© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #117
2009 წლის მარტი
გაზეთი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Nos. 1 და 2) – 3002/03 – 23676/03
გადაწყვეტილება 10.3.2009 (IV სექცია)
მუხლი 10
მუხლი 10-1
აზრის გამოხატვის თავისუფლება
ყოველთვის როდესაც ცილისმწამებლური მასალები ქვეყნდება ინტერნეტით იზრდება ახალი სარჩელის წარდგენის საფუძვლები: არ არის დარღვევა
ფაქტები: საქმე ეხება სარჩელს, ინტერნეტთან დაკავშირებით, პრეცედენტული სამართლის წესი რომ ცილისმწამებლური განცხადებების თანმიმდევრულად გამოქვეყნება ზრდის ახალი სარჩელის საფუძვლებს. 1999 წლის დეკემბერში მომჩივანმა გაზეთმა გამოაქვეყნა ორი სტატია, რომელიც იყო შეურაცმყოფელი კერძო პირის მიმართ სახელად გ.ლ. ორივე სტატია დაიდო გაზეთის ვებგვერდზე. გ. ლ-მ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ცილისწამებისთვის გაზეთის, მისი რედაქტორის და ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომლებმაც დაწერეს სტატია. საკუთარი პოზიციის დაცვის მიზნით მოპასუხეებმა გამოიყენეს კვალიფიციური პრივილეგია იმ საფუძვლით რომ ბრალდებები ისეთი სახის და იმდენად სერიოზული იყო რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ გამოექვეყნებინათ და საზოგადოება უფლებამოსილი იყო ყოფილიყო ინფორმირებული. მაშინ როდესაც პირველი სარჩელი ცილისწამების თაობაზე იყო განხილვის პროცესში, სტატიები კვლავ ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტ ვეგვერდზე, წარსული სტატიების არქივის განყოფილებაში. 2000 წლის დეკემბერში გ.ლ-მ შეიტანა მეორე სარჩელი ცილისწამებისთვის ინტერნეტში არქივის განყოფილებაში სტატიის გამოქვეყნებისთვის. ამის შემდეგ, გაზეთმა დაამატა ინტერნეტის არქივს ინფორმაცია, რომ ორივე სტატია წარმოადგენდა ცილისწამებისთვის სარჩელის საფუძველს და არ შეიძლებოდა მათი ასლის გამრავლება ან გამოყენება მათი იურიდიულ განყოფილებასთან შეთანხმების გარეშე. მეორე სარჩელის მიმართ საკუთარი პოზიციის დასაცავად გამოყენებული იყო ერთჯერადად გამოქვეყნების წესი, რომლის მიხედვითაც სტატიის პირველადი გამოქვეყნება ინტერნეტით შეიძლება გახდეს ცილისწამების სარჩელის საფუძველი და მკითხველის მიერ მისი გადმოწერა კი არა. მიუხედავად ამისა, საქმეში Duke of Brunswick v. Harmer გამოყენებული წესის მიხედვით ცილისმწამებლური განცხადების თანმიმდევრულად გამოქვეყნება ზრდის დამოუკიდებელი სარჩელის საფუძვლებს, უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა რომ სარჩელის ახალი საფუძველი ჩნდება ყოველთვის როდესაც ცილისმწამებლური ინფორმაცია ხელმისაწვდომია (“ინტერნეტში გამოქვეყნების წესი”). სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება და მიუთითა რომ არქივი წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელო ასპექტს და უმჯობესი იქნება არქივზე შეტყობინების თანდართვა რომელიც გააფრთხილებს მკითხველს რომ არ გამოიყენონ არქივის მასალები როგორც სიმართლე როგორც კი მათთვის ცნობილი გახდება რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა იყოს შეურაცმყოფელი.
კანონი: ინტერნეტ პუბლიკაციის გამოყენების წესი იყო თუ არა “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”. სასამართლომ გაიზიარა, რომ ინტერნეტ არქივები წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს საგანმანათლებლო და ისტორიული კვლევისთვის, მაგრამ აღნიშნა რომ სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ზღვარი უფრო ფართოა არქივებთან მიმართებით ვიდრე მიმდინარე მოვლენებზე, და პრესის ვალდებულება უზრუნველყოს სიზუსტე უფრო მკაცრი უნდა იყოს მსგავსი ინფორმაციის მიმართ. მოცემულ საქმეში მნიშვნელოვანი იყო ის რომ მიუხედავად იმისა რომ ცილისწამების სამართალწარმოება დაწყებული იყო უკვე ორი სტატიის მიმართ 1999 წლის დეკემბერში დაარქივებულ ასლებს 2000 წლის დეკემბრამდე კვალიფიკაცია არ ჰქონდა მინიჭებული. ვინაიდან არქივის მართვას ახორციელებდა თავად გაზეთი და ეროვნულმა სასამართლოებმა არ გადაწყვიტეს ყველა სტატიის ერთიანად წაშლა ამიტომ მოთხოვნა დამატებულიყო შესაბამისი კვალიფიკაცია ინტერნეტ ვერსიაზე არ იყო არათანაზომიერი.
ამ დასკვნის ფარგლებში, სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ ინტერნეტში პუბლიკაციის უფრო ფართო ეფექტის გაზიარება მაგრამ მიუხედავად ამისა შეეხო ცილისწამების სამართალწარმოებაზე დროის შეზღუდვის საკითხს და გაზეთის პრეტენზიას რომ წესმა გამოიწვია უწყვეტი პასუხისმგებლობა. სასამართლომ ინტერნეტ საქმის ფაქტებზე დაადგინა რომ გაზეთის მიმართ ორი საქმე ცილისწამების საფუძვლით ერთიდაიმავე პუბლიკაციის თაობაზე აღძრულ იქნა 15 თვის ინტერვალით. მაშინ როდესაც ცილისწამების საფუძვლით სამართალწარმოება დაიწყო მნიშვნელოვანი ვადის გასვლის შემდეგ განსაკუთრებული გარემოებების არ არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს არათანაზომიერი ჩარევა პრესის თავისუფლების უფლებაში მე-10-ე მუხლის მიხედვით.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy