© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
case of Stummer v. Austria
საქმე შთუმერი ავსტრიის წინააღმდეგ
(საჩივარი #37452/02)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2011 წლის 7 ივლისი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას.
საქმეში შუმერი ავსტრიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც შეიკრიბა დიდი პალატის სახით შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით:
ჟან-პოლ კოსტა, თავმჯდომარე,
ნიკოლას ბრატცა,
პიერ ლორენზენი,
ფრანსუა ტულკენსი,
ჯოსეფ კასადევალი,
კორნელიუ ბირსანი,
ანატოლი კოვლერი,
ელიზაბეტ შტაინერი,
ალვინა გულუმიანი,
დინ შპილმანი,
სვერ ერიკ იებენსი,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ჯორჯიო მალინვერნი,
ჯორჯ ნიკოლაუ,
ენ ფაუერი,
კრისტინა პარდალოსი,
ვინსენტ ა. დე გეტანო,
და ვინსენტ ბერგერი, იურიდიული მრჩეველი,
იმსჯელა განმარტოებით 2010 წლის 3 ნოემბერსა და 2011 წლის 25 მაისს,
და 2011 წლის 25 მაისს გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმე მომდინარეობს ავსტრიის მოქალაქის, ბატონი ერნსტ ვოლტერ შტუმერის („მომჩივანი“) მიერ 2002 წლის 14 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივრიდან.
2. მომჩივანს, რომელსაც მიეცა უფლება ესარგებლა სამართლებრივი დახმარების უფლებით, წარმოადგენდა ვენაში მოღვაწე ადვოკატი - ბატონი ა. ბამერი. ავსტრიის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მისი აგენტი, ელჩი ჰ. ტიხი, ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
3. მომჩივანი ჩიოდა, რომ იგი იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, ვინაიდან იგი, როგორც მუშა პატიმარი, არ ჩართეს ასაკობრივი პენსიის სისტემაში და შესაბამისად, მან ვერ მიიღო პენსია. თავის პოზიციას მომჩივანი აფუძნებდა მე-4 მუხლს, და არსებითად მე-14 მუხლსაც იმავე მე-4 ან პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთად.
4. საჩივარი განსახილველად გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამ სექციის მოსამართლეებისაგან დაკომპლექტებული პალატის წევრებმა: ქრისტოს როზაკისმა, ანატოლი კოვლერმა, ელიზაბეტ შტაინერმა, ხანლავ ჰაჯიევმა, დინ შპილმანმა, სვერ ერიკ იებენსმა და ჯორჯიო მალინვერნმა, ასევე სექციის განმწესრიგებლმა, სორენ ნილსენმა 2007 წლის 11 ოქტომბერს არებითად განხილვისთვის დასაშვებად გამოაცხადეს საჩივარი. 2010 წლის 18 მარტს, ამავე სექციის პალატის მოსამართლეებმა: ქრისტოს როზაკისმა, ანატოლი კოვლერმა, ელიზაბეტ შტაინერმა, დინ შპილმანმა, სვერ ერიკ იებენსმა, ჯორჯიო მალინვერნმა და ჯორჯ ნიკოლაუმ, ასევე სექციის განმწესრიგებელმა, სორენ ნილსენმა, დიდი პალატის სასარგებლოდ დათმეს განსჯადობა, საქმის რომელიმე მხარეს არ გამოუთქვამს საწინააღმდეგო პოზიცია (კონვენციის 30-ე მუხლი და რეგლამენტის 72-ე მუხლი).
5. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.
6. მომჩივანმა და მთავრობამ წარმოადგინეს დამატებითი წერილობითი არგუმენტები საქმის არსებით ნაწილთან დაკავშირებით (რეგლამენტის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი).
7. ზეპირი მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2010 წლის 3 ნოემბერს (რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქ-ნიბ. ომსი,წარმომადგენლის მოადგილე,
ქ-ნიი. კოკი,იურისტი,
ბ-ნიე. დარონი,
ქ-ნია. ჯანკოვიჩი,მრჩველი;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ა. ბამერი,იურისტი.
სასამართლომ მოისმინა ქ-ნი ომსისა და ბ-ნი ბამერის მოხსენებები, ასევე მოსამართლეთა შეკითხვებზე ქ-ნი ომსის, ქ-ნი კოკისა და ბ‑ნი ბამერის პასუხები.
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
8. მომჩივანი დაიბადა 1938 წელს და ცხოვრობს ვენაში. თავისი სიცოცხლის 28 წელი მან ციხეში გაატარა. საპატიმრო ვადების განმავლობაში იგი ხანგრძლივად მუშაობდა ციხის სამზარეულოსა და საცხობში. როგორც მომუშავე პატიმარი, იგი არ იყო ჩართული მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, 1994 წლის პირველი იანვრიდან, ციხეში ნამუშევარი პერიოდების შესაბამისად, იგი ჩართული იყო უმუშევართა დაზღვევის სქემაში.
9. 1999 წლის 8 თებერვალს მომჩივანმა წარადგინა განცხადება მშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის სამსახურში (Pensionsversicherungsanstalt der Arbeiter – „საპენსიო სამსახური“). ადრეული პენსიის მოთხოვნით.
10. 1999 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით საპენსიო სამსახურმა უარი უთხრა მომჩივანს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მომჩივანს არ ჰქონდა დაგროვებული ადრეული პენსიის მისაღებად საჭირო მინიმუმი - 240 სადაზღვევო თვე. მომჩივნის დაზღვეული პერიოდების სია, რომელიც 1953 წლის ოქტომბრიდან იწყებოდა და 1999 წლის თებერვლით მთავრდებოდა, დართული ჰქონდა გადაწყვეტილებას. სიის შესაბამისად, მომჩივანს მხოლოდ 117 დაზღვეული თვე ჰქონდა დაგროვებული. სიაში მითითებულია ხანგრძლივი პერიოდები, რომლებიც დაზღვეულად არ ითვლებოდა, კერძოდ: 1963 წლის მაისიდან 1964 წლის მაისამდე, 1965 წლის ივლისიდან 1968 წლის სექტემბრამდე, 1969 წლის ივნისიდან 1974 წლის იანვრამდე, 1974 წლის აპრილიდან 1984 წლის მარტამდე, 1984 წლის ივნისიდან 1986 წლის მაისამდე, და 1987 წლის თებერვლიდან 1994 წლის აპრილამდე. 1994 წლის მაისიდან 1999 წლის თებერვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მომჩივანი ღებულობდა უმუშევრობის დახმარებას ან გადაუდებელი საჭიროების შემწეობის თანხებს უმუშევრობის დაზღვევის კანონის შესაბამისად, რაც ასევე ჩაითვალა დაზღვეულ პერიოდში.
11. შესაბამისად, მომჩივანმა სარჩელი შეიტანა საპენსიო სამსახურის წინააღმდეგ ვენის შრომისა და სოციალურ სასამართლოში (Arbeits-und Sozialgericht). მან განაცხადა, რომ იგი ციხეში 28 წლის განმავლობაში მუშაობდა და ნამუშევარი თვეების რაოდენობა უნდა ჩათვლილიყო დაზღვეულ თვეებად მისი საპენსიო უფლებების განსაზღვრის მიზნებისთვის.
12. 2001 წლის 4 აპრილს შრომისა და სოციალური საკითხების სასამართლომ უარი განაცხადა მომჩივნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ გაიზიარა პოზიცია, რომ მომჩივანს არ ჰქონდა დაგროვებული მინიმალური დაზღვეული თვეები. სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის ვადის მოხდისას სავალდებულო სამუშაოს შესრულების განმავლობაში, პატიმრები არ იყვნენ ჩართული სოციალური დაზღვევის სავალდებულო სქემაში. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად (1990 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება #10 OBS 66/90 1999 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება #10 OBS 52/99ს), პატიმრების შრომა მათი სამართლებრივი ვალდებულების შესაბამისად, განსხვავდებოდა დაქირავებულ პირთა მიერ შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოსგან. სოციალური უზრუნველყოფის შესახებ კანონის შესაბამისი განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციის ნიშნებს არ შეიცავდა.
13. მომჩივანმა, რომელსაც ახლა უკვე იურისტი ეხმარებოდა, გაასაჩივრა გადაწყვეტილება. კერძოდ, იგი ამტკიცებდა, რომ სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი არ ასხვავებდა კანონისმიერ ვალდებულებით მუშაობასა და ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობას. მეტიც, იგი ამტკიცებდა, რომ განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებელი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული, დასაქმებული პატიმრები ჩართულები იყვნენ უმუშევართა დაზღვევის სქემაში. მომჩივნის აზრით, არ არსებობდა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში მათი ჩაურთველობის საფუძველი.
14. 2001 წლის 24 ოქტომბერს ვენის სააპელაციო სასამართლომ (Oberlandesgericht) არ დააკმაყოფილა აპელაცია. მან მიიჩნია, რომ შრომისა და სოციალური საკითხების სასამართლომ კანონი სწორად გამოიყენა. უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელი პატიმრები სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის არ ითვლებოდნენ დაქირავებულ პირებად და შესაბამისად, არ იყვნენ ჩართული სოციალური დაზღვევის სავალდებულო სქემაში. სასჯელთა აღსრულების კანონში 1993 წელს შეტანილი ცვლილების შემდეგ პატიმართა ჩართვა უმუშევართა დაზღვევის სქემაში არაარსებითი იყო მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართვის საკითხის გადასაწყვეტად. არსებითად, მომჩივანი სადავოდ ხდიდა სამართლებრივ ან სოციალური პოლიტიკას. თუმცა, პატიმართა სოციალური დაზღვევის სისტემაში ჩასართავად საკანონმდებლო ცვლილება არა სასამართლოების, არამედ კანონმდებლის უფლებამოსილების სფეროს მიეკუთვნება. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი არ იზიარებდა მომჩივნის შეხედულებას მომუშავე პატიმართა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩაურთველობის არაკონსტიტუციურობაზე.
15. 2002 წლის 12 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ (Oberster Gerichtshof) არ დააკმაყოფილა მომჩივნის სააპელაციო საჩივარი სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. მისი გადაწყვეტილება მომჩივანს 2002 წლის 6 მაისს ჩაბარდა.
16. 2004 წლის 29 იანვარს მომჩივანმა მოიხადა ბოლო საპატიმრო ვადა. შესაბამისად, იგი იღებდა უმუშევართა შემწეობას 2004 წლის 29 ოქტომბრამდე, რის შემდეგაც იგი ღებულობდა გადაუდებელი საჭიროების შემწეობის თანხებს (Notstandshilfe) ზეპირ მოსმენაზე იურისტმა განაცხადა, რომ მომჩივანი ამჟამად ყოველთვიურად იღებს დაახლოებით 720 ევროს (EUR) (რომელიც შედგება ყოველდღიური 15.77 ევროსგან; 167 ევროს ოდენობით გადაუდებელი საჭიროების შემწეობის თანხისა და ქირის დასაფარად გამოყოფილი 87 ევროსაგან).
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრეცედენტული სამართალი
ა. სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონი
17. ავსტრიის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის საფუძვლები ჩადებულია ორ კანონში: სოციალური უზრუნველყოფის ზოგად კანონსა (Allgemeines Sozialversicherungsgesetz) და უმუშევართა დაზღვევის კანონში (Arbeitslosenversicherungsgesetz). ავსტრიის სოციალური უზრუნველყოფის სამართალი შენატანების პრინციპზეა დაფუძნებული.ზოგადი წესები
18. სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონი აწესრიგებს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას, ასევე მოხუცებულთა პენსიას.
19. სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-4 მუხლი აწესრიგებს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის წევრობის სავალდებულოობის წესებს. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაქირავებული პირები ჩართულები არიან ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევისა და მოხუცებულთა პენსიის სქემაში. მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ დაქირავებული არის პირი, რომელიც სამუშაოს ასრულებს ანაზღაურების მიღების მიზნით პირადი ან ეკონომიკური დამოკიდებულების ფარგლებში. სავალდებულო ჩართულობის შემდგომი კრიტერიუმი ხელფასის მინიმალური ოდენობაა (Geringfügigkeits-grenze). ამჟამინდელი მდგომარეობით ეს ოდენობა თვეში 366.33 ევროს შეადგენს (მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი).
20. სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩასართავად დამქირავებელმა და დაქირავებულმა უნდა განახორციელონ სავალდებულო წილობრივი შენატანები.
21. 21. მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირებს, რომლებიც აღარ არიან ჩართული სოციალური უზრუნველყოფის სავალდებულო სისტემაში, უფლება აქვთ გააგრძელონ ნებაყოფლობითი შენატანების (freiwillige Weiterversicherung) განხორციელება, თუ მათ დაგროვებული აქვთ არანაკლებ 12 დაზღვეული თვე ბოლო 24 თვის პერიოდში ან არანაკლებ სამი დაზღვეული თვე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, შენატანების ოდენობა შესაძლოა შემცირდეს, თუ პირის ეკონომიკური მდგომარეობა ამართლებს შემცირებას.
22. მოხუცებულთა პენსიის მიღება პირს შეუძლია საპენსიო ასაკის მიღწევისას, თუ მას დაგროვებული აქვს დაზღვეული თვეების საკმარისი რაოდენობა, კერძოდ 180 თვე, ნაადრევი პენსიის შემთხვევაში კი - 240 თვე. დაზღვეული თვეების გამოანგარიშებისას ჩაითვლება ის თვეებიც (Ersatzzeiten), რომლის დროსაც პირს შემოსავლის მომტანი საქმიანობა არ განუხორციელებია, შესაბამისად, არ გადაუხდია შენატანები, ასეთი პერიოდების მაგალითებია: ბავშვის გაზრდა, სამხედრო სამსახური ან უმუშევრობა.
23. მოხუცებულთა პენსიის ოდენობა ძირითადად დამოკიდებულია დაზღვეულ თვეთა რიცხვსა და შენატანების ოდენობაზე. თუ ამგვარად გამოანგარიშებული პენსია არ აღწევს მინიმალურ ოდენობას, რომელიც ამჟამად მარტო მცხოვრებ პირზე თვეში 783.99 ევროა, ხოლო წყვილისთვის 1,175,45 ევროს შეადგენს, პირს მიეცემა დამატებითი თანხა (Ausgleichszulage) მინიმალური ოდენობის მისაღწევად.
2. პატიმართა მდგომარეობა
24. ერთ თვეზე მეტი ვადით პატიმრობის განმავლობაში ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა და საპენსიო დაზღვევა ჩერდება (სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის 78-ე მუხლი). პატიმართა სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილება ციხის ადმინისტრაციას ევალება. ანალოგიურად, მათი ჯანმრთლების დაცვა და უბედური შემთხვევისას საჭირო ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა სასჯელთა აღსრულების კანონის თანახმად (იხილეთ მომდევნო პუნქტები 41 და 44).
25. ზოგადად, მომუშავე პატიმრები არ არიან ჩართული სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სისტემაში. უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მომუშავე პატიმრები არ ითვლებიან დაქირავებულად სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის.
26. 1990 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (№10 OBS 66/90) უზენაესმა სასამართლომ განიხილა ყოფილი პატიმრის აპელაცია დაზღვეული თვეების არასაკმარისი რაოდენობით დაგროვების მოტივით ინვალიდობის პენსიის დანიშვნაზე უარის თაობაზე. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ:
კომპეტენტური ფედერალური სამინისტროს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (სოციალური უზრუნველყოფის საკითხთა შესახებ პუბლიკაციები, SVSlg 19.570), ადმინისტრაციული სასამართლოსა (2.2.1972, 782/71 და 62/72, VwSlgNF 8162 = SVSlg 21.171) და ვენის სააპელაციო სასამართლოს თანახმად (SVSlg 8.868, 21.172, 26.918, 30.930 და 32.418), სამუშაო, რომელიც შესრულებულია საკანონმდებლო ვალდებულების და არა ნებაყოფლობით აღებული მუშაობის ვალდებულების შესაბამისად, არ ექცევა სავალდებულო დაზღვევის სქემაში. სამართლის კომენტატორებიც ასევე განმარტავენ, რომ სოციალური უზრუნველყოფის კანონი, ისევე, როგორც შრომითი სამართალი მოითხოვს, რომ შრომითი ხელშეკრულებები ნებაყოფლობით იდებოდეს. საჯარო კანონმდებლობის შესაბამისად გაწეული მომსახურება არ ეფუძნება რაიმე მომსახურების ხელშეკრულებას. შესაბამისად, სასჯელის აღსრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაო არ ექცევა სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის დებულების ქვეშ (იხ. Krejci‑Marhold in Tomandl, SV-System 3. ErgLfg 46; MGA ASVG 49. ErgLfg 125; Krejci in Rummel, ABGB § 1151 Rz 16). 1971 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (B 128/71, VfSlg 6582 -SVSlg 21.170), საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის აღსრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ამორიცხვა სოციალური უზრუნველყოფის სქემიდან არ წარმოადგენა არათანაბარ მოპყრობას, ვინაიდან ერთ-ერთი განმსაზღვრელი რეკვიზიტი და სოციალური დაზღვევის შენატანების საფუძველი - შრომითი ხელშეკრულების პირობებზე ნებაყოფლობითი დათანხმება - არ არსებობდა.
...
ასეთი კატეგორიის პირებს სასჯელის აღსრულების კანონის 66-ე და შემდგომი მუხლების შესაბამისად სამედიცინო მომსახურება; 76-ე და მომდევნო მუხლების შესაბამისი დამატებითი დახმარება, ასევე 76-ე მუხლის მეორე-მეოთხე ნაწილების შესაბამისად სამუშაოს დროის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების ან ავადმყოფობის შესაბამისი მომსახურება გაეწევათ კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან დაზღვევის სქემით, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების კონტექსტის შესაბამისად ადაპტირებულია.
ის, რომ კანონი, არ ითვალისწინებს პატიმრებს კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო დაზღვევის სქემაში - განსხვავებით, მაგალითად, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობისგან - გამართლებულია იმ არსებითი განსხვავებით, რომელიც ამ ურთიერთობებს შორის არსებობს და შესაბამისად - როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა - არ ეწინააღმდეგება თანასწორი მოპყრობის პრინციპს.
სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის შესაბამისად, წინასწარი პატიმრობის, სასჯელის მოხდის ან პრევენციული დაკავების დრო ჩაითვლება სავალდებულო დაზღვევის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებულია პოლიტიკური - გარდა ნაციონალ სოციალისტური კანონებისა - ან რელიგიური საფუძვლით; ასევე წარმოშობის მოტივით (მუხლი 500 ან მუხლი 502(2)); ან თუ ავსტრიის სასამართლო მიიღებს სავალდებულო გადაწყვეტილებას პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის პერიოდთან დაკავშირებით ((სისხლის სამართლის წარმოება) კომპენსაციების კანონის შესაბამისად)) პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ (მუხლი 506ა). დროის ასეთი მონაკვეთი, რომელიც ჩაითვლება სავალდებულო სადაზღვევო პერიოდის ნაწილად, პირველად აღნიშნულ შემთხვევაში, არ მოითხოვს შენატანების განხორციელებას (მუხლი 502(1), მესამე წინადადება); მეორე განსახილველ შემთხვევაში, ფედერალური სახელმწიფო ვალდებულია გადაიხადოს სათანადო შენატანები შესაბამის სადაზღვევო დაწესებულებაში (მუხლი 506a, მეორე წინადადება). ორივე შემთხვევაში, მიზანი სოციალური უზრუნველყოფის კანონის გამო შექმნილი არახელსაყრელი პირობების გამოსწორებაა, რომელიც სოციალურად მისაღები მიზეზების გამო შეიქმნა და არა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო თავისუფლების აღკვეთის საფუძველზე. ამ გამონაკლისი დებულების გავრცელება იმ დროზე, რომელიც ბრალეული ქმედების გამო პირმა პატიმრობაში გაატარა, წინააღმდეგობაში მოვიდოდა თანასწორი მოპყრობის პრინციპთან. ასეთი დროის ჩათვლა დაზღვეულთან გათანაბრებულ პერიოდთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა თანასწორი მოპყრობის პრინციპთან იგივე მიზეზების გამო. ... იმ პატიმრების მიმართ, ვის მიმართაც არ ვრცელდება ზემოთ ხსენებული მუხლი 502(1) და მუხლი 506a, მათ მიერ სამუშაოს შესრულების ვალდებულების არსებობით ვერ ზრდიან დაზღვეული ან მასთან გათანაბრებული პერიოდის ხანგრძლივობას. თუმცა, მათ არაფერი უშლის ხელს საპატიმრო ვადის განმავლობაში მოხუცებულთა პენსიის სქემის სასარგებლოდ მე-17 მუხლის შესაბამისად შენატანების განხორციელებასა და სადაზღვევო პერიოდის გაზრდაში ნებაყოფლობითი შენატანების განხორციელების გზით, რასთან ერთადაც, განგრძობადი დაზღვევა, შენატანების განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, თუ ეს გამართლებულია მისი ეკონომიკური მდგომარეობით, როგორც ეს განსაზღვრულია მუხლით 76a(4), დასაშვებია შეღავათიანი შენატანების საფუძველზე, ამავე დებულების პირველი-მესამე ნაწილებითაა განსაზღვრული. სასჯელთა აღსრულების კანონის 75-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრებს ინტერ ალია უნდა ეცნობოთ ნებაყოფლობითი განგრძობადი დაზღვევის შესაძლებლობისა და უპირატესობის თაობაზე და მათ ასევე აქვთ უფლება გამოიყენონ თანხა სოციალური უზრუნველყოფის სქემაში შენატანების განსახორციელებლად, რომელიც, სხვა შემთხვევაში, სასჯელის ვადის ამოწურვამდე მათთვის ხელმიუწვდომელი იქნებოდა. ძალიან მოქნილი განგრძობადი დაზღვევის წყალობით (იხ. მე‑17 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები) - განსაკუთრებით დაზღვეული თვეების დასაწყისის, ბოლოსა და მათი განსაზღვრის თვალსაზრისით - პატიმარს შეუძლია გაზარდოს დაზღვეული პერიოდის ხანგრძლივობა ან პენსიის ოდენობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ პატიმარს სასჯელის მოხდის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ფარგლებში ინვალიდობის დაზღვევისა და მოხუცებულთა პენსიის სქემით სარგებლობისთვის სათანადო შენატანები უნდა განეხორციელებინა შესაბამის პერიოდებში. გარდა 506a მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც ფედერალურ სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა შენატანები შესაბამისად სადაზღვევო დაწესებულებაში სავალდებულო სადაზღვევო პერიოდის დასაფარად (სისხლის სამართლის საქმეში კომპენისაციის სქემა), სახელმწიფოს დაფინანსება გაუმართლებელი იქნებოდა აქ. ... არ იქნება გონივრული იმის მოლოდინი, რომ დაზღვეულ პირთა საზოგადოება მისაღებად მიიჩნევდა შენატანების განუხორციელებლად საპენსიო დახმარების მოლოდინს. პატიმრები ვალდებულები იქნებოდნენ განეხორციელებინათ ასეთი შენატანები, შესაბამისად, მათი მდგომარეობა არსებითად არ იქნებოდა განსხვავებული ნებაყოფლობითი დაზღვევისგან. აქედან გამომდინარე, თუ კანონმდებელმა გადაწყვიტა, რომ პატიმრის ვალდებულების ფარგლებში სამუშაოს შესრულება არსებითად არ ზრდის დაზღვეულ ან მასთან გათანაბრებულ პერიოდს, და აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ზემოთ მოყვანილი გამონაკლისები დაუშვა, ეს გადაწყვეტილება ობიექტურ გარემოებებზეა დაფუძნებული.
შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს არ აქვს ეჭვები წინამდებარე საქმეში გამოყენებული საკანონმდებლო დებულებების კონსტიტუციურობაზე.“
27. 1999 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით (№10 OBS 52/99ს), უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თავისი წინა გადაწყვეტილება.
28. მოხუცებულთა პენსიის უფლების მოსაპოვებლად დაზღვეული პერიოდის გამოანგარიშების მიზნებისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული მხოლოდ ის პერიოდი ჩაითვლება, რომელიც კონკრეტულად არის აღნიშნული სოციალური უზრუნველყოფის ზოგად კანონში. მაგალითად, ციხეში გატარებული პერიოდს, რომლისთვისაც კომპენსაცია გაიცემა (სისხლის სამართლის საქმის წარმოება) (Strafrechtliches Entschädigungsgesetz) კომპენსაციების კანონის შესაბამისად ითვლება დაზღვეულ პერიოდთან გათანაბრებულ დროდ.
ბ. უმუშევართა დაზღვევის კანონი და შესაბამისი პრეცედენტული სამართალი
29. დაქირავებული პირები ჩართულები არიან უმუშევართა დაზღვევის სქემაში. როგორც დამქირავებელი, ისე -დაქირავებული ინაწილებენ სავალდებულო შენატანის გადახდის ვალდებულებას.
30. უმუშევართა დაზღვევის კანონის 1993 წლის ცვლილების შემდეგ, სასჯელთა აღსრულების კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მომუშავე პატიმრები ჩართულები არიან უმუშევართა დაზღვევის სქემაში უმუშევართა დაზღვევის კანონის 66ა მუხლის შესაბამისად. დაქირავებულის წილი შენატანი გადაიხდება პატიმრის ანაზღაურებიდან, თუ ანაზღაურება აღემატება დადგენილ მინიმალურ ზღვარს; ხოლო დამქირავებლის წილ შენატანს იხდის სახელმწიფო იუსტიციის სამინისტროს საშუალებით. ცვლილება ძალაში 1994 წლის პირველ იანვარს შევიდა.
31. კანონის ცვლილებით, რომელიც მხოლოდ ნაწილი იყო სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა (Justizausschuß) გადადგა პირველი ნაბიჯი საერთო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში პატიმართა სრული ინტეგრაციისკენ. იურიდიულმა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ მომუშავე პატიმრების ინტეგრირება უმუშევართა დაზღვევის სქემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საზოგადოებაში მათი შემდგომი რეინტეგრაციისა და რეციდივის თავიდან აცილების ალბათობის გასაზრდელად (იხილეთ ეროვნული საბჭოს ჩანაწერების №1253 დანართი (Beilagen zu den Stenographischen Protokollen des Nationalrates), XVIII.GP).
32. უმუშევართა სადაზღვევო კანონით განსაზღვრული პაკეტი მოიცავდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასწავლო კურსებზე; სამსახურის საძიებო დაწესებულებებსა და უმუშევართა შემწეობაზე (რომელიც გარკვეულწილად კავშირშია ადრე მიღებულ ხელფასთან) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. უმუშევრობის შემწეობის მიღების პერიოდის ამოწურვის შემდეგ, დაზღვეული პირი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაუდებელი საჭიროების შემწეობის თანხა, რომელიც სასიცოცხლო მინიმუმია. გადაუდებელი საჭიროების შემწეობის თანხის გადახდა გრძელდება მას შემდეგაც, თუ პირი საპენსიო ასაკის მიღწევის მიუხედავად პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებს.
33. ზეპირი განხილვისას მთავრობამ მომუშავე პატიმართა და გათავისუფლების შემდეგ უმუშევართა შემწეობის მიმღებ პატიმართა პროცენტულ მაჩვენებლებზე შემდეგი ინფორმაცია წარმოადგინა:
-2009 წელს, 12,460 პირი იყო დაკავებული, მათ შორის 8,903 (დაახლოებით 71%) მუშაობდა და შესაბამისად ჩართული იყო უმუშევართა დაზღვევაში. ამ მომუშავე პატიმრებიდან მხოლოდ 2,490 პირი იხდიდა სადაზღვევო შენატანებს, ვინაიდან მათი ხელფასი აღემატებოდა მინიმალურ ზღვარს; ხოლო დანარჩენებს არ ჰქონდათ შენატანების განხორციელების ვალდებულება;
-2010 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის 30 ივნისამდე, 9,477 პირი იყო დაკავებული, საიდანაც 6,791 (დაახლოებით 71%) დასაქმებული იყო და შესაბამისად - ჩართული უმუშევართა დაზღვევაში. ამ მომუშავე პატიმრებიდან მხოლოდ 1,879 პირი იხდიდა შენატანებს, ვინაიდან მათი ხელფასი აღემატებოდა მინიმალურ ზღვარს; ხოლო დანარჩენებს არ ჰქონდათ შენატანების განხორციელების ვალდებულება;
-2009 წლის პირველი იანვრიდან 2010 წლის 30 ივნისამდე, 2,086 პირს ჰქონდა უფლება ესარგებლა უმუშევართა შემწეობით იმის გამო, რომ ისინი ჩართულები იყვნენ უმუშევართა დაზღვევის სქემაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის განმავლობაში. მათგან 1,898 წარადგინა განაცხადი უმუშევართა შემწეობის მისაღებად გათავისუფლების შემდეგ, რისი მეშვეობითაც მათ მიერ მიღებულმა შემწეობამ საშუალოდ 21.09 ევრო შეადგინა დღეში (საშუალო ოდენობა შეადგენდა 26.90 ევროს დღეში).
გ. სოციალური დახმარება
34. სოციალური უზრუნველყოფა ასევე მოიცავს საჭიროებაზე დაფუძნებულ სოციალურ დახმარებას. ეს უკანასკნელი შექმნილია იმისთვის, რომ მინიმალური შემოსავლის სახით დახმარება გაეწიოს პირებს, ვისაც ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება (პირადი საშუალებები, მოხუცებულთა საპენსიო ან უმუშევართა დაზღვევით სარგებლობა) არ გააჩნიათ.
35. 2010 წლის პირველ სექტემბერს ახალი სისტემა, კერძოდ, საჭიროებაზე დაფუძნებული მინიმალური შემოსავლის სქემა (bedarfsorientierte Mindestsicherung) შევიდა ძალაში, რომელმაც ჩაანაცვლა სოციალური დახმარება. იგი უზრუნველყოფს ყველა პირის მინიმალურ შემოსავალს, ვისაც მუშაობის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, ან ვინც 65 წელს გადაცილებულია და არსებობის სხვა საშუალება არ გააჩნია. დახმარების ოდენობა შეესაბამება მინიმალურ პენსიას.
დ. სასჯელთა აღსრულების კანონი და შესაბამისი პრეცედენტული სამართალი
36. სასჯელთა აღსრულების კანონის (Strafvollzugsgesetz) 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი პატიმარი, ვისაც ამის ფიზიკური უნარი შესწევს, ვალდებულია შეასრულოს მასზე დავალებული სამუშაო.
37. 45-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს ციხის ადმინისტრაციას, რომ თითოეულ პატიმარს სასარგებლო შრომის შესაძლებლობა მისცეს. მეორე ნაწილი აზუსტებს იმ სამუშაოთა ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დაევალოს პატიმრებს. სია მოიცავს inter alia სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესასრულებელ დავალებებს, საჯარო მოხელეებისთვის შესასრულებელ სამუშაოს, საქველმოქმედო საქმიანობას, და კერძო დამსაქმებლებისთვის შესრულებულ დავალებებს.
38. 46-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება კერძო საწარმოებთან გააფორმონ ხელშეკრულება პატიმართა მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესახებ.
39. 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური სახელმწიფო (Der Bund) იღებს პატიმართა სამუშაოდან მიღებულ ამონაგებს.
40. დამაკმაყოფილებელი ხარისხით მომუშავე პატიმრებს ანაზღაურების მიღების უფლება აქვთ. ანაზღაურების ოდენობა
- სამუშაო საათებისა და სამუშაოს ხასიათის მიხედვით - განსაზღვრულია 52-ე მუხლის პირველ ნაწილით. ამჟამად, დაწესებულია შემდეგი ანაზღაურება:
- მსუბუქი სამუშაო, სპეც. ცოდნის გარეშე 5.00 ევრო
- მძიმე სამუშაო, სპეც. ცოდნის გარეშე5.63 ევრო
- ხელით სამუშაო6.26 ევრო
- სამუშაო, რომელსაც სპეც. ცოდნა სჭირდება6.88 ევრო
- გამოცდილი მუშაკის სამუშაო7.50 ევრო
41. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პატიმართა ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება (მუხლი 31).
42. 31-ე მუხლის შესაბამისად, ყველა პატიმარი, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ვალდებულია წვლილი შეიტანოს მისი სასჯელის აღსრულების ხარჯებში. თუ პატიმარი მუშაობს, შენატანი მისი ანაზღაურების 75%-ით განისაზღვრება. იგი ავტომატურად გამოიქვითება მისი შემოსავლიდან.
43. მეტიც, დაქირავებულის შენატანი უმუშევართა სადაზღვევო სქემაში ასევე ავტომატურად იქვითება მისი ხელფასიდან. ანაზღაურების დარჩენილი ნაწილი შემდეგნაირად გამოიყენება: ნახევარი ეძლევა პატიმარს, „სახლის ფულის“ სახით, ხოლო მეორე ნახევარი ინახება დეპოზიტის სახით და გადაეცემა მას გათავისუფლებისას (მუხლი 54).
44. ჯანმრთელობის დაცვასა და უბედური შემთხვევისას საჭირო მომსახურებას პატიმრები ციხის ადმინისტრაციისგან იღებენ, როგორც ეს სასჯელთა აღსრულების კანონის 66-ე და მომდევნო მუხლებით, ასევე 76-ე და მომდევნო მუხლებით არის განსაზღვრული. არსებითად, ჯანმრთელობის დაცვასა და უბედური შემთხვევისას საჭირო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა შეესაბამება სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის პირობებს.
45. პატიმრების უარი დაკისრებული სამუშაოს შესრულებაზე, ითვლება სასჯელთა აღსრულების კანონის დარღვევად კანონის 107(1)(7) მუხლიდან გამომდინარე. 109-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები საყვედურიდან და გარკვეული უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევიდან (მაგ. „სახლის ფულის“ გამოყენება, ტელევიზორის ყურება, კორესპონდენციის გაგზანის და მიღების უფლება, სატელეფო საუბრის უფლება) იწყება და ჯარიმით ან შიდა პატიმრობით (კარცერში მოთავსება) შეიძლება განისაზღვროს.
46. მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ავსტრიაში მყოფი პატიმრების 70%-ზე მეტი ამჟამად დასაქმებულია. სასჯელაღსრულების დაწესებულების მოთხოვნების თავისებურებების გათვალისწინებით, საშუალო სამუშაო დღე 6-დან 6.5 საათამდე მერყეობს. თუმცა, პატიმრის მიერ თერაპიული ან სოციალური პროგრამის ფარგლებში დახარჯული დრო არაუმეტეს ხუთი საათისა კვირის განმავლობაში ისევე ანაზღაურდება, როგორც სამუშაო დრო.
III. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტები
ა. გაერთიანებული ერების ინსტრუმენტები
1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენცია (№29) იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ
47. 1930 წლის 28 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მიიღო კონვენცია იძულებითი შრომის შესახებ (№29), რომელიც ძალაში 1932 წლის პირველ მაისს შევიდა. მე-2 მუხლის ის ნაწილი, რომელიც მოცემული საქმისთვის არის მნიშვნელოვანი შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:
„1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ ნიშნავს ყოველგვარ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც რაიმე სასჯელის მუქარით მოეთხოვება პირს, და რომელსაც ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს.
2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ გულისხმობს:...
გ) ნებისმიერ სამუშაოს და სამსახურს, რომელიც მოეთხოვება პირს სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, იმ პირობით, რომ ეს სამუშაო ან სამსახური შესრულდება სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლითა და ზედამხედველობით და რომ აღნიშნული პირი არ შეიძლება დაქირავებულ ან გადაცემულ იქნეს კერძო პირები, კომპანიების ან საზოგადოების განკარგულებაში.“
შრომის საერთაშორისო კონფერენციამ (ILO-ს წევრ სახელმწიფოთა ყოველწლიური შეხვედრა) 2007 წელს ჩატარებულ 96-ე სესიაზე, ჩაატარა ზოგადი კვლევა იძულებითი შრომის კონვენციის (№29) შესახებ კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების თაობაზე ექსპერტთა კომიტეტის („კომიტეტი“) ანგარიშის საფუძველზე.
ანგარიში inter alia ეხებოდა კერძო საწარმოების სასარგებლოდ პატიმართა მუშაობის საკითხს. აღნიშნა რა, რომ კერძო დამქირავებლების სასარგებლოდ პატიმართა შრომა ეწინააღმდეგებოდა №29 კონვენციის 2 (2)(c) მუხლის მოთხოვნებს, კომიტეტმა დაადგინა, რომ მიუხედავად მათი პატიმრობისა, პატიმრებს ნებაყოფლობით საფუძვლებზე, ჯარიმის შიშის გარეშე, შეეძლოთ ემუშავათ კერძო დამსაქმებელთან. ამასთან დაკავშირებით, პატიმრის ფორმალური წერილობითი თანხმობის გარდა, თავისუფალი შრომის პირობების შეფასება (ხელფასი, სოციალური უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოება და ჯანდაცვა) ყველაზე სანდო მაჩვენებელი იქნებოდა შრომის ნებაყოფლობითობის შესაფასებლად. ასეთ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძო საწარმოების სასარგებლოდ მუშაობა არ ჩაითვლებოდა იძულებით შრომად მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის და შესაბამისად №29 კჯმონვენციის მოქმედების ფარგლებს გარეთ ხვდებოდა (§§ 59-60 და §§ 114‑116).
2. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (IჩჩPღ)
48. 1966 წლის 16 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2200A (XXI) რეზოლუციით მიიღო სპუშსს, რომელიც ძალაში 1976 წლის 23 მარტს შევიდა. მე-8 მუხლის განსახილველი შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი შემდგნაირია:
„3. არავინ უნდა აიძულონ ასრულებდეს იძულებით ან სავალდებულო სამუშაოს;
ბ) ამ მუხლის 3(ა) პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული როგორც აკრძალვა, იმ ქვეყნებისთვის, სადაც დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეიძლება გამოტანილ იქნეს თავისუფლების აღკვეთა კატორღული სამუშაოებით. ასეთი განაჩენი გამოტანილ უნდა იქნას კომპეტენტური სასამართლოს მიერ;
ც) ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ მოიცავს:
I) ნებისმიერ სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც ნახსენები არ არის (ბ) ქვეპუნქტში და რომელიც, როგორც წესი, უნდა შეასრულოს სასამართლოს კანონიერი განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში მყოფმა, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითად გათავისუფლებულმა პირმა.
...”
ბ. ევროპის საბჭოს მასალები
1. ციხის ევროპული წესები
49. ციხის ევროპული წესები წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას ციხეში გამოსაყენებელი მინიმალური მოთხოვნების თაობაზე. სახელმწიფოებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გაითვალისწინონ ეს წესები და უზრუნველყონ წესების ფართო გავრცელება მოსამართლეებს, ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის.
(ა) 1987 წლის ციხის ევროპული წესები
50. 1987 წლის 12 თებერვალს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა 1987 წლის ციხის ევროპული წესები (რეკომენდაცია №R (87) 3 – „1987 წლის წესები“).
51. პირველ ნაწილში წესები შეიცავდა ძირითად პრინციპებს, მათ შორის:
„1. თავისუფლების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს ისეთ ფიზიკურ და მორალურ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების პატივისცემასა და ამ წესების დაცვას.
...
3. თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ მოპყრობის მიზანი უნდა იყოს იმგვარი, რომ შენარჩუნდეს მათი ჯანმრთელობა და საკუთარი თავის პატივისცემა, და, რამდენადაც საშუალებას იძლევა მათი პატიმრობის ვადა, რომ პატიმარს გამოუმუშავდეს პასუხისმგებლობის გრძნობა; ასევე გაღვივდეს ისეთი დამოკიდებულება და უნარები, რომელიც ხელს შეუწყობს შანსების გაზრდას, რომ იგი საზოგადოებას კანონმორჩილი და საკუთარი თავის მარჩენლად დაუბრუნდეს გათავისუფლების შემდეგ.
...“
52. IV ნაწილში მოპყრობის მიზნებსა და რეჟიმის განსაზღვრისას, წესები შეიცავდა შემდეგ დებულებას:
„64. პატიმრობა უკვე სასჯელია. შესაბამისად, პატიმრობის პირობებმა და ციხის რეჟიმმა, გარდა გამართლებული გამონაკლისის სახით არსებული განცალკევებისა და დისციპლინის შენარჩუნების შემთხვევებისა, არ უნდა დაამძიმოს სასჯელთან დაკავშირებული ტანჯვა.
65. ყოველი ღონე უნდა იყოს ნახმარი, რომ დაწესებულებების რეჟიმები შეიქმნას და იმართოს იმგვარად:
ა. რომ უზრუნველყოფილი იყოს სიცოცხლის პირობების შესაბამისობა ადამიანის ღირსებასა და საზოგადოებრივისთვის მისაღებ სტანდარტებთან;
ბ. რომ შემცირდეს პატიმრობის, ასევე ციხეში და თავისუფლად ცხოვრების განსხვავების დამაზიანებელი ეფექტები, როგორც, ამცირებს პატიმრების მიერ საკუთარი თავის პატივისცემასა და პირადი პასუხისმგებლობის განცდას;
...“
53. ასევე IV ნაწილში, „სამუშაოს“ ქვეშ წარმოდგენილი იყო შემდეგი წესები:
„71.1. მუშაობა ციხეში უნდა იყო მოპყრობის, სწავლებისა და ისნტიტუციური მართვის დადებითი ელემენტი.
2. პატიმრებმა უნდა იმუშაონ მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მედიცინის მუშაკმა უნდა განსაზღვროს.
3. სასარგებლო შრომის საკმარისი ოდენობის, ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საქმიანობის საკმარისი შესაძლებლობა უნდა გააჩნდეთ პატიმრებს სამუშაო დღის განმავლობაში მათ კანონიურად დასასაქმებლად.
4. შესაძლებლობის ფარგლებში, პატიმრისთვის შეთავაზებულმა სამუშაომ უნდა გაზარდოს გათავისუფლების შემდეგ პატიმრის მიერ თავისი რჩენის შესაძლებლობა;
...
72. შრომის ორგანიზაცია და მეთოდები მაქსიმალურ სიახლოვეში უნდა იყოს საზოგადოებაში არსებულთან, რათა პატიმრები მომზადებულები იყვნენ ჩვეულებრივი სამუშაო ცხოვრებისთვის. ...
...
74.1. პატიმრების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც თავისუფლებაში მყოფი პირებისთვის.
2. პატიმრები კანონით არანაკლებ უნდა იყვნენ დაცულები საწარმოო ტრავმებისა და პროფესიული დაავადებებისგან, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც თავისუფლებაში იმყოფებიან.
...
76.1. უნდა არსებობდეს მშრომელ პატიმართა ანაზღაურებდეს სამართლიანი ანაზღაურების სისტემა.“
(ბ) 2006 წლის ციხის ევროპული წესები
54. 2006 წლის 11 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა ევროპული ციხის წესების განახლებული ვერსია - რეკომენდაცია REC (2006)2 („2006 წლის წესები“). მან აღნიშნა, რომ 1987 წლის წესები „მოითხოვდნენ არსებით გადახედვას და განახლებას სისხლის სამართლის პოლიტიკის, სასჯელის მისჯის პრაქტიკისა და ევროპული ციხეების მართვის პრაქტიკაში არსებული განვითარებების შესაბამისად“.
55. 2006 წლის წესები, მის პირველ ნაწილში, ინტერ ალია შეიცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს:
„2. თავისუფლებააღკვეთილი პირები ინარჩუნებენ ყველა უფლებას, რომელიც კანონიერად არ ერთმევათ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც მათ უსჯიან სასჯელს ან უფარდებენ პატიმრობას.
3. თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ დაწესებული შეზღუდვები უნდა იყოს მინიმალურად აუცილებელი და იმ ლეგიტიმური ამოცანის თანაზომიერი, რომლისთვისაც ხდება მათი დაწესება.
5. ცხოვრება ციხეში შეძლებისდაგვარად უნდა უახლოვდებოდეს საზოგადოებაში ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებს.
6. პატიმრობის მართვა ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი შეუწყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთა რეინტეგრაციას თავისუფალ საზოგადოებაში.“
2006 წლის წესების მე-2 მუხლის კომენტარებში (სისხლის სამართლის პრობლემების ევროპული კომიტეტის (სსპეკ) მომზადებული) აღნიშნული იყო, რომ თავისუფლების დაკარგვა არ უნდა იწვევდეს პატიმართა მიერ პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების ავტომატურ დაკარგვას და რომ შეზღუდვა შესაძლებლად მცირე უნდა იყოს. მე-5 მუხლის კომენტარში ხაზი აქვს გასმული ნორმალიზაციის დადებით გავლენას, იმის აღიარებით, რომ მიუხედავად ციხეში ცხოვრების განსხვავებულობისა თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებასთან შედარებით, ამასთან კანონიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ციხეში ცხოვრების თავისუფლებაში ცხოვრებასთან მაქსიმალურად დასაახლოვებლად. კომენტარში შემდგომ აღნიშნულია, რომ წესი 6 „აღიარებს, რომ როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ასევე თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები საბოლოოდ საზოგადოებას უნდა დაუბრუნდნენ და ციხის ცხოვრებაც ამის გათვალისწინებით უნდა იყოს აწყობილი.“
56. II ნაწილში („პატიმრობის პირობები“, 2006 წლის წესების მუხლი 26-ე ეხება ციხეში მუშაობის სხვადასხვა ასპექტს. ამ მუხლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგნაირია:
„26.1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მუშაობა უნდა აღიქმებოდეს როგორც ციხის რეჟიმის პოზიტიური ელემენტი და არასდროს არ უნდა იქნეს სასჯელის სახით გამოყენებული.
26.2 ციხის ხელმძღვანელობა უნდა ცდილობდეს სასარგებლო ხასიათის საკმარისი სამუშაოთი პატიმრების უზრუნველყოფას.
26.3 პატიმრისათვის განკუთვნილი სამუშაო უნდა იყოს შეძლებისდაგვარად იმგვარი, რომ უნარჩუნებდეს ან ავითარებდეს პატიმრის მიერ გათავისუფლების შემდგომ თავის რჩენის უნარს.
...
26.7 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობის ორგანიზაცია და მეთოდები შეძლებისდაგვარად მიახლოებული უნდა იყოს საზოგადოებაში არსებულ სამუშაო სტანდარტებთან რათა მოხდეს პატიმართა მომზადება ჩვეულებრივი პროფესიული ცხოვრებისათვის.
...
26.9 სამუშაოს პატიმრებისთვის უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა, ან საკუთარი სახსრებით ან კერძო კონტრაქტორებთან თანამშრომლობით, როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ისე მის გარეთ.
26.10 ყველა შემთხვევაში უნდა ხდებოდეს პატიმართა სამუშაოს სამართლიანი ანაზღაურება.
...
26.13 პატიმრების შრომისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოსაზრებები უნდა იცავდეს მათ ადექვატურად და არ უნდა იყოს ნაკლებად დაცული ვიდრე ციხის გარეთ მომუშავე მუშაკთათვის.
26.14 პატიმართათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტია სამრეწველო ტრამვისას ანაზღაურების შესახებ, მათ შორის პროფესიული დაავადების, რომლის პირობებიც არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი ვიდრე კანონმდებლობითაა გათვალისწინებული ჩვეულებრივ მომუშავე მუშაკთათვის.
...
26.17 მომუშავე პატიმრები შეძლებისდაგვარად უნდა ჩართონ ეროვნული სოციალური უსაფრთხოების სისტემებში.“
26-ე მუხლის კომენტარი ხაზს უსვამს პატიმრების ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოების, სამუშაო საათებისა და „სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩართულობის საჭიროებასაც კი“, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გარეთ მყოფი პატიმრების მდგომარეობას. ამის საპირისპიროდ, 1987 წლის წესებში არ იყო განსაზღვრული პატიმართა საერთო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩართულობის საკითხი.
57. 2006 წლის წესების VII ნაწილი („თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები“) შეიცავს დამატებით წესებს თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების ციხის რეჟიმის მიზნებზე:
„102.1 იმ წესების გარდა რომელიც ვრცელდება ყველა პატიმარზე, მისჯილი პატიმრებისათვის რეჟიმი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ მათ შესაძლებელობა მიეცეთ პასუხისმგებლობა აიღონ დანაშაულის ჩადენის გარეშე ცხოვრებაზე.
102.2. პატიმრობა თავისთავად არის თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით და აქედან გამომდინარე რეჟიმი მისჯილი პატიმრებისათვის არ უნდა იყოს დამამძიმებელი გარემოებაგამოწვეული პატიმრობის გამო.“
58. იგი ასევე ეხება სამუშაოს, როგორც თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების ციხის რეჟიმის მხოლოდ ერთ ნაწილზე. 105-ე წესის საქმისათვის მნიშვნელოვანი ნაწილი შემდეგნაირია:
„105.2 მისჯილ პატიმრებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ შესაბამისი საპენსიო ასაკისათვის, უნდა მოეთხოვოთ იმუშაონ მათი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც აგრეთვე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლის მიერ.
105.3 თუ მისჯილ პატიმრებს მოეთხოვებათ იმუშაონ, მათი სამუშაო პირობები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და კონტროლდებოდეს ისე, როგორც ეს ხდება გარე საზოგადოებაში.“
2. ევროპის სოციალური ქარტია
59. ევროპის სოციალური ქარტია, ევროპის საბჭოს მიერ 1961 მიღებული და 1996 წელს რედკანონირებული საერთაშორისო ხელშეკრულება, ასევე შეიცავს განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებულ მითითებებს. პირველი მუხლი, რომელიც მუშაობის უფლებას ეხება აცხადებს, რომ:
„შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
(1) მათ ერთ–ერთ ძირითად მიზნად და ვალდებულებად აღიარონ დასაქმების მაქსიმალურად შესაძლო მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, შემდგომში სრული დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით;
(2) ეფექტურად დაიცვან მუშაკის უფლება გამოიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით;
...“
სოციალურ უფლებათა ევროპულმა კომიტეტმა, ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია წევრ სახელმწიფოთა მიერ ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნების დაცვაზე, განმარტა, რომ პირველი მუხლის მე-2 ნაწილი მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული ანაზღაურების, სამუშაო საათების და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, განსაკუთრებით, თუ პატიმრები კერძო კომპანიებისთვის მუშაობენ. პატიმრები მხოლოდ მათი თანხმობით უნდა დასაქმდნენ და სამუშაო პირობები მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ჩვეულებრივი კერძო დამსაქმებლის დასაქმების პირობებთან (იხილეთ სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის პრეცედენტული სამართლის დაიჯესტი, 2008 წლის პირველი სექტემბერი, გვ. 23).
გ. შედარებითი ევროპული სამართალი
60. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის ევროპის საბჭოს 47-დან 40 წევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შედარებითი სამართლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ჩანს, რომ
- 25 წევრ ქვეყანაში პატიმრები გარკვეულ შემთხვევებში მაინც ვალდებულნი არიან შეასრულონ სამუშაო; ასეთი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, მონტენეგრო, რუსეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო;
- 22 წევრი ქვეყანა უზრუნველყოფს პატიმრების ხელმისაწვდომობას მოხუცებულთა პენსიაზე, კერძოდ: ალბანეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პორტუგალია, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვეიცარია, „ყოფილი იუგოსლავური რესპუბლიკა მაკედონია“, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო. ცალკეული სახელმწიფოების შემთხვევებში დაზღვევის სქემა ავტომატურად არ ვრცელდება პატიმრებზე (სავალდებულო შენატანების ან გადასახადის დაკავების გზით) და მხოლოდ ნებაყოფლობითი შენატანების გადახდის გზითაა ხელმისაწვდომი;
- 12 წევრ სახელმწიფოში პატიმრებზე არ ვრცელდება მოხუცებულთა საპენსიო სქემა, ასეთებია: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, რუმინეთი და სერბეთი;
- წევრ სახელმწიფოთა მესამე ჯგუფში სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში (მათ შორის მოხუცებულთა საპენსიო სქემაში) ჩართულობა დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე, კერძოდ იმაზე, არის თუ არა სამუშაო შესრულებული გარე დამქირავებელზე ან არის თუ არა იგი ანაზღაურებადი. ასეთია წესი გერმანიაში, ლუქსემბურგში, პოლონეთში, ესპანეთსა და შვედეთში. დანიაში მოხუცებულთა პენსიაზე ხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული სამუშაოზე ან შენატანებზე. საპენსიო ასაკს მიღწეულ ნებისმიერ ადამიანს აქვს საბაზო პენსიის მიღების უფლება;
- 37 წევრ ქვეყანაში, ანუ აბსოლუტურ უმრავლესობაში, პატიმრები, თუნდაც გარკვეული კატეგორია, სარგებლობენ გარკვეული სოციალური უზრუნველყოფის მექანიზმებით სოციალური უზრუნველყოფის საერთო სისტემაში სრული ან ნაწილობრივი ჩართვის სახით; ასევე მათთვის სპეციალური დაზღვევის ან დაცვის საშუალებების მიწოდებით.
სამართალი
I. კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთბლიობაში, სავარაუდო დარღვევა
61. მომჩივანი აცხადებდა, რომ მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში მისი ჩართულობის შეუძლებლობა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა. არსებითად, იგი ეყრდნობოდა მე-14 მუხლს, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთად.
62. 62. მე-14 მუხლის თანახმად:
„ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად“
63. პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად: „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
ა. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი
64. მომჩივანი ეყრდნობოდა იმ პრინციპს, რომ თავისუფლების აღკვეთა თავისთავად არის სასჯელი და, რომ პატიმრობის პირობებმა არ უნდა დაამძიმოს პატიმრის ისედაც მძიმე მდგომარეობა. იგი ამტკიცებდა, რომ მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართულობის შეზღუდვა ამ პრინციპს ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან მისი შედეგები პატიმრობის შემდგომ პერიოდზეც ვრცელდებოდა.
65. მეტიც, იგი ამტკიცებდა, რომ მომუშავე პატიმრებს ისევე სჭირდებოდათ მოხუცებულთა პენსია, როგორც სხვა დასაქმებულ ადამიანებს. სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის ეროვნული სასამართლოებისეული განმარტება, კერძოდ კი ის გარემოება, რომ პატიმართა კანონისმიერი სავალდებულო შრომა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაო განსხვავებულ ხასიათს ატარებდა, არ იყო საკმარისი მიზეზი მოხუცებულთა საპენსიო სისტემიდან პატიმართა ამოსარიცხად.
66. მომჩივნის არგუმენტებით, ეს ორი სიტუაცია არსებითად არ განსხვავდებოდა. სინამდვილეში, თავისუფლად მყოფი ადამიანების უმრავლესობა ასევე ვალდებული იყო ემუშავა, თუ კანონისმიერი ვალდებულება არ ჰქონდა, როგორც პატიმარს, გამომდინარე საკუთარი თავის რჩენის საჭიროებიდან. მიუხედავად იმისა, ციხეში სრულდებოდა, თუ მის გარეთ, სამუშაოს შესრულებას ყოველთვის გააჩნდა სხვადასხვა საფუძველი, რომელიც სცილდებოდა ანაზღაურების ფინანსურ ასპექტებს. პატიმრების მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათი არსებითად არ განსხვავდებოდა სხვა პირების მიერ შესრულებული სამუშაოსგან. საბოლოო ჯამში, მოხუცებულთა საპენსიო სისტემიდან პატიმართა ამორიცხვა არ იყო დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე და, შესაბამისად, საჭიროებდა გამართლებას.
67. მომჩივნის შეხედულებით, ამგვარი გამართლების საფუძველი არ არსებობდა. პირველ ყოვლისა, მოხუცებულთა საპენსიო სისტემიდან ამორიცხვას რაიმე ლეგიტიმური მიზეზი არ გააჩნდა. მთავრობის მიერ სოციალური უზრუნველყოფის სფეროში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის მოშველიება მხოლოდ საბიუჯეტო მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოწყვლადი ჯგუფის სოციალური უზრუნველყოფის გარეშე დატოვების საფუძველი.
68. ამასთანავე, მომჩივანი აცხადებდა, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია ობიექტური და გონივრული საფუძვლები განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად. კერძოდ, იგი უპირისპირდებოდა მთავრობის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მომუშავე პატიმრები ვერ გადაიხდიდნენ ღირებულ შენატანებს და შესაბამისად, ციხეში ნამუშევარი დროის დაზღვეულ პერიოდში ჩართვა გაუმართლებელ უპირატესობას მიანიჭებდა პატიმრებს სრული სოციალური შენატანების განმახორციელებელ ჩვეულებრივ დაქირავებულ პირებთან შედარებით. ვინაიდან სახელმწიფო ღებულობდა პატიმართა შრომიდან ამონაგებს, როგორც ეს განსაზღვრულია სასჯელთა აღსრულების კანონის 51-ე მუხლით, ამ შემოსავლით შესაძლებელი იყო სოციალური უზრუნველყოფის შენატანების დაფარვა. მთავრობის მომდევნო არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რამდენად უნდა ჩათვლილიყო პატიმრობის პერიოდი და გათანაბრებოდა დაზღვეულ პერიოდთან, მნიშვნელოვანი აღარ იყო.
69. სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად ნებაყოფლობითი შენატანების განხორციელების შესახებ მომჩივანი აცხადებდა, რომ მრავალი პატიმარი ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ მოთხოვნებს, ვინაიდან არ ჰქონდათ დაგროვებული სადაზღვევო თვეების საკმარისი რაოდენობა. მეტიც, ნებაყოფლობითი სადაზღვევო შენატანების ღირებულება, როგორც წესი, აჭარბებდა პატიმართა მოკრძალებულ შემოსავლებს, რომლის 75% გამოიყენებოდა მათივე შენახვის ხარჯების დასაფარად, როგორც ამას სასჯელთა აღსრულების კანონის 32-ე მუხლი მოითხოვდა.
მთავრობა
70. მთავრობის არგუმენტაციით, მომუშავე პატიმრების მოხუცებულთა საპენსიო სისტემიდან გამორიცხვა არ იყო დისკრიმინაციული კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის, ვინაიდან მომუშავე პატიმრები არ იყვნენ ჩვეულებრივი დაქირავებულების ანალოგიურ სიტუაციაში.
71. მთავრობამ დეტალურად აღწერა ავსტრიაში ციხეში მუშაობის სისტემა იმის ხაზგასმით, რომ ციხეში მუშაობის უპირველესი მიზანი იყო რეინტეგრაცია და რესოციალიზაცია. მთავრობამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტები, ასევე წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის ბოლო ანგარიში ავსტრიის შესახებ აღიარებდა მუშაობის მნიშვნელობას პატიმრებისათვის, რაც ქმნიდა მათი პროფესიული კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას, მათთვის ეს იყო ყოველდღიური განრიგის ნაწილი, რაც მათ ციხეში ყოფნის პერიოდს უფრო მეტად ასატანს ხდიდა, ასევე ამზადებდა მათ გათავისუფლების შემდგომ მუშაობის დასაწყებად.
72. პატიმრები ვალდებული იყვნენ ემუშავათ სასჯელების აღსრულების კანონის 44(1) შესაბამისად, ხოლო ციხის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ უზრუნველეყოთ ისინი შესაფერისი სამუშაოთი ამავე კანონის 45(1) თანახმად. პატიმრები მუშაობდნენ საშუალოდ დღეში 5-6 საათს და იღებდნენ ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო კონვენციის რომელიმე დებულების მოთხოვნა. ოდენობა დადგენილი იყო კანონით და მერყეობდა 5-დან 7.50 ევრომდე საათში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით. პატიმრისათვის ჩატარებული თერაპიული ან სოციალური მკურნალობის პერიოდი კვირაში მაქსიმუმ 5 საათის ხანგრძლივობით ითვლებოდა ნამუშევარ საათებად. ეს ნამდვილად იყო შეღავათი და ხაზს უსვამდა რესოციალიზაციას, როგორც ციხეში მუშაობის მიზანს. ის კანონი, რომ ანაზღაურების ნაწილი იყო გამოიყენებოდა, როგორც პატიმართა შენახვის ხარჯი არ მოდიოდა კონვენციასთან წინააღმეგობაში.
73. შეჯამების სახით, რაც შეეხება ციხეში მუშაობის ბუნებასა და მიზანს, ეს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი სამუშაოსგან. პირველი კანონისმიერი ვალდებულების შესაბამისად ემსახურებოდა რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციას, მაშინ როცა მეორე ეფუძნებოდა შრომით ხელშეკრულებას და მისი მიზანი იყო პირისთვის სარჩოსა და პროფესიული ზრდის უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოხუცებულთა პენსიის მიზნებისთვის, ციხეში მუშაობის პერიოდის სხვაგვარად ჩათვლა იყო არამატრო გამართლებული, არამედ აუცილებელი განსხვავებულ ფაქტობრივ სიტუაციაში. იმ პერიოდის სადაზღვევო პერიოდად ჩათვლა, როდესაც არ გაკეთბულა შენატანი სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში, მშრომელ პატიმრებს გაუმართლებელ უპირატესობას მიანიჭებდა ჩვეულებრივ თანამშრომლებთან შედარებით.
74. ზოგადად, კანონმდებელმა მიიჩნია, რომ სადაზღვევო პერიოდთან გათანაბრებულად შეიძლება ჩათვლილიყო პერიოდი, როდესაც პირს შეეზღუდა შენატანის გაკეთების შესაძლებლობა სოციალურად დაშვებული საფუძვლით, როგორიცაა განათლება, ბავშვის შეძენა, უმუშევრობა, ავადმყოფობა, სამხედრო ან ალტერნატიული სამხედრო სამსახური. კანონმდებლის გადაწყვეტილება არ ჩაეთვალა პატიმრების მუშაობის პერიოდი სადაზღვევო პერიოდთან გათანაბრებულად მთავრობის მტკიცებით, ასევე ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული. სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის შესაბამისი დებულებების თანახმად, ციხეში გატარებული პერიოდი ჩაითვლებოდა, ინტერ ალია, მაკვალიფიცირებელ პერიოდად, თუ პირმა დაკავების გამო კომპენსაცია მიიღო კომპენსაციის (სისხლის სამართალწარმოების) კანონის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა გადაეხადა სოციალური უზრუნველყოფის შენატანი, რათა აენაზღაურებინა პირისთვის ის ზიანი, რაც მას მიადგა დაკავების გამო. იმ პირთა მიმართ, რომლებიც კანონიერად იყვნენ დაპატიმრებული, მსგავსი მიდგომა იქნებოდა თანაბარი მოპყრობა არაერთგვაროვანი ფაქტების პირობებში. დაკავების პერიოდის სადაზღვევო პერიოდთან განთანაბრებულად ჩათვლა შენატანის არარსებობის პირობებშ შექმნიდა დისბალანსს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში.
75. უფრო მეტიც, სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის მე-17 ნაწილის მიხედვით, მუშებს შეეძლოთ ნებაყოფლობითი შენატანის შეტანა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში. ეს კანონი ითვალისწინებდა შენატანის შეღავათიან ოდენობას ამ შემთხვევებისთვის. თუმცა, მთავრობამ აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, მათ არ შეეძლოთ იმ პატიმართა სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა, რომლებმაც გამოიყენეს ეს შესაძლებლობა.
76. ალტერნატიულად, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მაშინაც კი თუ დავუშვებთ, რომ მომუშავე პატიმრები ჩვეულებრივი დაქირავებულების ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ, განსხვავება მოპყრობაში გამართლებული იყო. პრეცედენტული სამართლაში, იმ პატიმრები რომც არ გამორიცხულიყვნენ მოხუცებულთა საპენსიო სისტემიდან, ისინი ვერ მოახერხებდნენ არსებითი შენატანის გაკეთებას, რადგან ძალიან ხშირად, მათი ანაზღაურება პატიმართა შენახვის ხარჯების დაქვითვის შემდეგ ვერ აღწევდა 366.33 ევროს, ეგრეთ წოდებული მინიმალური შემოსავლის ზღვარს, რომლის ქვემოთაც დაქირავებული არცერთ შემთხვევაში არ იყო დაფარული სავალდებულო დაზღვევით სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის შესაბამისად. სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტების მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ ის პირები შეიძლება ჩართულიყვნენ მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში, რომლებიც არსებით შენატანს გააკეთებდნენ.
77. უფრო მეტიც, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ ფართო შეფასების ზღვარით თავიანი სოციალური უზრუნველყოფის სისტემების მოწყობისას. 2006 წლის ევროპული ციხის წესებიც კი მხოლოდ რეკომენდაციას იძლევა, რომ „რამდენადაც ეს შესაძლებელია, პატიმრები, რომლებიც მუშაობენ ჩართული იყვნენ სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში“.
78. მთავრობამ განმარტა, რომ უმუშევრობის დაზღვევის კანონის 1993 წლის ცვლილებებით, დასაქმებული მუშები ჩართული იყვნენ უმუშევრობის დაზღვევის სქემაში. ამ ცვლილებას, რომელიც სასჯელთა აღსრულების სისტემის უფრო ფართო რეფორმის ნაწილი იყო, წინ უძღვოდა ინტენსიური დისკუსია. გადაწყვეტილება, რომ პატიმრები ჩაერთოთ უმუშევართა დაზღვევის სქემაში და არა მოხუცთა საპენსიო სქემაში, მოტივირებული იყო იმ მოსაზრებით, რომ უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც მოიცავდა არამხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ ტრეინინგ-კურსების ხელმისაწვდომობასა და სამუშაოს მოძიების სერვისებს, იყო გათავისუფლების შემდეგ პატიმართა რეინტეგრაციის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი. ეს მოიაზრებოდა, როგორც პირველი ნაბიჯი მთლიანობაში მათი სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩართვისაკენ. თუმცა, რადგან სოციალური უზრუნველყოფის კანონის შესაბამისად, დაზღვევა მოიცავდა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევას, ასევე დამატებით მოხუცთა საპენსიო სისტემაში ჩართვას, პატიმრის ჯანდაცვა, ისევე როგორც უბედურის შემთხვევის შედეგების მკურნალობა უზრუნველყოფილი იყო ციხის ადმინისტრაციის მიერ სასჯელთა აღსრულების კანონის შესაბამისად, მათი ჩართვა მოხუცებულთა საპენსიო სქემაში გამოიწვევდა უფრო კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას. უფრო მეტიც, იმ დროს ჩატარებული კვლევების თანახმად ეს გამოიწვევდა ყველაზე მეტ ხარჯებს.
79. გარდა ამისა, მთავრობამ აღნიშნა, რომ ძალიან ხანგრძლივი საპატიმრო ვადები უკიდურესად იშვიათი იყო. პატიმართა უმრავლესობას ჰქონდა შესაძლებლობა, დაეგროვებინა საკმარისი რაოდენობის სადაზღვევო თვეები ციხის გარეთ ნამუშევარი პერიოდის ხარჯზე. წინამდებარე საქმეში, განცხადებელმა მიიღო უმუშევრობის დახმარება და მათი ამოწურვის შემდეგ იღებდა გადაუდებელი საჭიროების შემწეობის თანხას.
80. და ბოლოს, ავსტრიელი კანონმდებლის გადაწყვეტილებით, არ ჩაერთო პატიმრები სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონით გათვალისწინებულ მოხუცებულთა საპენსიო სქემაში, არ გულისხმობდა იმას, რომ ისინი მოკლებული იყვნენ სოციალური უზრუნველყოფას. პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღინიშნა, ისინი ჩართული იყვნენ უმუშევართა დაზღვევის სქემაში. შესაბამისად, ისინი იღებდნენ უმუშევრობის დახმარებას და მისი ამოწურვის შემდეგ გადაუდებელი საჭიროების შემწეობის თანხებს. უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, სოციალური დახმარების სისტემა უზრუნველყოფდა საჭიროებაზე დაფუძნებულ მინიმალურ შემოსავლას იმ პირებისთვის, ვისაც არ შეეძლო სხვა საშუალებით დაეფარა მინიმალური ხარჯები. საერთო ჯამში, ავსტრიის სამართლებრივი სისტემა უზრუნველყოფდა დიფერენცირებულ და კარგად დაბალანსებულ მიდგომას, რაც მხედველობაში იღებდა, ერთი მხრივ, საზოგადოების, და მეორე მხრივ, პატიმართა ინტერესს.
ბ. სასამართლოს შეფასება
1. მე-14 მუხლის გამოყენება პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთად
81. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-14 მუხლი ავსებს კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების სხვა არსებით დებულებებს. დაუშვებელია მხოლოდ მე-14 მუხლის დარღვევის დადგენა, ვინაიდან მას მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ ამ დებულებებით გარანტირებული „უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების“ კონტექსტში. მე-14 მუხლის გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის სახეზე იყოს კონვენციით გარანტირებული რომელიმე არსებითი უფლების დარღვევა. აუცილებელია, და ამავე დროს საკმარისი, რომ ფაქტობრივი გარემოებები ხვდებოდეს განსახილველი დებულებებიდან რომელიმეს გავრცელების სფეროში. მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვა, ამრიგად, სცდება უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა უზრუნველყოფასაც ავალდებულებს კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები თითოეულ სახელმწიფოს. ეს მუხლი ასევე ვრცელდება კონვენციის ნებისმიერი მუხლის ფარგლებში მოქცეულ იმ დამატებით უფლებებზე, რომელთა უზრუნველყოფაც სახელმწიფომ ნებაყოფლობით აიღო თავის თავზე. (იხ:Stec and Others v. The United Kingdom (dec.) [GC], nos. 65731/01 and 65900/01, §§ 39‑40, ECHR 2005 X; Andrejeva v. Latvia [GC], no. 55707/00, § 74, ECHR 2009 ...; და უახლესი საქმე Carson and Others v. the United Kingdom [GC], no. 42184/05, § 63, ECHR 2010 ...).
82. სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პრინციპები, რომლებიც ზოგადად ვრცელდება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თანაბრად რელევანტურია სოციალურ დახმარებებთან მიმართებით. კერძოდ, ეს მუხლი არ წარმოშობს ქონების მიღების უფლებას. ეს მუხლი არ ზღუდავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს თავისუფლებას, გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა სოციალური უზრუნველყოფის სქემის რომელიმე ფორმა ან აარჩიოს რა ტიპისა და ოდენობის დახმარებები გასცეს რომელიმე ამგვარი სქემის შესაბამისად. თუმცა, თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ დახმარებას, როგორც უფლებას, შენატანის წინასწარი გადახდის პირობით, თუ ამგვარი პირობის გარეშე, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს კანონმდებლობა წარმოშობს მესაკუთრეობის ინტერესს, რაც ხვდება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ქვეშ იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს. (იხ. ზემოხსენებული Stec and Others (dec.), § 54; ზემოხსენებული Andrejeva, § 77; და ზემოხსენებული Carson, § 64).
83. უფრო მეტიც, წინამდებარე საქმის მსგავს შემთხვევებში, რომელიც ეხება საჩივარს კონვენციის მე-14 მუხლს დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანს ნაწილობრივ ან სრულად ეთქვა უარი კონკრეტულ სარგებელზე მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციული საფუძვლით, გამოსაყენებელი ტესტია, ექნებოდა თუ არა მომჩივანს იმ პირობის არარსებობის შემთხვევაში, რომლსაც მომჩივანი ასაჩივრებს, შიდა სამართლით რეალიზებადი უფლება მიეღო აღნიშნული სარგებელი. (იხ. Gaygusuz v. Austria, 16 სექტემბერი 1996, § 40, Reports of Judgments and Decisions 1996 IV, და Willis v. United Kingdom, no. 36042/97, § 34, ECHR 2002 IV). მიუხედავად იმისა, რომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი არ ითვალიწინებს სოციალური უზრუნველყოფის მატერიალური დახმარების მიღების უფლებას, თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა შექმნას დახმარების სქემა, ეს უნდა გააკეთოს იმგვარად, რომ იყოს შესაბამისობაში მე-14 მუხლთან. (იხ. ზემოხსენებული Stec and Others (dec.), § 55, და ზემოხსენებული Andrejeva, § 79).
84. წინამდებარე საქმეში მომჩივანი, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს, პრეტენზიას აცხადებდა მოხუცებულთა პენსიაზე, რომლის უფლება წარმოიშობა იმ პირობით, რომ პირს დაუგროვდა სადაზღვევო თვეების მინიმალური რაოდნობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობა წარმოშობს მესაკუთრეობის ინტერესს, რომელიც ხვდება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მოქმედების ფარგლებში. გამოიყენა რა ტესტი, ექნებოდა თუ არა განცხადებელს რეალიზებადი უფლება მიეღო პენსია, თუ მისი მიღება დამოკიდებული არ იქნებოდა იმ პირობაზე, რომლზეც მომჩივანი ამტკიცებდა, რომ დისკრიმინაციული იყო, სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა უდავოდ დაახლოებით ოცდარვა წელი იმუშავა ციხეში, რა დროსაც ის არ იყო ჩართული საპენსიო სისტემაში. მის მოთხოვნას მოხუცებულთა პენსიაზე უარი ეთქვა იმ საფუძლით, რომ მას არ ჰქონდა სადაზღვევო თვეების აუცილებელი მინიმუმი დაგროვებული. შესაბამისად, ის რომ ყოფილიყო ჩართული მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში იმ პერიოდში, როდესაც ის მუშაობდა ციხეში, მას დაუგროვდებოდა სადაზღვევო თვეების აუცილებელი მინიმუმი და ექნებოდა პენსიის მიღების უფლება.
85. მთავრობა არ ხდიდა სადავოდ კონვენციის მე-14 მუხლის გამოყენებას პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან კავშირში, თუმცა, ამტიკიცებდა, რომ განცხადებლის, როგორც პატიმრის, შემოსავალი პატიმართა შენახვის ხარჯების დაქვითვის შემდეგ არ იყო საკმარისი მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში შენატანის გადასახდელად. მისი ანაზღაურება არ სცდებოდა მინიმალური შემოსავლის ზღვარს, რომლის ქვემოთაც თანამშრომელი არ იყო ჩართული სავალდებულო დაზღვევაში სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის შესაბამისად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს არგუმენტი, რომელიც თავისთავად დაკავშირებულია მომჩივნის, როგორც პატიმრის მდგომარეობასთან, ვერ აბათილებს ზემოთ გამოტანილ დასკვნას.
86. დასკვნის სახით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის პრეტენზია ხვდება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში და ამ მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების რეალიზაციასთან, რაც საკმარისია იმის დასადგენად, რომ მე-14 მუხლის გამოიყენება მოცემულ სიტუაციაში.
2. მე-14 მუხლთან შესაბამისობა, პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში
(ა)ზოგადი პრინციპები
87. სასამართლომ თავისი პრეცედენტული სამართლით დაადგინა, რომ მხოლოდ იდენტიფიცირებად მახასიათებლებზე, ან „სტატუსზე’ დაფუძნებული განსხვავებება მოპყრობაში, შეიძლება ჩაითვალოს დისკრიმინაციად მე-14 მუხლის მნიშვნელობით (იხ. ზემოხსენებული Carson and Others, § 61). დისკრიმინაცია ნიშნავს მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების განსხვავებულ მოპყრობას, მაშინ როცა არ არსებობს ამგვარი განსხვავების ობიექტური და გონივრული გამართლება. „ობიექტური და გონივრული გამართლების არარსებობა“ ნიშნავს, რომ განსხვავება არ ემსახურება „კანონიერ მიზანს“ ან, რომ არ არსებობს „გონივრული კავშირი და პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებებსა და მისაღწევ მიზანს შორის“. (იქვე, აგრეთვე ზემოხსენებული Andrejeva, § 81; და Stec and Others v. the United Kingdom [GC], no. 65731/01, § 51, ECHR 2006 VI).
88. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შესაფასებლად, რამდენად და რა ფარგლებში ამართლებს მსგავს სიტუაციებში არსებული განსხვავებები განსხვავებულ მოპყრობას. შეფასების ზღვარი განსხვავებული იქნება გარემოებების მიხედვით, საკითხის შინაარსიდან და თანმხლები ფაქტორებიდან გამომდინარე. ასე მაგალითად, მე-14 მუხლი არ უკრძალავს სახელმწიფოს სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებულ მოპყრობას „ფაქტობრივი უთანასწორობების“ გასწორების მიზნით. რაღა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ ეცდება უთანასწორობის გასწორებას განსხვავებული მოპყრობით, ობიექტური და გონივრული გამართლების არ არსებობის პირობებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მე-14 მუხლის დარღვევა. (იხ. ზემოხსენებული Andrejeva, § 82; ზემოხსენებული Stec and Others, § 51; და Thlimmenos v. Greece [GC], no. 34369/97, § 44, ECHR 2000 IV).
89. ამასთანავე, კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს აქვს შეფასების ფართო ზღვარი, ეკონომიკური და სოციალური სტრატეგიის ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრაში. ეროვნულ ხელისუფლებას, ვინაიდან მათ უშუალოდ იციან თავიანთი საზოგადოების საჭიროებების შესახებ, საერთაშორისო მოსამართელზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს, რა წარმოადგენს საჯარო ინტერესს სოციალური თუ ეკონომიკური კუთხით და სასამართლო, როგორც წესი, პატივს სცემს კანონმდებლის არჩევანს, თუ ეს არ არის „აშკარად გონივრულ საფუძველს მოკლებული“. (იხ. ზემოაღნიშნული Andrejeva, § 83; და ზემოაღნიშნული Stec and Others, § 52; ზემოაღნიშნული Carson and Others, § 61; კონკრეტულად პატიმართა უფლებების კონტექსტში იხ. აგრეთვე Dickson v. the United Kingdom [GC], no. 44362/04, § 78, ECHR 2007 XIII).
(ბ) ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
90. მომჩივანი ასაჩივრებს დისკრიმინაციას მისი, როგორც პატიმრის მდგომარეობის საფუძვლით. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა არ არის მე-14 მუხლში აღნიშნული საფუძველი, მუხლში მოცემული სია არ არის ამომწურავი და მოიცავს „ნებისმიერ სხვა სტატუსს“ (ან „toute autre situation” ფრანგულ ტექსტში), რომლის მიხედვითაც, პირი ან პირთა ჯგუფი განსხვავდება ერთმანეთისგან. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ პატიმრობა არის პირადი სტატუსი მე-14 მუხლის მიზნებისთვის.
(ი) იყო თუ არა მომჩივანი, როგორც მომუშავე პატიმარი ჩვეულებრივი დასაქმებულების მსგავს სიტუაციაში
91. სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად არის მომუშავე პატიმარი ჩვეულებრივი დასაქმებულების მსგავს სიტუაციაში სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონით გათვალისწინებულ მოხუცებულთა საპენსიო სისტემასთან მიმართებაში.
92. მთავრობა განსაკუთრებით უსვამდა ხაზს განსხვავებას ციხეში მუშაობისა და ჩვეულებრივი დასაქმების მიზნებსა და ბუნებას შორის. მთავრობამ აღნიშნა, რომ ციხეში მუშაობა ემსახურებოდა რეაბილიტაციის უპირველეს მიზანს და მიუთითა მუშაობის სავალდებულო ხასიათზე. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ამ ნიშნებით იყო მომჩივნის სიტუაცია ჩვეულებრივი დასაქმებულებისგან განსხვავებული. ამ მხრივ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ციხეში მუშაობის სავალდებულო ხასიათი არ იყო გადამწყვეტი მოცემულ კონტექსტში და რომ პატიმრების მიერ შესრულებული სამუშაოს ტიპი რაიმე ფორმით არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი დაქირავებულების მიერ შესრულებული სამუშაოსგან.
93. სასამართლო აღნიშნავს, რომ ციხეში მუშაობა განსხვავდება ჩვეულებრივი დაქირავებულების მიერ შესრულებული სამუშაოსგან მრავალი ასპექტით. ციხეში მუშაობის უპირველესი მიზანი არის რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. სამუშაო საათები, ანაზღაურება და ამ ანაზღაურების ნაწილის, როგორც პატიმართა შენახვის ხარჯის დაქვითვა, ასახავს ციხის კონკრეტულ კონტექსტს. უფრო მეტიც, ავსტრიულ სისტემაში პატიმრის მუშაობის ვალდებულების პარალელურად, არსებობს ციხის ადმინისტრაციის ვალდებულება უზრუნველყონ ისინი შესაბამისი სამუშაოთი. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ძალიან განსხვავდება დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობისგან. შესაბამისად, შეიძლება მტკიცება იმისა, რომ მომჩივანი, როგორც მომუშავე პატიმარი არ იყო ჩვეულებრივი დაქირავებულების მსგავს სიტუაციაში.
94. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, არც ის კანონი, რომ ციხეში მუშაობა ემსახურება რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის მიზანს და არც მისი სავალდებულო ხასიათი არ არის გადამწყვეტი მოცემულ საქმეში. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ არც იმას აქვს მნიშვნელობა სამუშაო სრულდება ციხის ადმინისტრაციისთვის, როგორც ეს მომჩივნის შემთხვევაში იყო, თუ კერძო დამქირავებლისთვის, თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში ჩვეულებრივ დასაქმების ურთიერთობებთან უფრო მეტი მსგავსებაა.
95. წინამდებარე საქმეში საკითხი ეხება არა იმდენად ციხეში მუშაობის ბუნებასა და მიზანს, როგორც ასეთს, არამედ მოხუცებულობის ასაკის უზრუნველყოფის საჭიროებას. სასამართლო ადგენს, რომ ამ მხრივ მომჩივანი, როგორც მომუშავე პატიმარი იყო ჩვეულებრივ დასაქმებულების მსგავს სიტუაციაში. ამის გამო, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რამდენად იყო გამართლებული განსხვავებული მოპყრობა სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონით გათვალისწინებული მოხუცებულთა საპენსიო სისტემის კუთხით. სასამართლო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის სქემაში ჩართვის თვალსაზრისით მომჩივანი, როგორც მომუშავე პატიმარი ჩვეულებრივი დაქირავებულებისგან განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებოდა, ვინაიდან პატიმართა ჯანდაცვა და უბედური შემთხვევის დროს დახმარება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ სასჯელთა აღსრულების კანონის შესაბამისად. ანალოგიურად, სასამართლოსთვის მისაღებია, რომ, პენსიის გადახდის კუთხით საპენსიო ასაკს მიღწეული პატიმარი იმ პენსიონერისგან განსხვავებულ სიტუაციაშია, რომელიც არ არის დაპატიმრებული, ვინაიდან პატიმრის ცხოვრებასთან დაკავშირებული საჭიროებები უზრუნველყოფილია ციხის ადმინისტრაციის მიერ.
(ii) ემსახურებოდა, თუ არა განსხვავებული მოპყრობა კანონიერ მიზანს
96. რაც შეეხება განსხვავებული მოპყრობის მიზანს, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომუშავე პატიმრებს ხშირად არ აქვთ ფინანსური საშუალებები, რომ სოციალური უზრუნველყოფის შენატანი გადაიხადონ. იმ პერიოდის ჩათვლა სადაზღვევო პერიოდად, როდესაც არ გაკეთბულა რაიმე შენატანი ან მხოლოდ უმნიშვნელო შენატანი გაკეთდა და ამის შედეგად პენსიის მიღების უფლების მინიჭება, მომუშავე პატიმარებსა და ციხის გარეთ მყოფ ადამიანებს შორის უთანასწორობას წარმოშობდა და ძირს გამოუთხრიდა სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტების ეფექტურობას, რომლებიც ისედაც უკვე დაძაბულ ფინანსურ სიტუაციაში იმყოფებოდნენ.
97. გარდა ამისა, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ერთიანობისა და თანმიმდევრულობის დაცვა იყო კიდევ ერთი ნაგულისხმევი მიზანი მთავრობის არგუმენტაციაში. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ციხეში მუშაობის პერიოდი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სადაზღვევო პერიოდთან გათანაბრებულ პერიოდად, ვინაიდან ავსტრიული სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობის პრინციპების თანახმად, ეს გათანაბრებულია მაშინ, როდესაც შენატანი ვერ იქნა შეტანილი მხოლოდ ვიწროდ განსაზღვრული სოციალური მდგომარეობის ან სიტუაციის გამო. (მაგალითად, განათლების მიღება, ბავშვის შეძენა, უმუშევრობა, ავადმყოფობა, სამხედრო ან ალტერნატიული სამხედრო სამსახური).
98. სასამართლოსათვის მისაღებია, რომ მიზნები, რომლებსაც მთავრობა ეყრდნობა, კერძოდ ეკონომიკური ეფექტურობისა და მოხუცებულთა საპენსიო სისტემის თანმიმდევრული გამოყენების უზრუნველყოფა სოციალური დახმარების სისტემიდან იმ პირების გამორიცხვით, რომელთაც არ გაუკეთებიათ მნიშვნელოვანი შენატანები, ლეგიტიმური მიზნებია.
(iii) იყო თუ არა განსხვავებული მოპყრობა პროპორციული
99. სასამართლო განმეორებით უსვამს ხაზს დადგენილ პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც პატიმარი განაგრძობს კონვენციით გარანტირებული ყველა ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას, გამონაკლისია თავისუფლების უფლება, როცა კანონის შესაბამისად შეფარდებული პატიმრობა აშკარად ხვდება კონვენციის მე-5 მუხლის ფარგლებში. წარმოუდგენელია, რომ პირს უნდა შეეზღუდოს კონვენციით გარანტირებული უფლებები მხოლოდ მისი სტატუსის გამო - იმის გამო, რომ იგი მსჯავრდებულია და დაპატიმრებული. (იხ.Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC], no. 74025/01, §§ 69-70, ECHR 2005 IX, და ზემოხსენებული Dickson, § 67). შესაბამისად, დაპატიმრებული პირი ინარჩუნებს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს. ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გამართლებული ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. დასაბუთება შეიძლება ეფუძნებოდეს, inter alia, პატიმრობის აუცილებელ და გარდაუვალ შედეგებს, ან კონკრეტული პატიმრის მდგომარეობასა და შეზღუდვას შორის ადექვატურ კავშირს. (იხ. იქვე, § 68).
100. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლო განიხილავს, იყო თუ არა გონივრული და პროპორციული ურთიერთმიმართება მომუშავე პატიმრების მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩაურთველობასა და ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის. მომჩივნის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო გაემართლებინა განსხვავებული მოპყრობა. ის ამტკიცებდა, რომ ძირითადი მიზეზი, რატომაც პატიმარი ვერ იხდიდა სოციალური უზრუნველყოფის შენატანს სოციალური უზრუნველყოფის ზოგადი კანონის შესაბამისად, იყო სახელმწიფო პოლიტიკის არჩევანი, პატიმრის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი დაექვითა, როგორც პატიმართა შენახვის ხარჯები.
101. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომუშავე პატიმართა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართვის საკითხი მჭიდროდ უკავშირდება სისხლის სამართლის პოლიტიკის საკითხებს, როგორიცაა პატიმრობის ზოგადი მიზნების აღქმა, ციხეში მუშაობის სისტემა, ანაზღაურება და პრიორიტეტები, რაშიც გამოიყენება მიღებული შემოსავალი, ასევე სოციალურ პოლიტიკას, რაც მთლიანობაში ასახულია სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. ეს წამოიჭრის სხვა კომპლექსურ საკითხებს, რაც უკავშირდება სოციალური სტრატეგიის არჩევანს, რაშიც სახელმწიფოებს აქვთ შეფასების ფართო ზღვარი, ხოლო სასამართლო ერევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიიჩნევს, რომ კანონმდებლის არჩევანი არის „აშკარად გონივრულ საფუძველს მოკლებული“ (იხ. პრეცედენტული სამართლის ციტირება, ზემოთ, პუნქტი 89).
102. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პატიმართა ჩართვას მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში, უნდა შეხედოს არა განყენებულად, არამედ უნდა განიხილოს, როგორც პატიმართა მუშაობისა და სოციალური გარანტიების მთლიანი სისტემის მხოლოდ ერთი მახასიათებელი.
103. როგორც ზემოთ აღინიშნა, ავსტრიულ სისტემაში პატიმრები ვალდებული არიან იმუშავონ, ხოლო ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ისინი შესაბამისი სამუშაოთი. სასამართლო აღნიშნავს, როგორც სისტემის პოზიტიური მახასიათბელს იმ ფაქტს, რომ პატიმართა 70%-ზე მეტი ამჟამად მუშაობს. სამუშაო საათები მორგებულია ციხის კონტექსტს, მათ შორის არსებობს გარკვეული შეღავათები, როგორიცაა კვირაში 5 საათამდე თერაპიული ან სოციალური მკურნალობის პერიოდის ჩათვლა სამუშაო პერიოდში. უფრო მეტიც, პატიმრები სამუშაოში იღებენ ანაზღაურებას. თუმცა, ანაზღაურების 75% გამოიქვითება პატიმრის შენახვის ხარჯის სახით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ტიპის დაქვითვა თავისთავად არ მოდის კონვენციასთან წინააღმდეგობაში (იხ Puzinas v. Lithuania (dec.), no. 63767/00, 13 დეკემბერი 2005, საჩივარი პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, პატიმრის ანაზღაურების 25%-ის დაქვითვის შესახებ).
104. რაც შეეხება პატიმრის სოციალურ დაცვას, სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შეფასების ფარგლების განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობაში საერთო საფუძვლების არსებობა ან არარსებობა (იხ.Petrovic v. Austria, 27 მარტი 1998, § 38, Reports 1998 II).
105. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ საკითხზე ევროპული კონსესუსის არარსებობისა, არსებობს მზარდი ტენდენცია: 1987 წლის ციხის ევროპული წესებისგან განსხვავებით, 2006 წლის ციხის ევროპული წესები არამხოლოდ ითვალისწინებს ციხეში მუშაობის ნორმალიზებას, არამედ აგრეთვე ცალსახა რეკომენდაციას იძლევა, რომ „პატიმრები, რომლებიც მუშაობენ უნდა იყვნენ ჩართული სოციალური უზრუნველყოფის ეროვნულ სისტემაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია“.
106. შესაბამისად, ქვეყნები თანდათანობით მიდიან იმ მიდგომამდე, რომ პატიმრები ჩართონ ზოგადად სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში და კერძოდ, მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში. ავსტრიის კანონმდებლობაში ეს ტენდენცია აისახება იმაში, რომ ყველა პატმარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჯანდაცვითა და უბედური შემთხვევისას საჭირო მკურნალობით. გარდა ამისა, მომუშავე პატიმრები ჩართული არიან უმუშევრობის დაზღვევის სქემაში 1994 წლის პირველი იანვრიდან, უმუშევრობის დაზღვევის კანონის 1993 წლის ცვლილებების შედეგად, რაც იყო სასჯელების აღსრულების უფრო ფართო რეფორმის ნაწილი. როგორც მთავრობამ განმარტა, ამ გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ კანონმდებელმა უმუშევრობის დაზღვევა მიიჩნია ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად, რაც პატიმარს დაეხმარებოდა გათავისუფლების შემდგომ რეინტეგრაციაში, ვინაიდან, ის უმუშევრობის დახმარებასთან ერთად ხელმისაწვდომს ხდიდა ტრეინინგებისა და სამუშაოს ძებნის სხვადასხვა საშუალებების მთელ სპექტრს. 1993 წლის რეფორმის პერიოდში მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართვა იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ დრომდე არ ამოქმედებულა სოციალური უნზრუნველყოფის ინსტიტუტების დაძაბული ფინანსური მდგომარეობის გამო.
107. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანმა ციხეში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშავა (იხ. ზემოთ, პარაგრაფი 10). ეროვნული ხელისუფლების მიერ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნი 1960-იან და 1990-იან წლებში იმყოფებოდა დაზღვევის გარეშე. სასამართლო ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს საერთო კონსენსუსი მომუშავე პატიმართა სოციალური დაზღვევის ეროვნულ სისტემებში ჩასართავად. საერთო კონსენსუსის არარსებობა აისახა ასევე 1987 წლის ციხის ევროპულ წესებში, რომელიც არ შეიცავდა ამ კუთხით რაიმე დებულებას.
108. მთავრობა დავობდა, რომ ხანგრძლივი საპატიმრო ვადები იშვიათი იყო და, შესაბამისად, პატიმართა უმრავლესობას ჰქონდა შესაძლებლობა დაეგროვებინა საკმარისი რაოდენობის სადაზღვევო თვეები იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი ციხის გარეთ ასრულებდნენ და, შესაბამისად, ისინი არ იყვნენ მოკლებული მოხუცებულთა პენსიას. სასამართლოს არ მიაჩნია საჭიროდ ამ არგუმეტნის დეტალურად გაანალიზება. მეტი ყურადღება მიექცა იმ ფაქტს, რომ მომჩივანი, რომელსაც მართალია არ ეკუთვნოდა მოხუცებულთა პენსია, არ რჩებოდა სოციალური გარანტიების გარეშე. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან მიიღო უმუშევრობის დახმარება და შესაბამისად გადაუდებელი საჭიროების შემწეობა, რაც მას, როგორც მომუშავე პატიმარს ეკუთვნოდა უმუშევრობის დაზღვევის კანონის თანახმად. მისივე არგუმენტებით, მომჩივანი ამჟამად კვლევ იღებს გადაუდებელი საჭიროების შემწეობას, რასაც ავსებს სოციალური დახმარება საბინაო დახმარების ფორმით. მისი ყოველთვიური შემოსავალი არის დაახლოებით 720 ევრო და უახლოვდება მინიმალურ პენსიას, რომელიც ამჟამად განსაზღვრულია პირზე დაახლოებით 780 ევროს ოდენობით.
109. წინამდებარე საქმეში არსებული ფაქტების საფუძველზე და არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ციხეში მუშაობის სისტემა და მასთან დაკავშირებული სოციალური გარანტიები მთლიანობაში არ არის „აშკარად საფუძველს მოკლებული“. ცვალებადი სტანდარტების პირობებში, ხელშემკვრელ სახელმწიფო არ შეიძლება გაკრიტიკებულ იქნას იმის გამო, რომ პრიორიტეტი მიანიჭა სადაზღვევო სქემას, კერძოდ უმუშევრობის დაზღვევას, რაც მან მიიჩნია ყველაზე რელევანტურად პატიმრის რეინტეგრაციისათვის მისი გათავისუფლების შემდგომ.
110. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია წინამდებარე საქმეში წამოჭრილი საკითხი პერიოდულად ხელახლა გააანალიზოს, სასამართლო ადგენს, რომ ამ დროისთვის პატიმრების მოხუცებულთა საპენსიო სქემაში ჩაურთველობით მას არ გადაუჭარბებია იმ შეფასების ფარგლებისთვის, რაც მას გააჩნია ამ კონკრეტულ საკითხში.
111. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში.
II. კონვენციის მე-4 მუხლის სავარაუდო დარღვევა
112. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ვინაიდან ის არ იყო ჩართული მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში იმ სამუშაოსთვის, რასაც ის, როგორც პატიმარი ასრულებდა ამგვარი სამუშაო არ იყო მე-4 მუხლის § 3 (ა) შესაბამისი და აქედან გამომდინარე არღვევდა კონვენციის მე-4 მუხლის §2:
მე-4 მუხლის შესაბამისიდ ებულებების თანახმად:
„1. არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში.
არავის შეიძლება დაეკისროს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.
ამ მუხლის გაგებით, "იძულებით ან სავალდებულო შრომად" არ განიხილება:
ა.ნებისმიერი სამუშაო, რომლის შესრულებაც ჩვეულებრივ, სავალდებულოა პატიმრობისას, რაც შეფარდებულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავისუფლების განმავლობაში;
...“
ა. მხარეთა არგუმენტაცია
113. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო ციხეში ცალსახად იყო „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის მნიშვნელობით. ის მითითებას აკეთბდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია #29-ზე, რომლის თანახმადაც „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ ნიშნავს „ყოველგვარ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც სასჯელის მუქარით მოეთხოვება პირს და რომელსაც ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს“. ამ საკითხზე მან აღნიშნა, რომ ავსტრიაში პატიმრები ვალდებული იყვნენ ემუშავათ სასჯელთა აღსრულების კანონის 44-ე ნაწილის მიხედვით და რომ ამავე კანონის 107(1) და 109 მუხლებით სამუშაოზე უარი იყო დასჯადი ქმედება, დანაშაული.
114. აღიარებდა რა, რომ პატიმრის მუშაობის ვალდებულება შესაძლებელია გამართლებული ყოფილიყო მუხლით 4§3 (ა), ის ამტკიცებდა, რომ დღეს არსებული სტანდატებით, ციხეში მუშაობა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართვის გარეშე არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო როგორც „სამუშაო, რომლის შესრულება ჩვეულებრივ სავალდებულო იყო პატიმრობის პირობებში“ ამ მუხლის მნიშვნელობით. შესაბამისად, ის კანონი, რომ იგი მუშაობდა, როგორც პატიმარი და არ იყო ჩართული მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში, არღვევდა კონვენციის მე-4 მუხლს.
115. ამ საკითხზე მთავრობა ამტკიცებდა, რომ ციხეში მუშაობა ხვდებოდა მე-4 მუხლის ფარგლებს გარეთ და დაფარული იყო იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვის გამონაკლისის მუხლი 4§3(ა) თანახმად. შესაბამისად, მომუშავე პატიმართა ჩაურთველობა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში არ ეხებოდა კონვენციის მე-4 მუხლს.
ბ. სასამართლოს შეფასება
1.ზოგადი პრინციპები
116. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მე-4 მუხლი ასახავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. განსხვავებით კონვენციისა და დამატებითი ოქმების #1 და #4 სხვა არსებითი დებულებებისგან, მუხლი 4§1 არ ითვალისწინებს გამონაკლისს და მისგან გადახვევა 15§2 მუხლის საფუძველზე დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საფრთხე ემუქრება მოსახლოებას (იხ. Siliadin v. France, no. 73316/01, § 112, ECHR 2005 VII, და Rantsev v. Cyprus and Russia, no. 25965/04, § 283, ECHR 2010 ... (ამონარიდები)).
117. კონვენციის 4§2 მუხლი კრძალავს „იძულებით ან სავალდებულო შრომას“. მე-4 მუხლის განმარტებისას სასამართლო წინა საქმეებში მხედველობაში იღებდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის კონვენციებს, რომლებიც საცალდებულოა ევროპის საბჭოს თითქმის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ავსტრიის ჩათვლით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1930 წლის კონვენცია იძულებითი შრომის შესახებ (იხ.Van der Mussele v. Belgium, 23 ნოემბერი 1983, § 32, Series A no. 70, და ზემოხსენებული Siliadin-ის საქმე § 115).
118. სასამართლომ ამ საქმეებში აღნიშნა, რომ რეალურად არსებობდა მნიშვნელოვანი მსგავსება, რაც არ იყო შემთხვევითი, მე-4 მუხლის მე-3 პარაგრაფსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის #29 მე-2 მუხლის მე-2 ნაწილს შორის. ამ უკანასკნელის მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს: კონვენციის მიზნებისთვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ ნიშნავს „ყოველგვარ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც სასჯელის მუქარით მოეთხოვება პირს და რომელსაც ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს“. (იხ. ზემოთხსენებული Siliadin, § 116). სასამართლომ ეს დეფინიცია მიიჩნია, როგორც ამოსავალი წერტილი კონვენციის მე-4 მუხლის განმარტებისთვის, მაგრამ დასძინა, რომ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს კონვენციის სპეციფიური მახასიათებლები, ან ის პრინციპი, რომ კონვენცია ცოცხალი ინსტრუმეტნია, რომელიც უნდა იქნას წაკითხული „დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამ ეტაპზე გავრცელებული ცნებების გათვალისწინებით“ (იხ. ზემოხსენებული Van der Mussele, § 32).
119. მუხლში 4 § 3 (ა) აღნიშნულია, რომ ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ მოიცავს „ნებისმიერ სამუშაოს, რაც სავალდებულოა პატიმრობის ჩვეულებრივ პირობებში“.
120. სასამართლომ აღნიშნა მე-4 მუხლის სპეციფიური სტრუქტურა. მე-3 ნაწილი არ არის გამიზნული იმისათვის, რომ „შეიზღუდოს“ მე-2 ნაწილით გარანტირებული უფლების გამოყენება, არამედ რომ „განსაზღვროს“ ამ უფლების შინაარსი, ის მე-2 ნაწილთან ერთად განმარტავს რას არ მოიცავს ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ (“n’est pas consideré comme ‘travail forcé ou obligatoire’...”). ამის გათვალისწინებით, მე-3 ნაწილი, წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მე-2 ნაწილის განმარტებისას. მე-3 ნაწილის ოთხივე პუნქტი, მიუხედავად მათი განსხვავებისა, ეფუძნება ზოგადი ინტერესს და სოციალური სოლოდარობის ზოგად იდეებს და იმას, თუ რა არის ჩვეულებრივ ნორმალური. (იხ. ზემოხსენებული Van der Mussele, § 38; ასევე, Karlheinz Schmidt v. Germany, 18 ივლისი 1994, § 22, Series A no. 291 B, და Zarb Adami v. Malta, no. 17209/02, § 44, ECHR 2006 VIII).
121. სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი ციხეში მუშაობასთან დაკავშირებით არ არის მდიდარი. მის ერთ-ერთ ადრეულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს უნდა განეხილა რეციდივისტი პატიმრისათვის სავალდებულო სამუშაო, როდესაც მისი გათავისუფლების პირობა იყო გარკვეული რაოდენობის დანაზოგის მოგროვება. სასამართლოსთვის მისაღები აღმოჩნდა ის ფკანონი, რომ სამუშაო სავალდებულო იყო და დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-4 მუხლის დარღვევას, ვინაიდან დაცული იყო მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის (ა) პუნქტის მოთხოვნები. სასამართლოს მოსაზრებით, სავალდებულო სამუშაო „არ გასცდენია „ჩვეულებრივს“, ვინაიდან ის გათვლილი იყო პირის საზოგადიებაში რეინტეგრაციაზე და სამართლებრივად ეფუძნებოდა დებულებებს, რომელთა ექვივალენტი არსებობს ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწფიოებში.“(იხ. Van Droogenbroeck v. Belgium, 24 ივნისი 1982, § 59, Series A no. 50, მითითებით საქმეზე De Wilde, Ooms and Versyp v. Belgium, 18 ივნისი 1971, §§ 89-90, Series A no. 12).
122. რაც შეეხება პატიმრის ანაზღაურებასა და სოციალურ გარანტიებს, სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის 1968 წლის გადაწყვეტილებაზე საქმეში ოცდაერთი დაკავებული პირი გერმანიის წინააღმდეგ. (nos. 3134/67, 3172/67, 3188-3206/67, კოლექცია 27, პპ. 97-116) რომელშიც მომჩივნები ეყრდნობოდნენ რა მე-4 მუხლს ჩიოდნენ, რომ მათ უარი ეთქვათ ადექვატურ ანაზღაურებაზე იმ სამუშაოსთვის, რომელიც სავალდებულო იყო პატიმრობის პერიოდში და შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით ციხის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია მათი სახელით შენატანები სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. კომისიამ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა, რადგან ჩათვალა არსებითად დაუსაბუთბლად. მან აღნიშნა, რომ მე-4 მუხლი არ ითვალისწინებდა რაიმე დებულებას პატიმართა შრომის ანაზღაურების შესახებ. უფრო მეტიც, კომისიამ მიუთითა პრეცედენტულ სამართალზე, სადაც დაუშვებლად იქნა ცნობილი პატიმრების საჩივრები, სადაც ისინი ამტკივებდნენ, რომ უფრო მეტ ანაზღაურებას ითხოვდნენ, რათა ჰქონოდათ უფლება ჩართული ყოფილიყვნენ სოციალური უზრუნველყოფის სისტემებში.
123. სასამართლომ განიხილა მსგავსი საჩივარი გარკვეულწილად განსხავებული კუთხით ზემოხსენებულ Puzinas საქმეში. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-4 და მე-14 მუხლებისა და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომ ეროვნული სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობა არაადექვატური იყო და არ აძლევდა სშუალებას პატიმრებს, რომ პენსია ან სხვა სოციალური დახმარება მოითხოვათ ციხეში მუშაობის საფუძველზე. სასამართლომ საჩივარი განიხილა პირველ რიგში პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით და აღნიშნა, რომ სადავო არ იყო, რომ მომჩივანს არ ეკუთვნოდა პენსია ან სოციალური დახმარება შესაბამისი შიდა კანონმდებლობის თანახმად. შესაბამისად, დაადგინა რა, რომ მომჩივანს არ გააჩნდა საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პრიველი მუხლის მნიშვნელობით, მომჩივანის პენსიის მიღების სამომავლო უფლებასთან, პენსიის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ მიიღო საჩივარი ამ მუხლზე და სხვა მუხლებზე დაყრდნობით, რომელსაც ეყრდნობოდა მომჩივანი, მიიჩნია რა ეს კონვენციის დებულებებთან შეუსაბამოდ ratione materiae.
2. ხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
124. სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რამდენად მოეთხოვებოდა მომჩივანს წინამდებარე საქმეში შეესრულებინა კონვენციის მე-4 მუხლის საწინააღმდეგო „იძულებითი ან სავალდებულო შრომა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებული იყო ემუშავა სასჯელთა აღსრულების კანონის 44(1) ნაწილის თანახმად. მისთვის დავალებულ სამუშაოზე უარის თქმა იყო დანაშაული იმავე კანონის 107-ე ნაწილის თანახმად და ისჯებოდა 109-ე ნაწილით სანქციებით გაფრთხილებიდან კარცერში მოთავსებამდე.
125. განიხილა რა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #29 კონვენციის მუხლი 2§1 იძულებითი ან სავალდებულო შრომის დეფინიცია, როგორც ამოსავალი კონვენციის მუხლი 4 § 2 ინტერპრეტაციისთვის, (იხ. ზემოხსენებული Van der Mussele, §§ 32-34), სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს, რომ მომჩივანი ასრულებდა სამუშაოს, „რომელიც სასჯელის მუქარით მოეთხოვება პირს და რომელსაც ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს“.
126. მხარეები ამ საკითხზე არ დავობდნენ. განსხვავებული იყო მათი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო ეს სამუშაო დაფარული კონვენციის 4§3(ა) მუხლით, რომელიც ტერმინის „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ მოქმედების სფეროდან გამორიცხავს „სამუშაოს, რომლიც სავალდებულოა, კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად გამოყენებული პატიმრობისას ჩვეულებრივ პირობებში.“ მთავრობამ ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მომჩივანის, როგორც პატიმრის მიერ შესრულებული სამუშაო არ ხვდებოდა მე-4 მუხლის ფარგლებში. მომჩივანი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ციხეში მუშაობა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართვის გარეშე არ იყო დაფარული განსახილველი დებულებით და წარმოადგენდა „იძულებით ან სავალდებულო შრომას“ მუხლი 4 § 2‑ის დარღვევით.
127. სასამართლოს არ ჰქონია შესაძლებლობა გაეანალიზებინა საკითხი, რამდენად ავალდებულებს მე-4 მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მომუშავე პატიმარი ჩართონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. ის აღნიშნავს, რომ კომიისიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება საქმეში ოცდაერთი დაპატიმრებული პირი გერმანიის წინააღმდეგ, რომელმაც ამ შეკითხვას უარყოფითად უპასუხა თარიღდება 1968 წლით. ამის გამო, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად არის ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნული პოზიცია კვლევ ვარგისი მომჩივანთან მიმართებაში, რომელიც ასრულებდა სამუშაოს, როგორც პატიმარი და არ იყო ჩართული მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში.
128. კონვენციის ტექსტი არ იძლევა მინიშნებას მომუშავე პატიმართა ჩართვაზე სოციალური უზრუნველყოფის ეროვნულ სისტემაში. თუმცა, იმის დასადგენად, თუ რა უნდა ჩაითვალოს „სამუშაოდ, რომელიც სავალდებულოა პატიმრობისას ჩვეულებრივ პირობებში“ სასამართლო მხედველობაში მიიღებს წევრ სახელმწიფოებში არსებულ სტანდარტებს. (იხ. ზემოხსენებული Van Droogenbroeck § 59).
129. მომჩივანი არსებითად ეყრდნობა სასამართლოს დოქტრინას, რომ კონვენცია ცოცხალი ინსტრუმეტნია, რომელიც უნდა იქნას განმარტებული ამ დროისათვის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. (იხ. მაგ; Tyrer v. the United Kingdom, 25 აპრილი 1978, § 31, Series A no. 26; Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 75, ECHR 2002 VI; და ზემოხსენებული Van der Mussele, § 32).
130. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ხანგრძლივი პერიოდით მუშაობდა ციხეში დაწყებული 1960-იანი წლებიდან. იმ დროისთვის კომისიამ ზემოხსენებულ საქმეში ოცდაერთი დაპატიმრებული პირი გერმანიის წინააღმდეგ დაადგინა, რომ კონვენციის მე-4 მუხლი არ ითვალისწინებდა მომუშავე პატიმართა ჩართვას სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. 1987 წლის ციხის ევროპული წესები არაფერს ამბობს მომუშავე პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩართვის შესახებ. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ შემდგომ პრიოდში სისხლის სამართლის პოლიტიკამ მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა. ეს განვითარება აისახა 2006 წლის ევროპული ციხის წესებში, რომელიც ითვალისწინებს ციხეში სამუშაოს ნორმალიზებას, როგორც ერთ ძირითად პრინციპს. უფრო კონკრეტულად ამ კონტექსტში, 2006 წლის წესების წესი 26.17 ითვალისწინებს „რამდენადაც ეს შესაძლებელია, პატიმრები, რომლებიც მუშაობენ უნდა იყვნენ ჩართული სოციალური უზრუნველყოფის ეროვნულ სისტემებში“.
131. თუმცა, წევრ სახელმწიფოთა თანამედროვე პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, სასამართლომ ვერ იპოვა დასაბუთება მე-4 მუხლის განმარტების მომჩივანის ვერსიისათვის. სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა რთავს პატიმრებს სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული სისტემებში რაიმე ფორმით ან უზრუნველყოფს მათ რაიმე სპეციფიური დაზღვევის სქემით, მხოლოდ მცირე რაოდენობა რთავს პატიმრებს მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში. ავსტრიული კანონმდებლობა ასახავს ევროპული სამართლის განვითარებას იმ კუთხით, რომ ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია ჯანდაცვითა და უბედური შემთხვევისას საჭირო მკურნალობით. მომუშავე პატიმრები ჩართული არიან უმუშავრობის დაზღვევის სქემაში მაგრამ არა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში.
132. საერთო ჯამში, არ არსებობს საკმარისი კონსენსუსი მომუშავე პატიმართა მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართვის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის წესები ასახავს მზარდ ტენდენციას, ეს არ შეიძლება განმარტებული იქნას როგორც კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, მომჩივანი, როგორც პატიმრის მიერ შესრულებული სავალდებულო სამუშაო მოხუცებულთა საპენსიო სისტემაში ჩართვის გარეშე მიჩნეულ უნდა იქნას, როგორც „სამუშაო, რომელიც სავალდებულოა პატიმრობისას ჩვეულებრივ პირობებში 4§3(ა) მუხლის მნიშვნელობით.
133. სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივნის მიერ შესრულებული სამუშაო ხვდება კონვენციის 4§3(ა) მუხლის ფარგლებში და შესაბამისად არ წამოადგენს იძულებით ან სავალდებულო შრომას კონვენციის 4§2 მუხლის მიზნებისთვის.
134. შესაბამისად, კონვენციის მე-4 მუხლი არ დარღვეულა.
III. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-4 მუხლთან ერთობლიობაში
135. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ძირითადად ეყრდნობოდა მე-4 მუხლს, მაგრამ ასევე უთითებდა მე-14 მუხლზე, თუმცა, არ წარმოუდგენია ცალკე არგუმენტაცია მე-14 მუხლის, მე-4 მუხლთან კავშირში, სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
136. სასამართლო ასკვნის, რომ მე-4 მუხლზე გაკეთებული ანალიზი ფარავს მომჩივანის სარჩელის ყველა ასპექტს. სასამართლო აქედან გამომდინარე ადგენს, რომ არ არის საჭირო მომჩივანის მე-14 მუხლის, მე-4 მუხლთან კავშირში, სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლო
ათი ხმით შვიდის წიმააღმდეგ ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში;თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-4 მუხლის დარღვევას.ერთხმად ადგენს, რომ არ არის საჭირო კონვენციის მე-14 მუხლის მე-4 მუხლთან მიმართებაში საჩივრის განხილვა.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად, გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 7 ივლისს, 2011 წელი.
ვინსენტ ბერგერიჟან-პოლ კოსტა,
იურიდიული მრჩეველითავმჯდომარე
კონვენციის მუხლი 45 § 2 და სასამართლოს წესების წესი 74 § 2 მიხედვით, შემდეგი მოსამართლის აზრები ერთვის გადაწყვეტილებას:
(ა) მოსამართლე დე გეტანოს თანმხვედრი აზრი;
(ბ) მოსამართლეების ტულკენსი, კოვლერი, გულუმიანი, შპილმანი, პოპოვიჩი, მალინვერნი და პარდალოსი, ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი;
(გ) მოსამართლე ტულკენსის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy