© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ფურცელი №157 სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ
ნოემბერი, 2012
სტამოსე ბულგარეთის წინააღმდეგ - 29713/05
გადაწყვეტილება 27.11.2012 [IV სექცია]
მე-4 ოქმის მე-2 მუხლი
მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი
ქვეყნის დატოვების თავისუფლება
აკრძალვა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე სხვა სახელმწიფოს იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დაღვევის შემდეგ: დადგინდა დარღვევა
ფაქტები – 2003 წელს, მას შემდეგ, რაც სტუდენტურ ვიზასთან დაკავშირებული პირობების დაღვევით მომჩივანმა ანაზღაურებადი სამსახური დაიწყო, მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტაცია გაუკეთეს თავის სამშობლოში, ბულგარეთში. სამშობლოში ჩასულ მომჩივანს ბულგარეთის ხელისუფლებამ მოგზაურობაზე ორწლიანი აკრძალვა დაუწესა და, ამერიკის საელჩოდან მიღებული წერილის შემდეგ, პასპორტი ჩამოართვა. ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების სასამართლო განხილვის შესახებ შუამდგომლობაზე მომჩივანს უარი ეთქვა.
სამართალი – მე-4 ოქმის მე-2 მუხლი: ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ განიხილა აკრძალვა მოგზაურობაზე, რომლის მიზანიც ეროვნული ან უცხო ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია იყო. ბულგარეთის დატოვების აკრძალვა და მისი თანმდევი პასპორტის ჩამორთმევა შეადგენდა ჩარევას მომჩივნის უფლებაში, დაეტოვებონა ნებისმიერი ქვეყანა. ჩარევა მოხდა „კანონის შესაბამისად“. თუმცა საჭირო არ იყო იმის დადგენა, ისახავდა თუ არა ის ordre public-ის ან სხვა პირთა უფლებების დაცვის მართლზომიერ მიზანს, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ის არ იყო აუცილებლი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამგვარი საერთო და ზოგადი ზომა, რომლითაც მომჩივანს, ერთი კონკრეტული ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო, ავტომატურად ეკრძალებოდა სხვა ნებისმიერ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, პროპორციულად ვერ ჩაითვლებოდა. ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის სერიოზული დარღვევის ჩვეულებრივი შედეგი იქნებოდა ამ ქვეყნიდან განსახილველი პირის გაძევება და მისთვის (ამ ქვეყნის კანონმდებლობით) ქვეყანაში ხელახლა შესვლის გარკვეული პერიოდით აკრძალვა. მომჩივანს დეპორტაცია გაუკეთეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამდენად, ბულგარეთის სახელმწიფომ, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ უშუალოდ დააზარალა მომჩივნის მიერ ამერიკის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ, დრაკონული მიდგომა გამოიყენა, რადგან მომჩივანს ორი წლის განმავლობაში ნებისმიერ სხვა უცხო ქვეყანაში მოგზაურობაც აუკრძალა. ამასთან, ხელისუფლებას არ განუმარტავს მისი განკარგულების მიზეზები და, როგორც ჩანს, საჭიროდ არ მიუჩნევია, განეხილა მომჩივნის ინდივიდუალური გარემოებები, როგორიცაა ამერიკის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის სიმძიმე, მომჩივნის მიერ სხვა ქვეყნების კანონმდებლობების დარღვევის შესაძლო რისკი, მისი ოჯახური, ფინანსური და პირადი მდგომარეობა, და მომჩივნის წარსული. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, განეხილათ ამ საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო შეიძლება მზად ყოფილიყო, გაეზიარებინა ის, რომ იმიგრაციის შესახებ სხვა ქვეყნის კანონდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით პირისთვის მშობლიური ქვეყნის დატოვების აკრძალვის დაწესება გარკვეულ განსაკუთრებულ სიტუაციებში შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, მან არ მიიჩნია, რომ ამგვარი ზომის ავტომატურად, განსახილველი პირის ინდივიდუალური გარემოებების გაუთვალისწინებლად გამოყენება შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დადგინდა დარღვევა (ერთხმად).
მე-13 მუხლი: ეროვნული სასამართლოები აკრძალვის მხოლოდ ფორმალური საფუძვლიანობა განიხილეს და დაადგინეს, რომ მათ არ შეეძლოთ დაწვრილებით განეხილათ აკრძალვის საჭიროების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული შეფასება, რაც, სინამდვილეში, მომჩივნის მიერ დასმული მთავარი საკითხი და მე-4 ოქმის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბალანსის ტესტის არსებითი ნაწილი იყო. განხილვის შეზღუდული ფარგლების გამო ამგვარი პროცედურა კონვენციასთან დაკავშირებული დასაბუთებადი საჩივრის არსებითი მხარის განხილვის შესაძლებლობას არ იძლეოდა და, ამდენად, მე-13 მუხლის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
დასკვნა: დადგინდა დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: მოთხოვნა წარმოდგენილი არ ყოფილა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy