© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
საინფორმაციო ბარათი სასამართლოს პრეცედენტულ საქმეზე #122
2009 წლის აგვისტო-სექტემბერი
ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ – 16064/90
გადაწყვეტილება 18.9.2009 [GC]
მუხლი 2
პოზიტიური ვალდებულება
მუხლი 2-1
ეფქტური გამოძიება
1974 წელს თურქული სამხედო ძალების მიერ ჩრდილოეთ კვიპროსზე ჩატარებული ოპერაციის დროს დაკარგული ბერძენული წარმოშობის კვიპროსის მოსახლეობის გაუჩინარების ეფექტური გამოძიების ვერ უზრუნველყოფა: დარღვევა
მუხლი 3
არაადამიანური მოპყრობა
სახელმწიფო უწყებების დუმილი რეალური პრობლემის თაობაზე ბერძნული წარმოშობის კვიპროსის მოსახლეობის გაუჩინარების შესახებ თურქული სამხედრო ოპერაციის დროს ჩრდილოეთ კვიპროსზე 1974 წელს: დარღვევა
მუხლი 5
მუხლი 5-1
პირის თვაისუფლება
ეფექტური გამოძიების ვერ უზრუნველყოფა დასაბუთებადი სასარჩელო მოთხოვნისა რომ დაკარგული ბერძენული წარმოშობის კვიპროსის მაცხოვრებელნი შესაძლოა იყვნენ დაკავებულნი 1974 წელს ჩრდილოეთ კვიპროსზე თურქული სამხედრო ოპერაციების დროს: დარღვევა
მუხლი 35
მუხლი 35-1
ექვს თვიანი ვადა
გაუჩინარების საქმზე საჩივრის წარდგენა ექვს თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ როდესაც მოპასუხე სახელმწიფომ მოახდინა ინდივიდუალური პეტიცის უფლების რატიფიკაცია: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა
მუხლი 35-2
უკვე განხილული საქმი მსგავსი
სასამართლო იურისდიქციაზე როდესაც მან უკვე განიხილა საქმე არსებითად მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოთაშორის საქმეზე: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა
მუხლი 35-3
Ratione Tempore
დროებითი იურისდიქცია გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა დაახლოებით 13 წლის წინ სანამ მოპასუხე სახელმწიფომ ცნო ინდივიდუალური პეტიციის უფლება: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა
ფაქტები – მომჩივნები იყვნენ ცხრა კვიპროსელის ნათესავები, რომლებიც გაუჩინარდნენ თურქული სამხედრო ოპერაციების დროს ჩრდილოეთ კვიპროსზე 1974 წლის ივლისში. ფაქტები სადაო იყო. გაუჩინარებული მამაკაცებიდან რვა იყვნენ ბერძნულ-კვიპროსული ძალების წევრები და მომჩივნები ვარაუდობდნენ რომ ისინი გაუჩინარდნენ მას შემდეგ რაც დაიჭირეს და დაკავებულები იყვნენ თურქული სამხედრო ძალების მიერ. მოწმეები ადასტურებდნენ რომ მათ ნახეს ისინი თურქულ ციხეში 1974 წელს და ზოგიერთი მათგანი იდენტიფიცირებული იყო მათი ოჯახის წევრების მიერ ბერძენ-კვიპროსელი პატიმრების ომის ფოტოებით რომელიც ბერძნულ მედიაში დაიბეჭდა. თურქეთის მთავრობამ უარყო რომ მამაკაცები ტყვეობაში იმყოფებოდნენ თურქული სამხედრო ძალების მიერ და ამტკიცებდნენ რომ ისინი დაიღუპნენ კონფლიქტის დროს. მეცხრე გაუჩინარებული მამაკაცი, ბატონი ჰაჯიპანტელი, იყო ბანკის თანამშრომელი. მომჩივნები ამტკიცებდნენ რომ ის იყო იმ ჯგუფის წევრი რომელიც თურქმა სამხედროებმა დასაკითხად წაიყვანეს 1974 წლის აგვისტოში და რომელიც გაუჩინარდა ამის შემდეგ. 2007 წელს მისი სხეული აღმოაჩინეს კვიპროსზე გაეროს გაუჩინარებულ ადამიანთა კომიტეტის (CMP) საქმიანობის შედეგად. კომიტეტი შეიქმნა 1981 წელს იმ მიზნით რომ სრულყოფილი სია შექმნილიყო ორივე მხრიდან გაუჩინარებული ადამიანების და დაკონკრეტებულიყო ისინი ცოცხლები იყვნენ თუ გარდაცვლილნი. მას არ ჰქონდა უფლებამოსილება და არც იმის დადგენის საშუალება თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი. ბატონი ჰაჯიპანტელის სხეულის ნაწილების ეგზგუმაცია მოხდა საერთო სასაფლაოდან თურქულ-კვიპროსული სოფლის საზღვარზე. სამედიცინო დასკვნაში ნათქვამი იყო რომ მან მიიღო ჭრილობები ტყვიით თავში მარჯვენა მკლავზე და მარჯვენა ბარზაყზე. თურქეთის მთავრობამ უარყო რომ ის პატიმრად ჰყავდა აყვანილი და მიუთითა რომ მისი სახელი არ ყოფილა მითითებული ბერძენ კვიპროსელთა სიაში რომლებიც დაკავების ადგილას იმყოფებიან სადაც მონიტორინგს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.
2008 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით (იხილეთ საინფორმაციო ჩანაწერი #140) სასამართლოს პალატამ დაადგინა რომ მე-2 და მე-5-ე მუხლები და მე-3-ე მუხლი გამუდმებით ირღვეოდა. სასამართლოს არ დაუდგენია მე-5-ე მუხლის არსებითი დარღვევა.
კანონი
(ა)პირველადი პრეტენზია – მოპასუხე სახელმწიფომ გაასაჩივრა სასამართლოს იურისდიქცია განეხილა საქმე რამოდენიმე საკითხთან მიმართებით. პირველი, მათ განაცხადეს რომ სარჩელის საფუძვლიანობის განსაზღვრისთვის სამართლებრივ ინტერესს არ ჰქონდა ადგილი ვინაიდან სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ბერძნული წარმოშობის კვიპროსელი მამაკაცების გაუჩინარების ფაქტზე სახელმწიფოთაშორის მეოთხე საქმეზე (იხილეთ კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ; # 25781/94; 10 მაისი 2001 წელი; საინფორმაციო ჩანაწერი #30); მეორე, სარჩელი სცდებოდა სასამრთლოს დროებით იურისდიქციას ვინაიდან უნდა მიჩნეულიყო რომ კვოპროსელი მამაკაცები გარდაიცვალნენ ბევრად უფრო ადრე სანამ თურქეთმა სცნო ინდივიდუალური პეტიციის უფლება 1987 წლის 28 იანვარს და ავტონომიური საპროცესო ვალდებულება განსხვავებული ფაქტობრივი წარმოშობისგან ვერ იარსებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საპროცესო ვალდებულება მე-2-ე და მე-3-ე მუხლებით წარმოადგენდა სიახლეს იურისპრუდენციაში და ვერ იქნებოდა მიჩნეული წინასწარ სავალდებულოდ სახელმწიფოსთვის. და ბოლოს, საჩივარი შეტანილ იქნა 1990 წლის 25 იანვარს ექვსი თვის მეტი დროის გასვლის შემდეგ მას შემდგე რაც თურქეთმა მიიღო ინდივიდუალური პეტიციის უფლება და ამიტომ ვადა გასული იყო.
(I)სამართლებრივი ინტერესი: კონვენციის 35-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის
(ბ) პუქტის მიზნებისთვის, სარჩელი “არსებითად იგივედ” ითვლება თუ ის ეხება არა მხოლოდ არსებითად იგივე ფაქტებს და სარჩელს არამედ წარმოდგენილია იგივე პირების მიერ. სახელმწიფოთაშორისი საჩივარი არ ართმევს ინდივიდუალური სარჩელების წარდგენის უფლებას. რაც შეეხება შეკითხვას სარჩელი უნდა იყო ამოღებული სასამართლოს სიიდან 37-ე მუხლის ნაწილი 1 (გ) პუნქტის მიხედვით, მეოთხე სახელმწიოთაშორის საქმის შედეგები არ აკონკრეტებს თუ რომელი კონკრეტული გაუჩინარებული პირის მიმართ იყო ის გამოტანილი. უფრო მეტიც ინდივიდუალურ პეტიციაში, სასამართლოს აქვს კომპეტენცია გამოსცეს სამართლიანი დაკმაყოფილების კომპენსაცია ინდივიდუალური მომჩივნებისთვის და განსაზღვროს ღონისძიებები 46-ე მუხლის მიხედვით. ასე რომ სამართლებრივი ინტერესი სარჩელის განხილვის არსებობდა.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა
(II)დროებითი იურისდიქცია: მე-2-ე მუხლის ფარგლებში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების საპროცესო ვალდებულება ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ და ავტონომიურ ვალდებულებად და შეიძლება მიჩნეულ იქნას “მოსაშორებელ ვალდებულებად” რომელსაც შეუძლია დაავალდებულოს სახელმწიფო მაშინაც კი როდესაც გარდაცვალებას ადგილი ჰქონდა კონვენციის ძალაში შესვლამდე. (იხილეთ შილიჰ სლოვენიიის წინააღმდეგ, #71463/01; 2009 წლის 9 აპრილი; საინფომრაციო ჩანაწერი #118). არ არის არსებითი რომ ის საპროცესო ვალდებულება მხოლოდ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ფარგლებში ჩამოყალიბდა მას შემდეგ რაც თურქეთმა სცნო ინდივიდუალური პეტიციის უფლება ვინაიდან პრეცედენტული სამართალი იყო საშუალება ადრე არსებული ტექსტის განმარტებისა რომელზეც არა უკუქცევითი პრინციპი არ ვრცელდება ისეთივე ფორმით როგორც ეს საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში ხდება.
რაც შეეხება იმ არგუმენტს რომ გაუჩინარებული მამაკაცი უნდა ჩათვლილიყო გარდაცვლილად ბევრად უფრო ადრე სანამ დროებითი იურისდიქცია წარმოიშობოდა 1987 წელს, სასამართლომ განასხვავა ფაქტობრივი პრეზუმციის დადგენა და სამართლებრივი შედეგები რაც მას მოჰყვა. სიცოცხლისათვის საშიშ გარემოებებში გაუჩინარების გამოძიების საპროცესო ვალდებულება ვერ დასრულდება სხეულის აღმოჩენის ან გარდაცვალების პრეზუმციის როგორც ვალდებულების გაუჩინარება და გარდაცვალება იყოს აღრიცხული შედეგად და ნებისმიერი დამნაშავის იდენტიფიცირება და არაკანონიერი ქმედების ჩამდენი ნებისმიერი პირის სისხლის სამართლებრივი დევნა ზოგადად რჩება ვალდებულებად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ ოცდათოთხმეტ წელზე მეტი დრო გავიდა რომლის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა რომელიც იქნებოდა გარდაცვალების მყარი გარემოებითი მტკიცებულება, გამოძიების ვალდებუელბა მაინც არ მოხსნილა.
ამასთანავე, მნიშვნელოვანი განსხვავებაა საეჭვო გარდაცვალების გამოძიებას და საეჭვო გაუჩინარების გამოძიების ვალდებუელბას შორის. გაუჩინარება იყო განსხვავებული ფენომენი, რომელიც გამოწვეული იყო არსებული გაურკვეველი და უპასუხისმგებლო სიტუაციით სადაც არსებობდა ინფორმაციის ნაკლებობა ან განზრახ დამალვა ან ცნობიერების შელახვა იმის შესახებ თუ რა მოხდა. ეს არ იყო “მყისიერი” მოქმედება ან ღონისძიება; დამატებითმა განმასხვავებელმა ელემენტებმა იმასთან დაკავშირებით რომ ეცნობებინათ გაუჩინარებული ადამიანის ადგილსამყოფელის თაობაზე გამოიწვია სიტუაციის გაჭიანურბა რომლის დროსაც საპროცესო ვალდებულება გაგრძლედა სანამ გაუჩინარებული პირის ბედი არ იყო დადგენილი, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც არსებობდა გარდაცვალების პრეზუმცია. ამასთან დაკავშირებით, გარდაცვალების სიახლოვის და საგამოძიებო ნაბიჯების მოთხოვნა (იხილეთ შილიჰი) კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე გამოიყენება მხოლოდ მკვლელობის ან საეჭვო გარდაცვალების შემთხვევბში.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ)
(III)ექვს თვიანი წესი: მომჩივნები გაუჩინარების საქმეში ვალდებულნი იყვნენ ეჩვენებინათ გარკვეული გულმოდგინეობა და ინიციატივა და წარმოედგინათ საკუთარი სარჩელები გაჭიანურების გარეშე. ნათესავების მოლოდინი განხილვის სტანდარტთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ძალიან ზუსტი გაუჩინარების დანაშაულის სერიოზული ბუნებიდან გამომდინარე. შესაძლოა საჩივრები არ იქნას მიღებული იმ შემთხვევებში როდესაც გაჭიანურება იყო გადაჭარბებული ან დაუსაბუთებელი მომჩივანის მიერ რომლისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო რომ გამოძიება არ ჩატარებულა ან არანაირი მოქმედება არ განხორციელებულა ან არ იყო ეფექტური და არ არსებობდა მომავალში მყისიერი, რეალური და ეფექტური გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა
მოცმეული საქმის გამონაკლის შემთხვევბში, როდესაც ადგილი აქვს საერთაშორისო კონფლიქტს სადაც არ იყო ხელმისაწვდომი ნორმალური საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები მომჩივანისთვის გამართლებული იყო დალოდებოდა სახელწმიფოს დასკვნას და გაეროს ინიციატივას, ვინაიდან ამას შესაძლოა გამოეწვია ნაბიჯების გადადგმა ცნობილი საერთო სასაფლოების გამოძიებისკენ და რაც შესაძლოა გამხდარიყო საფუძველი სამომავლო ღონისძიებებისთვის. 1990 წლების ბოლოსთვის კი აშკარა უნდა გამხდარიყო რომ ეს პროცესები უახლოეს მომავალში არაფერ რეალურს შესაძლებლობას არ იძლეოდა არც სხეულის მოძიების და არც მათი ნათესავების ბედთან დაკავშირებით და მომჩივნებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ამ წლის იანვარში და შესაბამისად მათ სპეციალურ გარემოებებში იმოქმედეს გონივრული სიჩქარით.
დასკვნა: პირველადი პრეტენზია არ დაკმაყოფილდა (თხუთმეტი ორის წინააღმდეგ)
(ბ)არსებითი მხარე
მუხლი 2: სასამართლოსთვის მისაღებია ის გარემოება რომ არსებობდა დასაბუთებული საქმე რომ გაუჩინარებული ადამიანი ბოლოს დაინახეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე იყო ან უნდა მოქცეულიყო თურქეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. მიუხედავად იმისა ისინი დაიღუპნენ თუ პატიმრობაში მოხდნენ საჭირო იყო მათი აღრიცხვა. მე-2-ე მუხლის ინტერპრეტაცია უნდა მომხდარიყო საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ზოგადი პრინციპების ფარგლებში, რომელიც ასრულებს სავალდებულო და უნივერსალურად აღიარებულ როლს შეიარაღებული კონფლიქტების სისასტიკის და არაჰუმანურობის შემსუბუქებისას. საერთაშორისო კონფლიქტის ზონაში ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დაიცვან მათი უფლებები ვინც არ არიან ან აღარ არიან ჩართულნი საომარ მოქმედებებში. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება დაჭრილისთვის სამედიცინო დახმარების ვალდებულებაზე, სხეულის ნაწილების სწორ განთავსებას და დაინტერესებულ პირთა ბედის და ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიაზე. მოპასუხე სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება ან დამაჯერებელი განმარტება მომჩივანის სარჩელის გასაბათილებლად რომ დაკარგული მამაკაცები გაუჩინარდნენ იმ ტერიტორიაზე რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ. ვინაიდან გაუჩინარება მოხდა სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებში, სადაც სამხედრო ოპერაციებს თან ახლდა ფართომასშტაბიანი დაჭერები და მკვლელობები, მე-2-ე მუხლმა გაავრცელა განგრძობადი ვალდებულება მოპასუხე სახელმწიფოზე აღერიცხა გაუჩინარებული პირების ვინაობა და ადგილსამყოფელი.
რაც შეეხება ამ ველდებულებასთან შესაბამისობას, სასამართლომ სრულად სცნო კომიტეტში მიმდინარე ეგზგუმაციის და ნარჩენების იდენტიფიცირების მნიშვნელობა და სრული მხარდაჭერა გამოუხატა განხორციელებულ სამუშაოს ინფორმაციის მიწოდების და გარდაცვლილთა სხეულის ნათესავებთან დაბრუნების კუთხით. მაგრამ ამვე დროს სასამართლომ მიუთითა რომ მიუხედავად იმისა რომ კომიტეტის სამუშაო იყო მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი საგამოძიებო პროცესში ის არ იყო საკმარისი სახელმწიფოს ვალდებულების შესასრულებლად მე-2-ე მუხლის მიხედვით ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება. ერთ-ერთი გაუჩინარებული მამაკაცის, ბატონი ჰადჯიპანტელის, სხეულის ნაწილების მიწოდებით, დადგინდა რომ ნარჩენების იდენტიფიცირების პროცედურა წარმოადგენდა სამედიცინო დასკვნის გაცემას გარდაცვალების თაობაზე სადაც მოკლედ იყო მითითებული სასიკვდილო დაზიანებები. არ ყოფილა არანაირი ანგარიში იმაზე თუ რა გარემოებებში ან როდის დადგა სიკვდილი და არ ყოფილა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელებული იმისათვის რომ მომხდარიყო მოწმეების გამოვლენა ან დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ადგილმდებარეობა დადგენილი იყო არანაირი ინფორმაცია თუ როგორ გარდაიცვალა დაზარალებული არ ყოფილა დადგენილი.
სასამართლომ აღნიშნა რომ იმისათვის რომ გამოძიება ჩაითვალოს ეფექტურად გამოძიებამ უნდა შეძლოს იმის დადგენა გარდაცვალება მოხდა უკანონოდ თუ არა და თუ ეს ასეა მაშინ უნდა მოხდეს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და დასჯა. არ ყოფილა იმის დამდასტურებელი მაგალითი რომ კომიტეტი გასცდა მიშ შეზღუდულ ფარგლებს და არც სხვა უწყება ან ორგანოს აუღია საკუთარ თავზე ფაქტების დადგენა ან მტკიცებულებების შეგროვება და შეფასება სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. გამოძიება არ იყო სრულყოფილი, ესეთი შედეგი გარადუვალი იყო და მოპასუხე სახლემწიფო ვერ გათავისუფლდება შესაბამისი ქმედებების განხორციელების ვალდებულებისგან. ფაქტი იმისა რომ კონფლიქტის მონაწილე ორვე მხარეს შესაძლოა ერჩივნათ “პოლიტიკურად მგრძნიბიარე” მიდგომის გამოყენება და რომ კომიტეტი მიში შეზღუდული პასუხისმგებლობით იყო ერთადერთი გამოსავალი რომელზეც მხარეებმა შეტანხმება შეძლეს გაეროს საშუალებით გავლენას ვერ იქონიებს კონვენციის გამოყენებაზე. შედეგად ცხრა გაუჩინარებული მამაკცის ბედის ეფექტური გამოძიება არ მომხდარა.
დასკვნა: განგრძიობადი საპროცესო დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 3: სასამართლოს არ გამოუვლენია მიზეზი რომლის საფუძველზეც მოხდებოდა დასკვნის ცვლილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე რომლის მიხედვითაც თურქული სახელმწიფო უწყებების დუმილი მომჩივანთა რეალურ პრობლემაზე მათი გაუჩინარებული ნათესავების ბედთან დაკავშირებით შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც არაადამიანური მოპყრობა.
დასკვნა: განგრძიობადი დარღვევა (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 5: არსებობდა დასაბუთებული გარემოება რომ გაუჩინარებული მამაკაციდან ორი, რომლებიც იყვნენ საერთაშორისო წითელი ჯვრის სიაში დაკავებული პირების, ბოლოს ნახეს იმ ტერიტორიაზე რომელიც წარმოადგენდა თურქეთის ან თურქულ-კვიპროსული ჯარების კონტროლის სფეროს. თურქეთის სახელწმიფო უწყებები არ ცნობენ მათ დაკავებას და არც ოფიციალურ დოკუმენტაციას იძლევიან მათი გადაადგილების დასადასტურებლად. მაშინ როდესაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გაუჩინარებული მამაკაცები იყვნენ პატიმრობაში სასამართლოს განხილვის პერიოდში, თურქეთის მთავრობას უნდა ეჩვენებინა რომ მათ განახორციელეს ეფექტური გამოძიება დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნისა რომ ორი გაუჩინარებული მამაკაცი იყო დაკავებული რომელიც არავის უნახავს ამის შემდეგ. სასამართლომ დაადგინა მე-2-ე მუხლთან მიმართებით რომ სახელწმიფო უწყებებმა ვერ განახორციელეს საჭირო გამოძიება.
დასკვნა: განგრძობადი დარღვევა ორი გაუჩინარებული მამაკაცის მიმართ (თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ)
მუხლი 41: 12 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თითოეული მომჩივანისთვის, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე და იმ წლების გამო რომლის განმავლობაშიც ისინი გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ. სასამართლომ დაადგინა რომ მას არ გამოუყენებია ზიანის გაზომვის სპეციალური მექანიზმი გაუჩინარების საქმეში ზიანის განსაზღვრისას არამედ იხელმძღვანელა სამართლიანობით რომელიც მოიცავდა მოქნილ და ობიექტურ განსჯას იმის თაობაზე თუ რა არის სამართლიანი, პატიოსანი და გონივრული ყველა გარემოებებში.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Click here for the Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy