© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე # 150
2012 წლის მარტი
სიტაროპულოსი და გიაკუმოპოლუსი საბერძნეთის წინააღმდეგ [GC] - 42202/07
გადაწყვეტილება 15.3.2012 [GC]
დამათებითი ოქმი 1-ის მე-3 მუხლი
საზოგადოებრივი აზრის თავისუფალი გამოხატვა
ხმის მიცემა
საზღვარგარეთ მცხოვრები, საბერძნეთის მოქალაქეების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პროცედურის მარეგულირებელი კანონის არ არსებობა: არ არის დარღვევა
ფაქტები – მომჩივნებს წარმოადგენს საბერძნეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვთ სტრასბურგში (საფრანგეთი). 2007 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული წერილით მომჩივანებმა მიმართეს საბერძნეთის ელჩს საფრანგეთში. მათ საფრანგეთიდან სურდათ მონაწილეობა მიეღოთ საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2007 წლის 16 სექტემბერს გაიმართებოდა. ორი დღის შემდეგ ელჩისგან მიიღეს პასუხი, რომ მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, საზღვარგარეთ მყოფი საბერძნეთის მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწერილი წესების არ არსებობის გამო. არჩევნები ჩატარდა, ხოლო პირებმა რომლებიც არ დაბრუნდნენ საბერძნეთში ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა.
2010 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაში (იხილეთ საინფორმაციო ბარათი #132), სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დამატებითი ოქმი 1-ის მე-3 მუხლის დარღვევას.
კანონი – დამატებითი ოქმი 1-ის მე-3 მუხლი: მომჩივანები ასაჩივრებდნენ იმ ფაქტს, რომ საბერძნეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მიერ მათი იმჟამინდელი ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მარეგულირებელ ნორმებს. თუმცა, ბოლო 35 წლის განმავლობაში კონსტიტუციაში ექსპატრიარტებისათვის ხმის მიცემის უფლებასთან დაკავშირებული დებულებები იქნა გათვალისწინებული, სადავო უფლებასთან დაკავშირებით კი არაფერია ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებს ხმის მიცემის უფლებით სარგებლობის პირობებს, სასამართლოს უნდა განეხილა საარჩევნო სისტემა აძლევდა თუ არა ამომრჩეველს “თავისუფალი აზრის გამოხატვის” უფლებას, იცავდა თუ არა “თვით საარჩევნო უფლების არსს” – და უფრო მეტიც, დაედგინა ავალდებულებს თუ არა დამატებითი ოქმი 1-ის მე-3 მუხლი სახელმწიფოს შეექმნა სისტემა, რომელიც ექსპატრიარტების საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს.
პირველ რიგში, არც საერთაშორისო და ადგილობრივი ხელშეკრულებები, არც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების მიერ გაკეთებული ინტერპრეტაციები არ ითვალისწინებს დროებით ან მუდმივად საზღვარგარეთ მცხოვრები პირების არჩევნებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობის საფუძვლებს. თუმცა, ევრო საბჭომ რამოდენიმეჯერ მოუწოდა წევრ ქვეყნებს საარჩევნო პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა, ექსპატრიატებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება თუმცა სასურველი მაგრამ არასავალდებულო იყო სახელმწიფოებისთვის. ეს იყო უბრალოდ შესაძლებლობა რომელიც ქვეყნის კანონმდებელს შეეძლო განეხილა.
ევრო საბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყნებს არ ეკისრებათ ვალდებულება მათი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები უზრუნველყონ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებით. მაშინ როცა წევრი ქვეყნების უმრავლესობა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს აძლევს ხმის მიცემის საშუალებას, ქვეყნების ნაწილში პირიქით ხდება. ვინაიდან, ამ უფლების მარეგულირებელი პირობები განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, ქვეყნებს საკმაოდ ფართო და თავისუფალი შეფასების ფარგლები ჰქონდა.
თუმცა საბერძნეთის კონსტიტუცია შეიცავს დებულებებს, რომლის მიხედვით ექსპატრიარტებს შეუძლიათ ხმის მიცემა მათი ადგილსამყოფელი ქვეყნიდან, ის საკანონმდებლო ორგანოს არ ავალდებულებს ამ უფლების განხორცილების უზრუნველყოფას. შესაბამისად სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ეროვნული ხელისუფლებისთვის მიეთითებინა როდის და როგორ გამოეყენებინა ეს დებულება. ასევე უნდაAაღინიშნოს, რომ საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენჯერმე შეეცადნენ ამ დებულების ამოქმედებას, თუმცა ეს მცდელობები მარცხით დასრულდა.
მიუხედავად მომჩივანების შეშფოთებისა, ზემოაღნიშნული არ იყო საკმარისი საფუძველი ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისთვის. ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნებში მონაწილეობის საშუალებების რეგულირებისას ინდივიდუალურ საკითხებს ვერ გაითვალისწინებენ, მათ უნდა შექმნან ზოგადი ნორმები. რაც შეეხება ზიანს რომელიც მიადგებოდა მომჩივანების ფინანსურ, ოჯახურ და პროფესიონალურ ცხოვრებას იმ შემთხვევაში თუ ისინი დაბრუნდებოდნენ საბერძნეთში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, არ წარმოადგენდა დარღვეული უფლების არაპროპორციული ზომას.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
*ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს საკონსულტაციო კომისია საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დაარსდა 1990 წელს.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy