© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2014. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2014. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N. 168
ნოემბერი 2013
ვალიანატოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ [GC] – 29381/09 და 32684/09
გადაწყვეტილება 7.11.2013 [GC]
მუხლი 14
დისკრიმინაცია
“სამოქალაქო კავშირებიდან“ ერთსქესიან წყვილთა ამორიცხვა: დარღვევა
ფაქტები– პირველი საჩივარი წარდგენილ იქნა საბერძნეთის ორი მოქალაქის მიერ და მეორე საჩივარი საბერძნეთის ექვსი მოქალაქისა და ერთი ასოციაციის მიერ, რომლის მიზანს გეებისა და ლესბოსელებისთვის ფსიქოლოგიური და მორალურის დახმარების გაწევა წარმოადგენდა. 2008 წლის 26 ნოემბერს ძალაში შევიდა # 3719/2008 კანონი სახელწოდებით „ოჯახთან, ბავშვებთან და საზოგადოებასთან დაკავშირებული რეფორმები“. აღნიშნულით დაკანონდა დაუქორწინებელ წყვილთათვის პარტნიორობის ოფიციალური ფორმა სახელწოდებით „სამოქალაქო კავშირები“, რომლის მოქმედების სფეროში ექცეოდნენ სხვადასხვა სქესის წყვილები და შესაბამისად გამოირიცხებოდნენ ერთსქესიანი წყვილები.
სამართალი– მუხლი 14 მე–8 მუხლთან მიმართებით
(ა) გამოყენებადობა- მომჩივნები საჩივარში დაეყრდნენ მე–14 მუხლს მე–8 მუხლთან მიმართებით. მთავრობას არ გამოუთქვამს პრეტენზია აღნიშნული მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ამ მიმართულებით მსჯელობა. მეტიც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანთა ურთიერთობები „პირადი ცხოვრების“ და „ოჯახური ცხოვრების“ ცნებების ქვეშ ექცეოდა, ისევე როგორც მოექცეოდა სხვადასხვა სქესიან წყვილთა ურთიერთობები მსგავს სიტუაციაში. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ვრცელდებოდა მე–14 მუხლი მე–8 მუხლთან მიმართებით.
(ბ) არსებითი განხილვა– მომჩივნები სხვადასხვა სქესიან წყვილთა მსგავს სიტუაციაში იმყოფებოდნენ მათი ურთიერთობების დაცვისა და სამართლებრივად აღიარების საჭიროების კუთხით. მიუხედავად ამისა, # 3719/2008 კანონის 1–ლი მუხლი სამოქალაქო კავშირების შექმნის შესაძლებლობას ცალსახად ანიჭებდა მხოლოდ სხვადასხვა სქესის ორ ინდივიდს. შესაბამისად, კანონის მოქმედების სფეროდან ერთსქესიანი წყვილების ავტომატურად ამორიცხვით, აღნიშნული კანონი ამკვიდრებდა განსხვავებულ მოპყრობას მოცემულ პირთა მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
მთავრობა ძირითადად ორი სახის არგუმენტს დაეყრდნო კანონის მოქმედების სფეროდან ერთსქესიანი წყვილების ამორიცხვის გასამართლებლად. პირველი, მთავრობა ამტკიცებდა, რომ კანონით მიღებული სამოქალაქო კავშირების ინსტიტუტის მომჩივნებზე გავრცელების შემთხვევაში, აღნიშნული წარმოშობდა მათთვის უფლებებსა და ვალდებულებებს– მათი ქონებრივი მდგომარეობის, ფინანსური ურთიერთდამოკიდებულებისა და მემკვიდრეობითი უფლებების კუთხით– რომელთა სამართლებრივი მოწესრიგება ისედაც შესაძლებელი იყო არსებული კანონმდებლობით, კონტრაქტის საფუძველზე. მეორე, მოცემული კანონის ამოცანას სხვადასხვა მიზნის მიღწევა წარმოადგენდა, მათ შორის: ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების დაცვა და მშობელთათვის შესაძლებლობის მიცემა აღეზარდათ საკუთარი შვილები, ამ მიზნის მისაღწევად იძულებითი ქორწინების გარეშე. მთავრობის განცხადებით ეს ასპექტი განასხვავებდა სხვადასხვა სქესიან წყვილებს ერთსქესიან წყვილთაგან, ვინაიდან ამ უკანასკნელთ არ შეეძლოთ ყოლოდათ საერთო ბიოლოგიური შვილები. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, კონვენციის მე–8 მუხლის გადმოსახედიდან, კანონმდებლის ნება მიეღო კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების მდგომარეობას და არაპირდაპირ გააძლიერებდა ქორწინების ინსტიტუტს ბერძნულ საზოგადოებაში, ვინაიდან კანონის შედეგად ქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა ორი ინდივიდის მიერ დამოუკიდებლად აღებული ორმხრივი ვალდებულებები და არა სხვადასხვა მიზეზები თუ მომავალში შვილის ყოლის ფაქტორი. ტრადიციული გაგებით ოჯახის დაცვა წონიანი და კანონიერი მიზანი იყო, განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად. განსახილველი რჩებოდა პროპორციულობის პრინციპის დაცულობა მოცემულ საქმეში.
მოცემული კანონის პირველი და მთავარი მიზანი ქორწინების გარდა პარტნიორობის სხვა ფორმის სამართლებრივი აღიარება იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი თუ მივიჩნევთ, რომ კანონმდებლის მიზანს ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ქორწინების ინსტიტუტის გაძლიერება წარმოადგენდა, ფაქტი იყო, რომ #3719/2008 კანონის მიღებით დამკვიდრდა სამოქალაქო პარტნიორობის ფორმა, რომლის მოქმედების სფეროდან გამოირიცხებოდა ერთსქესიანი წყვილები, მაშინ როდესაც აღნიშნული კანონი სხვადასხვა სქესის წყვილებს, მიუხედავად იმისა ყავდათ თუ არა მათ შვილები, ურთიერთობების მრავალი ასპექტის დარეგულირების შესაძლებლობას აძლევდა.
მთავრობის მიერ წამოყენებული არგუმენტაცია შეეხებოდა მხოლოდ სხვადასხვა სქესიან წყვილებს, რომელთაც შვილები ჰყავდათ და არ ამართლებდა მოცემული კანონით წარმოშობილ განსხვავებულ მოპყრობას ერთსქესიან და სხვადასხვა სქესიან წყვილებს შორის, რომელთაც შვილები არ ჰყავდათ. კანონმდებელს შეეძლო გაეთვალისწინებინა გარკვეული სპეციალური ნორმები ქორწინების გარეთ დაბადებული ბავშვების შესახებ და ამავდროულად სამოქალაქო კავშირების შექმნის ზოგადი შესაძლებლობა გაევრცელებინა ასევე ერთსქესიან წყვილებზე. და ბოლოს, საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, სხვადასხვა სქესიან წყვილებს, ერთსქესიან წყვილებისგან განსხვავებით, # 3719/2008 კანონის მიღებამდეც შეეძლოთ თავიანთი ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება სრულად, ქორწინების ინსტიტუტის ან უფრო შეზღუდული ფორმით, პარტნიორობის საფუძველზე. შესაბამისად, ერთსქესიან წყვილებს სამოქალაქო კავშირების შექმნის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდათ, ვინაიდან სხვადასხვა სქესიან წყვილებისგან განსხვავებით, აღნიშნული წარმოადგენდა მათი ურთიერთობების სამართლებრივად აღიარებისათვის, საბერძნეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთადერთ საფუძველს.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა კონსენსუსი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში, ადგილი ჰქონდა ერთსქესიანთა ურთიერთობების სამართლებრივად აღიარების ფორმების დამკვიდრების ტენდენციას. იმ 19 სახელმწიფოს შორის, რომლებშიც დაშვებული ოყო ქორწინების გარდა რეგისტრირებული პარტნიორობის გარკვეული ფორმა, ლიტვა და საბერძნეთი იყვნენ გამონაკლისები, სადაც პარტნიორობის ეს ფორმები მხოლოდ სხვადასხვა სქესის წყვილებისთვის იყო გათვალისწინებული. ის ფაქტი, რომ ეტაპობრივი ევოლუციის ბოლოს, შიდა კანონმდებლობის ერთ ნაწილთან მიმართებით ქვეყანა აღმოჩნდა იზოლირებულ მდგომარეობაში, აუცილებლად არ ნიშნავდა, რომ ეს ნაწილი შეუსაბამობაში იყო კონვენციასთან. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი და სერიოზული მიზეზები #3719/2008 კანონის მოქმედების სფეროდან ერთსქესიან წყვილთა გამორიცხვის გასამართლებლად.
დასკვნა: დარღვევა (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 41: 5, 000 EUR მორალური ზიანის ანაზღაურების სახით თითოეულ მომჩივანს, გარდა მომჩივანი ასოციაციისა საჩივარში # 32684/09.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2014
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2014
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy