დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №162
აპრილი 2013
ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ - 49872/11
გადაწყვეტილება 30.4.2013 [V სექცია]
მუხლი 5
მუხლი 5-1
კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება
სასამართლო პროცესის მიმართ სავარაუდო უპატივცემულო დამოკიდებულებისთვის წინასასამართლო დაკავება: დარღვევა
მუხლი 18
შეზღუდვა არასანქცირებული/არაუფლებამოსილი მიზნებისთვის
ოპოზიციის ლიდერისთვის თავისუფლების ჩამორთმევა, გარდა იმ მიზეზისა, რომელიც არ ემსახურება მის კომპეტენტური იურიდიული ავტორიტეტის წინაშე წარდგენას, გონივრული ეჭვის საფუძველზე დანაშაულის ჩადენისათვის: დარღვევა
ფაქტები _ მომჩივანი იყო უკრაინაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ყოფილი პრემიერ მინისტრი. 2011 წლის აპრილში მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი წარმოება უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის და 2011 წლის აგვისტოში სასამართლომ განკარგულება გასცა მისი წინასწარი დაკავების თაობაზე. შემდგომში იგი დამნაშავედ ცნეს წაყენებული ბრალდებებისათვის და მიუსაჯეს პატიმრობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში მომჩივანი ჩიოდა, inter alia, მისი დაკავების პირობებზე, საპატიმროში არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე და საავადმყოფოში გადაყვანისას სასტიკ მოპყრობაზე (კონვენციის მე-3 მუხლი), რომ მისი დაკავება იყო თვითნებური და რომ მას არ ჰქონდა სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა შედავებოდა ამ დაკავებას, ან მოეთხოვა კომპენსაცია (მუხლი 5) და რომ იგი დაკავებული იყო პოლიტიკური მოტივით (მე-18 მუხლი მე-5 მუხლთან ერთად) .
სამართალი – მუხლი 3
ა) მისი წინასასამართლო დაკავების პირობები - სასამართლო დაეთანხმა, რომ მომჩივანს შეეძლო განეცადა გარკვეული პრობლემები მისი არსებული პირობებიდან გამომდინარე დაკავების რაღაც ეტაპზე - კერძოდ, დღის შუქისადმი შეზღუდული წვდომა, ცხელი წყლის ნაკლებობა და განსაზღვრულ პერიოდში გათბობის ნაკლებობა. მას ასევე არ ჰქონდა ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობა მოძრაობის პრობლემებიდან გამომდინარე, როდესაც ჯოხს ან ყავარჯენს შეეძლო ეს შეემსუბუქებინა. მაშასადამე, ხანდახან მომჩივნის სიტუაცია შეიძლება არაკომფორტული ყოფილიყო, თუმცა, ის არ გახლდათ იმდენად მძიმე, რომ განხილულიყო მესამე მუხლის კომპეტენციის ფარგლებში.
დასკვნა: დაუშვებელია (ერთხმად).
ბ) პატიმრობაში ყოფნისას სამედიცინო მომსახურების სავარაუდო ნაკლებობა - სასამართლოს წინაშე არსებული მასალებიდან ნათელი გახლდათ, რომ მომჩივნის ჯანმრთელობას დიდი ყურადღება ექცეოდა უკრაინელ ხელისუფალთა მიერ, რომელთაც ნორმალური ჯანდაცვის ღონისძიებებთან შედარებით, რომელიც ჩვეულებრივი დაკავებულებისთვის იყო ხელმისაწვდომი უკრაინაში, გაცილებით დიდი ძალისხმევა ჩადეს. მომჩივანი, ამრიგად, იყო ძალიან ფრთხილი და ხელისუფალთა მიმართ ნდობის ნაკლებობის გამო რეგულარულად უარს აცხადებდა შეთავაზებული სამედიცინო პროცედურების უმეტესობის ჩატარებაზე. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმას, რომ პაციენტის ნდობა გახლავთ ძირითადი ელემენტი ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში და მისი შექმნა პატიმრობაში ძნელია, პაციენტებს, მიუხედავად ამისა, დაკისრებული აქვთ პასუხისმგებლობა, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ და ითანამშრომლონ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ პირებთან და მომჩივნის პატიმრობაში ყოფნის სამედიცინო ისტორიაში არ ყოფილა აღნიშნული რაიმე განსაკუთრებული ინციდენტი, რომელიც ახსნიდა ასეთ ტოტალურ უნდობლობას მომჩივნის მხრიდან. წამების თავიდან აცილების ევროპულმა კომიტეტმა (CPT) მოინახულა ერთ-ერთი დაწესებულება, სადაც მომჩივანი იყო დაკავებული და მათ არ წამოუყენებიათ რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება მისთვის მიწოდებული სამედიცინო მზრუნველობის შესაბამისობასთან დაკავშირებით. მომჩივანი ასევე გადაყვანილი იყო გარეთ მდებარე საავადმყოფოში, რათა მიეღო სპეციალისტის დახმარება. შეჯამების სახით, შიდა ხელისუფლებამ მომჩივანს მიაწოდა ყოველმხრივი, ეფექტური და გამჭვირვალე სამედიცინო დახმარება.
დასკვნა: დაუშვებელია (ერთხმად)
გ) სავარაუდო სასტიკი მოპყრობა მისი საავადმყოფოში გადაყვანისას - პატიმრობაში ყოფნისას მომჩივნის სხეულზე რამდენიმე ჩალურჯება გამოჩნდა. მხოლოდ ესეც საკმარისი იყო, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს ახსნა-განმარტება მოეწოდებინათ, მათი წარმოშობის თაობაზე. ჩალურჯებების ადგილმდებარეობა - მის მუცელსა და მკლავებზე - შეთავსებადი იყო მის ახსნასთან, რომ საავადმყოფოში გადაყვანის დღეს იგი ძალის გამოყენებით გადმოაგდეს ლოგინიდან და ჩაარტყეს მუცელში. მიუხედავად ამისა, სასამართლო იგნორირებას ვერ გაუკეთებდა თავის წინაშე არსებულ სამედიცინო მტკიცებულებას, რომ აშკარად ჩალურჯებების ასაკი არ შეესაბამებოდა მომჩივნის მიერ მითითებულ დროს და რომ არსებობდა ჩალურჯებების სხვა შესაძლო წარმომავლობა, რომელიც არ შეიცავდა გარეგან დაზიანებას. აღნიშნული დადგენილი ფაქტები დამაკმაყოფილებლად დამტკიცდებოდა ან უარყოფილი იქნებოდა, თუ მომჩივანი ჩაიტარებდა სრულ სასამართლო სამედიცინო გამოკვლევას, რისი უფლებაც მან ორ შემთხვევაში არ მისცა. მისი გადაწყვეტილების შედეგად არ ჩაეტარებინა გამოკვლევა, ამგვარი სასამართლო მტკიცებულების უქონლობის გათვალისწინებით, არ დადგენილა საჭირო დამტკიცების კრიტერიუმით, რომ ჩალურჯება მისი საავადმყოფოში გადაყვანისას მოპყრობის შედეგი გახლდათ, მესამე მუხლის დარღვევით. მისმა უარმა ჩაეტარებინა სასამართლო სამედიცინო გამოკვლევა ასევე შეაფერხა გამოძიების ეფექტურობა სასტიკად მოპყრობის თაობაზე მისი საჩივრისადმი, რომელი გამოძიებაც ამის გამო იყო „ეფექტური“ მესამე მუხლის მიზნებისათვის.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ქონდა (ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ).
მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილი: მომჩივნის წინასასამართლო დაკავების განკარგულება განუსაზღვრელი ვადით გაიცა, რომელიც თავისთავად გახლდათ მეხუთე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში და იყო რეციდიური საკითხი საკანონმდებლო ხარვეზის შედეგად. შემდგომ, მიმალვის რისკი არ იყო გამოკვეთილი იმ ბრალდებებიდან, რომელმაც წინ წაიწია მისი დაკავების მიზეზებს შორის : ისინი გახლდათ ყველა უმნიშვნელო ბუნების და არ ასახულა მის მიერ სხდომებზე ვერ დასწრებაში. ფაქტიურად, მისი დაკავებისათვის მთავარი გამართლება, მითითებული მოსამართლის მიერ, იყო საქმის წარმოებისთვის მის მიერ სავარაუდო ხელის შეშლა და აგდებული ქცევის მანერა, რომელიც არ იყო იმ მიზეზების ჩამონათვალს შორის, რომელსაც შეეძლო გაემართლებინა თავისუფლების ჩამორთმევა მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ფარგლებში. ასევე არ იყო ცხადი, რატომ იყო უფრო სათანადო პრევენციული ზომა ამ შემთხვევაში, მომჩივნის ვალდებულების, არ დაეტოვებინა ქალაქი, მისი დაკავებით ჩანაცვლება. იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო დაკავებისას მითითებული მიზეზები მის დამნაშავედ ცნობამდე იგივე დარჩა, მთელი წინასასამართლო დაკავების პერიოდი იყო თვითნებური და უკანონო.
დასკვნა: დარღვევა ( ერთხმად).
მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი: ეროვნული სასამართლოების სხვადასხვა შეფასებებმა მომჩივნის დაკავების კანონიერების თაობაზე არ დააკმაყოფილა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, რადგანაც ისინი შემოფარგლული იყო უბრალო განცხადებებით, რომ სასამართლო წესით პრევენციის მექანიზმის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება არ იყო გასაჩივრებული, რის შედეგადაც საწყის ეტაპზე გამოყენებული არასრულყოფილი დასაბუთება იყო გამეორებული. არ არსებობდა იმის ნიშანი, რომ შიდა სასამართლოებმა გაითვალისწინეს კონკრეტული და სათანადო არგუმენტები, რომელიც მომჩივანმა წინ წამოწია გათავისუფლების არაერთ განცხადებაში. დანამდვილებით, სასამართლომ უკვე დაადგინა სხვა საქმეებში, რომ უკრაინული სამართალი მთლიანობაში არ უზრუნველყოფდა პროცედურას, რითიც გადაიხედებოდა დაკავების გაგრძელება წინასასამართლო გამოძიების დამთავრების შემდეგ, რაც დააკმაყოფილებდა მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად) .
მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი: უკრაინული სამართლის მიხედვით, კომპენსაციის უფლება წარმოიშვება, კერძოდ, მაშინ როცა არაკანონიერება დადგინდება სასამართლო განჩინებით. ამრიგად, უკრაინული სამართლის მიხედვით, არ არსებობდა თავისუფლების ჩამორთმევისთვის, რომელიც ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა მე-5 მუხლის დარვევად, კომპენსაციის მიღების პროცედურა. აღნიშნული ხარვეზს უკვე ყურადღება მიექცა უკრაინის წინააღმდეგ სხვა საქმეებში.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
მე-18 მუხლი მე-5 მუხლთან ერთად: მომჩივნის მტკიცება, რომ მისი უფლებები და თავისუფლებები შეზღუდული იყო უკანონო მიზნებისთვის, უნდა დამაჯერებლად აჩვენებდეს, რომ ხელისუფალთა რეალური მიზეზი არ იყო იგივე, რასაც ისინი აცხადებდნენ, ან რომელიც, კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება გონივრულად დაასკვნა. უბრალო ეჭვი, რომ თანამდებობის პირებმა გამოიყენეს თავიანთი ძალები რაიმე სხვა მიზნებისთვის ვიდრე იმისა, რაც განმარტებულია კონვენციაში, არ იყო საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ მე-18 მუხლი დაირღვა.
მომჩივნის საქმე აჩვენებდა საერთო მახასიათებლების მსგავსებას ლუცენკო უკრაინის წინააღმდეგ (ნომ. 6492/11, 3 ივლისი 2012, საინფორმაციო ბარათი ნომერი 154). როგორც იმ საქმეზე, ძალაუფლების შეცვლის შემდგომ მალე, მომჩივანს, რომელიც იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი და უძლიერესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ბრალი დასდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მომჩივნის დაკავება ოფიციალურად განხორციელდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, ორივე, ფაქტობრივი კონტექსტი და ხელისუფალთა მიერ წინ წამოწეული დასაბუთება ავითარებდა მოსაზრებას, რომ რეალური მიზანი აღნიშნული ზომის გამოყენებისა იყო მომჩივნის დასჯა სასამართლოს მიმართ პატივისცემის ნაკლებობისათვის, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, მან გამოავლინა საქმის წარმოებისას თავისი ქცევებით. შესაბამისად, მომჩივნის თავისუფლების შეზღუდვა არ იყო გამოყენებული იმ მიზნისათვის, რომ გონივრული ეჭვის საფუძველზე დანაშაულის ჩადენისათვის კომპეტენტური იურიდიული ავტორიტეტის წინაშე წარედგინათ, არამედ სხვა მიზეზებით.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად) .
მუხლი 41: ზიანთან მიმართებით მოთხოვნა არ ყოფილა წაყენებული.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy