დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
პირველი სექცია
ტაში თურქეთის წინააღმდეგ
(განაცხადი N24396/94)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2000 წლის 14 ნოემბერი
განაჩენი ექვემდებარება სარედაქციო გადახედვას შერჩეული სასამართლო განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ოფიციალურ ანგარიშებში მისი საბოლოო ფორმით რეპროდუცირებამდე.
საქმეზე ტასი თურქეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შეკრებილმა დიდი პალატის სახით, შემდეგი შემადგენლობით:
ე.პალმი, პრეზიდენტი,
ვ. ტომასონი
ლ. ფერარდი ბრავო
კ. ბირსანი
ჯ. კასადევალი,
რ. მარუსტე, მოსამართლეები,
ფ. გოლცუკლუ, ad hoc მოსამართლე,
და მ. ო’ბოილე, სექციის რეგისტრატორი
იმსჯელა განმარტოებით 2000 წლის 18 ოქტომბერს,
გამოიტანა გადაწყვეტილება ამავე დღეს:
პროცედურა
საქმე სასამართლოს განსახილველად გადასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ (,,კომისია“), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (,,კონვენცია“)[1] N11 ოქმის ძალაში შესვლამდე მოქმედი დებულებების შესაბამისად, მიერ. (N11 პროტოკოლის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, და კონვენციის ადრე მოქმედი 47-ე და 48-ე მუხლები). საქმე ეფუძნება ეროვნებით თურქი, ბეშირ ტაშის (განმცხადებელი), მიერ 1994 წლის 7 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის (,,კომისია“) წინაშე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (,,კონვენცია“) ადრე მოქმედი 25-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ განაცხადს (N24396/94). მომჩივნის, რომელმაც მიიღო სამართლებრივი დახმარება, წარმომადგენლები იყვნენ კ. ბოილე და ფ. ჰამპსონი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ გაერთიანებულ სამეფოში. თურქეთის მთავრობის (,,მთავრობა“) წარმომადგენლები იყვნენ მისი აგენტები, გუნდუზი და ალპასლანი. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი შვილი - მუჰსინ ტაში გაუჩინარდა უსაფრთხოების ძალების მიერ მისი კიზრეში (Cizre) დაპატიმრების შემდეგ, 1993 წლის 14 ოქტომბერს. მან მიუთითა კონვეციის მე-2, მე-3, მე-5, 13-ე, და 18-ე მუხლებზე. კომისიამ საჩივარი დასაშვებად ცნო 1996 წლის 5 მარტს. 1999 წლის 9 სექტემბრის მოხსენებაში (კონვენციის ადრე მოქმედი 31-ე მუხლი) მან გამოთქვა მოსაზრება 27 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რომ დაირღვა მე-2 მუხლი, ერთხმად - რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი განმცხადებლის შვილის მიმართ, ერთხმად - რომ დაირღვა მე-3 მუხლი განმცხადებლის მიმართ, ერთხმად - რომ დაირღვა მე-5 მუხლი, ერთხმად - დაირღვა 13-ე მუხლი და ერთხმად - რომ არ დარღვეულა კონვენციის 14-ე და 18-ე მუხლები. საქმე კომისიის მიერ სასამართლოს გადაეცა 1999 წლის 23 ოქტომბერს. კონვენციის 14-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანმა უკან გამოიხმო თავისი საჩივარი. საჩივარი გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). აღნიშნულ სექციაში, პალატა რომელსაც უნდა განეხილა საქმე (კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი), ჩამოყალიბდა სასამართლოს რეგლამენტის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე. თურქეთის მხრიდან არჩეული მოსამართლე ტურმანი აიცილეს საქმის განხილვიდან (მუხლი 28). მთავრობამ, შესაბამისად, დანიშნა ფ.გულცუკლუ, როგორც ad hoc მოსამართლე (კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი და რეგლამენტის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). განმცხადებელმა და მთავრობამ, თითოეულმა მათგანმა წარადგინა არგუმენტაცია საქმის არსებით ნაწილთან დაკავშირებით 2000 წლის 4 და 3 აპრილს, შესაბამისად. 2000 წლის 30 მაისს, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, პალატამ გადაწყვიტა, რომ არ იყო საჭირო საქმის არსებითი ნაწილის განხილვა (რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-2 პუნტი 2 in fine).).
ფაქტები
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
9. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, განსაკუთრებით, 1993 წლის 14 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც მუჰსინ ტაში დაკავებული იყო უსაფრთხოების ძალების მიერ, სადავო გახადეს მხარეებმა. კომისიამ, კონვენციის ადრე მოქმედი 282-ე მუხლის 1-ლი მუხლის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა დახმარებით ჩაატარა გამოძიება.
კომისიამ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები ანკარაში 1998 წლის 7-დან 8 მაისის ჩათვლით. მოწმეებს შორის იყვნენ მოსარჩელე; ატილა კეიანი, კიზრის პროკურორი, რომელმაც ხელი მოაწერა მოთხოვნას მუჰსინ ტაშის პატიმრობის გაგრძელების შესახებ; ზეკეიე პალპასი, კიზრის სახელმწიფო საავადმყოფოს ექიმი, რომელიც უვლიდა მუჰსილ ტაშს მუხლზე ტყვიით მიყენებული ჭრილობის გამო; ექიმი აჰმეტ ქანი, რომელმაც გასინჯა მუსინ ტაში სირნაკის სამხედრო ჰოსპიტალში; მაიორი ქემალ ტამიზოზი, კიზრის ოლქის ჟანდარმის მეთაური, რომელმაც დააკავა მუჰსილ ტაში; სერჟანტი ბურჰანეტინ კიაკი, რომელიც ესწრებოდა მუჰსილ ტაშის დაპატიმრებას; პოლკოვნიკი ეროლ ტუნა, რომელმაც მუჰსილ ტაში გადაიყვანა კიზრიდან სირნაკში; სერჟანტი-მაიორი კემალ კილიცლი, სერჟანტი ადემ აკიუჟი და სერჟანტი დურსუნ ოზტურკი, რომელიც მუჰსინ ტაშის სირნაკში დაბრუნების დროს მუშაობდა სირნაკის პროვინციის ჟანდარმის დაკითხვის დეპარტამენტში და ნედიმ კაია, ,,მოძღვარი“, რომელიც ადრევე გაწევრდა ქურთების მუშათა პარტიაში (PKK) და მოგვიანებით დანებდა ხელისუფლებას.
10. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები მოცემულია 1999 წლის 9 სექტემბრის ანგარიშში და შეჯამებულია ქვემოთ (სექცია ,,ა“). განმცხადებელი ეთანხმება კომისიის მიერ დადგენილ ფაქტებს. მთავრობის არგუმენტები აღნიშნულ ფაქტებთან მიმართებით შეჯამებულია ქვემოთ (სექცია ,,ბ“).
ა. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები
11. 1993 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ერაყსა და სირიასთან ახლოს მდებარე კიზრის რეგიონი იყო ინტენსიური ტერორისტული მოქმედებების ადგილი. კიზრის ქალაქი მდებარეობდა გაბარის მთებთან ახლოს, სადაც განლაგებული იყო PKK-ის მრავალი ბანაკი და თავშესაფარი. კიზრსა და სირნაკს შორის არსებული გზა, პროვინციიის ცენტრი, წარმოადგენდა თავდასხმის სამიზნეს, რაც ქმნიდა ამ ორი მთვარი ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის სამხედრო დაცვის საჭიროებას.
12. ოლქის უფროსი ჟანდარმი კიზრში ამ დროს იყო კაპიტანი ტემიზოზი. პროვინციიის ჟანდარმის მთავრსარდლობა, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკი, მდებარეობდა სირნაკში ისევე, როგორც ჟანდარმის 23-ე სასაზღვრო ბრიგადა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო ორი სხვადასხვა მეთაურობა, მტკიცებულებებიდან გამოირკვა, რომ პროვინციის ჟანდარმის უფროსობა ექვემდებარებოდა ბრიგადის უფროსს, რომელსაც მეთაურობდა გენერალი. პროვინციის ჟანდარმერიის უფროსობის ქვეშ არსებობდა დაკითხვის ცენტრი, სადაც სამი დამკითხველი: ქემალ ქილიცლი, ადამ აკიუზი და დურსუნ ვორქედი მუშაობდა.
მუჰსი ტაშის დაკავებასა და პატიმრობასთან დაკავშირებით
13. 1993 წლის 14 ოქტომბერს, დილაადრიან, კიზრის ოლქ კუდში (Cudi), პოლიციისა და ოლქის ჟანდარმის მიერ ოპერაციის ჩატარების დროს, მუჰსილ ტაშს ესროლეს მუხლებში და ჟანდარმერიამ წაიყვანა ციხეში, კაპიტანი ტემიზოზის ბრძანების საფუძველზე. ეს მოხდა დაახლოებით დილის 05.00 საათზე. 1993 წლის კვლევით ანგარიშში, რომელიც დეტალურად აღწერდა ამ შემთხვევას, მითითებული იყო, რომ მუჰსინ ტაშს აღმოუჩინეს კალაშნიკოვის იარაღი, თოფი და ხელ-ყუმბარები. აღნიშნული ანგარიშიდან და კაპიტანი ტემიზოზოს ზეპირი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მუჰსილ ტაშმა მაშინვე გაუმხილა ჟანდარმებს საკუთარი ვინაობა, რომ მისი კოდური სახელი იყო ,,ჰანემირი“ და რომ იგი კიზრში ჩამოვიდა იმისათვის, რომ მოქმედებები ეწარმოებინა PKK-სთვის. კაპიტანმა ტემიზოზმა მუჰსინ ტაშის ნათქვამიდან გამომდინარე, ჩათვალა რომ ის აშკარად მეთაური უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას არ გაუხსენებია ტაშის შეთავაზება, რომ დახმარებოდა მათ PKK-ის ადგილმდებარეობის პოვნაში. სერჟანტი ბურჰანეტინ კიაკი, რომელიც ესწრებოდა დაკავების სცენას, გაიგონა რომ ტაშმა გაამხილა თავისი სახელი, კოდური სახელწოდება და რომ ის იყო მთებიდან. სერჯანტს არ გაუგონია, რომ ტაშმა სურვილი გამოთხვა დახმარებოდა უსაფრთხოების ძალებს.
14. დაკავებისას ჟანდამრემებთან მომხდარი ამ პირველი შეხლა-შემოხლის შემდეგ , მუჰსინ ტაში წაიყვანეს კიზრის სახელმწიფო ჰოსპიტალში, სადაც ის გასასინჯად მიიღო ექიმმა პალპასმა 05.00 საათისთვის. ექიმ პალპასს არ ახსოვდა მუჰსინ ტაშის შესახებ, თუმცა იგი ეხმარებოდა კომიის დელეგატებს თავისი ანგარიშის გაშიფვრაში. ამ უკანასკნელში მითითებული იყო, რომ მუჰსინ ტაშს მუხლში ჰქონდა გამავალი ჭრილობა, წინა მარჯვენა მუხლის დაზიანებასთან ერთად. მას ცნობიერება არ ჰქონდა დაკარგული და ამიტომაც, მისი სიცოცხლე საფრთხეში არ იყო. სამედიცინო ხელსაწყოებისა და ორთოპედი ექსპერტების ნაკლებობის გამო ექიმმა პალპასმა მისი მარდინში (Mardin) გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
15. იმავე დღეს, გაურკვეველ დროს, მუჰსინ ტაში გადაეცა კაპიტან ეროლ ტუნას, სირნაკის პროვინციის ჟანდარმერიის ოფიცერს, რომელიც მეთაურობდა კიზრესა და შირნაკს შორის მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.
16. კომისიამ არაერთხელ მოითხოვა ის ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იყო მუჰსინ ტაშის დაკავების დრო და პატიმრობის ადგილი, სადაც ამყოფებდნენ მას დაკავების შემდეგ. არავითარი ჩანაწერის წარდგენა არ მომხდარა, რომელიც ასახავდა, თუ სად იმყოფებოდა მუჰსილ ტაში კიზრეში ექიმის მიერ გასინჯვიდან შირნაკში გადაყვანამდე. კაპიტანი ტამიზოზი ფიქობდა, რომ ტაში აღრიცხული უნდა ყოფილიყო კიზრის გარეუბნის ჟანდარმის ანგარიშებში, რადგანაც იგი დააკავეს კიზრის პროკურორის ბრძანებით. კიზრის მთავრობის მიერ კიზრის ოლქის ჟანდარმერიიდან მიწოდებული ანგარიშები არ შეიცავდა ინფორმაციას მუჰსილ ტაშის შესახებ.
17. მუჰსილ ტაშის შინრნაკში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შირნაკის 23-ე სასაზღვრო ბრიგადამ. ტაშის დაკავების შესახებ კაპიტანმა ტამიზოზმა შეატყობინა ბრიგადის მეთაურობას, რომელმაც მოითხოვეს ტაშის შირნაკში გადაყვანა. 1993 წლის 14 ოქტომბრის ანგარიშში მითითებული იყო ასევე, ბრიგადის მოთხოვნის შესახებ. გადაყვანის მიზეზი აღნიშნულ დოკუმენტში არ იყო ასახული. კაპიტანმა ტამიზოზმა ჩათვალა, რომ ტაში უნდა წასულიყო შირნაკში, ვინაიდან ის იყო მეთაური და გააჩნდა ინფორმაცია გაბარის მთების შესახებ, ამ რეგიონში კი ოპერაციებს ატარებდა შირნაკის ზემოაღნიშნული ბრიგადა.
18. ერთადერთი ანგარიში, რომელიც ეხებოდა მუჰსილ ტაშის პატიმრობას მისი შირნკში ჩასვლის შემდეგ იყო შირნაკის სამხედრო ჰოსპიტალის პოლიკლინიკაში მისი შესვლის ჩანაწერი. აღნიშნული ანგარიში თარიღდებოდა 1993 წლის 14 ოქტომბრით, კონკრეტული დროის მიუთითებლად. არც კაპიტან ეროლ ტულას და არც ექიმს, რომელიც მას უვლიდა, არ ახსოვდათ ინციდენტის შესახებ. შესაბამისად, არ შეეძლოთ განემარტათ თუ ზუსტად როდის მიიყვანეს ტაში და ვის გადასცეს შემდგომში. ექიმმა კანმა, რომელიც უვლიდა ტაშს, ჰოსპიტალში არსებული ჩანაწერს საფუძველზე მიიჩნია, რომ მას უნდა ემკურნალა ჭრილობისთვის, არტახებით შეეკრა ფეხი ან გაწია მეთვალყურეობა ამ პროცედურებისთვის. მისი აზრით ტაში არ უნდა მიეღოთ ჰოსპიტალში, ვინაიდან მისი ჩანაწერები არ შეიცავდა მითითებებს, რომ აღნიშნული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ან ჩათვლილიყო აუცილებლობად. შემდგომი მკურნალობა, რომელიც მისი აზრით, იქნებოდა აუცილებელი - ანტიბიოტიკები, რომელიც სავარაუდოდ პაციენტს ადგილზევე გადაეცემოდა და ჭრილობის სამდღიანი ინტერვალით შეხვევა - არ მოითხოვდა მუდმივ ჰოსპიტალურ მკურნალობას.
19. მთავრობის მიერ იდენტიფიცირებული სამი ოფიცრიდან, რომელთაც მუჰსილ ტაში დაკითხეს შირნაკის პროვინციის ჟანდარმერიის სათაო ოფისში - ქემალ კილიკლი, ადემ აკიუზი და დურსან ოზტურკი - მხოლოდ ერთმა, ადემ აკიუზმა გაიხსენა მუჰსილ ტაშის დაკითხვა. მთავრობის დაკითხვის დეპარტამენტს არ წარუდგენია არავითარი ანგარიში ან ჩანაწერი, რომელიც ეხებოდა მუჰსილ ტაშის დაკითხვას, მათ შორის, არც დაკითხვის ჩანაწერები, რაც, მოწმეთა თქმით, უნდა არსებულიყო. მთვარობამ უარყო მსგავსი დოკუმენტების არსებობა. შესაბამისად, მუჰსილ ტაშის დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო ადემ აკიუზის ზეპირი მტკიცებულება და ტაშის სავარაუდო გაქცევის შემდეგ შედგენილი, ჟანდარმერიის სხვადასხვა ანგარიშებში არსებული მოკლე კომენტარები.
20. ადემ აკიუზის ნათქვამის მიხედვით, მან ერთხელ დაკითხა მუჰსინ ტაში, როდესაც მუჰსინ ტაში ლოგინს მიეჯაჭვა საავადმყოფოსა თუ ჰოსპიტალში. მას გაიხსენა, რომ აკეთებდნენ ჩანაწერებს, რასაც შემდგომში გადასცემდნენ თავიანთ ხელმძღვანელობას. მან გაიხსენა, რომ ინფორმაცია ეხებოდა იმ ადგილებს, სადაც ეს პირი (მუჰსინ ტაში) მოქმედებდა, თუმცა მასში არ იყო ნახსენები რაიმე სავარუდო შეთავაზება, რომ იგი დაეხმარებოდა უსაფრთხოების ძალებს ადგილების ჩვენებით. დელეგატებმა მოითხოვეს ასევე, მუჰსინ ტაშის საავადმყოფოში ყოფნისა და მკურნალობის შესახებ ჰოსპიტალის ჩანაწერები. მთავრობა აცხადებდა, რომ საავადმყოფოს ჩანაწერები არ შეიცავდა არავითარ ინფორმაციას მუჰსინ ტაშის შესახებ.
21. თუმცა კომისიას არ გამოურიცხავს, რომ ჰოსპიტალის ან საავადმყოფოს ჩანაწერები შეიძლება არ ყოფილიყო ზუსტი, მან აღნიშნა, რომ, მისი გამოცდილებით, ექიმთა ჩანაწერები, ზოგადად, სანდო იყო მაშინ, როდესაც ჟანდარმის მოკლე, მცდარი და დაუდევარი ანგარიშები, ხშირ შემთხვევაში საწინააღმდეგო დასკვნის საგანი ყოფილა. გარდა ამისა, იმ ოფიცრების ჩვენება, რომელთაც ჩაატარეს დაკითხვა, მიიჩნია არადამაჯერებლად, რადგან ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იყო მიკერძოებული და შერჩევითი. მათი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ზოგადად, მოსალოდნელი იყო, რომ იგივე ოფიცრები გაჰყვებოდნენ პროცედურას ეჭვმიტანილის დაკითხვიდან ოლქის ჟანდარმერიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა პატიმრობის პერიოდის ბოლომდე, რომ გადაეცა ეჭვმიტანილი პროკურორისთვის შემდგომი სასამართლო პროცედურებისთვის. ადემ აკიუზს არ შეეძლო განემარტა, თუ რატომ ესტუმრა იგი მუჰსინ ტაშს მხოლოდ ერთხელ მაშინ, როდესაც მუჰსილ ტაშის დაკითხვის პროცედურებიდან მოხსნა უნდა ყოფილიყო მოულოდნელი ან უჩვეულო, მან არაფერი იცოდა ამის შესახებ - არც ბანაკების მოწყობის ოპერაციებში ტასის აშკარა ჩართულობის ან მისი გაქცევის შესახებ. კომისია არ იყო დარწმუნებული, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც დაკითხა პროვინციის ჟანდარმერიამ, შეიძლება სხვაგან გადაეყვანათ დაკითხვაში მონაწილე ოფიცრებისათვის გარკვეული ინფორმაციის ან განმარტების მიცემის გარეშე. გარდა ამისა, მხოლოდ ერთი, ხანმოკლე დაკითხვა არ წარმოადგენდა ორ თხუთმეტდღიან პატიმრობას, რაც მოითხოვა კიზრის უბნის ჟანდარმერიამ იმათი სახელით, ვისაც დაკავებული ჰყავდა მუჰსინ ტაში.
22. შესაბამისად, იმ ოფიცერთა მტკიცებულებებით, რომელთაც ჩაატარეს დაკითხვა, ვერ დგინდებოდა თუ დაახლოებით როდის მოხდა რომელიმე დაკითხვა ან რაიმე სანდო საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა რაიმე დასკვნის გაკეთება თუ სად ჰყავდათ მუჰსინ ტაში ექიმი კანის მიერ გასინჯვის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაჭრილი მუხლი ყოველ სამ დღეში უნდა შეეხვიათ და ექიმი კანი მოელოდა, რომ იგი ან სხვა ექიმი შეამოწმებდა პაციენტის მდგომარეობას 1 კვირის ან 10 დღის შემდეგ, არ არსებობდა არავითარი მტკიცებულება, რომ პაციენტმა მიიღო შემდგომი სამედიცინო დახმარება 1993 წლის 14 ოქტომბრის მერე.
23. უბნის ჟანდარმის მეთაურის მოთხოვნით, კიზრის პროკურორმა მუჰსინ ტაშს მიუსაჯა 15 დღიანი პატიმრობა დაკავებიდან. შემდგომი 15 დღიანი პატიმრობა მას მიესაჯა 1993 წლის 29 ოქტომბერს, უბნის ჟანდარმერიის მოთხოვნით.
24. 1993 წლის 9 ნოემბერს, 16.30 საათზე, ინციდენტის ამსახველის მიერ ხელით შედგენილი ანგარიშის მიხედვით, მუჰსინ ტაში გაექცა უსაფრთხოების ძალებს მაშინ, როდესაც ეხმარებოდა მათ გაბარის მთებში ოპერაციის ჩატარებისას, PKK -ს ბანაკების პოვნის მიზნით. ანგარიში ხელმოწერილი იყო ჟანდარმის კაპიტნის ჯგუფის მეთაურ სეიჰმუზ კარას და ჟანდარმის პირველი ლეიტენანტების, ბურაკ ბურგასა და ტარიკ გოკტურკის მიერ, რომელთაგან თითოეული გუნდის მეთაური იყო.
25. იმ ექიმების ჩვენებებიდან გამომდინარე, რომლებიც მკურნალობდნენ მას, შესაძლებელი იყო რომ მუჰსინ ტაში მუხლში მიყენებულ ჭრილობას სრულიად უმოძრაო მდგომარეობაში არ ჩაეგდო. ფეხის გრძელი არტახებით, ყავარჯნით ან სხვისი დახმარებით შეეძლებოდა კოჭლობით ევლო. დაშავებიდან პირველ დღეებში მას ექნებოდა ძლიერი ტკივილები. 1993 წლის 9 ნოემბრისთვის, დაზიანებიდან 25 დღის განმავლობაში, იგი გარკვეულწილად გამოჯანმრთელდებოდა. ექიმი კანის, ორთოპედიული ექსპერტის შეფასებით, არტახები უნდა დარჩენილიყო 3-დან 6-კვირამდე და რომ პაციენტს, სავარაუდოდ, შეეძლო ერბინა და ევლო ამდენივე დღის განმავლობაში. ექიმმა აღნიშნა, რომ, სათანადო მოტივაციის ქონის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ირბინოს, მიუხედავად მაღალი ხარისხის ტკივილისა. სამედიცინო ჩანაწერების არქონის გამო, კომისიამ ვერ შეძლო მისულიყო რაიმე მყარ დასკვნამდე თუ როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო მუჰსინ ტაში 1993 წლის 9 ნოემბერს. თუმცა მან შეუძლებლად მიიჩნია, იგი ამ დროისთვის ისეთ ფორმაში ყოფილიყო, რომ ნორმალური სირბილი ან სიარული შეძლებოდა.
26. კომისიამ დაადგინა, რომ ინციდენტის ამსახველი 1993 წლის 9 ნოემბრის ანგარიში არ იყო სანდო დოკუმენტი. ანგარიშის მიხედვით, მუჰსინ ტაში გაიქცა შეტაკების შემდეგ, ისარგებლა რა მიმქრალი სინათლით, სისწრაფითა და ქვიანი ადგილებით. ანგარიშიდან არ ჩანდა თუ რამდენი ჟანდარმი მონაწილეობდა ოპერაციაში, რამდენი იცავდა ეჭვმიტანილს და ჰქონდა თუ არა მუჰსინ ტასს, და თუ არა - რატომ, ხელბორკილები დადებული. არ იყო მოცემული დეტალები იმის შესახებ, გადადგეს თუ არა ნაბიჯები მის მოსაძებნად. დრო რომლითაც დათარიღებული იყო ანგარიში, იყო არადამაჯერებელი. დოკუმენტში მოცემული იყო, რომ შეტაკება დაიწყო 06.15 საათზე, რასაც შედეგად მოჰყვა რიგი მოვლენები - გაქცევა, გაქცევის შეტყობა, წარუმატებელი ძებნა, ტერორისტების რადიო საუბრების მონიტორინგი - რომლის კულმინაციაც იყო ანგარიშის შედგენა და მისი ხელმოწერა 3 ოფიცრის მიერ, 16.30 საათზე.
27. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობის ჰქონდა, ხელმომწერ ოფიცრებს მიეცათ განმარტებები დოკუმენტის შესახებ, თუ რა დაინახეს და გააკეთეს რეალურად. დელეგატებმა, როდესაც მოითხოვეს მთავრობის დახმარება მათ გამოძახებაში, რათა გადაეცათ მტკიცებულებები, ხაზი გაუსვეს, რომ მთავრობას, ასევე უნდა დაედგინა იმ ოფიცრების ვინაობა, რომელნიც უშუალოდ ესწრებოდნენ მუჰსინ ტაშის გაქცევას, ვინაიდან, კომისიის გამოცდილებით, ანგარიშის ხელმომწერებმა ყოველთვის არ იცოდნენ მისი შინაარსი. მტკიცებულებების მოპოვებისას, 1998 წლის მაისში, სახელმწიფო აგენტებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ შეძლეს ანგარიშის ხელმომწერი სამი ოფიცრის პოვნა და რომ მათ მიერ მიღებული ახალი ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული სახელები იყო კოდური. დელეგატების მოთხოვნის საპასუხოდ, რომ გადაედგათ ნაბიჯები იმ ოფიცრების ვინაობის დასადგენად, რომელთაც გამოიყენეს კოდური სახელწოდება 1993 წლის ნოემბერში, სახელწიფომ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო ამ ოფიცრების ვინაობის დადგენა. დელეგატებმა ასევე მოითხოვეს სხვა ოპერაციების ჩანაწერები ან დეტალები რომელიც ნათელს მოჰფენდა ინციდენტს. მთავრობამ განაცხადა, რომ სხვა ჩანაწერები არ არსებობდა.
28. არ წარდგენილა არცერთი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა მუჰსინ ტაშის სირნაკში, სხვა რომელიმე კონკრეტული ოპერაციის მეთაურისთვის გადაცემის ნებართვა. კერძოდ, არ არსებობდა სხვა დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მისი გადაყვანა მოხდა პროვინციის ჟანდარმის დაკითხვის ქვედანაყოფიდან სადმე სხვაგან. წერილობითი ან ზეპირი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ დაკითხვის დროს მუჰსინ ტაშმა ნამდვილად შესთავაზა მათ დახმარება ბანაკების ადგილმდებარეობის ჩვენებაში.
29. მთავრობა უმთავრესად დაეყრდნო PKK-ის ორი ყოფილი წევრის თუ ,,მოძღვარის“ - ნედიმ კაიასა და სულეიმან ფიდანის წერილობით განცხადებებს და ნედიმ კაიას ზეპირ მტკიცებულებას - როგორც დამამტკიცებელს იმისა, რომ მუჰსინ ტაში გაიქცა და ისევ PKK-ს შეუერთდა 1993 წლის 9 ნოემბერს. თუმცა კომისიამ აღნიშნული მასალა არ მიიჩნია სანდოდ, ან ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტთან დაკავშირებით, დამაჯერებლად. ეს ეხებოდა, inter alia, საკმარისი განმარტების არარსებობას, თუ როგორ მოხდა 2 მოძღვრის, როგორც მუჰსინ ტაშის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მქონე პირების, ერთდროულად იდენტიფიცირება; რომ ნედიმ კაიას და სულეიმან ფიდანის 1995 წლის 4 ნოემბრს განცხადებები ეხებოდა ტაშის მიერ 1992 წელს მიღებულ დაზიანებებს და არ იყო მითითება იმ ტრამვაზე, რომელიც მან მიიღო 1993 წლის ოქტომბერში; და იმ ფაქტს, რომ ნედიმ კაიას 1996 წლის 12 იანვრის განცხადების მიხედვით, ის PKK-ს შეუერთდა 1993 წლის ნოემბერში და გახდა მუჰსინ ტაშის მეგობარი მისი კიზრში დაკავებამდე მაშინ, როდესაც, ეს უკანასკნელი მოხდა 1993 წლის 14 ოქტომბერში.
კომისიამ ასევე დაადგინა, რომ ნედიმ კაიას ზეპირი მტკიცებულება იყო შეუსაბამო და არადამაჯერებელი. მისი მონათხრობი იცვლებოდა კითხვების დასმისას და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ იყო შეთხზული. ის არ შეესაბამებოდა დადგენილ ფაქტებს. მაგალითისათვის, ნედიმ კაია ამტკიცებდა, რომ მან გაიარა 15 დღიანი ტრენინგ კურსი მუჰსინ ტაშთან ერთად, მას შემდეგ რაც ოქტომბერში გაწევრდა PKK-ში. აღნიშნული განმარტება წარმოადგენდა მისი განცხადების საფუძველს, რომ მუჰსინ ტაშთან ჩამოუყალიბდა ახლო მეგობრობა მაშინ, როდესაც მუჰსინ ტასი კიზრში 1993 წლის 14 ოქტომბრის დილის საათებში დააკავეს. შესაბამისად, კომისიამ არ ირწმუნა, რომ მას ნანახი ჰყავდა მუჰსინ ტასი 1993 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, როგორც ის ამას ამტკიცებდ. კომისიამ დაასკვნა, რომ მთავრობის მტკიცება, რომ მუჰსინ ტაში გაიქცა, როდესაც იგი ეხმარებოდა უსაფრთხოების ძალებს ოპერაციაში არ საბუთდებოდა მოპოვებული მტკიცებულებებით და არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო დადგენილ ფაქტად ან დიდი ალბათობის მქონედ. შესაბამისად, არ იყო განმარტებული თუ რა შეემთხვა მუჰსინ ტაშს მას შემდეგ, რაც ექიმმა კანმა შირნაკის სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალა მას 1993 წლის 14 ოქტომბერს.
3. ადგილობრივ საქმისაწარმოებასა და გამოძიებასთან დაკავშირებით
30. 1993 წლის 15 ოქტომბერს განმცხადებელს შეატყობინეს, რომ მისი შვილი იყო დაპატიმრებული და დაშავებული კიზრში მომხდარი შეტაკების დროს. 17 თუ 18 ოქტომბერს განმცხადებელი დაუყოვნებლივ ჩავიდა კიზრში პროკურორის სანახავად. მას უთხრეს რომ დაბრუნებულიყო 15 დღიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ. ამასობაში, მოსარჩელე ცდილობდა მოენახულებინა, ან გაეგო დამატებითი ინფორმაცია თავისი დაშავებული შვილის შესახებ შირნაკისა და კიზრის ჟანდარმერიასთან კავშირის დამყარებით, თუმცა უკან გამოაბრუნეს. 15 დღის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს თუ ნოემბრის დასაწყისში ის დაბრუნდა პროკურორთან წერილობითი პეტიციით ხელში. პროკურორმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც განმცხადებელმა წაიღო უბნის ჟანდარმის მეთაურთან, ამ უკანასკნელმა კი ისევ პროკურორთან გააგზავნა განმცხადებელი. მეორე 15 დღიანი პატიმრობის პერიოდში იგი კვლავ დაბრუნდა პროკურორთან ახალი ამბების მისაღებად. პროკურორი ტელეფონით დაუკავშირდა უბნის ჟანდარმერიას.
31. მეორე პერიოდის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებელი დაბრუნდა პროკურორთან. 1993 წლის 18 ნოემბერს, მან გადასცა მომდევნო წერილობითი პეტიცი, სადაც აცხადებდა, რომ, მიუხედავად მეორე პატიმრობის პერიოდის ამოწურვიდან ერთი კვირის გასვლისა, მას არავითარი სიახლე არ შეუტყვია. განმცხადებელი მოითხოვდა ინფორმაციას და გამოთქვამდა შიშს საკუთარი შვილის სიცოცხლის გამო. დაახლოებით იმავე დღეს, პროკურორმა შეატყობინა განმცხადებელს, რომ მას გადმოსცეს მისი შვილის გაქცევის ამბავი. წერილობითი ანგარიში უბნის ჟანდარმერიისგან დათარიღებული იყო 1993 წლის 19 ნოემბრით, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ პროკურორს უფრო ადრეც მიეღო ეს ინფორმაცია. განმცხადებელმა პროკურორს უთხრა, რომ მას არ სჯეროდა ამ ამბის და რომ მისი შვილი ნაწამები და მოკლული იყო.
32. პროკურორს კიზრში არ გადაუდგამს არავითარი ნაბიჯი, მუჰსინ ტაშის სავარაუდო გაქცევის გამოსაძიებლად არც განმცხადებლის მიერ გამოხატული შიშის და არც იმ ფაქტის საპასუხოდ, რომ პატიმარს, რომელიც ელოდებოდა სასამართლო პროცედურებს, ასე თუ ისე, საშუალება მიეცა გაქცეულიყო. 1993 წლის 13 დეკემბერს, პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება იურისდიქციის მოხსნის შესახებ და გადასცა წერილობითი მოხსენება დიარბაკირის სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოს (Diyarbakır State Security Court (SSC) პროკურორს, რომელიც მუჰსინ ტაშს მოიხსენიებდა როგორც PKK-ის წევრობაში ეჭვმიტანილ პირს. აღნიშნულ დოკუმენტში უდავო ფაქტად იყო მიჩნეული, რომ მუჰსინ ტაში გაიქცა რათა კვლავ შეერთებოდა PKK-ს. SSC-ს მიერ გადადგმული ნაბიჯები ეხებოდა მუჰსინ ტაშის PKK-ში წევრობის და არა მისი გაუჩინარების გამოძიებას.
33. განმცხადებელი კიზრეში დაბრუნდა 1994 წლის იანვარში პროკურორის სანახავად, რომელმაც შეატყობინა, რომ მისი საქმე გადაეცა დიარბარკირს.
34. 1994 წლის ოქტომბერში კომისიის მიერ მოპასუხე სახელმწიფოსთან დაკავშირების შემდეგ, ირკვევა, რომ გამოძიება ჩატარდა მოკლე ვადებში კიზრის პროკურორის მიერ (დოკუმენტი N 1995/653). იგი შემოიფარგლებოდა 1995 წლის 27 ნოემბერს კიზრის უბნის ჟანდარმის მეთაურის მიერ ჩატარებული დაკითხვით, რათა დაედგინათ 1993 წლის 9 ნოემბერს შედგენილი ანგარიშის ხელმომწერი ოფიცრების ვინაობა. 1995 წლის 29 ნოემბერს კიზრის უბნის ჟანდარმისგან წერილის მიღების შემდეგ, სადაც მითითებული იყო, რომ დაკითხვა უნდა ჩატარებულიყო შირნაკის საზღვრის ჟანდარმის მიერ და რომ პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა ოპერაციის სპეციალური ჯგუფი, კიზრის სახელმწიფო ბრალმდებელმა მოიხსნა იურისდიქცია 1995 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით და გადასცა დოკუმენტები შირნაკის პროკურორს.
35. შირნაკის პროკურორმა ამასობაში ჩაატარა გამოძიება (prel. 1995/665) ანკარას მითითებით. ამ ეტაპზე, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
- 1995 წლის 10 დეკემბერს, შირნაკის სასაზღვრო ჟანდარმის ლეგიონს წაეყენა მოთხოვნა, რომ დაედგინა იმ პირების ვინაობა, რომლებიც შედიოდნენ სპეციალური ოპერაციების ჯგუფში 1993 წლის 9 ნოემბერ განხორცილებული ოპერაციის დროს.
- 1995 წლის 13 დეკემბერს, პროკურორმა მიიღო განცხადება აპლიკანტისგან;
- 1996 წლის 12 იანვარს, პროკურორმა მიიღო ნედიმ კაიას განცხადება;
- 1996 წლის 4 აპრილსა და 25 მაისს, ზემოაღნიშნულ 1995 წლის 10 დეკემბრის მოთხოვნაზე პასუხის მისაღებად გაიგზავნა სასწრაფო შეხსენება;
- 1996 წლის მაისში, მოთხოვნა პირთა ვინაობის დადგენის შესახებ გაეგზავნა შირნაკის პროვინციის ჟანდარმის მეთაურს, რომელმაც უპასუხა 1996 წლის 29 მაისს, რომ პირები, ვინც დააკავა მუჰსინ ტაში, იყვნენ სპეც-ოპერაციების ჯგუფის მეთაურები.
- 1996 წლის ივნისის წერილში სპეც-ოპერაციების ჯგუფის მეთაური უარყოფდა, რომ მან იცოდა ოფიცრების ვინაობა, თუმცა დაასახელა სამი ოფიცრის სახელი (ოზარიცანლი, ტუმოზი და კეტინი), რომლებიც იყვნენ იმ გუნდისა და ჯგუფის მეთაურები იმ დროისთვის. აღნიშნული წერილის მიღების შემდეგ მოთხოვნილ იქნა, რომ ამ ოფიცრებისთვის დაესვათ შემდეგი ოთხი შეკითხვა: მსახურობდნენ თუ არა ისინი, როგორც სპეც-ოპერაციების გუნდის მეთაურები; ჩააბარეს თუ არა მათ ან სპეც-ოპერაციების გუნდის მეთაურს მუჰსინ ტაში; ცნობდნენ თუ არა ანგარიშში მითითებულ სახელებს და თუ სად იქნებოდა შესაძლებელი ამ სახელების იდენტიფიცირება.
- 1996 წლის 8 ივლისს, კიზრის პროკურორს მოსთხოვეს წარედგინა ანგარიში მუჰსინ ტაშის გადაყვანის შესახებ.
36. 1996 წლის 28 აგვისტოს შირნაკის პროკურორმა გამოსცა ბრძანება იურისდიქციის მოხსნის თაობაზე, განაცხადა რა, რომ შეუძლებელი იყო დაედგინათ ინციდენტში მონაწილე ოფიცრების ვინაობა. გადაწყვეტილების მიხედვით, გამოძიება უნდა ჩატარებულიყო ოფიციალური ქმედებების აქტის (Official Conduct Act) საფუძველზე, ვინაიდან საქმე ეხებოდა სპეც-ოპერაციების გუნდს და რომ საქმე უნდა გადასცემოდა სირნაკის პროვინციის ადმინისტრაციულ საბჭოს.
37. ადმინისტრაციულმა საბჭომ, რომელმაც 1996 წლის 3 სექტემბრის წერილით დანიშნა მაიორი დოგანი, ჟანდარმის ოფიცერი პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობიდან, დაიწყო გამოძიება, რათა გამოეძიებინა გაცხადება მუჰსინ ტასის მკვლელობის შესახებ და დაედგინა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა. გამოძიების ეს ეტაპი გაგრძელდა 1998 წლის თებერვლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, მაიორმა დოგანმა კიდევ ერთხელ მიმართა სპეც-ოპერაციების გუნდის სარდლობას, დაესახელებინათ იმ სამი ოფიცრის ვინაობა, ვინც ანგარიშს მოაწერა ხელი. მან 1997 წლის 7 თებერვალს მიიღო პასუხი, რომ ანგარიშში ვერ ნახეს ამ პირთა სახელები, რომ ანგარიშები დაიწვა 1993 წელს და შედეგად, გაბარის ოპერაციაში მონაწილე იმ პირთა ვინაობის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. მაიორმა დოგანმა მოითხოვა სამედიცინო ჩანაწერები და მუჰსინ ტაშის კიზრის უბნის ჟანდარმერიიდან გადაყვანის დეტალები. მკაცრი მოთხოვნის მეშვეობით, მან მოიპოვა განცხადებები აპლიკანტისგან, რომ ნედიმ კაია, კაპიტანი ეროლ ტულა და ზემოთ აღნიშნული სამი ოფიცერი შირნაკის სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ შესაბამის დროს.
მათ განაცხადეს, inter alia, რომ მუჰსინ ტაში მათთვის არ გადაუციათ და რომ კოდური სახელწოდებები დაშვებული არ იყო, თუმცა კაპიტან ოზარიცანლს შეამჩნიეს, რომ მან ამოიცნო თავისი ხელმოწერა 1993 წლის 9 ნოემბრის ინციდენტის ამსახველ ანგარიშზე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაიორმა დოგანმა თავის 1998 წლის 12 თებერვლის ანგარიშში დაადგინა, რომ მუჰსინ ტაში 23-ე სასაზღვრო ჟანდარმის სპეც-ოპერაციების გუნდის მეთაურმა წაიყვანა გაბარის მთებში, რათა მოეძებნათ PKK -ის ბანაკები და რომ ის გაიქცა 1993 წლის 9 ნოემბერს. აღნიშნულს ადასტურებდა დენიმ კაიასა და სულეიმან ფიდანის განცხადებები. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ არ არსებობდა მუჰსინ ტაშის დაკითხვის ჩანაწერები, თუმცაღა ირკვეოდა, რომ კაპიტანმა ტულამ მუჰსინ ტაში გადასცა დაკითხვის შტაბს. ანგარიშში მითითებული იყო დასკვნა, რომ შეუძლებელი იყო გაერკვიათ ეჭვმიტანილთა, ასევე ანგარიშზე ხელმომწერთა პირების ვინაობა სამხედრო პირების შეცვლის, ანგარიშების არასათანადოდ შენახვისა და მათი განადგურების გამო. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოძიების წარმოება შეუძლებელი იყო. პროვინციის მმართველმა გაიზიარა აღნიშნული დასკვნა და გამოძიების პროცედურები შეწყდა.
38. შირნაკის პროკურორისა და მაიორი დოგანის, შირნაკის ადმინისტრაციული საბჭოს მიერ დანიშნული ჟანდარმის ოფიცრის, მიერ ჩატარებული გამოძიების დოკუმენტები მთავრობამ კომისიას გადასცა 1998 წლის 11 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც კომისიამ დახურა მტკიცებულებები მიღების პროცედურა და მოუწოდა მხარეებს, წარმოედგინათ ზეპირი არგუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას სპეც-ოპერაციის ჯგუფის იმ ოფიცრების შესაძლო ვინაობის შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ მუჰსინ ტაშის ინციდენტში. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა იცოდნენ მათი ვინაობა 1996 წელს, მთავრობას ამისკენ არ მიუმართავს კომისიის ან დელეგატების ყურადღება, რომელთაც შეეძლოთ მიეღოთ ამ პირების გამოძახების და დაკითხვის გადაწყვეტილება. კომისიამ დაადგინა, რომ სამხილების მიღების ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობით, სახელმწიფომ დაარღვია თავისი ვალდებულება კონვენციის ადრე მოქმედი 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მუხლი 38 § 1 (ა), რომ უზრუნველეყო კომისია ყველა აუცილებელი საშუალებით მისი ამოცანის შესასრულებლად - დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
ბ. მთავრობის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები
39. მუჰსინ ტაში დააკავეს 1993 წლის 14 ოქტომბერს უსაფრთხოების ძალებმა მიერ PKK-თან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. დაკითხვისას, მუჰსინ ტაშმა განაცხადა, რომ მან იცოდა გაბარის მთებში არსებული ზოგიერთი თავშესაფრის ადგილმდებარეობა, რომელსაც PKK-ის წევრები იყენებდნენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სამძებრო ჯგუფი წავიდა მთებისკენ მუჰსინ ტაშთან ერთად. ეს ტერიტორია ხშირად გამოიყენებოდა PKK-ის მიერ. უსაფრთხოების ძალებსა და PKK-ს შორის დაიწყო შეტაკება. ამ შეტაკებით ისარგებლა რა მუჰსინ ტაშმა, გაიქცა და გაუჩინარდა მაშინვე სიბნელეში. მას არ ედო ხელბორკილები და კარგად იცნობდა მიდამოებს. შესაძლებელი იყო, რომ იგი გაქცევის შემდეგ კვლავ PKK-ს შეუერთდა. მას შეეძლო ერბინა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხი დაშავებული ქონდა.
40. ვინაიდან მუჰსინ ტაში გაექცა შეიარაღებულ ძალებს, მთავრობა აცხადებდა, რომ მათ არ ეკისრებოდათ იმის მტკიცების ტვირთი, იყო თუ არა იგი ცოცხალი და რომ მათ არ შეეძლოთ განემარტათ თუ სად იმყოფებოდა იგი.
შესაბამისი შიდა სამართალი და პრაქტიკა
41. პრინციპები და პროცედურები იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კანონს, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.
ა. სისხლის სამართლის გამოძიება
42. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი სახის მკვლელობა (448-455 მუხლები) და მკვლელობის მცდელობა (61-ე და 62-ე მუხლები) წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული პირის მიერ ადამიანის წამება ან არაადამიანური მოპყრობა (243-ე მუხლი წამებასთან დაკავშირებით და 245 - არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით) ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა (ზოგადი 179-ე მუხლი, 181-ე მუხლი - საჯარო მოხელეებთან მიმართებით).
43. უფლებამოსილი ორგანოების ვალდებულებები, რომელიც მათ უნდა გაითვალისწინონ ისეთი ქმედებების ან და უმოქმედობების წინასწარი გამოძიების დროს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მსგავს დანაშაულებს, რეგულირდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 153-ე მუხლებით. დანაშაულის შესახებ შეიძლება ეცნობოს ხელისუფლების ორგანოებს, უსაფრთხოების ძალებს ან პროკურატურას. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორ ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. ზეპირად წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისმა ორგანომ უნდა ჩაიწეროს იგი (151-ე მუხლი).
თუკი არსებობს მტკიცებულება, რომ სიკვდილი არ გამოუწვევია ბუნებრივ მიზეზებს, უსაფრთხოების ძალების წევრებმა, რომელთაც მიაწოდეს ინფორმაცია, უნდა აცნობონ პროკურორს ან სისხლის სამართლის მოსამართლეს (152-ე მუხლი). სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი საჯარო პირი, რომელიც არ შეატყობინებს პოლიციას ან პროკურატურას იმ დანაშაულის შესახებ, რომლის შესახებაც მან გაიგო სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, ექვემდებარება დაპატიმრებას.
პროკურორი, რომელსაც აცნობეს ნებისმიერი საშუალებით, მიუხედავად სიტუაციისა, რაც მათ აძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ჩადენილია დანაშაული, ვალდებულია გამოიძიოს ფაქტები იმის დასადგენად, უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლი).
44. ტერორიზმის დანაშაულის დროს, პროკურორს ჩამოერთმევა იურისდიქცია თურქეთში დაფუძნებული, სახელმწიფო უსაფრთხოების დამოუკიდებელი პროკურორებისა და სასამართლო სისტემის სასარგებლოდ.
45. თუკი დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი არის საჯარო მოხელე და დანაშაული ჩადენილია მის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქმის წინასწარი გამოძიების პროცესი წესრიგდება 1914 წლის კანონით საჯარო მოხელეების სისხლისამართლებრივი დევნის შესახებ (ზოგჯერ მოხსენიებული, როგორც Official Conduct Act), რომელიც კრძალავს პროკურორის იურისდიქციას ratione personae სამართალწარმოების ამ ეტაპზე. მსგავს შემთხვევებში, წინასწარი გამოძიების ჩატარება და იმის გადაწყვეტა, უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ევალება ადგილობრივ ადმინისტრაციულ საბჭოს (ოლქის ან პროვინციის, ეჭვმიტანილის წოდებიდან გამომდინარე).
უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლლოს წარედგინება აპელაცია საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. თუკი მიღებულ იქნება გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, საქმე ავტომატურად გადაეცემა ამ სასამართლოს.
46. 1987 წლის 10 ივლისის ,,კონფლიქტურ რეგიონებში ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილების შესახებ“ ბრძანების 46-ე მუხლის ,,ი“ პარაგრაფის საფუძველზე, 1914 წლის კანონი (იხ. ზემოთ პარაგრაფი 45) ვრცელდება ასევე უსაფრთხოების ძალების წევრებზე, რომლებიც ექვემდებარებიან მეთაურს.
47. თუკი ეჭვმიტანილი არის შეიარაღებული ძალების წევრი, მოქმედი სამართალი განისაზღვრება დანაშაულის ბუნების გათვალისწინებით. შესაბამისად, ,,სამხედრო დანაშაულის“ შემთხვევაში სამხედრო დანაშაულების სისხლის სამართლის კოდექსის (კანონი N1632) მიხედვით, სისხლისსამართლებრივი წარმოება ხორციელდება სამხედრო სასამართლოების შექმნისა და მასი პროცესუალური ნორმების შესახებ N353 კანონის მიხედვით. როდესაც ხდება შეიარაღებული ძალების წევრის დაკავება ჩვეულებრივი დანაშაულისთვის, მოქმედებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (იხ. კონსტიტუციის 145-ე მუხლი და N353 კანონის 9-14 ნაწილი).
,,სამხედრო დანაშაულების სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით, სამხედრო დანაშაულად ითვლება შეიარაღებული ძალების წევრის მიერ ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენება, მის მიერ ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო. მსგავს შემთხვევებში, მოსარჩელეებს შეუძლიათ სამოქალაქო საქმეზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მითითებულ შესაბამის ორგანოებს (იხ. ზემოთ 43-ე პარაგრაფი) ან დანაშაულის ჩამდენი პირების ხელმძღვანელებს წარუდგინონ თავიანთი საჩივრები.
ბ. სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის დროს.
48. ადმინისტრაციული პროცესის შესახებ N2577 კანონის 13-ე ნაწილის თანახმად, ყველას, ვისაც სახელმწიფოს ქმედების შედეგად მიადგება ზიანი, უფლება აქვს აღნიშნული ქმედების განხორციელებიდან 1 წლის ვადაში მოითხოვოს კომპენსაცია. თუკი საჩივარს არ მიიღებენ ნაწილობრივ ან მთლიანად ან თუკი 6 დღის ვადაში არ გაეცემა პასუხი, მოსარჩელეს შეუძლია დაიწყოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი დავა სასამართლოში.
49. კონსტიტუციის 125-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პარაგრაფები განაზღვრავს:
,,სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული აქტები ან გადაწყვეტილებები არის სასამართლოს მიერ გადახედვის საგანი...
საჯარო ორგანოებს შეიძლება დაევალოთ მათი ქმედებებითა და ნაბიჯებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.“
აღნიშნული დებულება აწესებს სახელმწიფოს მკაცრ ვალდებულებას, რომელიც
დღის წესრიგში დგება, როდესაც კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო შეენარჩუნებინა საჯარო წესრიგი, უზრუნველეყო საჯარო უსაფრთხოება ან დაეცვა ადამინების სიცოცხლე ან ქონება ისე, რომ არ ყოფილიყო აუცილებელი უკანონო ქმედების განზორციელება. ამ წესის საფუძველზე, სხელმწიფო ორგანოებს შეიძლება დაავალდებულოთ, აუნაზღაურონ ზიანი ნებისმიერ იმ პირს, რომელმაც განიცადა დანაკარგი გაურკვეველი პირების ქმედების შედეგად.
50. 1990 წლის 26 დეკემბრის N430 ბრძანების მე-8 მუხლი, რომლის ბოლო წინადადებაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული დებულების გამოძახილს (იხ. პარაგრაფი 49) განსაზღვრავს:
,,არავითარი სისხლისსამართლებრივი, ფინასური ან სამართლებრივი ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროს... იმ სახელმწიფოს ან პროვინციის მმართველს, რომელიც მდებარეობს რეგიონში, სადაც არის საგანგებო მდგომარეობა, ამ ბრძანებით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მიღებულ გადაწყვეტილებებთან ან ქმედებასთან მიმართებით. არ უნდა მოხდეს ასევე სასამართლოში განაცხადის შეტანა. აღნიშნული დებულება არ ართმევს უფლებას ინდივიდებს, მოითხოვონ ანაზღაურება ზიანისთვის, რომელიც გაუმართლებლად მიადგათ მათ სახელმწიფოს მიერ.“
51. ვალდებულებების კოდექსის მიხედვით, ყველას, ვისაც მიადგება ზიანი უკანონო ან დაუსაბუთებელი ქმედებით, შეუძლია აღძრას საქმე ზიანის, მათ შორის არაქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების მიზნით (41-46 მუხლები). სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო არ არის შებოჭილი სისხლის სამართლის სასამართლოს დადგენილებებით ან განაჩენით მოპასუხის ბრალის საკითხთან მიმართებით (მუხლი 53).
მიუხედავად ამისა, საჯარო მოხელეთა შესახებ N657 კანონის 13-ე ნაწილის მიხედვით, ყველას, ვისაც მიადგა ზიანი საჯარო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების შედეგად, შეუძლია სარჩელი აღძრას იმ ორგანოს წინააღმდეგ, სადაც შესაბამისი საჯარო მოხელე იყო დასაქმებული და არა უშუალოდ საჯარო მოხელის მიწინააღმდეგ (იხ. კონსტიტუციის 129-ე მუხლის მე-5 პუნქტი და ვალდებულებათა კოდექსის 55-ე და 100-ე მუხლები). თუმცა ეს წესი არ არის აბსოლუტური. თუკი აღმოჩნდა, რომ აქტი არის უკანონო ან ბუნდოვანი, იგი აღარ წარმოადგენს ,,ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს“ ან ქმედებას და სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს შეუძლია დაუშვას სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე შესაბამისი საჯარო მოხელის წინააღმდეგ, რაც არ ართმევს დაზარალებულს უფლებას, რომ ერთობლივი პასუხისმგებლობის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს, როგორ საჯარო მოხელის დამსაქმებლის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი (ვალდებულებითი სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი).
სამართალი
სასამართლოს შეფასება
52. სასამართლო იმეორებს მის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომ 1998 წლის 1 ნოემბრამდე მოქმედი კონვენციის სისტემის მიხედვით, ფაქტების შემოწმება და დადგენა წარმოადგენდა კომიისიის ამოცანას (კონვენციის ადრე მოქმედი 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და 31-ე მუხლი). მუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის შებოჭილი კომისიის მიერ დადგენილი ფაქტებით და ინარჩუნებს თავისუფლებას დამოუკიდებლად შეაფასოს ისინი, მის წინაშე არსებული საქმის მასალებზე დაყრდნობით, იგი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იყენებს თავის ამ უფლებამოსილებას (see, among other authorities, the Akdivar and Others v. Turkey judgment of 16 September 1996, Reports 1996-IV, p. 1218, § 78).
53. მთავრობა ამტკიცებდა, რომ კომისიამ არასათანადოდ შეაფასა მომჩივნის მტკიცებულებები. მათ ასევე გააკრიტიკეს კომისია იმისათვის, რომ მან ოფიციალური მოწმეებისა და მოძღვრების მტკიცებულებები მიიჩნია არასანდოდ და არადამაჯერებლად. სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის არგუმენტები აღნიშნულ მოწმეებთან დაკავშირებით გაითვალისწინა თავის ანგარიშში გაითვალისწინა კომისიამ. ამ უკანასკნელმა თავისი ამოცანა, შეეფასებინა მტკიცებულებები, შეასრულა საჭირო წინდახედულობით, გაითვალისწინა რა დეტალურად ის ელემენტები, რომელიც მხარს უჭერდა მომჩივნის საჩივარს და ის, რაც იწვევდა ეჭვს იწვევდა მათ დამაჯერებლობაში. იგი არ მიიჩნევს, რომ მთავრობის კრიტიკა არ ეხებოდა რაიმე არსებით გარემოებას, რაც გაამართლებდა მის უფლებამოსილებას ფაქტების დადგენასთან მიმართებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს კომისიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. ზემოთ პარაგრაფები 11-38)
54. ფაქტების დადგენის დროს წარმოშობილ გარდაუვალ სირთულეებთან დაკავშირებით, სასამართლო იხსენებს კომისიის დადგენილებას, რომ მთავრობამ კომიისიის დელეგატებს არ მიაწოდა ინფორმაცია გაუჩინარების გამოსაძიებლად ჩატარებული შიდა გამოძიების შესახებ, მათ შორის, არც სპეც-ოპერაციის იმ ოფიცრების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ინციდენტში.
სასამართლო აღნშნავს, რომ კონვენციის ადრე მოქმედი 25-ე მუხლის (ახლანდელი რედაქციით 34-ე მუხლი) საფუძველზე შექმნილი ინდივიდუალური პეტიციის სისტემის ეფექტური მუშაობისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მომჩივნებს ან პოტენციურ მომჩივნებს არა მარტო თავისუფლად შეეძლოთ კონვენციის ორგანოებთან კომუნიკაცია ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ნებისმიერი ფორმის ზეწოლის გარეშე, არამედ სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საშუალება, რათა მისცეს კომისიას საჩივრების სათანადო და ეფექტური შემოწმების შესაძლებლობა (იხ. კონვენციის ადრე მოქმედი 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტი, რომელიც ეხებოდა კომისიის ვალდებულებას ფაქტების დადგენასთან მიმართებით, ამჟამად ჩანაცლებული 38-ე მუხლით, რომელიც შეეხება სასამართლოს პროცედურებს). სასამართლო აღნიშნავს მთვრობის მიერ არასრული განმარტების მიცემას ინფორმაციის გვიან მიწოდების თაობაზე, რომელიც არაერთხელ მოითხოვა კომისიამ (see paragraphs 19, 25, 26, 29, 181-3, 189 and 195 of the Commission’s report). აღნიშნულმა დაყოვნებამ კომისიას წაართვა შესაძლებლობა გამოეძახა მოწმეები, როელთაც სავარაუდოდ გააჩნდათ მნიშვნელოვანი მტკიცებულები. შედეგად, სასამართლო ადასტურებს კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნას, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ არ შეასრულა ადრე მოქმედი კონვენციის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტით დაკისრებული ვალდებულებები, რომ კომიისთვის უზრუნველეყო ყველა აუცილებელი საშუალება მისი ამოცანის შესასრულებლად - დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები.
კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევები
55. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ორგანმოებს არ გაუკეთებია დამაჯერებელი ახსნა-განმარტება მისი შვილის ციხეში გაუჩინარების შესახებ, რითაც დააღვიეს თავიანთი ვალდებულება, დაეცვათ მისი სიცოცხლის უფლება. მომჩივანი ასევე ვარაუდობდა, რომ იგი ისეთ გარემოებებში გარდაიცვალა, რაზედაც პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო ორგანოები. იგი ასევე ჩიოდა, რომ არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება მისი შვილის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით. განმცხადებელმა მიუთითა კონვენციის მე-2 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს:
,,1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებელობას წარმომადგენდა:
ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
ბ) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“
56. მთავრობამ სადავო გახადა აღნიშნული ბრალდებები. კომისიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ კონვენციის მე-2 მუხლი დაირღვა იმ საფუძვლით, რომ მუჰსინ ტაში, რომელიც გაუჩინარდა პატიმრობაში ყოფნის დროს, უნდა ჩათვლილიყო გარდაცვლილად და ხელისუფლების ორგანოებმა არ ჩაატარეს მისი სიკვდილის გარემოებების ადეკვატური გამოძიება.
ა. მხარეთა არგუმენტაცია
57. აპლიკანტმა აღნიშნა, რომ როდესაც პირი ხელისუფლების ორგანოების მიერ იყო დაკავებული, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო შეენარჩუნებინა მისი სიცოცხლე ან წარმოედგინა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება თუ როგორ გარდაიცვალა იგი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენდა სიხოცხლის უფლების დაცვის ვალდებულების დარღვევას. მისი შვილი იყო არაღიარებული დაკავების მსხვერპლი, რაც წარმოადგენდა მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემქნელ გარემოებას, რაზეც სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, სახელმწიფოს უარი ან დაუსაბუთებული ანგარიშის წარმოუდგენლობა იმის შესახებ, თუ რა შეემთხვა მომჩივნის შვილს, წარმოადგენდა სიცოცხლის უფლების დაცვის ვალებულების დარღვევას.
58. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო მისი შვილის სიკვდილზე, ვინაიდან გარემოებები აშკარას ხდიდა რომ მისი სიკვდილი გამოიწვია დაუდასტურებელმა პატიმრობამ ან ვინაიდან არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები იმ დასკვნის გამოსატანად, რომ მისი შვილი მკვდარი იყო. მან მიუთითა inter alia წამების აკრძალვის შესახებ ევროპული კომისიის (European Commission for the Prevention of Torture (CPT) დადგენილებაზე, რომ წამება დაკავებისას იყო ჩვეულებრივი მოვლენა, არანებაყოფლობითი გაუჩინარებების რაოდენობისა (1993 წელს 44) და ეფექტური გამოძიების არარსებობიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მისი შვილი არ დაურეგისტრირებიათ ციხეში, არ არსებობდა დოკუნმენტაცია თუ რა დაემართა მას ციხეში, მთავრობამ ვერ შეძლო დაედგინა იმ სამი ოფიცრის ვინაობა, რომელთაც ხელი მოაწერეს უაღრესად არადამაჯერებელ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მისი შვილი გაიქცა და მოძღვართა მტკიცებულებები, რომელსაც დაეყრდნო მთავრობა, სავსე იყო შეუსაბამობებითა და წინააღმდეგობებით.
59. და ბოლოს, აპლიკანტმა, დაეთანხმა რა კომისიის დადგენილებას, განაცხადა, რომ ხელისუფლების ორგანობმა ვერ შეძლეს მისი შვილის გარდაცვალების ეფექტური, ადეკვატური და სწრაფი გამოძიება. კიზრის პროკურორს არ ჰქონია არავითარი რეაქცია აპლიკანტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ მისი შვილი მოკლული იყო და რომ 2 წლის განმავლობაში არ არ დაწყებულა გამოძიება. გამოძიება ჩატარდა პროვინციის ადმინისტრაციული საბჭოს მიერ, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელ ორგანოდ და რომელმაც ვერ შეძლო რაიმე მიმართულების საჭირო ზომების მიღება, რათა დაედგინა ფაქტები მომხდარის შესახებ. კერძოდ, დაედგინა იმ ოფიცრების ვინაობა, რომლებიც ჩართული იყვნენ დადასტურებულ გაქცევაში.
60. მთავრობის არგუმენტაციით, აპლიკანტს არ დაუმტკიცებია, რომ მისი შვილი გარდაიცვალა პატიმრობაში ყოფნის დროს. მუჰსინ ტაში იყო ცოცხალი და იგი გაექცა უსაფრთხოების ძალებს. იგი ძალიან კარგად იცნობდა გაბარის მთების მიდამოებს და განზრახ წაიყვანა ჯარისკაცები იქეთ სადაც, ადგილმა, ამინდმა და შეტაკებამ გაუადვილა გაქცევა. აღნიშნული გარემოება განმარტეს მოძღვრებმა: ნედიმ კაიამ და სულეიმან ფიდანმა და მთავრობის ვალდებულებას არ წარმოადგენდა იმის დამტკიცება, რომ მოღალატე ისევ ცოცხალი იყო. ვინაიდან მუჰსინ ტაში გაიქცა, მათ არ შეეძლოთ მიეცათ რაიმე განმარტება მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
61. მთავრობამ განაცხადა, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩაატარეს საჭირო გამოძიება, თუმცა, ვინაიდან აპლიკანტმა ვერ დაამტკიცა თავისი ბრალდებები, მათ აღარ გაუგრძელებიათ შემდგომი გამოძიება.
ბ. მუჰსინ ტაშის სიკვდილზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით
62. სასამართლომ გაიზიარა კომისიის მიერ ზემოთ დადგენილი ფაქტები (პარაგრაფი 54) ამ საქმეზე. კერძოდ ის, რომ მუჰსინ ტაში დააპატიმრეს 1993 წლის 14 ოქტომბერს, რომ არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დეტალურად აღწერს თუ სად იმყოფებოდა იგი ამ დღის შემდეგ და რომ ინციდენტის ანგარიში და მოძღვრების, ნედიმ კაიასა და სულეიმან ფიდანის მტკიცებულებები, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუჰსინ ტაში ნამდვილად გაექცა უსაფრთოების ძალებს არ იყო სანდო და დამაჯერებელი. ამ გარემოებების გათვალისწინებით ჩნდება კითხვა უნდა ჩაითვალოს თუ არა, რომ, როგორც განმცხადებელი ამტკიცებს, მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაეცვათ აპლიკანტის შვილის სიცოცხლე კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე.
63. სასამართლომ წინა შემთხვევებში დაადგინა, რომ თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში ჩასმისას იყო კარგი, ხოლო განავისუფლების დროს - დაზიანებული, დამაჯერებელი ახსნა-განმარტების უზრუნველყოფა იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ზიანი, წარმოადგეს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობაზეც ვრცელდება კონვენციის მე-3 მუხლი. (see the Tomasi v. France judgment of 27 August 1992, Series A no. 241-A, §§ 108-111, Ribitsch v. Austria judgment of 4 December 1995, Series A no. 336, § 34, and Selmouni v. France judgment of 28 July 1999, to be published in ECHR 1999, § 87). ხელისუფლების ორგანოების ანგარიშვალდებულება პატიმრობაში მყოფი პირის მოპყრობაზე განსაკუთრებით მკაცრდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში. დაკავებულის ბედის შესახებ, სხეულის არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოუდგენლობაზე შეიძლება თუ არა გავრცელდეს კონვენციის მე-2 მუხლის მოქმედება, დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე. განსაკუთრებით საკმარისი, დაწვრილებითი მტკიცებულების არსებობაზე, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ელემენტებზე, საიდანაც მტკიცების ტვირთის მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყოს იმ პრეზუმფციის დაშვება, რომ დაკავებული პირი გარდაიცვალა ციხეში (see the Çakıcı v. Turkey judgment of 8 July 1999, to be published in ECHR 1999, § 85; Ertak v. Turkey judgment of 9 May 2000, to be published in ECHR 2000, § 131 and Timurtaş v. Turkey judgment of 13 June 2000, to be published in ECHR 2000, §§ 82-86).
64. ამ თვალსაზრისით, დრო, რომელიც გავიდა პირის დაკავებიდან, თუმცა არ არის გადამწყვეტი თავისთავად, წარმოადგენს რელევანტურ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. უნდა მივიჩნიოთ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის დაპატიმრებული პირის შესახებ ახალი ინფორმაციია გარეშე, უფრო დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ ის გარდაიცვალა. შესაბამისად, დროის გასვლამ, გარკვეული თავლსაზრისით, შეიძლება იმოქმედოს მტკიცებულებების მნიშვნელობაზე, სანამ ჩაითვლება, რომ ეს პირი სავარაუდოდ გარდაიცვალა. შესაბამისად, შეიძლება დადგეს მხოლოდ უკანონო დაკავების საკითხი, მე-5 მუხლის დარღვევით. მსგავსი ინტერპრეტაცია იცავს მე-2 მუხლით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას, რომელიც წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ დებულებას (see, amongst other authorities, the above‑mentioned Çakıcı judgment, § 86).
65. სასმართლო უბრუნდება საქმის კონკრეტულ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ, მართალია განმცხადებლის შვილი ციხეში ჩასვეს 1993 წლის 14 ოქტომბერს, ციხის არც ერთ ჩანაწერში არ დაფიქსირებულა მისი შესვლა და არ არსებობდა რაიმე სანდო მტკიცებულება იმისა, თუ სად ამყოფებდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ ის მუხლში იყო ტყვიით დაჭრილი, არ არსებობს სამედიცინო ჩანაწერი, რომელიც აჩვენებდა, რომ მუჰსინ ტაში აგრძელებდა სამედიცინო დახმარების მიღებას მას შემდეგ, რაც ექიმმა კანმა ინახულა იგი შირნაკის სამხედრო ჰოსპიტალში, მისი შეპყრობის დღეს. საბოლოოდ, ერთ თვეზე მეტი ხნის გავლის შემდეგ, მომჩივანმა მიიღო ინფორმაცია თავისი შვილის შესახებ. დაახლოებით 1993 წლის 18 ნოემბერს, მას უთხრეს, რომ მისი შვილი გაექცა უსაფრთხოების ძალებს 1993 წლის 9 ნოემბერს გაბარის მთებში ოპერაციის ჩატარების დროს. აღნიშნული დასკვნა, რომელიც ეფუძნებოდა სამი ოფიცრის ანგარიშს, სადაც მათ სავარაუდოდ გამოიყენეს კოდური სახელები და სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი იდენტიფიცირება, მოკლებული იყო დამაჯერებლობას და არ წარმოადგენდა რაიმე სანდო მტკიცებულებას.
66. სასამართლოს გამოაქვს ძალიან მყარი დასკვნა გამომდინარე ნივთიერი მტკიცებულებების უქონლობიდან, რომელიც ეხებოდა თუ თუ სად იყო საპატიმრებული მუჰსინ ტაში და ასევე სახელმწიფოს უნარობიდან გამომდინარე, უზრუნველეყო დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება.. ის ასევე მიიჩნევს, რომ 1993 წელს თურქეთში არსებული ვითარების ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა გამორიცხულიყო, რომ არაღიარებული დაკავება დაუდასტურებელი პატიმრობა ასეთი პირისა, იქნებოდა სიცოცხლისთვვის საფრთხის შემქმნელი. სასამართლომ გაიხსენა თავისი წინა ორი გადაწყვეტილება, სადაც მან დაადგინა, რომ ხარვეზები, რომელიც ძირს უთხრიდა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში სისხლის სამართლის ეფექტურ დაცვას იმ პერიოდში, რომელიც რელევანტურია მოცემული საქმის შემთხვევაშიც, ნებას რთავდა ან აქეზებდა უსაფრთხოების ძალების ნაკლებ ანგარიშვალდებულებას თავიანთ ქმედებებში (see the Kılıç v. Turkey judgment of 28 March 2000, § 75, and the Mahmut Kaya v. Turkey judgment of 28 March 2000, § 98, both to be published in ECHR 2000).
67. ზემოაღნშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მუჰსინ ტაში უნდა ჩაითვალოს გარდაცვლილად, უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავების შემდეგ. შედეგად, დგება მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ განმარტეს თუ რა მოხდა მუჰსინ ტაშის პატიმრობაში ყოფნის დროს და რომ მათ მიერ სასიკვდილო ძალის გამოყენება არც ერთი საფუძვლით არ შეიძლება გამართლდეს, მისი სიკვდილის პასუხისმგებლობა ეკისრება მოპასუხე სახელმწიფოს (see Çakıcı v. Turkey, loc. cit., § 87). შესაბამისად, დაირღვა მე-2 მუხლი.
გ. მუჰსინ ტაშის სიკვდილი გამოძიების არაადეკვატურობის შესახებ
68. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულების წაკითხვა უნდა მოხდეს კონვენციის 1-ლი მუხლით გავთვალისწინებულ ზოგად ვალდებულებასთან ერთად, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოები ,,თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის პირველ თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს”. შესაბამისად, სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება შინაარსობრივად მოითხოვს, რომ ჩატარდეს გარკვეული ფორმის ეფექტური, ოფიციალური გამოძიება, ძალის გამოყენების შედეგად ადამიანის მკვლელობის შემთხვევაში. (see, mutatis mutandis, the McCann and Others v. the United Kingdom judgment of 27 September 1995, Series A no. 324, p. 49, § 161 and the Kaya v. Turkey judgment of 19 February 1998, Reports 1998-I, § 105).
69. მოცემულ საქმეში, სასამართლო იხსენებს, რომ კიზრის პროკურორს არ გადაუდგამს არავითარი საგამოძიებო ნაბიჯი მომჩივნის მოთხოვნის საპასუხოდ, სადაც ის გამოთქვამდა შიშს, რომ მისი შვილი მოკლული იყო პატიმრობის დროს. მაშინ, როდესაც მთავრობა ამტკიცებდა, რომ პროკურორი არ იყო ვალდებული გამოეძია უსაფუძვლო საჩივარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს დაპატიმრებული პირების მიერ სამართლითა და სასამართლო პროცესით გათვალისწინებული გარანტიებით სარგებლობა. რეაქციის არქონა ანგარიშზე, რომ უსაფრთხოების ძალებმა ,,დაკარგეს“ დაკავებული პირი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სერიოზული დარღვევების ჩადენაში, არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ ვალდებულებას.
70. სიმართლეა, რომ გამოძიება ჩატარდა ამ შემთხვევებიდან 2 წლის შემდეგ შირნაკის პროკურორის მიერ, რომელმაც გადადგა გარკვეული ნაბიჯები გაქცევის ინციდენტში ჩართული პირების ვინაობის დასადგენად. თუმცა, დაახლოებით 9 თვის შემდეგ მან იურისდიქცია დაუთმო ადგილობრივ ადმინისტრაციულ საბჭოს, რომელმაც დანიშნა ინსპექტორი გამოძიების გასაგრძელებლად. გამოძიება დასრულდა იმ საფუძვლით, რომ შეუძლებელი იყო ინციდენტში ჩართული პირების ვინაობის დადგენა. კომისიამ მიიჩნია, რომ, მართალია გადაიდგა არაერთი აუცილებელი საგამოძიებო ნაბიჯი, მას არ მოჰყოლია შედეგად რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება. მაგალითისათვის, არ მომხდარა განცხადებების მიღება ჟანდარმის იმ ოფიცრების მიერ, რომლებიც ჩართული იყვნენ მუჰსინ ტაშის დაკავებაში ან არ ყოფილა მცდელობა დაეკითხათ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის დაკითხვაში. სპეციალური ოპერაციის გუნდის ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაზიარება გაბარის მთების ოპერაციაში ჩართული პირების ვინაობის დადგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამის დროს, მოხდა დამატებითი გამოძიების გარეშე. ასევე, უარი ითქვა სამი ოფიცრის მოკლე განცხადებებზე, რომელთა სახელებიც იქნა წამოწეული.
71. სასამართლო ვერ ხედავს იმის საფუძველს, რომ გამოძიება შეაფასოს კომისიისგან განსხვავებულად. მან უკვე არაერთ საქმეში მიიჩნია, რომ პროვინციის ადმინისტრაციული საბჭოების გამოყენება უკანონო მკვლელობების გამოსაძიებლად არ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ისეთი პროცესით, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს სავარაუდო მსხვერპლის ნათესავებისთვის. ამ შემთხვევაში საბჭოები შედგებოდა პირებისგან, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ გუბერნატორის მიერ, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, უსაფრთხოების ძალებს ხელმძღვანელობდა გამოძიების დროს (see Güleç v. Turkey judgment of 27 July 1998, Reports 1998-IV, pp. 1732-33, §§ 80-81 and Oğur v. Turkey judgment of 20 May 1999, to be published in Reports 1999, §§ 91-92).
72. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ იყო სათანადო, ადეკვატური და არც ეფექტური. შესაბამისად, სახელმწიფომ დაარღვია თავისი პროცესუალური ვალდებულებები, დაეცვა სიცოცხლის უფლება. აქედან გამომდინარე, ამ საფუძვლით, სახეზეა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა.
კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
ა. მუჰსინ ტაშთან დაკავშირებით
მომჩივნის აზრით, რომ მისი შვილი იყო მსხვერპლი ისეთი მოპყრობისა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს. კერძოდ, იგი განსაზღვრავს, რომ:
,,არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.“
74. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მუხლი დაირღვა, ერთის მხრივ, მისი შვილის ჭრილობისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობით, ხოლო, მეორეს მხრივ, იმ ფაქტით, რომ იგი 15 ან 26 დღის განმავლობაში საზოგადოებისგან იზოლირებულად იმყოფებოდა პატიმრობაში.
75. მთავრობა არ შეხებია საქმის ამ გარემოებას.
76. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის შვილმა ნამდვილად მიიღო სასწრაფო, ეფექტური სამედიცინო დახმარება მუხლის დაზიანების გამო, ვინაიდან იგი მაშინვე გადაიყვანეს კიზრის სახელმწიფო ჰოსპიტალში, ხოლო შემდეგ მიიღო სპეციალისტის დახმარება შირნაკის სამხედრო ჰოსპიტალში. სასამართლო ეთანხმება კომისიას, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩანაწერების ნაკლებობა (არარსებობა) მისი შვილის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი საფუძველი, რათა დადგინდეს, რომ იგი იყო კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლი. სასამართლო ასევე არ მიიჩნევს საჭიროდ, ამ მუხლის საფუძველზე დაადგნოს რაიმე მუჰსინ ტაშიზე იზოლირებული პატიმრობის გავლენასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მუჰსინ ტაშთან მიმართებით არ დარღვეულა მე-3 მუხლი.
ბ. მომჩივანთან დაკავშირებით
77. მომჩივანმა მოითხოვა, სასამართლოს დაედასტურებინა კომისიის დადგენილება, რომ მისი შვილის გაუჩინარებამ მას მიაყენა ისეთი ხარისხის ტანჯვა, რაც წარმოადგენდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგოდ.
77. მთავრობამ უარყო მომჩივნის ეს პრეტენზია, იმ მოტივით, რომ ის არ იყო მისი შვილის გაუჩინარებაზე პასუხისმგებელი, რადგან მუჰსინ ტაში პატიმრობიდან გაიქცა.
79. სასამართლო მიიჩნევს, რომ კურტის საქმეში (Kurt v. Turkey judgment of 25 May 1998, Reports 1998-III, pp. 1187-88, §§ 130-34), რომელიც შეეხებოდა მომჩივნის შვილის გაუჩინარებას დაუდასტურებელი პატიმრობის დროს, მან საქმის გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი. სასამართლომ განსაკუთრებით მიუთითა იმ ფაქტზე, რომ იგი იყო მსხვერპლის დედა, რომლის მიმართაც სერიოზულად დაირღვა ადამიანის უფლებები, ხოლო თვითონ კი იყო მსხვერპლი ხელისუფლების ორგანოების თვითკმაყოფილებისა, მისი ენით გამოუთქმელი ტკივილისა და მწუხარების გამო. თუმცა, კურტის საქმე არ აწესებს რაიმე ზოგად პრინციპს, რომ ,,გაუჩინარებული პირის“ ოჯახის წევრი არის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის მსხვერპლი.
უნდა ჩაითვალოს თუ არა ოჯახის წევრი მსხვერპლად, დამოკიდებულია გარკვეული ფაქტორების არსებობაზე რაც მომჩივნის ტანჯვას ანიჭებს ისეთ განზომილებასა და ხასიათს, რაომელიც განსხვავდება ემოციური მწუხარებისგან. ეს უკანასკნელი კი შეიძლება გარდაუვლად განიცადონ იმ მსხვერპლის ნათესავებმა, რომლის მიმართაც სერიოზულად დაირღვა ადამიანის უფლებები. რელევანტურ ელემენტებს წარმოადგენს ოჯახური კავშირის სიახლოვე - ამ თვალსაზრისით, გარკვეული წონა გააჩნია მშობლისა და შვილის კავშირის -, ურთიერთობის გარკვეულ გარემოებებს, თუ რა ხარისხის მოვლენების შემსწრე იყო ოჯახის წევრი; მის მცდელობს, მოეპოვებინა ინფორმაცია გაუჩინარებული პირის შესახებ და თუ როგორ პასუხობდნენ მათ შეკითხვებს. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი დარღვევის არსი მდგომარეობს არა იმდენად ოჯახის წევრის ,,გაუჩინარების“ ფაქტში, არამედ იგი ეხება ხელისუფლების ორგანოების რეაქციასა და დამოკიდებულებას ისეთ სიტუაციაში, როდესაც ეს ფაქტი ექცევა მათი ყურადღების ქვეშ. განსაკუთრებით, ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეუძლია ამტკიცოს მსხვერპლის ნათესავს, რომ იგი გახდა ხელისუფლების ორგანოების ქმედების მსხვერპლი (see the Cakıcı v. Turkey judgment of 8 July 1999, to be published in Reports 1999, §§ 98-99).
80. მოცემულ საქმეში, მომჩივანი იყო გაუჩინარებული პირის მამა. როდესაც მან შეიტყო შვილის დაპატიმრებისა და დაშავების შესახებ, იგი დაუყოვნებლივ წავიდა კიზრეში, სადაც 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა ახალი ინფორმაცია. ის ხშირად ურეკავდა პროკურორს და ცდილობდა თავის შვილთან შეხვედრას კიზრისა და შირნაკის ჟანდარმერიასთან დარეკვით. განმცხადებელს პასუხობდნენ, რომ წასულიყო ან მოგვიანებით მოსულიყო. ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ, როდესაც პროკურორმა აცნობა, რომ მისი შვილი ,,გაიქცა“, მომჩივნის მიერ გამოთქმული შიშის საპასუხოდ, რომ მისი შვილი მოკლული იყო ციხეში, პროკურორს არ გადაუდგამს არავითარი ნაბიჯი გამოსაძიებლად. მომჩივნის სადარდებლის მიმართ ხელისუფლების გულგრილობისა და უხეშობის, ასევე ძლიერი ტანჯვის და გაურკვევლობის გათვალისწინებით, რასაც იგი განიცდიდა ხანგრძლივი მწუხარების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს შეეძლო ემტკიცებინა, რომ იგი იყო ხელისუფლების ორგანოების ქმედების მსხვერპლი, იმ მოცულობით, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
81. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი შვილის გაუჩინარება პატიმრობაში ყოფნის დროს წარმოადგენდა, მრავალი ასპექტით, კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას, რომელიც განსაზღვრავს:
,,1. ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;
b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპიტმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებმოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
d)არსრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;
f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.
2. ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასმართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.
4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავსუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.
5. ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.“
82. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ დამაჯერებელი და დასაბუთებული ახსნა-განმარტება თუ რა დაემართა მუჰსინ ტაშს დაკავების შემდეგ და რომ ისინი პასუხიმგებელები იყვნენ მის გაუჩინარებაზე. მისი შვილის დაპატიმრების მიუთითებლობა ციხის ანგარიშებში ისევე, როგორც საფუძვლიანი და ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობა მისი შვილის პატიმრობაში ყოფნის დროს, ააშკარავებდა აუცილებელი უსაფრთხოების ზომების არქონას, რათა თავიდან აეცილებინათ ასეთი გაუჩინარება. განმცხადებელმა, დამატებით, პროკურორის მიერ დაწესებულ 30 დღიან პატიმრობის პერიოდთან დაკავშირებით მიუთითა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, წინასწარი პატიმრობის არაგონივრულ ვადასთან დაკავშირებით, რომელიც ისე გავიდა, რომ მისი შვილი არ წამდგარა მოსამართლის წინაშე. მან მიუთითა ასევე, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტზე იმ საფუძვლით, რომ არ მიეცა საშუალება, სასამართლოს მიერ ამ პერიოდში გადაწყვეტილიყო მისი პატიმრობის მართლზომიერების საკითხი და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო კომპენსაციის მიღება ზემოაღნიშნული დარღვევების გამო.
83. მთავრობა ამტკიცებდა, რომ კიზრისა და შირნაკის პროკურორებმა გამოძიებები ჩაატარეს აპლიკანტის განცხადებებთან დაკავშირებით. თუმცა, ვინაიდან, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები და მომჩივანმა ვერ დაასაბუთა თავისი განცხადება, არ არსებობდა გამოძიების გაგრძელების საჭიროება.
84. სასამართლო პრაქტიკა ხაზს უსვამს იმ გარანტიების ფუნდამენტურ მნიშვნელობას, რომელიც იცავს ინდივიდების უფლებებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დაკავება ხელისუფლების ორგანოების მიერ. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ გაიმეორა, რომ თავისუფლების ნებისმიერი ჩამორთმევა უნდა შეესაბამებოდეს არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობის მატერიალურ და საპროცესო კანონმდებლობას, არამედ თანაბრად უნდა იცავდეს მე-5 მუხლს, კერძოდ, რომ დაიცვას ინდივიდი თვითნებური დაკავებისგან. იმისათვის რომ მინიმუმადე შემცირდეს თვითნებურად დაკავების რისკი, მე-5 მუხლი იცავს არსებითი უფლებების მთელ რიგს, რომლის მიზანიცაა, თავისუფლების ჩამორთმევის აქტი განსაჯოს დამოუკიდებელმა სასამართლომ კრიტიკულად და ამასთანავე, უზრუნველყოფს ხელისუფლების ორგანოების ანგარიშვალდებულებას ამ თვალსაზრისით. ინდივიდის დაუდასტურებელი დაკავება წარმოადგენს ამ გარანტიების სრულ უარყოფას და მე-5 მუხლის ყველაზე დიდ დარღვევას. ხელისუფლების ორგანოების ვალდებულების გათვალისწინებით, აწარმოონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების ანგარიში, მე-5 მუხლი მოითხოვს მათგან, რომ მიიღონ ეფექტური ზომები გაუჩინარების რისკისგან დასაცავად და რომ ჩაატარონ სათანადო და ეფექტური გამოძიება მომჩივნის სადავო საჩივართან დაკავშირებით, რომ დაპატიმრების შემდეგ არ უნახავს შვილი (Kurt, loc. cit., pp. 1184-85, §§ 122-125; Çakıcı, loc. cit., § 104).
85. სასამართლო შენიშნავს, რომ მისი დასაბუთება და დადგენილება მე-2 მუხლთან დაკავშირებით, არ იწვევდა ეჭვს იმის თაობაზე, რომ მუჰსინ ტაშის დაკავება მოხდა მე-6 მუხლის დარღვევით. იგი ჟანდარმებმა დააკავეს 1993 წლის 14 აგვისტოს კიზრეში და იმავე დღეს გადაიყვანეს შირნაკის საპატიმროში. ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს წარმოედგინათ დამაჯერებელი ახსნა-განმარტება ამ თარიღის შემდეგ მომჩივნის შვილის ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ მომჩივნის მტკიცებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ ყოფილა არც სათანადო და არც ეფექტური. ეს განსაკუთრებული სერიოზულობით ეხება ციხეში შესვლის ჩანაწერის არარსებობას მუჰსინ ტაშის დაკავებასთან დაკავშირებით. ზუსტი და სანდო ჩანაწერის გაკეთება უზრუნველყოფს აუცილებელი უსაფრთხოების ზომებს თვითნებური დაკავების წინააღმდეგ. მისი არარსებობა კი საშულებას აძლევს თვითნებურ დაკავებაზე პასუხისმგებელ პირებს, რომ თავი დააღწიონ ანგარიშვალდებულებას დაკავებულის ბედთან დაკავშირებით (see the Kurt v. Turkey judgment, loc. cit., § 125).
86. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მუჰსინ ტაშის დაკავება 1993 წლის 14 ოქტომბრის მერე გაგრძელდა ორჯერ, 15 დღით კიზრის პროკურორის მიერ. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს პატიმრობა 4 დღეზე მეტი ხნით გათავისუფლებამდე ან სასამართლოს წინაშე წარდგომამდე (see, for example, the Brogan and Others v. the United Kingdom judgment of 29 November 1988, Series A no. 145-B, p. 33, § 62; the Brannigan and McBride judgment of 26 May 1993, Series A no. 258-B, pp. 49-50, § 43; and the Aksoy v. Turkey judgment of 18 December 1996, Reports 1996-IV, pp. 2282-84, §§ 76-84). ოცდაათი დღის განმავლობაში იზოლირებული პატიმრობა მოცემულ შემთხვევაში არ შეესაბამება მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს, ხოლო შესაძლებელი კომპენსაციის არარსებობა - კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს.
87. სასამართლო ასკვნის, რომ მუჰსინ ტაში დაპატიმრებული იყო მე-5 მუხლით განსაზღვრული ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების გარეშე და რომ სახეზე იყო გასაკუთრებით სერიოზული დარღვევა თავისუფლებისა და უსაფრთხოებისა, რაც გარანტირებულია აღნიშნული მუხლით.
V. კონვენციის 13-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
88. მომჩივანი ირწმუნებოდა, რომ მას ჩამოერთვა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება და ამტკიცებდა 13-ე მუხლის დარღვევას, რომელიც განსაზღვრავს, რომ:
,,ყველას ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
89. აპლიკანტმა გაიზიარა რა კომისიის დადგენილებები, ჩიოდა, რომ შეეზღუდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება როგორც მის შვილთან, ისე საკუთარ თავთან მიმართებით. მან მიუთითა პროკურორების, უსაფრთხოების ძალების, ადმინისტრაციული საბჭოსა და მის მიერ დანიშნული გამომძიებლის დამოკიდებულებაზე. იგი ამტკიცებდა, რომ 13-ე მუხლი მოითხოვდა ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ ანგარიშვალდებულებას იმ სადავო განცხადებასთან მიმართებით, რომ პატიმრობაში მყოფი პირი გაუჩინარდა. ამ საქმემ გამოავლინა, რომ მათ გააჩნდათ სრული იმუნიტეტი. დარღვევები იყო როგორც სისტემატური, ისე სისტემური.
90. მთავრობამ კვლავ გაიმეორა, რომ ყველა სახის დაკითხვა ჩატარდა, თუმცა არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებდა განმცხადებლის არგუმენტებს.
91. სასამართლომ გაიმეორა, რომ კონვენციის 13-ე მუხლი უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის საშუალებების გამოყენებას, რათა განხორციელდეს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით არის ისინი დაცული ეროვნულ კანონმდებლობაში. შესაბამისად, 13-ე მუხლი მოითხოვს, რომ უფლების დავის შიდა სამართლებრივი საშუალებების შესახებ მუხლი ,,სადავო განცხადებებს“ აწესრიგებდეს კონვენციის საფუძველზე და რომ მიანიჭოს სათანადო შვება. თუმცა ხელმომწერ ქვეყნებს აქვთ იმის განსაზღვრის გარკვეული დისკრეცია თუ როგორ მიაღწევენ ამ კონვენციურ ვალდებულებეებთან ამ მუხლის საფუძველზე შესაბამისობას. 13-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების მოქმედების სფერო განსხვავდება ასევე განმცხადებლის მიერ კონვენციის საფუძველზე შეტანილი საჩივრის ბუნების მიხედვით. მიუხედავად ამისა, 13-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დაცვის საშუალება უნდა იყოს ,,ეფექტური“ როგორც პრაქტიკაში, ისე სამართლებრივად. კერძოდ ისე, რომ მის გამოყენებას არ უნდა ეშლებოდეს ხელი გაუმართლებლად მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების ქმედებით ან უმოქმედობით (see the aforementioned Çakıcı judgment, loc. cit., § 112, and the other authorities cited there).
სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ, როდესაც პირის ნათესავებს აქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს პირი გაუჩინარდა ხელისუფლების ორგანოების ხელიდან ან როდესაც ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, საფრთხეშია, 13-ე მუხლი, კომპენსაციის გადახდასთან ერთად, მოითხოვს საფუძვლიან და ეფექტურ გამოძიებას, როლითაც შესაძლებელი იქნება პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა, ასევე ნათესავების მიერ საგამოძიებო პროცედურების ხელმისაწვდომობა(see the Kurt judgment, loc. cit., § 140, and the Yaşa v. Turkey judgment of 2 September 1998, Reports 1998-VI, p. 2442, § 114).
92. უბრუნდება რა საქმის ფატებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ეჭვი, რომ აპლიკანტის საჩივარი იყო სადავო იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი გაუჩინარდა ციხეში ჩასმის შემდეგ. უფრო მეტიც, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ, როგორც სასამართლომ ჩათვალა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება დაეცვათ მომჩივნის შვილის სიცოცხლის უფლება, აპლიკანტი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა უფლების სამართლებრივი დაცვის საშუალებები იმ მნიშვნელობით, როგორც ეს განიმარტა წინა პარაგრაფში.
93. შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება მომჩივნის შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფები 68-72), არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩატარდა ეფექტური სისხლის სამართლებრივი გამოძიება, 13-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მოთხოვნებიც შეიძლება იყოს უფო ფართო ვიდრე მე-3 მუხლით გათვალისწინებული გამოძიების ვალდებულება (see the Kaya judgment cited above, pp. 330-31, § 107). შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანს შეეზღუდა უფლების სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების გამოყენება მისი შვილის გაუჩინარებასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ამიტომაც, უფლების დაცვის ყველა სხვა შესაძლო საშუალება, მათ შორის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
შედეგად, სახეზეა კონვენციის 13-ე მუხლის დარღვევა.
VI. კონვენციის 18-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
94. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა იმით, რომ არ აღრიცხეს მისი შვილის დაპატიმრება ციხის ჩანაწერებში ან არ ჩაწერეს დაკითხვა, ძირი გამოუხარეს თავიანთი შიდა უსაფრთხოების ზომებს და რომ ხელისუფლების ორგანოები, შესაბამისად, პასუხისმგებელნი იყვნენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე კანონის უზენაესობის პრინციპის საწინააღმდეგოდ და კონვენციის 18-ე მუხლთან შეუსაბამოდ, რომელიც განსაზღვრავს, რომ:
,,ხსენებულ უფლებათა და თავსუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის.“
95. მთავრობამ არ უპასუხა ამ განაცხადებას, მაშინ, როდესაც კომისიამ მიიჩნია, რომ არ დარღვეულა აღნიშნული მუხლი.
96. ამ დადგენილების გათვაისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ შეამოწმოს აღნიშნული საჩივარი განცალკევებით.
VII. ხელისუფლების ორგანოების მიერ კონვენციის მე-2 და 13-ე მუხლის დარღვევის სავარაუდო პრაქტიკა
97. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ თურქეთში არსებობდა საეჭვო მკვლელობების არასათანადო გამოძიებისა და უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალებების უქონლობის შემწყნარებლური პრაქტიკა, რამაც დაამძიმა კონვენციის მე-2 და 13-ე მუხლის დარღვევა, რისი მსხვერპლიც თვითონ და თავისი შვილი იყვნენ. მიუთითა რა სხვა საქმეებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც კომისიამ და სასამართლომ ასევე, დაადგინეს ამ მუხლების დარღვევა, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ისინი ააშკარავებდა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებისა და უფლების დაცვის საშუალებების უარყოფის მოდელს.
97. გაითვალისწინა რა მე-2 და 13-ე მუხლთან დაკავშირებით თავისი ზემოთ მოცემული დადგენილებები, სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ განესაზღვრა მოცემულ საქმეში არსებული ხარვეზები წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფო ორგანოები მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
VIII. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
99. კონვენციის 41-ე მუხლი განსაზღვრავს:
,,თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
100. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ დარღვევების სიმწვავისა და რაოდენობის გათვალისწინებით, უნდა მიეღო 40.000 გირვანქა სტერლინგი (GBP) მისი შვილის მიერ მიღებულ ზიანთან დაკავშირებით, მისი მემკვიდრეების სახელით, GBP 10,000 - მის მიმართ კონვენციის მე-3 და 13-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და GBP 50,000 - დარღვევების განგძობითი ხასიათიდან გამომდინარე, გარდა იმ შემთხვევისა თუ მთავრობა შეატყობინებდა მისი შვილის ბედის შესახებ, თუ სად იყო იგი დამარხული და მისცემდა მისი გადაფვლის შესაძლებლობას.
101. მთავრობამ არ უპასუხა აღნიშნულ პრეტენზიას.
102. მომჩივნის მიერ თავისი გარდაცვლილი შვილის სახელით არამატერიალურ ზიანის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპენსაცია უკვე გადაუხადეს გარდაცვლილის ცოლსა და შვილებს და ეკუთვნოდა მომჩივნებს, რომლებიც იყვნენ ცოცხლად დარჩენილი მშობლები და დედმამიშვილები. სასამართლომ უკვე მიანიჭა კომპენსაცია გარდაცვლილთან დაკავშირებით, როდესაც გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა თვითნებურ დაკავებას ან წამებას მის გაუჩინარებამდე ან გარდაცვალებამდე. კომპენსაცია უნდა გადაცემოდა მის მემკვიდრეებს (see Kurt v. Turkey judgment, cited above, §§ 174-175 and Cakıçı v. Turkey, cited above, § 130). სასამართლო აღნიშნავს რომ ადგილი ჰქონდა მე-2, მე-5 დ 13-ე მუხლების დარღვევას მუჰსინ ტაშის პატიმრობასთან და სიცოცხლის უფლების დაუცველობასთან დაკავშირებით, რომლის ბედიც გაუჩინარების შემდეგ უცნობი რჩება. მსგავს საქმეებზე მინიჭებული კომპენსაციის გათვალისწინებით, სასამართლო მოცემული საქმის გარემოებების მიხედვით გამართლებულად მიიჩნევს მიანიჭოს GBP 20,000, რომელიც უნდა კონვერტირდეს თურქულ ლირაში გადახდის დღეს. აღნიშნული თანხა უნდა გადაუხადონ განმცხადებელს, რომელიც უნდა ფლობდეს მას მისი შვილის მემკვიდრეების სახელით.
103. მომჩივანთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა მე-3 და 13-ე მუხლების დარღვევა, ხელისუფლების ორგანოების ქმედებების გამო აპლიკანტის მიერ თავისი შვილის ადგილსამყოფელისა და ბედის გარკვევასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპენსაციის მინიჭება გამართლებულა ასევე მომჩივნისთვისაც. შესაბამისად, სასასამართლო აპლიკანტს ანიჭებს თანხას GBP 10,000 ოდენობით, რომელიც უნდა კონვერტირდეს თურქულ ლირაში გადახდის დღეს.
ბ. ხარჯები და დანახარჯები
104. განმცხადებელი მთლიანობაში მოითხოვდა GBP 16,250 იმ თანხისა და ხარჯისთვის, რაც მან გასწია საჩივრის შესატანად, იმ ოდენობაზე ნაკლებს, რაც მან მიღო ევროპის საბჭოს სამართლებრივი დახმარების ფარგლებში. იგი მოიცავდა იმ საფასურსა და ხარჯებს, რაც მან გაიღო, რათა დასწრებოდა მტკიცებულებების წარდგენას კომისიის დელეგატებისთვის ანკარაში საქმის განხილვის დროს. GBP 4,198 მითითებული იყო, როგორც ადმინისტრაციული დანახარჯები, რომელიც გასწია ქურთების ადამიანის უფლებების პროექტთან დაკავშირებით (the Kurdish Human Rights Project (the KHRP), ამ უკანასკნელის, როგორც შუამავლის როლისთვის დიდი ბრიტანეთის იურიდიულ ჯგუფსა და განმცხადებლის იურისტებს შორის თურქეთში, რაც მოიცავდა GBP 2,742.50 მთარგმნელობითი სამუშაოსთვის. GBP 8,431 მოთხოვნილი იყო იურისტების მიერ თურქეთი გაწეული მუშაობისთვის.
105. მთავრობას არ გაუკეთებია არავითარი კომენტარი.
106. გარდა მთარგმნელობით სამუშაოსი, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ KHRP-თან დაკავშირებით გაწეული ხარჯები იყო აუცილებელი. მიუკერძოებლობის პრინციპზე დაყრდნობით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი საჩივრის დეტალების გათვალისწინებით, სასამართლო ანიჭებს მას თანხას GBP 14,795 ოდენობით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც შეიძლება ცამოეჭრას მას, 9,700 ფრანგული ფრანკზე (FRF) ნაკლები, რაც მან მიიღო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ევროპის საბჭოს მიერ. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა მოხდეს სარწმუნო საბანკო ანგარიშზე დიდ ბრიტანეთში, როგორც ეს მითითებულია განმცხადებლის მიერ თანხით დაკმაყოფილების საჩივარში.
გ. საურავი
107. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაერთიანებულ სამეფოში წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს მოქმედ წლიურ ზღვრულ სასესხო განაკვეთს წარმოადგენს 7,5%.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მთავრობა პასუხისმგებელია მუჰსინ ტაშის სიკვდილზე კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით.
ადგენს ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას იმ საფუძველზე, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებმა არ ჩაატარეს მუჰსინ ტაშის სიკვდილის გარემოებების ეფექტური გამოძიება.
ადგენს ერთხმად, რომ მუჰსინ ტაშთან მიმართებით არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი.
ადგენს ერთხმად, რომ მომჩივანთან მიმართებით არ დარღვეულა კონვენციის მე-3 მუხლი.
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები;
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დაირღვა კონვენციის 13-ე მუხლი;
ადგენს ერთხმად, რომ არ არის აუცილებელი მომჩივნის მიერ კონვენციის 18-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი პრეტენზიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს მის შვილთან დაკავშირებით, სამი თვის ვადაში, არამატერიალური ზიანის კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს 20,000 (ოცი ათასი) გირვანქა სტერლინგი, რომელიც უნდა კონვერტირდეს თურქულ ლირაში გადახდის დღისთვის არსებული კურსით;
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მომჩივანს, არამატერიალური ზიანისათვის კომპენსაცია 10,000 (ათი ათასი) გირვანქა სტერლინგი, რომელიც უნდა კონვერტირდეს თურქულ ლირაში გადახდის დღისთვის არსებული კურსით;
ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს, სამი თვის ვადაში, უნდა გადაუხადოს ხარჯებსა და დახარჯებთან დაკავშირებით მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე დიდ ბრიტანეთში, 14,795 ( თოთხმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათხუთმეტი) გირვანქა სტერლინგი, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, რომელსაც შეიძლება ჩამოეჭრას 9,700 (ცხრა ათას შვიდასი) ფრანგულ ფრანკზე ნაკლები, რომელიც უნდა კონვერტირდეს გირვანქა სტერლინგში ამ გადაწყვეტილების გამოცემის დღეს მოქმედი გაცვლითი კურსით.
ადგენს ერთხმად, რომ სამი თვის ამოწურვის შემდეგ თანხის სრულად გადახდამდე მას დაერიცხება საწყისი თანხის წლიური 7,5%.
12. არ აკმაყოფილებს ერთხმად განმცხადებლის სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე, წერილობითი სახით გამოქვეყნებულია 2000 წლის 14 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 11-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მიქაელ ო’ბოილე ელიზაბეტ პალმი
რეგისტრატორი პრეზიდენტი
კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პარაგრაფისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე გოლცუკლუს ნაწილობრივ განცალკევებული მოსაზრება.
ე. პ.
მ. ო’ბ
მოსამართლე გოლცუკლუს ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება
(თარგმანი)
ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ამ შემთხვევაში დავეთანხმო უმრავლესობას გადაწყვეტილების პირველ, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 და10-ე დებულებებთან დაკავშირებით, შემდეგი მიზეზების გამო:მხარეები ვერ შეთანხმდნენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მუჰსინ ტაში დააკავეს როგორც PKK-ის ტერორისტული ჯგუფის წევრი უსაფრთხოების ძალებმა კიზრის რეგიონში ოპერაციის ჩატარების დროს. მუხლში დაჭრისა და პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ, იგი წაიყვანეს რამდენიმე საავადმყოფოში მისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. მომჩივანი, რომელიც არის მსხვერპლის მამა, აცხადებს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა ციხეში და შესაბამისად, პოლიციის მეთვალყურეობაში ყოფნის დროს. მთავრობა ამტკიცებს, რომ მუჰსინ ტაში გაიქცა, როდესაც იგი ეხმარებოდა უსაფრთხოების ძალებს გაბარის მთებში ოპერაციისას, რომლის მიზანიც იყო PKK-ის სამალავი ადგილების პოვნა.
მივიჩნევ, რომ მთავრობის არგუმენტის უარსაყოფად, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს, რომ მუჰსინ ტაშს არ შეეძლო ფიზიკურად გაქცევა მუხლის დაზიანების გამო, თუმცა აღნიშნული საერთოდ არ დამტკიცებულა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ორთოპედმა ქირურგმა, ექიმმა კანმა, საპირისპირო დაასკვნა თავის ანგარიშში, კომისია ,,.. ვერ მივიდა რაიმე მყარ გადაწყვეტილებამდე თუ რა მდგომარეობაში იყო მუჰსინ ტაში 1993 წლის 9 ნოემბერს (მისი გაქცევის დღე). თუმცა, მან შეუძლებლად მიიჩნია, რომ მუჰსინ ტაში სრულ ფორმაში იყო ან შეეძლო სიარული ან სირბილი ამ დღეს“ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 25-ე პარაგრაფი). მაინტერესებს, რომელ მტკიცებულებაზე დააყრდნო კომისიამ ეს გადაწყვეტილება. მას არ უთქვამს. მე ვასკვნი, რომ ეს იყო ვარაუდი, სპეკულაციის შედეგი! მოცემულ შემთხვევაში, საბოლოო ანალიზში, სხვა არაფერია თუ არა ვარაუდები და სპეკულაციები კომისიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში (იხ. გადაწყვეტილების 13-ე et seq. და მის ზემოთ ყველა პარაგრაფი 24 et seq.). თუმცა სასამართლომ გაიზიარა კომისიის სპეკულაციური დასკვნები (იხ, გადაწყვეტილების 52-ე და შემდგომი პარაგრაფები).
ამ შემთხვევაში არ დამტკიცებულა გონივრულ ეჭვს მიღმა, რომ მუჰსინ ტაში გარდაიცვალა პატიმრობაში ყოფნის დროს. იმ პრეზუმფციიდან გამომდინარე, რომ მთავრობა იყო დამნაშავე, უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ იგი გარდაიცვალა პატიმრობაში ყოფნის დროს (იხ. 63-ე პარაგრაფი). გაოცებული ვარ იმით, რომ იმავე პარაგრაფში, მათ თავიანთი პრეზუმფციის მხარდასაჭერად მიუთითეს 1999 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Çakıcı v. Turkey და 2000 წლის 9 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Ertak v. Turkey. აღნიშნულ ორ საქმეს არ აქვს არავითარი საერთო მიმდინარე საქმესთან. თითოეულ მათგანში დადგინდა მსხვერპლის სიკვდილი, შესაბამისად ეს საქმეები არ ეხება გაუჩინარებას, როგორც ეს მუჰსინ ტაშის შემთხვევაში მოხდა. ვფიქრობ, ამ მითითებას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმ პრეზუმფციის გასამართლებლად, რომ მუჰსინ ტაში პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაიცვალა, ასევე obiter dictum-ზე Çakıcı-ის (85-ე პარაგრაფი) და Ertak-ის (131-ე პარაგრაფი) საქმეებიდან, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვთ მოცემულ საქმესთან.
ჩემი აზრით, ვინაიდან გარდაცვალება არ დამტკიცებულა გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლომ, თავი უნდა შეიკავოს ტერმინის - ,,იძულებითი გაუჩინარება“ - გამოყენებისგან, როგორც ეს მოხდა კურტის (Kurt judgment) 1998 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაში და როგორც კომისია მოიქცა თავის 1998 წლის 29 ოქტომბრის ანგარიშში ტიმურტასის (Timurtaş) საქმეში (განაცხადი N 23531/94).
ტიმურსატის 2000 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ გადაუხვია და შეცვალა პრაქტიკა, რომელიც მან დაადგინა კურტის გადაწყვეტილებაში და რომლის განვითარებასაც მე არ მივესალმები.
დარწმუნებული ვარ, რომ, ვინაიდან მუჰსინ ტაში უნდა ჩაითვალოს გაუჩინარებულ პირად, მე-2 მუხლი არ არის ამ შემთხვევაში გამოყენებადი. სასამართლო ამ საქმეს უნდა მისდგომოდა მე-5 მუხლიდან გამომდინარე, როგორც ეს გააკეთა კურტის გადაწყვეტილებაში. ჩემი არგუმენტაციის დეტალური განმარტებისთვის, ვუთითებ ჩემს ერთობლივ განცალკევებულ მოსაზრებას ზემოთ ხსენებულ Timurtaş v. Turkey საქმეში. რაც შეეხება 13-ე მუხლის დარღვევას, მივიჩნევ, რომ როდესაც სასამართლო ადგენს მე-2 მუხლის დარღვევას თავის პროცედურულ ნაწილში, როგორც ეს უმრავლესობამ გააკეთა მოცემულ საქმეში, 13-ე მუხლის საფუძველზე ცალკე საკითხი არ წამოიჭრება, რადგანაც მე-2 მუხლის დარღვევის დადგენა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ არ ჩატარებულა არც ეფექტური გამოძიება და არც დაკმაყოფილების პროცედურა ინციდენტის შემდეგ.
ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციისთვის, ვუთითებ ჩემს განცალკევებულ მოსაზრებაზე 1998 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Ergi v. Turkey (Reports of Judgments and Decisions 1998-IV) და 2000 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე Akkoç v. Turkey. რაც შეეხება 41-ე მუხლის გამოყენებას, მივიჩნევ, რომ კომპენსაცია, რომელიც მიენიჭა მომჩივანსა და მისი გარდაცვლილი შვილის მემკვიდრეებს, არის მეტისმეტი იმ თანხასთან შედარებით რაც მიეკუთვნა მომჩივნებს მსგავს საქმეებში თურქეთის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით ასევე, ვუთითებ, mutatis mutandis, ჩემს განცალკევებულ მოსაზრებაზე ზემოთ ხსენებულ Akkoç-ის გადაწყვეტილებაში და ჩემს განცალკევებულ მოსაზრებაში მოყვანილ მაგალითებზე 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Salman v. Turkey. არ ვიზიარებ ასევე უმრავლესობის პოზიციას, რომ ხარჯებისთვის მინიჭებული კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს მომჩივნის ლონდონის ბანკის ანგარიშზე, იქედან გამომდინარე, რომ ის არის თურქეთის მოქალაქე და ცხოვრობს პატარა სოფელში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის შორეულ კუთხეში. ამასთან დაკავშირებითაც ვუთითებ ასევე ჩემს განცალკევებულ მოსაზრებაზე ზემოთ ხსენებულ Salman-ის გადაწყვეტილებაში.
[1]რეგისტრატორის შენიშვნა
პროტოკოლი N11 ძალაში შევიდა 1998 წლის 1 ნოემბერს.
Full & Egal Universal Law Academy