© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N. 176
ივლისი 2014
სვინარენკო და სლიადნევი რუსეთის წინააღმდეგ [GC] - 32541/08 და 43441/08
გადაწყვეტილება 17.7.2014 [GC]
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
მეტალის გალიის გამოყენება ბრალდებულების მოსათავსებლად სისხლის სამართლწარმოების განმავლობაში: დარღვევა
ფაქტები– ორივე მომჩივანს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის დანაშაულების, მათ შორის ყაჩაღობის ჩადენაში. სასამართლო სხდომების განმავლობაში, რომლებსაც მომჩივნები ესწრებოდნენ, ისინი მოთავსებულნი იყვნენ ოთხივე მხრივ მეტალის გისოსებიან, ბადიანი ჭერის მქონე გალიაში, ფართით 1.5X 2.5 მეტრზე.
2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ გალიაში მოთავსება წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე–3 მუხლის საწინააღმდეგოდ.
სამართალი– მუხლი 3: მთავრობის მტკიცებით, გალიის გამოყენება გამართლებული იყო სასამართლო სხდომის სათანადო პირობებში ჩატარების მიზნით, მხედველობაში მიღებულ იქნა რა, დანაშაულის სიმძიმე, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედებოდათ მომჩივნებს, მათი ნასამართლეობა და შიში, რომელიც მსხვერპლებს და მოწმეეებს ჰქონდათ მომჩივნების მიმართ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა სასამართლოს დარბაზში აუცილებელია მართლმსაჯულების სათანადოდ ადმინისტრირებისათვის, აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები არ უნდა შეიცავდეს შეზღუდვის ისეთ სასტიკ ზომებს, რომლებიც მათ მე–3 მუხლის მოქმედების ფარგლებში მოაქცევს. აღნიშნული მუხლით აბსოლუტურადაა აკრძალული წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა თუ დასჯა.
მომჩივნების საქმის განხილვა ღია სასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მიმდინარეობდა. სასამართლო სხდომებს დაახლოებით 70 მოწმე ესწრებოდა. ამ პირობებში, საზოგადოების წინაშე მომჩივანთა წარმოჩენა გალიაში, ლახავდა მათ იმიჯს და იწვევდა მომჩივნებში დამცირების, უმწეობის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების შეგრძნებებს. მომჩივნები აღნიშნულ მოპყრობას დაექვემდებარნენ მათი საქმის განხილვის მთლიანი პროცესის განმავლობაში, რომელიც ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა და ყოველთვიურად რამდენიმე სხდომას მოიცავდა. მომჩივნებს გააჩნდათ ობიექტურად მართებული შიში იმისა, რომ მათი გალიაში წარმოჩენა ხელყოფდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვინაიდან მოსამართლეებს შეუქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი საფრთხის შემცველნი იყვნენ. სასამართლომ არ მიიჩნია დამაჯერებლად არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო განხილვის განმავლობაში ბრალდებულის მოთავსება გალიაში აუცილებელი იყო ბრალდებულის ფიზიკური შეზღუდვის მიზნით, მისი გაქცევის პრევენციისთვის, აგრესიულ ქცევის სამართავად და გარშემომყოფების აგრესიისგან ბრალდებულის დასაცავად. სასამართლოს აზრით, აღიშნული პრაქტიკა წარმოადგენდა გალიაში მოთავსებული პირის დამცირების და შეურაცხყოფის საშუალებას. შესაბამისად, მომჩივნები დაექვემდებარნენ იმ ინტენსივობის ტანჯვას, რაც აჭარბებს პატიმრობაში ყოფნით გამოწვეულ გარდუვალ ტანჯვას და მათი მოთავსება გალიაში აღწევდა „სისასტიკის მინიმალურ ზღვარს“ მე–3 მუხლის გაგებით.
ბოლო წლებში, პალატამ მის მიერ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილებით დაადგინა მე–3 მუხლის დარღვევა იმ საქმეებში, სადაც გალიის გამოყენება არ იყო გამართლებული უსაფრთხოების მიზეზებით. დიდი პალატა მიიჩნევს, რომ გალიის გამოყენების გამართლება, თუნდაც უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, დაუშვებელია მე–3 მუხლით. ნებისმიერ შემთხვევაში, რომც ჩავთვალოთ გალიის გამოყენება მართებულად უსაფრთხოების მიზეზების გათვალისწინებით, მთავრობის მტკიცება, რომ მომჩივნები საფრთხეს უქმნიდნენ უსაფრთხოებას არ იყო დასაბუთებული მოცემულ საქმეში.
სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენციის მთავარი არსი ადამიანის ღირსების პატივისცემა იყო და რომ კონვენციის, როგორც ადამიანის დაცვის ინსტრუმენტის, ობიექტის და მიზნის თანახმად, მისი დებულებები იმმდაგვარ ინტერპრეტაციასა და გამოყენებას ექვემდებარებოდა, რაც მასში დაცულ გარანტიებს პრაქტიკულსა და ეფექტიანს გახდიდა. სასამართლო განხილვის განმავლობაში პიროვნების მოთავსება მეტალის გალიაში, მისი ობიექტურად დამამცირებელი ბუნებიდან გამომდინარე, თავისთავად წარმოადგენდა ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას. მომჩივნების მოთავსება მეტალის გალიაში შესაბამისად უტოლდებოდა დამამცირებელ მოპყრობას მე–3 მუხლის საწინააღმდეგოდ.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
სასამართლომ ასევე დაადგინა ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–6 § 1 მუხლის დარღვევას, სისხლის სამართლის პროცესების ხანგრძლივობის გამო
მუხლი 41: 10 000 EUR თითოეულს არა–მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy