© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #93
იანვარი, 2007
სისოევა (Sisojeva) და სხვები ლატვიის წინააღმდეგ - 60654/00
გადაწყვეტილება 15.1.2007 [დპ]
37-ე მუხლი
მუხლი 37.1.c
განგრძობადი შესწავლა არ მიიჩნევა გამართლებულად
განმცხადებლების უმოქმედობა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ საიმიგრაციო სტატუსის მოწესრიგებასთან მიმართებით: მე-8 მუხლთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოღება
მე-8 მუხლი
მუხლი 8.1
ოჯახური ცხოვრების პატივისცემა
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ოჯახის წევრთა სავარაუდო შეუძლებლობა, მოეწესრიგებინათ საკუთარი საიმიგრაციო სტატუსი: განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოღება
34-ე მუხლი
პეტიციის უფლებით სარგებლობისთვის საფრთხის შექმნა
პოლიციის მიერ დაკითხვა სასამართლოში წარდგენილ განაცხადთან მიმართებით, მას შემდეგ რაც განმცხადებელმა ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელევიზიას: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: ბატონმა და ქალბატონმა სისოევებმა ლატვიაში ცხოვრება დაიწყეს 1960 წელს, როგორც საბჭოთა მოქალაქეებმა და მათი შვილებიც იქ დაიბადნენ. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ლატვიის დამოუკიდებლობის შემდეგ 1991 წელს ისინი მოქალაქეობის არმქონენი გახდნენ. მაგრამ მათზე გაიცა ლატვიაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი, რაც 1996 წელს გააუქმა რაიონულმა სასამართლომ საიმიგრაციო წესების სავარაუდო დარღვევის საფუძვლით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა განმცხადებლების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე. რაიონული სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილება, რომლითაც სამხედრო ძალებიდან პენსიაში გასული პირების და მათი ოჯახების შესახებ ლატვიასა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ქალბატონ სისოევას მიენიჭა უფლება პასპორტზე, როგორც „მუდმივად მაცხოვრებელ არამოქალაქეს“, ხოლო მის მეუღლესა და მათ ქალიშვილს - მუდმივი ბინადრობის მოწმობები, 1999 წლის სექტემბერში გააუქმა უზენაესმა სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლებმა ლატვიის საემიგრაციო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევა ჩაიდინეს, ფარულად მოიპოვეს პასპორტების ასლები, დარეგისტრირდნენ რა სხვადასხვა ქვეყანაში და სახელმწიფო ორგანოებს აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას. რაიონულმა სასამართლომ რომელსაც საქმე დაუბრუნდა ხელახლა განხილვისთვის, არ დააკმაყოფილა განმცხადებლების საჩივრები და 2000 წლის აპრილში მისი გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა. განმცხადებლებს საიმიგრაციო ორგანოებმა შეახსენა რომ უნდა დაეტოვებინათ ლატვია. 2003 წლის ნოემბერში საიმიგრაციო ორგანოებმა ქალბატონ სისოევას წერილობით განუმარტეს ის პროცედურა, რომელიც მას უნდა დაეცვა იმისათვის რომ მოეწესრიგებინა ლატვიაში მისი ყოფნა და მიეღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს, ხოლო მის ქალიშვილს და მეუღლეს შეეძლოთ ბინადრობის მოწმობის მიღება. განმცხადებელთაგან არცერთმა არ შეასრულა ეს მითითება. ლატვიის ხელისუფლებამ შემდეგ შეატყობინა [ევროპის ადამიანის უფლებათა] სასამართლოს, რომელიც იმ დროისთვის განიხილავდა წინამდებარე განაცხადს, რომ ბატონ სისოევზე და მის ქალიშვილზე შესაძლებელი იყო ბინადრობის მოწმობის გაცემა, თავდაპირველად ხუთი წლით, ხოლო შემდეგ უვადოდ. 2005 წლის დეკემბერში საიმიგრაციო ორგანოებმა კვლავ შეახსენეს განმცხადებლებს რომ ისინი მზად იყვნენ მოეწესრიგებინათ მათი ბინადრობის საკითხი, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. განმცხადებლებმა განაცხადეს რომ ამ პერიოდში ქალბატონი სისოევა დაიბარეს უშიშროების პოლიციის რეგიონულ სამმართველოში და დაკითხეს [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოში წარდგენილი განაცხადისა და რუსეთის სატელევიზიო არხისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ. განმცხადებლები განაგრძობენ ლატვიაში ცხოვრებას მოქმედი ბინადრობის მოწმობების გარეშე.
კანონმდებლობა: მე-8 მუხლი - სასამართლომ გაიზიარა, რომ არა 1996 წლის მაისიდან, როდესაც მათი სახელები მოიხსნა მაცხოვრებელთა რეესტრიდან, არამედ არა უგვიანეს 2000 წლის აპრილისა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი, განმცხადებლებმა განიცადეს დაუცველობისა და სამართლებრივი გაურკვევლობის პერიოდი ლატვიაში, რაც 2003 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, მათ ბრალი მიუძღვით პასპორტების ასლების აღების და ორ ქვეყანაში, რუსეთსა და ლატვიაში რეგისტრაციაში. ამავდროულად ეჭვგარეშეა რომ მათ იცოდნენ თავიანთი ქცევის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ. განმცხადებლების ლატვიაში ყოფნის რეგულირების შეთავაზება მათ 2003 წლის ნოემბერში მიიღეს, შესაბამისად ისინი ვერ დაამტკიცებდნენ გაურკვევლობას ამ დროიდან. უფრო მეტიც, მიუხედავად ლატვიაში ხანგრძლივი დროის მანძილზე არალეგალურად ცხოვრებისა ბატონი სისოევი განაგრძობდა ანაზღაურებად მუშაობას, ხოლო მისმა ქალიშვილმა კი შეძლო უმაღლესი განათლების კურსის დასრულება და ხარისხის მიღება. რეალურად განმცხადებლები არ დამდგარან რეალური და დაუყოვნებელი დეპორტაციის რისკის წინაშე. მიუხედავად საიმიგრაციო სამსახურების განმეორებით შეხსენებებისა, მათ არც უცდიათ ამ ორგანოებთან დაკავშირება და იმის გარკვევა, შეექმნებოდათ თუ არა რაიმე პრობლემა საჭირო დოკუმენტების მიღებისას. არც იმაზე არსებობს მინიშნება, რომ ლატვიის ხელისუფლების ორგანოები არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელთა მდგომარეობის რეგულირებისთვის ლატვიის სახელმწიფო ორგანოების მიერ შეთავაზებული საშუალებები ადეკვატური და საკმარისი იყო მე-8 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მათი საჩივრის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად საჩივრის გამომწვევი პრობლემური საკითხი შეიძლება ჩაითვალოს „გადაჭრილად“.
დადგენილება: განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამოღება (16 ხმა ერთის წინააღმდეგ).
34-ე მუხლი - ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განმცხადებლებს ან პოტენციურ განმცხადებლებს საშუალება ჰქონდეთ, [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოსთან თავისუფლად აწარმოონ კომუნიკაცია ხელისუფლების ორგანოების მხრიდან საჩივრების გამოტანის ან მათი შეცვლის მოთხოვნით რაიმე ტიპის ზეწოლის გარეშე. ტერმინი „ზეწოლა“ უნდა გავიგოთ, არა მხოლოდ როგორც პირდაპირი ძალადობა და განმცხადებლების დაშინების საშინელი აქტი, არამედ ასევე არასათანადო არაპირდაპირი ქმედებები ან ქმედებები, მიმართული კონვენციით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენების გადაფიქრებისკენ ან გამბედაობის დაკარგვისკენ. ქალბატონ სისოევას დასაბუთებულად შეიძლება გაჩენოდა მოლოდინი, რომ რუსეთის ტელევიზიაში ლატვიის საიმიგრაციო სამსახურის თანამდებობის პირთა კორუფციასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებებით პოლიციის ან პროკურატურის ორგანოები დაინტერესდებოდნენ და მისი დაკითხვა ლატვიის კანონმდებლობის დაცვით წარიმართა, რომლის საფუძველზეც უშიშროების პოლიცია უფლებამოსილია გამოიძიოს კორუფციული დანაშაულები. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე სახელმწიფოს განმარტება, რომ დაკითხვის მთავარ საგანს სავარაუდო კორუფცია წარმოადგენდა და არა სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოება. მიუხედავად ამისა, ქალბატონი სისიევას დაკითხვისას სასამართლოსთვის განაცხადით მიმართვის მიზეზების შესახებ პოლიციის ოფიცერმა მნიშვნელოვნად გადაამეტა გამოძიების დასაშვებ ფარგლებს. ამასთან მიმართებით, სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მოპასუხე სახელმწიფოს აქვს საფუძველი სჯეროდეს კონკრეტულ საქმეზე, რომ ინდივიდუალური საჩივრით მიმართვის უფლება ირღვევა, შესატყვისი რეაგირება იქნება სიგნალის მიცემა და ინფორმირება დარღვევის შესახებ. თუმცა, ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით - მათ შორის დაკითხვის შემთხვევითობის, მისი თავაზიანად წარმართვის და ქალბატონ სისოევასგან სავარაუდოდ კორუფციული დანაშაულის ჩამდენ პირთა დასახელების და მტკიცებულების მიღების მიზნით რაიმე ფორმით იძულების მცდელობის არ არსებობის ჩათვლით - არასაკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადგენად, რომ მისი დაკითხვა უნდა ჩაითვალოს „ზეწოლად“, „დაშინებად“ ან „შევიწროვებად“, რასაც შეეძლო დაერწმუნებინა განმცხადებელი, საჩივრის გამოტანაში ან შეცვლაში ან ამით რაიმე ფორმით შეფერხდა მათი მხრიდან ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის უფლების განხორციელება.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ერთხმად).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პრეს-რელიზი # 32.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy