© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ყოფილი მეხუთე სექცია
საქმე ტრაბელსი ბელგიის წინააღმდეგ
(საჩივარი #. 140/10)
გადაწყვეტილება
(ამონარიდი)
სტრასბურგი
4 სექტემბერი 2014
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე ტრაბელსი ბელგიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფილი მეხუთე სექციამ) შემდეგი შემადგენლობით:
მარკ ვილიგარი, თავმჯდომარე,
ანა პოერ–ფორდე,
განა იუდკივსკა,
ანდრე პოტოცკი,
პოლ ლემენსი,
ელენა იაბერბლომი,
ალეშ პეჟალი,მოსამართლეები,
და კლაუდია ვესტერდიკი, სხდომის გამწესრიგებელი,
1 ივლისს 2014 წლის, განმარტოებით ითათბირა,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (#. 140/10) ბელგიის სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა ტუნისის მოქალაქის ბ–ნი ნიზარ ტრაბელსის („მომჩივანი“) მიერ 2009 წლის 23 დეკემბერს.
2. გადაწყვეტილების მიღების დღეს, 2014 წლის 1 ივლისს, მომჩივანს წარმოადგენდა ბ–ნი შატო, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებდა ბრიუსელში. ბელგიის სახელმწიფო („სახელმწიფო“) წარმოდგენილი იყო მისი აგენტის ბ–ნი ტვესბარტის, ფედერალური სასამართლო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის მიერ.
3. მომჩივანი დაობდა რომ მისი ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უქმნიდა მას საფრთხეს გამხდარიყო კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევის ობიექტი. იგი ასევე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება არღვევდა მისი ინდივიდუალური პეტიციის უფლებას.
4. 2012 წლის 27 ნოემბერს სახელმწიფოს გადაეცა შეტყობინება საჩივრის შესახებ.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩვანი დაბადებულია 1970 წელს და იგი ამჟამად იმყოფება რაპაჰანოკის ციხეში, სტაფორდი, ვირჯინია (ამერიკის შეერთებული შტატები).
A. სისხლის სამართლებრივი და თავშესაფრის პროცედურები
6. 2001 წლის 14 სექტემბერს ბრიუსელის რეგიონალური სასამართლოს მოსამართლემ გასცა მომჩივანის დაკავების ბრძანება. მისი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკის შედეგად ნაპოვნი იყო ყალბი პასპორტი, ავტომატური იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ქიმიური ფორმულა რომელიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ასაფეთქებლად და პარიზში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დეტალური გეგმა .
7. მოგვიანებით კაფის ჩხრეკისას, რომელსაც მომჩვანი ხშირად სტუმრობდა და რომლის შესახებაც სხვა უკვე დაკავებულმა ეჭვმიტანილმა გასცა ინფორმაცია პოლიციამ აღმოაჩინა 59 ლიტრი აცეტონი და 96 კილოგრამი გოგირდის ფხვნილი. დაკავების ორდერის შესაბამისად მომჩივანს ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი შეთქმულება, ასაფეთქებლით განადგურება, საბრძოლო იარაღის და კერძო პოლიციის საკუთრების ფლობა.
8. მომჩივანმა აღიარა წაყენებული ბრალდებები და მას მიესაჯა 10 წლიანი პატიმრობა ბრიუსელის რეგიონალური სასამართლოს მიერ 2003 წლის 30 სექტემბერს კლაინე–ბროგეს ბელგიის სამხედრო ბაზის აფეთქების მცდელობისათვის, თაღლითობისა და ადამიანებზე და ქონებაზე დანაშაულებრივი შეთქმულების წაქეზებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათვამია:
“[განსასჯელი] ცდილობდა ჩაედინა ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაული ბელგიის დამოუკიდებლობის ისტორიაში; მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავებიდან საკმაო დრო გავიდა მას არასდროს გამოუვლენია სინანული, მის მიერ შექმნილი საფრთხე შეუცვლელია და მის საქმეში არ არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები.”
9. 2004 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაში ბრიუსელის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მომჩივანის ათ წლიანი პატიმრობა ისეთი დანაშაულებისთვის, რომელიც მოიცავს:
“ -კლაინე–ბორგეს სამხედრო ბაზის აფეთქების მცდელობა, იმის გათვალისწინებით რომ დანაშაულის ჩამდენს გააზრებული ჰქონდა რომ დანაშაულის ადგილას, აფეთქების მომენტში ადგილზე იქნებოდა ერთი ან მეტი პირი ...,
- ხელმძღვანელის პოზიციის ქონა გასაიდუმლოებულ ფორმირებაში რომელიც სერიოზული დანაშაულების ჩადენას გეგმავდა, რომლისთვისაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას და მოცემულ საქმეში ტერიტორისტული თავდასხმის განხორციელებას ...,
- უცხო ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღება ბელგიაში ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიში აქტივობების განსახორციელებლად; ...,
- საბრძოლო იარაღის უკანონო ფლობა...,
- კერძო მილიციის ან კერძო პირებისგან შემდგარი სხვა ორგანიზაციის შექმნა, დახმარება ან მონაწილეობა ძალის გამოყენების მიზნით ...”
10. 2005 წლის 26 იანვარს მომჩივანს დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანა ტუნისის სამხედრო სასამართლომ და მიუსაჯა მას 10 წლიანი პატიმორობა საზღვარგარეთ მშვიდობის პერიოდში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისათვის. 2009 წლის 29 ივნისს მუდმივმა სამხედრო სასამართლომ ტუნისში გამოსცა ბრძანება მომჩვანის მის წინაშე წარდგენის თაობაზე, რომლის აღსრულების მოთხოვნით განცხადება ბელგიის სახელმწიფო უწყებებს წარედგინათ 2009 წლის 10 სექტემბერს.
11. პატიმორბის ძირითადი სასჯელი, რომელიც მომჩივანს დაეკისრა ბელგიაში ამოიწურა 2011 წლის 13 სექტემბერს. შემდეგი ორი დამატებითი პატიმრობის სასჯელები ექვს და სამ თვიანი დადგინდა 2007 წელს და დაუყოვნებლივ აღსრულდა. მომჩვანმა ამ სასჯელის მოხდა დაასრულა 2012 წლის 23 ივნისს.
12. 2005 წლის 25 აგვისტოს, მომჩვანმა ბელგიაში შეიტანა თავშესაფარზე მოთხოვნა რომელიც ლტოლვილების და მოქალაქეობის არ მქონე პირების გენერალურმა კომისარმა არ დააკმაყოფილა 2009 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილებით მომჩვანს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე და შესაბამისად დაცვაზე იმ საფუძვლით რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებს და პრიციპებს ჟენევის კონვენციის მუხლი 1 ვ)–ს ფარგლებში. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უცხოელთა აპელაციის საბჭომ 2009 წლის 18 მაისს.
ბ. ექსტრადიციის პროცედურები
1. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრალდების ვალიდაციის სასამართლო ეტაპი
13. 2008 წლის 8 აპრილის დიპლომატიური შეტყობინებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოებმა ბელგიის სახელმწიფო ორგანოებს გაუგზავნეს მომჩვანის ექტრადიციის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულია ბელგიის სამეფოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1987 წლის 27 აპრილს. ექსტრადიციის საფუძველს კი წარმოადგენდა საბრალდებო დასკვნა გაცემული კოლუმბიის ოლქის რაიონული სასამართლოს მიერ მომჩივანის მიმართ 2007 წლის 16 ნოემბერს, რომელიც შემდეგი ბრალდბებისგან შედგებოდა:
“ა. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების აშშ–ს ტერიტორიის გარეთ მკვლელობის შეთქმულება, შემდეგი დებულებების დარღვევით: 18 U.S.C. § 2332 (ბ) (2) და 1111 (ა)
ბ. შეთქმულება და მასიური განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობა, შემდეგი დებულებების დარღვევით: 18 U.S.C. § 2332ა და 2
გ. შეთქმულება გაუწიოს მატერიალური მხარდაჭერა და უზრუნველყოს რესურსებით უცხოური ტერორისტული ორგანიზაციები, შემდეგი დებულებების დარღვევით: 18 U.S.C. § 2339ბ
დ. უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მატერიალური დახმარების და რესურსების უზრუნველყოფა, შემდეგი დებულებების დარღვევის გზით: 18 U.S.C. § 2339ბ და 2.”
14. ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნაში ნათქვამია:
“ბ–ნი ნიზარ ტრაბელსის დაკავების შესახებ ორდერი გაცემული იყო 2007 წლის 16 ნოემბერს მოსამართლის. . . ბრძანებით . . .
ფაქტები, რომელსაც ბრალდება ემყარება ცხადყოფს, რომ 2000 წლის შუაში ან დასაწყისში, მაშინ როდესაც ნიზარ ტრაბელსი იმყოფებოდა გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში და ავღანეთში მან წინასწარ შეცნობით დადო შეთანხმება ალ ქაიდასთან დაკავშირებულ პირებთან, მათ შორის ბინ ლადენთან, იმისათვის რომ გაეწია მატერიალური დახმარება და რესურსები მიეწოდებინა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მკვლელობისთვის აღმოსავლეთ ევროპის სამიზნე შენობებში და ფართო მასშტაბიანი ასაფეთქებელი ხელსაწყო გამოეყენებინა (მასობრივი განადგურების იარაღი) აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების და/ან მისი სააგენტოების მიერ გამოყენებული ქონების განადგურების მიზნით.
15. ექსტრადიციის მოთხოვნის მხარდამჭერი დოკუმენტების მიხედვით, შესაბამისი ამონარიდები სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან (ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსი თავი 18 (U.S.C).) წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოების მიერ და მოიცავდა შემდეგ სასჯელებს:
“ა. 18 U.S.C. § 2332 (ბ) (2) და 1111 (ა): მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობა, ან პატიმრობა და ჯარიმა ერთად;
ბ. 18 U.S.C. § 2332ა და 2: მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობა.
გ. 18 U.S.C. § 2339ბ: ჯარიმა ან მაქსიმუმ 15 წლიანი პატიმრობა ან ორივე ერთად.
დ. 18 U.S.C. § 2339ბ და 2: ჯარიმა ან მაქსიმალური პატირმობა 15 წლის ვადით ან ორივე ერთად.”
16. 2008 წლის 4 ივნისს ფედერალურმა პროკურორმა ნიველის რეგიონალური სასამართლოს chambre du conseil–ს გადასცა მოთხოვნა მომჩივანის პატიმრობის ორდერის აღსრულების შესახებ, რომელიც გაცემული იყო 2007 წლის 16 ნოემბერს. გენერლაური პროკურორი მის მოთხოვნაში აღნიშნავდა, რომ მაქსიმალური სასჯელი ჩამოთვლილი დანაშაულისთვის რის საფუძველზეც ითხოვდნენ ექსტრადიციას იყო თხუთმეტი და ათი წელი შესაბამისად.
17. 2008 წლის 12 ნოემბრის დიპლომატიური შეტყობინების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების ორგანოებმა ბელგიის სახელმწიფო ორგანოებს შემდეგი გარანტიები წარუდგინეს მომჩივანთან დაკავშირებით:
“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არწმუნებს ბელგიის მთავრობას, რომ ექსტრადიციის შესაბამისად ნიზარ ტრაბელსი არ წარსდგება სამხედრო კომისიის წინაშე, როგორც ეს დადგენილია 2006 წლის სამხედრო კომისიების აქტით. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არწმუნებს ბელგიის მთავრობას რომ ექსტრადიციის შემდეგ ტრაბელსი არ იქნება დაპატიმრებული ან ციხეში განთავსებული გარდა ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ციხისა.”
18.2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნიველის რაიონული სასამართლოს chambre du consei–ი დაეთანხმა ფედერალური პროკურორის მოთხოვნას და აშშ–ს საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ბრძანება სცნო აღსრულებადად. დაკავების ბრძანებაში ასევე ეწერა:
“ექსტრადიციის მიზნებისთვის გაცემული დაკავების ორდერის თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა ... რომ, ამერიკის შეერთებულo შტატების სახელმწიფო ორგანოების მიერ პირველ ბრალდებაში ჩამოთვლილი “აშკარა ქმედებები“ მოიცავს რამოდენიმე ქმედებას რომელიც ზუსტად შესაბამისობაშია ბელგიის ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებებისა, რაც ამართლებს მომჩივანის ბელგიაში ბრალდებას.
...
შესაბამისად, ne bis in idem პრინციპის მიხედვით, დაკავების ორდერი გაცემული ექსტრადიციის მიზნებისათვის 2007 წლის 16 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური სასამართლო უწყების მიერ ვერ იქნება აღსრულებადი #23, 24, 25, 26 „აშკარა ქმედებასთან“ მიმართებით, რომელიც ჩამოყალიბებულია პირველი ბრალდების პუნქტში 10 და რომელიც მეორდება სხვა ბრალდების გასამყარებლად.”
19. მომჩივანის მიერ წარმოდგენილი აპელაციის გადასინჯვისას, ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილებამ გამოიტანა გადაწყვეტილება 2009 წლის 19 თებერვალს და ძალაში დატოვა ზემოთ ხსნებული ბრძანება და სცნო იგი აღსრულებადად. იმის გათვალისწინებით, რომ ექსტრადიცია ეხებოდა ისეთ ქმედებებს (რომელიც ჩადენილი იყო ბელგიის ტერიტორიის გარეთ) და არ ვრცელდებოდა იმ ქმედებებზე, რომელზედაც მომჩვანის სისხლის სამართლებრივი დევნა და ბრალდება მოხდა ბელგიაში, სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ:
“არ არსებობს სერიოზული საფუძვლები იმის დასაჯერებლად რომ ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა იმ მიზნით იყო წარმოდგენილი, რომ მომხდარიყო ნიზარ ტრაბელსის სისხლისსამართლებრივი დევნა ან დასჯა რასობრივი, რელიგიური, ნაციონალური თუ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ან იმისათვის რომ ამ პირის ინდივიდუალური მდგომარეობა გაუარესდეს ნებისმიერი ამ მიზეზის გამო.
...
არც იმის დაჯერების სერიოზული მიზეზი არსებობს, რომ ნიზარ ტრაბელსი იქნეს ექტრადირებული იმისათვის, რომ მას აშკარად უარი ეთქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე ან იმისათვის, რომ იგი გახდეს წამების, არადაამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ობიექტი; არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ჩაითვალოს რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზედმიწევნით არ დაიცავს ყველა დებულებებს, მათ შორის ბელგიასთან დადებული ექსტრადიციის შეთანხმების მუხლი 7.2 და 7.3. და რომ ნიზარ ტრაბელსი პატიმრობას გაატარებს სამოქალაქო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სასჯელს მას გამოუტანს ჩვეულებრივი სასამართლო ისე როგორც ეს კონვენციის დებულებებით არის დადგენილი.
...”
20. 2009 წლის 24 აპრილს მომჩვანმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა კანონის დებულებებთან მიმართებით. იგი დაეყრდნო შესაძლო მოპყრობის რისკს რაც კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილ მოპყრობასთან წინააღმდეგობაში იქნებოდა და ასევე მართლმსაჯულების აშკარა უგულებელყოფის რისკს. იგი დაობდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შედეგები ზოგადად ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფარგლებში ან მისი კონკრეტული გარემოებები და დაობდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა იგივე დასაბუთება რაც სასამართლომ გამოიყენა საქმეზე საადი იტალიის წინააღმდეგ (Saadi v. Italy) [GC] (no. 37201/06, ECHR 2008). იგი ასევე აცხადებდა, რომ სააპელაციო სასმართლო არ იხილავდა პოტენციურ პრობლემას მე–3–ე მუხლის ფარგლებში როდესაც პირზე უქცევადი სამუდამო პატიმრობის დაკისრება ხდება. ბოლოს იგი დაობდა ne bis in idem პრინციპის დარღვევაზე.
21. 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის სააპელაციო სარჩელი კანონის დებულებებთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ წარმოადგინა ადექვატური დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები საკუთარი გადაწყვეტილებისთვის, გაითვალისწინა რა
“ - რომ მომთხოვნი ქვეყანა ამჟამად ატარებს დეტალურ გადასინჯვას საკუთარი ანტი–ტერორისტული პოლიტიკის, აძლიერებს მის მოქმედებებს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინაააღმდეგ, და არის სპეციალური სასამართლოების და საერთაშორისო კონფლიქტის კონტექსტში დაკავებული პირისთვის სასამართლო განხილვის გარეშე განუსაზღვრელი ვადით პატიმრობის გაუქმების ზღვარზე;
- რომ ფორმალური გარანტიების პირობებში, რომელიც თან ერთვის ექსტრადიციის მოთხოვნას, მომჩივანის საქმე განხილული იქნება ჩვეულებრივი სამოქალაქო სასამართლოს მიერ ჩვეულებრივი პროცედურების მიხედვით, რომელიც მოქმედებს მომთხოვნ ქვეყანაში ყველა იმ უფლების და გამოსწორების საშუალების გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემაში;
- რომ მომჩივანს არ შეიძლება მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მისი ექსტრადიცია მოხდა და დაკისრებული სასჯელი შეიძლება შეიცვალოს სხვა სასჯელით და შეწყალების საფუძველზე გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს;
- რომ მომჩვანის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის გამყარებული კონკრეტული ასპექტებით, რომელიც გავლენას ახდენს მის პირად სიტუაციაზე, რაც რისკებს უფრო ხელმოსაჭიდს ხდის და ასევე ის არ შეიცავს სერიოზულ საფუძველს იმისა, რომ მის მიმართ არ მოხდება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელება ან რომ იგი იქცევა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ობიეტად.
...”
22. 2009 წლის 11 ნოემბრის წერილი, რომელიც გაგზავნილი იყო ბელგიის სახელმწიფო უწყებებისთვის ექსტრადიციაზე პასუხიმგებელი ფედერალური პროკურორის თხოვნის საფუძველზე, შემდეგ დამატებით ინფომრაციას შეიცავდა:
“კანონით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი ჩამოთვლილი დანაშაულიდან პირველ ორ ბრლადებაზე არის სამუდამო პატიმრობა და კანონით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი მომდევნო ორ ბრალდებაზე არის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელის დაკისრების შესახებ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც არის ნებაყოფლობითი სახელმძღვანელო, რომლითაც მოსამართლემ შეიძლება იხელმძღვანელოს განსასჯელისთვის სასჯელის განსაზღვრისას ადგენს სამუდამო პატიმრობას პირველი ორი ბრალდების შემთხვევაში;
სამუდამო პატიმრობის სასჯელის ფორმად გამოყენება არ არის სავალდებულო და სასმართლოს აქვს დისკრეცია დაადგინოს სამუდამო პატიმრობაზე ნაკლები სასჯელი. სასჯელის დადგენისას სასამართლომ შესაძლოა გაითვალისწინოს დანაშაულის სიმძიმე, მოხდა თუ არა სიცოცხლის ხელყოფა , ქონების განადგურება. ამ შემთხვევაში, ტრაბელსმა ვერ განახორციელა საკუთარი გეგემები, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მკვლელობა და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, წარმატებით. შესაბამისად სასამართლო სასჯელის დადგენისას საკუთარი დისკრეციის ფარგლებში გაითვალისწინებს იმ ფაქტს რომ ტრაბელსმა ვერ მოიყვანა სისრულეში საკუთარი გეგმები. სასამართლომ შესაძლოა ასევე მიუთითოს ნებისმიერი შემამსუბუქებელი ფაქტორები, როგორიცაა განსასჯელის მიერ საკუთარი მოქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
იმ შემთვევაში თუ სასამართლო, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, მიუსჯის ტრაბელსის სამუდამო პატირმობაზე ნაკლებ სასჯელს, მაგალითად გარკვეული ვადით პატიმორბას, ტრაბელსის სასჯელი შეიძლება შემცირდეს დაახლოებით 15%–მდე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კარგი მოქცევისათვის.მსგავსი სასჯელის შემცირება მხოლოდ მაშინ არის ხელმისაწვდოიმი თუ საწყისი სასჯელი განისაზღვრება წლების გარკვეული ოდენობით, გრძელი ვადით და არა სამუდამო პატიმრობით. შესაბამისად, იმ შემთვევაში თუ ტრაბელსის სასჯელის სახით განესაზღვრება პატიმრობა 20, 30 ან თუნდაც 50 წლით, შედეგ ის უფლებამოსილი იქნება 15%–ით შეუმცირდეს სასჯელის ვადა მისი კარგი ყოფაქცევისთვის. მაგრამ თუ ტრაბელსის მიესჯება სამუდამო პატიმრობა მაშინ იგი ვერ ისარგებლებს სასჯელის ვადის შემცირების უფლებით.
და ბოლოს ტრაბელსი უფლებამოსილია მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებისთვის ან სასჯელის შეცვლისთვის (შეწყალების შემთხვევაში მოხდება ნასამართლობის გაქარწყლება, მაშინ როდესაც სასჯელის ფორმის შეცვლა იქნება სასჯელის დარეგულირება). მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი ტრაბელსის საქმეში. ჩვენთვის არ არის ცნობილი ტერორისტი განსასჯელი, რომელმაც წარმატებით მიიღო საპრეზიდენტო შეწყალება ან სასჯელის ცვლილება.”
2. ექსტრადიციის მოთხოვნაზე პასუხის სასამართლო და ადმინისტრაციული ეტაპი
ა) ბრალდების განყოფილების გადაწყვეტილება
23. მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების საბრალდებო დასკვნა გამოცხადდა აღსრულებადად დაიწყო ექსტრადიციის მოთხოვნის საპასუხო მოქმედებები.
24. 2010 წლის 4 თებერვალს ფედერალურმა პროკურორმა გადაგზავნა წერილობითი მოსაზრება ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოში და მოუწოდა მას ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებისკე სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, კონკრეტულად კი კაფკარისი კვიპროსის წინააღმდეგ Kafkaris v. Cyprus [GC] (no. 21906/04, ECHR 2008). მან აღნიშნა, რომ პირველი ორი ბრალდების შემთხვევაში მომჩვანისთვის სასჯელის ფორმა იყო სამუდამო პატიმრობა, მაშინ როდესაც მომდევნო ორ ბრალზე მას თხუთმეტწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
25. 2010 წლის 29 მარტს მართლმსაჯულების ფედერალური დეპარტამენტისადმი გაგზავნილ წერილში მომჩივანმა მიუთითა ფაქტზე, რომ 2010 წლის 24 მარტის მოსმენაზე ფედერალურმა პროკურორმა აღიარა შეცდომა აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით, რომელსაც შესაძლოა მომჩივანი დაექვემდებაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი 16 ზემოთ).
26. 2010 წლის 10 ივნისს სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილებამ გამოსცა მოსაზრება მომჩივანის ექსტრადიციის შესახებ და დააკონკრეტა გარკვეული პირობები:
“ - ექსტრადიცია შეიძლება მხოლოდ მიენიჭოს:
i. იმ პირობით თუ ტრაბელს არ დაეკისრება სიკვდილით დასჯა, ან იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება გარანტორი იმის გამო რომ სიკვდილით დასჯა არ ხდება“;
ii. იმ პირობით, რომ ნებისმიერ სამუდამო პატიმრობას თან სდევს სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ სასჯელი დაკისრებულია ტერორისტული აქტის ჩადენის გამო;
-იმ შემთხვევაში თუ მოხდება ტრაბელსის მესამე ქვეყანაში ექსტრადიციის მოთხოვნა, როგორიცაა ტუნისი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოითხოვოს ბელგიის თანხმობა იმ შემთხვევაში თუ ტუნისი ამერიკის მთავრობას გაუგზავნის ნებიმიერ დამატებით მოთხოვნას ექსტრადიციისთვის მას შემდეგ რაც მათ გადაეცემათ ტრაბელსი.
იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ დათანხმდება ამ პირობებს მაშინ ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება;“
ბ) ექსტრადიციის მინიჭების შესახებ სამინისტროს ბრძანება
27. 2010 წლის 10 აგვისტოს დიპლომატიური ნოტით აშშ–ს სახელმწიფო უწყებებმა დაადასტურეს რომ მომჩივანს არ ეკისრებოდა სიკვდილით დასჯა და დაარწმუნეს ბელგიის მთავრობა რომ მისი ექტრადიცია რომელიმე მესამე ქვეყანაში არ მოხდებოდა ბელგიის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე. აშშ–ს სახელმწიფო უწყებებმა გაიმეორეს, რომ მაქსიმალური სამუდამო პატიმრობა ასევე არ იყო სავალდებულო მოთხოვნა და იმ შემთხვევაშიც კი თუ სადაო სისხლის სამართლის დანაშაულის ყველა ელემენტები იქნებოდა დადასტურებული და დამტკიცებული, სასამართლოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება უფრო მსუბუქი სასჯელის ფორმა განსაზღვროს. ნოტაში აღნიშნული იყო, რომ აშშ–ს კანონმდებლობა სასჯელის შემცირების რამოდენიმე შესაძლებლობას იძლეოდა:
“რაც შეეხება სამუდამო პატიმრობის სხვა სასჯელის ფორმით შეცვლას, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სურვილი ნათელი მოჰფინოს პირველ რიგში იმას, რომ თუ ტრაბელსის დაუმტკიცდებოდა ბრალი, სამუდამო პატიმრობა არ იქნებოდა სავალდებულო სასჯელი და რომ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება და დისკრეცია სამუდამო პატიმრობაზე ნაკლები სასჯელი დაადგინოს. ამავე დროს განსასჯელს აქვს კანონით დადგენილი უფლება გაასაჩივროს ბრალდება და სასჯელი, მათ შორის სამუდამო პატიმრობა, როგორც პირდაპირ ისე ირიბად ჰაბეას კორპუსის პეტიციის საშუალებით. ამასთანავე, არსებობს უკვე დაკისრებული სასჯელის შემცირების გარკვეული საკანონმდებლო საფუძვლები, მათ შორის მაშინ როდესაც განსასჯელი მნიშვნელოვნად თანამშრომლობს მესამე მხარის სისხლის სამართლებრივი დევნის ან გამოძიების პროცესში (სისხლის სამართლის პროცედურების ფედერალური წესები 35(ბ) და ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მე–18–ე თავი, ნაწილი 3582(გ)(1)(ბ)), ან დაუძლეველი ჰუმანიტარული მიზეზების გამო როგორიცაა პატიმრის სასიკვდილო დაავადება (თავი 18, ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსი, ნაწილი 3582(გ)(lXA)(i)).
ამ ღონისძიებებთან ერთად, განსასჯელს შეუძლია მოითხოვოს სასჯელის შემცირება აღსრულება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეწყალების გზით. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მუხლი თ, ნაწილი 2 პრეზიდენტის „გადავადების და შეწყალების“უფლება ასევე მოიცავს პატიმრობის ვადის, მათ შორის სამუდამო პატიმრობის, შეცვლას. არსებობს დადგენილი რეგულაციები და პროცედურები, რომელიც არეგულირებს სამთავრობო შეწყალების პროცედურებს და შექმნილია შეწყალების პროკურორის სამსახური იუსტიციის დეპარტმანეტში, რომელიც განიხილავს ყველა განცხადებას და ამზადებს რეკომენდაციებს პრეზიდენტისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს სრულ დისკრეციას შეიწყალოს განსასჯელი. ჩვენ ასევე ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დისკრეცია მეტისმეტი სიფრთხილით გამოიყენება, ყოფილა შემთხვევები როდესაც მათი გამოყენება მომხდარა სერიოზული დანაშაულისთვის რომელიც ეროვნული უსფართხოების საკითხებს ეხება. მაგალითად, 1999 წელს პრეზიდენტმა კლინტონმა შეცვალა პუერტო რიკის ძალადობრივი ნაცისტური დაჯგუფების FALN–ის 13 წევრის სასჯელი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ 1970 წელს და 1980–იანი წლების დასაწყისში რამოდენიმე დაბომბისათვის და რომელთაც ბრალად ედებოდათ შეიარაღებული თავდასხმის, ასაფეთქებელი ბომბების დამზადების, აჯანყებისკენ მოწოდების და სხვა დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობა.”
28. 2011 წლის 23 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა მინისტრის ბრძანება მომჩივანის ექსტრადიციის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ დათქმით რომ მომჩვანი არ გახდებოდა სიკვდილით დასჯის ობიექტი და ბრძანებაში ასევე თითოეული გარანტია იყო დეტალურად განხილული.
29. სამუდამო პატიმრობასთან მიმართებით, მინისტრის ბრძანებაში აღნიშნული იყო შემდეგი:
“ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სისხლის სამართლით მაქსიმალური სასჯელი დადგენილი ბრალდებისათვის რომელიც ა და ბ ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული დანაშაულისათვის არის განსაზღვრული გამორიცხავს ვადაზე ადრე განთავისუფლებას და შეწყალებას. სამუდამო პატირმობა, ისე როგორც ეს სისხლის სამართლის კოდექსის ამ ორ დებულებაშია აღნიშნული, როგორც სამართლებრივი ისე ფაქტობრივი კუთხით გულისხმობს პირის სამუდამო სიცოცხლეს.
...
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 2010 წლის 10 აგვისტოს დიპლომატიურ ნოაში #21, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უწყებები იძლევიან გარანტიას, რომ თუ პირს მიესჯება სამუდამო პატიმრობა, რომლის ვადის შემცირებაც არ ხდება ამ შემთხვევაშიც კი შესაძლებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან შეწყალების მიღება. ეს უფლება დადგენილია აშშ კონსტიტუციის II, მეორე მუხლით, პრეზიდენტის შეწყალება რამოდეწნიმე შემთვევაში ყოფილა გამოყენებული წარსულში, როდესაც პურებს აშშ–ს სასამართლოების მიერ დაუდგინდათ სასჯელი, განსაკუთრებით კი ფედერალურ დონეზე.
...
იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ამ საკითხს ისტორიულ კონტექსტში განვიხილავთ, FALN–ის საქმე ადასტურებს, რომ იმ შემთხვევებშიც კი რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრიდან ტერორიზმის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განიხილება, რომელიც უფრო სერიოზულია ვიდრე ის დანაშაული რაშიც პირი არის ეჭვმიტანილი და რაზეც სასჯელი ბევრად უფრო მკაცრია, შეიძლება გამოყენებული იყოს საპრეზიდენტო შეწყალება.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პირს 2001 წლის შემდეგ მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა შემცირების შესაძლებლობის გარეშე . . . ტერორიზმის ან ტერორიზმთან დაკავშირებული ქმედებისთვის, ვერ იქნება შედარებული ტრაბელსის საქმესთან მისი შინაარსის გამო. აშშ–ში სამუდამო პატიმრობა მისჯილ პირებს ვადაზე ადრე განთავისუფლების ან შეწყალების შესაძლებლობის გარეშე ბრალად ედებოდათ, იდევნებოდნენ და ბოლოს ცნობილ იქნენ დამნაშავედ ტერორისტულ თავდასხმაში აქტიური მონაწილეობისათვის, რამაც გამოიწვია სიკვდილი და/ან სხეულის დაზიანება და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, მაგალითად თავდასხმა აშშ საელჩოებზე ნაირობიში, კენიასა და დარ–ეს–სალამში (ტანზანია) 1998 წლის 7 აგვისტოს. ...
ეს დანაშაული აშკარად შეუსაბამოა მისი ბუნებით და სიდიდით იმ დანაშაულთან რომელიც ჩაიდინა პირმა ვის ექსტრადიციასაც ითხოვდა აშშ–ს მთავრობა.
ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში პირები, ხანდახან ადამიანების დიდი რაოდენობა, მათ შორის აშშ–ს მოქალაქეები, გახდნენ მნიშვნელოვანი ფიზიკური და მატერიალური ზიანის ობიექტები. მოცემულ საქმეში მოთხოვნილი პირი კი იდევნებოდა ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვისა და მომზადებისთვის, რომელიც ვერ განხორციელდა. მისი მოქმედებები, სხვებთან თანამშრომლობით, არ იყო წარმატებული გამოეწვია ადამიანური თუ მატერიალური ზიანი.
შესაბამისად აშკარად შესაძლებელია, რომ წაყენებული ბრალდებები არ იყოს ისეთი სერიოზული რომ საჭიროებდეს აშშ სისხლის სამართლის კოდექსის დებულებებში განსაზღვულ უმკაცრეს სასჯელს რაც არის სამუდამო პატიმრობა ვადამდე ადრე განთავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.
ადამიანის უფლებათა პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ 214 პირის მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა ტერორისტული დანაშაულისთვის ალ–ქაიდასთან ან სხვა ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირში და 195 პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია მსგავს ტერორისტულ ქმედებებთან. თითოეული საქმე მოიცავდა სისხლის სამართლებრივ დევნას ან ბრალდებას რომელიც აღძრული იყო ფედერალური პროკურორების და სასამართლოების მიერ. 151 ბრალდებულ პირს მიესაჯა პატიმრობა, ოცი გათავისუფლდა პირობით ან მიესაჯათ ვადიანი პატიმრობა იმ ვადით რაც უკვე მოხდილი ჰქონდათ. პატიმრობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 8.4 წელს. მხოლოდ 11–ს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ პროცედურები შესაბამისობაში იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპთან (“Human Rights First, In pursuit of Justice: Prosecuting Terrorism Cases in the Federal Courts – 2009 Update and Recent Developments”, 2009, 68 გვ..).
სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ობიექტურად სამუდამო პატიმრობის მისჯის შესაძლებლობა შეწყალების უფლების გარეშე ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულზე მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე ეს ზოგადად მიიჩნევა.”
30. მომჩივანი ტუნისში შესაძლო რე–ექსტრადიციის შესახებ სამინისტროს ბრძანებაში ნათქვამი იყო შემდეგი:
“2010 წლის 10 აგვისტოს აშს საელჩოს დიპლომატიური ნოტა # 21–ით აშშ სახელმწიფო უწყებები ნათლად აცხადებდნენ, რომ თუ ტუნისი მიმართავდა აშშ–ს რე–ექსტრადიციის მოთხოვნი უარს მიიღებდა.
...
იმ მიზეზის გამო, რომ რე–ექსტრადიცია ტუნისის რესპუბლიკაში შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში ვინც მოახდინა პირველადი ექსტრადიცია, შესაბამისად ტუნისის რესპუბლიკაში რე–ექსტრადიცია შეუძლებელია.
ვინაიდან ბელგიამ უარი უთხრა ტუნისის რესპუბლიკას ექტრადიციაზე, იმ შემთხვევაში თუ ტუნისი ექსტრადიციის თხოვნით მიმართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისგანაც უარს მიიღებდა და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტუნისის რესპუბლიკაში ექსტრადიცია არ განხორციელდება.“
31. ბოლოს, სამინისტროს ბრძანებაში განმარტებული იყო ne bis in idem პრინციპი შემდეგნაირად:
“შეთანხმების მიხედვით (1987 წლის 27 აპრილის შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ), ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატები ... დებენ ორმხრივ შეთანხმებას უარი თქვან ექსტრადიციაზე თუ მოთხოვნილი პირი გამართლებულია მომთხოვნ სახელმწიფოში ან ცნობილ იქნა დამნაშავედ იმავე ქვეყანაში იმავე დანაშაულისთვის რომლისთვისაც მოთხოვნილია ექსტრადიცია. რატიფიკაცია ...ამ შეთანხმების ბელგიურ და აშშ სამართლებრივ სისტემაში გაწერა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არ არის მოქმედებები არამედ სამართლებრივი კლასიფიკაცია მოქმედებების, კონკრეტულად კი დანაშაულის, რომელიც უნდა იყოს იდენტური.
...
ფაქტები, როემლიც აყალიბებს სადაო დანაშაულის საფუძველს შესაბამისაობაშია „აშკარა მოქმედებებთან“, რომლებიც ინდივიდუალურად ან ერთად ფუნქციონირებენ როგორც ბრალდების გასამყარებელი ფაქტობრივი ელემენტები. ერთსა და იმავე დანაშაულზე ორჯერ სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის პრინციპი არ გამორიცხავს ამ ელემენტის გამოყენების ან არ გამოყენების შესაძლებლობას.
მოცემულ საქმეში დანაშაულებრივი ქმედება, რისთვისაც პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2004 წლის 9 ივნისს არ არის შესაბამისობაში დანაშაულთან რომელიც ჩამოთვლილია დაკავების ორდერის „ა“ და „დ“ ბრალდებებში, რაც არის აშშ ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძვლები. აშშ და ბელგიის დანაშაულის შემადგენელი ელემენტები, მათი არსი და ჩადენის ადგილი და დრო არ ემთხვევა.
...
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სისხლის სამართლის კანონმდებლობით „აშკარა მოქმედება“ არის (ფაქტობრივი) ელემენტი, მოქმედება, ქცევა ან ტრანზაქცია რომელიც თავისთავად შეიძლება არ იყოს კლასიფიცირებული როგორც დანაშაული...
„აშკარა მოქმედება“ როგორც წესი არის დამხმარე მტკიცებულების ელემენტი, როემლიც დამოუკიდებლად ან სხვა აშკარა მოქმედებასთან ერთად შესაძლოა ხელს უწყობდეს დანაშაულს ან დანაშაულებს, რისთვისაც პირს ედება ბრალი, მაგალითად ეს შეიძლება იყო შეთქმულება მოკლა აშშ მოქალაქეები (იხილეთ ბრალდება „ა“). ...
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული „აშკარა მოქმედება“ #. 24, 25 და 26 შეიძლება კლასიფიცირებული იყოს დანაშაულად, ეს მოქმედებები არ წარმოადგენს დანაშაულს რისთვისაც ექსტრადიცია არის მოთხოვნილი.”
32. ბრძანების მუხლი 2 ადგენს, რომ „ექსტრადიცია განხორციელდება მას შემდეგ რაც მოთხოვნილი პირი დააკმაყოფილებს ბელგიის სასამართლოს მოთხოვნებს”.
33. იმავე დღეს, სამინისტროს სხვა ბრძანების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრმა უარი უთხრა ტუნისის სახელმწიფო ორგანოებს მომჩვანის ექსტრადიციის მოთხოვნაზე (იხილეთ პუნქტი 10 ზემოთ).
გ) განცხადება სასამართლო განხილვისთვის Conseil d’Etat–ის მიერ
34. 2012 წლის 6 თებერვალს, კონვენციის მე–3–ე მუხლის და დამატებითი ოქმი #7–ის მე–4–ე მუხლის დარღვევაზე დაყრდნობით, მომჩივანმა საჩივრით მიმართა Conseil d’Etat–ს მისი აშშ–ში ექსტრადიციის თაობაზე სამინისტროს ბრძანების სასამართლო განხილვის მოთხოვნით.
35. Conseil d’Etat–ში საქმის განხილვისას 2013 წლის 19 სექტემბერს მომჩივანი დაეყრდნო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. United Kingdom) [GC] (nos. 66069/09, 130/10 და 3896/10, 9 ივლისი 2013). ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მან დაასკვნა, რომ სასამართლოს აქვს პოზიცია, რომელიც მოითხოვს პატიმროს მიერ სასჯელი მოხდის დაწყებამდე პრევენციულ განხილვას იმისა სამუდამო პატიმრობა შეიძლება თუ არა რომ შემცირდეს და შესაბამისად განსხვავება ასახული ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში (Babar Ahmad and Others v. United Kingdom), (nos. 24027/07, 11949/08, 36742/08, 66911/09 და 67354/09, 10 აპრილი 2012) აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ექსტრადიციის ობიექტი პირი გასამართელებული იყო თუ არა.
36. Conseil d’Etat–მა 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი სასამართლო განხილვის მოთხოვნის შესახებ განსახილველად არ მიიღო. რაც შეეხება კონვენციის მე–3–ე მუხლის ფარგლებშ საჩივარს და რისკს სამუდამო პატიმრობის შეუმცირებად სასჯელზე, Conseil d’Etat–მა შემდეგნაირად დაასაბუთა:
“იმ შემთვევაშიც კი თუ აშშ სასამართლო მომჩვანს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის, უნდა აღინიშნოს რომ მის გადაწყვეტილებაში საქმეზე ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. United Kingdom) 9 ივლისი 2013 [სასამართლომ] დაადგინა რომ: ‘სამუდამო პატიმრება არ შეიძლება იყოს უცვლელი მხოლოდ იმ ფაქტის გამო რომ პრაქტიკულად მისი მოხდა უნდა მოხდეს სრულად’,“მე–3–ე მუხლის ფარგლებში არ წამოიჭრება საკითხი თუ სამუდამო პატიმრობა დე იურე და დე ფაქტო იქნება შემცირებადი ...’ და ‘როდესაც ეროვნული კანონმდებლობით შესაძლებელია სამუდამო პატიმრობის გადასინჯვა მისი შეცვლა, შემცირება, შეწყვეტა ან პატიმრის პირობითი გათავისუფლება, მაშინ ის შესაბამისობაშ მე–3–ე მუხლთან’.
მოცემულ საქმეში, ისევე როგორც ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ საქმეზე, რომელმაც გამოიწვია 2012 წლის 10 აპრილის სასამართლოს გადაწყვეტილება, მომჩივანს არ ჰქონდა სამუდამო პატიმორბა მისჯილი აშშ სასამართლოების მიერ მაგრამ მაინც იხდიდა ამ სასჯელს.
როგორც ეს ზემოთ ხსენებულ საქმეშია მომჩვანის სამუდამო პატიმრობის შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა არსებობს თუ არა მისი პატიმრობის კანონიერი გამართლების საფუძველი.
მომჩვანი აღიარებს, რომ დე იური მისი სამუდამო პატიმრობის სასჯელის შემცირება შესაძლებელია. აშშ კანონმდებლობა აძლევს მას საშუალებას მოითხოვოს გადასინჯვა და მიმართოს პრეზიდენტს შეწყალებისთვის ან სასჯელის შეცვლისთვის, და მომჩივანი არ დაობს, რომ შეწყალების ან სასჯელის შემცირების უფლებამოსილებას თან სდევს შეზღუდვები რომელიც სასამართლოს ზემოთ ხსენებული 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების მსგავსია.
მაგრამ მომჩივანი დაობს რომ მტკიცებამსგავსი სასჯელის შემცირების შესახებ დე ფაქტო პრობლემაა, აშშ სახელმწიფო უწყებების მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის მიცემული განმარტებები აჩვენებს რომ აშშ პრეზიდენტმა უკვე გამოიყენა მისი უფლებამოსილება სასჯელის შემცირების. შესაბამისად სამართლებრივი საშუალება ხელმისაწვდომი მომჩივანისათვის სამუდამო პატიმრობის შემთხვევაში გამორიცხული არ არის.
მომჩვანის არგუმენტი, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ აშშ პრეზიდენტისთვის წარმოუდგენელი იქნება შეიწყალოს ან შეამციროს სასჯელი იმ პირის, ვისაც ტერორზმში მონაწილეობა ედება ბრალად არ არის გამყარებული არსებითი ინფორმაციით
ისევე როგორც ბაჰარ აჰმადის საქმეში ..., არ არის დადგენილი, რომ აშშ სახელმწიფო ორგანოები უარს იტყვიან ხელმისაწვდომი სასჯელის შემცირების მექანიზმზე იმ შემთხვევაში, როდესაც კანონიერი გამამართლებელი საფუძველი მომჩივანის პატირმობის გაგარძელების არ იარსებებს.
ნებისმიერი სამუდამო პატიმრობა დაკისრებული მომჩვანზე შესაბამისად იქნება შემცირებადი დე ფაქტო.
და ბოლოს არ არის საჭირო იმის განსაზღვრა ცდებოდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარე როდესაც მიიჩნევდა რომ მომჩოვანს შესაძლოა არ დაკისრებოდა სამუდამო პატიმრობა, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი თუ მას მიუსჯიდნენ სამუდამო პატიმრობას ის არ იქნებოდა კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევა”.
37. Conseil d’Etat კონვენციის დამატებითი ოქმი #7–ის მე–4–ე მუხლის და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაერთაშორისო პაქტის მე–14–ე მუხლის § 7–ის საფუძველზე ადგენს ბელგიის სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოებს შორის ექსტრადიციის შეთანხმების მე–5–ე მუხლის ფარგლებში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, რომ:
“აშშ სახელმწიფო უწყებები ითხოვენ მომჩივანის ექსტრადიციას ოთხი ბრალდებისთვის, კონკრეტულად:
1) აშშ–ს ფარგლებს გარეთ აშშ მოქალაქეების მკვლელობის დაგეგმვა;
2) მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების დაგეგმვა და მცდელობა;
3) უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მასალების და რესურსების უზრუნველყოფის დაგეგმვა;
4) უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მატერიალური მხარდაჭერის და დახმარების უზრუნველყოფა დებულებების დარღვევის საფუძველზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოების მიხედვით იმისათვის რომ ეს დანაშაული ჩაედინა მომჩვანმა და ოთხმა თანამოაზრემ განახორციელოს რამოდენიმე „აშკარა ქმედება“, მათ შორის ის რისთვისაც აშშ–ს მიერ მოთხოვნილი ექსტრადიცია დაკმაყოფილდა და რაც შემდეგში მდგომარეობს: [28 ბრალდების ჩამონათვალი]
ბელგიაში (ბრიუსელის სასამართლო ოლქში და სამეფოს სხვა იურისდიქციებში): [13 ბრალდების ჩამონათვალი].
ყველა „აშკარა ქმედების“ შედარებისას, რისთვისაც დაკმაყოფილდა აშშ სახელმწიფო ორგანოების ექსტრადიციის მოთხოვნა ბელგიის ყველა ბრალდებასთან, რომელიც ვალიდურია „ბრიუსელში და ყველგან სხვაგან სამეფოს ტერიტორიაზე“, უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელს არ აქვს ტერიტორიული კავშირი ბელგიის სამეფოსთან, შეადგენს მოქმედებების ერთობლიობას რომელიც არის აშშ სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი 4 ბრალდების შემადგენელ ელემენტებს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩვანი იძებნება აშშ სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლისთვისაც იგი მომთხოვნ ქვეყანაში არ ყოფილა ცნობილი „დამნაშევედ“, არ წაყენებია ბრალი და არ გამართლებულა და „აშკარა ქმედებები“ შედგება იმდენი ელემენტებისგან, რომელსაც აშშ სასამართლო ორგანოები გამოიყენებენ იმის დასადგენად არის თუ არა დამნაშავე ან უდანაშაულო მომჩივანი მის მიმართ წაყენებულ ოთხ ბრალდებაში.”
გ. დროებითი ღონისძიების განსაზღვრა და სასამართლოს წინაშე პროცედურების შემდგომი ეტაპები
38. 2011 წლის 6 დეკემბერს, სამინისტროს ექტრადიციის მოთხოვნის შესახებ ბრძანების შეტყობინების დღეს (იხილეთ პუნქტი 28 და 33), მომჩივანმა სასამართლოს სარჩელით მიმართა დროებითი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლის შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ მისი ექსტრადიცია შეჩერებულიყო.
39. იმავე დღეს სასამართლო დაეთანხმა მომჩივანის მოთხოვნას და გადაწყვიტა სახელმწიფოსთვის დაედგინა, მხარეების ინტერესებიდან და პროცედურების სწორად განხორციელების მიზნით, რომ არ უნდა მომხდარიყო მომჩივანის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია.
40. 2011 წლის 20 დეკემბერს, ბელგიის სახელმწიფომ მოითხოვა ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით რომ დროებითი ღონისძიების განსაზღვრა მოხდა ნაადრევად რადგან მომჩივანი არ ყოფილა გადაყვანილი საპატიმროში, სადაც ექსტრადიციას დაელოდებოდა და მსგავსი ღონისძიება ქმნის სიტუაციას რომელიც საზიანოა მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისთვის და საფრთხეს უქმნის მას.
41. 2012 წლის 11 იანვარს, სასამართლომ განიხილა რა საჩივარი მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გადაწყვიტა აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე უარი ეთქვა დორებითი ღონისძიების გაუქმებაზე.
42. 2012 წლის 21 მაისს სახელმწიფომ წარმოადგინა მეორე მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
43. საპასუხოდ სასამართლომ აღნიშნა 2012 წლის 25 მაისის წერილში, რომ დროებითი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნა და საჩივარი გადასინჯული იქნება მას შემდეგ რაც სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ბაჰარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ზემოთ ციტირებული, მიღებული 2012 წლის 10 აპრილს სასამართლოს მიერ იქნება საბოლოო..
44. 2012 წლის 25 ივნისის წერილში სასამართლომ განაცხადა, რომ დროებითი ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნამ უვადოდ გადაიწია ვინაიდან საქმეები ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. United Kingdom) (no. 66069/09) და ჰარკინსი და ედვარდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Harkins and Edwards v. United Kingdom (nos. 9146/07 და 32650/07) განსახილველად გადაეცა დიდ პალატას.
45. 2012 წლის 3 აგვისტოს სასამართლომ შეატყობინა მხარეებს, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ ზემოთ ხსენებული ვინტერის (Vinter) საქმე განსახილველად გადასცემოდა დიდ პლატას და დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ მოთხოვნა გადასინჯული იქნება მაშინ როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული ზემოთ ხსენებული ბაჰარ აჰმადი და სხვების საქმე განსახილველად გადაეცეს დიდ პალატას.
46. საჩივარი მოპასუხე სახელმწიფოს გაეცნო 2012 წლის 27 ნოემბერს.
47. საჩივრის დასაშვებობის და არსებითი მხარის შესახებ პოზიციაში სახელმწიფომ უკვე მესამეჯერ მოითხოვა დროებითი ღონისძიების დაუყოვნებლივ გაუქმება.
48. 2013 წლის 7 იანვარს სასამართლომ უპასუხა სახელმწიფოს რომ იგი იქნებოდა სათანადოდ ინფორმირებული სასამართლოს მიერ დროებით ღონისძიებაზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
49. 2013 წლის 15 იანვარს გადაწყვეტილება იქნა მიღებული დროებითი ღონისძიების შენარჩუნების თაობაზე სასმართლოს წინაშე მიმდინარე პროცედურების პერიოდის განმავლობაში.
50. 2013 წლის 18 ივნისის წერილზე, სადაც სახელმწიფო მეოთხეჯერ ითხოვდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ დორებითი ღონისძიება იქნებოდა შენარჩუნებული იქამდე სანამ სასამართლო პროცედურები არ დასრულდებოდა.
51. 2013 წლის 10 ივლისს სასამართლომ შეატყობინა მხარეებს, რომ საქმის განხილვა გადაიდო Conseil d’Etat–ის მიერ და დიდი პალატის მიერ ვინტერი და სხვების (Vinter and Others [GC] (nos. 66069/09, 130/10 და 3896/10, 9 ივლისი 2013) საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გამო.
52. სახელმწიფო შეკითხვაზე საქმის განხილვის ვადებტან დაკავშირებიტ სასამართლომ 2013 წლის 15 სეტქმბერს სახელმწიფოს შეატყობინა რომ საქმის განხილვა სასამართლოს მიერ დაიწყებოდა ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყსიში.
53. 2013 წლის 18 ოქტომბერს სასამართლომ მხარეებს შეატყობინა, რომ საქმესთან დაკავშირებით მოხდებოდა იურისდიქციის გადაბარება დიდი პალატისთვის კონვენციის 30–ე მუხლის შესაბამისად.
54. 2013 წლის 31 ოქტომბერს მომჩვანი დაეთანხმა გადაბარებას. სახელმწიფომ კი 2013 წლის 8 ნოემბრის წერილში წინააღმდეგობა გამოთქვა გადაბარებასთან დაკავშირებით.
დ. ექტრადიციამდე პატიმრობა
55. 2012 წლის 24 ივნისს, მას შემდეგ რაც მომჩვანმა მოიხადა სასჯელები (იხილეთ პუნქტი 11 ზემოთ), მომჩვანის პატიმრობა გაგრძელდა ექსტრადიციამდე 1874 წლის 15 მარტის ექსტრადიციის აქტის მე–3–ე მუხლის შესაბამისად.
56. 2012 წლის 7 ივნისს მომჩვანმა განთავისუფლების მოთხოვნით მიმართა ნიველის რეგიონალურ სასამართლოს. 2012 წლის 12 ივნისის ბრძანებით chambre du conseil არ მიიღო განსახილველად საჩვარი. ბრძანება ძალაში დატოვა ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილებამ 2012 წლის 28 ივნისს.
57. შემდეგ მომჩვანი ჯერ გადაიყვანეს ბრუგეს ციხეში და მოგვიანებით ჰასელტის ციხეში. მომჩვანმა მეორე მოთხოვნა განთავისუფლებაზე შეიტანა ჰასელტის რეგიონალურ სასამართლოში 2012 წლის 13 აგვისტოს. 2012 წლის 24 აგვისტოს chambre du conseil–მა მიიღო მისი საჩივარი განსახილველად. საჯარო ბრალმდებლის აპელაციის საფუძველზე, 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ანტვერპენის სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილებამ არ გაითვალისწინა ეს გადაწყვეტილება და არ მიიღო საჩივარი განსახილველად.
58. 2012 წლის 3 დეკემბერს მომჩივანმა შეიტანა მესამე განცხადება მოთხოვნაზე. 2012 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით ჰასელტის რეგიონალური სასამართლოს chambre du conseil–მა საჩივარი დაუსაბუთებლად სცნო. მომჩვანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ანტვერპენის სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილებაში, რომელმაც ძალაში დატოვა ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება 2013 წლის 10 იანვარს.
59. 2013 წლის იანვარში მას შემდეგ რაც იგი გადაიყვანეს მონსის ციხეში, მომჩვანმა მეოთხე საჩივრი შეიტანა განთავისუფლების მოთხოვნით, რომელიც დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი მონსის რეგიონალური სასამართლოს chambre du conseil–ის მიერ 2013 წლის 4 თებერვალს და შემდეგ მონსის სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილების მიერ 2013 წლის 21 თებერვალს.
60. 2013 წლის 23 აგვისტოს, მას შემდეგ რაც იგი გადაიყვანეს იტრეს ციხეში, მომჩვანმა შეიტანა მეხუთე საჩივარი განთავისუფლების მოთხოვნით. ეს საჩივარი ნიველის რეგიონალური სასამართლოს chambre du conseil–მა არ მიიღო განსახილველად 2013 წლის 28 აგვისტოს.
61. 2013 წლის 5 სექტემბერს მომჩვანმა დატოვა იტრეს ციხე და გადაიყვანეს ბრუგეს ციხეში სადაც მან მიიღო შეხვედრის უფლება ბელგიის მოქალაქესთან, ვისთანაც იგი ქორწინებაში იმყოფებოდა და ვისთანაც ჰყავდა 2 შვილი.
ე. მომჩვანის ექსტრადიცია
62. 2013 წლის 3 ოქტომბერს მომჩვანს შეატყობინეს, რომ იგი ბრუგეს ციხიდან გადაჰყავდათ იტრეს ციხეში. რეალურად კი იგი წაიყვანეს მესბრუკის სამხედრო აეროპორტში სადაც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების (FBI) ელოდებოდნენ მას. დილის 11 საათსა და 30 წუთზე მოხდა მისი ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
63. იუსტიციის მინისტრმა გამოსცა საჯარო განცხადება სადაც მომჩვანის გამგზავრების დროდ მითითებული იყო 1 საათი და 30 წუთი.
64. მომჩივანის ადვოკატმა 3 საათზე მიმართა ბრიუსელის რეგიონალური სასამართლოს თამჯდომარეს სასწრაფო ex parte საჩივრით. გადაწყვეტილებაში, რომელიც ადვოკატს გადაეცა 6 საათსა და 30 წუთზე ნათქვამი იყო, რომ ბელგიის სახელმწიფო ვალდებული იყო დამორჩილებოდა სასამართლოს მიერ დადგენილ დროებით ღონისძიებას და ბრძანა „მომჩვანის ექსტრადიციის აკრძალვა ან გადავადება მაქსიმუმ შესაძლებელი ვადით“, 5000 (ხუთ ათასი) ევროს გადახდის სანაცვლოდ. სასამართლოსთვის არ გამხდარა ცნობილი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.
ვ. მომჩივანის პატიმრობა ამერიკის შეერთებულ შტატებში
65. ამერიკის შეერთებულ შტატებში მომჩივანი დაუყოვნებლც საპატიმროში იქნა გადაყვანილი. 2013 წლის 7 ოქტომბერს, დანშნული ადვოკატის თანხლებით, იგი კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლოს წინაშე წარსდგა მის მიმართ ბრალდებების მოსასმენად.
66. ამჟამად მომჩვანი იმყოფება რაპაჰანოკის სასამართლოში სტაფორდში (ვირჯინია). 2013 წლის 1 ნოემბერს ციხის ადმინისტრაციიდან წერილი გაიგზავნა ბელგიის სახელმწიფო უწყებებისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მომჩივანი იმავე პირობებში იმყოფებოდა რა პირობებშიც სხვა პატიმრები.
67. 2013 წლის 6 ნოემბერს მომჩივანის ადვოკატის მიერ მისი სასამართლოში წარმომადგენლისთვის გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით ირკვევა, რომ მომჩივანს აქვს უფლება ისარგებლოს გარე სამყაროსთან საფოსტო კომუნიკაციით, მაგრამ ყველა კორესპონდენცია ჯერ გადაითარგმნება და წაკითხული იქნება აშშ მთავრობის წარმომადგენლის მიერ. მას ასევე ჰქონდა უფლება სატელეფონო კომუნიკაციისა ოჯახის ზოგიერთ წევრთან იმის გათვალისწინებით, რომ თარჯიმანი მოისმენდა. ახლო ნათესავებს შეეძლოთ მისი მონახულება იმ შემთხვევაში თუ მიიღებდნენ აშშ ვიზას.
68. მომჩვანს ნახულობდა მისი ადვოკატი, რომელმაც 2013 წლის 7 დეკემბერს ოჯახის წევრთან გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში აღნიშნა, რომ იგი მოთავსებული იყო იზოლატორში და რომ იგი ღელავდა მი ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
...
კანონი
I. კონვენციის მე–3–ე მუხლის ნაგულვები დარღვევა მომჩვანის ექსტრადიციასთან მიმართებით
84. მომჩივანი აცხადებდა, რომ ბელგიის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილება მისი გადაცემის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არღვევდა კონვენციის მე–3–ე მუხლს, რომელიც ამბობს:
“არავინ შეიძლება დაექვემდებარეოს წამებას, არაადამუანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
.”
...
ბ. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა პოზიციები
ა) მომჩვანი
94. მომჩვანი დაობდა, რომ მისი ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში აგდებდა მას საფრთხეში გამხდარიყო ისეთი ქცევის ობიექტი, რომელიც კონვენციის მე–3–ე მუხლთან არ არის შესაბამისობაში. იგი დაობდა, რომ „ა“ და „ბ“ ბრალდებები, რის საფუძველზეც მოხდა მისი ექსტრადიცია ითვალისწინებდა სამუდამო პატიმრობას რომელიც დე ფაქტო არ იყო შემცირებადი და მისი ბრალდების შემთხვევაში მას არ ჰქონდა არანაირი შანსი, რომ როდესმე განთავისუფლებულიყო.
95. მომჩვივანმა დაადგინა სამუდამო პატიმრობის შემცირების შეუძლებლობა ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, რომელიც ასახული იყო 2009 წლის 11 ნოემბრის და 2010 წლის 10 აგვისტოს დიპლომატიურ ნოტებში. იგი აღნიშნავდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოებმა მიუთითეს მხოლოდ ერთ შემთხვევაზე სასჯელის შეცვლის ისეთ მძიმე დანაშაულზე, რომელიც ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას და განაცხადა რომ მისთვის არ არის ცნობილი არანაირი საპრეზიდენტო შეწყალების ან სასჯელის შეცვლის თაობაზე ისეთ დანაშაულზე, რომელიც ტერორიზმში მონაწილეობას ითვალისწინებს და რაც მას ბრალად ედებოდა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ კლინტონის შეწყალება 1999 წელს არ იყო შესაბამისი. ეს მაგალითი განხილული უნდა იყოს საკუთარ კონტექსტში, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ სიტუაციასთან, რომელსაც „ისლამით ინსპირებულ“ ტერორზმთან ომით მოიხსენიებენ, ეს არის კონტექსტი, რომელშიც მოხდა მომჩვანის გასამართლება.
96. მომჩვანი ასევე აღნიშნავდა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული რესურსები საპირისპიროს დასამტკიცებლად სიფრთხილით უნდა იყოს განხილული. სახელმწიფომ არ მიუთითა, რომ ციტირებული კვლევის გამოქვეყნებისას ადამიანის უფლებათა პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო პირი, რომელმაც აშშ–ში აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა. მომჩვანმა ასევე ეჭვის ქვეშ დააყენა მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი. მას ძალიან უცანურად მიაჩნია, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირის დაკავების პირობები უნდა უგულებელყოფილ იქნეს სრულად მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოვანესი იყო სასამართლოსთვის საქმეზე ბაჰარ აჰმადი და სხვები (Babar Ahmad and Others). არასამთავრობო ორგანიზაცია ციხის პატიმრებმა (CagePrisoners), რომელიც ეხმარება მუსლიმ პატიმრებს რომელიც აშშ–ში იმყოფებიან პატიმრობაში ტერორიზმის ბრალდებით, ჩაატარეს გამოძიება, რომელიც ამტკიცებს, რომ ესეთი პატიმრები არიან პატიმრობის უმკაცრესი პრიობების მსხვერპლნი და ციხეში დისკრიმინაციის ობიექტები, აღიარების მიღების მიზნით გამხდარან წამების ობიექტები და მისჯილი ჰქონიათ უსამართლო და არაპროპორციული პატიმრობის ვადა და ასე შემდეგ.
97. მომჩოვანმა წარმოადგინა სახელმწიფოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის განსხვავებული ინტერპრეტაცია. მან მიუთითა, რომ პატიმრობის საშუალო ვადა 8.4 წელი არ მოიცავდა სამუდამო პატიმრობას და არ ითვალისწინებდა პატიმრობის ვადას, რომელიც მისჯილმა პირმა მოიხადა და სასამართლო განხილვის ეტაპისთვის გათავისუფლებულია პატიმრობისთვის ან პირობით სასჯელს იხდის. ამ კველვებში არც ის პირები შედიან, რომლებიც დაკავებული იყო გარდამავალ ეტაპზე და რომელთა მიმართაც საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოტანილა. ამასთანავე, აშშ იუსტიციის დეპარტამენტი სხვა მონაცემებს აწარმოებს: 2001 წლის 11 სექტემბრიდან 2010 წლის 18 მარტამდე 403 პირის საქმე იქნა განხილული სასამართლოების მიერ, აქედან ოცდათერთმეტი პირის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს არ გამოუტანია, თორმეტს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა და ხუთს მიესაჯა 60 ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. მომჩივანმა მიუთითა რიჩარდ რიდის საქმეზე, რომლის სახელიც რამოდენიმეჯერ იყო ნახსენები სისხლის სამართლის საქმის მასალებში რამაც გამოიწვია პირის მსჯავრდება ბელგიაში, ასევე ექსტრადიციის პროცედურების დროს. რიჩარდ რიდს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 2003 წელს იმავე ბრალდება „ბ“–თვის რაც მომჩივანს აქვს წაყენებული – ფეხსაცმელში დამალული ასაფეთქებელი საშუალებით თვითმფრინავის აფეთქების მცდელობა ფრენისას.
98. მომჩივანი დაობდა, რომ მისი საქმე არ იყო შესაბამისობაში ზემოთ ხსენებული ბაჰარ აჰმადის და სხვების საქმეში (Babar Ahmad and Others) არსებული მომჩივნების სიტუაციასთან, ვინაიდან მას უკვე ბელგიის სასამართლოებმა ბელგიაში მოქმედი მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეს და ამავე დროს მას არ უსარგებლია არანაირი შემამსუბუქებელი გარემოებებით.
99. და ბოლოს მომჩვანი დაობდა, რომ მისი „ერთდაერთი იმედი განთავისუფლების“ მდგომარეობს საპრეზიდენტო შეწყალების ან სასჯელის შეცვლის წარმატებულ შესაძლებლობაში რაც დე ფაქტო არ არსებული იყო „9/11–ის შემდეგ“. ამ შესაძლებლობას რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელშია დ არ ექვემდებარება სასამრთლოს გადასინჯვას არაფერი საერთო არ აქვს გარანტიასთან და ამავე დროს არ წარმოადგენს სასამართლოთი დადგენილ შესაძლებლობას. ის ექვემდებარებოდა ცვალებად საზოგადოებრივ აზრს და წინასწარ დაუდგენელ მინიმალურ კრიტერიუმს. შესაბამისად ის სრულ წინააღმდეგობაში იყო თანმიმდევრულობის და წინასწარ განჭვრეტადობის მოთხოვნასთან რაც დადგენილი იყო ზემოთ ხსენებულ საქმეზე ვინტერი და სხვების გადაწყვეტილებაში (Vinter and Others).
ბ) სახელმწიფო
100. სახელმწიფო აცხადებდა, სასამართლოს ზემოთ ხსენებულ საქმეებში ჰარკინსი და ედვარდსი და ბაჰარ აჰმადი და სხვები მიდგომის შესაბამისად (Harkins and Edwards and Babar Ahmad and Others), სამუდამო პატიმრობა უნდა იყოს განხილული ექსტრადიციის ფონის გათვალისწინებით. მომჩივანის ექსტრადიცია მოთხოვნილი იყო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს წინაშე წარდგომის და ბრალდების მიზნით და არ არსებობდა მარწმუნებელი არგუმენტი, რომ მომჩივანი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნებოდა ცნობილი.
101. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ „ა“ და „ბ“ ბარლდებაში ჩამოთვლილი დანაშაულების შემადგენელ ყველა ელემენტს (იხილეთ პუნქტი 13 ზემოთ), რომლისთვისაც მომჩივანს სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა (იხილეთ პუნქტი 15 ზემოთ) ექნებოდა ადგილი აშშ სახელმწიფო ორგანოებმა წარმოადგინეს დამაჯერებელი არგუმენტი რომ ეს სასჯელი იყო დისკრეციული და სასამართლო რომელიც განიხილავდა საქმეს არ იყო ვალდებული განსასჯელისთვის დაეკისრებინა კანონით დადგენილი მაქსიმალური სასჯელი. ამასთნავე, მაშინ როდესაც ხდება სამუდამო პატიმრობის დაკისრება პირზე არსებობს ბრალდების და სასჯელის პირდაპირი და არაპირდაპირი გამოსწორების საშუალებები, როგორიცაა ბრალდების გადასინჯვის შესაძლებლობა და სასჯელის შემცირების საშუალებები. ამასთან ერთად ასევე არსებობდა აშშ სახელმწიფო უწყებების გარანტია, რომ მომჩივანის საქმის განხილვა მოხდებოდა ჩვეულებრივ სასამართლოში, ის განთავსებული იქნებოდა მხოლოდ სამოქალაქო ციხეში და რომ მის მიმართ სიკვდილით დასჯა არ იქნებოდა გამოყენებული.
102. სახელმწიფო აცხადებდა, რომ არ არსებობდა წარმოდგენილ გარანტიებში ეჭვის შეტანის მიზეზი. ბელგიას 1901 წლიდან ეკისრებოდა ვალდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებით და მას არასდროს ჰქონია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევა დიპლომატიური გარანტიების ფარგლებში.
103. სახელმწიფოს აზრით, ყველა შემთხვევაში რეალური რისკი მომჩივანის მაქსიმალური სასჯელით დასჯისა იმ ბრალდებისთვის რაც „ა“ და „ბ“ ქვეპუქნტებით არის დადგენილი შეზღდულია და გამყარებული იმ მონაცემებით რაც წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა პირველი ანგარიშებით და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით ტერორიზმის დანაშაულისთვის დაკისრებული სასჯელების შესახებ (პუნქტი 29 ზემოთ). ამ პუბლიკაციებში ნათლად ჩანს, რომ სამუდამო პატიმრობის ყველა შემთხვევა ბევრად უფრო სერიოზულ დანაშაულს ეხება ვიდრე ისეთს რაც მომჩვანს ედება ბრალად. მომჩვანის მიერ მოყვანილი რიჩარდ რიდის მაგალითი (იხილეთ პუნქტი 97 ზემოთ) იმავე კატეგორიაში ჯდება ვინაიდან რიდი დაკავებული იყო მაშინ როდესაც ის ახორციელებდა მის გეგმას. სხვა შემთხვევებში ისეთი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები რომელიც მომჩივანის ბრალდება „ა“ და „ბ“ პუნქტებში არის წარმოდგენილი არ მისჯიათ მაქსიმალური სასჯელი დადგენილი აშშ კანონმდებლობით.
104. სახელმწიფომ მოუწოდა სასამართლოს მიეღო იგივე დასაბუთება როგორც ზემოთ ხსენებულ საქმეებში ბაჰარ აჰმადი და სხვები და ჰარკინსი და ედვარდსი იმ საკითხის გადაწყვეტისას სამუდამო პატიმრობამ, რომელიც მომჩივანს ეკისრებოდა „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ბრალდებისთვის, გაიარა თუ არა სასამართლოს მიერ კაფკარისის (Kafkaris) საქმეზე დადგენილი „ტესტი“ და როგორც დე იურე ისე დე ფაქტო იყო შემცირებადი თუ არა.
105. ჩავთვალოთ რომ პროპორციულობის საკითხი იყო შესაბამისი მოცემულ საქმეში მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანის ექსტრადიცია მოთხოვნილი იყო მხოლოდ მისი სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე სასჯელი რომელიც შესაძლოა მას დაკისრებოდა არ იყო აშკარად დისპროპორციული. ერთადერთი საკითხი, რომელიც დგებოდა იყო მიუხადავად იმისა რომ მომჩვანს ეკისრებოდა სამუდამო პატიმრობა მას უნდა ჰქონოდა განთავისუფლების შანსი.
106. პირველი ფაქტი, რომელიც აღნიშვნის ღირსია და რაც მომჩვანის მიერ აღიარებულია Conseil d’Etat–ის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ სასჯელის შეცვლის ან პრეზიდენტის შეწყალების სამართლებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც ეს 2010 წლის 10 აგვისტოს დიპლომატიურ ნოტაშია აღნიშნული სამუდამო პატიმრობა დე იურე შემცირებადია.
107. მეორე, დადგენილია, რომ სასჯელის შემცირება და პრეზიდენტის შეწყალება რამოდენიმე შემთხვევაში მართლაც განხორციელდა და სამუდამო პატიმრობა მართლაც შესაძლოა დე იურე შემცირდეს. სახელმწიფომ წარმოადგინა მხარდამჭერი სტატისტიკა შეწყალების და სასჯელის შემცირების თაობაზე რაც 1990 წლიდან განხორციელებულა და რაც შეიძლება მოძიებულ იქნას იუსტიციის დეპარტამენტის აშშ საიტზე. ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტს გამოუყენებია სასჯელის შემცირების და/ან შეწყალების უფლება. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2008 წელს გამოიყენა ეს უფლება პირის მიმართ ვისაც მისჯილი ჰქონდა სამუდამო პატიმრობა შეწყალების უფლების გარეშე ნარკოტიკის ტრეფიკინგისთვის. იგივე ზომები გამოყენებული ყოფილა პირის მიმართ, ვისაც ბრალად ედებოდა დანაშაულის ჩადენა ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, როგროც ეს მოხდა FALN–ის წევრების მიმართ და რაც ნახსენები იყო აშშ სახელმწიფოს 2010 წლის 10 აგვისტოს დიპლომატიურ ნოტაში.
108. სხვა დასკვნის გაკეთება არ შეიძლება, იმ ფაქტიდან რომ სასჯელის შემცირება ან პრეზიდენტის შეწყალება არ გამოყენებულა იმ პირების მიმართ ვისაც სამუდამო პატიმრობა ჰქონა მისჯილი ალ–ქაიდასთან დაკავშირებული ტერორიზმის დანაშაულისთვის. იგივე დასაბუთება, რაც იორგოვი ბულგარეთის წინააღმდეგ Iorgov v. Bulgaria (no. 2) (no. 36295/02, 2 სექტემბერი 2010) შეიძლება გამოყენებულ იქნას ვინაიდან აშშ სახელმწიფო უწყებების მიერ დაკისრებული სასჯელი ესეთი ქმედებებისთვის უახლოეს წარსულში მოხდა და ამიტომ მისჯილ პირს არ აქვს უფლება მოითხოვოს პრეზიდენტის შეწყალება ან სასჯელის შემცირება. ისინი არ არიან უფლებამოსილნი მსგავსი ზომის მიღებაზე სანამ ისინი მათი სასჯელის ნაწილს არ მოიხდიან. მსგავსი დანაშაულისთვის შეწყალების რაოდენობის სიმცირე ვერ გაამყარებს დასკვნას რომ შეწყალების სისტემა არ მუშაობს. მას შემდეგ რაც პირს სასჯელი დაეკისრება და ის მოიხდის სასჯელის გარკვეულ ვადას მომჩივანს შეუძლია შესაბამის დროს და აშშ შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით მოითოხვოს პრეზიდენტის შეწყალება ან სასჯელის შემცირება. სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება ამ ღონისძიების მხარდამჭერი ან მოწინააღმდეგე როლი შეასრულოს. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის მტკიცება განთავისუფლდება თუ არა და როდის განთავისუფლდება მომჩივანი.
109. სახელმწიფო ასევე აცხადებდა, რომ აშშ სისტემა შესაბამისობაში იყო სასამართლოს მიერ ზემოთ ხსენებულ საქმეებში ვინტერი და სხვები (Vinter and Others) დადგენილ მოთხოვნებთან, რომელიც ეხებოდა სავალდებულო სამუდამო პატიმრობას და არა დისკრეციულ შემთხვევებს, როგორც მოცემულ საქმეშია. პრეზიდენტის შეწყალება იყო ცნობილი ღონისძიება, რომელიც იყო წინასწარ განჭვრეტადი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე შესაბამისი ღონისძიება, რომელიც სამუდამო პატიმრობა მისჯილი პატიმრებისთვის საკმარისად ფართო იყო და შეიცავდა განთავისუფლების გარკვეულ სამართლებრივ შესაძლებლობებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ სისტემა განსხვავდებოდა გაერთიანებული სამეფოს სისტემისგან. გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავებით, აშშ–ში მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს შეწყალება და სასჯელის შემცირება. სასჯელის ხანგრძლივობას და ბუნებას არ აქვს მნიშვნელობა. მსჯავრდებულ პირს შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის განცხადებების შეტანა. პროცედურისთვის საჭიროა შეწყალების ოფიცრის წინასწარი შეფასება, რომელიც მუშაობს იუსტიციის დეპარტამენტში და რომელიც ამზადებს არა სავალდებულო მოსაზრებას პრეზიდენტისთვის დანაშაულის გარემოებების და მომჩვანის ბუნების გათვალსიწინებით.
2. სასამართლოს შეფასება
110. ნაგულვები დარღვევა გულისხმობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მომჩვანის ექსტრადიციით მის საფრთხეში ჩაგდებას მიესაჯათ სამუდამო პატიმრობა შეწყალების და ვადის შემცირების უფლების გარეშე კონვენციის მე–3–ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით.
111. სასამართლო მის წინაშე მდგარი საკითხის განხილვას დაიწყებს მე–3–ე მუხლთან მიმართებით მისი გადაწყვეტილებების ზოგადი მიმოხილვით, პირველ რიგში სამუდამო პატიმრობასთან დაკავშირებით და შემდეგ უცხოელების ეროვნული ტერიტორიიდან გაძევების თაობაზე. და ბოლოს სასამართლო განიხილავს სამუდამო პატიმრობის პრინციპის მიმართებას მომჩივანის კონკრეტულ სიატუაციასთან, რომლის ექსტრადიციაც მოხდა.
ა) სამუდამო პატიმრობის პრინციპები
112. სასამართლოს პრეცედენტული სამართლით კარგად არის დადგენილი, რომ სამუდამო პატიმრობის სასჯელის დაკისრება სრულწლოვან დამნაშავეზე თავისთავად არ არის აკრძალული ან შეუსაბამო კონვენციის მე–3–ე მუხლთან ან ნებისმიერ სხვა მუხლთან (იხილეთ კაფკარისი (Kafkaris), ზემოთ ციტირებული, § 97), და ადგენს, რომ ის არ არის უხეშად დისპროპორციული (იხილეთ ვინტერი და სხვები (Vinter and Others), ზემოთ ციტირებული, §§ 88 და 89). სასამართლომ დაადგინა, რომ შეუმცირებადმა სამუდამო პატიმრობის დაწესებამ სრულწლოვანზე შესაძლოა წარმოშვას გარკვეული საკითხები კონვენციის მე–3–ე მუხლის ფარგლებში (იხილეთ კაფკარისი (Kafkaris), ზემოთ ციტირებული, § 97).
113. ეს უკანასკნელი პრინციპი კი წარმოშობს ორ დამატებითს. პირველ ყოვლისა, მე–3–ე მუხლი არ ახდენს სამუდამო პატიმრობის სრულად მოხდის პრაქტიკაში არსებობის შესაძლებლობას. ის რასაც მე–3–ე მუხლი კრძალავს არის ის რომ სამუდამო პატიმრობა დე იურე და დე ფაქტო არ უნდა იყოს შეუმცირებადი. მეორე, იმის დადგენისას სამუდამო პატიმრობა მოცემულ სიტუაციაში შეიძლება ჩაითვალოს თუ არა შეუმცირებადად სასამართლო ცდილობს განსაზღვროს სამუდამო პატიმრობა მისჯილ ადამიანს აქვს თუ არა გათავისუფლების რაიმე შანსი. ეროვნული კანონმდებლობა იძელვა თუ არა სამუდამო პატიმრობის სასჯელის გადახედვის საშუალებას მისი შემცირების, გაუქმების, შეწყვეტის ან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების მიზნით, რაც შესაბამისობაში იქნება კონვენციის მე–3–ე მუხლის მოთხოვნებთან (იხილეთ კაფკარისი (Kafkaris), ზემოთ ციტირებული, § 98).
114. აქამდე სასამართლოს მიაჩნდა, რომ სამუდამო პატიმრობის ცვლილების შესაძლებლობა საკმარისი იყო კონვენციის მე–3–ე მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ ადრე განთავისუფლების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის დისკრეციული უფლებამოსილება იყო (იხილეთ კაფკარისი (Kafkaris), ზემოთ ციტირებული, § 103) ან პრეზიდენტის შეწყალების ან სასჯელის შემცირების იმედი or (იხილეთ იორგოვი ბულგარეთის წინააღმდეგ ( Iorgov v. Bulgaria (no. 2)), no. 36295/02, §§ 51–დან 60–მდე, 2 სექტემბერი 2010) საკმარისი იყო მსგავსი შესაძლებლობის დასადგენად.
115. ზემოთ ციტირებულ ვინტერის და სხვების საქმეზე (Vinter and Others), სასამართლომ გადახედა იმ პრობლემას თუ როგორ მომხდარიყო იმის დადგენა მოცემულ საქმეში სამუდამო პატიმრობა შეიძლებოდა თუ არა მიჩნეულიყო შემცირებადად. სასამართლომ ეს საკითხი განიხილა სასჯელის მიზნის პრევენციის და რეაბილიტაციის კუთხით (§§ 112–დან 118–მდე). კაფკარისის გადაწყვეტილებაზე უკვე დადგენილი პრინციპის მიხედვით, სასამართლომ აღნიშნა რომ იმისათვის, რომ სამუდამო პატიმრობა მიჩნეულ იქნას შემცირებადად მაშინ უნდა იყოს მისი განხილვის შესააძლებლობა, რომელიც აძლევს საშუალებას ეროვნულ უწყებებს განიხილონ პატიმრის სამუდამო პატიმრობის ბრალდებები იყო თუ არა ესეთი მნიშვნელოვანი და ისეთი რეაბილიტაცია მოხდა სასჯელის მოხდის მსვლელობისას, რომ სასჯელის გაგრძელება ვეღარ იქნება გამართლებული პენოლოგიური საფუძვლებით (§ 119). ამავე დროს სასამართლომ პირველად განმარტა, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილმა პატიმარმა უნდა იცოდეს სასჯელის მოხდის დაწყებისთანავე თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მისი განთავისუფლება გადასინჯულ იქნას და რა პირობებით შეიძლება მოხდეს განთავისუფლება, მათ შორის როდის შეიძლება მოხდეს მისი საქმის განხილვა და როდის შეიძლება განხილვის მოთხოვნა. შესაბამისად, როდესაც ეროვნული კანონმდებლობით არ არის დადგენილი სამუდამო პატიმრობის გადასინჯვის შესაძლებლობის მექანიზმი, მე–3–ე მუხლთან შეუსაბამობა ამ საფუძვლით წარმოიშვება იმ მომენტიდან როდესაც პირს სამუდამო პატიმრობა ეფარდება სასჯელის ფორმად და არა მისი ტუსაღობისას. (§ 122).
ბ) უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პრინციპები
116. კარგად დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე–3–ე მუხლით აკრძალული მოპყრობისგან დაცვა აბსოლუტურია და ამის შედეგად ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პირის ექტრადიციამ შეიძლება წარმოშვას პრობლემები ამ დებულებით და კონვენციის ფარგლებში დააყენოს სადაო სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც არსებობს სერიოზული საფუძველი იმის დაჯერების რომ თუ პირის ექტრადიცია მოხდება მომთხოვონ ქვეყანაში ის აღმოჩნდება მე–3–ე მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე (იხილეთ სოერინგი გაერთიანებული სამფოს წინააღმდეგ (Soering v. United Kingdom), 7 ივლისი 1989, § 88, Series A no. 161). ის ფაქტი, რომ ცუდათ მოპყრობა გამოწვეულია კონვენციის არამონაწილე სახელმწიფოს მიერ არ წარმოადგენს განხილვის საგანს (იხილეთ საადი (Saadi), ზემოთ ციტირებული, § 138). ასეთ სიტუაციებში მე–3–ე მუხლი ადგენს ვალდებულებას არ მოხდეს სადაო პირის აღნიშნულ ქვეყანაში გადაყვანა იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ქვეყანა არ არის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო. სასამართლო არ ანსხვავებს გადაყვანის საფუძვლებს; ის ადგენს იმავე მიდგომას როგორც ექსტრადიციის ისე გაძევებისთვის (იხილეთ ჰარკინსი და ედწარდსი (Harkins and Edwards), ზემოთ ციტირებული, § 120, და ბაბარ აჰმადი და სხვები (Babar Ahmad and Others), ზემოთ ციტირებული, § 168).
117. სასამართლო იმეორებს, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი იმ სირთულეების შესახებ, რომელიც სახელმწიფოს უდგას მისი მოსახლეობის ტერორისტების ძალადობისგან დაცვისას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ადამიანის უფლებებისთვის. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და არ უნდა მოხდეს ტერორიზმის და მის მიერ საზოგადოებისთვის გამოწვეული საფრთხის სათანადოდ ვერ შეფასება (იხილეთ ოთმანი (აბუ ქადადა) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Othman (Abu Qatada) v. United Kingdom), no. 8139/09, § 183, ECHR 2012). ასეთი საფრთხის პირობებში სასამართლო კანონიერად მიიჩნევს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მყარი პოზიციის დაკავებას მათ მიმართ ვინც მონაწილეობას იღებს ტერორისტულ საქმიანობაში. (ibid). ბოლოს, სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას და არც სასიკეთო მიზანს ყველა სახელმწიფოსთვის როდესაც დანაშაული უფრო დიდ საერთაშორისო დონეზე გადადის (იხილეთ სოერინგი (Soering), ზემოთ ციტირებული, § 86).
118. არცერთ ამ ფაქტორს არ აქვს გავლენა მე–3–ე მუხლის აბსოლუტურულ ბუნებაზე. როგორც სასამართლომ უკვე რამოდენიმეჯერ აღნიშნა ამ წესს გამონაკლსი არ აქვს. ეს პრინციპი ბევრ შემთხვევაში გამყარდა ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (Chahal v. the United Kingdom (15 ნოემბერი 1996, §§ 80 et 81, Reports of Judgments and Decisions 1996-V), იქამდე რომ შეუძლებელია სადაო პირის თუნდაც არასასურველი და სახიფათო მოქმედებები გახდეს არსებითი განხილვის საგანი ან გაძევებისთვის დადგენილი მიზეზებით ცუდათ მოპყრობის რისკის გაზომვა მოხდეს იმისათვის რომ დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის მე–3–ე მუხლით (იხილეთ საადი ( Saadi), ზემოთ ციტირებული, § 138; ასევე იხილეთ დაუოიდი საფრანგეთის იწნააღმდეგ (Daoudi v. France), no. 19576/08, § 64, 3 დეკემბერი 2009, და მ.ს. ბელგიის წინააღმდეგ (M. S. v. Belgium), no. 50012/08, §§ 126 და 127, 31 იანვარი 2012).
119. მსგავსი პასუხისმგებლობის დასადგენად სასამართლომ უნდა აუცილებლად შეაფასოს მომთხოვნ ქვეყანაში მდგომარეობა მე–3–ე მუხლის მოთხოვნების მიხედვით. ეს არ გულისხმობს კონვენციის ისეთ ინტრუქმენტად ქცევას, რომელიც არეგულირებს იმ სახელმწიფოების მოქმედებებს, რომლებიც არ არიან კონვენციის ხელშემკვრელები ან ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს დააკისრონ სტანდარტები მსგავს სახელოწმიფოებს (იხილეთ სოერინგი (Soering), ზემოთ ციტირებული, § 86, და ალ–სკეინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Skeini and Others v. United Kingdom) [GC], no. 55721/07, § 141, ECHR 2011). თუ კონვენციით რაიმე ვალდებულების დაკისრება შეიძლება მოხდეს ეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ექტრადიციის განმახორციელებელ კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს იმ მიზეზით, რომ მან განახორციელა ქმედება, რომლითაც პირი აკრძალული ცუდი მოპყრობის რისკის, განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა (იხილეთ, სოერინგი (Soering), ზემოთ ციტირებული, § 91; მამატკულოვის და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) [GC], nos. 46827/99 და 46951/99, § 67, ECHR 2005‑I; და საადი (Saadi), ზემოთ ციტირებული, § 126).
120. თუ ექტრადიციას შესაძლოა ჰქონდეს შედეგები მომთხოვნ სახელმწიფოში, რომელიც არ არის შესაბამისობაში კონვენციის მე–3–ე მუხლთან, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს ექტრადიცია. ეს არის მე–3–ე მუხლით დადგენილი დაცვის მექანიზმების ეფექტურობის უზრუნველყოფის საკითხი ნაგულვები წამების რისკის სერიოზული და გამოუსწორებელი ბუნებიდან გამომდინარე (იხილეთ სოერინგი (Soering), ზემოთ ციტირებული, § 90).
გ) პრინციპების მოცემულ საქმესთან მიმართებით გამოყენება
121. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანის ექტრადიცია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მისი სისლხის სამართლებრივი დევნა განხორციელდა ალ–ქაიდას ინსპირერებული ტერორიზმის მოქმედებებში მონაწილეობის ბარლდების გამო და იმ შემთხვევაში თუ მას დამნაშავედ სცნობენ და სასჯელს დააკისრებენ მას შესაძლოა მიუსაჯონ სამუდამო პატიმრობის სრულად მოხდა გარკვეული ბრალდებების გამო. სასჯელი დისკრეციულია და მოსამართლეს შეუძლია მიუსაჯოს უფრო მსუბუქი სასჯელი, მაგალითად ფიქსირებული ვადით პატიმრობა.
122. სასამართლოს გადასაწყვტია იყო თუ არა მომჩვანის ექსტრადიცია კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევა შესაძლო რისკის გათვალისწინებით. წარსულში სასამართლოს რამდენჯერმე ჰქონია შემთხვევა ემსჯელა სამუდამო პატიმრობის განაჩენზე. ყველა შემთხვევაში იგი ცდილობდა დაედგინა მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიებით პირის ექსტრადიცია მართლაც აგდებდა თუ არა მათ საფრთხის წინაშე და თუ კი სამუდამო პატიმრობის შემცირება იყო თუ არა შესაძლებელი ისე, რომ მათ ჰქონოდათ განთავისუფლების იმედი (იხილეთ, ნივეტე საფრანგეთის წინააღმდეგ (Nivette v. France) (dec.), no. 44190/98, ECHR 2001-VII; აინჰორნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Einhorn v. France) (dec.), no. 71555/01, ECHR 2001-XI; სალემი პორტუგალიის წინააღმდეგ (Salem v. Portugal) (dec.), no. 26844/04, 9 მაისი 2006; ოლეაჩეა კაჰუასი ესპანეთის წინააღმდეგ (Olaechea Cahuas v. Spain), no. 24668/03, ECHR 2006-X; და შუცტერი იტალის წინააღმდეგ (Schuchter v. Italy), (dec.), no. 68476/10, 11 ოქტომბერი 2011).
123. ეს საკითხი კიდევ ერთხელ წარმოიშვა საქმეზე ჰარკინსი და ედვარდსი და ბაჰარ აჰმადი და სხვები (Harkins and Edwards და Babar Ahmad and Others), ზემოთ ციტირებული. მომჩივნების უმეტესობას ამ საქმეში ემუქრებიდათ ექსტრადიციის საფრთხე გაერთაინებული სამფოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ გაასამართლებდნენ ალ–ქაიდას ინსპირირებული ტერორიზმის დანაშაულისთვის და მათი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ემუქრებოდათ სავალდებულო ან დისკრეციული სამუდამო პატიმრობის განაჩენი.
124. სასამართლომ ეროვნულ სისტემაში სამუდამო პატიმრობის შესახებ საკუთარი პრეცედენტული სამართლის საფუძველზე, ისე როგორც კაფკარისის (Kafkaris; იხილეთ პუნქტები 112 to 114 ზემოთ) გადაწყვეტილებაზე დაადგინა, რომ უხეში დისპროპორციულობის არ არსებობის შემთხვევაში დისკრეციული სამუდამო პატიმრობა შეწყალების გარეშე წარმოშობს მე–3–ე მუხლის ფარგლებში საკითხს სადაც შეიძლება იმის ჩვენება რომ მომჩივანის განგრძობადი პატიმრობა არ შეიძლება გამართლებული იყოს ნებისმიერი პენოლოგიური ლეგიტიმიური საფუძვლით და რომ სასჯელი იყო შეუმცირებადი როგორც დე ფაქტო ისე დე იურე (იხილეთ ჰარკინსი და ედვარდსი (Harkins and Edwards), ზემოთ ციტირებული, § 135, და ბაჰარ აჰმადი და სხვები (Babar Ahmad and Others), ზემოთ ციტირებული, §§ 241 და 242).
125. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩვნები, რომლებიც ჯერ არ არიან დამნაშავედ ცნობილნი სასამართლოს მიერ და ამ ბრალდების ფარგლებში უკვე იხდიან სასჯელს ექსტრადიციის შემთხვევაში მათი აშშ–ში პატიმრობა არ მოემსახურება კანონიერ პენოლოგიურ მიზანს. სასამართლო თვლის, რომ ნაკლებად ნათელია, რომ თუ ოდესმე ეს საკითხი წამოიჭრება აშშ სახელმწიფო უწყებები უარს იტყვიან იასარგებლონ სასჯელის შემცირების ხელმისაწვდომი მექანიზმებით (იხილეთ ჰაკინსი და ედვარდსი (Harkins and Edwards) §§ 140 და 142, ზემოთ ციტირებული და ბაჰარ აჰმადი და სხვები, (Babar Ahmad and Others) §§ 130, 131 და 243 ზემოთ ციტირებული). სასამართლო დასკვნით, სამუდამო პატიმრობის დაკისრების რისკი ვერ იქნება მომჩივანის ექსტრადიციის ხელის შემშლელი პირობა.
126. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მის ექსტრადიციამდე მომჩვანი იმყოფებოდა ბაჰარ აჰმადის და სხვების საქმეში არსებული სიტუაციის მსგავსში.
127. ამ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მსგავსად, სასამართლო მიიჩნევს რომ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით რაც მომჩვანს ედება ბრალად და ფაქტი რომ სასჯელის დაკისრება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლომ გაითვალისწინა ყველა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი ფაქტორები და დაადგინა, რომ დისკრეციული სამუდამო პატიმრობა არ იქნება უხეშად დისპროპორციული (იხილეთ ბაჰარ აჰმადი და სხვები (Babar Ahmad and Others), ზემოთ ციტირებული, § 243).
128. მოპასუხე სახელმწიფო დაობდა, რომ ექსტრადიციის კონტექსტში ამ სასჯელის მე–3–ე მუხლთან შესაბამისობის დასადგენად „ტესტი“ გამოყენებული სასამართლოს მიერ ჰარკინსის და ედვარდსის და ბაჰარ აჰმადის და სხვების საქმეზე (Harkins and Edwards და Babar Ahmad and Others) ასევე აქაც უნდა იყოს გამოყენებული და არ არსებობდა მოცემულ საქმეში „ტესტის“ უგულებელყოფის საფუძველი განსაკუთრებით კი უახლესი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით საქმეზე ვინტერი და სხვები (Vinter and Others).
129. სახელმწიფო ამბობდა, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მომჩვანის ექსტრადიცია მოხდა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით, ის ჯერ არ ყოფილა დამნაშავედ ცნობილი და შესაბამისად წარმოუდგენილია იმის განსაზღვრა თუ როდის დადგება ის მომენტი სასჯელის მოხდის ეტაპზე რომ პატიმრობას აღარ ექნება პენოლოგიური მიზანი ან იმაზე სპეკულირება თუ როდის და რა ფორმით აღასრულებენ აშშ სახელმწიფო უწყებები ხელმისაწვდომ მექანიზმებს. სახელმწიფოს აზრით, ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვინტერი და სხვების სააქმეზე (Vinter and Others; § 122) დაადგინა რომ კონვენციის მე–3–ე მუხლთან შესაბამისობის დადგენის საწყისი მომენტი არის სამუდამო პატიმრობის შესახებ განაჩენის გამოტანის მომენტი მაგრამ ეს მოცემულ საქმეში ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან მომჩივანი ჯერ არ ყოფილა ცნობილი დამნაშავედ.
130. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს არგუმენტი უარყოფილ უნდა იქნას ვინაიდან ის სცდება მე–3–ე მუხლის პრევენციულ მიზანს ისეთ საკითხთან მიმართებით როგორიცაა უცხოელების გაძევება, რაც მდგომარეობს იმაში რომ მოახდინოს პირების დაცვა ისეთი სასჯელისა და ტანჯვისგან რაც აკრძალულია ამ დებულებით. სასამართლო ადგენს, რომ მე–3–ე მუხლი მოითხოვს ხელშემკვრელი სახელმწიფოსგან მოახდინოს მსგავსი მოპყრობით გამოწვეული ტანჯვის ან ასეთი სასჯელის აღსრულების პრევენცია (იხილეთ პუნქტი 120 ზემოთ). ამასთანავე, სასამართლო ადგენს როგორც მან დაადგიან ექსტრადიციის ყველა საქმეში სოერინგის (Soering) შემდეგ, რომ მან უნდა შეაფასოს მომჩივანის მიერ განცდილი რისკი მე–3–ე მუხლის ფარგლებში ex ante – მოცემულ საქმეში, მის მსჯავრდებამდე აშშ–ში–და ex post facto, როგორც ეს სახელმწიფოს მიერ არის შეთავაზებული.
131. სასამართლოს ამოცანაა დარწმუნდეს იმაში, რომ მომჩივანის ექსტრადიცია შესაბამისობაში იყო მე–3–ე მუხლთან და დაადგინოს დისკრეციული სამუდამო პატიმრობა რომელიც მომჩვანს ემუქრება აკმაყოფილებს თუ არა კრიტერიუმს რომელიც მან საკუთარ პრეცედნეტულ სამართალში დაადგინა ამ საკითხთან მიმართებით (იხილეთ პუნქტი 112 და 115 ზემოთ).
132. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფომ დაადასტურა, რომ აშშ სისტემამ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა დადგენლი სასამართლოს მიერ მის გადაწყვეტილებაში კაფკარისის (Kafkaris) საქმეზე და ახალი კრიტერიუმი დადგენილი სასამართლოს მიერ ვინტერის და სხვების საქმეზე (Vinter and Others). მათ განაცხადეს, რომ სამუდამო პატიმრობა, რომელიც მომჩვანს ემუქრებოდა იყო შემცირებადი დე იურე, ვინაიდან მას ექნებოდა საშუალება აშშ კონსტიტუციის მიხედვით მიემართა პრეზიდენტისთვის შეწყალების ან სასჯელის შემცირების მოთხოვნით. მას მსგავსი განცხადებით მიმართვის უფლება ჰქონდა საბოლოო მსჯავრდების შემდეგ ნებიმიერ დროს და იმდენჯერ რამდენჯერაც ისურვებდა. მისი მოთხოვნა განხილული იქნებოდა შეწყალების ადვოკატის მიერ, რომელიც მოამზადებს არასავალდებულო მოსაზრებას პრეზიდენტისთვის. საფუძველი რომლითაც მომჩვანს შეუძლია შეწყალების მიღება სახელმწიფოს აზრით იყო საკმარისად ფართო, და ნებისმიერ შემთხვევაში იმაზე ფართო ვიდრე გამოყენებული გაერთიანებული სამეფოს მიერ, როგორც ეს შეფასებული იყო გადაწყვეტილებაზე ვინტერი და სხვები (Vinter and Others). დისკრეციული სამუდამო პატიმრობის განაჩენი ასევე შემცირებადი იყო დე ფაქტო. სახელმწიფომ დიპლომატიური გარანტიები და აშშ სახელმწიფო ორგანოების სტატისტიკა წარმოადგინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ აშშ–ს ყველა პრეზიდენტს გამოყენებული ჰქონდა შეწყალების ან სასჯელის შემცირების უფლებამოსილება და რომ მათ მსგავსი უფლებამოსილება მიანიჭეს წარსულში პირებს, რომელთაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დანაშაულის გამო.
133. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი „განთავისუფლების ერთადერთი იმედი“ არის პრეზიდენტის შეწყალების ან სასჯელის შემცირების მოთხოვნის წარმატებით დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რომელიც დე ფაქტო არ არსებულია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდგომ. ეს შესაძლებლობა, რომელიც სრულად აღმასრულებლის დისკრეციას წარმოადგენს, არ იყო გარანტია და არ ემყარებოდა წინასწარ დადგენილ კრიტერიუმებს. ამის გათვალისწინებით, დისკრეციული სამუდამო პატიმრობა, რომელიც მას შესაძლოა მიესაჯოს არ შეიძლება მიჩნეულ იქნას შემცირებადად არც დე ფაქტი და არც დე იურე სასამართლოს გადაწყვეტილების ვინტერის და სხვების საქმეზე (Vinter and Others) გათვალისწინებით.
134. სასამართლოს ესმის, რომ აშშ სამართლებრივი დებულებები ნახსენები აშშ სახელმწიფო ორგანოების 2010 წლის 10 აგვისტოს დიპლომატიურ ნოტაში, არ იძლევა სამუდამო პატიმრობის შემთხვევაში, იქნება ეს სავალდებულო თუ დისკრეციული, შეწყალებით გამოშვების შესაძლებლობას მაგრამ მიუთითებს, რომ არსებობს რამოდენიმე შესაძლებობა მსგავსი სასჯელის შემცირებისა. სასჯელი შეიძლება შემცირდეს პატიმრის მხრიდან მის საქმეზე არსებითი თანამშრომლობის და ერთი ან მეტი მესამე პირის სისხლისამართლებრივ დევნაში დახმარების შემთხვევაში. სასჯელი ასევე შესაძლოა შემცირდეს უდავო ჰუმანიტარული მიზეზების გამო. პატიმარს ასევე შეუძლია მოითხოვოს მისი სასჯელის შემცირება ან საპრეზიდენტო შეწყალება აშშ კონსტიტუციის მიხედვით (იხილეთ პუნქტები 27 და 79–დან 83–მდე ზემოთ).
135. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად პირდაპირი მოთხოვნებისა ჩამოყალიბებული 2010 წლის 10 ივნისის ბრიუსელის სააპელაციო სასამართლოს ბრალდების განყოფილების მიერ მის მოსაზრებაში მომჩვანის ექსტრადიციასთან დაკავშირებით (იხილეთ პუქნტი 26 ზემოთ) აშშ სახელმწიფო უწყებებს არ წარმოუდგენიათ გარანტიები არცერთ ეტაპზე რომ მომჩივანი დაცული იქნებოდა სამუდამო პატიმრობიდან ან იმ შემთხვევაში თუ სამუდამო პატიმრობის დაკისრება მოხდებოდა მას თან მოჰყვებოდა სასჯელის შემცირება ან შეცვლა ( იხილეთ ოლაეჩეა ქაჰუასი, (Olaechea Cahuas) ზემოთ ციტირებული, § 43, და რუშინგი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Rushing v. Netherlands (dec.), no. 3325/10, § 26, 27 ნოემბერი 2012). შესაბამისად მან არ უნდა განსაზღვროს მოცემულ საქმეზე მომთხოვნი უწყების მიერ წარმოდგენილი გარანტიები საკმარისია თუ არა, მათი შინაარსიდან გამომდინარე და იცავს მომჩვანს იმ რისკიდან რომ მას დაეკისრება კონვენციის მე–3–ე მუხლთან შეუსაბამო სასჯელი. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აშშ სახელმწიფო უწყებების განმარტებები სასჯელის შესახებ და აშშ კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების შესახებ ძალიან ზოგადი და ბუნდოვანია და ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად ზუსტად. (იხილეთ ოტმანი (აბუ ქადადა) Othman (Abu Qatada), ზემოთ ციტირებული, § 189).
136. სასამართლოს წინაშე ეხლა დგება მოცემული საქმის ცენტრალური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც მოიცავს იმის დადგენას მიუხედავად მოცემული გარანტიებისა აშშ კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სამუდამო პატიმრობის განაჩენის შემცირების შესაძლებლობას და პრეზიდენტის შეწყალებას აკმაყოფილებს თუ არა კრიტერიუმს რომელიც სასამართლოს აქვს დადგენილი სამუდამო პატიმრობის შემცირებადობის შესაფასებალად და მის კონვენციის მე–3–ე მუხლთან შესაბამისობის დასადგენად.
137. ხანგრძლივი კვლევა ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად არ არის საჭირო: სასამართლო უბრალოდ აღნიშნავს, რომ მითითებული დებულებები მიუთითებს „განთავისუფლების შესაძლებლობაზე“ კაფკარისის (Kafkaris) გადაწყვეტილების ფარგლებში – პრაქტიკაში ამ შესაძლებლობის არსებობის დასადგენად არცერთი წარმოდგენილი პროცედურა არ იძლევა საშუალებას ეროვნული უწყებებისთვის განსაზღვრონ ობიექტური, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლითაც იხელმძღვანელებს პატიმარი და ექნება ზუსტი წარმოდგენა სამუდამო პატიმრობის დაკისრების მომენტისთვის რომ სასჯელის მოხდისას პატიმრის ცვლილება და ისეთი პროგრესი რომ განგრძობადი პატიმრობა ვეღარ იქნება გამართლებული ლეგიტიმური პენოლოგიური საფუძვლით (იხილეთ პუნქტ~ი 115 ზემოთ);
138. ამ პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუდამო პატიმრობა რომელიც მომჩვანს უნდა დაეკისროს ვერ იქნება მიჩნეული შემცირებად სასჯელად კონვენციის მე–3–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე საქმეზე ვინტერის და სხვების (Vinter and Others) გადაწყვეტილების ფარგლებში. სახელმწიფომ წარმოშვა მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის ფარგლებში იმით რომ მომჩივანი აღმოჩნდა კონვენციის დებულებების საწინააღმდეგო მოპყრობის საფრთხის წინაშე.
139. შესაბამისად სასამართლო ადგენს, რომ მომჩვანის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში წამროადგენდა კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღევვას.
II. კონვენციის 34–ე მუხლის ნაგულკვები დარღვევა
140. მომჩივანი დაობდა, რომ მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია არღვევდა სასამართლოს მიერ სასამართლო რეგლამენტის 39–ე მუხლით დადგენილ დროებით ღონისძიებას და შესაბამისად ექსტრადიცია წარმოადგენდა მისი ინდივიდუალური სარჩელით მიმართვით უფლების დარღვევას. იგი დაეყრდნო კონვენციის 34–ე მუხლს, რომელშიც ვკითხულობთ:
“სასამართლოს შეუძლია მიიღოს განაცხადები ნებისმიერი ფიზიკური პირისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციისაგან ან ცალკეულ პირთა ჯგუფისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი არიან ერთ–ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვების მსხვერპლნი. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, არაფრით შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიან განხორცილებას.”
სასამართლოს რეგლამენტის მუხლი 39 ადგენს შემდეგს:
“1. პალატას ან, სადაც ეს შესაფერისია, მის თავმჯდომარეს, შეუძლია მხარის ან ნებისმიერი შესაბამისი პირის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, მიუთითოს მხარეეებს ნებისმიერი დროებითი ღონისძიება, რომლის გამოყენებასაც იგი გადაწყვეტს მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე ან სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით.
2. ამ ღონისძიების შესახებ უნდა ეცნობოს მინისტრთა კომიტეტს.
3. პალატას შეუძლია მოთხოვოს მხარეებს ინფორმაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია დროებითი ღონისძიების განხორციელებასთან, რომელზეც მითითება იქნა გაცემული პალატის მიერ.“
141. მომჩივანი აცხადებდა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძიების დარღვევით განხორციელებული მისი ექსტრადიცია გადაწყვეტილ იქნა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და გამომდინარეობდა განზრახი პოლიტიკური გადაწყვეტილებით რომელიც მცდარ მიზეზებს ემყარებოდა. სახელმწიფოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც გაამყარებდა მომჩვანის ეგრეთ წოდებულ საფრთხეს; უფრო მეტიც, მომჩივანის მიმართ არ განხორციელებულა გამოძიება იმ მიზეზით რომ მან სცადა გაქცევა ან მის რელიგიურ რწმენაზე მოქცევა სხვების; პირიქით ყველა იმ ციხის ხელმძღვანელი სადაც კი მომჩვანი სასჯელს იხდიდა მიუთითებდა მის უმწიკვლო ქცევაზე. ერთადერთი მიზეზი ბელგიის მთავრობის მსგავსი ქმედების იყო პოლიტიკური ნება, რაც შეიძლება სწრაფად გადაეცათ მომჩვანი აშშ სახელმწიფო უწყებებისთვის და ამავე დროს თავი აერიდებინათ სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის რომლითაც ექსტრადიციის შედეგად კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევა დადგინდებოდა. პოლიტიკური ნების არსებობის მტკიცებულებაა ის რომ დროებითი ღონისძიების გაუქმების რამოდენიმე მოთხოვნას Conseil d’Etat –ის წინაშე აპელაციის განხილვისასა არ ჰქონდა დამაბრკოლებელი ეფექტი ექტრადიციის გადაწყვეტილების vis-à-vis. ასე მოქმედებით სახელმწიფომ გარდაუვლად დაარღვია მომჩვანის ინდივიდუალური პეტიციის უფლება, ვინაიდან ეს მისთვის სამართლებრივად შეუძლებელი გახდა მისი ექსტრადიციის გამო და მატერუალურად შეუძლებელი მისი სხვა პატიმრებისგან განცალკევებით პატიმრობის გამო ციხეში, რომელიც გარე სამყაროსგან მოწყვეტილია და არ აქვს მას საშუალება აწარმოოს საჩირის სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურა სრულყოფილად.
142. სახელმწიფომ პირველ რიგში მიუთითა, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, კონკრეტულად კი მამატხულოვი და ასრაკოვი (Mamatkulov and Askarov) გადაწვეტილების გათვალისწინებით (ზემოთ ციტირებული, § 108) დროებითი ღონიძიების მიზანი არის ინდივიდუალური სარჩელით მიმართის საშუალების გამოყენება, რაც კონვენციის 34–ე მუხლით არის დადგენილი და შესაბამისად საჩივრის არსის დაცვა მაშინ, როდესაც სასამართლომ მიიჩნია რომ არსებობდა მომჩივანისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიდგომის საფრთხე. მოცემულ საქმეში, სასამართლოს უნდა დაედგინა მოთხოვნის დაუშვებელი ბუნებიდან გამომდინარე (იხილეთ ოუნქტი 39 ზემოთ), რომ დროებით ღონისძიებას აკლდა რეალური გამამართლებელი არგუმენტაცია.
143. მეორე, სახელმწიფომ განმარტა ის მიზეზები რატომაც მოახდინა 2013 წლის 3 ოქტომბერს მომჩივანის ექსტრადიცია. ექტრადიცია გადაწყვეტილი იყო 2013 წლის 23 სექტემბერს Conseil d’Etat–ის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც განმარტავდა დეტალურად და სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით თუ რატომ იყო მომჩვანის საჩუვრები კონვენციის დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო. როგორც მინისტრი ისე Conseil d’Etat–ი დარწმუნებული იყვნენ აშშ სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული გარანტიების საფუძველზე რომ მომჩვანი არ გახდებოდა კონვენციის მე–3–ე მუხლის საპირისპირო მოპყრობის ობიექტი. ამასთანავე, მომჩივანი წარმოადგენდა საფრთხეს კანონისა და წესრიგისთვის ბელგიაში მის მიერ ციხეში რელიგიის გარვრცელების, მისი კავშირების გამო ექსტრემისტულ ჯიჰადურ დაჯგუფებებთან და გაქცევის მცდელობის გამო და რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა ის ციხეში უფრო მეტი შანსი რჩებოდა იმისა, რომ სასამართლო ორგანოებს გაეთავისუფლებინათ იგი პატიმრობიდან. სახელმწიფოს არ სურდა რისკის ქვეშ დაეყენებინა მისი ვალდებულება გადაეცა მომჩივანი აშშ სახელმწიფო ორგანოებისთვის იმიტომ რომ ის ან გაიქცა ციხიდან ან გაათავისუფლეს.
ბ. სასამართლოს შეფასება
144. სასამართლო იმეორებს, სავრიდინ ჯურაევი რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე (Savriddin Dzhurayev v. Russia, no. 71386/10, §§ 211 to 213, ECHR 2013 (ამონარიდები), დროებითი ღონისძიების არსებით მნიშვნელობასა და სასიცოხლო ფუნქციაზე კონვენციის სისტემაში. ეხლა სასამართლო ეყრდნობა ამ გადაწყვეტილებას.
145. არსებული საქმის ამ პრინციპების ფარგლებში განხილვისას, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 6 დეკემბერს იგი დაეთანხმა მომჩივანის მოთხოვნას სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლის გამოყენების თაობაზე და დაადგინა რომ მხარეთა ინტერსებიდან გამომდინარე და სასამართლოს წინაშე საქმის თავისუფლად განხილვის მიზნით ბელგიის მთავრობამ არ უნდა მოახდინოს მომჩივანის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი ასევე იმეორებს, რომ მან სამჯერ არ დააკმაყოფილა სახელმწიფოს მოთხოვნა დროებითი ღონსძიების გაუქმების თობაზე და რამოდენიმჯერ განმარტა – ბოლოს 2013 წლის 18 ივნისს– რომ ეს ღონისძიება იქნება ძალაში სასამართლოს წიანშე საქმის განხილვის დასრულებამდე. შესაბამისად სახელმწიფოსთვის სრულად იყო ცნობილი გამოყენებული ზომის არსი.
146. 2013 წლის 3 ოქტომბერს ბელგიამ მიუხედავად ყველაფრისა მოახდინა მომჩივანის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში (იხილეთ ოუნქტი 62 ზემოთ).
147. სახელმწიფოს აზრით დროებითი ღონისძიება არ იყო გამართლებული ვინაიდან ის იყო „ნაადრევი“ და რომ სასამართლოს უნდა გადაეხედა მისი საფუძვლისთვის დასაშვებობის შეფასების შემდეგ.
148. სასამართლო მიუთითებს, რომ მან განუმარტა ბელგიის მთავრობას რომ მას უნდა დაეცადა და არ მოეხდინა ექსტრადიცია მინისტრის ბრძანების მიღების დღეს, რომლითაც დადგენილი იყო მომჩივანის ექსტრადიცია (იხილეთ პუნქტი 39 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში მომჩივანს შეეძლო საჩივრით მიემართ და მოეთხოვა ამ ბრძანების სასამართლო განხილვა Conseil d’Etat –ისგან, ამ მოქმედებას არ ჰქონია არანაირი შემაჩერებელი ეფექტი ექსტრადიციის vis-à-vis და შესაბამისად არ აკმაყოფილებდა სასამართლოს კონვენციის მე–13–ე მუხლით დადგენილი ეფექტურობის მოთხოვნას (იხილეთ, mutatis mutandis, ქონკა ბელგიის წინააღმდეგ (Čonka v. Belgium), no. 51564/99, § 83, ECHR 2002‑I; ჰირსი ჯამ და სხვები იტალიის წინააღმდეგ (Hirsi Jamaa and Others v. Italy) [GC], no. 27765/09, § 200, ECHR 2012; და დე სოუზა რიბერო საფრანგეთის წინააღმდეგ (De Souza Ribeiro v. France) [GC], no. 22689/07, § 82, ECHR 2012). შესაბამისად, სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ის ფაქტი რომ ეს საშუალება არ იყო ამოწურული არ იყო არსებითი.
149. სახელმწიფო აღიარებს, რომ ბელგიის სახელმწიფო უწყებებმა დაარღვიეს სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძიება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს დამოკიდებულება გამართლებული იყო ვინაიდან განსაზღვრული იყო რომ მომჩივანი არ გახდებოდა კონვენციის საწინააღმდეგო მოპყრობის ობიექტი და მაქსიმუმი უნდა გაკეთებულიყო იმისათვირ, რომ მისი გადაცემა მომხდარიყო აშშ სახელმწიფო ორგანოებისადმი იმ რისკის გათვალისწინებით რომ ის შესაძლოა გაქცეულიყო ან სასამართლოს გაეთავისუფლებინა პატიმრობიდან. სასამართლოს წინაშე არსებულმა პროცედურებმა საფრთხე შეუქმნეს ბელგიის ვალდებულებას აშშ–ს წინაშე და ამის გაგრძელება ზრდიდა მომჩივანის მიერ ბელგიური სახელმწიფო ორგანოებისათვის თავის არიდების რისკს.
150. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განზრახ და გარდაუვლად შეამცირა კონვენციის მე–3–ე მუხლით დადგენილი უფლებების დაცვა რომლის აღდგენასაც მომჩივანი ეცადა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. ექტრადიცია ამტკიცებს კონვენციის დარღვევას ვინაიდან მომჩივანი გაძევებულ იქნა ქვეყანაში, რომელიც არ არის ამ ინსტრუმენტსი მონაწილე და სადაც იგი აცხადებდა რომ გახდებოდა კონვენციის საწინააღმდეგო მოპყრობის ობიექტი.
151. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელგიის მთავრობის მიერ წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი არ ამართლებს მათ დაუმორჩილებლობას დროებითი ღონისძიების მიმართ. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს არასდროს დაუმალავს სასამართლოსგან მათი უხერხული მდგომარეობა vis-à-vis აშშ სახელმწიფო ორგანოებისა და მათი სურვილი გაეუქმებინათ დროებითი ღონისძიება, მათ არცერთ ეტაპზე არ უხსენებიათ შესაძლებლობა განემარტათ მდგომარეობა სახელმწიფო უწყებებისთვის ან გამოეძებნათ ალტერნატივა მომჩივანის პატიმრობისთვის და ბელგიის მთავრობას აეყვანა ის ზედამხედველობის ქვეშ. ამასთნავე, სასამართლომ განიხილა სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი მის დასარწმუნებლად რომ გაეუქმებინა დროებითი ღონისძიება, მათ შორის დიპლომატიური გარანტიები დადგენილი აშშ სახელმწიფო უწყებების მიერ, რაზეც სასამართლომ უარი განაცხადა და ბელგიის სახელმწიფოს Conseil d’Etat–ის გადაწყვეტილების ფარგლებში, არ ჰქონდა უფლება შეეცვალა გარანტიების სასამართლოს შეფასება საკუთარით და გადაეწყვიტა გაეუქმებინა სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითო ღონისძიება.
152. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ საჩივრის წარდგენის უფლების ეფექტური გამოყენება მოითხოვს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას საჩივრის განიხილვას მისი ჩეულებრივი პროცედურის შესაბამისად.
153. ფაქტი კი მოცემულ საქმეში ისაა, რომ მომჩივანი იმყოფება აშშ–ს ციხეში სხვებისგან იზოლირებულად და როგორც მისი ადვოკატი აცხადებს აქვს მაქსიმალურად შეზღუდული გარე სამყაროსთან კონტაქტი (ხილეთ პუნქტები 64–დან 67–მდე). მას არ აქვს პირდაპირი კონტაქტი მის წარმომადგენელთნ სასამართლოში. ეს ფაქტორები საკმარისია სასამართლოსთვის, იმის დასადგენად რომ სახელმწიფოს მოქმედებებმა კიდევ უფრო გაართულა მომჩივანის მიერ სჩივრით მიმართვის უფლებით სარგებლობა და კონვენციის 34–ე მუხლით დადგენილი უფლება შეილახა (იხილეთ, mutatis mutandis, შტუკატუროვი რუსეთის წინააღმდეგ (Shtukaturov v. Russia), no. 44009/05, § 147, 27 მარტი 2008, და ტაუმი იტალიის წინააღმდეგ ( Toumi v. Italy), no. 25716/09, § 76, 5 აპრილი 2011).
154. სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ დროებითი ღონისძიებისადმი განზრახი დაუმორჩილებლობით დადგენილი სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე სახლემწიფომ ვერ შეასრულა ვალდებულება დაკისრებული მასზე კონვენციის 34–ე მუხლის მიხედვით.
...
ამ მიზეზის გამო, სასამართლო ერთხმად,
...
2. ადგენს, რომ მომჩივანის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენდა კონვენციის მე–3–ე მუხლის დარღვევას;
3. ადგენს, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები დადგენილი კონვენციის 34–ე მუხლის მიხედვით;
...
მომზადებულია ფრანგულ ენაზე და წერილობით წარდგენილია 2014 წლის 4 სექტემბერს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის §§ 2 და მე-3-ე მუხლის შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკი მარკ ვილიგარი
სხდომის გამწესრიგებელითამჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებანი:
ქ–ნი იუდკივსკას.
მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC.
M.V.
C.W.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy