© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საინფორმაციო ბიულეტენი №173
აპრილი 2014
საქმე რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკთა ეროვნული კავშირი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ -საჩივარი No. 31045/10
გადაწყვეტილება 8.4.2014 [IV სექცია]
მუხლი 11
მუხლი 11-1
გაერთიანების თავისუფლება
იმ დამქირავებლის წინააღმდეგ სოლიდარული ინდუსტრიული გაფიცვის აკრძალვა, რომელიც არ წარმოადგენს შრომითი დავის მხარეს: დარღვევას ადგილი არ ჰქონია
ფაქტები - სოლიდარული ინდუსტრიული გაფიცვა (განსხვავებით პირველადი/უშუალო გაფიცვისაგან) შეიზღუდა გაერთიანებულ სამეფოში 1980 წელს და მიჩნეულ იქნა უკანონოდ 1990 წლიდან მოყოლებული.* 2007 წელს კომპანია „ჯ“-ს მიერ დასაქმებული 20 პირი, რომლებიც ამასთანავე არიან მომჩვანის პროფესიული კავშირის წევრები, გადაყვანილ იქნენ ახალ კომპანიაში „ჰ“. ორი წლის შემდეგ მათ გაფიცვა მოაწყვეს კომპანია „ჰ“ მისამართით, რადგან ეს უკანასკნელი აპირებდა მათთვის დასაქმების პირობების შეცვლას და სხვა მუშახელის მიმართ მოქმედი წესებისადმი მორგებას, რის შედეგადაც პროფკავშირის წევრების პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა. გაფიცვის შედეგად კომპანია „ჰ“-მა შეცვალა პირობა, რომელიც დასაქმებულებმა თავდაპირველად უარყვეს, მაგრამ საბოლოოდ, აღარ ჰქონდათ რა სხვა გამოსავალი, დათანხმდნენ. ევროპული სასამართლოსადმი საჩივარში მომჩივანი კავშირი აცხადებდა, რომ მისი წევრების მიერ კომპანია „ჰ“ წინააღმდეგ გაფიცვა უშედეგო იყო სოლიდარული გაფიცვის აკრალვის გამო, რადგან იგი არ აძლევდა უფრო დიდი კომპანია „ჯ“-ს თანამშრომლებს უფლებას ეწარმოებინათ სოლიდარული გაფიცვა.
მომჩივანმა კავშირმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული კანონმდებლობის წესები, რომელიც არეგულირებდა გაფიცვის კენჭისყრის წესებს, ზედმეტად მკაცრი და დეტალური გახლდათ. სწორედ ამ მიზეზით, დამქირავებელმა შეძლო ანაზღაურებისა და დასაქმების პირობების შესახებ გაფიცვის შეჩერების ორდერის გაცემა, იმის გამო, რომ მოჩივანმა საკმარისად ცხადად არ აღწერა იმ მუშაკთა სამუშაო, რომლებიც აპირებდნენ გაფიცვას.
კონვენციის მე-11 მუხლზე დაყრდნობით მომჩივანი კავშირი აცხადებდა, რომ გაფიცვის კენჭისყრის შეტყობინების შესახებ შეზღუდვები და სოლიდარული გაფიცვის აბსოლუტური აკრძალვა ზღუდავდა მის უნარს დაეცვა წევრთა ინტერესები.
კანონი - მუხლი 11
(ა) გაფიცვის შესახებ შეტყობინება - სასამართლოს არ გააჩნდა საფუძველი დაედგინა, რომ მომჩივანი კავშირის მიერ კონვენციის მე-11 მუხლით დადგენილი უფლებებით სარგებლობაში ადგილი ჰქონდა ჩარევას და რომ კანონით დადგენილი პროცედურული მოთხოვნების დაცვა, რომელიც მან საბოლოოდ შესძლო, დარღვევას წარმოადგენდა. მართალია მომჩივან კავშირს შეექმნა შეფერხება მისი წევრების ინტერესების დასაცავად მოქმედებისას, მაგრამ მან შეძლო გაფიცვის მოწყობა ორი თვის შემდეგ, რის შედეგადაც დამქირავებელი იძულებულ შეიქნა გაეუმჯობესებინა შეთავაზების პირობები კავშირის წევრებისათვის. წევრებმა მიიღეს შეთავაზება და მის საფუძველზე მოგვიანებით გაფორმდა კოლექტიური შეთანხმება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია საჩივრების განხილვა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებით და ამ ვითარებაში იკვეთება, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივანი კავშირის მიერ მისი წევრების სასარგებლოდ მთლიანობაში წარმატებულ კოლექტიურ საქმიანობას.
დასკვნა: დაუშვებელი (აშკარად დაუსაბუთებელი)
(ბ) სოლიდარული გაფიცვა - ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად ხვდებოდა სოლიდარული გაფიცვის უფლება კონვენციის მე-11 მუხლის ფარგლებში. დიდმა პალატამ საქმეში დემირ და ბაიქარა თურქეთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სამართლის ელემენტები, ამგვარი ელემენტების განმარტებანი კომპეტენტური ორგანოების მიერ და, ევროპულ სახელმწიფოთა პრაქტიკა, რომელიც ასახავს მათ საერთო ღირებულებებს. სოლიდარული გაფიცვა აღიარებული და დაცულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის („შსო“) N. 87-ე კონვენციისა და ევროპის სოციალური ქარტიის მიერ. ამიტომ, სასამართლოს მხრიდან არამართებული იქნებოდა მე-11 მუხლი ისე განემარტა, რომ პროფესიულ კავშირთა გაერთიანების თავისუფლების მასშტაბი იმაზე ვიწრო ყოფილიყო, ვიდრე ეს დადგენილია საერთაშორისო სამართალში. ამასთანავე, მრავალ ევროპოულ სახელმწიფოს გააჩნია პროფესიული კავშირების მიერ სოლიდარული გაფიცვების კანონიერი გამოყენების მკვეთრად დადგენილი პრაქტიკა. შესაბამისად, სოლიდარული გაფიცვის აკრძალვის კანონისმიერი აკრძალვა წარმოადგენდა ჩარევას მომჩივანი კავშირის გაერთიანების თავისუფლების უფლებაში.
უდავოა, რომ ჩარევა კანონით გახლდათ განსაზღვრული, კერძოდ კი პროფესიული კავშირებისა და შრომითი ურთიერთობების შესახებ (გაერთიანებული) 1992 წლის კანონის 224-ე მუხლით. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ აკრძალვა კანონიერ მიზანს - სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას- ისახავდა მიზნად, რომელიც მოიცავდა არამხოლოდ უშუალოდ სამეწარმეო დავაში ჩართული დამქირავებლის, არამედ ეროვნული ეკონომიკისა და იმ პირთა ინტერესებსაც, რომელთა ფართო ინტერესებზეც გავლენას იქონიებდა პოტენციურად საჯარო სოლიდარული გაფიცვა, რომელიც იმაზე მასშტაბური იქნებოდა, ვიდრე პირველადი/უშუალო გაფიცვა.**
ჩარევის აუცილებლობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო აუცილებელი განეხილა თუ რამდენად წარმოადგენდა თავად გაფიცვის უფლება გაერთიანების თავისუფლების მთავარ ელემენტს, რადგან მოცემული უფლების ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენდა ჩარევას მოცემული თავისუფლების არსში. მომჩივანმა კავშირმა ისარგებლა გაერთიანების თავისუფლების უმთავრესი ორი ელემენტით: პროფესიული კავშირის უფლება იღვაწოს რათა დამქირავებელმა მოუსმინოს მას მისივე წევრების სახელით საუბრისას, და, კოლექტიური შეთანხმების დადებაში მონაწილეობა.
სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტი მასზედ, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მოცემულ საკითხში ენიჭებათ შეფასების უკიდურესად ვიწრო ზღვარი. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ გვქონია საქმე ისეთ შეზღუდვასთან, რომელმაც შეძრა გაერთიანების თავისუფლების საფუძეველი, მაგალითად, გამოიწვია მისი დაშლა. მომჩივნის მსგავს შემთხვევებში შეფასების ზღვარის მოცულობა უნდა განიმარტოს საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, მაგალითად, დაკისრებული შეზღუდვის ბუნება და მასშტაბი, დასახული მიზანი და იმ სხვა პირთა უფლებები და ინტერესები, რომლებსაც მიადგებათ ზიანი ამგვარი უფლების შეუზღუდავი სარგებლობის შედეგად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია მოცემულ საკითხზე ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შორის საერთო საფუძველიც, ისევე როგორც შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებში ასახული საერთაშორისო კონსესუსი.
მომჩივანი კავშირის საქმიანობაში ჩარევის ბუნება და მასშტაბი - რომელსაც, მიუხედავად ჩარევისა შეეძლო გაფიცვა, თუმცა შეზღუდული მოცულობითა და მცირე შედეგებით - არ წარმოადგენდა დარტყმას გაერთიანების თავისუფლების ასოციაციის არსზე. რაც შეეხება ჩარევის მიზანს, საქმის არსი მოცემულ შემთხვევაში, ეხებოდა მოპასუხე სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ სტრატეგიას, სფერო, რომელშიც სასამართლო, როგორც წესი, წევრებს უდგენს შეფასების ფართო ზღვარს. მოცემულ დასკვნაზე გავლენას არ ახდენდა ის ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფო წარმოადგენდა ევროპის სახელმწიფოთა იმ მცირე ნაწილს, რომლებმაც სრულად აკრძალეს სოლიდარული გაფიცვა და რომელთა მისამართითაც „შსო“-სა და ევროპის სოციალური ქარტიის ზედამხედველობის განმახორციელებელმა შესაბამისმა ორგანოებმა წარმოადგინეს ნეგატიური დასკვნები სოლიდარულ გაფიცვაზე სრული აკრძალვის დაწესების გამო, რადგან ისინი საკითხს განსხვავებული, უფრო ზოგადი გადასახედიდან უყურებდნენ.
სოლიდარულ გაფიცვაზე აკრძალვა უცვლელად მოქმედებს უკვე ოც წელზე მეტი ხანია, მიუხედავად ამ პერიოდში მთავრობის ორჯერ ცვლილებისა. მოცემული ფაქტი მიუთითებს გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკური მოსაზრებების ფართო სპექტრის მხრიდან საკითხის მიმართ დემოკრატიულ კონსესუსსა და მის გაზიარებაზე. ამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმის შეფასებისას თუ როგორ უნდა მომხდარიყო ფართო საჯარო ინტერესის დაცვა ქვეყანაში, სადაც ხშირად ხდება სამეწარმეო ურთიერთობების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ცვლილება, ეროვნული საკანონმდებლო ორგანოები დაეფუძნენ მიზეზებს, რომელიც ადექვატური და საკმარისი გახლდათ კონვენციის მე-11 მუხლის მიზნებისათვის.
მთლიანობაში, წინამდებარე საქმეში გასაჩივრებულ კონკრეტულ ვითარებაში არ იკვეთება მომჩივანი კავშირის გაერთიანების თავისუფლების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა, რადგან ამ უკანასკნელმა შეძლო უფლების მთავარი ელემენტებით სარგებლობა: წევრების წარმოდგენისას, აწარმოა მოალაპარაკება დამსაქმებელთან მისი მოდავე წევრების სახელით და შეძლო გაფიცვის ორგანიზება დასაქმების ადგილზე მყოფი წევრების მონაწილეობით. საკანონმდებლო პოლიტიკის ამ უდავოდ მგრძნობიარე სფეროში, მოპასუხე სახელმწიფო სარგებლობდა შეფასების იმდენად ფართო ზღვრით, რომ იგი მოიცავდა მის მიერ დადგენილ აკრძალვას, რის გამოც არ არსებობს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ გასაჩივრებულ ფაქტებში აკრძალვის დაწესებამ გამოიწვია მე-11 მუხლით დაცული კავშირის წევრების უფლებაში არაპროპორციული ჩარევა.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ჰქონია (ერთხმად).
(იხ. აგრეთვე დემირი და ბაიქარა თურქეთის წინააღმდეგ [დპ], 34503/97, 12 ნოემბერი 2008, საინფორმაციო ბროშურა 113)
*სოლიდარული, იგივე თანაგრძნობითი ინდუსტრიული გაფიცვა წარმოადგენს გაფიცვას იმ დამსაქმებლის მიმათ, რომელიც არ გახლავთ ინდისტრიული დავის მხარე, და რომელიც ხორციელდება არაპირდაპირი ზეწოლის საწარმოებლად იმ დამქირავებელზე, რომელიც წარმოადგენს დავის მხარეს.
** უშუალო/პირველად გაფიცვასთან დაკავშირებით იხილეთ საქმე UNISON v. the United Kingdom (dec.), 53574/99, 10 იანვარი 2002, საინფორმაციო ბროშურა 38
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy