Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
Tsaava and Others v Georgia
საჩივრები N13186/20 და 4 სხვა
გადაწყვეტილება
7 მაისი 2024
ფაქტები
წინამდებარე საქმეში მომჩივნები არიან 26 საქართველოს მოქალაქე. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევას. პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დუმის წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას.
მომჩივნები არიან აქციის მონაწილეები, რომლებიც ზემოაღნიშნულ ფაქტს აპროტესტებდნენ და ჟურნალისტები რომლებიც ამ აქციებს აშუქებდნენ.
საჩივარი
მომჩივნები, მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) საფუძველზე დავობენ, რომ მათი სხეულის დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება იყო არაეფექტური. მომჩივნები ასევე ეყრდნობიან კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებს.
ზოგიერთი მომჩივანი ასევე კონვენციის 38-ე მუხლის (მისაღებობის პირობები) საფუძველზე ამტკიცებს რომ მთავრობამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა პროაქტიულად ეცნობებინა ევროპული სასამართლოსთვის მათ საქმესთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, კერძოდ ახალი კანონმდებლობის შესახებ.
სამართალი
მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
186. მომჩივნები დავობდნენ, რომ მათ მიიღეს სხეულის დაზიანება 2019 წლის 20-21 ივნისის დემონსტრაციის დარბევის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგად და რომ ამ კუთხით არ ჩატარებულა ეფექტური გამოძიება. საჩივარი N16757/20 - ის გარდა, ყველა მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-3 მუხლს, რომლის მიხედვითაც:
“არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას”.
187. მომჩივანი, საჩივარში N16757/20 კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე, სხვა საკითხებთან ერთად, დავობდა დემონსტრაციის დასაშლელად რეზინის ტყვიების გადაჭარბებულ და გაუმართლებელ გამოყენებასთან დაკავშირებით და რომ მან მიიღო სერიოზული დაზიანებები ამ პროცესში. მან ასევე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით იყო არაეფექტური. იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელ საჩივართან დაკავშირებული არგუმენტები მსგავსია კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებთან მიმართებით გაკეთებული არგუმენტების (იხ. Radomilja and Others v. Croatia [GC], nos. 37685/10 and 22768/12, § 114, 20 March 2018), ევროპული სასამართლო მიიჩნევს რომ მომჩივანი ასევე არსებითად ეყრდნობოდა მე-3 მუხლს.
ა. დასაშვებობა
მხარეთა წარდგინებები188. მთავრობამ განაცხადა, რომ მე-9 მომჩივანმა საჩივრიდან N20129/21 უარი თქვა რაიმე სამედიცინო შემოწმებაზე იმის დასადასტურებლად, რომ იგი დაშავდა სადავო აქციების დროს. შესაბამისად, მისი საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად უნდა გამოცხადდეს.
189. მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას არ მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის, რადგან არ ჰქონია ღია ჭრილობები. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე მის უარს, მომჩივნმა განმარტა, რომ ასეთი ექსპერტიზის დანიშვნის დაგვიანებით დაზიანების ნიშნები არ იქნებოდა თვალხილული.
სასამართლოს შეფასება190. N20129/21 საჩივარში მე-9 მომჩივანთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მას არ წარმოუდგენია სამედიცინო მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ იგი დაშავდა სადავო ღონისძიებების დროს. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივანს ობიექტურად შეეშალა ხელი ზემოაღნიშნულის წარმოდგენაში იმისათვის რომ დაესაბუთებინა საკუთარი საჩივარი. ასეთ ვითარებაში, პროფესიონალი ჟურნალისტის უბრალოდ სადავო მოვლენების ადგილას ყოფნა, რაც არ უნდა დაძაბული გარემო ყოფილიყო ადგილზე, არ წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით სიმძიმის ზღვარს მიღწევის გარემოებას. ეს მოსაზრებები ასევე ეხება მეხუთე მომჩივნის მიერ იმავე საჩივარში გაკეთებულ განცხადებებს.[1] შესაბამისად, ევროპული სასამართლო N20129/21 საჩივარში მე-5 და მე-9 მომჩივნების საჩივრებს მე-3 მუხლთან დაკავშირებით მიიჩნევს დაუშვებლად.
191. რაც შეეხება დანარჩენ მომჩივნებს, მთავრობის პროტესტი საჩვრების ნაადრევ ხასიათთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარე ბუნების გამო, შეუერთდა საჩივრის არსს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული კუთხით. ევროპული სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები ამ დებულების მიხედვით არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც დაუშვებელი კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, საჩივართა ეს ნაწილი დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
მხარეთა წარდგინებები(ა) მომჩივნები
192. მომჩივნები დავობდნენ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს დემონსტრაციის დარბევის დროს ისინი გახდნენ ძალის გადამეტებული გამოყენების მსხვერპლნი, რითაც დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებები. ყველა მომჩივანი (გარდა მე-11 მომჩივანისა საჩივარში N20129/21 და მე-3, მე-5 და მე-7 მომჩივნებისა საჩივარში N20175/21) აცხადებდა, რომ ისინი დაშავდნენ ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მოქმედი შიდა რეგულაციების დარღვევით. კერძოდ, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისგან არ ყოფილა შესაბამისი, ხმოვანი გაფრთხილება დარბევამდე; რომ რეზინის ტყვიები ისროლეს ოფიციალური ნებართვის გარეშე და გამოყენებული იყო სხვა დარბევის საშუალებებთან ერთად; რომ რეზინის ტყვიებს ხშირად ისროდნენ ახლო მანძილიდან და უმიზნოდ; და რომ უმეტეს შემთხვევაში, რეზინის მათი სროლით მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს მიადგათ დაზიანებები, მათ შორის, წინამდებარე საქმეში შესაბამის მომჩივნებს.
193. მე-11 მომჩივანი საჩივარში N20129/21 უთითებდა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის შენობის ეზოში. კერძოდ, შიდა ეზოდან გაყვანისას პოლიციელმა წიხლი დაარყტა მას. მე-3, მე-5 და მე-7 მომჩივნები საჩივარში N20175/21 აცხადებდნენ, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - სცემეს და ხელკეტებს ურტყამდნენ პოლიციელები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვლენიათ ძალადობრივი ქცევა.
194. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენებზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტური იყო. კერძოდ, მომჩივნების განცხადებით გამოძიებას აკლდა საფუძვლიანობა იმის გამო, რომ ვერ შეძლეს რეზინის ტყვიების უნებართვოდ გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. არც ზემდგომი პირების პასუხისმგებლობის საკითხი იყო სათანადოდ განხილული. მომჩივნები ასევე ამტკიცებდენ, რომ გამოძიების საერთო ხანგრძლივობა არ იყო გამართლებული. გარდა ამისა, ისინი დავობდენ ხელისუფლების მხრიდან მათი დაზარალებულის პროცედურული სტატუსისა და საგამოძიებო პროცედურებზე ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ ასეთი სტატუსი მათ მიენიჭათ მნიშვნელოვანი შეფერხებების შემდეგ და რომ ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა სისხლის სამართლის მასალებზე სრული ხელმისაწვდომობის მინიჭებაზე, და წარედგინათ მხოლოდ ის მასალები რომლებიც, ხელისუფლების აზრით, მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათ შესაბამის საქმეებთან.
195. გარდა ამისა, საჩივრებში N20129/21 და N20175/21 მომჩივნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს ქცევას რომელიც განხორციელდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით, ასევე ისინი აცხადებდენ, რომ 2021 წლის 7 სექტემბერს ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედებამ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტური გახადა. კერძოდ, განსახილველი გამოძიების საგანი ექცეოდა კანონის ფარგლებში და სამმა ოფიცერმა, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულებში, უკვე ისარგებლა ამით. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სავარაუდო დანაშაულების კლასიფიკაცია - როგორც არასათანადო მოპყრობა უფლებამოსილების გადამეტების საწინააღმდეგოდ, მომჩივნები ამტკიცებდნენ რომ ეს ფაქტობრივად საშუალებას აძლევდა ნებისმიერ დაკავების საშიშროების წინაშე მდგომ პირს ესარგებლა ამნისტიით, რაც ძირს უთხრის პასუხისმგებლობის დაკისრების ნებისმიერ პერსპექტივას.
(ბ) მთავრობა
196. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება მოიცავდა “დემონსტრაციის შეწყვეტის ყველა ასპექტს, მათ შორის, მის სამართლებრივ საფუძველს, დაგეგმვასა და აღსრულებას, გამოყენებული საშუალებებისა და მეთოდების პროპორციულობას და იმ პირთა ინდივიდუალურ საჩივრებს რომლებზეც გავლენა მოახდინა პოლიციის მიერ მიღებულმა ზომებმა” და რომ ის ეფექტური იყო კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით.
197. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მრავალი საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. მათ აღნიშნეს გამოძიების კომპლექსური ბუნების შესახებ (i) მსხვერპლთა და მოწმეთა რაოდენობა; (ii) გამოსაკვლევი ვიდეო და სხვა მასალების დიდი რაოდენობა (მთლიანობაში “მოპოვებული იყო 10 ტერაბაიტზე მეტი ელექტრონული ინფორმაცია”); (iii) იმის გამო, რომ ადგილზე კამერები მოძრაობდნენ, არსებობდა მრავალი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ცალ-ცაკლე უნდა შეფასებულიყო თითოეულ ინციდენტთან მიმართებით; (iv) შეზღუდვები, რომლებსაც შესაბამისი პერიოდის განმავლობაში წააწყდნენ სხვადასხვა ჩართული საჯარო დაწესებულებები (მათ შორის საქართველოს პროკურატურა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2020 წლის COVID-19 პანდემიის გლობალური გავრცელების შედეგად შემოღებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების გამო, რამაც სხვა საკითხებთან ერთად, გამოიწვია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფერხება; და (v) კონკრეტული პოლიციელების ქმედებებისა და მომჩივნების ფიზიკური დაზიანებების კავშირის აღმოჩენის სირთულე, რადგან ოფიცრები მუდმივად მოძრაობდნენ და ასევე მუდმივად იცვლებოდა კამერის გადაღების კუთხე. შესაბამისად, მთავრობამ განაცხადა, რომ “იმ ფაქტმა, რომ შესაძლო დამნაშავეები დღემდე არ ყოფილან გამოვლენილი ... არ შეიძლება ავტომატურად გახადოს გამოძიება არაეფექტური”. მათ ასევე განაცხადეს, რომ ზემდგომი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, რადგან არ არსებობდა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება.
198. რაც შეეხება მსხვერპლის პროცედურულ სტატუსს, მთავრობამ განაცხადა, რომ ასეთი სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იყო სხვადასხვა ელემენტებზე, მათ შორის, მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი ანგარიშის შინაარსზე. თუმცა, რაც შეეხება მე-10 მომჩივანს საჩივარში N20175/21, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ასეთი ანგარიში, ამ მომჩივანთან დაკავშირებით არსებული ვიდეომასალა აჩვენებს, რომ იგი მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში პოლიციის წინააღმდეგ. მთავრობის განცხადებით, ეს ქმედებები გახდა მიზეზი იმისა თუ რატომ არ მიენიჭა მას დაზარალებულის პროცედურული სტატუსი. რაც შეხება ხელისუფლების უარს რომ მომჩივნებს ჰქონოდათ საქმის მასალების იმ ეპიზოდებზე წვდომა რომლებიც უშუალოდ მათ არ ეხებოდათ, მთავრობამ განაცხადა რომ სისხლის სამართლის გამოძიება ეხებოდა ბევრ სხვადასხვა პირს და მასალები მოიცავდა პერსონალურ მონაცემებსა და დახურულ ინფორმაციას. შესაბამისად, ყველა დაზარალებულისთვის ზემოაღნიშნულ მასალებზე სრული წვდომა წარმოადგენდა უსაფრთხოებისა და სხვა სახის ლეგიტიმურ რისკებს. ამ შეზღუდვას უპირისპირდებოდა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდა სახალხო დამცველის აპარატთან და მათ ჰქონდათ საქმის მასალებზე შეუზღუდავი წვდომა მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონიათ ამის ვალდებულება და ასევე რიგ საკითხებზე ითვალისწინებდნენ მათ რეკომენდაციებს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული შემდგომი საჯარო ანგარიში უთითებდა ასეთ მასალას. მთავრობის მტკიცებით, ამით უზრუნველყოფილი იქნა სისხლის სამართლის გამოძიების შესწავლის საჭირო სტანდარტი.
199. ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ იგი არ ვრცელდებოდა წამების, წამების მუქარის და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის დანაშაულებზე და აქედან გამომდინარე, შეესაბამებოდა კონვენციას. ამასთან დაკავშირებით, მიუხევადად იმისა რომ წინამდებარე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა გადაკვალიფიცირება გავრცელებული პრაქტიკაა ეროვნულ დონეზე, მაშინაც კი თუ მომჩივნების საქმეების სამართალწარმოების ამ ეტაპზე არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება ამის გასაკეთებლად. მთავრობის მტკიცებით, ეს ასევე გამოწვეული იყო იმით, რომ სავარაუდო დამნაშავეები ჯერ კიდევ არ იყვნენ იდენტიფიცირებულნი იმისათვის, რომ ხელისუფლებას საშუალება მისცემოდა „ყოვლისმომცველად შეეფასებინა [სადავო] ქმედების ყველა სუბიექტური და ობიექტური ელემენტი, სწორი კლასიფიკაციისთვის“.
200. მთავრობამ დაამატა, რომ ნებისმიერი არგუმენტის გაკეთება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით მხარესთან დაკავშირებით იქნებოდა სპეკულაციური, სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარე ბუნების გათვალისწინებით. თუმცა, მათ კონვენციის სხვა დებულებებთან დაკავშირებით არგუმენტების ნაწილის (რომლებსაც ეყრდნობიან მომჩივნები) ფარგლებში განაცხადეს, რომ 2019 წლის 20 ივნისის თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივად იქცა და ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შესვლა. ამდენად, მოვლენების ამგვარი განვითარების გამო საჭირო გახდა დემონსტრაციის დაშლა პროპორციული ძალის გამოყენებით, იმის გათვალისწინებით, რომ დემონსტრანტებმა უარი განაცხადეს პოლიციის ბრძანებების შესრულებაზე. დემონსტრანტები და ჟურნალისტები დარბევამდე იქნენ გაფრთხილებულნი „სიტყვიერად ან ოფიციალური განცხადებებით სხვადასხვა მედიასაშუელებებზე, ასევე სხვა პლატფორმებზე“.
201. მთავრობამ განაცხადა, რომ იმ შსს-ს ოფიციალური პირებისა და ოფიცრების განცხადებების საფუძველზე რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის შეწყვეტაში, გამოძიებამ დაადგინა რომ გადაწყვეტილება დარბევისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ „მიიღეს ცალკეულმა პოლიციელებმა“ პოლიციის შესახებ კანონის, მოქმედი მინისტრის ბრძანებებისა და თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების გეგმის საფუძველზე. ასევე „საქმის მასალებში არ იქნა მითითებული, რომ რეზინის ტყვიები გადაჭარბებულად იქნა გამოყენებული ყველა შემთხვევაში“. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული კანონმდებლობა სახელმწიფო აგენტებს უფლებას აძლევდა აერჩიათ იძულებითი ღონისძიების ფორმა და ზომა, თითოეული სიტუაციის სპეციფიკური გარემოებიდან გამომდინარე.
სასამართლოს შეფასება202. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები ეხება კონვენციის მე-3 მუხლის როგორც არსებით ასევე პროცედურულ ასპექტებს. ამასთან დაკავშირებით, იგი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობის საკითხი შეუერთდა მომჩივნების საჩივრის არსს კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული კუთხით. სტრასბურგის სასამართლო თავისი ამოცანის სუბსიდიარული ხასიათიდან გამომდინარე აღიარებს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პირველი ინსტანციის სასამართლო როლის შესრულებისას, როდესაც ეს გარდაუვალი არ არის კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, პირველ რიგში, მიზანშეწონილად მიიჩნევს რომ გამოიკვლიოს იყო თუ არა არასათანადო მოპყრობის შესახებ მომჩივნების საჩივრები სათანადოდ გამოძიებული ხელისუფლების მიერ (იხ. Shmorgunov and Others § 326).
(ა) კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ასპექტთან შესაბამისობა
(i) ზოგადი პრინციპები
203. ქმედითი ოფიციალური გამოძიების ჩატარების ვალდებულება სახელმწიფო აგენტების მიერ მე-3 მუხლის დარღვევის სადავო ბრალდებებზე დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, §§ 114-23, 28 September 2015; Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09 and 2 others, §§ 316-26, ECHR 2014 (ამონარიდები); და El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, §§ 182-85, ECHR 2012).
204. “ეფექტურობისათვის”, როგორც მე-2 მუხლით არის გათვალისწინებული, გამოძიება უნდა იყოს ადეკვატური (იხ. Ramsahai and Others v. the Netherlands [GC], no. 52391/99, § 324, ECHR 2007‑II, და Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], no. 24014/05, § 172, 14 April 2015). ეს ნიშნავს, რომ მას უნდა შეეძლოს ფაქტების დადგენა და იმის დადგენა იყო თუ არა გამოყენებული ძალა და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა - ამ გარემოებებში გამართლებული (იხ. Assenov and Others v. Bulgaria, 28 October 1998, § 102, Reports 1998‑VIII; Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 131, ECHR 2000‑IV; Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, § 301, ECHR 2011 (ამონარიდები); და Mustafa Tunç and Fecire Tunç, § 172).
205. კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით გამოძიების არსებითი მიზანია წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის ამკრძალავი ეროვნული კანონების ეფექტიანი განხორციელება ისეთ საქმეებში, რომლებიც ეხება სახელმწიფო აგენტებს ან ორგანოებს და უზრუნველყოს მათი პასუხისმგებლობა იმ არასათანადო მოპყრობაზე, რომელიც ხდება მათი ვალდებულების ქვეშ (იხ. Ahmet Özkan and Others v. Turkey, no. 21689/93, § 358, 6 April 2004). კონვენცია მოითხოვს, რომ არსებობდეს “გამოძიება, რომლის შედეგიც შეიძლება იყოს დამნაშავეების დასჯა” (იხ. Egmez v. Cyprus, no. 30873/96, § 70, ECHR 2000‑XII). მიუხედავად ამისა, გამოძიების და შემდგომი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შედეგი, მათ შორის, დაკისრებული სანქცია და მიღებული დისციპლინური ზომები, გადამწყვეტად იქნა მიჩნეული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არ დაირღვეს სასამართლო სისტემის შემაკავებელი ეფექტის და როლის მნიშვნელობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს არასათანადო მოპყრობის აკრძალვის დარღვევის პრევენციისათვის (იხ. Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 121, ECHR 2010).
206. ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვალდებულება აგრძელებს მოქმედებას რთულ უსაფრთხოების პირობებშიც. მაშინაც კი, როდესაც მოვლენებზე გამოძიების საჭიროება ხდება განზოგადებული ძალადობის კონტექსტში და გამომძიებლები აწყდებიან დაბრკოლებებსა და შეზღუდვებს რომლებიც აიძულებენ გამოიყენონ გამოძიების ნაკლებად ეფექტური ზომები ან იწვევენ გამოძიების გაჭინაურებას, ფაქტია რომ მე-3 მუხლი მოითხოვს ყველა გონივრული ნაბიჯის გადადგმას ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად (იხ. Mocanu and Others, § 319, და Shmorgunov and Others, § 330).
207. მართალია, ეს ვალდებულება არ არის შედეგის, არამედ საშუალების ვალდებულება, გამოძიებაში ნებისმიერი ხარვეზი რომელიც ძირს უთხრის მის შესაძლებლობას დაადგინოს საქმის გარემოებები ან პასუხისმგებელი პირი, საფრთხეს უქმნის ეფექტურობის საჭირო სტანდარტს (იხ. El-Masri, ციტირებული ზემოთ, § 183).
208. ამ კონტექსტში იგულისხმება ოპერატიულობისა და გონივრული სიჩქარის მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების პროგრესს კონკრეტულ სიტუაციაში, არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოძიებისას ხელისუფლების მხრიდან სწრაფი რეაგირება შეიძლება ზოგადად ჩაითვალოს არსებითად საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად, კანონის უზენაესობისადმი მათი ერთგულების და უკანონო ქმედებების შეთქმულების ან ტოლერანტობის თავიდან აცილების მიზნით (იხ. Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 121).
209. გამოძიება უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ყოველთვის უნდა ცდილობდეს გაარკვიოს რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნოს ნაჩქარევ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს იმისათვის, რომ დახუროს გამოძიება (იხ. El-Masri, ციტირებული ზემოთ, § 183).
210. გამოძიების ეფექტურობისთვის, მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები გამოძიების მონაწილეებისგან. ეს ნიშნავს არა მხოლოდ იერარქიული ან ინსტიტუციური კავშირის ნაკლებობას, არამედ პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც (იხ. Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 118). როგორი რეჟიმიც არ უნდა იყოს გამოყენებული, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით და მსხვერპლს უნდა შეეძლოს ეფექტური მონაწილეობის მიღება გამოძიებაში (იხ. Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 122).
211. კრიტერიუმები, რომლებიც გამოძიებამ უნდა დააკმაყოფილოს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული საპროცესო ვალდებულების მიზნებისთვის (იხ., mutatis mutandis, Ramsahai and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 323-346) ურთიერთდაკავშირებულია და თითოეული მათგანი, ცალკე აღებული, არ წარმოადგენს თავისთავად მიზანს, როგორც ამას ითვალისწინებს მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან მიმართებით. ეს არის კრიტერიუმები, რომლებიც ერთობლივად აღებული, საშუალებას იძლევა შეფასებული იქნეს გამოძიების ეფექტურობის ხარისხი. ეფექტიანი გამოძიების ამ მიზანის მისაღწევად ნებისმიერი საკითხი უნდა იქნეს შეფასებული (იხ. Mustafa Tunç and Fecire Tunç, ციტირებული ზემოთ, § 225, და Nicolae Virgiliu Tănase v. Romania [GC], no. 41720/13, § 171, 25 June 2019).
(ii) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
212. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად. მომჩივანთა უმეტესობა დავობდა აქციის დაშლის დროს ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიღებულ დაზიანებებზე. რაც შეეხება მე-11 მომჩივნის მიერ N20129/21 და მე-3 , მე-5 და მე-7 მომჩივნებს საჩივარში N20175/21, ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასამართლო თავის მხრივ განიხილავს გამოძიების ამ ორ ელემენტს.
(α) გამოძიება რეზინის ტყვიებით მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით
213. თავიდანვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ არ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ შესაბამისი მომჩივნების მიერ მიყენებული დაზიანებები გამოწვეული იყო დემონსტრაციის დარბევის დროს ნასროლი რეზინის ტყვიებით. ამასთან დაკავშირებით, რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებების ხასიათი და სიმძიმე მერყეობდა მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ზოგადი საფრთხე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომელიც წარმოიქმნება ასეთი არალეტალური საბრძოლო მასალის არასათანადო გამოყენებით (იხ. Kılıcı v. Turkey, no. 32738/11, § 32, 27 November 2018). შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ შესაბამისი მომჩივნების მიერ მიყენებული ყველა დაზიანება - რომელიც სათანადოდ იყო დოკუმენტირებული - საკმარისი იყო რომ მოქცეულიყო მე-3 მუხლის ფარგლებში. ამიტომ ხელისუფლება ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება.
214. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ დაუყონებლივ და საკუთარი ინიციატივით დაიწყო ოფიციალური გამოძიება დემონსტრაციის დარბევისა და ამ პროცესში ძალის გამოყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასევე ოპერატიულად ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიება. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლები საკმაოდ ფართო იყო კონვენციის მე-3 მუხლის მნიშვნელობით და მოიცავდა პოლიციის ოპერაციის სამართლებრივი საფუძვლის, დაგეგმვისა და შესრულების შეფასებას. გამოძიება ასევე გავრცელდა პოლიციის ზომებით დაზარალებულთა ყველა ინდივიდუალურ გარემოებაზე, მათ შორის, წინამდებარე საქმეში მომჩივნების ჩათვლით. გარდა ამისა, მას ამუშავებდა გენერალური პროკურატურა, რომელიც სარგებლობდა სრული დამოუკიდებლობით შესაბამის მოვლენებში მონაწილე პირებისგან.
215. სასამართლო დამატებით დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას გამოძიების პროცესში საზოგადოების ყურადღების და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რადგან მან მიუხედავად გამოძიების საიდუმლო სტატუსისა სახალხო დამცველის აპარატს საქმის მასალებზე მიანიჭა სრული წვდომა და ასევე ჰქონდა პროგრესი როდესაც გამოაქვეყნა ორი საჯარო ანგარიში.
216. გარდა ამისა, გარკვეული შეფერხების მიუხედავად, მომჩივნების უმრავლესობას მიენიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათ ვერ ისარგებლეს ყველა საგამოძიებო მასალაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მიეცა სახალხო დამცველისთვის შეუზღუდავი წვდომა ამ მასალაზე და საჯარო მოხსენებების გამოქვეყნების უფლება კომპენსირებულია ამ შეზღუდვისთვის საქმის კონკრეტულ გარემოებებში. თუმცა, რაც შეეხება N20175/21 საჩივარში მე-4, მე-8 და მე-10 მომჩივნებს, სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა დამაჯერებელი განმარტება თუ რატომ შეიძლება გამოირიცხონ ეს მომჩივნები გამოძიების პროცესიდან, მიუხედავად უდავო მტკიცებულებებისა რომ მათ ჰქონდათ დაზიანებები და ასევე გასული იყო მნიშვნელოვანი დრო.
217. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო არ ტოვებს მხედველობაში იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ყველა მომჩივნის მიმართ მიმდინარეობს ოთხწელნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში და არ გაკეთებულა რაიმე დასკვნა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კრიტერიუმები რომლებსაც გამოძიება უნდა აკმაყოფილებდეს, ურთიერთდაკავშირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კრიტერიუმი არ შეიძლება განიხილებოდეს ცალ-ცალკე. წინამდებარე საქმეში, გამოძიების ხანგრძლივობა გასათვალისწინებელია საფუძვლიანობის კრიტერიუმთან ერთად (მათ შორის ხელისუფლების მონდომება გამოძიების ჩატარებისას არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით) განსახილველი გამოძიების საერთო ეფექტურობის დადგენის მიზნით.
218. ამასთან დაკავშირებით, შემდეგი სამი ელემენტი უნდა იქნეს გამოყოფილი მანამ, სანამ ყურადღება გამახვილდება მთავრობის გულმოდგინების საკითხზე წინამდებარე მომჩივნებთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიებისას. უპირველეს ყოვლისა, სტრასბურგის სასამართლო ეთანხმება მთავრობის მოსაზრებას, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება კომპლექსურია შესაფასებელად, საქმის მასალისა და განსახილველი საკითხების დიდი მოცულობის გამო. მეორეც, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების რთული და დელიკატური ამოცანა უფრო მეტად გართულდა ხელისუფლების მიერ გლობალური პანდემიის გამო საგანგებო გამოწვევებთან შეჯახებისა და შედეგად გარკვეული ზომების მიღებისგან თავის შეკავების გამო. მესამე, უფრო ზოგადად რომ განვიხილოთ, მომჩივანთა გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების შეტანის შესახებ, იმ დროისთვის, გარკვეულწილად ნაადრევი იყო (ორი საჩივარი შეტანილი იყო გამოძიების დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, ორი შეტანილი იყო მაშინ, როდესაც გამოძიება ორ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ერთი იყო წარდგენილი სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში). როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სასამართლოს ხელს არაფერი უშლის შეისწავლოს გამოძიების ეფექტურობა წინამდებარე საჩივრების წარდგენის შემდეგ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ასეთი გამოკვლევის დროს სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული გამოძიების წინაშე მდგარი გამოწვევები და მისი მიმდინარე ბუნება.
219. ზემოაღნიშნული მოსაზრებების ფონზე სასამართლო განიხილავს შემდეგ ოთხ ელემენტს, რათა დაადგინოს, რამდენად საფუძვლიანი და გულმოდგინე იყო ხელისუფლება ამ საკითხის გამოძიების დროს.
220. პირველ რიგში, გამოძიებას უნდა დაედგინა, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიციას ეკისრებოდა თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა პოლიციის ოპერაციის დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებს. თუმცა, ჯერჯერობით არასაკმარისი მცდელობა გაკეთდა იმის დასადგენად თუ რატომ არ იყო შესაძლებელი, ადგილზე სიტუაციის ესკალაციის აშკარად მოსალოდნელი რისკის გათვალისწინებით, სათანადო სიფრთხილის ზომების გათვალისწინება ძალადობრივი ჩარევის თავიდან ასაცილებლად ან მისი ინტენსივობისა და ზემოქმედების შესამცირებლად, მათ შორის, მაგალითად, ადგილზე მნიშვნელოვანი წინასწარი გაფრთხილების მიცემით სანამ დემონსტრაციის დასაშლელად ძალა იქნებოდა გამოყენებული. არც პოტენციური ზემდგომი პირის პასუხისმგებლობის საკითხი იქნა განხილული საკმარისად, მიუხედავად სახალხო დამცველის მკაფიო რეკომენდაციებისა 2019 და 2020 წლებში.
221. მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ხაზგასმით აღნიშნა, ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისსა და 2020 წლის მარტში, საგამოძიებო ორგანოების მიერ მოვლენების სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობაზე, ასეთი ანალიზი ამ დრომდე არ გაკეთებულა. მაგალითად, ზედმეტად ჩათვალეს ცალკეული ოფიცრების მიერ ოფიციალური მოხსენებების გაკეთება მათ მიერ გამოყენებული ძალის მასშტაბის შესახებ. არც რაიმე ოფიციალური მოხსენება გაკეთებულა, რომელიც მოიცავდა მოვლენების შესახებ დეტალურ ვადებს, დარბევის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების აღწერას და არც რაიმე დასკვნა გაკეთებულა მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად (იხ., მაგალითად, Zakharov and Varzhabetyan v. Russia, nos. 35880/14 and 75926/17, § 50, 13 October 2020).
222. მესამე, რაც შეეხება ცალკეული სამართალდამცავების მიერ რეზინის ტყვიების სროლას და მათ პოტენციურ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი პირების, მათ შორის, შესაბამისი მომჩივნების დაზიანებების მიყენებისთვის, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ გარდა სამი ოფიცრისა რომლებსაც შეეხოთ ამნისტია, არც ერთ პიროვნებას არ წაყენებია ბრალი ან განხილულა როგორც ეჭვმიტანილი მოვლენებთან დაკავშირებით, მიუხედავდ იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან ოთხწელიწადნახევარზე მეტი გავიდა და შესაბამის მოვლენებთან დაკავშირებული მრავალი მტკიცებულება შეგროვა (იხ. მაგ. Shmorgunov and Others, § 385). გარდა ამისა, როგორც საქმის მასალიდან ირკვევა, დემონსტრაციის დარბევის დროს სროლის პოზიციებზე ოფიცრების მხოლოდ მცირე ჯგუფები იყვნენ განლაგებულნი. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კონკრეტულ პირებს ჰქონდათ უფლება გამოეყენებინათ არალეტალური იარაღი და საბრძოლო მასალა დარბევის დროს და ყველა ასეთი გამოყენების ფაქტი სათანადოდ იყო დაფიქსირებული, რაც შესაძლებელს ხდის ეჭვმიტანილთა პოტენციური წრის შევიწროვებას, ამ კუთხით არანაირი პროგრესი არ გაკეთებულა. არც საგამოძიებო ექსპერიმენტის საშუალებით არ განსაზღვრულა ცალკეული მომჩივნის ზუსტი ადგილმდებარეობა და მათი დისტანცია სავარაუდო მსროლელებთან.
223. მართალია, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს იმ ოფიცრების იდენტიფიცირება, რომელთა ნასროლმაც მიაყენა მათ დაზიანებები. თუმცა, ევროპული სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ ოფიცერთა უმრავლესობას, რომლებიც რეზინის ტყვიას იყენებდნენ სახე ჰქონდათ დაფარული და იმყოფებოდნენ შემაღლებულ ადგილას, პოლიციის კორდონის უკან, დემონსტრანტებისგან უფრო მოშორებით. ამას შეეძლო მსხვერპლებისთვის გაერთულებინა მათი იდენტიფიკაცია. მართლაც, ზოგიერთმა ოფიცერმაც კი ვერ იცნეს საკუთარი კოლეგები. თუმცა, ხელისუფლებისთვის უპირველესი იყო ისეთი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა, რომ არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი ოფიცრების იდენტიფიცირება შეუძლებელი არ ყოფილიყო (იხ., mutatis mutandis, Dedovskiy and Others v. Russia, no. 7178/03, § 91, ECHR 2008 (ამონარიდები), და Shmorgunov and Others, § 389). კერძოდ, როდესაც კომპეტენტური ეროვნული ორგანოები განათავსებენ ნიღბიან პოლიციელებს კანონის და წესრიგის შესანარჩუნებლად ან პირთა დაკავების მიზნით, ამ ოფიცრებს უნდა მოეთხოვოთ თვალსაჩინოდ გამოიტანონ გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, როგორიცაა ნომრიანი საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშანი. ასეთი ნიშნების თვალსაჩინოება უზრუნველყოფდა მათ ანონიმურობას, ამავე დროს საშუალებას მისცემდა მათ იდენტიფიცირებას და დაკითხვას ოპერაციის ჩატარების წესის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემთხვევაში (იხ. Hentschel and Stark v. Germany, no. 47274/15, § 91, 9 November 2017). მოცემულ შემთხვევაში, ოფიცრებისთვის ასეთი საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობის პირობებში, ხელისუფლების მიერ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება იმ პირთა ვინაობის დასადგენად რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არასათანადო მოპყრობის გამომწვევი ძალის სავარაუდო გამოყენებაზე, მეტად მნიშვნელოვანი გახდა (იქვე., § 93; ასევე იხ. მაგ., Lopez Martinez v. Spain [Committee], no. 32897/16, § 38, 9 March 2021).
224. მეოთხე, და ბოლოს, არ გაკეთდა შეფასება მომჩივნების მიერ მიყენებული რეზინის ტყვიის ჭრილობების სასამართლო-სამედიცინო მახასიათებლებთან დაკავშირებით (მათ შორის, ჭურვების კუთხესა და ტრაექტორიასთან დაკავშირებით). მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა რომლებიც ატარებდნენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას აღნიშნეს რომ დაზიანებების მიმყენებელი იარაღის ტიპების ანალიზი მათ უფლებამოსილებას სცილდებოდა და რომ მათ წინაშე არასაკმარისი ინფორმაცია იყო წარდგენილი დაზიანებების სხვადასხვა ასპექტების დასადგენად, არ დანიშნულა სხვა ექსპერტი ამ საკითხის შესასწავლად.
225. სასამართლო ვერ დაეთანხმება რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც საგამოძებო ორგანოები უდავოდ დადგნენ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში, ამართლებენ ადეკვატური პროგრესის არარსებობას ზემოაღნიშნული გამოძიების მიმართ. კერძოდ, გასაჩივრებულ მოვლენებთან და დაზიანებებთან დაკავშირებით ძირითადი მტკიცებულებები შეგროვდა ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისსა და ივლისში და ხელისუფლებას სჭირდებოდა მათგან შესაბამისი დასკვნების გამოტანა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად შენელდა გლობალური პანდემიის გავრცელების და ამასთან დაკავშირებით მიღებული შემაკავებელი ზომების გამო, ეს გამოწვევები მოგვარდა ყველაზე გვიან 2022 წლის მარტისთვის. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეროვნულ სასამართლოს ასევე შეექმნა სირთულეები შესაბამისი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიწოდებისას. თუმცა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მთავრობის მიერ მოხსენიებულმა საგანგებო გარემოებებმა შეიძლება გარკვეულწილად განაპირობონ დაახლოებით ორი წლით დაგვიანება სასამართლოში მოთხოვნის გაგზავნიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, დაგვიანება სცილდება სამი წლის ვადას. ყოველ შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ასეთი ანგარიშები ოპერატიულად მიიღეს შესაბამის მომჩივნებთან მიმართებით არ ყოფილა რაიმე პროგრესი.
226. ზემოაღნიშნულის ფონზე, ევროპული სასამართლო დადებითად აფასებს ხელისუფლებას 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის გამოძიების დაუყონებლივ გახსნისთვის და აღიარებს, რომ მათ შეექმნათ გარკვეული ობიექტური გამოწვევები მათთვის ხელმისაწვდომი მასალის დროულად გაანალიზებისას, როგორც აშკარად კომპლექსური სისხლის სამართლის გამოძიების ნაწილი. თუმცა, მას არ შეუძლია დაადგინოს, რომ მთავრობის მიერ მოყვანილი არგუმენტები საკმარისია იმისთვის, რომ გაამართლოს გულმოდგინე ძალისხმევა გამოძიების ძირითადი მიმართულებების გასატარებლად, სიტუაცია, რომელიც გრძელდება ოთხწელნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში.
227. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნას, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება არ აკმაყოფილებდა ეფექტურობის მოთხოვნას კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის მნიშვნელობით. ასეთ ვითარებაში არ არის აუცილებელი ევროპულმა სასამართლომ განიხილოს საკითხი, თავისთავად ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედებამ შეარყია თუ არა გამოძიების ეფექტურობა.
228. ამიტომ სასამართლო ასკვნის, რომ მთავრობის პირველადი პრეტენზია არ უნდა დაკმაყოფილდეს და რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას.
(β) გამოძიება სავარაუდო ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ფაქტზე
229. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრებს, რომლებიც წამოყენებულია მე-11 მომჩივნის მიერ საჩივარში N20129/21 და მე-3, მე-5 და მე-7 მომჩივნების მიერ საჩივარში N20175/21 მთავრობამ არ გააპროტესტა რომ გასაჩივრებული დაზიანებები შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო შესაბამისი მომჩივნების სამართალდამცავ პერსონალთან ინტერაქციის დროს. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნებმა წარმოადგინეს სამედიცინო მტკიცებულებები ამგვარ დაზიანებებთან დაკავშირებით, მათი ბრალდებები ასევე წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობის შესახებ სადავო პრეტენზიას, რაც იწვევს ხელისუფლების ორგანოების მიერ ეფექტური გამოძიების ჩატარების პროცედურულ ვალდებულებას კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე.
230. ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რომელიც სარგებლობდა სრული დამოუკიდებლობით შესაბამის მოვლენებში მონაწილე პირებისგან, დაუყონებლივ და საკუთარი ინიციატივით დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ. გარდა ამისა, არაერთი საგამოძიებო ღონისძიება ჩატარდა დაუყონებლივ. ხელისუფლებამ ასევე უზრუნველყო გამოძიების პროცესის გამჭვირვალობა (მიუხედავად იმისა რომ იგი იყო ფარული) როდესაც სახალხო დამცველის აპარატს მიანიჭა საქმის მასალებზე სრული წვდომა და ასევე მისცა შესაძლებლობა გამოექვეყნებიდა ორი საჯარო ანგარიში მისი პროგრესის შესახებ.
231. ევროპული სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გარკვეული შეფერხების მიუხედავად, მომჩივნების უმრავლესობას მიენიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი. თუმცა, საქმის მასალების მიხედვით, მე-11 მომჩივანი საჩივრიდან N20129/12 და მე-3 და მე-7 მომჩივნები საჩივრიდან N20175/21 კვლავ გამორიცხულნი არიან გამოძიების პროცესიდან. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე არ წარმოდგენილა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება მათი გამორიცხვის შესახებ, იმ უდავო მტკიცებულებების ფონზე, რომლებიც ადასტურებენ მათ დაზიანებებს და დროის მნიშვნელოვნად გაჭინაურებას.
232. რაც მთავარია, გამოძიება ოთხნახევარწელზე მეტია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ გაკეთებულა რაიმე დასკვნა. ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან მომჩივნების საჩივრები არ ეხებოდა დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენებას, ბევრი დასაბუთება რომელიც მთავრობამ წამოაყენა ამგვარი გაჭინაურებისთვის არ არის რელევანტური. რაც შეეხება გლობალური პანდემიის გამოწვევებს, ისინი მოგვარდა არაუგვიანეს 2022 წლის მარტამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო შეაფასებს გამოძიების ეფექტურობას, ძირითადად საფუძვლიანობის კრიტერიუმით.
233. ამ კონტესტში, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედების საწყისი პერიოდისა და რამდენადაც ეს მომჩივნების საჩივრებს ეხება, ხელისუფლების ძალისხმევა არ იყო საკმარისი მომხდარის გასარკვევად და შესაძლო ეჭვმიტანილების გამოსავლენად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 მომჩივანმა საჩივარში N20129/21 ინციდენტის შემდეგ დაუყონებლივ მოითხოვა, რომ პარლამენტის ეზოს გარშემო განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები მოეპოვებინა მთავრობას, გაუგებარია რატომ ვერ მოხერხდა ამ მასალის მოპოვება. ანალოგიურად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო იმ პოლიციის ოფიცრების ვინაობა რომლებმაც დააკავეს და ესკორტირება გაუწიეს მე-3, მე-5 და მე-7 მომჩივნებს საჩივარში N20175/21, გაუგებარია, რატომ არ გაკეთებულა დასკვნები მათ ქმედებებთან დაკავშირებით სადავო მოვლენების დროს.
234. ევროპული სასამართლოს მოვალეობა არ არის განსაზღვროს კონკრეტული ზომები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიეღოთ წინამდებარე მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით. თუმცა, ზემოაღნიშნული მოსაზრებები საფუძვლიანია იმისათვის რომ დავასკვნათ რომ ხელისუფლების ძალისხმევა ოთხნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში არასაკმარისი იყო გარემოებების სიღრმისეულად გამოსაძიებლად, რასაც შეიძლება ნათელი მოეფინა წინამდებარე მომჩივნებისთვის მიყენებული დაზიანებებისთვის.
235. შესაბამისად, სასამართლო ადგენს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას.
(iii) დასკვნა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით
236. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს მთავრობის არგუმენტს - რომელიც მან წარმოადგინა ყველა საჩივართან მიმართებაში - იმის შესახებ, რომ მომჩივნებს არ ამოუწურავთ ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარე ბუნებიდან გამომდინარე და ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტი.
(ბ) კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტთან შესაბამისობა
(i) ზოგადი პრინციპები
237. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Shmorgunov and Others (ციტირებული ზემოთ), შემდეგნაირად:
“359. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი იცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ის აბსოლუტურად კრძალავს წამებას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას, განურჩევლად მსხვერპლის ქცევისა (სხვა მითითებებთან ერთად, Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000‑IV). იმ პირთან მიმართებით რომელსაც აღეკვეთა თავისუფლება ან ზოგადად რომ ვთქვათ, დაპირისპირებულია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან, ნებისმიერი ფიზიკური ძალის გამოყენება რომელიც მისივე ქმედების გამო არ გახდა მკაცრად აუცილებელი ამცირებს ადამიანის ღირსებას და წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევას (იხ. Bouyid, ციტირებული ზემოთ, §§ 100-01, და Saribekyan and Balyan v. Azerbaijan, no. 35746/11, § 81, 30 January 2020). დაკავებისას ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, მე-3 მუხლი არ კრძალავს ძალის გამოყენებას კანონიერი დაკავების მიზნით (იხ. Annenkov and Others v. Russia, no. 31475/10, § 79, 25 July 2017). თუმცა, ასეთი ძალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია და იგი არ უნდა იყოს გადაჭარბებული (იხ. Ivan Vasilev v. Bulgaria, no. 48130/99, § 63, 12 April 2007). მტკიცების ტვირთი, ამის უარსაყოფად, ეკისრება მთავრობას (იხ. Rehbock v. Slovenia, no. 29462/95, § 72, ECHR 2000‑XII, და Boris Kostadinov v. Bulgaria, no. 61701/11, § 53, 21 January 2016).
360. მტკიცებულებების შეფასებისას რომლებსაც უნდა დაფუძნებოდა გადაწყვეტილება იმის შესახებ სახეზე იყო თუ არა მე-3 მუხლის დარღვევა, სტრასბურგის სასამართლომ ზოგადად გამოიყენა მტკიცების სტანდარტი “გონივრულ ეჭვს მიღმა”. ასეთი მტკიცებულება შეიძლება მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციის თანაარსებობიდან (იხ. Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, § 67, ECHR 2006‑IX, და Saribekyan and Balyan, ციტირებული ზემოთ, § 82).
361. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თავისუფლად შეუძლია შეაფასოს არა მარტო მის წინაშე არსებული მტკიცებულების თითოეული ელემენტის დასაშვებობა და რელევანტურობა, არამედ ასევე მათი მტკიცებულებითი ღირებულება. მტკიცებულებების შეფასებისას ის არ არის შებოჭილი კონკრეტული ფორმულებით და იღებს დასკვნებს რომლებიც მხარს უჭერს ყველა მტკიცებულების თავისუფალ შეფასებას, მათ შორის, იმ დასკვნებს რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან (იხ. Merabishvili [v. Georgia [GC], no. 72508/13], § 315, [28 November 2017,] სხვა მითითებებთან ერთად). ამ კონტექსტში, მტკიცებულებათა მოპოვებისას, ასევე გასათვალისწინებელია მხარეთა ქმედებები. უფრო მეტიც, დამაჯერებლობის დონე რომელიც აუცილებელია კონკრეტული დასკვნის მისაღებად და ამასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთის განაწილება არსებითად არის განაწილებული ფაქტების სპეციფიკასთან, წარმოდგენილი ბრალდებების ბუნებასთან და კონვენციით გარანტირებულ სადავო უფლებასთან (იხ. Tagayeva and Others v. Russia, nos. 26562/07 and 6 others, § 586, 13 April 2017). სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ძირითადი უფლებების დარღვევა (იზ. Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, § 181, სხვა მითითებებთან ერთად). სასამართლო ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველა საქმეში სადაც მას არ შეუძლია დაადგინოს საქმის ზუსტი გარემოებები სახელმწიფო ხელისუფლებისთვის ობიექტურად მიკუთვნებული მიზეზების გამო, მოპასუხე მთავრობას ეკისრება ვალდებულება დამაკმაყოფილებლად და დამაჯერებლად განმარტოს მოვლენათა თანმიმდევრობა და წარმოადგინოს მყარი მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია უარყოს მომჩივნების ბრალდებები (იხ. Mansuroğlu v. Turkey, no. 43443/98, § 80, 26 February 2008, სხვა მითითებებთან ერთად). სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მომჩივნებისთვის სირთულეს წარმოადგენს საჭირო მტკიცებულებების მოპოვება ბრალდებების მხარდასაჭერად იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხე მთავრობა ფლობს შესაბამის დოკუმენტაციას და არ წარადგენს მას. თუ ხელისუფლება არ გახდის ხელმისაწვდომს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ევროპულ სასამართლოს დაადგინოს ფაქტები ან სხვაგვარად მიაწოდოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება, შეიძლება გამოტანილი იქნეს ლოგიკური დასკვნები (იხ. Varnava and Others [v. Turkey [GC], nos. 16064/90 and 8 others], § 184, [ECHR 2009], სხვა მითითებებთან ერთად). დაეყრდნობა თუ არა სტრასბურგი შიდა გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებსა და ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში დადგენილ ფაქტებს დამოკიდებულია საგამოძიებო პროცესის ხარისხზე, მის სიზუსტესა და თანმიმდევრულობაზე (იხ. Finogenov and Others v. Russia, nos. 18299/03 and 27311/03, § 238, ECHR 2011 (ამონარიდები), სხვა მითითებებთან ერთად).
362. სასამართლომ ასევე El-Masri -ს გადაწყვეტილებაში (El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no. 39630/09, § 1555, ECHR 2012) აღნიშნა რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პირველი ინსტანციის როლის შესრულებისას თუკი ეს გარდაუვალი არ არის კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. McKerr v. the United Kingdom (dec.), no. 28883/95, 4 April 2000), მან გულდასმით უნდა გამოიკვლიოს კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე გაკეთებული ბრალდებები (იხ., mutatis mutandis, Ribitsch v. Austria, 4 December 1995, § 32, Series A no. 336, და Georgiy Bykov v. Russia, no. 24271/03, § 51, 14 October 2010), მაშინაც კი თუ გარკვეული სახის ეროვნული სამართალწარმოება და გამოძიება უკვე ჩატარებული იყო (იხ. Cobzaru v. Romania, no. 48254/99, § 65, 26 July 2007). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ კონტექსტში სასამართლო მზად არის ჩაატაროს ეროვნული სასამართლოების შესაბამისი დასკვნების საფუძვლიანი გამოკვლევა. მათი შესწავლისას შესაძლოა გაითვალისწინოს ეროვნული სამართალწარმოების ხარისხი და ნებისმიერი შესაძლო ხარვეზი გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. Denisenko and Bogdanchikov v. Russia, no. 3811/02, § 83, 12 February 2009).
363. კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულმა არასათანადო მოპყრობამ შეიძლება მრავალი განსხვავებული ფორმა მიიღოს წამებიდან დაწყებული, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობით დამთავრებული, მოპყრობა რომელიც ამცირებს ან აკნინებს ინდივიდს, ავლენს პატივისცემის ნაკლებობას ან ამცირებს მის ადამიანურ ღირსებას ან იწვევს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ინდივიდის მორალური და ფიზიკური წინააღმდეგობა (იხ., for მაგ., Bouyid, ციტირებული ზემოთ, §§ 87‑88). იმის დასადგენად, უნდა იყოს თუ არა არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფორმა კვალიფიცირებული წამებად, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული განსხვავება ამ ცნებასა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას შორის რომელიც მოცემულია მე-3 მუხლში. როგორც წინა საქმეებში აღინიშნა, როგორც ჩანს, კონვენციის განზრახვა იყო რომ ამ განსხვავების საშუალებით განსაკუთრებული სტიგმა დათმობოდა მიზანმიმართულ არაადამიანურ მოპყრობას რომელიც იწვევს ძალიან სერიოზულ და სასტიკ ტანჯვას. მოპყრობის სიმძიმის გარდა არსებობს გადამწყვეტი ელემენტი რომელიც აღიარებულია გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის 1-ელ მუხლში, რომელიც განსაზღვრავს წამებას ძლიერი ტკივილის ან ტანჯვის განზრახ მიყენების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფორმაციის მოპოვების, დასჯის ან დაშინების მიზნით (იხ., სხვა მითითებებთან ერთად, Aktaş v. Turkey, no. 24351/94, §§ 310-13, ECHR 2003‑V (ამონარიდები), და Saribekyan and Balyan, ციტირებული ზემოთ, § 83).”
(ii) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
238. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს - და ეს ფაქტი მხარეთა მიერ არ არის სადავო - რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქცია მშვიდობიანი სამოქალაქო და პოლიტიკური პროტესტის სახით დაიწყო. თუმცა, ადგილზე ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რათა ძალით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში და საბოლოოდ ხელისუფლებამ დემონსტრაცია ძალის გამოყენებით შეწყვიტა.
239. ამ კონტექსტში და რაც შეეხება ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებას, მთავრობამ არ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ შესაბამისი მომჩივნები დაზიანდნენ რეზინის ტყვიებით. მათ არც ის გაასაჩივრეს რომ ეს მომჩივნები, გარდა მე-10 მომჩივნისა საჩივარში N20175/21, მშვიდობიანად იდგა აქციაზე მთლიანად მოვლენების განმავლობაში. რაც შეეხება მე-11 მომჩივნის მიერ ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს N20129/21 და მე-3, მე-5 და მე-7 მომჩივნებს საჩივარში N20175/21, სადავო არ იყო, რომ მათ შესაძლოა შესაბამისი დაზიანებები მიეღოთ აქციის დარბევის დროს.
240. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს დემონსტრაციაზე მოვლენების უჩვეულო შემობრუნება და ქაოტური მოვლენები, მათ შორის, თავდასხმები სამართალდამცავ პერსონალზე, როდესაც ისინი სამართლიანად იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც მოჰყვა რამდენიმე ასეული დემონსტრანტის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის ძალადობრივი მცდელობის დაწყებას და პარლამენტის შენობაში შეჭრას. მოვლენებმა უდავოდ საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ წესრიგს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო (შედარებისთვის იხ. Balçık and Others v. Turkey, no. 25/02, § 32, 29 November 2007). ამ კონტექსტში სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლებას შეეძლო ძალის გამოყენება საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად. რაც შეეხება ცალკეული პოლიციელების ქცევას, ადგილზე არეულობის დიდი მასშტაბის გათვალისწინებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი გახდა განსაკუთრებით მოძალადე, იმ მომენტში ცალკეული ოფიცრების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენება მოძალადე დემონსტრანტების შესაკავებლად და საკუთარი და სხვების სიცოცხლისთვის ლეგიტიმურად აღქმული საფრთხის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს გამართლებული (იხ. მაგ., Giuliani and Gaggio, ციტირებული ზემოთ, §§ 187-79).
241. ამ ფონზე, სასამართლო იმეორებს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას, იგი იყენებს მტკიცების სტანდარტს „გონივრულ ეჭვს მიღმა“. თუმცა, არასოდეს ყოფილა მისი მიზანი ეროვნული სამართლებრივი სისტემების მიდგომის სესხება, რომლებიც იყენებენ ამ სტანდარტს. მისი როლი არის არა პირთა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის განსაზღვრა არამედ ხელშემკვრელი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა კონვენციის შესაბამისად (იხ. El-Masri, ციტირებული ზემოთ, § 151). ამ კონტექსტში, იმისათვის რომ ადეკვატურად შეფასდეს წინამდებარე მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებული გარემოებები და ამ კუთხით სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზომა, სასამართლომ უნდა უპასუხოს, სხვა კითხვებთან ერთად, იყო თუ არა ცალკეული მომჩივნების დაზიანებები ზემოთ აღწერილი ქაოტური მოვლენების ფონზე ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენების გაუთვალისწინებელი შედეგი, თუ ძალის გაუმართლებელი გამოყენება კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევით.
242. ამ კუთხით, მომჩივნების საჩივრის მრავალმხრივი ხასიათის გათვალისწინებით, კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი კუთხით და მიმდინარე გამოძიების ფარგლებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უფრო ფაქტობრივი ელემენტები უნდა იყოს განმარტებული ეროვნულ დონეზე. მართლაც, მიუხედავად საკითხისა რომელიც ეხება საკანონმდებლო ბაზას და რომელიც არეგულირებს რეზინის ტყვიების გამოყენებას ეროვნულ დონეზე, მოცემულ გარემოებებში ძალის გამოყენების პროპორციულობა დაკავშირებულია მოვლენების უფრო ფართო კონტექსტთან და სცილდება სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საქმის მასალას. ამ კუთხით, სასამართლო იმეორებს, რომ უნდა იყოს ფრთხილი პირველი ინსტანციის სასამართლოს როლის შესრულებისას, როდესაც ეს გარდაუვალი არ არის კონკრეტული საქმის გარემოებებით (იხ. Giuliani and Gaggio, § 180, და Mustafa Tunç and Fecire Tunç, § 182, ორივე ციტირებული ზემოთ).
243. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობიდან არ უშვებს იმ ფაქტს, რომ გამოძიება რომელიც აღმოჩნდა არაეფექტური, ჯერ კიდევ გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ დასკვნა, რომელიც დაკავშირებულია გამოძიების არაეფექტურობასთან, ეფუძნება ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობას გამოძიების გარკვეული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისას, იმ ვითარებაში, როდესაც მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი მათ მოიპოვეს ისე, რომ არ შელახულა მათი ავთენტურობა ან სანდოობა. კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით აღმოჩენილი დარღვევის ზემოხსენებული ხასიათიდან და სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარე ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს რომ მოცემული გამოძიების შესაძლებლობა შეაფასოს მოცემული საქმის გარემოებები და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები, შეუქცევადად დაირღვა. ასეთ კონკრეტულ გარემოებებში, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები აფასებენ სათანადოდ მათ მიერ უკვე მოპოვებული მტკიცებულებების დიდ რაოდენობას და არა სტრასბურგის სასამართლო.
244. ამიტომ სასამართლოს არ მოეთხოვება გადაწყვიტოს მომჩივნების საჩივრების არსებითი მხარე კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილით მხარეთა მიერ წარდგენილი მასალის საფუძველზე (შედარებისთვის იხ. Disk and Kesk v. Turkey, no. 38676/08, § 30, 27 November 2012) წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში. სახელმწიფოებისა და სტრასბურგის სასამართლოს ერთობლივი პასუხისმგებლობის სულისკვეთებით, რათა უზრუნველყონ კონვენციური უფლებების პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი დასკვნები წინამდებარე საჩივრებით წამოჭრილ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების შესრულებისას (შედარებისთვის იხ. Kelly and Others v. the United Kingdom, no. 30054/96, § 101, 4 May 2001; ასევე იხ. M.H. and Others v. Croatia, nos. 15670/18 and 43115/18, § 165, 18 November 2021).
245. შესაბამისად, წინამდებარე საქმის გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს რომ შეუსაბამო იქნება და შეეწინააღმდეგება კონვენციის პრეამბულით გათვალისწინებულ მის დამხმარე როლს (იხ. სხვა მითითებებთან ერთად Communauté genevoise d’action syndicale (CGAS) v. Switzerland [GC], no. 21881/20, § 138, 27 November 2023), რომ დაეყრდნოს საქმის ფაქტებს, განსაკუთრებით ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულს, რათა დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საზღვრები. აღნიშნული გააორმაგებს მიმდინარე პროცესებს ეროვნულ დონეზე, სადაც უკეთესად არიან განლაგებულნი და აღჭურვილნი ამოცანის შესასრულებლად (იხ. მაგალითად McShane v. the United Kingdom, no. 43290/98, § 103, 28 May 2002). ეს დასკვნა ზიანს არ აყენებს სახელმწიფოს პოტენციურ პასუხისმგებლობას, თუნდაც ეროვნულ დონეზე დადგენილი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის არარსებობის შემთხვევაში.
246. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და სუბსიდიარობისა და საზიარო პასუხისმგებლობის პრინციპის მნიშვნელობის ხაზგასმით, სტრასბურგის სასამართლო თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან სახელმწიფოს სავარაუდო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მომჩივნების საჩივრების არსებით ასპექტთან დაკავშირებით.
V. კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლის სავარაუდო დარღვევა
247. მომჩივნები საჩივრებში N13186/20, N16757/20, N20129/21 (გარდა მე-11 მომჩივნისა) და N39382/21 დავობდნენ, რომ ისინი განზრახ იყვნენ მიზანში ამოღებულნი დემონსტრაციის დარბევის დროს რადგან იყვნენ ჟურნალისტები ან რომ, ალტერნატიულად, ხელისუფლების ძალის გადამეტებული გამოყენება ხელს უშლიდა მათ ჟურნალისტურ საქმიანობას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლს.
248. მე-11 მომჩივანი საჩივარში N20129/21 დავობდა, რომ იგი გაიყვანეს პარლამენტის შიდა ეზოდან და ამ პროცესში იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას.
249. მომჩივნები საჩივრებში N20175/21 (მე-8 მომჩივნის გარდა) და N39382/21 დავობდნენ, რომ ხელისუფლებამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაარბია დემონსტრაცია სადაც გამოიყენა გადამეტებული ძალა და შესაბამისად დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი.
250. თუმცა, მომჩივანთა საჩივრებზე გამოძიება გრძელდება და ჯერ კიდევ განხორციელებადია (იხ. პარ. 243 ზემოთ და 262-263 ქვემოთ). ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე მომჩივნების საჩივრებთან მიმართებით რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს სავარაუდო პასუხისმგებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი სადავო გამოძიება ასევე მოიცავს მომჩივანთა საჩივრებს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლის მიხედვით, ეს აიძულებს ევროპულ სასამართლოს დაასკვნას, რომ მან თავი შეიკავოს ამ დებულებების შესაბამისად საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი განხილვისაგან.
VI. კონვენციის 38-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანთა საჩივართან დაკავშირებით რომელიც ეხებოდა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრ ვალდებულებას, რომ სახელმწიფოს პროაქტიულად უნდა ეცნობებინა ევროპული სასამართლოსთვის პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის მიღება 2021 წლის 7 სექტემბერს, სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა.
კონვენციის სხვა სადავო მუხლების დარღვევა
კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე მომჩივნები დავობენ, რომ ვერ ისარგებლეს ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალებით.
ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ განეხილა მე-13 მუხლის საფუძველზე მომჩივნების საჩივრის დასაშვებობა და არსებითი მხარე.
კონვენციის 41-ე და 46-ე მუხლების გამოყენება
ა. კონვენციის 46-ე მუხლი
258. კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად:
“1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ.
2. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.”
ზოგადი პრინციპები259. კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმ საქმეებში, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ხოლო მინისტრთა კომიტეტი პასუხისმგებელია გადაწყვეტილების აღსრულების ზედამხედველობაზე. ეს ნიშნავს, რომ როდესაც სასამართლო აღმოაჩენს დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფო იურიდიულად ვალდებულია არა მხოლოდ გადაუხადოს დაინტერესებულ მხარეებს 41-ე მუხლის შესაბამისად სამართლიანი ანაზღაურების თანხები, არამედ მიიღოს აუცილებელი ზოგადი ან/და, სადაც ეს შესაძლებელია, ინდივიდუალური ზომები (იხ. Hirsi Jamaa and Others v. Italy [GC], no. 27765/09, § 209, ECHR 2012).
260. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებითად დეკლარაციული ხასიათისაა, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესებულმა სახელმწიფომ უნდა აირჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, ის საშუალებები, რომლებსაც გამოიყენებს კონვენციის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, იმ პირობით, რომ ეს საშუალებები თავსებადია სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნებთან (იქვე.). თუმცა, გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციებში, სასამართლომ შეიძლება მიიჩნიოს სასარგებლოდ, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მიანიშნოს ზომების სახეობაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს იმ - ხშირად სისტემური - სიტუაციის დასასრულებლად რამაც გამოიწვია დარღვევის დადგენა (იხ.მაგ. Öcalan v. Turkey [GC], no. 46221/99, § 210, ECHR 2005-IV, და Popov v. Russia, no. 26853/04, § 263, 13 July 2006). თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კი, მინისტრთა კომიტეტს აქვს ექსკლუზიური კომპეტენცია, შეაფასოს ასეთი ზომების იმპლემენტაცია კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით (იხ. Yüksel Yalçınkaya v. Türkiye [GC], no. 15669/20, § 405, 26 September 2023, სხვა მითითებეთან ერთად).
აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში261. წინამდებარე საქმეში სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მიუთითოს წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ინდივიდუალური ზომები, იმ ზოგადი ზომების შელახვის გარეშე, რომლებიც საჭიროა მომავალში სხვა მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად (იხ. Hirsi Jamaa and Others, ციტირებული ზემოთ, § 210).
262. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არსებობს მანამ, სანამ ასეთი გამოძიება შესრულებადია, მაგრამ არ განხორციელებულა ან არ აკმაყოფილებდა კონვენციის სტანდარტებს (იხ.მაგ., Abu Zubaydah v. Lithuania, no. 46454/11, § 682, 31 May 2018, სხვა მითითებებთან ერთად, მაგ. Al Nashiri v. Romania, no. 33234/12, § 740, 31 May 2018).
263. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო მიიჩნევს რომ მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც აღმოჩენილია წინამდებარე საქმეში, საქართველოსთვის 46-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულება გარდაუვალად მოითხოვს, რომ დაუყოვნებლად გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი რათა განაახლოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. ხელისუფლება ვალდებულია განიხილოს ზეპირად ან არსებითად, ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნების საჩივრების საფუძველზე წამოჭრილი სხვადასხვა საკითხები კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლის არსებითი კუთხით. ამის შემდეგ, კონვენციის მოქმედი პრინციპების შესაბამისად, სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე მას შემდგომ, რაც გაირკვევა გარემოებები და პირობები რომლებშიც მომჩივნებმა მიიღეს დაზიანებები, რამდენადაც ეს შესრულებადი იქნება, რათა შესაძლებელი გახდეს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, დასჯა (მსგავსი მიდგომისთვის იხილეთ Abu Zubaydah, § 683 და Al Nashiri, § 742, ორივე ზემოთ ციტირებული). სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, არ არსებობს გადაულახავი პრაქტიკული დაბრკოლებები გამოძიების ამ გზით წარმართვისთვის რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალება მომჩივნებისთვის. თუ მოპასუხე სახელმწიფო არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, მომჩივნებს შეეძლებათ კვლავ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს.
264. თუმცა, სასამართლოს ვალდებულება არ არის მოპასუხე სახელმწიფოს მისცეს ამ კუთხით დეტალური მითითებები. მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა, კონვენციის 46-ე მუხლის ფარგლებში, გადაწყვიტოს საკითხი თუ რა პრაქტიკული მითითებები შეიძლება მიეცეს მთავრობას, წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად (იხ. Abu Zubaydah, ციტირებული ზემოთ, § 683).
ბ. კონვენციის 41-ე მუხლი
265. კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
“თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ზიანისასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ როდესაც მომჩივანი წარადგენს პრეტენზიას მატერიალური ზიანის თაობაზე, უნდა არსებობდეს მკაფიო მიზეზობრივი კავშირი მომჩივნის მიერ მოთხოვნილ ზარალსა და კონვენციის დარღვევას შორის. ამ კონტექსტში, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მომჩივნების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანი არ უნდა ანაზღაურდეს.
ამის საპირისპიროდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის ფარგლებში, რადგან მან გულმოდგინედ არ განახორციელა გამოძიება რის შედეგადაც მომჩივნებს მიადგათ არამატერიალური ზიანი რომლის ანაზღაურებას შეუძლებელია მხოლოდ დარღვევის დადგენით. საქმის შესაბამისი გარემოებებიდან და სხვადასხვა მიუკერძოებელი მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ არამატერიალური ზიანი აუნაზღაუროს 15,000 ევროს ოდენობით ბ-ნ ქურდოვანიძეს, ქ-ნ გომურს, ბ-ნ სულაშვილს და ბ-ნ ჩანქსელიანს, სათითაოდ; 5,000 ევროს ოდენობით ბ-ნ ცაავას, ბ-ნ კმუზოვს, ბ-ნ სვანაძეს, ქ-ნ ბაღაშვილს, ქ-ნ ნემსაძეს, ქ-ნ ვახტანგაძეს, ქ-ნ ხორზევანიძეს, ბ-ნ კოშაძეს, ბ-ნ მურადოვს, ბ-ნ ჭუმბურიძეს, ქ-ნ აბაშიძეს, ბ-ნ დიასამიძეს, ბ-ნ შეყილაძეს, ბ-ნ ფოჩხიძეს, ბ-ნ გიორგაძეს, ბ-ნ შარვაშიძეს, ბ-ნ დიდბერაშვილს და ბ-ნ ბერიკაშვილს, სათითაოდ; და 1,800 ევროს ოდენობით ბ-ნ ხვადაგიანსა და ბ-ნ ჩიკვილაძეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო:
ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას გააერთიანოს გადაწყვეტილებები;ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას გააერთიანოს წინასწარი საჩივრები დასაშვებობის შესახებ რომლებიც ეხება მიმდინარე გამოძიების გამო ეროვნული სამართლებრივი საშუალებების ამოწურვას; განიხილა და არ დააკმაყოფილა იგი;ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას, მე-5 და მე-9 მომჩივნების საჩივრები საჩივარში N20129/21 გამოცხადდეს დაუშვებლად, ხოლო დანარჩენი მომჩივნების საჩივრები გამოცხადდეს კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე დასაშვებად;ერთხმად ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევას დანარჩენ მომჩივნებთან მიმართებაში;ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან მე-3 მუხლის არსებით ასპექტთან მიმართებით;ადგენს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი საკითხების შესახებ;ადგენს, ერთხმად, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;ადგენს, ერთხმად, რომ არ არის საჭირო საჩივრის განხილვა კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად;ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივნებს, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების საბოლოო მიღების დღიდან სამი თვის განმავლობაში შემდეგი თანხები:
(i) 15,000 ევრო (თხუთმეტი ათასი ევრო), თითოეულს, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს ბ-ნი ქურდოვანიძეს, ქ-ნ გომურს, ბ-ნ სულაშვილს და ბ-ნ ჩანქსელიანს, რომელიც უნდა კონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით, არამატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით;
(ii) 5,000 ევრო (ხუთი ათასი ევრო), თითოეულს, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს ბ-ნი ცაავას, ბ-ნ კმუზოვს, ბ-ნ სვანაძეს, ქალბატონ ბაღაშვილს, ქ-ნ ნემსაძეს, ქ-ნ ვახტანგაძეს, ქ-ნ ხოზრევანიძეს, ბ-ნ კოშკაძეს, ბ-ნ მურადოვს, ბ-ნ ჭუმბურიძეს, ქ-ნ აბაშიძეს, ბ-ნ დიასამიძეს, ბ-ნ შეყილაძეს, ბ-ნ ფოჩხიძეს, ბ-ნ გიორგაძე, ბ-ნ შარვაშიძეს, ბ-ნ დიდბერაშვილს და ბ-ნ ბერიკაშვილს, რომელიც კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში არამატერიალური ზიანის ანაზღაურების დღიდან მოქმედი კურსით;
(iii) 1,800 ევრო (ათას რვაასი ევრო) თითოეულს, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს ბ-ნ ხვადაგიანსა და ბ-ნ ჩიკვილაძეს, რომელიც კონვერტირდება მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის თარიღისთვის მოქმედი კურსით, არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის;
(iv) 6,000 ევრო (ექვსი ათასი ევრო), დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივნებს, ყველა ხარჯსა და დანახარჯთან მიმართებით, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს უშუალოდ შესაბამისი წარმომადგენლების მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
(ბ) რომ სამი თვის გასვლიდან ანგარიშსწორებამდე ზემოაღნიშნულ თანხებზე გადასახდელი იქნება მარტივი საპროცენტო განაკვეთი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული საკრედიტო განაკვეთის ტოლი დეფოლტის პერიოდში, დამატებით 3 პროცენტული სარგებელი;
10.არ აკმაყოფილებს, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, დარჩენილ მომჩივანთა მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
[1] § 61. მე-5 მომჩივანი: 2019 წლის 6 ივლისს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა გასინჯა მომჩივანი და ვერ აღმოაჩინა დაზიანების ნიშნები. სხვა სამედიცინო დოკუმენტები მის შესახებ არ არსებობს.