© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #103
დეკემბერი, 2007
სტოლი (Stoll) შვეიცარიის წინააღმდეგ - 69698/01
გადაწყვეტილება 10.12.2007 [დპ]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
გამოხატვის თავისუფლება
ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემა საიდუმლოდ მიჩნეული სტრატეგიის შესახებ დიპლომატიური დოკუმენტის გამოქვეყნებისთვის: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები: საქმე ეხება განმცხადებლისთვის, პროფესიით ჟურნალისტისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებას ამერიკის შეერთებული შტატებისადმი შვეიცარიის ელჩის კონფიდენციალური ანგარიშის პრესაში გამოქვეყნებისთვის. ანგარიში ეხებოდა შვეიცარიის მთავრობის მიერ მისაღებ სტრატეგიას სხვა საკითხებთან ერთად მსოფლიოს ებრაელთა კონგრესისა და შვეიცარიის ბანკებს შორის მოლაპარაკებას, შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მიერ მიუღებელი ქონების კომპენსაციის საკითხზე.
1996 წელს შვეიცარიის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოამზადა „სტრატეგიული დოკუმენტი“, კლასიფიცირებული როგორც „საიდუმლო“, აღნიშნული მოლაპარაკებების თემაზე. დოკუმენტი გადაეგზავნა ამ საკითხზე მომუშავე თანამდებობის პირს ბერნში, საგარეო ურთიერთობათა ფედერალურ დეპარტამენტში. დანარჩენი ცხრამეტი ასლი დაეგზავნათ სხვა პირებს შვეიცარიის მთავრობაში და სხვა ფედერალურ ორგანოებში, ასევე საზღვარგარეთ შვეიცარიის დიპლომატიურ მისიებს. განმცხადებელმა მოიპოვა ასლი სავარაუდოდ ოფიციალური საიდუმლოების ვალდებულების დარღვევის ხარჯზე, პირის მიერ ვისი ვინაობაც უცნობი რჩება.
ციურიხის საკვირაო გაზეთმა სხვა საკითხებთან ერთად გამოაქვეყნა განმცხადებლის ორი სტატია სათაურებით: „ელჩი ჟაგმეტი შეურაცხყოფს ებრაელებს“ და „ელჩი აბაზანის ხალათში და სამთო ჩექმებში ფეხს ყოფს მასში“. მომდევნო დღეს ციურიხის ყოველდღიურმა გაზეთმა დაბეჭდა ვრცელი ამონარიდები სტრატეგიული დოკუმენტიდან; შედეგად სხვა გაზეთმაც გამოაქვეყნდა ამონარიდები.
სასამართლომ განმცხადებელს დააკისრა ჯარიმა 800 შვეიცარული ფრანკის (დაახლოებით 476 ევრო) ოდენობით სისხლის სამართლის კოდექსის 293-ე მუხლის მიხედვით „საიდუმლო ოფიციალური მიმოხილვის“ გამოქვეყნებისთვის. განმცხადებლის საჩივრები არ დააკმაყოფილა ფედერალურმა სასამართლომ.
შვეიცარიის პრესის საბჭომ, გაიზიარა რა რომ გამოცემა იყო ლეგიტიმური ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ქონებასთან დაკავშირებით გაჩაღებული საჯარო დებატისთვის მაღალი მნიშვნელობის გამო, გაიზიარა მოსაზრება, რომ განმცხადებელმა უპასუხისმგებლო ფორმით გახადა ელჩის შენიშვნები შოკისმომგვრელი და სკანდალური სტრატეგიული დოკუმენტის შეკვეცილი ფორმით და მოვლენების თარიღის მითითების გარეშე გამოქვეყნებით. პრესის საბჭომ დასძინა, რომ ამის საწინააღმდეგოდ სხვა გაზეთებმა საქმის ვითარება შესაბამის კონტექსტში მოაქციეს სტრატეგიული დოკუმენტის თითქმის სრულად გამოქვეყნებით.
კანონმდებლობა: პროცედურა - სასამართლომ პალატის გადაწყვეტილებაში დაადგინა, ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, რომ მე-10 მუხლი დაირღვა. შვეიცარიის სახელმწიფოს მოთხოვნით საქმე გადაეცა დიდ პალატას კონვენციის 43-ე მუხლის შესაბამისად.
საქმის არსებითი მხარე - განმცხადებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უტოლდებოდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში „ჩარევას“. ჩარევის საფუძვლები მოცემულია შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსში და ემსახურება „საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გავრცელების“ პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს. დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის 33.3 მუხლის ჭრილში და მე-10 მუხლის მომზადების ისტორიაში რაიმე საწინააღმდეგო მითითების არ არსებობის პირობებში, მისაღები იყო ფრაზის „კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცის გავრცელების თავიდან აცილება“ ინტერპრეტაცია მუხლი 10.2 მნიშვნელობის ფარგლებში, რაც მოიცავს კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას ან იმ პირის მიერ, ვისაც კონფიდენციალობის დაცვა ევალება ან მესამე პირის მიერ, კერძოდ კი როგორც წინამდებარე საქმეშია, ჟურნალისტის მიერ.
მთავარ დასადგენ საკითხს წარმოადგენდა, იყო თუ არა განსახილველი ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ამასთან მიმართებით დიდმა პალატამ საბოლოოდ დაადგინა, რომ მე-10 მუხლის მოქმედება ვრცელდება ჟურნალისტის მიერ კონფიდენციალური ან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაზე.
მიუღებელი ქონების საკითხი მოიცავდა არა მარტო მნიშვნელოვან ფინანსურ ინტერესს, არამედ ექცეოდა მნიშვნელოვან მორალურ განზომილებაში, რაც გულისხმობდა იმას, რომ უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოება იყო ამით დაინტერესებული. შედეგად, იმის შეფასებისას შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებული ზომები აუცილებელი იყო თუ არა, სასამართლომ გაითვალისწინა ორი საჯარო ინტერესის შეფასების საჭიროება: მკითხველთა ინტერესი, იყვნენ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმირებულნი და ხელისუფლების ორგანოების ინტერესი, უზრუნველყონ წარმართული დიპლომატიური მოლაპარაკების პოზიტიური და დამაკმაყოფილებელი შედეგი.
მიუხედავად იმისა, რომ სადაო სტატიებში მთავარი აქცენტი კეთდებოდა თითქმის ექსკლუზიურადაც ელჩის პიროვნებაზე და პირად სტილზე, ამ სტატიებს შეეძლო წვლილი შეეტანა მიუღებელი ქონების შესახებ საჯარო დებატში, რაც იმ დროისთვის შვეიცარიაში მიმდინარე მწვავე განხილვის საგანი იყო. შესაბამისად, საზოგადოებას ამ სტატიების გამოქვეყნების მიმართ ინტერესი ქონდა.
რაც შეეხება ინტერესებს, რომელთა დაცვაც შვეიცარიის ხელისუფლებას ევალებოდა, ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო დიპლომატიური სამსახურებისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების დაუბრკოლებლად ფუნქციონირებისთვის, დიპლომატებს უნდა შეძლებოდათ კონფიდენციალური და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა. თუმცა, დიპლომატიური ანგარიშების კონფიდენციალობის დაცვა არ უნდა მოხდეს ნებისმიერ ფასად; ინტერესების შეფასებისას ანგარიშის შინაარსი და გამოქვეყნებით გამოწვეული პოტენციური საფრთხე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. წინამდებარე საქმეში ელჩის ანგარიშიდან ამონარიდების გამოქვეყნება იმ მომენტისთვის შეიძლება გამხდარიყო შვეიცარიის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების ნეგატიურად წარმართვის მიზეზი, არა ელჩის შენიშვნების შინაარსიდან გამომდინარე, არამედ ამ შენიშვნების გამოხატვის ფორმის გამო. ელჩის ანგარიში შინაარსის გამოქვეყნებას - თუმცა ნაწილობრივს - შეეძლო საფრთხე შეექმნა დისკრეციის კლიმატისთვის, რაც აუცილებელია ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობების წარმართვისთვის და შეეძლო უარყოფითი გავლენა ქონოდა კერძოდ შვეიცარიის მიერ მოლაპარაკებების წარმართვაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გამოქვეყნდა დელიკატური კავშირებით, განმცხადებლის სტატიები შვეიცარიის სახელმწიფო ორგანოების ინტერესების მნიშვნელოვნად დაზიანების მიზეზი გახდა.
რაც შეეხება განმცხადებლის ქცევას, მას როგორც ჟურნალისტს არ შეიძლება არ ცოდნოდა, ამ ანგარიშის გამოქვეყნების სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადობა. საკითხს იმის თაობაზე სტატიების ფორმა აკმაყოფილებდა თუ არა ჟურნალისტური ეთიკის მოთხოვნებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სტატიების შინაარსი აშკარად გამარტივებული და შეკვეცილი იყო და გამოყენებულ ენას ახასიათებდა შეთავაზებები, რომ ელჩის შენიშვნები იყო ანტისემიტური. განმცხადებელმა კაპრიზულ სტილში წამოიწყო ჭორი, რამაც ეჭვგარეშეა გამოიწვია ელჩის გადადგომა და რაც პირდაპირ უკავშირდებოდა მიუღებელი ქონების საკითხის საფუძველში არსებულ ერთერთ ფენომენს, კერძოდ კი მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი თემის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. სასამართლომ კვლავ დაადასტურა ასეთი ხასიათის ვარაუდებზე და/ან მინიშნებებზე მკაცრი რეაგირების აუცილებლობა. უფრო მეტიც, სტატიების რედაქტირების სტილი, სენსაციური სათაურები არ შეესაბამებოდა ისეთ მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხს, როგორც მიუღებელი სახსრებია. და ბოლოს, განმცხადებლის სტატიები იყო უზუსტო და მკითხველის შეცდომაში შემყვანი.
ამ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რომ სტატიები განთავსდა შვეიცარიის მაღალტირაჟიანი საკვირაო გაზეთის პირველ გვერდზე, სასამართლომ გაიზიარა შვეიცარიის მთავრობის და პრესის საბჭოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მთავარი განზრახვა იყო არა საზოგადოდ საინტერესო საკითხზე საზოგადოების ინფორმირება, არამედ ელჩის ანგარიშისგან უსარგებლო სკანდალის შექმნა. შეკვეცილმა და გამარტივებულმა ფორმებმა სტატიები, რომელსაც შეეძლო მკითხველი შეცდომაში შეეყვანა ელჩის პიროვნებასთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად დააშორა მე-10 მუხლით დაცული საჯარო დებატში მათი წვლილის ღირებულებისგან. და ბოლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლისთვის დაკისრებული ჯარიმა არ იყო მისაღწევ მიზანთან მიმართებით არაპროპორციული.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თორმეტი ხმით ხუთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy