© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012 [or subsequent year]. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012 [ou année suivante]. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #114
დეკემბერი, 2008
ტელე ვესტი AS და როგალანდ პენსიონიტპარტი (TV Vest AS & Rogaland Pensjonistparti) ნორვეგიის წინააღმდეგ - 21132/05
გადაწყვეტილება 11.12.2008 [I სექცია]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
გამოხატვის თავისუფლება
სატელივიზიო არხის დაჯარიმება სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის კანონისმიერი აკრძალივის საწინააღმდეგოდ მცირე პოლიტიკური პარტიის რეკლამის ეთერში გაშვებისთვის: დარღვევა
ფაქტები: განმცხადებლები იყვნენ სატელევიზიო კომპანია და მცირე პოლიტიკური პარტიის (პენსიონერთა პარტია) რეგიონული ფილიალი. ტელე-ვესტი დააჯარიმეს იმ საფუძვლით, რომ მან ეთერში გაუშვა „პენსიონერთა პარტიის“ რეკლამები, კანონის საწინააღმდეგოდ, რომელიც კრძალავდა ამგვარ რეკლამებს. ეს აკრძალვა იყო მუდმივი და აბსოლუტური და ვრცელდებოდა მხოლოდ ტელევიზიაზე; პოლიტიკური რეკლამა სხვა მედია-საშუალებებით ნებადართული იყო. ტელე-ვესტმა წარუმატებლად გაასაჩივრა დაჯარიმება სასამართლოებში.
კანონმდებლობა: სასამართლო მზად იყო გაეზიარებინა არგუმენტი, რომ ამ სფეროში ევროპული კონსენსუსის ნაკლებობა, პოლიტიკური დებატების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებებთან მიმართებით სახელმწიფოებისთვის მეტი დისკრეციის მინიჭების სასარგებლოდ მეტყველებდა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით პოლიტიკური რეკლამის ტელე-ეთერში გაშვების კანონისმიერი აკრძალვის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ გამოხატვის ასეთი ძლიერი და დამაჯერებელი ფორმისა და საშუალების გამოყენებას შეეძლო ზოგადად პოლიტიკური დებატის ხარისხის შემცირება. მარტივად იყო შესაძლებელი რთული თემების დამახინჯება და ფინანსურად ძლიერი ჯგუფები მოიპოვებდნენ თავიანთი ნების ‘გაყიდვის’ უპირატეს შესაძლებლობებს. თუმცა, პენსიონერთა პარტია არ ექცეოდა პარტიათა ან იმ ჯგუფთა კატეგორიაში, როლებზეც იყო მიმართული პირველ ყოვლისა ეს აკრძალვა. საპირისპიროდ ამისა, ის განეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომლის დასაცავადაც იქნა შემოღებული აკრძალვა. უფრო მეტიც, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომელთაც განესაზღვრათ ფართო სატელევიზიო დაფარვა, საპენსიო პარტია შეუმჩნევლად იყო ნახსენები. შესაბამისად, ფასიანი სატელევიზიო რეკლამა საპენსიო პარტიისთვის ამ საშუალებით მთელი საზოგადოებისთვის გზავნილის მიწოდების ერთადერთი შესაძლებლობა იყო. კანონით ამ შესაძლებლობის შეზღუდვით პენსიონერთა პარტია სხვა ძირითად პარტიებთან მიმართებით უფრო მეტად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა. და ბოლოს, რეკლამის შინაარსი, კერძოდ პენსიონერთა პერტიის მოკლე აღწერა და დანიშნულ არჩევნებში მათთვის ხმის მიცემისკენ მოწოდება, არ შეიცავდა ისეთ ელემენტებს, რაც პოლიტიკური დებატის ხარისხს შეამცირებდა ან სხვადასხვა სენსიტიური საკითხს შელახავდა. ამ პირობებში იმ ფაქტს, რომ ტელევიზიას სხვა მედია საშუალებასთან შედარებით უფრო მეტი დაუყოვნებელი და მძლავრი შედეგი ქონდა არ შეეძლო გაემართლებინა ტელე ვესტისთვის დაკისრებული აკრძალვის ან ჯარიმის დაკისრება. შესაბამისად, არ არსებობდა გონივრული პროპორციულობის კავშირი აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანსა და ამ მიზნის მისაღწევად დასახულ საშუალებებს შორის. შესაბამისად, განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვა გამოწვეული აკრძალვითა და ჯარიმის დაკისრებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში, მიუხედავად სახელმწიფო ორგანოებისთვის განსაზღვრული თავისუფალი შეფასების ფარგლებისა.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
დააწკაპუნეთ აქ სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy