© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #168
ნოემბერი 2013
შოდერმანი შვედეთის წინააღმდეგ (Söderman v. Sweden) [დიდი პალატა] - 5786/08
გადაწყვეტილება 12.11.2013 [დიდი პალატა]
მე-8მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების პატივისცემა
შიშველი ბავშვის ფარული გადაღების კრიმინალიზების შესახებ ნათელი საკანონმდებლო ნორმის არარსებობა: დარღვევა
ფაქტები – 2002 წელს, როდესაც განმცხადებელი თოთხმეტი წლის იყო, მან აღმოაჩინა, რომ მისმა მამინაცვალმა აბაზანაში გასარეცხი თეთრეულის კალათში დამალა ვიდეოკამერა. კამერა მიმართული იყო იმ ადგილისკენ, სადაც განმცხადებელი იხდიდა შხაპის მიღებამდე. მან კამერა დედას მიუტანა, რომელმაც ფილმი დაუყოვნებლივ გაანადგურა სხვისთვის ჩვენების გარეშე. ამ ინციდენტის შესახებ დედამ 2004 წელს განაცხადა პოლიციაში, როდესაც გაიგო, რომ განმცხადებლის ბიძაშვილსაც იგივე გამოცდილება ქონდა მამინაცვალთან. მამინაცვლის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმისწარმოება და 2006 წელს რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო გარყვნილ ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 თავის, მე-7 მუხლის საფუძველზე, იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით. თუმცა მისი მსჯავრდება გაუქმდა გასაჩივრების შედეგად, მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ქმედება არ ექცეოდა გარყვნილი ქმედების დეფინიციაში. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმას, რომ ქცევა შესაძლოა წარმოადგენდა დამოუკიდებელ ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულს, მაგრამ მსჯელობა არ გაუგრძელებია, ცვლილებების არქონის პირობებში. უზენაესმა სასამართლომ იგივე დატოვა ძალაში.
[ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს] პალატის 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი (იხილეთ საინფორმაციო შეტყობინება 153).
კანონმდებლობა – მე-8 მუხლი: სასამართლომ აღიარა ეროვნული სასამართლოების მიგნება იმის შესახებ, რომ მამინაცვლის ქმედება წარმოადგენდა განმცხადებლის პირადი ხელშეუხებლობის დარღვევას. მართალია განსახილველი ქმედება არ მოიცავდა რაიმე ფიზიკურ ძალადობას, ზეწოლას ან კონტაქტს, მან განმცხადებლის პირადი ცხოვრების მეტად ინტიმურ მხარეებზე მოახდინა ზეგავლენა. არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ ეროვნულმა სახელმწიფო ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, ეწარმოებინათ ეფექტიანი სახელმწიფო ბრალდება. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე დაისვა შემდეგი საკითხი: საქმის გარემოებებში შვედეთს ქონდა თუ არა ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩო განმცხადებლის მამინაცვლის ქმედებისგან დასაცავად, მე-8 მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესაბამისად. დიდმა პალატამ არჩევანი შეაჩერა პალატის მიდგომისგან განსხვავებულ მიდგომაზე, ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ “კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მხოლოდ მნიშვნელოვანი ჩავარდნები უტოლდება მე-8 მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობას”. ამგვარი მნიშვნელოვანი ჩავარდნის ტესტი, რაც გასაგებია გამოძიების კონტექსტში, აზრს მოკლებულია იმის შეფასებისას, მოპასუხე სახელმწიფოს აქვს თუ არა ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩო საკუთარ პოზიტიურ მოვალეობებთან შესაბამისობაში, ვინაიდან სასამართლოს წინაშე წარდგენილი იყო საკითხი, არსებული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა ამ გარემოებებში განმცხადებლის დაცვის სათანადო ხარისხს.
რაც შეეხება იმის შესაძლებლობას, რომ მამინაცვლის ქმედება წარმოადგენდა ბავშვის პორნოგრაფიის მცდელობას სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, სასამართლო არ დარწმუნდა, რომ ქმედება ამ დანაშაულს წარმოადგენდა. არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბრალდებამ განიხილა ამ დანაშაულისთვის მამინაცვლისთვის ბრალის წარდგენა. ნაცვლად ამისა, მოპასუხე სახელმწიფომ დაასახელა მთელი რიგი მიზეზებისა თუ რატომ არ მოიქცა სახელმწიფო ბრალდება ასე; კერძოდ კი საკმარისი მტკიცებულების მიუწოდებლობა იმის დასტურად, რომ არსებობდა “პორნოგრაფიული” სურათი. განმცხადებლის განმარტებით, თუნდაც ფილმი შემონახულიყო - ის გაანადგურეს - ეს მასალა ნაკლებად დაკვალიფიცირდებოდა პორნოგრაფიად. ტერმინი “პორნოგრაფიული ფოტო” არ იყო განმარტებული შვედეთის სისხლის სამართლის კოდექსში და ბავშვის პორნოგრაფიის მარეგულირებელი ნორმის მოსამზადებელი სამუშაოები მიუთითებდა, რომ მისი განზრახვა არ იყო შიშველი ბავშვების ყველა ფოტოს კრიმინალიზება.
რაც შეეხება გარყვნილი ქმედების დეფინიციას სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც დასჯადად ცხადდება გაშიშვლება შეურაცხმყოფელი ფორმით და უხამსი ქმედება სიტყვიერად ან ქცევით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამინაცვალს არ შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განმცხადებლის მისი წინასწარ ინფორმირების გარეშე გადაღებისთვის. შვედეთში იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქმედების გარყვნილ ქმედებად კვალიფიცირებისთვის აშკარა უნდა ყოფილიყო, რომ სამართალდამრღვევს განზრახული ქონდა მსხვერპლის მიერ ამის გამოვლენა ან გულგრილი იყო ამ ქმედების რისკის მიმართ. თუმცა, განმცხადებლის საქმეზე ეს მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული. მამინაცვალი გაამართლეს არა მტკიცებულებათა არქონის საფუძველზე, არამედ იმიტომ, რომ იმ დროისთვის მისი ქმედება არ წარმოადგენდა გარყვნილ ქმედებას. გარყვნილი ქმედების იმ დროისთვის არსებული დეფინიცია არ მოიცავდა სადაო ქმედებას და შესაბამისად ვერ იცავდა განმცხადებელს მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის საწინააღმდეგო ქმედებისგან.
მისი უფლებების დაცვასთან მიმართებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ვერ ხდებოდა სისხლის სამართლის სფეროში იმ დროს მოქმედი სხვა ნორმით. მართლაც, ნორმის არ არსებობა, რომელიც ვრცელდება დამოუკიდებლად ფარულ ან თანხმობის გარეშე ვიდეო ან ფოტოგადაღებაზე დიდი დროის მანძილზე წარმოადგენდა შვედეთისთვის პრობლემას. განმცხადებლის საქმის მსგავს ქმედებების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა უკანასკნელ დროს მიიღეს და ძალაში შევიდა 2013 წელს.
წინამდებარე საქმეზე, სასამართლოს აზრით, სისხლის სამართალი არ იყო აუცილებლად ერთადერთი გზა, რომლითაც მოპასუხე სახელმწიფოს შეეძლო მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება სამართლებრივი დაცვის სამოქალაქო სამართლებრივ საშუალებებს, მამინაცვლის გამართლების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის სამოქალაქო საჩივარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. მართლმსაჯულების განხორციელების საპროცესო კოდექსის თანახმად, სამოქალაქო სარჩელი სახელმწიფო ბრალდებასთან გაერთიანების შემდეგ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავიშრებით მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო გახდა სამოქალაქო საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. და ბოლოს, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ შვედეთის სასამართლოებს შეეძლოთ განმცხადებლისთვის კომპენსაციის მიკუთვნება მხოლოდ კონვენციის დარღვევის დადგენაზე დაყრდნობით.
და ბოლოს, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ იმ დროისთვის შვედეთში მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფდა განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემაზე უფლების დაცვას სახელმწიფოს მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მოვალეობებთან თავსებადი ფორმით. მამინაცვლის მიერ ჩადენილი ქმედება არღვევდა მის ხელშეუხებლობას და დამძიმებული იყო იმ გარემოებით, რომ ის მცირეწლოვანი იყო, ასევე ინციდენტი მის სახლში მოხდა და სამართალდამრღვევი იყო პირი, ვის მიმართაც ის უფლებამოსილი იყო ქონოდა და ქონდა მის მიმართ ნდობის მოლოდინი.
დადგენილება: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 41: 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy