Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N206
2017 წლის აპრილი
ტაგაიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ[დიდი პალატა] (Tagayeva and Others v. Russia) [GC]
(საჩივარი- N 26562/07, 14755/08, 49339/08)
გადაწყვეტილება,13 აპრილი, 2017
მე-2 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
ფაქტები: მოცემულ საქმეში სასამართლომ განიხილა სახელმწიფოს ვალდებულებები, რომლებიც ეხებოდა ტერორისტთა მიერ მძევლების აყვანას შემთხვევამდე, მისი მიმდინარეობისას და მის შემდეგ. საქმე შეეხება 2004 წლის 1-3 სექტემბერს, ბესლანში, ჩრდილოეთ ოსეთში, მძევლების აყვანას, სამაშველო ოპერაციის ორგანიზებას, სახელმწიფო ძალების მიერ სკოლაზე იერიშსა და შემდგომ სამართალწარმოებას. შემთხვევას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. მომჩივნები (400-ზე მეტი) არიან თავად გადარჩენილები და მათი ნათესავები. ისინი დავობდნენ კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე როგორც ცალკე, ასევე მე-13 მუხლთან ერთობლიობაში. საქმის არსებით გარემოებებზე გადაწყვეტილებაში, სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის რამდენიმე ასპექტის დარღვევა და არ დაადგინა მე-13 მუხლის დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილება რელევანტურია დღეს არსებულ მდგომარეობასთან, რადგან იგი ეხება ტერორისტების მიერ მძევლების ფართომასშტაბიან აყვანასთან დაკავშირებით მე-2 და მე-13 მუხლების პრინციპებს, მათ შორის, სახელმწიფოს ქმედებებს შემთხვევამდე, მისი მიმდინარეობისას და მის შემდეგ.
სამართალი: მე-2 მუხლთან მიმართებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები: პირველი - ეს შემთხვევა პირველია, როდესაც სასამართლომ დაადგინა, რომ მისთვის ხელმისაწვდომი სადაზვერვო ინფორმაციის გაცემით, სახელმწიფომ ვერ შეძლო ადეკვატური ზომების მიღება ტერორისტული თავდასხმის წინააღმდეგ. თუმცა წინამდებარე საქმეში ხელისუფლების მიერ წინასწარ მოპოვებული ინფორმაცია ძალიან კონკრეტული და რელევანტური იყო, კერძოდ, ჩრდილოეთ ოსეთის საზღვართან ახლოს, ბესლანში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური წლის დაწყების დღეს (2004 წლის 1 სექტემბერი) ტერორისტების მიერ მძევლების აყვანა. მსგავსი თავდასხმები მანამდე რამდენჯერმე განხორციელდა ჩეჩენი სეპარატისტების მიერ. ამდენად, სასამართლომ საფრთხის ქვეშ მიიჩნია განსაზღვრული მოსახლეობის, მათ შორის, მოწყვლადი ბავშვების სიცოცხლე, ასევე დაადგინა, რომ შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული ამ რისკის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ზომა იქნა მიღებული, სასამართლომ ეს ნაბიჯები არაადეკვატურად მიიჩნია: საბოლოო ჯამში, უკანონოდ შეიარაღებულმა ჯგუფმა შეძლო სკოლის მოსწავლეების თავმოყრა, მომზადება, გადაადგილება და სკოლის დაუფლება ყოველგვარი პრევენციული უსაფრთხოების ზომების გატარების გარეშე. სასამართლომ ასევე განსაკუთრებულად გააკრიტიკა „ერთჯერადი საკმარისად მაღალი დონის სტრუქტურის” არარსებობა, რომელიც პასუხისმგებელია საფრთხის შეფასებასა და რაზმთან ერთად საფრთხის მართვაზე.
მეორე და მთავარი საკითხი, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა, არის სამაშველო ოპერაციის დაგეგმვისა და მასზე კონტროლის ნაკლებობა, რაც ცენტრალური კონტროლის არარსებობას წარმოადგენს: კერძოდ, ოპერაციაზე ბრძანების უუნარობა „გამოიმუშაოს, ბრძანებისა და ანგარიშვალდებულების, კოორდინაციისა და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი დეტალების მკაფიო ზღვარი და მნიშვნელოვანი დეტალები შესაბამისი სამაშველო ოპერაციისათვის, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელი აღჭურვილობისა და ლოჯისტიკისათვის, ძირითად სტრუქტურებთან და წინასწარ დაგეგმვასთან დაკავშირებით”.
მესამე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენათა გამოძიება მიმდინარეობდა მე-2 მუხლის დარღვევით, კერძოდ, მან ვერ შეძლო ადეკვატურად შეემოწმებინა სახელმწიფო აგენტების მიერ ლეტალური ძალის შესაბამისი გამოყენება ღონისძიების დროს - 2004 წლის 3 სექტემბერს.
საბოლოოდ, უდავოა, რომ ლეტალური ძალის გარკვეულწილად გამოყენება გამართლებული იყო, თუმცა გამოყენებული ძალა მოიცავდა სხვადასხვა იარაღს, მათ შორის, ყუმბარას, ცეცხლმფრქვეველს და ტანკის იარაღს. მიუხედავად იმისა, რომ „ფართომასშტაბიან ანტიტერორისტულ” და „პოლიციის რუტინულ” ოპერაციებს შორის არის სხვაობა, ზემოაღნიშნული მაინც წარმოადგენს პოლიციის ოპერაციას, რომლის უპირველეს მიზანს ძალადობისგან დაზარალებული ადამიანების სიცოცხლის დაცვას წარმოადგენს (დაახლოებით ათასი ადამიანი, მათ შორის ასობით ბავშვი) და ლეტალური ძალის გამოყენება რეგულირდება „აბსოლუტური აუცილებლობის” მკაცრი წესით. ასაფეთქებელი და გაურკვეველი იარაღის „მასიური” გამოყენება, ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რისკის გათვალისწინებით, არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურ აუცილებლობად, მოცემულ გარემოებებში.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები