© evropis sabWo/adamianis uflebaTa evropis sasamarTlo, 2012. mocemuli Targmani SekveTil iqna evropis sabWos adamianis uflebaTa mxardaWeris fondis daxmarebiT (/humanrightstrustfund). aRniSnuli ar boWavs sasamarTlos. damatebiTi informaciisTvis ixileT saavtoro uflebebis sruli miTiTeba mocemuli dokumentis boloSi.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფომრაციოა ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #133
2010 წლის აგვისტო-სექტემბერი
უზუნი გერმანიის წინააღმდეგ - 35623/05
გადაწყვეტილება 2.9.2010 (V სექცია)
მუხლი 8
მუხლი 8-1
პირადი ცხოვრების დაცულობა
ეჭვმიტანილი ტერორისტების მეთვალყურეობა GPS–ით: არ არის დარღვევა
ფაქტები – 1995 წლის ოქტომბერში მომჩივანი და სხვა მამაკაცი (ს) აყვანილ იქნენ მეთვალყურეობაზე საგამოძიებო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე მათი შეიარაღებულ თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის გამო, რომელიც განხორციელდა ექსტრემისტთა მემარცხენე ჯგუფის მიერ რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. მას შემდეგ რაც მათ დაადგინეს რომ მათზე ხორციელდებოდა მეთვალყურეობა ორივე მამაკაცი ეცადა გაქცევას და მათ დააზიანეს გადამცემი საშუალება რომელიც დამონტაჟებული იყო ს-ის ავტომობილში და ასევე ისინი ცდილობდნენ არ გამოეყნებინათ ტელეფონი. ამის საპასუხოდ, 1995 წლის დეკემბერში ფედერალურმა სახელმწიფო პროკურორმა გასცა მათზე მეთვალყურეობის ნებართვა გლობალური პოზიცირების სისტემის (GPS) ხელსაწყოს საშუალებით რომელიც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა დაამონტაჟეს ს-ის ავტომობილში. მომჩივანი და ს. დააკავეს 1996 წლის თებერვალში და დამნაშავედ სცნეს რამოდენიმე შეიარაღებულ თავდასხმაში 1995 წლის იანვრიდან-დეკემბრამდე იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მოპოვებული იყო მათი მეთვალყურეობის შედეგად, მათ შორის GPS –ით მოპოვებული მტკიცებულება რომლითაც მოხდა ს-ის მანქანის ადგილმდებარეობის და დანაშაულის ადგილს შორის კავშირის დადგენა. მომჩივანს მიესაჯა ცამეტ წლიანი პატიმრობა მისი სააპელაციო სარჩელები იუსტიციის ფედერალურ სასამართლოში და ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში არ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელმა სასამართლომ დაადგინა რომ, ინტერ ალია, რომ მისი პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა GPS–ის მეთვალყურეობის საშუალებით იყო თანაზომიერი მის მიერ ჩადენილი დანშაულის სიმძიმიდან და მის მიერ მეთვლაყურეობის სხვა მეთოდების თავის არიდების გამო.
კანონი – მუხლი 8: მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში დამონტაჟებული ხელსაწყო ეკუთვნოდა მესამე მხარეს, GPS მიმღები აშკარად გამოყენებული იყო ინფორმაციის მოპოვების მიზნით მომჩივანთან დაკავშირებითაც, ვინაიდან სახელწმიფო ორგანოების წარმომადგენლებისთვის ცნობილი იყო ადრე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რომ მანქანას ორივე მამაკაცი იყენებდა. მომჩივანს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. GPS–ის მეთვალყურეობის სისტემა მომჩივანის საქმეში გამოყენებული იყო იმისათვის რომ მომხდარიყო სისტემატურად მონაცემების მოგროვება და შენახვა მომჩივანის ადგილსამყოფელის და გადაადგილების თაობაზე სამი თვის განმავლობაში. მონაცემებმა საშუალება მისცეს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეედგინათ სურათი მისი გადაადგილების, ჩაეტარებინათ დამატებითი გამოძიება და მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულება რომელიც მის სასამართლო პროცესზე იქნებოდა გამოყენებული. შესაბამისად, GPS-ის სამეთვალყურეო სისტემა და ამ გზით მოპოვებული მონაცემების გადამუშავება და გამოყენება წარმოადგენდა მომჩივანის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას
იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა ჩარევა კანონის შესაბამისი, მეთვალყურეობის საფუძველი არსებობდა საკანონმდებლო დებულებაში* რომელიც ხელმისაწვდომი იყო მომჩივანისთვის. საკითხი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა ეს დებულება საკმარისად კონკრეტული იმისათვის რომ განჭვრეტადობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და იძლეოდა თუ არა ის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ადექვატური დაცვის საშუალებას არ შეიძლება დადგინდეს უფრო მკაცრ სტანდარტზე მითითებით რომელიც გამოიყენება ტელეკომუნიკაციის** საშუალებით მეთვალყურეობის შემთხვევაში, ვინადან GPS–ის საშუალებით მეთვალყურეობა საზოგადოებრივ ადგილებში ნაკლებად ხელისშემშლელია.
ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება რომ ეს დებულება (რომელიც ნებას რთავს ფოტო და ვიზუალური ჩაწერის საშუალებების და “სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებების” გამოყენების საშუალებას იძლევა “განსაკუთრებული სიმძიმის” სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში) ეხებოდა GPS–ის მეთვალყურეობას წარმოადგენდა დასაბუთებულ შესაძლო განვითარებას და კანონის ინტერპრეტაციას სასამართლოს განმარტებით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ არსებობდა ადექვატური და ეფექტური დამცავი მექანიზმები. ამასთან დაკავშირებით მან მიუთითა, პირველი, მეთვალყურეობა GPS–ით შეიძლება მხოლოდ გამოყენებული იყოს იმ დანაშაულთან მიმართებით რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და რომლის შემთხვევაშიც სხვა მეთოდის გამოყენება არ იქნება წარმატებული ან მისი გამოყენება გართულდება; მეორე, კონკრეტული საკანონმდებლო აკრძალვის არ არსებობა მეთვალყურეობის ხანგრძლივობაზე მოგვარებულია ეროვნული სასამართლოების მიერ ღონისძიების თანაზომიერების განხილვისას; მესამე, კანონმდებლობისთვის არ არის საჭირო მოითხოვოს წინასწარი ნებართვა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მეთვალყურეობაზე ვინაიდან სისხლის სამართლის სასამართლოს უფლებამოსილება ჩაატაროს მეთვალყურეობის კანონიერების ex post facto შემოწმება (და უკანონო გზით მოპოვებული მტკიცებულების არ დაშვება) წარმოადგენს საკმარის დაცვას თვითნებური ჩარევისგან და ბოლოს, ეროვნული სასამართლოების მიერ თანაზომიერების პრინციპის გამოყენება უზრუნველყოფს საკმარის დაცვას მომჩივანის ტოტალური მეთვალყურეობის ობიექტად ქვცევისგან არაკოორდინირებული ღონისძიებების სხვადასხვა უწყებების მიერ გამოყენების შემთხვევაში. მომჩივანის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევა განხორციელდა კანონის შესაბამისად.
გამოყენებულ ღონისძიებას ჰქონდა კანონიერი მიზანი ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მსხვერპლის უფლებების დაცვის და დანაშაულის პრევენციის. ის ასევე იყო თანაზომიერი: მეთვალყურეობა GPS–ით გადაწყდა მხოლოდ მას შემდეგ რაც უფრო ნაკლებად შემაწუხებელი მეთვალყურეობის სისტემა აღმოჩნდა არაეფექტური, ის საკმაოდ მოკლე ვადით განხორციელდა (დაახლოებით სამი თვე) და გავლენა ჰქონდა მომჩივანზე მხოლოდ მაშინ როდესაც ის თავისი კომპანიონის მანქანით გადაადგილდებოდა. არ შეიძლება ითქვას, რომ მომჩივანი იყო ტოტალური და სრულყოფილი მეთვალყურეობის ობიექტი. იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ეხებოდა სერიოზულ დანაშაულს, მომჩივანის მეთვალყურეობა GPS–ით საჭირო იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ დასკვნის გათვალისწინებით სხვა საკითხი არ წარმოიშობა მე-6-ე მუხლის ნაწილი 1-ის ფარგლებში.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ერთხმად)
* სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 100 §1 # 1 (ბ);
** მაგალითისთვის იხილეთ Weber and Saravia v. Germany (dec.) (no. 54934/00, 29 June 2006, Information Note no. 88), Liberty and Others v. the United Kingdom (no. 58243/00, 1 July 2008, Information Note no. 110) and Kennedy v. the United Kingdom (no. 26839/05, 18 May 2010, Information Note no. 130).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy