© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე #110
ივლისი, 2008
ვაჟნაი (Vajnai) უნგრეთის წინააღმდეგ - 33629/06
გადაწყვეტილება 8.7.2008 [II სექცია]
მე-10 მუხლი
მუხლი 10.1
გამოხატვის თავისუფლება
უკანონოდ გამოცხადებული ტოტალიტარული სიმბოლიკის (წითელი ვარსკვლავი) პოლიტიკურ დემონსტრაციაზე ტარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება: დარღვევა
ფაქტები: სისხლის სამართლის კოდექსის 269/B მუხლით დანაშაულად გამოცხადდა „ტოტალიტარულად“ მიჩნეული კონკრეტული სიმბოლოების საჯარო გამოყენება ან დემონსტრირება. ეს მოიცავდა ასევე წითელ ვარსკვლავს. საკონსტიტუციო სასამართლომ 2000 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ეს ნორმა კონსტიტუციასთან შესაბამისად გამოაცხადა. გადაწყვეტილებაში მან მიუთითა, რომ ასეთი სიმბოლოების შეუზღუდავ, ღია და საჯარო გამოყენებას შეეძლო დემოკრატიისთვის თავდადებული ადამიანებისთვის და კერძოდ კი ნაციზმისა და კომუნიზმის დროს გასამართლებული პირებისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. შესაბამისად, უნგრეთის ისტორიული გამოცდილება და მისი კონსტიტუციური ღირებულებების მიმართ აღნიშნული სიმბოლოებიდან მომდინარე საფრთხე დამაჯერებლად, ობიექტურად და გონივრულად ამართლებდა მათ აკრძალვას და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენებას მათ დასამარცხებლად.
განსახილველი დროისთვის განმცხადებელი იყო მუშათა პარტიის (Munkáspárt), რეგისტრირებული მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, ვიცე პრეზიდენტი. 2003 წელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრეს ტოტალიტარული სიმბოლოს, კერძოდ კი პიჯაკზე წითელი ვარსკვლავის ბუდაპეშტში გამართულ ნებადართულ დემონსტრაციაზე ტარებისთვის, სადაც ის მომხსენებელი იყო. მას შეუფარდეს ერთი წლით გამოსაცდელი ვადა.
კანონმდებლობა: განმცხადებლის მსჯავრდება უტოლდებოდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, ვინაიდან ეს „კანონით იყო გათვალისწინებული“ და ემსახურებოდა მართლწესრიგის დარღვევისა და სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. როდესაც - როგორც განმცხადებლის საქმეზე იყო - გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა პოლიტიკური სიტყვით გამოსვლით ხორციელდება, შეზღუდვები გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს ნათელი, მწვავე და განსაკუთრებული სოციალური საჭიროება. წითელი ვარსკვლავის მრავალმხრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით სრული აკრძალვა ზედმეტად ფართო იყო, რადგანაც ის ექსკლუზიურად ტოტალიტარულ რეჟიმთან არ ასოცირდებოდა. შესაბამისად, ისევე როგორც შეურაცხმყოფელი მიმართვის შემთხვევაშია, აქაც აუცილებელი იყო იმ კონტექსტის დეტალური შესწავლა, რომელშიც ის გამოიყენეს. განმცხადებელი ატარებდა სიმბოლოს კანონიერად ჩატარებულ, მშვიდობიან დემონსტრაციაზე, რეგისტრირებული მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტის რანგში და კანონის უზენაესობის შელახვის არანაირი განზრახვა არ გამოუმჟღავნებია. მოპასუხე სახელმწიფომ ვერ მოიყვანა ვერცერთი მაგალითი, სადაც მიუთითებდა უნგრეთში წითელი ვარსკვლავის საჯარო დემონსტრირებით პროვოცირებული არეულობის რეალურ ან თუნდაც არაპირდაპირ საფრთხეზე. სრულიად სპეკულაციური საფრთხის შეჩერება, როგორც დემოკრატიის დასაცავად მიღებული პრევენციული ზომა, არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც „მწვავე სოციალური საჭიროება“ და უნგრეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო სხვა სამართალდარღვევებიც, რომლებიც საზოგადოებრივი მღელვარების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთან, აკრძალვა იყო არათანმიმდევრული. წითელი ვარსკვლავის მხოლოდ ტარებას შეეძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოწვევა და არ მოითხოვებოდა იმის დამტკიცება, რომ ეს უტოლდებოდა ტოტალიტარულ პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ სასამრთლომ გაიზიარა, რომ კომუნისტური რეჟიმის დროის საზოგადო სიმბოლოს დემონსტრირებას შეეძლო წარსულ მსხვერპლთა და მათ ნათესავთა მღელვარება გამოეწვია. მხოლოდ ასეთ სენტიმენტებს, მიუხედავად იმისა რომ სრულიად გასაგებია, არ შეუძლია შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. უნგრეთის პლურალიზმზე გადასვლიდან თითქმის ოცი წელი იყო გასული, უნგრეთი უკვე ევროპული კავშირის წევრი იყო და დაამტკიცა, რომ სტაბილურ დემოკრატიას წარმოადგენდა. შესაბამისად, განმცხადებლის მსჯავრდება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც პასუხი „მწვავე სოციალურ საჭიროებაზე“.
დადგენილება: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი - დარღვევის დადგენა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას წარმოადგენს არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის
სასამართლო გადაწყვეტილებების მოკლე შეჯამებებისთვის მიჰყევით ბმულს Case-Law Information Notes
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy