დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
საინფორმაციო ბროშურა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე №161
მარტი 2013
ვალიულიენე ლიტვის წინააღმდეგ – 33234/07
განჩინება 26.03.2013 (II სექცია)
მუხლი 3
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
ეფექტური გამოძიება
საგამოძიებო და პროცედურული ხარვეზები, რის შედეგადაც ოჯახური ძალადობის საქმის სისხლისსამართლებრივი დევნა გახდა დროში შეზღუდული: დარღვევა
ფაქტები – 2001 წლის თებერვალში განმცხადებელმა მიმართა რაიონულ სასამართლოს, დაეწყო კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა, ამტკიცებდა რა, რომ მისმა პარტნიორმა სცემა იგი ხუთ სხვადასხვა გარემოებაში 2001 წლის იანვარსა და თებერვალში. 2002 წლის იანვარში სასამართლომ მისი საჩივარი გადასცა პროკურორს და დაავალა, დაეწყო მისი საკუთარი წინასასამართლო სისხლისსამართლებრივი გამოძიება; განმცხადებლის პარტნიორს ბრალად ედებოდა განმცხადებლისთვის სისტემატიურად სხეულის მსუბუქი დაზიანებების მიყენება. გამოძიება ორჯერ შეაჩერეს პოლიციის გამომძიებლებმა მტიცებულებათა არარსებობის გამო, თუმცა, თითოეულ შემთხვევაში ისევ განახლდა საჩივრის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ იგი არ იყო მნიშვნელოვნად ამომწურავი. 2005 წლის ივნისში პროკურორმა შეწყვიტა გამოძიება, რადგან 2003 წლის სამართლებრივი რეფორმა გულისხმობდა - სხეულის მსუბუქ დაზიანებასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნა ამიერიდან უნდა განხორციელებულიყო მსხვერპლის მიერ, კერძოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმე წარმოადგენდა საჯარო ინტერესის საგანს, ან მსხვერპლს არ შეეძლო დაეცვა თავისი უფლებები კერძო სისხლისსამართლებრივი დევნით. რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ეს გადაწყვეტილება. როდესაც განმცხადებელმა შეიტანა ახალი მოთხოვნა, დაწყებულიყო კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა, მას ამაზე უარი ეთქვა საქმის არსებითი გარემოებების გადამოწმების გარეშე, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნა შეიზღუდა დროში.
სამართალი – მუხლი 3: განმცხადებელი განიცდიდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც იყო მნიშვნელოვნად მძიმე იმისათვის, რომ მიეღწია სისასტიკის საჭირო მინიმალური დონისთვის, რათა ჩართულიყო ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება მე-3 მუხლის ფარგლებში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ გაითვალისწინა ფიზიკური დაზიანებები, რომელიც განმცხადებელს მიადგა (სისხლჩაქცევების, სახეზე და სხეულზე ნაფხაჭნების სახით), დამამძიმებელი გარემოება, რომ ძალადობა გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის მანძილზე, რაც გამოიხატა ერთი თვის განმავლობაში 5 ეპიზოდში, და შიშის და უძლურების განცდა, რომელსაც განმცხადებელი დაექვემდებარა. ამ უკანასკნელ მომენტზე, სასამართლომ აღნიშნა - ფსიქოლოგიური გავლენა იყო მნიშვნელოვანი ასპექტი ოჯახური ძალადობისა.
სასამართლომ განაგრძო იმის შემოწმება, რომ ეროვნული კანონმდებლობა, და კერძოდ, გამოსაყანებელი სისხლის სამართალი, დამარცხდა თუ არა მე-3 მუხლით გარატირებული უფლებების პრაქტიკული და ეფექტური დაცვის თვალსაზრისით. სასამართლო კმაყოფილი იყო იმ ფაქტით, რომ მოცემულ დროს ლიტვის სამართალი უზრუნველყოფდა მნიშვნელოვან მარეგულირებელ ჩარჩოს, აღიარებდა რა სხეულის მსუბუქ დაზიანებას სისხლისსამართლებრივ დანაშაულად. მართალია 2003 წლის 1 მაისიდან ასეთი დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელი იყო მხოლოდ მსხვერპლის განაცხადის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ იქცა კერძო ბრალდებად, პროკურორი, მიუხედავად ამისა, ინარჩუნებდა უფლებას დაეწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება, თუ დანაშაული წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს ან მსხვერპლს არ შეეძლო დაეცვა თავისი ინტერესები.
რაც შეეხება კანონის იმპლემენტაციის ფორმას განმცხადებლის საქმეში, აპლიკანტი თითქმის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რაიონულ სასამართლოს იმ მიზნით, რომ დაწყებულიყო კერძო სისხლისსამართლებრივი დევნა და უზრუნველყო იგი (სასამართლო) თითოეული ინციდენტის სფეციფიკური აღწერით და მოწმეთა სახელებით. სანამ პასუხისმგებელი პირები თავდაპირველად მოქმედებდნენ შეუსაბამო შეფერხებების გარეშე, საქმე გადაეცა პროკურორს, მას შემდეგ, რაც განმცხადებლის პარტნიორი ზედიზედ რამდენჯერმე არ გამოცხადდა სასამართლოში. ამ დროიდან მოყოლებული, გამოძიება ორჯერ შეწყდა მტკიცებულებათა არარსებობის გამო და განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფროსმა პროკურორებმა დაადგინეს, რომ გამოძიება არ იყო მნიშვნელოვნად საფუძვლიანი (ამომწურავი). ამან გამოავლინა სერიოზული ხარვეზი სახელმწიფოს მხრიდან.
ამას გარდა, მართალია კანონმდებლობა შეიცვალა 2003 წლის მაისში, პროკურორმა გადაწყვიტა, საქმე დაებრუნებინა განმცხადებლისთვის კერძო სისსხლისსამართლებრივი დევნისთვის მხოლოდ 2005 წლის ივნისში, საკანონმდებლო ცვლილებიდან ორი წლის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული მიუხედავად იმ რისკისა, რომ საქმე დროში შეიზღუდებოდა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ რეფორმის შემდეგაც, პროკურორს შეეძლო გაეგრძელებინა გამოძიება, თუ ეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ამ გადაწყვეტილების შედეგად და მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი დაგვიანების გარეშე მოქმედებდა, მისი განცხადება კერძო სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარყოფილ იქნა დროის გასვლის გამო.
პრაქტიკის საკითხი წინამდებარე საქმეში და ის ფორმა, რომლითაც სისხლისსამართლებრივი მექანიზმების იმპლემენტირება მოხდა, არ უზრუნველყოფდა განმცხადებელს შესაბამისი დაცვით.
დასკვნა: დარღვევა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ).
მუხლი 41: 5,000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის.
(იხ. ასევე O Opuz v. Turkey, no. 33401/02, 9 June 2009, Information Note no. 120; Sandra Janković v. Croatia, no. 38478/05, 5 March 2009, Information Note no. 117; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, 30 November 2010, Information Note no. 135; Kalucza v. Hungary, no. 57693/10, 24 April 2012; and Đorđević v. Croatia, no. 41526/10, 24 July 2012, Information Note no. 154).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა
სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy