Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
Standard Verlagsgesellschaft mbH v. Austria (no. 3)
Standard Verlagsgesellschaft mbH ავსტრიის წინააღმდეგ (no. 3)
საჩივარი №39378/15
გადაწყვეტილება
2021 წელი, 7 დეკემბერი
ეროვნული სასამართლოს დაუსაბუთებელი ბრძანება მედიაკომპანიის მიმართ, პოლიტიკური დებატების ფარგლებში, მის ინტერნეტ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების მონაცემების გამჟღავნების თაობაზე: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ფლობს და გამოსცემს ყოველდღიურ გაზეთს, რომელიც გამოდის ბეჭდვით, ციფრულ ფორმატში და ონლაინ ვერსიით. მისი ონლაინ ახალი ამბების პორტალი შეიცავს სტატიებს და ამ სტატიებთან დაკავშირებულ სადისკუსიო ფორუმებს, სადაც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უფლება აქვთ გამოაქვეყნონ კომენტარები. მას შემდეგ, რაც მომჩივანმა კომპანიამ საკუთარ პორტალზე გამოაქვეყნა ორი სტატია, რომლებიც მოიცავდნენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ორ პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, მას ორი სააპელაციო სამართალწარმოების ფარგლებში დაევალა კომენტარების ავტორთა მონაცემების გამჟღავნება. ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს ამ უკანასკნელის ჟურნალისტურ წყაროდ მიჩნევაზე. მომჩივანი კომპანია დავობდა, რომ ამით დაირღვა მისი მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების უფლება.
სამართალი – მუხლი 10: დასაწყისშივე, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა მომჩივანი კონპანიის, როგორც მასპინძელი პროვაიდერის მოვალეობას, გაამჟღავნოს მომხმარებლის მონაცემები გარკვეულ გარემოებებში და არა მის პასუხისმგებლობას მომხმარებლების კომენტარებისთვის.
(ა) ჩარევის არსებობა – მომჩივანმა კომპანიამ, როგორც ჟურნალისტური საქმიანობის რედაქტორმა, გამოიყენა სადისკუსიო ფორუმები მის საინფორმაციო პორტალზე, რათა მონაწილეობა მიეღო იდეების გავრცელებაში საჯარო ინტერესის მქონე თემებზე, რომელიც დაცულია პრესის თავისუფლებით. იმის გამო, რომ საინფორმაციო პორტალის მკითხველების მიერ ფორუმზე გამოქვეყნებული კომენტარები ცალსახად საზოგადოებისკენ იყო მიმართული და არა ჟურნალისტისკენ, ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტურ წყაროდ. საკითხი იმის შესახებ, შეიძლება არსებობდეს თუ არა ჩარევა, ასევე, არ იყო დამოკიდებული ეროვნული სასამართლოების მიერ ინფორმაციის მომწოდებლის სამართლებრივ კატეგორიზაციაზე, არამედ მთლიანად საქმის გარემოებებზე. წინამდებარე საქმეში, მომჩივანი კომპანიის როლი და როგორც მედია კომპანიის ურთიერთდაკავშირებული საქმიანობა, სცდება მასპინძელი ინფორმაციის მომწოდებლის საქმიანობას; ასევე, ის აქვეყნებდა ყოველდღიურ გაზეთს და აწარმოებდა საინფორმაციო პორტალს, რომელიც ქმნიდა ფორუმს მომხმარებლებისთვის. მას აქტიური როლი ჰქონდა მომხმარებლების მიერ კომენტარების დაწერის წინამძღვრებაში, რასაც იგი ახალი ამბების პორტალის აუცილებელ და ღირებულ ნაწილს უწოდებდა. მომხმარებლების მიერ წარმოშობილი კონტენტი მის პორტალზე ნაწილობრივ მაინც მოდირებული?? იყო. ამრიგად, აშკარა იყო, რომ საბოლოოდ, მომჩივანი კომპანიის ფუნქცია იყო დისკუსიის შემდგომი გახსნა და იდეების გავრცელება პრესის თავისუფლებით დაცულ საზოგადოებრივ ინტერესებთან დაკავშირებით. ონლაინ კომენტარების ავტორთა მონაცემების გამჟღავნების ვალდებულებამ შეიძლება შეაფერხოს ისინი დებატებში მონაწილეობის მიღებისგან, რაც გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს ფორუმის ზოგიერთ მომხმარებლებში და ირიბად გავლენას მოახდენს ასევე, მომჩივანი კომპანიის პრესის თავისუფლების უფლებაზე.
მომჩივანმა კომპანიამ საკუთარ მომხმარებლებს მიანიჭა გარკვეული ანონიმურობა არა მხოლოდ პრესის თავისუფლების, არამედ მომხმარებელთა პირადი სფეროს და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად – უფლებები, რომლებიც დაცულია კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით. ეს ანონიმურობა არ იქნება ეფექტური, თუ მომჩივანი კომპანია ვერ შეძლებს მის დაცვას საკუთარი საშუალებებით. მომხმარებლებისთვის რთული იქნება საკუთარი ანონიმურობის დაცვა, თუ მათი ვინაობა გამჟღავნებული იქნება სამოქალაქო სასამართლოებისთვის. ამრიგად, ჩარევა მდგომარეობდა ანონიმურობის მოხსნაში და მის შედეგებში, განურჩევლად ნებისმიერი შემდგომი პროცესის შედეგისა, კომენტარების შინაარსთან მიმართებით. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოების ბრძანება, რომ გამჟღავნებული იქნეს მომხმარებელთა მონაცემები, წარმოადგენდა ჩარევას მომჩივანი კომპანიის უფლებაში, ისარგებლოს პრესის თავისუფლებით.
(ბ) გამართლებული იყო თუ არა ჩარევა – მხარეებს შორის არ ყოფილა სადავო, რომ ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული და ის ემსახურებოდა სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
არ არსებობს ანონიმურობის აბსოლუტური უფლება; და ანონიმურობა ინტერნეტში, თუმცა მნიშვნელოვანი ღირებულებაა, უნდა იყოს დაბალანსებული სხვა უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ინტერესთა შესაბამისად, დაბალანსების მნიშვნელობა სწორედ ამ ცნობიერებიდან გამომდინარეობდა, კერძოდ, თუ საქმე ეხება პოლიტიკურ გამოსვლას და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დებატებს. ეს საკითხი აისახა არა მხოლოდ სასამართლოს მრავალწლიან პრეცედენტულ სამართალში, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ მასალაშიც, რომელიც ეხება ინტერნეტ შუამავლებს, რომლის მიხედვითაც მომხმარებლის მონაცემების გამჟღავნება აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა ყოფილიყო. ცილისმწამებლური განცხადების პოტენციურმა მსხვერპლმა უნდა მიეღოს სასამართლოს ეფექტური ხელმისაწვდომობა, რათა დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნები ამ სასამართლოში. ეროვნულმა სასამართლოებმა, სანამ გადაწყვეტენ უნდა გამჟღავნდეს თუ არა ავტორის ვინაობასთან დაკავშირებული მონაცემები, უნდა აწონ-დაწონონ – კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესაბამისად – წინააღმდეგობრივი ინტერესები. წინამდებარე საქმეში, ეს ინტერესები მოიცავდა მოსარჩელეთა უფლებას, დაიცვან თავისი რეპუტაცია და მომჩივანი კომპანიის პრესის თავისუფლების უფლება, ასევე მისი როლი კომენტარის ავტორების პერსონალური მონაცემების დაცვაში და მათი აზრის საჯაროდ გამოხატვის თავისუფლებაში.
სასამართლოს აზრით, წინამდებარე საქმეში სადავო ჩარევა ნაკლებად მძიმე იქნება პროპორციულობის შეფასებისას, ვიდრე ჩარევა ისეთ საქმეში, როდესაც მედია კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით, კონკრეტული კომენტარის შინაარსისთვის, რაც გამოიხატა დაჯარიმებით ან მისი წაშლის ვალდებულებით. შესაბამისად, ევროპული სასამართლო დაეთანხმა, რომ მომხმარებელთა მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, დაბალანსების განხორციელებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს prima facie გამოკვლევა და ეროვნული სასამართლოები სარგებლობდნენ თავისუფალი შეფასების გარკვეული ფარგლებით (თუნდაც იგი ვიწრო იყოს), როდესაც საქმე პოლიტიკურ გამოსვლას ეხება. მიუხედავად ამისა, პირველადი გამოკვლევაც კი საჭიროებდა გარკვეულ მსჯელობას და დაბალანსებას.
მოსარჩელეთა შესახებ გაკეთებული კომენტარები, თუმცა სერიოზულად შეურაცხმყოფელი იყო, არ წარმოადგენდა სიძულვისის ენას ან ძალადობის წაქეზებას და არც სხვაგვარად იყო აშკარად უკანონო. ისინი გამოითქვა საჯარო დებატების კონტექსტში ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე, კერძოდ, იმ პოლიტიკოსების ქცევაზე, რომლებიც მოქმედებდნენ თავიანთი საჯარო უფლებამოსილებით და მათ მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებში, იმავე საინფორმაციო პორტალზე. ვინაიდან ასეთი კომენტარები შეიძლება დახასიათებულიყო როგორც პოლიტიკური გამოსვლა, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის, რომ სააპელაციო სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოს არ გაუკეთებიათ რაიმე ბალანსირება. უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, რომელიც ფაქტობრივად არ გამორიცხავდა ინტერესთა დაბალანსებას, მათ მიიჩნიეს, რომ ასეთი დაბალანსება უნდა განხორციელებულიყო სავარაუდო ცილისმწამებლური კომენტარების ავტორის და არა შესაბამისი სერვისის მიმწოდებლის მიმართ სამართალწარმოებისას. ასეთი დაბალანსების არარსებობით დაიკარგა ანონიმურობის ფუნქცია, როგორც შორისძიების ან არასასურველი ყურადღების თავიდან აცილების საშუალება და შესაბამისად, ანონიმურობის როლი მოსაზრებების, იდეებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობაში. შესაბამისად, აუცილებელი დაბალანსების არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლოების და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები არ იყო გამყარებული შესაბამისი და საკმარისი მიზეზებით ჩარევის გასამართლებლად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).