© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2012. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე @#135
2010 წლის ნოემბერი
ტასკე ბელგიის წინააღმდეგ – 926/05
გადაწყვეტილება 16.11.2010 (Gჩ)
მუხლი 6
სისხლის სამართლის წარმოება
მუხლი 6-1
საქმის სამართლიანი მოსმენა
ადექვატური საპროცესო გარანტია რომელიც საშუალებას აძლევს ბრალდებულს გაიგოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამნაშავის ვერდიქტი სასამართლო სხდომაზე: დარღვევა
ფაქტები – 2003-2004 წლებში მომჩივანის საქმე შვიდ თანაბრალდებულთან ერთად განიხილა პერიოდულმა სასამართლო სხდომამ. მათ ბრალი ედებოდათ საპატიო მინისტრიის (Ministre d”Etat) მკვლელობაში და ამ უკანასკნელის პარტნიორი ქალბატონის მკვლელობის მცდელობაში. იმისათვის რომ, ნაფიც მსაჯულებს გამოეტანათ ვერდიქტი მათ უნდა გაეცათ პასუხი ოცდათორმეტი შეკითხვისთვის საიდანაც ოთხი შეკითხვა ეხებოდა მომჩივანს. ნაფიც მსაჯულთა მიერ დამნაშავის ვერდიქტის გამოტანის შემდეგ მომჩივანს მიესაჯა ოც წლიანი პატიმრობა. საკასაციო სასამართლომ არ მიიღო მისი სააპელაციო სარჩელი პერიოდული სასამრთლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლით.
2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ევროპული სასამართლოს პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მომჩივანის საქმეზე დარღვეული იყო კონვენციის მე-6-ე მუხლის ნაწილი 1 ვინაიდან პერიოდული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საკმარისი საფუძვლები არ იყო ჩამოყალიბებული (იხილეთ საინფომრაციო ჩანაწერი #115)
კანონი – მე-6-ე მუხლი ნაწილი 1: ევროპის საბჭოს რამოდენიმე წევრ სახელმწიფოში მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა სისტემა, სადაც პროფესიონალი მოსამართლეები ვერ იღებენ ჩვეულებრივი მოქალაქე ნაფიცი მსაჯულების თათბირში მონაწილეობას ვერდიქტის გამოტანისას. სისტემის კანონიერი მიზანი არის მოქალაქეების მართლმსაჯულების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი სერიოზული დანაშაულის შემთხვევბში, რაც თავის მხრივ არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს მისი შინაარსიდან გამომდინარე. სასამართლომ ადრე დაადგინა რომ დასაბუთებული ვერდიქტის არ არსებობა ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ განაჩენში თავისი შინაარსით არ არღვევს მე-6 მუხლს. მიუხედავად ამისა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნების დაკმაყოფილებიდან გამომდინარე საჭიროა არსებობდეს საკმარისი დამცავი მექანიზმები იმისათვის რომ ბრალდებული და საზოგადოება გაერკვეს ვერდიქტში. ესეთი დამცავი მექანიზმები შეიძლება შედგებოდეს მაგალითად ნაფიცი მსაჯულებისთვის მითითებების და დირექტივების მიცემაში სამართლებრივ საკითხებზე ან მტკიცებულებებზე, ნაფიცი მსაჯულებისთვის ზუსტი, ნათელი, არაორაზროვანი შეკითხვების დასმაში ვერდიქტის ჩარჩოს შესაქმნელად, ან საკმარისი კომპენსირება იმ ფაქტისა რომ ნაფიც მსაჯულთა პასუხებს არ მიენიჭათ საფუძველი. მოცემულ საქმეში არც ბრალდება და არც ნაფიცი მსაჯულების მიმართ დასმული შეკითხვები შეიცავდა საკმარის ინფორმაციას მომჩივანის იმ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობაზე რომელიც მას ბრალად ედება. ბრალდებაში ნახსენები იყო თითოეული დანაშაული რაც მას ბრალად დაედო მაგრამ არ იყო ნახსენები რა მტკიცებულებები გამოიყენა ბრალდების მხარემ მის წინააღმდეგ. პერიოდული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ნაფიცი მსაჯულებისთვის დასმული შეკითხვები იყო ლაკონურად ჩამოყალიბებული და იდენტური ყველა ბრალდებულთან მიმართებაში. ბრალდებასთან ერთობლივად განხილვის შემთხვევაშიც კი მათ არ მისცეს საშუალება მომჩივანს დაედგინა თუ რა ფაქტობრივმა გარემოებებმა და მტკიცებულებებმა მიიყვანა ნაფიცი მსაჯულები დამნაშავის ვერდიქტამდე მასთან მიმართებით. მან ვერ გაიგო, მაგალითად, რა მიიჩნიეს ნაფიცმა მსაჯულებმა მის ფუნქციად სხვა ბრალდებულებთან მიმართებით, რატომ ჩაითვალა დანაშაული წინასწარ განზრახულ მკვლელობად (assassinat) და არა მკვლელობად (meurtre) და რატომ იყო გათვალისწინებული წინასწარი განზრახვის დამამძიმებელი გარემოება მის საქმეში მინისტრის პარტნიორის მკვლელობის მცდელობასთან მიმართებით. ეს ნაკლოვანებები კიდევ უფრო პრობლემატურია ვინაიდან საქმე იყო როგორც ფაქტობრივად ისე სამართლებრივად კომპლექსური და პროცესი ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რომელშიც ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მტკიცებულების წარდგენაში. ბოლოს, ეროვნულ სისტემაში არ იყო გათვალისწინებული დებულება პერიოდული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩვეულებრივი აპელაციის. საკასაციო სასამართლოს აპელაცია ეხებოდა საკანონმდებლო საკითხებს მხოლოდ და არ ანიჭებდა ბრალდებულს ადექვატურ სიცხადეს ბრალდების მიზეზებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მომჩივანისთვის არ იყო ხელმისაწვდომი დამცავი მექანიზმები რომელიც დაეხმარებოდა მას გაეგო რატომ სცნეს დამნაშავედ და შესაბამისად პროცესი არ იყო სამართლიანი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 4000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy