© evropis sabWo/adamianis uflebaTa evropis sasamarTlo, 2012. mocemuli Targmani SekveTil iqna evropis sabWos adamianis uflebaTa mxardaWeris fondis daxmarebiT (/humanrightstrustfund). aRniSnuli ar boWavs sasamarTlos. damatebiTi informaciisTvis ixileT saavtoro uflebebis sruli miTiTeba mocemuli dokumentis boloSi.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
აპრილი 2010
ტანასე მოლდოვის წინააღმდეგ - 7/08
გადაწყვეტილება 27.4.2010 [GC]
პირველი ოქმის მე-3 მუხლი
არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა
მრავალი მოქალაქეობის მქონე პირის შეუძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კანდიდატათ საპარლამენტო არჩევნებში: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, კარგად ცნობილი მოლდოველი პოლიტიკოსი, გახლდათ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტი და კიშინოვის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრი. მოლდოვის რესპუბლიკა მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელიც II მსოფლიო ომამდე გახლდათ რუმინეთის ნაწილი. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა რუმინეთის მოქალაქოება 1940 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ, ტერიტორიის ანექსირების შემდეგ. 1991 წლის აგვისტოში, მოლდოვის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მოლდოვის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დამტკიცებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვით პირები რომლებიც ცხოვრობენ ყოფილ მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ანექსირებამდე გახდნენ მოლდოვის მოქალაქეები. როგორც ამ პირთა შთამომავალმა, მომჩივანმაც მიიღო მოლდოვის მოქალაქეობა. 1991 წელს რუმინეთის პარლამენტმა აგრეთვე მიიღო ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელმაც საშუალება მისცა რუმინეთის ყოფილ მოქალაქეებს და მათ შთამომავლებს, ვინც დაკარგეს მათი მოქალაქეობა 1989 წლამდე, უკან დაიბრუნონ რუმინეთის მოქალაქეობა. მას შემდეგ რაც 2003 წელს შეზღუდვა მოლდოვის მოქალაქეებზე, რომლებსაც გააჩნდათ სხვა მოქალაქეობები, გაუქმებულ იქნა, მომჩივანმა მოითხოვა და მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა. 2008 წელს მოლდოვის პარლამენტმა განახორციელა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, კერძოდ, მოხდა ორმაგ ან მრავალ მოქალაქეობის მქონე პირების პარლამენტის წევრობაზე შეზღუდვის შემოღება (კანონი no. 273). სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიცავდა საარჩევნო ბარიერის გაზრდას და ყველა სახის საარჩევნო ბლოკების და კოალიციების შექმნაზე აკრძალვას. მოცემული ცვლილებები ძალაში შევიდა 2008 წლის მაისში და საერთო არჩევნები ჩატარდა 2009 წლის გაზაფხულზე. მომჩივანი არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად. იმისათვის რომ დაეკავებინა არჩეული ადგილი, მან გააგზავნა წერილი რუმინეთის საელჩოში, კიშინოვში, იმის გაცხადებით რომ იგი იძულებული იყო ინიცირება განეხორციელებინა მისი რუმინეთის მოქალაქოებიდან გასვლის, მაგრამ მიუთითა რომ იგი იტოვებდა უფლებას უკან გაეტანა მისი ეს წერილი დიდი პალატის მიერ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ამ წერილის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მომჩივანის მანდატი. 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ no. 273 კანონი გამოაცხადა არაკონსტიტუციურად.
1991 წლიდან 2001 წლამდე, დაახლოებით, 3,800,000 მოლდოველიდან, 95,000-დან 300,000 პირმა მიიღო რუმინეთის მოქალაქეობა; 2007 წლის თებერვალში დაახლოებით 800,000 მოლდოველის განაცხადი რუმინეთის მოქალაქეობაზე განხილვის პროცესში იყო. აგრეთვე, იმ პერიოდში, დაახლოებით 120,000 მოლდოველი გახლდათ რუსეთის პასპორტებით.
კანონი - (ა) დასაშვებობა
(ი) დაზარალებულის სტატუსი: მომჩივანზე უშუალო ეფექტი იქონია no. 273 კანონმა, როდესაც ის ვალდებული იყო ინიცირება განეხორციელებინა პროცედურის, რომელმაც იგი რისკის ქვეშ დააყენა რომ დაკარგავდა რუმინეთის მოქალაქეობას. მეტიც, იმის ცოდნა რომ, თუ იგი იქნებოდა არჩეული, მას დაეკისრებოდა ვალდებულება რომ გადაედგა ნაბიჯები რათა უარი ეთქვა საკუთარ რუმინეთის მოქალაქეობაზე, უდაოდ იქონია ზემოქმედება მასზე მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მას აგრეთვე, შეიძლება, დაეკარგა ხმები, რადგან ამომრჩეველი საქმის კურსში იყო რომ არსებობდა იმის შანსი რომ იგი გადაწყვეტთა არ დაეკავებინა მისი თანამდებობა თუ ეს გამოიწვევდა მისი ორმაგი მოქალაქეობის დაკარგვას. მიუხედავად იმისა რომ რუმინეთის მთავრობამ ჯერ არ ჩამოართვა მომჩივანს რუმინეთის მოქალაქეობა, იგი თავისუფალი იყო, ნებისმიერ დროს, შეეწყვიტა მოქალაქეობიდან გამოსვლის პროცესი. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ შემთხვევაში, როდესაც მომჩივანს სურდა რომ მიეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატათ, იგი დადგებოდა ამ გაურკვევლობის წინაშე, მოახდენდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მისი მანდატის დადასტურებას და რამდენად რუმინეთის მთავრობა მოახდენდა რეაგირებას მის მოთხოვნაზე რუმინეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, მოცემულ ღონისძიებას ქონდა უარყოფითი შედეგი მასზე.
დასკვნა: წინასწარი შენიშვნა უარყოფილია (ერთხმად).
(იი) ადგილობრივი სამართლებრივი დაკმაყოფილების საშუალებების ამოუწურვადობა: სამართლებრივი დაკმაყოფილების საშუალებები, რომლებიც შემოთავაზებული იყო მთავრობის მიერ, არ იყო ხელმისაწვდომი მომჩივანისთვის, რადგან მას არ შეეძლო უშუალოდ მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი სამართლებრივი დაკმაყოფილების საშუალება ამოწურულ იქნა.
დასკვნა: წინასწარი შენიშვნა უარყოფილ იქნა (ერთხმად).
(ბ) საქმის არსებითი მხარე – პირველი მუხლის მე-3 მუხლი: მისი არჩევის შემდეგ, მომჩივანი ვალდებული იყო მოეხდინა რუმინეთის მოქალაქოების შეწყვეტის ინიცირება, რათა მისი მანდატი დადასტურებული ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სახეზე გვქონდა, პირველი ოქმის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ, მის უფლებებში ჩარევას. სასამართლო დარწმუნდა რომ no. 273 კანონმა დააკმაყოფილა განჭვრეტადობის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩანდეს შეუსაბამობა კანონსა და მოქალაქეობის შესახებ ევროპის კონვენციის მე-17 მუხლს შორის, სასამართლომ არ ჩათვალა აუცილებლად გადაეწყვიტა ნორმათა შორის აშკარა კონფლიქტი.
რაც შეეხება სახელმწიფოს წინაშე ლოიალობის უზრუნველყოფის მიზანს, რომელიც მოშველიებულ იქნა მხარეთა მიერ, რათა დაესაბუთებინათ აკრძალვის შემოღება, მოცემული კომცეფცია არ იყო ნათლად განსაზღვრული და არანაირი ახსნა მის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა წარმოდგენილი მხარეების მიერ. თავისმხრივ, საწყის ეტაპზე, სასამართლო განასხვავებს სახელმწიფოს წინაშე ლოიალობას მთავრობის წინაშე ლოიალობისგან. როცა სახელმწიფოს წინაშე ლოიალობის საჭიროება შეიძლება ნამდვილად წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს, რამაც დაასაბუთა შეზღუდვები საარჩევნო უფლებებზე, მთავრობის მიმართ ლოიალობის გამო ეს ვერ დასაბუთდება. დემოკრატიულ სახელმწიფოში, დეპუტატების რეალური როლი, განსაკუთრებით კი იმ წევრების, რომლებიც არიან ოპოზიციური პარტიებიდან, არის ამომრჩეველთა წარმოდგენა ხელისუფლებაში მყოფი მთავრობის ანგარიშვალდებულობის უზრუნველყოფით და მათი პოლიტიკის გაანალიზებით. მეტიც, განსხვავებული და რიგ შემთხვევაში დიამეტრიულად საწინააღმდეგო მიზნებისკენ სწრაფვა არა მარტო მისაღებია, არამედ აუცილებელი, რათა მოხდეს პლურალიზმის გავრცელება და ამომრჩევლებისთვის არჩევანის საშუალების მიცემა, რომ აიჩიოს ის პოლიტიკური მოსაზრება, რომელიც გამოხატავს მათ პოზიციას. სახელმწიფოს მიმართ დეპუტატების მხრიდან მოთხოვნილი ლოიალობა, პრინციპის დონეზე, გულისხმობს კონსტიტუციის, კანონების, ინსტიტუტების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული განუყოფლობის პატივისცემას. ნებისმიერი სურვილი, რომ მოხდეს ცვლილება რაიმე ამ ასპექტთან მიმართებაში, უნდა იქნეს წარმართული სახელმწიფოს კანონების შესაბამისად. ნებისმიერი სხვა ხედვა საფუძველს გამოაცლიდა დეპუტატთა შესაძლებლობას წარმოედგინა მათი ამომრჩევლების, კერძოდ უმცირესობათა ჯგუფების ინტერესები. ის ფაქტი, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოლდოვის დეპუტატებს შეიძლება ქონოდათ სურვილი წარემართათ პოლიტიკური პროგრამა, რომელიც შეიძლება ზოგიერთის მიერ მიჩნეულიყო შეუსაბამო მოლდოვის სახელმწიფოს არსებულ პრინციპებთან და სტრუქტურებათან, ეს არ ხდიდა მას შეუსაბამოს დემოკრატიის წესებთან. ამის გათვალისწინებით, სასამართლო გადაერთო იმის განხილვაზე თუ რამდენად აღნიშნული ღონისძიება მოცემულ საქმეში გულწრფელად განზრახული იყო რომ უზრუნველეყო ლოიალობა სახელმწიფოს მიმართ. no. 273 კანონი გალხდათ საარჩევნო რეფორმის პაკეტის ერთ-ერთი ასპექტი, რისი სხვა ღონისძიებებიც მოიცავდა საარჩევნო ზღვარის აწევას და საარჩევნო პლოკების აკრძალვას. ყველა შემოთავაზებულ ღონისძიებას ქონდა უარყოფითი შედეგი ოპოზიციაზე, რომლებისთვისაც, ადრე, რთული იყო საკმარისი ხმების დაგროვება, რათა მიეღწიათ ბარიერისთვის და შესულიყვნენ პარლამენტში და ამას მიაღწიეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ შექმნეს საარჩევნო ბლოკები. 2009 წლის აპრილის არჩევნების შედეგმა აჩვენა ახალი კანონის არაპროპორციული ეფექტი. მომჩივანის საჩივარი იმის თაობაზე, რომ კანონმა მისი მოქმედებიდან გამორიცხა დნესპრისპირეთის მაცხოვრებლები, რომელთა დიდ ნაწილს ქონდათ რუსეთის მოქალაქეობა, განაპირობეს დამატებითი წუხილები ამ კანონმდებლობის რეალურ მიზანთან მიმართებაში. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია მნიშვნელოვნად რომ ცვლილებები განხორციელდა წელიწადზე უფრო ნაკლებ პერიოდში საერთო არჩევნებამდე. მთავრობამ შეძლო წარმოედგინა პარლემენტის წევრის ერთი მაგალითი, რომელსაც ქონდა ორმაგი მოქალაქეობა და ამჟღავნებდა არალოიალობას მოლდოვის სახელმწიფოს წინაშე. გარდა მცირე მითითებებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმ მოძრაობებზე რომლებიც საფუძველს უთხრიან მოლდოვის სახელმწიფოს, საკმაოდ მცირე განმარტება იქნა წარმოდგენილი საარჩევნი პოლიტიკის ცვლილებისათვის. მეტიც, როგორც ჩანს, არის მტკიცებულება რომ არ მომხდარა კანონის თანმდიმდევრულად გამოყენება. ამ გარემოებებში სასამართლო სრულად არ დაკმაყოფილებულა რომ ამ ღონისძიების მიზანი იყო პარლამენტის წევრთა ლოიალობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მიმართ.
რაც შეეხება აღნიშნული ღონისძიების პროპორციულობას, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული პრაქტიკის ანალიზმა გამოავლინა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ სადაც რამდენიმე მოქალაქეობის ქონა იყო დაშვებული, ერთ მოქალაქეობაზე მეტის ქონა არ უნდა ყოფილიყო საფუძველი პარლამენტის დეპუტატათ გახდომის შეუძლებლობისათვის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოქალაქეობა ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო და მრავალი მოქალაქეობის მქონე პარლემენტის წევრების რაოდენობა შეიძლება ყოფილიყო მაღალი. თუმცა, ამ კონსენსუსის მიუხედავად განსხვავებული მიდგომა შეიძლება დასაბუთებულიყო იქ, სადაც სპეციალური ისტორიული ან პოლიტიკური გარემოებები განაპირობებდნენ მეტად შეზღუდული პრაქტიკის აუცილებლობას. სასამართლომ ხაზი გაუსვა მოლდოვის სპეციალურ პოზიციას, რომელსაც ყავდა პოტენციურად დიდი პროპორცია ორმაგი მოქალაქეების და მხოლოდ შედარებით ახლახანს გახდა დამოუკიდებელი. მოლდოვის ისტორიის გათვალისწინებით, 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს აკრძალვა მრავალი მოქალაქეობის მქონე პარლამენტის წევრებზე შეიძლება დასაბუთებული ყოფილიყო. თუმცა, აკრძალვა არ ყოფილა შემოღებული ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც მოლდოვა გახდა დამოუკიდებელი და სადღაც ხუთი წლის შემდეგ, რაც მოხდა ორმაგი მოქალაქეობის დასაშვებობის კანონების შემსუბუქება. მთავრობამ არ წარმოადგინა ახსნა თუ რატომ მოხდა უკანასკნელ პერიოდში იმ წუხილების წარმოშობა, რომელიც ეხებოდა ორმაგი მოქალაქეების ლოიალობას და რატომ არ ყოფილა მოცემული წუხილები სახეზე როდესაც მოხდა კანონის პირველად შეცვლა რათა დაშვებულიყო ორმაგი მოქალაქეობა. სასამართლომ აღიარა რომ პარლამენტის წევრების რაოდენობა, რომლებიც ფლობენ ორმაგ მოქალაქეობას, იყო მნიშვნელოვანი. თუმცა, ასევე მოქალაქეების დიდი ნაწილიც ფლობდა ორმაგ მოქალაქეობას და მათ ქონდათ უფლება წარმოდგენილ ყოფილიყვნენ პარლამენტის იმ წევრების მიერ ვინც გამოხატავდნენ მათ წუხილებსა და პოლიტიკურ მოსაზრებებს. მოცემულ საქმეში, არსებობდა სხვა საშუალებები მოლდოვის კანონების, ინსტიტუტებისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, ისეთი როგორიცაა სანქციები არალეგალური ან ისეთი საქციელისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოფდა ხელმისაწვდომობას კონფიდენციურ დოკუმენტებზე, რომლებიც ექვემდებარებოდნენ უსაფრთხოების დაშვებას. როდესაც უშუალო საფრთხემ დემოკრატიისათვის ან დამოუკიდებლობისათვის გაიარა, ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც ხდებოდა სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რეალური საფრთხის იდენტიფიცირება კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ყოფილიყო უფრო მეტად მისაღები ვიდრე ბლანკეტური დაშვება რომ ყველა ორმაგი მოქალაქე საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ვენეციის კომისია, რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისია (ECRI), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ნაკისრი ვალდებულებების კომიტეტი იყო შეთანხმებული აღნიშნული აკრძალვის კრიტიკაში. წუხილები იქნა გამოხატული no. 273 კანონის დისკრიმინაციულ ხასიათსა და მის შედეგზე იმასთან მიმართებაში თუ რა შესაძლებლობა ექნებოდა რამდენიმე პოლიტიკურ ძალას ეფექტურად მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა მოქალაქეობის შესახებ ევროპის კონვენციის მე-17 მუხლზე და მოლდოვის ვალდებულებაზე ამ დებულებასთან მიმართებაში, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო რომ მოლდოვის მოქალაქეებს, რომლებსაც ქონდათ სხვა მოქალაქეობა ქონოდათ იგივე უფლებები და ვალდებულებები, როგორც მოლდოვის სხვა მოქალაქეებს.
დასკვნისათვის, ნებისმიერი შეზღუდვა საარჩევნო უფლებებზე არ უნდა იყოს ისეთი რომ გამორიცხოს რომელიმე პირი ან ჯგუფი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამასთან მიმართებაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, მისი ამოქმედების დროს, კანონის დისპროპორციულ ეფექტზე ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში. სასამართლოს უნდა განეხილა განსაკუთრებული სიფაქიზით ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ, ან პრინციპის დონეზე, იმისათვის რომ მოეხდინა ოპოზიციის უარეს მდგომარეობაში ჩაყენება, განსაკუთრებით როდესაც ღონისძიების ხასიათი იყო ისეთი, რომ ის გავლენას ახდენდა ოპოზიციული პარტიების რეალურ შესაძლებლობაზე მოეპოვებინათ ძალაუფლება მომავალში, გარკვეულ ეტაპზე. აღნიშნული ხასიათის ღონისძიებებმა შეზღუდეს პირველი ოქმის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებები იმ ფარგლებში, რომ მათი რეალური არსი იქნა უგულვებელყოფილი და ეფექტურება წართმეული. მოცემულ საქმეში, არჩევნებამდე მოკლე პერიოდით ადრე, აღნიშნული შეზღუდვის შემოღებამ, იმ დროს, როცა სამთავრობო პარტიის ხმათა პროცენტულობა კლებულობდა, დამატებით იქონია უარყოფითი გავლენა მოცემული ღონისძიების პროპორციულობაზე.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: ზიანთან მიმართებაში მოთხოვნა არ დაყენებულა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy