© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
ვასილიაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ (VASILIAUSKAS v. LITHUANIA)
(განაცხადი # 35343/05)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
20 ოქტომბერი 2015
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა 44.2 მუხლის გათვალისწინებით, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეში ვასილიაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
გუიდო რაიმონდი,
მარკ ვილიგერი,
ისაბელ ბერო,
ისილ კარაკასი,
ინეტა ზიემელე,
ხანლარ ჰაჯიევი,
დრაგოლუბ პოპოვიჩი,
ანდრაშ შაიო,
ენნ პაუერ-ფორდე,
ნებოისა ვუცინიჩი,
პაულო პინტო დე ალბუკერკი,
ანდრე პოტოცკი,
კსენია ტურკოვიჩი,
ეგიდიუს კურისი,
იონ ფრიდრიკ კიოლბრო, მოსამართლეები,
და ერიკ ფრიბერგი, მდივანი,
2014 წლის 4 ივნისს და 2015 წლის 2 ივლისს ითათბირეს დახურულ სხდომაზე და ამ ბოლო დღეს მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე ლიტვის რესპუბლიკის წინააღმდეგ ლიტვის მოქალაქე, ბატონი ვიტაუტას ვასილიაუსკასის („განმცხადებელი“) მიერ 2015 წლის 30 ივლისს სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადი #35343/05.
2. განმცხადებელი, რომელიც სარგებლობდა იურიდიული დახმარებით, სასამართლოში წარმოდგენილი იყო ბატონი შ. ვილჩინსასის მიერ, ადვოკატი, რომელიც ვილნიუსში მოღვაწეობდა. ლიტვის ხელისუფლება („მოპასუხე სახელმწიფო“) წარმოდგენილი იყო მოქმედი წარმომადგენლით, ქალბატონი კაროლინა ბუბნიტეთი.
3. განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისი მსჯავრდება არღვევდა კონვენციის მე-7 მუხლს, კერძოდ კი ეროვნული სასამართლოების მიერ ამ დანაშაულის ფართო განმარტებას საფუძველი არ ქონდა საერთაშორისო სამართალში.
4. განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს მეორე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლის შესაბამისად). 2009 წლის 16 ივნისს თავმჯდომარემ მიიღო განაცხადის შესახებ მოპასუხე სახელმწიფოსთვის შეტყობინების გადაწყვეტილება.
5. 2013 წლის 17 სექტემბერს მეორე სექციის პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: გუიდო რაიმონდი, დანუტ იოჩიენე, პეერ ლორენცენი, დრაგოლუბ პოპოვიჩი, ისილ კარაკასი, ნებოიშა ვუცინიჩი და პაულო პინტე დე ალბუკერკი, ასევე მეორე მდივანი სტენლი ნაისმითი, დიდი პალატის სასარგებლოდ დათმეს საქმის განხილვის უფლება. არც მხარეებს ჰქონიათ საწინააღმდეგო პოზიცია საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თაობაზე (კონვენციის 30-ე მუხლი და სასამართლოს რეგლამენტი, 72-ე მუხლი).
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
7. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწიფომ თითოეულმა წარმოადგინეს წერილობითი მოსაზრებები დასაშვებობასა და საქმის გარემოებებზე.
8. დამატებით, მესამე მხარის კომენტარები იქნა მიღებული რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან, რომელიც, დიდი პალატის თავმჯდომარემ მიიღო წერილობით პროცედურაში გასათვალისწინებლად (კონვენციის მუხლი 36.2 და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე მუხლი).
9. სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 4 ივნისს (წესი59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე ხელისუფლება წარმოადგენდნენ:
ქალბატონი კ. ბუბნიტე, იუსტიციის სამინისტრო, მოქმედი
წარმომადგენელი,
ქალბატონი ლ. ურბაიტე, იუსტიციის სამინისტრო, მრჩეველი,
ბატონი ვ.ა შაბასი, მიდლესექსის უნივერისტეტი, მრჩეველი,
(b) განმცხადებელს წარმოადგენდნენ
ბატონი შ. ვილჩინსკასი მრჩეველი.
სასამართლომ მოისმინა ქლბატონი ბუბნიტეს, ბატონი შაბასისა და ბატონი ვილჩინსკას მიმართვები, ასევე მათი პასუხები მოსამართლეების, პაუერ-ფირდეს, ზიემელეს, პინტო დე ალბუკერკეს, შაიოს, სპილმანის, ტურკოვიჩის და ვუცინიჩის კითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
10. განმცხადებელი დაიბადა 1930 წლის 21 ოქტომბერს და ცხობრობს ტაურაგეში.
A. ისტორიული წარსულის შეფასება
11. 1939 წლის 23 აგვისტოს ერთის მხრივ საბჭოთა კავშირმა (შემდგომში „სსრკ“), იოსებ სტალინის მეთაურობით, ხოლო მეორეს მხრივ გერმანიამ, ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ („მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“). შეთანხმების საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც დამტკიცებული იყო მხარეების მიერ ერთსა და იმავე დღეს, 1939 წლის 28 სექტემბრისა და 1940 წლის 10 იანვრის ცვლილებების მიხედვით, ლიტვა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები იმ დროისთვის ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქვეყნები, მიკუთვნებული იყო საბჭოთა ინტერესის სფეროს, შემდგომი „ტერიტორიული და პოლიტიკური გადაწყობის“ შემთხვევაში. 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, გერმანიის პოლონეთში შეჭრის და შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ზეწოლის გაძლიერება დაიწყო ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობებზე, ამ ქვეყნების გაკონტროლების მიზნით, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის და მისი დამატებითი ოქმის მიხედვით.
12. ბალტიისპირეთის ქვეყნებში შუზღუდავი რაოდენობით საბჭოთა არმიის განთავსების მოთხოვნის ულტიმატუმის შემდეგ, 1940 წლის 15 ივნისს საბჭოთა არმია შეიჭრა ლიტვაში. ლიტვის მთავრობა გადაყენებულ იქნა და ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა კომუნისტური პარტიის ზედამხედველობით, რომელიც თავის მხრივ, ერთადერთი პარტია იყო საბჭოთა კავშირში. 1940 წლის 3 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ მოახდინა ლიტვის ანექსია მისი საბჭოთა კავშირზე მიერთების შესახებ აქტის მიღებით, რომლის მიხედვით ლიტვას ეწოდა „ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ (შემდგომში „ლსსრ“). 1941 წელს ლიტვა ოკუპირებული იქნა ნაცისტური გერმანიის ძალების მიერ. 1944 წლის ივლისში ლიტვის ტერიტორიაზე აღდგა საბჭოთა მმართველობა (იხილეთ კუოლელის და სხვები ლიტვის წინააღმდეგ (Kuolelis and Others v. Lithuania), # 74357/01, # 26764/02 და # 27434/02, § 8, 19 თებერვალი 2008, და ასევე ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], (Ždanoka v. Latvia )[GC], # 58278/00, §§ 12 და 13, ECHR 2006‑IV)
13. ლიტვაში დაიწყო ნაციონალური პარტიზანული მოძრაობა. მთელი შეიარაღებული და უიარაღო წინააღმდეგობის მიზანს ლიტვის გათავისუფლება და მისი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა. 1949 წელს პარტიზანული ორგანიზაცია „მოძრაობა ლიტვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის“ („LLKS“) (Lietuvos laisvės kovos sajūdis (“LLKS”)) ჩამოყალიბდა. 1949 წლის 16 თებერვალს ორგანიზაციამ მიიღო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც “LLKS”-ს საბჭო წარმოადგენდა ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას, რომელიც მიუძღვებოდა ხალხს პოლიტიკური და სამხედრო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში (aukščiausias tautos politinis organas, vadovaująs politinei ir karinei tautos išsilaisvinimo kovai)”. საბჭოთა რეპრესიული სტრუქტურები, „შინსახკომის (NKVD) (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი Narodnyy Komissariat Vnutrennikh Del), სუს-ის (MGB) (სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო Ministerstvo Gosudarstvenoj Bezopastnosti) და სხვა უწყებების სახით, იღწვოდნენ წინააღმდეგობის ჩახშობისთვის. რეპრესიული ორგანიზაციების სისტემის მრავალჯერ განხორციელდა. წამყვანი და ოპერატიული თანამშრომლების უმრავლესობას წარმოადგნენ სსრკ-დან ლიტვაში მივლინებული სხვა ეროვნების ადამიანები . 1950 წელს პარტიზანული მოძრაობა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაახშო, თუმცა ცალკეული პარტიზანული დაჯგუფებები კვლავ მოქმედებდნენ 1953 წლამდე, სანამ LKKS-ს ლიდერებს შეიპყრობდნენ და დახოცავდნენ.
14. ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1990 წლის 11 მარტს. ლიტვის დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულ იქნა 1991 წლის 6 სექტემბერს. რუსულმა ჯარმა ლიტვა დატოვა 1993 წლის 31 აგვისტოს.
B. განმცხადებლის საქმიანობა სუს-ში და მისი მსჯავრდება გენოციდის ბრალდებით
1. განმცხადებლის სტატუსი ლიტვის სსრ-ის სუს-ში
15. მოპასუხე სახელმწიფომ ლიტვის სპეციალური არქივიდან (Lietuvos ypatingasis archyvas) განმცხადებლის პირადი საქმე მისი ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობის დაწყებიდან [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოს წარუდგინა. დოკუმენტები შესრულებულია რუსულ ენაზე და ლიტვურად ითარგმნა კაუნას რეგიონის პროკურატურის თარჯიმნის მიერ. როგორც ჩანს, პროკურორი წარმოდგენილ დოკუმენტებს დაეყრდნო, როდესაც 2001 წელს საბრალდებო დასკვნა მიიღო განმცხადებლის წინააღმდეგ (იხილეთ პარაგრაფი 29 ქვევით). დოკუმენტებიდან შემდეგ ინფორმაცია მჟღავნდება.
16. 1950-1952 წლებში განმცხადებელი სწავლობდა ლიტვის სსრ-ის სუს-ის სკოლაში, ვილნიუსში.
17. 1952 წლის 8 აპრილს განმცხადებელმა მუშაობა დაიწყო ოპერატიული მუშაკის თანაშემწედ (operatyvinis įgaliotinis), და 1952 წლის 15 სექტემბრიდან ის ოპერატიულ მუშაკად მუშაობდა ლსსრ-ის სუს-ის შაკიაის ოლქის განყოფილებაში. 1953 წლის 1 ივლისიდან განმცხადებელი მუშაობდა უფროს ოპერატიულ მუშაკად სუს-ში, შესაბამისად, სუკ-ში (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, სსრკ).
18. როგორც 1953 წლის 2 მარტის შაკიაის ოლქის სუს-ის და კომუნისტური პარტიის წევრების შეხვედრის საოქმო ჩანაწერიდან ირკვევა, დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრა ეძღვნებოდა „სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას და ბრძანებას სსრკ სუს-ის და ლსსრ-ს სუს-ის მიმართ, რომელიც ეხებოდა ნაციონალისტური ელემენტების განადგურებას [შაკიაის] ოლქში“. „საოქმო ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ შაკიაის ოლქის სუს-ის თანამშრომელი ირწმუნებოდა, რომ უახლოეს მომავალში ბანდიტთა და ნაციონალისტთა დაჯგუფება დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს“. კომუნისტური პარტიის რეგიონულ დანაყოფს მიეთითა, უფრო მეტი ძალისხმევით მოჰკიდებოდნენ მოსახლეობისთვის „ბანდიტებისა და ნაციონალისტების იატაკქვეშა დაჯგუფების“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შთაგონებას. ოქმის მიხედვით ჩანს განმცხადებლის პოზიცია, რომ „მათი [მისი სუს-ის განყოფილების] ამოცანა იყო ბანდიტების, მათი საკონტაქტო და დამხმარე პირების უმოკლეს ვადაში განადგურება“.
19. 1953 წლის 18 სექტემბრის საოქმო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შაკიაის ოლქის სუს-ის განყოფილების კომუნისტური პარტიის წევრები, ამ შემთხვევაში კი განმცხადებელი თავის სიტყვაში საუბრობდა „ნაციონალისტთა იატაკქვეშა დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაზე“. განმცხადებელმა განაცხადა, რომ ამ დრომდე მან „ვერ მიაღწია წარმატებას მის საკურატორო ოლქში ნაციონალისტური დაჯგუფების წევრების გამოაშკარავების საქმეში“. განმცხადებლის აზრით, „თუ ყველა კომუნისტი, მისი განყოფილების [სუს] თითოეული წევრი, ზედმიწევნით და სრულად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ისინი შეძლებენ მიაღწიონ კარგ შედეგებს ნაციონალისტთა იატაკქვეშა დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში“.
20. შაკიაის ოლქის სუს-სა და კომუნისტური პარტიის წევრებს შორის 1953 წლის 4 ნოემბრის შეხვედრის განმავლობაში, განმცხადებელი დახასიათებულია როგორც პირი, რომელსაც აქვს კარგი შედეგები თავის საქმიანობაში.
21. 1953 წლის 23 დეკემბერს განმცხადებელი გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. შაკიაის ოლქის სუს-ს განყოფილების და კომუნისტური პარტიის წევრებს შორის შეხვედრის საოქმო ჩანაწერით ირკვევა, რომ განმცხადებელს ხელმძღვანელობა ახასიათებს, როგორც დისციპლინირებულ, (disciplinuotas), პოლიტიკურად გათვიცნობიერებულ, საიმედო (politiškai raštingas) და კარგი შედეგების მქონე თანამშრომელს. ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, რომ მას „დიადი კომუნისტური პარტიის“ რიგებში შესვლა ავალდებულებს, „აიმაღლოს პოლიტიკური ცოდნა, შეისწავლოს პარტიის ისტორია სხვადასხვა მტრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ყოველთვის იყოს ყურადღებით“.
22. 1964 წელს განმცხადებელმა მიიღო იურისტის კვალიფიკაცია ფელიქს დერჟინსკის სახელობის სუკ-ის უმაღლეს ინსტიტუტში.
23. 1967 წლიდან 1975 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაში გასვლამდე, განმცხადებელი მუშაობდა სუკ-ის იურბარკას ოლქის დეპარტამენტის უფროსად.
24. განმცხადებლის შრომის წიგნაკის მიხედვით, მისი 25 წლიანი სამსახურის განმავლობაში სუს-ში (სუკ), ის იყო დაჯილდოვებული (მათ შორის მედლით ან/და ორდენით) და შექებული სულ მცირე 24-ჯერ. განმცხადებელმა სუს-ისა და სუკ-ის რიგებში მსახურობის პერიოდში მიაღწია ლეიტენანტ-პოლკოვნიკის (papulkininkis) ჩინს.
2. პარტიზანების ჯ.ა-სა (J.A.) და ა.ა.-ს (A.A.) შეპყრობის ან მოკვლის ოპერაცია.
25. 1953 წლის 2 იანვარს განმცხადებელმა მონაწილეობა მიიღო ორი ლიტველი პარტიზანის, ძმების ჯ.ა-სა და ა.ა.-ს წინააღმდეგ ოპერაციაში, რომლებიც იმალებოდნენ შაკიაის ტერიტორიის ტყეში. მ.ზ.-მ (M.Ž.), შემდგომში განმცხადებელთან ერთად, სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოების შედეგად, გენოციდში ბრალდებულმა პირმა, საბჭოთა ხელისუფლებას ინფორმაცია მიაწოდა პარტიზანების ადგილსამყოფელის შესახებ. დაიგეგმა ოპერაცია პარტიზანების შესაპყრობად ან ლიკვიდირების მიზნით. ჩართული იქნა რამდენიმე სამხედრო და აღნიშნულ ოპერაციაში განმცხადებელიც იღებდა მონაწილეობას. დაკავების მცდელობის დროს, ჯ.ა-მ და ა.ა-მ ცეცხლის გახსნით წინააღმდეგობა გაუწიეს სუს-ის ოფიცრებს და საბჭოთა სამხედროებს. პარტიზანები გასროლით იქნენ მოკლულნი.
26. 1953 წლის 2 იანვარს, ანუ ოპერაციის დღეს, შაკიაის ოლქის სუს-ის ხელმძღვანელმა შეადგინა პატაკი მისი ხელმძღვანელის, კაუნას რეგიონის სუს-ის მეთაურისთვის, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელმა წვლილი შეიტანა ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში, რომლის შედეგადაც მოხდა ორი ბანდიტის ლიკვიდირება, რითაც დაიმსახურა შექება (užsitarnavo paskatinimą).
27. 1953 წლის პირველ სექტემბერს, შაკიაის ოლქის სუს-ის უფროსმა ლიტვის სსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრს მისწერა და აცნობა, რომ 1953 წლის 2 იანვარს განმცხადებელმა და სუს-ის ოფიცრებმა მოახდინეს „ნაციონალისტური ბანდის ორი წევრის [ჯ.ა და ა.ა.] ლიკვიდაცია“. მან შესთავაზა განმცხადებლის დაჯილდოება ოპერაციისთვის. განმცხადებლის პირადი საქმიდან ირკვევა, რომ 1953 წლის 15 სექტემბერს მიიღო შექება (წახალისება) და პრემია 500 რუბლის ოდენობით.
28. 1971 წლის 10 დეკემბერს შაკიაის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ძმები ჯ.ა და ა.ა იყვნენ „ბურჟუაზიული ნაციონალისტური შეიარაღებული ბანდის“ წევრები ომის შემდგომი პერიოდის განმავლობაში და 1953 წელს ისინი მოკლულ იქნენ ამ ბანდის წევრობისთვის.
3. განმცხადებლის მსჯავრდება გენოციდის ბრალდებით
(a) საბრალდებო დასკვნა
29. ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 2001 წლის აპრილში კაუნას რეგიონულმა საჯარო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ძმების, ჯ.ა და ა.ა.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 2001 წელს პროკურორმა ბრალი წაუყენა განმცხადებელს მ.ჟ.-ს გენოციდის ბრალდებით, განსახილველ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 72.2 მუხლის შესაბამისად (იხილეთ 52-ე პარაგრაფი ქვემოთ). პროკურორმა დაადგინა, რომ 1951 წლის 15 სექტემბრის[1] მდგომარეობით, განმცახდებელი მსახურობდა ოპერატიულ მუშაკად ლსსრ-ის სუს-ის კაუნას რეგიონის შაკიაის ოლქის განყოფილებაში. ის საქმის კურსში იყო, რომ „ლსსრ სუს-ის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ლიტვის მოსახლეობის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების (atskira politinė grupė) წარმომადგენლების ფიზიკური განადგურება, კერძოდ, ლიტველი პარტიზანების, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგობის მონაწილეების. განმცხადებელი აქტიურად ასრულებდა ლსსრ სუს-ის მთავარ მიზანს ზემოხსენებული პოლიტიკური ჯგუფების წევრი ლიტვის მოსახლეობის დახოცვით.“ პროკურორის აზრით, განმხადებლის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდებოდა მისი შრომის წიგნაკით (tarnybos kortelė), განმცხადებლის ზემდგომი პირების მიერ ქების სიგელით მისი შეუპოვრობისთვის სამძებრო ღონისძიებების ორგანიზების, ოპერაციების მართვისა და ბანდიტთა დაკავებაში პირადი მონაწილეობისათვის (pareikšta padėka už atkaklumą pravedant agentūrines-tyrimo priemones, vadovavimą operacijai, asmeninį dalyvavimą sulaikant banditus). პროკურორის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები შეიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, შაკიაის ოლქის სუს-ის შეხვედრების საოქმო ჩანაწერებს, რომლებიც მოძიებულ იქნა ლიტვის სპეციალურ არქივში (Lietuvos ypatingasis archyvas) და ლიტვის გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევით ცენტრში (Lietuvos gyventojų genocido ir rezistencijos tyrimo centras), და იმ დოკუმენტების თარგმანს, რომელშიც მოხსენიებული იყო განმცხადებელი, მისთვის დაკისრებული დავალებები, რომელიც ეხებოდა ბანდიტთა, მათი დამხმარე პირების და საკონტაქტო პირების ლიკვიდაციას. სხვა მტკიცებულებები შეიცავდა ბანდიტების, ჯ.ა. და ა.ა.-ს განადგურების შესახებ ანგარიშებს.
(b) პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტი
30. 2004 წლის 4 თებერვლის განაჩენით, კაუნას რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები განმცხადებლის გენოციდში მსჯავრდებისათვის. მოწმეთა ჩვენებებზე და წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც წარმოდგენილი იყო ლიტვის გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევითი ცენტრის მიერ, ასევე, განმცხადებლისა და მასთან ერთად ბრალდებული მ.ჟ.-ს ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ.ა და ა.ა მიეკუთვნებოდნენ ტაურას ოლქის პარტიზანთა 37-ე შენაერთს. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში მოცემული ინფორმაცია საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ პარტიზანების სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მიზნით, საბჭოთა ხელისუფლებამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ჯ.ა-მ და ა.ა.-მ მიატოვეს პარტიზანული შენაერთი, იმალებოდნენ მარტო და შესაბამისად, აღარ ჰქონდათ კავშირი პარტიზანებთან. ეს ბრალდებები იყო ტყუილი. სინამდვილეში, პარტიზანები, მათ შორის ძმები ჯ.ა და ა.ა., მოქმედებდნენ პატარა ჯგუფებად, რათა თავიდან აეცილებინათ საბჭოელების მიერ მათი განადგურება. და ბოლოს, საქმეში არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც უარყოფდა მტკიცებას, რომ ჯ.ა და ა.ა. „იყვნენ ორგანიზებული წინააღმდეგობის წევრები და ისინი მიეკუთვნებოდნენ პოლიტიკურ ჯგუფს“. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა ერთი მოწმის ჩვენება, რომ პარტიზანი ძმები იმალებოდნენ ტყეში 3-დან 4 წლამდე და მისი ოჯახი აწვდიდა მათ საკვებს.
31. განმცხადებლის მიმართ, სასამართლომ აღნიშნა, რომ 1951 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, ის მუშაობდა ოპერატიულ მუშაკად ლიტვის სსრ-ის სუს-ში და „საქმის კურსში იყო სამინისტროს მთავარი მიზნის შესახებ, რომელიც გახლდათ ლიტვის მოსახლეობის შემადგენელი ნაწილის, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის, ლიტველი პარტიზანების ფიზიკური განადგურება.“ სუს-ის დოკუმენტების თანახმად, ორივე ძმა მოხსენიებულია როგორც პარტიზანი, ეროვნული იატაკქვეშა წინააღმდეგობის შეიარაღებული დაჯგუფების წევრი (partizanai – nacionalinio ginkluoto pogrindžio dalyviai). სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება იმის შესახებ, რომ ის აქტიურად არ მონაწილეობდა დაკავების ან ლიკვიდირების ოპერაციაში, რომლის შედეგადაც ორი პარტიზანი იქნა ლიკვიდირებული. ამის საწინააღმდეგოდ, განმცხადებლის ზემდგომი ოფიცრის ოპერატიული დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ბანდიტი პირადად განმცხადებლის მიერ იქნა ლიკვიდირებული. ოპერაციის შემდეგ, განმცხადებელი და მ.ჟ. გაწევრიანდნენ კომუნისტურ პარტიაში და ორივემ მიიღეს ფინანსური ჯილდო. რაც მთავარია, არც განმცხადებელს და არც მ.ჟ-ს არ უარუყვია პარტიზანების ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობა. სასამართლომ გაიზიარა შეხედულება, რომ ყველა გარემოება იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ორივე ბრალდებულმა პირმა მონაწილეობა მიიღო 1953 წლის 2 იანვრის „ლიტვის მოქალაქეების, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ცალკეულ პოლიტიკურ დაჯგუფებას (atskira politinė grupė), საბჭოთა ოკუპაციური ძალის წინააღმდეგობის წევრების ფიზიკური განადგურებაში (მკვლელობაში)“, რაც ნიშნავს, რომ [განმცხადებელმა] მონაწილეობა მიიღო გენოციდის აქტში.
32. კაუნასის რეგიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 1992 წლის 9 აპრილის „ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი იძლევა უკუძალის მოქმედების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
33. კაუნასის რეგიონულმა სასამართლომ განმცხადებელი ბრალეულად ცნო გენოციდში სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად (იხილეთ53-ე პარაგრაფი ქვემოთ) და მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განმცხადებელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაუვადდა სასჯელის მოხდა.
მ.ჟ. ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ გენოციდში დახმარებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის იგივე მუხლის შესაბამისად. მას მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და გადაუვადდა სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა დაზარალებული მხარის, ჯ.ა.-ს შვილის და ა.ა.-ს ძმისშვილის, მ.ბ.-ს სამოქალაქო სარჩელი, თუმცა ზიანის ოდენობის განსაზღვრა ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოებას მიანდო.
34. ორივემ, განმცხადებელმაც და მ.ჟ-მ გაასაჩივრეს მათ მიმართ დამდგარი განაჩენი.
(c) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
35. 2004 წლის 21 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ განაჩენი იყო კანონიერი და დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რომ განმცხადებელმა პირადად მოკლა ერთ-ერთი პარტიზანი. ფაქტიურად, განმცხადებელი ცნობილ იქნა დამნაშავედ მხოლოდ პარტიზანების, როგორც პოლიტიკური ჯგუფის წევრების განადგურების ოპერაციაში მონაწილეობისათვის. განმცხადებელმა თავად აღიარა და ეს დადასტურდა მოწმეების ჩვენებებითა და დოკუმენტებით, რომ ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა სადავო ოპერაციაში, ის აგებდა პასუხს მ.ჟ-ზე, რომელმაც აჩვენა საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების პარტიზანების სამალავი ადგილი, რომ განმცხადებელი იყო ერთ-ერთი ოფიცერი, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ბუნკერს, და რომ განცხადებელი დარჩა მ.ჟ-სთან ოპერაციის დასრულებამდე. გამოტანილ განაჩენში სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განმცხადებელი, როგორც შაკიაის ოლქის სუს-ის ოპერატიული მუშაკი, რომელიც ნებაყოფლობით მუშაობდა ოკუპაციური ხელისუფლების ორგანოში (სუს) „ცხადად აცნობიერებდა, რომ ამ ორგანოს მიზანს წარმოადგენდა ლიტველი პარტიზანების, როგორც ლიტვის მოსახლეობის ნაწილის ფიზიკური განადგურება (tikrai žinojo, kad šios įstaigos tikslas yra Lietuvos partizanų, kaip Lietuvos gyventojų dalies, fiziškas sunaikinimas)“. აცნობიერებდა რა ამ ფაქტს, განმცხადებელმა, ოპერაციის სხვა მონაწილეებთან ერთად, პირადად მიიღო მონაწილეობა ძმების, ჯ.ა-სა და ა.ა.-ს მკვლელობაში. აგრეთვე მ.ჟ, როგორც სუს-ის აგენტი, ასევე აცნობიერებდა რა ორგანიზაციის (სუს) მიზნებს, პარტიზანების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით და სუს-ისთვის მათი თავშესაფრის ჩვენებით, მან იცოდა, რომ ძმები განადგურებულები იქნებოდნენ. შესაბამისად, ორივე, განმცხადებელიც და მ.ჟ. მოქმედებდნენ პირდაპირი განზრახვით (tiesioginė tyčia). საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განმცხადებელი მის მიმართ სასამართლო განხილვის დროსაც კი ფიქრობდა, რომ საბჭოთა ხელისუფლების ქმედებები ლიტველი პარტიზანების მიმართ კანონიერი იყო.
36. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გენოციდის განმარტება ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, ეწინააღმდეგება 1948 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისი დასჯადობის შესახებ“ (შემდგომში „გენოციდის კონვენცია“) კონვენციის II მუხლის შესაბამის განმარტებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ძმებს ჯ.ა-ს და ა.ა.-ს სიცოცხლე მოუსპეს მათი „პოლიტიკური ჯგუფისადმი“ კუთვნილების გამო. მაშინ, როდესაც სასამართლო აღიარებს, რომ გენოციდის დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული დეფინიციის თანახმად ასევე მოიცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფებს, შესაბამისად, ეს მუხლი უფრო ფართოდ განმარტავს გენოციდს, ვიდრე „გენოციდის კონვენცია“, სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ ამ ჯგუფების დამატება იყო „დასაბუთებული და შეესაბამებოდა რეალობას“. გენოციდის კონვენცია არ შეიცავს კონკრეტულ დებულებებს, რომელიც გენოციდის შინაარსის და ფორმების ფართო განმარტებისთვის იქნებოდა ეფექტიანი; მიუხედავად ამისა, არც გენოციდის კონვენცია კრძალავს ამგვარ ინტერპრეტაციას. გენოციდის არსი ფართოდ განიმარტა სხვადასხვა ქვეყნების სისხლის სამართლის კოდექსებში. სააპელაციო სასამართლომ შემდგომში განმარტა, რომ „პოლიტიკური ჯგუფი ნიშნავს საერთო პოლიტიკური შეხედულებების და მრწამსის მქონე ადამიანების ერთობას, და ამგვარი ჯგუფის ფიზიკური განადგურების მიზანი აგრეთვე წარმოადგენს გენოციდს, რადგან ეს არის მცდელობა, გაანადგურო ხალხის ნაწილი (politinė grupė – tai žmonės, susiję bendromis politinėmis pažiūromis ir įsitikinimais, ir siekimas tokią grupę fiziškai sunaikinti taip pat reiškia genocidą, nes siekiama sunaikinti dalį žmonių)”. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ:
“ლიტველი პარტიზანების, ანუ საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ შეირაღებული წინააღმდეგობის მონაწილე პირების მიკუთვნება კონკრეტულ „პოლიტიკურ“ ჯგუფზე, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა, არსებითად, მხოლოდ ზოგადი და შეფარდებითი იყო და არა ზუსტი. ამ ჯგუფის წევრები, ამავე დროს, ლიტვის ერს წარმოადგენდნენ, შესაბამისად, ეროვნულ ჯგუფს. საბჭოთა ხელისუფლების მიერ გენოციდი ხორციელდებოდა სწორედ იმ პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენდნენ ეროვნულ/ეთნიკურ მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, ლიტველი პარტიზანები არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს შეიძლება ყოფილიყვნენ მიკუთვნებულნი, არამედ ეროვნულ და ეთნიკურ ჯგუფს, შესაბამისად, ჯგუფებს, რომელიც ჩამოთვლილია გენოციდის კონვენციაში.
37. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის და მ.ჟ.-ს მტკიცება, რომ მათი ქმედებები არ წარმოადგენდნენ გენოციდის აქტს, ვინაიდან ძმები ჯ.ა. და ა.ა. გარდაცვალების მომენტში აღარ იყვნენ პარტიზანები და შესაბამისად, არ უნდა იყვნენ განხილულნი როგორც „პოლიტიკური, სამოქალაქო თუ სხვა ჯგუფის“ წევრებად.
“...მსჯავრდებულების ვ. ვასილიაუსკასის და მ.ჟ.-ს საჩივრები ასევე შეიცავენ განცხადებებს, რომ ომის მიმდინარეობისას, ძმები ჯ.ა. და ა.ა. თანამშრომლობდნენ გერმანულ საოკუპაციო ძალებთან და მათ ჩაიდინეს დანაშაულები. გარდა ამისა, 1947 წელს, მათ მიატოვეს პარტიზანული რაზმი და შემდგომში აღარ გაუგრძელებიათ სხვა პარტიზანებთან კონტაქტი. მაშასადამე, აპელანტების აზრით, ჯ.ა. და ა.ა. არ შეიძლება იყვნენ განხილულნი, როგორც რომელიმე პოლიტიკური, სამოქალაქო თუ სხვა ჯგუფის წევრები და ქმედებები მათ წინააღმდეგ არ შეიძლება მიჩნეული იყოს გენოციდის აქტად. სასამართლოს პალატას მიაჩნია, რომ ეს არგუმენტები საფუძვლიანად იქნა უარყოფილი სასამართლოს მიერ და სასამართლომ ისინი უკვე განიხილა გამამტყუნებელ განაჩენში. როგორც ვ. ვასილიაუსკასმა, ასევე მ.ჟ.-მ ახსენეს ცნობა #1767 ლიტვის არქივის დეპარტამენტიდან, დათარიღებული 2001 წლის 13 ნოემბრით. ცნობა მიუთითებს, რომ სუკ-ის არქივში მოიპოვება სისხლის სამართლის საქმე ჯ.ა.-ს წინააღმდეგ და საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ როდესაც გერმანიამ მოახდინა ლიტვის ოკუპაცია, ჯ.ა. შეუერთდა თეთრი პარტიზანების რაზმს; ის ატარებდა იარაღს და მონაწილეობას იღებდა საბჭოთა პარტიის მოქმედი წევრების და ებრაელების დაკავებაში, დაპატიმრებაში და ტრანსპორტირებაში. გარდა ამისა, ის ეწეოდა ანტი-საბჭოთა აგიტაციას და იმუქრებოდა ტერორისტული აქტებით კომუნისტების მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 581a მუხლით [კონტრ-რევოლუციური დანაშული და სამშობლოს ღალატი]. 1945 წლის 4 მაისს ჯ.ა. გაიქცა ციდიხან და შეუერთდა პარტიზანულ რაზმს.
რაც შეეხება ა.ა.-ს, ცნობაში იკითხება, რომ გერმანული ოკუპაციის პირობებში ის მსახურობდა გერმანულ პოლიციაში და 1944 წელს, შეიარაღებულ ნაციონალისტურ პარტიზანულ დაჯგუფებაში გაწევრიანებით დაიწყო დანაშაულებრივი ცხოვრება. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ 1947 წელს ჯ.ა.-მ და ა.ა.-მ პარტიზანული რაზმი დატოვეს და მიიმალნენ: ისინი აღარ ეკონტაქტებოდნენ სხვა პარტიზანებს და ტაურას პარტიზანული რაზმის მეთაურის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდნენ დეზერტირებად. რაც შეეხება ჯ.ა.-ს, იგივეა აღნიშნული 1945 წლის 16 მარტის საბრალდებო დასკვნაში, რომელიც სუს-ის მიერ იქნა შედგენილი. თუ რა კონკრეტულ დანაშაულში ედებოდა ბრალი ჯ.ა.-ს, არ იყო დაკონკრეტებული. ზემოაღნიშნული დოკუმენტების შეფასებისას, გაირკვა, რომ ისინი არ შეიცავს ინფორმაციას ძმების კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებში მონაწილეობის შესახებ. უფრო მეტიც, ჯ.ა.-ს ბრალდებებიდან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ მისი ბრალდება მოხდა მისივე აქტიურობის გამო საოკუპაციო [სსრკ] ძალების წინააღმდეგ. საქმეში არ მოიპოვება სხვა მონაცემები ძმების სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობის შესახებ. სუკ-ის დოკუმენტებშიც კი აღნიშნულია, რომ 1947 წლიდან ჯ.ა. და ა.ა. იმალებოდნენ „მიუხედავად იმისა, რომ არ ჩაუდენიათ ძარცვა და არ მიეკუთვნებოდნენ რომელიმე [კრიმინალურ] დაჯგუფებას“. გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევითი ცენტრის წერილიდან „ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს წინააღმდეგობრივი აქტივობა“, ირკვევა, რომ 1945 წლიდან ისინი მიეკუთვნებოდნენ ნომერ 37 პარტიზანულ შენაერთს. ... შაკიაის სუს-ის მონაცემების შესაბამისად, 1949 წელს [ჯ.ა. და ა.ა.] კვლავ მიეკუთვნებოდნენ ნომერ 37 პარტიზანულ შენაერთს .... შემდგომში მათ დატოვეს შენაერთი და აღარ მიუღიათ მონაწილეობა პარტიზანულ აქტივობებში.
პალატის აზრით, მოწოდებული ინფორმაცია არ მიუთითებს, რომ მათ ლიკვიდაციამდე, ჯ.ა. და ა.ა. არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყვნენ ლიტველ პარტიზანებად. განაჩენის დასაბუთებაში სწორად არის აღნიშნული, რომ შესაბამის პერიოდში პარტიზანები იძულებული იყვნენ ებრძოლათ პატარა ჯგუფებად, მათი განადგურების თავიდან ასაცილებლად. სუს-ის დოკუმენტებშიც კი არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 1952 წლის აგვისტოში სხვა პარტიზანები ცდილობდნენ შეხვედროდნენ ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს ერთი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით. მაშასადამე, სუს-მა გადაწყვიტა გაევრცელებინა ჭორი, თითქოს ჯ.ა. და ა.ა. სუს-ის აგენტები იყვნენ. ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს დისკრედიტაციისთვის კონკრეტული გეგმები გამოაშკარავდა 1952 წლის 12 სექტემბრიდან და ეს გეგმები დადასტურებულია სუს-ის კაუნასის რეგიონის უფროსის მიერ. ... მოწმე ა.ს.-მ განაცხადა, რომ 1952 წელს ის შეხვდა პარტიზანებს ჯ.ა-სა და ა.ა-ს და მიაწოდა მათ საკვები. დამატებით, ჯ.ა.-მ და ა.ა.-მ გადასცეს მას დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის იყო პარტიზანთა მხარდამჭერი. მან ეს დოკუმენტი დღემდე შეინახა.
1992 წლის 18 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ 1945 წლის საბრალდებო დასკვნასთან დაკავშირებული ყველა კრიმინალური ჩანაწერი წაშალა ჯ.ა.-ს პირადი საქმიდან. პროკურატურამ დაადგინა, რომ 1944 წლის მაისიდან 1945 წლამდე ჯ.ა. უკანონოდ იყო დაპატიმრებული. 1998 და 2002 წლებში ლიტვის გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევითმა ცენტრმა ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს სიკვდილის შემდეგ გადასცა მოხალისე მებრძოლის (kario savanorio) სერტიფიკატი. ფაქტი, რომ სუს-ი ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს, პარტიზანებად მოიაზრებდა, დასტურდება 1952 წლის 11 ივნისის ანგარიშიდან, რომელშიც კაუნასის სუს-ი ინფორმაციას აწვდის ლსსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიღებულია შესაბამისი ზომები [ჯ.ა-სა და ა.ა.-ს] ადგილსამყოფელის დასადგენად და მათი ლიკვიდირებისთვის. შაკიაის ოლქის სუს-ი იყო პასუხისმგებელი ლიკვიდაციის [ჯ.ა-ს და ა.ა.-ს] დაჩქარებაზე. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ჯ.ა. და ა.ა. მოკლულები იყვნენ როგორც შეიარაღებული წინააღმდეგობის მონაწილე პირები“.
(d) უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
38. 2005 წლის 22 თებერვალს საკასაციო წარმოებისას უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა განმცხადებლის და მ.ჟ.-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი გენოციდის ბრალდებით და განმარტა:
“ორივე მსჯავრდებული აცხადებდა, რომ გენოციდის არსი, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლში, უფრო მრავლისმომცველი და ზოგადია, ვიდრე ეს არის დადგენილი 1948 წლის გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლით, შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის ფორმულირება არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ეს მტკიცება არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ნამდვილად, სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლი გვთავაზობს გენოციდის დანაშაულის უფრო ზოგად განმარტებას, (platesnė nusikaltimo sudėtis) ვიდრე [გენოციდის] კონვენციის მე-2 მუხლი. სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის მიხედვით, გენოციდის დანაშაული ასევე მოიცავს ქმედებებს, რომელთა მიზანია სამოქალაქო თუ პოლიტიკური ჯგუფის წევრების ნაწილის, ან ჯგუფის ყველა წევრის ფიზიკური განადგურება. კონვენციის მე-2 მუხლში არაფერია ნახსენები ამგვარი ჯგუფების შესახებ.
[გენოციდის] კონვენციასთან მიერთებით, ლიტვის რესპუბლიკამ ვალდებულება იკისრა უზრუნველეყო კონვენციით დადგენილი ნორმების შესრულება მის ტერიტორიაზე. შესაბამისად, კონვენციაზე [გენოციდის] მიერთებით, ლიტვამ იკისრა ვალდებულება, დასჯადად გამოაცხადებია ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფების სრული ან ნაწილობრივი განადგურებისკენ და ასევე მოახდინოს ამგვარი აქტების პრევენცია. კონვენციაზე [გენოციდის] მიერთება ქვეყანას არ უზღუდავს უფლებას, განსაზღვროს ქმედებები, რომლებიც დანაშაულს წარმოადგენს და აკრძალოს ისინი (apibrėžti veikas, kurios yra nusikaltimai, ir jas uždrausti). ამ მტკიცებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ მათი კონსტიტუციის შესაბამისად მიიღონ კანონები და აუცილებელი სამართლებრივი ნორმები კონვენციით დადგენილი დებულებების ეფექტური განხორციელებისთვის და დააწესონ სასჯელები გენოციდისთვის ან სხვა ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც გაწერილია მე-3 მუხლში. ლიტვაში ეს დებულება ძალაში შევიდა 1992 წლის 9 აპრილის „ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის მიღებით. გენოციდის არსი, რაც განსაზღვრულია კანონის 1-ელი მუხლით, შეესაბამება გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლის გენოციდის არსის განმარტებას. ამავე დროს, კონვენციასთან მიერთების დროს, „ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლში ლიტვის პარლამენტმა განსაზღვრა, რომ ლიტველი ხალხის მკვლელობები და წამება, ასევე მათი დეპორტაცია, რასაც ადგილი ჰქონდა ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ის ოკუპაციის და ანექსიის დროს, ეს ქმედებები შეესაბამება საერთაშორისო სამართლით დადგენილი გენოციდის დანაშაულს. სისხლის სამართლის კოდექსის 1998 წლის ცვლილებების შედეგად განისაზღვრა გენოციდის დანაშაულის შემადგენლობა (apibrėžta genocido nusikaltimo sudėtis) და მოიცვა ქმედებები, რომელთა მიზანიც სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფის ნაწილის, ან მთლიანად ჯგუფის წევრების განადგურებისკენ იყო მიმართული. დანაშაულის ეს ნიშნები ასევე დარჩა სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლში. ცხადია, რომ გენოციდის დანაშაულის შემადგენლობაში კონკრეტული ქმედებების დამატება, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფის ნაწილის, ან მთლიანად ჯგუფის წევრების განადგურებას სხვა არაფერია, თუ არა 1992 წლის 9 აპრილის „ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის აღსრულება. აქედან გამომდინარე, განმცხადებლის და მ.ჟ-ს დავა გენოციდის არსის ინტერპრეტაციაზე არის უსაფუძვლო.
39. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი და მ.ჟ. „მსჯავრდებულად იქნენ ცნობილნი ლიტვის მოსახლეობის ნაწილის, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის, ლიტველი პარტიზანების - საბჭოთა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგობის წევრების ფიზიკურ განადგურებაში მონაწილეობისათვის“ (nuteisti už dalyvavimą fiziškai sunaikinant Lietuvos gyventojų dalį, priklausiusią atskirai politinei grupei, t.y. Lietuvos partizanams – pasipriešinimo sovietų okupacinei valdžiai dalyviams)”. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში განმცხადებლისა და მ.ჟ-ს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ძმებმა ჯ.ა.-მ და ა.ა.-მ დატოვეს პარტიზანთა რიგები და მათი სიკვდილის დროს ისინი არ მიეკუთვნებოდნენ პარტიზანთა პოლიტიკურ ჯგუფს. ეს არგუმენტი ორივე მსჯავრდებულის მიერ იყო გაჟღერებული როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში და არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ ნათელი და საფუძვლიანი მიზეზებით.
40. უზენაესმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 1944-53 წლებში ლიტვაში მიმდინარეობდა „ეროვნული შეიარაღებული წინააღმდეგობა - პარტიზანული ომი - საბჭოთა კავშირის საოკუპაციო არმიისა და საოკუპაციო რეჟიმის ორგანოების წინააღმდეგ“. სასამართლომ შემდგომში აღნიშნა, რომ 1940-90 წლებში ოკუპაციის წინააღმდეგ მონაწილეების შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში 1996 წლის 28 ნოემბერს შევიდა, პარტიზანები, რომლებიც იბრძოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ მოხალისე-მებრძოლებად გამოცხადდნენ. 1998 და 2001 წლებში ლიტვის გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევითმა ცენტრმა, ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს მიანიჭა მოხალისე-მებრძოლების სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი საქმიანობა შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც ამგვარი სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ ან მოუკლავთ სამოქალაქო პირები.
41. უზენაესმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა განმცხადებლის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მას არ ჩაუდენია არანაირი ქმედება, რომელმაც გამოიწვია ორი პარტიზანის სიკვდილი:
“პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ვასილიაუსკასმა მონაწილეობა მიიღო ლიტველი პარტიზანების, ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს მკვლელობაში: მან, სუს-ის თანამშრომლებთან ერთად ალყა შემოარტყა და შეუტია თავშესაფარს; შეტევის დროს ჯ.ა. და ა.ა. მოკლულები იქნენ გასროლით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ადგენს, რომ ვ. ვასილიაუსკასმა პირადად მოკლა რომელიმე პარტიზანი და ასევე არ არსებობს ამის პირდაპირი მტკიცებულება საქმეში [1953 წლის 2 იანვრის პატაკი შაკიაის ოლქის სუს-ის უფროსს].
მონაწილეობის მიღება ადამიანების მკვლელობაში, რომლებიც მიეკუთვნებიან პოლიტიკურ ჯგუფს, სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული გენოციდის დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ელემენტია (vienas iš nusikaltimo sudėties objektyviosios pusės požymių). 99-ე მუხლით გათვალისწინებული ჩამონათვალის შესაბამისი ჯგუფის წევრების მკვლელობებში მონაწილეობა არ გულისხმობს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის დანაშაულს; ეს ასევე გულისხმობს იმგვარი პირობების შექმნას (sudarymas sąlygų), რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დადგენილია, რომ ვ. ვასილიაუსკასმა, როგორც სუს-ის ოფიცერმა, სუს-ის მისივე ქვედანაყოფის უფროსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს განადგურების ოპერაციის დაგეგმვაში; ვ. ვასილიაუსკასი შეიარაღებული იყო და ოპერაციის მიმდინარეობისას ის პასუხისმგებელი იყო სუს-ის აგენტზე [მ.ჟ.], რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა პარტიზანების თავშესაფრის ადგილმდებარეობის შესახებ; ვ. ვასილიაუსკასი მ.შ.-სთან ოპერაციის დასრულებამდე დარჩა. ვ. ვასილიაუსკასი აცნობიერებდა მის ქმედებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად დაასკვნა, რომ ვ. ვასილიაუსკასმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პარტიზანების, ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს განადგურების ოპერაციაში. მიუხედავად იმისა, რომ არ დადგინდა, რომ ვ. ვასილიაუსკასმა პირადად მოკლა რომელიმე პარტიზანი, მისი ქმედებები ოპერაციის მომზადებისას და ოპერაციის მიმდინარეობისას შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური ჯგუფის წევრების მკვლელობაში მონაწილეობის ობიექტურ შემადგენლობას.
ვ. ვასილიაუსკასის ქმედებები ასევე შეესაბამება გენოციდის დანაშაულის სუბიექტურ მხარეს - პირდაპირ განზრახვას (tiesioginė tyčia): ვ. ვასილიაუსკასმა, მოქმედების დროს იცოდა საბჭოთა ხელისუფლების მიზანი - გაენადგურებინა ყველა ლიტველი პარტიზანი. მან იცოდა, რომ ძმები ჯ.ა. და ა.ა. პარტიზანები იყვნენ და ხვდებოდა, რომ ოპერაციის დროს მათ ან მოკლავდნენ, ან დააპატიმრებდნენ და შემდეგ აწამებდნენ, როგორც „სამშობლოს მოღალატეებს“ და [სავარაუდოდ] მიუსჯიდნენ სიკვდილით დასჯას და მას [ვ. ვასილიაუსკასს] უნდოდა რომ ეს მომხდარიყო“.
4. სამოქალაქო საქმისწარმოება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე
42. 2004 წლის 20 დეკემბერს მ.ბ.-მ დაიწყო სამოქალაქო წარმოება და ითხოვდა 200,000 ლიტვური ლიტაის (LTL, დაახლოებით 58,000 ევრო (EUR)) განმცხადებლისა და მ.ჟ.-სგან ერთობლივად. მოსარჩელე აცხადებდა, რომ ერთ-ერთი მოკლული პარტიზანი, ჯ.ა. იყო მისი მამა, ხოლო მეორე პარტიზანი, ა.ა., იყო მისი ბიძა. მათი გარდაცვალების დროს ის დაახლოებით შვიდი წლის იყო. მამის გარდაცვალებამ ის დააობლა. განმცხადებლის ქმედებების შედეგად მან და მისმა ოჯახის წევრებმა განიცადეს უწყვეტი, აუტანელი სულიერი ტანჯვა, დეპრესია, დამცირება და რეპუტაციის დაკარგვა; შესაძლებლობა, ჰქონოდა ვინმესთან კომუნიკაცია შემცირდა და მას მუდმივად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მ.ბ. აცხადებდა, რომ ის დღემდე განიცდიდა ამ დანაშაულის შედეგებს, რადგან განმცხადებელი და მ.ჟ. კვლავ უარს აცხადებდნენ მამამისის საფლავის ადგილსამყოფელის გამჟღავნებაზე.
43. 2006 წლის 9 ნოემბერს, კაუნას რეგიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლიტვის სახელმწიფომ მას უკვე გადაუხადა მ.ბ.-ს 20,000 LTL, კომპენსაცია, როგორც 1940-90 წლებში ოკუპაციით დაზარალებული ოჯახის წევრს (იხილეთ პარაგრაფი 68 ქვევით). აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ უკვე კომპენსირებულია მ.ბ.-სთვის მიყენებული ზიანი, რომელიც მას ოჯახის წევრების დაკარგვით მიადგა.
44. 2007 წლის 20 ივნისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ განმცხადებელს და მ.ჟ.-ს უნდა გადაეხადათ 150,000 LTL, იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მ.ბ.-ს მიადგა მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მ.ბ.-ს არ შეეძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიემართა საბჭოთა პერიოდში, როდესაც ლიტვა ოკუპირებული იყო, ანუ იმ დროს, როდესაც განმცხადებელმა და მ.ჟ.-მ ჩაიდინეს დანაშაული „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ლიტველი პარტიზანების წინააღმდეგ (nukreipti prieš Lietuvos partizanų kovas už Lietuvos valstybės laisvę ir nepriklausomybę)”. სასამართლომ დაადგინა, რომ ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავის დაკარგვამ გამოიწვია მ.ბ.-ს ტანჯვა და ემოციური დეპრესია. გარდა ამისა, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ჩადენილი იყო ძალიან მძიმე დანაშაული და არ იყო მიმართული კონკრეტული ინდივიდის მიმართ, არამედ მიმართული იყო ყველას მიმართ, ვინც იბრძოდა ლიტვის დამოუკიდებლობისთვის“. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს და მ.ჟ.-ს ჰქონდათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ასევე ის გარემოება, რომ დიდი დრო გავიდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გენოციდში მსჯავრდებულ პირებს ერთობლივად დააკისრა 150,000 LTL-ის გადახდა მ.ბ.-ს სასარგებლოდ არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
45. 2011 წლის 28 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გაფართოებული პალატის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ შემცირდა განმცხადებლის და მ.ჟ.-სთვის სოლიდარულად (solidariai) დაკისრებული თანხის ოდენობა 50,000 LTL-მდე (დაახლოებით 14,500 EUR). სასამართლომ აღნიშნა, inter alia, რომ განმცხადებელმა და მ.ჟ.-მ, ლსსრ-ის სუს-ის ოფიცრებთან და საბჭოთა ჯარისკაცებთან ერთად ჩაიდინეს გენოციდის დანაშაული. შესაბამისად, არ არსებობდა საჭიროება განმცხადებელს და მ.ჟ.-ს დაკისრებოდათ არაპროპორციული ვალდებულება. უფრო მეტი, „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ის მიმართულია ბევრი ადამიანის წინააღმდეგ, შესაბამისად, დამნაშავემ მიაყენა ზიანი ბევრ მსხვერპლს, რაც ასევე გასათვალისწინებელია თითოეული მსხვერპლის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების დროს“. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ დიდი ოდენობის თანხას დააკისრებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის გართულება, თუ უცნობია ყველა სხვა მსხვერპლის ვინაობა ან თუ მომავალში გახდება მათ შესახებ ცნობილი.
5. განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმის (ახლადგამოვლენილი გარემოების გამო) განახლების ეტაპები
46. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების (იხილეთ პარაგრაფი 56-63 ქვემოთ) შემდეგ, 2014 წლის 10 აპრილს მთავარმა პროკურორმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 444-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვიტა განეახლებინა გამოძიება ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო. მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განმცხადებელი და მ.ჟ. დამნაშავედ ცნო პოლიტიკური ჯგუფის გენოციდში. განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებაში გაცხადებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნით ნაწილის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ ან სოციალურ ჯგუფს მიკუთვნებული პირების გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა უკუძალის გამოყენებით ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს, უნდა დადგინდეს განმცხადებელი (და მის საქმეზე თანაბრალდებული მ.ზ.) მიჩნეულ იქნენ თუ არა უდანაშაულოს, დამნაშავედ გენოციდის ჩადენაში ან როგორც დამატებითი ალტერნატივა, შეეძლოთ თუ არა მათ სხვა დანაშაულებრივი ქმედება. მთავარი პროკურატურიდან დაინიშნა პროკურორი ახლად გამოვლენილი გარემოებების გამოსაკვლევად.
47. პროკურორის 2014 წლის 28 მაისის საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება წარმოადგენდა სამართლებრივი ნორმის განმარტებას და არა ახლად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებას (“სხვა გარემოება” სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 444.1.4 მუხლის გაგებით). შესაბამისად, ეს არ შეიძლება ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს წინაშე განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმის ხელახლა გამოძიების მოთხოვნის საფუძველი.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენა
48. 1990 წლის 11 მარტს, „1938 წლის 12 მარტის ლიტვის კონსტიტუციის კანონიერების აღდგენის“ კანონით, უმაღლესმა საბჭომ აღადგინა ზემოხსენებული კონსტიტუციის ძირითადი დებულებები, რომელიც ძალაში იყო 1940 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე. შესაბამისად შეწყვიტა 1977 წლის სსრკ და 1970 წლის ლსსრ-ს კონსტიტუციების მოქმედება. იგივე დღეს უმაღლესმა საბჭომ დროებით კონსტიტუცია მიიღო - ლიტვის რესპუბლიკის დროებითი უზენაესი კანონი (Laikinasis Pagrindinis Įstatymas), რომელიც ადგენდა დამოუკიდებლობა აღდგენილი ლიტვის სახელმწიფოს საკონსტიტუციო პრინციპებს. კერძოდ, კანონი აღიარებდა ლიტვას, როგორც სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და მას ახორციელებს უმაღლესი საბჭო, მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება. უფრო მეტიც, კანონის მიხედვით, ყველა მანამდე არსებული სამართლებრივი აქტი აგრძელებდა მოქმედებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ ახალ დროებით ძირითად კანონს. ზემოხსენებული კანონი ძალაში იყო 1992 წლის 2 ნოემბრამდე. 1991 წლის 9 თებერვლის პლებისციტის საფუძველზე, 1991 წლის 11 თებერვალს უმაღლესმა საბჭომ მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც ადგენდა, რომ „ლიტვა წარმოადგენს დამოუკიდებელ და დემოკრატიულ რესპუბლიკას“, ეს იყო ლიტვის საკონსტიტუციო ნორმა და ქვეყნის ძირითადი პრინციპი (იხილეთ კუოლელისი და სხვები (Kuolelis and Others), §§ 64, 65 და 71).
49. 1991 წლის 29 ივლისის „ქვეყნებს შორის ურთიერთობის დამყარების“ შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერეს ერთის მხრივ ლიტვის რესპუბლიკამ, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის საბჭოთა ფედერალურმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ (შემდგომში „რსფსრ“), ორივე სახელმწიფო აღიარებდა ერთმანეთს, როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებს და სუვერენულ სახელმწიფოს. შეთანხმების პრეამბულა აღნიშნავდა, რომ მანამდე განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა ორივე სახელმწიფოს თავისუფლად და სრულად ესარგებლათ სახელმწიფო სუვერენიტეტის სიკეთით.
B. გენოციდის დანაშაული
1. „ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი, სისხლის სამართლის კოდექსები და უზენაესი სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპები გენოციდის დანაშაულებთან მიმართებაში
50. საბჭოთა მმართველობის დროს, 1992 წლამდე, გენოციდის დანაშაული არ იყო კვალიფიცირებული დანაშაულებრივი ქმედებად ლიტვის კანონმდებლობაში - არც 1926 წლის რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსში („რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსი“), რომელიც ლიტვაში მოქმედებდა 1961 წლამდე, არც 1961 წლის ლსსრ სისხლის სამართლის კოდექსში („ლსსრ სისხლის სამართლის კოდექსი“) (იხილეთ ქვემოთ §§ 70-72).
51. 1992 წლის 9 აპრილს ლიტვა მიუერთდა 1948 წლის გენოციდის კონცენციას და 1968 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო დანაშაულობებისადმი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებისადმი ხანდაზმულობის ვადის მიუღებლობის შესახებ კონვენციას. იმავე დღეს ძალაში შევიდა კანონი „ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ“ (Įstatymas dėl atsakomybės už Lietuvos gyventojų genocidą). ის შემდეგი შინაარსისაა:
მუხლი 1
„ქმედებები, რომელთა მიზანია ყველას ან პირთა წრის განადგურება, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ, ეთნიკურ, რასობრივ ან რელიგიურ ჯგუფს, ჯგუფის წევრების მკვლელობა, ან მათი განზრახ წამება, მნიშვნელოვანი ფიზიკური ზიანის მიყენება, სულიერი ტანჯვა; ან იმგვარი პირობების შექმნა, რომელიც სახიფათოა მათი სიცოცხლისთვის და ემსახურება მათ ფიზიკურ განადგურებას მთლიანად ან ნაწილობრივ; ამ ჯგუფის ბავშვების ძალის გამოყენების სხვა ჯგუფში გადაყვანა; და იმგვარი ქმედებების განხორციელება, რომელიც ახდენს შობადობის პრევენციას ჯგუფში (გენოციდი), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე და საკუთრების კონფისკაციით, ან ისჯება სიკვდილით და საკუთრების კონფისკაციით“.
მუხლი 2
„ლიტვის მოსახლეობის მკვლელობა, წამება და დეპორტაცია ნაცისტური გერმანიისა და სსრკ ოკუპაციის და ანექსიის დროს უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც გენოციდის დანაშაული, საერთაშორისო სამართლის განმარტების მიხედვით.”
მუხლი 3
„ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ კანონს შესაძლოა მიენიჭოს უკუძალა შესაძლოა გამოყენებული იქნეს.“ ხანდაზმულობის ვადები არ არის დადგენილი იმ პირების მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს [ამ] კანონით გათვალისწინებული ქმედებები კანონის ძალაში შესვლამდე.”
52. 1998 წლის 21 აპრილს, ზემოხსენებული კანონის მე-2 და მე-3 მუხლი გაუქმდა და გენოციდზე სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე და 71-ე მუხლების შესაბამისად. ახლადჩამოყალიბებული დებულებების მიხედვით:
მუხლი 49. ხანდაზმულობის ვადები
“5. გენოციდის დანაშაულისთვის არ გამოიყენება ხანდაზმულობის ვადები. დაუშვებელია გენოციდში მსჯავრდებული პირების გათავისუფლება ამნისტიის კანონის საფუძველზე“.
მუხლი 71. გენოციდი
“1. ქმედებები, რომელთა მიზანია ყველას ან იმ პირთა წრის განადგურება, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ, ეთნიკურ, რასობრივ, რელიგიურ, პოლიტიკურ ან სამოქალაქო ჯგუფს, ჯგუფის წევრების სასტიკ წამებას დაქვემდებარება, მნიშვნელოვანი ფიზიკური ზიანის ან სულიერი ტანჯვის მიყენება; ან იმგვარი პირობების შექმნა, რომელიც სახიფათოა მათი სიცოცხლისთვის და ემსახურება მათ ფიზიკურ განადგურებას სრულად ან ნაწილობრივ; ამ ჯგუფის ბავშვების სხვა ჯგუფში იძლებით გადაყვანა; და იმგვარი ქმედებების განხორციელება, რომელიც ახდენს შობადობის პრევენციას ჯგუფში (გენოციდი), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ოც წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული ქმედებები, რომელმაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ასევე 1-ელი და მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებული ქმედებების ორგანიზება და მეთაურობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან ოც წლამდე, ან სიკვდილით“.
53. 2003 წლის 1 მაისიდან ძალაში მყოფი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მოქმედებდა იმ დროსაც, როდესაც მოხდა განმცხადებლის მსჯავრდება, ადგენს:
მუხლი 3. სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ვადა
“1. ქმედების დანაშაულებრიობა და პირის დასჯადობა უნდა განისაზღვროს იმ სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა ქმედების ჩადენის დროს. ქმედების ჩადენის დროდ უნდა ჩაითვალოს ქმედების (ან უმოქმედების) ჩადენის დრო ან იმ შედეგის დადგომის დრო, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც ქმედება და სასურველი შედეგის დადგომის დრო არის სხვადასხვა.
2. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ამცირებს სასჯელის ზომას ან სხვაგვარად ამსუბუქებს იმ პირის მდგომარეობას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, უნდა ჰქონდეს უკუძალა, ანუ ის უნდა გავრცელდეს პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამგვარი სამართლებრივი ნორმის ძალაში შესვლამდე, ასევე პირს, რომელიც იხდის სასჯელს და მათ, ვისაც აქვთ ამგვარი ნასამართლეობა.
3. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ადგენს ქმედების დანაშაულებრიობას, აწესებს უფრო მკაცრ სასჯელს ან სხვაგვარად ამძიმებს პირის მიმართ სამართლებრივ შედეგებს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, არ უნდა ჰქონდეს უკუძალა. ამ კოდექსის ნორმებით, რომლებითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა გენოციდისთვის (მუხლი 99), ადამიანის მიმართ იმგვარი მოპყრობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს (მუხლი 100), პირების მკვლელობისთვის, რომლებიც დაცულები არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით (მუხლი 101), ოკუპირებული ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დეპორტაციისთვის (მუხლი 102), საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაცული პირების ჯანმრთელობის დაზიანების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის (მუხლი 103), მშვიდობიანი მოსახლეობის ან პატიმრების იძულებით გამოყენებისთვის მტრის შეიარაღებულ ძალებში (მუხლი 105) და აკრძალული სამხედრო შეტევისთვის (მუხლი 111), წარმოადგენს გამონაკლისს.
4. გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ის სასჯელი ან სარეაბილიტაციო ღონისძიება, ისევე როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო ჩრევის ღონისძიება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული’’.
მუხლი 95. განაჩენის ხანდაზმულობის ვადა
“8. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:
1) გენოციდი (მუხლი 99).”
მუხლი 99. გენოციდი
“პირი, რომელსაც სურს გაანადგუროს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფის ყველა წევრი, ან მათი ნაწილი, ორგანიზებას უწევს, პასუხისმგებელია ან მონაწილეობს მკვლელობებში, წამებასა და ფიზიკურ დაზიანებებში, აფერხებს პირების გონებრივ განვითარებას, ასახლებს მათ ან სხვაგვარად ზემოქმედებს მათზე, რაც იწვევს მთელი ჯგუფის ან მისი ნაწილის სიკვდილს, ხელს უშლის ამ ჯგუფში შობადობას ან იძულებით გადაჰყავს ჯგუფის წევრების ბავშვები სხვა ჯგუფებში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან სამუდამო პატიმრობით.”
54. 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით კონსტიტუციასთან „სსრკ ოკუპაციის შედეგად გამოწვეული ზარალის კომპენსაციის შესახებ“ კანონის შესაბამისობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
“სსრკ და ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის განმავლობაში არა მხოლოდ დემოკრატია იყო უარყოფილი, არამედ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი ოკუპირებული ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ, კერძოდ - გენოციდს. ნათელია, რომ პირებს, რომლებიც დაზარალდნენ გენოციდის შედეგად, რომელიც ოკუპაციის წლების განმავლობაში ჩაიდინეს ოკუპანტი სახელმწიფოს რეჟიმის სამსახურში მყოფმა ინდივიდებმა, არ გააჩნდათ სამართლებრივი მექანიზმი, მოეთხოვათ გენოციდის განმახორციელებელი მოძალადეებისგან ზიანის ანაზღაურება.”
55. 2012 წლის 29 ივნისს უზენაესმა სასამართლომ გამოსცა სახელმძღვანელო პრინციპები კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების საქმეების განმხილველი სასამართლოებისთვის. სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, პირის გენოციდის დანაშაულში მსჯავრდებისთვის, მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც მოხდა დანაშაულის ჩადენა; ასევე აუცილებელია, დადგინდეს ჰქონდა თუ არა პირს კონკრეტული ჯგუფის ან მისი ნაწილის განადგურების მიზანი. გენოციდი საერთაშორისო დანაშაულია. განზრახვა შესაძლოა დადგინდეს იმ ფაქტიდან, პირი მუშაობდა თუ არა რეპრესიული ორგანოს სპეციალურ დანაყოფში, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა რეპრესიულ ოპერაციებს, მაგალითად, იმ ლიტველი პარტიზანების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საოკუპაციო რეჟიმს. რეპრესიული ორგანოს წევრობა ადასტურებს, რომ პირს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ორგანოს მიზანი (პუნქტი 10 და 11).
2. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
56. 2011 წელს ლიტვის სეიმის წევრების ჯგუფმა, ასევე სისხლის სამართლის სასამართლოებმა ხუთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით, გამოეკვლია, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ლიტვის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 3.3, 95.8.1 და 99-ე მუხლი წინააღმდეგობაში ხომ არ მოდიოდა ლიტვის რესპუბლიკის კონსტიტუციის 31.2 და 31.4 და 138.3 მუხლებთან და კანონის უზენაესობის კონსტიტუციურ პრინციპთან.
57. ერთ-ერთი მოთხოვნა შეტანილი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ (პეტიცია #1B-58/2011).[2] საკონსტიტუციო სასამართლოსგან სახელმძღვანელო მითთიების მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ კაუნასის რეგიონულმა სასამართლომ განმცხადებელი დამნაშავედ ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გენოციდში, რომელიც ასევე ლიტველი პარტიზანების გენოციდს ეხებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 1952 წლის 15 სექტემბრიდან განმცხადებელი ოპერატიულ მუშაკად მსახურობდა საოკუპაციო სტრუქტურაში, შაკიაის ოლქის სუს-ში და „მისთვის ცნობილი იყო მისი მთავარი მიზანი, კერძოდ, ფიზიკურად გაენადგურებია ლიტვის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ცალკეულ ეთნიკურ-ეროვნულ პოლიტიკურ ჯგუფს, ლიტველ პარტიზანებს მიეკუთვნებოდა“. 1953 წლის 23 მარტის ღამეს, განმცხადებელმა, რომელიც მოქმედებდა კაუნას რეგიონის შაკიაის ოლქის სუს-ს ხელმძღვანელ ოფიცრებთან ერთად, პარტიზანების, რომლებიც იმალებოდნენ შაკიაის ოლქში ერთ-ერთ სახლში, მკვლელობის ან შეპყრობისა და დეპორტაციის მიზნით, განმცხადებელმა მონაწილეობა მიიღო ოპერაციაში, რომლის შედეგადაც პარტიზანი ჯ.ბ. დაშავდა და დაკავებულ იქნა. 1953 წლის 20 ივნისს ვილნიუსის რეგიონის სუს-ის სამხედრო ტრიბუნალის მიერ პარტიზანად მიჩნეულ პირს ოცდახუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1953 წელს პარტიზანი ლიტვიდან დეპორტირებულ იქნა სპეციალურ ბანაკში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. პირველი ინსტანციის სასამართლო დაეთანხმა, რომ სხვა ქმედებებთან ერთად, განმცხადებელმა მონაწილეობა მიიღო პარტიზანის ლიტვიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დეპორტაციაში, ამრიგად, პარტიზანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა პატიმრობის ბანაკში (lageryje).
58. 2014 წლის 18 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გენოციდის დანაშაულსა და ამ დანაშაულისთვის სასჯელის შეფარდებაზე უკუძალის გავრცელების ლიტვის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად ქმედებები, რომელიც მიმართულია ჯგუფის ან მისი ნაწილის ფიზიკური განადგურებისკენ მათი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური და ასევე სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების გამო, შესაძლოა მიჩნეული იყოს გენოციდად და ის შეესაბამება ლიტვის კონსტიტუციას. შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების გადახედვის შედეგად, მათ შორის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის სასამართლო პრაქტიკის შესწავლის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა შეხედულება, რომ სახელმწოფის გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, კონკრეტული ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე, ეროვნული კანონმდებლობით უფრო ფართოდ განმარტოს გენოციდის დანაშაული, ვიდრე ეს საერთაშორისო სამართალშია განმარტებული. შესაბამისად, პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები შესაძლოა გათვალისწინებული იყოს გენოციდის დეფინიციაში (იხილეთ გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის II თავი, პუნქტი 3.7).
59. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ისტორიკოსების დასკვნის მიხედვით, ლიტველები, ლატვიელებთან და ესტონელებთან ერთად, ისევე როგორც სხვა ერები, რომლებიც ცხოვრობდნენ სსრკ-ს ტერიტორიაზე (გერმანელები, უკრაინელები, ყირიმელი თათრები, ჩეჩნები, ინგუშები), მოიაზრებოდნენ როგორც პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან „არასაიმედო“ ერებს. მათი ეროვნული კუთვნილებიდან გამომდინარე, პირები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ „არასაიმედო“ ერებს, განწირულები იყვნენ განადგურებისთვის, inter alia, დევნილობაში აუტანელი საცოვრებელი პირობების შექმნით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა (აქ და შემდგომში ინგლისური თარგმანი შესრულებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ):
“6.3. ამგვარად, საერთაშორისო და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, inter alia, სსრკ-ს ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ზემოხსენებული იდეოლოგიის შესაბამისად, რომელსაც ხალხის ჯგუფების განადგურება ეფუძნებოდა, სსრკ-ს რეპრესიების მასშტაბები ლიტვის რესპუბლიკის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც იყო განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ლიტვის პოლიტიკური ერის და ლიტველების მიმართ მიზანმიმართულად როგორც „არასანდო“ პირების მიმართ მოპყრობას, უნდა დავასკვნათ, რომ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში (1941 წელს, როდესაც დაიწყო ლიტველების მასობრივი დეპორტაცია საბჭოთა კავშირში სასამართლო განაჩენების გარეშე და 1944-1953 წლებში, როდესაც ლიტვის რესპუბლიკის ოკუპაციის წინააღმდეგ პარტიზანული ომის დროს მიმდინარეობდა მასობრივი რეპრესიები), საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, სპეციალური მიზნების არსებობის დამტკიცების შემთხვევაში, რომელიც მიმართული იყო მთელი ან ჯგუფის ნაწილის განადგურებისკენ მათი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური კუთვნილების გამო, შესაძლოა შეფასდეს როგორც გენოციდი, როგორც ეს განმარტებულია საერთაშორისოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებით (inter alia, გენოციდის წინააღმდეგ კონვენციის როგორც ზემოთ აღინიშნა, საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმების შესაბამისად, ქმედებები წარმოადგენენ გენოციდს, თუ ისინი წარმოადგენს წინასწარ განზრახულ ქმედებებს, მიმართულს არა მხოლოდ მთლიანი, არამედ ჯგუფის ნაწილის განადგურებისკენ მისი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური კუთვნილების გამო; როდესაც დაცული ჯგუფის ნაწილი წარმოადგენს სამიზნეს, ეს ნაწილი უნდა იყოს საკმარისად მნიშვნელოვანი (რაოდენობრივად), რომ მისმა განადგურებამ შესამჩნევი გავლენა იქონიოს მთლიან ჯგუფზე; ასევე, გენოციდად შესაძლოა მიჩნეული იქნეს ქმედებები, თუ ისინი პირდაპირ მიმართულია კონკრეტული სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს და მისი განადგურება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მთლიან ეროვნულ, ეთნიკურ, რასობრივ ან რელიგიურ ჯგუფზე. ასევე აღინიშნა, რომ ჯგუფის ფიზიკური განადგურება მოსახლეობის იძულებით გადასახლების მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენს, როდესაც ეს გადასახლება ხორციელდება იმგვარად, როდესაც ჯგუფს აღარ აქვს აღდგენის, გაერთიანების საშუალება - კერძოდ, როდესაც ხორციელდება ჯგუფის წევრების განცალკევება; ასეთ შემთხვევებში, იძულებით გადასახლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯგუფის განადგურება, მას შემდეგ რაც ჯგუფი წყვეტს ჯგუფად არსებობას, ან როგორც მინიმუმ ისეთ ჯგუფად, როგორიც იყო“.
საკონსტიტუციო სასამართლომ შემდგომში დაადგინა:
“სხვა სიტყვებით, აღინიშნა, რომ საყოველთაოდ აღიარებული სამართლის ნორმების მიხედვით, ქმედებები, რომლებიც ხორციელდებოდა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ლიტვის რესპუბლიკის მოსახლეობის კონკრეტული სამოქალაქო და სოციალური ჯგუფის წევრების წინააღმდეგ, შესაძლოა მივიჩნიოთ როგორც გენოციდი, თუ იმგვარი ქმედება - დადასტურების შემთხვევაში – მიმართული იყო ჯგუფების განადგურებისკენ, რომელიც წარმოადგენდნენ ლიტვის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და რომელთა განადგურებასაც ზეგავლენა ექნებოდა მთელი ლიტვის მოსახლეობის განადგურებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მიზნის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ლიტვის მოქალაქეების წინააღმდეგ მათი ქმედებებისთვის (მაგალითად, მკვლელობა, წამება, დეპორტაცია, იძულებით მათი ჩართვა ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, დევნა პოლიტიკური, ეროვნული ან რელიგიური შეხედულებებისთვის) პასუხისმგებელი პირები ლიტვის რესპუბლიკის და საერთაშორისოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად არ უნდა დაისაჯონ; კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, ეს ქმედებები წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს თუ ომის დანაშაულებს.
6.4. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, როგორც ადრე აღინიშნა, რომ 1992 წლის 9 აპრილის „ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პრეამბულა ადგენს, inter alia, რომ გენოციდის პოლიტიკასა და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც ლიტვის მოსახლეობის წინააღმდეგ ქონდა ადგილი, ახორციელებდა ნაცისტური გერმანია და სსრკ ოკუპაციისა და ანექსიის დროს; იგივე კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ „ლიტველი ხალხის მკვლელობა და წამება, მოსახლეობის დეპორტაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლიტვაში ოკუპაციისა და ანექსიის დროს ნაცისტური გერმანიის თუ სსრკ-ს მიერ, შეესაბამება საერთაშორისო სამართლით აღიარებული გენოციდის დანაშაულის ნიშნებს“.
6.5. საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების შეტანა სს კოდექსის მუხლი 99-ის გენოციდის დეფინიციაში, რომელიც გასაჩივრებულია მოსარჩელეების მიერ, შექმნილი და განსაზღვრული იყო კონკრეტული სამართლებრივი და ისტორიული კონტექსტის შესაბამისად - საერთაშორისო დანაშაულები, ჩადენილი საოკუპაციო რეჟიმების მიერ ლიტვის რესპუბლიკაში“.
60. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ გენოციდის დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა (მათ შორის სოციალური და პოლიტიკური ჯგუფის გენოციდი), შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, კონსტიტუცია უშვებს იმგვარ სამართლებრივ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც არ გამოიყენება ხანდაზმულობის ვადები ისეთი სერიოზული დანაშაულების გამოძიებისას, როგორიც არის სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფის გენოციდი. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის 135.1 მუხლით დადგენილი ვალდებულებიდან გამომდინარე, თანმიმდევრული ყოფილიყო ლიტვის ვალდებულებებისა, რომლებიც თავის მხრივ მომდინარეობს გენოციდის დანაშაულების ამკრძალავი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან, ლიტვის კანონმდებლობით არ შეეძლება დაწესებულიყო უფრო დაბალი სტანდარტი, ვიდრე ეს დადგენილია საერთაშორისო სამართალით. მეორეს მხრივ, კანონის უზენაესობის პრინციპი და შესაბამისად პირნციპები nullum crimen sine lege და nulla poena sine lege, დაირღვეოდა, თუ ლიტვის სისხლის სამართლის კანონმდებლობა დაუშვებდა უკუძალას იმ დანაშაულებზე, რომლებიც მხოლოდ ლიტვის ეროვნული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფის წევრების გენოციდი. სხვა სიტყვებით, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფების გენოციდის დანაშაულზე უკუძალის მოქმედებით სისხლისსამართლებრივი დევნა, როდესაც ქმედება ჩადენილი იყო 1998 წლის 21 აპრილის სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებამდე, დაარღვევდა კონსტიტუციას და კანონის უზენაესობის პრინციპს.
61. ტოტალიტარული რეჟიმების მათ შორის საბჭოთა კავშირი, მიერ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა (დასაბუთების ნაწილის II თავი, პუნქტი 6.1):
“მართალია, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულები ეჭვგარეშეა დამახასიათებელია ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმებისთვის, inter alia, საბჭოთა კავშირისთვის, თუმცა დანაშაულები, ჩადენილი კონკრეტული ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ დროის კონკრეტულ მონაკვეთში უნდა მივიჩნიოთ გენოციდად, როგორც ეს აღიარებულია საეთაშორისოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ სსრკ ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები აღიარებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით. მაგალითად, 1991 წლის 26 აპრილი „რეპრესირებული ერების რეაბილიტაციის“ კანონის პრეამბულა, სხვათა შორის, ამბობს, რომ „საბჭოთა საზოგადოების განახლება (აღორძინება)... საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული, გენოციდს დაქვემდებარებული და ცილისწამების მსხვერპლი ადამიანების რეაბილიტაციისთვის ქმნის მისასალმებელ შესაძლებლობებს“ [ასევე იხილეთ 74-ე პარაგრაფი ქვემოთ].
62. რაც შეეხება ლიტვაში საბჭოთა მმართველობის დროს რეპრესიის მასშტაბებს (კერძოდ 194-1941 და 1944-1953 წლებში), საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა:
“6.2. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, სსრკ-ს მიერ ორივე ოკუპაციის შედეგად, ლიტვის მოსახლეობა, მათ შორის, ლტოლვილები, შემცირდა თითქმის მეხუთედით. ლიტვის გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, (1940–1941 და 1944–1990), ჯამში, 85 000 ლიტვის მცხოვრები დაიღუპა ან მოკლული იქნა, დაახლოებით 132 000 ლიტვის მაცხოვრებელი დეპორტირებული იქნა საბჭოთა კავშირში (1945–1952 წლების დეპორტაციების დროს, 32 000 მათგანი იყო ბავშვი). დაღუპული ან მოკლული ადამიანებისგან, 20 000 იყო ოკუპაციის შეიარაღებული წინააღმდეგობის მებრძოლი (პარტიზანები) და მათი მხარდამჭერები (მონაცემები 1944–1952 წლებისთვის), დაახლოებით 1 100 – მოკლული ან წამებით მოკლული იყო 1941 წლის ივნისში, როდესაც საბჭოთა შეიარაღებული ძალები უკან იხევდნენ ლიტვიდან, დაახლოებით 35–37 000 პოლიტიკური პატიმარი დაიღუპა სპეციალურ ბანაკებსა და ციხეებში და დაახლოებით 28 000 დეპორტირებული დაიღუპა დევნილობაში; 1941 წლის 14 ივნისს დაიწყო ლიტვის მოსახლეობის პირველი მასიური გადასახლება ციმბირში (საბოლოოდ, 12 000 ადამიანი გაიდევნა); ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეპრესია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა 1944–1946 წლებში: 130 000-მდე ლიტველი მოქალაქე დააკავეს და დააპატიმრეს, 32 000 დაექვემდებარა რეპრესიას და გადაყვანილი იქნა სპეციალურ ბანაკებსა და ციხეებში, დაახლოებით 108 400 ნების საწინააღმდეგოდ ჩართეს სსრკ შეიარაღებულ ძალებში 1944–1945 წლებში. 1944–1953 წლების ოკუპაციის წინააღმდეგ პარტიზანული ომის განმავლობაში, ჯამში 186 000 ადამიანი დააკავეს და დააპატიმრეს.
ნათელია, რომ ლიტვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ამ რაოდენობის დანაშაულის ჩადენა მოხდა, რაც უნდა შეფასდეს საერთაშორისო დანაშაულად, რომელიც საერთაშორისო სამართლით აღიარებულია (inter alia, ნიურმბერგის ტრიბუნალის წესდებით) დანაშაულად კაცობრიობის წინააღმდეგ (სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობა და გაჟლეტა, მოსახლეობის დეპორტაცია, მათი დაპატიმრება და დევნა პილიტიკური და ეროვნული კუთვნილების გამო და ა.შ.) და ომის დანაშაულები (საერთაშორისო სამართლით დაცული პირების მკვლელობა და დეპორტაცია, ნების საწინააღმდეგოდ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის გაწვევა ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და ა.შ.).
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიკოსების კვლევის შედეგად, დანაშაულები, ჩადენილი ლიტვის რესპუბლიკის მაცხოვრებლების მიმართ, წარმოადგენდა სსრკ-ს მიზანმიმართული და სისტემატური პოლიტიკის ნაწილს: რეპრესიები ლიტვის მაცხოვრებლების მიმართ არ იყო შემთხვევით და ქაოტური, არამედ მათ მიზანს წარმოადგენდა პოლიტიკურად ლიტველი ხალხის განადგურება, inter alia, ლიტვის სახელმწიფოს სამოქალაქო და პოლიტიკური სტრუქტურისა. ეს რეპრესიები მიმართული იყო ლიტვის მოსახლეობის ყველაზე აქტიური პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების წინააღმდეგ: ოკუპაციის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მონაწილეების და მათი მხარდამჭერების, ლიტვის სახელმწიფოს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების, ლიტველი საჯარო ფიგურების, ინტელექტუალებისა და აკადემიური წრეების, ფერმერების, მღვდლების და ამ ჯგუფების წევრებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ რეპრესიების საშუალებით საოკუპაციო რეჟიმი ანადგურებდა, აყენებდა ზიანს და მორალურად ტეხავდა ადამიანებს: ისინი იყვნენ სასამართლო განაჩენის გარეშე სიკვდილით დასჯის მსხვერპლები, მათ აპატიმრებდნენ და აგზავნიდნენ ბანაკებში იძულებითი შრომისთვის, ხდებოდა მათი დეპორტაცია საბჭოთა კავშირის შორეულ, მკაცრ-კლიმატიან, ნაკლებად დასახლებულ ადგილებში, მიზანმიმართულად მათთვის იმგვარი საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, რომელიც წარმოადგენდა მუდმივ საფრთხეს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.”
63. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიზანებთან მიმართებაში დაადგინა:
“ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლიტვის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით... საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ორგანიზებული შეიარაღებული წინააღმდეგობა წარმოადგენს ლიტვის სახელმწიფოს თავდაცვას, შეიარაღებული წინააღმდეგობის მონაწილეები გამოცხადებულები არიან მოხალისე მებრძოლებად და მათი წოდებები და ჯილდოები აღიარებულია ...”
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა:
“...ოკუპაციის დრო[ს], [ლიტვის თავისუფლებისთვის ბრძოლის მოძრაობის საბჭო] [წარმოადგენდა] უმაღლეს ეროვნულ პოლიტიკურ ორგანოს, რომელიც უძღვებოდა ეროვნულ პოლიტიკურ და სამხედრო ბრძოლას თავისუფლებისთვის.”
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა:
“7.3. ამგვარად, ისტორიული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ წინააღმდეგობის, როგორც პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეების წინააღმდეგ ქმედებების კვალიფიკაციისას, უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ ჯგუფის მნიშვნელობა საერთო ეროვნული ჯგუფის (ლიტვის ერის) მასშტაბით, რომელიც მოცულია საერთაშორისოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლისმიერი გენოციდის განმარტებით.
უკვე აღინიშნა, რომ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ქმედებები, რომლებიც ხორციელდებოდა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ლიტვის რესპუბლიკის მოსახლეობის კონკრეტული სამოქალაქო და სოციალური ჯგუფის წევრების წინააღმდეგ, შესაძლოა მივიჩნიოთ როგორც გენოციდი, თუ იმგვარი ქმედება - დადასტურების შემთხვევაში – მიმართული იყო ჯგუფების განადგურებისკენ, რომლებიც წარმოადგენდნენ ლიტვის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და რომელთა განადგურებასაც ზეგავლენა ექნებოდა მთელი ლიტვის მოსახლეობის განადგურებაზე. ასევე აღინიშნა, რომ ამგვარი მიზნის დამადასტურებელი მტკიცებულებების შემთხვევაში, საწინააღმდეგოდ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ლიტვის მოქალაქეების მიმართ მათი ქმედებები (მაგალითად მკვლელობა, წამება, დეპორტაცია, იძულებით მათი ჩართვა ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, დევნა პოლიტიკური, ეროვნული ან რელიგიური შეხედულებებისთვის), პასუხისმგებელი პირები ლიტვის რესპუბლიკის და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების და ლიტვის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად არ უნდა დაისაჯონ; კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს, ეს ქმედებები წარმოადგენდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს თუ ომის დანაშაულებს. რაც შეეხება საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული წინააღმდეგობის მონაწილეებს (პარტიზანებს), მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი უგულებელჰყოფდა რა საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე არ აღიარებდა კომბატანტისა და ომის პატიმრის სტატუსს, არ უზრუნველყოფდა მათთვის იმგვარ გარანტიებს, რაც შეესაბამებოდა ამგვარ სტატუსს; ისტორიკოსთა დასკვნიდან, რომლებმაც შეისწავლეს სსრკ შინაგან საქმეთა და უშიშროების რეპრესიული სამსახურების დოკუმენტები, ნათელია, რომ ამ სტრუქტურების მიზანმიმართულ პოლიტიკას წარმოადგენდა „ბანდიტების“, „ტერორისტების“ და „ბურჟუა ნაციონალისტების“ ფიზიკური განადგურება, ამ ჯგუფებს ასევე მიაკუთვნებდნენ ლიტველ პარტიზანებს, inter alia, ჩამოყალიბდა სპეციალური “განადგურების” რაზმები და მათი გამოყენება ხდებოდა ლიტველი პარტიზანებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლაში.”
C. სხვა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
64. ლიტვის კონსტიტუციის 31.4 მუხლის მიხედვით, სასჯელი შესაძლოა შეფარდებული და აღსრულებული იყოს მხოლოდ კანონით დადგენილი პირობების არსებობისას. 135-ე მუხლი ადგენს, რომ ლიტვის რესპუბლიკა ვალდებულია დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. 138.3 მუხლის მიხედვით, პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებები წარმოადგენენ ლიტვის კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს.
65. შეთანხმებების შესახებ კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, თუ რატიფიცირებული შეთანხმების ნორმა განსხვავებულია ეროვნული კანონის ნორმისაგან, უპირატესი ძალა ენიჭება შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმას. 2006 წლის 14 მარტს, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს იყო დამოუკიდებლობააღდგენილი ლიტვის რესპუბლიკის იურიდიული ტრადიცია და საკონსტიტუციო პრინციპი, დაიცვას აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, pacta sunt servanda -ს პრინციპის ჩათვლით. 2014 წლის 18 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ pacta sunt servanda-ს პრინციპის მიხედვით, ვალდებულებები, წარმოშობილი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან, რომლებიც კრძალავს საერთაშორისო დანაშაულებს, პირნათლად უნდა შესრულდეს. ამრიგად, ამ შემთხვევიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის კონტექსტში (იხილეთ პარაგრაფები 56-63 ზემოთ), მნიშვნელოვანი იყო საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების დედააზრის გარკვევა, რომელიც ეხება საერთაშორისო დანაშაულებს, inter alia, გენოციდს.
66. 1990 წლის 2 მაისს, უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რეპრესირებული პირების უფლებების აღდგენის“ შესახებ, რომელიც inter alia ადგენდა, რომ “ლიტვის მოსახლეობის წინააღმდეგობა აგრესიისა და ოკუპაციის მიმართ არ არღვევდა ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას” და რომ “ლიტვის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეების ბრძოლას აფასებს როგორც ერის უფლებას თავდაცვაზე”. კანონის პირველადი ვერსიის თანახმად, უკანასკნელი დებულება არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმ პირის მიმართ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გენოციდის დანაშაულის ჩადენაში, მკვლელობებში და უიარაღო სამოქალაქო მოსახლეობის წამებაში. კანონის 2008 წლის ვერსიის მიხედვით, ასევე არ შეიძლება ამ დებულების გამოყენება პირის მიმართ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულის ჩადენაში, რომ მონაცემები საოკუპაციო რეჟიმის რეპრესიული ორგანოების არქივებიდან არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მტკიცებულებად დამატებითი გამოძიების გარეშე, და შეიარაღებული წინააღმდეგობის მონაწილეები გამოცხადდნენ ლიტვის მოხალისე მებრძოლებად (skelbiami Lietuvos kariais savanoriais).
67. 1997 წლის 23 იანვარს ლიტვის პარლამენტმა მიიღო კანონი 1940-90 წლების ოკუპაციის წინააღმდეგ წინააღმდეგობის მონაწილეების სტატუსის შესახებ (Pasipriešinimo 1940-1990 metų okupacijoms dalyvių teisinio statuso įstatymas). კანონის პრეამბულა აღნიშნავს, რომ 1940 წლის 15 ივნისიდან 1990 წლის 11 მარტამდე ლიტვის მთელი ტერიტორია იყო ოკუპირებული გერმანიისა და სსრკ-ს მიერ. ასევე აღნიშნულია, რომ 1944-53 წლებში შეიარაღებული „ეროვნული“ წინააღმდეგობა (ლიტვის პარტიზანული ომი) დაიწყო ლიტვაში საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარისა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. „პარტიზანთა მეთაურობა წარმოადგენდა უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას“. პრეამბულა ასევე შეიცავს დებულებას, რომ 1949 წლის 16 თებერვლის დეკლარაცია (იხილეთ მე-13 პარაგრაფი ზემოთ) გამოხატავდა „ერის სუვერენულ ნებას“.
კანონის 2.1.4 მუხლი პარტიზანებს და შეიარაღებული წინააღმდეგობის მონაწილეებს ანიჭებს „მოხალისე მებრძოლის“ (karys savanoris) სტატუსს. „პარტიზანის“ ცნება ვრცელდება მათზე, ვინც შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზაციულ სტრუქტურებს მიეკუთვნებოდა, ვინც დადო ფიცი და არ დაურღვევია ის, იყო შეიარაღებული, ცხოვრობდა კანონგარეშედ და მიიღო მონაწილეობა ბრძოლებში ლიდერების მეთაურობით.
მოხალისე მებრძოლის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს პირს, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, გასცა ბრძანება მოეკლათ სამოქალაქო პირები, ან თავად განახორციელა ამგვარი ქმედება (კანონის მუხლი 6 § 2 (1).
68. 1998 წლის 6 ოქტომბერს ლიტვის პარლამენტმა მიიღო კანონი იმ ოჯახების სახელმწიფო მხარდაჭერისთვის, რომელთა წევრებიც დაიღუპნენ 1940-1990-იანი წლების ოკუპაციის წინააღმდეგობის დროს (Valstybės paramos žuvusių pasipriešinimo 1940-1990 metų okupacijos dalyvių šeimoms įstatymas). სახელმწიფო ვალდებული იყო ერთჯერადად გადაეხადა 20 000 LTL იმ მოხალისე ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის (შეიარაღებული წინააღმდეგობის მონაწილეები), რომლებიც დაიღუპნენ ბრძოლაში, პატიმრობაში, დაკითხვების დროს ან ვისაც მიესაჯათ სიკვდილით დასჯა და მათ მიმართ აღსრულდა სასჯელი (მუხლი 2.2.1).
69. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის განხილვის განახლებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ საქმის განხილვა შესაძლოა განახლდეს თუ სახეზეა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი განაჩენის დადგომამდე და რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია ან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან უფრო მძიმე დანაშაული (მუხლი 444.1.4). საქმის განხილვის განახლების მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს მსჯავრდებული პირის ან მთავარი პროკურორის მიერ (მუხლი 446.1-3). ახლადგამოვლენილი გარემოების გამო საქმის განხილვის საბოლოო გადაწუვეტილებას იღებს უზენაესი სასამართლო, რომელსაც შეუძლია გააუქმოს განაჩენი და საქმე გადასცეს ხელახლა გამოსაძიებლად, გააუქმოს განაჩენი და არ გააგრძელოს სისხლის სამართლის საქმის განხილვა ან უარი თქვას საქმის ხელახლა განხილვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (მუხლი 448.9).
D. შესაბამისი საბჭოთა და რუსული კანონმდებლობა
70. 1940 წელს რსფსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება გავრცელდა ლიტვის სსრ-ის ტერიტორიაზე.
71. რსფსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დასჯადია კონტრ-რევოლუციური საქმიანობის სახეები (მუხლი 581). “კონტრ-რევოლუციური” გულისხმობდა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების ჩამოგდების, დამხობის ან ძალაუფლების შესუსტებისკენ. მუხლი 581a ადგენდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სამშობლოს ღალატისთვის, ანუ სსრკ-ს მოქალაქის ქმედებისთვის, რომელიც აყენებდა ზიანს სსრკ-ს სამხედრო ძალას, მის ნაციონალურ სუვერენიტეტს ან ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ქმედება ისჯებოდა სიკვდილით, ან შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთით ათ წლამდე ქონების კონფისკაციით. განზრახ მკვლელობა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით რვა წლამდე. თუ განზრახ მკვლელობა ჩადენილი იყო სამხედროს მიერ, სპეციალური დამამძიმებელი გარემოების დროს, დანაშაულის ჩამდენი შესაძლოა დასჯილიყო სიკვდილით (მუხლები 136 და 137).
72. 1961 წლის 26 ივნისს ლიტვის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო ლსსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსი, რამაც ჩაანაცვლა რსფსრ-ს კოდექსი. ის ძალაში შევიდა 1961 წლის 1-ელი სექტემბრიდან. ლსსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, მკვლელობა ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით სამიდან თორმეტ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, მაგალითად, ორი ან მეტი პირის, ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით რვიდან თხუთმეტ წლამდე გადასახლებით ან მის გარეშე, ან სიკვდილით.
73. 1989 წლის 24 სექტემბერს, სსრკ სახალხო დეპუტატთა კონგრესმა მიიღო რეზოლუცია 1939 წლის საბჭოთა-გერმანული თავდაუსხმელობის შეთანხმების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების შესახებ. კონგრესმა მოახდინა შეთანხმების საიდუმლო დამატებითი ოქმის, ასევე გერმანიასთან სხვა შეთანმებების დენონსირება, რადგან არ ჰქონდათ იურიდიული საფუძველი და ხელმოწერიდან დღემდე არ გააჩნდა კანონიერი ძალა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიული გადანაწილება საბჭოთა და გერმანული გავლენის სფეროებად ეწინააღმდეგებოდა რამდენიმე „მესამე“ ქვეყნის (მათ შორის ლატვია, ლიტვა და ესტონეთი) სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამას მოჰყვა ლსსრ-ის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1940 წელს მოხდა ლიტვის სსრკ-სთან უკანონო მიერთების დაგმობა (იხილეთ კუოლელისი და სხვები (Kuolelis and Others), ზემოთ აღნიშნული, § 10).
74. რუსეთის ფედერაციის 1991 წლის 26 აპრილს ძალაში შესული „რეპრესირებული ერების რეაბილიტაციის“ შესახებ კანონის (Закон “О реабилитации репрессированных народов”) პრეამბულა ადგენს, რომ „საბჭოთა საზოგადოების განახლება (აღორძინება) დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის ფორმირების პროცესი საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული, გენოციდს დაქვემდებარებული და ცილისწამების მსხვერპლი ადამიანების რეაბილიტაციისთვის ქმნის მისასალმებელ შესაძლებლობებს“. ამ კანონში ასევე აღნიშნულია, რომ მის მიზანს წარმოადგენს:
”მუხლი 1. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ყველა რეპრესირებული ადამიანის რეაბილიტაცია, იმის გააზრებით, რომ ეს ქმედებები, ჩადენილი ამ ერების მიმართ იყო უკანონო და დანაშაულებრივი.
ასევე ადგენს:
მუხლი 2. ის ხალხები (ერები, ეროვნული და ეთნიკური ჯგუფები და სხვა ისტორიულად დაარსებული კულტურულ-ეთნიკური თემები, მაგალითად კაზაკები), რომელთა მიმართაც ეროვნული ან სხვა ნიშნით სახელმწიფოს დონეზე ცილისმწამებისა და გენოციდის პოლიტიკას ჰქონდა ადგილი, რასაც თან ერთვოდა მათი იძულებით გადასახლება, ეროვნული სახელმწიფოებრივი ფორმირებების განადგურება, სახელმწიფო საზღვრების შეცვლა და ტერორისა და ძალადობის რეჟიმების დამყარება სპეციალურ დასახლებებში, უნდა იქნეს აღიარებული როგორც რეპრესირებული.”
III. შესაბამისი საერთაშორისო და შედარებითი სამართალი და პრაქტიკა
A. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდება და ნიურმბერგის პრინციპები
75. ნიურმბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდება (“სსტ”), რომელიც შეიქმნა ლონდონის შეთანხმების შესაბამისად 1945 წლის 8 აგვისტოს აშშ-ს, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და სსრკ-ს მთავრობების მიერ, შეიცავდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემდეგ დეფინიციებს:
მუხლი 6
“წინამდებარე ქმედებები, ან ნებისმიერი მათგანი, წარმოადგენს ტრიბუნალის იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებს, რომელზეც დაწესებულია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა:
(c) კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები: კერძოდ, მკვლელობა, გაჟლეტა, დამონება, დეპორტაცია და სხვა არაჰუმანური აქტი, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ომის, ან ომამდე პერიოდში; ან დევნა პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური საფუძვლით, ან ტრიბუნალის იურისდიქციას მიკუთვნებული ნებისმიერი დანაშაულის ამსრულებლობა და ამ დანაშაულებთან კავშირი, იყო თუ არა ამგვარი ქმედება იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა, რომელშიც მოხდა მისი ჩადენა.
ლიდერები, ორგანიზატორები, წამქეზებლები და თანამონაწილეები დანაშაულის ჩადენაში, ან საერთო გეგმის აღსრულებაში, ან შეთანხმებაში, ჩაიდინონ დანაშაული, პასუხისმგებლები არიან ნებისმიერი ქმედებისთვის, ამგვარი გეგმის ასრულებისას ნებისმიერი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.“
76. დეფინიცია შემდგომში იქნა კოდიფიცირებული როგორც საერთაშორისო სამართლის VI პრინციპი, აღიარებული ნიურმბერგის ტრიბუნალის წესდებით და ტრიბუნალის განაჩენით, ფორმულირებული საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ 1950 წელს, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 177 (II)-ით და დამტკიცებული გენერალური ასამბლეის მიერ.
კერძოდ, ნიურმბერგის I პრინციპი ადგენს:
“ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს ქმედებას, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პასუხისმგებელია და მაშასადამე, ექვემდებარება დასჯას”
პრინციპი II:
“ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სამართალი არ აწესებს სასჯელს დანაშაულისთვის, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ ათავისუფლებს ქმედების ჩამდენ პირს პასუხისმგებლობისაგან, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”.
პრინციპი IV:
“ის ფაქტი, რომ პირი ასრულებდა მთავრობის ან ზემდგომის ბრძანებას, არ ათავისუფლებს მას საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან მას გააჩნდა მორალური არჩევანის შესაძლებლობა”.
პრინციპი VI:
“ქვემოთ მოცემული დანაშაულები დასჯადია საერთაშორისო სამართლით და წარმოადგენენ დანაშაულს:
...
(c) დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ:
მკვლელობა, გაჟლეტა, დამონება, დეპორტაცია და სხვა არაჰუმანური აქტი, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ომის, ან ომამდე პერიოდში; ან დევნა პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური საფუძვლით, ან ტრიბუნალის იურისდიქციას მიკუთვნებული ნებისმიერი დანაშაულის ამსრულებლობა და ამ დანაშაულებთან კავშირი, იყო თუ არა ამგვარი ქმედება იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა, რომელშიც მოხდა მისი ჩადენა.”
B. გაერთიანებული ერების რეზოლუციები
77. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის რეზოლუცია No. 95 (I), მიღებული 1946 წლის 11 დეკემბერს, ადგენს:
“გენერალური ასამბლეა... ამტკიცებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, აღიარებულს ნიურმბერგის ტრიბუნალის წესდებით და ტრიბუნალის განაჩენით ...”
78. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 96 (I), მიღებული 1946 წლის 11 დეკემბერს, ადგენს:
“გენოციდი წარმოადგენს ადამიანების მთლიანი ჯგუფის არსებობის უფლების უარყოფას, როგორც მკვლელობა წარმოადგენს ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლის უფლების უარყოფას; ამგვარი არსებობის უფლების უარყოფა შემაძრწუნებელია ადამიანის სინდისისთვის, ეს იწვევს ადამიანობისთვის უდიდეს დანაკარგებს კულტურულ ჭრილში და სხვა სიკეთეებს ადამიანების ჯგუფის არსებობის და ეწინააღმდეგება მორალს და გაერთიანებული ერების სულისკვეთებასა და მიზნებს.
ბევრ შემთხვევაში, გენოციდის დანაშაულის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ განადგურდნენ რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა ჯგუფები.
გენოციდის დანაშაულის დასჯა საერთაშორისო ყურადღების საგანია.
შესაბამისად, გენერალური ასამბლეა,
ადასტურებს, რომ გენოციდი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშულს და მას გმობს ცივილიზებული სამყარო და მათი ჩადენის შემთხვევაში, ამსრულებლები და თანამონაწილეები - კერძო თუ საჯარო მოხელეები და მიუხედავად იმისა დანაშაული ჩადენილია რელიგიური, რასობრივი, პოლიტიკური თუ სხვა საფუძვლით - ის დასჯადია;
მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ საჭირო კანონმდებლობა ამ დანაშაულის პრევენციისა და დასჯადობისთვის...”
C. გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენცია
79. გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს თავის 179-ე სხდომაზე 56 მონაწილის მიერ ერთხმად მიიღო გენოციდის კონვენცია (რეზოლუცია 260 (III)). საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა კონვენციას 1949 წლის 16 დეკემბერს და მისი რატიფიცირება მოახდინა 1954 წლის 3 მაისს.[3] ლიტვის რესპუბლიკა გენოციდის კონვენციას მიუერთდა დამოუკიდებლობის აღდგენისა და საერთაშორისო აღიარების შემდეგ, 1992 წლის 9 აპრილს და კონვენცია ძალაში შევიდა 1996 წლის 1 მაისს. გენოციდის კონვენციის მიხედვით:
“ხელშემკვრელი მხარეები,
ითვალისწინებენ რა იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ 1946 წლის 11 დეკემბრის 96 (I) რეზოლუციით განაცხადა, რომ გენოციდი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულს და არღვევს გაეროს არსსა და მიზნებს, და რომ ცივილიზებული სამყარო გმობს მას;
აღიარებენ რა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე გენოციდს მოჰქონდა დიდი ზიანი კაცობრიობისათვის; და
დარწმუნებულნი არიან რა, რომ კაცობრიობის ამ ამაზრზენი უბედურებისგან გასათავისუფლებლად საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I: ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ გენოციდი მიუხედავად იმისა, ჩადენილია ის მშვიდობიანობის თუ ომის დროს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლის დაუშვებლობასა და დასჯას ისინი საკუთარ თავზე იღებენ.
მუხლი II: წინამდებარე კონვენციაში გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:
(a) ჯგუფის წევრთა მკვლელობა; (b) ჯგუფის წევრთათვის ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენება; (c) ჯგუფისთვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას; (d) ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა; (e) ერთი ჯგუფის ბავშვების მეორეში ჯგუფისთვის იძულებით გადაცემა.
მუხლი III: დასჯადია შემდგომი ქმედებები:
(a) გენოციდი; (b) შეთქმულება გენოციდის ჩადენის მიზნით; (c) პირდაპირი და საჯარო წაქეზება გენოციდის ჩადენისკენ; (d) გენოციდის ჩადენის მცდელობა; (e) გენოციდში თანამონაწილეობა.
მუხლი IV: პირები, რომლებიც ჩადიან გენოციდს ან III მუხლში ჩამოთვლილ ნებისმიერ სხვა ქმედებას, იქნებიან დასჯილნი, მიუხედავად იმისა, წარმოადგენენ თუ არა კონსტიტუციის მიხედვით პასუხისმგებელ მმართველებს, საჯარო მოხელეებს ან კერძო პირებს.
მუხლი V: ხელშემკვრელი მხარეები ვადებულებას იღებენ, თავიანთი კონსტიტუციის შესაბამისად მიიღონ აუცილებელი კანონმდებლობა წინამდებარე კონვენციის დებულებების ასამოქმედებლად და, კერძოდ, ეფექტური ზომების მიღების მიზნით, იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდის დანაშაული ან III მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ქმედება.
მუხლი VI: პირები, რომელნიც ეჭვმიტანილნი არიან გენოციდის დანაშაულის ან III მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა ქმედების ჩადენაში, გასამართლებული იქნებიან იმ სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ქმედება იქნა ჩადენილი, ან იმ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია იმ ხელშემკვრელ მხარეთა მიმართ, რომელთა მიერაც აღიარებულ იქნა მისი იურისდიქცია.”
80. 1951 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (“ICJ”) თავის საკონსულტაციო დასკვნაში გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენციასთან დაკავშირებით[4], რომ 1948 წლის კონვენციის პრინციპები წარმოადგენენ პრინციპებს, რომლებიც აღიარებულია ცივილიზებული ერების მიერ, როგორც სახელმწიფოთათვის სავალდებულო, მიუხედავად კონვენციისმიერი ვალდებულებისა, ICJ მიუთითებს გაეროს გენერალური ასამბლეის 96(I) რეზოლუციაზე და „მორალსა და ადამიანურ პრინციპებზე“, რომელიც წარმოადგენს 1948 წლის კონვენციის საფუძველს.
81. 1961[5] წლის ეიხმანის (Eichmann) საქმეში, ადოლფ ეიხმანი დამნაშავედ იქნა ცნობილი იერუსალიმის რაიონული სასამართლოს მიერ ნაცისტების და ნაცისტების კოლაბორაციონისტების (დასჯის) კანონის, #5710/1950, I(a) ნაწილის ისრაელის კანონის საფუძველზე, რომელიც ეხება ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასჯადობას და რომელიც 1948 წლის II მუხლის საფუძველზე იქნა მიღებული. მიუთითა რა ზემოთ, მე-80-ე პარაგრაფში აღნიშნულ საკონსულტაციო მოსაზრებაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ეჭვგარეშე იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი გენოციდი წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლით აღიარებულ დანაშაულს ex tunc, შესაბამისად, ამგვარ დანაშაულებზე ვრცელდებოდა უნივერსალური იურისდიქცია.
82. 1962 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და დასძინა:
“...თუკი არსებობდა დავა, ნიურმბერგის პრინციპების, როგორც „უხსოვარი დროიდან“ არსებული ჩვეულებითი სამართლის ნაწილის ჩამოყალიბების საფუძვლის შეფასებასთან დაკავშირებით, ორი საერთაშორისო დოკუმენტი ასაბუთებს ამ დებულებებს. ჩვენ ვეყრდნობით [გაეროს] გენერალური ასამბლეის 1946 წლის 11 დეკემბრის [# 95(1)] რეზოლუციას, რომელიც „ამტკიცებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, აღიარებულს ნიურმბერგის ტრიბუნალის წედებით და ტრიბუნალის გადაწყვეტილებით“ და ასევე, იგივე თარიღს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია #96(I), რომლითაც გენერალური ასამბლეა „აცხადებს გენოციდს საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულად“...
უფრო მეტიც, 1946 წლის 11 დეკემბრის 96(I) რეზოლუციის მიხედვით, რომელიც [1948 კონვენცია] ერთხმად იქნა მიღებული 1948 წლის 9 დეკემბერს [გაეროს] გენერალური ასამბლეის მიერ. კონვენციის მუხლი I განსაზღვრავს : „ხელშემკვრელი მხარეები ადატურებენ, რომ გენოციდი, მიუხედავად იმისა ჩადენილია ის მშვიდობიანობის თუ ომის დროს, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულს“.
როგორც რაიონულმა სასამართლომ განაცხადა, [ICJ]-ის 1951 წლის 28 მაისის საკონსულტაციო დასკვნაზე დაყრდნობით, ამ ნორმის შემოტანა გულისხმობს, რომ კონვენციის თანდაყოლილ პრინციპები, რომლებიც უნდა გაიმიჯნოს მათში გათვალისწინებული სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან, „უკვე წარმოადგენდა ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილს, როცა საზარელი დანაშაულები იქნა ჩადენილი, რამაც განაპირობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციისა და კონვენციის მიღება, გენოციდის დანაშაულები, ჩადენილი ნაცისტების მიერ“ (გადაწყვეტილების 21-ე პარაგრაფი).
ზემოაღნიშნული ანალიზის შედეგია, რომ 1950 წლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულები, რომლებიც დაჯგუფდა ცალკე სათაურის ქვეშ - „დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“ და ისინი უნდა იქნენ განხულულნი, როგორც ქმედებები, რომელიც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით ყოველთვის აკრძალული იყო - ქმედებები, რომლებსაც „საყოველთაო“ დანაშაულებრივი ხასიათი გააჩნიათ და იწვევენ პირის პასუხისმგებლობას. ამდენად, საერთაშორისო სამართლის პრიზმიდან, კანონის ამოქმედება არ წარმოადგენდა საკანონმდებლო აქტს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პრინციპს nulla poena ან თავად დანაშაულის უკუძალას, არამედ [კანონმდებლობის] ეფექტურ მექანიზმს საერთაშორისო სამართლის მიზნის მიღწევისთვის ...”
D. კონვენცია სამხედრო დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის გაუვრცელებლობის შესახებ
83. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის გაუვრცელებლობის შესახებ კონვენცია (1968 წლის 26 ნოემბერი) ლიტვის მიერ იქნა რატიფიცირებული 1996 წლის 1 თებერვალს და ის ადგენს:
მუხლი I
“ხანდაზმულობის ვადა, მათი ჩადენის დროის მიუხედავად, არ ვრცელდება შემდეგი დანაშაულებზე: ...
(b) დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, დამოუკიდებლად იმისგან, ჩადენილია ომის თუ მშვიდობიანობის დროს და როგორც ისინი განსაზღვრულია 1945 წლის 8 აგვისტოს ნიურმბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებით და დადასტურებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1946 წლის 13 თებერვლის 3(I) და 1946 წლის 11 დეკემბრის 95 (I) რეზოლუციებით; გაძევება შეიარაღებულ თავდასხმის ან ოკუპაციის გზით, აგრეთვე აპარტეიდის შედეგად მომხდარი არაადამიანური მოქმედებანი; გენოციდის დანაშაული, განსაზღვრული 1948 წლის კონვენციით გენოციდის დანაშაულის აღკვეთის და მისთვის დასჯის შესახებ, იმ შემთხვევებშიც, როდესაც ჩამოთვლილი მოქმედებანი არ არღვევს იმ ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, სადაც ისინი იქნა ჩადენილი.”
მუხლი II
“პირველ მუხლში მითითებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამ კონვენციის დებულებანი გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა ან კერძო პირების მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს ან მონაწილეობა მიიღეს ამგვარ დანაშაულთა ჩადენაში, ან აქეზებდნენ მათ ჩასადენად, ან მონაწილეობდნენ შეთქმულებაში მათ განსახორციელებლად, მიუხედავად დანაშაულთა დასრულების ხარისხისა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ, რომელთაც დაუშვეს აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენა.”
მუხლი IV
“ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას თავიანთი კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად მიიღონ ნებისმიერი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია, რათა კანონით ან სხვაგვარად დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდეს ამ კონვენციის პირველ ან მეორე მუხლებში მითითებული დანაშაულებზე და დამნაშავე პირთა სასამართლოს წესით დევნისა და დასჯის დროს, და იქ, სადაც აღნიშნული დანაშაულებისათვის გამოიყენება ხანდაზმულობის ვადა, მისი გამოყენება გაუქმდეს.”
E. ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ
84. ლიტვის რესპუბლიკის მიერ 1992 წლის 15 იანვარს რატიფიცირებული სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციის 31.1 მუხლი ადგენს, რომ ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერად, ჩვეული მნიშვნელობის შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულების ტერმინებს უნდა მიეცეს მათ კონტექსტში და ასევე გამომდინარე ხელშეკრულების ობიექტიდან და მიზნებიდან.
F. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის წესდება
85. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის წესდების (“ICTY წესდება”) (1993) მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილია შემდეგი:
მუხლი 4 - გენოციდი
“1. საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, გაასამართლოს გენოციდის ჩამდენი პირები, როგორც ამ მუხლის მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული ქმედების, ან ამავე მუხლის მე-3 პარაგრაფით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი ქმედების ჩამდენი პირი.
2. გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც მიმართულია მთლინი ეთნიკური, ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის ან მისი ნაწილის განადგურებისკენ...”
მუხლი 5 - დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ
“საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, გაასამართლოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვემოთ ჩამოთვლილი დანაშაულების ჩადენაზე, საერთაშორისო თუ შიდა დონის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, და რომლებიც მიმართულია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ:
(a) მკვლელობა;
(b) ამოხოცვა;
(c) დამონება;
(d) დეპორტაცია;
(e) დაპატიმრება;
(f) წამება;
(g) გაუპატიურება;
(h) დევნა პოლიტიკური, რასობრივი და რელიგიური საფუძვლით;
(i) სხვა არაადამიანური ქმედებები.”
G. რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდება
86. რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის წესდების (“ICTR წესდება”) (1994) მიხედვით:
მუხლი 2: გენოციდი
“...
2. გენოციდი წარმოადგენს ნებისმიერ შემდგომში ჩამოთვლილ ქმედებას, რომლის მიზანია სრულად ან ნაწილობრივ გაანადგუროს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, შემდეგი ქმედებებით:
a. ჯგუფის წევრების მკვლელობა;
b. ჯგუფის წევრებისთვის მნიშვნელოვანი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება;
c. ჯგუფისათვის განზრახ იმგვარი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომელიც მიმართულია ჯგუფის სრულად ან ნაწილობრივ განადგურებისკენ;
d. ჯგუფში შობადობის აღკვეთის მიზნით ზომების მიღება;
e. ჯგუფის ბავშვების სხვა ჯგუფისათვის იძულებით გადაცემა.”
H. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება
87. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (1998, “ICC წესდება”), ლიტვაში ძალაშია 2003 წლის 1 აგვისტოდან და ადგენს:
მუხლი 6 – გენოციდი
“გენოციდი” ამ წესდების მიზნებისთვის, ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით...“
I. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1096 (1996) რეზოლუცია
88. 1996 წლის 27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1096 ტოტალიტარული კომუნისტური სისტემის მემკვიდრეობის აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ, რომელიც ადგენს:
“7. ასამბლეა იძლევა რეკომენდაციას, რომ დანაშაულები, ჩადენილი პირების მიერ ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის დროს, გამოძიებული და დასჯილი უნდა იყოს სტანდარტული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვთ. თუ სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს ხანდაზმულობის ვადას გარკვეულ დანაშაულებზე, შესაძლოა ვადა გაიზარდოს, თუ მხოლოდ პროცედურული მიზეზი არსებობს და არა შინაარსობრივი. მიუხედავად ამისა, უკუძალის მქონე სისხლის სამართლის კანონის მიღება და გამოყენება არ არის დაშვებული. მეორეს მხრივ, ნებისმიერი პირის სასამართლო განხილვა და დასჯა ნებისმიერი ქმედებისა თუ უმოქმედობისთვის, რომელიც ჩადენის მომენტისთვის არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მაგრამ წარმოადგენდა დანაშაულებრივ ქმედებას სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით, რომელსაც აღიარებს ცივილიზებული სამყარო, დასაშვებია. უფრო მეტიც, როდესაც პირი თავისი მოქმედებით არღვევდა ადამიანის უფლებებს, ბრძანების შესრულების შესახებ განცხადება არ გამორიცხავს არც ქმედების უკანონობას და არც პირის ბრალს.”
J. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1481 (2006)
89. 2006 წლის 25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1481 ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო დაგმობის შესახებ, რომელიც ადგენს:
“1. საპარლამენტო ასამბლეა უთითებს თავის 1096 (1996) რეზოლუციაზე ყოფილი ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მემკვიდრეობის აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ.
2. ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმები, რომლებიც მართავდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიას გასულ საუკუნეში, და რომლებსაც კვლავ აქვს ძალაუფლება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, გამონაკლისის გარეშე ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევებით. უფლებათა დარღვევები განსხვავდებოდა კულტურის, ქვეყნის სპეციფიკისა და ისტორიული პერიოდის მიხედვით და შეიცავდა ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მკვლელობებს და სიკვდილით დასჯას, შიმშილს, დეპორტაციებს, წამებას, მონურ შრომას და მასიური ფიზიკური ტერორის სხვა ფორმებს, დევნას ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევებს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და პოლიტიკური პლურალიზმის არარსებობას.
3. დანაშაულების გამართლება ხდებოდა კლასთა ბრძოლის თეორიისა და პროლეტარიატის დიქტატის სახელით. ორივე პრინციპის ინტერპრეტაცია ლეგიტიმურად აცხადებდა იმ პირთა „განადგურებას“, რომლებიც მიჩნეულები იყვნენ ზიანის მომტანად ახალი საზოგადოების შექმნის პროცესისთვის და შესაბამისად, ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მტრებად. მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი ცალკეულ ქვეყნებში, ამავე ქვეყნების მკვიდრნი იყვნენ. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებს, რომლებიც რიცხობრივად აჭარბებდნენ ადამიანებს დაზარალებულთა რაოდენობის მიხედვით...
5. ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების დამხობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყველა შემთხვევაში, არ მოჰყოლია მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება. უფრო მეტიც, ამ დანაშაულთა ავტორები არ წარმდგარან საერთაშორისო საზოგადოების სასამართლოს წინაშე, როგორც ეს მოხდა ნაციონალ სოციალიზმის (ნაციზმის) საშინელი დანაშაულების შემთხვევაში.
6. შესაბამისად, საზოგადოების ცნობიერება ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ძალიან დაბალია. კომუნისტური პარტიები კანონიერი და აქტიურები არიან ზოგიერთ ქვეყანაში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი არ გაემიჯნენ წარსულში ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.”
K. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1723 (2010)
90. 2010 წლის 23 აპრილის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პატივი მიაგო ყოფილ სსსრკ-ში დიდი შიმშილის (Holodomor) მსხვერპლებს. რეზოლუციის მიხედვით, “ტოტალიტარული სტალინისტური რეჟიმის ხელმძღვანელობით ყოფილ საბჭოთა კავშირში განხორციელდა ადამიანის უფლებათა შემზარავი დარღვევა, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიცოცხლის უფლება წაართვა”.
IV. შესაბამისი საერთაშორისო და შედარებითი სამართალი და პრაქტიკა გენოციდის კონვენციის II მუხლის სიტყვა „ნაწილობრივი“-ს მნიშვნელობასთან დაკავშირებით
A. კომენტარები
91. გაეროს 1946 წლის რეზოლუცია 96(I)-ისმიხედვით, გენოციდის უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ის ჩადენილია „რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი განადგურებით“.
1948 წლის გენოციდის კონვენციის II მუხლი ადგენს, რომ გენოციდი ჩადენილი უნდა იყოს განზრახვით, გაანადგუროს დაცული ჯგუფი „მთლიანად ან ნაწილობრივ“.
92. გენოციდის კონვენცია თავის მხრივ არ განმარტავს „ნაწილობრივ“ განადგურების მიზნის არსს. travaux préparatoires გვთავაზობს მცირეოდენ სახელმძღვანელო პრინციპს, თუ რას გულისხმობდნენ ცნების „ნაწილობრივ“შემქმნელები.
93. გენოციდის კონვენციის ადრინდელი კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ტერმინი „ნაწილობრივ“ შეიცავს არსებითობის მოთხოვნას. პიეტერ დროსტმა აღნიშნა, რომ დაცული ჯგუფის ნაწილის სისტემატური განადგურება წარმოადგენს გენოციდს.[6] რაფაელ ლემკინის მოსაზრებით, “კონვენცია მიესადაგება მასობრივი ხასიათის ქმედებებს”.[7] ის ამტკიცებდა, რომ “ნაწილობრივ განადგურება უნდა იყოს არსებითი ბუნების, შესაბამისად ზეგავლენა ქონდეს მთლიანობაზე.” კომენტატორებს არ გამოუთქვამთ აზრი, თუ როდის შეიძლება პოლიტიკური ან ეკონომიკური ჯგუფის სრული განადგურება წარმოადგენდეს ეროვნული ჯგუფის ნაწილობრივ განადგურებას II მუხლის გაგებით.
94. საერთაშორისო სამართლის კომისიის (“the ILC”) მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა ისწრაფვოდნენ დაცული ჯგუფის რაოდენობრივად მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებისკენ:
“არ არის აუცილებელი განზრახული გქონდეს ჯგუფის განადგურება მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, გენოციდის დანაშაული თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მოითხოვს განზრახვას, გაანადგუროს კონკრეტული ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი.”[8]
95. 1985 წლის ბენჟამინ ვაიტეკერის კვლევა გენოციდის დანაშაულის დაუშვებლობისა და დასჯის შესახებ ამბობს, რომ ჯგუფის ნაწილის განადგურება მაშინ შეიცავს გენოციდის დანაშაულის ნიშნებს, როდესაც ეს ნაწილი არის ჯგუფის საერთო რაოდენობის დიდი ნაწილი, ან ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი:
“‘ნაწილობრივ’ უფრო ნიშნავს არსებითად მნიშვნელოვან რაოდენობას, ვიდრე ჯგუფს, როგორც მთლიანს, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილს, მაგალითად ჯგუფის ლიდერებს.”
96. “უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 780-ის (1992)“ შესაბამისად დაარსებული ექსპერტთა კომისიის საბოლოო დაკსვნამ (გამოძიებულიყო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები ყოფილ იუგოსლავიაში, შემდგომში „ექსპერტთა კომისიის“ 1992 წლის ანგარიში იუგოსლავიაზე[9]”) გაიზიარა ეს განმარტება. რომლის მიხედვითაც:
“93. ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივი განმარტება არ ნიშნავს ჯგუფის აბსოლუტურ განადგურებას. სიტყვის „მთლიანად ან ნაწილობრივ“ ტექსტში გამოყენება მოხდა იმ მიზნით, რომ ნათელი ყოფილიყო, რომ არ არის აუცილებელი არსებობდეს ჯგუფის ყველა წევრის მოკვლის მიზანი.
94. თუკი მხოლოდ ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ სამიზნეს, ესეც შესაძლოა ჩაითვალოს გენოციდად. ლიდერებში მოიაზრება პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური ლიდერები, აკადემიური წრეები და ინტელექტუალები, ბიზნეს ლიდერები და სხვები - ერთობლიობა (ჯგუფის წევრების) per se შესაძლოა იყოს ძლიერი ინდიკატორი გენოციდისა, მიუხედავად მოკლულთა რაოდენობისა. ამის გამამყარებელი არგუმენტი იქნება დარჩენილი ჯგუფის დაღუპვა. ლიდერებზე მიტანილი იერიშის ხასიათი უნდა შეფასდეს დარჩენილი ჯგუფის დაღუპვა ან ის, თუ რა მოუვა დარჩენილ ჯგუფს. თუკი ჯგუფის ლიდერები განადგურებულები არიან, და ამავე დროს, ან ამ ქმედებების პირველ ეტაპზე, ჯგუფის შედარებით დიდი რაოდენობა მოკლული ან სხვა საზარელი ქმედების მსხვერპლია. მაგალითად, იძულებით დეპორტაციის ან გაძევების, უფლებადარღვევების ერთობლიობა უნდა შეფასდეს მთლიანად, კონვენციის დებულებების ინტერპრეტირების დროს, კონვენციის მიზნების სულისკვეთებიდან გამომდინარე. აგრეთვე, ჯგუფის სამართალდამცავი და სამხედრო პირები ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი გაჟლეტა გამოიწვევს ჯგუფის დაუცველობას იგივე ხასიათის, ან სხვა უკანონო ქმედებების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ლიდერებიც ასევე განადგურებულნი იქნებიან. ამგვარად, საზოგადოების სტრუქტურის განადგურება, მათი ლიდერების გაჟლეტის გზით, რომელსაც თან სდევს სხვა ქმედებები საზოგადოების სეგმენტის განადგურებისა, ასევე შესაძლოა მივიჩნიოთ გენოციდად.”
B. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის სასამართლო პრაქტიკა
97. სიტყვების „მთლიანად ან ნაწილობრივ“ განმარტების ისტორია 1948 წლიდან, იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტიბუნალის (“ICTY”) სასამართლოს პალატის მიერ გამოიკვეთა საქმეში პროკურორი კრისტიჩის წინააღმდეგ (Prosecutor v. Krstić) (საქმე IT-98-33-T, 2001 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, §§ 584-587). ICTY-იმ შემდგომში განმარტა ჯგუფის „მთლიანად ან ნაწილობრივ“ განადგურების მიზანი ქარტიის მუხლი 4 (2)-ის ფარგლებში, გენოციდის კონვენციის II მუხლზე დაყრდნობით.
98. საქმეში პროკურორი ჯელისიჩის წინააღმდეგ (Prosecutor v. Jelisić) (საქმე IT-95-10-T, 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება), ICTY-ის პალატამ, ILC-ის 1996 წლის კოდექსის პროექტისა და იუგოსლავიაზე ექსპერტთა კომისიის 1992 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, დაადგინა:
“80. ... [ეს] აღიარებულია, რომ არ არის აუცილებელი განადგურების მიზანი არსებობდეს მთლიანი ჯგუფის მიმართ, რაც უფრო ნათელია ქარტიის მე-4 მუხლიდან გამომდინარე. ILC-მ ასევე აღნიშნა, რომ „არ არის აუცილებელი მიზანს წარმოადგენდეს ჯგუფის სრული განადგურება მთელ მსოფლიოში“. კითხვა, რომელიც ჩნდება, არის თუ ჯგუფის რა პროპორციული რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს გენოციდად და სად არის ზღვარი, რომლის მიღმაც ქმედება წარმოადგენს გენოციდის დანაშაულს? ...
82. კონვენციის მასობრივ დანაშაულებთან გამკლავების მიზნიდან გამომდინარე, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ განადგურების მიზანი მიმართული უნდა იყოს სულ მცირე, ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილისკენ ... გენოციდის განზრახვა შესაძლოა გამოიხატოს ორ ფორმაში. ის შეიძლება შეიცავდეს სურვილს, ჯგუფის წევრების ძალიან დიდი რაოდენობით განადგურებისა, რა შემთხვევაშიც სახეზე იქნებოდა განზრახვა ჯგუფის განადგურებისა en masse. თუმცა, ის ასევე შესაძლოა შეიცავდეს სურვილს ჯგუფის ვიწროდ განსაზღვრული პირთა წრის განადგურებისა, რომლის გაქრობასაც ექნება უარყოფითი გავლენა ჯგუფის, როგორც ასეთის, გადარჩენაზე. ამან შესალოა გამოკვეთოს ჯგუფის „სელექციური“ განადგურების განზრახვა...
99. საქმეში პროკურორი კრისტიჩის წინააღმდეგ (Prosecutor v. Krstić) (ზემოაღნიშნული) იუგოსლავიის ტრიბუნალის (ICTY) სასამართლო პალატამ გაანალიზა, ჩაიდინა თუ არა ბატონმა კრისტიჩმა გენოციდის აქტი 1995 წლის სრებრენიცის მასობრივ მკვლელობაში. რაც შეეხება ტერმინს „ნაწილობრივ“, სასამართლომ დაადგინა:
“590. სასამართლოს კვლავ გააჩნია დისკრეციის ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობა, ტერმინის ჯგუფის „ნაწილობრივ“ განადგურების შეფასებისას. მაგრამ სასამართლომ უნდა გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება კონვენციის ობიექტისა და მიზნების შესაბამისად, რასაც წარმოადგენს დაცული ჯგუფის, როგორც ასეთის, არსებობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების კრიმინალიზება. სასამართლო პალატა კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ ჯგუფის განადგურების განზრახვა, ნაწილობრივაც კი, ნიშნავს ჯგუფის გარკვეული ნაწილის განადგურების სურვილს, და არა ამ ჯგუფში ცალკეული ინდივიდის. ასევე, გენოციდის ჩამდენი პირისთვის არ არის აუცილებელი მოქმედებდეს კონვენციით დაცული ჯგუფის სრული განადგურებისთვის, არამედ საკმარისია მიიჩნევდეს, რომ აღნიშნული ჯგუფის ნაწილი, რომლის განადგურებაც მათ სურთ, უნდა განადგურდეს. კამპანიები, რომლებიც იწვევენ მკვლელობებს, გავრცელებული ფართო გეოგრაფიულ არეალში, განსაზღვრული რაოდენობის მკვლელობებით დაცული ჯგუფის წევრებისა, კვლავ შესაძლოა არ ჩაითვალოს გენოციდად, მიუხედავად დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის დანაკარგებისა, რადგან შესაძლოა არ გამოიკვეთოს დამნაშავეების განზრახვა მიმართული იყვნენ ჯგუფის, როგორც ასეთის, არსებობის წინააღმდეგ...”
100. სხვა არუგუმენტებს შორის, დაცვის მხარი კვლავ რჩებოდა თავის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ბოსნიური სერბული არმიის მიზანს წარმოადგენდა ყველა პოტენციური მებრძოლის მოკვლა შემდგომი სამხედრო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი. გაანალიზა სამხედრო ასაკს მიღწეული ყველა პირის მკვლელობა და ჯგუფის დარჩენილი ნაწილის დეპორტაციის ფაქტები, განიხილა რა დეპორტაციები სამხედრო ასაკს მიღწეული პირების მკვლელობის პირობად, რომელიც ჩადენილი იყო სრებრენიცაში ბოსნიელი მუსლიმების განადგურების მიზნით (გადაწყვეტილების §§ 594, 595, 598 და634).
101. 2004 წლის 19 აპრილს ICTY-ის სააპელაციო პალატამ საქმეში პროკურორი კრისტიჩის წინააღმდეგ (Prosecutor v. Krstić) დაადგინა, რომ „ნაწილი“ არ განისაზღვრება მხოლოდ ციფრებით:
“12. ქარტიის მე-4 მუხლის შესაბამისად, განზრახვის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც მტკიცებულება ადასტურებს, რომ სავარაუდო დამნაშავეს განზრახული ჰქონდა დაცული ჯგუფის არსებითი ნაწილის განადგურება მაინც. სამიზნე ჯგუფის არსებითობის განსაზღვრა შესაძლოა შეიცავდეს რაოდენობრივ კატეგორიასაც. ჯგუფის სამიზნე ნაწილის რაოდენობა მნიშვნელოვანი საწყისი კრიტერუიმია, თუმცა ყველა შემთხვევაში არა ერთადერთი. პირთა რაოდენობა, რომლებზეც იქნა იერიში მიტანილი უნდა შეფასდეს არა აბსოლიტური პირობით, არამედ ჯგუფის საერთო რაოდენობიდან გამომდინარე. სამიზნედ აღებული ნაწილის რაოდენობრივ მახასიათებელთან ერთად, ერთიან ჯგუფში მათი მნიშვნელოვნებაც შესაძლოა სასარგებლო მაჩვენებელი იყოს. თუ ჯგუფის კონკრეტული ნაწილი სრული ჯგუფისთვის სახასიათოა, ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯგუფის გადარჩენისთვის, ეს შესაძლოა იმ მიგნების სასარგებლოდ მეტყველებდეს, რომელიც მე-4 მუხლის მნიშვნელობისთვის არსებით ნაწილს წარმოადგენს...”
ICTY სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ „სრებრენიცის მუსლიმი მოსახლეობის განადგურება... შესაძლოა თვალსაჩინო მაგალითად გამოდგეს ბოსნიელი მუსლიმებისთვის, მათ მოწყვლადობასა და დაუცველობასთან მიმართებით სერბული სამხედრო ძალების წინაშე. სრებრენიცას ბოსნიელი მუსლიმების ბედი ყველა ბოსნიელი მისლიმის ფონზე განსაკუთრებით წარმოჩენილია” (§ 16).
102. საქმეში პროკურორი სიკირიცას წინააღმდეგ (Prosecutor v. Sikirica) (IT-95-8, გადაწყვეტილების დაცვითი სიტყვა გამართლებისთვის 3 სექტემბერი 2001) ICTY-ის საქმის განმხილველმა პალატამ:
“65. გაერთიანებული ერების ექსპერტული კვლევა გენოციდის შესახებ განსაზღვრავს ტერმინს „ნაწილობრივ“, რაც გულისხმობს „დასაბუთებულად მნიშვნელოვან რაოდენობას, ჯგუფის საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ან სხვაგვარი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯგუფისა, როგორიც არის ლიდერები“. პალატა მიიჩნევს, რომ უფრო რელევანტური იქნება გამოვიყენოთ „დასაბუთებულად არსებითი“, ვიდრე „დასაბუთებულად მნიშვნელოვანი“ რაოდენობა. განმარტების ეს ნაწილი მოითხოვს ჯგუფის მთლიანი პოპულაციის დასაბუთებულად არსებითი რაოდენობის განადგურების განზრახვის მტკიცებულებას. ამ განმარტების მიხედვით, თუ ეს კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდა, mens rea შესაძლოა დადგინდეს ჯგუფის არსებითი ნაწილის, როგორიცაა ჯგუფის ლიდერების განადგურების განზრახვის მტკიცებულებით. პალატა არ უარყოფს განმარტების იმ ასპექტებს, რომელიც ხედავს ორ ელემენტს, როგორც ალტერნატივებს. შესაძლოა არსებობდეს სიტუაციები, რომლებშიც დასკვნის გაკეთება განზრახვის შესახებ შეუძლებელი იქნება თითოეული ელემენტისთვის იზოლირებულად არსებული მტკიცებულების საფუძველზე, მაგრამ თუ მტკიცებულება დანახული იქნება ორივე ელემენტისთვის ერთიანობაში, ეს იქნება სავსებით მართებული დასკვნის გაკეთებისათვის.
...
76. თუ რაოდენობრივი კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული, ნაწილობრივ განადგურების განზრახვა შესაძლოა დადგინდეს, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ განადგურება ეხება ჯგუფის არსებით ნაწილს, როგორიცაა მისი ლიდერები.
77. პალატისთვის დამაჯერებელია მსჯელობა ჯელისიჩის (Jelisić) პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, რომ აუცილებელი განზრახვა შესაძლოა დადგინდეს „უფრო შეზღუდული რაოდენობის პირთა განადგურების სურვილიდან, რომელსაც გავლენა ექნებოდა ჯგუფის, როგორც ასეთის, გადარჩენაზე.“ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ელემენტია შერჩევითი რაოდენობის პირების სამიზნედ ამოღება მთლიან ჯგუფში მათი განსაკუთრებული ლიდერობის უნარის გამო, რომლებსაც იმდენად დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ, რომ მათი ვიქტიმიზაცია 4( 2) (a), (b) და (c) მუხლის საფუძველზე გავნელას იქონიებდა ჯგუფის, როგორც ასეთის, გადარჩენაზე.”
103. პროკურორმა პირველი ინსტანციის პალატას სთხოვა განეხილა ბოსნიელი მუსლიმები, რომლებიც აქტიურები იყვნენ ბოსნიელი სერბების თავდასხმებისგან წინააღმდეგობასა და მათი სოფლების დაცვაში, როგორც ჯგუფის ლიდერები, რადგან მათი განადგურება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა მთლიანი ჯგუფის გადარჩენაზე. პირველი ინსტანციის პალატამ არ დააკმაყოფილა თხოვნა და დაადგინა, რომ „ძალიან მწირი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი მათი [პირების] ლიდერული სტატუსის შესახებ ... არსებობს მტკიცებულებები, რომ დაკავებულთა შორის იყვნენ ტაქსის მძღოლები, სკოლის მასწავლებლები, იურისტები, პილოტები, ყასაბები და კაფეს მეპატრონეები. მაგრამ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც იმეტყველებდა მათი ჯგუფის ლიდერობაზე. უდაოდ, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი იყვნენ განსაკუთრებული მნიშვნელობის პირები მათი თემისთვის, გარდა იმ გარემოებისა, რომ ისინი იყვნენ სამხედრო ასაკისა“ (§ 80). ICTY-ის საქმის განმხილველმა პალატამ აგრეთვე უარყო შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ყველა ბოსნიელი მუსლიმი, რომელიც აქტიური იყო მათი სოფლების დაბრუნებისთვის წინააღმდეგობაში, უნდა იქნენ მიჩნეულნი როგორც ლიდერები. „ამ შუამდგომლობის მიღება აუცილებლად გახდიდა ლიდერობის განმარტებას იმდენად მოქნილს, რომ მას აზრი დაეკარგებოდა“ (§ 81).
104. საქმეში პროკურორი ტოლიმირის წინააღმდეგ (Prosecutor v. Tolimir) (IT-05-88/2-T, 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება), ICTY-ის საქმის განმხილველი პალატის უმრავლესობამ, ჟეპა ბოსნიელის მუსლიმური ანკლავის (მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ასევე იყო რელიგიური ლიდერი, სამხედრო მეთაური და სამოქალაქო დაცვის დანაყოფის მეთაური) სამი ლიდერის მკვლელობასთან მიმართებაში მიიჩნია, რომ, “იმ დროს, როდესაც რიცხობრივად მხოლოდ სამი პირი იქნა მოკლული, ჟეპას ზომის გათვალისწინებით, ისინი წარმოადგენდნენ სამოქალაქო და სამხედრო ლიდერების ბირთვს”. შესაბამისად, “მათი მკვლელობა წარმოადგენდა მცირე რაოდენობის ჯგუფის წევრების წინასწარ განზრახულ განადგურებას, რომელთა გაქრობასაც ექნებოდა გავლენა ჯგუფის, როგორც ასეთის, გადარჩენაზე”. უფრო მეტიც, იმ სამი ადამიანიდან ერთის მკვლელობა, რომელიც იმ დროისთვის სარგებლობდა სპეციალური სტატუსით, როგორც ჟეპას ბოსნიელი მუსლიმი მოსახლეობის დამცველი, გააჩნდა სიმბოლური მიზანი აღმოსავლეთ ბოსნიის და ჰერცოგოვინის ბოსნიელი მუსლიმი მოსახლეობის გადარჩენისათვის. ჟეპას დარჩენილი მოსახლეობის იძულებით გადაყვანის გათვალისწინებით და მასზე დაყრდნობით, საქმის განმხილველი პალატის წევრთა უმრავლესობა დარწმუნდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ბოსნიის სერბულმა ძალებმა მოკლეს ჟეპას ანკლავის სამი ლიდერი კონკრეტული გენოციდის განზრახვით, რაც მდგომარეობდა ბოსნიის მუსლიმი მოსახლეობის, როგორც ასეთის, ნაწილის განადგურებაში (§§ 780-782).
C. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკა
105. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (“მსს” (ICJ)), 2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხებოდა განაცხადს გენოციდის დანაშაულის დაუშვებლობის და დასჯის შესახებ კონვენციაზე (ბოსნია და ჰერცოგოვინა სერბეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ (Bosnia and Herzegovina v. Serbia and Montenegro); იხილეთ ამ გადაწყვეტილების §§ 198-201) დაადგინა, რომ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში გენოციდი ჩადენილი იქნა 1995 წლის სრებრენიცის მასობრივი მკვლელობების დროს. გენოციდის კონვენციის შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით ICJ-მ დაადგინა:
“194. კონვენციის შექმნის ისტორია ადასტურებს, რომ გამოყენებული უნდა იყოს გენოციდის პოზიტიური განმარტება. გენოციდი, როგორც „უარყოფა ადამიანთა მთელი ჯგუფების არსებობობისა“, გენერალური ასამბლეის 1946 წლის რეზოლუციაში 96 (I), ციტირებული კონვენციის პრეამბულაში, შედარებულია მკვლელობასთან ანუ „ადამიანის, როგორც ინდივიდის სიცოცხლის უფლების უარყოფასთან“. კონვენციის ავტორებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ჯგუფის პოზიტიურ იდენტიფიკაციაზე, რომელთაც აქვთ სპეციფიკური განმასხვავებელი მახასიათებლები იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელ ჯგუფს გაითვალისწინებდნენ და რომელს გამორიცხავდნენ (მაგალითად პოლიტიკურ ჯგუფს). სასამართლომ 1951 წელს ისაუბრა კონვენციის ობიექტის იგივე ეფექტზე „კონკრეტული ადამიანთა ჯგუფების არსებობის დაცვასთან“ მიმართებაში (გენოციდის დანაშაულის დაუშვებლობისა და დასჯის კონვენციის დათქმები, საკონსულტაციო დასკვნა, I.C.J. ანგარიში 1951, გვ. 23). გენოციდის ამგვარი გაგება მოითხოვს ჯგუფის პოზიტიურ იდენტიფიკაციას. კონვენციაში პოლიტიკური ჯგუფების და კულტურული გენოციდის გათვალისწინების წინადადებაზე უარის თქმა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ჯგუფების პოზიტიურ იდენტიფიკაციას კარგად დამკვიდრებულ სპეციფიკურ განმასხვავებელ მახასიათებლებზე დაყრდნობით, როგორც ზოგი აღნიშნავს, უცვლელი მახასიათებლებით. ამ მიმართულებით ჯგუფის ნეგატიური განმარტება არ შეიძლება განვიხილოთ.”
106. გადაწყვეტილების 198-201 პარაგრაფებში, ICJ იყენებს სიტყვას „ნაწილობრივ“ პირველ ადგილზე არსებითობის მოთხოვნის განხილვისას, ICTY-ს და ILC-ის მიდგომის მსგავსად. ის ასევე მიუთითებს შესაძლებლობის კრიტერიუმზე და გულისხმობს, დამნაშავეთათვის არსებულ შესაძლებობაზე, მათი საქმიანობიდან და ტერიტორიაზე კონტროლიდან გამომდინარე. ასევე სასარგებლო მოსაზრებაა, რომ ICJ-იმ აღიარა ხარისხობრივი კრიტერიუმიც (“კონკრეტული ინდივიდების მნიშვნელოვნება ჯგუფში”, როგორც აღნიშნულია ICTY-ის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში კრისტიჩის (Krstić) საქმეზე, მე-12 პარაგრაფი). ICJ-მ მიუხედავად ამისა, აღნიშნა:
„‘ჯგუფის’ კრიტერიუმის დადგენა ყოველთვის არ არის დამოკიდებული მხოლოდ არსებითობის მოთხოვნაზე, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ათვლის წერტილია. სასამართლოს მოსაზრებიდან გამომდინარეობს, რომ ხარისხობრივი მიდგომა არ შეიძლება განვიხილოთ ცალკე მიდგომად. სააპელაციო პალატამაც გამოთქვა ეს აზრი საქმეში კრისტიჩის შესახებ (Krstić).”
107. ICJ-იმ დაადგინა, რომ მკვლელობებს და ფიზიკურ და ფსიქიკურ დაზიანებებს (მათზე, ვინც ელოდა სიკვდილით დასჯას და სხვები, ვინც ერთმანეთს დააშორეს და გადაასახლეს) ადგილი ჰქონდა 1995 წლის ივლისში, სრებრენიცაში. ICTY-ის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მიხედვით კრისტიჩზე (Krstić), სასამართლომ მიიჩნია რომ სრებრენიცის მუსლიმი ბოსნიელები წარმოადგენდნენ ბოსნიელი მუსლიმების ჯგუფის „ნაწილს“. უფრო მეტიც, სასამართლომ მოიწონა ICTY-ის მიგნება, რომ “მიუხედავად იმისა რომ ეს მოსახლეობა [40,000 ადამიანი] წარმოდგენდა მხოლოდ მცირე პროცენტულ რაოდენობას მაშინდელი ბოსნია-ჰერცოგოვინის საერთო მუსლიმი მოსახლეობისა, სრებრენიცის მუსლიმი თემის მნიშვნელობა არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ზომით/რაოდენობით” (§ 296, კრსტიჩი (Krstić)).
108. 2015 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაში გენოციდის დანაშაულის დაუშვებლობისა და დასჯის შესახებ კონვენციის გამოყენებაზე (ხორვატია სერბეთის წინააღმდეგ (Croatia v. Serbia)), ICJ-იმ დაადგინა (წყაროების მითითების გარეშე):
“142. სასამართლო უარს ამბობს თავის ადრინდელ მოსაზრებაზე, რომ ჯგუფის „ნაწილობრივი“ განადგურება, კონვენციის II მუხლის გაგებით, უნდა შეფასდეს რაოდენობრივი კრიტერიუმით. ამასთან დაკავშირებით, 2007 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ „უნდა არსებობდეს ჯგუფის არსებითი ნაწილის განადგურების განზრახვა მაინც“, და ეს არის „გადამწყვეტი“ კრიტერიუმი. სასამართლომ შემდგომში აღნიშნა, რომ „საყოველთაოდ მიღებულია, რომ გენოციდს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, როდესაც განზრახვას წარმოადგენს შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში ჯგუფის განადგურება” და შესაბამისად, “უნდა ვიგულისხმოთ დამნაშავეთა სამოქმედო და კონტროლს დაქვემდებარებული”. ასევე, უნდა მიექცეს ყურადღება სავარაუდოდ იერიშმიტანილი ნაწილის მნიშვნელოვნებას მთლიან ჯგუფში. ამ კრიტერიუმთან მიმართებაში, ICTY -ის სააპელაციო სასამართლოს პალატამ დააკონკრეტა კრსტიჩის (Krstić) საქმის გადაწყვეტილებაში, რომ „თუ ჯგუფის სპეციფიკური ნაწილი არის სიმბოლური მთლიანი ჯგუფისთვის, ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისი გადარჩენისთვის, ამ გარემოებამ შესაძლოა გააძლიეროს არგუმენტი ჯგუფის [ამ] ნაწილის შეფასებისა მე-4 მუხლის გაგებით [ICTY-ის წესდება, მე-2 პარაგრაფი, რომელიც არსებითად იზიარებს კონვენციის II მუხლის დებულებებს]”.
2007 წელს სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები უნდა შეფასდეს კონკრეტულ საქმეში ინდივიდუალურად. აქედან გამომდინარეობს, რომ სავარაუდოდ იერიშმიტანილი ჯგუფის ნაწილის არსებითობის შეფასებისას მთლიანი ჯგუფისთვის, სასამართლო ასევე გაითვალისწინებს რაოდენობრივ ელემენტს, ასევე როგორც გეოგრაფიულ მდგომარეობას და სავარაუდიდ იერიშმიტანილი ჯგუფის ნაწილის მნიშვნელოვნებას.”
დამატებით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ICJ-იმ ასევე უპასუხა კითხვას, მსხვერპლთა სტატუსი - კომბატანტები ან მშვიდობიანი მოსახლეობა - რელევანტურია თუ არა შეფასებისათვის. მან დაადგინა:
“218. სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს განცხადებებს, რომელიც ეხება ვუკოვარის ალყისა და დაპყრობის დროს მკვლელობებს. მხარეები დაობდნენ მსხვერპლთა რაოდენობაზე, მათ სტატუსზე და ეთნიკურ კუთვნილებაზე, და გარემოებებზე, რომლებშიც ისინი დაიღუპნენ. სასამართლოს არ სჭირდება ყველა ამ საკითხის გარკვევა. მან აღნიშნა, რომ სანამ არსებობს გაურკვეველი გარემოებები ამ კითხვებთან დაკავშირებით, ნათელია, რომ ვუკოვარზე შეტევა არ შემოიფარგლებოდა სამხედრო მიზნებით; ეს ასევე მიმართული იყო იმ დროს უფრო ხორვატი სამოქალაქო მოსახლეობისკენ (ბევრმა სერბმა დატოვა ქალაქი ბრძოლებამდე და მათ შემდეგ)...”
V. საერთაშორისო სასამართლოების სხვა რელევანტური პრაქტიკა
109. გენოციდის კონვენციის II მუხლით და შემდგომ სასამართლო პრაქტიკაში დადასტურებულ დაცულ ჯგუფებთან დაკავშირებით, საქმეში პროკურორი რუტაგანდას წინააღმდეგ (Prosecutor v. Rutaganda) (ICTR-96-3-T, 6 დეკემბერი 1999), რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის საქმის განმხილველმა პალატამ დაადგინა:
“გენოციდის დანაშაულის მსხვერპლი პოტენციური ჯგუფები
55. პალატა მიიჩნევს, რომ საჭიროა გენოციდის კონვენციისა და ქარტიის მიხედვით განიხილოს გენოციდის მსხვერპლი პოტენციური ჯგუფების საკითხი, რომელიც ადგენს, რომ გენოციდი მიმართულია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებისკენ.’
56. პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური ჯგუფის არსის საფუძვლიანად გამოკვლევისა, დღესდღეობით არ არის ზოგადად და საერთაშორისოდ მისაღები განმარტება ჩამოყალიბებული. თითოეული ეს მახასიათებელი უნდა იყოს შეფასებული კონკრეტული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კონტექსტის შესაბამისად. უფრო მეტიც, პალატა აღნიშნავს, რომ გენოციდის კონვენციის მიზნების იმპლემენტაციისთვის, ჯგუფის წევრობა წარმოადგენს არსებითად სუბიექტურ, ვიდრე ობიექტურ მახასიათებელს. მსხვერპლი აღიქმება გენოციდის დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ გასანადგურებელი ჯგუფის წარმომადგენლად. ზოგ შემთხვევაში, მსხვერპლი შესაძლოა თავის თავს მიაკუთვნებდეს აღნიშნულ ჯგუფს.
57. მიუხედავად ამისა, პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ სუბიექტური განმარტება არ არის საკმარის მსხვერპლი ჯგუფების განსაზღვრისათვის, როგორც ეს შემოთავაზებულია გენოციდის კონვენციით. როგორც გენოციდის კონვენციის travaux préparatoires შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, კონკრეტული ჯგუფები, როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფები, არ მიეკუთვნებიან დაცულ ჯგუფებს, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მობილურ ჯგუფებს, რომელსაც პირი უერთდება ინდივიდუალური, პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე. ლოგიკურია ვიფიქროთ a contrario, რომ კონვენციის მიზანს სავარაუდოდ წარმოადგენდა მოეცვა ყველა შედარებით სტაბილური და მუდმივი ჯგუფი.
58. მაშასადამე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შეფასებისას, წარმოადგენს თუ არა ჯგუფი გენოციდისგან დაცულ ჯგუფს თუ არა, უნდა გავყვეთ დეტალური შესწავლის გზას, ორივე, წარმოდგენილი მტკიცებულებების და პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის (როგორც supra) გათალისწინებით.”
110. დასაბუთების ამგვარი მიდგომა შენარჩუნდა და ხელახლა დადასურდა ამ ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილ შემდგომ საქმეში. კერძოდ, საქმეში პროკურორი სემანზას წინააღმდეგ (Procecutor v. Semanza) (ICTR-97-20 გადაწყვეტილება, 15 მაისი 2003, § 317) სასამართლომ დაადგინა, რომ განსაზღვარება, წარმოადგენს თუ არა ჯგუფი გენოციდის კონვენციით დაცულ ჯგუფს, ამის შეფასება უნდა მოხდეს კონკრეტული საქმის შესწავლით და ობიექტური მახასიათებლების გათვალისწინებით მოცემული სოციალური და ისტორიული კონტექსტისა და ასევე დამნაშავის სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე; დაცული ჯგუფის განსაზღვრა უნდა მოხდეს დეტალურად, ორივე, ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გათვალიწინებით. საქმეში პროკურორი კამუჰანდას წინააღმდეგ (Prosecutor v. Kamuhanda) (ICTR-95-54A-T გადაწყვეტილება, 22 იანვარი 2004, § 630), პირველი ინსტანციის პალატამ დაადგინა, რომ არ არსებობს ჯგუფის უნივერსალურად ან საერთაშორისოდ აღიარებული განმარტება, გარდა თითოეული ჯგუფის კონკრეტული პოლიტიკური, ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით შეფასებისა.
111. რაც შეეხება დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და „მიმართული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ“ საქმეში პროკურორი კუპრეშკიჩის და სხვების წინააღმდეგ (Prosecutor v. Kupreškić and Others) (IT‑95‑16-T გადაწყვეტილება, 14 იანვარი 2000), რომელიც ეხებოდა 116 მუსლიმის მკვლელობას მუსლიმთა მოსახლეობის სოფლიდან გაძევების მიზნით, ICTY-ის პირველი ინსტანციის პალატამ დაადგინა:
“3. ’მიმართული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ’
547. როგორც ჩანს, „სამოქალაქო“ და „მოსახლეობის“ ფართო დეფინიცია იგულისხმება. ეს, პირველ რიგში გარანტირებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესების და ზოგადი პრინციპის ობიექტითა მიზნით, კერძოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აკრძალვის მუხლებით. ეს უკანასკნელი გულისხმობს ძირითადი ადამიანის უფლებების ღირებულებათა დაცვას ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ საშინელებათა აკრძალვით. არასწორია მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული მუხლები მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას უნდა იცავდეს და არა კომბატანტებს (კერძოდ, დევნის ამკრძალავი წესები). სასამართლო აცხადებს, რომ ეს მუხლები ასევე შესაძლოა გამოყენებული იყოს უფრო ზოგადი ჰუმანიტარული გაგებით და მიზნებით, ვიდრე მხოლოდ ომის დანაშაულების აკრძალვა. თუმცა, დადგა რა სასამართლო მე-5 მუხლის ზუსტი შეზღუდვის წინაშე, დაადგინა, რომ უფრო ზოგადი განმარტება ასევე უნდა გავრცელდეს სიტყვა „სამოქალაქოზე“, უფრო იმიტომ, რომ მე-5 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენს გადახვევას საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან.
548. ზემოაღნიშნული წინადადება გამომდინარეობს სასამართლო პრაქტიკიდან. წინამდებარე საქმესთან უფრო რელევანტურია მიგნება საქმეში ბარბი[10] (Barbie) (საყოველთაოდ აღიარებული, როგორც საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული), რომ “არაადამიანური ქმედებები, იდეოლოგიური უზენაესობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკის სახელით, არა მხოლოდ პირებს ეწინააღმდეგება მათი რასობრივი თუ რელიგიური თემისადმი კუთვნილებისთვის, არამედ ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკის ოპონენტებსაც, რა ფორმისაც არ უნდა იყოს „ოპოზიცია“. ზემოაღნიშნული ქმედებები შეიძლება მივიჩნიოთ დანაშაულად კაცობრიობის წინააღმდეგ. 1996 წლის 3 აპრილის ვუკოვარის (Vukovar ) გადაწყვეტილების 61-ე წესში, პირველი ინსტანციის პალატამ დაადგინა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსხვერპლებს ადრე ხელთ ეპყრათ იარაღი.
549. თუმცა, კონფლიქტში აქტიურად ჩართულთა არსებობამ არ უნდა გამორიცხოს მოსახლეობის მშვიდობიან მოსახლეობად დახასითება, როგორც ისევე როგორც სამოქალაქო და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული პირები შესაძლოა იყვნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა.”
112. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომლებიც დაკმაყოფილებული უნდა იყოს გენოციდისთვის მსჯავრდებისთვის, ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ბოსნია და ჰერცოგოვინა სერბეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ (Bosnia and Herzegovina v. Serbia and Montenegro), ICJ-იმ დაადგინა შემდეგი (ICJ-ის გადაწყვეტილების § 293; ICJ-იმ მიუთითა ICTY-ის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების 37-ე პარაგრაფზე საქმეში პროკურორი კრსტიჩის წინააღმდეგ (Prosecutor v. Krstić):
“293. ... გენოციდის დანაშაულის სიმძიმე ასახულია და დადასტურებული მკაცრ მოთხოვნებში, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს პირის მსჯავრდებისას. ეს მოთხოვნები, სპეციალური განზრახვის დადასტურებულობა და იმის ჩვენება, რომ დაცული ჯგუფი წარმოადგენდა მთლიანი ან მისი არსებითი ნაწილის განადგურების სამიზნეს, არის დაცვის მექანიზმი იმისგან, რომ არ მოხდეს პირის ამ დანაშაულისთვის ზედაპირულად გასამართლება. როდესაც ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, კანონი არ უნდა გაურბოდეს დანაშაულისთვის შესაბამისი სახელის დარქმევას.”
113. სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნალებმა დაადგინეს, რომ გენოციდის აკრძალვა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის (ius cogens) აბსოლიტურ ნორმას. ამგვარ უფლებამოსილ წყაროებს შორის არის ICJ-ის საქმეები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუანდის წინააღმდეგ (Democratic Republic of the Congo v. Rwanda) (2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება I.C.J. ანგარიშები 2006, გვ. 6), ბოსნია და ჰერცოგოვინა სერბეთის და მონტენეგროს წინააღმდეგ (Bosnia and Herzegovina v. Serbia and Montenegro) (2007 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, I.C.J. ანგარიშები 2007, გვ. 43) და გერმანია იტალიის წინააღმდეგ (Germany v. Italy) (2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება, I.C.J. ანგარიშები 2012, გვ. 99), ისევე როგორც რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის საქმე პროკურორი კაიშემასა და რუზინდანას წინააღმდეგ (Prosecutor v. Kayishema and Ruzindana) (ICTR-95-1-T გადაწყვეტილება, 21 მაისი 1999).
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა
114. განმცხადებელი ჩიოდა, რომ გენოციდის დანაშაულის ფართო ინტერპრეტაცია, როგორიც მიღებული იყო ლიტვის სასამართლოების მიერ, არ შეესაბამებოდა ამ დანაშაულის საერთაშორისო საჯარო სამართლის შესაბამისად არსებულ დისპოზიციას. ის აცხადებდა, რომ მისი მსჯავრდება გენოციდის ბრალდებით წარმოადგენდა ამ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც:
“1. არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.
2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებასა და დასჯას რომელიმე მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის მიიჩნეოდა დანაშაულად ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით.”
A. დასაშვებობა
1. ექვსი თვის წესი
115. მოპასუხე სახელმწიფო აცხადებდა, რომ განმცხადებელმა არ მიმართა სასამართლოს ეროვნული სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. ამავე დროს ადასტურებდა, რომ საფოსტო მარკა კონვერტზე, რომელშიც მოთავსებული იყო განაცხადი თარიღდებოდა 2005 წლის 30 ივლისით. ამგვარი დაგვიანება დაუშვებელი იყო.
116. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი განაცხადი სასამართლოსთვის გაგზავნილი იყო თავის დროზე.
117. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 22 თებერვალს. შესაბამისად, კონვენციის 35.1 და 35.4 მუხლით დადგენილი განაცხადით სასამართლოსთვის მიმართვის ექვს თვიანი ვადა გავიდა 2005 წლის 22 აგვისტოს. გამოიკვლია რა განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვერტი, რომელიც შეიცავდა განმცხადებლის განაცხადს, გამოიგზავნა ლიტვიდან 2005 წლის 30 ივლისს, ვინაიდან კონვერტზე დღემდე დაკრულია ტაურაგეს ფოსტის განყოფილების საფოსტო მარკა. კონვერტზე ასევე დატანილია მარკა, რომლითაც დასტურდება, რომ სასამართლოს რეგისტრატურის მიერ ის მიღებული იქნა 2005 წლის 28 სექტემბერს. განაცხადი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა 2005 წლის 29 სექტემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა დაგვიანებას განაცხადის სასამართლომდე მიღწევის დროს, იგულისხმება, რომ საფოსტო მარკის თარიღი არის განაცხადის გამოგზავნის თარიღი (იხილეთ კირიპტჩი თურქეთის წინააღმდეგ (Kipritçi v. Turkey), no. 14294/04, § 18, 3 ივნისი 2008). შესაბამისად, მოპასუხე სახელმწიფოს პროტესტი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვნა, ამოირიცხოს საქმე სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიიდან
118. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ სასამართლოსთვის 2014 წლის 11 აპრილს გამოგზავნილ მოსაზრებებში საქმის დასაშვებობასა და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მათ სასამართლოს ყურადღება მიაქციეს ფაქტს, რომ 2014 წლის 18 მარტის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით გამოვლინდა ახლადგამოვლენილი გარემოებები. 2014 წლის 10 აპრილს მთავარმა პროკურორმა მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაძლოა გამოეწვია დავა განმცხადებლის გენოციდის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების კანონიერებაზე. შესაბამისად, პროკურორმა გადაწყვიტა დაეწყო საქმის განხილვის განახლების პროცესი. თუმცა, მოპასუხე სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება განმცხადებლის წინააღმდეგ საქმის განხილვის განახლების თაობაზე უზენაესი სასამართლოს პრეროგატივაა (იხილეთ პარაგრაფები 47 და 69 ზემოთ). მოპასუხე სახელმწიფოს მიერ 2014 წლის 11 აპრილს სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმის ხელახლა განხილვის პროცედურის დაწყება სასამართლომ უნდა შეაფასოს, განმცხადებლის საქმის ეროვნულ დონეზე მიმდინარე განხილვად (მათ მიუთითეს საქმეზე პიზანო იტალიის წინააღმდეგ (საქმის ამორიცხვა) (Pisano v. Italy) [GC], no. 36732/97, §§ 40-50, 24 ოქტომბერი 2002). ამის და სუბსიდიურობის პრიცნიპის გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფომ მიმართა სასამართლოს თხოვნით, ამოერიცხათ აღნიშნული საქმე სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა სიიდან კონვენციის 37.1.b და 37.1.c მუხლის ქვეპარაგრაფების საფუძველზე. მათი აზრით, კონვენციის მიხედვით არ არსებობდა კონკრეტული მიზეზი, რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან გაეგრძელებინა განაცხადის გამოკვლევა კონვენციის 37.1 მუხლის in fine შესაბამისად.
119. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 28 მაისს პროკურორმა საბოლოდ გადაწყვიტა, მიემართა უზენაესი სასამართლოსთვის ახლადგამოვლენილ გარემოებების გამო განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით (იხილეთ 47-ე პარაგრაფი ზემოთ), ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ საკითხი გადაწყვეტილია ან აღარ არსებობს მოცემული საქმის განხილვის გაგრძელების საფუძველი კონვენციის 37.1.b და 37.1.c მუხლიდან გამომდინარე.
3. დასკვნა
120. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს განაცხადი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3.a მუხლის შესაბამისად. ასევე არ არის დაუშვებელი სხვა ნებისმიერი საფუძვლით და შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
B. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
1. მხარეთა არგუმენტები
(a) განმცხადებელი
121. განმცახდებელი ამტკიცებდა, რომ ლიტვის სასამართლოების მიერ გენოციდის დანაშაულის ფართო განმარტება არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლს. ის აცხადებდა, რომ მისი მსჯავრდება ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის საფუძველზე იყო უკუძალის მქონე და არღვევდა კონვენციის მე-7 მუხლს.
122. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 1992 წელს ლიტვაში ამოქმედდა გენოციდის შესახებ კონვენცია. კონვენციის II მუხლის შესაბამისად, გენოციდი წარმოადგენს ქმედებას, რომელიც მიმართულია „ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური“ ჯგუფის განადგურებისკენ. ლიტვამ კონვენციას ხელი მოაწერა დათქმების გაკეთების გარეშე. განმცხადებლისთვის, არსის ნებისმიერი სახის გავრცობა, „სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფების“ დამატებით, დაუშვებელი იყო. განმცხადებელმა შემდგომში აღნიშნა, რომ ლიტვის 1992 წლის 9 აპრილის კანონში ლიტვის მოსახლეობის გენოციდზე პასუხისმგებლობის შესახებ გათვალისწინებული იყო გენოციდის დანაშაულის ამომწურავი განმარტება, რომელიც მოიცავდა 4 ცალკეულ ჯგუფს. მან ასევე განაცხადა, რომ ლიტვის დელეგაციას სურდა გენოციდის განმარტების გაფართოება 1998 წელს, როდესაც დაარსდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში. თუმცა განმარტება არ შეცვლილა.
123. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფების დამატება ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის გენოციდის განმარტებაში მოხდა 1998 წლის 21 აპრილის ცვლილებებით. კონვენციის მე-7 მუხლის პრიზმიდან, ის აცხადებდა, რომ გენოციდისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ ორ ჯგუფთან მიმართებაში არ იყო შესატყვისი დროის გარკვეულ მონაკვეთში, თუმცა შესაფერი იქნებოდა დროის სხვა მონაკვეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის წარმოშობის ფაქტი ერთი და იგივე იყო. კონკრეტულად მის საქმესთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ლიტვის სახელმწიფომ მის მიმართ სისხლის სამართლის კანონზე გაავრცელა უკუძალა, იმის მიუხედავად, რომ 1992 წლიდან 1998 წლამდე სახელმწიფო განმცხადებლის ქმედებებს არ აფასებდა როგორც გენოციდს. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ შესაძლოა პირს უკუძალის მოქმედებით დაეკისროს პასუხისმგებლობა გენოციდის დანაშაულის ჩადენისთვის, მან განაცხადა, რომ მისთვის იყო ძალიან რთული მიეღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმგვარი დანაშაულისთვის, რომელიც დამოკიდებული იყო სახელმწიფოს შესაძლებლობაზე, შეეცვალა კანონმდებლობა ან განესაზღვრა ახალი მახასიათებლები დანაშაულისთვის, რომელიც მხოლოდ ლიტვისთვის იყო რელევანტური. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ ლიტვა თავის მხრივ კრძალავს სისხლის სამართლის კანონის უკუძალას.
124. განმცხადებელმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის ძირითადი მუხლების მიხედვით, სახელმწიფოს არ შეუძლია ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებისგან გადახვევა, თუ ეს არ არის დაშვებული შესაბამისი შეთანხმებით. ის დაეთანხმა, რომ ლიტვის რესპუბლისკას გააჩნია საკუთარი კანონების მიღების უფლებამოსილება. თუმცა, ეს არ არის აბსოლუტური უფლება. პირველ რიგში, ყველა კანონი, უნდა შეესაბამებოდეს ლიტვის კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებები წარმოადგენენ ლიტვის კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს. რაც შეეხება ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსს, კოდექსის 99-ე მუხლში პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების შეტანას არ გულისხმობს გენოციდის კონვენციის მუხლი II. მაშასადამე, ეს არ შეიძლება გამყარებული იყოს საერთაშორისო სამართლით, როგორც ამას ლიტვა განმარტავს.
125. გარდა ამისა, პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფს მიკუთვნებულ პირთა მკვლელობის გამოძიება ექვემდებარებოდა წინასწარ საკანონმდებლო დონეზე გაწერას. ლიტვის სასამართლოების მიერ ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის და გენოციდზე პასუხისმგებლობის ინტერპრეტაცია უფრო ფართოა, ვიდრე გენოციდის კონვენციისა, თუმცა, ის არ შეესაბამება პრინციპს nullum crimen sine lege. ეს მიდგომა დადასტურდა 2014 წლის 18 მარტის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციური იყო პირის უკუძალის მოქმედებით გასამართლება პოლიტიკური ან სამოქალაქო ჯგუფის გენოციდისთვის, რომელიც ჩადენილი იყო ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის იმ საკანონმდებლო ცვლილებებამდე, რომელიც ადგენდა პასუხისმგებლობას ამგვარი ქმედებისთვის.
126. რაც შეეხება ისტორიულ ფონს, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებდა დავას მოპასუხე სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ძალიან ზოგად პოლიტიკურ, ისტორიულ თუ სხვა საკითხებზე (იხილეთ 133-ე პარაგრაფი ქვემოთ). ის დაეთანხმა, რომ ლიტვაში მსხვერპლთა რაოდენობა „1939-1953 წლებში დაახლოებით 500 000 ლიტველი“ იყო. ამას გარდა, განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ 1941 წლიდან 1944 წლამდე ლიტვა ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. ამ დროის განმავლობაში, ნაცისტებმა, ადგილობრივ დამხმარე ძალებთან ერთად, მოკლეს ასობით უდანაშაულო ადამიანი ლიტვაში. განმცხადებლის აზრით, ეს საქმესთან კავშირშია, ვინაიდან ძმები ჯ.ა და ა.ა. იყვნენ ნაცისტების დამხმარეები.
127. ამასთან დაკავშირებით, განმცხადებელმა სადაოდ გახადა ეროვნული სასამართლოების მიერ ჯ.ა-სა და ა.ა.-ს აღიარება. ის ამტკიცებდა, რომ ისინი ნებაყოფლობით მსახურობდნენ ნაცისტურ საპოლიციო ძალებში და ეჭვმიტანილნი იყვნენ ებრაელებისა და სხვა უდანაშაულო პირების სიკვდილით დასჯაში მონაწილეობაში. 1944 წლიდან ლიტვაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ხელისუფლებამ კანონიერად გაასამართლა ჯ.ა. და ა.ა. ჩადენილი დანაშაულებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ჯ.ა.-მ და ა.ა.-მ დატოვეს პარტიზანთა რიგები მომხდარამდე წლებით ადრე. შესაბამისად, ჯ.ა. და ა.ა. არ იყვნენ პარტიზანები 1953 წელს მათი სიკვდილის მომენტისთვის. მაშასადამე, არგუმენტი, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები (რომელიც დაცულია ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლით), ან ეროვნული ჯგუფის წარმომადგენლები (დაცული გენოციდის კონვენციის II მუხლით), არ არის გამყარებული ფაქტებით.
128. საბოლოოდ, განმცხადებელი დაობდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ჯ.ა. და ა.ა. 1953 წელს, მათი სიკვდილის მომენტისთვის პარტიზანები იყვნენ და წარმოადგენდნენ შეიარაღებული წინააღმდეგობის წევრებს, მათი მკვლელობა არ წარმოადგენს გენოციდს. ამასთან დაკავშირებით განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ გენოციდი შეიცავს ქმედებებს, რომელიც მიმართულია შეუიარაღებელი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ და არა შეიარაღებული, ან ქვეყნის განმათავისუფლებელი მოძრაოებების.
129. განმცხადებელმა საბოლოოდ განაცხადა, რომ მისი მსჯავრდებით გენოციდის დანაშაულისთვის, ლიტვის რესპუბლიკამ დაარღვია საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ჰქონდა უფლება პირი გაესამართლებინა გენოციდისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც მსხვერპლები იყვნენ დაცული ჯგუფის წევრები. ფაქტების რომელი ვერსიაც არ უნდა გავიზიაროთ, მისი (რომლის მიხედვითაც საბჭოთა ხელისუფლებამ ძმები ჯ.ა. და ა.ა. გაასამართლა როგორც კრიმინალები) ან მოპასუხე სახელმწიფოს, (რომლის მიხედვითაც ისინი იყვნენ შეიარაღებული წინააღმდეგობის წევრები), ჯ.ა. და ა.ა. არ შეიძლება მიეკუთვნონ რომელიმე დაცულ ჯგუფს.
130. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელი კვლავ ამტკიცებდა, რომ მისი გენოციდისთვის გასამართლება ეწინააღმდეგებოდა კონვენციის 7.1 მუხლს. მან ასევე დაამატა, რომ 7.2 მუხლი ასევე არ იყო შესაბამისი. ვინაიდან ქმედებები, რომლის გამოც მას მსჯავრი დაედო, არ წარმოადგენდა გენოციდის დანაშაულს და ისინი არ შეიძლებოდა შეფასებულიყო როგორც „დანაშაული, ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული ზოგადი პრინციპების შესაბამისად“.
(b) მოპასუხე სახელმწიფო
131. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანია ლიტვაში საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკის გასააზრებლად. მათ აღნიშნეს, რომ დანაშაულები, ჩადენილი ლიტველების წინააღმდეგ წარმოადგენდა სსრკ-ს მიერ მიზანმიმართულად წარმოებულ სისტემატურ საბჭოთა ტოტალიტარულ პოლიტიკას. რეპრესიები ლიტველების წინააღმდეგ არ იყო შემთხვევითი და ქაოტური. ისინი მიზნად ისახავდნენ ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკური ინსტიტუტების განადგურებას, რომელიც წარმოადგენდა ლიტვის პოლიტიკურ ქვაკუთხედს. ქმედებები მიმართული იყო ყველაზე აქტიური და სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ, კერძოდ, წინააღმდეგობის წევრების და მათი მხარდამჭერების, საჯარო მოხელეების და ლიტვის თანამდებობის პირების, ლიტვის საჯარო ფიგურების, ინტელექტუალების, მეცნიერების, ფერმერების, მღვდლების და ამ ჯგუფების წარმომადგენელთა ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
132. მოპასუხე სახელმწიფო დაჟინებით აცხადებდა, რომ ლიტველი პარტიზანები წარმოადგენდნენ ლიტველ ხალხს. წინააღმდეგობას გააჩნდა ძალაუფლება თვით საზოგადოებისგან; ის აერთიანებდა ხალხს, განსხვავებული სოციალური კუთვნილებით (ინტელიგენციის წევრებს, გლეხებს, მასწავლებლებს, ყოფილ სამხედრო ოფიცრებს, და ა.შ.). პარტიზანები არ ქადაგებდნენ რომელიმე პოლიტიკურ შეხედულებას, გარდა იმისა, რომ უნდა აღდგენილიყო ლიტვის დამოუკიდებლობა და საბჭოელებს უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა. ისინი გაერთიანდნენ ეროვნული სიმბოლოს ქვეშ და შეძლეს შეენარჩუნებინათ წინააღმდეგობის მოძრაობა ათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეპრესიების უმძიმეს პირობებში, ვინაიდან ისინი იღებდნენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ლიტველი ხალხისგან. 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაში, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა პარტიზანების მნიშვნელობა მთელი ეროვნული ჯგუფისთვის, ლიტველი ხალხისთვის (იხილეთ 63-ე პარაგრაფი ზემოთ).
133. რაც შეეხება რეპრესიების მასშტაბებს ლიტვაში, მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა ცნობები, 1939 წლის სტატისტიკის მონაცენების მიხედვით, ლიტვის მოსახლეობა შეადგენდა 2 925 271. 1953 წლისთვის 500 000 ლიტველი დაექვემდებარა საბჭოთა რეჟიმის ტერორს და პოლიტიკურ რეპრესიებს - ისინი იქნენ მოკლულნი, დეპორტირებულნი ან დაპატიმრებულნი (იხილეთ ა. ანუშაუსკასი (A. Anušauskas) ომის და ოკუპაციის დემოგრაფიული დანაკარგები: ოკუპირებული ლიტვის ისტორია (Demografiniai karo ir okupacijos nuostoliai: okupuotos Lietuvos istorija), ვილნიუსი: Lietuvos gyventojų genocido ir rezistencijos tyrimo centras, 2007, გვ. 395). მოპასუხე სახელმწიფომ ასევე აღნიშნა, რომ ლიტვაში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით (იხილეთ პარაგრაფი 62 ზემოთ) და საერთაშორისო კომისიის დასკვნით ლიტვის ნაცისტური და საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმების დანაშაულების შეფასების შესახებ.[11]
134. რაც შეეხება პარტიზანებს, მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ 1940-41 და 1944-53 წლების განმავლობაში, 20 000-მდე პარტიზანი იქნა მოკლული და მათი მხარდამჭერების დიდი რაოდენობა იქნა დაპატიმრებული ან გადასახლებული ციმბირში. საბჭოთა კავშირის რეპრესიული სტრუქტურები იყენებდნენ ბევრ მკაცრ ზომას იატაკქვეშა მოძრაობის დასათრგუნად: წინააღმდეგობის წევრების ოჯახების დეპორტაციას, წინააღმდეგობის წევრების წამებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ან ტერორს და სადამსჯელო ღონისძიებებს წინააღმდეგობის წევრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, როგორიცაა სოფლების გადაწვა და სასამართლოს გარეშე გასამართლებები. ამ ღონისძიებათა უმრავლესობის გამოყენება ხდებოდა საერთაშორისო სამართლის, სსრკ-ს კონსტიტუციისა და სხვა საბჭოთა კანონების დარღვევით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი არ ეპყრობოდა პარტიზანებს, როგორც კომბატანტის სტატუსის მქონე პირებს ან ტყვეებს და უზღუდავდა მათ იმ საერთაშორისო გარანტიებით სარგებლობის უფლებას, რომელიც მათ გააჩნდათ.
135. მიზანი იყო ლიტვის ცხოვრების წესის განადგურება და მისი შეცვლა საბჭოთა წყობით, რომელიც მოიაზრებდა ადამიანს ეროვნულობისა და ეთნიკურობის გარეშე (homo sovieticus). ლიტვაში დადგენილი ისტორიული ფაქტია, რომ საბჭოთა პოლიტიკა იყო დანაშაულებრივი და რეჟიმის მიერ მოხდა ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდის დანაშაულების ჩადენა.ამასთან დაკავშირებით, მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე 1481(2006) ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო დაგმობის შესახებ (იხილეთ 89-ე პარაგრაფი ზემოთ). გარდა ამისა, მათ აღნიშნეს ფაქტი, რომ დანაშაულები, მათ შორის გენოციდი, ჩადენილი სსრკ-ის ტოტალირატული კომუნისტური რეჟიმის მიერ აღიარებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, მაგალითად, 1991 წლის 26 აპრილის „რეპრესირებული ერების რეაბილიტაციის“ შესახებ კანონით (იხილეთ 74 -ე პარაგრაფი მაღლა).
136. მოპასუხე ხელისუფლებამ განმცხადებლის გასამართლების კანონიერების რელევანტურობის საკითხზე მსჯელობისას, აღნიშნა რომ შესაბამის დროს, 1953 წელს, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი იყო ძალაში. მაშინ როდესაც, კოდექსის თანახმად, გენოციდი არ მიიჩნეოდა სისხლის სამართლის დანაშაულად, მოპასუხე სახელმწიფომ საერთაშორისო ხელშეკრულების და ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, დაამტკიცა რომ შესაბამის პერიოდში განმცხადებლის ქმედება წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ცივილიზებული სამყაროს სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით, გენოციდი ასევე მიიჩნეოდა დანაშაულად.
137. კონკრეტულ კითხვაზე, იყო თუ არა ქმედებები ჩადენილი დაცული ჯგუფის განადგურების მიზნით, რაც შესაბამის დროს წარმოადგენდა გენოციდს, მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდებაზე (1945), რომლის მიხედვით პირს ეკისრება პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყველაზე მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის. ამგვარად, მოპასუხე სახელმწიფო დაეყრდნო 1946 წლის 11 დეკემბრის 96 (I) გაეროს რეზოლუციას, რომელიც მიღებული იქნა ერთხმად, დებატების გარეშე, და ადგენდა, რომ გენოციდი წარმოადგენდა დანაშაულს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და აღნიშნავდა, რომ „გენოციდის დანაშაული ჩადენილად ითვლება, როდესაც ჯგუფი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებულია მისი რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით“. ამგვარად, 1946 წლის დეკემბრამდეც ნათელი იყო, რომ დევნა პოლიტიკური საფუძვლით და პოლიტიკური ჯგუფის განადგურება და გაჟლეტა აღიარებულია დანაშაულად საერთაშორისო სამართლით.
138. მოპასუხე სახელმწიფოს აზრით, ის ფაქტი, რომ 1948 წლის გენოციდის კონვენცია არ ასახავს „პოლიტიკურ ჯგუფებს“ დაცულ ჯგუფთა ჩამონათვალში, არ არის გადამწყვეტი. გენოციდის კონვენციის ავტორები იზიარებდნენ აზრს, რომ გენოციდის განმარტება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით იყო უფრო ფართო, ვიდრე საბოლოოდ ჩამოყალიბებული განმარტება გენოციდის კონვენციის შემუშავების პროცესში და გენოციდის კონვენციის travaux préparatoires-ში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ „პოლიტიკური ჯგუფის“ გამორიცხვა უფრო პოლიტიკურ კომპრომისს წარმოადგენდა, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაციის შედეგს.
139. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ 1948 წლის გენოციდის კონვენციაში არსებული დაცული ჯგუფები შესაძლოა ერთმანეთს გადაფარავდეს და ანაცვლებდეს. ერთი ჯგუფი (ეროვნული) შესაძლოა მოიცავდეს მეორეს (რელიგიურს). ლიტვის სასამართლოებმა აღიარეს ეს გენოციდის ინტერპრეტაციისას. საბჭოთა პოლიტიკა ბალტიის ქვეყნებში, რომელთაც საბჭოთა ხელისუფლება მიაკუთვნებდა „არასანდო ერებს“, სწორედ მათი პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები წარმოადგენდნენ სამიზნეს, ვინაიდან სწორედ ისინი იყვნენ ქვაკუთხედი ეროვნული ჯგუფისა. ამგვარად, „პოლიტიკურად“ მოტივირებული მკვლელობები უბრალოდ ასახავდა ეროვნული და ეთნიკური გენოციდის მისწრაფებებს.
140. მოპასუხე სახელმწიფომ ასევე განაცხადა, რომ ლიტვის ეროვნული კანონომდებლობის 1998 წლის ცვლილებები ასახავდა სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის ძირითად მიმართულებებს და გენოციდის დანაშაულის სამართლის მკვლევართა მოსაზრებებს. ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მათ შორის ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, შვეიცარიამ, ფინეთმა, სლოვაკეთმა, რუმინეთმა, ეკვადორმა და კოსტა რიკამ გააფართოვა გენოციდის განმარტება ეროვნულ კანონმდებლობაში. მაშინ, როდესაც უმეტესობამ გაავრცელა ნორმა სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფებზე, ზოგმა აირჩია უფრო ინკლუზიური, ღია დაბოლოების მიდგომა, როგორც მაგალითად „ჯგუფები, განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პირობითი მახასიათებლით“ (საფრანგეთი, რუმინეთი).
141. განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებით, მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ კითხვა მდგომარეობს იმაში, ქმედების ჩადენისას, შეეძლო თუ არა მას ევარაუდა, რომ ბრალად დაედებოდა და გასამართლდებოდა ჩადენილი საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. გენოციდის დანაშაულის ლიტვის სასამართლოებისმიერი განმარტება შეესაბამება იმდროინდელი დანაშაულებრივი ქმედების არსს და შესაბამისად, განჭვრეტადი იყო (დანაშაულის ჩადენის დროს).
142. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი გასამართლებული იყო ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს, როგორც პარტიზანების, განადგურებაში მონაწილეობისთვის, საბჭოთა ხელისუფლების მიერ, მათ შორის სუს-ს მიერ, ძმები მოიაზრებოდნენ „ბანდიტებად“, „უკანონო“ ან „ბურჟუა ნაციონალისტებად“, რომლებიც უნდა ლიკვიდირებულიყვნენ. საბჭოთა რეჟიმი ილტვოდა ლიტვის ერის კულტურის, რელიგიის, ენის, პოლიტიკისა და იდენტობის, მათი, როგორც ჯგუფის განადგურებისკენ. სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ ჯ.ა. და ა.ა. შესაძლოა მიეკუთვნონ არა მხოლოდ პოლიტიკურ ჯგუფს (როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა), არამედ გენოციდის კონვენციით დაცულ ორ ჯგუფს, კერძოდ ეროვნულ და ეთნიკურ ჯგუფებს. ეს მიდგომა მართებულად იქნა მიჩნეული უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ.
143. რაც შეეხება განმცხადებლის არგუმენტს, რომ ძმები ჯ.ა. და ა.ა. არ შეიძლება იყვნენ დაცულები გენოციდის კონვენციით, ვინაიდან ისინი შეიარაღებული წინააღმდეგობის წევრები იყვნენ, მოპასუხე სახელმწიფომ მიუთითა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და გენოციდს შორის ძალიან ახლო კავშირზე. პროფესორი ანტონიო კასესეს მიხედვით, სულ მცირე ორი ქვეჯგუფი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა შესაძლოა გამოირჩეს ნიურმბერგის პრინციპებიდან: პირველი, დანაშაულები, ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული ან ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევების სისიტემატური ხასიათის პრაქტიკის ფარგლებში; და მეორე, კონკრეტული სამოქალაქო თუ სამხედრო ჯგუფის დევნის დანაშაული, დისკრიმინაციული ან დევნის პოლიტიკის ან პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება რელიგიურ, რასობრივ, ეთნიკურ თუ პოლიტიკურ საფუძველს (ანტონიო კასესე, პაოლა გეტა, ჯონ. რ. ვ. დ. ჯონსი. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების კომენტარები (The Rome Statute of the International Criminal Court. A Commentary), ოქსფორდი, 2002). მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომა შემდეგში დადასტურდა ICTY-ის მიერ, კერძოდ, საქმეში პროკურორი კუპრესკიჩის და სხვების წინააღმდეგ (Prosecutor v. Kupreskić and Others) (იხილეთ პარაგრაფი 111 ზემოთ).
144. განმცხადებლის სუბიექტური დანაშაულის თაობაზე კითხვასთან დაკავშირებით, ეროვნულმა სასამართლოებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ის თავისი ნებით შეუერთდა სუს-ს და უნდა ჩავთვალოთ, რომ კარგად იყო ინფორმირებული ლიტველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ტოტალიტარული პოლიტიკის მეთოდებისა და ხასიათის შესახებ. შესაბამისად, განმცხადებელს უნდა ჰქონოდა მოლოდინი იმისა, რომ მოუწევდა უკანონო ბრძანებების შესრულება (იხილეთ კ.-ჰ.ვ. გერმანიის წინააღმდეგ (H.W. v. Germany,) [GC], #37201/97, § 74, ECHR 2001‑II (ამონარიდები)). ამ კონტექსტში ნიურმბერგის მე-4 პრინციპი განსაკუთრებით რელევანტური იყო, რადგანაც ის ნათლად განსაზღვრავდა იმას, რომ საკუთარი ხელისუფლების მიერ დაწესებული კანონის მიხედვით მოქმედი პირი შეიძლება ვერ გაექცეოდა პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იმ პირობით, რომ მორალური არჩევანი ხელმისაწვდომი იყო მისთვის (მოპასუხე სახელმწიფო დაეყრდნო საქმეს პენარტი ესტონეთის წინააღმდეგ (Penart v. Estonia )((დეკ.) 14685/04, 24 იანვარი 2006), და კოლკი და კისლილი ესტონეთის წინააღმდეგ (Kolk and Kislyiy v. Estonia) ((დეკ.), nos. 23052/04 და 24018/04, ECHR 2006‑I)).
145. და ბოლოს, მოპასუხე სახელმწიფომ უარყო განმცხადებლის მტკიცება, რომ მსხვერპლები, ძმები ჯ.ა. და ა.ა. შეუერთდნენ ნაცისტურ მოძრაობას და ლეგიტიმურად იყვნენ დასჯილები. აგრეთვე, მათ ასევე გაასაჩივრეს განმცხადებლის შემდეგი მტკიცება, რომ მათი ლიკვიდაციის დროისათვის ჯ.ა. და ა.ა. არ შეიძლებოდა მიჩნეულიყვნენ პარტიზანებად. მათ აღნიშნეს, რომ ორივე შემთხვევა ყურადღებით იქნა შესწავლილი და შეწყვეტილი, როგორც დაუსაბუთებელი ადგილობრივი სასამართლოების მიერ.
146. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის გასამართლება გენოციდის ჩადენისათვის ეყრდნობოდა იმ დროისთვის შესაბამის საერთაშორისო სამართალს. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყევტილების თანახმად, სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფის გენოციდისთვის რეტროაქტიური მსჯავრდება იყო უკანონო, ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარ განზრახული ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტული სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფის განადგურებისკენ, რომელიც წარმოადგენდა არსებით ნაწილს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ პოლიტიკური ჯგუფისა, შესაძლოა შეფასდეს როგორც გენოციდი, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, იმ გარემოებების არსებობისას, როდესაც ჯგუფის განადგურებას ექნება ზეგავლენა მთლიანი დაცული ჯგუფის არსებობაზე. განმცხადებელი მოქმედებდა საბჭოთა პოლიტიკის გატარების მიზნით, რომელიც მიზნად ისახავდა ლიტველი პარტიზანების განადგურებას, რომელიც წარმოადგენდნენ ლიტვური ეროვნული ჯგუფის არსებით ნაწილს, შესაბამისად, არ დარღვეულა კონვენციის მე-7 მუხლი.
2. მესამე მხარის არგუმენტები
147. რუსეთის ფედერაციამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საქმე არ იყო პირველი, რომელშიც სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა განმცხადებლის ბალტიური ქვეყნის მიერ გასამართლების საკითხის შესაბამისობა კონვენციის მე-7 მუხლთან. ამგვარი საქმეების არსს წარმოადგენდა განმცხადებლის გასამართლება ქმედებებისთვის, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა 1940-1950 წლების განმავლობაში, იმ დროს, როდესაც, რუსეთის ფედერაციის მიხედვით, ბალტიური სახელმწიფოები წარმოადგენდნენ სსრკ-ს შემადგენელ ნაწილს (მათ მიუთითეს ზემოაღნიშნულ საქმეზე კოლკი და კისლიი (Kolk and Kislyiy), კონონოვი ლატვიის წინააღმდეგ (Kononov v. Latvia) [GC], no. 36376/04, ECHR 2010, და ტესი ლატვიის წინააღმდეგ (Tess v. Latvia) (დეკ.), no. 19363/05, 4 იანვარი 2008). მესამე მხარე ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის გასამართლების „ლეგიტიმურობის“ დასამტკიცებლად, ლიტვის მთავრობა დაეყრდნო დამახინჯებულ ისტორიულ აღწერას ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა მთავრობის მიერ „ძალადობრივი ქმედებების“ ჩადენის შესახებ. შემდგომ, მათი წერილობითი მოსაზრებები „გაჯერებული“ იყო რიგი სადაო ფაქტებით, რომლებიც მათ წარმოადგინეს იმისთვის, რომ გაემყარებინათ მათი დაუსაბუთებელი მტკიცება, თითქოს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაიდინა „გენოციდი“ და „დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“ ლიტვის სსრ-ში. რუსეთის ხელისუფლება აპროტესტებს ისტორიული ფაქტების მტკნარ სიცრუედ წარმოჩენას და ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობების აშკარა სურვილს, ისტორიის გადაწერისა მათი შეხედულებების შესაბამისად იმ ხალხის ხარჯზე, რომელთა წარსული საქმიანობა არ შეესაბამება დღევანდელი მთავრობების ოფიციალურ შეხედულებებს.
148. საბჭოთა კავშირის პოლიტიკის და კანონმდებლობის მიზანი არ იყო ლიტველი ხალხის რღვევა ან განადგურება. არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო მექანიზმის მიერ ლიტველი ხალხი არასდროს აღიარებულა გენოციდის მსხვერპლად. 1944 წელს გერმანული შეიარაღებული ძალების უკან დახევის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა იარაღის დაყრაზე და ამის მაგივრად, აირჩიეს საბჭოთა ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს გახლდათ ძირითადად ის ხალხი, ვინც თანამშრომლობდა ნაცისტებთან. უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს კანონიერად ებრძოდა საბჭოთა არმია და ასამართლებდა ლიტვის სსრ საბჭოთა მთავრობა, რომელიც 1945 წლიდან წარმოადგენდა ერთადერთ ლეგიტიმურ, აღიარებულ ხელისუფლებას აღნიშნულ ტერიტორიაზე. არ არსებობდა კონკრეტული განზრახვა ლიტვის საზოგადოების შემადგენელი რომელიმე ნაწილის განადგურებისა საბჭოთა ხელისუფლების ან განმცხადებლის მხრიდან.
149. რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ეროვნულ მთავრობებს შეეძლოთ განესაზღვრათ გენოციდის ფართო ცნება გენოციდის შესახებ კონვენციით დაცულ ჯგუფებზე სხვა ჯგუფების დამატებით. თუმცა, ქმედებები, მიმართული „ახლად დაცული ჯგუფების“ წინააღმდეგ არ უნდა გამოირიცხოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან. ამგვარი ქმედებები შესაძლოა წარმოადგენდეს დანაშაულს მხოლოდ მას შემდეგ, თუ მათი ჩადენა მოხდება გენოციდის ცნების გაფართოების შემდეგ, გარდა მათი დასჯადობისა დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებით. რაც შეეხება პოლიტიკურ ჯგუფებს, ისინი ამოირიცხნენ გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლის განმარტებიდან. ეს განმარტება განმეორდა შემდგომ საერთაშორისო ინსტრუმენტებში.
150. შემდგომში აღინიშნა, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი არ შეიცავდა პოლიტიკურ ჯგუფს გენოციდის განმარტებაში. გაეროს გენერალური ასამბლეის 96 (I) რეზოლუციაში პოლიტიკური ჯგუფის ერთადერთჯერ ხსენება არ იყო საკმარის ამის უარსაყოფად. ფაქტი, რომ რაფაელ ლემკინი, მეცნიერი, რომელმაც პირველმა ჩამოაყალიბა ტერმინი კონცეფციის დონეზე და რომელსაც ლიტვის მთავრობა ასე ინტენსიურად ციტირებდა თავიანთ წერილობით მოსაზრებებში, აცხადებდა, რომ „გენოციდი“ ნიშნავს „ერის ან ეთნიკური ჯგუფის განადგურებას“ (რაფაელ ლემკინი (Raphael Lemkin), Axis Rule in Occupied Europe, 1944,გვ. 79). არ არსებობს მტკიცებულება, რომ პოლიტიკურ ჯგუფი არის დაცული სამართლის ზოგადი პრინციპებით, აღიარებული ცივილიზებული ერების მიერ 1953 წელს. ამას გარდა, პოლიტიკური ჯგუფები არასდროს ყოფილა გენოციდთან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალების იურისპრუდენციით დაცული კატეგორია.
151. საბოლოოდ, განმცხადებლის ქმედებები არ შეიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს, გარდა ლიტვის მთავრობის საპირისპიროს ცრუ მტკიცებისა. მისი ქმედებები არ იყო მიმართული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ - ძმები ჯ.ა. და ა.ა. დადასტურებულად იყვნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები. ქმედებები არ ჩადენილა ომამდე, ან ომის მიმდინარეობის პერიოდში. ისინი არ ჩადენილა ნიურმბერგის წესდებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის აღსასრულებლად ან მასთან კავშირში. ეს ბრალდებები არ წაუყენებიათ განმცხადებლისთვის ეროვნულ საგამოძიებო ორგანოებს.
152. შეჯამებისთვის, გენოციდის დეფინიციასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკაში გრძელვადიანი თანმიმდევრულობა იმის თვალსაჩინოებაა, რომ საერთაშორისო თემში არსებობს მკაფიო და მტკიცე კონსესუსი დაცული ჯგუფების ჩამონათვალის ფარგლებსა და ამომწურავ ხასიათთან დაკავშირებით. საერთაშორისო დონეზე არ აღიარებულა გენოციდის შესახებ კონვენციით გათვალისწინებულზე უფრო ფართო განმარტება გენოციდის დანაშაულისა. არ არსებობდა სხვა რელევანტური სამართლებრივი ნორმები, როგორიც 1953 წელს [განისაზღვრა], რომელიც იქნებოდა საკმარისად მკაფიო, ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი განმცხადებლისთვის, რომ გონივრული მოლოდინი ქონოდა, რომ მის ქმედებებს მოყვებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შესაბამისად მოეხდინა ქცევის რეგულირება.
მაშასადამე, არ არსებობს ეროვნულ ან საერთაშორისო სამართლაში განმცხადებლის გასამართლებისა და დასჯის სამართლებრივი საფუძველი.
3. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
153. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მე-7 მუხლით დაცული გარანტია, რომელიც კანონის უზენაესობის სასიცოცხლო ელემენტია, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონვენციისმიერ დაცვის სისტემაში, რაც ხაზგასმულია იმ ფაქტით, რომ ამ ნორმიდან გადახვევა დაუშვებელია მე-15 მუხლის თანახმად ომისა თუ სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს. ის უნდა იქნეს გაგებული და გამოყენებული მისი სამიზნესა და მიზნიდან გამომდინარე ისე, რომ უზრუნველყოს ეფექტური დაცვის გარანტიები თვითნებური ბრალდების, გასამართლების და დაცვისაგან (იხილეთ ზემოაღნიშნული კონონოვი (Kononov), § 185; დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ(Del Rio Prada v. Spain) [GC], no. 42750/09, § 77, ECHR 2013
154. შესაბამისად, მე-7 მუხლი არ შემოიფარგლება ბრალდებულის საუარესოდ სისხლის სამართლის კანონის უკუძალის აკრძალვით: ის ასევე ითვალისწინებს, უფრო ზოგადად, პრინციპს, რომ მხოლოდ კანონს შეუძლია ქმედება განსაზღვროს დანაშაული და დაადგინოს სასჯელი (nullum crimen, nulla poena sine lege) და პრინციპი, რომ სისხლის სამართალის კანონმდებლობა არ უნდა იყოს ფართოდ ფორმულირებული ბრალდებულის საზიანოდ, მაგალითად, ანალოგიის წესით. ამ პრინციპებიდან გამომდინარეობს, რომ სამართალდარღვევა მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული კანონში, იქნება ეს ეროვნული თუ საერთაშორისო. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თუ პირს შეუძლია შესაბამისი ნორმის ფორმულირების წაკითხვით გაიგოს - და თუ საჭირო იქნება, სასამართლოს განმარტებით და იურიდიული კონსულტაციით - რა ქმედება და უმოქმედება გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას. სასამართლომ ასევე განსაზღვრა, რომ როდესაც ვსაუბრობთ „კანონზე“, მე-7 მუხლი ეყრდნობა იგივე კონცეფციას, როგორც სხვა შემთხვევაში, როდესაც კონვენცია იყენებს იგივე ტერმინს, კონცეფციას, რომელსაც მოიცავს როგორც დაწერილი, ასევე დაუწერელი კანონი და გულისხმობს ხარისხობრივ მოთხოვნებს, განსაკუთრებით ხელმისაწვდომობას და განჭვრეტადობას (იხილეთ კორბელი უნგრეთის წინააღმდეგ (Korbely v. Hungary) [GC], no. 9174/02, § 70, ECHR 2008; კონონოვი (Kononov), ზემოთ აღნიშნული, §§ 185 და 196; დელ რიო პრადა (Del Río Prada), ციტირება მაღლა, § 91).
155. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მიუხედავად ნათლად ჩამოყალიბებული სამართლებრივი ნორმისა, ნებისმიერ სამართლის დარგში, მათ შორის სისხლის სამართალში, არსებობს სასამართლოს ინტერპრეტაციის შეუცვლელი ელემენტი. ყოველთვის იქნება სადაო საკითხების განმარტების და ცვლად გარემოებებზე ადაპტაციის საჭიროება. უდაოდ, კონვენციის ქვეყნებისთვის, სისხლის სამართლის განვითარება კარგად დამკვიდრებული და აუცილებელი ნაწილია სამართლებრივი ტრადიციისა. კონვენციის მე-7 მუხლი არ შეიძლება გაგებული იქნეს, თითქოს კანონგარეშედ აცხადებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სასამართლოსმიერ განმარტებას თითოეული საქმის მიხედვით, იმ პირობიტ, რომ შედეგად მიღებული განვითარება შესაბამისობაშია დანაშაულის არსთან და შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში მისი განჭვრეტა (იხილეთ ს.ვ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S.W. v. the United Kingdom), 22 ნოემბერი 1995, § 36, სერია A no. 335‑B; ს.რ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (C.R. v. the United Kingdom), 22 ნოემბერი 1995, § 34, სერია A no. 335‑C; სტრელეცი, კესლერი და კრენცი გერმანიის წინააღმდეგ (Streletz, Kessler and Krenz v. Germany) [GC], nos. 34044/96, 35532/97 და 44801/98, § 50, ECHR 2001‑II; კ- ჰ.ვ. გერმანიის წინააღმდეგ(K.‑H.W. v. Germany), ციტირება მაღლა, § 45; იორგიჩი გერმანიის წინააღმდეგ (Jorgic v. Germany), no. 74613/01, § 101, ECHR 2007‑III; და კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 185).
156. საქმეზე იორგიჩი (Jorgic) იყო ტერმინ “განადგურების“ ორგვარად განმარტების შესაძლებლობა გენოციდის დანაშაულის დეფინიციაში და სასამართლომ გამოიკვლია განმცხადებლის გასამართლების შესაბამისობა უფრო ფართო განმარტების საფუძველზე (ცალკეული სოციალური ერთეულის განადგურება, ფიზიკური განადგურების საპირისპიროდ) კონვენციის მე-7 მუხლთან ერთად. ის აღნიშნავდა, რომ სამართალდარღვევის მასშტაბის განმარტება, რომელიც შეესაბამებოდა სამართალდარღვევის არსს „როგორც წესი, მიჩნეული უნდა იყოს როგორც განჭვრეტადი“, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ განმცხადებელს შეეძლო დაყრდნობოდა ადგილობრივი სასამართლოების მიერ დადგენილი ნორმების კონკრეტულ განმარტებას საქმის განსაკუთრებულ გარემოებებში. სასამართლომ გამოიკვლია იყო თუ არა ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც განაპირობებდა, რომ განმცხადებელს, საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი კონსულტაციის შემდეგ, შეეძლო შიდა ეროვნული სასამართლოების მიერ გენოციდის დანაშაულის ვიწრი ინტერპრეტაციაზე დაყრდნობა. სასამართლომ დაადგინა, რომ მაშინ როცა სხვადასხვა წყაროები (საერთაშორისო ორგანიზაციები, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოები, ასევე როგორც მეცნიერები და მწერლები) უპირატესობას ანიჭებენ ორივეს, გენოციდის დანაშაულის როგორც ვიწრო ისე ფართო განმარტებებს, ქმედების ჩადენის დროს, ბატონ იორგიჩს, საჭიროების შემთხვევაში იურისტის დახმარებით, შეეძლო დასაბუთებულად განეჭვრიტა მის საქმეში ფართო განმარტების გზის არჩევა და რომ ის რისკავდა ყოფილიყო ბრალდებული და ის გაესამართლებინათ გენოციდის დანაშაულის ჩადენისთვის (ზემოთ ციტირებული §§ 108-114).
157. განჭვრეტადობის კონცეფციის ფარგლები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია გამოსაყენებელი ინსტრუმენტის შინაარსზე, მოქმედების სფეროზე, რომელზეც ის უნდა გავრცელდეს და მათ რიცხვსა და სტატუსზე, ვისზეც ის უნდა გავრცელდეს. კანონი შესაძლოა კვლავ აკმაყოფილებდეს განჭვრეტადობის მოთხოვნას, თუ პირს ჭირდება გარემოებებიდან გამომდინარე შესაბამის დონეზე სამართლებრივი კონსულტაცია შეფასებისთვის, რა შედეგები შესაძლოა მოყვეს მოცემულ ქმედებას. ეს განსაკუთრებით მართალია იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას, რომლებიც როგორც წესი, უფრო დიდი ყურადღებით ეკიდებიან ქმედებებს მათი საქმიანობის განხორციელებისას. ივარაუდება, რომ ისინი განსაკუთებული ყურადღებით აფასებენ რისკებს, რომელიც თან ახლავს ამგვარ ქმედებებს (იხილეთ პესინო საფრანგეთის წინააღმდეგ (Pessino v. France), no. 40403/02, § 33, 10 ოქტომბერი 2006).
158. სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად, ბრალდებულებს არ აქვთ უფლება გაამართლონ ქმედება, რომელმაც საფუძველი დაუდო მათ ბრალდებას, მხოლოდ იმის ჩვენებით, რომ ამგვარი ქცევა არსებობდა და შესაბამისად ქმნიდა პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაცვითი პოზიცია არ წარმოუყენებია განმცხადებლს, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია გაიმეოროს დასკვნა, რომელიც გაკეთდა საქმეზე კ-ჰ.ვ. (K.-H.W.) (ციტირება მაღლა, § 75) იმასთან დაკავშირებით, რომ რიგითი ჯარისკაცი არ უნდა იყოს ბრმად მორჩილი იმ ბრძანებებისა, რომელიც არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, კერძოდ სიცოცხლის უფლებას, რომელსაც უმაღლესი ღირებულება გააჩნია ადამიანის უფლებათა იერარქიაში. სახელმწიფოს ტოლერანტობა და წამქეზებლობა იმგვარი ქმედებების მიმართ, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დანაშაულს და დაუსჯელობის სინდრომი, რომელსაც ბადებს ამგვარი პრაქტიკა დამნაშავეებში, არ დაიცავს მათ სასამართლოს წინაშე წარდგენისა და დასჯისგან (იხილეთ სტერლეცი, კესლერი და კრენცი (Streletz, Kessler and Krenz), ციტირება მაღლა, §§ 74, 77-79).
159. სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სუვერენიტეტის შეცვლისას, ან პოლიტიკური რეჟიმის შეცლის დროს, სავსებით ლეგიტიმურია კანონის უზენაესობის პრინციპებით მართული სახელმწიფოს მიერ დაწყებული იქნას სისხლის სამართლის საქმეების განილვა იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ადრინდელი რეჟიმის დროს. ამგვარი ქვეყნების სასამართლოები, რომლებიც იკავებენ მანამდე არსებულთა ადგილს, ვერ გახდებიან კრიტიკის სამიზნე იმ დროისთვის მოქმედი ნორმების კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს სახელმძღვანელო პრინციპების ჭრილში შეფარდებისთვის და განმარტებისთვის (იხილეთ სტერლეცი, კესლერი და კრენცი (Streletz, Kessler and Krenz), ციტირება მაღლა, § 81, და კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 241). ისევე როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, გამოიძიოს ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა, კონვენციის მე-2 მუხლი ასევე ავალდებულებს სახელმწიფოებს მიიღოს შესაბამისი ზომები მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად და აკისრებს მათ უპირატეს მოვალეობას, დაიცვას სიცოცხლის უფლება იმგვარი ეფექტური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებით, რომლებიც უარს ათქმევინებს პირს იმგვარი ქმედების ჩადენაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 241).
160. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ასევე იმეორებს, რომ პრინციპში, ეს არ არის მისი მოვალეობა, გაწიოს ეროვნული კანონმდებლობის მაგივრობა. კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, მისი მოვალეობაა, უზრუნველყოს ხელშემკვრელი მხარეების საქმიანობების შესაბამისობა კონვენციასთან. ვინაიდან კონვენციის სისტემას გააჩნია დამხმარე ბუნება, სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ სასამართლოების იმ ფაქტობრივ შეცდომებზე ან არასწორ კანონმდებლობაზე რეაგირება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მათ მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ქმედება არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. (იხილეთ სტერლეცი, კესლერი და კრენცი (Streletz, Kessler and Krenz), ციტირება მაღლა, § 49, და იორგიჩი (Jorgic), ციტირება მაღლა, § 102) და თუ ეროვნული შეფასება არ არის აშკარად თვითნებური (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 189). ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეროვნული სასამართლო აფასებს ისტორიულად სენსიტიურ ფაქტს, თუმცა სასამართლოს შეუძლია მიიღოს კონკრეტული დადგენილი ისტორიული სინამდვილე და მასზე დააფუძნოს თავისი მსჯელობა (იხილეთ ჟდანოკა (Ždanoka), ციტირება მაღლა, § 96). ეს პრინციპი ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა მიუთითებს საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებზე, ან საერთაშორისო შეთანხმებებზე (იხილეთ ვაიტე და კენედი გერმანიის წინააღმდეგ (Waite and Kennedy v. Germany) [დიდი პალატა], no. 26083/94, § 54, ECHR 1999‑I, და კორბელი (Korbely), ციტირება მაღლა, § 72) და როცა ეროვნული სასამართლო იყენებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 196).
161. ამგვარად, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი უფლებამოსილება სასამართლო გადასინჯვისა, როდესაც კონვენციის მე-7 მუხლი მოითხოვს, რომ არსებობდეს გასამართლებისა და სასაჯელის მისჯის სამართლებრივი საფუძველი. 7.1 მუხლი მოითხოვს სასამართლოსგან გამოიკვლიოს, არსებობდა თუ არა შესაბამისი კანონიერი საფუძველი განმცხადებლის მსჯავრდებისთვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა კონვენციის მე-7 მუხლთან შესაბამისობაში ლიტვის სასამართლოების მიერ მიღებული შედეგი, მაშინაც კი, თუ არსებობდა განსხვავებები სასამართლოს ამ დასაბუთებასა და ეროვნულ პრაქტიკას შორის. ამ სასამართლოს კომპეტენციის უფრო ვიწროდ მიჩნევა მე-7 მუხლს გამოაცლის მიზანს (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 198).
162. შეჯამებისთვის, სასამართლოს ფუნქცია 7.1 მუხლის თანახმად არის შეაფასოს, არსებობდა თუ არა განმცხადებლის გასამართლებისთვის შესაბამისი მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, 1953 წელს მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 199). კერძოდ, სასამართლო გამოიკვლევს, იყო თუ არა განმცხადებლის გასამართლება გენოციდისთვის თავსებადი მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან და შესაძლებელი იყო თუ არა განმცხადებლის მიერ ეს განჭვრეტა 1953 წლის 2 იანვრის ოპერაციაში მისი მონაწილეობის დროს, რომლის მიმდინარეობისას ორი პარტიზანი, ჯ.ა. და ა.ა. იქნა მოკლული (იხილეთ პარაგრაფი 25 ზემოთ, ასევე იხილეთ იორგიჩი (Jorgic), ციტირება მაღლა, § 103).
(b) შესაბამისი ფაქტები
163. განმცხადებლის საჩივრის არსებითად განხილვამდე, სასამართლო პირველ ყოვლისა მიმოიხილავს დავას მოპასუხე სახელმწიფოსა და განმცხადებელს შორის, რომელიც ეხება ამ უკანასკნელის მტკიცებას, რომ მათი სიკვდილის დროს, ძმები ჯ.ა. და ა.ა. აღარ იყვნენ პარტიზანები, რაც გამორიცხავდა განმცხადებლის გასამართლებას ლიტველი პარტიზანების, როგორც ჯგუფის გენოციდისთვის. ორივე სასამართლო განხილვის დროს, როგორც ლიტვაში და მის განაცხადში სასამართლოს წინაშე, განმცხადებელმა განაცხადა, რომ ძმები ჯ.ა. და .ა.ა. იყვნენ ნაცისტების კოლაბორაციონისტები გერმანიის მიერ ლიტვის ოკუპაციის დროს. ეს განაცხადი მხარდაჭერილი იყო მესამე მხარის მიერ და რომ ძმებმა შეწყვიტეს პარტიზანული მოღვაწეობა, როდესაც საბჭოთა კავშირმა აღადგინა ძალაუფლება ლიტვაზე.
164. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლო მივიდა აშკარა დასკვნამდე, ყველა გარემოების ფრთხილად და ყურადღებით შესწავლით. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მისი მოვალეობა არ არის შეაფასოს ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები (იხილეთ ელშოლცი გერმანიის წინააღმდეგ (Elsholz v. Germany) [დიდი პალატა], # 25735/94, § 66, ECHR 2000‑VIII; დონოჰოე ირლანდიის წინააღმდეგ (Donohoe v. Ireland), # 19165/08, § 73, 12 დეკემბერი, 2013). სასამართლო ადასტურებს, რომ განმცხადებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შეფასება წარმოადგენდა მთავარ საკითხს ეროვნული სასამართლოებისთვის (იხილეთ სტრელეცი, კესლერი და კრენზი (Streletz, Kessler and Krenz), ციტირება მაღლა, § 51, და კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 187). ის ასევე აღნიშნავს, რომ ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის წინანდელი ფაქტების რეკონსტრუქციის სირთულეს რაც შეეხება, ეროვნული სასამართლოები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ შეეფასებინათ ყველა შესაძლო მასალა და მტკიცებულება. ამასთან დაკავშირებით [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააკეთა დეტალური ანალიზი განმცხადებლის ბრალდებებთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლომ ასევე აღნიშნა ისტორიული წარსული, კონკრეტული მეთოდები, რომლებიც იმ დროისთვის გამოიყენებოდა წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ, და ასევე ისაუბრა საარქივო დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სუს ავრცელებდა დეზინფორმაციას ძმების, ჯ.ა.-სა და ა.ა.-ს კომპრომიტირებისთვის, რათა ხელი შეეშალათ მათთან სხვა პარტიზანების გაერთიანებისთვის. ამ დეტალური ანალიზის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის შუამდგომლობები დაუსაბუთებლობის გამო (37-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დაეთანხმოს ეროვნული სასამართლოების დასკვნებს, მითუმეტეს, როცა მათ გააჩნიათ ამომწურავი ინფორმაცია ეროვნული გარემოებების შესახებ.
(c) განმცხადებლის გენოციდის ბრალდებით გასამართლების შესაბამისობა კონვენციის მე-7 მუხლთან
165. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ გენოციდის დანაშაულის ცნება ლიტვის კანონმდებლობაში 1992 წელს გაჩნდა (იხილეთ 51-ე პარაგრაფი ზემოთ). 2001 წელს პროკურორმა განმცხადებელს ბრალი წაუყენა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების, ლიტველი პარტიზანების გენოციდისთვის ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსის 71.2 მუხლის საფუძველზე, რომელიც შეიცვალა 1998 წელს (იხილეთ29-ე და 52-ე პარაგრაფები ზემოთ). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განმცხადებლის გასამართლების დროს 2004 წელს, შევიდა ძალაში ლიტვის ახალი სისხლის სამართლის კოდექსი და განმცხადებელი გასამართლებული იქნა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს განმცხადებლის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იგივე 99-ე მუხლის საფუძველზე (იხილეთ პარაგრაფები 33, 36, 38 და 53 ზემოთ).
166. სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ განმცხადებლების უკუძალის მოქმედებით გასამართლება მოხდა იმ მუხლის საფუძველზე, რომელიც ძალაში არ იყო 1953 წელს. შესაბამისად, ეს იქნება მე-7 მუხლის დარღვევა, თუ არ დადგინდება, რომ განმცხადებლის გასამართლება მოხდა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რომელიც შესაბამის დროს მოქმედებდა. განმცხადებლის გასამართლება, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს ამ პერსპექტივიდან (იხილეთ, საპირისპირო მნიშვნელობით, კ-ჰ.ვ. გერმანიის წინააღმდეგ (K.-H.W. v. Germany), ციტირება მაღლა § 50).
(i) ხელმისაწვდომობა
167. სასამართლო აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი იყო ლონდონის 1945 წლის 8 აგვისტოს შეთანმხების მხარე, რომლის საფუძველზეც ამოქმედდა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წესდება (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, §§ 116 და 117). წესდების 6 (c) მუხლის შესაბამისად, განადგურება, დეპორტაცია და სხვა არაადამიანური ქმედებები ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღდეგ, მათ შორის გასამართლებები პოლიტიკური ნიშნით, წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. 1946 წლის 11 დეკემბერს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ დაგმო გენოციდის დანაშაული 96 (I) რეზოლუციის მიღებით. 1948 წლის გენოციდის კონვენცია, ადასტურებს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, აღიარებულს შესაბამისი რეზოლუციით, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა ერთხმად,1948 წლის 9 დეკემბერს. საბჭოთა კავშირმა გენოციდის კონვენციას ხელი მოაწერა 1949 წლის 16 დეკემბერს. რატიფიკაციისა და კონვენციასთან მიერთების ოცი ინსტრუმენტის გამოყენების შემდეგ, კონვენცია ძალაში შევიდა 1951 წლის 12 იანვარს. სასამართლო შემდგომში აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 1951 წლის საკონსულტაციო დასკვნის თანახმად, პრინციპები, რომლებიც ხაზგასმულია გენოციდის კონვენციაში, წარმოადგენს პრინციპებს, რომლებიც აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ და სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფოებისთვის, მიუხედავად კონვენციისმიერი ვალდებულებისა (იხილეთ მე-80 პარაგრაფი ზემოთ).
168. შემდგომში სასამართლომ დაასკვნა, რომ გენოციდი წარმოადგენდა დანაშაულს 1953 წელს მოქმედი საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ის იყო კოდიფიცირებული 1948 წლის გენოციდის კონვენციაში და მანამდეც, ის იყო აღიარებული და დაგმობილი გაერთიანებული ერების მიერ 1946 წელს. ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტები, რომელიც კრძალავდა გენოციდს, განმცხადებლისთვის ხელმისაწვდომი იყო.
(ii) განჭვრეტადობა
169. წარმოდგენილი საქმის მე-7 მუხლთან შესაბამოსობის დასადგენად, სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს, იყო თუ არა, 1953 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო სამარლით განმცხადებლისთვის განჭვრეტადი მისი იმ ქმედების სამართლებრივი შედეგები, ანუ ქმედებების გენოციდად კვალიფიკაციის შესაძლებლობა, რომლისთვისაც ის გასამართლებული იქნა (იხილეთ 162-ე პარაგრაფი ზემოთ).
(α) გენოციდის დანაშაულის განმარტება 1953 წლის მდგომარეობით
გენოციდის კონვენციის II მუხლი
170. პირველ ყოვლისა სასამართლო აღნიშნავს, რომ გენოციდის ამკრძალავი 1948 წლის გენოციდის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლი დაცულ პირთა ოთხ ჯგუფს გამოყოფს: ეროვნულ, ეთნიკურ, რასობრივ და რელიგიურ ჯგუფებს. ეს დებულებები არ ეხება სამოქალაქო ან პოლიტიკურ ჯგუფებს. უფრო მეტიც, travaux préparatoires ნათელს ხდის ავტორების სურვილს, არ შეიყვანოს პოლიტიკური ჯგუფები 1948 წლის კონვენციით დაცულ ჯგუფთა რიცხვში. ICJ-იმ ბოსნია და ჰერცოგოვინა სერბეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ (Bosnia and Herzegovina v. Serbia and Montenegro) საქმის განხილვის დროს 1948 გენოციდის შესახებ კონვენციის შექმნის ისტორიის გამოკვლევისას აღნიშნა, რომ კონვენციის ავტორებმა „ასევე ყურადღება გაამახვილეს ჯგუფის პოზიტიურ იდენტიფიკაციაზე, რომელთაც აქვთ სპეციფიკური განმასხვავებელი მახასიათებლები იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელ ჯგუფს გაითვალისწინებდნენ და რომელს გამორიცხავდნენ (მაგალითად, პოლიტიკურ ჯგუფს)“ (იხილეთ 105-ე პარაგრაფი მაღლა). სასამართლომ ვერ აღმოაჩინა 1948 წლის კონვენციით დადგენილი გენოციდის განმარტებისგან გადახვევის სარწმუნო არგუმენტი, მათ შორის კონვენციით გათვალისწინებული ოთხი დაცული ჯგუფის სიისგან. ამის საპირისპიროდ, შემდგომი საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტები - 1968 წლის სამხედრო დანაშაულობებისადმი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებისადმი ხანდაზმულობის ვადის მიუღებლობის შესახებ კონვენცია, 1993 წლის „ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის“ ქარტია, 1994 წლის „რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის“ ქარტია, ისევე როგორც უახლესი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები - 1998 წლის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“ ქარტია – აღწერს დანაშაულს მსგავსი ტერმინებით, თუ იდენტურით არა. კერძოდ, გენოციდი განსაზღვრულია ქმედებად, ჩადენილი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის განადგურების მიზნით, პოლიტიკურ ჯგუფზე მითითების გარეშე (იხილეთ პარაგრაფები 83, 85, 86 და 87 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, ის ფაქტი, რომ კონკრეტული სახელმწიფოები გადაწყვეტენ, მოახდინონ პოლიტიკური ჯგუფების გენოციდის კრიმინალიზება ეროვნულ კანონმდებლობაში (იხილეთ პარაგრაფები 36 და 38 ზემოთ) არ ცვლის რეალობას, რომ 1948 წლის გენოციდის კონვენციით ეს ასე არ არის.
საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი
171. სასამართლო უბრუნდება კითხვას, არსებობდა თუ არა 1948 წლის გენოციდის კონვენციის პარალელურად უფრო ფართო საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს განმცხადებლის გენოციდის დანაშაულისთვის გასამართლების საფუძვლად.
172. დანაშაულის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სასამართლოს ადრინდელი მიგნებიდან ნათელია, რომ 1953 წელს გენოციდი დანაშაულს წარმოადგენდა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით (იხილეთ 168-ე პარაგრაფი ზემოთ). 1945 წლის ნიურმბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის (IMT) საბრალდებო დასკვნის, ისევე როგორც პროკურორის ზეპირი მტკიცებების საფუძველზე ბრალდებულს დაეკისრა პასუხისმგებლობა გენოციდის დანაშაულისთვის, რომლის მნიშვნელობაც არ კნინდება იმ ფაქტით, რომ საბოლოო განაჩენში არ არის ნახსენები გენოციდის დანაშაული. 1946 წლის დეკემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 96(1), მიღებული ერთხმად და დებატების გარეშე, ადასტურებს გენოციდის საერთაშორისო დანაშაულის არსებობას. პოსტ-ნიურმბერგის სასამართლოს საქმეებში „კონტროლის საბჭოს #10 კანონის“[12] საფუძველზე გენოციდის მიზნით ჩადენილი დანაშაულების ფარგლებში, ისევე როგორც პოლონეთის უზენაესი სასამართლოს (1946-1947) საქმეში ჰოსი და გრეისერი (Hoess and Greiser[13]) გასამართლებებში გაკეთდა რამდენიმე მითითება გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით. 1948 წლის კონვენციის 1-ელი მუხლით „დაადასტურდა“, რომ გენოციდი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დანაშაულს. ICJ-იმ მოგვიანებით მიუთითა 1948 წლის რეზოლუციაზე 96(1) და დაადასტურა, რომ პრინციპები, რომელიც ხაზგასმულია 1948 წლის კონვენციაში აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ როგორც სავალდებულო, მიუხედავად კონვენციისმიერი ვალდებულებისა (იხილეთ მე-80 პარაგრაფი ზემოთ).
173. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მიხედვით გენოციდის დანაშაული განსხვავდება თუ არა, კერძოდ, უფრო ფართო გაგება აქვს თუ არა, ვიდრე კონვენციის განმარტებით, აქ აზრები გაყოფილია.
174. რაფაელ ლემკინმა, რომელმაც შექმნა ტერმინი „გენოციდი“, შემოგვთავაზა დანაშაულის ფართო დეფინიცია. მისი 1944 წლის წიგნში[14] ის ეხება დანაშაულებს, ჩადენილს ეროვნული ჯგუფების მიმართ, მაგრამ აღნიშნა, რომ გენოციდი შესაძლოა შედგებოდეს ქმედებებისგან, რომლებიც მიმართულია ეროვნული ჯგუფის განადგურებისკენ მისი პოლიტიკური ინსტიტუტების, კულტურის და ცხოვრების წესის განადგურებით. შემდგომი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 96 (1) მოუწოდებდა გენოციდის კონვენციის შექმნისკენ, რათა დაცულიყო „რასობრივი, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა ჯგუფები“. ზოგი ავტორი მიიჩნევდა, რომ რეზოლუცია ასახავს გენოციდის აკრძალვის აბსოლიტურ jus cogens მოთხოვნას[15], თუმცა სხვები ეჭვქვეშ აყენებდნენ ამ შეხედულებას[16]. ზოგი ავტორი ასევე მიიჩნევდა, რომ დაცული ჯგუფების საბოლოო სია 1948 წლის კონვენციაში იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობაზე და არა ფილოსოფიურ ან ჯგუფების სხვაგვარ განსხვავებებზე დაფუძნებული შედეგი.[17] 1940-იანი წლების ბოლოს, ზოგიერთი მომხსენებელი შეშფოთებით აღნიშნავდა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფების გამორიცხვა 1948 წლის კონვენციიდან ნიშნავდა, რომ კონვენცია არ გავრცელდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ კერძო საკუთრების მფლობელთა მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე.[18] სხვა ავტორები კი უარყოფდნენ, რომ პოლიტიკური ჯგუფების გამორიცხვა იყო საბჭოთა წნეხის შედეგი.[19]
175. ზემოთხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს არგუმენტები იმისა რომ პოლიტიკური ჯგუფები 1953 წელს დაცული იყვნენ გენოციდის შესახებ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლით. თუმცა, არსებობს თანაბრად ძლიერი გამომრიცხავი საპირისპირო შეხედულებები. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო იმეორებს, რომ მიუხედავად ამ შეხედულებებისა, რომლებიც პოლიტიკურ ჯგუფებს გენოციდი დეფინიციაში მოიაზრებს, გენოციდის დეფინიციის ფარგლები 1984 წლის კონვენციაში უფრო ვიწრო იყო და დაცული იყო ყველა შესაბამის საერთაშორისო სამართლის დოკუმენტში. (იხილეთ 170-ე პარაგრაფი მაღლა). საბოლოოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა საკმარისად ძლიერი საფუძველი იმის დასადგენად, რომ 1953 წელს მოქმედი ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, „პოლიტიკური ჯგუფები“ ხვდებოდა გენოციდის ჩამონათვალში.
გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლში გამოყენებული ტერმინის „ნაწილობრივი“ (“in part”) შესაბამისი განმარტება
176. შემდგომში სასამართლო უბრუნდება მოპასუხე სახელმწიფოს მტკიცებას, რომ ლიტველი პარტიზანები იყვნენ ეროვნული ჯგუფის „ნაწილი“, რომელიც წარმოადგენს გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლით დაცულ ჯგუფს. ამ ჭრილში სასამართლო აღნიშნავს, რომ 1953 წელს არ არსებობდა რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნალით ისეთი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გენოციდის სამართლებრივ განმარტებას გააკეთებდა. გენოციდის კონცენციის Travaux préparatoires-ში განმარტებულია თუ რას გულისხმობდნენ კანონპროექტის ავტორები ტერმინში: „ნაწილობრივი”. გენოციდის კონვენციის პირველი განმმარტებლები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ტერმინი „ნაწილობრივი” მოიცავდა შესაბამისობის მოთხოვნებს (იხილეთ 93-ე პარაგრაფი მაღლა). თავად გენოციდის კონვენცია განაპირობებს იმას, რომ დანაშაული განმარტებულია როგორც „მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვა ... ჯგუფისა, როგორც ასეთის“ და რომ შესაბამისობის მოთხოვნა დადასტურებულია 96(I) რეზოლუციით, რომლის მიხედვითაც „გენოციდი არის მთლიანი ადამიანთა ჯგუფების არსებობის უფლების უარყოფა“. იმის გათვალისწინებით, რომ გენოციდის კონვენციის მიზანი იყო გამკლავებოდა მასობრივ დანაშაულებს, ICTY-იმ ხაზი გაუსვა ფართო გაგებას, რომ განადგურების განზრახვის სამიზნეს უნდა წარმოადგენდეს ჯგუფის არსებითი ნაწილი მაინც (იხილეთ 98-ე პარაგრაფი მაღლა). გენოციდის სიმძიმე ასახულია გენოციდის კონვენციის შესაბამის მკაცრ მოთხოვნებში, რომლითაც უნდა დაკმაყოფილდეს - სპეციფიკური განზრახვის მყარი მტკიცებულების არსებობა და ნათელი დადასტურება, რომ ჯგუფზე იერიში იქნა მიტანილი მისი მთლიანად, ან არსებითი ნაწილის განადგურების მიზნით (იხილეთ 106-ე პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 1953 წელს განჭვრეტადი იყო, რომ ტერმინი „ნაწილობრივ“, შეიცავდა არსებითობის მოთხოვნას.
177. როგორც აღინიშნა, სასამართლო ყურადღებით ეკიდება გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებას. იმ ქმედებებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, რომლისთვისაც განმცხადებელი გასამართლდა, სასამართლოს სახემძღვანელო მითითებები ტერმინ „ნაწილობრივ“ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით გამოვლინდა როდესაც გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით საქმეები წარუდგინეს ICTY-ის, ICTR-სა და ICJ-ის. კერძოდ, როგორც ზემოთ მოცემულ 97-108 პარაგრაფებში მოყვანილი სასამართლო პრაქტიკიდან გამოვლინდა, დაცული ჯგუფის „გამორჩეული“ ნაწილის განადგურების განზრახვა შესაძლოა შეფასდეს მთლიანი ჯგუფის გენოციდად, რადგან „გამორჩეული“ ნაწილი არსებითი იყო, მისი მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე. აგრეთვე, სამიზნე ჯგუფის რიცხობრივ მაჩვენებელთან ერთად, სასამართლო განმარტების მიხედვით, მისი „მნიშვნელობა“ ერთიან ჯგუფში საგულისხმოა. როგორც არ უნდა იყოს, იმ დროისთვის, ფრაზა „ნაწილობრივის“ განმარტება შეუძლებელი იყო განმცხადებლის მხრიდან ყოფილიყო წინასწარ განჭვრეტადი.
დასკვნა
178. შეჯამებისთვის, სასამართლომ დაადგინა, რომ 1953 წლის საერთაშორისო შეთანხმება არ შეიცავდა „პოლიტიკური ჯგუფის“ ცნებას გენოციდის დეფინიციაში, არც ის დგინდება, რომ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი აწესებდა უფრო ფართო დეფინიციას გენოციდისა, ვიდრე ეს იყო 1948 წლის გენოციდის კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული.
(β) იყო თუ არა განმცხადებლის ქმედების ეროვნული სასამართლოებისმიერი ინტერპრეტაცია 1953 წელს არსებული გენოციდის დანაშაულის არსთან შესაბამისობაში?
179. სასამართლო უბრუნდება განმცხადებლის საქმეში გენოციდის განმარტებას ლიტვის სასამართლოების მიერ. ის აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განმცხადებელი დამნაშავედ ცნო პროკურორის მიერ წაყენებული ბრალის შესაბამისად, რაც ნიშნავს ლიტველი პარტიზანების, როგორც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის წევრების გენოციდისთვის მსჯავრდებას (იხილეთ 29-ე და 31-ე პარაგრაფები ზემოთ). სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ გაიმეორა განმცხადებლის მსჯავრდება, განაცხადა რა, რომ ლიტველი პარტიზანები, როგორც საოკუპაციო ძალების წინააღმდეგობის მონაწილეების ცალკეულ „პოლიტიკურ“ ჯგუფზე მიკუთვნება იყო „მხოლოდ შედარებითი/პირობითი და არა ზედმიწევნით ზუსტი“. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ლიტველი პარტიზანები ასევე „წარმოადგენდნენ ლიტვის ერს, შესაბამისად, ეროვნულ ჯგუფს“(იხილეთ 35-ე და 46-ე პარაგრაფები in fine მაღლა). მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, რას გულისხმობდა ტერმინი „წარმომადგლები“. არც წარმოუდგენია ისტორიული ან ფაქტობრივი გარემოებები, თუ როგორ წარმოადგენდნენ ლიტველი პარტიზანები ლიტვის ერს. არც უზენაესი სასამართლოს მიერ იქნა განმარტებული პარტიზანთა ლიტვის ერის, ანუ „ეროვნული“ ჯგუფის წარმომადგენლობის საკითხი. უზენაესი სასამართლო, აცნობიერებდა რა, რომ განმცხადებელი „გასამართლებული იყო ლიტველი პარტიზანების ფიზიკურ განადგურებაში მონაწილეობისთვის, რომლებიც წარმოადგენდნენ ლიტვის მაცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფს“, სასამართლომ მხოლოდ აღნიშნა, რომ 1944-1953 წლებში ლიტვაში მიმდინარეობდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული შეიარაღებული წინააღმდეგობა - პარტიზანული ომი (იხილეთ 39-ე და 40-ე პარაგრაფები ზემოთ).
180. თავის მხრივ, ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა წარმოადგენდა ლიტვის სახელმწიფოს თავდაცვას. პარტიზანები უძღვებოდნენ პოლიტიკური და სამხედრო თავისუფლებისთვის ეროვნულ ბრძოლას.
181. სასამართლომ აღიარა, რომ ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნდა დისკრეცია, გენოციდის დანაშაული უფრო ფართოდ განემარტა, ვიდრე ეს განმარტებული იყო 1948 წლის გენოციდის კონვენციით. თუმცა ამგვარი დისკრეცია ეროვნულ სასამართლოებს არ აძლევს უფლებას, ამ ზოგადი განმარტების საფუძველზე, პირის გენოციდის დანაშაულის ჩადენისთვის უკუძალის მოქმედებით გასამართლებისა. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ 1953 წელს პოლიტიკური ჯგუფები საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული გენოციდის განმარტებაში (იხილეთ 178-ე პარაგრაფი ზემოთ). აქედან გამომდინარე, პროკურორებს არ ჰქონდათ უფლება უკუძალის მოქმედებით დაედოთ ბრალი, ხოლო ეროვნულ სასამართლოებს უკუძალის მოქმედებით განმცხადებლის ლიტველი პარტიზანების, როგორც პოლიტიკური ჯგუფის წევრების გენოციდისთვის გასამართლებისა (ასევე იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მე-60-ე პარაგრაფი მაღლა). გარდა ამისა, თუ საერთაშორისო სასამართლოს შემდგომი განმარტება ტერმინისა „ნაწილობრივ“ იარსებებდა 1953 წელს, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, თუ რის საფუძველზე დაადგინეს ეროვნულმა სასამართლოებმა, რომ 1953 წელს ლიტველი პარტიზანები წარმოადგენდნენ ეროვნული ჯგუფის არსებით ნაწილს, სხვა სიტყვებით, ჯგუფს, რომელიც დაცულია გენოციდის კონვენციის II მუხლით. ამგვარად, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ, შესაბამის დროს, განმცხადებელს, იურისტის დახმარებითაც კი, შეეძლო ევარაუდა, რომ ლიტველი პარტიზანების მკვლელობა შესაძლოა ყოფილიყო ლიტველების ან ეთნიკური ლიტველების გენოციდის დანაშაული.
182. დამატებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1948 წლის გენოციდის კონვენცია მოითხოვს, რომ დამნაშავე მოქმედებდეს დაცული ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების განზრახვით. განმცხადებლის განცხადებების მიხედვით, შესაბამის დროს, ის მიუთითებდა ქმედებებზე „ბანდიტების“, „ნაციონალისტთა იატაკქვეშა ორგანიზაციის“ და „ნაციონალისტთა ბანდების“ წინააღმდეგ (იხილეთ მე-18 და მე-19 პარაგრაფები მაღლა). უფრო მეტიც, 1953 წელს სუს-ის შეხვედრებზე გამოხატული მიზნები მიმართული იყო ამ ჯგუფების წინააღმდეგ. სასამართლოს აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სუს-ის განადგურების პოლიტიკა გავრცელდებოდა „მათ დამხმარეებსა და საკონტაქტო პირებზე“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზანი ამ უფრო ფართო „ლიტველი ნაციონალისტების“ ჯგუფისა, იყო დაეცვა ლიტვის დამოუკიდებლობა (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ მე-13, 44-ე და 67-ე პარაგრაფები ზემოთ). უდაოდ, როგორც პროკურორმა აღნიშნა, და სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა დაადასტურეს, ლიტველი პარტიზანები იბრძოდნენ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და ლიტვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის (იხილეთ 29-ე, 39-ე, მე-40-ე და 44-ე პარაგრაფები მაღლა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს, რომ განმცხადებლის არგუმენტები არ არის უსაფუძვლო. კერძოდ ის, რომ მისი და სუს-ის წარმომადგენელთა ქმედებები მიმართული იყო პარტიზანების, როგორც ნათლად იდენტიფიცირებადი ჯგუფის განადგურებისკენ, რომელიც ხასიათდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ შეიარაღებული წინააღმდეგობით.
183. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის 31.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ტერმინებს უნდა მიეცეთ ჩვეულებრივი მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, არ არის მართებული, გენოციდის კონვენციის ტერმინები „ეროვნული“ და „ეთნიკურის“ მნიშვნელობა განივრცოს იმგვარად, რომ მოიცვას პარტიზანებიც. ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომ მსხვერპლები შეესაბამებიან გენოციდის განმარტებას, ვინაიდან არიან დაცული ჯგუფის ნაწილი, განმარტებულია ანალოგიის საფუძველზე, განმცხადებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ, და მის გასამართლებას არაგანჭვრეტადს ხდის (იხილეთ კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Kokkinakis v. Greece), 25 მაისი 1993, § 52, სერია A # 260 A; ასევე იხილეთ კორბელი (Korbely), ციტირება მაღლა, § 70).
184. საბოლოოდ, სასამართლო ასევე აფასებს განმცხადებლის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ გენოციდის დანაშაულის განმარტება ლიტვის კანონმდებლობის მიხედვით არამხოლოდ არ ეფუძნებოდა 1948 წლის გენოციდის კონვენციისმიერ განმარტებას, არამედ თანდათანობით გაფართოვდა ლიტვის დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში, რაც ამძიმებდა მის მდგომარეობას (იხილეთ 51-53 და 123-ე პარაგრაფები მაღლა). ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღინიშნა, რომ პირის გასამართლება პოლიტიკური ან სამოქალაქო ჯგუფის წევრების გენოციდისთვის მაშინ, როდესაც ეს ორი ჯგუფი ლიტვის სისხლის სამართლის კოდექსს მას შემდეგ დაემატა, რაც ამ ქმედების ჩადენა მოხდა, არღვევს მართლმსაჯულების პრინციპს და ლიტვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო სამართლის დაცვის ვალდებულებას (იხილეთ მე-60-ე პარაგრაფი ზემოთ). სასამართლოს არ შეუძლია გაიზიაროს ლიტვის უზენაესი სასამართლოს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 1998 წლის ცვლილებებით გენოციდის დეფინიციაში „პოლიტიკური ჯგუფების“ დამატება შესაძლოა გამართლებული იყოს გენოციდის კონვენციის V მუხლის საფუძველზე. მაშინ, როდესაც გენოციდის კონვენციის V მუხლი არ კრძალავს გენოციდის დეფინიციის განვრცობას, ეს არ იძლევა უფრო ფართო დეფინიციის უკუძალის მოქმედებით გამოყენების შესაძლებლობას (იხილეთ სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ (Scoppola v. Italy) (no. 2) [დიდი პალატა], # 10249/03, § 93, 17 სექტემბერი 2009; მაკტუფი და დამიანოვიჩი ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ (Maktouf and Damjanović v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა], # 2312/08 და #34179/08, § 66, ECHR 2013 (ამონარიდები)).
185. ICJ-ის შესაბამისად, საქმეზე ბოსნია და ჰერცოგოვინა სერბეთისა და მონტენეგროს წინააღმდეგ (Bosnia and Herzegovina v. Serbia and Montenegro), [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაადგინა, რომ გენოციდის დანაშაულის სიმძიმე ასახულია მკაცრ მოთხოვნებში, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს პირის ამ ბრალდებით მსჯავრდებამდე. ეს მოთხოვნები – სპეციალური განზრახვის დადასტურებულობა და იმის ჩვენება, რომ დაცული ჯგუფი წარმოადგენდა მთლიანი ან მისი არსებითი ნაწილის განადგურების სამიზნეს– დაცვის მექანიზმია იმისგან, რომ პირის ამ დანაშაულისთვის გასამართლება არ მოხდეს ზედაპირულად (იხილეთ 112-ე პარაგრაფი ზემოთ). ლიტვის სასამართლოების არგუმენტების აღნიშვნისას, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ განმცხადებლის გასამართლება გენოციდის დანაშაულისთვის შეიძლება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული გენოციდის დანაშაულის არსს და შემადგენლობას, რომელიც არსებობდა ქმედების ჩადენის დროს და შესაბამისად, იქნებოდა განმცხადებლის მიერ განჭვრეტადი 1953 წელს.
186. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ პარტიზანების მკვლელობის დროს არ შეიძლებოდა მომხდარიყო იმის განჭვრეტა, რომ ის გასამართლდებოდა გენოციდის დანაშაულისთვის.
(γ) განმცხადებლის მსჯავრდება დასაბუთებადი იყო თუ არა კონვენციის 7.2 მუხლის საფუძველზე
187. სასამართლო აღნიშნავს მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტს, რომ განმცხადებლის ქმედებები მათი ჩადენის დროს წარმოადგენდნენ დანაშაულს ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად და შესაბამისად თანხვედრაშია კონვენციის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის ნორმებთან.
188. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, შეიძლება თუ არა 7.2 მუხლის გამოყენება განმცხადებლის მსჯავრდებასთან მიმართებით. ასევე სასამართლომ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენა 7.2 მუხლი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კონტექსტსა და საბჭოთა დეპორტაციებთან მიმართებით (იხილეთ პენარტი (Penart) და კოლკი და კისლიი (Kolk and Kislyiy), ციტირება მაღლა), დიდმა პალატამ საქმეზე კონონოვი (Kononov) აღნიშნა ამ პარაგრაფის საგამონაკლისო და სპეციფიური მიზანი (§ 186):
“და ბოლოს, მე-7 მუხლის ორი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებულია და მათი განმარტება უნდა მოხდეს პარალელურად (ტესი ლატვიის წინააღმდეგ (Tess v. Latvia) (dec.), no. 34854/02, 12 დეკემბერი 2002). საქმის საგანთან დაკავშირებით და ომის კანონებსა და ჩვეულებით ნორმებზე დაყრდნობით, როგორც ის გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომამდე და მას შემდეგ, სასამართლო თვლის, რომ რელევანტურია გაიხსენოს, რომ კონვენციის travaux préparatoires ადგენს, რომ კონვენცია მიუთითებს, რომ მე-7 მუხლის მეორე პარაგრაფი ემსახურება იმის დაკონკრეტებას, რომ მე-7 მუხლი არ ვრცელდება კანონმდებლობაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მთელ რიგ საგამონაკლისო გარემოებებში მიღებულ იქნა რათა მომხდარიყო ომის დანაშულების დასჯა, იმგვარად, რომ მე-7 მუხლი არ არის მიმართული ამ კანონმდებლობაზე რაიმე ფორმით სამართლებრივი ან მორალური გადაწყვეტილების მიღებისკენ (იხილეთ X. ბელგიის წინააღმდეგ (X. v. Belgium), #268/57, კომისიის 20 ივლისის გადაწყვეტილება 1957, წლის გამოცემა 1, გვ. 241)...”
189. ამის შემდგომ, 7.2 მუხლის უფრო შეზღუდული განმარტება დადასტურებული იქნა საქმეზე მაკტუფი და დამიანოვიჩი (Maktouf and Damjanović) (ციტირება მაღლა, § 72):
“შესბამისად, სასამართლოს არ შეუძლია დაეთანხმოს მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტს, რომ თუ ქმედება დანაშაულს წარმოადგენდა „ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით“, კონვენციის 7.2 მუხლის გაგებით, იმ დროისთვის, როდესაც ქმედება იყო ჩადენილი, მაშინ დანაშაულისა და სასჯელის უკუძალის აკრძალვის წესი არ გამოიყენება. ეს არგუმენტი შეუსაბამოა travaux préparatoires-თან, რომელიც თანახმად შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ 7.1 მუხლი თავის თავში მოიცავს უკუძალის აკრძალვის ზოგად წესს და რომ 7.2 მუხლი წარმოადგენს ამ წესის მხოლოდ პასუხისმგებლობის ნაწილს, იმისთვის, რომ უზრუნველყოს იმ გასამართლებათა კანონიერება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რომელიც ჩადენილი იყო მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 186). ამგვარად ნათელია, რომ კონვენციის ავტორებს არ ჰქონდათ განზრახული დაეშვათ რაიმე სახის ზოგადი გამონაკლისი უკუძალის აკრძალვის წესიდან. ნამდვილად, სასამართლოს ბევრ საქმეში განუცხადებია, რომ მე-7 მუხლის ორი პარაგრაფი ერთმანეთთან დაკავშირებულია და მათი ინტერპრეტირება უნდა მოხდეს პარალელურად (იხილეთ, მაგალითად, ტესი (Tess), ციტირება მაღლა, და კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 186).”
190. ამგვარად, და 186-ე პარაგრაფში მოცემული სასამართლოს დასკვნის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის მსჯავრდება არ შეიძლება დასაბუთდეს კონვენციის 7.1 მუხლის საფუძველზე, ეს არ შეიძლება დასაბუთდეს ასევე 7.2 მუხლით.
(d) სასამართლოს დასკვნა
191. სასამართლო ადგენს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
192. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
A. მიყენებული ზიანი
193. განმცხადებელი ითხოვდა 60,000 ევროს (EUR) არამატერიალური ზიანისთვის.
მან ასევე მოითხოვა 53,173 ლიტვური ლიტაი (LTL; დაახლოებით EUR 15,400) მატერიალური ზიანისთვის, რომელიც მას დაეკისრა მ.ბ.-ს სასარგებლოდ სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე ლიტვის სასამართლოების მიერ (იხილეთ პარაგრაფი 45 ზემოთ) და ასევე დაეკისრა სამართალწარმოების ხარჯის ანაზღაურება მ.ბ.-ისთვის. განმცხადებელმა წარმოადგინა ზედნადები, რომელიც ადასტურებდა მის მიერ მ.ბ.-სთვის LTL 34,778-ს გადახდას (დაახლოებით EUR 10,072).
194. თუ სასამართლო დაადგენდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას, მოპასუხე სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ EUR 60,000 გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი რაოდენობა იყო. განმცხადებელმა მონაწილეობა მიიღო ორი პარტიზანის მკვლელობაში; მას არ უარყვია ფაქტი, რომ ის ცდილობდა შეებღალა პარტიზანების ხსოვნა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მის მიერ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ძმების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ნაცისტური ოკუპაციის დროს.
რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი ვალდებული იყო ერთობლივად გადაეხადა კომპენსაცია, მისთვის შესაძლოა განსაზღვრულიყო მხოლოდ 26 750 LTL (ამ თანხიდან 25 000 LTL არის არამატერიალურ ზიანთან მიმართებით მ.ბ-სთვის მიკუთვნებულითანხის ნახევარი, ხოლო 1 750 LTL მ.ბ.-ს მიერ გაღებული სამართლებრივი ხარჯების ნახევარს შეადგენდა) ან 7 750 ევრო.
195. მართალია სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მას არამატერიალური ზიანი მიადგა, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ეს ზიანი საკმარისად იქნა კომპენსირებული კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევის დადგენით.
სასამართლო განმცხადებელს 10 072 ევროს განუსაზღვრავს მატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
B. ხარჯები და დანახარჯები
196. განმცხადებელი ასევე ითხოვდა 8 000 LTL-ს (დაახლოებით 2 300 ევრო) სასამართლო ბაჟისა და წარმომადგენლობის ხარჯებისათვის. მან ასევე მოითხოვა 2 000 ევრო [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე საქმისწარმოებასთან დაკავშირებული თარგმანისა და საფოსტო ხარჯებისთვის.
197. მოპასუხე სახელმწიფო აცხადებდა, რომ ადვოკატის ხარჯი გადაჭარბებული იყო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი თარგმანის ხარჯების მხოლოდ ნაწილი დასტურდებოდა დოკუმენტებით.
198. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს დანახარჯების ანაზღაურება, თუ მან ისინი ნამდვილად და საჭიროებიდან გამომდინარე იტვირთა და თუ მათი ოდენობა მნიშვნელოვანია. წარმოდგენილ საქმეზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, გარდა სასამართლოს უფასო იურიდიული დახმარების სისტემის მიერ უკვე ანაზღაურებული ხარჯისა (850 ევრო). შესაბამისად, სასამართლო მიაკუთვნებს განმცადებელს 2 450 ევროს სასამართლო დანახარჯების ასანაზღაურებლად.
C. საურავი
199. სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია საურავის დადგენა ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული.
აქედან გამომდინარე, სასამართლო
1. ხმათა უმრავლესობით, დასაშვებად აცხადებს, განაცხადს;
2. ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ, ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას;
3. ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ, ადგენს, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს განმცხადებლისთვის მორალური ზიანის ანაზრაურებას;
4. ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ ადგენს,:
(a) მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში შემდეგი ოდენობის თანხები:
(i) 10 072 ევრო (ათი ათას სამოცდათორმეტი) მატერიალური ზიანისთვის;
(ii) 2 450 ევრო (ორი ათას ოთხას ორმოცდაათი), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება დაეკისროს განმცხადებელს დანახარჯებთან დაკავშირებით;
(b) რომ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან შეთანხმებამდე ზემოთ აღნიშნულ თანხას უნდა დაერიცხოს მარტივი საურავი, რომელიც დაერიცხება ზემოთ აღნიშნულ თანხას ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი საპროცენტო ერთეული;
5. არ აკმაყოფილებს ერთხმად, სამართლიან დაკამაყოფილებაზე განმცხადებლის მოთხოვნის დარჩენილ ნაწილს.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და მიღებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2015 წლის 20 ოქტომბერი.
ერიკ ფრიბერგიდინ სპილმანი
მდივანითავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლის და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად, შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები თან ერთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას:
(a) მოსამართლეების ვილიგერის, პაუერ-ფორდეს, პინტო დე ალბუკერკეს და კურისის ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება;
(b) მოსამართლე ზიემელეს განსხვავებული მოსაზრება;
(c) მოსამართლეების შაიოს, ვუცინიჩის და ტურკოვიჩის ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება;
(d) მოსამართლე პაუერ-ფორდეს განსხვავებული მოსაზრება;
(e) მოსამართლე კურისის განსხვავებული მოსაზრება.
დ.ს.
ე.ფ.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
[1] განმცხადებლის პირად საქმეში თარიღად განსაზღვრულია 1952 წლის 15 სექტემბერი.
[2] 2014 წლის 4 ივნისის საქმის განხილვისას მთავრობის მოქმედმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოთხოვნა ითვალისწინებდა ვ. ვასილიაუსკასის მსჯავრდებას სხვა სისხლის სამართლის საქმეში.
[3]. ინფორმაცია მიღებულია გაეროს შემდეგი ვებ-გვერდიდან:. მათ წერილობით მოსაზრებაში, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გენოციდის კონვენციის რატიფიცირება სსრკ-ს მიერ მოხდა 1953 წლის 18 მარტს და სსრკ-ს ტერიტორიაზე ძალაში შევიდა 1954 წლის 1 აგვისტოს.
[4]. ICJ-ის ანგარიშები 1951, გვ. 23.
[5]. 36 საერთაშორისო სამართლის ანგარიშები (“სსა” (ILR)), 1968, გვ. 5-344.
[6]. პიეტერ დროსტი, სახელმწიფოს დანაშაული, წიგნი II, გენოციდი, სიტჰოფი, ლეიდენი, 1959, გვ. 85.
[7]. სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მე-2 სესია, ისტორიული გამოცემა 370 (1976), ვ.ა. შაბა, გენოციდი საერთაშორისო სამართლაში: დანაშაულთა დანაშაული, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამოცემა 2000, გვ. 238, ასევე 2004 წლის 19 აპრილის ICTY სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კრსტიჩი, § 10.
[8]. კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ კოდექსის სამუშაო ვერსია (კომენტარები),ILC ორმოცდა მერვე სამუშაო სესიის ანგარიში 1996,გაეროს დოკუმენტი. A/51/10 (1996).
[9]. ექსპერტთა კომისიის ანგარიში, გაეროს დოკუმენტი. S/1994/674.
[10]. ბარბის საქმე, საფრანგეთის საკასაციო სასამართლო (სისხლის სამართლის პალატა), 20 დეკემბერი 1985, 78 ILR 125.
[11]. . კომისია დაარსდა 1998 წლის 7 სექტემბრის პრეზიდენტის განკარგულებით. ის შედგება საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ისრაელის, ლიტვის, რუსეთის ფედერაციის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ცნობილი ისტორიკოსების, იურისტების და საზოგადო მოღვაწეებისგან. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა რეპრესიული მმართველობის მემკვიდრეობა, წარსულის მძიმე პრობლემები, როგორიც არის ჰოლოკოსტი და სხვა შემთხვევები, არასდროს გამხდარა თავისუფალი საჯარო განხილვის საგანი. ასევე გადაწყდა, რომ მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის, ამგვარი ისტორიული საკითხები უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების შესაბამისად.
[12]. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ალსტოეტერ ეტ ალ-ის წინააღმდეგ (United States of America v. Alstoetter et al (“Justice trial”)), ომის დამნაშავეების სასამართლო პროცესების იურიდიული ანგარიში (Law Reports of Trials of War Criminals (“LRTWC”)),გაერთიანებული ერების ომის დანაშაულების კომისია (United Nations War Crimes Commission (“UNWCC”)), 1948; შეერთებული შტატები ოტო ოლენდორფის წინააღმდეგ (United States of America v. Otto Ohlendorf et al (“Einsatzgruppen trial”)), LRTWC, UNWCC, 1948; შეერთებული შტატები გრიფელტის წინააღმდეგ (United States of America v. Greifelt et al,) LRTWC, UNWCC, 1948.
[13]. პოლონეთი ჰესის წინააღმდეგ (Poland v. Hoess), LRTWC, UNWCC, 1948; პოლონეთი გრეიზერის წინააღმდეგ (Poland v. Greiser), LRTWC, UNWCC, 1948.
[14]. რ.ლემკინი, აქსისი წესი ოკუპირებულ ევროპაში, მთავრობის ანალიზი, გადახედვის წინადადებები, ვაშინგტონი (R. Lemkin, Axis Rule in Occupied Europe, Analysis of Government, Proposals for Redress, Washington,) 1944, გვ. 91.
[15]. მაგალითად ბ.ვან შააკი, „პოლიტიკური გენოციდის დანაშაული: გენოციდის კონვენციის ბრმა წერტილების აღმოფხვრა“, (B. Van Schaack, “The Crime of Political Genocide: Repairing the Genocide Convention’s Blind Spot”), 106 იელის სამართლის ჟურნალი, 1997, გვ. 2262.
[16]. მაგალითად ვ.ა. შაბა, გენოციდი საერთაშორისო სამართალში: დანაშაულთა დანაშაული, (W.A. Schabas, Genocide in International Law: The Crime of Crimes), კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2000, გვ. 134.
[17]. მაგალითად ბ. ვან შააკი, (B. Van Schaack), (1997), op.cit., p. 2268.
[18]. გ.ა. ფინჩი „რედაქტორული კომენტარი: გენოციდის კონვენცია“ (“G. A. Finch, “Editorial Comment: The Genocide Convention”,) 43 American Journal of International Law, 1949, p. 734; Report of the Committee on International Law of the Bar ნიუ იორკი. გვ. 5-6 (“მხოლოდ გამორიცხული ჯგუფები დღესდღეობით არიან განადგურების პროცესში ან განადგურების საერთო საფრთხი წინაშე…”) ჯ.ლ. კუნცი, “გაერთიანებული ერების კონვენცია გენოციდის შესახებ”, 43 საერთაშორისო სამართლის ამერიკული ჟურნალი, 1949, გვ. 743; და პ. ნ. დროსტი(1959), op. cit., გვ. 123.
[19]. ბ.ვან შააკი (1997), op. cit., გვ. 2268; ჯ, კუპერი, რაფაელ ლემკინი და ბრძოლა გენოციდის კონვენციისთვით, ჰაუნდმილსი, ბასინგსტოკი, პალგრავე მაკმილანი (J. Cooper, Raphael Lemkin and the Struggle for the Genocide Convention, Houndmills, Basingstoke, Palgrave MacMillan,) 2008, გვ. 154.
Full & Egal Universal Law Academy