© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ჩანაწერი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #177
აგვისტო-სექტემბერი 2014
ტრაბელსი ბელგიის წინააღმდეგ - 140/10
გადაწყვეტილება 4.9.2014 [V-ე სექცია]
მუხლი 3
ექსტრადიცია
ექსტრადიცია არა ხელშემკვრელ სახელწმიფოში სადაც დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მომჩივანს შესაძლოა სასჯელად დაუდგინდეს სამუდამო პატიმრობა ვადის შემცირების უფლების გარეშე: დარღვევა
მუხლი 34
საჩივრის წარდგენის უფლებით სარგებლობის შელახვა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია შეწყალების უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობის რეალური რისკის მიუხედავად და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიებების დარღვევით: დარღვევა
ფაქტები – მომჩივანი, ტუნისის მოქალაქე, ექსტრადირებულ იქნა ბელგიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე ტერორირსტული ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენისთვის. ბელგიის სახელმწიფო ორგანოებმა მოახდინეს მისი ექსტრადიცია მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბელგიის სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს მომჩივანის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვის დასრულებამდე.
კანონი – მუხლი 3: მომჩივანის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში განხიორცილედა და მის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა ალ-ქაიდას მიერ ინსპირირებული ტერორისტული ქმედებისთვის, რისთვისაც მას შესაძლოა დაეკისროს მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობა. სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა თუ სასამართლო გადაწყვეტს და გამოიყენებს უფრო მსუბუქ სასჯელს და მას მიუსჯის ვადიან პატიმრობას.
ბაბარ აჰმადი და სხვების* საქმეზე გამოყენებული მიდგომის მსგავსად და ასევე მომჩივანისთვის წაყენებული ტერორიზმის დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით და ასევე ის ფაქტი, რომ სასჯელი შესაძლოა არ იქნას დაკისრებული იქამდე სანამ სასამართლო არ გაითვალისწინებს ყველა დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს დისკრეციული სამუდამო პატიმრობა, რომელიც შესაძლოა მომჩივანს დაეკისროს შესაძლოა არ იყოს აბსოლუტურად დისპროპორციული.
ასევე სოერინგის საქმეზე**, სასამართლოს ექსტრადიციის შემთხვევაში უნდა შეეფასებინა მომჩივანის მიერ გაწეული რისკი მე-3-ე მუხლის ფარგლებში ex ante –მოცემულ საქმეში ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი შესაძლო ბრალდების შემთხვევაში - ვიდრე ex post facto.
ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით არ არის დაშვებული შეწყალება სამუდამო პატიმრობის შემთხვევებზე, იქნება ეს სავალდებულო თუ დისკრეციული, მაგრამ არსებობს გარკვეული შესაძლებლობი ამ სასჯელის შესაძლო შემცირების კუთხით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოების მიერ პატიმრობაზე და ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის შემცირების და პრეზიდენტის შეწყალების თაობაზე გაკეთებული განმარტებები არის ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი და ვერ იქნება მიჩნეული კონკრეტულად. და ბოლოს, მიუხედავად სახელმწიფო ორგანოების მიერ მოცემული გარანტიებისა, სამუდამო პატიმრობა რაც შეიძლება დაემუქროს მომჩივანს არ შეუძლება მიჩნეულ იქნას შემცირებად სასჯელად კონვენციის მე-3-ე მუხლის მიზნებისათვის ***. მომჩივანის დებულების საწინააღმდეგოდ მოპყრობის ობიექტად შესაძლო ქცევით სახელმწიფომ დააყენა მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის ფარგლებში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 34: ბელგიის სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი არ ამართლებს სასამართლოს მიერ დადგენილი უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების უგულებელყოფას. მაგალითად, ბელგიის სახელმწიფოს არ უნდა შეეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიების და საჩივრის საფუძვლების სასამართლო შეფასება საკუთარით იმისათვის რომ დაეძლია უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიებები.
ინდივიდუალური საჩივრის წარდგენის უფლების გამოყენების ეფექტურობა, რომელიც სასამართლოსგან მოითხოვს საჩივრის შესწავლას მისი ჩეულებრივი პროცედურების შესაბამისად სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების ნებირმიერ ეტაპზე, შელახულ იქნა. მომჩივანს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში სხვა პატიმრებისგან იზოლირებულად იმყოფება არ აქვს საშუალება პირდაპირი კონტაქტის საკუთარ წარმომადგენელთან. სახელმწიფოს მოქმედებებმა კიდევ უფრო გაართულა მომჩივანისთვის საჩივრის წარდგენის უფლება და კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილი უფლება შეილახა. შესაბამისად, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით დადგენილი სასამართლოს მიერ დადგენილი უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიებების განზრახ დარღვევით მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილი მისი ვალდებულება.
დასკვნა: 34-ე მუხლის დარღვევა (ერთხმად).
მუხლი 41: 60,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად; ფინანსური ზიანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
* იხილეთ ბაჰარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Babar Ahmad and Others v. the United Kingdom), 24027/07, 10 აპრილი 2012, Information Note 151.
** იხილეთ სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Soering v. the United Kingdom), 14038/88, 7 ივლისი 1989.
*** იხილეთ ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Vinter and Others v. the United Kingdom)[GC], 66069/09, 130/10 and 3896/10, 9 ივლისი 2013, Information Note 165.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy