© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მეოთხე სექცია
საქმე რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკთა ეროვნული კავშირი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივარი No. 31045/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
8 აპრილი 2014
საბოლოო
08/09/2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44 § 2 თანახმად
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას.
მოცემულ საქმეში რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკთა ეროვნული კავშირი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ (მეოთხე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ინეტა ზიმელე, პრეზიდენტი,
პაივი ჰირველა,
ჯორგ ნიკოლაუ,
ლედი ბიანკუ,
პოლ მაჰოუნი,
კრისტოფ ვოიცეკი
ფარის ვეჰაბოვიჩი, მოსამართლეები,
და ფატოშ არაჩი, სასამართლოს გამწესრიგებლის მოადგილე,
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 4 მარტს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება ზემორე მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (N. 31045/10) გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ, წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკების ეროვნული კავშირის მიერ („კავშირი“) 2010 წლის 1 ივნისს.
2. მომჩივანი სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი გახლდათ მისი გენერალური მდივნის, ბ-ნი ბ. ქროუს მიერ. მისი იურიდიული წარმომადგენელი გახლდათ მანჩესტერში არსებული Thompson Solicitos ადვოკატი ბ-ნი ნ. ტოდი. მას კონსულტირებას უწევდნენ ადვოკატები ბ-ნი ჯ. ჰენდი [და] და ბ-ნი მ. ფორდი [და] ლონდონიდან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენლიი გახლდათ ქ-ნი რ. ტომლინსონის მიერ საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან.
3. ერთობლივი არგუმენტები წარმოდგენილ იქნა ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციიდან („კონფედერაცია“) და „პროფესიული კავშირების კონგრესიდან“ („კონგრესი“). არგუმენტები მიღებულ იქნა ორგანიზაცია Liberty-სგანაც. მოცემულ სამ ორგანიზაციას სასამართლოს პრეზიდენტმა მისცა უფლება ჩართულიყვნენ საქმის წერილობით ნაწილში (კონვენციის 36.2 მუხლი და რეგლამენტის 44.2 მუხლი). მთავრობამ პასუხი გასცა Liberty-ს არგუმენტებს.
4. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი საშუალება დაეცვა წევრთა ინტერესები დაექვემდებარა გადამეტებულ კანონიერ შეზღუდვას, რითაც დაირღვა მათი უფლება გაერთიანების თავისუფლებაზე.
5. 2012 წლის 27 აგვისტოს საჩივარი გაეგზავნა კომუნიცირებულ იქნა მთავრობისადმი. ამასთანავე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის დასაშვევბობა მის არსებით მხარესთან ერთად განეხილა (მუხლი 29.1).
ფაქტებისაქმის გარემოებანი
6. მომჩივანი გახლავთ ლონდონში ბაზირებული პროფესიული კავშირი, გაერთიანებული სამეფოს სატრანსპორტო ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში დასაქმებული 80,000 მეტი წევრით.
7. აღნიშნა რა, რომ ეროვნულ სისტემაში ინდუსტრიული დავები ძალიან დეტალურად რეგულირდება სამართლებრივი დებულებებით, მომჩივანმა მიუთითა გაფიცვის კანონისმიერი დაცვის ორ კონკრეტულ შეზღუდვაზე და მიუთითა, რომ ისინი შეუსაბამო გახლდნენ კონვენციის მე-11 მუხლთან. მან ცალ-ცალკე განიხილა ყოველი შეზღუდვა და თანხმლები სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებანი.
ა. გაფიცვის-კენჭისყრის შეტყობინება: ვითარება „EDF“-ში
8. მოცემულ ნაწილში განხილული ფაქტები ეხება კომპანიას EDF Energy Powerlink Ltd. (“EDF”), რომელსაც დადებული ჰქონდა კონტრაქტი ლონდონის მეტროს სატრანსპორტო სისტემის მიერ გამოყენებული ელექტრო ძაბვის ქსელის მართვაზე, ოპერირებასა და შენახვაზე. „კავშირი“ წარმოადგენს კოლექტური მოლაპარაკებების წარმოების მიზნით კომპანიის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ პროფესიულ კავშირს. მთლიანობაში, კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 270 პირი, რომლებიც მუშაობენ სამ სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ყველაზე დიდი გახლავთ ტაფნელ პარკი, სადაც 155 დასაქმებულია და მათ შორის, მომჩივნის მიხედვით, იმ მომენტში მასში „კავშირის“ 25 წევრი იმყოფებოდა. კომპანიას არ ეცოდნიებოდა თუ მის თანამშრომელთაგან რომელი იყო პროფესიული კავშირის წევრი, რადგანაც არ ახორციელებდა პროფკავშირის წევრობის გადასახადის ხელფასიდან დაქვითვას.
9. 2009 წლის ივნისიდან სექტემბრამდე მომჩივანმა და კომპანიამ ხელფასისა და მომსახურების პირობების შესახებ აწარმოეს მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი. კომპანიის შემოთავაზებით უკმაყოფილო მომჩივანმა გადაწყვიტა ინდუსტრიული გაფიცვა და 24 სექტემბერს კომპანიას გაუგზავნა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით მოთხოვნილი გაფიცვის კენჭისყრის შეტყობინება. შეტყობინება მუშაკთა იმ ჯგუფს, რომელიც ინდუსტრიული ქმედებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებდა, ახასიათებდა როგორც „ინჟინერ/ტექნიკოსებს“ და მიუთითებდა თუ რამდენი მათგანი იყო განთესილი კომპანიის ყოველ ტერიტორიაზე. მეორე დღეს კომპანიამ მიწერა მომჩივანს და მიუთითა, რომ არ იცნობდა ტერმინს „ტექნიკოსი“ (იგი მუშებს უფრო კონკრეტულად აკვალიფიცირებდა: მონტიორები, თარაზოს სპეციალისტებს, სატესტო ოთახის ინსპექტორებს, დღის შემმოწმებლებს, ცვლის შემმოწმებლებს, OLBI მონტიორებს). მან მიიჩნია, რომ გაგზავნილი კენჭისყრის შეტყობინება არ შეესაბამებოდა შესაბამის კანონით განსაზღვრულ დებულებებს. მომჩივანმა მომდევნო კვირას უპასუხა და მიუგო, რომ გამოყენებული ტერმინი საკმარისი გახლდათ იმისათვის, რომ კომპანიას სცოდნოდა თუ რომელ მუშებზე იყო საუბარი და რომ შესაბამისად, კანონის შესაბამისი დებულებების მიზანი დაკმაყოფილებული გახლდათ.
10. მხარეებს შორის შემდგომი მიმოწერის შემდეგ, კომპანიამ მიმართა სასამართლოს მოთხოვნით გამოეცა მომჩივნის მიერ, კენჭისყრის საფუძველზე, ინდუსტრიული ქმედებებისაკენ მოწოდების შემაკავებელი ორდერი. ორდერი გამოიცა მოსამართლე ბლეიქ ჯ.-ს მიერ 2009 წლის 23 ოქტომბერს.
11. მოსამართლე არ დაეთანხმა მომჩივნის პოზიციას, რომ კანონით დადგენილი მოთხოვნა არაჯეროვნად ზღუდავდა ინდუსტრიული გაფიცვის უფლებას; იგივე არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში Metrobus Ltd. v. Unite the Union ([2009] EWCA Civ 829). მან ასევე არ გაიზიარა არგუმენტი, რომ რადგან პროცედურა ჯერ ისევ ადრეულ ეტაპზე იყო, ნაადრევი იყო მისი შეწყვეტაც. ნაცვლად ამისა, მან მიიჩნია, რომ უკანონო გაფიცვის საფრთხე საკმარისად რეალური იყო და რომ ორდერის გამოცემა გამართლებული გახლდათ. ითვალისწინებდა რა იმას,თუ რომელ სექტორს ეხებოდა გაფიცვა, მისი გაჩერები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა, მრავალი გართულებული შედეგით. განიხილა რა საკითხი, თუ რამდენად საკმარისად აღწერა მომჩივანმა კენჭისყრაში მონაწილე პერსონალის კატეგორია, მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია ჯეროვან კონკრეტიკას, რადგან ტაფნელ პარკის კავშირის წევრები სხვადასხვა ადგილებზე მუშაობდნენ. მომჩივანს ეკისრებოდა არა აბსოლუტური, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში გონივრული ვალდებულება კომპანიისათვის მიეწოდებინა საკმარისი ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ მან გამოიყენა საქმიანობის მისეული კლასიფიკაციის სისტემა რელევანტური იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი. ამასთანავე, ის ფაქტი, რომ პროფესიული კავშირი შესაძლოა იწერდეს ან არ ჰქონდეს ამგვარი ინფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მომჩივანმა გაიზიარა, რომ კავშირს შეეძლო მიეწოდებინა საჭირო ინფორმაცია დასაქმების ადგილის კონტექსტში - შესაბამისად, ამგვარად მოქცევა არც ზედმეტ ტვირთს არ წარმოადგენდა და არც არაგონივრული იყო. საბოლოოდ, მოსამართლემ მიუთითა, რომ მაშინ, როდესაც ჯერ ისევ არ იყო გაცხადებული მომჩივნის მიერ გაფიცვის მოთხოვნის მიზანი (კენჭისყრა ჯერ არ ჩატარებულიყო), არსებობდა აშკარა კავშირი საჭირო შეტყობინების მიუწოდებლობასა და დამსაქმებლის მიერ ვითრებაზე რეაგირების - საქმიანობის შეჩერებით ან დასაქმებულთა გადარწმუნებით, არ მიეღოთ მონაწილეობა ინდუსტრიულ ქმედებაში - შესაძლებლობას შორის. მომჩივნის მიერ კანონისმიერი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, შესაბამისად არ გახლდათ მხოლოდ ტექნიკური ან უმნიშვნელო დარღვევა.
12. აპელაციის მოთხოვნა დოკუმენტურად არ იქნა დაკმაყოფილებული 2009 წლის 24 ნოემბერს. აპელაციის ხელახალი ნებართვა არ დაკმაყოფილდა 2010 წლის 26 იანვარს, რა მომენტშიც ინდუსტრიული დავა მომჩივანსა და EDF შორის უკვე მოგვარებული გახლდათ.
13. გაფიცვის წინააღმდეგ ორდერის შედეგად, მომჩივანმა შეაგროვა შესაბამის მუშაკთა სამუშაოს დეტალურად აღმწერი დოკუმენტები და დაურთო გაფიცვის შესახებ კენჭისყრის ახალ შეტყობინებას, რომლის შედეგადაც მათ უკვე ჰქონდათ ინდუსტრიული ქმედებების განხორციელების უფლება; იგი შედგა 2009 წლის დეკემბერსა და 2010 წლის იანვრის დასაწყისში. EDF-მა 2010 წლის 7 იანვარს მუშებს განახლებული შეთავაზება გაუკეთა, რომელიც მოიწონეს მომჩივნის წევრებმა და აისახა 1 აპრილის კოლექტიურ შეთანხმებაში.
ბ. სოლიდარული გაფიცვის აქცია: ვითარება ჰიდრექსში
14. ამ ნაწილში განხილული ფაქტები ეხება „კავშირის“ იმ წევრებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან რკინიგზაში „ფასტლაინ ლიმიტედის“ მიერ, კომპანია, რომელიც წარმოადგენს კომპანიათა ჯგუფის „ჯარვის პლს“ წევრს. ამავე ჯგუფის მეორე კომპანია „ჯარვის რეილ ლიმიტედი“ მონაწილეობდა რკინიგზის საინჟინრო საქმიანობაში. იმ დროისათვის „ფასტლაინსა“ და „ჯარვის რეილში“ (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ჯარვის“) დასაქმებული იყო დაახლოებით 1,200 ადამიანი, მათ შორის 569 „კავშირის“ წევრი გახლდათ. 2007 წლის აგვისტოში „ფასტლაინმა“ მისი საქმიანობის ნაწილი, რომელშიც 20 დასაქმებული მონაწილებოდა, გადასცა სხვა კომპანიას - „ჰიდრექს ექუიფმენტს (გს) ლიმიტედი“ (შემდგომში „ჰიდრექს“). დასაქმების არსებული პირობები „ჰიდრექსმა“ უცვლელი დატოვა, როგორც ამას მოითხოვდა კიდეც კანონი (ტრანსფერის ვალდებულებების შესახებ რეგულაციები (დასაქმების დაცვა), 2006). მომჩივნის მიხედვით, „ჰიდრექსში“ გადასული მუშები წუხდნენ, რადგან იქ მომუშავე პირებს მნიშვნელოვნად დაბალი ხელფასები ჰქონდათ. როგორც ჩანს, იმ კომპანიაში პროფესიულ კავშირებს უფრო ნაკლები გავლენა ჰქონდათ.
15. 2009 წლის მარტში, „ჰიდრექსის“ მენეჯმენტა შეატყობინა „ჯარვის“ ყოფილ თანამშრომლებს, რომ ძიმე საბაზრო პირობების გამო, აპირებდა შეემცირებინა მათი პირობები „ჰიდრექსის“ პერსონალის პირობებამდე. რაც, მომჩივნის მიხედვით, გულისხმობდა ხელფასის 36-40% შემცირებას. მომდევნო თვეების განმავლობაში მომჩივანი შეხვდა „ჰიდრექსს“ დასაქმებულების სახელით, მაგრამ ვერ მიაღწია ვერანაირ შეთანხმებას. როდესაც კომპანიამ მიუთითა, რომ აპირებდა გეგმის მიხედვით მოქმედებას, მაშინ მომჩივანმა მოამზადა გაფიცვის კენჭისყრა დაზარალებული მუშაკების სახელით (იმ დროს ჩვიდმეტი). მათ ხმა მისცეს გაფიცვის სასარგებლოდ, რომელიც შედგა 2009 წლის 6-9 ნოემბერს. გაფიცვის დროს, მონაწილეებმა პიკეტირება გაუკეთეს მათ რამდენიმე სამუშაო ადგილს. ამის შედეგად, „ჰიდრექსმა“ მისწერა მომჩივანს და შეახსენა, რომ კანონის მიხედვით პიკეტირება შეიძლებოდა მხოლოდ ერთ ადგილას, დამსაქმების შენობაში ან მის ახლოს და გააფრთხილა, რომ „კავშირი” თავს იყენებდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე ნებისმიერი იმ ეკონომიკური ზიანისათვის, რომელიც კომპანიას მიადგებოდა მოცემული უკანონო გაფიცვის შედეგად (იხ. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა ქვემოთ).
16. მეორე გაფიცვა დაანონსდა 2009 წლის 18-20 ნოემბრით, მაგრამ გადაიდო, რადგან „ჰიდრექსმა“ გამოხატა სურვილი განეგრძო მოლაპარაკებები მომჩივანთან. მოლაპარაკებების შედეგად კომპანიამ „კავშირის“ წევრებს შესთავაზა ახალი პირობები, რომელზე დათანხმებაც მათ ურჩია „კავშირმა“. კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა 2009 წლის 21 დეკემბერს. ხმა მისცა ცხრა ადამიანმა და ყველამ უარი განაცხადა მიეღოთ „ჰიდრექსის“ შეთავაზება. მომჩივნის მიხედვით, იგი ძალიან სუსტი იყო „ჰიდრექსში“ მისი მცირე რაოდენობით წევრების გათვალისწინებით. მათ გაფიცვას კომპანიაზე ძალიან მცირე ეფექტი ჰქონდა, რომლის საქმიანობაც, პრინციპში სულაც არ შეფერხებულა. მომჩივანმა მიიჩნია, რომ იგი მრავალგზის უკეთ შეძლებდა მისი წევრების ინტერესების დაცვას რომ შეძლებოდა „ჯარვის“ წევრების მობილიზებაც. ამ დონეზე გაფიცვის უბრალო მუქარაც კი, და a fortiori რეალური შეჩერება, უფრო მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა „ჰიდრექსზე“ და აიძულებდ შეენარჩუნებინა არსებული პირობები. მომჩივანმა მიუთითა, რომ „ჯარვის“ თანამშრომლებიც მონდომებულნი იქნებოდნენ გაფიცულიყვნენ „ჰიდრექსში“ მათი კოლეგების ინტერესების დასაცავასდ. ნაცვლად ამისა, „ჰიდრექსში“ მყოფ წევრებს მარტო ყოფნა უწევდათ და შედეგად, არ რჩებოდათ არჩევანი თუ არა ახალი პირობების მიღება. ისინი ამას აპროტესტებდნენ.
17. მომჩივნის მიხედვით, არც „ჯარვის“ და არც „ჰიდრექსი“ აღარ არსებობენ, ორივე გადაეცა სამმართავად მესამე მხარეს 2010 წლის მარტსა და 2011 წლის ნოემბერში. ხოლო საბოლოოდ, „ჰიდრექსი“ შესყიდულ იქნა სხვა კომპანიის მიერ, რომელიც, ასევე გაიყიდა 2012 წლის ნოემბერში.შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
18. EDF საქმეზე ბლეიქ ჯ.-მ მოიხმო პროფკავშირებისა და შრომითი ურთიერთობების შესახებ 1992 წლის კანონის (კონსოლიდაცია) შემდგომი დებულებანი:
„მუხლი 226(1) პროფესიული კავშირის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მოუწოდებს პირს მონაწილეობა მიიღოს, ან განაგრძოს მონაწილეობა ინდუსტრიულ ქმედებებში:
(ა) არ არის დაცული, თუკი ინდუსტრიული ქმედება არ არის კენჭისყრით გამყარებული, და
(ბ) როდესაც ხდება 226ა მუხლის დაცვა დამსაქმებელთან ურთიერთობაში, იგი არ არის დამსაქმებლისაგან დაცული თუკი პროფესიულ კავშირს ამ უკანასკნელისადმი არ დაუკმაყოფილებია 226ა მუხლი.“
„მუხლი 226ა პროფესიული კავშივშირი ვალდებულია გადადგას გონივრულად აუცილებელი ზომები რათა-
(ა) კენჭისყრის დაწყებიდან არაუგვიანეს შვიდი დღით ადრე წარმოადგინოს მე-2 ნაწილში მითითებული შეტყობინება,...
მიღებულია ყველა პირის მიერ, რომელზეც კავშირს ლოგიკურად მიაჩნია (ყველაზე გვიან) მიღებულ იქნას ზომები (ა) პარაგრაფის დასაკმაყოფილებლად) იქნება იმ პირთა დამსაქმებელი, რომელსაც უფლება აქვს ხმა მისცეს კენჭისყრისას.
(2) (ა) პარაგრაფში მითითებული შეტყობინება არის წერილობითი შეტყობინება -
(ა) რომელიც მიუთითებს, რომ კავშირი აპირებს კენჭისყრას,
(ბ) აკონკრეტებს თარიღს, როდესაც კავშირს ლოგიკურად მიაჩნია, რომ დაიწყებს კენჭისყრას, და
(გ) მოიცავს -
(2ა) ქვეპუნქტში ხსენებულ სიას და (2ბ) ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ციფრებს და ამასთანავე განმარტავს თუ რას ეფუძნება მოცემული ციფრები, ან
...
(2ა) სიები მოიცავს-
(ა) იმ დასაქმებულთა კატეგორიებს, რომელსაც ეხება გაფიცვა, და
(ბ) იმ სამუშაო ადგილთა ჩამონათვალს, სადაც მუშაობენ დასაქმებულნი.
(2ბ) ციფრები მოიცავს -
(ა) შესაბამის დასაქმებულთა რაოდენობას.
(ბ) (2ა)(ა) ქვეპუნქტში მითითებული ყოველი კატეგორიიდან დასაქმებულთა რაოდენობას, და
(გ) (2ა)(ბ) ქვეპუნქტში მითითებულ სიაში მოხმობილ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ პერსონალთა რაოდენობას.
...
(2დ) მოცემული მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი სიები და ციფრები, ისევე როგორც (2გ) ნაწილში ხსენებული ინფორმაცია, უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტი, იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელსაც (1) (ა) ქვეპუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილებისას ფლობს პროფესიული კავშირი.“
19. „ჰიდრექსის“ ვითრებასთან დაკავშირებით, „სავაჭრო დავის განხილვისა თუ წარმოებისას“ (1992 წლის კანონის მუხლი 219) დელიქტური პასუხისმგებლობისაგან კანონისმიერი დაცვა, იმავე კანონის 244-ე მუხლით შემოიფარგლება „მუშებსა და მის დამსაქმებელს შორის დავით“. სოლიდარული გაფიცვა ცალსახად არის ამორიცხული კანონის 224-ე მუხლით დადგენილი კანონისმიერი დაცვისაგან, რომელიც მას შემდეგგვარად განმარტავს:
„(2) პროფესიული დავისას ადგილი აქვს სოლიდარულ გაფიცვას მაშინ, და მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი -
(ა) მოუწოდებს სხვას გაწყვიტოს შრომითი კონტრაქტი ან ერევა ან მოუწოდებს სხვა ჩაერიოს მის საქმიანობაში, ან
(ბ) ემუქრება, რომ შრომითი კონტრაქტი, რომლითაც პირი ან სხვა დასაქმებულია შეწყდება ან რომ მოხდება მის საქმიანობაში ჩარევა, ან რომ მოუწოდებს სხვას შეწყვიტოს შრომითი კონტრქტი ან ჩაერიოს მის საქმიანობაში,
და შრომითი კონტრაქტით განსაზღვრული დამსაქმებელი არ არის დავაში დამსაქმებელი მხარე.“
კანონის 220-ე მუხლში მოცემული დებულებანი მშვიდობიან პიკეტირებაზე აღნიშნავენ შემდეგს:
„(1) შრომითი დავის ფარგლებში ინსპექტირებისას და შეჩერებისას, პირი უფლებამოსილია წარმოდგენილ იქნას -
(ა) სამუშაო ადგილზე ან მის ახლოს, ან
(ბ) თუკი იგი არის პროფესიული კავშირის მოხელე, კავშირის მისი თანმხლები და მის მიერ წარმოდგენილი წევრის სამუშაო ადგილზე ან მის ახლოს,
მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით ინფორმაციის მისაღებად ან გასაცემად, ან პირის მშვიდობიანად დასარწმუნებლად იმუშაოს ან თავი შეიკავოს მუშაობისაგან.
(2) თუკი პირი მუშაობს ან, ჩვეულებრივ, მუშაობს -
(ა) ერთზე მეტ ადგილას, ან
(ბ) ისეთ ადგილას, სადაც დასწრება (1) ნაწილში ხსენებული მიზნებისათვის არაპრაქტიკულია,
მისი სამუშაო ადგილი მოცემული ქვეპუნქტის მიზნებისათვის არის მისი დამსაქმებლის ნებისმიერი სამუშაო ადგილი ან ადგილი, საიდანაც ეს უკანასკნელი ახდენს სამუშაოს ადმინისტრირებას.“
20. ორივე მხარემ მოიხმო წინა საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც სოლიდარულ გაფიცვას კანონისმიერი დაცვის ფარგლებში ათავსებდა. მთავრობამ განმარტა, რომ სოლიდარული გაფიცვა პირველად საკანონმდებლო დაცვიდან ამოღებულ იქნა 1927 წლის სავაჭრო დავებისა და პროფესიული კავშირების შესახებ კანონით, რომელიც მიღებულ იქნა 1926 წლის დიდი გაფიცვის შემდეგ. ვითარება შემდეგ შეიცვალა 1947 წელს მიღებული სავაჭრო დავებისა და პროფესიული კავშირების შესახებ კანონით, რომელმაც მოხსნა აკრძალვა.
21. შემდგომი რეფორმები განხორციელდა 1970-იან წლებში. პროფესიული კავშირებისა და შრომითი ურთიერთობების შესახებ 1974 წლის კანონმა ამჟამინდელზე ფართო დაცვა დაუდგინა ინდუსტრიულ ქმედებას. 1976 წელს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 13.1 მუხლი მიუთითებდა შემდეგს:
„პირის მიერ სავაჭრო დავის შეფასებისა და გაგრძელების ფარგლებში მიღებული ზომები არ არის გასაჩივრებადი დელიქტი მაშინ, თუკი -
(ა) იგი მოუწოდებს მეორე პირს შეწყვიტოს კონტრაქტი ან ერევა ან მოუწოდებს სხვა პირს ჩაერიოს მის საქმიანობაში; ან
(ბ) ემუქრება პირს, რომ კონტრაქტი (რომლის მხარეც იგი ან არის, ან არა) შეწყდება ან რომ მის საქმიანობაში განხორციელდება ჩარევა ან რომ იგი მოუწოდებს სხვა პირს შეწყვიტოს კონტრაქტი ან ჩაერიოს მის სამიანობაში.“
22. მოცემული დებულება ლორდთა პალატამ განიხილა საქმეში Express Newspapers Ltd. v. MacShane and another ([1980] AC 672). მოცემული საქმე ეხებოდა საგაზეთო ინდუსტრის სოლიდარულ აქციას, რომელსაც უძღვებოდა ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი. პალატის უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ტესტი, რომლითაც განისაზღვრებოდა უნდა ყოფილიყო თუ არა 13(1) მუხლით დაცული ესა თუ ის ქმედება, სუბიექტური გახლდათ, ანუ, საკმარისი გახლდათ პირს გულწრფელად სჯერებოდა, რომ განსახილველ მოქმედებას შეეძლო დავებში შემდგომი მონაწილეობის მიზეზის ხელშეწყობა. ის, თუ რამდენად გულწრფელი იყო პირის რწმენა მოწმდებოდა სასამართლოების მიერ, თუმცა, პირი, რომელიც მოუწოდებდა გაფიცვისაკენ, არ იყო ვალდებული დაედასტურებინა, რომ მას, გონივრულად შეფასებისას, შეეძლო მიზნის მიღწევა. ლორდი ვილბერფორსი არ დაეთანხმა შეფასების ასეთ ბუნებას, თუმცა დაეთანხმა, რომ კავშირის წინააღმდეგ ორდერი უნდა მოხსნილიყო.
23. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი აცხადებდა რომ MacShane გადაწყვეტილება არ იყო სამართლის მნიშვნელოვანი განვითარების ნიმუში და რომ მხოლოდ ადასტურებდა კანონის ენით ნათლად დადგენილ ინტერპრეტაციას, საქმე მაინც იქნა მოხმობილი დასაქმების 1980 წლის კანონის ფარგლებში საპარლამენტო დებატების დროს, რომელიც მიღებულ იქნა სოლიდარული გაფიცვისათვის შეზღუდვების დადგენის გამო (იხ. კანონის მე-17 მუხლი). 1980 წლის კანონმა სოლიდარული გაფიცვისათვის იმუნიტეტი დაადგინა სამი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) თუკი, პირველი, იგი გამოყენებული იქნებოდა დავაში ჩრთული დამქირავებლის მომწოდებლების ან მომხმარებლებების მიმართ; ბ) თუკი, მისი მთავარი მიზანი იქნებოდა დავის დროს უშუალოდ აეცილებინათ ან შეეშალათ ხელი დავაში ჩართულ დამქირავებელსა და მის მომწოდებლებს ან მომხმარებლებს შორის საქონლისა თუ სერვისის მიწოდებისათვის; გ) თუკი დიდი იყო მიზნის მიღწევის ალბათობა.
24. ამჟამად მოქმედი წესი დადგენილ იქნა 1990 წლის დასაქმების შესახებ კანონით და შემდეგ ხელახლა შევიდა ძალაში 1992 წლის კანონით დადგენილი ზემოთგანხილული დებულებებით.
25. მხარეებმა წარმოადგინეს გაერთიანებულ სამეფოში გაფიცვის შედეგად მოცდენილი დღეების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია 1970-იანი წლებიდან მოყოლებული. მთავრობამ მიუთითა, რომ იმ ათწლეულში დაკარგული დღეების საშუალო რაოდენობა ყოველ წლიურად იყო 12.9 მილიონი. 1980-იან წლებში იგი შემცირდა საშუალოდ 7.2 მილიონ დღემდე. 1990-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე კი ციფრი მრავალგზის მცირეა, დააახლოებით 700,000 დღე წლიურად. მათ აღნიშნეს, რომ შემცირების მიზეზი გარკვეულწილად სოლიდარული გაფიცვის აკრძალვაც გახლდათ. მომჩივანმა გაასაჩივრა ამგვარი განმარტება. მან მიუთითა, რომ არსებულის ტატისტიკა არ განასხვავებდა უშუალო და სოლიდარულ გაფიცვებს.. შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაგვედგინა თუ რა რაოდენობით სოლიდარულ გაფიცვასთან გვქონდა ადგილი 1980 წლამდე და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო 1980 და 1990 წლებში დაწესებული შეზღუდვების გავლენის განსაზღვვრაც. მომჩივნის აზრით, სოლიდარული გაფიცვა საკმაოდ იშვიათი იყო და რომ მაშინ გაფიცვების უმრავლესობა პირველადი ანუ უშუალო გახლდათ. მათ მოიხმეს ოფიციალური ციფრები (მოცემული მთავრობის გამოცემაში „დასაქმების მაცნე“), რომელიც მიუთითებდა, რომ 1960-იანი წლებიდან მოყოლებული გაერთიანებული სამეფო სტაბილურად ახლოს იყო ინდუსტრიული ქმედებების შედეგად ევროპაში მოცდენილ საშუალო დღეების რაოდენობასთან. ამ წყაროს მიხედვით, 1970-იანი წლების ბოლოდან ქვეყანა საშუალოდ არის რანგირებული მოცემული მონაცემის თანახმად. ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ 1984 წელი, მეშახტეების მიერ მაშინდელი ხანგრძლივი და ფართომასშტაბიანი გაფიცვის გამო. მთავრობამ მიუთითა, რომ შედარებითი სტატისტიკა ფრთხილად უნდა განიმარტოს ევროპის საფუძვლიანი ტრანსფორმაციის გათვალისწინებით ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ის ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფო ევროპის ზოგად მაჩვენებელთან ახლოს იყო ამ მხრივ, მიუთითებდა, რომ მომჩივნის პოზიციის საწინააღმდეგოდ, ინდუსტრიული ქმედებების შესახებ წესები არ იყო იმდენად შემზღუდველი, რომ ზედმეტად გაერთულებინა გაფიცვა.შესაბამისი საერთაშორისო სამართალი
26. საჩივრის გასამყარებლად, მომჩივანმა მოიხმო სხვა საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტები და შესაბამისი ორგანოების მიერ მათი ინტერპრეტაციები. მათგან ყველაზე რელევანტური და დეტალური მოცემულია ქვემოთ.
ა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) კონვენციები
27. მართალია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული კონვენციები პირდაპირ არ ეხებიან გაფიცვის უფლებას, მაგრამ გაერთიანების თავისუფლების შესახებ კომიტეტმა და კონვენციისა და რეკომენდაციების გამოყენების ექსპერტთა კომიტეტმა (შემდგომში „ექსპერტთა კომიტეტი“) განავითარეს გაფიცვის უფლების რამდენიმე პრინციპი, რომელიც ეფუძნება 1984 წლის N.87 გაერთიანების თავისუფლებისა და ორგანიზების უფლების დაცვის კონვენციის მე-3 და მე-19 მუხლებს (მოკლედ მიმოხილული შრომის საერთაშორისო ოფისის 2012 წლის გამოცემაში „გლობალიზაციისათვის ადამიანური სახის მიცემა“ (Giving globalisation a human face), პარაგრაფი 117). მოცემული კონვენციის რატიფიკაცია გაერთიანებულმა სამეფომ მოახდინა 1949 წლის 27 ივნისს.შეტყობინების მოთხოვნის შესახებ
28. ექსპერტთა კომიტეტმა რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი გაერთიანებულ სამეფოში ინდუსტრიული ქმედებისას შეტყობინების ვალდებულების შესახებ. მომჩივანმა მოიხმო 2008 წელს გაკეთებული შემდგომი განცხადება:
„წინარე კომენტარებში, კომიტეტმა გაითვალისწინა TUC კომენტარი, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიული ქმედებისას შეტყობინების მოთხოვნის დაცვაზე იმუნიტეტის გავრცელება გაუმართლებელ ტვირთს წარმოდგენდა. კომიტეტი მიუთითებს, რომ მთავრობის მიხედვით, უკვე მიღებულია რიგი ზომები, რათა გამარტივდეს 1995 წლის ბრძანების 104-109 და TURLA 226-235 მუხლები; მეტიც, 2006 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს შრომითი კანონის რიგი ასპექტების გამარტივებას, მთავრობამ ნათლად სთხოვა პროფესიულ კავშირებს წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებანი პროფესიული კავშირების შესახებ კანონის შემდგომ გასამარტივებლად. მას შემდეგ, მთავრობა განხილვებს აწარმოებს TUCთან რათა გაამარტივოს ინდუსტრიული ქმედებების კენჭისყრისა და შეტყობინებების შესახებ კანონის დებულებანი. მოცემული განხილვები ჯერ ისევ მიმდინარეობს. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მის ბოლოდროინდელ კომენტარებში, TUCმა მიუთითა, რომ რეფორმაში წინსვლა არ აღინიშნება. კომიტეტი ითხოვს მთავრობისაგან შემდგომ ანგარიშში მიუთითოს პროგრესის შესახებ.“
29. ახლახანს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისადმი პირდაპირი მოთხოვნისას ექსპერტთა კომიტეტმა აღნიშნა:
„წინარე კომენტარებში კომიტეტმა გაითვალისწინა პროფესიული კავშირის კონგრესის (TUC) კომენტარი, რომლის მიხედვითაც იმისათვის, რომ მოხდეს ინდუსტრიული ქმედებების განხორციელების უფლების დაცვა, აუცილებელია შეტყობინების წარდგენა, რაც, მათი აზრით ზედმეტი ტვირთის მატარებელი ვალდებულებაა. კომიტეტმა მთავრობას მოსთხოვა წარმოედგინათა ყველანაირი ინფორმაცია ამ მხრივ ნებისმიერი განვითარების, ისევე როგორც შესაბამისი სტატისტიკის ან მოცემული მოთხოვნის პრაქტიკული გამოყენებისა და გავლენის შესახებ. კომიტეტი აღნიშნავს მთავრობის კომენტარს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებებში RMT v. Serco and და ASLEF v. London Midland (2011) EWCA 226, გააუქმა მოპასუხეების მიერ მოთხოვნილი ორდერები ორი მთავარი სატრანსპორტო კავშირის -RMT და ASLEF - წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში ორდერი გამოცემული იყო პროფკავშირების მიერ კანონით დადგენილი კენჭისყრისა და შეტყობინების პროცედურების დარღვევის გამო. მოცემული საქმე გახლდათ ერთ-ერთი უკანასკნელი იმ საქმეთა შორის, რომელიც აფასებდა კავშირების ტექნიკურ ვალდებულებებს ადგილზე უზრუნველეყოთ სამართლიანი კენჭისყრის ჩატარება. გადაწყვეტილებაში საქმეზე RMT v. Serco სააპელაციო სასამართლომ გამოსცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დაზუსტება, რათა შემდგომში დამსქმებლებისათვის უფრო გართულებულიყო კენჭისყრისა და შეტყობინების მოთხოვნების დარღვევის გამო ორდერის მიღება და ამით გაფიცვის თავიდან აცილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა ქვემდგომი სასამართლოსათვის. მოცემული საქმის შედეგად, საქმეში Balfour Beatty v. Unite (2012) EWHC 267 (QB), სასამართლომ Balfour Beatty მიმართ გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინა Serco საქმე და ბალანსის დაცვის საჭიროება დემოკრატიული ლეგიტიმაციასა და პროფკავშირებსა და მათი თანამშროლებისავის არარეალისტური ტვირთის დაკისრებას შორის. კომიტეტი ითვალისწინებს TUC მოსაზრებას მასზედ, რომ მართალია იგი მიესალმება ორივე გადაწყვეტილებას, იგი მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელნი სრულიად არ ეპასუხებიან მათ მიერ იდენტიფიცირებულ, კანონმდებლობით შექმნილ პრობლემებს და რომ კანონმდებლობა განაგრძობს აუტანელი მოთხოვნების დაკისრებას პროფესიულ კავშირებზე. კომიტეტი ინტერესით ადევნებს თვალყურს მიმდინარე განვითარებებს და სთხოვს მთავრობას წარმოადგინოს კომენტარები TUC მიერ წამოწეულ საკითხებზე.“სოლიდარულ გაფიცვასთან დაკავშირებით
30. ექსპერტთა კომიტეტმა ამ საკითხზე შემდეგი აღნიშნა:
„რაც შეეხება „თანაგრძნობის“ გაფიცვებს, კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამ ფორმის გაფიცვის ზოგადმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს დარღვევები, განსაკუთრებით კი მზარდი ურთიერთდამოკიდებულების გლობალური ხასიათისა და წარმოების გასაერთაშორისოების გათვალისწინებით და რომ მუშებს უნდა შეეძლოთ ამგვარ გაფიცვაში მონაწილეობა იმ პირობით, რომ გაფიცვა, რომლის მხარდაჭერაც მათ სურთ, კანონიერია.“
(Giving globalization a human face, op. cit., პარა 125)
31. გაერთიანების თავისუფლების ასოციაციის კომიტეტი ინდუსტრიული ქმედებების ამ ფორმას საერთაშორისო შრომითი სამართლის დაცვის ქვეშ მოისაზრებს:
„თანაგრძნობის საფუძველზე გაფიცვის ზოგადმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს უფლების ბოროტად გამოყენება; მუშებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ გაფიცვის ამგვარი ფორმით, იმ პირობით, რომ ის გაფიცვა, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ თავად კანონიერია.“
„იმგვარი გაფიცვის აკრძალვა, რომელიც არ არის კავშირში კოლექტიურ დავასთან, რომლის მხარეც არის დამქირავებელი ან პროფკავშირი, ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების პრინციპებს.“
(გაერთიანების თავისუფლება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების ასოციაციის პრინციპებისა და გადაწყვეტილებების კრებული, მეხუთე (განახლებული) გამოცემა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2006, პარა 534-538).
32. ამ მხრივ, გაერთიანებული სამეფოს მიერ N.87 კონვენციის დაცვის გათვალისწინებით, ექსპერტთა კომიტეტმა მრავალგზის გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ სოლიდარული გაფიცვები აკრძალულია. თავდაპირველი კრიტიკა მოცემული იყო გაერთიანებული სამეფოს მიმართ 1989 წლის გაკეთებულ შეფასებაში:
„კომიტეტი აღნიშნავს, რომ საერთო სამართალი გაფიცვისა თუ სხვა ინდუსტრიული ქმედების ყველა ფორმას უკანონოდ მიიჩნევს სამოქალაქო სამართლის გადასახედიდან. მოცემული გულისხმობს, რომ მუშებსა და პროფკავშირებს, რომლებიც ერთვებიან ამგვარ საქმიანობაში, შესაძლოა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ზარალისათვის დამქირავებლების (ან სხვა მხარეთა) მხრიდან, რომელთაც მის შედეგად მიადგათ ზიანი და (პრაქტიკის გადასახედიდან უფრო მნიშვნელოვანია) შესაძლოა შეეზღუდოთ უკანონო ქმედებების განხორციელება ორდერების გამოცემის გზით (რომელიც გაიცემა როგორც დროებით, ისე მუდმივად). კომიტეტს მიაჩნია, რომ ამგვარ სამართლებრივ საშულებებზე შეუზღუდავი წვდომა მუშებს ართმევს გაფიცვისა და სხვა ინდუსტრიული პროტესტის საშუალებას, რათა ამ ფორმით მათ მოახერხონ საკუთარი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვა და ხელშეწყობა.
შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია მუშებსა და პროფკავშირებს ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან დაცვის რაიმე საშუალება. მოცემულ დაცვას პროფკავშირებსა, მათი წევრებსა და მოხელეებისათვის ახორციელებს კანონმდებლობა 1906 წლიდან მოყოლებული რიგი „იმუნიტეტების“ (ან, უფრო სწორად „დაცვის“) დაშვებით დელიქტური სამართალწარმოებისაგან.
მოცემული დაცვის მექანიზმების მასშტაბები 1980 წლის შემდეგ შეიზღუდა რამდენიმე კუთხით. კომიტეტი აღნიშნავს, რომ, მაგალითად, 1974 წლის კანონის მე-15 მუხლი შეიცვალა იმგვარად, რომ შეიზღუდა მუშის მიერ საკუთარი სამუშაო ადგილის პიკეტირების უფლება ან, პროფესიული კავშირის მოხელის შემთხვევაში, შესაბამისი წევრის სამუშაო ადგილია, მაშინ როდესაც 1980 წლის კანონის მე-17 მუხლი დაცვას აღარ ავრცელებს „სოლიდარულ“ გაფიცვაზე, როდესაც იგი მიმართულია იმ დამქირავებლის მიამრთ, რომელიც არ არის უშუალოდ პროფესიული დავის მხარე. ამასთანავე, „პროფესიული დავა“, რომელიც განმარტულია 1974 წლის კანონის 29-ე მუხლში, შევიწროვდა და მოიცავს მხოლოდ დავებს მუშებსა და მათ საკუთარ დამქირავებელს შორის, და არა ზოგადად დავებს „დამქირავებლებსა და მუშებს“ ან „მუშებსა და მუშებს“ შორის, როგორც ეს აქამდე იყო.
ამ ყველა სირთულის გათვალისწინებით, თითქმის შეუძლებელია მუშაკები და პროფკავშირები კანონიერად ჩაეთონ საქმიანობის ნებისმიერბოიკოტირებაში ან აწარმოონ „სოლიდარული“ გაფიცვა იმ მხარეების მიმართ, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართულნი მოცემულ დავაში. კომიტეტს არასდროს გამოუთქვამს რაიმე დადგენილი პოზიცია ბოიკოტირების, როგორც გაფიცვის უფლების მიმართ. თუმცა, კომიტეტს ეჩვენება, რომ როდესაც ბოიკოტი ეხება უშუალოდ იმ მუშაკთა სოციალურ ან ეკონომიკურ ინტერესებს, რომლებიც ჩართულნი არიან თავდაპირველ დავაში ან სოლიდარულ გაფიცვაში, და როდესაც თავდაპირველი დავა და სოლიდარული გაფიცვა არ არიან თავისთავად უკანონო, მაშინ ბოიკოტი მიჩნეულ უნდა იყოს როგორც გაფიცვის უფლების კანონიერი ფორმა. ამგვარი მიდგომა ცალსახად შეესაბამება კომიტეტის მიდგომას, რომელიც მან შეიმუშავა „სოლიდარული გაფიცვების“ მიმართ:
როგორც ჩანს უფრო ხშირად ხდება გაფიცვის ამ ფორმის (ანუ სოლიდარული გაფიცვის) გამოყენება ინდუსტრიების კონცენტრაციის სტრუქტურისა თუ სამუშაო ცენტრების დედამიწის სხვადასხვა ნაწილებში განთავსების გამო. კომიტეტი მიიჩნევს, რომ სოლიდარული აქციების ზოგადმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს უფლების ბოროტად გამოყენება და რომ მუშებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ამგვარ გაფიცვებში, იმ პირობით, რომ თავდაპირველი გაფიცვა, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, კანონიერია.“
33. როგორც იკვეთება, ექსპერტთა კომიტეტს გაერთიანებული სამეფოს მიმართ მოსაზრებაში, აკრძალვაზე გადამწყვეტი პოზიცია არ მიუღია 1995 წლამდე, როდესაც აღნიშნა შემდეგი:
„კომიტეტი მთავრობის ყურადღებას მიაპყრობს 1994 წლის გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური შეთანხმების ზოგადი მიმოხილვის 168-ე პარაგრაფზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სოლიდარული გაფიცვის ზოგადმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს უფლების ბოროტად გამოყენება და რომ მუშებს უნდა შეეძლოთ მიმართონ გაფიცვის ამგვარ ფორმას, იმ პირობით, რომ ის თავდაპირველი გაფიცვა, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, კანონიერია. იმუნიტეტის მოხსნა ინდუსტრიული ქმედებების ამგვარ ფორმას დასჯადს ხდის დელიტური სამართლის კუთხით და შესაბამისად, შესაძლოა წარმოადგენდეს სოლიდარული გაფიცვის უფლების სერიოზულ დარღვევას.“
კომიტეტმა იგივე მიდგომა დაადასტურა ვითარების ბოლოდროინდელ შეფასებაშიც (2012 წლის დასკვნა):
გაფიცვებისა და სხვა ინდუსტრიული პროტესტის ფორმებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება (TURLA მუხლები 223 და 224): წინარე კომენტარებში, კომიტეტმა აღნიშნა, რომ TUC მიხედვით, ინდუსტრიული ურთიერთობების დეცენტრალიზებული ბუნების გათვალისწინებით, მუშაკებისათვის აუცილებელია შეეძლოთ მიიღონ მონაწილეობა იმ დამქირავებლის წინააღმდეგ გაფიცვაში, რომელთაც იოლად შეუძლიათ შეასუსტონ კავშირის საქმიანობა კომპლექსური კორპორატიული სტრუქტურის, შრომის ტრანსფერისა და კომპანიების დაყოფის გზით. კომიტეტმა ზოგადად მიუთითა მუშაკთა მიერ ინდუსტრიული გაფიცვის უფლებაში მონაწილეობის უფლების დაცვის საჭიროების შესახებ იმ ვითარებებში, რომელიც მათზე გავლენას ახდენს მაშინაც კი, თუკი რიგ შემთხვევებში, უშუალო დამქირავებელი შესაძლოა არ წარმოადგენდეს დავის მხარეს. მათ უნდა ჰქონდეთ უფლება მიიღონ მონაწილეობა სოლიდარულ გაფიცვაში იმ პირობით, რომ გაფიცვა, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, კანონიერია. კომიტეტი ითვალისწინებს მთავრობის მოსაზრებას, რომ: (1) მისი პოზიცია მოცემულია 2006-08 წლის ანგარიშში და რომ საკითხისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა და რომ არ არსებობს მომავალში ამ მხრივ კანონმდებლობის ცვლილების გეგმები; და (2) მოცემული საკითხი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკების ეროვნული კავშირის მიერ („კავშირი“) წარმოდგენილი საჩივრის საგანს და რომ ხსენებულ სასამართლოს საქმე ჯერ არ განუხილავს. კომიტეტი მოიხმობს მის მიერ აქამდე გამოთქმულ შეშფოთებას მაზედ, რომ ეკონომიკის გლობალიზაციისა და სამუშაო ცენტრების მიმოფანტვამ შესაძლოა იქონიოს მძიმე გავლენა მუშაკთა ორგანიზაციების მიერ საკუთარი საქმიანობის იმგვარად ორგანიზების უფლებაზე, რომ ეფექტიანად დაიცვან საკუთარ წევრთა ინტერესები, თუკი მოხდება კანონიერი ინდუსტრიული ქმედებების განხორციელების უფლების ზედმეტად ვიწროდ განმარტება. მოცემულ პირობებში, კომიტეტი კიდევ ერთხელ სთხოვს მთავრობას განიხილოს TURLA 223 და 223 მუხლები, გაიაროს სრულფასოვანი კონსულტაციები სოციალურ პარტნიორებთან და შემდეგ ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია კონსულტაციების შედეგების შესახებ.“
(შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენცია, ექსპერტთა კომიტეტის ანგარიში, 102ე სესია, 2013, ILC.102/III(1A), გვ. 195-196).
ბ. ევროპის სოციალური ქარტია
34. გაფიცვის უფლება დაცულია ევროპის სოციალური ქარტიის მე-6 მუხლის მეოთხე პარაგრაფით. ქარტიის რატიფიცირება გაერთიანებულმა სამეფომ მოახდინა 1962 წელს. იგი შემდეგს მიუთითებს:
კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ:
...
აღიარებენ:
მუშაკთა და დამსაქმებელთა უფლებას მიიღონ კოლექტიური ზომები ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში გაფიცვის უფლების ჩათვლით, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ადრე დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებიდან.“
შეტყობინების ვალდებულების შესახებ
35. სოციალურ უფლებებზე ევროპის კომიტეტმა (ECSR) განიხილა ბრიტანული კანონები გაფიცვის კენჭისყრის შესახებ და ისინი შეუსაბამოდ მიიჩნია გაფიცვის უფლებით სარგებლობასთან. საკითხის ბოლოდროინდელ შეფასებაში მათ მიუთითეს შემდეგი (დასკვნები XIX-3, 2010):
„ კომიტეტმა მის წინარე დასკვნებში მიიჩნია ... რომ დამსაქმებლისათვის ინდუსტრიული ქმედებების შესახებ კენჭისყრის ჩატარების შეტყობინების ვალდებულება, გაფიცვის შესახებ შეტყობინებასთან ერთად, რომელიც გაცემულ უნდა იქნას გაფიცვამდე - გადაჭარბებულია (შრომითი ურთიერთობების შესახებ კანონით (ERA)2004 გამარტივებული დებულებების გათვალისწინებითაც კი). იმის გამო, რომ ვითარება არ შეცვლილა, კომიტეტი იმეორებს მის დასკვნას მასზედ, რომ ვითარება არ არის ქარტიის 6.4 მუხლის შესაბამისი.“სოლიდარული გაფიცვის შესახებ
36. შსო ექსპერტთა კომიტეტის მსგავსად, ECSR თანმიმდევრულად აკრიტიკებს ვითარებას გაერთიანებულ სამეფოში. საკითხის პირველი განხილვისას მან მიუთითა შემდეგი (დასკვნები XIII-1, 1993):
“მოიხმობს რა ანგარიშს, კომიტეტი ითვალისწინებს მთავრობის მოსაზრებებს გაფიცვის უფლების შეზღუდვაზე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაწესებულია 1990 წლის დასაქმების შესახებ კანონით. კერძოდ, კომიტეტი მიუთითებს, რომ მაშინ, როდესაც მთავრობამ ხაზი გაუსვა დამსაქმებელთა უფლებას გაათავისუფლონ სამსახურიდან ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ გაფიცვაში, იგი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კანონმდებლობა განაგრძობს:
ა) საკუთარ სამუშაო ადგილზე მშვიდობიანი პიკეტირების სპეციალურ დაცვას;
ბ) ადგენს კანონით განსაზღვრულ იმუნიტეტს მშვიდობიან და კანონიერ პიკეტირებაზე;
გ) ადგენს კანონით განსაზღვრულ იმუნიტეტს კანონიერ სავაჭრო დავებზე.
კომიტეტმა ასევე შენიშნა, რომ შსო ექსპერტთა კომიტეტმა ბოლოდროინდელ რეკომენდაციებში მიუთითა კანონმდებლობის სასურველ შესწორებაზე იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი შეესაბამებოდეს შსპ N. 87-ე კონვენციით განსაზღვრულ გაერთიანების თავისუფლების პრინციპს (გაერთიანებისა და ორგანიზების უფლების დაცვის შესახებ კონვენცია, 1948).
მოცემული ინფორმაციისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდებს იმუნიტეტი არ გააჩნიათ:
- სოლიდარული ინდუსტრიული ქმედებების განხორციელებისას გარდა მშვიდობიანი პიკეტირებისას წახალისების შემთხვევებისა;
- ინდუსტრიული ქმედებებზე, რომელთა ორგანიზებაც ხდება იმ თანამშრომელთა მხარდასაჭერად, რომლებიც გათავისუფლებულ იქნენ არაოფიციალურ გაფიცვაში მონაწილეობისას;
კომიტეტმა გაიმეორა ზედამხედველობის მეთორმეტე ციკლისას მოხმობილი მიზეზების საფუძველზე საკუთარი ნეგატიური დასკვნა.“ (დასკვნები XIX-I, განხილული პერიოდი 1990-1991).“
37. ECSR-ის ბოლო შეხედულება საკითხზე შემდეგგვარი იყო (დასკვნები, XIX-3, 2010):
„ წინარე დასკვნებში კომიტეტმა დაადგინა, რომ კანონიერი კოლექტიური ქმედებები იზღუდებოდა იმ დავებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა უშალოდ მუშაკებსა და მათ დამსაქმებელს შორის, შესაბამისად, პროფკავშირს არ ჰქონდა საშუალება მიეღო ზომები de facto დამქირავებლის მისამართით, თუკი ეს უკანასკნელი არ იყო უშუალო დამქირავებელი. ამასთანავე, კომიტეტმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სასამართლოების მიხედვით, კოლექტიური ქმედებანი მომავალ დამსაქმებელსა და დასაქმების მომავალ პირობებზე საქმიანობის ნაწილობრივი ტრანსფერის შემთხვევაში დაცული არ გახლდათ (University College London NHS Trust v UNISON). კომიტეტი, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მუშაკთა მიერ კანონიერი კოლექტიური ზომებით საკუთარი ინტერესების დაცვის მასშტაბი დიდწილად შეზღუდული გახლდათ გაერთიანებულ სამეფოში. იმის გათვალისწინებით, რომ ვითარება არ შეცვლილა, კომიტეტი იმეორებს საკუთარ დასკვნას, რომლის მიხედვითაც ამგვარი ვითარება არ არის ქარტიის 6.4 მუხლთან შესაბამისობაში.“
გ. ევროპის კავშირის ქარტია ფუნდამენტური უფლებების შესახებ
ქარტიის შესაბამისი დებულებანი აღნიშნავენ შემდეგს:
„მუხლი 12
გაერთიანებისა და ასოცირების თავისუფლება
ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება ყველა დონეზე, კერძოდ, პოლიტიკურ, პროფკავშირულ და სამოქალაქო საკითხებზე, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებას შექმნას და შევიდეს პროფესიულ კავშირებში საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით.
...
მუხლი 28
კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ქმედებების უფლება
მუშაკებსა და დამსაქმებლებს, ან მათ ორგანიზაციებს, გაერთიანების კანონმდებლობისა და ეროვნული კანონებისა და პრაქტიკის საფუძველზე, უფლება აქვთ აწარმოონ მოლაპარაკება და დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები სათანადო დონეზე და, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, განახორციელონ კოლექტიური ქმედებანი, მათ შორის გაფიცვის ფორმით, საკუთარი ინტერესების დასაცავად.“
28-ე მუხლი მოცემულია წესდების IV თავში. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ამ მხრივ მითითება უნდა გაკეთდეს ევროპის კავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 30-ე ოქმზე, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
„მუხლი 1
...
კერძოდ, ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასარიდებლად, წესდების IV თავი ადგენს სასამართლო წესით განსახილველ უფლებებს პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს მსგავს უფლებებს.“
შედარებითი სამართლის ელემენტები
38. მხარეებმა წარმოადგინეს შედარებითი სამართლის რიგი ელემენტები სოლიდარულ გაფიცვასათან დაკავშირებით. ორივე მათგანმა მოიხმო ევროპაში ინდუსტრიული ქმედებების რეგულაციების შესახებ შედარებითი კვლევა (Strike rules in the EU 27 and beyond, A comparative overview, W. Warneck, European Trade Union Institute for Research, Education and Health and Safety, 2007). მოცემული წყაროს თანახმად, ევროპის კავშირის წევრთა უმრავლესობაში სოლიდარული გაფიცვა დაცულია ან დაშვებულია და ექვემდებარება რიგ შეზღუდვებსა და პირობებს. სახელმწიფოები, რომლებიც მსგავსად გაერთიანებული სამეფოსი, არ უშვებენ სოლიდარულ გაფიცვას არიან ავსტრია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.
39. თავდაპირველ არგუმენტებში, მთავრობა ეცადა გაერთიანებული სამეფოს ვითარება გაემართლებინა შემდეგ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობით: ესპანეთი, ნიდერლანდები, იტალია, ავსტრია, ნორვეგია, დანია და გერმანია. ამით ისინი ცდილობდნენ დაედასტურებინათ, რომ ევროპაში არსებობდა ფართო ტენდენცია სოლიდარული გაფიცვა დაექვემდებარებინათ მრავალგზის უფრო მეტი შეზღუდვებისათვის, ვიდრე უშუალო/პირველადი ინდუსტრიული ქმედებები. მოცემულ არგუმენტზე პასუხად მომჩივანმა სასამართლოს წარმოუდგინა ევროპის რიგ ქვეყნებში შრომითი კანონმდებლობის ექსპერტების მოსაზრებანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მთავრობის არგუმენტებს. მომჩივანმა დაასკვნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ვიწროდ იყო საკითხი დარეგულირებული კონვენციის სხვა წევრ სახელმწიფოებთან შედარებით. მთავრობამ კი მიუთითა, რომ წარმოდგენილი მასალა ადასტურებდა, რომ ევროპაში არსებული ინდუსტრიული ურთიერთობების სისტემებისა და ტრადიციების სხვადასხვაობის მიუხედავად, უმეტესი სახელმწიფო განასხვავებდა პირველად და სოლიდარულ ზომებს და რომ უფრო მეტი შეზღუდვა სოლიდარულ ქმედებებზე იყო დაწესებული. მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ფართო უფლება არ იყო გამყარებული რეალური ევროპული კონსესუსით.
40. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ შედარებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის სოციალური ქარტიის მონიტორინგის მექანიზმის მოქმედების შედეგად. როგორც ზემოთ აღინიშნა კიდეც, მოცემულმა ორგანომ მრავალგზის გააკრიტიკა ვითარება გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც, როგორც ჩანს, გახლავთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კრიტიკას დაექვემდებარა ამ კონკრეტულ საფუძველზე. ECSR-მა კომენტარი გააკეთა ბოლო წლებში სოლიდარული აქციის კანონიერების საკითხზე (ხანდახან გამოიყენებდა ტერმინს “მეორადი გაფიცვა“ ან „სიმპატიის გამომხატველი გაფიცვა“) შემდეგ ქვეყნებთან მიმართებაში: ბულგარეთი, ხოვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, მალტა, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ესპანეთი და შვედეთი. ვანეკის კვლევაში სოლიდარული გაფიცვის ამკრძალავ სამ სხვა სახელმწიფოზე მითითებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ECSR-ს არ გაუკრიტიკებია ამ მხრივ ვითარება ნიდერლანდებში. მას არც ავსტრიასა თუ ლუქსემბურგში არსებულ ვითარებაზე გაუკეთებია კომენტარი, რადგან არცერთ სახელმწიფოს არ გამოუთქვამს თანხმობა სოციალური ქარტიის 6.4 მუხლზე.
41. დამატებითი შედარებითი ინფორმაცია მოცემულია შსო გამოცემებსა და იურიდიულ მონაცემთა ბაზებში. მაგალითად, ექსპერტთა კომიტეტი შეეხო თურქეთის კონსტიტუციიდან სოლიდარული გაფიცვების აკრძალვის ამოღებას (Giving globalisation a human face, op. cit., პარა 125). მან ასევე მოიხმო სახელმწიფოების მიერ 87-ე კონვენციის იმპლემენტაციის საკითხი და სოლიდარული გაფიცვების კანონიერება ალბანეთში, საქართველოსა და ლატვიაში. გაერთიანების თავისუფლების შესახებ კომიტეტმა ასევე მოიხმო სოლიდარული გაფიცვია უნგრეთში (საჩივარი N. 2775) და აღნიშნა, რომ რუსეთის კანონმდებლობა ცალსახად არც უშვებს და არც კრძალავს ამგვარ ქმედებას (საჩივარი N. 2251).
ამასთანავე, ადამიანის უფლებათა სასამართლო მიუთითებს, რომ შვეიცარიის სამართალში გაფიცვა დაშვებულია, თუკი იგი „ეხება შრომით ურთიერთობებს“ (კონსტიტუციის 28.4 მუხლი). კონსტიტუციის კომენტარების მიხედვით გაფიცვა უნდა ეხებოდეს შრომის პირობებს და მიზნად არ უნდა ისახავდეს კორპორატიულ ან პოლიტიკურ მიზნებს საწარმოს ან მისი ოფისის მიღმა (Droit constitutionnel suisse, vol. II, Auer, Malinverni and Hottelier გვ. 723).
სამართალიკონვენციის მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა
42. მომჩივანმა განაცხადა, რომ ზემოთ აღწერილი ორი სიტუაცია, რომელიც ეხებოდა გაფიცვის შესახებ კენჭისყრის სავალდებულო შეტყობინებასა და სოლიდარულ გაფიცვას, ადასტურებდა მომეტებული შეზღუდვების არსებობას კონვენციის მე-11 მუხლით დაცული გაერთიანების უფლების თავისუფლებაზე. მოცემული მუხლის მიხედვით:
„ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, საკუთარი ინტერესების დასაცავად, პროფესიული კავშირების შექმნის და მასში გაერთიანების უფლება.
დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.“
43. მთავრობამ არ გაიზიარა მოცემული არგუმენტი.
44. სასამართლო თანმიმდევრულად განიხილავს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფაქტების ორივე ეპიზოდს და მიმოიხილავს კონვენციის იმ საკითხებს, რომელთაც ეს უკანასკნელნი ეხებიან.
ა. დასაშვებობა
1. გაფიცვის-კენჭისყრის შეტყობინება
45. პირველ საჩივართან მიმართებაში, რომელიც არ ყოფილა მთავრობისათვის შეტყობინებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდგომი მიზეზების გამო: მომჩივნის მიერ მოთხრობილი ფაქტები მიუთითებენ, რომ მართალია პროფკავშირს გარკვეულწილად გაუჭიანურდა მისი წევრების ინტერესების დასაცავად მოქმედების განხორციელება, მან მაინც შეძლო ამის გაკეთება ორი თვის შემდეგ. მოცემული ქმედება, როგორც ეს თავადაც აღიარა მომჩივანმა, მოუწოდებდა EDF-ს გაუმჯობესებული შეთავაზება წარედგინა პროფკავშირის წევრებისათვის, რომლებმაც მიიღეს იგი და რომელიც ძალაში შევიდა კოლექტიური შეთანხმების ფორმით მალევე. რთულია ამგვარი წარმატებული შედეგის უგულვებელყოფა. სასამართლოს მხრიდან ხელოვნური იქნებოდა „კავშირის“ მიმართ ორდერის გამოცემა შემდგომი მოვლენებიდან განყენებულად განეხილა. მთლიანობაში, სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს დაადგინოს, რომ მომჩივნის მიერ კონვენციის მე-11 მუხლით დაცული უფლებების სარგებლობაში მოხდა ჩარევა კანონის მიერ დადგენილი პროცედურის დაცვის მოთხოვნის გამო, რაც მან შემდგომში გააკეთა კიდეც. მართალია მოცემული მოთხოვნები სხვა საერთაშორისო ორგანოების კრიტიკის საფუძველს წარმოადგენს (იხ. ფაქტების მესამე ნაწილი, ზემოთ), მაგრამ სასამართლოს საჩივრების განხილვა შეუძლია კონკრეტული ფაქტების საფუძველზე. იგი მიიჩნევს, რომ EDF სიტუაცია პრინციპში წარმოადგენდა წარმატებულ კოლექტიურ ქმედებას მომჩივნის მხრიდან მისი წევრების სახელით. საჩივრის მოცემული ნაწილი, შესაბამისად, არის აშკარად დაუსაბუთებელი და ამიტომ დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული კონვენციის 35 §§ 3 (ა) და 4 მუხლის მიხედვით.
2. სოლიდარული გაფიცვის აქცია
46. რაც შეეხება საჩივრის მეორე ასპექტს, ფაქტების მიხედვით პირველ რიგში წარმოიშვება დასაშვებობის საკითხი იმის გამო, რომ მომჩივანმა იგივე საკითხი გაასაჩივრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის („შსო“) გაერთიანების თავისუფლების შესახებ კომიტეტში. მათდამი მიმართვას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც საქმე უკვე წარმოდგენილი გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როდესაც „კავშირმა“ მიუთითა, რომ აპირებდა მიმართვას გაერთიანების თავისუფლების ასოციაციისადმი. 2013 წლის 6 ივნისის წერილით მომჩივანმა შეატყობინა სასამართლოს, რომ მან ხსენებული საჩივარი „შეუქცევადად გამოიხმო“. მთავრობამ აღნიშნა, რომ ორი საერთაშორისო საჩივრის წარდგენა პარალელურ რეჟიმში რამდენიმე წლის განმავლობაში და შემდეგ ერთის გამოხმობა სასამართლოს წინაშე ტაქტიკური სარგებლის მისაღებად მიჩნეულ უნდა იქნეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებად. მათ დასძინეს, რომ კონვენციის 35.2(ბ) მუხლი (შინაარსი იხილეთ ქვემოთ, პარა.48) არ უნდა იქნას განხილული იმგვარად, რომ შეზღუდოს საკუთარი გავლენა მხოლოდ იმ საქმეებზე, სადაც მომჩივანმა უკვე წარუდგინა საქმე სხვა საერთაშორისო მექანიზმს. მათი აზრით, მუხლის ამგვარი სიტყვა-სიტყვითი წაკითხვა დააკნინებს დებულების არსს, რადგან დაუშვებს მომჩივნების მიერ ჯერ კონვენციის მექანიზმით სარგებლობას და შემდეგ, თუნდაც მეორე დღესვე, იმავე საჩივრის სხვა საერთაშორისო ორგანოში წარდგენას.
47. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მთავრობამ იცოდა გაერთიანების თავისუფლების კომიტეტისათვის საჩივრის არსებობის შესახებ, წარუდგინა რა „შსო“-ს ოფიციალური პასუხი 2011 წლის ივლისში. მათი პასუხი ეხებოდა ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოდგენილ საჩივარს, სადაც მართებულად მიუთითებდნენ, რომ „კავშირმა“ ცალსახა პრიორიტეტი მიანიჭა კონვენციის მიხედვით სამართალწარმოებას. ეს კი იმიტომ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უბრალოდ უგულვებელჰყო „შსო“ ორგანოების მიერ გაჟღერებული კრიტიკა, მაშინ როდესაც ევროპული სასმართლოს შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნებოდა აღესრულებინა მომჩივნის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება. „შსო“ მიმართ წარდგენილი საჩივრის გამოხმობა მანამდე, სანამ გაერთიანების თავისუფლების შესახებ კომიტეტი რაიმე გადაწყვეტილებას გამოიტანდა, გულისხმობდა ერთიდაიგივე საქმეზე რამდენიმე საერთაშორისო სამართალწარმოების ალბათობის გამორიცხვას.
48. კონვენციის 35.2(ბ) მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„2. სასამართლო არ განიხილავს 34-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ არც ერთ განაცხადს,რომელიც:
a) ანონიმურია; ან
b) არსებითად იგივეა და სასამართლოს მიერ უკვე განხილულია, ან გადაეცა საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა ინსტანციას და არ შეიცავს შესატყვის ახალ ინფორმაციას.“
სასამართლოს პრაქტიკაში დადგენილია, რომ მოცემული დებულება არ იზღუდება იმ შემთხვევებით, სადაც ერთიდაიგივე თემაზე საჩივარი უკვე წარდგენილია სხვა საერთაშორისო ორგანოს წინაშე. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა თარიღი, არამედ ის, თუ რამდენად არის გადაწყვეტილება საქმის არსებით მხარეზე მიღებული სხვა ორგანოს მიერ მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს საქმეს Peraldi v. France (dec.), no. 2096/05, 7 აპრილი 2009). წინამდებარე საქმეში ამგვარ შემთხვევას არ ჰქონია ადგილი (განსხვავებით საქმისაგან POA and Others v. United Kingdom (dec.), no. 59253/11, 21 მაისი 2013, სადაც მომჩივან პროფკავშირს უკვე წარდგენილი ჰქონდა იდენტური საჩივარი გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის წინაშე, რომელსაც საქმის არსებით მხარეზე უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება). სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივანმა ბოროტად გამოიყენა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. მას სასამართლოსათვის არ დაუმალავს, რომ აპირებდა სხვა საერთაშორისო მექანიზმისათვის მიმართვას (იხ.a contrario საქმე Cereceda Martin and Others v. Spain, no. 16358/90, 12 ოქტომბერი 1992, Decisions and Reports 73, გვ. 133). მომჩივნის წინდახედული გადაწყვეტილება უკან გამოეხმო ხსენებული საჩივარი არ უნდა იქნას მიჩნეული ბოროტად გამოყენებად კონვენციის 35.5(ა) მუხლის მნიშვნელობით. სასამართლო, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მთავრობის მიერ ამ მხრივ წარმოდგენილ პრეტენზიას.
49. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ საჩივარი სოლიდარული გაფიცვის შესახებ მიჩნეულ უნდა იქნას აშკარად დაუსაბუთებლად. მათ ჩათვალეს, რომ ადგილი არ ჰქონია დარღვევას და არც ჩარევას მომჩივნის გაერთიანების თავისუფლების უფლებაში რადგან მე-11 მუხლი არ იძლევა სოლიდარული გაფიცვის უფლებას. ნაცვლად ამისა, მოცეული დებულების ფორმულირებიდან ცალსახად იკვეთებოდა, რომ იგი ეხებოდა კოლექტიურ ქმედებას/გაფიცვას მუშაკების მხრიდან საკუთარი ინტერესების დასაცავად. სოლიდარულ გაფიცვებს, რომელიც არაფერია თუ არა სოლიდარობის გამოცხადება მუშაკთა სხვა ჯგუფისადმი, აკლია სავალდებულო კავშირი კოლექტიურ მოქმედებასა და მასში მონაწილეთა უშუალო ინტერესს შორის. წარმოდგენილი ფაქტებიდან არ ჩანდად, რომ „ჰიდრექსის“ მიერ დაქირავებულ “კავშირის“ წევრებს ჰქონდათ რეალური კავშირი „ჯარვისის“ მიერ დაქირავებული პროფკავშირის წევრ კოლეგებთან. მსგავსი საფრთხე რომ არსებულიყო ამ უკანასკნელთა მიმართ, მაშინ მათ ექნებოდათ გაფიცვის უფლება, მსგავსად „ჰიდრექსის“ წევრებისა.
50. მომჩივანმა არ გაიზიარა კონვენციის 11.1 მუხლის მთავრობისეული განმარტება, მიიჩნია რა იგი უკიდურესად შეზღუდულად.
51. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის პირველადი პრეტენზია ამ მეორე ნაწილზე ეხება კონვენციის განმარტების საკითხს, რომლის განხილვაც საჩივრის დასაშვებობისას არაა მიზანშეწონილი. შესაბამისად, იგი აერთიანებს პრეტენზიას საქმის არსებით მხარესთან და განიხილავს მას.
52. იმის გამო, რომ საჩივის ნაწილი, რომელიც ეხება სოლიდარულ გაფიცვას არ არის დაუშვებელი არცერთი საფუძვლით, იგი დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული.
ბ. არსებით მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი პროფკავშირი
53. მომჩივანი აცხადებდა, რომ სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა სერიოზულად ზღუდავდა მის უნარს ეფექტიანად დაეცვა „ჰიდრექსში“ მომუშავე მისი წევრები დასაქმების პირობების სასტიკი შეკვეცისაგან. შესაძლებელი რომ ყოფილიყო სოლიდარული გაფიცვის ორგანიზება „ჯარვისში“, დიდი ალბათობით „ჰიდრექსი“ გადაიფიქრებდა ვითარების გაუარესებას. „ჰიდრექსში“ დასაქმებული ამდენად ცოტა წევრით, გაფიცვას სათანადო შედეგი არ ექნებოდა. კანონიერად პიკეტირების ერთობ შეზღუდულ შესაძლებლობასაც არ ჰქონდა დიდი შედეგი. მენეჯმენტის მიერ განახლებული შეთავაზება, მართალია პოზიტიურად იყო მიღებული პროფკავშირის ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ იგი ერთხმად იქნა უარყოფილი კენჭისყრის მონაწილეთა მიერ მისი სრული არაადექვატურობის გამო. მომჩივანმა განაცხადა, რომ „ჯარვისის“ წევრების გაფიცვა მოტივირებული იქნებოდა არა მხოლოდ ყოფილი კოლეგებისა და კავშირის სხვა წევრებისადმი სოლიდარულობის გამოხატვით, არამედ იმაზე ზრუნვითაც, რომ მათი პირობები არ შეცვლილიყო. მათი დასაქმების სფეროს ერთობ შეჯიბრებითი ბუნების გათვალისწინებით, ერთი კომპანიის გადაწყვეტილებას შეემცირებინა დასაქმებულთათვის გადასახადის ოდენობა, შესაძლოა გამოეწვია მსგავსი შემცირებანი მის მეტოქე კომპანიებშიც. როგორც დადასტურდა „ჰიდრექსის“ ვითარებაში, კომპანიისათვის უფრო ადვილი გახლდათ მუშაკთათვის დასაქმების შეწვეტა და მათი შემდგომ ხელახალი დასაქმება უფრო ნაკლები პირობებით. სოლიდარული გაფიცვის აკრძალვამ გამოიწვია პროფესიული კავშირის მიერ სექტორში მომუშავე ყველა მისი წევრის სახელით გაფიცვის შეუძლებლობა, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია ყველა მუშაკზე. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ბრიტანეთის ეკონომიკაში შეინიშნება კოლექტიური შეთანხმებების საგრძნობი და სტაბილური კლება, რამაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა პროფესიული კავშირების უფლებას იმოქმედონ ეფექტიანად მათი იმ წევრების დასაცავად, რომლებიც უფრო სუსტ მდომარეობაში არიან. მომჩივნის აზრით, მხოლოდ 1980 წლამდე ხდებოდა სოლიდარული გაფიცვის უფლების სათანადოდ დაცვა ეროვნული კანონმდებლობის მიერ. მაშინდელი მთავრობა აუცილებლად არ მიიჩნევდა მის შეზღუდვას. 1980 და 1992 წლების კანონმდებლობის ნათელი მიზანი გახლდათ პროფესიული კავშირების როლისა და გავლენის შემცირება და მუშაკთა სუსტ პოზიციაში მიტოვება. მთავრობის განაცხადს, რომ გაფიცვებმა დააზიანეს ეკონომიკა 1970-იან და 1980-იან წლებში, აკლდა დასაბუთება და მეტიც, გადაჭარბებული და არაზუსტი გახლდათ. ყოველგვარი რეალური მტკიცებულების ნაკლებობის მიუხედავად, პროფესიულ კავშირებს არასამართლიანად აბრალებენ ბრიტანეთის ეკონომიკის პრობლემებს თითქმის ოცდაათ წელზე მეტი ხანია და ამიტომაც დაექვემდებარნენ დიდწილად შემზღუდველ კანონმდებლობას.
54. უპასუხა რა მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ სოლიდარული გაფიცვა, მისი ბუნებით, ითრევს სხვა დასაქმებულებს იმ ინდუსტრიულ დავებში, სადაც ისინი არ მონაწილეობენ და რომელზეც მათ კონტროლი არ გააჩნიათ, მომჩივანმა მიუთითა, რომ ამგვარი მიდგომა არარელევანტური იყო წინამდებარე საქმის ფაქტებთან მიმართებაში. შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, იგი მოიწოდებდა მხოლოდ „ჯარვის“ მუშახელს, რომელიც საკმარისი იქნებოდა „ჰიდრექსის“ იძულებისათვის უცვლელად დაეტოვებინა არსებული პირობები. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანმა უარყო მთავრობის არგუმენტები სოლიდარული გაფიცვების ხელისშემშლელი შედეგებისა და მათ მიერ მესამე მხარეთა კონვენციის უფლებებზე საფრთხის შექმნის შესახებ (ბიზნესში ჩარევა, შემოსავლისათვის საფრთხის შექმნა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნაც კი). კანონში არსებობდა საკმარისი გარანტიები, მათ შორის სისხლის სამართალშიც. შესაბამისად, სოლიდარული გაფიცვის სრულ აკრძალვას გამართლება არ ჰქონდა. პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო ნაკლებად შემზღუდველი რეჟიმის შექმნა. მშვიდობიანი პიკეტირების დაშვება კანონმდებლობით რეალურ განსხვავებას არ იძლეოდა, რაც დაადასტურა კიდეც მოცემული საქმის ფაქტებმა; მას არ შეუმსუბუქებია სოლიდარულ გაფიცვაზე დაწესებული აკრძალვის არაპროპორციული ეფექტი.
55. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პროფესიული კავშირების საქმეებზე მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებისა და განჩინების მოხმობით, მომჩივანმა განაცხადა, რომ გაფიცვა მიჩნეული უნდა თავისთავად უფლებად, რომელიც წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შემადგენელ ნაწილს და რომლის პატივისცემის ვალდებულებაც ეკისრება სახელმწიფოს. ალტერნატიულად, სასამართლომ დაადგინა რა, რომ კოლექტიური შეთანხმება წარმოადგენს პროფესიული კავშირის უფლებების არსებით ელემენტს, ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს, რომ გაფიცვის უფლებაც თანაბრად არსებითია, რადგან ინდუსტრიული გაფიცვის მუქარის გარეშე, კოლექტიური შეთანხმება ყოველგვარ შედეგს მოკლებული იქნება და უფრო „კოლექტიურ მათხოვრობად“ უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, სოლიდარული გაფიცვის აკრძალვამ შეასუსტა გაერთიანების თავისუფლების არსი. მოცემული მიდგომა შესაძლოა მისაღებად მივიჩნიოთ მხოლოდ ნამდვილად მყარი გამამართლებელი მიზეზების არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს აუცილებლობის მკაცრი ტესტი და ამ დროს ისარგებლოს შეფასების შეზღუდული ზღვარით, რომელიც, თავისთავაად, ექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკიდურესად მკაცრ კონტროლს.
56. მომჩივანმა მოუწოდა სასამართლოს უარყოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავისუფლების ყოველგვარი ვიწრო განმარტება, რომელიც გამოიწვევს მუშაკთა მხოლოდ პირადი ინტერესების დაცვას. ამგვარი განმარტება მე-11 მუხლის არსს გააღარიბებს. მრავალ საქმეში, რომელიც ეხებოდა გაფიცვებს, სასამართლოს არასდროს მიუნიჭებია მნიშვნელობა იმაზე, თუ დავაში მონაწილე მუშაკების რა ინტერესებზე იყო საუბარი. სწორედ კავშირების ლეგიტიმური ფუნქცია გახლდათ უფრო ფართო, საერთო მიზნების დაცვა. პროფესიული კავშირების არსებობის აზრი, არსებითად, კავშირის წევრებსა და ზოგადად მუშაკთა შორის სოლიდარობას ეფუძნება და კონვენციის მე-11 მუხლის განმარტება მოცემული მიზნის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს. მუშაკებს უნდა შეეძლოთ ინდუსტრიული გაფიცვა მათ დასაცავად, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ ან მათთათვის, ვინც საკუთარი კოლექტიური ძალის ნაკლებობის გამო ვერ იცავენ ინტერესებს დასაქმების ადგილზე. გაერთიანების თავისუფლების ამგვარი ფართო არსი გატარებულია პროფესიული კავშირების უფლებების სფეროში მოღვაწე ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთასორისო ორგანოს, „შსო“ ექსპერტთა კომიტეტისა და ECSR მიერ. ორივე მათგანმა არაერთგზის გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფო სოლიდარული გაფიცვის აკრძალვის გამო, რომელიც, მათი აზრით, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ითქვა, რომ ერთადერთი მისაღები პირობა, რომელიც შესაძლოა დაუწესდეს სოლიდარულ გაფიცვას, გახლავთ პირველადი დავის კანონიერება. მომჩივანმა სასამართლოს მოუწოდა იგივე პოზიციის დაკავებისაკენ. თუკი იგი ზედმეტად ფართო იყო, მაშინ კავშირის კრიტერიუმი უნდა იქნას გათვალისწინებული, ანუ, სავალდებულო უნდა იყოს რაიმე ფორმის კავშირის არსებობა პირველად გაფიცვაში მონაწილე მუშაკებსა და მათდამი სოლიდარულ აქციაში ჩართულ მონაწილეებს შორის. წინამდებარე საქმეში მსგავსი კავშირი არსებობდა, რადგან მუშაკთა ჯგუფი თავდაპირველად „ჯარვის“ მიერ იყვნენ დასაქმებულნი და ტრანსფერის შემდეგაც, ისინი განაგრძობდნენ იგივე სამუშაოს შესრულებას იმავე ადგილებზე. მათი დასაქმების პირობების გაუარესებას შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონოდა სექტორის ყველა მუშაკზე. თანამედროვე ეკონომიკაში მუშახელი სულ უფრო და უფრო მეტად არის ფრაგმენტირებული საწარმოების ტრანსფერირების გამო, რაც გამოწვეულია კომპლექსური კორპორატიული სტრუქტურების, სააგენტო სამუშაოს, პრივატიზაციის, გარეშე ძალთა კონტრაქტირებისა და ქვე-კონტრაქტირების, არა-ნამდვილი თვითდასაქმებითა და სხვა მიზეზებით. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია იმ პირთათვის, რომლებიც ასრულებენ იდენტურ სამუშაოს ერთიდაიგივე ადგილზე, სხვადასხვა დამსაქმებლის ყოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივად, მათ არ შეუძლიათ ურთიერთის მხარდაჭერა ინდუსტრიული კონფლიქტის დროს.
57. სოლიდარული გაფიცვის აშკარა აკრძალვით, გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს ევროპულ სახელმწიფოთა იმ მცირე ჯგუფს , რომლებმაც აირჩიეს ესოდენ ექსტრემალური პოზიცია. ევროპულ სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, მიუხედავად ინდუსტრიულ ურთიერთობებში ზოგადი განსხვავებებისა, უშვებდა სოლიდარულ გაფიცვას. მოცემული, მომჩივნის მიხედვით, წარმოაგენდა ევროპულ კონსესუსს მოცემულ საკითხზე.
(ბ) მთავრობა
58. მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივნის მიერ „ჰიდრექსის“ ვითარების განხილვა. მათ აღნიშნეს, რომ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ყოფილი „ჯავრისის“ თანამშრომლები განაგრძობდნენ დასაქმების იგივე პირობებით სარგებლობას ტრანსფერის შემდეგაც და რომ უცვლელი ვითარება გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე კი, როგორც ეს დასტურდება მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციითაც, კომპანიას შეექმნა ფინანსური სირთულეები, რის გამოც მან დასაქმებულებს შესთავაზა ახალი, ნაკლებად სახარბიელო კონტრაქტები. მომჩივანმა დაიცვა საკუთარი ინტერესები გაფიცვებით, რასაც შედეგად მოჰყვა გაუმჯობესებული შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული შეთავაზება არ იქნა მიღებული და მომჩივანი მას ახლა აღწერს როგორც არაადექვატურს, იგი იმ ეტაპზე „კავშირის“ გენერალურმა მდივანმა მოიწონა, მიიჩნია რა გაფიცვა წარმატებულად და მოუწოდა პროფკავშირის წევრებს ხმა მიეცათ მის სასარგებლოდ.
59. რაც შეეხება „კავშირის“ წევრებს, რომლებიც „ჯარვის“ ჯგუფში იყვნენ დასაქმებულნი, მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნის სპეკულაციების საწინააღმდეგოდ, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება მასზედ, რომ „ჯარვისი“ აპირებდა დასაქმებულთათვის პირობების გაუარესებას მსგავსად „ჰიდრექსისა“. ეს ორი კომპანია არ იყო ურთიერთდაკავშირებული. ამგვარ რამეს რომ ჰქონოდა ადგილი, მომჩივანს შეეძლებოდა „ჯარვის“ მიერ დასაქმებულთა მიერ გაფიცვის მოწყობა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
60. მთავრობამ აღნიშნა, რომ გაფიცვის უფლება ადექვატურად იყო დაცული ეროვნული კანონმდებლობით. იმდენად რამდენადაც ინდუსტრიული ქმედება ორგანიზებული იყო შესაბამისი კანონისმიერი დებულებების დაცვით, ყოველი მუშაკი დაცული იყო სამსახურიდან გათავისუფლებისაგან და პროფესიულ კავშირს არ დაეკისრებოდა დელიქტური პასუხისმგებლობა. ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ კანონით დადგენილი რეჟიმი შესაბამისობაშია კონვენციის მე-11 მუხლთან, როგორც ეს განიმარტა ამ სასამართლოს მიერ (იხ. Metrobus საქმე, ციტირებული პარა 11 ზემოთ). მთავრობამ განმარტა, რომ პარლამენტი უზრუნველყოფდა, რომ სოლიდარული გაფიცვის ზოგად აკრძალვას არ შეეზღუდა პირველადი გაფიცვა და რომ სოლიდარული გაფიცვა კანონიერი იქნებოდა თუკი იგი წარმოადგენდა პირველად გაფიცვას სხვა დავასთან მიმართებაში (იხ. მუხლი 224(5), 1992 წლის კანონი). მეტიც, ინდუსტრიულ გაფიცვაში მონაწილე პირებს ჰქონდათ მშვიდობიანი პიკეტირების უფლება სამუშაო ადგილზე ან მის ახლოს, რათა მშვიდობიანად დაერწმუნებინათ სხვები არ ემუშავათ.
61. მთავრობის მიხედვით, კანონის მიერ დადგენილი ჩარჩო წარმოადგენდა ფართოდგავრცელებული დარღვევების შედეგს, რომელმაც ბრიტანეთის ეკონომიკას არაერთი სოლიდარული გაფიცვის შედეგად 1970-იან და 1980-იან წლებში მიაყენა ზიანი. დასაქმების შესახებ 1980 წლის კანონის ძალაში შესვლამდე, პროფესიულ კავშირებს ჰქონდათ ძალიან ფართო უფლებამოსილებანი მოეწყოთ სოლიდარული გაფიცვა, რამაც ერთობ ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნესებსა და მათ მუშახელზე, ისევე როგორც ზოგადად საზოგადოებაზე. ეკონომიკის ერთ სფეროში არსებული დავა ხშირად გადაედებოდა სხვა სფეროებს, მოიცავდა მესამე მხარეებს, რომელთაც გაფიცვასთან კავშირი არ ჰქონდათ და არც მისი მოგვარების საშუალებანი გააჩნდათ. იმის ნიმუში, თუ რამდენად ფართო იყო მაშინ მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებელია სრულად ვიხილოთ MacShane საქმეში. მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამგვარი მიდგომა უნდა შეზღუდულიყო და საპარლამენტო დებატებისას განხილულ იქნა შეუზღუდავი სოლიდარული გაფიცვების შედეგად მიყენებული ზიანისა და სამუშაოდან მოწყვეტის არაერთი მაგალითი. ათი წლის შემდეგ, მთავრობამ მიიჩნია, რომ სოლიდარული გაფიცვის ყველაზე შეზღუდული ფორმაც კი ატარებდა ეკონომიკისათვის ზიანის მიყენების პოტენციალს, განსაკუთრებით მულტინაციონალური კომპანიებისათვის გაერთიანებულ სამეფოში საქმიანობისათვის ხელის შეშლით. შესაბამისად, პარლამენტმა დააწესა აკრძალვა. მართალია მაშინდელი მმართველი შრომის პარტია ეწინააღმდეგებოდა ცვლილებას, მაგრამ მას შემდგომი 13 წლიანი მმართველობისას არც კი უცდია საკითხის ხელახალი განხილვა. მოცემული მიუთითებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში უკიდურესად ფართოა შეთანხმება გაფიცვის უფლების არსებულ ბალანსზე.
62. მთავრობა დაეთანხმა, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბოლოდროინდელი პრაქტიკის მიხედვით მე-11 მუხლი პროფკავშირებში გაერთიანების უფლებაში გულისხმობს გაფიცვის უფლებასაც. თუმცა, ეს უკანასკნელი არ გახლავთ აბსოლუტური უფლება - იგი შესაძლოა დაექვემდებაროს პირობებსა და შეზღუდვებს, რომელსაც კონვენციის 11.2 მუხლის მიხედვით სახელმწიფო აწესებს მისი შეფასების ზღვარის ფარგლებში. მთავრობა არც სოლიდარული გაფიცვის უფლებას არ მიიჩნევს გაერთიანების თავისუფლების არსებით ელემენტად, მიიჩნევს რა, რომ ამგვარ მიდგომას არ ამყარებს სასამართლოს პრაქტიკა, რადგან არცერთი საქმე მისი პრაქტიკიდან არ ეხება სოლიდარულ გაფიცვას.
63. მთავრობის მიერ სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის მიხედვით, მიჩნეულ იქნა, რომ აუცილებელია კავშირის არსებობა დასაქმებულთა ინტერესებსა და მათი სახელით პროფკავშირების მიერ მიღებულ ზომებს შორის, მიუხედავად იმისა იგი კოლექტიური მოლაპარაკების ფორმით განხორციელდება თუ გაფიცვის სახით. ასეთი კავშირი კი არ არსებობდა „ჰიდრექსის“ შემთხვევაში. „ჯარვისის“ დასაქმებულთა მიერ სოლიდარული გაფიცვა მათი ყოფილი კოლეგების მიმართ მხოლოდ სოლიდარობის ამსახველი იქნებოდა - რადგან მას არ ექნებოდა არანაირი რეალური კავშირი საკუთარ ინტერესებსა და „ჯარვისის“ ინტერესებთან vis-a-vis, რადგან ამ უკანასკნელთან ისინი არაფერს დავობდნენ. შესაბამისად, სოლიდარულ გაფიცვაზე შეზღუდვა არ წარმოადგენს ჩარევას გაერთიანების თავისუფლების არანაირ არსებით ნაწილში. შესაბამისად, კონვენციის 11.1 მუხლით დადგენილ უფლებაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია.
64. მთავრობის აზრით ის, თუ როგორ გახლდათ სოლიდარული გაფიცვა დარეგულირებული გაერთიანებულ სამეფოში, სრულიად ხვდებოდა ამ უკანასკნელის შეფასების ზღვარში. როგორც სასამართლომ მიუთითა კიდევაც მის პრაქტიკაში, ამ სფეროში შეფასების ზღვარი ფართო უნდა იყოს მასში ჩართული სოციალური და პოლიტიკური საკითხებისა და იმის გამო, რომ ევროპაში ეროვნული ინდუსტრიული რეგულაციები დიდწილად განსხვავდება ურთიერთისაგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ვითარება განხილულ უნდა იქნას მე-11 მუხლით მთლიანობაში, რაც გულისხმობს ბალანსის დაცვას მომჩივნის უფლებების შეზღუდვისა და მესამე მხარეებზე სოლიდარული გაფიცვის უფლების დაშვების პოტენციულ შედეგებს შორის. მომჩივნის უფლებასთან მიმართებაში მთავრობამ აღნიშნა, რომ სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა არ ერეოდა პროფკავშირის უფლებაში ეწარმოებინა პირველადი გაფიცვა საკუთარი წევრების ინტერესების დასაცავად. ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ კი დასახული უნდა იყოს შორს მიმავალი და უკონტროლო შედეგები, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას სოლიდარული გაფიცვის შედეგად და რომელსაც გავლენა ექნება სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებზე, მათ შორის კონვენციით დადგენილი უფლებებზეც, კერძოდ კი პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, და გამორიცხული არაა, მეორე მუხლზეც კი. როდესაც ბალანსის დაცვისას საჭიროა წინააღმდეგობაში მყოფი კონვენციური უფლებების განხილვა, სასამართლოს პრაქტიკა ეროვნულ ორგანოებს შეფასების ფართო ზღვარს ანიჭებს ხოლმე. მთავრობის აზრით, გაერთიანებული სამეფოს მიერ დადგენილი ბალანსი დაცული უნდა ყოფილიყო.
65. ამასთანავე, გასათვალისწინებელი გახლდათ გაერთიანებულ სამეფოში არსებული უკიდურესად დეცენტრალიზებული ინდუსტრიული ურთიერთობები, რომელიც განსხვავდებოდა მრავალ ევროპულ სახელმწიფოში არსებული ვითარებისაგან. მთავრობამ განაცხადა, რომ 1970-იან წლებში სოლიდარული გაფიცვის მძიმე შედეგები ამის გამო იყო გამოწვეული, და სასამართლო თუკი დაადგენდა, რომ საქმეში განხილული ვითარება შეუსაბამო იყო კონვენციის მოთხოვნებთან, არსებობდა ისევ მსგავსი საფრთხის წარმოშობის ალბათობა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ - განსხვავებით სხვა ევროპული სისტემებისა - პროფესიულ კავშირებს უკვე გააჩნდათ გაფიცვის ფართო თავისუფლება. ბრიტანულ სისტემაში არ არსებობდა „მშვიდობიანი დათქმა“, ანუ სავალდებულო მოთხოვნა არ განხორციელდეს ინდუსტრიული ქმედებები კოლექტიური შეთანხმების მიმდინარეობისას. არც პროპორციულობის წესი არსებობდა, რომელიც ზღუდავდა გაფიცვის ინტენსიურობასა თუ მასშტაბს, რადგან მხოლოდ პროფკავშირის გადასაწყვეტი გახლდათ. მომჩივნის პოზიციაზე, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში კოლექტიური შეთანხმებანი შემცირდა, მთავრობამ მიუთითა მისი ნეიტრალურობის შესახებ - თუკი მუშაკებსა და დამსაქმებლებს სურდათ კოლექტიური ან სხვაგვარი შეთანხმების დადება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტი გახლდათ. მთავრობამ არ გაიზიარა, რომ რაოდენობის შემცირება გამოწვეული გახლდათ სოლიდარული გაფიცვის აკრძალვისა თუ მომჩივნის მიერ მოხმობილი სხვა შეზღუდვების გამო. დასაქმების ადგილზე მოქმედებდა სხვა გარემოებანი, მაგალითად მრავალი ყოფილი საჯარო საწარმოს პრივატიზება, რომელის მუშახელიც, ტრადიციულად, პროფკავშირებში იყო გაერთიანებული და მიუთითა შრომითი კანონმდებლობის განვითარებაზე, რომელმაც მუშაკებს მრავალი უფლება მიანიჭა და რომ ახლა სასამართლოების მიერ უფრო ხდებოდა უფლების ამოქმედება, ვიდრე პროფკავშირების ჩარევის შედეგად.
66. მთავრობის აზრით, შეზღუდვები უკვე იმდენი ხნის დაწესებული გახლდათ, რომ მენეჯმენტი და მშრომელები უკვე მოერგნენ მას, მაშინაც კი, თუკი პროფკავშირების მხრიდან წარმოიშვებოდა კონფრონტაციული მიდგომის ნიშნები მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაზე ამ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში. ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა დაზიანდებოდა თუკი მომჩივანი წარმატებული იქნებოდა და მთავრობა ვალდებული იქნებოდა გაეუქმებინა სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა.
67. გაფიცვის წესების გარდა, პროფკავშირები თავისუფალნი იყვნენ გამოეთქვათ წუხილი გაერთიანების თავისუფლების უფლების ფართოდ სარგებლობის გზით. მთავრობამ მაგალითად მოიხმო რიგ საჯარო ადგილებში ელექტრიკოსტთა დემონსტრაციები, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის მიმდინარე ინდუსტრიული დავის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
68. მთავრობამ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ სოლიდარულ გაფიცვაზე აბსოლუტური აკრძალვა შეიძლება შეცვლილიყო შეზღუდვით, რომელიც დაეფუძნებოდა სიახლოვისა თუ დაშორების კრიტერიუმს. ეს ცნებები არსობრივად ბუნდოვანი გახლდათ და ამ ფორმით ჩამოყალიბებული ნებისმიერი წესი აუცილებლად გამოიწვევდა ზოგად სამართლებრივ გაურკვევლობას და ამიტომ დიდი ალბათობით სასამართლო დავამდე მივიდოდა საქმე. რეალურად, მომჩივანი ითხოვდა გაფიცვის ორგანიზების უფლების დაფუძნებას სხვადასხვა კომპანიებში მუშებს შორის სოლიდარობაზე, ერთადერთი წინაპირობით, რომ პირველი გაფიცვა, რომელსაც ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ, უნდა ყოფილიყო კანონიერი. მოცემული წარმოადგენდას მოთხოვნას, რომ საერთოდ არ არსებულიყო შეზღუდვა სოლიდარულ გაფიცვაზე და რომ ამოღებული ყოფილიყო ნებისმიერი დამაბალანსებელი ელემენტი. ამგვარი განურჩეველი უფლება არ გამომდინარეობდა კონვენციის მე-11 მუხლიდან. მართალია მომჩივანი აცხადებდა, რომ „ჰიდრექსის“ სიტუაცია არ მოიცავდა საფრთხეს იგივე ვითარება გავრცელებულიყო სხვა სექტორებში, მაგრამ ეს ელემენტი მნიშვნელოვანი სულაც არ გახლდათ - პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება არ დაეშვა ყოველი ვითარების ინდივიდუალური განხილვა, არამედ არჩია ერთი, ნათელი და ერთგვაროვანი წესის დადგენა. შესაბამისად, აკრძალვა ან შესაბამისობაში იყო კონვენციასთან, ან არა. თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ არა, მაშინ შედეგად მივიღებდით სოლიდარული გაფიცვის ძალიან ფართო უფლების მინიჭებას, რასაც მოჰყვება საზოგადოებისათვის პოტენციური გართულებები.
69. ზემორე ანალიზზე, მთავრობის აზრით, გავლენას არ ახდენდა მომჩივნის მიერ მოხმობილი სხვა საერთაშორისო დოკუმენტების დებულებანი. სოციალური ქარტიის 6.4 მუხლთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ ECSR-მა განიხილა გაფიცვის უფლება, როგორც კოლექტიური შეთანხმების პროცესის განუყოფელი ნაწილი პროფესიულ კავშირებსა და დამსაქმებლებს შორის, ამ უკანასკნელთა შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტის დროს. ამგვარი ვითარება წარმოადგენდა პირველადი ინდუსტრიული გაფიცვის საფუძველს, სადაც მუშაკთა ინტერესები უშუალოდ იყო ჩართული და საქმე არ გვქონდა სოლიდარობასთან. მთავრობამ შემდგომ მიუთითა, რომ ECSR არ წარმოადგენდა სასამართლო ან კვაზი-სასამართო ორგანოს, არამედ გახლდათ დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც დასკვნებს ყოველწლიურად წარუდგინს მინისტრთა კომიტეტს. ხოლო სახელმწიფოთათვის რეკომენდაციების მიღების უფლებამოსილება კი მინსიტრთა კომიტეტს ენიჭებოდა ნებისმიერ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობდა ქარტიის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევები. რაც შეეხება სოლიდარული გაფიცვის აკრძალვას, მინისტრთა კომიტეტს საკითხზე პოზიცია არასდროს გამოუთქვამს. ნებისმერი შემთხვევაში, ECSR მიერ გაერთიანებული სამეფოს კრიტიკის საფუძველი გახლდათ აკრძალვა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მუშაკთათვის გაფიცულიყვნენ „რეალური“ იგივე de facto დამსაქმებლის წინააღმდეგ, როდესაც ეს უკანასკნელი არ გახლავთ უშუალო დამსაქმებელი. შსო-ს ექსპერტთა კომიტეტის კრიტიკის საგანიც სწორედ ეს გახლდათ, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ჰიდრექსის“ ვითარებასთან, რომელიც გახლავთ სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოების შემადგენელი. ნებისმიერ შემთხვევაში, კომიტეტი არ გახლდათ მართლმსაჯულებითი ან კვაზი მართლმსაჯულებითი ორგანო, და შსო კონვეციების მისეული განმარტება არ გახლდათ აბსოლუტური. მისი როლი უფრო გამოიხატებოდა საერთაშორისო შრომითი სტანდარტების გამოყენების მიუკერძოებელ და ტექნიკურ შეფასებასში. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის უფლება წარმოადგენს საკითხს, რომლის მიმართ დღესაც არსებობს მწველი დაპირისპირებანი შსო-ში და რომლის ფარგლებშიც ექსპერტთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი განმარტებების სტატუსიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამასთანავე, მთავრობამ აღიქვა ექსპერტთა კომიტეტსა და გაერთიანების თავისუფლების ასოციაციას შორის ხედვების სხვადასხვაობა, ამ უკანასკნელმა მიიჩნია რა, რომ გაფიცვის უფლება ვრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც მიზნად ისახავს საკუთარი ინტერესების დაცვას. უნდა ითქვას, რომ შსო მმართველმა ორგანომ თავი შეიკავა მოცეულ საკითხზე აზრის გამოხატვისაგან. შესაბამისად, მთავრობა არ მიიჩნევდა, რომ გაერთიანებული სამეფო არღვევდა N. 87 კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
70. მთავრობამ უპასუხა რა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ შედარებით ინფორმაციას, აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო არ გახლდათ ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც აკრძალა ან მნიშვნელოვნად შეზღუდა სოლიდარული გაფიცვის უფლება. ევროპაში არსებული ინდუსტრიული ურთიერთობების დიდი განსხვავებების გათვალისწინებით, ნებისმიერი ზედაპირული შეფასება ამ ეტაპზე უსარგებლო იქნებოდა. განსხვავებით მომჩივნის პოზიციისაგან, ისინი აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოთა შორის არსებული სხვაობანი შეფასების ზღვარის ფართო მასშტაბზე მიუთითებდა.
(გ) მესამე მხარეები
(i) ETUC/TUC
71. წარმოდგენილმა ორმა ორგანიზაციამ მიუთითეს, რომ მათი აზრით გაფიცვის უფლება აბსოლუტურად განუყოფელი გახლდათ თავისუფალ საზოგადოებებში პროფესიული კავშირების ფუნქციონირებისათვის და რომ სოლიდარული გაფიცვის სრული აკრძალვა მიუღებელი გახლდათ. მათ მოიხმეს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ცალსახად აღიარებენ ან განმარტებულნი არიან იმგვარად, რომ მოიცავდნენ გაფიცვის უფლებას. შსო საზედამხედველო ორგანოების იურისპრუდენციის მხიედვით, გაფიცვის უფლება არის ფართოდ გამოყენებული და ძლიერად დაცული უფლება. შესაძლებელია მოცემული უფლების მიმართ არსებობდეს შეზღუდვანი, მაგრამ ეს უკანასკნელნი ისე არ უნდა იყოს დაწესებული, რეალობაში მომეტებული შეზღუდვანი დაუწესონ გაფიცვის უფლებას. სოლიდარული გაფიცვები დაშვებული უნდა იყოს. მსგავსი პოზიცია ნათლად იქნა გატარებული ECSR იურისპრუდენციაშიც. სოლიდარულ გაფიცვაზე სრული აკრძალვის დაწესება გულისხმობდა, რომ დავაში ჩართული მუშაკები ვერ მოუხმობდნენ მათივე პროფკავშირის წევრებს დასახმარებლად და ვერც იმ ზემდგომი პროფესიული კავშირის იმედად იქნებდნენ, რომელთანაც ასოცირდება მათი პროფკავშირი (მაგ. ფედერაცია ან კონფედერაცია). ამგვარი მიდგომა აკნინებს პროფესიულ კავშირებში გაერთიანების არსს და აზიანებს მე-11 მუხლის მასშტაბს, რომელიც ასახავს პრინციპს, რომლის მიხედვითაც მუშაკებს უნდა შეეძლო ურთიერთმხარდაჭერა კრიზისის ჟამს. აკრძალვა შედარებით ახალ პრაქტიკას წარმოადგენდა, რომელიც აღმოცენდა 1906 წლის სავაჭრო დავების შესახებ კანონით დარეგულირებული ბრიტანული სამეწარმეო ურთიერთობების საფუძვლების წესდებიდან თითქმის რვა ათწლეულის შემდეგ. მთავრობამ ვერ გაამართლა დაწესებული შეზღუდვები შსო ექსპერტთა კომიტეტის წინაშე. კერძოდ, კომიტეტმა არ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი მასზედ, რომ აკრძალვა აუცილებელი გახლდათ ბრიტანეთის სამეწარმეო ურთიერთობების დეცენტრალიზებული ბუნების გამო. პირუკუ, კომიტეტმა მიიჩნია, რომ სწორედ დეცენტრალიზაციის გამო, მუშაკებისათვის მნიშვნელოვანი გახლდათ შეძლებოდათ მიეღოთ ზომები იმ დამსაქმებლების მიმართ, რომელთაც მარტივად შეუძლიათ კავშირის საქმიანობის დაზიანება კომპლექსური კორპორატიული სტრუქტურის გამოყენებით სამუშაოს სხვა ადგილას გადატანისა თუ კომპანიების დაყოფის გზით. გაერთიანებული სამეფოს მუშაკებს ეკრძალებოდათ ზომების მიღება იმ კოლეგების მხარდასაჭერად, რომლებიც დასაქმებულნი გახლდნენ კომპანიების ერთი ჯგუფის წარმომადგენელი სხვა დამსაქმებლის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მათზე დავის შედეგი გავლენას მოახდენდა. ამგვარი მიდგომა ვერ იქნება სამართლიანი. ორმა ორგანიზაციამ გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მთავრობა უგულვებელყოფდა კანონში ცვლილებების შეტანის საჭიროებასა და უარყოფდა კანონის მიერ საერთაშორისო სტანდარტების მინიმუმის დაკმაყოფილებას. მიზიდულობის ცენტრი, როგროც ჩანს, ევროპულ სახელმწიფოებში დევს ამგვარი ზომების სრულ აკრძალვასა და სრულ დაურეგულირებლობას შორის. გაერთიანებულ სამეფოში არსებული სრული აკრძალვა გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების უფლებაზე, რომელიც ყოველთვის ვერ იქნება გამართლებული სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით.
(ii) Liberty
72. ორგანიზაციამ Liberty მიიჩნია, რომ სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა წარმოადგენდა გაუმართლებელ ჩარევას მუშაკთა და მათ პროფესიულ კავშირთა უფლებებში. მრავალ ვითარებაში, მუშაკებს არ შეეძლოთ ესარგებლათ მე-11 მუხლით დაცული მათი უფლებით მიეღოთ მონაწილეობა პროფესიულ გაფიცვაში; მაგალითად, ის პირები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ ძალიან პატარა დაწესებულებებში ან მუშაობდნენ ორგანიზაციებში, სადაც პირობები განისაზღვრება მესამე მხარის, მაგალითად, კლიენტის მიერ, ან ისინი, რომლებიც სარგებლობდნენ არამყარი დასაქმების სტატუსით. ტრადიციული განფენა, როდესაც ერთიდაიგივე მუშახელს ყავდათ ერთიდაიგივე დამსაქმებელი უკვე აღარ არის ხშირი მუშაკთა ფართო და მზარდი კატეგორიების არსებობის პირობებში. დადგენილია, რომ დაახლოებით 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე გატანილია ბრიტანეთის ეკონომიკიდან, მათ შორის მრავალი საჯარო სექტორიდან, ან სექტორიდან, სადაც პროფკავშირების მოცულობა, ტრადიციულად მაღალი გახლდათ. ტრადიციული შრომის ბაზრის ამგვარი ფრაგმენტირება გავლენას ახდენს ზოგადად შრომის კანონმდებლობაზე და პროფკავშირებისათვის სულ უფრო და უფრო ართულებს მათ იმ წევრთა ინტერესების დაცვას, რომლებიც სულ უფრო ხშირად ხვდებოდნე სხვადასხვა ეკონომიკურ ოპერატორებთან. ამ კონტექსტში, სოლიდარული გაფიცვების აკრძალვა შედეგად იწვევდა პროფესიული კავშირების წევრობის არსის დაკნინებას, უშლიდა რა ხელს კავშირს მოეხდინა სოლიდარული მობილიზება იმ წევრთა ინტერესების დასაცავად, რომლებიც დავობდნენ მათ უშუალო დამქირავებელთან. ამასთანავე, აკრძალვამ გაუმარტივა კომპანიებს პროფკავშირების გავლენის შემცირება მათი ორგანიზაციების ხელახალი ფორმით ჩამოყალიბების შესაძლებლობის შექმნის გამო. ეროვნულ პრაქტიკაში უკვე დადგენილი გახლდათ, რომ ამგვარ ვითარებებში კორპორატიული ვუალის მოხსნა/ვინაობის გამჟღავნება არ შეიძლება. ამის გამო, მათ არ შეეძლოთ ეფექტიანი ზომების მიღება იმ პირთა წინაღმდეგ, ვინც რეალურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ფლობდნენ ძალაუფლებასა თუ კონტროლს. 1980 წლამდე, სოლიდარული გაფიცვები ხშირი გახლდათ, რაც ასახულია ლორდთა პალატის მიერ განხილული N.W.L. Ltd. v. Woods ([1979] 1 WLR 1294) საქმეში, რომელშიც პალატამ კანონიერად მიიჩნია ნავსაშენის მუშაკების მიერ გაფიცვა უცხო საზღვაო გადამზიდველების მხარდასაჭერად, რადგან ამ უკანასკნელთ უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდებზე ძალიან დაბალ შემოსავალს უხდიდნენ. აკრძალვის შედეგად რიგ მუშაკებს ჩამოერთვათ საშუალება ისარგებლონ კავშირის ეფექტიანი მხარდაჭერით დამსაქმებლის კომერციულ ურთიერთობებზე ფინანსური ზეწოლის ფორმით. ამასთანავე, შეიზღუდა გაერთიანების თავისუფლება პატარა ფირმებში (21-ზე ნაკლები თანამშრომლით), რომელზეც კანონი არ ავრცელებდა პროფესიული კავშირების აღირების სავალდებულო პროცედურას. თუკი ასეთი დამქირავებელი უარს განაცხადებს ნებაყოფლობითად აღიაროს პროფესიული კავშირი, სოლიდარული გაფიცვის აკრძალვის შედეგად, სხვა სამუშაო ადგილებზე მომუშავე პირებს არ შეეძლებათ აიძულონ დამსაქმებელი გაიზიაროს პროფესიული კავშირის წარმომადგენლობა.
73. ორგანიზაცია Liberty აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად იცავდა მუშაკათა გაერთიანების თავისუფლების არსს და არასდროს არ ანიჭებდა მნიშვნელობას გაფიცვის ბუნებას, უშუალო იყო იგი თუ სხვა ტიპის. მართალია სოლიდარული გაფიცვის უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს 11.2 მუხლის პირობებითა და დაბალანსდეს პინზე არსებულ სხვა უფლებებსა და თავისუფლებებთან მიმართებაში, მაგრამ ამის გამო უფლების არსი არ უნდა დაზიანდეს.
74. მთავრობამ უპასუხა ორგანიზაცია Liberty დასკვნებს მიუთთა რა, რომ ეს უკანასკნელი ეხებოდა უფრო ფართო, ფონურ საკითხებს, რომელიც წინამდებარე საქმესთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არ გახლდათ. მართალია მთავრობა იზიარებდა, რომ შრომის ბაზრის სტრუქტურა დიდწილად განვითარდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იგი არ დაეთანხმა, რომ ამის შედეგად მუშაკები ვეღარ სარგებლობდნენ პროფესიული კავშირის უფლებებით. პრაქტიკა ადასტურებს, რომ პროფკავშირებს შეუძლიათ ეფექტიანად მოქმედება ამგვარ ვითარებებში - ორგანიზაცია Liberty მიერ მოხმობილი სამი მაგალითი წარმოაგენდა ინდუსტრიულ დავაში პროფკავშირის ჩართვისა და მის წარმატებულად მოგვარების ნიმუშს (მოცემული სამი მაგალითი გახლდთ: ავიახაზების პერსონალის შემთხვევა, ლონდონში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ავტობუსთა მძღოლების შემთხვევა და ბენზინის სატვირთოს მძღოლთა შემთხვევა). ბრალდება, რომ მუშაკებს არ შეუძლიათ იმოქმედონ იმ მხარის მიმართ, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებას და განსაზღვრავს მათ პირობებს არაფერია თუ არა ჰიპოთეზა - ამის რეალური დასტური არ ყოფილა წარმოდგენილი. ასევე, ბოლო 20 წლის განმავლობაში არც გაფიცვის შედეგად დაკარგული დღეების რაოდენობაა შემცირებული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაცია Liberty შეხედულება მოცემულ საკითხზე - ეროვნული კანონმდებლობა სულ უფრო მზარდად ზღუდავს პროფესიული კავშირების თავისუფლებას - მცდარია. ამ მხრივ, გაერთიანებული სამეფო ახლოსაა ევროკავშირთან და ეთგო (OECD) საშუალო მაჩვენებელთან. რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ 21 თანამშრომლიანი ზღვარის დაწესება კანონში სიცარიელეს ტოვებდა და რომ დამქირვებელს შეეძლო მათი ექსპლუატირება პროფკავშირის აღიარების გარეშე, მთავრობის აზრით, არაფერ კავშირში გახლდათ წინამდებარე საქმესთან. ასეც რომ ყოფილიყო, კანონით დადგენილი იყო გარანტიები, რათა თავიდან ყოფილიყო არიდებული დამქირავებლების მიერ კანონისმიერი ვალდებულებების თავიდან აცილება. კანონის მიხედვით მისი მოქმედებიდან ამორიცხულნი იყვნენ მხოლოდ მართლაც პატარა ფირმები და ესეც იმიტომ, რომ არსებობდა სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით. დაბოლოს, მთავრობამ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ ჰქონდა ცალსახა პრაქტიკა, რომლის საფუძველზეც ვიდავებდით, რომ სოლიდარული გაფიცვის უფლება წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების არსობრივ ელემენტს ან რომ აკრძალვა ვერ იქნება გამართლებული კონვენციის 11.2 მუხლით.
(დ) სასამართლოს შეფასება
(i) მე-11 მუხლის გამოყენებადობა
75. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველ რიგში უნდა გაარკვიოს ხვდება თუ არა სოლიდარული გაფიცვის უფლება კონვენციის მე-11 მუხლში, როგორც ამას მომჩივანი აცხადებდა, თუ არა, როგორც ამას მთავრობა დავობდა. საკითხი ახალია და აქამდე განხილულ სხვა საქმეებში იგი უშუალოდ არ წარმოშობილა.
76. მთავრობა გვთავაზობს, რომ მე-11 მუხლის პირველი პარაგრაფის მეორე წინადადება პირდაპირი მნშვნელობით წავიკითხოთ. მართალია ტექსტი თავისთავად წაკითხვისას იძლევა ამგვარი მნიშვნელობის ამოკითხვის საშუალებას, მაგრამ სასამართლო მოიხმობს სახელშეკრულებლო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის 31.1 მუხლს, რომლის მხედვითაც ხელშეკრულების დებულებანი უნდა განიმარტოს მათი ჩვეულებრივი მნიშვნელობით, კონტექსტისა და მიზნისა და ობიექტის შესაბამისად. ამასთანავე, სასამართლო ხშირად აღნიშნავს, რომ კონვენცია ვერ განიმარტება ვაკუუმში, არამედ მისი წაკითხვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან ჰარმონიაში. ამ მხრივ გათვალისწინებულ უნდა იქნას ვენის კონვენციის 31.3.(გ) მუხლით მითითებული „მხარეებს შორის ურთიერთობებში გამოყენებადი საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი რელევანტური წესი“, კერძოდ კი ის წესები, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვას (იხ. X. v. Latvia [GC], no. 27853/09, § 92, ECHR 2013, იქვე მოცემული მითითებებით). ამ მხრივ ნათელია, რომ ზემოთ მოცემული დებულებების (იხ. პარა. 26-37) მიხედვით, სოლიდარული გაფიცვა აღიარებული და დაცულია პროფკავშირების თავისუფლების ფარგლებში შსო N. 87 კონვენციითა და ევროპის სოციალური ქარტიით. მართალია მთავრობამ მოცემული ორი ინსტრუმენტის ფარგლებში მოქმედი საზედამხედველო ორგანოების პოზიცია ვიწროდ განმარტა, მაგრამ ამ ორგანოებმა გააკრიტიკეს გაერთიანებული სამეფოს მიერ სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა რადგან მიიჩნიეს, რომ არსებობდა დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე და ეს დაადასტურეს რიგი მაგალითების მოხმობით. მთავრობამ შემდგომ, კონვენციის მიზნებისათვის, მოითხოვა იმ ექსპერტთა ორგანოების განმარტებითი მოსაზრების წარმოდგენა, რომელთაც ევალებათ სპეციალიზებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა. სასამართლო ამ საკითხს მოგვიანებით განიხილავს. ახლა კი საკმარისად მიიჩნევს მოიხმოს შემდგომი ამონარიდი Demir and Baykara გადაწყვეტილებიდან (პარა. 85):
„სასამართლო, განმარტავს რა კონვენციის ტექსტის ტერმინებისა და დებულებების მნიშვნელობას, უფლებამოსილია გაითვალისწინოს კონვენციის გარდა, დამატებით საერთაშორისო სამართლის დებულებები, კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი მათი განმარტებანი და ევროპის სახელმწიფოთა პრაქტიკა, რომელიც ასახავს მათ საერთო ღირებულებებს.“
მოცემულ მეთოდთან შეუსაბამო იქნებოდა სასამართლოს მე-11 მუხლთან მიმართებაში გამოეყენებინა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავისუფლების მასშტაბის იმგვარი განმარტება, რომელიც დიდწილად ჩამოუვარდება იმ მასშტაბს, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სამართლით. ამასთანავე, პროფესიული კავშირის თავისუფლების ამგვარი გაგება გამყარებულია მრავალი ევროპული სახელმწიფოს პრაქტიკით, რომელთაც უკვე დიდი ხანია დადგენილი აქვთ, რომ სოლიდარული გაფიცვები წარმოადგენს პროფესიული კავშირის ქმედებების კანონიერ ფორმას.
77. სოლიდარული გაფიცვის ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ იგი წარმოადგენს პროფესიული კავშირის თავისუფლების უფრო დამხმარე, ვიდრე ძირითად ასპექტს; ელემენტი, რომელსაც სასამართლო დაუბრუნდება ანალიზის შემდგომ ეტაპზე. მიუხედავად ამისა, სოლიდარული ინდუსტრიული ქმედებების განხორციელება პროფესიული კავშირის მიერ, მათ შორის გაფიცვა, ერთი დამქირავებლის მიმართ, რათა დაეხმაროს დავას, რომელშიც ჩართულნი არიან სხვა დამქირავებელთან მომუშავე კავშირის წევრები, მიჩნეულ უნდა იქნას პროფესიული კავშირის საქმიანობად, რომელიც მოცული არის მე-11 მუხლით.
78. სასამართლო, შესაბამისად, ასკვნის, რომ მომჩივნის სურვილი მოეწყო სოლიდარული გაფიცვა „ჰიდრექსის“ თანამშრომლების მხარდასაჭერად, განხილულ უნდა იქნას როგორც სურვილი, ესარგებლა კონვენციის 11.1 მუხლის მნიშვნელობით გაერთიანების თავისუფლების უფლებით ეროვნული კანონმდებლობისაგან შეზღუდვების დაწესების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სოლიდარულ გაფიცვაზე ისეთი აკრძალვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მომჩივნის შემთხვევაში, წარმოადგენს ხსენებული დაბულებით დაცულ მომჩივნის უფლებებში ჩარევას. იმისათვის, რომ ჩარევა შეესაბამებოდეს კონვენციის 11.2 მუხლს, უნდა დადასტურდეს, რომ იგი გახლდათ „კანონით განსაზღვრული“, მიზნად ისახავდა კანონიერ მიზანს და იყო „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ მოცემული მიზნების მისაღწევად.
(ii) ჩარევის კანონიერება და სამართლიანობა
79. მხარეებს არ უდავიათ იმ ფაქტზე, რომ ჩარევა კანონით იყო განსაზღვრული. სასამართლო ეთანხმება მათ.
80. რაც შეეხება ჩარევის მიზანს, მომჩივანი აცხადებდა, რომ მან ვერ ნახა 11.2 მუხლით დადგენილი ლეგიტიმაცია. აშკარაა, რომ ჩარევა არ ეხებოდა ეროვნულ უშიშროებასა თუ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არეულობისა თუ დანაშაულის პრევენციას ან ჯანმრთელობისა თუ მორალის დაცვას. რაც შეეხება დანარჩენ კანონიერ მიზნებს, კერძოდ კი „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“, მომჩივანი აცხადებდა, რომ არალოგიკური იქნებოდა გაფიცვის უფლების შეზღუდვა დამქირავებელზე მისი გავლენის გამო. გაფიცვის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჰქონდეს ძლიერი გავლენა დამქირავებელზე, აიძულოს იგი დააკმაყოფილოს მშრომელთა მოთხოვნები. ამიტომაც, მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამ უკანასკნელი მიზნის გამო შეიძლება შეიზღუდოს გაფიცვის უფლება. მომჩივანმა, შესაბამისად, შესთავაზა სასამართლოს გადახედოს UNISON საქმეში გამოყენებულ ლოგიკას (UNISON v. the United Kingdom (dec.), no. 53574/99, ECHR 2002‑I), სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ გაფიცვაზე შეზღუდვები ეხებოდა „სხვათა უფლებებს“, ამ მხრივ იგულისხმა რა დამქირავებელი. დაუშვებელია დამქირავებლის ეკონომიკურ ინტერესებს მიეცეთ უპირატესობა დასაქმებულთა ადამიანის უფლებებზე. ამგვარი აზროვნება ეწინააღმდეგება ECSR მიდგომას, მაგალითად, რომელიც არ იზიარებდა პროპორციულობის არანაირ პრინციპს გაფიცვასა და დამქირავებლის ინტერესებზე მის მიერ გამოწვეულ შედეგებზე. მომჩივანი ამასთანავე აცხადებდა, რომ UNISON გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინარე გადაწყვეტილებას საქმეში Gustafsson v. Sweden (25 April 1996, Reports of Judgments and Decisions 1996‑II). მოცემულ საქმეში სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩვნის საჩივარი მასზედ, რომ პროფესიული კავშირის მიერ მისი საქმიანობის ბოიკოტირება წარმოადგენდა პირველი ოქმის პირველი მუხლით დაცულ მის უფლებებში ჩარევას. სასამართლო არც იმაში დაეთანხმა მომჩივანს, რომ მის ბიზნესზე გავლენა, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, სახელმწიფოს აკისრებდა პოზიტიურ ვალდებულებას დახმარებოდა მას. ნაცვლად ამისა, სასამართლომ გამოიყენა მკაცრი მიდგომა, ისევე როგორც წინა ორ საქმეში, რომელიც ეხებოდა საჯარო სექტორის იმ მუშათა წინააღმდეგ სანქციებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ერთდღიან გაფიცვაში (Karaçay v. Turkey, no. 6615/03, 27 მარტი 2007 და Kaya and Seyhan v. Turkey, no. 30946/04, 15 სექტემბერი 2009). მოცემულ საქმეებში, არც ერთ მათგანში სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ განხილული ჩარევა კანონიერ მიზნებს ისახავდა და ამასთანავე, მან საბოლოოდ ღია დატოვა მოცემული საკითხი იმის გათვალისწინებით, დაადგინა რა, რომ გასაჩივრებული ჩარევა არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
81. მთავრობა აცხადებდა, რომ აკრძალვა მიზნად ისახავდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, განსაკუთრებით კი იმ პირთა, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ ინდუსტრიულ დავასთან. სოლიდარული გაფიცვის შედეგად, მესამე მხარეებს შორსმიმავალი და არაკონტროლიდებადი გავლენის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელთა დაცვა ცალსახად წარმოადგენდა კანონიერ მიზანს, რომელსაც მიზნად ისახავდა პარლამენტი აკრძალვის დაწესებისას. მთავრობამ დასძინა, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ისიც, რომ სოლიდარულ გაფიცვას შესაძლოა საფრთხე შეექმნა კონვენციით დაცული რიგი უფლებების, მაგალითად სარჩოს მოპოვების უფლებისათვის.
82. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმე განსხვავდება UNISON საქმისაგან. ეს უკანასკნელი ეხებოდა უშუალო/პირველ გაფიცვას და საჩივარში მომჩივანი პროფესიული კავშირი მიუთითებდა, რომ არ ეძლეოდა საშუალება მიეღო ინდუსტრიული ზომები გაფიცვის სახით მისი წევრების მომავალი ინტერესების დასაცავად, ჰოსპიტალის მომსახურების მომავალი პრივატიზაციის გამო. სააპელაციო სასამართლომ ეროვნული სამართალწარმოებისას აღნიშნა, რომ ამგვარი გაფიცვის გავლენა საზოგადოების წევრებზე უმნიშვნელო იყო წარმოდგენილ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იზიარებს ხედვას და ამიტომ „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ მიზანზე საუბრისას საუბარი იქნება უშუალოდ დამქირავებლის უფლებებზე. წინამდებარე საქმის განსხვავების საფუძველი გახლავთ ის ფაქტი, რომ იგი ეხება სოლიდარულ გაფიცვას. როგორც მთავრობამ მიუთითა, თავისი ბუნებით სოლიდარულ გაფიცვას შესაძლოა ჰქონდეს დიდწილად უფრო ფართო შედეგები ვიდრე პირველად/უშუალო გაფიცვას. მას გააჩნია ინდუსტრიული დავაში ჩაურთველ პირთა უფლებებზე გავლების დიდი პოტენციალი და შეუძლია გამოიწვიოს ეკონომიკაში ფართო ვარდნა და საზოგადოებისათვის სერვისების მიწოდების შეფერხება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სოლიდარული გაფიცვის აკრძალვისას, პარლამენტს გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ იფარგლება დამქირავებლის პოზიციით ინდუსტრიულ დავაში.
(iii) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
83. გასარკვევია, თუ რამდენად იყო სოლიდარულ გაფიცვაზე კანონისმიერი აკრძალვა, რომელმაც მომჩივანს შეუზუდა საშუალება დაეცვა „ჰიდრექსის“ წევრთა ინტერესები, „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. მოცემულის განსახილველად უნდა დადგინდეს, რომ გასაჩივრებული ჩარევა წარმოადგენდა „მწველ სოციალურ საჭიროებას“, რომ ეროვნული ხელისუფლების მიერ შემთავაზებული არგუმენტები რელევანტურია და საკმარისია და რომ იგი გახლავთ დასახული კანონიერი მიზნის პროპორციული.
84. სასამართლო პირველ რიგში განიხილავს მომჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ გაფიცვის უფლება მიჩნეულ უნდა იქნას მე-11 მუხლით პროფესიული კავშირისათვის ბოძებული უფლების ნაწილად და რომ მისი შეზღუდვა გავლენას მოახდენს გაერთიანების თავისუფლების უშუალო არსზე. იგი მოიხმობს, რომ მან უკვე განიხილა არაერთი საქმე, სადაც ინდუსტრიულ გაფიცვაზე შეზღუდვები მიჩნეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევად (იხ. მაგ. Karaçay v. Turkey, no. 6615/03, 27 მარტი 2007; Dilek and Others v. Turkey, nos. 74611/01, 26876/02 და 27628/02, 17 July 2007; Urcan and Others v. Turkey, nos. 23018/04, 23034/04, 23042/04, 23071/04, 23073/04, 23081/04, 23086/04, 23091/04, 23094/04, 23444/04 და 23676/04, 17 ივლისი 2008; Enerji Yapı-Yol Sen v. Turkey, no. 68959/01, 21 აპრილი 2009). მომჩივანმა აქცენტი გააკეთა ჩამოთვლილთაგან ბოლო გადაწყვეტილებაზე, სადაც ტერმინი “აუცილებელი შედეგი“ იყო გამოყენებული გაფიცვის უფლებასთან მიმართებაში, დაუკავშირა რა იგი ორგანიზების უფლებას (Enerji, პარა. 24). ასევე უნდა აღნიშნოს, რომ მოცემული გადაწყვეტილება იზიარებდა შსო საზედამხედველო ორგანოების პოზიციას და არა მე-11 მუხლის განვითარებად ინტერპრეტაციას, რომელმაც გაფიცვის უფლებას პრივილეგირებული სტატუსი მიანიჭა. ზოგადად, ზემოთხსენებული საქმეების მიხედვით, გაფიცვა ცალსახად არის დაცული მე-11 მუხლით. სასამართლო, შესაბამისად, ვერ ხედავს საჭიროებას განიხილოს თუ რამდენად უნდა მოხდეს ამჟამად ინდუსტრიული გაფიცვისათვის მე-11 მუხლით გარანტირებული აუცილებელი ელემენტის სტატუსის მინიჭება.
85. მოცემული საქმის გარემოებანი მიუთითებენ, რომ მომჩივანმა, რეალურად ისარგებლა გაერთიანების თავისუფლების ორი ელემენტით, კერძოდ კი პროფესიული კავშირის უფლებით დაარწმუნოს დამქირავებელი მოუსმინოს მას, როდესაც იგი საუბრობს საკუთარი წევრების სახელით და აწარმოოს კოლექტიური მოლაპარაკებანი. პროფკავშირის „ჰიდრექსის“ წევრების მიერ გაფიცვა წარმოადგენდა უფლებით სარგებლობის ფორმას, სადაც მათ ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს, თუმცა, არც უშედეგო იყო იგი, რადგან კომპანიამ გადახედა მის წინადადებას, რომელიც შემდეგ მომჩივანმა შეატყობინა მის წევრებს. მართალია, მთავრობამ გააკრიტიკა მომჩივანი მაშინდელი განახლებული შეთავაზების მხარდაჭერისა და შემდეგ კი, წინამდებარე სამართალწარმოების ფარგლებში, პოზიციის ისევ ცვლილების გამო, მაგრამ სასამართლო აღირებს, რომ მომჩივანი ვალდებულია პატივი სცეს მისი წევრების მიერ ხმის უარყოფით მიცემას. თუმცა, ის ფაქტი, რომ კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ინდუსტრიული დავის პროცესმა, მათ შორის პროფკავშირის დავის მონაწილე წევრების მიერ დამქირავებლის წინააღმდეგ გაფიცვამ, არ გამოიწვია მომჩივნისა და მისი წევრებისათვის სასურველი შედეგი, რაც არ გულიხსმობს, რომ მე-11 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობა მოჩვნებითი გახლდათ. კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება არ გულისხმობს კოლექტიური შეთანხმების „უფლებას“ (ამ მხრივ იხ. პარა 158 გადაწყვეტილება საქმეზე Demir and Baykara, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მიერ კოლექტიური შეთანხმების არდადების ვალდებულება არ წარმოადგენდა საქმის ნაწილს). არც გაფიცვის უფლება გულისხმობს უპირატესობის ქონის უფლებას. როგორც არაერთგზის მიუთითა სასამართლომ, კონვენცია ითხოვს, რომ ეროვნული კანონმდებლობით პროფესიულ კავშირებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მე-11 მუხლის შესაბამის პირობებში იღვაწონ საკუთარი წევრების ინტერესების დასაცავად (Demir and Baykara, §141; უფრო ახალი საქმე Sindicatul “Păstorul cel Bun” v. Romania [GC], no. 2330/09, §34, 9 ივლისი 2013). აღნიშნულის საშუალება წინამდებარე დავაში ჩართულ მომჩივანსა და მის წევრებს დიდწილად ჰქონდათ.
86. პროფესიული კავშირების შესახებ წინა საქმეებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ინდივიდისა და ზოგადად საზოგადოების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. იმის გამო, რომ ჯეროვანი ბალანსის დაცვა მშრომელთა და მენეჯმენტის ინტერესებს შორის მოიცავს მგრძნობიარე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უნდა მიენიჭოთ შეფასების ზღვარი რომლის ფარგლებშიც დაადგენენ თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიული კავშირის თავისუფლებისა და პროფკავშირის წევრების საქმიანი ინტერესების დაცვა. ამ მხრივ ბოლოდროინდელ კომენტარებში გაჟღერებულ იქნა, რომ ქვეყნების მიხედვით საკითხისადმი დამოკიდებულება დიდწილად განსხვავდება და რომ შესაბამისად, დიდი პალატის მიხედვით, შეფასების ზღვარიც ფართო უნდა იყოს (Sindicatul “Păstorul cel Bun”, ციტირებული ზემოთ, §133). მომჩივანი დიდწილად დაეფუძნა გადაწყვეტილებას საქმზე Demir and Baykara, სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შეფასების მხოლოდ ვიწრო ზღვარი (იხ. გადაწყვეტილების პარა.119). ამ მხრივ სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოცემული დასკვნა წარმოდგენს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც საუბარი იყო გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევაზე, მის საფუძველზე გავლენაზე, კერძოდ კი პროფესიული კავშირის დაშლაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული გადაწყვეტილება არ იქნას იმგავარად გაგებული, თითქოს იგი საბოლოოდ და სრულად ზღუდავდეს ეროვნული ხელისუფლების შეფასების ზღვარს ნორმალურ დემოკრატიულ პროცესში პროფესიული კავშირის თავისუფლების დარეგულირების პროცესში მოცემული ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით. ზღვარის სიდიდე მაინც დამოკიდებულია იმ გარემოებებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია მნშვნელოვნად, მათ შორის პროფესიული კავშირის უფლების შეზღუდვის ბუნება და მასშტაბი, გასაჩივრებული შეზღუდვის მიზანი და საზოგადოებაში იმ ინდივიდების უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინება, რომლებსაც მიადგებათ ზიანი მოცემული უფლების შეუზღუდავი სარგებლობის შედეგად. ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საერთო საფუძველი მოცემული საქმიდან გამომდინარე საკითხებზე ასევე მნიშვნელოვანია ისევე როგორც შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებში ასახულის აერთაშორისო კონსესუსი (Demir and Baykara, პარა, 85).
87. თუკი კანონით დადგენილი შეზღუდვები გავლენას ახდენს პროფესიული კავშირის საქმიანობის საფუძველზე, მაშინ ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული უნდა იყოს შეფასების უფრო ვიწრო ზღვარი და უფრო მეტად არის საჭირო პროფესიული კავშირის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის ზოგადი ინტერესის მოხმობა. და პირუკუ, თუკი შეზღუდული უფლება არ წარმოადგენს მთავარ არსს, არამედ გახლავთ პროფესიული კავშირის საქმიანობის მეორადი ან დამხმარე ნაწილი, ზღვარი უფრო ფართოა და ჩარევა, მისი ბუნებით, უფრო დიდი ალბათობით არის პროპორციული პროფესიული კავშირის მიერ თავისუფლებით სარგებლობის შედეგებთან.
88. რაც შეეხება მოცემულ საქმეში მომჩივნის მიერ პროფესიული კავშირის თავისუფლების სარგებლობაში ჩარევის ბუნებასა და მასშტაბს, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ იყო ისეთი აგრესიული, როგორც ამას მომჩივანი აცხადებს. საქმის ფაქტებიდან დგინდება, რომ მომჩივანმა აწარმოვა გაფიცვა, მიუხედავად მისი მცირე მასშტაბისა და შეზღუდული შედეგებისა. მისი მიზანი გახლდათ გაფიცვის ესკალირება დავაში მონაწილეობის არ მქონე „ჯავრისის“ ასობით წევრის ჩარევის მუქარითა თუ რეალური მონაწილეობით, რაც ვერ განხორციელდა. სასამართლომ გაითვალისწინა მომჩივნის განცხადება მასზედ, რომ სოლიდარული გაფიცვის შემთხვევაში მოხდებოდა დავის უფრო მალე მოგვარება. სამწუხაროდ, ამგვარი განაცხადი მხოლოდ სპეკულაციას წარმოადგენს - მათ შორის კენჭისყრის შედეგზე აპელირებაც - რადგან მოვლენათა განვითარება უცნობია. რთულია ითქვას, რომ სოლიდარულ გაფიცვაზე აკრძალვას შედეგად მოჰყვა მომჩივნის გაერთიანების უფლების არსზე ნეგატიური გავლენა. ამ მხრივ საქმე უნდა განვასხვავოთ ზემორე 84-ე პარაგრაფში მოხმობილი საქმეებისაგან, სადაც ყოველი მათგანი ეხებოდა „უშუალო“ ანუ პირველად ინდუსტრიულ გაფიცვას საჯარო სექტორის მუშაკების მხრიდან; და ეროვნული ხელისუფლების შეფასების ზღვარი უფრო ფართოა საზოგადოების ინტერესებისათვის, პროფესიული კავშირის მეორადი ასპექტების რეგულირების დროს.
89. წინამდებარე საქმეში ჩარევის ობიექტს რაც შეეხება, 1980 წლის დასაქმების კანონის მიღებამდე საპარლამენტო დებატების ამონარიდის მიხედვით ნათელია, რომ კანონმდებელი მიზნად ისახავდა ეკონომიკის ფართო ინტერესებისათვის ბალანსის დაცვას ინდუსტრიულ ურთიერთობებში სოლიდარული გაფიცვის მოქმედი ფართო უფლებების შეზღუდვით. ათწლეულის შემდეგ, მაშინდელმა მთავრობამ მიიჩნია, რომ მისი შეზღუდული ფორმითაც კი, სოლიდარული გაფიცვა საფრთხეს უქმნიდა ეკონომიკასა და ამცირებდა ინვესტიციების მოდინებას ქვეყნის ეკონომიკაში. პოლიტიკის დონეზე გადაწყდა, რომ ინდუსტრიული გაფიცვები უნდა შეზღუდულიყო უშუალო/პირველადი გაფიცვებით, რაც შედეგად მოიტანდა უფრო მისაღებ ბალანსს ბრიტანეთის ეკონომიკაში. მთავრობამ იგივე პოზიცია გამოხატა წინამდებარე საქმის წარმოების ფარგლებშიც. ამგვარი შეფასება მაშინ მწვავედ იქნა შეფასებული საპარლამენტო ოპოზიციის მიერ და მას არც მომჩივანი იზიარებს, მიიჩნევს რა მას პროფკავშირებისადმი მტრულად განწყობილად და ვერ ხედავს რა ეკონომიკისადმი ზიანის ნათელ მაგალითებს. მიუხედავად ამისა, წინამდებარე დავის საგანი უდავოდ კავშირშია მოპასუხე სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ სტრატეგიასთან. ასეთ შემთხვევებში, სასამართლო როგორც წესი სახელმწიფოს ანიჭებს შეფასების ფართო ზღვარს, რადგან საკუთარი საზოგადოებისა და მისი საჭიროებების უშუალო ცოდნის გათვალისწინებით, ეროვნულ ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს, საერთაშორისო მოსამართლეზე უკეთ შეუძლიათ შეაფასონ საზოგადოებრივი ინტერესი სოციალურ თუ ეკონომიკურ საფუძვლებზე და განსაზღვრონ თუ რომელი საკანონმდებლო ზომები შეესაბამება მათ ქვეყანაში არსებულ პირობებს იმგვავრად, რომ მოხდეს არჩეული სოციალური, ეკონომიკური თუ ინდუსტრიული პოლიტიკის გატარება (იხ, სხვა მრავალს შორის Stummer v. Austria [GC], no. 37452/02, §89, ECHR 2011).
90. თუმცა, ამასთანავე მართალია, რომ არსებობს გარემოებანი, რომლებიც სცილდებიან გაერთიანებული სამეფოს კანონმდებელთათვის ხელმისაწვდომ არჩევანს.
91. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ევრპულ სახელმწიფოებს გააჩნიათ საერთო მიდგომა სოლიდარული გაფიცვის საკითხზე. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი შედარებითი მასალით იკვეთება, რომ არსებობს ეროვნული მრავალგვარი დამოკიდებულება მოცემული საკითხისადმი, დაწყებული ფართოდ ნებადართული მიდგომა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საბრძნეთი, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი, და ზოგან კი სრულიად არაღიარებული ან აკრძალული. ზემოთხსენებული ქვეყნები (იხ. პარაგრაფები 38-41) ამ ორ უკიდურეს მიდგომას შორის არიან განთავსებულნი. მთავრობამ აქცენტი გააკეთა შედარებით ნაწილზე, ხაზი გაუსვა რა, რომ ევროპის სახელმწიფოებში არსებობს ფართო სტრუქტურული და კულტურული სხვაობანი ინდუსტრიული ურთიერთობების სფეროში. სასამართლო იზიარებს მოცემულ სხვადასხვაობებს, რომელზეც მან ისაუბრა კიდეც აქამდე განხილულ სხვა საქმეებში, რომელიც ეხებოდა პროფესიულ კავშირთა უფლებებს (მაგ.Sindicatul “Păstorul cel Bun”, ციტირებული ზემოთ, §133, და Sørensen and Rasmussen v. Denmark [GC], nos. 52562/99 და 52620/99, §58, ECHR 2006‑I). მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ სოლიდარულ გაფიცვაზე სრული აკრძალვით, მოპასუხე სახელმწიფო არის შედარებითი ანალიზის ბოლოში, წარმოადგენს რა ევროპის სახელმწიფოთა იმ უმცირეს ნაწილს, რომელმაც ამდენად კატეგორიულად დაარეგულირეს საკითხი. განსხვავებული შედარებითი სურათი და მასში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია, თავისთავად არ გულისხმობს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ გადააჭარბა მის კანონიერ შეფასების ზღვარს პროფესიული კავშირის საქმიანობის ამ ასპექტის დარეგულირებისას.
92. ამასთანავე, წინამდებარე საქმის მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ საერთაშორისო სამართლის მასალების ფართო მასშტაბი, გაერთიანებულმა სამეფომ სოლიდარული გაფიცვა აკრძალა ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ და მთელი ამ დროის განმავლობაში იღებდა შსო ექსპერტთა კომიტეტისა და ECSR კრიტიკულ შეფასებებს. მომჩივანმა დასახმარებლად მოიხმო ეს მასალა. მთავრობამ არ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმის ფაქტობრივ გარემოებებში წარმოდგენილი კრიტიკა რელევანტური ან მნიშვნელოვანი იყო. სასამართლო ახლა შეუდგება მოცემულის განხილვას.
93. მთავრობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა იმ ორი ორგანოს კრიტიკას, ისე როგორც წარმოდგენილ იქნა იგი, აცხადებდნენ რა, რომ ისინი ეხებოდა სრულიად სხვაგვარ პოტენციურ ვითარებებს, რომელიც განსხვავდებოდა მომჩივნის მიერ გასაჩივრებულისაგან (იხ. პარა. 33 და 37 ზემოთ).
94. მთავრობამ არ მიიჩნია ECSR არგუმენტი სამართლის ავტორიტეტულ წყაროდ, რადგან მიუხედავად მის წევრთა დამოუკიდბლობისა და ცოდნისა, ECSR არ გააჩნდა მართლმსაჯულებით ან კვაზი-მართლმსაჯულებითი სტატუსი. მისი როლი განისაზღვრებოდა მინისტრთა კომიტეტისადმი ანგარიშების წარდგენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ECSR კომპეტენცია განსაზღვრულია ევროპის სოციალური ქარტიის შემასწორებელ ოქმში (ცნობილი როგორც „ტურინის ოქმი“ ევროპის საბჭოს ხელშეკრულების სერიები N. 142), სადაც მითითებულია, რომ იგი „სამართლებრივი გადასახედიდან აფასებს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიის შესაბამისობას ქარტიით დადგენილ ვალდებულებებთან“. მართალია, რომ მოცემული ოქმი ძალაში არ არის შესული რადგან ქარტიის რამდენიმე წევრს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ECSR განმარტებითი ფუნქცია ფართოდ არის აღიარებული სასამართლოს მიერ, რომელიც მუდმივად ითვალისწინებს ECSR მიერ ქარტიის განმარტებებსა და სახელმწიფოთა მიერ მისი დებულებების გათავლისწინები შეფასებას (მაგ. Demir and Baykara; ასევე, Tüm Haber Sen and Çınar v. Turkey, no. 28602/95, §39, ECHR 2006‑II, პროფესიუილ კავშირის შესახებ საქმე, სადაც სასამართლომ ECSR დაახასიათა „განსაკუთრებით კვალიფიციური“ ორგანო მოცემულ სფეროში).
95. იმის გათვალისწინებით, რომ მინისტრთა კომიტეტს გაერთიანებულ სამეფოსთან მიმართებაში არ წარმოუდგენია რეკომენდაცია მოცემულ საკითხზე, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს მინისტრთა კომიტეტის როლს ტურინის ოქმის მიხედვით, რომელსაც ეკისრება ვალდებულება შეარჩიოს სახელმწიფოები და წარუდგინოს მათ რეკომენდაციები სოციალური, ეკონომიკური და სხვა პოლიტიკის გათვალისწინებით. მისი როლი არ გახლავთ ECSR დასკვნების გატარება. მეორე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის სოციალური ქარტიის სამთავრობო კომიტეტმა გადადგა პირველი ნაბიჯი მინისტრთა კომიტეტის მიერ სოლიდარული გაფიცვის შესახებ გამოცემული რეკომენდაციის მისამართით, გაერთიანებულ სამეფოს „მოუწოდა რა მიეღო ყველა ადექვატური ზომა რათა ვითარება შესაბამისობაში მოეყვანა ქარტიასთან“ (იხ. დასკვნების შესახებ ანგარიში XIX-3 (2010), T-SG (2012) 1 საბოლოო, გვ. 59).
96. რაც შეეხება შსო ექსპერტთა კომიტეტს, მთავრობამ წარმოადგინა იგივე მოსაზრება - მოცემული ორგანო არ არის ოფიციალურად კომპეტენტური რათა შემოგვთავაზოს შსო კონვენციების ავტორიტეტული განმარტებანი. მთავრობამ სასამართლოს ყურადღება მიაპყრო მიმდინარე უთანხმოებას შსო-ში გაფიცვის უფლების სწორედ რომ სამართლებრივი სტატუსისა და მისი საერთოდ არსებობის ირგვლივ. ექსპერტთა კომიტეტმა ახლახანს აღიარა მისი როლის ლიმიტები, აღნიშნა რა, რომ „[მისი] მოსაზრებანი და რეკომენდაციები არ არის სავალდებულო შსო საზედამხედველო პროცესის ფარგლებში და არასავალდებულოა შსო მიღმა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საერთაშორისო ინსტრუმენტი აშკარად მიუთითებს მათ სავალდებულოობაზე ან როდესაც ქვეყნის უზენაესი სასამართლო, საკუთარი სურვილით, იღებს გადაწყვეტილებას მათთვის სავალდებულო ხასიათის მინიჭების თაობაზე“ (ამონარიდი შესავლიდან Collective Bargaining in the Public Service: A Way Forward,’ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის საერთაშორისო შრომის კონფერენციის 102-ე სესია, 2013). ტექსტი ექსპერტთა კომიტეტის განმარტებებს იხსენიებს „ჩამოყალიბებად სამართლად“ (soft law). შესავალი სრულდება შემდეგი სიტყვებით (პარა. 8):
„რაც შეეხება შსო კონვენციების ინტერპრეტაციასა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს როლს მოცემულ სფეროში, კომიტეტმა ჯერ კიდევ 1990 წელს აღნიშნა, რომ მისი სტატუსი არ ანიჭებს მას კონვენციების განმარტებითი ინტერპრეტაციის უფლებას, რადგან აღნიშნული კომპეტენცია აკისრია მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართოს შსო კონვენციის 37-ე მუხლის მიხედვით. მიუხედავად ამისა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა განახორციელოს მისი ფუნქცია და განსაზღვროს თუ რამდენად ხდება კონვენციების მოთხოვნების დაცვა, კომიტეტი იხილავს კონვენციათა შინაარსსა და მნიშვნელობას, განსაზღვრავს მათ სამართლებრივ მასშტაბს და, საჭიროების მიხედვით, გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს. კომიტეტი შესაბამისად, მიიჩნევს, რომ იმდენად რამდენადაც მისი მოსაზრებანი არ ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პოზიციას, ისინი მიჩნეულ უნდა იქნან ჯეროვან და ზოგადად აღიარებულ პოზიციად. კომიტეტი მიიჩნევს, რომ განხილულ მოსაზრებათა გაზიარება განუყოფელია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნებისაგან და, შესაბამისად, კანონის სიცხადისაგან, რომელიც აუცილებელია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.“
97. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მოცემული განმარტება საჭიროებს მისი მხრიდან მოცემული ორგანოს, როგორც კონვენციის რიგი დებულებების ავტორიტეტული განმარტების უზრუნველმყოფის როლის გადახედვას (იხ. ზოგადად Demir and Baykara, ციტირებული ზემოთ, §§65-86). მართალია მთავრობამ მოიხმო 2012 წლის 101-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერებული უთანხმოება, მოცემული შეხვედრის ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ უთანხმოება წარმოიშვა და ეხებოდა მხოლოდ დამსაქმებელთა ჯგუფს (Provisional Record of the 101st Session of the International Labour Conference, 19 (Rev.), §§82-90). მთავრობებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ მაშინდელ განხილვაში, როგორც ჩანაწერებიდან იკვეთება, განაცხადეს, რომ გაფიცვის უფლება იყო „კარგად დამკვიდრებული და ფართოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლება“. ნორვეგიის მთავრობის წარმომადგენელმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა სრულად იზიარებდა ექსპერტთა კომიტეტის განმარტებას მასზედ, რომ გაფიცვის უფლება დაცული გახლდათ N. 87 კონვენიით. ნებისმიერ შემთხვევაში, მოპასუხე მთავრობამ წინამდებარე სამართალწარმოებისას აღნიშნა, რომ მე-11 მუხლით დადგენილი პროფესიული კავშირის უფლება, როგორც წესი, გულისხმობს გაფიცვის უფლებასაც (იხ. პარა. 62 ზემოთ).
98. შესაბამისი ინსტრუმენტების მიერ შექმნილი კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი განმარტებითი მოსაზრებების ანალიზი ასახავს სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი შედარებითი მასალის დასკვნებს, რომლის მიხედვითაც სოლიდარულ ინდუსტრიულ გაფიცვაზე სრული/ერთიანი აკრძალვის დაწესებით, მოპასუხე სახელმწიფო გახლავთ უკიდურესად შემზღუდავი სახელმწიფო მათ შორის, რომლებიც ადგენენ მოცემულ საკითხზე ეროვნულ მარეგულირებელ მიდგომებს და რომ იგი არ ითვალისწინებს პოზიციას, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს ნაკლებად შემზღუდველი მიდგომის გამოყენების შესახებ. ამგვარი დასკვნის მნშვნელობა სასამართლოსათვის წინამდებარე საქმის განხილვისას აღნიშნული გახლდათ Demir and Baykara გადაწყვეტილებაში (პარა. 85):
„სპეციალიზებულ საერთაშორისო ინსტრუმენტებსა და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა პრაქტიკას შორის წარმოშობილი კონსესუსი შესაძლოა სასამართლოსათვის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდეს კონვენციის დებულებების განმარტებისას სპეციფიკურ შემთხვევებში.“
დიდი პალატის განცხადება ასახავს სასამართლოს მიერ განხილვის განსხვავებულ ბუნებას შსო-სა და ევროპის სოციალური ქარტიის საზედამხედველო პროცედურებთან შედარებით. სპეციალიზირებული საერთაშორისო მონიტორინგ ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ ხსენებული პროცედურით, განსხვავებულად უდგებიან საკითხს, რაც დასტურდება სოლიდარული აკრძალვის ანალიზისას გამოყენებული ზოგადი დებულებებით. მათგან განსხვავებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შესაბამის ეროვნულ კანონს აბსტრაქტულად არ განიხილავს, არამედ განსაზღვრავს თუ რამდენად წარმოადგენდა მისი რეალური გავლენა მომჩივანზე კონვენციის მე-11 მუხლით დაცული უფლების დარღვევას (იხ.Von Hannover v. Germany (no. 2) [GC], nos. 40660/08 და 60641/08, §116, ECHR 2012; ასევე, Kart v. Turkey [GC], no. 8917/05, §§ 85-87, ECHR 2009 (ამონარიდები)). მომჩივანი, ისევე როგორც მესამე მხარეები აპელირებდნენ აკრძალვის შესაძლო გავლენაზე სხვადასხვა ჰიპოთეტურ გარემოებებში, რომელიც იმდენად შორსმავალი იყო, რომ გამორიცხავდა ინდუსტრიული გაფიცვის ნებისმიერ ფორმას თუკი უშუალოდ დაზარალებული მუშაკები არ იყვნენ იმგვარ პოზიციაში რომ მიემართათ პირველადი გაფიცვისათვის, შესაბამისად, განსხვავებით წინამდებარე საქმისაგან, პირდაპირ აყენებდა დარტყმას პროფესიული კავშირის თავისუფლების არსს. მათ ასევე მიაჩნდათ, რომ აკრძალვა დამქირავებლებს აძლევდა საშუალებას მოეხდინათ კანონის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება და ამ მიზნით სხვადასხვა სამართლებრივი სტრატეგიების გამოყენება, მაგალითად, სამუშაო ცენტრების გადატანა, შრომის გადაცემა სხვა კომპანიებისათვის და კომპლექსური სტრუქტურების შემოღება, რათა სამუშაო სხვადასხვა იურიდიულ პირებზე გადაენაწილებინათ ან დაეყოთ კომპანიები (იხ. პარა 33 და 37 ზემოთ). მოკლედ, პროფესიული კავშირები სერიოზულად ზიანდებოდნენ წევრთა ინტერესების დაცვისას საკუთარი კანონიერი, ნორმალური საქმიანობის განხორციელებისას. თუმცა, კანონით დადგენილი აკრძალვისას მოცემული, სავარაუდო შორსმიმავალ ნეგატიურ შედეგებს ადგილი არ ჰქონია „ჰიდრექსის“ ირგვლივ მიმდინარე ვითარებაში. სასამართლო ვალდებულია განიხილოს მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებანი. მოცემულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შსო-სა და ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოთქმული ნეგატიური შეფასებანი არ ფლობენ დარწმუნების იმგვარ წონას, რომ მათ საფუძველზე მოხდეს იმის დადგენა, თუ რამდენად ხვდებოდა გასაჩივრებულ ვითარებებში კანონით დადგენილი სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა კონვენციის მე-11 მუხლით ეროვნული ხელისუფლებისათვის ნებადართულ მასშტაბში.
99. ეროვნულ ხელისუფლების ორგანოებს გააჩნიათ შეფასების ზღვარი, რომელიც არ არის უსაზღვრო და ხორციელდება ევროპული ზედამხედველობის თანხლებით, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართოს ფუნქცია გახლავთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შესაბამისობაში იყო თუ არა კონკრეტული შეზღუდვა მე-11 მუხლით დაცულ გაერთიანების თავისუფლებასთან (Vörður Ólafsson v. Iceland, no. 20161/06, §76, ECHR 2010). მთავრობა აცხადებდა, რომ „მწველი სოციალური საჭიროება“ სოლიდარული გაფიცვის კანონისმიერ აკრძალვის შესანარჩუნებლად წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის დამცველს ამგვარი ინდუსტრიული ზომების შედეგად დაზიანებისაგან, რომელიც, დაშვების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას. სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, რომელიც მოიცავს ქვეყნის სამრეწველო ურთიერთობების შესახებ პოლიტიკასაც, სასამართლო ზოგადად პატივს ცემს კანონმდებლის მიერ არჩეულ პოლიტიკას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი იგი არის „აშკარად გონივრულ საფუძველს მოკლებული“ (Carson and Others v. the United Kingdom [GC], no. 42184/05, §61, ECHR 2010). ამასთანავე, სასამართლო აღიარებს „სპეციალურ მნიშვნელობას“ რომელიც უნდა მიენიჭოს ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელს იმ საკითხებში, რომელზეც დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსაზრებანი შესაძლოა ლოგიკურად დიდწილად განსხვავდებოდეს (იხ. კონვენციის მე-10 მუხლის კონტექსტში MGN Limited v. the United Kingdom, no. 39401/04, § 200, 18 იანვარი 2011, რომელიც მოიხმობს საქმეს Hatton and Others v. the United Kingdom [GC], no. 36022/97, §97, ECHR 2003‑VIII, სადაც სასამართლო დაეფუძნა კანონმდებლის „პირდაპირ დემოკრატიულ ლეგიტიმიზაციას). სოლიდარული გაფიცვის აკრძალვა უცვლელად მოქმედებს უკვე ოც წელზე მეტი ხანია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ორჯერ შეიცვალა მთავრობა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკითხზე არსებობდა დემოკრატიული კონსესუსი და რომ მისი დაწესების მიზნები გაზიარებულ იქნა, მიუხედავად გაერთიანებულ სამეფოში მოსაზრებათა ფართო სხვადასხვაობისა. აღნიშნული ფაქტები უბიძგებს სასამართლოს დაასკვნას, რომ იმის განსაზღვრისას თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების ფართო ინტერესების დაცვა ქვეყანაში ხშირად პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად დატვირთულ სამეწარმეო ურთიერთობებში, ეროვნული ხელისუფლება დაეფუძნა მიზეზებს, რომელიც როგორც საჭირო, ისე საკმარისი გახლდათ მე-11 მუხლის მიზნებისათვის.
100. სასამართლომ ასევე უნდა განიხილოს თუ რამდენად არღვევდა გასაჩივრებული შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპს. მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი არღვევდა მას, მისი აბსოლუტური ხასიათის გამო, რითაც სრულიად გამორიცხავდა ურთიერთსაპირისპირო ინტერესებისა და განხილული ინტერესების ნებისმიერ ბალანსს და კრძალავდა ვითარებებს შორის ყოველგვარი დიფერენციაციას. მთავრობამ დაიცვა კანონმდებლის გადაწყვეტილება უარი ეთქვა ყოველი შემთხვევის განხილვაზე და ამის ნაცვლად დააწესა ერთიანი წესი, მიუთითა რა, რომ ნებისმიერი უფრო შემზღუდველი მიდგომა არაპრაქტიკული და არაეფექტიანი იქნებოდა. მათი მოსაზრებით, პოტენციურად მრავალ ინდივიდუალურ საქმეში, მსგავსად წარმოდგენილისა, გარდაუვალი ცვლილებების არსებობა, როგორც ასეთი, არ აზიანებს პარლამენტის მიერ დადგენილ ზოგად ბალანსს.
101. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ზოგადი ბუნება, რომელიც ამართლებს ჩარევას, თავისთავად არ არის პროპორციულობის პრინციპის საწინააღმდეგო. როგორც ახლახანს აღინიშნა, სახელმწიფო უფლებამოსილია, კონვენციის მოთხოვნების დაცვის პირობით, მიიღოს ზოგადი საკანონმდებლო ზომები, რომელიც გამოიყენება კანონმდებლობის მიერ დარეგულირებულ ზემოთხსენებულის მსგავს ვითარებებში ინდივიდუალური შეფასების გარეშე ცალკეული, განსხვავებული და შესაძლოა რთული გარემოებების მისამართით (იხ. Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, §107, 22 აპრილი, 2013, მრავალი შემდგომი მითითებით კონვენციისა და N. 1 ოქმის დებულებებზე). მოცემული არ გულისხმობს, რომ კონკრეტული საქმის ფაქტებს სასამართლო მნიშვნელობას არ ანიჭებს პროპორციულობის შეფასებისას. მართლაც, ფაქტები მიუთითებენ ზოგადი ზომების გამოყენების პრაქტიკის გავლენაზე და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროპორციულობის განსაზღვრისას (ibid., პარა 108). როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომჩივნის გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა მის მიერვე მოხმობილ „ჰიდრექსის“ ინციდენტში ობიექტურად ვერ მიიჩნევა განსაკუთრებით შორსმავალად.
102. საფრთხე, რომელიც თან სდევს აკრძალვის შემსუბუქებას წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც უწინარესად სახელმწიფომ უნდა შეაფასოს (ibid., პარა. 108). ამ მხრივ, მომჩივანი დავობს, რომ იგი თავის გაფიცვას შემოფარგლავდა მხოლოდ „ჯარვისის“ მისამართით სოლიდარული გამოსვლით და არ გაავრცელებდა უფრო ფართოდ, შესაბამისად, არ ექნებოდა ფართო შედეგები. მოცემული განაცხადი მხოლოდ დაშვებას წარმოადგენს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პარლამენტმა სოლიდარული აქციები 1980-იან წლებამდე, სწორედ რომ მისი ფართო და თავდაპირველი დავის საზღვრებს მიღმა გავრცელების გამო შეზღუდა. სწორედ ამის გამო, მომჩივნის მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეცვალოს მიდგომა და დაუბრუნდეს აკრძალვამდელ ვითარებას, თუკი სურს დააკმაყოფილოს მე-11 მუხლის მოთხოვნები.
103. სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ხელისუფლებას შეუძლია იმოქმედოს წინასწარ ჭვრეტით და გაითვალისწინოს პრაქტიკული სირთულეები - რომელიც, რიგ სამართლებრივ სქემებში, შესაძლოა საკმაოდ ფართომასშტაბიანი გახლდეთ - რომლის შემთხვევაშიც ინდივიდუალურმა განხილვის მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს მაგალითად - ბუნდოვანება, დაუსრულებელი სამართლებრივი დავა, არაპროპორციული საჯარო ხარჯები, რაც ნეგატიურად დააწვება გადასახადის გადამხდელებს და შესაძლოა თვითნებობამდეც კი მივიდეს (ibid.,). ამ მხრივ ლოგიკური იქნება მოვიხმოთ, რომ ათწლიანი პერიოდის განმაველობაში 1980-1990 წლებში, გაერთიანებულ სამეფოს სოლიდარულ გაფიცვაზე უფრო მსუბუქი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული (იხ. პარა 23-24 ზემოთ). მთავრობა არ დავობს, რომ მოცემულ სამართლებრივ რეჟიმს თან ახლდა ზემოთმოხმობილი სირთულეები და რომ ამიტომაც მოხდა აკარძალვის დაწესება. მომჩივანს ამ პერიოდზე დეტალური სამართლებრივი პოზიცია არ წარმოუდგენია. მან მიიჩნია, რომ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი იყო „სრულიად აკადემიური ინტერესის“ მომცველი, თუმცა დასძინა, რომ ასე რომ არ ყოფილიყო და ეს მომენტი მნიშვნელოვნად რომ ყოფილიყო მიჩნეული, იგი იდავებდა, რომ მსგავსი შეზღუდვა მიუღებელი გახლდათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს საკნონმდებლო ისტორია იცნობს აკრძალვის შესაძლო ალტერნატივებს, რომლებიც ამდენად საზიანო შედეგებს არ იწვევენ. თუმცა, რადგან სასამართლოსადმი დასმული შეკითხვა არ ეხება იმას, თუ რამდენად უნდა მომხდარიყო ნაკლებად შემზღუდველი წესების დაწესება ან თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფოს ამტკიცოს, რომ აკრალვის გარეშე კანონიერი მიზნის მიღწევა ვერ მოხდებოდა. არამედ, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად განხორციელდა ზოგადი ზომების მიღება სახელმწიფოსადმი მინიჭებულ შეფასების ზღვარის ფარგლებში (Animal Defenders, §110) – რომელიც ზემოთგანვითარებული არგუმენტების გამო, სასამართოს საკმაოდ ფართოდ მიაჩნია - და ზოგადად, თუ რამდენად იყო დაცული სამართლიანი ბალანსი. მართალია მომჩივანმა წარმოადგინა სარწმუნო არგუმენტები პროფკავშირების სოლიდარულობისა და ეფექტიანობის საკითხზე, მან მაინც ვერ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო მასზედ, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს აკლდა სათანადო პოლიტიკა და ფაქტობრივი გარემოებანი იმისათვის, რომ სოლიდარული ინდუსტრიული გაფიცვის შესახებ გასაჩივრებული აკრძალვა მიეჩნია „აუცილებელად დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
104. მოცემული მიზეზების გამო, სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი ფაქტებით არ დასტურდება მომჩივნის გაერთიანების თავისუფლებაში - რომლის არსებითი ელემენტიც გახლდათ მომჩივნის საშუალება, დამქირავებელთან მოდავე მისი წევრების წარმოდგენისას მოლაპარაკების ფარგლებში და მოცემული წევრების მიერ მათსავე სამუშაო ადგილზე გაფიცვის ორგანიზებისას - გაუმართლებელი ჩარევა (იხ. პარა. 15-16 ზემოთ). უდავოდ ამ მგრძნობიარე საკითხზე საკანონმდებლო პოლიტიკის დასახვისას, მოპასუხე სახელმწიფო სარგებლობს საკმაოდ ფართო შეფასების ზღვარით, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს სოლიდარული გაფიცვის კანონისმიერ აკრძალვაზე, და რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საფუძველი მიჩნეულ იქნას, რომ განხილული აკრძალვის ამოქმედება „ჰიდრექსის“ გასაჩივრებული ფაქტების ირგვლივ, იწვევდა მე-11 მუხლით დაცული მომჩივნის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
105. შესაბამისად, კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია წინამდებარე საქმის ფაქტების მიხედვით.
106. დასკვნისას, სასამართლოს სურს ხაზი გაუსვას, რომ მისი იურისდიქცია კონვენციით არის შემოფარგლული. მას არ გააჩნია კომპეტენცია შეაფასოს მოპასუხე სახელმწიფოს მიერ შსო შესაბამისი სტანდარტებისა თუ ევროპული სოციალური ქარტიის დაცვა, სადაც ეს უკანასკნელი უფრო კონკრეტული და ზუსტი ნორმებით არეგულირებს სოლიდარული გაფიცვის უფლებას. წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი დასკვნა არ უნდა იქნას ისე გაგებული, თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს შსო ექსპერტთა კომიტეტისა და ECSR მიერ ხსენებული სტანდარტების საფუძველზე ჩატარებლი კვლევასა და მიზნებს.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ერთხმად,აერთიანებს მთავრობის წინასწარ პრეტენზიებს და აცხადებს საჩივარს სოლიდარული გაფიცვის აკრძალვასთან დაკავშირებით დასაშვებად, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს კი დაუშვებლად;ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გაცხადებულია წერილობით 2014 წლის 8 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 and 3 მუხლის შესაბამისად.
ფატოშ არაჩიინეტა ზიმელე
გამწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განცალკევებული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლეების ზიმელე, ჰირველა და ბიანკუს ერთბლივი თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე ვოიჩეკის თანმხვედრი მოსაზრება.
ი.ზ.
ფ.ა
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy