით დელიქტური ვალდებულებების შესახებ კანონის 1-ელი თავის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში (ამჟამად ამავე კანონის მე-2 თავის მე-3 მუხლი). უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა პირმა დეფამაცია ჩაიდინა ჩანაწერის სხვებისთვის ჩვენებით.
39. უზენაესი სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილება, 1996 წლის 27 ივნისის (NJA 1996, გვ. 418) ეხებოდა კაცს, რომელმაც ფარულად გადაუღო თავის მძინარე მეგობარ გოგონას, სანამ თვითონ მასტურბირებდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ქმედება inter alia წარმოადგენდა გარყვნილ ქმედებას, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ გაამართლეს ის ამ დანაშაულში. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ გადაღება არ წარმოადგენდა დანაშაულს, რადგანაც შვედური კანონმდებლობაში არ იყო ადამიანის მისი თანხმობის გარეშე გადაღების ზოგადი აკრძალვა.
40. უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, 2008 წლის 23 ოქმტომბრის (NJA 2008 p. 946), inter alia, ეხებოდა პირს, რომელმაც ფარულად გადაიღო მისი მეგობარი გოგონა სხვა მამაკაცთან ერთად ინტიმურ სიტუაციაში და შემდეგ ეს ჩანაწერი გარკვეულ აღწერილობით ტექსტთან ერთად ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა სხვებს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გადაღება გარყვნილი ქმედება იყო, ხოლო ელექტრონული ფოსტის გაგზავნა დეფამაციას უტოლდებოდა და ყოფილ მეგობარ გოგონას მისი ხელშეუხებლობის დარღვევისთვის მიაკუთვნა ზიანის ანაზღაურება. უზენაესმა სასამართლომ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა პირი გარყვნილ ქმედებაში და კვლავ განმარტა, რომ შვედეთის კანონმდებლობა არ შეიცავდა ფარული გადაღების ზოგად აკრძალვას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეებზე, სადაც ფარული გადაღება არ წარმოადგენს დანაშაულს ზიანის ანაზღაურება ვერ დადგინდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის უფრო მკაცრად რეგულირების საჭიროება შვედეთის კანონმდებლობის სამუშაოებში 1960-იან წლებში აღინიშნა, სასამართლომ მიუთითა, რომ ამას კონკრეტული შედეგები არ მოყოლია. სასამართლომ მეტად სადაოდ მიიჩნია, შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით, ცალკეულ პირთა გადაღება ისეთ ვითარებაში, როდესაც ამგვარი გადაღება მნიშვნელოვნად არღვევს პიროვნულ ხელშეუხებლობას, სრული დაუსჯელობა შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს. ამ მიგნებაზე დაყრდნობით სასამართლომ განავრცო, რომ ლეგიტიმური იყო იმის შესწავლა, შესაძლებელი იყო თუ არა სასჯელის შეფარდება სხვაგვარად არაშესატყვისი ნორმების მოქმედების გავრცელებით კონვენციასთან შესაბამისი ფორმით. ამასთან მიმართებით სასამართლომ მიუთითა ეროვნულ პრეცედენტულ სამართალზე კონვენციის დარღვევისთვის კომპენსაციასთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლომ აღნიშნა კიდევ ერთი მოთხოვნა კონვენციიდან გამომდინარე იმის შესახებ, რომ არავინ შეიძლება დაისაჯოს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის მომენტისთვის აშკარად არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულს. იმის დადგენის შემდეგ, რომ განსახილველი გადაღება არ ექცეოდა შესაბამისი სისხლის სამართლებრივი ნორმის მოქმედების სფეროში, ის დაუსჯელი დარჩა და ზიანის ანაზღაურებაც არ დადგინდა.
E. ფარული გადაღების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე უახლესი სამუშაოები
41. 2004 წელს მთავრობამ მითითება მისცა პიროვნული ხელშეუხებლობის დაცვის კომიტეტს (Integritetsskyddskommittén), გამოეძია პირადი ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ ზოგადი სამართლებრივი ნორმების საჭიროება (გარდა კანონმდებლობისა მონაცემთა დაცვის შესახებ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა, კონფიდენციალობისა და სხვათა). ამასობაში სისხლის სამართლის კოდექსი გადაიხედა და 2005 წლის აპრილში ცვლილებები შევიდა გარყვნილი ქმედების მარეგულირებელ ნორმებში, შედეგად ის მოიცავდა ასევე ფარულ გადაღებას სექსუალური მიზნებისთვის (იხილეთ 28-30 პარაგრაფები მაღლა).
42. 2008 წელს პიროვნული ხელშეუხებლობის დაცვის კომიტეტმა წარმოადგინა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნორმა უკანონო ფოტოგრაფირების შესახებ (Ds 2011:1), რომლითაც შემოთავაზებული იყო გარკვეულ გარემოებებში ფოტოგრაფირებისა და ვიდეო-გადაღების კრიმინალიზება. 2012 წლის 1 მარტს მთავრობამ დაამტკიცა პროექტის “არასასურველი ფოტოგრაფირება” კანონმდებლობის საბჭოსთვის (Lagrådet) განსახილველად წარდგენა. ამ უკანასკნელმა inter alia გააკრიტიკა პროექტი იმ პოტენციურ მოქმედებასთან მიმართებით, რაც მას შესაძლოა ქონოდა პრინციპებზე, რომლებიც არსებობს შვედეთის კონსტიტუციის ნაწილის - პრესის თავისუფლების კანონისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი კანონის , გამოცემებისთვის ინფორმაციის შემსყიდველთა დასაცავად.
43. შედეგად, 2012 წლის 20 დეკემბერს მთავრობამ მიიღო ახალი პროექტი, რომლითაც შეცვალა არასასურველი ფოტოგრაფირების კრიმინალიზაციის ფარგლები. კანონმდებლობის საბჭოს აღარ ქონდა კომენტარები პროექტის შინაარსზე და 2013 წლის 7 თებერვალს მთავრობამ კანონპროექტი წარუდგინა შვედეთის პარლამენტს და შესთავაზა არასასურველი ფოტოგრაფირების კრიმინალიზება კანონმდებლობის საბჭოსთვის 2012 წლის 20 დეკემბერს წარდგენილი პროექტის შესაბამისად. 2013 წლის 29 მაისს პარლამენტმა მიიღო კანონი (SFS 2013:366), რომელიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1 ივლისს. მას შემდეგ თავისუფლებისა და მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 თავის 6ა მუხლი მოცემულია შემდეგი რედაქციით:
“პირს, რომელიც უკანონოდ, ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ფარულად გადაიღებს ადამიანის ფოტოს, ვინც იმყოფება სახლში ან აბაზანაში, ან გასახდელ ოთახში ან მსგავს სივრცეში, შეეფარდება სასჯელი არასასურველი ფოტოგრაფირებისთვის ჯარიმის ან მაქსიმუმ ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრები საკითხი არ დადგება თუკი ქმედება გამართლებადია მისი მიზნისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
პირველი ნაწილი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ტექნიკური საშუალებების მეშვეობით დააფიქსირებს სხვა პირს სახელმწიფო ორგანოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.”
კონკრეტულ პირობებში პირის ფარული გადაღება საშხაპეში ან აბაზანაში მისი თანხმობის გარეშე დასჯადია, როგორც არასასურველი ფოტოგადაღება. ვიდეოკამერის განთავსება ან “დამონტაჟება” არასასურველი ფოტოგრაფირების დანაშაულის ჩადენის მიზნით ასევე დასჯადი უნდა იყოს, როგორც ამგვარი დანაშაულის მომზადებისა.
F. ბავშვთა პორნოგრაფიის დანაშაულთან დაკავშირებული ეროვნული პრაქტიკა
44. 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაში (NJA 2005 გვ. 80), რომელიც ეხებოდა თხუთმეტი წლის ზევით, მაგრამ თვრამეტ წელს მიუღწეველი მოზარდების ფოტო და ვიდეო გადაღებას, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ პირების პუბერტული განვითარება აშკარად დასრულებული იყო და მხოლოდ სურათებიდან ან მათი პრეზენტაციიდან შეუძლებელი იყო იმის დადგენა, მიაღწიეს თუ არა მათ თვრამეტ წელს. მათი ასაკის დადგენა შეუძლებელი იყო სურათებზე დართული ტექსტიდან ან სხვა გარემოებებიდან. ამგვარ ვითარებაში და მიუხედავად იმისა, სურათებზე პასუხისმგებლი პირისთვის ცნობილი იყო თუ არა ამ პირების ასაკი, ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვთა პორნოგრაფიის დანაშაულად.
G. კონვენციის დარღვევისთვის კომპენსაციის მარეგულირებელი ეროვნული პრაქტიკა და მიმდინარე კანონშემოქმედებითი მუშაობა
45. 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაში (NJA 2005 გვ. 462), რომელიც ეხებოდა ფიზიკური პირის მიერ შვედეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, inter alia, სისხლის სამართლის საქმის გაჭიანურებული წარმოების შედეგად კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევიდან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანის უფლება ამ მუხლთან მიმართებით დაირღვა. ამ მიგნებაზე დაყრდნობით და inter alia, მე-6 და მე-13 მუხლებზე მითითებით და ამ მუხლებზე [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, კერძოდ კი საქმეზე კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Kudła v. Poland ([GC], no. 30210/96, ECHR 2000‑XI), უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი უფლებამოსილი იყო სასამართლოს მხრიდან კომპენსაციაზე მატერიალური ზიანისთვის დელიქტური პასუხისმგებლობის მარეგულირებელ შვედურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით და კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე არამატერიალური ზიანისთვის, იმ ფარგლებში, რომელშიც სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალება არ იყო ხელმისაწვდომი.
46. ამას მოყვა მსგავსი გადაწყვეტილებები, 2007 წლის 4 მაისს (NJA 2007 გვ. 295), რომელიც ეხებოდა დაკავების ხანგრძლივობას და კონვენციის მე-5 მუხლს და 2007 წლის 21 სექტემბრის (NJA 2007 გვ. 584) კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით.
47. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება (NJA 2007 გვ. 747) ეხებოდა ფიზიკური პირის მიერ კერძო სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ წარდგენილ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. საჩივარი ეხებოდა კონვენციის მე-8 მუხლის სადაო დარღვევას, რაც უკავშირდებოდა მომჩივნის მიმართ განხორციელებულ საიდუმლო თვალთვალს. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენცია არ ადგენს ვალდებულებებს ფიზიკური პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს შესაძლოა ქონდეს პოზიტიური ვალდებულებები, სასამართლომ განმარტა, რომ განჭვრეტადობის პრინციპში ასახული კანონის უზენაესობის ღირებულების გათვალისწინებით ფიზიკურ პირს არ შეიძლება დაევალოს სხვა ფიზიკური პირისთვის კომპენსაციის გადახდა მხოლოდ კონსტიტუციის საფუძველზე.
48. კონვენციის დარღვევის საფუძველზე კომპენსაციის მოთხოვნის უფლება შესაბამისად უზენაესმა სასამართლომ აღიარა გადაწყვეტილებებით: 2009 წლის დეკემბერში (NJA 2009 N 70), 2010 წლის ინვისში (NJA 2010 გვ. 363) და 2012 წლის აპრილში (NJA 2012 გვ. 211).
49. უფრო მეტიც, იუსტიციის კანცლერმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო კონვენციის დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ.
50. და ბოლოს, 2009 წლის მაისში მთავრობამ გადაწყვიტა კომიტეტის შექმნა (en särskild utredare) დელიქტური პასუხისმგებლობისა და კონვენციის შესახებ, არსებული სამართლებრივი მდგომაროების შესასწავლად. 2010 წლის დეკემბერში კომიტეტმა მთავრობას ანგარიში (Skadestånd och Europakonventionen, SOU 2010:87) წარუდგინა. მან შეთავაზება გააკეთა დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონში ნორმის შეტანის შესახებ, რომლითაც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შესაძლებელი გახდებოდა მატერიალური და არამატერიალური ზიანის მოთხოვნა სახელმწიფოსგან ან მუნიციპალიტეტისგან კონვენციის დარღვევისთვის. საჯარო ორგანოს წინააღმდეგ ამგვარ საჩივარს შეისწავლის საერთო სასამართლო, რომელმაც პირველ ყოვლისა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კონვენციით გათვალისწინებული უფლება. შეთავაზების მიზანია უკვე არსებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან ერთად შეასრულოს კონვენციის მე-13 მუხლიდან გამომდინარე შვედეთის ვალდებულებები.
III. საერთაშორისო კონვენციები
A. გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ, 1989 წელი
51. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებულ გაეროს კონვენციას ბავშვის უფლებათა შესახებ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით სავალდებულო მოქმედების ძალა აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებზე. შვედეთმა კონვენციის რატიფიცირება 1990 წლის 29 ივნისს მოახდინა. იხილეთ შესაბამისი მუხლები:
მუხლი 19
“1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ებყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.
2. დაცვის ასეთი ზომები, აუცილებლობის შემთხვევაში, მოცავს ეფექტიან პროცედურებს სოციალური პროგრამების შესამუშავებლად იმ მიზნით, რომ მხარდაჭერა გაუწიონ ბავშვს და მასზე მზრუნვლე პირებს, აგრეთვე განახორციელონ გაფრთხილებისა და გამოვლენის, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის სხვა ფორმები და შემდგომი ღონისძიებანი ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებთან დაკავშირებით, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლო პროცედურის აღძვრისათვის.”
მუხლი 34
“მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ დაიცვან ბავშვი ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისაგან და სექსუალური ცდუნებისაგან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აღკვეთონ:
ა) ბავშვის დაყოლიება ან იძულება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაზე;
ბ) ბავშვების გამოყენება ექსპლუატაციის მიზნით პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში;
გ) ბავშვების გამოყენება ექსპლუატაციის მიზნით პორნოგრაფიაში და პორნოგრაფიულ მასალებში.”
B. ევროპის საბჭოს კონვენცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური იძულებისგან დაცვის შესახებ
52. ეს კონვენცია მის ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს გაატარონ აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ყველა სახის სქესობრივი ექსპლუატაციისა და სქეოსობრივი იძულების თავიდან ასაცილებლად და კონკრეტული განზრახი ქმედების, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების კრიმინალიზებისთვის. კონვენციას შვედეთმა ხელი მოაწერა 2007 წლის 25 ოქტომბერს და ძალაში შევიდა 2010 წლის 1 ივლისს. შვედეთმა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2013 წლის 28 ივნისს.VI თავის რელევანტური ნაწილები, “სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა” შემდეგი რედაქციით არის წარმოდგენილი:
მუხლი 18 – სქესობრივი იძულება
“1.თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ზომები უნდა გაატაროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შემდეგი განზრახი ქმედება კრიმინალიზებულია:სქესობრივ აქტივობებში ჩაბმა ბავშვთან, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზე არ მიუღწევია სქესობრივი აქტივობისთვის ლეგალურ ასაკს;ბავშვთანსქესობრივ აქტივობებში ჩაბმა, როდესაც: - ადგილი აქვს ზეწოლას, იძულებას ან დაშინებას; ან იძულება ხორციელდება ბავშვის წინაშე აღიარებულ ნდობაზე, ავტორიტეტზე ან ზეგავლენაზე დაყრდნობით, მათ შორის ოჯახში; ან იძულება ხორციელდება ბავშვის კონკრეტული მოწყვლადი მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ კი მისი გონებრივი ან ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ან დამოკიდებულებულ მდგომარეობაში ყოფნის გამო.
2. პირველი პუნქტის მიზნებისთვის თითოეულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს ასაკი, რომლის მიღწევამდეც ბავშვის სქესობრივ აქტივობებში ჩაბმა აკრძალულია.
3. პირველი პუნქტის a ქვეპუნქტი არ ვრცელდება მცირეწლოვნებს შორის სქესობრივ აქტივობებზე.”
მუხლი 20 – ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები
“1.თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ზომები, იმისათვის რომ უზრუნველყოს ქვემოთ ჩამოთვლილი განზრახი არაუფლებამოსილი ქმედების კრიმინალიზება:
a. ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოება;
b. ბავშვთა პორნოგრაფიის შეთავაზება ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
c. ბავშვთა პორნოგრაფიის დისტრიბუცია ან გადაცემა;
d. ბავშვთა პორნოგრაფიის ყიდვა საკუთარი ან სხვა პირის მოხმარებისთვის;
e. ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა;
f. წინასწარი შეცნობით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბავშვთა პორნოგრაფიაზე წვდომის მოპოვება.
2. წინამდებარე მუხლის მიზნისთვის ტერმინი ‘ბავშვთა პორნოგრაფია’ გულისხმობს ნებისმიერ მასალას, რომელიც ვიზუალურად ასახავს რეალურ ან სიმულაციურ სექსუალურად გამოხატულ ქცევაში ჩაბმულ ბავშვს ან ასახავს ბავშვის სასქესო ორგანოებს სექსუალური მიზნებისთვის.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია 1.a და 1.e ქვეპუნქტების მიმართ სრულ ან ნაწილობრივ დათქმაზე, პორნოგრაფიული მასალის წარმოების და ფლობის შესახებ:
- რომელიც ექსკლუზიურად შედგება სიმულაციური წარმომადგენლობისგან ან არარსებული ბავშვის რეალისტური გამოსახულებისგან;
- მასში ასახულია ბავშვები, რომელთაც მიაღწიეს 18.2 მუხლით დადგენილ ასაკს და გამოსახულება შექმნეს და ფლობენ თავად ეს ბავშვები, საკუთარი თანხმობით და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის.
4. თითოეული მხარე სარგებლობს უფლებით, სრული ან ნაწილობრივი დათქმა გააკეთოს 1.f ქვეპუნქტთან მიმართებით.”
მუხლი 21
ბავშვის პორნოგრაფიულ წარმოდგენაში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები
“1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს საკანონმდებლო და სხვა ზომები რათა უზრუნველყოს შემდეგი განზრახი ქმედების კრიმინალიზება:
a. ბავშვის დაქირავება პორნოგრაფიულ წარმოდგენებში მონაწილეობისთვის ან ბავშვის მიერ ამგვარ წარმოდგენებში მონაწილეობის განპირობება;
b. ბავშვის იძულება, მონაწილეობა მიიღოს პორნოგრაფიულ წარმოდგენებში ან ამისგან მოგების მიღება ან ბავშვის სხვაგვარად ექსპლუატაცია ამგვარი მიზნებისთვის;
c. წინასწარი შეცნობით პორნოგრაფიულ წარმოდგენებზე დასწრება, რომლებში მონაწილეობენ ბავშვები.
2. თითოეული მხარე უფლებამოსილია დათქმაზე, შეზღუდოს 1.c ქვეპუნქტის მოქმედების გავრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ბავშვები დაიქირავეს ან აიძულეს 1.a ან 1.b ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.
...”
IV. შედარებითი სამართალი
53. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან, მათ შორის ევროპის საბჭოს ოცდაცხრამეტი წევრი ქვეყნის კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ბავშვთა პორნოგრაფია კრიმინალიზებულია ყველა ამ ქვეყანაში.
54. სექსუალური მიზნებისთვის ბავშვის ფარული/თანხმობის გარეშე გადაღების, ფოტოგრაფირების ან დახატვის დამოუკიდებელი აქტი კრიმინალიზებულია ან როგორც ბავშვთა პორნოგრაფია ან როგორც კონკრეტული დანაშაული შესწავლილიდან ოცდაცამეტ წევრ ქვეყანაში (ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მოლდავეთი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა), ხოლო დანარჩენ ექვს წევრ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, დანია, საფრანგეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, მონაკო და ლიტვა) მსჯავრდება შესაძლოა დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მოპოვებული ფოტომასალის გავრცელების განზრახვა დამტკიცდება. ამ უკანასკნელი ქვეყნების უმრავლესობაში სადაო ქცევა შესაძლოა მაინც უკანონო აღმოჩნდეს სქესობრივი დანაშაულების მარეგულირებელი სისხლის სამართლის კოდექსის სხვა ნორმებზე დაყრდნობით.
55. არასექსუალური მიზნებისთვის პირის (ბავშვის ან ზრდასრულის) ფარული ან თანხმობის გარეშე გადაღების დამოუკიდებელი აქტი დანაშაულად არის აღიარებული შესწავლილი ქვეყნებიდან ოცდახუთ წევრ ქვეყანაში (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, სლოვაკია, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, თურქეთი და უკრაინა), როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა. დარჩენილი თოთხმეტი წევრი ქვეყნიდან თერთმეტ ქვეყანაში, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული დანაშაულები არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსებში, პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვის წინააღდეგ გათვალისწინებულია სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო სამართლებრივი საშუალებები. შესწავლილი ქვეყნებიდან სამს არ გააჩნია ფარული/თანხმობის გარეშე გადაღების წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურა.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევის მტკიცება
56. განმცხადებელი ჩიოდა, რომ შვედეთის სახელმწიფომ ვერ შეასრულა მე-8 მუხლით მისთვის დაკისრებული მოვალეობა, ის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშაულებებით უზრუნველეყო მამინაცვლის მიერ მისი პირადი ხელშეუხებლობის დარღვევის წინააღმდეგ, როდესაც ის შეეცადა ფარულად გადაეღო განმცხადებელი შიშველი, აბაზანაში, 14 წლის ასაკში. განმცხადებელმა ასევე მიუთითა კონვენციის მე-13 მუხლზე.
57. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ის არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების ხელმძღვანელი (sიხილეთ, მაგალითად, აკსუ თურქეთის წინააღმდეგ (Aksu v. Turkey)[დიდი პალატა], ##4149/04 და 41029/04, § 43, ECHR 2012). წინამდებარე საქმეზე ის მიიჩნევს, რომ განმცხადებლის საჩვარი ექსკლუზიურად ეხება მისი მამინაცვლის წინააღმდეგ მისთვის ხელმისაწვდომ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს და არა იმას, რაც არსებობს სახელმწიფოს წინააღმდეგ კონვენციით გათვალისწინებული უფლების ან თავისუფლების არსის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციასთან მიმართებით. შესაბამისად, უნდა მოხდეს საჩივრის შესწავლა კონვენციის მხოლოდ მე-8 მუხლთან მიმართებით, რომელიც ადგენს:
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხოციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღებოსი ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
A. პალატის გადაწყვეტილება
58. 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაში პალატამ ასევე მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა განხილულიყო კონვენციის მხოლოდ მე-8 მუხლთან მიმართებით. ის დარწმუნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის კანონმდებლობა არ შეიცავდა ფარული გადაღების მარეგულირებელ ნორმას, სახეზე იყო კანონმდებლობა, რომელიც მინიმუმ თეორიულად ვრცელდებოდა ფარულ ქმედებებზე, როგორსაც წინამდებარე საქმეზე ქონდა ადგილი. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროკურორმა, მამინაცვლისთვის ბრალის წარდგენისას და რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 14 თებერვალს მისი მსჯავრდებისას მიიჩნიეს, რომ სადაო ქმედებაზე შესაძლოა გავრცელებულიყო გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შედეგები დაფიქსირდა შვედურ პრეცედენტულ სამართალში (იხილეთ NJA 1996 გვ. 418), სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებით ნათელი გახდა, რომ ამგვარი ქმედება სამართლებრივად არ წარმოადგენდა გარყვნილ ქმედებას, იმის გათვალისწინებით, რომ მამინაცვალს არ გააჩნდა აუცილებელი განზრახვა იმისა, რომ განმცხადებელს შეეტყო გადაღების შესახებ. პალატამ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში მამინაცვლის გამართლების შესახებ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მისი ქმედებები შესაძლოა, მინიმუმ თეორიულად მოქცეულიყო სისხლის სამართლის გათვალისწინებული განზრახი ბავშვთა პორნოგრაფიის მარეგულირებელი ნორმების მოქმედების ქვეშ. თუმცა, ვინაიდან პროკურატურას მამინაცვლისთვის ამგვარი ბრალდება არ წარუდგენია, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეესწავლა, შესაძლებელი იყო თუ არა მისი პასუხისმგებლობის დაყენება ამ დანაშაულთან მიმართებით. და ბოლოს, პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი იყო სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო სამართლებრივი საშუალებები და რომ მან, კონსულტანტის დახმარებით აირჩია ზიანის მოთხოვნის შესახებ საკუთარი საჩივარი სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში გაეერთიანებია. ამ გარემოებებში პალატამ დაასკვნა, რომ შვედურ კანონმდებლობაში არ იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები და არც პრაქტიკა, რაც გაუტოლდებოდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას.
B. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები
1. განმცხადებელი
59. განმცხადებელმა კვლავ განმარტა, რომ შვედეთის სამართლებრივი სისტემა არ უზრუნველყოფდა მას სამართლებრივი დაცვის საშუალებებით მამინაცვლის ქმედებების წინააღმდეგ.
60. პირველ ყოვლისა გარყვნილი ქმედების მარეგულირებელ ნორმასთან მიმართებით, მსჯავრდებისთვის აუცილებელი იყო, რომ მამინაცვალს ქონოდა განზრახვა, რომ განმცხადებელს ცოდნოდა გადაღების შესახებ, ამის მიზეზი კი იყო ის, რომ პირის მიმართ ქმედება გარყვნილი ვერ იქნება, თუკი მან არ იცის ამის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით მამინაცვალი გაამართლეს გარყვნილ ქმედებაში სწორედ ამ ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე. ეს ნორმა შეიძლებოდა და შესაძლებელიც იყო ფორმულირებულიყო იმგვარად, რომ მომხდარიყო გადაღების კრიმინალიზება, მიუხედავად იმისა გადაღების მომენტში განმცხადებელს ეცოდინებოდა თუ არა ამის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმა კრიტიკას ვერ უძლებდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ ქმედებაზე არ ვრცელდებოდა სისხლის სამართლის სხვა ნორმები.
61. მეორე, ბავშვთა პორნოგრაფიის მარეგულირებელი ნორმის მოსამზადებელ სამუშაოებზე და პროფესორ მადელენ ლეიჟონჰუფვუდის სამართლებრივ მოსაზრებაზე მითითებით განმცხადებელმა სადაოდ გახადა ის, რომ მისი მამინაცვლის მსჯავრდება ვერ მოხდებოდა ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობისთვის, ვინაიდან ამ დანაშაულის მთავარი შემადგენელი ნაწილი, კერძოდ კი პორნოგრაფიად მისაჩნევი გამოსახულება, არ იყო წარმოდგენილი წინამდებარე საქმეზე. წინამდებარე საქმეზე შხაპის მიღებამდე გაშიშვლებისას თოთხმეტი წლის გოგონას გამოსახულება, რაც ყოველდღიურობას ასახავს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პორნოგრაფიულად სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 თავის ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ 10a მუხლის მნიშვნელობისთვის. იმისათვის რომ ჩანაწერი პორნოგრაფიული ყოფილიყო, მამინაცვალს ფილმით მანიპულირება უნდა მოეხდინა, inter alia, იმის აშკარად ჩვენებით, რომ თითქოს განმცხადებელი მისთვის პოზიორობდა, ან ამ ჩანაწერის სხვა ფორმით პორნოგრაფიულ კონტექსტში განთავსებით. როდესაც საქმე ეროვნულ სასამართლოებში წარიმართა, შეუძლებელი იყო იმით სპეკულირება, რას გააკეთებდა მამინაცვალი ჩანაწერით, ვინაიდან ის განადგურებული იყო. განმცხადებლის აზრით შესაბამისად სრულიად გასაგები იყო, რომ პროკურორმა ბრალდება არ ჩამოაყალიბა ან შეცვალა ბავშვთა პორნოგრაფიაზე მითითებით, ვინაიდან ამგვარ მოთხოვნას პერსპექტივა არ ექნებოდა.
62. ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო, განმცხადებელი არ აკრიტიკებდა პროკურატურას პროცესუალურად, ბრალის წარდგენის ან მართლმსაჯულების საპროცესო კოდექსის 22-ე თავის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაში მისი დახმარების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. არამედ განმცხადებელი უთითებდა, რომ კანონმდებელმა და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური ვალდებულებები წინამდებარე საქმეზე, კანონმდებელმა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის, ხოლო სასამართლოებმა - განმცხადებლისთვის ზიანის ანაზღაურების დაუდგენლობის საფუძველზე.
63. კანონმდებელთან მიმართებით განმცხადებელმა განმარტა, რომ მცირეწლოვნის მხოლოდ ვიდეო-გადაღება ან ფიქსაცია ვითარებაში, რომელიც ლახავს გადაღებული პირის პირად ხელშეუხებლობას, არ წარმოადგენდა დანაშაულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოსახულება შეიძლება ობიექტურად, საერთო შეხედულებაზე და საზოგადო ღირებულებებზე დაყრდნობით მიჩნეულ იქნას პორნოგრაფიულად. ზრდასრულებისთვის ამგვარი დაცვა საერთოდ არ არსებობდა. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ წლების განმავლობაში ფარული ან უკანონო ვიდეო-გადაღების კრიმინალიზების შეუსრულებლობა მე-8 მუხლის დარღვევას უტოლდებოდა. მან აღნიშნა, რომ ამ სფეროში სუსტი დაცვა ცნობილი იყო და მსჯელობის საგანს წარმოადგენდა 1966 წლიდან. მისი აზრით არაადეკვატური იქნებოდა ამ ნაკლის “შეფასება” კანონმდებლობის “მნიშვნელოვან” ან “არასაკმარისად მნიშვნელოვან” ხარვეზად, მე-8 მუხლთან მიმართებით შესწავლის მიზნებისთვის. მაგრამ საკმარისია დასკვნისთვის, რომ პირადი ცხოვრების უფლება იყო და კვლავ არის არასაკმარისად დაცული შვედეთის სამართლებრივ სისტემაში და რომ განმცხადებელი ამ ნაკლოვანების მსხვერპლია. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ფარული ვიდეო-გადაღების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა განმცხადებლის საქმის [მოპასუხე სახელმწიფოსთვის] გადაცემის შემდეგ და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს საკმაო პროგრესი აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დიდმა პალატამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა საქმის განხილვის შესახებ, რაც ნათელს ხდის ამგვარი საკანონმდებლო დაცვის შექმნის გადაუდებელ აუცილებლობას.
64. და ბოლოს, ეროვნული სასამართლოების წინაშე სისხლის სამართალწარმოების შედეგებზე მითითებით განმცხადებელმა განაცხადა, რომ შვედური სისტემა ხელმისაწვდომს არ ხდიდა მისთვის სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო სამართლებრივ საშუალებას მამინაცვლის ქმედების წინააღმდეგ. მან კვლავ განმარტა, რომ მიუხედავად მამინაცვლის გამართლებისა, სასამართლოები უფლებამოსილი იყვნენ მისთვის მიეკუთვნებიათ კომპენსაცია დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონის ან მხოლოდ კონვენციის საფუძველზე. მან განმარტა, რომ ეროვნული სასამართლოები ხელმძღვანელობენ კანონმდებლობის კლასიფიცირებას და შესაბამისად მხარეებისთვის სულაც არ იყო აუცილებელი რაიმე სამართლებრივი ნორმებზე მითითება. უფრო მეტიც, ვინაიდან ეს კერძო საჩივარი დანაშაულით იყო განპირობებული და მასზე ვრცელდებოდა მართლმსაჯულების საპროცესო კოდექსის 22-ე თავის მე-7 მუხლი სასამართლოები ვალდებული იყვნენ გადაეწყვიტათ საჩივარი, მიუხედავად იმისა, დადგინდებოდა თუ არა ქმედების დასჯადობა. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით მისი საჩივარი ეროვნულ სასამართლოებს საკუთარი ინიციატივით უნდა გადაეწყვიტათ, მიუხედავად იმისა ის მიმართავდა თუ არა რაიმე სამართლებრივ ღონისძიებებს.
2. მოპასუხე სახელმწიფო
65. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ შვედეთმა წინამდებარე საქმეზე შეასრულა მე-8 მუხლით დადგენილი ვალდებულებები. განსახილველი ქმედება ექცეოდა შვედეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოქმედების სფეროში, კერძოდ კი ნორმებისა, რომლებიც ვრცელდება გარყვნილ ქმედებაზე და ბავშვთა პორნოგრაფიაზე და სახეზე არ იყო რაიმე ელემენტები, რომლებიც მიუთითებდა, რომ წინასწარი გამოძიება და ბრალდება არ წარიმართა ეფექტიანად ან შვედეთის კანონმდებლობასთან ან მე-8 მუხლთან რაიმე სახით შეუსაბამოდ. მამინაცვალს ბრალი წარედგინა სადაო ქმედებისთვის, მაგრამ მისი მსჯავრდება ვერ მოხდა აუცილებელი მტკიცებულების არ არსებობის გამო. მიუხედავად ამისა ამ საქმეზე არსებობდა პრევენციული სანქციები და უზრუნველყოფილი იყო ეფექტიანი სამართალდამცავი მექანიზმით.
66. მოპასუხე სახელმწიფომ თავდაპირველად აღნიშნა, რომ [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო მრავალგზის აცხადებდა, რომ სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით მე-8 მუხლის ფარგლებში ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფისას, იმგვარ მძიმე შემთხვევებშიც, როგორიცაა მცირეწლოვანთა გაუპატიურება (იხილეთ, მაგალითად, M.C.ბულგარეთის წინააღმდეგ (M.C. v. Bulgaria), #39272/98, § 154, ECHR 2003‑XII) და რომ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მხოლოდ მნიშვნელოვანი ხარვეზი გაუტოლდება აღნიშნული მუხლის ფარგლებში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას.
67. წინამდებარე საქმეზე მამინაცვალს ბრალი წარედგინა გარყვნილი ქმედებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 7.3 მუხლის საფუძველზე და როგორც რაიონულმა სასამართლომ ისე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ქმედება აკმაყოფილებდა განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს, მაგრამ უკანასკნელმა დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო სუბიექტური მხარის ელემენტის დამტკიცება, რაც აუცილებელი იყო ამ მუხლთან მიმართებით ბრალეულობის დასადგენად, კერძოდ კი მისი განზრახვისა, რომ განმცხადებელს გაეგო მის მიმართ მიმდინარე გადაღების შესახებ. შესაბამისად მისი გამართლების საფუძველს წარმოადგენდა არა შესაბამისი ქმედების მარეგულირებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ხარვეზი, არამედ სახელმწიფო პროკურორის მიერ იმის ვერ დამტკიცება, რომ მამინაცვალს გააჩნდა აუცილებელი განზრახვა და შესაბამისად, დანაშაული ჩადენილ იქნა. მოპასუხე სახელმწიფომ ამასთან მიმართებით აღნიშნა, რომ კონვენცია არ მოითხოვს გარანტიას, რომ სახელმწიფო ბრალდება უნდა დასრულდეს მსჯავრდებით (იხილეთ, მაგალითად,ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ (Öneryıldız v. Turkey) [დიდი პალატა], #48939/99, § 96 და 147, ECHR 2004‑XII).
68. მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, რომ გარყვნილი ქმედების შესახებ ნორმაში ცვლილება შევიდა 2005 წლის 1 აპრილს და გადატანილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის მე-10 მუხლის სახით. ახალი რედაქციის მიხედვით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკვანძო ფაქტორს წარმოადგენდა ის, რომ ქმედება ჩადენილი უნდა ყოფილიყო “იმგვარად, რომ სავარაუდოდ დაარღვევდა პირის სქესობრივ ხელშეუხებლობას”. შეცვლილი ნორმების შესახებ სქესობრივი დანაშაულების კომისიის 2008 წლის განცხადებებზე მითითებით მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა, რომ 2005 წლის 1 აპრილის შემდეგ გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმა ვრცელდებოდა ასევე განსახილველი ვითარების მსგავს ვითარებაზე, როდესაც პირმა სხვა პირის ვიდეო ან ფოტო გადაღება განახორციელა სქესობრივი თვალსაზრისით უხამსი ფორმით.
69. სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ სადაო ქმედება თეორიულად მაინც განზრახი ბავშვთა პორნოგრაფიის დანაშაულს წარმოადგენდა. როგორც გარყვნილი ქმედება ისე ბავშვთა პორნოგრაფია საჯარო ბრალდების სფეროში ექცეოდა, რომლის შემთხვევაშიც ობიექტურობის პრინციპი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდება არ წარიმართება თუ პროკურორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდების პირობები არ არის სახეზე. წინამდებარე საქმეზე არ იყო წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება თუ რატომ არ წარედგინა მამინაცვალს ბრალი ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობისთვის. შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოსთვის შეუძლებელი იყო რაიმე დასკვნის გაკეთება კონკრეტული საფუძვლების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც პროკურატურამ გადაყვიტა ბრალდებაში გაეთვალისწინებია მხოლოდ გარყვნილი ქმედებება. ამავდროულად რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობდა იმისა თუ ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობისთვის რატომ არ მოხდა ბრალის წარდგენა.
70. ამის მიზეზი შესაძლოა იყო ის, რომ ამგვარი დანაშაულისთვის პროკურორის აზრით აუცილებელი პირობები არ იყო სახეზე. ამის მაგალითი შეიძლება იყოს კრიტერიუმი, რომ გამოსახულება არ შეიძლება მიჩნეული იყოს “პორნოგრაფიულად” საზოგადო გაგებით. ეს ნიშნავდა, რომ შიშველი ბავშვების არა ყველა გამოსახულება ან სურათები, რომლებზეც ბავშვის გენიტალიები ხილულია შეიძლება დასჯადი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ გამოსახულებას შეუძლია გარკვეულ პირთა სექსუალურად აღზნების სტიმულირება. ამგვარი შეფასებისას ის თუ რა არის ასახული სურათზე და თუ როგორ არის ბავშვი გამოსახული, inter alia სურათის დანაწევრებით, რელევანტური იყო.
71. მეორე, იმ დროისთვის განსახილველი ნორმის რედაქციას შესაძლოა წვლილი შეეტანა პროკურატურის მხრიდან ამ დანაშაულისთვის მსჯავრდების მოლოდინის არ არსებობაში, კერძოდ კი მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ბავშვის პუბერტული განვითარება არ უნდა ყოფილიყო დასრულებული, ან თუკი დასრულებული იყო, გამოსახულებიდან ან გარემოებებიდან აშკარა უნდა ყოფილიყო, რომ ბავშვი 18 წლის ასაკს მიუღწეველი იყო.
72. მესამე, განმცხადებლის დედის მიერ 2002 წლის სექტემბერში ინციდენტის შემდგომ ჩანაწერის განადგურებას და იმ ფაქტს, რომ განმცხადებელმა და მისმა დედამ ამ ინციდენტის შესახებ პოლიციაში არ განაცხადეს 2004 წლის სექტემბრამდე, ინციდენტიდან დიდი ხნის გასვლამდე, შესაძლოა პროკურატურისთვის შეამცირა შესაძლებლობა, დაემტკიცებინათ, რომ სახეზე იყო “პორნოგრაფიული” სურათი და რომ ინციდენტის მომენტისთვის, 2002 წლის სექტემბერში განმცხადებლის პუბერტული განვითარება არ იყო დასრულებული, ან რომ გარემოებებიდან აშკარა იყო, რომ მას არ მიუეღწია თვრამეტი წლის ასაკისთვის.
73. რაც შეეხება განმცხადებლის საჩივარს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ, მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების საპროცესო კოდექსის 29-ე თავის მე-6 მუხლის საფუძველზე, მას შემდეგ რაც საჩივარი გაერთიანდა სახელმწიფო ბრალდებასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სავალდებულო გახდა კერძო საჩივრის გადაწყვეტასთან მიმართებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აღარ იყო უფლებამოსილი ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნებია დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონის მე-2 თავის, მე-3 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის მნიშვნელობით დანაშაული სახეზე არ იყო. თუმცა, მოპასუხე სახელმწიფოს აზრით, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას განმცხადებელს, რომელსაც კონსულტანტი წარმოადგენდა, შეეძლო სხვა საფუძვლით წარედგინა მამინაცვლის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და არ დაყრდნობოდა ბრალდებაში მითითებულ ქმედებას, კერძოდ კი იმას, რომ დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონის მე-2 თავის 1-ელი მუხლის თანახმად, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს მოიცავს, მან [განმცხადებელს] პირადი ზიანი მიაყენა დაუდევარი მოქმედებით. ამ ნორმის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მიკუთვნება შესაძლოა ასევე განსაზღვრულიყო იმ საფუძვლით, რომ ზიანი დადგა არადანაშაულებრივი ქმედებით, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს.
74. მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა, რომ სასამართლოები ვერ დაადგენენ ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ კონვენციის მე-8 მუხლზე მითითებით. ამის მიზეზი იყო ის, რომ მიუხედავად კონვენციის შევედეთის კანონმდებლობაში ინკორპორირებისა და შვედეთის უზენაესი სასამართლოს მიერ პრინციპის დამკვიდრებისა, რომლის თანახმადაც პირს შესაძლოა განესაზღვროს სახელმწიფოს მიერ კონვენციის დარღვევის სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურება შვედეთის კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმაზე მითითების გარეშე, უზენაესი სასამართლოს საქმის NJA 2007 (გვ. 747) თანახმად ეს პრინციპი არ შეიძლება გავრცელდეს ფიზიკურ პირებს შორის საჩივრებზე, ვინაიდან ფიზიკური პირისთვის რთულია იმის განჭვრეტა, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით როდის შეიძლება იყოს ეს პირი პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე.
75. და ბოლოს, ფარული და უკანონო ვიდეო-გადაღების მარეგულირებელ კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი ამ ეტაპისთვის დასრულდა “არასასურველი ფოტოგრაფირების შესახებ” კანონპროექტის მთავრობის მიერ 2012 წლის 1 მარტს დამტკიცებით, მასში ცვლილებები შევიდა 2012 წლის 20 დეკემბრის ცვლილებებით და კანონმდებლობის საბჭომ სრულად დაამტკიცა 2012 წლის 20 დეკემბერს. შეთავაზებული იყო კანონმდებლობის ძალაში შესვლა 2013 წლის 1 ივლისს. უფრო კონკრეტულად კი, ამ კანონპროექტის თანახმად საშხაპეში ან აბაზანაში პირის ფარული გადაღება დასჯადი ხდება, როგორც არასასურველი ფოტოგრაფირება. ვიდეოკამერის განთავსება ან “მოწყობა” არასასურველი ფოტოგრაფირების ჩადენის მიზნით ასევე დასჯადია, როგორც დანაშაულის ჩადენის მომზადება.
76. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით მოპასუხე სახელმწიფო არ დაეთანხმა იმას, რომ სადაო დროს შვედეთის კანონმდებლობაში ფარული ან უკანონო გადაღების შესახებ კონკრეტული ნორმის არ არსებობა არ შეიძლება განხილულიყო განმცხადებლის კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევის შემცველად.
3. მესამე მხარის წერილობითი მოსაზრებები
77. გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიიჩნია, რომ პალატის მიერ გამოყენებული “მნიშვნელოვანი ხარვეზის” ტესტი უტოლდებოდა პოზიტიურ ვალდებულებებთან მიმართებით სასამართლოს იურისპრუდენციის სტანდარტების შემცირებას. მისი მოსაზრებით დიდ პალატას ნაცვლად ამისა უნდა მიეღო “უფლებათა პრიორიტეტულობისა” და “ეფექტიანობის” პრინციპები. ეს უკანასკნელი მოითხოვდა, რომ კონვენციურ უფლებებს მეტი წონა მინიჭებოდა, ვიდრე საჯარო ინტერესებს პროპორციულობის შეფასებისას და რომ სახელმწიფოს ეტვირთა მის ქმედებათა პროპორციულობის დამტკიცების ტვირთი. ეს უკანასკნელი მოითხოვს კონვენციური უფლებების დაცვის საშუალებების პრაქტიკაში არსებობას. გამოძიების პოზიტიურ ვალდებულებასთან მიმართებით, გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რაც საფრთხეს უქმნის საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობას ან სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობას, არღვევს ეფექტიანობის სტანდარტს.
C. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
78. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მე-8 მუხლის სამიზნე არსებითად არის ცალკეული პირის საჯარო უწყებების მხრიდან თვითნებური ჩარევისგან დაცვა. თუმცა, ეს ნორმა სახელმწიფოს არ ავალდებულებს თავი შეიკავოს ამგვარი ჩარევისგან: ამ უპირატესად ნეგატიურ ვალდებულებასთან ერთად არსებობს პოზიტიური ვალდებულებები, რომლებიც პირადი და საოჯახო ცხოვრების ეფექტიანი პატივისცემის თანდაყოლილია. ეს ვალდებულებები შესაძლოა მოიცავდეს პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიღებას, თვით ცალკეულ პირებს შორის ურთიერთობების სფეროში (იხილეთ inter alia, აირეი ირლანდიის წინააღმდეგ (Airey v. Ireland), 9 ოქტომბერი, 1979, § 32, სერიაA# 32).
79. ადამიანებს შორის ურთიერთობების სფეროში კონვენციის მე-8 მუხლის დაცვის საშუალებების არჩევა ფაქტიურად ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, იქნება ეს სახელმწიფოს პოზიტიური თუ ნეგატიური ვალდებულება. პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველყოფის სხვადასხვა გზები არსებობს და სახელმწიფოს ვალდებულების ბუნება დამოკიდებული იქნება პირადი ცხოვრების განსახილველ კონკრეტულ ასპექტზე (იხილეთ, მაგალითად, ვონ ჰანოვერი (Von Hannover v. Germany) (# 2) [დიდი პალატა], ## 40660/08 და 60641/08, § 104, ECHR 2012;ოდიევრე საფრანგეთის წინააღმდეგ (Odièvre v. France)[დიდი პალატა],# 42326/98, § 46, ECHR 2003‑III;ევანსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Evans v. the United Kingdom) [დიდი პალატა], # 6339/05, § 77, ECHR 2007‑I;და მოსლეი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Mosley v. the United Kingdom), # 48009/08, § 109, 10 მაისი, 2011). როდესაც ადამიანის არსებობის ან იდენტობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია განხილვის საგანი ან განსახილველი აქტივობები მოიცავს პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ მხარეს, სახელმწიფოსთვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების ფარგლები შესაბამისად ვიწროვდება (ibid.).
80. სხვა პირებისგან ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის დაცვასთან მიმართებით სასამართლომ წარსულში დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოების პოზიტიური ვალდებულებები - ზოგიერთ შემთხვევაში მე-2 და მე-3 მუხლთან მიმართებით და სხვა შემთხვევებში მხოლოდ მე-8 მუხლიდან გამომდინარე ან კონვენციის მე-3 მუხლთან ერთობლიობაში - შესაძლოა მოიცავდეს კერძო პირების მხრინდან ძალადობრივი ქმედებისგან დაცვის ადეკვატურ სამართლებრივ ჩარჩოს შენარჩუნებისა და პრაქტიკაში გატარების მოვალეობას (იხილეთ, inter alia, ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Osman v. the United Kingdom), 28 ოქტომბერი 1998, §§ 128-30, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1998‑VIII, §§ 128-30; ბევაკუა და S. ბულგარეთის წინააღმდეგ (Bevacqua and S. v. Bulgaria), # 71127/01, § 65, 12 ივნისი 2008; სანდრა იანკოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Sandra Janković v. Croatia), # 38478/05, § 45, 5 მარტი 2009; A ხორვატიის წინააღმდეგ (A v. Croatia), # 55164/08, § 60, 14 ოქტომბერი, 2010; და დორდევიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Đorđević v. Croatia), # 41526/10, §§141-43, ECHR 2012).
81. ბავშვებთან მიმართებით, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, მე-3 და მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში მოქცევადი ძალადობისგან სახელმწიფოს მიერ მათი დასაცავი ღონისძიებები უნდა იყოს ეფექტიანი და მოიცავდეს გონივრულ ნაბიჯებს არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, რაც სახელმწიფო ორგანოებს ქონდათ ან უნდა ქონოდათ და პირადი ხელშეუხებლობის მძიმე დარღვევისგან ეფექტიანი დაცვის საშუალებები (იხილეთ Z და სხვები გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (Z and Others v. the United Kingdom)[დიდი პალატა], # 29392/95, § 73, ECHR 2001‑V, და M.P. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (M.P. and Others v. Bulgaria), # 22457/08, § 108, 15 ნოემბერი, 2011). ამგვარი ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს ადამიანის ღირსების პატივისცემისა და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვისკენ (იხილეთC.A.S. და C.S. რუმინეთის წინააღმდეგ (C.A.S. and C.S. v. Romania), # 26692/05, § 82, 20მარტი, 2012 და პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v. the United Kingdom), # 2346/02, § 65, ECHR 2002‑III).
82. რაც შეეხება, უფრო კონკრეტულად, მძიმე ქმედებებს, როგორიცაა ბავშვების გაუპატიურება და მათზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება, სადაც პირადი ცხოვრების ძირითადი ღირებულებები და არსებითი ასპექტებია სამიზნე, წევრი ქვეყნების ვალდებულებაა ქმედითი სისხლის სამართლის ნორმების არსებობის უზრუნველყოფა (იხილეთ, მაგალითად, X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ (X and Y v. the Netherlands), 26 მარტი, 1985, § 27, სერია A # 91, და M.C. ბულგარეთის წინააღმდეგ (M.C. v. Bulgaria), ციტირება მაღლა, § 150). ეს ვალდებულება ასევე მომდინარეობს სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებიდან, როგორიცაა inter alia, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 და 34-ე მუხლები და VI თავი, “სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილი”, ევროპის საბჭოს კონვენცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესახებ (იხილეთ 51-ე და 52-ე პარაგრაფები მაღლა).
83. რაც შეეხება ამგვარ მძიმე ქმედებებს, მე-3 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას პირის ფიზიკური ხელშეუხებლობა, შესაძლოა ასევე ვრცელდებოდეს სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სხვა წყაროებთან ერთად, იხილეთ, C.A.S. და C.S. რუმინეთის წინააღმდეგ(C.A.S. and C.S. v. Romania), ციტირება მაღლა § 72; M.P. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (M.P. and Others v. Bulgaria), ციტირება მაღლა, §§ 109‑10; და M.C. ბულგარეთის წინააღმდეგ (M.C. v. Bulgaria), ციტირება მაღლა, § 152) და რეპარაციისა და ზიანის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობაზე (იხილეთ, mutatis mutandis, C.A.S. და C.S. რუმინეთის წინააღმდეგ (C.A.S. and C.S. v. Romania), ციტირება მაღლა § 72), თუმცა არ არსებობს აბსოლუტური უფლება მოიპოვო კონკრეტული პირის სახელმწიფო ბრალდება ან მსჯავრდება, როდესაც სახეზე არ არის ბრალეული დარღვევა დანაშაულის ჩამდენი სამართალდამრღვევების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებასთან დაკავშირებით (იხილეთ, მაგალითად, ბრეკნელი გაერთიანებული სამეფო (Brecknell v. the United Kingdom), # 32457/04, § 64, 27 ნოემბერი, 2007, და სზულა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Szula v. the United Kingdom) (განჩნება), # 18727/06, 4 იანვარი, 2007).
84. რაც შეეხება ქმედებებს, რომლებიც არ არის ისეთი სიმძიმის როგორც ეს იყო საქმეებზე X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ (X and Y v. the Netherlands) (ციტირება მაღლა) და M.C. ბულგარეთის წინააღმდეგ (M.C. v Bulgaria) (ციტირება მაღლა), სასამართლომ მე-8 მუხლთან მიმართებით შეისწავლა სახელმწიფოს ვალდებულება მაგალითად, დაიცვას მცირეწლოვანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან (იხილეთK.U. ფინეთის წინააღმდეგ (K.U. v. Finland), #2872/02, §§ 45-49, ECHR 2008-V). ამ საქმეზე ქმედება არ მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას, თუმცა არ შეიძლება უმნიშვნელოდ მიჩნეულიყო, რადგანაც მოიცავდა მცირეწლოვანის ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობისთვის პოტენციურ საფრთხეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ კი იმით, რომ ის პედოფილებისგან კომუნიკაციის სამიზნე გახდა. ქმედება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულს წარმოადგენდა და [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის პრაქტიკული და ეფექტიანი დაცვა მოითხოვდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობას, რომლებიც დამნაშავის იდენტიფიცირებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას შესაძლებელს გახდიდა.
85. თუმცა უფრო ზოგადად, ფიზიკურ პირებს შორის ნაკლებად სერიოზულ ქმედებებთან მიმართებით, რომლითაც შეიძლება ირღვეოდეს ფიზიკური ხელშეუხებლობა, მე-8 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულება, შეინარჩუნოს და პრაქტიკაში გაატაროს დაცვის უზრუნველმყოფი ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩო, ყოველთვის არ მოითხოვს, რომ სახეზე იყოს კონკრეტული ქმედების მარეგულირებელი სისხლის სამართლის ნორმა. სამართლებრივი ჩარჩო შესაძლოა ასევე შედგებოდეს სამოქალაქო სამართლებრივი საშალებებისგან, რომლებიც საკმარის დაცვას უზრუნველყოფს (იხილეთ, mutatis mutandis, X და Y ნიდერლანდების წინააღმდეგ (X and Y v. the Netherlands) ციტირება მაღლა, §§ 24 და 27, და K.U. ფინეთის წინააღმდეგ (K.U. v. Finland), ციტირება მაღლა, § 47). სასამართლო აღნიშნავს, რომ მაგალითად, პირის გამოსახულების სხვების მიერ ბოროტად გამოყენებისგან დაცვასთან დაკავშირებულ წარსულ საქმეებზე წევრ ქვეყნებში ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები სამოქალაქოსამართლებრივი ბუნების იყო, შესაძლოა კომბინირებული პროცედურულ სამართლებრივი დაცვის საშალებებთან, როგორიცაა აკრძალვის დაწესება (იხილეთ, inter alia, ვონ ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ (Von Hannover v. Germany) (# 2), ციტირება მაღლა; რეკლოსი და დავურლისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Reklos and Davourlis v. Greece), # 1234/05, 15 იანვარი, 2009; და შუსელი ავსტრიის წინააღმდეგ (Schüssel v. Austria) (განჩინება), # 42409/98, 21 თებერვალი, 2002).
2. აღნიშნული პრინციპების მოქმედების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
86. სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამინაცვლის ქმედება განმცხადებლის პირადი ხელშეუხებლობის დარღვევას წარმოადგენდა (იხილეთ 23-ე პარაგრაფი მაღლა). სასამართლო აღიარებს ამ მიგნებას და მიიჩნევს ერთის მხრივ, რომ ეს გარემოებები დამამძიმებელი იყო იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელი მცირეწლოვანი იყო, ინციდენტი მის სახლში მოხდა, სადაც მას თავი დაცულად უნდა ეგრძნო და სამართალდამრღვევი მისი მამინაცვალი იყო, ადამიანი, რომლის მიმართაც მას ნდობის მოლოდინი უნდა ქონოდა. ამ მოვლენამ გავლენა იქონია მისი პირადი ცხოვრების მეტად ინტიმურ მხარეებზე. მეორეს მხრივ, ის ადგენს, რომ განსახილველი სამართალდარღვევა არ მოიცავდა რაიმე ფიზიკურ ძალადობას, იძულებას ან კონტაქტს. გაითვალისწინა რა ეროვნული სასამართლოების მიგნება იმის შესახებ, რომ მამინაცვლის ქმედება აშკარად მიუღებელი იყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო ქმედება არ მოიცავს ზემოთ ციტირებულ გადაწყვეტილებებში ასახული ქმედებების სიმძიმეს, რომლებიც ეხებოდა ბავშვთა გაუპატიურებას და მათზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას (იხილეთ 81-ე პარაგრაფი მაღლა) და განხილული იყო არა მხოლოდ კონვენციის მე-8, არამედ ასევე მე-3 მუხლთან მიმართებით.
87. ამ უკანასკნელ საკითხზე უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებელი, მიუხადავად უკმაყოფილებისა სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების არ ქონის გამო გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმის რედაქციიდან გამომდინარე და შვედურ კანონმდებლობაში უკანონო გადაღების კრიმინალიზების არ არსებობიდან გამომდინარე, ასევე ჩიოდა, რომ შვედური სისტემა მისთვის ხელმისაწვდომს არ ხდიდა მამინაცვლის ქმედებისგან დაცვის სამოქალაქოსამართლებრივ საშუალებას. უფრო კონკრეტულად, განმცხადებელმა განმარტა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეასრულეს მათი პოზიტიური ვალდებულებები მისთვის კომპენსაციის განუსაზღვრელობით არც დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონისა და არც კონვენციის საფუძველზე. შესაბამისად, განმცხადებელი არ ამტკიცებდა, რომ სისხლის სამართალი ერთადერთი გზა იყო, რომლითაც შვედეთს შეეძლო თავისი ვალდებულების შესრულება მე-8 მუხლის საფუძველზე მისი მამინაცვლის ქმედებისგან დასაცავად.
88. განმცხადებელი არ ჩიოდა შვედეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ვერ მოიძია რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გამოძიების ორგანოების ან სახელმწიფო ბრალდების მიერ თავიანთი ამოცანების შესრულების ფორმა იყო არაეფექტიანი განმცხადებლის ფიზიკური ხელშეუხებლობის დასაცავად, ან რომ მათ ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური ვალდებულება, ეფექტიანად წარემართათ სახელმწიფო ბრალდება განმცხადებლის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების ადეკვატური დაცვის უზრუნველსაყოფად.
89. ამ პირველად მოსაზრებებზე დაყრდნობით სასამართლო განაგრძობს შესწავლას, წინამდებარე საქმის სპეციფიურ გარემოებებში შვედეთს ქონდა თუ არა ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩო განმცხადებლის მამინაცვლის კონკრეტული ქმედებებისგან დასაცავად და შეაფასებს მისთვის სავარაუდოდ ხელმისაწვდომ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.
90. უნდა აღნიშნოს, რომ ეს მიდგომა განსხვავდება პალატის მიერ არჩეულისგან, რომელმაც დაადასტურა, რომ “კანონმდებლობისა და პრაქტიკის და მათი განხორციელების მხოლოდ მნიშნველოვანი ხარვეზები გაუტოლდებოდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას”. აქვე მითითება გაკეთდა საქმეზე M.C. ბულგარეთის წინააღმდეგ (M.C. v. Bulgaria) (ციტირება მაღლა, § 167) გამოყენებულ პირობებზე კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე გაუპატიურებისგან და სექსუალური ძალადობისგან დაცვის უზრუნველმყოფი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ფარგლებთან მიმართებით. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო დაეყრდნო “მნიშვნელოვანი ხარვეზის” ტესტს “გამოძიების სავარაუდო ნაკლოვანებებთან” მიმართებით, აღნიშნა რა, რომ “ის არ წუხს გაცხადებული შეცდომების ან ცალკეული უმოქმედების გამო”(ibid., § 168) და იმის დადგენით, რომ ნაკლოვანებები “მნიშვნელოვანი” იყო (იხილეთ, მაგალითად, §§ 179 და 184 ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილებისა; იხილეთ ასევე M. და C. რუმინეთის წინააღმდეგ (M. and C. v. Romania), # 29032/04, §§ 112 et seq., 27 სექტემბერი, 2011; შეადარეთ და დააპირისპირეთ სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Siliadin v. France), # 73316/01, § 130, ECHR 2005‑VII, სადაც იგივე მსჯელობა იყო კანონმდებლობისა და პრაქტიკის კონვენციის მე-4 მუხლთან მიმართებით მიმოხილვისას).
91.დიდი პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარ მნიშვნელოვანი ხარვეზის ტესტს, რომელიც გასაგებია გამოძიების შეფასების კონტექსტში, ვერ ექნება არსებითი როლი იმის შეფასებისას, მოპასუხე სახელმწიფოს აქვს თუ არა კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩო ვინაიდან სასამართლოს წინაშე დაყენებულია საკითხი, არსებული კანონმდებლობა მოცემულ გარემოებებში უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებლის მისაღებ დონეზე დაცვას.
(a) ბავშვთა პორნოგრაფია
92. პირველ ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა წარმოდგენილი მოსაზრებების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება შვედური კანონმდებლობის საფუძველზე ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობის დანაშაულის სახით არსებობას და მის რელევანტურობას განსახილველ საქმესთან მიმართებით. ამას თავისი წინაპირობები აქვს, ის რომ განმცხადებლის მამინაცვლის გარყვნილ ქმედებაში (სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 7.3 მუხლის საფუძველზე) გამართლებისას სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში obiter dictum დაადასტურა, რომ განმცხადებლის ასაკის გათვალისწინებით სადაო ქმედება შესაძლოა თეორიულად მაინც წარმოადგენდა ბავშვთა პორნოგრაფიას სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 თავის 10a მუხლის საფუძველზე (იხილეთ 31-ე და 32-ე პარაგრაფებში ციტირებული ნორმები მაღლა). თუმცა ვინაიდან განმცხადებლის მამინაცვლის მიმართ მსგავსი ბრალდება არ იყო წარდგენილი ის ვერ შეისწავლიდა შესაძლებელი იყო თუ არა მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ამ დანაშაულთან მიმართებით (იხილეთ 24-ე პარაგრაფი მაღლა).
93. მოპასუხე სახელმწიფოს აზრით განმცხადებლის საქმეზე სადაო ქმედება შესაძლოა გარკვეულ გარემოებებში მოქცეულიყო არა მხოლოდ გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმების მოქმედების, არამედ ასევე ბავშვთა პორნოგრაფიის მარეგულირებელი ნორმების მოქმედების სფეროში.
94. თუმცა, იცოდა რა რომ არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, შესაბამის დროს სახელმწიფო პროკურორმა განიხილა თუ არა განმცხადებლის მამისთვის ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობისთვის ბრალის წარდგენა, მოპასუხე სახელმწიფომ ჩამოთვალა რამდენიმე შესაძლო მიზეზი რატომ შეიძლებოდა პროკურორი ასე არ მოქცეულიყო, აღსანიშნავია მთელი რიგი სირთულეებისა მტკიცებულებების მოპოვებისას, რომლებიც წარმოაჩენდა, რომ არსებობდა “პორნოგრაფიული” სურათი (იხილეთ 69-ე და 72-ე პარაგრაფები მაღლა). მაგალითად, ისინი უთითებდნენ, რომ განმცხადებლის დედამ 2002 წლის სექტემბერში ინციდენტისთანავე დაუყოვნებლივ გაანადგურა ჩანაწერი და განმცხადებელმა და მისმა დედამ ინციდენტის შესახებ პოლიციას არ განუცხადეს 2004 წლის სექტემბრამდე, შესაბამისად ინციდენტიდან დიდი დრო იყო გასული.
95. სასამართლომ ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ განმცხადებლის აზრით, რომელიც მან ბავშვთა პორნოგრაფიის მარეგულირებელი ნორმის მოსამზადებელ სამუშაოსთან და სამართლებრივ მოსაზრებასთან დაკავშირებით გამოთქვა (იხილეთ 61-ე პარაგრაფი მაღლა), მაშინაც კი, თუკი ჩანაწერი იარსებებდა, მის მამინაცვალს ვერ გაასამართლებდნენ ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობისთვის. ეს იმიტომ, რომ ამ დანაშაულის მთავარი პირობა, კერძოდ კი ის, რომ სადაო გამოსახულება უნდა ყოფილიყო “პორნოგრაფიული”, არ იყო სახეზე. თოთხმეტი წლის გოგონას გამოსახულება შხაპის მიღებამდე გახდის პროცესში, რაც ყოველდღიურობას ასახავს, არ შეიძლება მიჩნეულ იყოს პორნოგრაფიულად ბავშვთა პორნოგრაფიის მარეგულირებელი სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 თავის 10a მუხლის საფუძველზე. იმისათვის, რომ ჩანაწერი პორნოგრაფიული ყოფილიყო, მამინაცვალს ჩანაწერით მანიპულირება უნდა მოეხდინა, მაგალითად, იმის წარმოჩენა, თითქოს განმცხადებელი მისთვის პოზიორობდა, ან სხვა ფორმით პორნოგრაფიულ კონტექსტში წარმოეჩინა. ამ საქმეზე ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობისთვის ბრალის წარდგენის შემთხვევაში მას არანაირი პერსპექტივა არ ექნებოდა. განმცხადებელმა სასამართლოს მოსთხოვა მისი საჩივრის შესწავლისას, უგულებელყო ამ დანაშაულის არსებობა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე.
96. სასამართლო მიიჩნევს, რომ ტერმინი “პორნოგრაფიული სურათი” სისხლის სამართლის კოდექსში არ იყო განმარტებული და რომ განმცხადებლის მიერ მოხმობილი მოსამზადებელი სამუშაოებისას გაცხადდა, რომ “გარკვეული წინდახედულება იყოს საჭირო, რომ კრიმინალიზების ფარგლები არ ყოფილიყო ძალიან ფართო ან შეფასებისთვის რთული. არ იყო განზრახული შიშველი ბავშვების ყოველგვარი გამოჩენის ან ყველა იმ სურათის კრიმინალიზება, სადაც ბავშვის გენიტალიები ფიქსირდება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ამგვარმა შესაძლოა გარკვეულ ადამიანთა სექსუალური სტიმულირება მოახდინოს. იმისათვის, რომ სურათის უკანონობა დადგინდეს, მთავარი პირობაა მისი პორნოგრაფიულობა დადგინდეს საერთო შეხედულებისა და ზოგადი ღირებულებების საფუძველზე” (იხილეთ 33-ე პარაგრაფი მაღლა).
97. ამ პირობებში იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობის დანაშაული შესაძლებელს გახდიდა განმცხადებლის დაცვას კონკრეტული ქმედებებისგან მეტად თეორიულია. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მამინაცვლის ქმედებაზე ვრცელდებოდა ამ დანაშაულის მარეგულირებელი ნორმა და ვერ ხედავს რაიმე საჭიროებას კონკრეტულ გარემოებებში, რომლითაც სპეკულირება მოხდება იმით, თუ რა გავლენა შეიძლება ქონოდა განმცხადებლის კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე პირადი ცხოვრების პატივისცემაზე უფლების დაცვაზე ამგვარი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების შემთხვევაში.
(b) გარყვნილი ქმედება
98. მეორე საკითხია გარყვნილი ქმედების დანაშაულის რეგულირება განმცხადებელს უზრუნველყოფდა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი დაცვით. 2005 წლის 1 აპრილამდე სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 7.3 მუხლით რეგულირებული გარყვნილი ქმედება შემდეგი რედაქციით არსებობდა:
“[გარყვნილი ქმედებისთვის სასჯელის შეფარდება უნდა მოხდეს] თუკი პირი საკუთარ თავს იმგვარად გამოავლენს, რომ ამ ქცევის ბუნება დანაშაულებრივია ან სხვაგვარად აშკარად უღირსად იქცევა სიტყვიერად ან ქცევით და ამ უკანასკნელით უხეშად არღვევს პატივისცემის შეგრძნებას.”
99. მამინაცვალს რაიონულმა სასამართლომ მსჯავრი დასდო 2006 წლის 14 თებერვალს. სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიიჩნია რა, რომ კანონის თანახმად მისი ქმედება არ ქმნიდა გარყვნილი ქმედების შემადგენლობას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამინაცვლის მოტივი იყო განმცხადებლის ფარულად გადაღება სექსუალური მიზნისთვის. შესაბამისად, უდავოდ იყო მიჩნეული, რომ მამინაცვალს არ ქონდა განზრახული განმცხადებელს აღმოეჩინა გადაღების შესახებ. ასევე სასამართლოს განმარტებით, ის არ იყო ინდეფერენტულად განწყობილი რისკის მიმართ, რომ [განმცხადებელი] გაიგებდა ამის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ მიუთითა გადაწყვეტილებაზე (NJA 1996 გვ. 418), რომელშიც უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ ფარული ვიდეოგადაღება დანაშაულს არ წარმოადგენდა, რადგანაც შვედურ კანონმდებლობაში არ არსებობდა პირის მისი თანხმობის გარეშე ვიდეოგადაღების ზოგადი აკრძალვა. ამ დასაბუთებაზე დაყრდნობით და მიუხედავად იმის დადგენისა, რომ სადაო ქმედება წარმოადგენდა პირადი ხელშეუხებლობის დარღვევას, განსაკუთრებით განმცხადებლის ასაკისა და მამინაცვალთა ურთიერთობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამინაცვალს ვერ წარედგინებოდა ბრალი განმცხადებლის მიერ წინასწარ ცოდნის გარეშე მისი გადაღების გამო. თუნდაც მას გაეგო ვიდეოგადაღების შესახებ შემდეგ, სასამართლო განმარტავდა, რომ ამის შესახებ ინფორმირებულობა არ ექცეოდა მამინაცვლის განზრახვაში. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისთვის წარდგენილი საჩივარი 2007 წლის 12 დეკემბერს.
100. იმისთვის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის 7.3 მუხლით გათვალისწინებული გარყვნილი ქმედება ჩადენილად იქნეს მიჩნეული აუცილებელი იყო, რომ მისი ჩადენისას სამართალდამრღვევს განზრახული ქონოდა, რომ მსხვერპლს გაეგო გარყვნილი ქმედების შესახებ ან სამართალდამრღვევი გულგრილი ყოფილიყო მსხვერპლის მიერ ამის გაგების მიმართ. სხვა სიტყვებით, მსხვერპლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩადენილად არ მიიჩნეოდა, თუკი მისთვის უცნობი იქნებოდა ამ ქმედების შესახებ. უნდა მოვიხმოთ ის ფაქტი, რომ მამინაცვალს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრი დაედო გარყვნილი ქმედებისთვის, განმცხადებლის 16 წლის ბიძაშვილის მიმართ უღირსი საქციელის ორი ეპიზოდისთვის, კერძოდ კი, როდესაც ის შეეხო მის ბარძაყებს და გამოხატა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილი (იხილეთ მე-14 პარაგრაფი მაღლა).
101. გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება დაადასტურა უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (NJA 2008 გვ. 946) (იხილეთ მე-40-ე პარაგრაფი მაღლა). უზენაესმა სასამართლომ პირი გაამართლა გარყვნილ ქმედებაში და ამავდროულად კვლავ განმარტა, რომ შვედური კანონმდებლობა არ შეიცავდა ფარული ვიდეოგადაღების ზოგად აკრძალვას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სფეროში მიუხედავად ადრეულ 60-იან წლებში შვედური კანონშემოქმედებითი მუშაობის შედეგად უფრო ძლიერი საკანონმდებლო რეგულირების საჭიროების აღიარებისა, ამან რაიმე კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. მეტად სადაოდ იქნა მიჩნეული, ადამიანის იმგვარ ვითარებაში ვიდეო-გადაღების სრულიად დაუსჯელად დატოვება შვედური კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ვიდეო-გადაღება მძიმედ არღვევს ამ პირის პირად ხელშეუხებლობას, შესაბამისობაში იყო თუ არა კონვენციის მე-8 მუხლთან.
102. განმცხადებელმა კვლავ განმარტა, რომ გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმა 2005 წლის 1 აპრილის მდგომარეობით კრიტიკის საგანი იყო. ვინაიდან ეს კრიტიკა მიმართული იყო არა მხოლოდ კანონმდებლებზე, არამედ ასევე სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებაზე, რომელიც სხვა საქმეზე უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ მისი ამოცანა არ არის ეროვნული სასამართლოების ჩანაცვლება. პირველ ყოვლისა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ კი სასამართლოების ამოცანაა გადაჭრან ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები (იხილეთ ნაიდეტ საჰინი და პერიჰან საჰინი თურქეთის წინააღმდეგ (Nejdet Şahin and Perihan Şahin v. Turkey) [დიდი პალატა], # 13279/05, § 49, 20 ოქტომბერი, 2011). სასამართლო ეთანხმება განმცხადებელს, რომ მამინაცვალი გარყვნილ ქმედებაში გაამართლეს არა არსებითი მტკიცებულების არ არსებობის გამო, როგორც ამას მოპასუხე სახელმწიფო განმარტავდა, არამედ როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, სამართლებრივად, შესაბამის დროს, ქმედება არ წარმოადგენდა გარყვნილ ქმედებას.
103. გარყვნილი ქმედების მარეგულირებელ ნორმაში ცვლილება შევიდა 2005 წლის 1 აპრილს, შესაბამისად წინამდებარე საქმეზე განსახილველი ქმედების 2002 წლის სექტემბერს ჩადენის შემდეგ და სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მამინაცვლის გამართლებამდე. ამის შემდგომ გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმა ასევე მოიცავდა ქმედებებს, რომლებიც ჩადენილ იქნა “იმგვარად, რომ პირის სქესობრივ ხელშეუხებლობას ხელყოფდა”. შესაბამისად, 2008 წელს სქესობრივი დანაშაულების კომისიამ განაცხადა, რომ მათი აზრით შეცვლილი ნორმა მოიცავდა ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო უგონო მდგომარეობაში მყოფი ან მძინარე პირების მიმართ და რომ ის შესაძლოა გავრცელებულიყო შემთხვევებზე, როდესაც პირი სხვა პირის ფარულ ვიდეო ან ფოტო გადაღებას ახორციელებდა სექსუალურად შემბღალავი ფორმით.
104. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ მიუთითა ეროვნულ დონეზე რაიმე სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომელშიც გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმები გაავრცელეს 2005 წლის 1 აპრილამდე განხორციელებულ ფარულ გადაღებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ის ასკვნის, რომ გარყვნილი ქმედების მარეგულირებელი ნორმა 2005 წლის 1 აპრილამდე რედაქციით და წინამდებარე საქმეზე 2007 წლის 16 ოქტომბრის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, სამართლებრივად ვერ მოიცვას განსახილველ ქმედებას და შესაბამისად, არ იცავს განმცხადებელს კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების პატივისცემის ნაკლოვანებისგან.
(c) ფარული ვიდეო-გადაღების მარეგულირებელი უახლესი კანონმდებლობა
105. არც ის გამოიკვეთა, რომ განმცხადებლის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ხარვეზები რაიმე ფორმით შეივსო იმ დროისთვის მოქმედი სხვა ეროვნული ნორმებით. ამასთან მიმართებით სასამართლო მხოლოდ აღნიშნავს, რომ ამგვარი ნორმების არ არსებობა დიდი ხნის მანძილზე წუხილის საგანს წარმოადგენდა შვედეთში და ბევრი სხვა წევრი ქვეყნის კანონმდებლობა მოიცავს ნორმებს, სისხლის ან სამოქალაქო სამართლის სფეროში, რომლებიც არეგულირებს ადამიანის (ბავშვის ან ზრდასრულის) ფარულ ან თანხმობის გარეშე ვიდეო/ფოტოგადაღებას სექსუალურის გარდა სხვა მიზნებით (იხილეთ 55-ე პარაგრაფი მაღლა). უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების (NJA 2008 გვ. 946) (იხილეთ მე-40 პარაგრაფი მაღლა) თანახმად, ფარული ვიდეოგადაღების საწინააღმდეგო უფრო ძლიერი საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება უკვე აღიარებული იყო შვედური კანონშემოქმედებით მუშაობაში 1960-იანი წლებიდან, მაგრამ უშედეგოდ. უზენაესმა სასამართლომ მეტად სადაოდ მიიჩნია, შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს, შვედური კანონმდებლობის მიხედვით სრულიად დაუსჯელად დატოვება ადამიანის გადაღებისა ისეთ ვითარებაში, როდესაც ამგვარი გადაღება უხეშად ლახავს მის პირად ხელშეუხებლობას (იხიელთ ასევე 101-ე პარაგრაფი მაღლა).
106. [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს უკანასკნელი პროექტი, 2012 წლის 20 დეკემბრის, სახელწოდებით “არასასურველი ფოტოგადაღება”, პარლამენტმა მიიღო. უფრო კონკრეტულად კი, ახალი ნორმების თანახმად, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლის 1 ივლისს, ადამიანის მისი ნებართვის გარეშე ფარული გადაღება საშხაპეში ან აბაზანაში დასჯადი იქნება, როგორც არასასურველი ფოტოგადაღება. ვიდეოკამერის განთავსება ან მონტაჟი არასასურველი ფოტოგრაფირების ჩადენის მიზნით ასევე დასჯადი იქნება, როგორც ამგვარი დანაშაულის ჩადენის მომზადება (იხილეთ 43-ე პარაგრაფი მაღლა).
107. სასამართლო ასევე ადგენს, რომ კანონმდებლობა შეიქმნა, რათა მოიცვას იმგვარი ქმედება, როგორიც წინამდებარე საქმეზეა. ის ასევე აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლების კანონსა და გამოხატვის თავისუფლების ძირითად კანონში (რომლებიც შვედეთის კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია) ასახული პრინციპები, კერძოდ მედიისთვის ინფორმაციის მიმწოდებლების დაცვასთან დაკავშირებით, ყურადღებით იქნა შესწავლილი, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენამდე. თუმცა, უდავო იყო, რომ განმცხადებელი ვერ დაეყრდნობოდა ახალ კანონმდებლობას 2002 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და ვერ ისარგებლებდა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვის ამგვარი საშუალებით.
(d) სამართლებრივი დაცვის სამოქალაქოსამართლებრივი საშუალებები
108. სასამართლოს აზრით წინამდებარე საქმეზე სისხლის სამართლებრივი საშუალებები აუცილებლად არ წარმოადგენდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე ვალდებულებების შესრულების ერთადერთს გზას. შესაბამისად, დგება საკითხი, განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი იყო თუ არა სამართლებრივი დაცვის სამოქალაქოსამართლებრივი საშუალება.
109. ამასთან მიმართებით იკვეთება, რომ განმცხადებელმა მისი სამოქალაქო საჩივარი მამინაცვლის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესთან გააერთიანა. შესაბამისად, 2006 წლის 20 იანვარს წარმომადგენლის მეშვეობით განმცხადებელმა მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 25000 შვედური კრონის ოდენობით, აქედან 15 000 შვედური კრონა მისი პირადი ხელშეუხებლობის დარღვევის კომპენსაციის სახით და 10 000 შვედური კრონა ტკივილისა და ტანჯვის სანაცვლოდ. საჩივრის საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა “დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლისთვისაც მის მამინაცვალს ბრალი წარედგინა”.
110. მოპასუხე მთავრობის თანახმად, საჩივარი ნაწილობრივ ეფუძნებოდა დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონის მე-2 თავის 1-ელ მუხლს და ნაწილობრივ [ამავე თავის] მე-3 მუხლს (იხილეთ 37-ე პარაგრაფი მაღლა).
111. 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენში მამინაცვლის დამნაშავედ ცნობის შესახებ რაიონულმა სასამართლომ მას დააკისრა განმცხადებლისთვის ზიანის ანაზღაურება 20 000 შვედური კრონის ოდენობით. თუმცა, მამინაცვლის გამამართლებელი გადაწყვეტილებით, 2007 წლის 16 ოქტომბრის, ვინაიდან სამართლებრივად ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენდა გარყვნილ ქმედებას, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხე სახელმწიფომ ამასთან მიმართებით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების საპროცესო კოდექსის 29-ე თავის მე-6 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო საჩივრის სახელმწიფო ბრალდებასთან გაერთიანებისას სასამართლოს დადგენილება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სავალდებულოა სამოქალაქო საჩივრის გადაწყვეტისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონის მე-2 თავის მე-3 მუხლის საფუძველზე ვერ დაადგენდა ზიანის ანაზღაურებას, რადგანაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ვერ დადგინდა. ეს დასკვნა შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებას, 2008 წლის 23 ოქტომბრის NJA 2008 გვ. 946 (იხილეთ მე-40-ე პარაგრაფი მაღლა), იმის შესახებ, რომ შვედური კანონმდებლობა არ შეიცავს ფარული ვიდეო-გადაღების ზოგად აკრძალვას და რომ საქმეებზე სადაც ვიდეო-გადაღება არ წარმოადგენდა დანაშაულს, ზიანის ანაზღაურების დადგენა ვერ მოხდება.
112. მიუხედავად ამისა მოპასუხე სახელმწიფომ განმარტა, რომ სისხლის სამართალწარმეობისას განმცხადებელს მამინაცვლის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენისას შეეძლო დაყრდნობოდა სხვა საფუძვლებს, კერძოდ კი იმას, რომ მან განმცხადებელს პირადი ზიანი მიაყენა დელიქტური ვალდებულების შესახებ კანონის მე-2 თავის 1-ელი მუხლის საფუძველზე გულგრილად მოქმედებით, რაც მოიცავდა როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურ ზიანს (იხილეთ 73-ე პარაგრაფი მაღლა).
113. თუმცა ამასთან მიმართებით, გასათვალისწინებელია, რომ მამინაცვალს არც გამოძიებისას და არც სისხლის სამართალწარმოებისას არ განუცხადებია, რომ მან ვიდეო-კამერა აბაზანაში გასარეცხი თეთრეულის კალათში შემთხვევით დატოვა. პირიქით, მან აღიარა, რომ ეს გაცნობიერებული, მაგრამ იმპულსური ქმედება იყო. შესაბამისად [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს აზრით, განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის მიმართ არ არსებობდა მოლოდინი, რომ ისინი მიუთითებდნენ გულგრილობას, მხოლოდ იმიტომ რომ უზრუნველეყოთ მათი საჩივრის განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი განსახილველი ქმედება არ მოექცეოდა გარყვნილი ქმედების დანაშაულის რეგულირების სფეროში.
114. შესაბამისად, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ განსახილველ ვითარებაში, როდესაც სადაო ქმედება სამართლებრივად ვერ დაკვალიფიცირდა გარყვნილ ქმედებად და ფარული ვიდეო-გადაღება ზოგადად არ წარმოადგენდა დანაშაულს, განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი იყო სამართლებრივი დაცვის სამოქალაქოსამართლებრივი საშუალება.
(e) კომპენსაცია კონვენციის საფუძველზე
115. და ბოლოს, სასამართლომ განიხილა განმცადებლის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სისხლის სამართალწარმოებისას ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება მხოლოდ კონვენციაზე დაყრდნობით, მაგრამ მაგრამ არ განახორციელეს აღნიშნული.
116. როგორც მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა პრინციპი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო ადამიანისთვის ზიანის ანაზღაურების მიკუთვნება კონვენციის დარღვევისთვის, შვედურ კანონმდებლობაში შესაბამისი ნორმების არ არსებობის პირობებშიც, ეს ვერ გავრცელდებოდა ფიზიკურ პირებს შორის საჩივრებზე, რადგანაც ფიზიკური პირისთვის რთული იქნებოდა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განჭვრეტა იმასთან მიმართებით, თუ როდის შეიძლება ისინი პასუხისმგებელი ყოფილიყვნენ ზიანისთვის (NJA 2007 გვ. 747, იხილეთ 47-ე პარაგრაფი მაღლა). კონვენციის დარღვევისთვის კომპენსაციის განსაზღვრის შვედური ადგილობრივი პრაქტიკის გათვალისწინებით (იხილეთ 45-ე და 50-ე პარაგრაფები მაღლა), მათ შორის უზენაესი სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ზიანის ანაზღაურების წარმოდგენილი შესაძლებლობა რეალურად არსებობდა და ჩაანაცვლებდა სამართლებრივი დაცვის სამოქალაქოსამართლებრივ საშუალებებს კონკრეტულ ვითარებაში, როგორიც ზემოთ იქნა განხილული.
(f) დადგენილება
117. ზემოთ მოცემულ მსჯელობაზე დაყრდნობით სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ შესაბამისი შვედური კანონმდებლობა 2002 წლის სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც კონკრეტულ ქმედებას ქონდა ადგილი - განმცხადებლის მამინაცვალმა სექსუალური მიზნებისთვის ცადა ფარულად გადაეღო განმცხადებელი შხაპის მიღების წინ შიშველი, უზრუნველყოფდა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაცვას იმგვარად, რომ მიუხედავად მოპასუხე სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლებისა, ეს შეესაბამებოდა კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე არსებულ პოზიტიურ მოვალეობებს. სადაო ქმედება არღვევდა განმცხადებლის ხელშეუხებლობას და დამძიმებული იყო იმ ფაქტით, რომ განმცხადებელი მცირეწლოვანი იყო, ინციდენტს ადგილი ქონდა მის სახლში, სადაც მას თავი უსაფრთხოდ უნდა ეგრძნო და სამართალდამრღვევი მამინაცვალი იყო, ადამიანი ვის მიმართაც მას უნდა ქონოდა ნდობის მოლოდინი. თუმცა, როგორც სასამართლომ დაადგინა მაღლა, შვედური კანონმდებლობის მიხედვით არც სისხლის სამართლებრივი დაცვის საშუალება არსებობდა და არც სამოქალაქოსამართლებრივი, რაც განმცხადებლისთვის შესაძლებელს გახდიდა მოეპოვებინა მისი პირადი ხელშეუხებლობის დარღვევისგან ეფექტიანი დაცვა ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებში.
შესაბამისად, ადგილი ქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედების გავრცელება
118. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს.”
A. ზიანი
119. განმცხადებელმა მოითხოვა 20 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
120. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნული თანხა გადამეტებულად მიიჩნია. მათი აზრით, განმცხადებლისთვის საკმარისი იქნებოდა 3 000 ევრო კომენსაციის სახით.
121. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა განიცადა არამატერიალური ზიანი, რომელიც არ შეიძლება კომპენსირდეს მხოლოდ მე-8 მუხლის დარღვევის დადგენით.მოქმედებს რა სამართლიან საწყისებზე, ის განმცხადებელს არამატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით განუსაზღვრავს 10 000 ევროს.
B. ხარჯები და დანახარჯები
122. განმცხადებელმა მოითხოვა 516 410 შვედური კრონა (რაც დაახლოებით 60 500 ევროა) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით ხარჯებისა და დანახარჯებისთვის, რაც შემდეგისგან შედგება:
i) 146 250 შვედური კრონა პალატის წინაშე საქმის წარმოებისას ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების სახით, 65 საათი ტარიფით საათში 1 800 შვედური კრონა (დღგ-ს გარეშე);
ii) 353 750 შვედური კრონა დიდი პალატის წინაშე საქმის წარმოებისას ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების სახით, 141.5 საათი ტარიფით საათში 2 000 შვედური კრონა (დღგ-ს გარეშე);
iii) 11 021 შვედური კრონა სამართლებრივი მოსაზრებისთვის;
iv) 5 389 შვედური კრონა დიდ პალატაში საქმის განხილვისას [განმცხადებლის] სამი წარმომადგენლის მგზავრობის და დღიური ხარჯებისთვის.
ამ უკანასკნელ პუნქტთან მიმართებით განმცხადებელმა ასევე მოითხოვა კომპენსაცია დანახარჯებისთვის 3 260.6 ევროს ოდენობით თვითმფრინავის ბილეთებისა და სასტუმროს ხარჯისთვის, რაც მან და მისმა სამმა წარმომადგენელმა გაიღეს დიდ პალატაში საქმის მოსმენაზე დასწრებისთვის.
123. მოპასუხე სახელმწიფომ ადვოკატის მომსახურების საფასური გადამეტებულად მიიჩნია, როგორ საათების მიხედვით, ისე ტარიფის თვალსაზრისით. მათ გონივრულად მიიჩნიეს 80 საათი და ტარიფად შვედეთის იურიდიული დახმარების საათობრივი ანაზღაურება, რაც 2013 წლისთვის 1 242 შვედურ კრონას შეადგენდა (დღგ-ს გარეშე). რაც შეეხება სხვა ხარჯებსა და დანახარჯებს, მოპასუხე სახელმწიფომ დაადგინა, რომ სამართლებრივი მოსაზრებისთვის გაწეული ხარჯი არ იყო აუცილებელი. მათ არ გაუპროტესტებიათ დანარჩენი მოთხოვნა.
124. სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აჩვენებს, რომ რეალურად და აუცილებლობიდან გამომდინარე გაიღო და გონივრულია ოდენობის თვალსაზრისით.
125. პალატისა და დიდი პალატის წინაშე წარმომადგენლობისთვის ადვოკატის ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საათობრივი ტარიფი. წინამდებარე საქმეზე გათვალისწინებული იქნა რა საკუთრებაში არსებული დოკუმენტები და ზემოთ მითითებული კრიტერიუმი, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია 25 000 ევროს მიკუთვნება დღგ-ს ჩათვლით (იხილეთ მაგალითად, X და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (X and Others v. Austria [GC]), #19010/07, § 163, ECHR 2013; ნადა შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Nada v. Switzerland)[GC], # 10593/08, § 245, ECHR 2012; დაალ-ჯედა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Al-Jedda v. the United Kingdom [GC]), #27021/08, § 117, ECHR 2011).
126. რაც შეეხება დიდი პალატის წინაშე გაღებულ სხვა ხარჯებსა და დანახარჯებს, გამოიკვეთა, რომ თანხა მოიცავს თვითმფრინავის ბილეთებს ხუთი ადამიანისთვის. სასამართლოს შეუძლია მიაკუთვნოს მხოლოდ განმცხადებლის და სამი წარმომადგენლის მგზავრობის ხარჯები. შესაბამისად ამ პუნქტში ის განმცხადებელს მიაკუთვნებს 4 700 ევროს.
C. საურავი
127. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო
1. ადგენს თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
2. ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ,
(a)რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის ვადაში განმცხადებელს გადაუხადოს შემდეგი თანხა მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში შეთანხმების მომენტისთვის არსებული გაცვლის კურსით:
(i) 10000 ევრო (ათი ათასი ევრო) და ნებისმიერი შესაძლო გადასახადი, არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ;
(ii) 29 700 ევრო (ოცდაცხარაათას შვიდასი ევრო) ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ და ნებისმიერი შესაძლო გადასახადი, რაც განმცხადებელს შეიძლება დაეკისროს ამასთან მიმართებით;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვის შემდგომ თანხის გადახდამდე პერიოდისთვის განისაზღვროს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
3. ერთხმად არ აკმაყოფილებს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკამაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადებულია 2013 წლის 12 ნოემბერს საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი.
ერიკ ფრიბერგიჯოსეფ კასადევალი
მდივანითავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი მოსაზრებები:
(a) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს დამადასტურებელი მოსაზრება;
(b) მოსამართლე კალაიდიევას განსხვავებული მოსაზრება.
J.C.
E.F.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy