დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ სასამართლოს HUDOC მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the Court’s database HUDOC.
ადრე მოქმედი პირველი სექცია
ვან დერ ვენი ნიდერლანდების წინააღმდეგ
(საჩივარი N: 50901/99)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2003 წლის 4 თებერვალი
საბოლოო
04/05/2003
საქმეზე ვან დერ ვენი ნიდერლანდების წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველმა სექციამ), რომელიც პალატის სახით შეიკრიბა შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით:
ქ-ნი ე.პალმი, თავმჯდომარე
ქ-ნი ვ.თომასენი,
ბ-ნი გაუკურ იოუნდსონი,
ბ-ნი რ.თურმენი,
ბ-ნი ც.ბირსანი,
ბ-ნი ჯ.კასადევალი,
ბ-ნი რ.მარუსტე, მოსამართლეები,
და ბ-ნი მ.ობოილი, სექციის რეგისტრატორი,
განიხილეს რა კონფიდენციალურად 2003 წლის 15 იანვარს,
გამოიტანა წინამდებარე გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა ხსენებულ თარიღს.
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო 1999 წლის 30 აგვისტოს ნიდერლანდების მოქალაქის, ბ-ნი ფრანცისკუს კორნელის ვან დერ ვენის (“მომჩივანი”) მიერ სასამართლოს წინაშე ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (no. 50901/99) ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (“კონვენციის”) 34-ე მუხლის საფუძველზე.
2.მომჩივანი, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა სამართლებრივი დახმარებით, წარდმოგენილი იყო ქ-ნი ჯ.ჯ. სერარენსის, მაასტრიხტში მოქმედი იურისტის მიერ. ნიდერლანდების ხელისუფლება (“ხელისუფლება”) წარდმოგენილი იყო ბ-ნი რ.ა.ა.ბოკერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
3.მომჩივანი ამტიკცებდა, რომ პატიმრობის რეჟიმი, რომელსაც იგი დაექვემდებარა გამნსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის ციხეში, წარმოადგენდა არაადამიანურ და/ან დამამცირებელ მოპყრობას და არღვევდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას.
4.საჩივარი გადაეცა სასამართლოს პირველ სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე მუხლის §1). ამ სექციაში, პალატა რომელიც განიხილავდა საქმეს (კონვენციის 27-ე მუხლის §1) დამტკიცებულ იქნა სასამართლოს რეგლამენტის 26-ე მუხლის §1-ის შესაბამისად.
5.2001 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქმის დასაშვებობის და არსებითი გარემოებების შესახებ მოსმენის საფუძველზე (სასამართლოს რეგლამენტის 54-ე მუხლის §4), პალატამ ცნო განცხადება ნაწილობრივ დასაშვებად.
6.მომჩივანმა და ხელისუფლებამ, თითოეულმა, წარმოადგინეს შენიშვნები საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით (სასამართლოს რეგლამენტის 59-ე მუხლის §1). მომჩივანმა წერილობით უპასუხა ხელისუფლების შენიშვნებს. აღნიშნული ბოლო განმარტებები, პალატის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა საქმისათვის თანდასართავად (სასამართლოს რეგლამენტის 38-ე მუხლის §1).
7.ხელისუფლებამ სამუშაო ვიზიტით მიიწვია პირველი სექციის წევრები განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმის ციხეში. 2002 წლის 21 თებერვალს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო არ იყო ასეთი ვიზიტი.
8.2001 წლის 1 ნოემბერს სასამართლომ შეცვალა სექციების შემადგენლობა (სასამართლო რეგლამენტის 25-ე მუხლის §1), მაგრამ ეს საქმე დარჩა პალატის პირველი სექციის ადრე დამტკიცებულ შემადგენლობას.
ფაქტები
I.საქმის გარემოებები
9.მომჩივანი დაიბადა 1949 წელს და ამჟამად არის დაკავებული მაასტრიხტში.
10.მომჩივანი განმეორებით დააკავეს 1995 წლის 11 სექტემბერს. სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება მის წინააღმდეგ – რომელშიც იგი ეჭვმიტანილი იყო რიგი დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის მკვლელობა, მკვლელობა წინასწარი განზრახვის გარეშე/სხეულის მძიმე დაზიანება, გაუპატიურება და ნარკოტიკული დანაშაულები – დასრულდა 2002 წლის 26 მარტს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მომჩივანს მიესაჯა პატიმრობა 15 წლით. განაჩენის გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აპლიკანტმა წინასასამართლო დაკავების უმეტესი ნაწილი გაატარა მაქსიმალურ იზოლაციაში. დამატებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა TBS ბრძანება (მოთავსება მთავრობის განკარგულების შესაბამისად) დაცულ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთით.
11.მომჩივანი საწყის ეტაპზე დააკავეს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში. წერილში, რომელიც თარიღდება 1997 წლის 7 ოქტომბრით, გაგზავნილი წინასწარი დაკავების იმ დაწესებულების უფროსის მიმართ სადაც განმცხადებელი იმ დროისთვის იმყოფებოდა, პროკურორმა (ეროვნულმა საჯარო პროკურორმა) განაცხადა:
“...მსურს გაცნობოთ, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს აპლიკანტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დაკავების დაზვერვის საინფორმაციო სამსახურმა (“GRIP”) მოიპოვა ინფორმაცია – რომელიც ჩემ მიერ იქნა გადამოწმებული და რომელიც მე დავადგინე, როგორც საფუძვლიანად მნიშვნელოვანი, სანდო და კონკრეტული, მაგრამ რომელიც დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მიზნით – რომ განმცხადებელი აპირებს გაქცევას და ამ მიზნით ამყარებს კონტაქტებს ციხის გარეთ.
ციხიდან გაქცევის თანმხლები იქნება დახმარება გარედან და სხვებზე მიმართული ძალადობა.
ამას გარდა, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ უკვე ხსენებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მომჩივანი დაუახლოვდა პირებს, ან მისი სახელით დაიახლოვეს პირები, მუქარის და დაშინების მეთოდით.
მე გირჩევთ გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, იმისათვის რომ უზრუნველყოთ მომჩივნის უწყვეტი დაკავება, ისევე როგორც შესაბამისი ღონისძიებები რათა თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, და ციხის გარეთ მყოფი პირების მიმართ კონკრეტული ზიანის მიყენება.”
12. 1997 წლის 14 ოქტომბერს, წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსმა, სადაც აპლიკანტი იმყოფებოდა პატიმრობაში, შესთავაზა განსაკუთრებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულების სპეციალურ შესარჩევ კომისიას, რომ მომჩივანი მოთავსებულიყო ხსენებულ დაწესებულებაში, რომელიც იყო ქალაქ ვიუგთის პენიტენციალური კომპლექსის შემადგენელი ნაწილი. შესარჩევი კომისიის შეხვედრაზე, 1997 წლის 24 ოქტომბერს, აპლიკანტი შეირჩა გადასაყვანად. იგი გადაყვანილ იქნა განსაკუთრებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში (EBI) 1997 წლის 29 ოქტომბერს.
13. 1997 წლის 4 ნოემბრის წერილში იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა აპლიკანტის მოთავსება და მიაწოდა მას ინფორმაცია იმ მიზეზებზე, რომლებმაც განაპირობეს ამ გადაწყვეტილების მიღება. მითითება წერილზე (როგორც “ოფიციალურ ცნობაზე”) გაკეთდა 1997 წლის 7 ოქტომბერს. მუქარებსა და დაშინებასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა დაწერა, რომ ეს ქმედებები ხორციელდებოდა არა მარტო თანამესაკნე პირების მიმართ, არამედ სხვა პირების მიმართაც, რომლებიც წინასწარი დაკავების დაწესებულების გარეთ იმყოფებოდნენ. მომჩივანს ასევე აცნობეს, რომ მისი გაქცევა გამოიწვევდა საზოგადოების მიუღებელი რისკის ქვეშ დაყენებას. მინისტრმა ასევე გადაწყვიტა, რომ ე.წ. “A რეჟიმი” უნდა გავრცელებულიყო აპლიკანტის მიმართ, იმის გათვალისწინებით რომ EBI-ში მოთავსების შემთხვევაში იგი თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
14. 1998 წლის იანვარსა და მარტში, მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ორი მოთხოვნა ჩვეულებრივი რეჟიმის პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანაზე. პირველი მოთხოვნა მიღებულ იქნა დასაშვებად, მეორეზე კი უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლომ თავისი მეორე გადაწყვეტილება დააფუძნა იმ ინფრომაციაზე, რომელიც მან მიიღო GRIP-ისგან (დაკავების დაზვერვის საინფორმაციო სამსახური), რომელიც სასამართლოს ეცნობა, კონფიდენციალურად, გენერალური პროკურორისგან 1998 წლის 26 მარტის მოსმენაზე. არც მომჩივანს და არც მის ადვოკატს არ მიეცათ ნებართვა მოესმინათ, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს. მას შემდეგ რაც მომჩივანი და ადვოკატი კიდევ ერთხელ დაუშვეს მოსმენაზე, სააპელაციო სასამართლომ ძალიან მოკლედ მიაწოდა მათ მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აუწყა მას გენერალურმა პროკურორმა, მაგრამ იგი არაფერს მოიცავდა GRIP-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყაროს ან მისი მოპოვების თარიღის შესახებ.
15. 1998 წლის 29 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა გადაწყვიტა, რომ აპლიკანტის მოთავსება EBI-ში უნდა გაგრძელებულიყო. ამ გადაწყვეტილების ტექსტი თითქმის იდენტური იყო 1997 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებისა. თუმცა, მინისტრმა გადაწყვიტა, რომ მომჩივანი აღარ უნდა დაექვემდებაროს A რეჟიმს.
16. 1998 წლის 17 დეკემბერს მომჩივანმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოსგან გამოეცა ბრძანება მისი ჩვეულებრივი რეჟიმის საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანაზე, ამტკიცებდა რა, რომ მისი EBI-ში ყოფნა იყო უკანონო. მომჩივანი მტკიცედ ეყრდნობოდა კონვენციის მე-8 მუხლს. მან განაცხადა, რომ მისმა მოთავსებამ EBI-ში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კონვენციის მე-8 მუხლით დაცული მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების გამოყენებაზე: როგორც კონფიდენციალურობა, ისე კონტაქტი გარე სამყაროსთან მკაცრად იყო შეზღუდული EBI-ში. აქედან გამომდინარე, პატიმრებს ნებადართული ჰქონდათ მხოლოდ მეუღლეების, მშობლების და შვილების ვიზიტი შუშის გამყოფის გარეშე, თვეში ერთხელ, რა დროსაც, ერთადერთი ნებადართული ფიზიკური კონტაქტი იყო ხელის ჩამორთმევა ვიზიტის დასაწყისში და ბოლოს. ვიზიტი სხვა ნათესავებისგან (დედმამიშვილების ჩათვლით) ნებადართული იყო მხოლოდ შუშით გაყოფილ ადგილას. დამატებით, ნათესავებთან ტელეფონით დაკავშირება შესაძლებელი იყო მხოლოდ კვირაში ორჯერ ათი წუთით.
17. მოსმენაზე, რომელიც ჩატარდა 1999 წლის 18 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის კაბინეტში, აპლიკანტმა განაცხადა, რომ მისი პატიმრობის პირობები EBI-ში წარმოადგენდა კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ არაადამიანურ მოპყრობას. ამასთან დაკავშირებით მან მიუთითა წამების და არაადამანიამური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის ევროპული კომიტეტის კვლევების შედეგებზე (CPT იხ. ქვემოთ).
18. სააპელაციო სასამართლომ დახურულ სხდომაზე 1999 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოთხოვნაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიზეზები რომლებიც მინისტრის 1998 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში იქნა დასახელებული, ამართლებდა მომჩივნის EBI-ში მოთავსების გაგრძელებას. ამას გარდა, მან დაადგინა, რომ პატიმრობის პირობები EBI-ში არ არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეჟიმი ეყრდნობოდა კანონს და განმცხადებლისადმი ამ რეჟიმის ფარგლებში მოპყრობა არ წარდმოადგენდა წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. რაც შეეხება მე-8 მუხლს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის უფლებებში ჩარევა ამ დებულების ფარგლებში გამართლებული იყო ვინაიდან შეესაბამებოდა კანონმდებლობას და იყო აუცილებელი ინტერ ალია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
19. როდესაც მომჩივნის EBI-ში მოთავსება კიდევ ერთხელ გააგრძელეს, 2000 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მან საჩივარი შეიტანა სს საქმისწარმოების მართვის ცენტრალური საბჭოს სააპელაციო კომისიაში. 2001 წლის 12 თებერვალს სააპელაციო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი. მიუხედავად იმისა, რომ მან დაადგინა, რომ განმცხადებელი სავარაუდოდ აღარ ცდილობდა გაქცევას, განმარტა, რომ მისი გაქცევის შემთხვევაში დადგებოდა საზოგადოებისთვის მიუღებელი საფრთხის რისკი მისი დანაშაულების ხასიათიდან გამომდინარე, რომლებისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი.
20. 2001 წლის მაისში მომჩივანი გადაიყვანეს მაასტრიხტში, ჩვეულებრივი რეჟიმის ციხეში.
21. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი EBI-ში ყოფნის დროს, იგი აღმოჩნდა უფლებააყრილ და დეპრესიულ მდგომარეობაში. პენიტენციალური შერჩევის ცენტრმა (PSC) შეამოწმა განმცხადებლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რიგ გარემოებებში, მისი EBI-ში ყოფნის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებამდე. შემდგომი პარაგრაფები შეიცავს ამონარიდებს ამ შემოწმებების ანგარიშებიდან, რომელიც შედგენილ იქნა PSC-ის ფსიქოლოგიური დეპარტამენტის უფროსის ბ-ნი ვ.-ს მიერ.
22. 1999 წლის 28 ოქტომბრის ანგარიში:
“PSC -იმ ცოტა ხნის წინ გამოსცა საკონსულტაციო დასკვნა განმცხადებელთან დაკავშირებით 1999 წლის 21 აპრილს ... დასკვნა, რომელიც იმ დროისთვის იქნა მიღწეული არის შემდეგი:
‘აპლიკანტის პიროვნების და მისი პატიმრობის მიმდინარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი არის სასოწარკვეთილ ქმედებებზე წამსვლელი. EBI-ში ასეთი ქმედებები ძალიან დიდი ალბათობით მის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ნაკლებად მკაცრი რეჟიმის ქვეშ, მას შეეძლო თავისი ემოციების სხვებზე გადატანა. ამ დროისთვის, დამატებითი ყურადღება კვლავ რჩება აუცილებლობად. წარმოიშობა შემდეგი კითხვა - გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად ყველა მცდელობისა, შეუძლია თუ არა EBI-ს საჭირო მზრუნველობის შეთავაზება. თუ გაქცევის რისკი აღარ საჭიროებს განმცხადებლის EBI-ში დატოვებას, განსაკუთრებული ინდივიდუალური მზრუნველობის ერთეულში გადაყვანა შეიძლება იქნეს განხილული (BIBA).’
უკანასკნელი 6 თვის ანგარიში ადასტურებს აპლიკანტის ამ მდგომარეობას. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხან აღმაფრენას, ხან კი დაცემას განიცდის. ადგილი ჰქონდა დეპრესიის პერიოდსაც. რიგმა ფაქტორებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი მისი ფსიქოლოგიურად ამ რთული მდგომარეობის არსებობაში, მაგალითად ის ფაქტი რომ განმცხადებელს ენატრება თავისი ოჯახი (მის EBI-ში პატიმრობას რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი შეაქვს ამაში), მუდმივი დაძაბულობა და სააპელაციო საჩივრის განხილვის დროში გაჭიმვა (ბოლოს და ბოლოს ძალიან დიდი რამე დევს სასწორზე), მისი შედარებით ნაკლებად ინტეგრირებული პიროვნება (მისი ფსიქოლოგიური სტაბილურობა დაბალია), ისევე როგორც მისი შემეცნებითი შესაძლებლობები, რომლებიც არ უნდა იყოს ძალიან მაღალი.
მომჩივანი EBI-ში იმყოფებოდა ორი წელი და ნათელია, რომ მას მოუწია სირთულეების გადატანა. ამას დამატებული, რიგი პიროვნული თვისებები და პატიმრობაში მისი ბედის დაუცველობა მძიმე მოთხოვნას აკისრებს მომჩივნის შეზღუდულ ძალას. მე უპირატესობას მივანიჭებდი BIBA-ში მოთავსებას, მაგრამ ეს სამწუხაროდ შეუძლებელია, ვინაიდან იგი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.
რაც შეეხება არსებულ გაგრძელებას, ჩემი რჩევა იქნება, რომ EBI-ში პატიმრობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ზემოხსენებული ასპექტები გათვალისწინებული იყოს შესაძლო გაქცევის რისკთან დაკავშირებით ამჟამად არსებულ ინფრომაციასთან მიმართებაში.”
23. 2000 წლის 13 აპრილის ანგარიში:
“მომჩივნის პატიმრობის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშებიდან ჩანს, რომ EBI-ში მოთავსებამდე იგი აღქმული იყო როგორც მმართველი პირი, რომელიც ნაცნობია საპატიმროს ყოველდღიურობისთვის. არსებობდა რეგულარული ნიშნები იმისა, რომ იგი ფლობდა უარყოფით გავლენას, რომელიც მოიცავდა ინტერ ალია, დაშინებებს. ამ ნიშნების შედეგი იყო მისი ხშირი გადაყვანები. მას შემდეგ რაც იგი EBI-ში იმყოფებოდა, გამოაშკარავდა განმცხადებლის უფრო არასტაბილური, დათრგუნული მხარე.
ციხის სამედიცინო და ჯანდაცვის ჯგუფის მიერ მომჩივანი აღწერილია, როგორც მოწყვლადი ადამიანი მიდრეკილი დეპრესიისკენ, რომელიც იღებს მედიკამენტებს ამ მდგომარეობის გამო. რიგმა მიზეზებმა შესაძლოა, ახსნან კონტრასტი მისი EBI-ში მოთავსებამდე და ამჟამინდელ ქცევაში. პირველ რიგში, არსებობს სამუდამო პატიმრობის მისჯის საშიშროება. იმ ფაქტმა, რომ მისი საჩივარი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით დამტკიცებულ იქნა, გაზარდა მისი იმედები, მაგრამ მას შემდეგ რაც ისევ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, უკიდურესად დაამწუხრა განმცხადებელი. სამედიცინო და ჯანდაცვის ჯგუფის თანახმად, იგი იწყებს გამოჯანმრთელებას. მეორე რიგში, არსებობს უშუალოდ EBI რეჟიმი, რომელთან შეგუებაც უჭირს მომჩივანს. იგი იყო პირი, რომელიც არ იყო შეზღუდული რაიმე მორალური ნორმით თავის ქცევებში და რომელსაც არ აღელვებდა სხვათა უფლებები. EBI-ში მან ნათლად განსაზღვრა შეზღუდვები და დამოკიდებულებები. მომჩივნისთვის რთული მისაღებია ის ფაქტი, რომ მან დაკარგა კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე და, როგორც ჩანს, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მისი დეპრესიაზე ჩივილების ხანგრძლივობისა და განვითარებისა. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტაქტი მის ოჯახთან; EBI-ს თანამშრომლებს აქვთ ის შთაბეჭდილება, რომ იგი უარესდება და დისტანციის გაზრდის განვითარება იწყება.
უკანასკნელი 6 თვის ანგარიშები ადასტურებენ მომჩივნის მდგომარეობას. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განიცდის აღმასვლებსა და დაღმასვლებს. იყო პერიოდი დეპრესიაზე ჩივილისა. ფსიქოლოგიური მდგომარეობების ეს გაუარესებები ბუნებით რეაქტიულია (ცუდი ამბები, პრობლემები სხვა პატიმრებთან, მეგობრის დაკარგვა საკანში და სხვ.). გრძელდება დაძაბულობა სისხლისსამართლებრივი პროცესის შედეგებთან დაკავშირებით (ბოლოს და ბოლოს მომჩივნისთვის ძალიან მნიშვნელვანი საქმე დევს სასწორზე), და ეს განხილული უნდა იქნეს, როგორც ფონი, მომჩივანის მნიშვნელოვნად სუსტი ინტეგრაციისა (მისი ფსიქოლოგიური სტაბილურობა დაბალია) და მისი შემეცნებითი შესაძლებლობები, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან მაღალი. ყველა ამ პრობლემის გათვალისწინებით, რეგულარული ყურადღება ექცევა მომჩივანს სამედიცინო და ჯანდაცვის ჯგუფისგან. არის რეგულარული კონტაქტი ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკებთან. მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად მომჩივანი მზადაა მიიღოს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ დადებითი გავლენა მის განწყობაზე (ხასიათზე).
ფაქტია, რომ აპლიკანტი გადის რთულ პერიოდს და მას უჭირს EBI-ის შეზღუდვებთან შეგუება. თუ ინფორმაცია მისი გაქცევის რისკის და ამასთან დაკავშირებული საზოგადოებისთვის მიუღებელი რისკის შესახებ ჩაითვლება, რომ აღარ არსებობს იმის მკაცრი აუცილებლობა EBI-ში მოხდეს მომჩივნის დაკავება, უნდა მოიძებნოს ალტერნატივა უსაფრთხო დაწესებულებაში, რომელიც სთავაზობს კონკრეტული გარემოს შექმნას საღზვრების დაწესებასთან დაკავშირებით. BIBA იქნებოდა შესაფერისი, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ მომჩივანი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, მისი იქ განთავსება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ იდეალური საპატიმრო დაწესებულების მიუწვდომლობა სადაც შეიძლება მომჩივნის გადაყვანა, არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას იმ გადაწყვეტილების მისაღებად, გაგრძელდეს თუ არა მისი EBI-ში მოთავსება.”
24. 2001 წლის 18 აპრილის ანგარიში:
“მომჩივანის თქმით, ყველაზე სერიოზული პრობლემები რომელიც მას EBI-ში ექმნება არის ვიზიტების პირობები და ის ფაქტი, რომ იგი ვერ ახერხებს თავისი ზოგიერთი შვილის ნახვას. მომჩივანი შესამჩნევად ემოციური ხდება, როდესაც ამაზე საუბრობს. იგი ჩივის გულგრილობაზე, უძილობასა და ნერვიულობაზე, და იმაზე რომ ჭამს ძალიან ბევრს. როგორც ეს წინა აგნარიშებით დადასტურდა, მომჩივანი ტოვებს მოწყვლადი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც მიისწრაფვის კონტაქტისკენ და რომელსაც უჭირს პატიმრობასთან შეგუება. არ შეიმჩნევა სერიოზული ფსიქოპათოლოგია, როგორიც, მაგალითად ფსიქოზია, მწვავე დეპრესია ან ძლიერი შფოთვა. მხოლოდ სუსტიდან საშუალომდე დეპრესიული სიმპტომები და არასტაბილური აფექტი არის შესამჩნევი.
უსაფრთხოების ჯგუფის თანამშრომლების მიერ უკანასკნელი 6 თვის მანძილზე შედგენილი ანგარიშებიდან ჩანს, რომ მომჩივანი ნორმალურად ფუნქციონირებდა. მას სიამოვნებს კოტაქტი ზოგიერთ თანა-პატიმართან. მისივე სტადნარტებით თუ შევაფასებთ, მან საკმაოდ ბევრ შემოთავაზებების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, იგი აღიქმება ისეთ პიროვნებად, რომელსაც მოსწონს ყევლაფრის გასაჩივრება. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზედამხედველობის პერიოდში განმცხადებელი ფეხზე დადგა.
სამედიცინო და ჯანდაცვის ჯგუფი იუწყება, რომ მომჩივანს აქვს რეგულარული კონტაქტი სოციალურ მუშაკთან.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე მომჩივანი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთამ და თBშ ბრძანებამ, რომლებიც თავისუფლების სამუდამო აღკვეთის საპირისპიროდ, რაღაც პერსპექტივების შესაძლებლობას იძლევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აპლიკანტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ...
EBI-ში მისი მოთავსება უნდა გაგრძელდეს თუ არა, განსაზღვრულია პირველ რიგში იმ რისკის დონით, რომელსაც მომჩივნის გაქცევა გამოიწვევს .... მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს უჭირს მის EBI-ში პატიმრობასთან შეგუება, კვლევის შედეგები არ არის ისეთი ბუნების, რომ წარმოადგენდეს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას, რომელიც წარმოშობს დაბრკოლებას მისი მოთავსების გახანგრძლივებისთვის.
25. მომჩივნის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებაში გამომძიებელი მოსამართლის მოთხოვნით, შედგა ანგარიში მომჩივნის გონებრივ შესაძლებლობებზე ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ 2000 წლის 21 ნოემბერს, იმ პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც მომჩივანი მოთავსებული იყო ფსიქიატრიული დაკვირვების კლინიკაში. შემდეგი ამონაწერი ამოღებულ იქნა ანგარიშის იმ თავიდან, რომელიც აღწერს მომჩივნის შეხვედრებს ფსიქიატრთან.
“აღსანიშნავია, რომ მალევე, მას შემდეგ რაც მოხდა მისი ფსიქიატრიული დაკვირვების კლინიკაში მოთავსება, მომჩივნის გარეგნობა ბევრად უფრო პრეზენტაბელური გახდა: მისი მოკლედ შეჭრილი თმა, სუფთად გაპარსული და სუფთა ტანსაცმელი, მთლიანობაში იგი პირველი შეხვედრისგან განსხვავებულ შთაბეჭდილებას იძლევა. მომჩივანი ამბობს, რომ EBI-ს რეჟიმი არ ახალისებდა მას, სათანადოდ მოევლო საკუთარი თავისთვის: ზოგჯერ დღეები გადიოდა ისე, რომ იგი არავის ესაუბრებოდა, მუდმივი პირადი ჩხრეკა მას დამამცირებლად მიაჩნდა, და შედეგად მას ერჩივნა აღარ მისულიყო პარიკმახერთან ან ებანავა. მომჩივანი მისდამი მოპყრობას ფსიქიატრიული დაკვირვების კლინიკაში “სამოთხეს” უწოდებს EBI-სთან შედარებით და აღნიშნავს, რომ თავს აქ ბევრად უკეთესად გრძნობს.”
II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა
პირის განსაზღვრულ დაწესებულებაში დაკავების გადაწყვეტილება
26. ნიდერლანდების სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება ხვდება უსაფრთხოების 5 კატეგორიაში, დაწყებული ძალიან შეზღუდული უსაფრთხოების ზომებიდან, დამთავრებული მაქსიმალური უსაფრთხოებით. იუსტიციის სამინისტრო აწესებს კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც პატიმრები უნდა აირჩნენ თითოეული კატეგორიისთვის (1999 წლის ციხეების შესახებ კანონის მე-13(1) და (3) მუხლები).
ფაქტობრივ შერჩევას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს განთავსების ოფიცერი (1999 წლის ციხის შესახებ კანონის მე-15(1) და (3) მუხლი).
27. EBI განკუთნილია პატიმრებისათვის რომლებიც,
(ა) ძალიან დიდი ალბათობა არსებობს რომ გაიქცევიან სასჯელაღსრულების დახურული დაწესებულებიდან და იმ შემთხვევაში თუ ეს გამოუვათ, ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიან საზოგადოებას, იმ მხრივ, რომ ჩაიდენენ შემდგომ სერიოზულ ძალადობრივ დანაშაულებს; ან
(ბ) იმ შემთხვევაში თუ გაიქცევიან, მიუღებელი რისკის ქვეშ დააყენებენ საზოგადოებას, იმ თვალსაზრისით რომ გამოიწვევენ საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვან დარღვევას; გაქცევის რისკი აქ ნაკლები მნიშვნელობისაა.
28. იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ცირკულარი მართავს გადაწყვეტილებებს პატიმართა მაქსიმალური-უსაფრთხოების დაწესებულებაში ან EBI-ში მოთავსებაზე (იუსტიციის სამინისტროს 1997 წლის 22 აგვისტოს no. 646188/97/DJI პროსპექტი). EBI-ში განთავსება მომდინარეობს ჩვეულებრივი დახურული ტიპის დაწესებულებებიდან. დაწესებულების ხელმძღვანელი წარუდგენს წინადადებას განთავსების ოფიცერს, იმ მიზეზების მითითებით, თუ რატომ უნდა იქნეს პირი დაკავებული EBI-ში. ამ წინადადების წარდგენამდე, ხელმძღვანელი გამოითხოვს ინფორმაციას ამ პირის შესახებ EBI-ის სპეციალური შესარჩევი საბჭოს სამდივნოსგან, რომელიც შედგება პროკურატურის წარმომადგენლის, ფსიქოლოგის და ვიუგთის პენიტენციალური კომპლექსის მმართველი საბჭოს წარმომადგენლისგან. სამდივნო, რომელმაც ეს ინფრომაცია სხვადასხვა წყაროებისგან მიიღო, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელი, შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს დაკავებულთან. საბოლოოდ, იგი დაასრულებს თავის ანგარიშს დაკავებულის კომენტარების და ნებისმიერი შეწინააღმდეგების დამატებით, და წარუდგენს მის წინადადებას შესარჩევ საბჭოს.
29. განთავსების ოფიცერი განიხილავს წინადადებას, გაივლის კონსუტლაციებს ხელმძღვანელთან და გაესაუბრება დაკავებულს. შემდეგ იგი ადგენს თავის ანგარიშს ხელმძღვანელის წინადადებასთან დაკავშირებით და წარუდგენს ამას შესარჩევი საბჭოს სამდივნოს. თუ დაკავებული იხდის ხანგრძლივ სასჯელს ან თუ ფსიქოლოგი გადაწყვეტს რომ ეს აუცილებელია, შესაძლოა, წინადადება გადაეცეს პენიტენციალური შერჩევის ცენტრს, რომელიც პასუხისმგებელია საპატიმრო სასჯელების და ბრძანებების აღსრულების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე რეკომენდაციების გაცემაზე. PSC ყოველთვის კონსულტირებულია პირველი მოთავსებების შესახებ. საქმე შემდგომ განიხილება შესარჩევი საბჭოს მიერ განთავსების ოფიცრის თავმჯდომარეობით.
30. EBI-ში პირის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედება ყოველ 6 თვეში ერთხელ. EBI-ის ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს დაკავებულის ქცევის ანგარიში შესაბამისი ინტერვალით. EBI-ში მოთავსების გახანგრძლივების გადაწყვეტილებამდე, დაკავებულს ესაუბრება განთავსების ოფიცერი. ყველა სხვა ასპექტთან მიმართებით პროცედურები არის განთავსების პროცედურის იდენტური.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება ნომინალურად იუსტიციის სამინისტროს მიერ.
B.EBI რეჟიმი
31. 1999 წლის ციხეების შესახებ კანონი და ციხეების შესახებ დებულება სრულად ვრცელდება EBI-ის პატიმრებზე, აძლევრს რა მათ იმავე უფლებებსა და მოვალეობებს რასაც ჩვეულებრივი დაწესებლების პატიმრებს. რიგი უსაფრთხოების ღონისძიებები არის კონსტრუირებული რეჟიმში, და პატიმრები იმყოფებიან მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ მათი საკნების გარეთ. ეს სპეციალური ზომები გადმოცემულია EBI-ის შინაგანაწესში (Regeling model huisregels EBI, 1998 წლის 1 ოქტომბერი, 715635/98/DJ,, მთავრობის მაცნე 1998, npo. 233). EBI-ის რეჟიმის მახასიათებლებია:
- ყველანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან მოწმდება; მოწმდება ყველა კორესპონდენცია და სატელეფონო ზარები (კვირაში ორჯერ 10 წუთით), პრივილეგირებული კონტაქტების გარდა; პატიმრები განცალკევებული უნდა იყვნენ ვიზიტორებისგან (კვირაში ერთი ვიზიტი ერთი საათით) გამჭვირვალე გამყოფით (“დახურული” ვიზიტები); ოჯახის უშუალო წევრებს, მეუღლეებს და პარტნიორებს შეუძლიათ თვეში ერთხელ ესტუმრონ ასეთი გამყოფის გარეშე (“ღია”ვიზიტები), თუმცა ფიზიკური კონტაქტი შეზრუდული იყო ვიზიტის დასაწყისსი და დასასრულს ხელის ჩამორთმევით; ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ მათი ტანისამოსი ჩხრეკისთვის “ღია“ ვიზიტის დაწყებამდე;
- ერთდროულად მხოლოდ ერთი პატიმარი შეიძლება დაეკონტაქტოს თანამშრომლებს და სულ მცირე, ორი თანამშრომელი უნდა იყოს წარმოდგენილი; ამ მიზნით, სპეცილაური დერეფნები იქნა კონსტრუირებული, რომლებიც იმ ტერიტორიებისკენ გადის სადაც ჯგუფური აქტივობები ხორციელდება; ეს ტერიტორიები ვიდეო კამერით ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან ან მათ ზედამხედველობას უწევენ თანამშრომლები, რომლებიც გამყოფით ფიზიკურად განცალკევებულები არიან პატიმრებისგან.
- პატიმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში სულ მცირე კვირაში ორჯერ; მათ შეუძლიათ, სულ მცირე, დღეში ერთი საათი დაჰყონ გარეთ და ასევე, გამოიყენონ სავარჯიშო ეზო ფიქსირებულ დროს მათი პროგრამით გათვალისწინებულ დასვენების პერიოდში; მათ მინიჭებული აქვთ უფლება, სულ მცირე, კვირაში 6 საათი, მონაწილეობა მიიღონ ჯგუფურ დასვენებაში;
- ჯგუფურ აქტივობებში ერთდროულად მაქსიმუმ 4 ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა;
- პატიმრები რომლებიც ტოვებენ შენობას უნდა იყვნენ ბორკილდადებული, მაგალითად, როდესაც მიდიან სასამართლოში ან საავადყოფოში; ისინი, შესაძლოა, ასევე ბორკილდადებული იყვნენ EBI-ში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ხელმისაწვოდმია ისეთი ობიექტები, ორმლებითაც მათ შეუძლიათ თანამშრომლების დაზიანება ან მძევლების აყვანა, მაგალითად პარიკმახერთან ან კლინიკის ვიზიტის დრო, ან როდესაც მათი ბადრაგირება ხდება “ღია” ვიზიტებისთვის;
- საკნები პერიოდულად (პრაქტიკაში, ყოველკვირეულად) საფუძვლიანად იჩხრიკება; პარალელურად ან ამის შემდეგ მაშინვე ხდება პატიმრების პირადი ცხრეკა; პირადი ჩხრეკა, რომელიც მოიცავს სხეულის ღრუების გარეგან დათვალიერებას, მათ შორის ანალურ ინსპექციას, ხორციელდება დახურულ ოთახში, შეძლებისდაგვარად, პატიმრის სქესის წარმომადგენელი პირის მიერ.
- შინაგანი და პირადი ჩხრეკა ხორციელდება ასევე:
•EBI-ში მოსვლის და აქიდან წასვლის დროს
•“ღია” ვიზიტების დაწყებამდე და შემდეგ
•კლინიკის, დანტისტის ან პარიკმახერთან ვიზიტის შემდეგ
- EBI-ის ხელმძღვანელმა, ან გადაუდებელ შემთხვევებში EBI-ის ოფიცერმა ან თანამშრომელმა, შეიძლება გადაწყვიტოს პატიმრის სხეულის შიდა ჩხრეკის ჩატარება, თუ ეს განხილულია როგორც აუცილებელი, იმისათვის რომ მოხდეს ციხეში წესრიგისთვის ან უსაფრთოებისთვის შექმინილი ნებისმიერი საფრთხის პრევენცია, ან დაცულ იქნეს პატიმრის ჯანმრთელობა; სხეულის შიდა დათვალერება ხორციელდება ჩვეულებრივ ექიმის მიერ, მაგრამ მას ასევე შეუძლია ინსტრუქციები მისცეს მედდას დათვალიერების განსახორციელებლად.
-
III. წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ევროპული კომიტეტის კვლევის შედეგები
32. CPT სტუმრობდა ნიდერლანდებს 1997 წლის 17-დან 27 ნოემბრამდე. მისი (T)EBI-სთან (მაქსიმალური-უსაფრთხოების დროებითი დაწესებულება) და EBI-სთან დაკავშირებული კვლევების შედეგები იყო შემდეგი (მოხსენება ნიდერლანდების ხელისუფლებას წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ევროპული კომიტეტის C(PT) სტუმრობის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1997 წლის 17-დან 27 ნოემბრამდე, CPT/Inf (98) 15, ამონაწერი):
”58. Nieuw Vosseveld -ის ციხის კომპლექსმა, რომელიც მდებარეობს ვიუგთის (Vught) მჭიდრო-ტყის ფართობზე, როგორც ციხემ, არსებობა დაიწყო 1953 წელს 140 ახალგაზრდა დამნაშავისთვის, და მას შემდეგ გაფართოვა, გახდა რა ნიდერლანდების ყველაზე დიდი ციხის კომპლექსი. CPT-ის ვიზიტის დროისთვის იგი მოიცავდა 621 ადგილს ახალგაზრდა და უფროსი მამაკაცი პატიმრებისთვის.
CPT-ის მიერ დაწესებულების ვიზიტის მთავარი ფოკუსი მდგომარეობდა ადგილობრივი ‘დამატებითი უსაფრთხოების ინსტიტუტი’ (ერთეული 5), რომელიც უზრუნველყოფს 35 ადგილს იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც სავარაუდოდ სცადეს, განეხორციელებინათ გაქცევა ძალადობის გამოყენებით (17 ადგილი წინასწარი პატიმრისათვის და 18 ადგილი მსჯავრდებული პატიმრისათვის). დანაყოფი განთავსებულია ორ განსაზღვრულ შენობაში: 11 ადგილიანი ‘დროებითი დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულება’ (Tijdelijk Extra Beveiligde Inrichting – (T)EBI) რომელიც გაიხსნა 1993 წლის აგვისტოს და ფიზიკურად მდებარეობს 1-ლი დანაყოფის ერთ-ერთ ფრთაში, მაშინ როცა 24 ადგილიანი, ცუსტომ-ბუილტ, ‘დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულება’ (Extra Beveiligde Inrichting – EBI) დასრულდა 1996 წლის აგვისტოში.
ბ. ძირითადი (არსებითი) პირობები
59. CPT-ს მიერ ნანახი საკნები (T)EBI და EBI შენობებში იყო გონივრული ზომის ერთი პირისთვის (დაახლოებით 9 მ²), შესაბამისად გაწყობილი ავეჯით (საწოლი, სკამი, კარადა და მაგიდა) და აღჭურვილი ტუალეტით და პირის დასაბანი ონკანით.
კამერაში ხელოვნური სინათლე იყო კარგი სტანდარტის ორივე შენობაში; თუმცა, ბუნებრივ სინათლეზე ხელმისაწვდომობა შესამჩნევად მცირე იყო (T)EBI-ში (სადაც კამერის ფანჯრები დაბურულია დათრთვილული შუშის პანელებით) ვიდრე EBI-ში. (T)EBI-ში ასევე არსებობდა ვენტილაციის საჭიროება. (T)EBI-ის პატიმარები გასაუბრების დროს ჩიოდნენ ამ ნაკლოვანებებზე.
CPT-ს რჩევაა, რომ საჭირო ნაბიჯები იქნეს გადადგმული იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა ბუნებრივ სინათლეზე (T)EBI-ში. სტუმართა დელეგაცია ინფორმირებულ იქნა, რომ სავენტილაციო სისტემის გასაუმჯობესებელი სამუშაოები (T)EBI-ში უნდა დაწყებულიყო 1998 წლის იანვარში; კომიტეტს სურს მიიღოს დასტური, რომ ეს სამუშაოები ახლა უკვე დასრულდა, შესაბამისი აღწერით გაუმჯობესებების შესახებ.
60. უფრო ზოგადად, მაშინ, როცა EBI მდებარეობდა უფრო ნათელ და მნიშვნელოვანდ ფართო შენობაში, (T)EBI (რომელიც ასევე ცნობილია როგორც ‘ოუდ ბოუწ’ ან ‘ძველი შენობა’) შესამჩნევად უფრო შეზღუდული დაწესებულება იყო. CPT-ის სურს ინფორმირებული იყოს იმასთან დაკავშირებით, გეგმავენ თუ არა ჰოლანდიელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენელი პირები ‘დროებითი’ დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულების დახურვას ახლო მომავალში.
გ. რეჟიმი
61. CPT-ს მოსაზრებები იმ რეჟიმის ბუნების შესახებ რომელიც შეთავაზებულ უნდა იქნეს განსაკუთრებული უსაფრთხოების ერთეულების პატიმრებისტვის, დეტალურად არის წარმოდგენილი 1992 წლის ნიდერლანდების ვიზიტის ანგარიშში. ამ კონტექსტში, კომიტეტმა მიიღო ჰოეკსტრა (Hoekstra Commission) კომისიის რეკომენდაცია, რომ მომავალში ნებისმიერ EBI-ში უნდა არსებობდეს ‘რაც შეიძლება ნორმალური რეჟიმი’.
1992 წლის ანგარიშში CPT-იმ ხაზი გაუსვა იმას, რომ პატიმრები უნდა იმყოფებოდნენ შედარებით უფრო მოდუნებულ რეჟიმში (შესაძლებლობა რომ თავისუფლად იურთიერთობონ და ერთეულში მყოფ თანაპატიმართა მცირე რაოდენობასთან; ნებადართული უნდა იყვნენ გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე ისეთი დაწესებულების ფარგლებში, რომელშიც ისედაც მცირეა ფიზიკური სივრცე; უნდა ჰქონდეთ აქტივობებს შორის დიდი არჩევანი და სხვ.) როგორც კომპენსაცია, მათი მკაცრი პატიმრობის სიტუაციაში. სპეციალური ღონსიძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ განვითარდეს კარგი შიდა ატმოსფერო ასეთ ერთეულებში. მიზანი უნდა იყოს დადებითი ურთიერთობების აწყობა თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის. ეს არის არა მხოლოდ ადამიანური მოპყრობის ინტერესში, არამედ საჭიროა, ასევე ეფქტური კონტროლის და უსაფრთხოების და თანამშრომლების უსაფრთხოების არსებობისთვის. აქტივობების დამაკმაყოფილებელი პროგრამის არსებობა ისეთივე მნიშვნელოვანია – თუ არა უფრო მეტადაც – განსაკუთრებული პატიმრობის ერთეულში, როგორც ნორმალურ დაწესებულებაში. ამას შეუძლია ბევრის გაკეთება, რათა შეეწინააღმდეგოსსაჰაერო ბუშტის მაგვარი ატმოსფეროს მავნე ზემოქმედებას პატიმარის პიროვნებაზე. შემოთავაზებული აქტივობები უნდა იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი (განათლება, სპორტი, სამუშაო ან პროფესიონალური დაფასება და სხვ.). რაც შეეხება, კონკრეტულად, სამუშაო აქტივობებს, ნათელია რომ უსაფრთხოების გათვალისწინებით სამუშაოების ბევრი სახეობა, რომლებიც ჩვეულებრივი ციხეების დაწესებულებებში დაშვებულია, შეიძლება გამორიცხულ იქნეს. მიუხედავად ამისა, ეს არ უნდა გულისხმობდეს, რომ მხოლოდ მოსაბეზრებელი ხასიათის სამუშაოები შეიძლება იქნეს შეთავაზებული პატიმრებისთვის. ამასთან მიმართებით, მინიშნება შეიძლება მოხდეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის Explanatory Memorandum to Recommendation No. R (82)17-ის 87-ე პარაგრაფზე.
62. (T)EBI და EBI დაწესებულებების ამჟამინდელი რეჟიმები რეგულირდება ცირკულარით, რომელიც გამოცემულ იქნა ციხის სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ 1997 წლის 22 აგვისტოს (cf. document 646189/97/DJI). ცირკულარის თანახმად:
‘უსაფრთხოების დამატებით დაწესებულებას (EBI) ვიუგთში აქვს შეზღუდული კომუნიკაციის რეჟიმი. რეჟიმების განსხვავება მოხსენიებულია EBI-ის ფარგლებში, სადაც განსხვავება არსებობს A რეჟიმსა (სადაც უფრო მეტი შეზღუდვებია) და BB რეჟიმს (ნაკლებად რადიკალური შეზღუდვებით) შორის.
ორიდან მასქიმუმ ოთხი პატიმრისგან შემდგარი ჯგუფები მონაწილეობას იღებენ აქტივობებში. BB რეჟიმის ფარგლებში, მაქიმუმ ოთხი პატიმარი იღებს მონაწილეობას კომუნალურ (ჯგუფურ) აქტივობებში, მაშინ როცა A რეჟიმის ფარგლებში მაქსიმალური რაოდენობაა სამი. კომუნალური აქტივობები მოიცავს მხოლოდ ერთ პატიმარს თითო სექციიდან.
უსაფრთხოების მიზნით, თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებიან პატიმრებთან კონტაქტში ყოველთვის უნდა აღემატებოდნენ რაოდენობრივად მათ, ან სულაც სრულიად გამოყოფილი უნდა იყვნენ მათგან ფიზიკურად გამჭვირვალე (მინის) კედლით. ამას გარდა, თანამშრომლების უსაფრთხოების გათვალისწინებით, იმ შემთხვევებში რომლებიც გათვალისწინებულია ვიუგთის EBI-ის შიდა განაწესის (რეგულაციების) მე-15 სექციით, მე-2 და მე-3 ქვესექციით, მე-3 თავით, პატიმართა გადაადგილებები შეზღუდულია ხელბორკილებით.’
63. დელეგაციამ დაასკვნა, რომ საკნის გარეთ დრო (T)EBI და EBI-ში მოცემულ დღეს ვარირებდა მინიმუმ ერთი საათიდან (ვარჯიშები გარეთ) მაქსიმუმ ოთხსაათნახევარს შორის (ვარჯიშები გარეთ/დასვენება და/ან სპორტი). იქიდან გამომდინარე, თუ რომელ რეჟიმში მოთავსდებოდა პატიმარი (A/B) და ჯგუფი რომელთანაც იგი განაწილდებოდა, ეს აქტივობები განხორციელდებოდა ერთ ან სამ სხვა თანაპატიმარს შორის.
გარე ვარჯიშების ეზო EBI-ში იყო გონივრული ზომის და სარბენი ბილიკები იყო ხელმისაწვდომი იმ პატიმრებისთვის, ვისაც სურდათ უფრო დაძაბულ ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა. სავარჯიშო ეზოები (T)EBI-ში იყო ასევე საკმარისად ფართო, იმისათვის, რომ პატიმრებს მოეხდინათ საკუთარი ფიზიკური ძალის დაძაბვა; თუმცა, მათი გალიის მაგვარი დიზაინი უფრო დამთრგუნველი დაწესებულების შთაბეჭდილებას ტოვებდა.
დასვენების პერიოდში (ერთიდან ორ საათამდე), პატიმრებს ნებადართული ჰქონდათ ხელმისაწვდომობა კომუნალურ ტერიტორიებზე, სადაც მათ შეეძლოთ ერთმანეთთან ასოცირება, საკუთარი საკვების დამზადება და ჭამა, კომპიუტერის გამოყენება და/ან თამაშების თამაში, მათ შორის მაგიდის ტენისის.
რაც შეეხება სპორტის დაწესებულებებს, EBI-ის ოთხივე ერთეული აღჭურვილი იყო შთამბეჭდავი სავარჯიშო მოწყობილობებით, რომელიც მაღალი მინის ატრიუმში მდებარეობდა. თუმცა, პატიმრებს ხელმისაწვდომობა ამ აღჭურვილობაზე ჰქონდათ კვირაში მხოლოდ ერთი ან ორი 45 წუთიანი სესიების დროს. იგივე ობიექტები (T)EBI-ში იყო უფრო დაბალი სტანდარტის. EBI-ის ასევე ჰქონდა ფართო და კარგად მოწყობილი სპორტული დარბაზი მაგრამ, ვიზიტის დროს, როგორც ჩანს, შედარებით ნაკლები გამოყენება ჰქონდა მას.
არ არსებობდა ორგანიზებული საგანმანათლებლო ღონისძიებები. ასევე არ არსებობდა საკნის გარეთ სამუშაო; ზოგიერთი საკნის შიდა სამუშაოები იყო შეთავაზებული პატიმრებისთვის, მაგრამ არ იყო საინტერესო (გამომწვევი) ხასიათის (მაგ. პლასტიკური ფარდების კაუჭების მოკლე კვერთხებად შეკვრა).
64. პატიმართა ყველა აქტივობა (T)EBI და EBI-ში იმყოფებოდა თანამშრომლების მაღალი ზედამხედველობის ქვეშ (რომელიც ძალიან ადვილი გასაგებია, ასეთი ტიპის ერთეულისთვის); თუმცა, პირდაპირი კონტაქტი თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის იყო ძალიან შეზღუდული (თანამშრომლები და პატიმრები ჩვეულებრივ იყვენ ერთმანეთისგან განცალკევებული ჯავშნიანი შუშის პანელებით). ეს არ არის ხელისშწემწყობი პატიმრებსა და თამანშრომლებს შორის დადებითი ურთიერთობების აწყობისთვის. კონტაქტი არა საპატიმრო თანამშრომლებთან – მათ შორის სამედიცინო თანამშრომლებთან – ასევე იყო რიგი მკაცრი შეზღუდვების საგანი...
65. ასევე უნდა აღინიშნოს რომ, პატიმრებს ხშირად უტარდებოდათ პირადი ჩხრეკა (პრაქტიკა ევფემისტურად მოიხსენიებოდა როგორც ‘ვისიტატიე’). ასეთი ჩხრეკა – რომელიც მოიცავდა ანალურ ინსპექციებსაც – ხორციელდებოდა კვირაში სულ მცირე ერთხელ მაინც ყველა პატიმრის მიმართ, იმის მიუხედავად ჰქონდა თუ არა პატიმარს რაიმე სახის კონტაქტი გარე სამყაროსთან.
66. რაც შეეხება გარე სამყაროსთან კონტაქტს, უნდა აღინიშნოს რომ (T)EBI და EBI-ის შინა განაწესი ითვალისწინებს, რომ პატიმრებს აქვთ უფლება კვირაში ერთ ვიზიტზე ერთი საათით ოჯახის წევრებისგან და სხვა პირებისგან რომლებიც წინასწარ იქნებიან დამტკიცებული ციხის ადმინისტრაციის (მენეჯმენტის ) მიერ. პრინციპში, ვიზიტები ხორციელდებოდა ‘დახურულ’ გარემოებებში (ჯავშნიანი მინის პანელის მეშვეობით ვიზიტების კაბინაში). პატიმრებს ასევე ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ თვეში ერთი ‘ღია’ ვიზიტი ოჯახის წევრებისგან; თუმცა ფიზიკური კონტაქტი ასეთი ვიზიტების დროს შეზღუდული იყო ვიზიტის დასაწყისსა და დასასრულს ხელის ჩამორთმევით. პატიმრები და მათი ოჯახის წევრები განცალკევებული იყვნენ მაგიდით, რომელიც აღჭურვილი იყო მკერდამდე სიმაღლის ბარიერით და ციხის თანამშრომელი იდგა პირდაპირ პატიმრის უკან მთელი ვიზიტის განმავლობაში. დელეგაციასთან საუბრის დროს ზოგიერთმა პატიმარმა მიუთითა, რომ მათ ოჯახებზე ასეთ შეზღუდვებს გამაღიზიანებელი (დამამწუხრებელი) გავლენა ჰქონდა და შედეგად ისინი აღარ მოითხოვდნენ ‘ღია’ ვიზიტებს.
67. რომ შევაჯამოთ, პატიმრები, რომლებიც იმყოფებიან (T)EBI და EBI-ში ერთეულებში, იმყოფებოდნენ უკიდურესად გაუბედურებული რეჟიმის ქვეშ. ისინი ძალიან ცოტა დროს ატარებდნენ საკნების გარეთ; როდესაც საკნის გარეთ იმყოფებოდნენ ისინი კონტაქტის დამყარებას ახერხებდნენ ძალიან მცირე რაოდენობის თანაპატიმრებთან და მათი დამოკიდებულება ციხის თანამშრომლებთან და ვიზიტორებთან იყო შეზღუდული; შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ ადეკვატური ადამიანური კონტაქტი. ამას გარდა, აქტივობების პროგრამა იყო განუვითარებელი. ეს კონტრეტულად ეხება საგანმანათლებლო და სამუშაო ღონისძიებებს. თუმცა, რაც შეეხება სპორტს, პატიმრებს ჰქონდათ უმნიშვნელო ხელმისაწვდომობა კარგ აღჭურვილობასთან. ამას გარდა, რეჟიმის ზოგიერთი ასპექტი (კონკრეტულად, სისტემური პირადი ჩხრეკა) არ პასუხობდა ლეგიტიმური უსაფრთხოების აუცილებელ მოთხოვნებს და იყო დამამცირებელი პატიმრებისთვის.
68. დელეგაციის ხანგრძლივი გასაუბრებები (T)EBI და EBI-ის რვა პატიმართან მიუთითებდა, რომ რეჟიმს მთლიანობაში ფსიქოლოგიურად საზიანო შედეგები ჰქონდა მათზე. მართლაც, გასაუბრებებმა გამოავლინა თანმიმდევრული ერთიანობა ფსიქოლოგიური სიმპტომებისა, რომლებიც რეჯიმის მიერ იყო გამოწვეული. ხსენებული პატიმრები ავლდენდნენ შემდეგი სიმტპომების პროფილს:
- უმწეობის განცდა, რომელმაც მიიღო ნორმალური იდენტობის რღვევის და მწვავე სირთულეების ფორმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით; კონკრეტულ შემთხვევებში, იდენტობის დაკარგვა უკავშირდებოდა დეპერსონალიზირების განსაზღვრულ ეპიზოდებს;
- უძლურების განცდა, მჭიდროდ უკავშირდება უმწეობას, და რომელსაც მიჰყავს რეგრესამდე და სხეულის ფუნქციების მეტისმეტი დაზუსტებამდე;
- სიბრაზე, გაბატონებული ემოცია ერთ-ერთი მათგანის მძვინვარება (ნათლად დაკავშირებულია უძლურების განცდასთან) და მიმართულია საკუთარი თავისკენ (გამოხატული დაბალი თვითშეფასებით, უნდობლობით და დაკავშირებულია დეპრესიულ სინდრომებთან) და სხვ;
- კომუნიკაციის სირთულეები, დაკავშირებული ზემოხსენებულ დეპერსონალიზაციის სიმპტომებთან.
დელეგაციის შეშფოთება რეჟიმის საზიანო ფსიქოლოგიურ შედეგებთან დაკავშირებით გაძლიერდა შემდგომი ვიზიტით Dr S. van Mesdag-ის კლინიკაში, სადაც გაესაუბრნენ რამდენიმე პაციენტს, რომლებიც ადრე დაკავებულ იქნენ (T)EBI ან EBI-ში, და რომელთაც ნათლად აღენიშნებოდათ ფსიქოლოგიური გართულებები (უძილობა) მოუსვენრობის სიმპტომები; იდენტობის რღვევა; ემოციური პასუხისმგებლობა და ფსიქოსომატური სიმპტომები).
CPT დაამატებს, რომ მართალია, მან იცის (TS)EBI და EBI-ში დასაქმებული ფსიქოლოგის საჯაროდ გამოხატული დარწმუნების შესახებ, რომ რეჟიმს არ გამოუწვევია “მნიშვნელოვანი საზიანო შედეგები პატიმრებზე”. თუმცა, ეს შეხედულება არასდროს გამხდარა ექსპერტული მიმოხილვის ან პროფესიონალური შეფასების საგანი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტროს სასამართლო სამედიცინო ბიუროს ფსიქიატრიულმა მრჩეველმა გამოხატა საპირისპირო შეხედულება ვიდრე დელეგაციამ, მაგალითად მოიყვანა რა იმ პატიმრის საქმე, რომელსაც განუვითარდა მომძლავრებული პარანოიდული ფსიქოზი, მაშინ, როცა დაპატიმრებული იყო (T)EBI-ში.
69. იმ ინფორმაციის ფონზე, რომელიც მის ხელთ არსებობდა, ჩPთ მივიდა იმ დასკვნამდე რომ რეჟიმი, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა (T)EBI და EBI-ში შეადგენს არაადამიანურ მოპყრობას. პატიმრების, რომლებიც კლასიფიცირებული იქნენ როგორც საშიში, ასეთი რეჟიმისთვის დაქვემდებარება, მაინც საშიშს ტოვებდა მათ.
70. დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულების პირობები არის მაღალი სტანდარტის. მას შეუძლია ისეთი რეჟიმის შეთავაზება, რომელიც პასუხობს 61-ე პარაგრაფში წარმოდგენილ კრიტერიუმებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესებითვის საფრთხის შექმნის გარეშე.
CPT –ს რჩევაა, რომ რეჟიმი, რომელიც ამჟამად არსებობს, დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულებაში, გადახედილ იქნეს 61-ე და 67-ე პარაგრაფებში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით. კერძოდ, არსებული ჯგუფური სისტემა, თუ საერთოდ უგულვებელყოფილი არა, სულ მცირე, ცოტა მოდუნებული უნდა იქნეს და პატიმრებს უნდა მიეცეთ საკანს გარეთ ყოფნის უფრო მეტი დრო და აქტივობების უფრო ფართო არჩევანი. ამას გარდა, ამჟამინდელი ჩხრეკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს იმ მიზნით რომ ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ მხოლოდ აუცილებლობას უსაფრთხოების თვალსაზრისით. ანალოგიურად, ამჟამინდელი ვიზიტების სისტემაც უნდა გადაიხედოს; მიზანი უნდა იყოს რომ ვიზიტები განხორციელდეს უფრო ღია პირობებში.
33. ნიდერლანდების ხელისუფლებამ უპასუხა შემდეგი პირობებით (კოლანდიის მთავრობის შუალედური ანგარიში პასუხად წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშისა, რომელიც ეხებოდა მის ვიზიტს ნიდერლანდებში 1997 წლის 17-დან 27 ნოემბრამდე, CPT/INF (99) 5, ამონაწერი):
“3. ‘დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულება’ ((T)EBI/EBI) NIEW VOSSEVELD-ის ციხის კომპლექსში
CPT-ის რეკომენდაციები
28. ...
...
29. CPT –ს რჩევაა, რომ რეჟიმი, რომელიც ამჟამად არსებობს დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულებაში გადახედილ იქნეს 61-ე და 67-ე პარაგრაფებში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით. კერძოდ, არსებული ჯგუფური სისტემა, თუ საერთოდ უგულვებელყოფილი არა, სულ მცირე ცოტა მოდუნებული უნდა იქნეს და პატიმრებს უნდა მიეცეთ საკანს გარეთ ყოფნის უფრო მეტი დრო და აქტივობებეის უფრო ფართო არჩევანი. ამას გარდა, ამჟამინდელი ჩხრეკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს იმ მიზნით რომ ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ მხოლოდ აუცილებლობას უსაფრთხოების თვალსაზრისით. ანალოგიურად, ამჟამინდელი ვიზიტების სისტემაც უნდა გადაიხედოს; მიზანი უნდა იყოს, რომ ვიზიტები განხორციელდეს უფრო ღია პირობებში (70-ე პარაგრაფი).
პასუხი: (T)EBI-ში მოთავსებული არიან პატიმრები, რომლებიც ძალიან დიდი ვარაუდით ეცდებიან გაქცევას, ან გარე სამყაროს დახმარებით ან ძალადობრივი მეთოდებით. ზოგადად, ისინი ხვდებიან სამ კატეგორიაში: პატიმრები, რომლებიც მიიჩნევა, რომ არიან კრიმინალური ორგანიზაციების წევრები; პატიმრები რომლებიც სასჯელს იხდიან წინასწარ განზრახული ან წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის; და პატიმრები, რომლებიც ადრე გაიქცნენ ციხიდან თანამშრომლების მძევლად აყვანით ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით (შესაძლოა, გარედან დახმარების შედეგად). ასეთი პირების დაპატიმრების ზომები უნდა ემყარებოდეს უპირველეს ყოვლისა სისტემატიურ, სანდო უსაფრთხოების ღონისძიებებს, თუმცა ადამიანური პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ კონტექსტში. EBI-ის დავალება, როგორც ნებისმიერი სხვა ციხის, არის ის, რომ არასრულოს პატიმრობის სასჯელი განხეთქილების გაჩენის გარეშე. პატიმრებისადმი დაწესებული შეზრუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე საჭიროა მათი თავისუფლების ჩამორთმევისთვის. ის, რაც EBI-ის განასხვავებს სხვა ციხეებისგან, არის მისი შეზრუდვების ბუნება, რომელიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. ისინი უნდა იყოს უფრო მკაცრი, იმიტომ რომ პატიმრები ქმნიან გაქცევის და ნორმალური ციხის რეჟიმის დანგრევის საშუალოზე მაღალ რისკს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ (T)EBI და EBI-ის მიზანი არის ისეთი ადგილის და რეჟიმის შექმნა, რომლიდან გაქცევაც შეუძლებელია, თუნდაც თანამშრომლების მძევლად აყვანის შემთხვევაში.
EBI-ის რეჟიმი არის ყველაზე მკაცრი ნიდერლანდებში. ამ მიზნით, დაწესებულების გამოყენება დაყვანილია მინიმუმამდე და პატიმრის იქ განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება და შემდეგ ხშირი ინტერვალებით გადაიხედება სისტემის გარეთYშექმნილი გაფართოებული კომიტეტის მიერ. რეჟიმის სიმკაცრის მიუხედავად, EBI-ის პატიმრებს სთავაზობენ საკმარის, საკნის გარეთა დროს (63-ე პარაგრაფი) და აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ დასასვენებელ, სპორტულ, მუსიკალურ, შემოქმედებით, საგანმანათლებლო და სხვა აქტივობებში. აქტივობების სპექტრი პატიმრებს აძლევს რეგულარულ საშუალებას, ჰქონდეთ ადამიანური კონტაქტი და EBI-ის პერსონალი შეგნებულად ცდილობს ხელი შეუწყოს ასეთ კონტაქტს და აქტივობებში მონაწილეობას, რამდენადაც შესაძლებელია. ერთეულის ბინადრების მცირე რაოდენობა (67-ე პარაგრაფი) არის არსებითი წესრიგის, უსაფრთხოების და კონტროლის დასაცავად და გაქცევის თავიდან ასაცილებლად. მართალია, რომ არსებობს სპეციალური შეზღუდვები გარე სამყაროსთან კონტაქტთან დაკავშირებით (მინის გამყოფით პატიმრების ვიზიტორებისგან განცალკევება), მაგრამ ვიზიტების სიხშირე იგივეა, რაც ნორმალურ საპატიმრო დაწესებულებებში.
ჩხრეკის ღონისძიებები (T)EBI და EBI-ში არის აუცილებელი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისინი წარსულში შეფასდა როგორც EBI-ის 6 თვიანი შეფასებების ნაწილი, და გადაწყდა, რომ პატიმრებს არ უნდა ჩაუტარდეთ ჩხრეკა იმაზე ხშირად ვიდრე ეს მკაცრად აუცილებელია. ეს ნიშნავს, რომ პატიმრებს არ უტარდებათ ჩხრეკა ყოველ ჯერზე კამერაში დაბრუნებისას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი იმ ციხის ზედამხედველის მხედველობის არეს გასცდენენ, რომელმაც ისინი გამოუშვა.
ვიზიტები ამ ფორმით ხორციელდება იმისათვის რომ დაუშვას ვიზუალური, ვერბალური და არავერბალური კონტაქტი, სანამ ხდება პირდაპირი ფიზიკური კონტაქტის აღკვეთა. ვიზიტებისას დაწესებული სპეციალური ღონისძიებები არის უსაფრთხოების ზომებისაუცილებელი ნაწილი, რათა მოხდეს გაქცევის თავიდან აცილება. თუ ვიზიტები იქნებოდა უფრო ‘ღია’ და იარსებებდა რაიმე სახის შანსი ციხეში კონტრაბანდის შემოტანის, მაშინ EBI-ის არსებობას არ ექნებოდა აზრი.
30. CPT –ს რჩევაა, რომ ჰოლანდიელმა ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა დანიშნონ დამოუკიდებელი კვლევა დამატებითი უსაფრთხოების დაწესებულების ამჟამინდელი და ყოფილი პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ (70-ე პარაგრაფი).
პასუხი: იუსტიციის სამინისტრო გეგმავს გამოიძიოს EBI-ის ქმედებები ადრეულ 1999 წელში. იგი შემდეგ გადაწყვეტს დამატებითი მოკვლევის დანიშვნას EBI-ის რეჟიმის პატიმრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენის შესახებ, თუ გამოძიების შედეგები ამის მიზეზებს შექმნიან.”
34. იუსტიციის სამინისტრომ დაავალა ნიიმეგენის უნივერსიტეტის მკვლევარებს, განეხორციელებინათ წინასწარი შესწავლა EBI-ის პოლიტიკისა პატიმრების გონებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით და მაღალი-უსაფრთხოების რეჟიმის (ყოფილი) პატიმრების გონებრივ მდგომარეობაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის სიღრმისეული კვლევის ვარგისიანობა. 2000 წლის 17 აპრილს მკვლევარების მიერ გამოიცა ანგარიში - სახელწოდებით “მკაცრი რეჟიმის ციხის შიდა და გარეგანი მოვლა”. მან დაასკვნა, რომ შეშფოთება, გამოხატული მკაცრი რეჟიმის პატიმრების მენტალური მდგომარეობის შესახებ სამოქმედო დოკუმენტებში, იყო ნამდვილად შესამჩნევი EBI-ის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმით, რომ EBI-ის პერსონალმა, აღმოჩნდა, რომ, იცოდა იმ დაძაბულობის შესახებ, რაც უსაფრთხოებასა და ჰუმანურობას შორის არსებობდა, და ცდილობდნენ შეემცირებინათ ეს დაძაბულობა. ანგარიშში ასევე აისახა დასკვნა, რომ ფსიქოლოგიური შედეგების კვლევა მკაცრი რეჟიმის ციხეში იყო სრულიად განჭვრეტადი. მკვლევარებმა, მიუხედავად ამისა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ არ გამოუკვლევიათ არც EBI-ის პატიმრების მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის ხარისხი, არც პატიმრების ფაქტობრივი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არც ის გავლენები, რომელიც რეჟიმს ჰქონდა მატზე.
35. იუსტიციის მინისტრმა დანიშნა შემდგომი კვლევა შემდგარი იმავე მკვლევარებისგან, ჩართო რა მონიტორინგი დღე-ღამის რიტმის სტრესზე და სხვა ფაქტორებზე, მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფ პატიმრებს შორის, და დანიშნა ნახევრად იზოლაციაში მყოფი პატიმრებისგან შემდგარი მაკონტროლებელი ჯგუფი. ეს კვლევა უნდა დასრულდეს 2003 წლის ზაფხულისთვის.
სამართალი
I. კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა
36. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი პატიმრობა EBI-ში წარმოადგენდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.
“არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”. S
A. მხარეთა არგუმენტები
1. მომჩივანი
37. აპლიკანტმა განაცხადა, რომ EBI რეჟიმის სხვადასხვა ასპექტზე CPT-ს მიერ გამოთქმული, მეტად კრიტიკული კომენტარების ფონზე არ არსებობს ეჭვი იმაზე, რომ რეჟიმი უნდა ჩაითვალოს არაჰუმანურად.
38. იმის ილუსტრირებისთვის, რომ CPT-ს დასკვნები სპეციფიურად მასაც ეხებოდა, მომჩივანმა მიუთითა რიგი ასპექტები, რომლებიც მის კონკრეტულ სიტუაციას მიემართებოდა. პირველ რიგში ის ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება EBI-ში გაგრძელდა 2 წელზე მეტ ხანს, რაც, როგორც ხელისუფლებამ სხვადასხვა შიდა პროცედურებში მიუთითა, არის საშუალო ხანგრძლივობა. მეორე რიგში, EBI-ის რეჟიმს ჰქონდა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა მომჩივანზე: იგი უკიდურეს დეპრესიაში ჩააგდო რეჟიმმა, და ეს გამოჩნდა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჩივილებში. სასჯელაღსრულების შესარჩევი ცენტრის ფსიქოლოგიური დეპარტამენტის ბ-ნი ვ.-ს მიერ შედგენილი ანგარიშების შინაარსი ადასტურებს, რომ მოთავსება EBI-ში ნეგატიურ გავლენას ახდენდა მომჩივანზე და რომ მისი ამ რეჟიმში ყოფნა არ იყო შესაფერისი. მათი უკანასკნელი საუბრის დროს, რომელმაც გამოიწვია 2001 წლის 18 აპრილის ანგარიში (იხ. 24-ე პარაგრაფი), ბ-მა ვ.-მ აღიარა რომ მისთვის ცნობილი იყო ის მენტალური ზიანი რომელსაც რეჟიმი იწვევდა აპლიკანტზე. მომჩივანი ნანობდა, რომ ბ-მა ვ.-მ არ ჩათვალა საჭიროდ, ფურცელზე გადაეტანა ეს ინფორმაცია.
39. კონტაქტს დაწესებულების ექიმთან, ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან არ მოუტანია შედეგად რაიმე სახის შესამჩნევი გაუმჯობესება მისი სიტუაციისა. ასეთი გაუმჯობესება ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო მოსალოდნელი, რადგან მისი დაძაბულობის და უიმედობის მთავარი მიზეზი იყო რეჟიმი, რომელმაც შექმნა მგრძნობელობის დაკარგვის და სოციალური იზოლაციის სიტუაცია. EBI-ის არცერთ სოციალურ მუშაკს ან ექიმს არასდროს არ გამოუხატავთ ნამდვილი ინტერესი (გაგება) მისი ფსიქიკური პრობლემებისადმი და სწორედ ამ ეფექტების შეუფასებლობამ (გავლენებისა), რომელიც რეჟიმს ჰქონდა მასზე, მიიყვანა იგი კიდევ უფრო მეტი უძლურების და მარტოობის განცდამდე. ამას გარდა, კონტაქტი ამ პროფესიონალებთან უნდა გამართულიყო მინის მიღმა, რომელიც ნაკლებად იყო ხელისშემწყობი კონფიდენციალური გარემოს შექმნისთვის.
40. რეჟიმის ორი ასპექტი იყო განსაკუთრებით მძიმე მომჩივნისთვის, რომელიც არ იყო მკაცრად აუცილებელი უსაფრთხოების თვალსაზრისით. პირველ რიგში, მომჩივანი ექვემდებარებოდა პირად ჩხრეკას – მათ შორის ანალურ ინსპექციას – ყოველკვირეულად, და უფრო ხშირადაც, სამნახევარი წლის განმავლობაში, როდესაც საკანში ხორციელდებოდა ყოველკვირეული ინსპექცია, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი გარე სამყაროსთან, ან დატოვა თუ არა თავისი საკანი. პირადი ჩხრეკა, რომელიც მას დამამცირებლად მიაჩნდა, მოიცავდა მის სრულ გაშიშვლებას, დათვალიერებას და შეხებას, და ისეთი პოზების მიღებას რომელიც მას უხერხულად მიაჩნდა.
მეორე რიგში, ვიზიტების წესების შედეგად მომჩივანს უარი ეთქვა ნორმალურ ადამიანურ კონტაქტზე, მათ შორის ფიზიკურ კონტაქტზე მის უშუალო ოჯახთან. აპლიკანტმა მიუთითა ხელისუფლების უუნარობაზე, უზრუნველეყო ბალანსი უსაფრთხოების ზომებსა და მის სამართლიან სურვილს შორის ფიზიკურ კონტაქტზე, იმის გათვალისწინებით, რომ არასდროს ყოფილა რაიმე კონკრეტული, ხელშესახები მინიშნებები მისგან გაქცევის მცდელობაზე. ამას გარდა, იმ მკაცრი უსაფრთხოების ზომების პირობებში, რომლებიც თან სდევდა ვიზიტებს, შეუძლებელი იყო ნებისმიერი სახის საშიში ობიექტის კონტრაბანდული გზით დაწესებულებაში შეტანა. ეს რომც მომხდარიყო, ამას აღმოაჩენდნენ ვიზიტის შემდგომ პირადი ჩხრეკის დროს.
41. ამგვარად, აპლიკანტმა თავის საჩივარში განაცხადა, რომ მას ეპყრობოდნენ არაადამიანურად, ან სულ მცირე დამამცირებლად.
2. ხელისუფლება
42. ხელისუფლებამ განმარტა, რომ მაქსიმალური უსაფრთხოების ციხის არსებობის აუცილებლობა განაპირობა ნიდერლანდებში ციხეებიდან გაქცევების დიდმა რაოდენობამ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1980-იან და ადრეულ 1990-იან წლებში, რაც მოიცავდა ხშირად ცეცხლასროლ იარაღების, დანების და მსგავსი იარაღების გამოყენებას და მძევლების აყვანას. საზოგადოებამ მზარდი განგაშით უპასუხა ამ მოვლენებს, ხოლო ციხის თანამშრომლები კი საკუთარ უსაფრთხოებაზე შიშობდნენ.
43. მართალია ხელისუფლება არ უარყოფდა, რომ EBI-ის რეჟიმი აწესებდა მკაცრ შეზღუდვებს – და ამ მიზეზით, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყო იქ მოთავსებული, რამდენადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა – ისინი ფიქრობდნენ EBI-ის პირობები არ იყო არც არაადამიანური და არც დამამცირებელი. თითოეული მკაცრი ზომა, რომელიც EBI-ში გამოიყენებოდა გამართლებული იყო სერიოზული რისკებით, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ნაკლებად მკაცრი ზომების გატარების შემთხვევაში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ იცოდნენ საკუთარი ვალდებულებების შესახებ, შეემცირებინათ რისკი ციხის თანამშრომლებისთვის და გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა დაეცვათ საზოგადოება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაულები, სანამ ეს უკანასკნელნი იხდიდნენ კანონიერ სასჯელს.
44. ხელისუფლების აზრით, CPT-ს კომენტარი იმის თაობაზე, რომ რეჟიმი “შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად” - არ ნიშნავდა, რომ ის მართლაც იყო არაადამიანური, ვინაიდან შეუძლებელი იყო იმის თქმა, თუ რა გავლენა ჰქონდა რეჟიმს პატიმრებზე ზოგადად; ეს უფრო დამოკიდებული იყო ინდივიდის პიროვნებაზე, ხასიათზე და სხვა პერსონალურ ფაქტორებზე. წინამდებარე საქმეში არ არსებობდა იმის მტკიცებულება, დაზარალდა თუ არა მომჩივანს ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად მისი EBI-ში პატიმრობის შედეგად. აპლიკანტი სარგებლობდა თანაპატიმრებთან კონტაქტით, ნებადართული ჰქონდა მიეღო ვიზიტები ნათესავებისა და მეგობრებისგან, და მას ჰქონდა უამრავი შესაძლებლობა, განეხორციელებინა სატელეფონო ზარები და მონაწილეობა მიეღო ფართო ნაირსახეობის აქტივობებში. მისი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობა იმყოფებოდა “ახლო ზედამხედველობის ქვეშ”, როგორც აღიარებულ იქნა ანგარიშში “განსაკუთრებული მკაცრი რეჟიმის ციხის შიდა და გარეგანი მოვლა”, EBI-ში არსებობდა ოპერატიული სისტემა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მზრუნველობის, რომელიც ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას, შეუმჩნეველი დარჩეს სერიოზული ზიანი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. დასასრულ, ბ-ნი ვ.-ს 2001 წლის 18 აპრილის (იხ. ზემოთ 24-ე პარაგრაფი) მოხსენების თანახმად განმცხადებელი აჩვენებდა მსუბუქიდან ზომიერამდე დეპრესიის სიმპტომებს, მას არ აღენიშნებოდა სერიოზული ფსიქოპათოლოგია და საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს დაკვირვების პერიოდში.
45. დასკვნის სახით, ხელისუფლებამ წარმოადგინა აზრი, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, საფუძვლიან ეჭვს მიღმა, მისი პატიმრობა EBI-ში იყო თუ არა არაადამიანური მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში.
B. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
46. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლი მოიცავს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას. იგი აბსოლუტურად კრძალავს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს, გარემოებების და მსხვერპლის ქცევის მიუხედავად (იხ. Labita v. Italy [GC], no. 26772/95, § 119, ECHR 2000‑IV).
47. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ მისი პრეცედენტული სამართლის თანახმად, არასათანადო მოპყრობა უნდა აღწევდეს სიმძიმის მინიმალურ დონეს იმისათვის, რომ იგი მოექცეს მე-3 მუხლის ფარგლებში. ამ მინიმუმის შეფასება არის პირობითი; დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებებზე, ისეთი როგორიცაა: მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური გავლენები, ასევე, ზოგიერთ შემთხვევებში, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. 1978 წლის 18 იანვრის Ireland v. the United Kingdom, Series A no. 25, p. 65, § 162).
48. მოპყრობა სასამართლომ მიიჩნია “არადამიანურად” რადგან, inter alia, იგი იყო წინასწარგანზრახული, გრძელდებოდა საათების განმავლობაში და გამოიწვია ან სხეულის ფაქტობრივი ზიანი ან ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, ასევე “დამამცირებელი” რადგან მსხვერპლში გააღვიძა შიშის, ტანჯვის და არასრულფასოვნების შეგრძნება, რომელიც შეურაცხყოფდა და ამცირებდა მათ (იხ. Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 92, ECHR 2000-XI). იმისათვის, რომ სასჯელი ან მასთან დაკავშირებული მოპყრობა იყოს “არაადამიანური” ან “დამამცირებელი”, თანდართული ტანჯვა ან დამცირება ყველა შემთხვევაში უნდა გასცდეს ტანჯვის და წამების აუცილებელ ელემენტს, რომელიც დაკავშირებულია ლეგიტიმურ მოპყრობასა და სასჯელთან (იხ.V. v. the United Kingdom [GC], no. 24888/94, § 71, ECHR 1999-IX). საკითხი, იყო თუ არა მოპყრობის მიზანი მსხვერპლის დამცირება ან შეურაცხყოფა, არის შემდგომი ფაქტორი, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ ასეთი მიზნის არარსებობა არ გამორიცხავს საბოლოოდ მე-3 მუხლის დარღვევას (იხ. Peers v. Greece, no. 28524/95, § 74, ECHR 2001-III, da Kalashnikov v. Russia, no. 47095/99, § 101, ECHR 2002-VI).
49. პატიმრობის პირობებმა ზოგჯერ, შესაძლებელია, მიაღწიოს არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას (იხ. Peers, ციტირებული ზემოთ, § 75). პატიმრობის პირობების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ პირობების კუმულაციური გავლენები, ისევე როგორც მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სპეციფიური მტკიცებები (იხ. Dougoz v. Greece, no. 40907/98, § 46, ECHR 2001-II).
50. იმ დროს, როდესაც ზომები, რომლებიც პირს ხშირად ართმევენ თავისუფლებას, მოიცავენ რა ტანჯვის ან დამცირების ელემენტს, არ შეიძლება ითქვას, რომ პატიმრობა მაღალი უსაფრთხოების ციხის დაწესებულებაში, იქნება ეს წინასწარი პატიმრობა თუ შედეგი სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების, თავის თავში წარმოშობს კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პრობლემას. სასამართლოს ამოცანა შეზღუდულია მომჩივნის კერძო (პერსონალური) სიტუაციის შემოწმებით, რომელზეც გავლენა იქონია განსახილველმა რეჟიმმა (იხ. Aerts v. Belgium, judgment of 30 July 1998, Reports of Judgments and Decisions 1998‑V, pp. 1958‑59, §§ 34-37). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მართალია, საზოგადოებრივი წესრიგის პატივისცემამ, შესაძლოა, სახელმწიფოები მიიყვანოს იქამდე, რომ შექმნან განსაკუტრებული მკაცრი რეჟიმის ციხეები კონკრეტული კატეგორიების პატიმრებისთვის. მიუხედავად ამისა, მე-3 მუხლი ასეთი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, უზრუნველყონ, პატიმრობის ისეთი პირობები, რომელიც თანხვედრაში იქნება პირის ადამიანური ღირსების პატივისცემასთან. შესაბამისი ზომების აღსრულების ხერხი და მეთოდი არ უნდა აქცევდეს მას მწუხარების და გაჭირვების მდგომარეობაში; მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უნდა იყოს ადეკვატურად დაცული (იხ. Kudla, ციტირებული ზემოთ §§ 92-94).
51. ამ კონტექსტში, სასამართლომ ადრევე დაადგინა, რომ სრულ სენსორულ იზოლაციას, ტოტალურ სოციალურ იზოლაციასთან ერთად, შეუძლია, გაანადგუროს პიროვნება და წარმოადგენს არაადამიანური მოპყრობის ფორმას, რომლის გამართლებაც არ შეიძლება უსაფრთხოების მოთხოვნებით ან ნებიმიერი სხვა მიზეზით. მეორეს მხრივ, სხვა პატიმრებთან ურთიერთობებისგან ჩამოშორება უსაფრთხოების, დისციპლინარული ან მფარველობითი მიზნებით, თავისთავად არ აღწევს არაადამიანურ მოპყრობას ან დამამცირებელ სასჯელს (იხ.Messina v. Italy (no. 2) (dec.), no. 25498/94, ECHR 1999‑V). შეფასებისას, ხვდება თუ არა ასეთი ღონისძიება მე-3 მულის კომპეტენციაში წინამდებარე საქმეში, გათვალისწინებული უნდა იქნას კონკრეტული გარემოებები, ზომის სიმკაცრე, მისი ხანგრძლივობა, დასახული მიზანი და მისი გავლენები პირზე (იხ. Dhoest v. Belgium, no. 10448/83, Commission’s report of 14 May 1987, Decisions and Reports (DR) 55, pp. 20-21, §§ 117-18, and McFeeley and Others v. the United Kingdom, no. 8317/78, Commission decision of 15 May 1980, DR 20, p. 44).
2. საჩივარი წინამდებარე საქმეზე
52. მიუბრუნდა რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლომ შენიშნა, პირველ რიგში, რომ აპლიკანტის ჩივილები მისი პატიმრობის პირობებზე არ ეხებოდა მატერიალურ პირობებს EBI-ის ფარგლებში, არამედ იმ რეჟიმს, რომელსაც იგი დაექვემდებარა. ამ მოცულობით საქმე შეიძლება შევადაროთ იტალიის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების სერიას, სადაც აპლიკანტები ამტკიცებდნენ, რომ სპეციალური ციხის რეჟიმი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ციხის ადმინისტრაციის აქტის 41-ე ბის სექციის შესაბამისად, არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს (იხ. Messina (no. 2) (decision cited above); Indelicato v. Italy (dec.), no. 31143/96, 6 July 2000; Ganci v. Italy (dec.), no. 41576/98, 20 September 2001; and Bonura v. Italy (dec.), no. 57360/00, 30 May 2002).
53. სასამართლო აღნიშნავს რომ CPT -ის ანგარიშის პარაგრაფები 62 და 66, რომლებიც ზემოთ იქნა ციტირებული (პარაგრაფი 32), შეიცავენ დეტალურ აღწერას EBI-ის რეჟიმის შესახებ. ვინაიდან არცერთ მხარეს არ განუცხადებია, რომ ანგარიში არის ფაქტობრივად არასწორი. სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ასახავს EBI-ის სიტუაციას. თუმცა, საკითხი, დაექვემდებარა თუ არა მომჩივანი არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, დამოკიდებულია იმ ზომის (ხარისხის) შეფასებაზე, რომელმაც იგი დააზარალა (იხ. ზემოთ პარაგრაფი 50).
54. დავა არ არის იმაზე, რომ EBI-ში პატიმრობის დროს, მომჩივანი დაექვემდებარა ძალიან მკაცრ უსაფრთხოების ზომებს. სასამართლო დამატებით მიიჩნევს, რომ მომჩივნის სოციალური კონტაქტები მკაცრად შეზღუდული იყო, ითვალისწინებს რა იმ ფაქტს, რომ მას აღკვეთილი ჰქონდა ერთდროულად სამზე მეტ თანაპატიმართან კონტაქტი, რომ პირდაპირი კონტაქტი ციხის თანამშრომლებთან იყო შეზღუდული, და რომ თვეში ერთხელ ოჯახის უშუალო წევრების ვიზიტების გარდა მას არ შეეძლო შეხვედროდა მნახველებს შუშის გამყოფის გარეშე. თუმცა, როგორც იტალიის წინააღმდეგ საქმეებში, რომლებიც ნახსენებია 52-ე პარაგრაფში, სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს იყო თუ არა მომჩივანი სენსორულ იზოლაციას ან ტოტალურ სოციალურ იზოლაციას დაქვემდებარებული. ფაქტია, იტალიური სპეციალური რეჟიმი მნიშვნელოვნად უფრო შემზღუდველი იყო ორივე შემთხვევასთან მიმართებაში: ურთიერთობები სხვა პატიმრებთან და ვიზიტების სიხშირე. სხვა პატიმრებთან ურთიერთობა აბსოლუტურად აკრძალუილი იყო და მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰქონდათ ნებადართული ვიზიტები, თვეში ერთხელ ერთი საათით (იხ. Messina v. Italy (no. 2), no. 25498/94, § 13, ECHR 2000-X).
55. მომჩივანი მოათავსეს EBI-ში, რადგან არსებობდა საკმაო ვარაუდი, რომ იგი ეცდებოდა გაქცევას იმ საპატიმრო დაწესებულებებიდან, სადაც ნაკლებად მკაცრი რეჟიმია და თუ გაიქცეოდა, გაუთვალისწინებელ რისკს და საფრთხეს შეუქმნიდა საზოგადოებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩაიდენდა დამატებით, სხვა სერიოზულ ძალადობრივ დანაშაულებს (იხ. 27-ე პარაგრაფი ზემოთ). მოგვიანებით ჩაითვალა, რომ მოჩივნის გაქცევის რისკმა იკლო; თუმცა, თუ გაქცევას ადგილი ექნებოდა, იგი მაინც მიიჩნეოდა საზოგადოებისთვის სახიფათოდ იმ დანაშაულების ბუნების, რომლებისთვისაც იგი იქნა ბრალდებული და საზოგადოების და საჯარო აზრის გავლენის გათვალისწინებით (იხ. 19-ე პარაგრაფი ზემოთ). მართალია, მომჩივანი უარყოფდა ასეთი განზრახვების არსებობას, სასამართლოს კომპეტენეციაში არ შედის შეამოწმოს ქვეყნის შიდა ოფიციალური ორგანოების მიერ განხორციელებული შეფასებების კანონიერება (საფუძვლიანობა/სინამდვილე). ითვალისწინებს რა იმ დანაშაულების სიმძიმეს, რომლებისთვისაც მომჩივანი იქნა ბრალდებული და შემდგომ მსჯავრდებული (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო დასაშვებად ცნობს (მიიღებს/ადასტურებს) შიდა ოფიციალური ორგანოების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.
56. თავისი საჩივრის მხარდასაჭერად, რომ EBI-ის რეჟიმს ჰქონდა მნიშვნელოვანი საზიანო გავლენა მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ხვდება კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში, მომჩივანმა წარადგინა სასჯელაღსრულების შერჩევის ცენტრის ფსიქოლოგიური დეპარტამენტიდან ბატონი ვ.-ს მიერ შედგენილი ანგარიშები (იხ. პარაგრაფები 22-24 ზემოთ). ამ ანგარიშებიდან ბევრი მართლაც ადასტურებდა, რომ EBI-ში მისი ყოფნის დროს მომჩივანს ჰქონდა მძიმე პერიოდი და რომ მას უჭირდა EBI-ის შეზღუდვებთან შეგუება. შეინიშნებოდა დეპრესიული სიმპტომები. ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს ენატრებოდა თავისი ოჯახი და დაძაბულობა, რომელიც გამოწვია მის წინააღმდეგ სისხსლისსამართლებრივმა პროცესმა მიჩნეულ იქნა ასევე ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად.
57. სასამართლო არ ემიჯნება CPT–ის მიერ გამოხატულ მოსაზრებას, რომ სიტუაცია EBI-ში არის პრობლემატური და იძლევა შეშფოთების საფუძველს. ეს უფრო მეტადაც შემაშფოთებელია, თუ პატიმრები დაქვემდებარებული არიან EBI-ის რეჟიმს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
58. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ თუ არა არაადამიანური, სულ მცირე, დამამცირებელი მაინც იყო ის მოპყრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ EBI-ის შინაგანაწესის შესაბამისად, მომჩივანს უტარდებოდა პირადი ჩხრეკა “ღია” ვიზიტების წინ და შემდეგ, ისევე როგორც კლინიკის, კბილის ექიმის ან პარიკმახერის ვიზიტის დროს. ამას დამატებული, სამნახევარი წლის განმავლობაში იგი ვალდებული იყო დამორჩილებოდა პირად ჩხრეკას, რომელიც მოიცავდა ანალურ ინსპექციას, კამერის ყოველკვირეული შემოწმების დროს (იხ. ზემოთ 31-ე პარაგრაფი), მაშინაც კი თუ კვირის განმავლობაში მას არ ჰქონია არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან (იხ. CPT-ის ანგარიშის 65-ე პარაგრაფი) და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ იგი უკვე იყო გაჩხრეკილი “ღია” ვიზიტის, კლინიკის, კბილის ექიმის ან პარიკმახერის ვიზიტის დროს. აქედან გამომდინარე მისი ყოველკვირეული პირადი ჩხრეკა იყო უბრალო რუტინა და არ ეფუძნებოდა კონრეტული უსაფრთხოების საჭიროებასა ან განმცხადებლის ქცევას.
EBI-ში განხორციელებული პირადი ჩხრეკა ავალდებულებდა მომჩივანს, გაშიშვლებულიყო ციხის თანამშრომლების თანდასწრებით და ისპექცია ჩატარებოდა მის სწორ ნაწლავს, რომელიც მოითხოვდა მისგან უხერხული პოზების მიღებას.
59. მომჩივნისთვის ეს იყო რეჟიმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ელემენტი, რომელიც ყველაზე რთულად ასატანი იყო, თუმცა ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ პირადი ჩხრეკა იყო აუცილებელი და გამართლებული.
60. სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ პირადი ჩხრეკა შესაძლებელია იყოს აუცილებელი ციხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან არეულობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად (იხ.Valašinas v. Lithuania, no. 44558/98, § 117, ECHR 2001-VIII; Iwańczuk v. Poland, no. 25196/94, § 59, 15 November 2001; and McFeeley and Others, cited above, §§ 60-61). Valašinas და Iwańczuk საქმეებში პირადი ჩხრეკის ერთი შემთხვევა გახდა დავის საგანი, მაშინ როცა McFeeley and Others ე.წ. “გაშიშვლებული სხეული”-ის ჩხრეკები, მათ შორის ანალური ინსპექცია, ხორციელდებოდა 7-10 დღის ინტერვალებით, ვიზიტების წინ და შემდეგ და პატიმრების ჩრდილოეთ ირლანდიის ციხის Mაზე-ის ახალ ფრთაში გადაყვანამდე, სადაც ადრე აღმოჩენილ იქნა სახიფათო ობიექტები, რომლებიც დამალული ჰქონდათ პატიმრებს სწორ ნაწლავში.
61. წინამდებარე საქმეში სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ განმცხადებელი დაქვემდებარებულ იქნა ყოველკვირეულ პირად ჩხრეკას სხვა მკაცრ ზომებთან ერთად, რომლებიც EBI-ში მოქმედებდა. ეყრდნობა რა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ადგილობრივმა ორგანოებმა კარგად იცოდნენ, სასჯელაღსრულების შესარჩევი ცენტრის ფსიქოლოგიური დეპარტამენტის მიერ შედეგენილი ანგარიშების მეშვეობით, რომ მომჩივანს უჭირდა რეჟიმთან შეგუება, და ითვალისწინებს იმასაც, რომ მომჩივნის EBI-ში ყოფნისას მისი პირადი ჩხრეკების დროს არასდროს აღმოჩენილა რაიმე პრობლემატური, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის სისტემატიური პირადი ჩხრეკები მოითხოვს მეტ გამართლებას, ვიდრე ეს წარმოდგენილი იქნა ხელისუფლების მიერ წინამდებარე საქმეში.
62. სასამართლო მიიჩნევს, რომიმ გარემოებაში, როდესაც მომჩივანი დაქვემდებარებულ იქნა დიდი რაოდენობით ზედამხედველობის ზომებს და რადგან არ არსებობდა დამაჯერებელი უსაფრთხოების აუცილებლობები, ყოველკვირეული პირადი ჩხრეკის პრაქტიკა, რომელიც განმცხადებლის მიმართ ხორციელდებოდა 3,5 წლის განმავლობაში, ამცირებდა მის ადამიანურ ღირსებას და იწვევდა ტანჯვის და არასრულფასოვნების გრძნობებს. განმცხადებელი თვითონ ადასტურებდა ფსიქიატრთან შეხვედრისას ამ ფაქტებს და ასევე აღნიშნა, რომ პარიკმახერთან ვიზიტებზე უარს ამბობდა, რათა თავიდან აერიდებინა კიდევ ერთი პირადი ჩხრეკა (იხ. 25-ე პარაგრაფი ზემოთ).
63. შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა, რომ რუტინული პირადი ჩხრეკის და სხვა უსაფრთხოების მკაცრი ზომების კომბინაცია EBI-ში აღწევდა არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით. ამგვარად, ადგილი ჰქონდა ამ დადგენილების დარღვევას.
II.კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა
64. აპლიკანტი ასევე ჩიოდა, რომ მისი EBI-ში მოთავსება არღვევდა მის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულ უფლებებს. ამ დებულების შესაბამისი ნაწილები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
“1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.”
65. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების ზომების უმეტესობა, რომლებიც მოქმედებდა EBI-ში, კერძოდ კი სისტემატური პირადი ჩხრეკები, ასევე, მისი სატელეფონო საუბრების და კორესპოდენციის მონიტორინგი და მისი კამერის ყოველდღიური ინსპექცია, არ უტოვებდა მას სულ მცირედ პირად სივრცესაც კი. ამას გარდა, ის ასაჩივრებდა იმ პირობებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ვიზიტები მისი ოჯახის წევრებთან: მინის გამყოფის მიღმა, არანაირი ფიზიკური კონტაქტის საშუალება არ არსებობდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევა თვეში ერთხელ მისი ოჯახის უშუალო წევრების ვიზიტის დროს.
66. ხელისუფლება აგრძელებდა იმის მტკიცებას, რომ შეზღუდვები მომჩივნის პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე იყო პატიმრობის შემადგენელი ნაწილი და აუცილებელი მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობის ფარგლებში. რეჟიმი EBI-ში განსაკუთრებით ორიენტირებული იყო უსაფრთხოების ჯაჭვის ორ, ყველაზე სუსტ რგოლთან: კონტაქტი დაწესებულების გარეთ მყოფ ადამიანებთან, რომელთაც შეეძლოთ ინფორმაციით და გაქცევის საშუალებებით პატიმრების მომარაგება, და კონტაქტი ციხის პერსონალთან, რომლებიც თავდასხმის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ეს ნიშნავდა, რომ პატიმარს არ ჰქონდა უფლება მონიტორინგის გარეშე ესაუბრა თავის მნახველებთან და ფიზიკური კონტაქტი ჰქონოდა, რადგან ეს მისცემდა მას საშუალებას მიეღო საგნები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ მის დაწესებულებიდან გაქცევას და სისტემატიური კონტროლი და ზედამხედველობა გამართლებული იყო.
67. რაც შეეხება აპლიკანტის საჩივარს მის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა პირად ჩხრეკას, სასამართლომ მიუთითა, რომ მან EBI რეჟიმის ეს აპექტი კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში უკვე განიხილა. იმ დასკვნის გათვალისწინებით, რომელიც მიღწეულ იქნა (იხ. 63-ე პარაგრაფი), სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი ამ ელემენტის წინამდებარე საჩივრის განხილვაში ჩართვა.
68. სასამართლო იმეორებს, რომ ნებისმიერი დაკავება, რომელიც არის კანონიერი კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებისთვის, თავისი ბუნებით მოიცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების შეზღუდვას. მიუხედავად ამისა, პატიმრის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების არსებითი ნაწილია ციხის პერსონალის ვალდებულება, დახმარება გაუწიოს მას ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნებაში (იხ. Messina (no.2), ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილება, § 61), ამავე დროს სასამართლო აღიარებს, რომ კონტროლის რაღაც ზომები პატიმრის კონტაქტებზე გარე სამყაროსთან აუცილებელია და თავისთავად არ გულისხმობს კონვენციასთან შეუსაბამობას (იხ.Kalashnikov v. Russia (dec.), no. 47095/99, ECHR 2001-XI).
69. წინამდებარე საქმეში, მომჩივანი დაექვემდებარა რეჟიმს, რომელიც მოიცავდა დამატებით შეზღუდვებს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე, ვიდრე ნიდერლანდების სხვა ჩვეულებრივი ციხის რეჟიმი. ამგვარად, ყოველდღიურად ხდებოდა მისი კამერის შემოწმება, მისი კორესპონდენცია იკითხებოდა, ხდებოდა მისი სატელეფონო საუბრების და მნახველებთან საუბრების მონიტორინგი, მას ნებადართული ჰქონდა ურთიერთობაში შესულიყო მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის თანაპატიმრებთან და იგი მნახველებისგან მინის გამყოფით იყო განცალკევებული, გარდა თვეში ერთხელ მისი ოჯახის უშუალო წევრების „ღია“ ვიზიტებისა, რომელთა ხელის ჩამორთმევის უფლებაც ჰქონდა მას ვიზიტის დასაწყისსა და დასასრულს. ვინაიდან ადგილი ჰქონდა ჩარევას განმცხადებლის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში კონვენციის მე-8 მუხლის § 1-ის ფარგლებში, ჩნდება კითხვა, იყო თუ არა ჩარევა გამართლებული ამ დებულების მე-2 პარაგრაფის პირობებში, რომლებიც გულისხმობს, რომ შესაძლებელია, თუ არა ჩარევა შეფასდეს, როგორც „კანონთან შესაბამისი“, ამ პარაგრაფით გათვალისწინებული ერთი ან მეტი ლეგიტიმური მიზნებისთვის და შესაძლებელია თუ არა, რომ იგი, ასევე შეფასდეს როგოც „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
70. სასამართლო შენიშნავს, რომ შეზღუდვები, რომლებიც გასაჩივრდა, ეფუძნებოდა 1999 წლის ციხის კანონს, ციხის რეგლამენტს და EBI-ის შიდა განაწესს, და შესაბამისად, ვერ იპოვა ვერნაირი მითითება იმაზე, რომ შეზღუდვები არ იყო „კანონთან შესაბამისობაში“. იგი ასევე აღიარებს, რომ ეს შეზღუდვები ემსახურებოდა არეულობის ან დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს კონვენციის მე-8 მუხლის § 2-ის მიზნებიდან გამომდინარე.
71. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომცივანი მოთავსებულ იქნა EBI –ში, რადგან შესაბამის ოფიციალურ ორგანოებს ჰქონდათ ეჭვი, რომ იგი შეეცდებოდა გაქცევას. როგორც ეს ზემოთ აღინიშნა (55-ე პარაგრაფი), საასმართლოს კომპეტენციაში არ შედის შეაფასოს ამ მტკიცების სიზუსტე, მაგრამ იგი აღიარებს, რომ შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ უფლებამოსილება, ჩაეთვალათ, რომ მომჩივნის მიერ გაქცევა შექმნიდა მნიშვნელოვან საფრთხეს საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმე განსხვავებულია იტალიის წინააღმდეგ საქმეებისგან, რომლებზეც მინიშნება გაკეთდა ზემოთ (52-ე პარაგრაფი): იმ საქმეებში სპეციალური რეჟიმის კონკრეტული უსაფრთხოების თავისებურებები შეიქმნა იმისათვის, რომ აღეკვეთათ ყველანაირი კავშირი პატიმრებსა და იმ კრიმინალურ გარემოს შორის, რომელსაც ისინი მიეკუთვნებოდნენ. წინამდებარე საქმეში, უსაფრთხოების ზომები შეიქმნა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ გაქცევები. სასამართლო მიიჩნევს, რომ იტალიური სპეციალური რეჟიმისა და EBI-ის რეჟიმის კონკრეტული მახასიათებლები ნათლად წარმოაჩენენ ამ განსხვავებას. ამგვარად, იტალიის სპაციალურ რეჟიმში უფრო მეტი ყურადღება გამახვილებული იყო სხვა პატიმრებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტის შეზღუდვაზე ვიდრე EBI-ის რეჟიმში, მაშინ როცა EBI-ში, უსაფრთხოება კონცენტრირებულია იმ შემთხვევებზე და ადგილებზე, სადაც პატიმარმა შესაძლოა, მოიპოვოს ან შეინახოს საგნები, რომლებიც სავარაუდოდ გამოყენებული იქნება გაქცევისთვის, ან მოიპოვოს და გაცვალოს ინფორმაცია დაკავშირებული ასეთ მცდელობასთან. ამ შეზღუდვების ფარგლებში, მომჩივანს შეეძლო მიეღო მნახველები კვირაში ერთი საათით და ჰქონოდა კონტაქტი, და მონაწილეობა მიეღო ჯგუფურ აქტივობებში, EBI-ის სხვა პატიმრებთან, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.
72. წინამდებარე საქმის გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს რომ შეზღუდვები მომჩივნის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაზე არ გასცდენია იმ ფარგლებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რათა მიაღწიოს ლეგიტიმურ მიზნებს.
შესაბამისად, არ დარღვეულა კონვენციის მე-8 მუხლი.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
73. კონვენციის 41-ე მუხლი უზრუნველყოფს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. ზარალი
74. მომჩივანი იმეორებს, რომ EBI-ის რეჟიმმა მიაყენა მას ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანი, მოითხოვდა 34.03 ევროს კომპენსაციას არამატერიალური ზიანისთვის EBI-ში გატარებული ყოველი დღისთვის, რომელიც ჯამში მთლიანად არის 43,528.87 ევრო.
75. ხელისუფლების შეხედულებით, ეს საჩივარი იყო გადაჭარბებული. მათი აზრით, კონვენციის დარღვევის დასკვნა ამტკიცებდა ადეკვატურ კომპენსაციას ნებისმიერი არამატერიალური ზიანისთვის რომლის გადატანაც მომჩივანს მოუხდა. დამატებით, მათ აღნიშნეს, რომ 2001 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაში (იხ. მე-10 პარაგრაფი ზემოთ), ჰერტონგებოშის სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მიმართ გამოტანილ განაჩენში გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მან წინასასამართლო პატიმრობის უმეტესი ნაწილი გაატარა მაქსიმალური უსაფრთხოების ქვეშ.
76. სასამართლო, ითვალისწინებს რა მის ზემოხსენებულ დასკვნებს აპლიკანტის საჩივრებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ მან განიცადა რიგი არამატერიალური ზიანი, როგორც შედეგი იმ მოპყრობისა რომელსაც იგი EBI-ში ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო განმცხადებელს აჯილდოებს 3,000 ევროთი ამ თავში მითითებულ თანასწორობის პრინციპზე.
B. სასამართლო ხარჯები
77. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ წინამდებარე პროცედურებში და ასევე სხვა პროცედურებში, რომლებიც ნიდერლანდებში განხორციელდა, რომ მისი დაკავება EBI-ში არღვევდა კონვენციას. მართალია მომჩივანი უზრუნველყოფილი იყო უფასო იურიდიული დახმარებით ამ პროცედურებში, თუმცა მისი ადვოკატი სასამართლოსგან მოითხოვდა 14,134.71 ევროს ანაზღაურებას, თანხას რომელსაც მოსთხოვდნენ ის იურისტები, ვინც მომჩივნის ინტერესებს წარადგენდნენ პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაექვემდებარებოდა უფასო იურიდიულ დახმარებას.
78. ხელისუფლებამ გამოხატა აზრი, რომ შეუსაბამო იქნებოდა მათი იძულება კიდევ ერთხელ გადაეხადათ იურიდიული ხარჯები.
79. სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, იმისათვის რომ დაზარალებულ მხარეს აუნაზრაურდეს ხარჯები, მას ის გაწეული უნდა ჰქონდეს უკვე, იმ მიზნით, რომ მოხდეს პრევენცია ან შესწორება კონვენციის დარღვევისა, რომელიც დაადგინა სასამართლომ და დააკისრა ზიანის ანაზღაურება მათთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯები ნამდვილად და აუცილებელად იყო გაღებული და რომ მათი რაოდენობა გონივრულია (იხ. Boultif v. Switzerland, no.54273/00, § 61, ECHR 2001-IX).
განცმხადებელს არ გაუღია რეალურად არანაირი ხარჯები. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ანაზღაურების საფუზვლები.
C. საურავი
80. სასამართლო სათანადოდ მიიჩნევს, რომ საურავი უნდა დაეფუძნოს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო გაანკვეთს, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
ამ მიზნით, სასამართლო ერთხმად
1. ადგენს ადგლი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას;
2. ადგენს ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს:
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს, სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან როდესაც გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის § 2-ის შესაბამისად, 3,000 (სამი ათასი ევრო) არამატერიალურ ზარალისთვის, დამატებით ნებისმიერი გადასახადი, რომელიც სეიძლება დაეკისროს:
(ბ) რომ ზემოხსენებული სამი თვის გასვლის შემდეგ თანხის სრულად გადახდამდე მას დაერიცხება საწყისი თანხის წლიური 3% ცენტრალური ევროპული ბანკის მიმდინარე კურსის მიხედვით;
4. არ აკმაყოფილებს მომჩივნის სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს.
შედგენილია ინგლისურ ენაზე, და შეტყობინებულია წერილობით 2003 წლის 4 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის §2 და §3-ის შესაბამისად.
მაიკლ ობოლე ელიზაბეტ პალმი
რეგისტრატორი თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy