Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N228
2019 წლის აპრილი
ტომოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Tomov and Others v. Russia) [GC]
(საჩივარი- N 18255/10, 63058/10, 10270/11)
გადაწყვეტილება, 9 აპრილი, 201პ [მე-3 სექცია]
მე-3 მუხლი
პატიმართა ტრანსპორტირების პირობები: დარღვევა დადგინდა
ფაქტები: მომჩივანი პატიმრები დავობდნენ საავტომობილო და სარკინიგზო გზით გადაადგილებისას არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და ასევე, მათი საჩივრების დაკმაყოფილებისათვის ეფექტური საშუალებების ნაკლებობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე ორმოცდაათზე მეტ გადაწყვეტილებაში დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა პატიმართა ტრანსპორტირების პირობებთან დაკავშირებით (სივრცის ნაკლებობა, არაადეკვატური საძილე პირობები, ხანგრძლივი მგზავრობები, შეზღუდული წვდომა სანიტარულ პირობებზე, გაუმართავი გათბობა, ვენტილაცია და ა.შ). ბევრ ასეთ საქმეში მან ასევე დაადგინა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობის გამო.
სამართალი: მოცემულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა ის მიდგომა, რომელსაც პატიმართა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საქმეებში გამოიყენებდა, მოპასუხე სახელმწიფოს მიუთითა, თუ როგორ უნდა გახადოს ეროვნული კანონმდებლობა მე-3 მუხლის სტანდარტებთან შესაბამისი.
ამის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ, სხვა ფაქტორებს შორის, აღნიშნა, რომ დარღვევის ძლიერი პრეზუმფცია წარმოიშვება, როდესაც პატიმრები გადაყავთ ერთ კაცზე - 0.5 კვ. მეტრზე ნაკლები სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალებით. რკინიგზით ღამე მგზავრობის შემთხვევაში, ყველა პატიმარს უნდა ჰქონოდა საკუთარი დასაძინებელი ადგილი. მან ასევე განსაზღვრა მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს დაბალი ჭერი, შეზღუდული წვდომა საპირფარეშოებზე, დასალევ წყალსა და საკვებზე, აგრეთვე ძილის უკმარისობა. დამატებით, მან ჩამოთვალა მთელი რიგი გარემოებები, რაც თავისთავად არ იწვევდა მე-3 მუხლის დარღვევას. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ მოკლე ან პერიოდულმა გადაყვანამ (მაგალითად, ერთი ან ორი გადაჯდომით, როდესაც თითოეული მათგანი არ აღემატება ნახევარ საათს) არ შეიძლება მიაღწიოს სიმძიმის ზღვარს მე-3 მუხლის შესაბამისად, მაგრამ ერთზე ან ორზე მეტი ტრანსფერი წარმოადგენს „უწყვეტ გარემოებას“ და უნდა შეფასდეს მათი საერთო ეფექტი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სახელმწიფოს დიდი პროგრესი არ ჰქონდა ადრეულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაში, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა მოპასუხე სახელმწიფო დაევალდებულებინა მიეღო გამოსასწორებელი ზომები სტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც უკავშირდება პატიმართა ტრანსპორტირების არაადამიანურ პირობებს.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები