© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #143
ივლისი, 2011
სტამერი (Stummer) ავსტრიის წინააღმდეგ - 37452/02
გადაწყვეტილება 7.7.2011 [დპ]
მე-14 მუხლი
დისკრიმინაცია
საპენსიო უფლებების გაანგარიშებისას პატიმრობის პერიოდში შრომის გაუთვალისწინებლობა: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტები - განმცხადებელმა თავისი ცხოვრების ოცდარვა წელი ციხეში გაატარა. პატიმრობის პერიოდში ის მუშაობდა დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ ვერ მოხვდა ზოგადი სოციალური დახმარების შესახებ კანონით განსაზღვრული ასაკით პენსიის სისტემაში. თუმცა, 1994 წლის 1 იანვრიდან, მასზე გავრცელდა უმუშევრობის დაზღვევის სქემა პატიმრობაში მუშაობის პერიოდისთვის. 1999 წლის მარტში მუშათა საპენსიო დაზღვევის სამსახურმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ვადაზე ადრე პენსიაზე, იმ საფუძვლით რომ მას არ ქონდა ამ სახის პენსიისთვის საჭირო მინიმუმ 240 დაზღვეული თვის ნამსახურობა. შედეგად მან სამართალწარმოება წამოიწყო დაზღვევის სამსახურის წინააღმდეგ, ამტკიცებდა რა რომ ციხეში შრომის ნამსახურობა უნდა ჩათვლოდა როგორც დაზღვეული თვეები. 2001 წლის აპრილში შრომისა და სოციალურ საქმეთა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის სააპელაციო საჩივარიც არ დააკმაყოფილა, მას შემდეგ რაც დაადგინა, რომ 1993 წელს სასჯელაღსრულების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შედეგად პატიმართა უმუშევრობის დაზღვევის სქემაში ჩართვა არ ადასტურებდა მათ ჩართვას ასაკით პენსიის სქემაში. 2002 წლის თებერვალში უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი. 2004 წლის იანვარში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ განმცხადებელი რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა უმუშევრობის დახმარება და ამის შემდეგ კი გადაუდებელი დახმარების შემწეობას უმუშევრობის დაზღვევის კანონის საფუძველზე.
კანონმდებლობა - კონვენციის მე-14 მუხლი 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელ მუხლთან ერთობლიობაში: [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომა პატიმრობისას განსხვავდება ჩვეულებრივ დასაქმებულთა შრომისგან მრავალი ნიშნით, ის ემსახურება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ძირითად მიზანს. მიუხედავად იმისა რომ ავსტრიის კანონის თანახმად შრომა პატიმრობისას სავალდებულო იყო, სასამართლომ არ მიიჩნია ეს გადამწყვეტ ფაქტორად. მნიშვნელოვანი იყო მოხუცებულისთვის დახმარების საკითხი, რასთან მიმართებითაც განმცხადებელი ჩვეულებრივი დაქირავებულის მსგავს მდგომარეობაში იყო. თუმცა, რაც შეეხება ზოგადი სოციალური უზრუნველყოფის კანონით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან დაზღვევის სქემას, განმცხადებლის, როგორც მომუშავე პატიმრის მდგომარეობა განსხვავდება ჩვეულებრივ დაქირავებული პირის მდგომარეობისგან, რადგანაც პატიმრის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან დაზღვევას სასჯელაღსრულების კანონის თანახმად სახელმწიფო უზრუნველყოფდა.
მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ მომუშავე პატიმარს ხშირად არ ქონდა სოციალური დაზღვევის შესატანის გადახდის საშუალება და შესაბამისად ეს საფრთხის ქვეშ აყენებდა ასაკის გამო საპენსიო სისტემის ეკონომიკურ მდგრადობას, თუკი იმ პერიოდისთვის, რომელიც უნდა ჩათვლილიყო პენსიის უზრუნველმყოფ დაზღვეულ პერიოდად, მნიშვნელოვანი შენატანები არ განხორციელებულა. ასაკით პენსიის სისტემის საერთო თანმიმდევრულობა უნდა იყოს დაცული, შესაბამისად ციხეში შრომის პერიოდი ვერ ჩაითვლება, იმ პერიოდად ან პერიოდის ჩამნაცვლებლად, რომლის დროსაც არანაირი შენატანი არ განხორციელებულა. ავსტრიის სოციალური დაზღვევის კანონი ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებდა, მხოლოდ სოციალურად მისაღებ რამდენიმე საგამონაკლისო შემთხვევაში, როგორიცაა ბავშვის აღზრდა, უმუშევრობა ან სამხედრო სამსახური. სასამართლომ ეს მიზნები ლეგიტიმურად მიიჩნია.
საკითხი, იყო თუ არა მომუშავე პატიმრების მიმართ განსხვავებული მოპყრობა დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, მჭიდრო კავშირში იყო ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ზოგად არჩევანთან. ამ სფეროში სახელმწიფოები თავისუფალი შეფასების ფარგლებით სარგებლობენ, შესაბამისად სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ პოლიტიკის არჩევანი გონივრულ დასაბუთებას მოკლებულია. უფრო მეტიც, ეს საკითხი განიხილება, როგორც სასჯელაღსრულების მთლიანი სისტემის მუშაობის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ერთი მახასიათებელი. თუმცა პატიმართა სოციალური დაცვის შესახებ არ არსებობდა ევროპული კონსესუსი. მაშინ როცა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა რაღაც ფორმით უზრუნველყოფდა პატიმართა სოციალურ დაცვას, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იყო ხელმისაწვდომი პატიმართათვის ასაკით საპენსიო სქემაში ჩართვა და ქვეყნების ნაწილში, როგორც ავსტრიაში, ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ ნებაყოფლობითი შენატანების განხორციელების შემდეგად.
განმცხადებელმა ციხეში დიდი ხნის მანძილზე იმუშავა. სახელმწიფო ორგანოები უთითებდნენ რომ დაზღვევის გარეშე ის მუშაობდა 1960-იანებიდან 1990-იან წლებამდე პერიოდში. განსახილველ დროს არ არსებობდა მომუშავე პატიმრების ეროვნული სოციალური დაზღვევის სისტემაში ჩართვის საერთო საფუძველი. ამ საერთო საფუძვლის არ არსებობა აისახა 1987 წელს ევროპის ციხის წესებში, რომელიც არ შეიცავდა რაიმე ნორმას ამის შესახებ. შესაბამისად, 2006 წელს ევროპული ციხის წესებით რეკომენდებული გახდა შესაძლებლობის ფარგლებში მომუშავე პატიმართა ჩართვა ეროვნული სოციალური დაცვის სისტემებში, ასაკის გამო პენსიის სისტემაზე რაიმე პირდაპირი მითითების გარეშე. ავსტრიულმა კანონმდებლობამ ასახა ეს ტენდენცია, იმით რომ უზრუნველყო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან დაცვა და 1994 წლიდან მომუშავე პატიმრები ჩაერთნენ უმუშევართა დაზღვევის სქემაში. მეტად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად ასაკით პენსიის სქემის ხელმიუწვდომელობისა, განმცხადებელი არ დარჩენილა სოციალური დაცვის გარეშე. ციხიდან გათავისუფლებისთანავე მან მიიღო უმუშევრობის დახმარება და შემდეგ გადაუდებელი დახმარების შემწეობა, რაზეც ის უფლებამოსილი იყო როგორც მომუშავე პატიმარი უმუშევრობის დაზღვევის კანონის თანახმად. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს განცმხადებელი კვლავ იღებდა გადაუდებელი დახმარების შემწეობას, რაც ივსებოდა განსახლების დახმარებით, ჯამში დაახლოებით 720 ევროს, რაც თავის მხრივ საპენსიო მინიმუმადე (დაახლოებით 780 ევრო) აღწევდა.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ ცვალებადი სტანდარტების გათვალისწინებით, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვერ უსაყვედურებდი იმაში, რომ პრიორიტეტს ანიჭებდნენ დაზღვევის იმ სქემას, რომელიც გათავისუფლების მომენტისთვის ყველაზე რელევანტურად მიაჩნდათ პატიმართა რეინტეგრაციისთვის. მაშინ როცა ავსტრიას მოეთხოვა საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხის გადახედვა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომუშავე პატიმრების ასაკის პენსიის სისტემაში არ ჩართვით მას არ გადაუმეტებია ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის მინიჭებულ თავისუფალი შეფასების ფარგლებს.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (ათი ხმა შვიდის წინააღმდეგ).
მე-4 მუხლი: განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ევროპული სტანდარტები იმდენად შეიცვალა, რომ ასაკის პენსიის სქემაში ჩართვის გარეშე პატიმრის შრომა არ შეიძლება განხილულიყო შრომად, რომელიც მოითხოვება პატიმრობასთან დაკავშირებით. ავსტრიულმა კანონმა ასახა ევროპული სამართლის განვითარება, რამდენადაც ყველა პატიმარისთვის უზრუნველყო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან დაცვა და მომუშავე პატიმრები ჩართო უმუშევართა დაზღვევის სქემაში, მაგრამ არა ასაკით პენსიის სისტემაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა საკმარისი კონსესუსი მომუშავე პატიმართა ასაკით პენსიის სისტემაში ჩართვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ევროპულ ციხის წესებში აისახა განვითარების ტენდენცია, ეს არ შეიძლება განხილულ იქნას კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებად. სასამართლომ ვერ გაიზიარა მე-4 მუხლის განმცხადებლის მიერ ადვოკატირებული განმარტების საფუძველი და დაადგინა, რომ სავალდებულო შრომა, რაც როგორც განმცხადებელმა შეასრულა პატიმრობისას, ასაკით პენსიის სისტემაში ჩართვის გარეშე, განიხილება როგორც „ ნებისმიერი სამუშაო, რომლის შესრულებაც სავალდებულოა პატიმრობისას“ კონვენციის 4.3.a მუხლის მნიშვნელობისთვის და შესაბამისად არ წარმოადგენს „იძულებით ან სავალდებულო შრომას“.
დადგენილება: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy