© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2013. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2013. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #162
აპრილი 2013
ტარანტინო და სხვები იტალიის წინააღმდეგ - 25851/09, 29284/09 და 64090/09
გადაწყვეტილება 2.4.2013 [II სექცია]
დამატებითი ოქმი #1; მუხლი 2
განათელბის უფლება
სამედიცინო და სტომატოლოგიურ ფაკულტეტებზე კანონმდებლობით დადგენილი numerus clausus პრინციპის საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში გამოყენება მისაღები გამოცდებისას: არ არის დარღვევა
ფაქტები – იტალიაში, numerus clausus (უნივერსიტეტში დაშვებულ პირთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა) პრინციპი ვრცელდება გარკვეულ პროფესიულ ფაკულტეტებზე, როგორიცაა სამედიცინო და სტომატოლოგია როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ყველა მომჩივანი იყო სტუდენტი, რომლებიც ვერ ჩაირიცხენ სამედიცინო ან სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც მათ შეიტანეს განაცხადი. პირველი შვიდი მომჩივანი ჩაიჭრა მისაღებ გამოცდაში. მერვე მომჩივანმა თავდაპირველად მოიპოვა ადგილი სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე მაგრამ ის გარიცხეს კურსიდან და მოსთხოვეს თავიდან ჩაებარებინა მისაღები გამოცდები ვინაიდან კურსის გამოცდებზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა. რვავე მომჩივანმა სარჩელით მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მათი განათლების უფლების შელახვის საფუძვლით რომელიც გარანტირებულია დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლით.
კანონი –დამატებითი ოქმი #1-ის მე-2-ე მუხლი
(ა) ყველა განმცხადებლის საჩივარი - მისაღები გამოცდით დადგენილი შეზღუდვები და numerus clausus-ის შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლები წინასწარ განჭვრეტადია და ემსახურებოდა კანონიერ მიზანს, რომელიც მდგომარეობდა პროფესიონალიზმის მაღალი დონის მიღწევაში რაც უზრუნველყოფილია მინიმალური და ადექვატური განათლების დონით უნივერსიტეტში. ეს წარმოადგენს ზოგად ინტერესს. საკითხი შესაბამისად ეხება შეზღუდვის პროპორციულობას.
რაც შეეხება მისაღებ გამოცდას, საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტების გამოვლენა შესაბამისი ტესტების საშუალებით წარმოადგენს პროპორციულ საშუალებას, რომლითაც ხდება მინიმალური და ადექვატური განათლების დონის უზრუნველყოფა უნივერსიტეტებში. სასამართლო არ იყო კომპეტენტური მიეღო გადაწყვეტილება ტესტების შინაარსსა და შესაბამისობაზე.
რაც შეეხება numerus clausus-ს, უნდა დადგინდეს ბალანსი მომჩივანის ინდივიდუალურ ინტერესებსა და ზოგადად საზოგადოების ინტერესს შორის და მათ შორის უნივერსიტეტის სხვა სტუდენტების ინტერესებს შორის. ორი კრიტერიუმი რასაც numerus clausus ემყარება მდგომარეობს შემდეგში – უნივერსიტეტის პოტენციური რესურსები და შესაძლებლობები, საზოგადოების საჭიროება კონკრეტული პროფესიისადმი - რაც შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ დადგენილ პრეცედენტულ სამართალთან, რომლის მიხედვითაც განათლების უფლების რეგულირება განსხვავდება საზოგადოების და ინდივიდების საჭიროებების და რესურსების მიხედვით. ისინი ასევე განხილულ უნდა იქნას უმაღლესი განათლების კონტექსტში.
ამ კრიტერიუმის პირველ ნაწილთან მიმართებით, რესურსები აშკარად შესაბამისი და უდაოდ მისაღები იყო ვინაიდან განათლების უფლება იყო ხელმისაწვდომი გარკვეული შეზღუდვებით. ეს იყო შესაბამისობაში სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოს მიერ კერძო უნივერსიტეტებში ხელმისაწვდომობის რეგულირების საკითხი არ არის დისპროპორციული ან თვითნებური, მხოლოდ იმიტომ რომ კერძო უნივერსიტეტები იტალიაში ნაწილობრივ დამოკიდებულნი იყვნენ სახელმწიფო სუბსიდიებზე, არამედ იმიტომ რომ ხელმისაწვდომობის რეგულირება საჭიროდ მიიჩნევა როგორც თვითნებური ჩარიცხვის ან გარიცხვის პრევენციისთვის ისე თანაბარი მოპყრობის გარანტირებისთვის. შესაბამისად სახელმწიფოს ქმედება მოეხდინა მკაცრი რეგულირება, განსაკუთრებით კი ისეთ ფაკულტეტებზე სადაც მინიმალური და ადექვატური ცოდნა საჭირო იყო, გამართლებულად მიიჩნევა - იმის უზრუნველყოფისთვის, რომ კერძო უნივერსიტეტებში განათლების მიღება არ არის ადვილად ხელმისაწვდომი და არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანდიდატის ფინანსურ მდგომარეობაზე, მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა და პროფესიისადმი სწრაფვისა. ასევე სიმართლეა ის, რომ გადაჭედილი საკლასო ოთახები საზიანოა საგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობისათვის. ასე რომ პირველი კრიტერიუმი იყო როგორც კანონიერი ისე პროპორციული.
რაც შეეხება მეორე კრიტერიუმს, როგორიცაა საზოგადოების საჭიროება კონკრეტული პროფესიის მიმართ, სასამართლო მიიჩნევს მას დაბალანსებულად და პროპორციულად. სპეციალური კატეგორიის პროფესიონალების ტრენინგი წარმოადგენს დიდ ინვესტიციას და სახელმწიფო უფლებამოსილია იმოქმედოს, იმისათვის რომ საჯარო სექტორის მიერ ხარჯების ზედმეტად ხარჯვა აირიდოს თავიდან. სახელმწიფოსათვის გონივრული იყო თითოეული წარმატებული კანდიდატის სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციისკენ სწრაფვა, ვინაიდან უმუშევრობა მიჩნეულია სოციალურ ტვირთად საზოგადოებისათვის. ასევე შეუძლებელი იქნებოდა წინასწარ განსაზღვრულიყო თუ რამდენი კურსდამთავრებული მოძებნიდა სამუშაოს ქვეყნის გარეთ და შესაბამისად სახელმწიფოსათვის გონივრული იყო დაეფუძნებინა საკუთარი პოლიტიკა ვარაუდზე რომ უმეტესობა დარჩებოდა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით მოიძიებდა სამუშაოს.
ბოლოს, მომჩივნებს არ შეეზღუდათ უფლება სხვა ფაკულტეტზე შეეტანათ განაცხადი ან საზღვარგარეთ მიეღოთ განათლება და ვინაიდან მათ არ ეზღუდებოდათ უფლება მისაღებ გამოცდაზე გასვლით და რამდენჯერაც სურდათ იმდენჯერ შეეძლოთ გასულიყვნენ, მათ კიდევ ჰქონდათ უფლება თავიდან ჩაებარებნათ გამოცდა და წარმატების შემთხვევაში ჩარიცხულიყვნენ მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე. და ბოლოს, დადგენილი ღონისძიება არ იყო დისპროპორციული და სახელმწიფო არ გასცდა თავისუფალი მოქმედების ფარგლებს.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).
(ბ) საჩივარი მხოლოდ მერვე მომჩივანთან მიმართებით – არ შეიძლება სტუდენტის კურსიდან გარიცხვა და მისაღები გამოცდის თავიდან ჩაბარება არაგონივრულად იქნეს მიჩნეული, როდესაც მან ვერ შეძლო გამოცდის ჩაბარება რვა წლის განმავლობაში თანმიმდევრულად, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში როდესაც numerus clausus ვრცელდება სადაო საუნივერსიტეტო კურსზე. ეს ღონისძიება, რომელიც ადგენს ბალანსს მერვე მომჩივნის ინტერესს და სხვა კანდიდატების ინტერესებს შორის და ზოგადად საზოგადოების ინტერესს შორის იყო პროპორციული.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2013
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2013
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2013
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy