© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #142
ივნისი, 2011
S.T.S. ნიდერლანდების წინაღმდეგ - 277/05
გადაწყვეტილება 7.6.2011 [III სექცია]
მე-5 მუხლი
მუხლი 5.4
დაპატიმრების კანონიერების განხილვა
განხილვის სისწრაფე
უზენაესი სასამართლოს მხრიდან შეუსაბამო დაგვიანება და პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ პატიმრობის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვაზე უარი: დარღვევები
ფაქტები - 2002 წლის ოქტომბერში მოსამართლემ გასცა სამართალდარღვევებისა და ქცევითი პრობლემების ისტორიის მქონე არასრულწლოვნის დაპატიმრების ნებართვა, სათანადო პროგრამის გასავლელად. თავდაპირველი სამთვიანი პერიოდი რამდენიმეჯერ გაგრძელდა, სანამ მოსამართლემ არ გასცა კიდევ ერთი წლით გაგრძელების ბრძანება, რომელიც ამოქმედდა 2003 წლის ოქტომბრიდან. 2003 წლის დეკემბერში სააპელაციო სასამართლომ შეამცირა ეს ვადა 2004 წლის 1 მაისამდე. განმცხადებელმა 2004 წლის იანვრის შუა რიცხვებში საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც 2004 წლის ნოემბერში საჩივარი დაუშვებლად ცნო დავის საგნის არ არსებობის გამო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა უკვე გასული იყო.
კანონმდებლობა - მუხლი 5.4
(ა) სისწრაფე - იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს სხვადასხვა წყაროებიდან უნდა შეეკრიბა ინფორმაცია და სხვადასხვა მხარეებისთვის სამართალწარმოებაში ეფექტიანი მონაწილეობის საშუალება მიეცა, ის 63 დღიანი პერიოდი რაც მას გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა, ცალკე აღებული არ წარმოშობდა სისწრაფის საკითხს. იგივეს თქმა არ შეიძლებოდა უზენაეს სასამართლოსთან მიმართებით, რომელსაც განმცხადებლის მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენიდან 294 დღე დასჭირდა განჩინების მისაღებად. დროის ამგვარი გაჭიანურება გადაჭარბებულია. მიუხედავად იმისა თუ დაგვიანების რა მიზეზები არსებობდა, ეროვნულ სასამართლო ორგანოებს ევალებოდათ, ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული ზომის მიღება საჩქარო საკითხების სწრაფად გადასაწყვეტად, განსაკუთრებით როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლებას ეხებოდა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
(ბ) ეფექტიანობა - განმცხადებელმა უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი პატიმრობაში ყოფნის ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე სამთვენახევრით ადრე. თუმცა არანაირი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლებდა უზენაესი სასამართლო ამ დროში გადაწყვეტილების მიღებას. ასეთი არგუმენტებისა და საბოლოო გადაწყვეტილების არ არსებობა, სანამ განმცხადებლის პატიმრობაში ყოფნის ნებართვის ვადა ამოიწურებოდა, თავისთავად საკმარისი იყო განმცხადებლის მიერ საკასაციო საჩივრის როგორც პრევენციული ან თუნდაც რეპარაციული საშუალების ეფექტიანობის დასაკარგად.
ამასთან, დავის საგნის არ არსებობის გამო განმცხადებლის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით უზენაესმა სასამართლომ გამოაცალა მას რაიმე შედეგის ქონის შესაძლებლობა. ყოფილ პატიმარს მისი გათავისუფლების შემდგომაც შეიძლება ქონოდა მისი პატიმრობის კანონიერების დადგენის ინტერესი, მაგალითად, 5.5 მუხლით გარანტირებული „კომპენსაციის მიღების უფლებასთან“ მიმართებით, როდესაც შესაძლოა აუცილებელი იყოს სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა, რომელიც გააბათილებს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ პრეზუმფციას იმის თაობაზე, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პატიმრობის ბრძანება per se კანონიერი იყო. შესაბამისად, განმცხადებლის დაპატიმრების კანონიერებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება არ იყო ეფექტიანი.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 2 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy