დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მესამე სექცია
ტომინა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Tomina and others v. Russia),
(განაცხადები ნომრ. 20578/08, 21159/08, 22903/08, 24519/08, 24728/08, 25084/08, 25558/08, 25559/08, 27555/08, 27568/08, 28031/08, 30511/08, 31038/08, 45120/08, 45124/08, 45131/08, 45133/08, 45141/08, 45167/08 და 45173/08)
გადაწყვეტილება
(არსებითი მხარე)
სტრასბურგი
1 დეკემბრი 2016
საბოლოო
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს
საქმეზე ტომინა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Tomina and others v. Russia),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მესამე სექცია), პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლუის ლოპეს გერა, თავმჯდომარე,
ჰელენა იადებლუმი,
ჰელენ კელა,
დიმიტრი დედოვი,
ბრანკო ლუბარდა,
პერე პასტორ ვილანოვა,
გეორგიოს ა. სერჰიდესი, მოსამართლეები,
და სტივენ ფილიპსი, სექციის მდივანი,
დახურული თათბირის შედეგად, 2016 წლის 8 ნოემბერს, მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა საქმეს საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენციის“) 34-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი 12 განაცხადი (ნომრ. 20578/08, 21159/08, 22903/08, 24519/08, 24728/08, 25084/08, 25558/08, 25559/08, 27555/08, 27568/08, 28031/08,30511/08, 31038/08, 45120/08, 45124/08, 45131/08, 45133/08, 45141/08, 45167/08 და 45173/08) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, განმცხადებელთა მონაცემები მოცემულია 1-ელ დანართში, ქვემოთ. ბატონ ანდრიევსკის (განაცხადი № 21159/08) წარმოადგენდა ბატონი ა. ახმედოვი, პრაქტიკოსი ადვოკატი ქ. სამარაში. ქალბატონ ანისიმოვას (განაცხადი № 45120/08) წარმოადგენდა ბატონი ვ. ლენევიჩი, პრაქტიკოსი ადვოკატი ქ. სამარაში. სხვა განმცხადებელებს წარმოადგენდნენ ქალბატონები: მ. ისაევა, ი. სერგიევა, და მ. სუჩკოვა, ადვოკატები ქ. მოსკოვის საადვოკატო ბიუროდან „Threefold Legal Advisors“. რუსეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა ბატონი გ. მატიუშკინი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
3. განმცხადებლები, კერძოდ, დავობდნენ, რომ მათ ჩამოერთვათ საკუთრება კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საწინააღმდეგოდ.
1. 2013 წ. 23 ოქტომბერს და 2014 წ. 18 მარტს საჩივრებზე, საკუთრების უფლების ჩამორთმევის ნაწილში, მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება, ხოლო განაცხადების სხვა ნაწილები გამოცხადდა დაუშვებლად.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
2. განმცხადებლები არიან რუსეთის მოქალაქეები. მათ საკუთრებაში ჰქონდათ ოთახები საერთო საცხოვრებელში სამარას მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა შენობა და განმცხადებლების საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე გაუქმდა მუნიციპალიტეტის სახელით მოქმედი პროკურორის მიერ, მათ წინააღმდეგ წარმართული სამოქალაქო საქმის შედეგად. მთავრობის განმარტების მიხედვით, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა და განმცხადებლები აგრძელებენ ცხოვრებას მათ მიერ ნაყიდ ოთახებში.
3. ქალბატონმა ვასიუხინამ და ბატონმა ვასიუხინმა (განაცხადი № 45173/08) განმარტეს, რომ ისინი არასოდეს შესახლებულან ოთახებში, რადგან ისინი სხვა პირების მიერ იყო დაკავებული.
ა. საქმის სხვა გარემოებები
4. 1993 წელს პრივატიზებულ იქნა სახელმწიფო საწარმო ,,სამარაავტოტრანსი” და გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის სააქციო საზოგადოებად სახელწოდებით ,,სტროიტელი”. საპრივატიზაციო გეგმა მოწონებულ იქნა მუნიციპალიტეტისა და ქონების საოლქო ფონდის მიერ, რომელმაც თავისი სახელით ხელი მოაწერა საპრივატიზაციო გეგმას. საპრივატიზაციო გეგმის მიხედვით, ყველა საცხოვრებელი შენობა, რომლებიც წინათ ,,სამარაავტოტრანსის” ბალანსზე იყო, უნდა გადაცემოდა მუნიციპალიტეტს, ხოლო ადმინისტრაციული შენობები (გამოყენებული არასაცხოვრებელი მიზნით) უნდა გადასცემოდა ,,სტროიტელს”. საპრივატიზაციო გეგმა ეხებოდა შენობას მდებარეს ქ. სამარაში, ახალგაზრდა პიონერების გამზ. 61, როგორც ადმინისტრაციულ შენობას (გამოყენებული იყო არასაცხოვრებელი მიზნისთვის) და ის გადაეცა ,,სტროიტელს”.
5. ,,სტროიტელის” რამდენჯერმე რეორგანიზაციის შედეგად, სადავო შენობაზე საკუთრების უფლება გადაეცა დახურულ სააქციო საზოგადოებას ,,სტროტელ-მ”. შედეგად, განცალკევებული ოთახები შენობაში გადაყიდულ იქნა მესამე პირებზე, მათ შორის, განმცხადებლებზე. ინფორმაცია განმცხადებლების საკუთრების უფლებაზე მოცემულია საქმის დანართში ქვემოთ. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით, განმცხადებლები იყვნენ არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეები.
6. განმცხადებლები გადავიდნენ ოთახებში და ცხოვრობდნენ იქ.
7. 2002 წ. 23 აგვისტოს სამარის საოლქო კომერციულმა სასამართლომ ,,სამარაავტოტრანსის” საპრივატიზაციო გეგმა და 1993 წ. 10 ნოემბრის შეთანხმება, რომელიც შედგა ქონების საოლქო ფონდსა და ,,სტროიტელს” შორის და, რომელიც ნაწილობრივ შეეხებოდა ,,სტროიტელის” საკუთრების უფლების გადასვლას შენობაზე, გამოაცხადა ბათილად.
ბ. პროკურორის მიერ აღძრული სამოქალაქო საქმე
8. დაუდგენელი თარიღით სამრეწველო რაიონის პროკურორმა წარადგინა სარჩელი მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ,,სტროიტელის”, ,,სტროიტელ მ”-ის და ყოფილ საერთო საცხოვრებელში ოთახების მესაკუთრეების, მათ შორის, განმცხადებლების, წინააღმდეგ. მიუთითა რა ,,სამარაავტოტრანსის” პრივატიზების ბათილად ცნობაზე, პროკურორმა განმარტა, რომ შემდგომი ტრანზაქციები, რომლებიც შეეხებოდა შენობას, ასევე იყო ბათილი და ითხოვა შენობაზე საკუთრების უფლების მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნება.
9. განმცხადებლების განმარტებით, 2003 წლის 27-28 ოქტომბერს სამარას სამრეწველო რაიონის რაიონულმა სასამართლომ (,,რაიონული სასამართლო”) უარყო პრკურორის სარჩელი. 2004 წლის 20 იანვარს სამარის საოლქო სასამართლომ (,,საოლქო სასამართლო”) გააუქმა გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
10. 2005 წ. 14 ივნისს რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის სარჩელი. 2005 წ. 2 აგვისტოს საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შედეგად, ძალაში დატოვა 2005 წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება.
11. 2006 წ. 18 მაისს საოლქო სასამართლოს პრეზიდიუმმა საზედამხედველო წესით, გააუქმა 2005 წ. 2 აგვისტოსა და 14 ივნისის გადაწყვეტილებები და საქმე დაუბრუნა რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად. პრეზიდიუმმა მიუთითა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენეს მატერიალური და საპროცესო ნორმები.
12. 2007 წ. 14-19 ნოემბერს რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის სარჩელი. სასამართლომ აღიარა, რომ ბინების მესაკუთრეები იყვნენ bona fide შემძენები, მაგრამ გადაწყვიტა, რომ საკუთრების უფლება შენობაზე უნდა გადასცემოდა მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტს, რომელიც იყო შენობის ნამდვილი მესაკუთრე, არ დაუდასტურებია მათი იმჟამინდელი მესაკუთრეების მიერ შენობის ოთახების ყიდვა. შესაბამისად, შენობის გაყიდვა მუნიციპალიტეტის მიერ დადასტურების გარეშე ნიშნავდა იმას, რომ მუნიციპალიტეტმა დაკარგა საკუთრება თავისი ნების საწინააღმდეგოდ და შეეძლო გამოეთხოვა თავისი ქონება bona fide შემძენებისგან.
13. 2008 წ. 12 თებერვალს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა რაიონული სასამართლოს 2007 წ. 14-19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
გ. განაცხადი № 45173/08
14. ამ განაცხადის წარმდგენიგანმცხადებლები, ბატონი ვიტალი ვასიუხინი და ქალბატონი დარია ვასიუხინა იმდროისათვის იყვნენ არასრულწლოვნები.
15. დაუდგენელ თარიღით, განმცხადებლების დედამ, მოქმედებდა რა, მათი სახელით, სარჩელით ბატონი ბ.-ს (პირი, რომელმაც მიჰყიდა ოთახები განმცხადებლებს) წინააღმდეგ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
16. 2010 წ. 10 დეკემბერს და 2011 წ. 16 ივნისს სამარის ოქტომბრის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და ზიანის ანაზღაურების სახით 600 000 რუბლი მიაკუთვნა თითოეულ განმცხადებელს. 2011 წ. 10 თებერვალს და 4 ივლისს საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ძალაში დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილებები.
17. დაუდგენელი თარიღით, აღმასრულებელმა დაიწყო აღსრულების პროცედურები. 2014 წლის 4 მარტს შეწყვიტა აღსრულება, მიუთითა, რა, რომ შეუძლებელი იყო ბატონი ბ-ს რეკვიზიტების დადგენა ან მისი ქონების თუ ასეთი არსებობდა, იდენტიფიცირება.
18. როგორც ჩანს, 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი ჯერ ისევ არ დასრულებულა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
ა. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსი
19. კოდექსის შესაბამისი მუხლები:
მუხლი 167. გარიგების ბათილად გამოცხადების ზოგადი შედეგები.
“1. ბათილი გარიგება არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, იმათი გამორიცხვით, რაც დაკავშირებულია მის ბათილობასთან და ბათილია მისი დადების მომენტიდან.
2. გარიგების ბათილობის შემთხვევაში ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს მეორე მხარეს ის, რაც გარიგებით მიიღო, ნატურით დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, (ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებული გამოიხატება საკუთრებით სარგებლობით, სამუშაოს შესრულებით ან მომსახურების გაწევით), აანაზღაუროს მისი ღირებულება თუ კანონი არ ითვალისწინებს გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ სხვა შედეგებს.
3. თუ სადავო გარიგების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ის შეიძლება მხოლოდ მომავალში შეწყდეს, სასამართლო მის მოქმედებას შეწყვეტს სამომავლო დროისთვის.
მუხლი 302. კეთილსინდისიერი მესაკუთრისგან ქონების დაბრუნება
“1. თუ ქონება სასყიდლით იქნა შეძენილ პირისგან, რომელსაც არ ჰქონდა მისი გასხვისების უფლება, და თუ მყიდველმა არ იცის და არც შეიძლებოდა სცოდნოდა [ამ ფაქტის შესახებ] (კეთილსინდისიერი მყიდველი), მესაკუთრეს აქვს უფლება დაიბრუნოს ქონება მყიდველისგან, თუ აღნიშნული ქონება დაკარგა მესაკუთრემ, ან იმ პირმა, რომელსაც ქონება მესაკუთრისგან გადაეცა, ან თუ ის მოჰპარეს რომელიმე მათგანს. ან თუ მათ დაჰკარგეს საკუთრების უფლება სხვა რაიმე ფორმით, მათი ნების წინააღმდეგ.
2. თუ ქონება შეძენილია უსასყიდლოდ იმ პირისგან, რომელსაც მისი გასხვისების უფლება არ ჰქონდა, მესაკუთრეს ყველა შემთხვევაში შეუძლია ქონების უკან დაბრუნება.
3. ფული და საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდები არ შეიძლება გამოთხოვილ იქნას კეთილსინდისიერი შემძენისგან.
ბ. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
20. 2003 წ. 21 აპრილის (6-P) გადაწყვეტილებაში რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისე განმარტა კოდექსის 167-ე მუხლი, რომ თავდაპირველ მესაკუთრეს არ აქვს გამოითხოვოს ქონება bona fide შემძენისგან, თუ არ არსებობს ამის დამდგენი სპეციალური საკანონმდებლო ნორმა. განსხვავებით ვინდიკაციური სარჩელისგან, რომელიც შეიძლება აღიძრას კოდექსის 302-ე მუხლის საფუძველზე, თუ არსებობს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, თუ ქონებაზე მესაკუთრეებმა დაკარგეს საკუთრება მათი ნების საწინააღმდეგოდ, ან თუ ქონება შეძენილია ანაზღაურების გარეშე.
გ. რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს პლენუმისა და უმაღლესი კომერციული სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებები
21. კოდექსის 302-ე მუხლის განმარტებები ასევე გაკეთდა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს პლენუმისა და უმაღლესი კომერციული სასამართლოს პლენუმის მიერ. 2010 წლის 29 აპრილის (№ 10/22) მათ ერთობლივ გადაწყვეტილებაში სასამართლო პრაქტიკის ცალკეულ საკითხებზე დავის გადაწყვეტისას, რომელიც ეხებოდა ქონებრივ და სხვა სანივთო უფლებებს, მითითებულია შემდეგი:
“39. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის § 1 ითვალისწინებს, რომ მესაკუთრეს შეუძლია დაიბრუნოს თავისი ქონება ... მიუხედავად მოპასუხე მხარის განცხადებისა, რომ ის არის კეთილსინდისიერი შემძენი, თუ მესაკუთრე დაამტკიცებს, რომ მან ქონება დათმო ... თავისი ნების წინააღმდეგ.
ფაქტი, რომ ტრანზაქცია ... გამოცხადდა ბათილად, თავისთავად არ მიუთითებს, რომ ქონებაზე საკუთრება მესაკუთრეებმა დაკარგეს მათი ნების საწინააღმდეგოდ. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად გამოხატა მესაკუთრემ თავისი ნება ქონების სხვა პირზე გადაცემაზე.”
22. 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაში №188‑O‑O, საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო პლენუმების მიერ 302-ე მუხლის განმარტებას, როდესაც ადგენდა ამ მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს.
დ. სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა, რომელიც შეეხება ვინდიკაციურ სარჩელებს სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების მხრიდან კეთილსინდისიერი მესაკუთრეების წინააღმდეგ
23. 2014 წ. 1 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა დაამტკიცა სასამართლო პრაქტიკის განზოგადება, რომელიც შეეხება სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების ვინდიკაციურ სარჩელებს კეთისლინდისიერი მესაკუთრეების მიმართ. კერძოდ ის ამგვარად ჩამოყალიბდა:
“...
როდესაც გარიგება ქონებაზე ცნობილია ბათილად, ეს არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ რუსეთის ფედერაციამ, რუსეთის ფედერაციის შემადგენელმა ერთეულმა, ან მუნიციპალიტეტმა დაკარგა საკუთრების უფლება ქონებაზე მისი ნების საწინააღმდეგოდ.
მაგალითად, რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუნიციპალიტეტის სარჩელი მ-ის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა ბინის გამოთხოვასა და საკუთრების უფლების გადასვლას, შემდეგი საფუძვლებით:
დადგენილი იყო, რომ ბინა მიეკუთვნა ლ.-ს სოციალური საცხოვრისის ხელშეკრულების საფუძველზე. ლ-მ მოიპოვა ყალბი ცნობა, რომ ის უფლებამოსილი იყო პრიორიტეტულად მიეღო სოციალური საცხოვრისი. ამის შემდეგ ბინაზე საკუთრების უფლება ლ-ს გადაეცა პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. შემდგომში ლ-მ ბინა მიჰყიდა მ-ს.
იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მუნიციპალიტეტი იყო მხარე როგორც სოციალური საცხოვრისის, ისე პრივატიზაციის ხელშეკრულებებისა და შესაძლებლობა ჰქონდა შეემოწმებინა ლ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია სათანადო გულისხმიერებით, სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა, რომ მუნიციპალიტეტმა სადავო ბინა ლ-ს გადასცა შეგნებულად /ნების გამოვლენით/ და რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის § 1-ის საფუძველზე ბინა არ უნდა ყოფილიყო გამოთხოვილი კეთილსინდისიერი შემძენი მ-ისგან, რომელმაც ბინა ლ-სგან იყიდა.
...
თუ მოპასუხე მხარემ უძრავი ქონება იყიდა პირისგან, რომელსაც არ ჰქონდა მისი გაყიდვის უფლება და მოსარჩელე და მოპასუხე არ არიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ერთი და იგივე გარიგების მხარეები, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 301-ე და 302-ე მუხლები გამოიყენება, მიუხედავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელის ფორმისა (საცხოვრებლის დაბრუნება, სარჩელი, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილია გარიგების ბათილად ცნობა, თუ ორივე).
მაგალითად, რაიონულმა სასამართლომ განიხილა რა, პროკურორის მიერ აღძრული სამოქალაქო სარჩელი მუნიციპალიტეტის სახელით, მ-ის, ს-ის და ნ-ის წინააღმდეგ, სოციალური საცხოვრისის ხელშეკრულების და შემდგომი პრივატიზების, ბინის უსასყიდლოდ გადაცემის, ბათილად ცნობის თაობაზე და ბინა დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს.
სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბინის მესაკუთრე იყო მუნიციპალიტეტი და ის შეფასებული იყო, როგორც სპეციალური საცხოვრისი, რომელიც შეიძლებოდა მიკუთვნებოდა მხოლოდ პირებს, რომლებიც ხელშეკრულების მიხედვით, შეტანილი იყვნენ საცხოვრებელ სიაში, საცხოვრებლად, უსასყიდლოდ. თუმცა, [სახლმმართველობამ] სოციალური საცხოვრისის გარიგება დადო მ-სთან, რომელიც მოგვიანებით გახდა ბინის მესაკუთრე პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე.
მ-მ ჩუქების ხელშეკრულებით ბინა გადასცა ს-ს, რომელმაც ის მიჰყიდა ნ-ს.
რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს პლენუმისა და უმაღლესი კომერციული სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე აღძრავს სარჩელს ქონებაზე გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, inter alia, იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც იყიდა ქონება პირისგან, რომელსაც მისი გაყიდვის უფლება არ ჰქონდა, გამოიყენება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 301-302-ე მუხლები.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ფაქტი, რომ, მოსარჩელე ითხოვდა ბინის დაბრუნებას და დაეყრდნო რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 301-302-ე მუხლებს. დაადგინა რა, რომ სადავო ბინა მისი მესაკუთრისგან გადაეცა [სახლმმართველობას]; და რომ ამ უკანასკნელმა ეს ბინა განკარგა თავისი სურვილით და, რომ ნ-მ ბინა იყიდა კეთილსინდისიერი განზრახვით იმ პირისგან, რომელსაც არ ჰქონდა მისი გაყიდვის უფლება, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები ბინის ჩუქების და ნასყიდობის გარიგებების ... ბათილად ცნობის შესახებ და ... ბინა დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს.
ამავე დროს ... სასამართლომ ჩათვალა, რომ პროკურორის მოთხოვნა სოციალური საცხოვრისის და პრივატიზაციის ხელშეკრულებების ბათილად გამოცხადების შესახებ ... უნდა დაკმაყოფილებულიყო, იმის გათავალისწინებით, რომ ხელშეკრულებები აღსრულდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდა კანონიერი ინტერესი სადავო ტრანზაქციების ბათილად გამოცხადების მიმართ, რადგან მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება პირისგან, ვინც შელახა მისი საკუთრების უფლება.”
სამართალი
I. განაცხადების გაერთიანება
24. სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის თანახმად, სასამართლო წყვეტს გააერთიანოს საქმეები მათი ერთგვაროვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.
II. 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
25. განმცხადებლები დავობდნენ, რომ მათ ჩამოერთვათ თავიანთი საკუთრება 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევით, რომელიც ამგვარად იკითხება:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
ა. დასაშვებობა
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პარაგრაფის მნიშვნელობით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ის არ არის დაუშვებელი არც სხვა რომელიმე საფუძვლით. შესაბამისად ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა განმარტებები
27. მთავრობამ განმარტა, რომ განმცხადებლების საკუთრების უფლებაში ჩარევა ,,კანონით იყო გათვალისწინებული“ და, რომ ეს ემსახურებოდა სხვათა ინტერესების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. კერძოდ, მთავრობამ განმარტა, რომ შიდა კანონმდებლობის თანახმად, შენობის მესაკუთრე შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მუნიციპალიტეტი და ოთახები შენობაში უნდა განაწილებულიყო ადამიანებზე სამსახურებრივი მიზნით. შესაბამისად, შენობის პრივატიზაცია და ყველა შემდგომი გარიგებები იყო ბათილი. მუნიციპალიტეტმა, როგორც შენობის კანონიერმა მესაკუთრემ, მართებულად გამოითხოვა ეს ქონება განმცხადებლებისგან. საბოლოოდ მთავრობამ გაიმეორა ეროვნული სასამართლოების დასკვნები, რომ მუნიციპალიტეტს არ მოუწონებია გარიგებები, რომლებიც შეეხებოდა შენობის ოთახებს. შესაბამისად, შენობის გაყიდვა ასეთი თანხმობის არარსებობისას ნიშნავდა იმას, რომ მუნიციპალიტეტმა დაკარგა თავისი საკუთრება თავისი ნების საწინააღმდეგოდ და, როგორც კანონიერ მესაკუთრეს, მას ჰქონდა თავისი ქონების დაბრუნების უფლება. ორგანოები მოქმედებდნენ საჯარო ინტერესის დაცვით. მათ დაიცვეს კომპანია „სტროიტელის“ მიერ დასაქმებულ სხვა პირთა უფლებები და მათთვის სოციალური საცხოვრებლის საჭიროება.
28. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ მათ ქონებრივ უფლებებში ჩარევა არ განხორციელებულა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ისინი დავობდნენ, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებლები იყვნენ ქონების bona fide შემძენები მათ არ მიაკუთვნეს შესაბამისი ანაზღაურება, რაც გათვალისწინებულია 302-ე მუხლით. საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცებითა და კერძო კომპანიისთვის შენობის გადაცემით, მუნიციპალიტეტმა ნათლად მოახდინა დემონსტრირება მისი განზრახვისა, რომ ქონებას ჩამოსცილებოდა. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა შეცდომა დაუშვეს იმის დადგენისას, რომ შენობის გადაცემა განხორციელდა მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი განზრახვის გარეშე. განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს, რომ მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ ქონებაზე პრეტენზიების გაცხადების უფლება საკანონმდებლო შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს. საბოლოოდ, განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს სამართლიანი ბალანსი განმცხადებლების უფლებების დაცვასა და მუნიციპალიტეტის ინტერესებს შორის სოციალური საცხოვრისის სფეროში.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
29. საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები კარგად არის ჩამოყალიბებული სასამართლოს პრაქტიკაში (იხ. გლადიშევა რუსეთის წინააღმდეგ (Gladysheva v. Russia), № 7097/10, §§ 64-68, 6 დეკემბერი 2011).
(ბ) მოცემულ საქმეში ზოგადი პრინციპების გამოყენება
(i) რამდენად ჰქონდა ადგილი განმცხადებლების საკუთრებაში ჩარევას
30. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ოთახებზე, რომლებიც განმცხადებლების საკუთრებას წარმოადგენდა, საკუთრების უფლების გაუქმებამ გამოიწვია კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ მათ უფლებებში ჩარევა. სასამართლო ვერ ხედავს სხვაგვარი მიდგომის მიზეზს.
31. სასამართლოს ამოცანა ამ საქმეში არის, შესაბამისად განსაზღვროს რამდენად აკმაყოფილებდა ჩარევა სამართლიანობის მოთხოვნებს, ხომ არ იყო თვითნებური და რამდენად იყო დაცული ,,სამართლიანი ბალანსი“ ზოგადი საჯარო ინტერესების მოთხოვნებსა და ცალკეულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის (იხ. ბეილერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) [დიდი პალატა], № 33202/96, § 107, ECHR 2000‑I).
(ii) იყო თუ არა ჩარევა კანონიერი
32. რაც შეეხება განმცხადებლების საკუთრების უფლების გაუქმებას ოთახებზე, სასამართლო იმეორებს მის ადრეულ დასკვნებს, რომ რუსულ კანონმდებლობას, რომელიც შეეხება bona fide შემძენისგან ქონების რეკლამაციას, აკლია სიცხადე (იხ. ზემოთდასახელებული გლადიშევა (Gladysheva), §§ 72-75). თუმცა, სასამართლოს შეუძლია თავი შეიკავოს ამ საკითხის გადაწყვეტისგან, რადგან ჩარევის ეროვნულ დონეზე კანონიერების მიუხედავად, ის პროპორციულობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, როგორც ქვემოთ იქნება მითითებული.
(iii) ჩარევის მიზანი
33. რაც შეეხება გამოყენებული ზომის ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლოს აზრით, ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ უფრო ფართო საკითხთან, თუ რამდენად იყო განმცხადებელთა უფლებებში ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ქვემოთ, 37-43-ე პარაგრაფებში მოყვანილი ანალიზის გათვალისწინებით, სასამართლო აუცილებლად არ მიიჩნევს გადაწყვიტოს, რამდენად არსებობდა საჯარო ინტერესის საკითხი, რომელიც ამართლებდა ქონების ჩამორთმევას.
(iv) არსებობდა, თუ არა სამართლიანი ბალანსი
34. სასამართლომ შემდეგში უნდა შეამოწმოს, საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაში ჩარევით რამდენად იყო დაცული სამართლიანი ბალანსი ზოგად საჯარო ინტერესსა და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის, ან რამდენად აკისრებდა არაპროპორციულ და გადამეტებულ ტვირთს განმცხადებლებს.
35. ამ საქმის კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოთახების მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში დაბრუნება განმცხადებლებს აკისრებდა არაპროპორციულ ტვირთს.
36. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ეროვნული სასამართლოების მიერ არის დადგენილი, განმცხადებლებმა ოთახები იყიდეს კეთილსინდისიერად. მათი საკუთრების უფლების ნამდვილობა, ისევე როგორც წინა მესაკუთრეებისა, დადასტურებული და მოწონებული იყო სახელმწიფო მარეგისტრირებელი ორგანოების მიერ. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფო ორგანოების შეცდომები ან ხარვეზები დაზარალებულ პირებს რაიმე ანაზღაურებას უნდა სთავაზობდეს, მით უფრო, სადაც არცერთი სხვა კონფლიქტში მყოფი კერძო ინტერესი არ არის სასწორზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან რაიმე შეცდომის რისკი უნდა იტვირთოს სახელმწიფომ და შეცდომები არ უნდა გამოსწორდეს შესაბამისი პირების ხარჯზე (იხ. ზემოთ დასახელებული გლადიშევა (Gladysheva), § 80).
37. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა მოიწონა საერთო საცხოვრებელზე საკუთრების უფლების პირველი გადასვლა სახელმწიფოსგან კერძო კომპანიაზე 1993 წელს. მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე ახსნა, როგორც იყო შესაძლებელი, მწვავე სოციალური ინტერესის მიუხედავად, რომ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სოციალური საცხოვრისის მომლოდინეთა სია, რომ საერთო საცხოვრებელი გადაეკვალიფიცირებინა ადმინისტრაციულ შენობად და გადაეცა ის კერძო კომპანიისთვის. მთავრობას არც ის აუხსნია, რატომ მოითხოვა მუნიციპალიტეტმა თითქმის 9 წლის შემდეგ საპრივატიზაციო გეგმის ბათილად ცნობა და საერთო საცხოვრებელზე საკუთრების უფლების დაბრუნება.
38. და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლებს შეეზღუდათ საკუთრების უფლება კომპენსაციის ან სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ფორმის შეთავაზების გარეშე. რაც შეეხება განმცხადებლების შესაძლებლობას შეემცირებინათ მათი დანაკარგები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით ოთახების გამყიდველების წინააღმდეგ, სასამართლო თვლის, რომ ეს უფლება მათთვის ხელმისაწვდომი იყო. ორმა განმცხადებელმა წარმატებით მიაღწია სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას 2011 წელს. თუმცა, გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია. თუნდაც იმაზე მითითებით, რომ რამდენიმე შემთხვევაში გადაწყვეტილებები აღსრულდება და განმცხადებლები მიიღებენ კომპენსაციას, სასამართლოსთვის რთულია დაინახოს, რამდენად აღადგენს ეს ბალანსს საჯარო ინტერესსა და ინდივიდის უფლებების დაცვის მოთხოვნას შორის, რამდენადაც განმცხადებლებმა თავიანთი გადამეტებული ინდივიდუალური ტვირთი უნდა გადააკისრონ ოთახების სხვა bona fide შემძენებს (შეადარე ზემოთდასახელებული გლადიშევა (Gladysheva), § 81).
39. მიმდინარე მსჯელობა საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ გარემოებები, რომლებშიც ქონება გამოთხოვილ იქნა განმცხადებლებისგან, მათ აკისრებდა ინდივიდუალურ და გადამეტებულ ტვირთს და რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა სამართლიანი ბალანსი ერთი მხრივ, საჯარო ინტერესების მოთხოვნებსა და მეორე მხრივ, განმცხადებლების უფლებას შორის, შეუფერხებლად ესარგებლათ საკუთრების უფლებით.
40. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
41. კონვენციის 41-ე მუხლი ამგვარად იკითხება:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართლი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ა. ზიანი
42. განმცხადებლების მოთხოვნები ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე შეჯამებულია წინამდებარე ცხრილში:
განაცხადის №.
ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
20578/08
განმცხადებლების საკუთრების უფლების აღდგენა ქონებაზე
10,000 ევრო (EUR)
21159/08
900,000 რუბლი (RUB) ეკვივალენტური ქონების შესაძენად
---
22903/08
განმცხადებლების საკუთრების უფლების აღდგენა ქონებაზე
EUR 20,000
24519/08
EUR 30,000
24728/08
EUR 30,000
25084/08
EUR 30,000
25558/08
EUR 20,000
25559/08
EUR 30,000
27555/08
EUR 20,000
27568/08
EUR 20,000
28031/08
EUR 30,000
30511/08
EUR 30,000
31038/08
EUR 100,000
45120/08
30,000EUR ეკვივალენტური ქონების შესაძენად
EUR 100,000
45124/08
განმცხადებლების საკუთრების უფლების აღდგენა ქონებაზე
EUR 30,000
45131/08
EUR 50,000
45133/08
EUR 30,000
45141/08
EUR 60,000
45167/08
EUR 10,000
45173/08
600,000RUB თითოეულ განმცხადებელს
EUR 40,000
43. მთავრობამ განაცხადა, რომ ბატონი ანდრიევსკის (განაცხადი № 21159/08) და ქალბატონი ანისიმოვას (განაცხადი № 45120/08) მოთხოვნები იყო გადაჭარბებული. მათ ასევე მიუთითეს, რომ სხვა განმცხადებლები არ იყვნენ უფლებამოსილი ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენაზე.
44. სასამართლო მხედველობაში იღებს ფაქტს, რომ დაადგინა რა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა ამ საქმეში, მიიჩნევს, რომ არსებობს აშკარა კავშირი დადგენილ დარღვევასა და განმცხადებლების მიერ განცდილ ზიანს შორის.
1. ქონებრივი ზიანი
45. რაც შეეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, სასამართლო იმეორებს, რომ როგორც წესი, კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე პრიორიტეტულია restitutio in integrum. რაც შეეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, სასამართლო იმეორებს, რომ მოპასუხე სახელმწიფოსგან, მოსალოდნელია, განხორციელდეს ყველა შესაძლო ღონისძიებები დარღვევის შედეგების გამოსასწორებლად, იმ ფორმით, რომ როგორადაც შესაძლებელია, აღდგეს დარღვევამდე არსებული მდგომარეობა (იხ., სხვა ცნობილ საქმეებთან ერთად, პიერსაკი ბელგიის წინააღმდეგ (Piersack v. Belgium) (50-ე მუხლი), 26 ოქტომბერი 1984, § 12, სერია A № 85; ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchitchinadze v. Georgia), № 18156/05, § 69, 27 მაისი 2010; Fener Rum Patrikliği (კონსტანტინეპოლის პატრიარქი) თურქეთის წინააღმდეგ (Fener Rum Patrikliği (Ecumenical Patriarchy) v. Turkey) (სამართლიანი დაკმაყოფილება), № 14340/05, § 35, 15 ივნისი 2010; და სტოიჩევა ბულგარეთის წინააღმდეგ (Stoycheva v. Bulgaria), № 43590/04, 19 ივლისი 2011).
46. სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა განმცხადებელმა, ბატონი ანდრიევსკის (განახცადი no. 21159/08), ქალბატონი ანისიმოვას (განაცხადი no. 45120/08) და ქალბატონი ვასიუხინას და ბატონი ვასიუხინის (განაცხადი no. 45173/08) გამოკლებით, მოითხოვეს ოთახებზე საკუთრების უფლების აღდგენა. თავისი დასკვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკმაყოფილების ყველაზე შესაფერისი ფორმა იქნება განმცხადებლების საკუთრების უფლების აღდგენა ოთახებზე. შესაბამისად, როგორადაც შესაძლებელია, განმცხადებლები უნდა მოთავსდნენ იმ სიტუაციის ეკვივალენტურ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იქნებოდნენ ადგილი რომ არ ჰქონოდა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას (შეადარე ზემოთდასახელებული გლადიშევა (Gladysheva), § 106).
47. სასამართლო თვლის, რომ იგივე დასკვნებია გამართლებული ბატონ ანდრიევსკის და ქალბატონ ანისომოვასთან დაკავშირებით, რომლებმაც მოითხოვეს გარკვეული ფულის გადახდა, რომ მათ შეეძინათ შესაბამისი საცხოვრებელი ბინა თავიანთთვის (შეადარე, გლადიშევა (Gladysheva, ibid., რომელშიც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ განმცხადებელი უნდა დაბრუნებულიყო, შესაძლებლობის ფარგლებში ეკვივალენტურ მდგომარეობაში იმისა, რაც იქნებოდა, ადგილი რომ არ ჰქონოდა მისი უფლებების დარღვევას, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა მოითხოვა ქონებრივი ანაზღაურება).
48. რაც შეეხება ქალბატონ ვასიუხინასა და ბატონ ვასიუხინს (განაცხადი № 45173/08), სასამართლო წყვეტს, რომ 41-ე მუხლის გამოყენების საკითხი, რამდენადაც საქმე ეხება ფულად ზიანს, არ არის მზად გადასაწყვეტად (სასამართლოს წესების 75-ე წესის § 1). შესაბამისად, ის გადადებს ამ საკითხის განხილვასა და შესაბამის პროცედურას და იწვევს მთავრობასა და განმცხადებლებს, ოთხი თვის ვადაში იმ დღიდან, რაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები საკითხზე, კერძოდ, შეატყობინონ, თუ იქნა მიღწეული მათ შორის რაიმე შეთანხმება.
2. არაქონებრივი ზიანი
49. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბატონ ანდრიევსკის (განაცხადი № 21159/08) არ წარუდგენია საჩივარი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ საფუძვლით მისთვის რაიმე თანხის მიკუთვნების მოთხოვნა.
50. რაც შეეხება განაცხადების სხვა ნაწილებს, სასამართლოს ეჭვი არ უჩნდება იმაზე, რომ განმცხადებლებმა განიცადეს სტრესი და იმედგაცრუება მათი საკუთრების ჩამორთმევის გამო. აფასებს რა თანასწორობის საფუძველზე, სასამართლო მიაკუთვნებს 5 000 ევროს თითოეულ განმცხადებელს არაქონებრივი ზიანისათვის, რასაც დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაერიცხოს ამ თანხას.
ბ. ხარჯები
51. ბატონ ანდრიევსკის (განაცხადი № 21159/08) და ქალბატონ კობინას (განაცხადი № 2555/08) არ წარუდგენიათ ~ ხარჯების ანაზღაურების შესახებ თავიანთი მოთხოვნები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს, ამ საფუძვლით, რაიმე თანხის მიკუთვნების მოთხოვნა.
52. ქალბატონმა ანისიმოვამ (განაცხადი №45120/08) მოითხოვა RUB 8,009.40 და RUB 4,000 სასამართლო ხარჯებისთვის, რაც მან გაიღო, შესაბამისად, ეროვნულ სასამართლოებში და ევროპულ სასამართლოში. მან დამატებით ასევე მოითხოვა საფოსტო ხარჯები (RUB 509.40), თარგმანის ხარჯები (RUB 3,000) და მისი მხედველობის შესახებ ცნობის გაცემისთვის გაღებული ხარჯი (RUB 500).
53. სხვა განმცხადებლებმა მოითხოვეს EUR 16,800 მათი საერთო სასამართლო ხარჯებისათვის სასამართლოში წარმომადგენლობაზე. წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მათმა წარმომადგენლებმა ამ საქმეზე დახარჯეს 156 სამუშაო საათამდე.
54. ქალბატონმა რუსკოვამ (განაცხადი № 45141/08) და ბატონმა ბოლშაკოვმა (განაცხადი № 45167/08) ასევე მოითხოვეს საფოსტო ხარჯების კომპენსაცია შესაბამისად RUB 2 470 და RUB 1 715 ოდენობით.
55. Threefold Legal Advisors-მა მოითხოვა EUR 328 მათი მემორანდუმის რედაქტირებისთვის და RUB 3 010 საფოსტო ხარჯებისთვის.
56. მთავრობამ განაცხადა, რომ ქალბატონი ანისიმოვას მიერ მოთხოვნილი სამედიცინო ცნობის ხარჯს არ აქვს კავშირი მის განაცხადთან. მას არ უნდა აუნაზღაურდეს ასევე სასამართლოში წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯები, რადგან მან დადო გარიგება მის ადვოკატთან გადაწყვეტილებით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეული თანხის გადახდის პირობით, ასეთი გარიგება კი ბათილი იყო რუსული კანონმდებლობით. მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ განმცხადებლების მიერ Threefold Legal Advisors-ისთვის გადახდილი ხარჯები იყო გადამეტებული და არასაჭირო.
57. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც ჩანს, რომ რეალურია და უცილობლად გადახდებოდა, ამასთანავე, გონივრულ ფარგლებში. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტების და დასახელებული კრიტერიუმის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, მიაკუთვნოს განმცხადებლებს შემდეგი თანხები, ხარჯების ანაზღაურების შესახებ მათი მოთხოვნის ნაწილში:
განაცხადის №
მიკუთვნებული თანხა
20578/08
EUR 280
22903/08
EUR 280
24519/08
EUR 280
24728/08
EUR 280
25084/08
EUR 280
25559/08
EUR 280
27555/08
EUR 280
27568/08
EUR 280
28031/08
EUR 280
30511/08
EUR 280
31038/08
EUR 280
45120/08
EUR 310
45124/08
EUR 280
45131/08
EUR 280
45133/08
EUR 280
45141/08
EUR 330
45167/08
EUR 315
45173/08
EUR 280
გ. საურავი
58. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საურავი უნდა ემყარებოდეს ევროპის ბანკის ზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. წყვეტს, რომ გააერთიანოს განაცხადები;
2. დასაშვებად აცხადებს კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე წარდგენილ განაცხადებს.
3. ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი;
4. ადგენს № 45173/08 განაცხადთან დაკავშირებით, რომ კონვენციის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, რამდენადაც ის ეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ის არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად;
შესაბამისად,
(ა) გადადებს აღნიშნულ საკითხს;
(ბ) იწვევს მთავრობასა და განმცხადებლებს, ოთხი თვის ვადაში იმ დღიდან რაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება, 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები საკითხზე, კერძოდ, შეატყობინონ, თუ იქნა მიღწეული მათ შორის რაიმე შეთანხმება;
(გ) გადადებს შესაბამის პროცედურებს და მიაკუთვნებს პალატის თავმჯდომარეს უფლებამოსილებას გადაწყვიტოს საკითხი საჭიროების შემთხვევაში.
5. ადგენს სხვა განაცხადებთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე სახელმწიფომ, შესაბამისი საშუალებებით, უნდა უზრუნველყოს სამი თვის ვადაში განახორციელოს შენობაში არსებულ ოთახებზე განმცხადებელთა საკუთრების უფლების სრული აღდგენა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის საფუძველზე.
6. ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ყოველ განაცხადზე, სამი თვის განმავლობაში მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება. კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, თანხა, რაც მითითებულია მე-2 დანართში, პლუს ყველა გადასახადი, რაც შეიძლება დაეკისროთ განმცხადებლებს; (ბ) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული პროცენტის შესაბამისად, პლუს სამი პროცენტი.
7. უკუაგდებს განმცხადებლების სხვა მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე, გამოქვეყნებულია წერილობით 2016 წლის 1 დეკემბერს, სასამართლოს რეგლამენტიის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად.
სტივენ ფილიპსილუის ლოპეს ღერა
მდივანითავმჯდომარე
დანართი I
მონაცემები განმცხადებელთა შესახებ
No.
განაცხადი №
წარდგენის თარიღი
განმცხადებლის ვინაობა, დაბადების თარიღი
უძრავი ნივთის აღწერა
განმცხადებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი
წარმომადგენელი
20578/08
06/08/2008
ვალენტინა სტეფანეს ას. ტომინა (Valentina Stepanovna TOMINA)
05/11/1949
ოთახები ნომრ. 22, 23, 60 და 31, მე-5 სართ., ფართით 22.6 კვ.მ. sq.m
3 ნოემბერი 2006
Threefold Legal Advisors
21159/08
09/04/2008
იური ანატოლის ძე ანდრიევსკი (Yuriy Anatolyevich დაRIYEVSKIY)
09/01/1968
ოთახი № 4, მე-4 სართ., ფართით 18.50 კვ.მ.; ოთახი № 5, მე-4 სართ., ფართით18.50 კვ.მ.; ოთახი № 1, მე-1ო სართ., ფართით 36.60 კვ.მ.; ოთახი №. 20, ფართით 16.10 კვ.მ.; და ოთახი № 23, ფართით10.80 კვ.მ.
16 იანვარი 2004 და 2 ოქტომბერი 2007; განმცხადებელს არ წარუდგენია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ოთახებზე ნომრ. 20 და 23.
ა. ახმედოვი
22903/08
10/04/2008
სვეტლანა ალექსანდრეს ას. მარახტანოვა (Svetlana Aleksდაrovna MARAKHTANOVA)
01/09/1974
ოთახი №21, მე-4 სართ., ფართით 12.20 კვ.მ.
13 სექტემბერი 2002
Threefold Legal Advisors
24519/08
08/04/2008
ელეონორა ვალერის ას. ასტაპოვა (Eleonora Valeryevna ASTAPOVA)
25/02/1972
ოთახები ნომრ.1, 2, 3 და 38, მე-4 სართ., ფართით
22.60 კვ.მ.
6 მაისი 2003
24728/08
24/04/2008
სერგეი ალექსანდრეს ძე დეშინი (Sergey Aleksდაrovich DESHIN)
20/01/1976
ოთახი №14, 1-ლი სართ., ფართით 20.80 კვ.მ.
10 ივლისი 2001
25084/08
12/04/2008
ვლადიმერ სერგის ძე პროკოლოტინი (Vladimir Sergeyevich PRIKOLOTIN)
07/05/1972
ოთახები ნომრ.12, 63 და 64, 3rd floor, ფართით 18.20 კვ.მ.
19 ივლისი 2007
25558/08
10/04/2008
ანა ალექსანდრეს ას. კობინა (Anna Aleksდაrovna KOBINA)
14/02/1976
ოთახი №22, მე-4 სართ., ფართით 12.20 კვ.მ.
13 სექტემბერი 2002
25559/08
10/04/2008
ოლრა ვალერის ას. ლიტვინოვა (Olga Valeryevna LITVINOVA)
11/09/1971
ოთახები ნომრ. 30, 31, 70 და 71, მე-3 სართ., ფართით 25.30 კვ.მ.
27 ნოემბერი 2006
Threefold Legal Advisors
27555/08
24/04/2008
ალექსანდრე ვიაჩესლავის ძე კრივკო (Aleksდაr Vyacheslavovich KRIVKO)
30/04/1953
ოთახები ნომრ.20-22, მე-2 სართ., ფართით 40.70 კვ.მ.; ოთახი №49, მე-2 სართ., ფართით 10.20 კვ.მ.; და ოთახი №50, მე-2 სართ., ფართით 6.80 კვ.მ.
28 აპრილი და 23 აგვისტო 2001
27568/08
24/04/2008
ანდრეი ლეონიდეს ძე მედვედევი (დაrey Leonidovich MEDVEDEV)
30/04/1953
ოთახი №49, მე-2 სართ., ფართით 10.20 კვ.მ.
28 აპრილი 2001
28031/08
10/04/2008
პავლე ივანეს ძე სისიგინი (Pavel Ivanovich SISIGIN)
04/11/1977
ოთახი №34, მე-5 სართ., ფართით 13.10 კვ.მ. (12.50 კვ.მ. 2007 წ. 14-19 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად)
28 ნოემბერი 2002
30511/08
10/04/2008
ვიაჩესლავ ვიქტორის ძე დიტკინი (Vyacheslav Viktorovich DITKIN)
08/12/1959
ოთახი №20, მე-5 სართ., ფართით 15.50 კვ.მ.
26 მარტი 2003
31038/08
17/04/2008
ირინა ბორისის ას. მაზური (Irina Borisovna MAZUR)
09/06/1958
ოთახები ნომრ.11 და 44, 1-ლი სართ., ფართით 35.40 კვ.მ.; ოთახი №30, 1-ლი სართ., ფართით 9.0 კვ.მ.; და ოთახები ნომრ.32, 34, 35 და 42, 1-ლი სართ., ფართით 92.10 კვ.მ.
10 აპრილი 2003
45120/08
21/06/2008
სვეტლანა იპოლიტეს ას. ანისიმოვა (Svetlana Ipolitovna ANISIMOVA)
06/12/1960
ოთახი №8, მე-4 სართ., ფართით 18.40 კვ.მ.
24 აპრილი 2007
ბატონი ვ. ლინევიჩი
45124/08
08/05/2008
ნატალია ვლადიმერის ას. სტროკინა (Natalya Vladimirovna STROKINA)
04/06/1964
ოთახი №20, მე-3 სართ., ფართით 16.40 კვ.მ.
20 მარტი 2003
Threefold Legal Advisors
45131/08
18/04/2008
ელენა ვასილის ას. შიტოვა (Yelena Vasilyevna SHITOVA)
23/11/1955
ოთახი №15, მე-5 სართ., ფართით 23.60 კვ.მ.
19 ნოემბერი 2002
45133/08
15/04/2008
ირინა პეტრეს ას. სიროტა (ფედეოროვა) (Irina Petrovna SIROTA (FEDOROVA))
29/07/1980
ოთახი №14, მე-2 სართ., ფართით 18.00 კვ.მ.
12 დეკემბერი 2005
45141/08
28/04/2008
ვერა ნიკოლოზის ას. რუსკოვა (Vera Nikolayevna RUSSKOVA)
22/01/1964
ოთახები ნომრ.47 და 48, 1-ლი სართ., ფართით 37.10 კვ.მ.
7 ოქტომბერი 2003
45167/08
19/05/2008
გენადი სერგის ძე ბოლშაკოვი (Gennadiy Sergeyevich BOLSHAKOV)
26/07/1953
ოთახი №30, მე-2 სართ., ფართით 13.10 კვ.მ.; და ოთახი №31, მე-2 სართ., ფართით 13.10 კვ.მ.
25 ივლისი 2001
45173/08
28/04/2008
ვიტალი ალექსანდრეს ძე ვასიუხინი (Vitaliy Aleksდაrovich VASYUKHIN)
11/05/1995
დარია ალექსანდრეს ას. ვასიუხინა (Darya Aleksდაrovna VASYUKHINA)
18/08/2006
Samara
1-ლი განმცხადებელი: ოთახი №29, 1-ლისართ., ფართით 12.80 კვ.მ.,
მე-2 განმცხადებელი: ოთახი №28, მე-3 სართ., ფართით 12.90 კვ.მ.
1-ლი განმცხადებელი: 1 ოქტომბერი 2007
მე-2 განმცხადებელი: 2 ოქტომბერი 2007
დანართი II
სასამართლოს მიერ კონვენციის 41-ე მუხლის საფუძველზე მიკუთვნებული თანხა
განაცხადის ნომერი და განმცხადებლის გვარი
არაქონებრივი ზიანი
ხარჯები
1
20578/08
ტომინა
EUR 5,000
EUR 280
2
21159/08
ანდრიევსკი
None
None
3
22903/08
მარახტანოვა
EUR 5000
EUR 280
4
24519/08
ასტაპოვა
EUR 5,000
EUR 280
5
24728/08
დეშინი
EUR 5,000
EUR 280
6
25084/08
პრიკოლტინი
EUR 5,000
EUR 280
7
25558/08
კობინა
EUR 5,000
None
8
25559/08
ლიტვინოვა
EUR 5,000
EUR 280
9
27555/08
კრივკო
EUR 5,000
EUR 280
10
27568/08
მედვედევი
EUR 5,000
EUR 280
11
28031/08
სისიგინი
EUR 5,000
EUR 280
12
30511/08
დიტკინი
EUR 5,000
EUR 280
13
31038/08
მაზური
EUR 5,000
EUR 280
14
45120/08
ანისიმოვა
EUR 5,000
EUR 310
15
45124/08
სტროკინა
EUR 5,000
EUR 280
16
45131/08
შიტოვა
EUR 5,000
EUR 280
17
45133/08
სიროტა (ფედორვა)
EUR 5,000
EUR 280
18
45141/08
რუსკოვა
EUR 5,000
EUR 330
19
45167/08
ბოლშაკოვი
EUR 5,000
EUR 315
20
45173/08
ვიტალი ვასიუხინი დარია ვასიუხინა
EUR 5,000
EUR 5,000
EUR 280
Full & Egal Universal Law Academy