© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #123
2009 წლის ოქტომბერი
ტებიეტ მუჰაფიზე ჯემიეთი და ისრაფილოვი Aაზერბაიჯანის წინააღმდეგ - 37083/03
გადაწყვეტილება 8.10.2009 (I სექცია)
მუხლი 11
მუხლი 11-1
გაერთიანების თავისუფლება
გაერთიანების დაშლა კანონის და მისი წესდების ნაგულვები დარღვევისთვის: დარღვევა
ფაქტები–მომჩივანი გაერთიანება რეგისტრირებული იყო იუსტიციის სამინისტროში (“სამინისტრო”) 1995 წელს. წესდების მიხედვით აგერთიანებას მოეთხოვებოდა საერთო კრების ჩატარება ყოველ ხუთ წელიწადში, მაგრამ გაერთიანებას კრება არ მოუწვევია 2002 წლის აგვისტომდე. ორი კვირის შემდეგ მან მიიღო გამაფრთხილებელი წერილი* იუსტიციის სამინისტროსგან სადაც ითხოვდნენ მათ მიერ ეროვნული კანონმდებლობის და საკუთარი წესდების დარღვევის აღმოფხვრას. გაერთიანებამ კი უპასუხა რომ საერთო კრება ჩატარდა და გადაიდგა ნაბიჯები იმისათვის რომ წესდება შესაბამისობაში მოვიდეს საკანონმდებლო მოთხოვნებთან. ამის შემდეგ სამინისტრომ გამოსცა მეორე გამაფრთხილებელი წერილი სადაც მან მიუთითა დარღვევებზე საერთო კრების მოწვევისას 2002 წლის აგვისტოში, კონკრეტულად კი გაერთიანების წევრთა და ფილიალთა მონაცემებში შესაძლო შეცდომების თაობაზე. 2002 წლის ოქტომბრის ბოლოს მესამე გამაფრთხილებელი წერილი გაიგზავნა სადაც მითითებული იყო რომ არანაირი ინფორმაცია სამინისტროში არ ყოფილა წარდგენილი წინა ორ წერილთან დაკავშირებით. მესამე გამაფრთხილებელ წერილში ასევე მითითებული იყო რომ ასოციაციამ დაარღვია საკანონმდებლო აკრძალვა საზოგადოებრივ გაერთიანებების კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით. 2003 წელს სამინისტრომ მიიღო სასამართლო ნებართვა გაერთიანების დაშლასთან დაკავშირებით სამ გამართხილებელ წერილში მითითებული დარღვევების აღმოუფხვრელობის გამო. საბოლოოდ მიუხედავადაც წარუმატებელი გასაცივრებისა გაერთიანება დაიშალა.
კანონი – მუხლი 11: სასამართლო მზად იყო გაეთვალისწინებინა, რომ მომჩივანი გაერთიანების დაშლა ემსახურებოდა სხვების უფლებების და თავისუფლებების მართლზომიერ მიზანს. საკითხი იმის თაობაზე იყო თუ არა ეს ჩარევა კანონით გათვალისწინებული განხილული იქნება უფრო ფართო საკითხთან ერთად როგორიცაა რამდენად საჭირო იყო ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს კანონმდებლობის პროგნოზირებადობასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგადი ტერმნინებით არის ჩამოყალიბებული და როემლიც დისკრეციის ფართო უფლებას ანიჭებას იუსტიციის სამინისტროს. კონკრეტულად კი, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის ჩანაწერი “მიზნებთან შეუსაბამო” საქმიანობის შესახებ მოიცავს საკითხების შეუზღუდავ ჩამონათვალს როდესაც ამ დარღვევისთვის დაწესებული მკაცრი სანქცია - სავალდებულო დაშლა – მოითხოვს მათ კონკრეტულ განსაზღვრას. არ არსებობდა ასეთი საკითხების მოგვარების არც დეტალური წესები რომელიც განსაზღვრავს ასოციაციის შიდა მართვაში და საქმიანობაში სამინისტროს ჩარევის ძალაუფლების არსს და ფარგლებს და არც შემოწმების პროცედურები და განსასაზღვრული ვადა რაიმე პრობლემის აღმოსაფხვრელად.
გაერთიანების დაშლისას ეროვნული უწყებები ეყრდნობოდნენ ორ გარემოებას. პირველი იყო შიდა მართვის წესების ნაგულვები დარღვევა, მეორე არაკანონიერ ქმედებაში ნაგულვები ჩარევა.
რაც შეეხება პირველ საკითხს, სასამართლომ აღნიშნა რომ გაერთიანების თავისუფლება არ უკრძალავს სახელმწიფოს შექმნას წესები და მოთხოვნები კორპორაციის მართვასა და მენეჯმენტზე და მათ დაცვაზე. ესეთი წესები ემსახურება წევრების უფლებას მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მართვაში და საქმიანობაში და არაკომერციული ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრივილეგიის ბოროტად გამოყენებისგან მოახდინოს თავის არიდება. მომჩივანი ორგანიზაცია აშკარად ვერ აკმაყოფილებდა საერთო კრების მოწვევის მოთხოვნას დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში და ვერც საკუთარი წესდება მოიყვანა შესაბამისობაში ეროვნულ კანონმდებლობასთან. პირველი გაფრთხილების მიღების შემდეგაც კი იგი ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას საერთო კრების მოწვევით რითაც მას რეალური საშუალება უნდა მისცემოდა გამოესწორებინა საკითხები. ამის საპირისპიროდ ასოციაციის ყურადღება გადავიდა სხვა ნაგულვებ დარღვევებზე და საკმაოდ მოკლე ვადაში სამინისტრომ გამოსცა ორი დამატებითი გაფრთხილება და ორივე შემთხვევაში გაერთაინებას მისცა ათ დღიანი ვადა პრობლემის აღმოსაფხვრელად და არ განუმარტა კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარება იყო საჭირო. ეს ვადები თვითნებურად იქნა დაწესებული და ძალიან ხანმოკლე იყო იმისათვის რომ ასოციაციას რელაურად მისცემოდა შანსი პრობლემის მოგვარების. ნებისმიერ შემთხვევაში, თითქმის არ არსებობდა გამართლება იმისა რომ სამინისტრო ჩარეულიყო გაერთიანების შიდა საქმინობაში იმ ფორმით რა ფორმითაც ეს განხორციელდა ორი დამატებითი გაფრთხილებისას, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც არანაირ საჩივარს წევრების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მაშინ როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური მოთხოვნების დაწესება გამართლებულია გაერთიანების მმართველი ორგანოების როლსა და სტრუქტურასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყების პრეროგატივა არ იყო გაერთიანების წესდებაში განსაზღვრული ნებისმიერი ფორმალური საკითხის დაკვირვება. ნებისმიერ შემთხევავში, ეროვნულმა სასამართლოებმა არ განახორციელეს არანაირი დამოუკიდებული სასამართლო მოკვლევა სავარაუდო დარღვევაზე არამედ უბრალოდ გაიზიარეს იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებები სრულად და არ არსებობდა სარწმუნო მტკიცებულება რომ ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა ან წარმოადგენდა საფუძვლიან მიზეზს ჩარევისთვის. შესაბამისად, ეროვნულმა სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეძლეს ჩარევისთვის შესაბამისი და საკმარისი მიზეზების მოყვანა. და ბოლოს, სრული დაშლა გაერთიანების იყო შეუსაბამო პასუხი გაერთიანების უუნარობისა მართვის შიდა წესებთან მოსულიყო შესაბამისობაში და ნაკლებად რადიკალური ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
რაც შეეხება მეორე საკითხს, არაკანონიერ საქმინობაში ჩართვის ბრალდება იყო ძალიან ბუნდოვანი, მოკლე და აკლდა დეტალები. ეროვნულმა სასამართლოებმა უბრალოდ მიიჩნიეს სამინისტროს ვარაუდები სიმართლედ და არ გამოიკითხეს ნაგულვები არამართზომიერი ქცევის პირდაპირი მტკიცებულოება და არც დაზარალებულებს ან მოწმეებს მოუსმინეს. საბოლოოდ კი ვარაუდები არ ყოფილა დადასტურებული და მომჩივანი გაერთიანების დაშლის გადაწყვეტილება ამ საფუძვლით იყო თვითნებური.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
მუხლი 41: 8000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
*არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად გაფრთხილება შეიძლება გაიცეს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელმაც ჩაიდინა “კანონთან შეუსაბამო ქმედებები”. სასამართლოს გადაწყვეტილება დაშლასთან დაკავშირებით შეიძლება განხორციელდეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს ორზე მეტ წერილობით გაფრთხილებას ერთი წლის განმავლობაში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy