© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლო პრეცედენტულ საქმეზე #148
2012 წლის იანვარი
სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ [GC] - 36760/06
გადაწყვეტილება 17.1.2012 [GC ]
მუხლი 6
სამოქალაქო სამართალწარმოება
მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი
სასამართლოს ხელმისაწვდომობა
სასამართლოს ხელმისაწვდომობის არ არსებობა პირებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი უფლებების აღდგენა: დარღვევა
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
საყოფაცხოვრებო პირობები ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი სოციალური მზრუნველობის დაწესებულებაში: დარღვევა
მუხლი 5
მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი
თავისუფლების აღკვეთა
კანონით გათვალისწინებული პროცედურა
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების სოციალური მზრუნველობის დაწესებულებებში მოთავსების კანონიერება: დარღვევა
მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი
სასამართლოსადმი მიმართვა
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების სოციალური მზრუნველობის დაწესებულებებში განთავსების კანონიერების შემოწმების საშუალებების არ არსებობა: დარღვევა
მუხლი 13
ეფექტიანი საშუალება
სოციალური მზრუნველობის დაწესებულებებში მცხოვრები ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობების გამო კომპენსაციის მიღების ეფექტიანი საშუალებების არ არსებობა: დარღვევა
მუხლი 46
46-ე მუხლის მე-2 ნაწილი
გადაწყვეტილების აღსრულება
ზოგადი ხასიათის ღონისძიებები
მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვება გამოიყენოს ზოგადი ხასიათის ღონისძიებები რათა უზრუნველყოს სასამართლოს ხელმისაწვდომობა იმ პირებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ქმედუნარიანობის აღდგენა.
ფაქტები – 2000 წელს, მომჩივანის ნათესავების მოთხოვნით, სასამართლომ ეს პირი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ სცნო, რადგან იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული. 2002 წელს, მომჩივანს დაუწესეს “ნაწილობრივი” მეურვეობა მისი ნების საწინააღმდეგოდ და განათავსეს სოფელთან ახლოს, მთიან მხარეს მდებარე, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის განკუთვნილ სოციალური მზრუნველობის დაწესებულებაში. 2003 და 2004 წლებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ოფიციალური ვიზიტების შემდგომ განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში საცხოვრებელი პირობები შეიძლება გაუთანაბრდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. 2004 და 2005 წლებში მომჩივანმა მისი ადვოკატის მეშვეობით სთხოვა “საზოგადოებრივ” პროკურორსა და მერს დაეწყოთ მისი მეურვეობისაგან განთავისუფლებისათვის საჭირო პროცესები, თუმცა მას თხოვნაზე უარი ეთქვა. მისი კანონიერი წარმომადგენელიც წინააღმდეგი იყო და ადასტურებდა, რომ სოციალური მზრუნველობის დაწესებულება მომჩივანისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, რადგან მას დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი არ შესწევდა. 2006 წელს, ადვოკატის ინიციატივით, მომჩივანი გასინჯა დამოუკიდებელმა ფსიქიატრმა, რომელმაც აღნიშნა რომ შიზოფრენიის დიაგნოზი იყო მცდარი, თუმცა მომჩივანს აღენიშნებოდა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და ამ ორი სხვადასხვა დიაგნოზის სიმპტომები შეიძლება ერთმანეთში არეოდათ. ფსიქიატრმა ასევე აღნიშნა, რომ მომჩივანს შესწევდა საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარი და ამ დაწესებულებაში ყოფნა ზიანს აყენებდა მის ჯანმრთელობას.
კანონი -5 მუხლის 1-ლი ნაწილი
(ა)გამოყენებადობა – მომჩივანის განთავსება სოციალური მზრუნველობის დაწესებულებაში ეროვნული ხელისუფლების მიერ მოხდა. ეს იყო შედეგი იმ ნაბიჯებისა რაც საჯარო მოხელეებმა და დაწესებულებებმა მათი თანამშრომლების მეშვეობით გადადგეს, დაწყებული მისი თავდაპირველი მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსებიდან და შემდგომი ღონისძიებების გატარებით. მომჩივანი დააბინავეს საცხოვრებელში, საიდანაც მას შეეძლო გასვლა, მაგრამ დრო რომლის განმავლობაშიც იგი სახლიდან გადიოდა და ადგილი სადაც მიდიოდა ყოველთვის ექვემდებარებოდა კონტროლსა და შეზღუდვებს. სახლიდან გასვლის აღრიცხვის არსებული სისტემა და ის ფაქტი, რომ ხელმძღვანელობა ინახავდა დოკუმენტებს მომჩივანის შესახებ, მის პიროვნულ თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავდა. თუმცა მომჩივანი არ იყო სახლში ჩაკეტილი, ის იმყოფებოდა მუდმივი კონტროლის ქვეშ და არ შეეძლო სახლიდან გასვლა თავისი სურვილისამებრ, წინასწარი ნებართვის გარეშე. ხელისუფლებას არ აუღნიშნავს, რომ მომჩივანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაუდებელი რისკის შემცველი იყო, ან საჭიროებდა განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესებას მისივე დაცვის მიზნით. მომჩივანის დაწესებულებაში განთავსების ხანგრძლივობა არ იყო წინასწარ განსაზღვრული და შესაბამისად არც დროში იყო შეზღუდული. მუნიციპალიტეტშიც კი მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებული იყო ის მისამართი, სადაც იგი იმყოფებოდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. მომჩივანი აცნობიერებდა მისთვის დაკისრებული შეზღუდვების უსიამოვნო შედეგებს. მისთვის არ უკითხავთ აზრი როცა მოათავსეს ამ დაწესებულებაში და შესაბამისად არც არასოდეს თანხმობა არ განუცხადებია. აღსანიშნავია რომ ეროვნული კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს მომჩივანის სურვილს და როგორც ჩანს მისთვის კარგად იყო ცნობილი ამის შესახებ. 2004 წლიდან მომჩივანი გამოთქვავდა სურვილს, რომ დაეტოვებინა სოციალური მზრუნველობის დაწესებულება, როგორც ფსიქიატრების წინაშე ასევე იმ განცხადებაში რომლითაც მიმართავდა ხელისუფლებას ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით. სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ მომჩივანი დათანხმდა მზრუნველობის დაწესებულებაში ცხოვრებას ან რომ შეეგუა იქ ყოფნას. მომჩივანის თანხმობის გარეშე მისი მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში ბულგარეთის ხელისუფლების ჩართულობის და მისი აქ ყოფნის ხანგრძლივობის ფაქტების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთას და მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი იქნა მისადაგებული/გამოყენებული.
(ბ)არსებითი მხარე – ბულგარეთის კანონის მიხედვით გადაწყვეტილება მომჩივანის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის განკუთვნილ სოციალური მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსების შესახებ მისი წინასწარი თანხმობის გარეშე არის ბათილი. ეს დასკვნა თავისთავად საკმარისია სასამართლოსთვის, რომ დაადგინოს მომჩივანის თავისუფლების აღკვეთა ეწინააღმდეგება მე-5 მუხლს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ღონისძიება არ ექცევა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ კანონიერების ფარგლებში, რადგან ამ მუხლში მოცემული გამონაკლისებიდან არც ერთთან არ მოდის შესაბამისობაში, არც მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ე) პუნქტთან, რომელიც ითვალისწინებს “სულით ავადმყოფი პირებისთვის თავისუფლების აღკკვეთას.” თუმცა ექსპერტის სამედიცინო დასკვნა, რომელიც მომჩივანის ქმედუნარიანობის შეზღუდვის შესახებ სამართალწარმოების პროცესში იქნა გამოყენებული მიუთითებდა მომჩივანის ჯანმრთელობის პრობლემებზე, ორ წელზე მეტი იყო გასული ექსპერტ/ფსიქიატრის იმ დასკვნის წარმოდგენიდან რომლის საფუძველზეც მოხდა მომჩივანის მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება. ამ დროის განმავლობაში მისი მეურვე არ დაინტერესებულა შეიცვალა თუ არა მისი ჯანმთელობის მდგომარეობა და არ შეხვედრია მას. ეს პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია იმისთვის, რომ 2000 წელს გაკეთებული სამედიცინო დასკვნა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საფუძვლად დაედოს ამ პირის მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსებას 2002 წელს. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია სამართლებრივი ვალდებულება ფსიქიატრიული დასკვნის გაკეთება მოეთხოვა ამ პერიოდში. თუმცა ახალი სამედიცინო დასკვნის არ არსებობა თავისთავად შეიძლება იყოს საკმარისი მიზეზი იმისა, რომ პირის მზრუნველობის დაწესებულებაში მოთავსება მიჩნეულ იქნას უკანონოდ. ამათანავე, არ იყო დადგენილი რომ მომჩივანი წარმოადგენდა საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დასკვნაში არ იყო მითითებული ჯერ კიდევ არსებობდა თუ არა ის გარემოებები რომელთა საფუძველზეც მოხდა პირის დაწესებულებაში გადაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი იყო ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ, ამ კონსულტაციების მიზანს არ წარმოადგენდა მისი მდგომარეობის რეგულარული შეფასება და იმ ფაქტის დადგენა, საჭირო იყო თუ არა, მისი მზრუნველობის ქვეშ დატოვება მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის (ე) პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე. მომჩივანის მზრუნველობის დაწესებულებაში მოთავსება არ არის კანონის შესაბამისი და არ შეიძლება იყოს გამართლებული მე-5 მუხლის, 1-ლი ნაწილის (ე) ან რომელიმე სხვა (ა)_დან (ვ)_მდე პუნქტით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი: ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმ ეროვნულ საშუალებებზე მითითება რომელზე დაყრდნობითაც მომჩივანი მისი სოციალური მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილების და მისი შემდგომი აღსრულების უკანონობას დაამტკიცებდა. ბულგარეთის სასამართლო პირის დაწესებულებაში გადაყვანის არც ერთ ეტაპზე არ იყო ჩართული. ამასთანავე ადგილობრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსების გადაწყვეტილებების ავტომატურ და პერიოდულ სასამართლო კონტროლს. უფრო მეტიც, ვინაიდან მომჩივანის დაწესებულებაში განთავსება ბულგარეთის კანონმდებლობის მიხედვით არ იქნა მიჩნეული თავისუფლების აღკვეთად, არ არსებობდა ეროვნული სამართლებრივი დაცვის მექანიზმი რომელიც თავისუფლების აღკვეთის კანონიერებას შეამოწმებდა. დაწეებულებაში გადაყვანის ფაქტის კანონიერების შემოწმება შესაძლებელი იყო მხოლოდ მომჩივანის თანხმობის არ არსებობაზე მითითებით, ისიც მხოლოდ მისი მეურვის ინიციატივით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი: არ არის აღნიშნული, მომჩივანს ჰქონდა თუ არა უფლება მიეღო სარგებელი – კომპენსაცია, თავისფულების უკანონოდ აღკვეთის გამო სასამართლო გადაწყვეტილებამდე, ან გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-3 მუხლი: მე-3 მუხლი კრძალავს იმ პირების მიმართ არაადამინურ და დამამცირებელ მოპყრობას რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ, მიუხედავად იმისა იქნება ეს სისხლის სამართლებრივი დაპატიმრება თუ ამ პირის დაცვის მიზნით მისი დაწესებულებაში მიღება. დაწესებულებაში დაბალი ხარისხის და არასაკმარისი საკვებია. შენობა არ თბება როგორც საჭიროა და ზამთარში მომჩივანს ქურთუკით დაძინება უწევს. დუშის მიღება მას მხოლოდ კვირაში ერთხელ შეუძლია, ისიც არაჰიგიენურ და დანგრეულ სააბაზანოში. საპირფარეშოები საზარელ მდგომარეობაშია და CPT-ის მიხედვით იქ შესვლა საშიშია. საცხოვრებელში ტანისამოსს გარეცხვის შემდეგ არ უბრუნებენ იმავე ხალხს ვისაც გამოართვეს, რაც სავარაუდოთ მაცხოვრებლებში დაუცველობის შეგრძნებას იწვევს. მომჩივანმა აღნიშნულ პირობებში დაახლოებით 7 წელი გაატარა (2002-2009 წლების განმავლობაში, როცა შენობა რომელშიც ის ცხოვრობდა გაარემონტეს.) საცხოვრებლის დათვალიერების შემდეგ CPT-მ განაცხადა, რომ საყოფაცხოვრებო პირობები შეესაბამება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტები, 2002-2009 წლების განმავლობაში მათ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის რომ დაეხურათ ეს დაწესებულება. ფინანსური რესურსის არ არსებობა არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივანის ამ პირობებში ცხოვრების გამართლების საფუძვლად.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-13 მუხლი მე-3 მუხლთან ერთად: მომჩივანის მოთავსება საცხოვრებელში არ იყო პატიმრობა ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. შესაბამისად, მას არ ეკუთვნის კომპენსაცია საცხოვრებელში არსებული არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობების გამო, ზიანის დადგომის შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ 1988 წლის კანონიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, არ არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ამ კანონის გამოყენება სოციალური მზრუნველობის დაწესებულებაში არსებული არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობების გამო გამოთქმული პრეტენზიების მიმართ. იმ შემთხვევაშიც კი, მომჩივანისთვის რომ აღედგინათ ქმედუნარიანობა და შესძლებოდა საცხოვრებლის დატოვება, მას არ მისცემდნენ კომპენსაციას დაწესებულებაში არსებული დამამცირებელ პირობების გამო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი: მომჩივანს არ ჰქონდა უფლება მისი ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით მიემართა მისი მეურვის ან იმ პირების გარეშე რომელთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლში. ადგილობრივი კანონმდებლობა არ ადგენს განსხვავებას მათ შორის ვისაც სრულიად აქვს ჩამორთმეული სამართლებრივი შესაძლებლობა და ვისაც შეეზღუდა ქმედუნარიანობა, ასევე არ ითვალისწინებს იმ გარემოებების პერიოდულ გადამოწმებას რომელთა საფუძველზეც პირი იქნა მოთავსებული მზრუნველობის ქვეშ. მომჩივანის შემთხვევაში აღნიშნული ღონისძიებები დროშიც კი არ არის შეზღუდული. თუმცა სასამართლოს ხელმისაწვდომობა არ იყო აბსოლუტური უფლება და მასზე შეზღუდვის დაწესება შეიძლება იყოს გამართლებული, იმ შემთხვევაშიც კი როცა პირს მხოლოდ ნაწილობრივ შეეზღუდა ქმედუნარიანობა. სასამართლოს ხელმისაწვდომობა საქმის გადასინჯვის მოთხოვნით ამ პირებისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება. თუმცა სახელმწიფოს არ დაევალა განესაზღვრა ის პროცედურები რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ უფლების განხორციელებას. ამავდროულად სასამართლოსთვის მიმართვაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება არ იყო შეუთავსებელი ეროვნული კანონმდებლობის მე-6 მუხლთან, იმ მიზეზზე დაყრდნობით რომ სასამართლო არ ყოფილიყო გადატვირთული დიდი რაოდენობის, აშკარად დაუსაბუთებელი საჩივრებით. ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალებით ვიდრე სასამართლოსთვის მიმართვის აკრძალვაა, მაგალითად საჩივრების შეტანის სიხშირის აკრძალვა ან დასაშვებობის შემოწმების სისტემის ჩამოყალიბება. ევროპულ დონეზე ჩამოყალიბდა ტენდენცია, რომ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებს მიეცათ სასამართლოსთვის პირდაპირი მიმართვის საშუალება ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით. ამ კუთხით სასამართლოს ხელმისაწვდომობა არ იყო საკმარისად გარანტირებული ბულგარეთის კანონმდებლობის მიერ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
46-ე მუხლი: მომჩივანის დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს სურდა თუ არა მას ამ დაწესებულებაში ცხოვრება. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიჩნეული პირის დაწესებულებაში დარჩენის დამაბრკოლებელ გარემოებად თუ დადგინდება რომ ის თანახმა იყო აქ ცხოვრებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომჩივანი წინააღმდეგია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს მის საქმეს. სასამართლომ დაადინა მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევა, რომელიც მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობას იმ პირისათვის რომელსაც ნაწილობრივ შეეზღუდა ქმედუნარიანობა და სურს მისი აღდგენა. შესაბამისად სასამართლო რეკომენდაციას იძლევა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გაითვალისწინოს შესაბამისი ზოგადი ღონისძიებები რათა უზრუნველყოფილი იქნას სასამართლოს ხელმისაწვდომობა.
41-ე მუხლი: 15000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy